დადიანის ქალი! - 14 თავი
ალექსანდრე, მისი და ანაბელის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულდება, ამის გამო ქალბატონი ანაბელი ძალიან კმაყოფილი, იყო და მუდამ გაღიმებული დადიოდა. ალექსანდრე ცოტათი გადაეჩვია ეჭვიანობებს, მაგრამ ზოგჯერ მაინც ჰქონდა წამოვლები, ამის გამო ანაბელი ბრზაბობდა და გაბუტული მის ოთახში იკეტებოდა, ორ საათიანი ხვეწნების და მისი საყვარელი ყვავილის მოტანის შემდეგ, მაინც ურიგდებოდა. ახალი სახლის მშენობლობაც წამოიწყეს, რომელიც მთლიანად ანაბელის გემოვნებით აშენდებოდა, ამ მშენობლობას პირადად უტა ხელმძღვანელობდა და წყვილს ყველა დეტალის გავლაში ეხმარებოდა. შაბათი დილა იყო, ანაბელი სახეზე კოცნებმა გამოაღვიძა, ჯერ შუბლზე შემდეგ თვალებზე, ლოყებზე, ყბაზე და ბოლოს ტუჩებში. - მმმ. - დილამშვიდობის ჩემო ქალღმერთო. - ეს, რაღაც ახალია. - თვალები გაახილა. - რა? - ქალღმერთი. - აქამდე არ მითქვამს რომ, ჩემი ქალღმერთი ხარ? - არა. - ოუუ, ეს, როგორ გამომრჩა დღეიდან ხშირად გეტყვი. - კარგი. - მუხლებზე გადააჯდა. - მაგრამ ქალღმერთამდე რაღაც მაკლია! - არაფერი გაკლია, სრულყოფილი ქალღმერთი ხარ! - როგორ არა! - მის ყურთან დაიხარა და ჩასჩურჩულა. - შენი შეგრძნება.- უკან დაიხია და ალექსანდრეს შეხედა, რომელიც ეშმაკურად იღიმოდა. - ქალღმერთი სრულყოფილი უნდა იყოს, ამიტომ... - მისი ტუჩებუსკენ დაიძრა. ანაბელი უცბად წამოხტა და აბაზანის კართან შეჩერდა. ალექსანდრემ გაკვირვებული შეხედა. - ალექსანდრე დადიანო, შენ თუ იცი წამება არც მე ვარ, ნაკლები. - თვალი ჩაუკრა და კარი მიხურა. - აი სად დაგერხა დადიანი! ანაბელი საუზმობდა, ალექსანდრე კი, როგოგორც ყოველთვის ყავას მიირთმევდა. - უტას ესაუბრე? როგორ მიდის ჩვენი სახლის მშენებლობა? - ნორმალურად. - ალექსანდრე სოციალურ ქსელს ათვალიერებდა. - ანუ? - ნორმალურად. - ალექსანდრე! როგორც იქნა ინება შეხედვა. - ყველაფერი ისე მიდის, როგორც დავგეგმეთ, დაახლოებით ორ თვეში დაამთავრებენ სამუშაებებს. შენ თვითონ მოაწყობ თუ დიზაინერს დაიხმარ? - დიზაინერს დავიხმარ. - მაშინ, ჩემს მოადგილეს ვეტყვი რომ, პროფესიონალები მოძებნოს და მერე თვითონ შეარჩიე. - შენ არ დამეხმარები? - რაში? - სახლის მოწყობაში. - გინდა? - ალექსანდრე, მაგ სახლში მარტო ხომ არ უნდა ვიცხოვრო? ალექსანდრე რამდენიმე წამით დადუმდა. ანაბელს თვალები გაუფართოვდა. - ალექსანდრე! - კარგი, ვიხუმრე! - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - საერთოდ არ არის სასაცილო! - გბუტულმა ჩაიდო პირში ლუკმა. - მაპატიე, კარგი? - წამოდგა და უკნიდან მიუახლოვდა. - რომ მეხვეწო, მაინც ვერ დაგტოვებ, სამუდამოდ შენს მარწუხებში გავიხლართე და იქიდან გამოსასვლელი გზა არ არსებობს! ანაბელს, ძალიან ესიამოვნა ეს სიტყვები და ღიმილი ვერ დამალა. ალექსანდრემ კისერში კოცნა დაუწყო. უკვე ორივე სიამოვნების ზენიტში იყვნენ, როცა ალექსანდრეს ტელელეფონზე ზარი განხორციელდა. - უპასუხე! - გათიშავს! - ალექსანდრე უპასუხე! - შენი დედაც! - არც დაუხედავს ისე უპასუხე - ვინ ჩემი ყ*ე ხარ?! - გამარჯობა ალუქს. - ბარბარე? - ანაბელს დახედა, რომელსაც არანაირი ემოცია არ ეწერა სახეზე. - მემონატრე ალუქს. - რა გინდა? - მომენატრემეთქი! - მე კი გითხარი რომ, უკვე ცოლი მყავს და შენ აღარ მაინტერესებ! ანაბელმა ანიშნა რომ სკიპერზე ჩაერთო. - ის სოფლელი ვერაფერს გაიგებს, მხოლოდ ერთი ღამე ალუქსსს - ანაბელმა ღრმად ჩაისუნთქა. - მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი! - დაფიქრდი! დაგელოდები! - ნახვამდის! - გათიშა და ანაბელს შეხედა. - რატომ გიწერია მისი ნომერი? - დამავიწყდა წაშლა. - შეიძლება? - ტელეფონზე ანიშნა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ანაბელმა ზუსტად ორ წუთში დაუბრუნა ტელეფონი. - ეხლა აღარ გავიფუჭებს არასასიამოვნო ადამიანი სასიამოვნო მომენტს. - საყვარლად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. - ეს რა არის? - მეტი ჩვენს საძინებელში. - კიბეებისკენ დაიძრა. - მიფრთხილდი დადიანოს ქალო! სირბლით მიუახლოვდა და ხელში აიტაცა. ******************************************** უტა კაბინეტში იყო, ანაბელის და ალექსანდრეს სახლის მშენებლობის საქმეებს აგვარებდა, როდესაც ტელეფონზე ლილე ნომერი გამოჩნდა. - გისმენ. - დღეს უნდა შეასრულო, ჩვენი შეთანხმების შენი მხარე! - ზუსტად არ მახსოვს მე რა უნდა გავაკეთო, იქნებ შემახსენო? - მამაჩემს, უნდა გაეცნო ჩემს შეყვარებულად. - დღეს არ მცალია! - ანუ ვშორდებით! - რა? - შენს პირობას თუ არ შეასრულებ ადვილია ხალს შეატყობინო ჩვენი დაშორების ამბავი, როდესაც სოციალური ქსელი არსებობს. - პატარა გველი შემოგიშვი ბუდეში. - დღეს, შვიდზე, მისამართს ჩაგიგდებ. - კარგი. დრო ისე გავიდა ვერც კი შეამჩნია. ბოლოს ლილეს ზარმა გამოაფხიზლა. - სად ხარ? - რომელი საათია? - რვის ოცი წუთია. - ათ წუთში მანდ ვიქნები. - გელოდები. სწრაფად აიღო თავისი ნივთები და მანქანაში მოკალათდა. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდა საავადმყოფოს შესასვლელთან მომლოდინე გოგონა, რომელიც ვიღაცას მშვიდად ესაუბრებოდა. მანქნიდან გადმოვიდა და მისკენ დაიძრა. - გამარჯობა. - მისი ყურადღება მიიქცია. - გიო, მოვიდა, წავედი! - ტელეფონი დაკიდა. - გამარჯობა,შევიდეთ? - საავადმყოფოფოში რა უნდა მამაშენს? - ქიმიოთერაპიას გადის. - ვწუხვარ, დიაგნოზი? - თავის ტვინის სიმსივნე. - ვწუხვარ. - უხერხული სუჩუმე ჩამოწვა. - შევიდეთ! - ბოლოს ლილემ დაარღვია სიჩუმე. - ჯერ ქალბატონი. - კარში გაატარა. - გმადლობთ, ბატონო უტა. - არაფრის. მიმღებს მიუახლოვდნენ. - გამარჯობა, ლილე. - გამარჯობა მაშო, დღეს როგორ არის? - შედარებით უკეთაა. - კარგი, მაშინ შევალ.- უტას გახედა. - თ. - მიბრძანდით. - მეორე სართულზეა მამას პალატა. - კარგი. - შეგიძლია ლიფტით ახვიდე. - მეორე სართულზე კიბით ასვლა ნამდვილად არ გამიჭირდება. - გაეცინა. - როგორც იტყვი. [ოცდამეშვიდე პალატა] ლილემ ღრმად ჩაისუნთქა და კარზე დააკაკუნა. - შემოდით! - გაისმა ბოხი და ამავე დროს მკაცრი ხმა. - მამააა - კარი შეაღო და ჩასახუტებლად მივარდა. - ჩემო პატარა გოგონა. - თმაზე მოეფერა. დაახლოებით ათ წუთიანი მოსიყვარულების შემდეგ მოცილდა ლილე. - ლილე, ეს ბატონი ვინ ბრძანდება? - ეხლა შეამჩნია კარში მდგომი უტა. - ჩემი შეყვარებული, უტა ალექსიძე. - გამახსენდა, შემობრძანდი! - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო ირაკლი. - ვნახოთ იქნება თუ არა! - მამა! - დაჯექით, მომიყევით თქვენი ამბავი, მაინტერესებს, როგორ შეძელი ჩემი შვილის მორჯულება. ყველაფერი ისე მოუყვნენ როგორც მოფიქრებული ჰქონდათ ისე რომ, არაფერი შეშლიათ. - საყვარელო, შეგიძლია ბუფეტიდან ჩემი საყვარელი პუდინგი ამომიტანო? - რათქმაუნდა. ლილე როგორცკი გაეცალა იქაურობას, ბატონმა ირაკლიმ ისეთი კითხვა დაუსვა, რომელსაც არ ელოდა. - ყველაფერი დადგუმულია არა? - რა? - ჩემს შვილს გონია, რომ, რადგან ავად ვარ, ადვილად შეძლებს ჩემს მოტყუებას. მე ძალა დავკარგე, არა ჭკუა. - ბატონო... - შეგიძლიათ მოატყუოთ ის ადამიანები, რომლებსაც ეს გრძნობა არასდროს განუცდიათ, მაგრამ ვინც ეს გრძნობა ერთხელ მაინც განიცადა მიხვდება რომ თქვენ უბრალოდ თამაშობთ. ძალიან ბევრი რამ გამომივლია ამ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა გამოვიარე? - რა? - სიყვარული და ამ გრძნობის გამოცდის შემდეგ, ყოველთვის ვხვდები ადამიანებს შორის სიყვარულია თუ ვნება. - და ჩემსა და ლილეს შორის რას ხედავთ? - სიყვარულს, რომელიც მომავალში გეწვევათ და თუ ხელს არ გაუშვებთ სამუდამოდ თქვენთან დარჩება. საავადმყოფო დაახლოებით ნახევარ საათში დატოვეს. საავადმყოფოს გასასვლელთან იყვნენ, როცა ლილემ მიმავალი უტა გააჩერა. - მადლობა. - მადლობა საჭირო არ არის! მე შეთანხმების პირობა შევასრულე. - უხეშად გასცა პასუხი და იქაურობას გაეცალა. - მადლობის ღირსიც არ ხარ! - მანქანაში მოკალათდა და თან მეგობარს დაურეკა. - გიო რას შვები? - რავი ბარში ვარ, შეხვედრამ როგორ ჩაიარა? - მშვენივრად, მგონი მამას მოეწონა უტა. - კარგია. - კარგად ხარ? - კი, კარგად ვარ, შეგიძლია მოხვიდე? - ოც წუთში მანდ ვარ! გიორგი მაკალათია, მისი საუკეთესო მეგოვარი და მესაიდუმლე, როდესაც ლილეს დედა მოუკვდა, მამამისი და გიორგი ედგნენ მხარში. მან ყველაზე რთულ მომენტში არ დატოვა და ამის გამო მას ძალიან ენდობა და ყველა მის საიდუმლოს უმხელს. ოც წუთში ზუსტად ადგილზე იყო. ბარი "სანი" რომელიც გიორგის დას ეკუთვნოდა და საკმაოდ ცნობილიც იყო! შენობაში როდესაც შევიდა, უქაურობას თვალი მოავლო და ბართან მჯდარი გიო შენიშნა. - გიო კარგად არ გამოიყურები! - გვერდით მიუჯდა. - რაღაცაზე მინდა საუბარი, შენთან! - გისმენ! - წლებია უკვე საკუთარ თავს ვებრძვი და ყველანაირად ვეწინააღმდეგები, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია. მძულს ჩემი თავი, რადგან ეხლა ამას გეუბნები, იმის მიუხედავად ვიცი რასაც გააკეთებ. - ვერ მივხვდი?! - რას ვერ მიხვდი ლილე?! - ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი - შემიყვარდი! ექოსავით გაისმა ეს სიტყვები ლილესთვის, იქაურობას თვალი მოავლო ყურადღების გასაფანტად, მაგრამ უარესად იგრძნო თავი, როდესაც კარებში გაქვავებული უტა დაინახა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა და შემდეგ ფეხზე წამოდგა. - ჰაერი მჭირდება. - მხოლოდ ეს თქვა და იქაურობისგან გაცლა დააპირა, მაგრამ ვიღაცამ მკლავში ხელი ძლიერად ჩაავლო. - ქალბატონ ლილეს ვახლავარ! - უტა - ხმაჩამწყდარად წამოთსთქვა მისი სახელი. - მე და ჩემი მეგობრები მოვედით დროის გასატარებლად არ შემოგვიერთდები? - ჰაერი მჭირდება. - დამიჯერე, ეხლა შენ უფრო დალევა გჭირდება და ასევე მეც, რომ ეგ ბიჭი ცემაში არ გავხიო. - ბოლოს სიტყვები ჩურჩულით წარმოსთქვა. - რა? - არაფერი, ჯობია დალიო. - მირჩევნია სახლში წავიდე! - თუ მარტო დარჩები ფიქრები საშუალებას არ მოგცემენ დაისვენო, ამიტომ ჯობია დალიო. - კარგი. მაგიდას მიუახლოვდნენ. - გამარჯობა. - ანაბელმა მის გვერდით ადგილზე ანიშნა. - ლილეს გაუმარჯოს. - ლაზარე უკვე არაფხიზელ მდგომარეოვაში იყო. - რას დალევ? - ალექსანდრემ მიმტანს ანიშნა. - ყველაზე ძლიერი რაც აქვთ. მთელი საღამო სვამდა არცერთი ჭიქა არ გამოუტოვებია. როდესაც უტა მიხვდა რომ შეჩერებას აღარ აპირებდა ხელი დასტაცა და მანქანაში ძალით ჩატენა, კარები, როცა დახურა უკნიდან ხმა მოესმა. - მე წავიყვან! - უკან მიიხედა და გიორგი დახვდა. - არაა საჭირო! - მე შენ არ გენდობი! - მე კი შენ! - მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, როდესაც ყველამ დატოვა ის ჩემს კალთაში ტიროდა და ყველა სადარდებელს მე მიზიარებდა და შენ რამდენიმე კვირის წინ გაიცანი და მასზე არაფერი იცი საერთოდ! ვინ უფრო სანდოა ამ შემთხვევაში?! - ადამიანი, რომელსაც ცალმხრივად არ უყვარს და არც რაიმე სისულელეს გააკეთესბს მის შესანარჩუნებლად! - მე ის შემიყვარებს! - შენ მართლა გჯერა ამის? - უტას ირონიულად გაეღიმა. - აქამდე რომ შეძლებოდა შენი შეყვარება ალბათ შეგიყვარებდა არა? - მას შეიძლება ვუყვარვარ და ვერ ხვდება! - ლილე ჩამოუყალილებელი ადამიანი არ არის! რომ ვერ ხვდებოდეს რას გრძნობს ადამიანის მიმართ. - და იცი რას გრძნობს შენს მიმართ? - რათქმაუნდა, ზიზღს და სიბრაზეს! - მართალია და ის არასდროს შეგიყვარებს! - არც მე მსურს, რომ შემიყვაროს. - მაგრამ მოგინდება, დამიჯერე, მოგინდება, სამუდამოდ შენ გეკუთვნოდეს და არცერთი კაცი მიეკაროს! იცი, რომ,ლილეს პირველი კოცნა შენ გეკუთვნის? რომელზეც მე წლები ვვოცნებოდი? - უტა ამას არ ელოდა. - ანუ მას... - არასდროს ჰყოლის შეყვარებული. როდესაც ვინმე ცდილობდა მასთან დაახლოებას თავიდან ისე იშორებდა თითქოს არც არასდროს არსებულა მის ცხოვრებაში. - მე რა შუაში ვარ? - იცი, გუშინ ბიძია ირაკლისთან ვიყავი, მან ჩემი გრძნობები დიდი ხნის წინ შეამჩნია, გუშინ კი იცი რა მითხრა? - მე და ლილეს, სიყვარული გვეწვევა ერთმანეთის მიმართ, და თუ ხელს არ გავუშვებთ სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. - ზუსტად, მაგრამ მე არ დავუშვებ რომ ლილე ვინმე სხვასთან იყოს, ჩემს გარდა! - კბილებში გამოსცრა. - წარმატებები! - თვალი ჩაუკრა და მანქანაში მოკალათდა. ერთი წამით მძინარე ლილე შეხედა, შემდეგ კი მანქანა დაძრა. - მის თავ არავის არ დავუთმობ! - გიორგის ხმა შემოემა. - წარმატებები. - თვალები აატრიალა. მანქანა მისი სახლის ავტოფარეხში შეაყენა და ლილე ფრთხილად გადმოიყვანა. მისაღებში ნაცნობ ადამიანის სილუეტს მოკრა თვალი და იქითკენ წავიდა. - მამა? - მამაკაცი შემოტრიალდა. - გამარჯობა უტა. - აქ რა გინდა? - შენთან საუბარი მინდა. - მმმ - ლილემ, უტას კისერში ჩაყო თავი. - დავაწვენ და დავბრუნდები. - დიდხანს არ მალოდინო! - რათქმაუნდა! ლილე მის ოთახში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა ვერ მოითმინდა და თავზე აკოცა. - რა იდიოტობებს აკეთებ! - საკუთარი თავი გაკიცხა. უკან დაბრუნდა. - გისმენ! - გავიგე ერთად ხართ. - მერე? - იმედია იგივე შეცდომის დაშვებას არ აპირებ რაც მე დავუშვი! - რომელ მათგანს გულისხმობ? - უტა! - გისმენ! - არ გაბედო მისი ცოლად მოყვანა! - რა დაინახე ჩვენს შორის, როდესაც ჩვენი ფოტოები ნახე? - რა? - რა დაინახე ჩვენს შორის, როდესაც ჩვენი ფოტოები ნახე? - ის გრძნობა რაც მე წლების წინ დამაბრმავა და შენი განადგურებული მომავალი. ამ სიტყვების შემდეგ, უტას ირაკლის სიტყვები გაახსენდა. "შეგიძლიათ მოატყუოთ ის ადამიანები, რომლებსაც ეს გრძნობა არასდროს განუცდიათ, მაგრამ ვინც ეს გრძნობა ერთხელ მაინც განიცადა მიხვდება რომ თქვენ უბრალოდ თამაშობთ." - მამა, დედა, როდესმე გყვარებია? - რეებს ბოდავ! დედაშენი ერთადერთი ადამიანი იყო ვინც კი მყვარებია. - ბოლო ხმაზე იყვირა. - მაშინ, რატომ არ იბრძოლე მის დასაბრუნებლად? - მან მე არ მომცა შანსი! - შანსი არ ჭირდება ბრძოლას. - შანსი არ მომცა რომ ვყვარებოდი! მას მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი კაცი უყვარს და ეხლა ზუსტად მასთან ერთად არის! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა - გაინტერესებს რატომ გარიდებდი თავს? რადგან შენი თითოეული ნაწილი მის თავს მახსნებს, მაგრამ როგორც ჩანს ბედით მე მემსგავსები. - მე შენგან განსხვავებით არასდროს გავიჩერებ ქალს, რომელსაც ჩემს მიმართ გრძნობები არ გააჩნია - ეს უთხრა და იქაურობას გაეცალა. კიბეებზე მდგარი ლილე როდესაც დაინახა ძალიან გაბრაზდა. - აქ რას აკეთებ? - მე უბრალოდ... - ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ხარ, ჯობია ისევ დაიძინო. - მე... სახლში... უნდა... წავიდე - სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა. - ჯობია დაიძინო, დილით კი სახლში მეთვითონ წაგიყვან. - კი მაგრამ... - ტყუილად ნუ მაკარგინებ დროს, ჯობია ეხლა გამოიძინო! - ხელში აიტაცა და ოთახისკენ დაიძრა. - მე... არ...მინდოდა. - რა არ გინდონოდა? - მოსმენა. - თავი მის მკერდზე მოაკალათა და თვალები დახუჭა. - მეც, არ მინდოდა მოგესმინა! საწოლზე ისევ ისე დააწვინა და გვერდით მიუწვა. ********************************************-- დედაა გთხოვვვ! - დაჩი არა! - დედა. - საწყალი თვალებით შეხედა. - კარგი. - ბოლოს მაინც დანებდა. ტელეფონი აიღო და ხელის კანკალით დააჭირა ნომერს თითი. - აი აიღე! - მადლობა დეე. - ლოყაზე აკოცა. ტელეფონის მეორე მხრიდან ნამძირავები ხმა გაისმა. - ვინ ჯანდაბა ხარ? - გამარჯობა, ბიძია ლაზარე. - დაჩი? რამე მოხდა? - არა, დღეს მე და დედა ატრაქციონებზე მივდივართ და ჩვენთან ერთად წამოხვალ? - რათქმაუნდ, პატარა კაცო! - ლაზუ ვინ არის? - ქალის ხმა, როდესაც გაიგონა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - არავინ, რომელზე გამოგიაროთ პატარა კაცო? - დედა ბიძია ლაზარემ რომელზე გამოგიაროთო? - ოთხზე. - ოთხზე, ბიძია ლაზარე. - ოთხზე, მანდ ვარ! - შეხვედრამდე! - შეხვედრამდე! - კმაყოფილი ხარ? - როგორცკი ყურმილი დაკიდა ჰკითხა. - ძალიან! - ბედნიერებას ვერ მალავდა. - წადი, ეხლა, რძე დალიე! - დედააა. - ეხლავე დაჩი! - კარგი. - გაბუტული წავიდა სამზარეულოსკენ - ბიძია ლაზარეს ვეტყვი და დედა რძეს აღარ დამალევინებს. - დაიჩურჩულა, მაგრამ ნატალიას ყურთასმენას მაინც მიწვდა ეს სიტყვები. - რა ჯანდაბა გავაკეთო! ორივესთვის, ოთხამდე ისე გაიწელა დრო, რომ უკვე ვერცერთი ჩერდებოდა ერთ ადგილას. მალევე მოვიდა შეტყობინება ნატალის ტელეფონზე "ჩამოდით" სწრაფად აიღო თავისი ნივთები, დაჩის ხელი ჩაჭიდა და ქვევით ჩავიდა. მანქანაზე იყო მიყრდნობილი და თან ეწეოდა რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. - ბიძია ლაზარეე! - დაჩი როგორც ყოველთვის ჩასახუტებლად გაიქცა. - პატარა კაცო! - სიგარეტი მოისროლა და დაჩის სიმაღლეზე ჩაიმუხლა. - ძალიან მომენატრე. - მეც მომენატრე, პატარა კაცო. - ერთმანეთს ჩაეხუტნენ. - ბიძია ლაზარე, დედას ეტყვი, რომ რძე აღარ დამალევინოს? - არ მოგწონს? - არა! - სახე სასაცილოდ დამანჭა. - სამაგიეროს სასარგებლოა. - ნატალიც მიუახლოვდა მათ. - ბიძია ლაზარეე. - მერე ვისაუბროთ ეხლა წავიდეთ ხო? - კარგი. ნატალიმ დაჩი უკანა სავარძელზე მოათავსა და თვითონაც მის გვერდით დაჯდომას აპირებდა, როდესაც ლაზარემ გაღიზიანებულმა უთხრა. - მე მძღოლი არ ვარ! - ნატალი მიხვდა, რაზეც მიანიშნებდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ატრაქციონამდე მისვლამდე, არცერთს არ ამოუღია ხმა, მხოლოდ დაჩი თუ შეეკითხებოდა ლაზარეს რაღაცეებს და ისიც მთელი გულწრფელობით პასუხობდა და ეღიმებოდა მის უცნაურ კითხვებზე. მალევე მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. დაჩი, ერთ- ერთ ატრაქციონზე იჯდა, ნატალი და ლაზარე კი უყურებდნენ, როდესაც ლაზარემ შეკითხვა დაუსვა. - დაჩი რა გვარია? - რა? - ეგონა მოესმა. - დაჩი რა გვარია? - რაში გაინტერესებს? - თუ გეკითხები ესეგი მაინტერესებს! - დადიანი... - ხმადაბლა თქვა ისე რომ მარტო მან გაიგო. - რა გვარია? - დადიანი! - დადიანი? - გაკვირვებული შებრუნდა მისკენ. - ხო. - შენს გვარზე რატომ არის? - ასეა საჭირო! - მამამისი რა გვარია? ნატალის სული ტკიოდა. - ბოდიში. - სწრაფად უნდა გასცლოდა იქაურობას, რომ იქვე ტირილი არ აეტეხა. - ნატალი სად მიდიხარ? - უყვიროდა, იმის გამო, რომ დაჩი ატრაქციონზე იჯდა იქაურობას ვერ ტოვებდა. - ნეტა შემეძლოს სადმე წასვლა. - სევდიანად ჩაილაპარაკა. დაახლოებით ოც წუთში დაბრუნდა. ლაზარე და დაჩი ნაყინს მიირთმევდნენ. დაჩის ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა მოგინდებოდა რომ იქვე ჩაგეყლაპა. - რას ჭამთ? - ისე გაღიმებულმა ჰკითხა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ არ ტიროდა. - ნაყინს. - კმაყოფილმა უპასუხა დაჩიმ. - შენთვის რომ არ შეიძლება არ იცი? შშეიძლება გაცივდე. - მაგრამ... - ერთხელ თუ შეჭამს არაფერი მოუვა. - კი მაგრამ... - პატარა კაცო, ბატი-ბუტი გინდა? - კიიიი. - წამოდი, ვიყიდოთ! მალევე დაბრუნდნენ, კორპუსთან იდგნენ, დაჩი ლაზარეს ეხუტებოდა. - მადლობა ბიძია ლაზარე. - არაფრის, პატარა კაცო, როცა დაგჭირდე შენს სამსახურში მიგულე. - კარგი. - ბედნიერმა გაუღიმა. - დედა წავიდეთ? - ხო წავიდეთ.- დაჩის ხმამ გამოაფხიზლა. - ნახვამდის ლაზარე. პასუხი არ გაუცია. როდესაც სადარბაზოში შევიდნენ ლაზარემ თავისთვის ჩაილაპარაკა. - ნახვამდის დადიანის ქალბატონო! ..................................... ვიცი, რომ დიდხანს გალოდინეთ, მაგრამ უკვე უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს ამიტომ უფრო ხშირად დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.