ყველა'ფერი ( მეექვსე თავი )
მეექვსე თავის დროც მოსულაო. *** ჩქარი ნაბიჯებით მიაბიჯებდა უნივერსიტეტის მესამე სართულის ჰოლში ერეკლე, არ უნდოდა კესოს აუდიტორია მის მისვლამდე დაეტოვებინა. გოგონას ტელეფონი წინა დღით აივნიდან გადავარდნოდა, ერეკლეს კი უნდა ეთქვა, რომ მისი ძმა, ლევანი გაუვლიდა უნივერსიტეტში და სახლში დატოვებდა. ჰოლში ბუზის გაფრენის ხმაც კი არ ისმოდა, ისეთი სიწყნარე გამეფებულიყო. პირდაპირ კარის წინ, აუდიტორიასთან შეჩერდა, ოდნავ ფანჯარა გამოაღო და ფანჯრის რაფასვე დაეყრდნო. იქვე ახლოს ორი გოგო შეამჩნია, ყურადღება დიდად არ გაუმახვილებია მათთვის, ზურგით იდგნენ, მაგრამ ერთ-ერთის ყვითელმა შარფმა, ნამდვილად, დაიმსახურა ერეკლეს ყურადღება. საკუთარი ბოლომდე ვერ გადაწყვეტილი საკითხის შესახებ, თითქოს წინასწარ შერჩეული სიტყვები შემოესმა, რომელიც აშკარად მას არ ეკუთვნოდა. ის ყვითელ შარფიანი გოგონა ეუბნებოდა მეორეს. - ნენე, ,,ნამდვილი ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის, როგორც ფილმებში ჩანს ხოლმე, ნამდვილი ცხოვრება არეულ-დარეულია." ( ანიმაცია: ზოოტოპია ) ასე, რომ ბევრად უფრო ადვილია ახლის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება, ამიტომ ნაკლებად იდარდე იმაზე, თუ რა მოხდა წარსულში, ეცადე მომავალი ამაზე უკეთესი გქონდეს... და, თითქოს, ერეკლსაც ეს სჭირდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გოგონას გახედა, მაგრამ მის სახეს თვალი ვერადავერ მოჰკრა, თუმცა მისი ხმა და საუბრის მანერა, სამუდამოდ ჩაიბეჭდა გონებაში. გონზე აუდიტორიის კარის გაღების ხმამ მოიყვანა. მალევე დაინახა კესო, კესომაც შეამჩნია მეგობარი და მისკენ დაიძრა. გვერდში მდგომი გოგონა, კატო გააცნო ერეკლეს. ერეკლემ კი ლევანის დანაბარები გადასცა კესოს. კესომ საპასუხოდ ლოყაზე აკოცა და უთხრა, რომ შემდეგ ლექციამდე ეზოში იქნებოდა კატოსთან და კატოს მეგობრებთან ერთად. ერეკლეს კი არ გასჭირვებია, კატოს მეგობრებში, მანამდე მის გვერდით მდგომი ორი გოგონას ამოცნობა. სანამ თვალს არ მიეფარა ეს ოთხეული, მანამდე განუძრევლად იდგა იმავე ადგილას. ძვირფასებო, შეუჩერებლივ იარეთ წინ! ზოგჯერ ცხოვრების ხელახლა დაწყება საუკეთესო გამოსავალია. *** უნივერსიტეტის პირველ დღეს, პირველივე ლექცია მალევე დაამთავრა, რადგან გაცნობითი სახის იყო. ერთი ჯგუფელი მისი ნაცნობი აღმოჩნდა, ნენე. აქამდე ორ საგანს სწავლობდნენ ერთად, გაუხარდა მისი კვლავ ხილვა. ერთმანეთს დიდი სიყვარულით გადაეხვივნენ. ლექცია როგორც კი დაამთავრეს, ერთად გაუდგნენ გზას კატოს აუდიტორიისკენ. ნენემ მცალია, დრო მაქვს და მეც წამოვალო. ანოსაც ძალიან გაუხარდა, კატოს გაგაცნობო უთხრა. სანამ ქალბატონს აუდიტორიასთან ელოდებოდნენ, ანომ მარტივად შეამჩნია ნენეს უხასიათობა, რადგან იცოდა გოგონას უშრეტი ენერგიის შესახებ. ნენემაც მალევე გაანდო გულისტკივილი ანოს, რომელიც ბენდის დაკარგვას უკავშირდებოდა. აქამდე ანოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ნენე ბას-გიტარაზე თუ უკრავდა. ყველაფრის მიუხედავად, მეგობარს ფარ-ხმალის დაყრის საშვალება არ მისცა და მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც არც თუ ისე ცუდად გამოუვიდა. ამასობაში მათკენ მომავალი კატოც დაინახა, უცნობ გოგონასთან ერთად. ის უცნობი გოგონა, კატოს ახალი კურსელი აღმოჩნდა, კესო. ანომ კესოს და კატოს ნენე გააცნო და ოთხივენი შესვენების ერთად გასატარებლად ეზოსკენ გაემართნენ. *** ლექციებს მალევე მორჩნენ. კესოს მართლაც მოაკითხა მისმა ძმამ, მაგრამ სულ ტყუილად, გოგონა სახლში არ მიდიოდა, კატოსთან ერთად ჰქონდა გადაწყვეტილი საღამოს გატარება. ლევანმაც რა გაეწყობააო, მაინც აქ ვარო და კატოსთან მიყვანა შესთავაზა გოგონებს. კესოს თხოვნით კატოც დასთანხმდა შემოთავაზებას, ანომ მე ილია გამომივლის, როგორც იქნა მისი მეგობრები ჩამოვიდნენო, ხოლო ნენე უკვე ორი საათის წასული გახლდათ, რადგან ყველაზე ადრე მორჩა ლექციეებს. მართლაც, რომ რა გაეწყობოდა. ანო მარტო დარჩა უნივერსიტეტი კარებთან. უცებ, ისე შეიპყრო წყურვილმა, რომ დაუფიქრებლად გაემართა, იქვე მეორე ქუჩაზე მდებარე პატარა მარკეტისკენ. ჩქარობდა, არ უნდოდა მის არ ყოფნაში ილია მოსულიყო და დაეგვიანებინა. მაღაზიიდან გამოდიოდა, იქვე შუქნიშანთან მდგომი, მოხუცი ქალი, რომ შეამჩნია ორი მძიმე ჩანთით. უნდოდა მისულიყო და დახმარება შეეთავაზებინა, მაგრამ სანამ შუქნიშანზე მწვანე აინთო და ქუჩა გადაჭრა, ქალთან უცხო ბიჭი მივიდა. ღიმილით მიესალმა, მიხვდა, რომ ბიჭიც არ იცნობდა ამ მოხუცს. ჩანთები ხელიდან გამოართვა, მისი მაჯა ხელზე მოიქცია და ნელ-ნელა ქუჩის გადაკვეთა დაიწყეს. ამის შემყურე, ანოს თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგა. უხაროდა, ნამდვილი ადამიანები ჯერ კიდევ, რომ არსებობდნენ. ამ დროს კი ერეკლეს სულ სხვა გულის ტკივილი აწუხებდა... ,, გაიხედა და გამოიხედა გულმა და ფიქრი ეტკინა- ყველა რაღაცას უყურებდა ერთმანეთს-არავინ." ვაჟა ხორნაული. *** ცოტა არ იყოს ეუცნაურა ლევანს, კატომ საკუთარი მისამართი, როცა უკარნახა, რადგან ეს უკანასკნელი, თემოს მისამართს ემთხვეოდა. მთელი ცხოვრებაა იქ ცხოვრობდნენ თავდგირიძეები და თავლი არასდროს მოუკრავს კატოსთვის ლევანს, დროის უმეტესი ნაწილის იქ გატარების მიუხედავად. ლევანს დისთვის საჩუქარი ჰქონდა, ამიტომაც უნდოდა დაჟინებით მას მიეკითხა უნივერსიტეტში კესოსთვის, მაგრამ კატოსთან მოერიდა, ხომ არ ვაყურებინებ კესოს როგორ ვჩუქნი საჩუქარს და მისთვის არაფერი მაქვსო. დიახ, ასეთი სუფთა გულის პატრონი იყო, ამხელა 24 წლის პოეტი კაცი. რას იზამდა, ცოტა ხნით გადადო საჩუქრის ამბავი. უმცროსს დისთვის ლევანს ტელეფონი ეყიდა, წინა დღით, პოეზიის საღამოზე აღებული ჰონორარით. იცოდა მის დას არ უყვარდა ძვირადღირებული საჩუქრები, მაგრამ ტელეფონზე ღელვას მაინც ამჩნევდა. კესოს ტექნიკა არ უყვარდა, მთავარ მიზეზად ამ უკანასკნელს ასახელებდა ადამიამების ერთმანეთის მიმართ გაცივებაში, მაგრამ სჭირდებოდა, მის გარეშე ვერაფერს კითხულობდა და ვერავის ეკონტაქტებოდა. კესომ მხოლოდ მისამართზე მისულმა იცნო თემოს კორპუსი, გვერდით ჩუმად მჯდომ გოგონას გადახედა და უთხრა. - კატო, შენ ჩვენი ბიჭის მზეობელი ყოფილხარ და აქამდე როგორ არც ერთხელ არ შეგვიმჩნევიხარ? - თქვენი ბიჭის? - დაიბნა. კესომ გადაიკისკისა. ახლა ლევანი ჩაერთო. - მაგ გიჟს ნუ უსმენ. თავდგირიძეები გეცოდინება აუცილებლად, მეორე სადარბაზოში მეშვიდეზე ცხოვრობენ. - აჰ, კი. მეც მეორე სადარბაზოში მერვეზე ვცხოვრობ, ჩემი ქვედა მეზობლები არიან - დაეთანხმა კატო. უფრო წინა საღამოთი, თინასთან ვახშამზე გაცნობილი თავდგირიძეები ამოუტივტივდა გონებაში, ვიდრე მისი მეზობლები. გვიან გაანალიზა, რომ ერთი და იგივე ოჯახზე იყო საუბარი, რასაც წინა საღამოთი ეზოში დაპარკინგებული იგივე მანქანა ადასტურებდა, რომლითაც თინასთან იყვნენ თავდგირიძეები მისული. უკვე ლიფტში იყვნენ, კატო ჩანთიდან გასაღებს იღებდა კესომ, რომ მოუჭორა ხელზე. - ნახე რა უცხო, თან არაფრის და თან ყველაფრის მთქმელი დიალოგია. კარზე დაწერილ დიალოგზე მიუთოთა. კატოს მკრთალად გაეღიმა. წარწერები ახალი იყო, აქამდე არ შეემჩნია. კესომ ტელეფონის არ ქონის გამო კატოს თხოვა თავისი და კამერაში დიალოგიც დააფიქსირა. *** შერვაშიძეების სახლში აურზაური იყო. უამრავი ადამიანი ტრიალებდა. ილიას მეგობრები დაბრუნებულიყვნენ საზღვარგარეთიდან და სუფრა გაეშალათ. თინა და დიმიტიც იქ იყვნენ. სუფთა ჰაერზე მოუნდა თინას გასვლა და ანოც თან გაყვა აივანზე. - დიდი ხანია, მე და შენ მარტო არ ვყოფილვართ ანნ... მომენატრე, ჩემო გოგო. ანო თინას გადაეხვია. - თინა მიყვარხარ და მინდა სულ ერთმანეთის გვერდით ვიყოთ. - სხვანიარად ვერც იქნება. დიდი ხანია არ გვიჭორავია მე, შენ და კატოს. როგორ მიდის თქვენი საქმეები, დღეს უნივერსიტეტიც დაგეწყოთ. - ყველაფერი კარგად არის, ხომ იცი არ არსებობს ამაბავი, რომელიც არ ვიცით ჩვენ სამმა ერთმანეთზე. სიმართლე გითხრა მე მაქვს დიდი ხანია შენთვის რაღაც მოსაყოლი, მაგრამ რაღაც გაიწელა ეს ამბავი - ანოს დამალვა არც უფიქრია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. - გისმენ, ჩემო ცქრიალავ. - კაი რა, ნუ მეძახი ეგრე, თორემ მეცინება... - კარგი, კარგი, აბა დაიწყე. - უკვე ორჯერ ვნახე სიზმარი აფხაზეთზე თინა და ოროვეჯერ ოფლით დაცვარულმა გავიღვიძე. აქამდე ესეთი რამ არ დამმართნია, ხომ იცი ეგრევე გეტყოდი. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ არც კი მიფიქრია იმაზე რასაც სიზმრად ვხედავდი, მე ომს არ მოვსწრებივარ, ისეთი ტკივილი არ გადამიტანია, რაც თქვენ და ვერ ვხვდები ეს ჩემ სიზმრებთან რა კავშირშია. თინა ამ დროის განმავლობაში სუნთქვა შეკრული უსმენდა ანოს. - ანო, ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა? - კი, თინა, რატომ გაქვს ესეთი ხმა? - შენ არ გემახსოვრება, საყვარელო, მაგრამ ბავშობაშიც დაგმართნია მსგავსი რამ და მაშინაც მხოლოდ მე მიამბე ამის შესახებ... - ხო, მე ნამდვილად არ მახსოვს და შენ ხომ არ იცი რატომ ხდება ესე? - მგონი ვხვდები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. შენ, რომ 5 წლის იყავი შემთხვებით 1992-1993 წლის აფხაზეთოს ომის ფოტოები იპოვე შენი მშობლების საძინებელში, ეგ დღე კარგად მახსოვს, რადგან სახლში მხოლოდ მე და შენ ვიყავით, ილოს მაღალი სიცხე ჰქონდა და საავადმყოფოში ჰყავდათ ლილეს და კიტას წაყვანილი. სამზარეულოში ვიყავით, მე ჩაის ვაკეთებდი ჩვენთვის შენ, რომ მითხარი მშობლების ოთახიდან სახატავ რვეულს და ფანქრებს მოვიტან და დავხატავო, მეც დაგთანხმდი. ისეთი დინჯი იყავი, არაფრის დამშავებელს შენ არ გავდი - აქ გაეღიმა თინას - ცოტა, რომ შეგაგვიანდა მე თვითონ შემოგაკითხე ოთახში, შენ კიდევ გაშტერებული თვალების დაუხამხამებლად რაღაც ფოტოებს დაჰყურებდი, ზოგიც იატაკზე იყო მიმოფანტული. უცებ გულში რაღაცამ გამკრა, და ვაი, რომ სწორად ვიფიქრე. ბებიაშენის, ჩემი და კიტას დეიდის, ( ანუ დედას დის ) ომში გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდი. მარინა ფოტოგრაფი იყო, ზუსტად მაგ ომში გაიცნო ბიძაჩვენი, მისი ქმარი, გეგა. ახლა ეს რატომ გამახსენდა, ზუსტად მაგ ამბავის შემდეგ 3 წელში დაგემართა ისევ მსგავსი რამ, კოშმარებს ნახულობდი ომზე, მაშინ 8 წლის იყავი და პირველი შემთხვევაც ეგ იყო, მხოლოდ 4 ჯერ ნახე სიმზარი და ამ წუთამდე, დღემდე მეტჯერ აღარც გინახავს... სამწუხაროდ და თან საბესნიეროდ, ახლა კვლავ გესიზმრა, და იცი ამაში რაა საბესნიერო, იმის მიუხედავდ, რომ შენ სულ გახსოვს საიდან ხარ და რა გადავიტანეთ, ახლა უფრო მეტად დააფასებ ჩვენ წარსულს, ცხოვრებას და თითოეულ წამს. სიმართლე გითხრა, იმდემად მძიმე კადრები იყო ფოტოებზე ასახული, დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ რაღაც კვალს შენ ცხოვრებაზე მაინც დატოვებდა, საერთოდ არ მესმის ამდენს როგორ გაუძლო მარინამ, მაგრამ არც ის დაინდო დედაბუნებამ ბოლომდე. მას შენზე ხშირად ესიზმრებოდა ომის კადრები და თითქოს ლანდად დაჰყვებოდა ეს ამბავი, იმიტომაც აღმოჩნდა ეს ფოტოები კიტას უჯრაში, ბიძაჩვენმა კიტას სთხოვა მარინასგან შორს მათი შენახვა.... ანომ შეაწყვეტინა. - სიმართლე გითხრა, ახლა უფრო დავმშვიდდი და მომეშვა, რადგან ვიცი რაც ხდება და რა მიზეზით. ხომ იცი გაურკვევლობა მძაბავს და რადგან ესეც გავიგე, დანარჩენს ეშველება, ხომ იცი აღარ ვარ პატარა გოგო, ვიცი, ყველაფერს მოვაგვარებთ. - როგორ მიხარია ბოლო სიტყვები მრავლობითში შენვე, რომ თქვი, თორემ შეიძლება გამეტყავებინე. ოროვეს გაეცინა. ცივმა სიომაც დაუბერა და სახლს მიაშურეს, ნამდვილად არცერთს არ უნდოდა ჯერ არ დაბადებული ბავშვის გაციება. *** გვიან გაიგეს შაბათ საღამოს უნივერსიტეტში ახალი კურსის დაწყების აღსანიშნავად გახსნის კონცერტი, რომ იმართებოდა. სცენა ღია ცის ქვეშ, უნივერსიტეტის ეზოში იყო მოწყობილი. მარტისთვის არა შესაფერისი სითბო გამეფებულიყო იმ საღამოს. უამრავ სტუდენტს და, არა მარტო სტუდენტს, მოეყარა თავი. ერეკლეს, თემოსა და კესოს დაჟინებული თხოვნით იოანე, ლევანი და ანდროც მათთან ერთად ატარებდა ამ საღამოს, იმის მიუხედავად, რომ ისინი უკვე უნივერსიტეტში აღარ სწავლობდნენ. ანდრიას მაგისტრატურა ახლახანს დაემთავრებინა. ლევანი უნივერსიტეტში საერთოდ არ სწავლობდა, პოეტი იყო და შესაბამისი კურსები გაიარა, ხოლო იოანემ საკუთარი განათლება მხოლოდ ბაკალავრიატის დამთავრებით შემოფარგლა. თემო, კესო და ერეკლე თანატოლები იყვნენ, სამივენი მეორე კურსის მეორე სემეტრს სწავლობდნენ, უბრალოდ ასაკით ჰქონდათ რამდენიმე თვე ან სულაც ერთი წელი აცდენა. რა თქმა უნდა, კატო, ანო და ნენეც ესწრებოდნენ ამ საღამოს, ისევ და ისევ, კატოს დაჟინებული თხოვნითა და მოთხოვნით. საღამო წინა სემესტრში ფრიადი სტუდენტების დაჯილდოვებით დაიწყო, რომელსაც გაგრძელება, აუცილებლად, შესანიშნავი ექნებოდა, ხოლო დასასრულს უზარმაზარი ფოიერვერკები დააგვირგვინებდნენ. როგორც იქნა, დაჯილდოვება დასრულდა და ახლა უნივერსიტეტის ბენდს უნდა გაეგრძელებინა საღამო. ბენდი მხოლოდ 3 ადამიანისგან შედგებოდა, რასაც სცენაზე ადამიამების რაოდენობაც ამტკიცებდა. ერთ-ერთი პიანინოზე უკრავდა, ერთიც დასარტყამ დრამზე, ხოლო მესამე კი ძალიან პატარა ზომის საყვირზე. ერთი შეხედვით, ჯგუფი შეუმდგარს წააგავდა, რატომღაც არცერთი არც ბას გიტარაზე ან ელექტრო გიტარაზე უკრავდა, არსად სოლისტიც არ ჩანდა, რამაც ცოტა არ იყოს, დამსწრე საზოგადოების გაკვირვებაც კი გამოიწვია. ყველას მზერა სცენისკენ იყო მიმართული, როდესაც მეგობრების ჯგუფს ერეკლე გამოეყო და ამ უკანასკნელისკენ დაიძრა. სცენის გვერდით ხუთსაფეხურიან კიბეს აუყვა დინჯი ნაბიჯებით. წესით მისი მეგობრები ამის შემყურე განცვიფრებულები და გაკვირვებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, მათგან ზოგი არც კი სუნთქვადა, ზოგიც აკაშკაშებული თვალებით და სიამაყით უმზერდა მას, ხოლო კესო ცრემლების შეკავებასაც კი არ ცდილობდა. მოკლედ, ხუთივე გახევებული, თითქოს იმ ადგილას მიწეპებული, გაღიმებული სახეებით, მიკრაფონთან ახლად მისულ ერეკლეს უცქერდნენ. - მოგესალმებით ყველას, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ წარმატებულ სემესტრთან ერთად. ალბათ ამ ჯგუფის შესახებ აქამდე გსმენიათ და არა ერთხელ მოგისმენიათ მათთვის, ალბათ ყველას გაინტერესებთ აქ საიდან ვარ და რას წარმოვადგენ?! ნება მომეცით, გაგეცნოთ - აქ ოდნავ ჩაეღიმა და მალევე განაგრძო მონოლოგი - მე ამ ჯგუფის ახალი წევრი გახლავართ, სოლისტი და ელექტრო გიტარაზე შემსრულებელი, ერეკლე თავდგირიძე. არ დაგიმალავთ და გეტყვით, საკმაოდ დიდი ხანია არაფერი არ შემისრულებია, გარკვეული, პირადი მიზეზების გამო და ახლა, თამამად შემიძილია გითხრათ, რომ მიხარია აქ დგომა, საყვარელი საქმის გაგრძელება და სიამოვნების მიღება მასთან და თქვენთან ერთად. მართალია, სიტყვა ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ მინდა ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე ყველას ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ: არასდროს იცით რა იქნება შემდეგი და რას მოგიტანთ საკუთარი არჩევანი, მაგრამ ზუსტად რაც უნდა იცოდეთ ის არის, რომ რაღაც, აუცილებლად უნდა აირჩიოთ, გადადგათ ნაბიჯი და დაუსრულებლად გაგრძელოთ... აი თურმე ბოლო დღეებია ერეკლე რას ებრძოდა და რა ფიქრებს მისცემოდა. საკუთარ სათქმელს თავი მოაბა, დაასრულა და იქაურობა ტაშის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. მალევე განაგრძო: - მადლობა აქ ყოფნისთვის, გვერდში დგომისთვის და უბრალოდ არსებობისთვის. ჩვენი ოთხკაციანი ბენდი სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ულევ ბედნიერ წუთთან ერთად. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი, ქართული თუ უცხოური ნაწარმოები შეასრულეს საკუთარი ინტერპრეტაციით. ოთხივეს ეტყობოდა უდიდესი სიყვარული საკუთარი 'საქმის' მიმართ, რაც უდაოდ მათაც და იქ მყოფ თითოეულ ადამიანსაც სიამოვნებას ანიჭებდა. ერეკლეს იმდემად ნაზი, ხავერდოვანი ხმა და ხმის ტებრი ჰქონდა, რომ შეუძლებელიც კი იყო სხეულის თითოეულ უჯრედს არ მოდებოდა ის. ბენდის თითოეული წევრი, დრო გამოშვებით მსმენლსაც გამოეხმიანებოდა ხოლმე. ერთ-ერთი სიმღერის დასრულების შემდეგ, ერეკლემ განაცხადა: - ეს საღამო დარწმუმებული ვარ, ჩემს მსგავსად ბევრისთვის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისია, ამიტომ ამის დასაფასებლად, მზად ვარ ჩემი საყვარელი სიმღერა გიწილადოთ. მისი სამეგობროდან, რა თქმა უნდა, ყველა ხდებოდა, რა სიმღერა იქნებოდა ეს უკანასკნელი. ერეკლემ გიტარაზე მისი გრძელი თითებით ნაზად აიღო სიმღერის პირველი ნოტები, დარბაზს თვალი მოავლო, ორი წამით მის მეგობრებს გაღიმებული სახით შესციცინა და, ის ის იყო, კვლავ დარბაზს დაუბრუნდა, რომ მის პირდაპირ, მოშორებით მდგარ, მისთვის ჯერ კიდევ უცნობ, თავალებ აკაიფებულ გოგონაზე გაეყინა მზერა. მზერა, რომელსაც ანომ საპასუხოდ თვალი თავლში გაუყარა ერეკლეს. "ერთ მზერას შეუძლია სიყვარულის მოკვლა, ერთ მზერას შეუძლია გააცოცხლოს იგი." ( წყარო: ფსიქოლოოგის დრო ) მზერა.... ერთ მზერას, სიყვარულით სავსეს, ანდაც ცარიელს... ყველაფრის შეცვლა ძალუძს. ამასობაში მისამღერიც დაიწყო: ,, მოდი წავიდეთ, მოდი წავიდეთ მე გიტარაზე დაკვრას დავიწყებ ეს სიყვარული არც იქ ყოფილა ძნელი მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი ამ ხალხს ვერაფერს გავაგებინებ ძვლებს თუ მიწაში ჩავაყრევინებ ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე.... მე ვიცი რა გველის და ვხედავ შენ ლექსებს ისევ წერ ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ და ვიცით ჩვენ სხვებიც გვისმენენ შენ იცი რა გველის შენ ხედავ მე ლექსებს ვეღარ ვწერ შენ იცვლი, შენ იცმევ, შენ ცხოვრობ მე კი ვეღარ ვძლებ…" ქეთათო და ირაკლი ჩარკვიანი. ნაცნობმა ხმამ, ტექსტმა და შესრულებამ ანოს თავბრუ დაახვია. კატოს მაჯას მაგრად ჩაეჭიდა. თითქოს ეს ყველაფერი პირველად არ ხდებოდა მის თავს... აი ასეც... იმედი მაქვს, ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.