ყველა'ფერი ( მესამე თავი )
რაც მამა გარდაეცვალა, აწ უკვე ორი წელია, გიტარისთვის ხელიც კი არ უხლია. რატომღაც მამასთან ერთად ისიც დამარხა, არადა ერეკლე და ელექტრო გიტარა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო. აი ხომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც საყვარელი სათამაშოს გარეშე ცხოვრებაც კი არ წარმოუდგენიათ და ხშირ შემთხვევაში მათთან ერთად სძინავთ და ბანაობენ კიდეც, ასევე იყო ერეკლე და მისი პირველი სათამაშო ელექტრო გიტარა, რომელიც მამამ, ალექსანდრე თავდგირიძემ აჩუქა. ალექსანდრემ, როგორც კი შემაჩნია, შვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მუსიკალური ინსტრუმენტის მიმართ, ეგრევე მის ძმას, არჩილს უამბო და პირველი ნამდვილი ელექტრო გიტარაც უყიდა ერეკლეს. ალექსანრემ პატარა ერეკლე თავიდანვე არჩილს მიაბარა, მას მუსიკის და ხელოვნების არფერი გაეგებოდა, მისი ძმა კი შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე, რაც დედისგან ერთ-ერთ ვაჟიშვილს ერგო წილად, რომელიც ალექსანდრე ნამდვილად არ გახლდათ. აქედან გამომდინარე, მამამისმა იმდენად დიდი წვლილი შეიტანა ერეკლეს მუსიკალურ ცხოვრენაში, რომ ამ უკანასკნელმაც ალექსანდრეს გარდაცვალებასთან ერთად ცხოვრების ერთადერთი საყრდენიც მიაბარა მიწას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერეკლე ბიძამიის არასდროს უკარგავდა შრომას და უდიდეს პატივს სცემდა მას თითოეული წუთისთვის, რაც უპრობლემოდ და უანგაროდ დაუთმო. ახლა კი იჯდა ბიძამისის ოჯახის მისაღებში და თვალებ გაფართოებული, მოწყურებული შეცქეროდა ბიძაშვილის ელექტრო გიტარას, რომელიც თემოს მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ ერეკლე როცა მოდიოდა და არჩილთან ერთად მეცადინეობდა, ისიც მათ შეერთებოდა და მათთან ერთად დრო გაეტარებინა. ისევდაისვე, ალექსანდრე იყო პირველი, რომელმაც შეამჩნია თემოს დაჟნმებული მზერა, რომელიც მამამისს და ერეკლეს მიემართებოდა. ხოდა ერთ დღესაც, ერეკლეს ორი გიტარა ეჭირა ხელში, აქედან ერთ-ერთი კი თემოს ეკუთვნიდა. როგორც კი, ერეკლემ ალექსანდრეს სახელით გიტარა თემოს აჩუქა, ეს უკანასკნელიც აწყლიანებული თვალებით გაიქცა ალექსანრესკენ ჩასახუტებლად, ბიძიამ კი საპასუხოდ ყურში უჩურჩულა: მართალია შენ მე დამემსგავსე და ჩემნაირად მუსიკის არაფერი გაგეგება, მაგრამ მათზე ნაკლები არაფრით არ ხარ და იმსახურებ, მათთან ერთად დროის გატარებასო. საპასუხოდ თემომ პატარ ხელები კისერზე მაგრად მოხვია და ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა. ისევ ერეკლეს, რომ მივუბრუნდეთ. ვეღარ გაუძლო, სულმა სძლია, ფეხზე წამოდა და გიტარისკენ გაემართა. თავიდან უბრალოდ იფიქრა, ხელში დავიჭერ და ასე დამთავრდებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად. თითები თავისით გაემართა სიმებისკენ და გიტრამაც რამდენიმე სასიამოვნო აკორდი გამოსცა. ამასობაში ერეკლემ ვერც კი შეამჩნია, მის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოება როგორ უცქერდა ამ ნანატრ სანახაობას. როგორც კი გაიაზრა რა ხდებოდა, სად იყო და რას აკეთებდა ტანში სასიამოვნოდ გასცრა. უცებ დალანდა ნონას ამღვრეული თვალები, არჩილის გაბადრული სახე და თემოს სავარძელზე ჩაბღაუჭებული ხელი, საპასუხოდ კი მათ გულწრფელად გაუღიმა. არჩილმა იგრძნო, რომ მისი დრო იყო. მანაც არ დააყოვნა და პიანინოსკენ აიღო გეზი. ამასობაში თემომ ტელეფონში ერეკლეს საყვარელი სიმღერის ნოტებიც მოძებნა და მამას წინ დაუდო, რათა ახლახან ექსპრომტად დაწყებულ ერეკლეს შემოქმედებას თავადაც აჰყოლოდა. *** ძლივს დააღწია თავი აწუწუნებულ თემოს, რომელიც დასალევად მიათრევდა სადღაც. მიზეზად, დედის დიდხანს მარტო დატოვება დაასახელა, რომელსაც თემო გამოესარჩლა ეკატერინეს მათთან მოსვლით, რაზეც ერეკლემ განუცხდა წნევა ჰქონდა ამ დილით და არ მინდა გარეთ გამოვიდესო, შეუძლოდ არისო, საბოლოოდ ამან გაჭრა და ძლივს თემომაც ფარ-ხმალი დაყარა. ამჯერად აღარ უფიქრია მეშვიდედან ფეხით ჩასვლაზე და ახლად გაღებულ ლიფტში პირდაპირ შეაჭრა. პირველი სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და კარების დახურვას დაელოდა. კორპუსი მთლად ახალ აშენებულიც არ იყო, ასე რომ ლიფტში უამრავი წარწერა იწონებდა თავს. თითქოს და ყველა დაზეპირებული ჰქონდა, იმდენად ხშირად დადიოდა აქ, რომ სხვანაირად შეუძლებელიც კი იქნებოდა, უეცრად ერთ-ერთი მათგანი, რომ ეუცხოვა. სულ რაღაც 5 დღეა აქ არ ყოფილა საკუთარი ვირუსისგან გამომდინარე, ამიტომ მისთვის მარტივი მისახვედრი გახლდათ, რომ ეს წარწერაც ახალი იყო. უცებ გადაიკითხა და სხეულში ტემპერატურის მომატებაც იგრძნო. იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, აზრი, რომელიც თავში იმ წამს გაიელვა, მეამიტურად და ბავშურად ჩათვალა. უკან მაინც არ დაიხია და ისე მოიქცა, როგორც გულმა უკარნახა. დიდი მოთმიმებით დაელოდა კარის გაღებას, სადარბაზოც დატოვა და იქვე ახლოს მდებარე საკანცელარიო მაღაზიაში შევიდა, რომელიც დღეს თაიგულის ყიდვისას შეამჩნია. მაღაზია ლურჯი ფლომასტერით დატოვა. კორპუსისკენ გაემართა. ლიფტი ბედად ისევ პირველ სართულზე დახვდა და კარებიც მალევე გაიღო. შიგნით დიდი მოწიწებით შევიდა. ამასობაში კარიც დაიხურა და კაცმა არ იცის, ერეკლემ შიგნით რა მოიმოქმედა. მართალია, ცხოვრებაში ხშირად უნდა მოუსმინოთ საკუთარ გონებას, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება საბოლოოდ გულით უნდა მიიღოთ. არ აქვს მნიშვნელობა მას საპააუხოდ რა მოჰყვება, მთავარია არასდროს ინანოთ და თუ მაინც ინანებთ, სჯობს გულით მოქმედება ინანოთ და არა პირიქით, უმოქმედობა. *** თინას და დიმიტრის გამგზავერებიდან, ილიას დაბრუნებიდან და თავდგირიძეების გამოჩენიდან ორი კვირა მალევე გავიდა. უკვე მარტიც იწყებოდა, ნელ-ნელა გაზაფხულიც ადგამდა ფეხს ცივი ზამთრის შემდეგ ბათუმში. ილიას რა უჭირდა, მაგისტრატურაც უკან მოიტოვა და აპრილიდან სამსახურსაც იწყებდა ერთ-ერთ ცნობილ სამშენებლო კომპანიაში თავისივე პროფესიიით, არქიტექტორად მუშაობას. აი კატოს და ანოს კი მეორე კურსის მეორე სემესტრის დაწყებამდე სულ რაღაც 10 დღე აშორებდათ. ანო ქართულ ფილოლოგიაზე სწავლობს და მომავალში ამ სფეროში ლექტორობას აპირებს, ხოლო კატო, ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო საკუთარი არჩევნით. მე შენ გეტყვი იმდენად კომუნიკაბელური, სხარტი და ენერგიულია, სხვა პროფესია მისთვის ტანჯვაც კი იქნებოდა. ორივე დაქალს სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი იმდენად იზიდავდათ, რომ ამ უკანასკნელის გარეშე ცხოვრებაც კი არ წარმოედგინათ. საქართველოს ნაკრებზე ხომ მზე და მთავრე ამოსდიოდათ, მათ არცერთ შინ, სახლში თამაშს არ ტოვებდნენ, ხშირად ცდილობდნენ კიდეც გასვლითებზეც გაჰყოლოდნენ, თუ ამის საშუალება და დრო ჰქონდათ. ზუსტად ამ სფეროში აპირებდა კატოც პროფესიის გაგრძელებას, ფეხბურთის კომენტატორობა უნდოდა და ამასთან ერთად რომელიმე სპორტული არხის წამყვანობა, რაშიც ანო უზომოდ გულშემატკივრობდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს. უკვე ორი მარტი იყო, ოთხში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თამაში ჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბათუმში. რა თქმა უნდა, ბილეთების ყიდვა ანოს უკვე მოესწრო, აბა ამ საქმეში კატოს იმედზე ჩემი მტერი იყო, იმდენად გაფანტული და გულმავიწყია, ხანდახან სახლიდან ჩუსტებითაც კი მიდის უნივერსიტეტში და მხოლოდ მაშინ აანალიზებას იმას რაც მის თავს ხვდება, როცა ანოს გადაწითლებულ სახეს აღიქვამს. ყოველთვის, როდესაც ნაკრებს თამაში ბათუმში ჰქონდა ან ბათუმის დინამო შინ ხვდებოდა მეტოქეს, ანოს და კატოს თან ახლდათ თინა, რომელიც ყველნაირ სპორტის სახეობაზე გიჟდებოდა, მითუმეტეს თინა ხომ ცურვითა და წყალბურთით იყო დაკავებული. დიდი განსხვავება არ იყო მათ ასაკებს შორის. კატო უკვე 19 წლის იყო, ანო მაისში 20ის ხდებოდა და თინაც ახლახანს გახდა 31ის. სამივეს იმდენად ახლო ურთიერთბა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ ანოს დედა, ქალბატონი ლილე და კატოს დედა, მაია ხანდახან თეთრი შურითაც შეჰყურებდნენ მათ ურთიერთობას და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას. თინა და დიმიტი უკვე ორი კვირაა, რაც შვეიცარიაში იყვნენ 'თაფლობის თვეში' და დაბრუნებას არც ჩქარობდნენ, არადა ანო ფიქრობდა მამიდამისი თამაშს ჩამოუსწრებდა და ერთად აღნიშნავდნენ გამარჯვებას, სამწუხაროდ, იმედები გაუცრუვდა. თინას ზარიდან გაიგო, რომ წყვილი ჯერ კიდევ ერთი კვირა არ აპირებდა უკან დაბრუნებას, ანოსაც რა ექნა, მოუწევდა მხოლოდ კატოსთან და ილიასთან ერთად თამაშზე წასვლა. ოთხი მარტიც გათენდა. დილიდანვე აჟიტირებული იყო. გრძნობდა, რომ, აუცილებლად, მოიგებდნენ თან დიდი ანგარიშით. წინა ღამით მასთან დარჩენილ და გვიან დაძინებულ კატოს მოსვენება არ მიცა. თავზე დაახტა და ყურში ბოლო ხმაზე კივილით გამოაფხიზლა გოგონა. მისმა ბოლო ხმაზე კივილმა ორმაგი შედეგი გამოიღო, კატო ხომ გააღვიძა და გააღვიძა, ამასთან ერთად კი მისი ძმაც წამოხტა საწოლიდან და დაუკაკუნებლად შეუვარდა საძინებელში დას. - კარგია, რომ შენით გაიღვიძე, შემდეგი შენ იყავი რიგში. - ქალბატონო, ჯერ ერთიც ჩემით არ გამიღვიძია, შენ დამიფრთხე ტკბილი სიზმრები. მეორეც, თამაში საღამოს რვა საათზეა, ამ დილა უთენია რამ გაგაღვიძა და მესამეც, რაარი ჩემგარეშე რომ გაერთეთ გუშინ და ფეხებზე დამიკიდეთ, ეგეც არ იკმარეთ და ერთად ძილიდანაც მომტეხეთ, ხო? - ძამიკო .... შუა გზაზე გააწყვეტინა ილიამ. - არ დაიწყო ახლა და მომაშორე ეგ ძაღლის თვალები. ქალბატონო შენ კიდევ მიიწიიე, რომ დამაყუდე ამ სიცივეში ფეხზე და შემომყურებ გაკვირვებული, ვითომ პირველად მხედავდე. - არა, ილიკო პირველად არ გხედავ, მაგრამ კი მაინტერესებს როდიდან დაიწყე ვარჯიში. რაარი ბიჭო ეს რა ტანზე ხარ, ჰა? გინდა გააგიჟო ქალიც და კაციც ხო? - არა, ბაჭია, მე მარტო ქალიც მეყოფა. - თურმე მარტო ქალიც ეყოფა. ხეპრე - მისთვის ჩაიბურტყინა კატომ. - გავიგე ქალბატონო. ერთი ამას დამიხედეთ, რას აფახუნებ გოგო მაგ გრძელ წამწამებს?! ან მანდ რას ატუზულხად დასჯილი ბავშვივით, მოდი აქ. წინააღმდეგობა არც გაუწევია, შუაში მოკალათებულ ილიას ერთი მხრიდან კატო მიეწება, მეორე მხრიდან ანო აეკრო და ვაჟბატონსაც მეტი რაღა უნდოდა, გაბადრული ორ ანგელოზს შორის, მალევე გაითიშა. კარები 6ისთვის იღებოდა. სტადიონთან ახლოს, კერძო სახლში ცხოვრობდნენ შერვაშიძეები, ამიტომ 4ისთვის დაიწყეს მოწესრიგება, ჭამეს, ოთახები მიალაგეს, გამოიცვალეს და 6ის ნახევრისთვის სახლის კარიც გამოიხურეს. ილოს ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. 22წლამდე ბათუმში ცხოვრობდა და პატარა სამეგობრო წრეც ჰყავდა. მერე თითქმის ორი წელი მილანში იყო მაგისტრატურაზე, სადაც მის ორ ძმაკაცთან ერთად გაემგზავრა. თვითონ იქედან ყველზე ადრე დაბრუნდა. ერთ-ერთი, მიშკა მის დასთან გაემგზავრა პარიზში დასასვენებლად, ხოლო გაბრიელი მაგისტრატურის შემდეგ ექვს თვიან სტაჟს გადიოდა, ამიტომაც მარტო მოუწია უკან დაბრუნება. ისეც ძლივს გაძლო იქ საქართველოს და ოჯახის გარეშე. იმდენად პატრიოტი იყო, ბოლო ორი წელი სხვა მიწაზე ცხოვრება მისთვის სიკვდილს ტოლფადი იყო, ამიტომაც არ თხოვა გაბრომ მასთან დარჩენა და უკან ერთად დაბრუნება. იმავე მიზეზით არ შესთავაზა მიშკამაც მასთან ერთად პარიზში ცოტა ხანი დასვენებაც. ბავშობის მეგობრენი იყვნენ, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ, ძმაკაცის გულისტკივილს მის სახეზე და ყველა მოქმედებაში კითხულობდნენ. მართალია, ძალიან უჭირდა ილიას ახლა მათ გარეშე ყოფნა, მაგრამ იცოდა ყველაფერი რატომაც ხდებოდა და მოთმინებით ელოდებოდა მათ დაბრუნებას. ზუსტად ამ მიზეზით მიდიოდნენ მხოლოდ სამნი თამაშზე. კატო, ანო და ილია. ანოს და კატოს ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ და სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც სჭირდებოდათ. ყველასთან თბილი და კარგი ურთოერთობა ჰქონდათ. ბევრს ემეგობრბოდნენ და ბევრსაც იცნობდნენ, მაგრამ ყველაზე დიდ დროს მხოლოდ ეს ორი ატარებდა ერთად. ბილეთებიც გაატარეს, კიბეებიც აიარეს და საკუთარი სექციისკენაც გაემართნენ. ადგილები მალევე დაიკავეს. ჯერ არ იყო ბევრი ადამიანი მოედანზე. შვიდი საათი ახლა იწყებოდა. მტჩის დაწყებამდე ორსაათზე ნაკლები რჩებოდა. ტრიბუნებმაც ნელ-ნელა დაიწყო შევსება. ხალხიც მომრავლდა. ხმაურმაც იმატა. მღელვარებაც უფრო შესამჩნევი გახდა. 8 საათიც ხდებოდა, კომენტატორმა შემადგენლობის წარდგენაც, რომ დაიწყო. უცებ ანომ მხარზე შეხებაც იგრძნო, თვითონ შუაში იჯდა და კატოს მოყოლილ ამბავს ისმენდა მისკენ შებრუნებული, ამიტომაც იფიქრა ილია იქნებაო. უცებ შეტრიალდა და მისკენ მომღიმარი ახლად დაქორწინებული წყვილიც ნათლად დაინახა. ორ წამში უამრავი რამ მოხდა. გოგონები წყვილს ეხუტებოდნენ, ილია მათ დასხდომას სთხოვდა, ხალხს ხელს ვუშლითო და ამასობაში, გუნდებმაც დაიწყეს მოედანზე გამოსვლა. დიმიტრიმ და ილიამ ძლივს დასვეს გოგონები მათ შორის. შუაში თინა დასვეს, მარჯვნიდან ანო მიუჯდა, მარცხნიდან კატო და მათ გვერდით ბიჭებიც მოთავსდნენ. იმის მიუხედავად, რომ უმარავი კითხვა ჰქონდათ გოგონებს თინასთან და დიმიტრისთან, თამაშმა ყველაფერს გადააჭარბა. პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა, მსაჯმა მხოლოდ სამი წუთი დაამატა და დროც მალევე მიილია. 15 წუთიანი შესვენება როგორც კი დაიწყო, თინამ იგრძნო მისკენ მიმართული ორი წყვილი თავლი და ხმამაღლად განაცხადა: - როგორც კი თამაშს მოვიგებთ და სახლში დავბრუნდებით, ყველაფერს მოგიყვებით. ასე მარტივად მოიშორა გოგონები. დიმიტრი და ილიაც კი გაკვირვებული შეჰყურებდნენ ამ სანახაობას, როგორ უცებ დამშვიდნენ და დაშოშმინდნენ ანო და კატო. მეორე ტაიმიც დაიწყო. 67 წუთზე პირველი გოლი მეტოქის კარებში საბა ლობჟანიძემ გაიტანა. გულშემატკიბრებმა აიკლეს იქაურობა. დარწმუნებული ვარ, თინას და კატოს კივილი ბათუმის პორტშიც კი ესმოდათ გემზე ეკიპაჟსს. ანო 32 კბილით იღიმოდა და მწვანე თვალებს, გრძელ წამწამებთან ერთად წამში ორჯერ აფახუნებდა. დიმიტრი და ილო ერთმნეთს მაგრად ეხუტებოდნენ და ასე აღნიშნავდნენ პირველ გოლს. მეორე საპააუხო გოლი, მეტოქემ მალევე შეაგდო საქართველოს კარებში. ანგარიში 1:1 გახდა. ხალხი ფარ-ხმალს ჯერ კიდევ არ ყრიდა და ვგონებ, არც აპირებდნენ. დროთა განმავლობაში მატჩიც უფრო დაიძაბა. გულშემატკივრები შეუჩერებლად ამხნევებდა ქართველ მოთამაშეებს და გამარჯვებისკენ მოუწოდებდნენ. ჩრდილოეთ მაკედონიამ მარტივ და დამცველობით ხერხს მიმართა. ბურთს უბრალოდ ერთმანეთს უგორებდნენ და თამაშს არც ამწვავებდნენ. ყველა ხედავდა და აანალიზებდა ქართველებს როგორ ეწურებოდათ მოთმინების ფიალა. 84-ე წუთი იწურებოდა ანგარიში 2:1 რომ გახდა. მეორე საგოლე გადაცემა გურამ კაშიას, გუნდის კაპიტანს, და გოლი თორნიკე ოქრიაშვილს ეკუთვნოდა. იქ რაც ხდებოდა ვერც კი აღიწერება, მითუმეტეს ხომ ვერ დაიწერება. იქ უნდა ყოფილიყავი და ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა გეგრძნო. ეკრანზე სხვადასხვა გულშემატკივრის ემოციები ჩანდა. ამისთვის არავის ეცალა. ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ულოცავდა და ზოგიც გულმოდგინეთ ქვითინებდა სიხარულისგან. როგორც იქნა ყველაფერი ცოტა ჩაწყნარდა. ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო საკუთარი ადგილის დაკავება და მატჩიც ჩვეულევრივად გაგრძელდა. ზუსტად ორი წამით გაიხედა ანომ უზარმაზარი ეკრანისკენ და გულიც იმწამსვე გაუთბა. ეკრანზე ჩანდა ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ბიჭები. მათ დიაგონალში კი ახლაგაზრდა წყვილი იჯდა პატარა გოგონათი ხელში. ბიჭებისგან ერთ-ერთი შორიდან პატარას უღიმოდა და თან 'ჭიტას' ( არ ვიცი რაქვია ამ თამაშს სახეზე, რომ ხელს იფარებ და ჭიტა დას იძახი ) ეთამაშებოდა. ბავშვი გულიანად კისკისებდა და ამ ბიჭისკენ იწეოდა. კადრი ეკრანიდან მალევე გქრა და თითქოს ანოსაც გულში რაღაც ჩაწყდა. კატოს კივილმა კი მალევე მოიყვანა გონს. თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ესეც ასე, ველი შეფასებებს. იმედი მაქვს, რომ ცოტათი მაინც ისიამოვნეთ ♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.