შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე - 2 თავი


24-06-2023, 22:17
ავტორი nica_nica
ნანახია 1 243

- მიდი მკითხეთ!
- რას გულისხმობ?
- ვინ არის ლილიბეტის და ლუკას მამა!
- შვილო თუ გინდა...
- ანდრია მეტრეველი. - ანას ხელიდან წყლის ჭიქა გაუვარდა.
- ჩემი ძმა...
- მათი მამაა.
- ეს როგორ ჩაიდინე?
- რა ჩავიდინე?
- ანდრიას, ეს წლები წაართვი.
- მან მე ბავშვობის წლები წამართვა! როდესაც ცხოვრებით უნდა მესიამოვნო ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა და ჩემს ბავშვობას დაღი დაასო - ცოტახნით შეჩერდა - მაგრამ მისი, მადლობელი ვარ, რადგან მისი დამსახურებით ჩემთვის უძვირფასესი განძი შევიძინე, ჩემი შვილები!
- ის ამას არ იმსახურებდა! - ბოლო ხმაზე აყვირდა.
- არც მე ვიმსახურებდი! - მშვიდად დაუბრუნა პასუხი.
- ასე მშვიდად, როგორ ლაპარაკობ, არ გეშინია რომ შვილებს წაგართმევს? - ბიცოლამისი ჩაეკითხა.
- მე რისი უნდა მეშინოდეს? თქვენი აზრით, რომელი მოსამართლე მიანიჭებს მეურვეობას ისეთ კაცს, რომელმაც თხუთმეტი წლის გოგონაზე იძალადა?
- არ უძალადია! - კბილებში გამოსცრა ანამ.
- აბა რა გააკეთა? - ისევ მას მიუბრუნდა.
- ალქაჯი ხარ!
- მადლობა კომპლიმენტისთვის! - სწერვულად გაუღიმა. - ეხლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ საქმეები მაქვს.
კარებიდან გამავალს ანას სიტყვები გაიგონა.
- იმედია არ ფიქრობ, რომ ჩემს ძმას რამეს დავუმალავ!
- არც კი გამივლია თავში. - ისე უპასუხა უკან არ შებრუნებულა. პასუხის გაცემის შემდეგ თავის ოთახში ავიდა და საქმეების მოგვარებას შეუდგა.
ანამ მალევე დატოვა სახლი და მისი ბავშვობის სახლში წავიდა, როდესაც ყველაფერი უამბო თავის ოჯახის წევრებს, ყველანი გაოცებულებნი დარჩნენ.
- ანუ იმ გველთან ერთად ბავშვები გადამალა?
- ხო.
- და არც ნანობს?!
- არა ბებია, არ ნანობს!
- ანდრია რას აპირებ? - ეხლა მეორე შვილიშვილს მიუბრუბდა.
- ბავშვებს წამოვიყვან! - მათემ, მისმა ძმაკაცმა ამის გაგონებაზე ერთი კარგად გადაიხარხარა.
- რა გაცინებს?
- სულ გამოსირდი ხომ? რომელი მოსამართლე მიანიჭებს შენნაირ კაცს მეურვეობას, რომელმაც ბავშვზე იძალადა?
- მე მაშინ გაბრაზებული ვიყავი!
- მართლა? და მითხარი რომელი მოსამართლე ითვლისწინებს დამნაშავის სიბრაზეს?
- მათე ნერვებს მიშლი!
- ნერვებს არ გიშლი, თვალს გიხელ! - დასერიოზულდა. - ჯობია იზაბელასთან მოლაპარაკება ცადო, მას, რომ არ სურვებოდა თქვენ ვერც გაიგებდით ვერასდროს იმ ბავშვების არსებობის შესახებ, ისაუბრე მასთან მოილაპარაკეთ, მას რომ უჩივლო აზრი არ აქვს, პირველი იმიტომ რომ მას ძალიან დიდი კოზირი უჭირავს და მეორე ბავშვები შენთან ყოფნას არ მოისურვებენ. ისინი არ გიცნობენ და მათთვის უცხო ხარ!
- მათე მართალს ამბობს! - ანა დაეთანხმა. - ჯეკოს, დავურეკავ და ვეტყვი, რომ ამ საღამოს ვახშამზე დაგვეწვევით!
მეორე ოთახში გავიდა.
- ნუთუ მართლა არ არსებობს გამოსავალი? - ბებიამისი მაინც არ ცხრებოდა.
- მაპატიეთ, ქალბატონო გული, მაგრამ ძალიან გთხოვთ იზაბელას ნუ გააღიზიანებთ, ეხლა ყველაზე მეტად მისი გაღიზიანება არ გვაწყობს!
- თავხედი გოგო ეს როგორ გაბედა!
- დედა! - გაისმა ბატონი შალვას ხმა, რომელიც აქამდე ჩუმად აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. - გაჩუმდი!
- რათქმაუნდა უნდა გავჩუმდე და ის გოგო თავზე დაგვაჯდეს! - მისი შვილის განრისხებული თვალები რომ დაინახა, მართლა დამუწა პირი.
საღამოს ექვს საათზე მეტრეველებმა, გასვიანების სასახლეში შებიჯეს.
- გამარჯობა, შალვა.
- გამარჯობა, ბატონო ირაკლი.
ქალბატონი გული თვალებს იქით- აქეთ აცეცებდა.
- ქალბატონი სად ბრძანდება?
- ვახშმობს! - მარიმ გასცა პასუხი. - წამობრძანდით!
სავახშმო ოთახში შევიდნენ, სადაც იზაბელა და ბავშვები უკვე მისხდომოდნენ მაგიდას.
- იზაბელა! - ირაკლიმ მიიქცია მისი ყურადღება - სტუმრები მოვიდნენ! - ერთი გამოხედა და უბრალოდ გამარჯობა უთხრა და ისევ ვახშამს მიუბრუნდა.
- გამარჯობა. - ლილიმ ადგომა დააპირა
- ლილი ვახშმობა დაასრულე! - დედის ხმა როგორცკი გაიგო თავის ადგილს დაუბრუნდა და ვახშმობა გააგრძელა, მაგრამ მაინც აპარებდა თვალებს სტუმრებისკენ.
სუფრასთან მოკალათდნენ და ვახშმობა დაიწყეს.
ანდრია ეცადა ბავშვებთან საერთო ენა გამოენახა.
- მგონი უფროსებს უნდა ესწავლებინა შენთვის, რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება! - უხეშად მოუჭრა ლუკამ.
ამის გამგონე მათემ სიცილი ძლივს შეიკავა.
დესერტის დროც დადგა.
ლილიმ იმდენი ტკიბილეული დააბარა დამხმარეს რომ, ყველა გაფართოევებული თვალებით უყურებდა.
- მხოლოდ შოკოლადის კექსი მოუტანე!
- დედაა - საწყალი თვალებით შეხედა, მაგრამ, როცა მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა, უბრალოდ თავი დაუქნია.
- ბავშვებო არ გინდათ? ჩვენთან სახლში გვეწვიოთ იქ კარგად გაერთობით.
ანამ შესთავაზა.
- დიდი სიამოვნებით. - ლილე გახარებული დათანხმდა.
- როგორც მახსოვს შენ აქ ცხოვრობ და ის როგორ გამოდის შენი სახლი? - ლუკამ წაკბინა.
- მე იქ მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე, ამიტომ ის ჩემი სახლია!
- არ მესმის, როგორ უნდა გიხაროდეს პირვეყოფილ ადამიანებთან ცხოვრება?
ამის თქმა მათეს ხარხარი ერთი იყო.
- მაგარი ვიღაცა ხარ!
- ვიღაცა არა! ლუკა დადეშექელიანი ვარ! - მათეს ღიმილი სახეზე შეახმა.
- პირველყოფილებად რატომ გვთვლი? - შალვამ დაუსვა კითხვა.
- ამ კითხვაზე შემდეგში გაგცემთ პასუხს.
- ამას ნუ უყურებთ, სულ დაბღვერილი დადის და მუდამ ყველას კბენს, დედას გარდა.
- არავის არ ვკბენ! სიმართლეს ვეუბნები.
- მაგიტომ არ გყავს მეგობრები!
- მყავს, თუ არ გახსოვს, გაიხსენე!
- იმ იდიოტს ნუ მახსენებ!
- რატომ ჯეინი რომ არის მისი შეყვარებული?
- ლუკა!!
- კარგი ჩუმად ვარ! - დესერტიც მოიტანეს და გემრილად მიირთვეს.
- თქვენი ძილის დროა.
- მაგრამ...
- არავითარი, მაგრამ ხვალ სამანტა ჩამოდის და დღის რეჟიმს დაუბრუნდებით.
- როგორც იტყვი დედა. - ლუკა წამოდგა. - ძილინებისა ოჯახო და... - პაუზა გააკეთა - თქვენც პირვეყოფილებო.- ირონიულად გაუღიმა და გასასვლელს მიუახლოვდა.
- ღამემშვიდობის ყველას, ლუკას ყურადღება არ მიაქციოთ და შენც ღამემშვიდობის მამიკო. - ლოყაზე აკოცა და ძმას მიუახლოვდა.
- შენც ღამემშვიდობის მამიკო. - გააჯავრა.
- ლუკა ნერვებს მიშლი!
- ლუკა ნერვებს მიშლი. - აგრძელებდა მის წვალებას.
მალევე დატოვეს იქაურობა.
- მათ იციან...
- რომ მამამისი ხარ!
- პირველყოფილებს რატომ გვეძახის? - ხმა ამოიღო ქალბატონმა გულიმ.
- ნამდვილად არვიცი, თვითონ კითხეთ.
- მინდა ბავშვები ერთი კვირით ჩემთან წავიყვანო!
- რათქმაუნდა, თუ მათ ესურვებათ შეგიძლია წაიყვანო, მაგრამ ძიძაც თან წამოვა.
- კარგი!
- შენ რა ბავშვებს ეკითხები აზრს? მათ ჯერ ჭკუა არ მოეკითხევათ!
- თქვენი საქმე არ არის ქალბატონო გული მე, როგორ გავზრდი ჩემს შვილებს!
- თავხედი და გატუტუცებული ხარ, დეიდაშენივით.
- გმადლობთ. - თვალები აატრიალა.
- გვარს რაც შეეხება...
- ანდრია ბავშვებთან გაიარე ეგ საკითხები ჩემი შვილები ისე ავღზარდე, რომ დამოუკიდებკად მიეღოთ გადაწყვეტილებები. აკეთებენ იმას რაც სურთ, რათქმაუნდა, ნორმის ფარგლებში.
- მათთან ავალ! - ფეხზე წამოდგა. - მე არ დამელოდოთ!
ზევით ავიდა ჯერ ლილის ოთახში შევიდა ბევრი ესაუბრა და ბევრიც გაიგო მის შესახებ, როგორცკი დაიძინა, ლუკას ოთახში შევიდა.
- სხვის ოთახში, როცა შედიხარ უნდა დააკაკუნო! - ოთახში მხოლოდ ერთი პატარა ნათურა ენთო, რომელიც მხოლოდ საწოლს ანათებდა.
- მეგონა გეძინა.
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მართალი ხარ, ბოდიში.
- ბოდიშებს ხშირად იხდი?
- როცა თავს დამნაშავედ ვგრძნობ. - სკამზე ჩამოჯდა.
- დედაჩემისთვის არ მოგიხდია ბოდიში.
- ვერ მივხვდი?
- დედაზე ბოდიში არ მოგიხდია იმ დღისთვის.
ანდრიას სახე გაუქვავდა, ამის გაგონებისას.
- შენ საიდან?
- დედას და დეიდა ნიტას საუბარი გავიგონე. მათ ეგონათ, რომ მეძინა.
- ანუ შენ...
- ანუ მე ვიცი როგორ მოხდა ჩემი ამ ქვეყანაზე მოვლენა.
- გძულვარ?
- რათქმაუნდა. - წამოჯდა და პირდაპირ გაუსწორა მზერა. - და დედაჩემს თუ კიდევ ერთხელ ატკენ ვფიცავ ჩემი ხელით მოგკლავ. - სრულიად მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები.
- როგორც ჩანს დედაშენი ყველაზე მეტად გიყვარს.
- დედაჩემი ერთ- ერთი უძლიერესი ქალია. მას შეეძლო ჩვენი თავიდან მოშორება, მაგრამ ეს არ გააკეთა. პირიქით თხუთმეტი წლის ასაკში შეეჭიდა ყველაზე რთულ მოვალეობას. ამიტომ ვინმე თუ მის წყენინებას გაბედავს, არ ვაპატიებ!
- მამაცი ყოფილხარ!
- შენ კი ლაჩარი ხარ! - გულის სიღრმეში დიდი ტკივილი იგრძნო.
- დაგტოვებ!
- კარგად ბრძანდებოდე!
კარიდან გამავალს იზაბელა შეეჩეხა.
- მაპატიე!
- არასდროს! - ლუკას ოთახში შევიდა.
ორი დღის, შემდეგ ლილი და ლუკამ მეტრეველების ოჯახში შედგენენ ფეხი.
ლილი დიდი ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს, ლუკა კი ერთ ადგილას იჯდა და მისი დიდი ბაბუის პორტრეტს უყურებდა.
- ძალიან კარგი კაცი იყო, ორი წლის წინ დაგვტოვა, დედაშენს რომ არ დაემალეთ აუცილებლად გაიცნობდით.
- ალაბათ კარგში გარეგნობას გულისხმობთ არა? - არც ლუკამ დააკლო კბენა.
- ყველაფერს.
- მე მასზე ასე ვერ ვიტყოდი, ვნახე მისი ინტერვიუები და მასზე გაკეთებული სიუჟეტები, ამპართავანი, მექალთანე, და კიდევ ღორს ვუწოდებდი.
- როგორ ლაპარაკობ ბაბუაშენზე?!
- როგორც დაიმსახურა! მეორეჯერ დედაჩემზე კიდევ რამეს იტყვით და პასუხს აუცილებლად გაგცემთ. - სკამიდან წამოდგა.
- გაუზრდელი და თავხედი ხარ!
- თქვენნაირი ადამიანებისგან არ ვიღებ შენიშვნებს!
სადილობდნენ, როდესაც შალვამ ახალი თემა წამოჭრა.
- ბავშვებო გინდათ მეტრეველები გახდეთ?
- კი. - ლილი.
- არა! - ლუკა.
ლილიმ თვალები გადაატრიალა.
- ლილი შეგიძლია დამხმარეს უთხრა,რომ საშინელ წვნიანს ამზადებს და სხვა რამე მომიტანოს?
ლილი წამოდგა.
- რამე გველურს გეტყვით, რომელიც სურს, მე არ გავიგო. - მეტრეველებს მიმართა და იქაურობა დატოვა.
- ბატონო შალვა გუშინ მკითხეთ თუ რატომ გიწოდებთ პირველყოფილებს.
- დიახ.
- მოგეხსენებათ პირველყოფილი ადამიანები ჭკუით ჩამორჩენილები იყვნენ და რაც პირველი მოუვიდოდათ თავში იმას აკეთებდნენ.- ხელები მაგიდაზე დააწყო- თქვენი ოჯახიც ასეთია, მოისურვეთ, რომ დედაჩემისთვის ბავშვობა დაგეგნგრიათ და ეს გააკეთეთ.
- შენ?
- და რაც შეგეხებათ თქვენ ქალბატონო გული დედაჩემზე კიდევ გაბედავთ რაიმეს თქმას, ან ჩემი და ლილის თვალში დამცირებას და ინანებთ რომ საერთოდ გამიცანით.
- ამაყი ბრძანდები.
- და რაც შეეხება გვარს ნამდვილად არ მსურს თქვენი გვარის ტარება, ამიტომ, დადეშქელიანი ვრჩები.
- შენი ნებაა. - დაეთანხმა ანდრია.
- ეხლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, სამეცადიბო მაქვს.
იქაურობას გაეცალა.
- დედამისმა უთხრა ნეტა? - ქალბატონი გული მაინც ვერ წყნარდებოდა.
- იზაბელას და ნიტას საუბარი გაიგონა.
- შენ საიდან იცი?
- გუშინ მასთან შევედი ოთახში, ლაჩარი მიწოდა და ზრდილობიანად გამომაგდო.
- ძალიან ტუტუცია.
- დედა ძალიან გთხოვ, ისედაც აცრუებული აქვს გული ჩვენს ოჯახზე.
- მამაშენს იცი რა უწოდა?
- რა?
- ამპარტავანი, მექალთანე და ღორი.
- რა არ იყო რომ? - ჩუმად თქვა ეს სიტყვები ელზამ, შალვას ცოლმა, მაგრამ შალვამ მაინც გაიგო და თვალები უბრიალა.
- და საიდან დაასკნა ის ხომ მას არ იცნობდა?
- ინტერვიუებიდა სიუჟეტები უნახავს.
- დაგგლესათ არა?
- შენ ძმას კარგად იცნობ ხომ ასეა? - ხელი თავზე გადაუსვა ანდრიამ.
- რათქმაუნდა, მაგრამ ბოლო ორი წელია ხასიათი შეეცვალა. უფრო უხეში და ჩაკეტილი გახდა. ადრე დედას სულ იმას თხოვდა რომ შენი თავი გაეცნო, მაგრამ ორი წლის წინ შეწყვიტა. - ყველა დადუმდა. - დედა ძალიან ნერვიულობდა მასზე და უამრავ ფსიქოლოგთან ატარა ბოლოს, როცა მიხვდა აზრი არ ჰქონდა მასთან ერთად ვისწავლეთ ცხოვრება.



№1 სტუმარი სტუმარი მილანა

შემდეგ ნაწილს როდის დადებთ?

 


№2 სტუმარი სტუმარი ალინა

შემდეგი როდის დაიდებაა?რამდენი ხანია ველოდები!

 


№3 სტუმარი აირინი

შემდეგს როდის დადებთ? ველოდები

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

შემდეგი ნაწილი როდის იქნება?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან საინტერესოა გთხოვთ გვიპასუხოთ განაგრძობთ თუ არა მადლობთ

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი მოთხრობაა იმედია გააგრძელებთ და შემდეგ თავს მალე დადებთ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი user19.

როდის დადებ?

 


№8 სტუმარი სტუმარი user19.

აღარ აპირებ გაგრძელებას? ველოდები დიდი ხანია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent