დადიანის ქალი! - 15 თავი
მომდევნო დღე ნამდვილად უჩვეულოდ დაიწყო ალექსანდრესთვის, არც კოცნას, არც მოფერებას და არც მეტად სასიამოვნო სიტყვებს არ გაუღვიძიებია. პირიქით სიცარიელის შეგრძნებამ მოიყვანა გონს. სწრაფად გაახილა თვალები და ოთახი მოათვალიერა, სააბაზანოდან ხმაური შემოესმა და სასწრაფოდ იქით წავიდა. სააბაზანოს კარი ღია იყო და შესანიშნავად დაინახა, უნიტაზთან ჩაკეცილი ანაბელი, რომელსაც გული ერეოდა. - ანაბელ რა დაგემართა? - არ ვიცი. - მოდი დაგეხმარები. - არა, არ მინდა. - ანაბელ რაღაცას მიმალავ! - უცნაურად უყურებდა. - არაფერს, გიმალავ. - კბილების ხეხვა დაიწყო. - ანაბელ! - ბრაზობდა. - ხო კარგი, ზუსტად არვიცი, მაგრამ ეჭვები მაქვს.- პირის ღრუ გაისუფთავა და სახე შეიმშრალა. - რისი ეჭვები? - მე ისა... - რა ისა? - მე გადამიცდა და თან ამ ბოლო დროს რაღაცებს ვამჩნევ. - შენ ფიქრობ, რომ... - შეიძლება ორსულად ვიყო. - ეხლავე ტესტს ვიყიდი. - არ არის საჭირო, მაქვს. - საიდან? - ყოველ თვე ვიკეთებ. - მაშინ, რას ელოდები? გაიკეთე. - გადი და გავიკეთებ. - სერიოზულად? - სახეზე ეშმაკური ღიმილი აიკრა. - ალექსანდრე! - ხომ კარგი, ოღონდ მალე გამოდი! - გადი, დროზეეე! ოცი წუთი, ალექსანდრესთვის, საუკუნედ გაიწელა. აბაზანის კარების ხმა როგორცკი გაიგო ეგრევე ანაბელს მივარდა. - ორსულად ხარ? - ანაბელი უემოციო სახით უყურებდა. - ანაბელ ნუ მაგიჟებ! - ორსულად ვარ! - ბოლო ხმაზე იყვირა და ფეხებით შეახტა. - მამა გავხდეებიი. - თან ყვიროდა და თან ატრიალებდა. - ალექსანდრე დამსვი თავბრუმეხვება. - ამის გაგონება და ანაბელის დასმა ერთი იყო. - ჩემს მოადგილეს დავურეკავ, საუკეთესო ექიმთან ჩაგწერს დღესვე! შენ რამე ხომ არ გინდა მარწყვი, ბალი, საზამთრო კიდევ რა გინდებათ ორსულებს? - ჯერ არაფერი მინდა, ძილის გარდა. - მაშინ, დავიძინოთ! - შენ სამსახურში არ მიდიხარ? - არა, დღეს მთელი დღე შენს განკარგულებაში ვიქნები. - ძალიან კარგი. - უცებ თვალები გაუბრწყინდა. - ალექსანდრე ეხლა ძალიან მომინდა რაღაც. - რა გინდა? მითხარი, ნებისმიერ რამეს გაგიჩენ. - მოიწიე. - თავის სიმაღლეზე გაასწორებინა თავი და ტუჩებში აკოცა. - უკვე მივიღე. - თვალი ჩაუკრა და საწოლზე კომფორტულად მოკალათდა. - მე რომ არ მეყო? - გვერდით მიუწვა. - არაუშავს, ამით დაკმაყოფილდი. - ანაბელლლ. - ალექაანდრე ხომ იცი ჩემთვის გაბრაზება და ნერვიულობა არ შეიძლება. ამიტომ ჭკვიანად იყავით შენ და შენი ბარბარე. - ისევ? - რა ისევ? - არაფერი, ბარბარესთან მე მოვაგვარებ ყველაფერს. - მის ნახვას აპირებ?! - სიბრაზე იგრძნო. - აბა, ისე არ ესმის! - ან შენი არ ეშინია! - რას გულისხმობ? - მე დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ სხვისი კაცების ახევა ბაა. - ანაბელ შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა. - კიდევ ერთი სიტყვა და ტირილს დავიწყებ. - ტუჩები ისე დაბრიცა გეგონებოდათ სადაცაა ბოლო ხმაზე იტირებსო. - კარგი, გააკეთე რაც გინდა, ოღონდ ერთი პირობით! - რა პირობით? - ნატალი და მარი გამოგყვებიან! - კარგი. - მხრები აიჩეჩა. - იცოდე რამე სისულელე არ ჩაიდინო! - კარგი, ალექსანდრე. - კარგი, ეხლა, მე ჩემს მოადგილეს დავურეკავ და ვეტყვი, რომ საღამოს ექიმთან ჩაგწეროს. - კარგი. - მართლა, არაფერი არ გინდა? - არა! - მიყვარხარ. - შუბლზე აკოცა და გავიდა. მთელი დღე ერთად გაატარეს, ისაუბრეს ბავშვზე და მათ მომავალზე. ანაბელის სწავლასთან დაკავშირებით კი გადაწყვიტეს რომ წლევანდელი წელს ჩაამთავრებდა თუ ბავშვი ხელს შეუწყობდა. ექიმთან წასვლისთვის ემზადებოდნენ, როდესაც კარზე ზარი გაისმა. როგორც ყოველთვის ციცინომ გააღო. - ვინ გნებავთ? - შენი საქმე არ არის ბებერო! - უხეშად გასწია და სახლში შევარდა. - ალექსანდრეე. - ბოლო ხმაზე დაიყვირა. კიბეებზე ჯერ ალექსანდრე გამოჩნდა და შემდეგ, ანაბელი. - მე მხოლოდ ალექსანდრესთან მაქვს საქმე!- ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. - ბარბარე, ალბათ დაგავიწყდა, რომ მე მისი ცოლი და ამ სახლის ქალბატონი ვარ! აი, შენ კი რაც შეგეხება არასასურველი სტუმრი ბრძანდები. - როგორ ბედავ! შენ სანამ გამოჩნდებოდი ალექსანდრე ჩემი იყო და გარშემო რასაც ხედავ! შენ კი ყველაფერი წამართვი! - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა. - მას, არაფერი წარუმთმევია, შენ თავიდანვე იცოდი რომ სერიოზულად არასდროს გიყურებდი და არც შემოგხედავდი, მაგრამ მაინც დამთანხმდი იმ ყველაფერზე რაც ჩვენს შორის მოხდა. - მე მეგონა, რომ შემიყვარებდი და უბრალო სექს პარტნიორებად არ დავრჩებოდით! - მე, შენთვის, ამის იმედი არასდროს მომიცია! - ალექსანდრე მე შენ მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე დაიღრიალა. ალექსანდრემ და ანაბელმა ერთმანეთს შეხედეს. - მე მომზადებას დავასრულებ და შენ ამას მიხედე - ბარბარეზე ანიშნა. - ხომ, რათქმაუნდა, გაიქეცი, გაიქეცი, სხვა ნეტა რამე იცი! - მიხედე მას! ექიმთან დაგვაგვიანდება. - უემოციო ტონით უთხრა და იქაურობას გაეცელა. რათქმაუნდა, ბრაზობდა ბარბარეზე, მაგარამ გულიც ტკიოდა მის გამო. უპასუხო სიყვარული ერთ-ერთი დიდი ტკივილია ადამიანისთვის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაეხმარებოდა, მაგრამ მას ხომ ალექსანდრე უყვარდა. მისი ცხოვრების სიყვარული და ცხოვრების აზრი, მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გაძლებდა და მითუმეტეს სხვასაც ვერ გაუყოფდა. ალექსანდრემ ბარბარე მის კაბინეტში შეიყვანა. - მისმინე ბარბარე, რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა შენგან თავს შორს დავიჭერდი. ამ შეცდომასაც ვერაფრით ვერ გამოვასწორებ და შენს დახმარებასაც ვერაფრით შევძლებ, რადგან, მე ანაბელი მიყვარს, პირველივე წამიდან, როდესაც დავინახე. არ შემიძლია სხვისი შეყვარება, ის არის ქალი, რომელიც ჩემთვის ჟანგბადს წარმოადგენს მის გარეშე სუნთქვა და ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია. ეხლა მითუმეტეს, როდესაც მუცლით ჩემს ნაწილს ატარებს. ჩემს სისხლს, ხორცს და ჩემი სულის ნაწილს. - ის ორსულად არის? - დიახ! - იცი, ბევრჯერ მიოცნებია შენი შვილი მეტარებინა მუცლით. - სევდიანად ჩაილაპარაკა. - ბარბარე... - შენ მე გიყვარვარ, უბრალოდ ამა ვერ ხვდები! - მივარდა და ტუჩებში ეცა. - აქ რა ხდება? - გაისმა ანაბელის ხმა. - ანაბელ, მისმინიე, ყველაფერს აგიხსნი. - გისმენ. - ის უცებ მომვარდა და მაკოცა რეაგურებაც ვერ მოვასწარი. - ალექსანდრე, მესმის რომ მისი ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ რატომ ატყუებ? მე მოგიყვები რა მოხდა, მე მას ჩემი გრძნობების შესახებ გავუმხილე და მანაც გამანდო მისი სიყვარული ჩემდამი. აპირებდა, ბავშვის გამო დაემალა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მე არ ვაპირებ! - ბარბარე, ძალიან კარგ ზღაპრებს თხზავ, მაგრამ იცი რა არის პრობლება? მე ჩემს ქმარს უფრო ვენდობი ვიდრე შენ! ეხლა კი სანამ ძალით გამითრევი ხარ ამ სახლიდან შენი ფეხით წაბრძანდი. - გინდ დაიჯერე, გინდ არა! - ირონიულად უთხრა და იქაურობას გაეცალა. - ანაბელ... - საღამოს, ეხლა გვაგვიანდება . სავადმყოფოს მოსაცდელში ისხდნენ და ელოდებოდნენ თუ როდის მოვიდოდა მათირიგი. - დადიანი! - გაისმა გვარი. - მე ვარ! - წამოდგა და კაბინეტში შევიდა. - გამარჯობა, აბა მითხარით რა გაწუხებთ? - გამარჯობა, იცით ამ დილით ორსულოსბის ტესტი გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ორსულად ვარ, ბავშვის მდგომარეობა გვაინტერესებს. - მიხარია კიდევ ერთი სიცოცხლის არსებობა. გთხოვთ დაწექით. ანაბელი დაწვა, ექიმმა სპეციალური სითხე დაასხა და აპარატის მოძრაობა დაიწყო. - სამის კვირის ბრძანდებით, ბავშვის მდგომარება სტაბილურია. - აპარატი მოაშორა და ხელსაწმენდი გაუწოდა. - მაგრამ რაღაც, ვიტამინებს მაინც, დაგინიშნავთ. ეხლა თქვენთვის საჭიროა სიმშვიდე, სიწყნარე და არანარი ნერვიულობა, თორმეტ კვირამდე საშიშია ბავშვის მდგომარეობა. თავი არ გადაიტვირტოთ და ყველანაირად მოერიდეთ სტრესს. - ანუ შანსი არსებობს რომ მუცელი მოეშალოს? - ალექსანდრემ გამტყდარი ხმით იკითხა. - დიახ, მაგრამ თუ ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. - ყველა თქვენს რჩევას გავითვალისწინებთ, ეს ბავშვი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. - ანაბელმა მშვიდად უთხრა. - ძალიან კარგი, მე ეხლა რეცეპტს დაგიწერთ ეს ვიტამინები აუცილებლად მიიღეთ! - რათქმაუნდა. საავადმყოფოდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. - ანაბელ, დღეს... - მე შენი მჯერა, ეს არის მთავარი, მაგრამ თუ ჩემს ნდობას დაკარგავ მასთან ერთად ჩემთანაც მოგიწევს დამშვიდობება. - მასთან ახლოს ჰქონდა სახე ისე რომ მისი სუნთქვა პირდაპირ ტუჩებზე ეცემოდა. - საოცრება ხარ! - საოცრება შენ გამხადე! - ნაზად ეამბორა ტუჩებზე. - ექიმისთვის დაგვავიწყდა გვეკითხა სექსის შესახებ. - ალექსანდრეე. - მხარზე კრა ხელი და თან გადაიკისკისა. - რა? - გაიკვირვა. - ასეთი გარყვნილი როგორ ხარ? - როგორი? - სულ რომ სექსზე ფიქრობ? - მაგას მე მეუბნები შენ? - გასწორდა და მანქანა დაქოქა. - ხო რა იყო? - იმის გამო, რომ საღამოებით შენთვის ვერ ვიცლიდი სახლიდან გამექეცი. - არ გავქცეულვარ! უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი ჩაგიტარე. - ხო, რათქმაუნდა. - აფთიაქთან გამიჩერე, ვიტამინები უნდა ვიყიდო! - მე ვიყიდი! - კარგი. მანქანა აფთიაქთან გააჩერა. - ხუთ წუთში დავბრუნდები. მისი ტელეფონი ახმაურდა და ტელეფონს დახედა "ლაზარე" სახელის დანეხვისას ღიმილი გამოესახა. - გისმენ ლაზარე. - სად ხართ? - რამე მოხდა? - არა, არფერი, თქვენთან ვართ ბიჭები და თქვენ სად ხართ? - მელე მოვალთ, შენ შეგიძლია ყველას დაურეკო და ჩვენთან შეკრიბო? - რამე ხდება? - ძალიან კარგი რამ ხდება. - მუცელს მოეფერა ამის თქმისას. - მართლა, რა? - ლაზარე ნუ ხარ მოუთმენელი! აკაკისთვის და ნატალისთვის დარეკვა არ დაგავისწყდეს! - კარგი, მაგრამ, არ გინდა მე მაინც, მითხრა? - არა! - კარგი, ჯანდაბას! - დანებდა. - ყველას დავურეკავ და შევკრებ. - ძალიან კარგი. ალექსანრე ჩაჯდა მანქანაში და პარკი უკან მოათავსა. - რამე ხდება? - ლაზარემ დამირეკა ბიჭები არიან ჩვენთან, მე კი ვთხოვე რომ, ყველა შეეკრიბა. - რატომ? - მანქანა დაძრა. - ალექსანდრე კარგად ხარ? - კი, თან ძალიან კარგად ვარ! ოცდაოთხი წლის მანძილზე ასე კარგად არასდროს მიგვრძნია თავი. - ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ მცოტა შტერი. - ლოყაზე აკოცა. - რატომ? - შენი აზრით ჩვენს ახლო მეგობრებს არ უნდა ვუთხრათ ეს ამბავი? - რაღქმაუნდა კი. ******************************************** ლილე მეორე დღეს საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა. მალევე აღიქვა მისმა გონებამ მძიმედ შემოხვეული ხელები და თვალები სასწრაფოდ გაახილა. პირველი რაც თვალში მოხვდა იყო უცხო გარემო, შემდეგ კი უტას სხეული. თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და ყველაფრის გახსენება ცადა. რამდენიმე წამში მისი მეხსიერებიდან რაღაც ფრაგმენტები აღდგა. "- რას ვერ მიხვდი ლილე?! - ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი - შემიყვარდი!" "- რა დაინახე ჩვენს შორის, როდესაც ჩვენი ფოტოები ნახე? - ის გრძნობა რაც მე წლების წინ დამაბრმავა და შენი განადგურებული მომავალი" "- მე... არ...მინდოდა. - რა არ გინდონოდა? - მოსმენა. - თავი მის მკერდზე მოაკალათა და თვალები დახუჭა. - მეც, არ მინდოდა, მოგესმინა!" - ბევრს თუ იფიქრებ თავი გაგიჟდები. - უტას ხმამ გამოაფხიზლა. - მე... - უბრალოდ, დაივიწყე გუშინდელი დღე. - ასე ადვილი არის, გიორგი... - რამდენიმე წამი დადუმდა. - ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი მესაიდუმლე იყო. ეხლა კიდე არვიცი მასთან როგორი ურთიერთობა უნდა გამაჩნდეს. - არანაირი! - რა? - შენ მეგობრად უყურებ ხომ ასეა? ის კი ვერასდროს შეძლებს ისე შემოგხედოს როგორც მეგობარს. - რაღაც მხრივ მართალი ხარ! - მისი მკლავებიდან გათავისუფლდა. - ჩვენ ერთ საწოლში რატომ ვწევართ? - რადგან, ყველა სხვა ოთახი დასასაფთუვებელია. მე კი მდივანზე არასდროს არავის გამო დავიძინებ! - გასაგებია. - წამოჯდა. - შეგიძლია მითხრა აბაზანა სად არის? - ამ კარის იქით. - მადლობა. - არაფრის, დროზე გამოდი დიდხანს ვერ დაგელოდები. - შეგიძლია შენი ტანსაცმელი მომცე? ჩემი ყარს. - კარგი. კარადა გამოაღო და მისი სპორტულები გაუწოდა. - მადლობა. - არ არის საჭირო, ამდენი მადლობა. - მაინც, მადლობა. - საყვარლად გაუღიმა და აბაზანაში შევიდა. ნახევარ საათში დატოვეს სახლი და ლილეს სახლისკენ გაეშურნენ. ლილემ შორიდანვე მოკრა თვალი მის კორპუსთან მდგარ გიორგის. - ოღონდ ეს არა! - რა ხდება? - გიორგი დგას ჩემს კორპუსთან. - მერე? - ეხლა მასთან საუბარი არ შემიძლია. - რას აპირებ? - შეგიძლია მამაჩემთან წამიყვანო? - კი. მანქანა ხმაურით შემოაბრუნა და გიორგის ყურადღებაც მიიქცია. - ლილე დამიცადე, შენთან, საუბარი მინდა! გთხოვ ყველაფერს აგიხსნი. უტამ გზას მიაჭირა და იქაურობას მოცილდა. - სანამ აპირებ დამალვას? - სანამ საკუთარ თავში არ გავერკვევი. - გასაგებია. საავადმყოფომდე, არცერთს აღარ ამოუღია ხმა. - მადლობა, რომ, მომიყვანე. - მანქანიდან გადავიდა. - უკვე გითხარი, რომ, არ არის ამდენი მადლობა საჭირო. - კარგი. - მამაშენი მომიკითხე. - აუცილებლად. - მანქანის კარი მიხურა. როგორცკი ლილე თვალს მიეფარა, მანქანა დაძრა და კომპანიაში წავიდა. როგორც ყოველთვის ღიმილით შეაღო პალატის კარი. - გამარჯობა, მამიკო. - ლოყაზე აკოცა. - გამარჯობა, საყვარელო. ბევრ თემაზე ისაუბრეს, ლილემ თითქმის მთელი დღე იქ დაჰყო. ბატონი ირაკლი, გრძნობდა ლილეს დაძაბულობას და ბოლოს, როცა მიხვდა რომ, შვილი არაფრის თქმას აპირებდა, თვითონ წამოიწყო საუბარი. - ლილე, რამე მოხდა? - არა, არაფერი! - ლილე, როდის მერე არის ჩვენს შორის საიდუმლოებები? - მე უბრალოდ დაბნეული ვერ, არვიცი როგორ მოვიქცე... იქნებ ჯობდეს, მოგიყვე და შენ შეძლო ჩემი დახმარება. - რა მოხდა? - გიორგი სიყვარულში გამომიტყდა. - ანუ გითხრა. - შენ რა იცოდი? - ვხვდებოდი. - და მე როგორ ვერ მივხვდი? - რადგან, შენ არასდროს მიგიჩნევია ის მეგობარზე მეტად. - ეს დანაშაულია? - არა რათქმაუნდა, შენ ვერ შეხედე მას როგორც მამაკაცს, რადგან ის შენთვის არ არის შექმნილი! ის სუსტი ხასიათის არის, მან მაქამდე არ მოიმოქმედა არაფერი სანამ შენი დაკარგვის საშიშროება არ შეიქმნა. - ანუ? - შენ ყველას უკანა პლანზე გადაგყავდა უტამდე და მასაც ეგონა, დრო ჰქონდა, იმისთვის, რომ შენც შეგეყვარებინა, მაგრამ როცა უტა გამოჩნდა მისი, იმედი გადაიწურა და ამის გამო გამოგიტყდა. - იქნებ, მართლაც ასე მომხდარიყო. - რამდენი ხანია იცნობ გიორგის? - რვა წლიდან. - აქამდე გიგვრძნია, მის გვერდით რაიმე ისეთი თითქოს მასთან ერთად კოსმოსში დაფრინავ? - არა, ასეთი გრძნობა არასდროს გამჩენია. - მასზე როდესამე გიეჭვიენია როცა, სხვა ქალი შეხებია? - არა! - როდესმე გსურვებია მისთვის გეკოცნა? - ლილემ უარის ნიშნად თავი გააქნია. - მაშინ, დამიჯერე შენ მის მიმართ მეგობრობის მეტს ვერაფერს გრძნობ, როდესაც, შენს გრძნობებში გაეკვევი ამას თვითონაც მიხვდები. - და როგორ გავერკვე? - უბრალოდ რამდენიმე საათით ყველასგან შორს წადი და დანარჩენი თვითონაც მოვა. რამდენიმე საათი სეირნობდა და ბოლოს მაინც, მიიღო გადაწყვეტილება. მის კორპუსთან მდგარი გიორგი შორიდანვე შენიშნა. ერთი წამით ისიც კი იფიქრა შეცდომას ხომ არ ვუშვებო, მაგრამ მან ზუსტად იცოდა რომ, მის შეყვარებას ვერ შეძლებდა. - ლილე. - ეგრევე ჩაეხუტა. - ძალიან ვინერვიულე. - ბოდიში, არ მინდოდა შენი ნერვიულობა. - ცივად მოშორდა. - ყველაფერს აგიხსნი გპირდები! - გისმენ! - აქ? - გარშემო მიმოიხედა. - იქნებ სახლში შევსულიყავით. - ჯობია გარეთ ვიყოთ! - მისმინე, ბევრჯერ ვცადე, გეფიცები, მაგრამ შენი დაკარგვის შემეშინდა. შემეშინდა ისე შემომხედავდი ეხლა როგორც მიყურებ! არმინდოდა შენი დაკარგვა და ამის გამო ველოდი შენ როდის გექნებოდა გრძნობების ჩემს მიმართ, მაგრამ მერე ის ს*რი გამოჩნდა და შენში რაღაც შეიცვალა. მართალია ხშირად არ ნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ მე ვხედავდი, შენს თვალებში დანახულ ნაპერწკლებს და ვეღარ გავჩუმდი. - რამდენიმე წამი დადუმდა. - ეხლა კი გთხოვ რომ შანსი მომცე. - ვწუხვარ გიორგი, მაგრამ ამ შანსის მოცემა არ შემიძლია, მე როგორც კაცს ვერასდროს შემოგხედავ და არამგონია ამის შემდეგ, მეგობრობაც გამოგვივიდეს. ამიტომ ჯობს რომ, უბრალოდ ნაცნობებად დავრჩეთ. - ასე ადვილად გადაუსვამ ხაზს ამდენ წელს, მოგონებას, ტკივილს, სიხარულს? - არც ჩემთვის არის ადვილი, მაგრამ იმასაც ვხვდები რომ, ჩვენი მეგობრობა გუშინ იმ ბარში დავტოვეთ, ორივემ. - ის შეგიყვარდა არა? - უცებ გადავიდა ჭკუიდან. ლილეს ასეთი გიორგი არასდროს ენახა ისე უჭრდა რომ ტკივილისგან კვნესაც კი წასკდა. - მიპასუხე ის შეგიყვარდა? - პასუხის გაცემა აღარ დააცალა, ისე დააცხრა მის ტუჩებს. კოცნიდა და ლილე ამ წუთებში ზიზღის მეტს ვეღარაფერს გრძნობდა. ყველანაირად ცდილობდა მისგან თავის დახსნას. უეცრად დავარდა გიორგის სხეული მიწაზე. გვერდით გაიხედა საშინლად გაბრაზებული უტა დაინახა. რეაგირება ვერც მოასწრო ისე მივარდა უტა, გიორგის და მუშტი სახეში თხლიშა, არც გიორგი დარჩა ვალში. ერთი კარგი სანახაობა გაიმართა მეზობლებისთვის. როგორც ქართველებს შეეფერებათ, აივნებიდან და ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ სანახაობას. ზოგმა ოცნო უტა და ფოტოებიც კი გადაუღეს. არავინ არ ჩარეულა, ბოლოს ლილე მოეგო გონს და ისინი ერთმანეთს დააშორა. - ეხლავე გაჩერდით! გიორგი ეხლავე მოშორდი აქედან! - და ის დარჩეს არა? - ირონიულად ჰკითხა. - აქედან მოშორდი! - კიდევ ვილაპარაკებთ ლილე! - მეზიზღები! რა ადვილია იმ ერთი ადამიანის გამო, იმ ყველაფრის შეზიზღება, რაც მისამდე შენთვის ყველაზე ძვირფასი იყო. - არაუშავს, მე მიყვარხარ! - უყვარს თურმე - როგორცკი გიორგი იქაურობას გაეცალა, უტამ გააჯავრა. - გამომყევი! - სადარბაზოში შეათრია. - სად მიგყავარ? - ჩემთან სახლში, ჭრილობები უნდა დაგიმუშავო. - იმას, რატომ არ დაუმუშავე? - ეხლა მისი დანახვა შენ დანახვაზე ნაკლებად მინდა. - გასაგებია. სახლში შევიდნენ. უტა აქ პირველად იყო ამიტომ ყველა კუნჭულს აკვირდებოდა. მისაღებში მდივანზე იჯდა. ლილე სააბზანოში გავიდა საჭირო ნივთების გამოსატად. უკან ბამბით და სპირტით დაბრუნდა. - თავი გაასწორე! - გასცა ბრძანება და მაგიდაზე მოკალათდა. ნაცემი ადგილები დაუმუშავა. წამოდგომას აპირებდა, როცა უტამ ისევ თავის ადგილას დააბრუნა. - რაღაც დაგავიწყდა! - რა? - აი ეს! - მათი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა. ლილე ისე აჰყვა კოცნაში, რომ ვერც კი გაიაზრა. არცერთს არ ადარდებდა ეხლა თავიანთი სიჯიუტე და სიამაყე, ორივე მხოლოდ ამ წამით ტკბებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.