შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეშვიდე თავი )


27-06-2023, 21:41
ავტორი დეასი
ნანახია 757

იმედი მაქვს, მოგეწონებათ.


***


უკვე ორი საათი ხდებოდა, რაც უკუნით სიბნელეში საწლოზე ტანსაცმლით იყო გაწოლილი და სახე ჭერისკენ მიეშვირებინა.
თვალები დიდი რუდუნებით დაეხუჭა მასთან ერთად კი, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
თავში უმარავი აზრი უტრიალებდა, მოგონებას მოგონება ანაცვლებდა და ეს კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობას იწვევდა მასში.
დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს ხმა და შესრულება მანამდეც მოუსმენია სადღაც.
ღრმად ჩაისუნთქა და აზრების დალაგებას შეუდგა.
ზუსტი თანმიმდევრობით იხსენებდა ბიჭის სიტყვებს, რომლებიც სცენაზე გაცნობის დროს წარმოთქვა.
უფრო ძლიერად, რომ დაეძაბა გონება და გაეხსენებინა ყველაფერი, ერეკლეს ნათქვმს სიტყვებს სიტყვასიტყვით იმეორებდა, თან იმდენად ხმადაბლა, თითქოს მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა.
,, - მოგესალმებით ყველას, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ წარმატებულ სემესტრთან ერთად.
ალბათ ამ ჯგუფის შესახებ აქამდე გსმენიათ და არა ერთხელ მოგისმენიათ მათთვის, ალბათ ყველას გაინტერესებთ აქ საიდან ვარ და რას წარმოვადგენ?! ნება მომეცით, გაგეცნოთ...''

ამ სიტყვების შემდეგ, ანოს მისი ჩაღიმებაც კი ახსოვდა.
თითქოს თვალწინ აღიქვა და ტანში გასცრა.
ისევ გაანაგრძო გახსენება....
,, - მე ამ ჯგუფის ახალი წევრი გახლავართ, სოლისტი და ელექტრო გიტარაზე შემსრულებელი, ერეკლე თავდგირიძე..."
და აი ისიც.
ერეკლე თავდგირიძე, ერეკლე თავდგირიძე, ერეკლე თავდგირიძე..... ანოს გონებაში მანტრასავით ტრიალებდა ეს სახელი და გვარიი.......
ტუჩზე საჩვენებლი თითი მიიდო, კიდევ უფრო დაძაბა გონება და ამ უკანასკნელმაც განგაშის ხმები გამოსცა...
- მოიცა, მოიცა... ახლა ხმამაღლა დაიწყო ფიქრი.
- ჩვენ, რომ თინასთან ვიყავით იმ დღეს, რა თქვა თემომ ერეკლემ ვერ შეძლო მოსვლაო?! დაურეკეს და დარჩენა მოუწიაო?!... ერეკლეო?...
კვლავ ხმამაღლა განაგრძობდა.
- თავდგირიძეები არიან, თან არჩილის ძმისშვილიც იქნებაო, ესე ართქვა თინამაც, როცა დარეკა?....
თან უკრავს, თან ერეკლე ჰქვია, თავდგირიძეა, ისევ ,,მოდი წავიდეთ" იმღერა, როგორც მაშინ...
კატომაც ჩემ ქვემოთ თავაგირიძეები ცხოვრობენო, ხშირად უკრავენ, მაგრამ გიტარაზე არაო, ამ ჯერად შენ გაგიმართლაო...

ნელ-ნელა ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებდა....
ცოტა არ იყოს, იერითაც კი ეცნობოდა ბიჭი, უბრალოდ იმდემად დიდი პრობლემა ჰქონდა მეხსიერების, რომ ყველაფერი უფრო რთულდებოდა...

კიდევ დიდი ხანი გააგრძელებდა ჭერში ცქერას და ყველაფრის გაანალიზებას, რომ არა ტელეფონის ხმა.
კატო წერდა:
,, იმედია ჯერ კიდევ გღვიძავს და ჩემი შეტყობინება არ გირღვევს მშვიდ ძილს, თორემ ამ ცოდვას საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ ;) შენთვის უნდა მეჩვენებინა დღეს და სულ გადამავიწყდა :(
ნახე, რა საყვარლობააა?!... " თან ფოტოც დაურთო, რომელზეც ანოსთვის ნაცნობი დიალოგი იყო ასახული, კატოს სადარბაზოში, ლიფტის კარზე...

გაააკანკალა...

თითქოს ყველაფერი ერთად ხდებოდა მის თავს...
უამრავჯერ გასხენებული დიალოგი, კიდევ ერთხელ გადაიკითხა და გაეღიმა.

კატოს მიწერა:
,, შენ, რომ არ მყავდე კატუს...♡ "

თითქოს ჯაჭვმაც თავისით დაიწყო დალაგებაც და გაერთიანებაც.

და შეიძლება ითქვს, რომ ანომ იმ წამიდან, თავისუფლად სუნთქვაც შეძლო.


***


უნივერსიტეტში სპეციალურად მოწვეულ პროფესორს ლექცია უნდა წაეკითხა ქალთა უფლებების შესახებ, რომელიც ყველაზე დიდ საკონფერაციო დარბაზში ტარდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ რაზე სწავლობდა ან რომელ კურსზე იყო, დასწრება თავისუფალი იყო და ამიტომ, შვიდას ადგილიან დარბაზში, სკამების დამატებაც კი მოუწიათ უნივერსიტეტის დაცვას, იმდენ ლექტორსა თუ სტუდენტს მოეყარა თავი.

საკოფერენციო დარბაზი ოვალური ფორმის გახლდათ, ცოტათი პარლამენტის დარბაზსაც კი წააგავდა, გინდოდა თუ არა, ჩვეულებრივად მჯდომსაც კი სარკისებულად, საპირისპიროდ სხვა ადამიანი უმშვენებდა ხედს.

ანო მესამე რიგში იჯდა, თითქმის ბოლო მაგიდასთან, რომელიც გასასვლელთანაც ახლოს იყო და ამავდროულად დარბაზის შუაგულთან.
წესით გვერდით ნენე უნდა ყოლოდა, მაგრამ, როდესაც დარბაზში შემოდიოდნენ, დაურეკეს და გაქცევა მოუწია თან ისე, რომ ვერაფრის ახსნა მოახერხა გოგონამ ანოსთვის.

მართალია თავს უკეთესად იგრძნობდა გვერდით მეგობარი, რომ ჰყოლოდა, მაგრამ არც ამდენ უცნობში დარჩენილი გრძნობდა დისკომფორტს.

როგორც იქნა პროფესორიც გამოჩნდა და მალევე დაიწყო ლექციაც.

ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიტყო ქალთა უფლებების შესახებ, რაც აქამდე არ იცოდა ან იცოდა, მაგრამ უბრალოდ არასდროს გახსენებია.
მართალია ბევრ მოსაზრებასა და შეხედულებაზე ეთანხმებოდა ბატონ ვასოს, მაგრამ ზოგ საკითხს განსხვავებულად აღიქვამდა და იაზრებდა.

შუა საუბრისას, ბატონმა ვასომ იქ მსხდომებს მიმართა კითხვითაც:
- ქალს უფრო მეტი გაჭირვების, პრობლემის, ტკივილის, სისუსტის ატანა შეუძლია თუ მამაკაცს?!...
მართალია, აქ შვიდასზე მეტი სრულიად განსხვავენული ან რაღაცით მსგავსი აზრი, შეხედულება და მოსაზრება არსებობს ამ წუთას, მაგრამ მზად ვარ ყველას მოვუსმინო, ვისაც სურვილი აქვს გამოთქვას იგი და არგუმენტებიც დაურთოს თან.

იმის მიუხედავად, რომ დარბაზის 65%ს მდედრობითი სქესი წარმოადგენდა, კითხვაზე პასუხი მაინც უმრავლესობამ მამაკაცი დაასახელა.

ანოს გონებაში იმდენი აზრი უტრიალებდა, რომ უცებ თავის ტკივილიც კი იგრძნო.
არასდროს უჭირდა ან ერიდებოდა ამდენ ხალხში საუბარს, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი შეხედულებაც გაეზიარებინა. რატომაც არა?!
ხელი აწია და თავის რიგს დაელოდა, როდესაც პროფესორი მას შეანჩნევდა და უფლებას მისცემდა ესაუბრა.

სკოლის მოსწავლეს გავდა დიდ მერხთან მჯდომი, ცალი ხელით ზემოთ აწეული გოგონა.
ბატონმა ვასომ მალევე შეამჩნია ანო და მის დანახვაზე თვითუნებურად ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.

ანოს თავის დაკვრით ანიშნეს, რომ შეეძლო დაეწყო საუბარი.
მალევე წამოდგა დარწმუნებით ფეხზე და გულწრფელი ღიმილით მოავლო თვალი დარბაზში მსხდომებს.
- მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო ვასო ამ არაჩვეულებრივი ლექციის ჩატარებისთვის და თქვენ მეგობრებო - მიმართა დარბაზს - გულწრფელი პასუხებისთვის.
ახლა თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთს წაგართვამთ, რადგან მე არ შემიძლია ამ შეკითხვას მხოლოდ ერთი სიტყვით გავცე პასუხი - გაეღიმა, შეიძლება ბევრი ვერც მიხვდა ერთი სიტყვით პასუხში ანომ რა იგულისხმა, მაგრამ მან კი თავისთავად კარგად იცოდა ამ ფაქტით ხაზი, რომ გაუსვა წინ დიდი მონოლოგი, რომ ელოდა ყველას. - მინდა რამდენიმე ფაქტი ავღნიშნო. დარბაზში ახლა და ზოგადად დედამწაზეც უმრავლესობას ქალები წარმოვადგენთ, ამის მიუხედავად, კითხვაზე პასუხი მეტწილად მამაკაცი აღმოჩნდა, მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავეთანხმები უმრავლესობას.
ცხოვრებისეიული მაგალითებით აგიხსნით, რატომ შეუძლიათ ქალებს უფრო მეტის ატანა და რატომ არიან უკაცრავად და, ისინი ვირები.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ქალი არ არის მხოლოდ ქალი, მან უნდა შეითვისოს უმარავი პროფესია მასთან ერთად.
ქალთან ერთად ის უნდა იყოს დედა, მეუღლე, მეგობარი, შვილი, მეზობელი, ნათესავი, ახლობელი... და კიდევ არვიცი ვინ, თან ამ ყველაფერთან ერთად, ის ყოველთვის მომხიბლველად, მიმზიდველად და სასურველად უნდა გამოიყურებოდეს....
მოკლედ, რომ ვთქვათ ქალი ყოველთვის იყო, არის და იქნება მულტიფუნქციონერობის მაგალითი.
მეორეც, ღმერთმა ყველა ადამიანი დაიფაროს, მაგრამ ის ფაქტი მგონი ყველასთვის ცნობილია, რომ როდესაც მამაკაცები ქვრივდებიან მათ აქვთ უფლება მეორედ, მესამედ ან კიდევ არ ვიცი მერამდენეჯერ შეირთონ ცოლები და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ერთად, არც მუშაობა, არც სახლი, შვილების, ეზოს, ოჯახის მოვლა.
მათთვის ტკივილი აუტანელია და გვერდით აუცილებლად სჭირდებათ ქალი, რომელიც ყველაფერს შეუმსუბუქებს მათ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელზეც ის შეძლებს დაყრდნობას, მაგრამ ჩემ ნათქვამს კვლევის შედეგებიც დაადასტურებს.
მამაკაცების უმეტესობა დაქვრივების შემდეგ ისევ ქმნის ოჯახს... ამით მე იმას არ ვეწინააღმდეგები, რომ ისინი არ იმსახურებენ ბედნიერებას და ცხოვრების გაგრძელების უფლებას, უბრალოდ ამ არგუმენტით მე ვამყარებ იმ აზრს, რომ ქალებს უფრო მეტის ატანა შეუძლიათ ვიდრე მამაკაცებს.
კიდევ ძლიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვიცი ამდენი დრო არ გვაქვს.. რაც ძალიან სამწუხაროა, უბრალოდ რამდენიმე რჩევას მოგცემთ და საერთოდ ისევე გავუჩინარდები და გავქრები, როგორც ამ ჩემ მონოლოგამდე არ ვარსებობდი.

მივმართავ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი ქალებს:
,, არასდროს არავის დაუჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ არ შეგიძლიათ. თუ რამე მთელი გულით გინდათ, აუცილებლად, გამოგივათ. არა იმიტომ, რომ ქალები ხართ, არამედ, იმიტომ, რომ ხართ ძლიერი ლიდერები. გაბედეთ, აიღეთ პასუხისმგებლობა, თქვით ვინ ხართ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და გჯეროდეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
შეგიძლიათ, გქონდეთ ძალიან წარმატებული კარიერა, იყოთ კარგი დედები და გყავდეთ ძლიერი ოჯახები.'' ( დებერა სივერსტენი )

,, შეიძლება ახლა დაღლილი და გამოფიტული ხარ, ვერ გაგიგია ამდენი რამ რატომ ხდება შენს ცხოვრებაში, მაგრამ მოვა დღე და უკან, რომ მოიხედავ, დაინახავ ძალიან ძლიერ ქალს, რომელმაც ბევრი სირთულე და დაბრკოლება ღირსეულად დაძლია. რომელმაც მიუხედავად ბევრი ბრძოლისა და უსამართლობისა, სულის სილამაზე შეინარჩუნა, ქალს, რომელსაც შეძლებ უწოდო გმირი და მისაბაძი მაგალითი..."

მონოლოგიც ჩაამთავრა, ნელა დაიძრა დარბაზის შუაგულისკენ, ბატონ ვასოსაც გვერდი აუარა და დაფაზე ცარცით, უზარმაზარი ასოებით დაიწყო წერა:
,, იფიქრე ყველა იმ ამბავზე, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
დამიჯერე, წინ დიდი გზაა..." ( ვაინეს )

ყველა სიტყვა მხოლობით ფორმაში დაწერა, თითოეულ იქ მჯდომს საკუთარ თავზე, რომ მიეღო.
მაგიდაზე პროფესორს სამადლობელო წერილიც დაუტოვა და დარბაზი უკან მოუხედავად, დინჯი ნაბიჯებით, კმაყოფილმა დატოვა.


***


წესით ახლა, ახალ წევრს უნდა ეგებებოდეს ბენდში, ამის მაგივრად კი, ვერ გაუძლო ცდუნებას და უნივერსიტეტის სპეციალურ ლექციაზე ამოყო თავი.
ყველაფერი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ერეკლესთვის, რომ საერთოდ ვერ გაიგო გარეთ როგორ ჩამობნელდა.
პირველივე რიგში, შემოსასვლელი კარიდან მეორე ბოლოში, ფანჯარასთან იჯდა.
მთელ აუდიტორიას ხელის გულივით ხედავდა.
პროფესორსაც და იქ მჯდომ საზოგადოების თითოეულ წევრს გულისყურით უსმენდა.
არცერთი სიტყვაც კი არ გამორჩენია, რაც იქ გაჟღერებულა.
პროფესორის მიერ დასმული შეკითხვა მისთვის ზედმეტად საინტერესოც კი აღმოჩნდა.
ამ საკითხის მიმართ არა ერთხელ უფიქრია და უსაუბრია წარსულში მშობლებთან ერთად.
ამჯერად კი, რატომღაც თავი არ შეიწუხა, ვალდებულად არ ჩათვალა გამოეხატა საკუთარი აზრი და შეხედულება ამ საკითხის მიმართ, სამაგიეროდ ყველას მოუსმინა.


თავი ჩახრილი ჰქონდა, ნაცნობი ხმა, რომ შემოესმა.
მესამე რიგში, კართან ახლოს მდგომ გოგონას დააკვირდა, რომელიც საკუთარ მოსაზრებას უზიარებდა დარბაზში მყოფებს.
ყველა სიტყვას უზომოდ დიდი სიფრთხილით უსმენდა, დრო და დრო, ჩაეღიმებოდა კიდეც.
ვერასდროს წამოიდგენდა თუ საკუთარი ყურით მოისმენდა, მისსავე შეხედულების იდენტურ მოსაზრებას სხვისგან.
ფრიად გაკვირვებული დარჩა, როდესაც გოგონამ საუბარი დაასრულა.
თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა დაფისკენ მიმავალს და ცდილობდა ყველა მის მიხვა-მოხვრაში გოგონას ამოცნობას.
თავს ასჯერ უფრო კმაყოფილად და ამაყად გრძნობდა ერეკლე, დაფაზე ანოს დაწერილ სიტყვებს, რომ მოჰკრა თვალი.


***


კატოსთან იყო.
მეორე დღეს უნივერსიტეტი არც ერთს არ ჰქონდა, ჯერ არც კატოს მშობლები დაბრუნებულიყვნენ შინ.
კატომ აიტეხა რამე გავაკეთოთო, ანომ კი იცოდა ამ სიტყვებში რაც იგულისხმებოდა, ამიტომ არ შეეწინააღმდეგებია, რაღა დაემალა და მასაც საკმაოდ აწუხებდა შიმშილის გრძნობა.
სამზარეულოსკენ გაემართა.
კატოც თან აედევნა.
ანოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რასაც გააკეთებდა, ხმის ამოუღებლად შეუდგა მის საქმეს და მაცივრისკენ გაემართა.
- იმედი მაქვს ცომისთვის ყველა ინგრედიენტი გაქვს, თორე შენ მოგიწევს მაღაზიისკენ ჰერი-ჰერი.
- ეგრე მიცნობ? - სასაცილოდ დაიმანჭა კატო, არც ანოს შეუკავებია თავი და საყვარლად აკისკისდა - ქალბატონო რის გაკეთებას აპირებ?
- კარგია, რომ შენვე აღიარებ და ამბობ, რომ მე ვაპირებ და არა შენ.
- მაშ. - დაეჭყანა ანოს.
- ვერ მოგართვი, ამ ყველს დამიხეხავ სანამ მე ცომს გავაკეთებ.
- ჰმმმ..მ ცომი და ყველი? - ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიბჯინა და ჩაფიქრდა - ერიკა - უცებ წამოიყვირა, თითქოს გონება გაუნათდა - ხაჭაპურს აკეთეეებ? - თვალები გაუბრწყინდა კატოს.
- გეფიცები, კატუს კუჭის მონა ხარ რა - გაეღიმა ანოს.
- უკაცრავად რა, ისეთი გემრიელი ხელი გაქვს კუჭის მონაც, რომ არ ვიყო, მაინც გამიხარდებოდა...
- ჩემი პატარა ბარტყუნია ხარ, გოგოოო - სასაცილოდ გაუწელა ორივე ლოყა ანომ კატოს.
- მიდი, მიდი, დატრიალდი, თორემ ეგ ცომი, როდის ამოვა. მომშივდა უკვე. კუჭი კივიიის... - სასაცილოდ დატრიალდა ბარის მაღალ სკამზე.
- გათბობასთან დავდებ და მალე ამოვა - უპასუხა ანომ მშვიდად, თვალებ აკაიფებულ გოგონას, თან გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის განსხვავებული ამბის, მისი და უცნობის ლიფტს კარზე დაწერილი დიალოგის შესახებ მოეყოლა.


***


ყველას თემოსთან სახლში მოეყარა თავი. გარეთ წვიმდა, არსად წასვლის ხალისი არ ჰქონდათ, მისაღებში მშვიდად შეყუჟულიყვნენ და თემოს მამას, ერეკლეს ბიძიას მოყოლილ ისტორიებს ყურს უგდებდნენ.
ამასობაში, საძინებელში ნონა ემზადებოდა.
არჩილის მეგობრის დაბადებისდღეზე მიდიოდნენ.
სადაცაა არჩილს ლოდნისგან მოთინება უნდა ამოწურვოდა, თემომ, რომ აიღო საკუთარ თავზე სიტუაციის განმუხტვა.
- დედა, დამთავრდა დაბადების დღე ისე, რომ თამადა წამითაც არ ყოფილა იქ - შესძახა ნონას მისაღებიდან.
- ერთი ვინმემ გამაგებინეთ, ამდენი ხანი რას შვრება, ეს ისედაც მშვენიერი ჩემი ცოლი... - ამოიგმინა არჩილმა.
- მოვდივარ საყვარელო, უბრალოდ საუბარს შევყევი და... - ეს არ უნდა ეთქვა ნონას ნამდვილად.
არჩილი ფეხზე წამოიმართა, მას თემომაც მიბაძა, მამას ხელი გადახვია და გაქანების უფლება არ მისცა.
ნონაც გამოჩნდა მისაღებში.
- კარგი, კაცო რა თვალებით მიყურებ, სადააცა უნდა გამგლიჯო... - გაიხუმრა ნონამ, იმის მიუხედავად, რომ ხდებოდა არაფერი კარგი ელოდა წინ. მალევე გააგრძელა.
- თინას ველაპარაკებოდი, მისი მდგომარეობა მაინტერესებდა, რამე ხოარ სჭირდებოდა და თავს კარგად თუ გრძნობდა.
- ნახეთ რა ყურადღებიანი დედა მყავს - თქვა თემომ და იქ მყოფებს ღიმილით მოავლო თვალი. ცდილობდა სიტუაცია გაენიტრალებინა, თორემ კარგად აცნობიერებდა, რომ სადაც იყო არჩილი იფეთქებდა.
- მე შენ და მაგ ჭინკას - თინა იგულისხმა - გადაგაბამთ ერთმანეთზე, ოც წუთში ისეც არ ნახავდით ერთმანეთს? რა ბაასი გამიმართეთ - მხრიდან თავისუფლად მოიშორა თემოს ხელი და ნონასკენ აუჩქარებლად, მოზომილი, ნელი ნაბიჯებით გაემართა.
ყველა მონუსხულივით შეჰყურებდა ამ უსაყვარლეს წყვილს.
არჩილმა ცოლს ხელი წელზე მოჰხვია და ყურში ჩუმად უჩურჩულა:
- მოგივლი მე შენ - და იქვე, ყველასგან შეუმჩნევლად კოცნა დაუტოვა.
ნონა სახეზე ოდნავ წამოხურდა უხერხულობისგან, არ უნდოდა იქვე მყოფებს რამე შეემჩნიათ, არჩილს შეუმჩნევლად უჩქმიტა წელზე და მისი ხელიც ოსტატურად მოიშორა.
ბავშვებს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და კარისკენ გაემართა.
არჩილი თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა ბავშვებს და კარისკენ დაიძრა ისიც. მალევე შეჩერდა, საკიდიდან ნონას შავი პალტო ჩამოხსნა და ცოლს დაედევნა, რომელიც ლიფტს ელოდა.
- საყვარელო, ვიცი, რომ გაბნევ და ჩემ შეხებაზეც ტემპერატურა საგრძნობლად გიმატებს, მაგრამ ესე ნამდვილად გამიცივდები - ნონას მხრებზე პალტო მოახვია და მწვანე თვალებში აკაიფებული ვარსკვალავებით მიაჩერდა.
- შენ და ეგ შენი მწვანე დიდრონი თვალები მომიღებთ მე ბოლოოოს - მისთვის ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ნონამ და იმ წამს გაღებულ ლიფტში პირველმა შეაბიჯა...


- არჩილზე ვაფანატეეებ - დაიწყო კესოსმ.
- ნონა იმენა ძაან საყვარელია - არ ჩამორჩა დას ლევანიც.
- ეგ ორი ერთად, რავიცი რა... - ამოიოხრა თემომ.
- ეგენი, რო სახლში მყავდნენ, მათდამი ზედმეტი სიყვარულის გამოხატვისგან შეიძლება სახლიდანაც კი გამოვეგდე - გაეღიმა ანდროს.
- არჩილი ხო არჩილი, მარა ნონა ვაბშე სხვა სამყაროა, როგორ ვითომ შეუმჩნევლად უჩქმიტა აჩიკოს და სახეზეც წამოწითლდა ჩვენ გამო - ერეკლეს ამ სიტყვებმა ყველას სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
- ყველაზე მაგარი იცით რა იყო, ვითომ, რომ ძია არჩილი გაუბრაზდა ნონას ამდენი ხანი ლოდინის გამო, სინამდვილეში კი ძლივს იკავებდა თავს, რო არ მივარდნოდა და არ ჩახუტებოდა... - ყველა დაეთანხმა იოანეს.
- თან თვალებში ჭინკები, რომ უხტოდნენ და უზომოდ დიდ სიამაყეს, რომ გრძნონდა ნონას საქციელის გამო... მიყვარეს ეგ ორი რაა - კესო სახე გაებადრა და ერთ ადგილზე ძაღლივით წკმუტუნი დაიწყო.
იოანემ ხელი გადახვია და გულზე მიიხუტა, ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი გოგონა.

- აბა ახლა რა ვაკეთოთ? - იკითხა თემომ.
- აუ არ გშიათ? - თავი წამოყო ერეკლემ.
უარის ნიშნად ყველამ თავი გააქნია.
- აბა მე რატო მშია? - ერეკლეს სიტყვებზე გაეცინა ყველას.
- აბა ჩვენ რავიცით - მხრები აწევით უპასუხა იოანემ.
- ისე, ბიჭებო რა მაინტერესებს იცით? - დაიწყო კესომ. - ამდენი ხანია ერთი გოგო, რომ ვარ, აღარაა დრო გენდერული თანასწორობა დავიცვათ?
- რის თქმას ცდილობ პატარა ჭინკა? - გამოეხმაურა ანდრო კესოს.
- გაიჩინეთ შეყვარებულები რა, ან ვინმე გოგო მაინც გაიცანით და მერე მე ვიცი, თორე უკვე მოსაწყენები ხართ - ჩაიქირქიტა კესომ.
- უმადური არაა ახლა ეს? - ვითომ გაუბრაზდა თემო კესოს.
დის სიტყვებზე ლევანის გონება გაუნათდა.
- ეეე, კესო აქვე, აქვე რა თემოს ზემოთ შენი კურსელი არ ცხოვრობს ახლახანს, რო გაიცანი და წინაზე მე დაგტოვეთ მასთან? მოიცა რა ერქვა - ერთხანს ჩაფიქრდა ლევანი - მოიცა, მოიცა შენნაირი სახელი ქვიიია, აუ დამავიწყდა რაა..
- კატო შე იდიოტო - კესომ ტაში შემოკრა, უცებ წამოვარდა და ლევანს გახაეხვია - იმენა ძმა ხარ რა.
ამ სიტყვებზე ლევანმა თავში ხელი წამოარტყა პატარა დას.
- ხოდა დაპატიჟე შენც და აღარც მარტო იქნები, ცოტა გენდერულ თანასწორობასაც შევაშველებთ ხელს და დროსაც სასიამოვნოდ გავიყვანთ.
- სადაა ჩემი ტელეფონი - დაფაცურდა კესო - ანდაც რად მინდა დარეკვა, ავაკითხავ და ჩამოვიყვან - უკან მოუხედავად გავარდა სახლიდან, სიტყვაც კი ვერავინ დააწია გზად.
- მაგარი გიჟია - გაეცინა თემოს.
- ისე თემო შენ არ იცნობ კატოს? შენ ზემოთ ცხოვრობს მერვეზე - მერვე სართულის გაგონებაზე ყურები დაცქვიტა ერეკლემ, ლევანმა კვლავ გააგრძელა - რაც თავი მახსოვს, სულ აქ ვართ და ერთხელაც კი არ შემხვედრია აქამდე ან მსმენია მასზე რამე - მიმართა თემოს ლევანმა.
- ალბათ ახალი გადმოსულია - დაასკვნა იოანემ.
- არა მგონია, წინაზე, რომ ვტოვებდით ეგეთი არაფერი არ უთქვამს - უპასუხა ლევანმა.
- რავი, ხომ იცი მე ყველას არ ვიცნობ აქ, შეიძლება აჩიკომ და ნონამ იცოდნენ... - თქვა თემომ.
- არაა გამორიცხული - დაეთანხმა იოანეც.

ერეკლე რატომღაც ხმას არ იღებდა.
დიდი ყურადღებით უსმენდა ბიჭების დიალოგს.
ამასობაში გავიდა ხუთი წუთი.. ერთ ხუთ წუთს მიყვა მეორე, მეორეს მესამე, მესამეც მეოთხე... და აი ასე, გავიიდა 20 წუთიც... ლევანმა ვეღარ მოისვენა.
- ეს გოგო ზემოთა სართულზე ავიდა თუ სხვა სადარბაზოს ან კორპუსის მერვე სართულზე? - გაეღიმათ ბიჭებს.
- მოიცა, დავურეკავ - თქვა იაოანემ - ოჰ, რად გინდა აგერ დევს მისი ტელეფონიც...
- იმენაა ჩვეულებრივი ტიპური გოგოა რა, ავიდა ნახა დაქალი, გამოჯდა ახლა იქ, სვამენ ალბათ ყავას და ჭორაობენ... - თქვა თემომ.
- არა, არა, კესო და ჩვეულებრივი ტიპური გოგო? გამორიცხულია - თავადვე უპასუხა საკუთარ თავს, ხმამაღლა თემომ.
ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
- რამე ხოარ დაემართა? - განგაშის ხმები ჩართო იოანემ.
- რა უნდა დამართნოდა კაცო - უპასუხა ანდრომ მშვიდად.
- დაიცა, ავაკითხავ მარა კარი რო არ ვიცი? - თავი მოიქექა ლევანმა.
- სულ ოთხი კარია, სამი ცდა და თუ ვერც ერთხელ გაარტყი, მეოთხეა რა - გაუცინა თემომ.
დანანებით ჩაიქნია ხელი ლევანმა და ის ის იყო, კარისკენ უნდა დაძრულიყო, კესომ, რომ შემოაღო იგი.



ესეც მეშვიდე თავი. ველი თქვენგან შეფასებებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent