შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეხუთე თავი )


25-06-2023, 22:26
ავტორი დეასი
ნანახია 1 020

ესეც მეხუთე თავი.


***


ტირილი რა ჩვეულებრივი სიტყვაა არა?!
შეიძლება, მართლაც მდედრობითი სქესისთვის ჩვეულებრივი სიტყვაც და სიტუაციაც კი არის ( ესეც, რა თქმა უნდა, ყველა ქალისთვის არა )
მაგრამ, აბა მამაკაცებისთვის რასთან ასოცირდება იგი? შემთხვევით სილაჩრესთან, სისუსტესთან, არა-კაცობასთან ხომ არა?!
რა თქმა უნდა, კაცისთვის ტირილი, ცრემლები და ემოციების გამოხატვა ამ გზით, ხომ წარმოუდგენელია არა?!
სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
ჩემთვის ( და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენთაგანისთვისაც) ეს საზოგადოების ერთობლივი აზრი და დოგმა სტერეოტიპია.
ქალს თუ აქვს უფლება, საშვალება, არჩევანი საკუთარი იმედგაცრუება, ემოციურობა, ტკივილი ცრემლებით და ისტერიკით გამოხატოს, კაცს რატომ ვართმევთ ამ უფლებასა და არჩევანს? ისინიც ჩვეულბრივი ადამიამები არიან, როგორც დანარჩენები.



ანოს თვალები გაუფართოვდა კარი თვალებ ჩაწითლებული და უამრავი ხელსახოცით სავსე კატომ, რომ გაუღო.
ზოგადად არასდროს აკვირვებს სხვისი ცრემლები და ეს მდგომარეობა, მაგრამ კატოსგან ცოტა არ იყოს, ეუცნაურა.
ქალბატონი მართლაც, რომ განსაკუთრებული სიტუაციების გარდა მხოლოდ პოზიტივს, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებს.
კატოს კი მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ხილვამ, რომელიც კარის ზღურბლზე ცელოფნებით დახუნძლული, ვერ ექანებოდა კიარა, დროდადრო თვალებსაც კი არ ხუჭავდა, ღიმილი მოჰგვარა.
მიხვდა, რომ მასზე ზედმეტად იმოქმედა.
სლუკუნით და თან მომღიმარი სახით გადაეხვია. ანომაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა და ცელოფნიანი ხელები მაგრად შეჰმოხვია.
- სოციალურ ქსელში პოსტი წავიკითხე და ამან იმოქმედა ასე ძალიან - გამოუტყდა კატო.
- აი რაში ყოფილა თურმე საქმე. ძალიან ემოციური და რთული წასაკითხი იქნებოდა ასე თუ იმოქმედა შენზე კატუს.
- შემო და წაგაკითხებ.
სახლში პირველი მაინც ანომ მისი კატუსა შეატარა.
- აბა, რაები მომიტანე? - ცრემლიან წამწამებს მალ-მალე აფახუნებდა და ცელოფნებში შორიდან იჭყიტებოდა.
- რას მისჩერებულხარ, გოგო.
შენი საყვარელი ნამცხვრებია, ჩაის მოვადუღებ, ვჭამოთ და სახლს მივხედოთ, მაგრამ რაღაც არ ეტყობა ისეთი მისალაგებელი იყოს ჩემი დახმარებაც, რომ გჭირდებოდეს. - თვალები სასაცილოდ დაჭყიტა - გამომაქცუნე არა?!
- არა, არა, შენ იყავი, მე მოვადუღებ ჩაის, მანამდე კი აი ეს წაიკითხე -
უკვე მისაღებიდან გადიოდა, უცრად უკან, რომ შემობრუნდა - და ხო, ქალბატონო გამოგაქცუნე იმიტო, რომ მართლა მჭირდება შენი დახმარება და თან საჩუქარიც მაქვს შენთვის, ამიტომ კეთილი ინებე და წაიკითხე ეგ პოსტი, სანამ არ ადუღებული ცხელი ჩაი გადაგასხი.
ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალ კატოს.
იმის მიუხედავად, რომ ბავშობიდან ერთად მოდიოდნენ, მაინც ვერ გაუგო ამ გოგოს, როგორ შეუძლია ერთ წამში ტიროდეს და მეორე წამს კვლავ გულწრფელმა ღიმილმა გაუპოს სახე?!
ხელში მოქცეული მოწყობილება, კერძოდ, კი კატოს ტელეფონი აზუზუნდა. ჯეოსელი წერდა ახალი შეთავაზების შესახებ. გაეღიმა.
გაახსენდა რატომაც ჰქონდა კატოს ტელეფონი და პოსტის კითხვას შეუდგა.
ისტორია საკმაოდ მცირე ზომის იყო, მაგრამ, ამავდროულად, მართლაც, რომ ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.

,,ერთხელ ვაჟმა დედა რესტორანში დაპატიჟა. დედა უკვე მოხუცი იყო და ჭამის დროს საჭმლის ნამცეცები კაბაზე უცვიოდა. ვაჟი მოთმინებით უბერტყავდა კაბას და ჭამაში ეხმარებოდა. მთელი რესტორანი უკმაყოფილოდ შესცქეროდა ამ წყვილს, მაგრამ ვაჟი არ იმჩნევდა და დედაზე ზრუნვას განაგრძობდა...
სადილს რომ მორჩნენ, ვაჟმა დედა დიდ ფოიეში გაიყვანა, სარკის წინ დააყენა, კაბა ჩამოუფერთხა, თმებზე ხელი გადაუსვა და სათვალე შეუსწორა.
მთელი რესტორანი დაძაბული უთვალთვალებდა მათ.

ვაჟმა საფასური გადაიხადა და დედასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა.

- ახალგაზრდავ, რაღაც დატოვეთ. - დაუძახა უცებ ვიღაც მამაკაცმა.

- მე მგონი არაფერი - მიუგო ვაჟმა.

- როგორ არა, აქ მჯდომ ყველა შვილს მაგალითი, ხოლო ყველა დედას იმედი დაუტოვეთ! ! !... "
( წყარო: დაიჭირე წამი )

ახლა, კი მართლა ყველაფერი გასაგები იყო ანოსთვის.
სამზარეულოში, ღუმელთან მოფუსფუსე კატოს ზურგიდან ჩაეხუტა და ბონუსად კისერშიც დაუტოვა კოცნა.
- შენ ხარ ნამდვილი საოცრება.
- ნამდვილად არ დაგიწყებ ახლა მაგ ფაქტის უარყოფას, რადგან შენთვის მართლაც საოცრება ვარ.
ამის თქმაღა იყო, და ჯიბიდან ორი თეატრის მოსაწვევი ამოიღო.
- დღეს აქ რჩები ქალბატონო. ხვალ თეატრში ,,მე გადავცურავ ზღვას" სპექტაკლზე მივდივართ და თან ამის შემდეგ, პოეზისს საღამო იმართება.
- ხომ იცი, რომ...
კატომ არ დაასრულებინა.
- ჩვენ პირველ რიგში, ერთმანეთი გვყავს ანო, ამიტიმ არ უნდა ახლა მადლობა, მიყვარხარ და მსგავსი კომენტარები. ჩვენ ხომ ისეც სულ გამოვხატავთ ამას ერთამნეთის მიმართ. მარტივი მაგალითი ამისა: შენ ჩემი საყვარელი ნამცხვრები ამომიტანე ისე, რომ თეატრზე არაფერი იცოდი, მე კი ისე ვიყიდე ბილეთები ჯერ შენ დახმარებაზეც კი არ იყავი დათანხმებული.
ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია.

მართლაც, რომ ყველაფერი გასაგები იყო ორივესთვის.

ამის შემდეგ, შემთხვევით, ბედნიერება, რომ წვრილმანებშია ეჭვი, ხომ არავის გეპარებათ?!



თეატრის კიბეებზე ადიოდნენ, ანოს ილიამ, რომ დაურეკა.
- ქალბატონო, რომ დამთავრდება ყველაფერი, დამირეკე, მოგაკითხავთ.
- იმენა ძმა ხარ რა - შეჰყვირა კატომ.
- მაგას არისტოკრატულმა ადგილებმაც კი ვერ უშველა. უთხარი გოგო, თეატრში ხართ, რა აჭყავლებს?!
- კაი, ილო, დაგირეკავ ნახევარი საათით ადრე, სანამ ყველაფერი დასრულდება.
- გაკოცეთ - არ ცხრებოდა კატო.
ისედაც ვიბრაციაზე დაყენებულ ტელეფონს ხმა სულ გაუთიშა და ილოს ნაჩუქარ, იმ პატარა შავ ჩანთაში მოუძებნა ადგილი.
- კიდევ კარგი გუშინ გვიან მაინც გაგახსენდა ის, რომ ილოსთვის არ გქვონდა ბილეთი ნაყიდი და არც თეატრში წამოსვლა შეთავაზებული. გაგვიმართლა, რომ არ ეცალა თორემ ხომ იცი, ცოცხლად შეგვჭამდა.
თან ბოლო დროა განაწყენებულიც კი ჩანს, სულ იმას გაიძახის მე რატომ მივიწყებთო.
- კაი რა, ანო. ჩურჩუტია, როგორ შეიძლება ილო დაგავიწყდეს ან ძალით მოტეხო თემიდან.
- კაი, გოგო რაც აქამდე ამ ჟარგონებით არ გილაპარაკია, ახლა მოგინდა?
- მოიცა ერთი რა, კაი ხასიათზე ვარ შემარგე, სანამ პოეზიამ სულ დამსტრესა.
- ვერც ეგ გიშველის შენ.
ღიმილით ხელი ჩაიქნია და წინ მიმავალ კატოს დაედევნა.

სპექტაკლი ხომ არაჩვეულებრივი იყო ( ან რად უნდა მაგას ბევრი საუბარი ) აი პოეზიის საღამომ კი ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა.
უამრავი ადამიანი ესწრებოდა მას,
თეატრში ტევა არ იყო.
იმდენად ნაცნობი ლექსები და პოემები წაიკითხეს, რომ იქ ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.

ანოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი პატარა მონაკვეთი ,,უსიყვარულოდ"-დან.
ესეც იმიტომ, რომ ნათლად ესმოდა მის წინ სკამზე მჯდარი ახალგაზრდა ბიჭის სიტყვები:
"და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!"

გალაკტიონ ტაბიძე


***


თემოს დაჟინებულ მოთხოვნაზე, მასთან აეღნიშნათ ლევანის წარმატება, უარი ვერავინ უთხრა.
არცერთს არ უნდოდა ასე გვიან ნონას და არჩილის შეწუხება, მაგრამ რა გაეწყობოდა?!
იცოდა ერეკლემ, თემოს ვერავინ გადაათქმევინებდა ჩანაფიქრს და ბიძაშვილს გვერდში ამოუდგა.
და ასე, ორმაგი ძალებით დაითანხმეს ყველა.
ნონა, რომ არ შეეწუხებინათ, უამრავი მზა საჭმელი აიტანეს, სასმლის ყიდვა ვერ გაბედეს, იცოდნენ არჩილი რა დღესაც დააწევდა უკან და იმიტომ.
ლიფტი არც ისეთი დიდი იყო, ამდენი ადამიანი უამრავი ცელოფნებით ერთად რომ დაეტია, ამიტომ პირველ ასვლაზე ერეკლეს და ანდროს გარდა, ყველა ერთად შევიდა ლიფტში, ცელოფნები კი მათ დაუტოვეს, ორნი ხართ და უფრო მარტივად ამოიტანთო.
ერეკლეს გული გამალებით ძგერდა, ერთი სული ჰქონდა ლიფტი მალე ჩამოსულიყო.
ანოსგან განსხვავებით, ერეკლე გააზრებულად იმ დღის შემდეგ ლურჯ ფლომასტერს სულ თან დაატარებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა გზა ბიძამისთან ჰქონდა თუ არა, ერჩივნა სულ თან ჰქონოდა.
თავიდან რომ გეკითხათ, მისი საქციელი მემაიტური და ბავშურიც კი იყო, მაგრამ აბა, ახლა კითხეთ ნამდვილად ასე ფიქრობდა თუ არა?!
ძლივს შელაგდნენ და შეიტანეს ყველაფერი.
გაუხარდა იმედები, რომ არ გაუცრუვდა. თვალებში ვარსკვალვები აუთამაშდა, რაც ანდროს არ გამოჰპარვია.
ერეკლემ დაასწრო.
- არაფერი თქვა.
ჯიბიდან ფლომასტერი ამოიღო და მიუწერა:
,,მადლობელი ვარ. ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის, მითუმეტეს უცნობისგან"
და მართლაც, რამდენს ნიშნავდა ერეკლესთვის ეს სიტყვები მამის გარდაცვალების შემდეგ.
- არ ვიცი, რა ხდება და რას აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი შენ ამ მდგომარეობად ნამდვილად ღირს, ძმაო - ხელი გადახვია ანდრომ და ამით, უსიტყვოდ უთხრეს ერთმანეთს ყველაფერი.

თუ შენი ბესნიერებისთვის არ იბრძოლებ, ის აუცილებლად სხვას ერგება.


იმას ხომ ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რა ხდებოდა შუა ღამით თავდგირიძეების ოჯახში?!
რა ნონა შეაწუხეს, ნონამ იქეთ შეაწუხა ყველა, რამე ხოარგინდათ, არ მოგერიდოთო, თორემ ამ ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამთო. ემუქრებოდა ყველას და თვალებს სასაცილოდ აბრიალებდა...
ამის შემყურე კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას გრძნონდა არჩილი, რომ თავის დროზე სწორი არჩევნი გააკეთა.
ან განა, როგორ შეიძლება სწორ და არასწორ არჩევანთან გვქონდეს საქმე, როცა ეს უკანასკნელი სიყვარულს ეხება?!


***


იმის მიუხედავად, რომ წინა ღამით გვიან დაიძინა, მეორე დილით ადრიანად ჭყიტა თვალები. ალბათ, ძილშიც კი გრძნობდა მოსალოდნელ ბედნიერებას.
ხვალ უნივერსიტეტი ეწყებოდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ანოსაც ბევრი საქმე ჰქონდა, ისევე, როგორც სხვებს.
მას არ უყვარდა ზედმეტი არაფერი.
ისედაც მოწესრიგებული იყო ყოველთვის, ამიტომაც არასდროს არ სჭირდებოდა ზედმეტი ფორიაქი.
გეგმები არ ჰქონდა, ილოსთან ერთად გაატარებდა მთელ დღეს, მშობლებს მოესიყვარულებოდა და კარგად გამოიძინებდა.

სამზარეულოში ერთად საუზმობდნენ ოთხივენი, თინამ, რომ დარეკა.
- აბა, შერვაშიძეების ოჯახი მისმენთ?!
კეთილი ინებეთ და დღეს ყველა საქმე გადადეთ. საღამოს გვესტუმრეთ და ერთად ვივახშმოთ, თან თავდგირიძეებიც მოვლენ. ძალიან მომენატრა ძველი დრო და დროა გავიხსენოთ, არა?!
ილოც არ იცნობს მათ და გავაცნობთ ერთმანეთს, თან არჩილის ძმის შვილიც იქნება დღეს ჩვენთან.
სიტყვა ვერ ჩაუგდო ვერავინ თინას, ისე მიაყარა და დაკიდა ყურმილი.
- კარგით, მაშინ მე დღეს საკონდიტროში აღარ წავალ ( ლილეს საკუთარი საკონდიტრო ჰქონდა, სადაც თვითონვე იყო მთავარი კონდიტერი )
- მე გავალ საქმეებზე და მალე დავბრუნდები, მზად დამხვდით - განაცხადა უფროსმა შერვაშიძემ.
- ილო ჯერ მაინც არ მუშაობს და სანამ შანსი მაქვს, ხელიდან არ გავუშვებ და ჩვენც მოლში გავალთ რაღაცებს ვუყიდით თინას და დიმიტრის.
ძმისთვის არც უკითხავს, ისე დაალაგა გეგემები, ვითომ ილია რამეზე უარს ეუბნებოდეს.

ასე დაიშალნენ და გადანაწილდნენ ყველანი თავიანთ გზაზე.


***


რაღა თქმა უნდა, შერვაშიძეებისა და ჩერქეზიშვილის ოთხკაციანი რაზმი, დროზე ადრე გამოცხადდა თინასა და დიმიტის ეგრედწოდებულ 'სუფრაზე'.
მათთან ერთად ქალბატონი კატოც უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რად გინდა, იგვიანებდა. რა თქმა უნდა, დალოდება და მისთვის გავლა შესთავაზეს, მაგრამ იმდენად დიდი დრო მჭირდება, ჯერ სახლშიც კი არ მივსულვარო, წადით და მეც გვიან, მაგრამ მაინც შემოგიერთდებითო. რაღა უნდა ექნათ?! ვერც ვერაფერი.
- იმედია კარგი ამბავისთვის შევიკრიბეთ.
- ძმაო რა იყო კი, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლებოდა გვევახშმა?
- რაღაც, არ გეტყობათ თვალებზე 'უბრალოდ' სავახშმოდ, რომ შევიკრიბეთ.
- კარგი, თინა. ხომ იცი შენ ძმასთან ჭიდილს აზრი არ აქვს. თავდგირიძეებს დაველოდოთ და...
- აი თანაც კარზე ზარია.
ანომ კარისკენ მიმავალი თინა შეაჩერა.
- იყავი თინ, მე გავაღებ.
ნაცნობი სახეები მალევე დალანდა.
- შემობრძანდით
- ანო, საყვარელო არ არის საჭირო ეს კლდევამოსილება, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- არ შემიძლია, ჩემ მეუღლეს არ დავეთანხმო. თანაც ქალბატონო, ეს უკანასკნელიც არც ისე ხშირად ხდება ხოლმე - ცხვირზე თითი სასაცილოდ დაჰკრა არჩილმა ანოს.
- მიხარია, შენი კიდევ ერთხელ და არა იმედია უკანასკნელად ხილვა - ძალიან უშუალოდ და მეგობრულად გადაეხვია თემოც ანოს.
დადებითად აკვირვებდა თავდგირიძეების ოჯახი.
ყველა დეტალს ამჩნევდა და თვით უნებურად, მეხსიერებაში იბეჭდავდა.
არჩილის ჟესტი იმდენად ესიამოვნა მეუღლის მიმართ, რაც პალტოს გახდაში დახმარებას მოაიზრებდა, რომ ტანში სასიამოვნოდ გასცრა გოგონას.
დიდი სიყვარულით მოიკითხეს ერთმანეთი, ილიასაც გააცნეს თავდგირიძეების ოჯახი და სუფრას შემოუსხდნენ.
- სანამ აქ შეკრების მიზეზს დავასახელებთ მე და დიმიტრი, ძალიან მაინტერესებს ჩემი ალექსანდრეს ბიჭი სად არის?
- ერეკლე?
- დავიჯერო მას სხვა ვაჟიც ჰყავდა და მე არ ვიცოდი? რამ გაგაკვირვა თემო, ხო ერეკლეზე მაქვს საუბარი.
როგორ მომენატრა ეგ საზიზღარი და ჩემი ეკატერინე.
- ახლახანს არ ინახულე კი, მაგრამ?!
ამას წინათ ჩემი რძალი მიყვებოდა, ძალიან ხშირად დადის ჩვენთან და ვკონტაქტობთო.
- ეგრეც არის აჩიკო, უბრალოდ დღეს ველოდებოდი ორივეს და ცოტა არ იყოს გული დამწყდა.
- მოდიოდნენ, ერეკლე ჩვენთან იყო და ეკასთვის უნდა გაგვევლო, უცებ ერეკლეს, რომ დაურეკეს და სახლში მოუხდათ დარჩენა.
- წარმოდგენაც კი არ მინდა, ჩემი ჩურჩუტი გოგო ახლა როგორ განიცდის აქ არ ყოფნას და დარდობს ვაწყენინე იმ ხალხს, რომ ვეღარ მივედიო. ახლავე დავურეკავ და დავბრუნდები.
სანამ თინა აივანზე ტელეფონზე ერეკლეს დედას, ეკას ესაუბრებოდა, მამაკაცებმა გახურება მოასწრეს და უფლის, სამშობლოს, გარდაცვლილების და გმირების სადღეგრძელოებიც კი შესვეს.
ის ის იყო, დიმიტრიმ მშობლების სადღეგრძელო დაიწყო, თინაც დაბრუნა.
- რა კარგ დროს დავბრუნებულვარ, ნამდვილად ბედია.
თითქოს და, ანოს გულში რაღაცამ გაუელვა, ხელ ორი წუთის წინ მოსულ, მის გვერდით მოკალათებულ კატოს მაჯაზე მოუჭირა და თინამაც დაიწყო.
- იმედია, ქმარი არ მიწყენს და სადღეგრძელოში შეწილებას მაპატიებს. მოკლედ ჩემო ყველაზე ძვირფასო და მნიშვნელოვანო ადამიანებო, არ დავიწყებ მშობლის როლის ახსნას ადამიანის ცხოვრებაში, პირდაპირ ამ როლში შევაბიჯებ და ყველაფერს ჩემი დიმიტრი და მე ერთად განვამტკიცებთ.
- მგონი ვერაფერს დავამატებ, ჩემმა ცოლმა იმდენად ამომწურავად და პირდაპირ გაჯახათ ჩვენი ცხოვრების მთავარი ბედნიერების მიზეზი.

იქ ამაბავი ატყდა...

"ბედნიერება - ეს არის ნიჭი დააფასო ის, რაც გაქვს და არა ის, რაც არ გაქვს" ვუდი ალენი.

დააფასო ის, რაც გაქვს არის ნიჭიცა და ბედნიერებაც.
ვერ წარმოგიდგენიათ რამდენს კარგავს ადამიანი, რომელიც რაღაც სხვას განდიდებს და, ამასობაში, კარგავს იმას, რაც წინ უდევს...


***


ერთამანეთის პირისპირ იჯდნენ და უამრავ რამეზე ფიქრობდნენ.
ერეკლე ორმაგად განიცდიდა დედის საღამოს გუფიჭებას, ვიდრე იმას თუ, რა უნდა ექნა ამ კონკრეტულ სიტუაციაში.
ეკატერინე კი იმაზე ღელავდა ერეკლესთვის როგორ დაენახებინა სწორი გზა და ის, რომ ყოველი წამი ძვირფასია.
ფრთხილად დაიწყო.
- დე, გუშინ თავიდან გადავიკითხე ერთი წიგნი, რომელშიც უამრავი ცხოვრებისეული ფრაზაა მოცემული, ერთი კი განსაკუთრებით თვალში საცემია.
,, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, არაფრის გადადება არ შეიძლება, ყოველ წამს ოქროს ფასი აქვს"
,, სხვა უდაბნოს საიდუმლო. "
და მე ნამდვილად ვეთანხმები მას, მეტიც, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ შენც ეთანხმები მას.
- დედა, ძალიან დავიბენი. თან არ მინდა ფარ-ხმალი დავყარო და, ამავდროულად, ძალიან მიმძიმს მამის მერე ამ გზის გაგრძელება.
- დე, ხომ იცი, ამ ნაბიჯით შენ ალექსანდრეს კიდევ უფრო გაახარებ იქ სადაც არის. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმიტომაც ხდება, ის რაც ხდება შენს თავს, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდე და დარწმუნდე საკუთარ შესაძლებლობებში.
ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, ილია მეორე სულ ამბობს
,, ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან
შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ."-ო და აბა შენ რას ფიქრობ, ერეკლე?
ყავისფერ დიდრონ თვალებში აკაშკაშებული ვარსკვალავები შეანათა ერთადერთ ვაჟიშვილს.
- დედა, შენ ჩემი ანგელოზი ხარ. ვერასდროს დაგასრულებ, როგორაც არ უნდა გავიზარდო, ცხოვრებას შენ გარეშე ბოლომდე ვერასდროს შევიცნობ.

ერთმანეთს მთელი ძალით გადაეხვივნენ.

განა არსებობს დედამიწაზე იმაზე მჭიდრო კავშირი, ვიდრე ეს დედ-მამა-შვილობაა?!




იმედი მაქვს, მოგეწონათ.
ველი შეფასებებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent