შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მერვე თავი )


28-06-2023, 20:59
ავტორი დეასი
ნანახია 734

იმედია, მოგეწონებათ.


***


ამოსობაში, რა ხდებოდა კატოსთან სახლში.

ანოს უკვე მოესწრო ერთი დიდი იმერული ხაჭაპურის გამოცხობა და ამასთან ერთად, კატოსთვის ლიფტის კარზე დიალოგის ინციდენტის მოყოლა.
სამზარეულოში მაგიდასთან პირისპირ ისხდნენ.
კატო მთელი მობილიზებით უგდებდა ყურს ანოს მონათხრობს.
თვალებში ნელ-ნელა ნაპერწკლები ენთებოდა, რასაც ანოც შესანიშნავად ამჩნევდა.
ის ის იყო, ანომ მონოლოგი დაასრულა, რომ კარზე კაკუნიც ატყდა.
კატო ფეხზე წამოდგა და კარებისკენ ისე გაემართა, ანოსთვის თვალი წამითაც კი არ მოუშორებია...
ანომ კი იფიქრა ახლა კარმა გადამარჩინა, მაგრამ მერე რა უნდა მეშველოსო და დანანებით წამოდგა ფეხზე, რათა ღუმელიდან მეორე ხაჭაპური გამოეღო.
კატოს კარი გაღებული არ ჰქონდა, კესო, რომ ხელზე ებღაუჭებოდა და სადღაც მიათრევდა.
- გოგო, ნორმალური ხააარ? სად მიმათრევ, გამარჯობა მაინც გეთქვა - შეჰკივლა კატომ.
- გამარჯობა - ღიმილით მიესალმა კესოც.
ორივეს გაეცინა.
- გეფიცები შენ ვერ ხარ კარგად. დამაცა გოგო ჩუსტები მაინც გამოვიცვალო ან ქურთუკი მაინც ჩავიცვა, გარეთ ყინააავს. კარიც არ ჩემიკეტავს, რა კარიიიი, ანოა ჩემთან - აქოთქოთდა კატო.
- ვაიმეე, რა დაიქოქა უყურე ერთი შენ - გეცინა კესოს კატოს შემყურე.
- სად მიმათრევ ქალოოო, არც შენ გაცვია ქურთუკი.
- ნახე ნახე, ერთი წამით არ ჩერდება. გოგო, აგერ ქვემოთა სართულზე მიმყავხარ, მოვედით კიდეც...
- გოგოოო, ანოა ჩემთან სად გამომაქცუნე და დამატოვებინე ის გოგო მარტო...
- მერე და რა პრობლემაა, დავბრუნდეთ და წამოვიყვანოთ, ვითომც ჩვენც ძალიან შორს ვართ წასასვლელები, უიჰ...
- გიჟი ხარ - მიაძახა კესოს,ხელი გააშვებინა და ისევ მერვე სართულისკენ დაიძრა, ღიმილიანი სახით.
უკან ქოთქოთით დაედევნა კესოც.
- წეღან ისე მითხარი, მარტო დამატოვებინე გოგოვო, თითქოს ვინმე მოიტაცებდეს ანოს... - ორივეს გაეღიმა და ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ კარში ერთად შეაბიჯეს.
- ერთი სამჯერ გკითხე კატო ვინ არის-თქო და არც ერთხელ არც კი მიპასუხე. - არც გამოუხედავს მათკენ ანოს, ცომის გაბრტყელებას განაგრძობდა.
- აი ამ ქაჯმა, ისე გამაქანა ვითომც არაფერი, ძლივს მოვიყვანე გონს და გავაგებინე სიტყვა.
- ვა, თქვენ აქ რა ამბავში ყოფილხართ, ერეკლეს დავუძახებ აქეთ ამოვიდეს და მიირთვას, მაინც შიოდა - განაგრძობდა ბუტბუტს კესოც.
კესოს ხმის გაგონებისას, ნება იბოძა ანომაც და მას გამოხედა.
- პრივეტ, კესო. როგორ ხარ? მაპატიე, ხელი ფქვილში მაქვს, ვერ გადაგეხვევი, მაგრამ თუ მოიწევი გაკოცებ.
- მოვიწევი კიდეც, გაკოცებ კიდეც და დაჟე, ჩაგეხუტები კიდეც - გაუცინა კესომ.
ამათ შემყურე, მოთიმინება ამოწურულმა კატომაც ამოიგმინა.
- ქალბატონო, მოდი შენ აქ და ამიხსენი რა ხდება - მიმართა კესოს, მერე ანოს მიუბრუნდა - შენ კიდევ მიხედე მანდ საქმეს - გასცა ბრძანება კატომ.
ანომ კიდევ უფრო არ გავაბრაზო ეს გოგოო და ხმა არ ამოუღია, მორჩილად გააგრძელა თავისი საქმე და მესამე ხაჭაპურიც დააკრა.
- მოკლედ, ქვემოთ ჩვენ მეგობართან, თემოსთან ვართ ბავშვები, ჩემ ძმას გაახსენდა წინაზე, რო აქ დგატოვა და დაურეკე შენ დაქალს და ჩამოვიდესო, ხოდა მეც აქვე ფეხის ორ ნაბიჯზეც ამოგაკითხე და ჰოი, საოცრებავ, ანოც აქ არის - გაიკრიჭა კესო - გამიმართლა, ორივე აქ ხართ და მაგრად გავერთობით.
ანომ ხმა ძლივს ამოიღო.
- სად ქვემოთ ხართ, თემო თავდგირიძესთან? - დაბნეულად ამოიხრიალა.
- ხოო და ჩავიდეთ რაა - ყურადღება არ მიუქცევია კესოს ანოს ხმისთვის.
- ქალო შენც კიდე, რო გამაქანე, თავიდანვე ეგრე გეთქვა.
- უიმე რა ვერ დაივიწყე შენც კიდე რა... აბა, ხო წამოხვალთ? - არ მოეშვა კესო.
იმის მიუხედავად, რომ კატო ანოს უბღვერდა, მაინც მას გახედა და ამით მიანიშნა, მასვე მიიეღო გადაწყვეტილება.
ანოს ხმა არ ამოუღია, თვალმოუშორებლად უყურებდა კატოს და მხრების აწევით მიანიშნა, როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთო.
კატომაც ბევრი აღარ გააგრძელა და თითქმის დასთანხმდა.
- აი ანო ხაჭაპურებს აცხობს, მას თუ დიდი დრო არ დასჭირდება, რატომაც არა - თვალი ჩაუკრა ანოს კატომ.
- არა, ახლა შევდგი ბოლო და ასე 15 წუთში მზად იქნება, დავჭრი და წავიდეთ - ანომაც უპასუხა.
კესომ ბედნიერებისგან რამდენჯერმე ტაში შემოჰკრა.
კატოც უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ქვემოთ თინასთან მყოფი თავდგირიძეები ცხოვრობდნენ, სადაც, სავადაუდოდ, ახლა ერეკლეც იმყოფებოდა და ანო მასთან შეხვედრას ვეღასად გაექცეოდა.
ანო საერთოდ აღარ ღელავდა, ბედს მინდობოდა, რაც იქნება იქნებაო ფიქრობდა და მართლიც, გახლდათ.

რაც მოსახდენია, ის ისეც მოხდება...
სხვანაირად, უბრალოდ გარდაუვალიც კია.

15 წუთი ისე გავიდა საუბარში ვერც შეამჩნიეს.
ანომ ხუთი წუთი დააცადა ხაჭაპურს, ოდნავ როგორც კი გაცივდა, დაჭრა და თეფშზე ლამაზად დააწყო.
არ დავიწყებია კესოს ნათქვამი სიტყვები ერეკლეს, რომ შიოდა.
თხელი მოსაცმელი მოიცვა, თეფშს დასტაცა ხელი და კარისკენ დაიძრა.
უკან მიყვნენ კესოც და კატოც.
კარი ჩაკეტეს და ნელი ნაბიჯებით დაიძრნენ ქვედა სართულისკენ.
კესო დაწინაურდა, კატომაც დრო აღარ დაკარგა და ანოს უთხრა:
- ამჯერად მართლა გადამირჩი და აი სახლში, რომ დავბრუნდებით, ნამდვილად ნახავ წინ რაც გელის - ამის თქმის დროს კესოს, რომ არაფერი შეემჩნია, სახიდან ერთი წამით ღიმილიც კი არ მოშორებია კატოს.
რა თქმა უნდა, კესომაც დაუკაკუნებლად შეაჭრა სახლში და დატოვა გოგონები გაურკვევლობაში.
საყვედურებმაც არ დააყოვნა:
- მეტიჩარა, სად ხარ ამდენი ხანი?
- გოგო, ესაა ზედა სართულზე ცხოვრობსო?
- გაფიცებ ამ კორპუსში იყავი მერვეზე, თუ სადმე სხვაგან?
არ ჩუმდებოდნენ ბიჭებიც.
- უიმე, გეყოთ რა, აი გაიცანით - უცებ გაიხედა უკან და სახტად დარჩა, გოგონები ჯერ არ ჩანდნენ.
- ვინ? - იკითხა ღიმილით იოანემ.
- სასიამოვნოა - გააგრძელა ლევნმაც.
- გამარჯ... - დაიწყო ანდრომაც, მაგრამ ვინ აცადა?!
უკან მოუხედავად დაიძრა კესო კარებისკენ და იქვე აყუდებულ გოგოებს გაკვირვებულმა შეხედა.
- თქვენ ვერ ხართ დალაგებულები, ხო?
- და აი ამას, გვეკითხება ჩვენ ეს? - ჰკითხა კატომ ანოს.
- უიმეე, შემოდით ხალხო, გაიყინა სახლი - არ ჩერდებოდა კესოც.
ძლივს შელაგდნენ გოგოებიც და კესო გაუძღვა მათ მისაღებისკენ.
- მოკლედ და კონკრეტულად, ლევან შენ იცნობ კესოს, ეს ანოა - მიანიშნა ანოზე, მერე ისევ გააგრძელა - ეს კატო შენი მეზობელია თემო, ანო ეს შენი დაქალის მეზობელია თემო - არ აჩერებდა ენას წამითაც კი კესო - ეს კიდევ მისი ბიძაშვილია, ერეკლე... ეს ანდროა, ეს კიდევ იოანე. - მერე ბიჭებს მიუბრუნდა - ბიჭებო ესენი კესო და ანოა, ანო და კესო... ხო ხო ვიცით, რომ ძალიან სასიამოვნოა, აღარაა საჭირო. თემო ადექი, გადი თეფშები და სალფეთქები შემოიტანე, დატრიალდი რაა - წამოაგდო თემო - ანომ თავისი გამომცხვარი ხაჭაპური მოგართვათ - ანოს გახედა - დიახ, აი ასეთ პატივში ხართ.
ანდრომ იქვე მდგომი, ორ კაციანი დივანი მოაჩოჩა და გოგონებს გაუღიმა.
ანომაც ხაჭაპური მაგიდაზე დადო და კატოს გვერდით დაიჭირა ადგილი.
კატო ყველაფერს აკვირდებოდა, არა მარტო იქ მყოფებს, ოთახში განლაგებულ ნივთებსაც კი.
ანომ კიდევ ერთხელ თვალი მოავლო იქვე მყოფებს და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეკივლა.

რაღაც ნამდვილად ხდებოდა...

თემოც დაბრუნდა, ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა და სიტუაციის განმუხტვას შეუდგა.
- ისე, ქალბატონო მარტო ლევანი ან შენ კი არ იცნობთ კატოს ან ანოს, მეც ვიცნობ - უთხრა კესოს - მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდა კატოც...
- ისე ხო, ჩვენ მთელი ცხოვრებაა, თუ მთლიანად მთელი არა, წლებია აქ ვართ და შენ არცერთხელ შეგვიმჩნევიხარ - თქვა იაონემ.
- ხო, არც მე შემიმჩნევიხართ აქამდე, ყველას არ ვიცნობ კორპუსში, სახლში დიდ დროს არ ვატარებ და ალბათ ამიტომ - ახსნა კატომ
- გასაგებია - გამოეხმაურა ანდროც და კესოც ჩაერთო საუბარში.
- თემო, შენ საიდან იცნობ მათ? - ერეკლესაც ძალიან აინტერესებდა ეს ფაქტი და ყური უგდო მათ დიალოგს.
- ერეკლე იცი, ანო ვისი ძმის შვილია? - კითხა თემომ, ერეკლემაც გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა - ჩვენი თინას ბიჭო, ანო კიტას შვილია და კატოც ანოს დაქალია რა - ახსნა თემომ.
- კიტა ბიძიას შვილია? - დააზუსტა ერეკლემ.
- კი, კიტას - უპასუხა ანომ მშვიდად.
- მოკლედ - ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა თემო - ჩვენთვის უახლოესი ოჯახის შვილია ანო და კატოც მათი ოჯახის წევრია რა.
- სხვათა შორის, თქვენ უნივერსიტეტშიც სწავლობენ - დაამატა ლევანმა.
- რა პატარაა დედამიწა - კიდევ ერთხელ აღნიშნა ანდრომ ეს ფაქტი.
ყველას გაეღიმა ამის მოსმენისას.
ანოს გონებაში კი, კვლავ ზღვაზე უცნობის ცისფერი პერანგი უტრიალებდა.
- ცუდია, რომ ნენე აქ არ არის, ბარემ იმასაც გაიცნობდით, არაჩვეულებრივი გოგოა - თქვა დანანდენით კესომ.
- მერე და რა პრობლემაა, შემდეგზე გავიცნობთ - ამით თემომ, ის ფაქტი დაადასტურა, რომ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ხალხო, ისე აღდგომაზე რას ვაპირებთ? სულ რაღაც ორ კვირაშია - წამოჭრა ახალი თემა იოანემ.
- კაი ბიჭი ხარ, შენ - თავზე ხელი გადაუსვა ლევანმა იაოანეს, რასაც ყველას სიცილი მოჰყვა.
- მე მაქვს არაჩვეულებრივი იდეა - დაიწყო ანდრომ - უნივერსიტეტში ხომ ისვენებთ რამდენიმე დღე თქვენ? - თვალი მოავლო ხუთეულს: კესოს, თემოს, კატოს, ანოს და ერეკლეს. ყველამ ერთად თავი დაუქნია დასტურის ნიშნად - ხოდა ჩვენც ავდგეთ და წავიდეთ ჩემთან სოფელში.
- თამარასთან და გურამთან? - ჩაეკითხა იოანე.
- კიი, ჩემთან გურიაში - დაეთანხმა ანდროც - თან იმ ნენესაც უთხარით და გავიცნობთ კიდეც.
კესომ ტაში შემოჰკრა და ლოყაზე ხმაურით აკოცა ანდროს.
- მე მომწონს ეს იდეა - გახალისდა იოანეც.
- მეც გავითავისუფლებ თავს - თქვა ლევანმაც.
- ხომ იცით, სადაც თქვენ, იქაც მე - სასაცილოდ გაიკრიჭა თემოც.
- ბენდში მოვაგვარებ და რა პრობლემაა - ერეკლემაც არ დააყოვნა.
ახლა კატოს ან ანოს ჯერი იყო, მაგრამ რატომღაც არცერთი იღებდა ხმას.
- გოგოებო, აბა თქვენ რას იზამთ? - ჩაეკითხა ანდრო.
მართლა არ იცოდნენ რა ექნათ, ცოტა ერიდებოდათ ახლახანს გავეცნოთ ერთმანეთი და ეგრევე სოფელში, როგორ წასულიყვნენ, და თან ამავდროულად, არ უნდოდათ უხერხულში ჩაეგდოთ ანდრო ან რომელიმე მათგანი.
სანამ უპასუხებდნენ, თემომ დაასწრო.
- ილიასაც ვუთხრათ - შესთავაზა მან გოგონებს.
ყველა გაკვირვეული შეჰყურებდა თემოს, ვისზე იყო საუბარი ვერ გაეგოთ.
- ილია ჩემი დიდი ძმაა - თქვა ანომ.
- მერე და ეგ რა პრობლემააა, ვუთხრათ მასაც - მოუწონა იდეა ანდრომ თემოს.
- არა, არა, სამსახური ახლახან დაიწყო და ვერ შეძლებს, თან მისი მეგობრებიც ახლა ჩამოვიდნენ და ვერ დატოვებს - აუხსნა ანომ მათ.
- მერე მათაც ვეტყვით - თქვა იოანემ.
ანოს ძალიან ეუხერხულა, ეს რამ მათქმევინაო.
- არა, მე ეგ არ მიგულისხმია - დაიბნა.
- კაი, გოგო რამ აგანერვიულა, არაა პრობლემა შევთავაზებთ და თუ მოახერხებენ, პირიქით ძალიან გაგვიხარდება - დააწყნარა კესომ.
- მოკლედ, ჩვენც წამოვალთ, ილიასთანაც თქვენ გაარკვიეთ და ჩვენც ვკითხავთ - დაალაგა სიტუაცია კატომ - მადლობა მოწვევისთვის - უთხრეს ანდროს გოგონებმა.
- ანუ, მოდიხართ? - ჩაეკითხა კესო კვლავ.
- აუუ, ამისთვის არ უნდა გვეთქვა ახლა ორი კვირა ტვინს შეჭამს - შემოირტყა თავში ორივე ხელი ლევანმა.
- იდიოტო - შეუბღვირა კესომ.
ყველას გაეღიმა.
კიდევ ორი საათი დაჰყვეს გოგონებმა თავდგირიძეებთან, თითქმის ყველაფერზე ისაუბრეს, ძალიან ლაღად და გახსნილად.
ბოლოს ყველას მოუბოდიშეს, მასპინძლობისთვის და ანდროს სოფელში მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადეს და ბინაც მშვიდად დატოვეს.
ანოს თავში უტრიალებდა ყველას უზომო მადლიერება ხაჭაპურისთვის, და იმის გააზრება, რომ ერეკლეს მოეწონა ეს უკანასკნელი, რასაც ის ფაქტი ადასტურებდა, რომ ბიჭმა, ყველასგან განსხვავებით, ორი ნაჭერი მიირთვა.


***


თავდგირიძესთან მყოფებიდან უმეტესობას ახლა ნამდვილად ტკბილად ეძინა, გარდა სამი ადამიანისა.
აქედან ორი კატო და ანოა, რომლებიც ახლა ერთად ყველაფრის გასააზრებლად ღამეს ათევდნენ.
ერეკლე კი ღრმა ფიქრს მისცემოდა მისი საძინებლის აივანზე, ცაზე ვარსკვლავების შემყურე.
აბა გამოიცანით ვის ესაუბრებოდა და ვისზე?
კი ბატონო, ალექსანდრეს უყვებოდა ანოს შესახებ ყველაფერს და გზადაგზა თავადაც იაზრებდა მომხდარს.

- ანუ, ანო რას მეუბნები, რომ ერეკლე ის ბიჭია, ვისი ნამღერიც ჩემთან მოისმინე და ლიფტის კარზე ერთმანეთს წერდით, ამავდროულად ის ჩვენი უნივერსიტეტის ბენდის ახალი წევრი, სოლისტია და კიდევ იმას მიხსნი, რომ ის შენი უცნობია? - სადაც იყო გაკვირვებისგან თვალები უნდა გადმოსცვენოდა ბუდიდან კატოს.
- ყოჩაღ, კატუს თითქმის ფინიშის ხაზთან ხარ.
- კაი, გავიგე, ის ერეკლე თავდგირიძეა, რომლის შესრულებამაც მოგხიბლა და ამავდროულად ჩვენი თინას, მეგობრების შვილია... მაგრამ, ეს უცნობი როგორღაა ერეკლე ამიხსენი რა, დავიტანჯე - საწყალი თვალებით ახედა ანოს.
- ისეთი საყვარელი ხარ, მინდა შეგჭამო გოგოო - ლოყები გაუწელა კატოს - დღეს დააკვირდი ერეკლეს ცისფერი პერანგი, რომ ეცვა?
- კი, მერე? - დაეთანხმა კატო.
- მაგ პერანგით ვიცანი, წინაზე სანამ შენთან მოვიდოდი, ზღვაზე ხომ ვიყავი?! ხოდა ეგეც ჩემ გვერდით, ნაპირთან იჯდა, იმავე პერანგით.
სტადიონზე, რომ ვიყავით და თინა დაგვადგა თავზე დიმიტრისთან ერთად, ეგეც ხომ გახსოვს? ხოდა მანდ დავინახე პირველად ეკრანზე, პატარა გოგონასთან მოთამაშე.
მერე ზღვის პირას.
მერე უნივერსიტეტშიც ვნახე. ილოს, რომ ველოდებოდი მაგ დროს ერეკლე მოხუცს ქუჩაზე გადმოსვლაში ეხმარებოდა და ეს სამივე შემთხვევა ერთი და იმავე ადამიანთან ასოცირდება...
- ერეკლესთან - წამოიძახა კატომ.
- ერიკა - გაუხარდა საკუთარ ეჭვებში დარწმუნებულ ანოს.
- სიგიჟეა - აღმოხდა კატოს.
- პერანგი, რომ დავინახე, იცი რა დამემართა? თვალში დამიბნელდა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკივლა. თავი ინდურ ფილმში მგონია.
- ინდურში? გოგოოოო, ბედი კარს მოგდგომია, რაებს ბოდავ - ახლა კი ნამდვილად იკივლა კატომ.
- მგონი ყველაფერი სიზმარია.
- დაიცა გიჩქმიტო - გამოიყენა შანსი კატომ.
- ამდენი დამთხვევა წარმოუდგენელია.
- დამთხვევები და შემთხვევითი რაღაცები არ არსებობს, ანო
- არ მჯერა, რომ ყველაფერი ჩემ თავს ხდება - გულწრფელად გაეღიმა ანოს.
- შემთხვევით შეხვედრა ყველაზე არა შემთხვევითი რამაა დედამიწაზე.... - ჩუმათ უჩურჩულა კატომ ყურში ანოს.


***


- მა, ვიცი, რომ მისმენ - ყველაზე კაშკაშად მოციმციმე ვარსკვლავს მიმართა ერეკლემ - იმის მიუხედავად, რომ ახლა ძალიან გვიანია, ვიცი მისმენ და თან წუხხარ რატომ არ მძინავს ამ დროს, მაგრამ რა გავაკეთო აგონიაში ვარ - ანოს გახსენებაზე მკრთალად ჩაეღიმა - დედას სძინავს, არ მინდოდა გამეღვიძებინა, თან შენთან საუბარი მომენატრა - თვალებში ვარსკვლავები აუკაიფდნენ - ერთი გოგოა, რა... ანო ჰქვია, რა მშვენიერი სახელი ჰქვია, არა?! ანო - კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა იგი - როგორი არაჩვეულებრივი სახელიც ჰქვია, ისევეა მა თვითონ ანოც.
დღეს მისი ხმა, როგორც კი გავიგონე, მივხვდი, რომ ის გოგო იყო, რომელიც უნივერსიტეტში მეორე გოგონას ამხნევებდა, არ დანებებულიყო. მერე საკოფერენციო დარბაზში, რომ მონუსხულივით შევყურებდი და ვუსმენდი, როგორ საჯაროდ საუბრობდა მისი შეხედულების შესახებ, მეგონა ჩემ აზრებს და ფიქრებს კითხულობდა.
დაფასთან მიმავალი, იმიტომ ვცდილობდი ყველა მიხვრა-მოხვრაში მის ამოცნობას, რომ სადღაც ეს ხმა უკვე გამეგონა.
ამას დაემატა ისიც, რომ ყვითელი შარფი დარჩა მაგ დღეს მაგიდაზე, რომელიც წინაზე დერეფანში ეკეთა - ცოტა ხანი გაჩუმდა, მაგრამ მალევე გააგრძელა - ახლა ვზივარ, ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ და მე თვითონაც გზადაგზა ვიაზრებ ამ ყველაფერს, რაც ახლა ჩემ თავს ხდება... აუ მაა იცი, რა გემრიელი ხელი აქვს? - ადგილზე აცქმუტდა ერეკლე - დღეს მისი გაკეთებული ხაჭაპური ვჭამე და თავი ძლივს შევიკავე თემოსთვის ბოლო ნაჭერი, რომ არ წამერთვა, რომლის აღებაც დამასწრო - ბავშვივით გაეცინა - რა გავაკეთო, ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს... მიხარია, რომ უკვე მესამედ, ეს ოღონდ მე რაც მახსოვს, ნუ კიდევ ღმერთმა იცის რამდენჯერ, ვხდებით ერთმანეთს. - კისრის ქვემოთ ცალი ხელი ამოიდო და გააგრძელა - ხო, კიდევ ეს მეოთხე შემთხვევა იქნებოდა, წინაზე თინასთან და დიმიტირსთან, რომ მოგვეხერხებინა წასვლა... იცი, ვისი შვილია, მა? ჩვენი თინას ძმის, მა... კიტას პატარა ქალიშვილია...

ის ღამე ერეკლეს აივანზე მამასთან მოსაუბრეს დაათენდა......

,,ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი."


***


ლილესთან, ანოს დედის საკონდიტროში მაგიდასთან ისხდნენ ოთხივენი.
ნენემ თხოვა სამივეს სადმე წავიდეთ და ახალ ამბავს მოგიყვებითო.
ანომაც თავისთან დაპატიჟა გოგონები. გაახსენდა წინა დღით დედის ნათქვამი სიტყვები:
,, - საკონდიტროში ახალი ნამცხვრები გვქვს, ინსპირაცია მომცა მამაშენმა და რაღაც ახალი მომაფიქრდა. მოკიდე ხელი ხვალ გოგოებს და მოდით გაგასინჯებთ, ცხელ ჩაისთან ერთად-ო."
ანომაც მოკიდა ხელი სამივეს უნივერსიტეტის ეზოში და საკონდიტროში გამოაქნა.

- მოკლედ, გოგონებო, უნნივერაიტეტის ბენდში ამიყვანეს - დაიწყო ღიმილით ნენემ.
- შენ რა მღერი? - გაუკვირდა კესოს.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია ნენემ.
- აბა? - ჩაეკითხა ისევ.
- ვუკრავ, გიტარაზე - თქვა სიამაყით.
- ვააააუ, რა მაგარიიია, ანუ ბენდში ერეკლესთან ერთად ხარ? - კითხა ისევ კესომ.
- შენ საიდან იციი, ერეკლე? - გაუკვირდა ნენეს - ააა, თუმცა უნივერსიტეტის დაწყების კონცერტის წინ არ გაგვეცნო ყველას?
- არაა, ერეკლე ჩემი მეგობარია, ნუ მალე თქვენიც - სასაცილო დაიკრიჭა კესო.
- მოკლედ, ერთი სიტყვა ვერ ჩავაკვეხეთ, ვინაა ეს გოგო? - თქვა სიცილით კატომ
- ქალბატონი კესარია - პომპეზურად წამოდგა კესო ფეხზე
- დაჯექი ერთი თუ ქალი ხარ - სკამისკენ დაქაჩა კატომ.
- ნენე, გილოცავ მთელი გულით, საყვარელო - გაუღიმა ანომ
- მადლობა, ჩემო ლამაზო - ლოყაზე აკოცა საპასუხოდ
- მეც გილოცავ ნენე, უამრავი კონცერტის ჩატარებას, ბევრი ბიჭის დატყვევებას და ულევი სიამოვნების მიღებას გისურვებ - მიულოცა თავისებურად კატომაც.
- კატო, შენ როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ, მადლობა დიდი - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ნენემ კატოს.
- სააბოლოოდ, კი მეც ვუერთდები მათ მილოცვებს, გავაერთიანებ ყველაფერს, რაც ცალ-ცალკე გისურვეს ამ ორმა და მე ყველაფერს ერთად გისურვებ - დამატებით, ხმაურით აკოცა ლოყაზე კესომ.
- მაშინ, შენ ორმაგი მადლობა, გიჟ ქალა - ლოყაზე საყვარლად უჩქმიტა კესოს.
- აბააა, პირველი კონცერტი როდის არის? - ჰკითა კატომ.
- ხო, დებიუტი როდის გააქვს? - დაინტერესდა ანოც.
- ჯერ ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ ხომ იცით, პირველ რიგში თქვენ გაგაგებინებთ...
- არ გაგავგებინებ და შენი აჯობებს... - დაემუქრა კესო
- მართლა მაშინებ შენ მეე კესოო
- ჯერ სად ხააარ - ბოროტულად ჩაიცინა - საერთოდაც, თუ იცი, რომ აღდგომაზე გურიაში მივდივართ?
- რაიო? - გაიკვირვა ნენემ.
- ჰოო, კესომ, კესოს ძმამ, შენმა სოლისტმა და მათმა მეგობრებმა ჩვენც და შენც აღდგომაზე სოფელში დაგვპატიჟეს - აუხსნა კატომ.
- რა კარგია - გულწრფელად გაუხარდა ნენეს - მაგრამ კონცერტი ან რეპეტიცია, რომ მქონდეს?
- გოგო შენ არ უსმენდი წაღან კატოს? თქვენი სოლისტიც მოდის და რა კონცერტი უნდა გქონდეთ, გაფიცებ?
- ეგეც მართალია, მაშინ მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო - სიხარულით დასთანხმდა შემოთავაზებს ნენეც.
მათ მაგიდას ქალბატონი ლილეც მოუახლოვდა.
- აბა, გოგონებო, რომელს დაგიმატოთ ჩაი? - საყვარლად შესციცინა იქვე მყოფებს.
- რაღა ჩაი, მოვკვდებით ჩვენ დღეს ლილეე, ეს რა გემრიელობებიაა - თქვა კატომ.
- მართლა, ყველაფერი ისეთი გემრიელია ქალბატონო ლილ... - კესო საუბრობდა, უცებ ლილემ, რომ შეაწყვეტინა.
- რაო, კატუს რა დამიძახა?
- ქაკბატონოოო, ლი....
- გოგოო, შენც იმეორებ? - შეჰყვირა უცებ კატოს.
- აბა, რა დამიძახაო არ მკითხე?
- შენ მოგიკვდი მე, შენ... - შემოირტყა დანანებით ორივე ლოყაზე ხელები - ბავშვებო, მე ვარ უბრალოდ ლილე, არანიაირი ქალბატონო, თქვენობითი მომართვა და მითუმეტეს, ლილე დეიდობა, შევთანხმდით, ხო? - თვალი მოავლო გაკვირვებულ კესოს და ნენეს, რომლებმაც ერთდროულად დაუკრეს თავი თანხმობის ნიშნად. - აი ეგრე, კარგი გოგონები ხართ, თქვენი ყუთები მზადაა და წასვლის დროს არ დაგრჩეთ - გაუღიმა ყველას და იქაურობა უხმაუროდ დატოვა.
- რა ყუთები? - გაკვირვებით იკითხა ნენემ.
- ნამცხვრების ყუთები - აუხსნა ანომ.
- დედააა, რას ამბობ, რომ მე ეს გემრიელობები ჩემივე ხელებით სახლში უნდა მივიტანო და ლევანს გავუნაწილო? - ხელი მკერდზე მიიდო შეშფოთებით კესომ.
- რას ვიზამთ, ყველას არ აქვს ის ბედნიერება, დედ-მამიშვილი, რომ არ ყავდეს ისევე, როგორც მე - თვალო ჩაუკრა ნენემ კესოს.
- რა თახ ვინმე ხარ შენ, ვინც არ გიცნობს ნენე... - ყველამ ერთად გაიცინა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ.

საკონდიტროში ანრი ჯოხაძის სიმღერა ,, რა აზრი აქვს ლოდინს " გაისმა.
- ლილე არ ხუმრობს - თქვა ღიმილით კატომ.
- მე ძალიან მიყვარს ანრი - დაეთანხმა კესოც.
- ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა ხალხო, რამდენიც არ უნდა დამცინოოთ - დაამატა ღიმილით ნენემ.
- თქვენ და დედაჩემი არაჩვეულებრივად გაუგებთ ერთმანეთს... - სანამ სიმღერის მისამღერი დაიწყებოდა, ამის თქმაღა მოასწრო ანომ...


,,რა აზრი აქვს ლოდინს

თუ არავინ მოდის

რა აზრი აქვს ფიქრებს

თუ არ დაგაფიქრებს

რა აზრი აქვს წამებს

ახლა აქ რომ გაგაწამებს

რა აზრი აქვს რამეს

თუ მარტო გძინავს ღამე

რა აზრი აქვს ლოდინს

თუ არავინ მოდის

რა აზრი აქვს ფიქრებს

თუ არ დაგაფიქრებს

რა აზრი აქვს წამებს

ახლა აქ რომ გაგაწამებს

რა აზრი აქვს რამეს

თუ მარტო გძინავს ღამე..."


და მართლაც, რა აზრი აქვს ლოდინს?!



იმედია ზედმეტად ჩახლართული და გაურკვევლი არ არის თქვენთვის... ველი შეფასებებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent