ყველა'ფერი ( მეორე თავი )
იმედია, მოგეწონებათ. *** დაფეთებული წამოხტა. ირგვლივ უკუნითი სიბნელე გამეფებულიყო, სანამ თვალი არ შეეეჩვია მანამდე ოთახში ავეჯის კონტურიც ვერ გაარჩია. სულ ოფლიანი იყო. ოთახში ნაცნობი სურნელი იგრძნო, მაგრამ თავი კიდევ სიზმრის გავლენის ქვეშ ეგონა, ამიტომ ყურადღება არ მიაქცია, სანამ მისთვის ნაცნობი ხმა არ შემოესმა. - ანიკო, კარგად ხარ? ასე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი მიმართავდა, რომელიც წესით ახლა ძალიან შორს უნდა იყოს მისგან. - ანო, რატომ მაშინებ? არ გეჩვენები, ილო ვარ, შე..... სიტყვა არ დაამთავრებინა, ისე ჩაეხუტა ბიჭს სუნთქვაც კი გაუჭირდა. - ასე გამჭყლიტავ და ძვლებსაც ჩამიმტვრევ, რაარი გოგო ეს რა ძალა გაქვს? - შე... შეეენ აქ, როგორ, რანაირად, ჰა? - ნუ ლუღლუღებ, ერთი შენი ჭირი მე. გააჩერე ეს ხელები, ნამდვილი ვარ გოგო, მეტკინა ლოყები. ანო ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. ულამაზეს, დიდ, წყლიან მწვანე თვალებს წამში ორჯერ "აფახუნებდა". - ჰო, სურპრიზს გიკეთებდით. ხომ ვიცი როგორც გიყვარს ეს დადგომები, უცებ გამოჩენები, მაგრამ კრახით დასრულდა ჩემდა საბედნიეროდ, ანიკო. ქორწილში მინდოდა ფურორი მომეხდინა ჩემი გამოჩენით, კიც ვიყიდე ბილეთები ისე, რომ ქორწილამდე 2 საათით ადრე აქ ვყოფილიყავი, მაგრამ შენმა უსაყვარლესმა მეგობრამა ჟუჟუნა წვიმამ მის ბიძაშვილ ჭექა-ქუხილს შეჯიბრი გაუმართა, რომელი აჯობებდა და ასე უამინდობის გამო რეისი გადაიდო. შუადღის 3 საათის მაგივრად ღამის 1ზე ჩამოვფრინდი. ქორწილიც დასრულებულა და ყველა სახლებშიც დალაგებულხართ. ზოგს დაძინებაც მოუსწრია, შენ მსგავსად, ხოდა, როგორც ბავშობაში ვიცოდი, დედა და მამა აღარ გავაღვიძე, ფანჯრიდან შემოვძვერი. ამ ლაპარაკში იგრძნო ყურის გაუსაძლისი ტკივილი და თვალებმა ნელნელა პატარა დის გაბადრული სახეც აღიქვა. - ანუ ვაჟბატონო მე, რომ უნივერსიტეტში მგონიხარ სამაგისტრო ნაშრომის ჩასაბარებლად, შენ ამ დროს აეროპორტში გადადებული რეისის გამო ყურყუტებ? - იაზრებ, ხომ ჩემ თავგანწირვას? - ცუდი ბიჭი ხარ ტყუილისთვის, მაგრამ იმდენად მომენატრე შე ჭინკა, რომ ამ ერთხელ გაპატიებ. ხო, ადამიანები ხშირად ივიწყებენ და უკანა 'პლანზე' წევენ საკუთარ პრობლემებს, სხვების გულისტკივილის მოსამენად. ასეთი იყო ანოც. მეორე დილით შერვაშიძეების სახლი, ლილე ჩერქეზიშვილის გამაყრუებელმა კივილის ხმამ შეძრა, რომელიც 2 წლის შემდეგ მილანიდან დაბრუნებული უფროსი ვაჟის, ილიას დანახვამ გამოიწვია. *** ნაბიჯებს ნელ-ნელა აუჩქარა. იმის მიუხედავად, რომ წვიმა სიგიჟემდე უყვარდა, გაციება ნამდვილად აღარ უნდოდა. ისედაც ახლახანს მორჩა და ისევ წვნიანის ჭამის პერსპეექტივა არ ხიბლავდა. მის ბიძაშვილ თემოსთან მიდიოდა, რომელმაც წინა ღამით დაჟინებით თხოვა, როგორც კი გაიღვიძებდა მასთან მისულუყო. არასდროს უფიქრია მასთან მისვლისას, რომ რაღაცის გამო მიდიოდა. დღეს კი რატომღაც ეგონა რაღაც, აუცილებლად, ხდებოდა, რასაც საფუძვლად თემოს დაჟინებული თხოვნაც ახლდა. გზად ბებო დაინახა მინდვრის ყვავილებს ყიდდა. ეგრევე საყვარელი ბიცოლა გაახსენდა, რომელსაც მინდვრის ყვავილებზე ეკეტებოდა. იცოდა, რომ ბიძამისი და ბიცოლამისი ჯერ კიდევ სოფელში იყვნენ, თან დაბრუნებას არ ჩქარობდნენ, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მაინც იყიდა პატარა თაიგული. მოხუცს მადლობა გადაუხადა და მისი გაღიმებაც დაიმსახურა, დალოცვასთან ერთად. ზოგადად შიში არ აქვს არც ლიფტის, არც ჩაკეტილი სივრცის, მაგრამ რატომღაც დღეს გადაწყვიტა ფეხით ასულიყო მეშვიდე სართულზე. კარზე დაკაკუნებაც კი არ უცდია, იცოდა მის ჭკუათხელ ბიძაშვილს სულ ავიწყდებოდა კარის ჩაკეტვა, ხოდა მანაც პირდაპირ სახლში შეჭრა გადაწყვიტა, მაგრამ როგორცკი კარის სახელური ჩამოწია, ჰოი საოცრებავ, დაკეტილია. გაუკვირდა, მაგრამ იმის იმედად, რომ თემო დაჭკვიანდა ყურადღება აღარ მიუქცევია კარის ინციდენტზე. რამდენჯერმე დააკაკუნა და დაელოდა სახლიდან გასაღების გაჩხაკუნების ხმას. დიდხანს არ მოუწია ლოდინი, მალევე გაუღო ახლად გაღვიძიებულმა, სახედასიებულმა, თმაგაბურძნულმა ბიძაშვილმა კარი. ხმის ამოღება არ აცადა თემოს, პირდაპირ მიაყარა. - არ დამიწყო ახლა შენი ზამაშკები. დავინახე, ეგრევე ჩემი ნონა გამახსენდა და წამოვიღე. ვიცი, რომ ჯერ არ ჩამოსულა და ვერ ნახავს, მაგრამ იქნებ კარის ჩაკეტვასთან ერთად, ამათაც სათანადოდ მიხედო და გამაოცო ჩემო თემუკა. - ბიჭო რა დაიქოქე, სიტყვა ვერ ჩავაკვეხე. რააარი გამოკეთდი და ახლა სხვებს ანოკაუტბ? - შემომიშვებ ახლა სახლში, თუ დიდხანს ვიდგე აქ და შენ მეზობელსაც მოძვრეს თვალები შენი თვალიერებით? - ვინ ჩემ მეზობელს? თემო მერამდენედ წამოეგო ასე მიამიტურად ერეკლეს ოინებს სათვალავიც მათაც კი არეოდათ უკვე. იმდენად მარტივი ტყუილი დაიჯერა, რომ ახლა სადარბაზოში, ნახევრად შიშველი, ჩაკეტილ კარებთან აყუდებული, ბავშვივით ეწუწუნება ერეკლეს გაღებაზე, თან მუქარაც არ დავიწყებია, რომ შავ დღეს დაააწევდა უკან. დიდხანს ვერც შეიკვა სიცილი ერეკლემ, არც უცდია, მაგრამ თემოს ნათქვამმა: ბიჭო, ჩუსტები მაინც გამომიყარე, გამეყინა წვივებიო, ამან ბოლო მოუღო. ოთხად მოიკეცა და სადაც იყო გადაბჟირდებოდა, მის წინ გაოცებული ორი წყვილი თვალი, რომ არ შეენიშნა. ნონასთვის ნაყიდი თაიგული და კარის გასაღები, თანმიმდევრობით დაცვივდა იატაკზე. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აუჩქარა ნაბიჯებს და გადაეხვია ორივეს ერთად. ეს ადამიანები, ეს ოჯახი, ეს სახლი, მისთვის ყველაფერი იყო. ნონას და არჩილს საკუთარი მშობლებისგან არც კი განასხვავებდა, თემო კი ღვიძლი ძმასავით ჰყავდა. რა დროიდანაც თემო ახსოვდა, იქედანვე ახსოვდა საკუთარი თავიც. ყოველთვის ერთად იყვნენ. ერთად იზრდებოდნენ. ერთად და ერთმანეთისთვის არსებობდნენ. - თაიგული ტყუილად არ მოგიტანია, ერკე. - როგორ მომნატრებიხარ ერეკლე. - ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ნამდვილები ხართ და ჩემ წინ დგახართ. ძია არჩილ, ასეთი რა დამართე ჩემ ნონას, ამდენიხანი ჩემ გარეშეც, რომ გაძლო. - მე ნუ მეკითხები მაგას, მას კითხე რა დამმართა ამხელა კაცს ყველა და ყველაფერი, რომ დამავიწყა. პატარა ბიჭივით გამაპარა და გამომკეტა მის სამფლობელოში. - ერკე ნახე როგორ დამიშტერებია, მისი პირით თქვა, რომ სოფლის სახლი ახლა უკვე ჩემი სამფლობელოა. იმდენად ყავდათ ერთმანეთი მონატრებული აღარვის ახსოვდა გარეთ სიცივეში ტკბილად ჩაძინებული თემო, რომელსაც გაბრაზება ჯერ კიდევ შეჭმუხნულ შუბლზე ეტყობოდა. სადაც მისვლა ყოველთვის შეგიძლია, სადაც დაუღალავად გელოდებიან, სადაც არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოადგენ, ვინ ხარ, არ გჭიერდება არანაირი ნიღბის მორგება, სინამდვილეში ხარ ის ვინც ხარ, ზუსტად ეს ადგილია ნამდვილი სახლიც. *** მეგობარი - ერთი სიტყვაა, უამრავი სხვადასხვა სხეულითა და განმარტებით. ნამდვილი მეგობარი შენი სულის ნაწილია. თუ ცხოვრებაში თქვენი გზები ერთხელ უკვე გადაკვეთა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ იმდენად მჭიდროთ ხართ ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებულნი, რომ როგორც არ უნდა ეცადოთ, თავს ვეღარასდროს დააღწევთ ერთურთს. ზუსტად ასე იყო სამუდამოდ დაკავშირებულნი ანო შერვაშიძის და კატო ჯაყელის ცხოვრების გზები ერთმანეთთან. წამებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა კატოს მის ზარზე ეპასუხა და მასთან უმოკლეს დროში გამოცხადებულიყო. როგორც იქნა ინება ქალბატონმა ყურმილის აღებაც: - ამ დილა უთენია, რა არ გასვენებს შერვაშიძე? - მილიარდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ისე მიპასუხე არც კი დაგიხედავს რომელი საათიია. მესმის ადამიანს ძილი გვიანობამდე უყვარდეს, მაგრამ საღამომდე? კი მაგ.... შუა გზაში გააწყვეტინა ანოს. - ასეთი რა დროა ამისთანა შემართებით, რომ ხარ. ჰა ჰა მაქსიმუმ ორი იქნება საათი, არც - კი, კი, როგორ არა, საერთოდ არ დაიწყო ექვსი. ისეთი გამაყრუებელი კივილის ხმა მოესმა, ძლივს მოასწრო ტელეფონის ყურიდან მოშორება. - კატო მორჩი თუ კიდევ ორი მეტრიდან უნდა გესაუბრო? - შენ ახლა დაქალი გქვია, გოგო? მართლა ექვსი დაწყებულა, აქამდე როგორ არ დამირეკე, ხომ გითახრი გუშინ, ხვალ 3ისკენ გამოვალ რამე გემრიელი დამახვედრე თქო. ასე მომიშორე თავიდან არა ქალბატონო?! - ჯერ ეს ერთიც, ამ ცეზარში დაჭკნა ეს სალათის ფურცლებიც, ბრაუნიც სულ გაცივდა და ილიამაც.... გაგრძლებელს აპირებდა, რომ არა ოთახში შემოვარდნილი ილია, რომელიც თვალებს უყლიპავდა მასზე არაფერი ეთქვა. - რაო რა ილიაო? - რაოდა ილიამაც შემჭამა, არ შემიძლია ამდენი ხანი ჩემზე გაბრაზებული, რომ არის და სული ძვრებაო მონატრებით, მაგრამ მაინც არ აღიარებსო. მალე გამოვიდეს შენთან, რომ დაველაპარაკოო, თორემ ვურეკავ, ვწერ, ავაფეთქე და არ მპასუხობსო. - ეგეც რა აფერისტია. რა მეტყობა ახლა მე იმის, რომ ამაფეთქა ზარებით? - აი პირველში გეთანხმები, მაგრამ მეორე საკითხთან დაკავშირებით რავიცი, რავიცი. მოთმინებით დააიგნორა ხელის ტკივილი, რომელიც ილიას ჩქმეტამ გამოიწვია. - ხო კარგი, კარგი. ავდგები ახლა, მოვწესრიგდები და ნახევარ საათში შენთან ვარ. მოსმენილისგან გაკვირვებულ, ილიას დამანჭულ სახეზე სიცილი ძლივს შეიკავა. ბიჭმა ჩუმად უჩურჩულა, რომ კატო პირიქით იქეთ დაეთანხმებინა ანოს მასთან 'სტუმრობაზე', რათა ამით კატოსთვის უფრო დიდი ფურორი მოეხდინა მის უეცარ გამოჩენას. ანოსაც სხვა გამოსავალი არ დარჩა. - არა, არა. სანამ შენ ახლა ადგები, მოწესრიგდები და აქ მოხვალ კი დაგვათენდება თავზე. მერე მილანიდან ილიამაც ზარებით უნდა ამიკლოს, ამიტომ მივდივარ ასეთ დათმობაზე და ჩემ ნახელავთან ერთად შენთან მოვდივარ. დაამთავრა თუ არა მონოლოგი, ყურმილი ეგრვე გაუთიშა კატოს. იცოდა, რომ შავ დღეს დააყრიდა საბოლოოდ თუ მაინც მასთან მიდოდა და სულ ტყუილად დაუფრთხო ძილი. მისი სახლის გასაღები ხომ ისეც ჰქონდა, მაგრამ აბა რა იცოდა მისი დაულაგებელი ძმა ყველაფერს თავდაყირა თუ დააყენებდა. *** სადარბაზოში შეაბიჯეს თუ არა, ანო უსიტყვოდ გაემართა კიბებიისკენ. ის ის იყო, პირველ საფეხურზე ფეხი უნდა შეედგა, უცებ ილიას გაცისკროვნებული თვალები, რომ დალანდა. ილიას გადაწყვეტილებაზე კი ანოს გული გაუთბა. ლიფტში ისე შევიდა, არაფერი უკითხავს. არ უნდოდა ზედმეტად ილიას სივრცეში შეჭრილიყო, უბრალოდ მისდამი სიამაყე მარტივი და უბრალო ხერხით გამოხატა. ლოყაზე ხანგრძლივად და ხმით აკოცა. ილია დის საქციელით უზომოდ კმაყოფილი დარჩა. სულ აღიარებდა იმას, რომ ანო ყველასგან განსხვავდებოდა. არ იცოდა ზედმეტი ჩაკითხვები, ჩარევები, ყურადღების გამახვილებები. მოგცემდა პირად სივრცეს, პატივს სცემდა შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და მუდამ გვერდში დაგიდგებოდა. იგრძნო, ამჯერად მისი დრო იყო. - გადავწყვიტე მილანში დამეტოვებინა ზედმეტი უსაფუძვლო შიში და ფობია. საპასუხოდ ანომ მერვე სართულის ღილაკს მიაჭირა და ძმას მთელი გულით გაუღიმა. კატო, რომ უსასრულოდ მრავალფეროვანი და ჭარბი ემოციებით აღსასვე გოგოა, ამაში არა ერთხელ დარწმუნდებით. რეაქცია ქონდა აღუწერელი. ილიამ გადაწყვიტა, კართან მარტო დახვედროდა. ანო გვერდით მიჩურთა. 'ჭუჭრუტანას' თითი მიაფარა და ხანგრძლივი ზარი დარეკა. და-ძმა შერვაშიძეებს სახლიდან გარკვევით შემოესმათ ძირში დავარდნის ხმა. იმის წარმოდგენაზე თუ როგორ აებლანდა ფეხი კატოს პლედში წამოდგომისას, როგორც ყოველთვის სიჩქარის დროს ემართებოდა ხოლმე, ანოსთვის პიკი იყო. მისმა გულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და მთელ ხმაზე ახარხარდა. კატო კი კარს იქეთ, რა თქმა უნდა, ქალბატონის მოკვლით იმუქრებიდა. კარი სწრაფად გამოაღო, პირი გააღო თუ არა, უკვე გამზადებული ყველა სათქმელი სიტყვა ზედვე შეეყინა. გაოცებულმა, ინსტიქტურად კარები ცხვირ წინ მიუხურა და-ძმას და ამასთან ერთად, მისი ფირმული კივილიც ზედ დააყოლა. გაკვირვებული და გაოცებული, ჯერ კიდევ გონზე ვერ მოსული ილო და ანო ერთმანეთს უმზერდნენ. ილიამ დასერიოზულება და კარის გაღება ცადა, კატოს კივილისგან დაღლილი მისთვის ენა, რომ ამოეგლიჯა, მაგრამ ვინ აცადა, ანოს ჩუმმა ფხუკუნმა და ხელზე ჩქმეტამ ბოლო მოუღო და მასთან ერთად ახრხარდა. ამასობაში კატომაც ინება კარის მეორედ გაღება. - მითხარი, ილია, შენი პირით მითხარი, რომ არ მეჩვენები, არც სიზმარია და მე ახლა არ მძინავს. - არა, სამწუხაროდ, სზიმარშიც გესტუმრე პატარავ. - ეგრე რა, თორემ კინაღამ გულმა დამარტყა. ეს ნამდვილად ჩემი გადარეული ილიას ცანცარს წააგავს. - კინაღამ არ ითვლება კატუს. - ანო რა მწარე ხარ ხოლმე. აბა რა ექნა ანოსაც, ერთმანეთზე გადაფსკვნილი წყვილისგან მივიწყებულს რაიმეთი ხომ უნდა ეხალისა, არა?! ხოდა, ცოტაც იხალისა. ილიას ძალიან უყვარდა კატოსთან ერთად ბლინების გაკეთება, რაზეც უმეტეს შემთხვევაში კატოსგან უარს იღებდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მართალია ილია დიდი შემართებით იწყებდა სულ საქმეს, მაგრამ იმდენად აბინძურებდა სამზარეულოს, კატოს სულ ერჩივნა ცოტა ეწვალა, მარტო გაეკეთებინა და მალევე მიელაგებინა სამზარეულო, ვიდრე იქაურობა თავდაყირა დამდგარიყო და მთელი დღე და ღამე, უკეთეს შემთხვევაში მთელი დღე ან მთელი ღამე ისევდაისევ, მარტოს ელაგებინა. მაგრამ ამჯერად, ილიას მონატრებამ გაჭრა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ილიამ კატოს მონატრებით ისარგებლა და წყვილმა ანო ჩართული ტელევიზორის წინ პუფზე გაწოლილი მარტო დატოვა. ანოსაც მობეზრდა ერთი არხიდან მეორეზე გადართვა. იქვე მაგიდის პირველ თაროზე ფლომასტერებსა და გასაფერადებლებს მოკრა თვალი. გულში კატოს მეზობელი ლიაკო ბებო დალოცა ხშირად, რომ უტოვებდა მის პატარა შვილიშვილს კატოს მაღაზიაში ჩასვლის მიზნით. გასაფერადებლებიდან პეპლების ამოარჩია და საქმეს შეუდგა. უეცრად ნაცნობ სიმღერას: მოდი, წავიდეთ_ს აყვა მისაღერში. უეცრად გაფერადება შეწყვიტყა. კარგად ახსოვდა, ტელევიზორი გამორთო, ყურსასმენებიც არ ეკეთა. ილია და კატოც ვერ ჩართავდნენ ტელეფონებში, რადგან სამივესი მის წინ მაგიდაზე ეწყო. კომპიუტერი ორი დღის უკან გაუფუჭდა კატოს, ფანჯრიდანაც ვერ შემოვიდოდა ხმა, გარეთ წვიმდა და დახურული იყო, ამასთან ერთად ორმაგი მინაც არ მიცემდა ხმას შემოსვლის საშუალებას. კატოს ქუჩიდან შემომავალი ავტომობილების სიგნალის ხმა აწუხებდა და, როგორც თვითონ ამბობდა, ნერვს უტოკავდა ხოლმე, ასე რომ მხოლოდ ერთადერთი გზა რჩებოდა. ალბათ რომელიმე მეზობელი უკრავდა ან უსმენდა ძალიან მაღალ ხმაზე, რადგან სხვა ბინაშიც ხმა ამ დონემდე შედიოდა. ანოსთვის რთული მისახვედრი აღმოჩნდა ვინ შეიძლება ყოფილიყო. კატოს მერვე სართულზე მეზობლად მხოლოდ ლიაკო ბებო და ხანში შესული ცოლ-ქმარი ყავდა, ასე, რომ არა მგონია მათგან რომელიმე ყოფილიყო. გოგონამ ისიც კი ვერ გაარჩია, ვინმე ორიგინალს უსმენდა თუ თვითონ ასრულებდა. რატომღაც მაინც ფიქრობდა, რომ ვიღაც საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებდა. ამაში დასარწმუნებლად კი სამზარეულოში მოკისკისე და მაგიდის გარშემო მორბენალი წყვილისკენ გაემართა. მის ამ დაუდევარ საქციელს პასუხად სახეში მუჭა ფქვილი მოჰყვა, ჩაბჟირებულ წყვილთან ერთად. მაგრამ მისი თავდადება საკუთარი მოსაზრების დასაზუსტებლად ღირდა. კატოსგან გაიგო, რომ მეშვიდე სართულზე თავდგირიძეები ცხოვრობდნენ. თავიდან წინა ღამით მამიდამის ქორწილში ახლად გაცნობილი თავდგირიძეები გაახსენდა, მაგრამ რატომღაც იფიქრა, რომ მათ გარდა უამრავი სხვა ადამიანიც არსებობდა იგივე გვარით, ასე, რომ იმ წუთასვე უკუაგდო ეს აზრი. ისიც გაიგო, რომ ოჯახიდან თურმე ერთერთი პიანინოზე უკრავდა, ხოლო მეორე ელექტრო გიტარაზე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელი იყო სიმღერა მეშვიდე სართულიდან გაეგო. კატომ ისიც დაუყოლა გიტარაზე ხშირად არ უკრავენ და როგორც ჩანს შენ პატივი გერგო მოგესმინაო, ამიტომ დააფასეო. ანომაც დააფასა. იმდენად მოხიბლული იყო მოსმენილით, ჯერ კიდევ ყურში ესმოდა ნოტები. საბოლოოდ, ილიამ და კატომ თავი მოაბეს ბლინების გაკეთებას. საკუთარი ნახელავით ჩაისთან, არაჟანთან და ნუტელასთან ერთად ანოს გაუმასპინძლდნენ. ლილეს დაჟინებული თხოვნით აბარგდნენ, საერთო ძალებით სახლი მიალაგეს, კატო ჩააბარგეს და შერვაშიძეების სამფლობრლოსკენ აიღეს გეზი. ანოს აზრად მაოუვიდა კატოს ცოტა შეშინება, რასაც უკან ილიასგან სიმართლის გამხელა მოყვებოდა. ასე რომ, ლიფტი გამოიძახა. კარი როგორც კი გაიღო და კატო შიგნით შევიდა, ვითომ და ილიაც უკან მიაყოლა. თვითონ სადარბაზოში დარჩა, ილოს თვალი ჩაუკა და კატოს კივილი დააიგნორა, რომელიც ლიფტის კარის დახურვამ შთანთქა. დიდიხანი არ მოუწია ლოდინი ანოს. ლიფტი მეორედ მერვე სართულზე ორ წუთში ამოვიდა. რატომღაც ხელში მუქ იასამნისფერ ფლომასტერს, რომელიც მეზობლის შვილიშვილს ეკუთვნოდა, გაუაზრებლად ათამაშებდა. შემთხვევით ხელისგულზე შეხება იგრძნო. მაშინ გაიზრა, რომ თან გამოჰყოლია. უცებ ძალიან მოუნდა ლიფტის კარებზე სიმღერის ავტორისთვის წარწერა დაეტოვებინა. დაწერა კიდეც... ,,მეშვიდე სართულზე მოდი, წავიდეთ-ს ვინ უკრავს?'' ასე უბრალოდ და მარტივად. ესეც მეორე თავი, იმედი მაქვს მოლოდინებს გაგიმართლებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.