შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეცხრე თავი )


29-06-2023, 21:50
ავტორი დეასი
ნანახია 654

ისიამოვნეთ.


***


უნივერსიტეტში, სარეპეტიციო დარბაზში ისხდნენ კატო, თემო, კესო და ანო.
ბენდს რეპეტიცია ჰქონდა, უნივერსიტეტის შემდეგი ღონისძიებისთვის.
რადგან სოფელში ჰქონდათ წასვლა გადაწყვეტილი, ნენემ და ერეკლემ დროის დაკარგვაზე უარი თქვეს და წინასწარ ემზადებოდნენ 10 დღის შემდეგ, დაგეგმილი კონცერტისთვის.
თითქმის ბოლო რიგში ისხდენენ, ხელი, რომ არ შეეშალათ მათთვის.
ანო ახალხანს შემოუერთდა მათ.
თვალი მოავლო დარბაზს, უკანა რიგისკენ გაემართა და წყნარად დაიკავა ადგილი კატოს გვერდით. სცენაზე ერთ-ერთი დრამზე უკრავდა და მასთან ერთად ერეკლე ცდილობდა ელექტრო გიტარაზე ნოტების აწყობას.
ნენე იატაკზე იჯდა და ზურგით პიანინოს ეყრდნობოდა.
თემო კატოს რაღაცას გაცხარებული უყვებოდა და თან ცდილობდა ხმამაღლა არ ესაუბრა ხელი, რომ არ შეეშალა რეპეტიციისთვის.
კესოს ეტყობოდა ეს ისტორია ისეც, რომ იცოდა, სახეზე პომიდვრის ფერი გადაჰფენოდა.
კატომ კი ვეღარ შეიკავა თავი და ხმადაბლა აკისკისდა.
ანო მათთან ერთად იჯდა, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ვერ კონცერტრირდებოდა ერეკლეს შემყურე.
მონუსხულივით უცქერდა ერთ ადგილზე მდგომს, რომელიც მისი გრძელი თითებით ტექსტის შესაბამის აკორდებს იღებდა და თან მარჯვენა ფეხს აყოლებდა მელოდიას.
როგორც იქნა, ერეკლეს და დრამერის დუეტს ნენეც შეუერთდა, თანდათან პიანინოც აჟღერდა და დარბაზში ლაშა ღლონტის ,, ყველაფერი შენით იყო"-ს სასიამოვნო ჰანგები გაისმა.
ანო ხვდებოდა, რომ დაჟინებით მიშტერებოდა ერეკლეს და სადაცაა ბიჭიც ამას მიხვდებოდა.
თავს ძალაა დაატანა და გვერდით მჯდომ ბავშვებს გახედა ღიმილით.
- როდის ამთავრებენ, ხომ არ იცით? - იკითხა ანომ.
- სადღაც ოც წუთში - უპასუხა თემომ, იმის შემდეგ, რაც მაჯის საათს დახედა.
- და მერე რას ვაპირებთ? - იკითხა კესომ.
- ორდღეში ხომ გურიაში მივდივართ - დაიწყო კატომ - ხოდა, ჩემთან წავიდეთ, როგორც კი მორჩებიან, დანარჩენებსაც გავაგებინოთ და ჩემთან გადავწყვიტოთ ყველაფერი რას, როგორ ვიზამთ.
- მართალი ბრძნდებით ქალბატონო - კვერი დაუკრა ანომ კატოს.
- ესეიგი, უნივერსიტეტის კალენდრისთვის არ გადამიხედია, ალბათ არ გიკვირთ, ხო? - იკითხა თემომ, ყველამ ღიმილით თავი უარყოფის ნიშნად, რომ გააქნია, განაგრძო - ხოდა, როგორ ვისვენებთ აღდგომაზე?
- დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს, შაბათს, კვირას თავისთავად აღდგომაა და ორშაბათს, რადგან მიცვალებულთა დღეა - უპასუხა კატომაც.
- ხოდა, ძალიანაც კარგი. დრო, რომ არ დავკარგოთ ოთხშაბათს შუადღის მერე დავადგეთ გზას და ორშაბათს საღამოსკენ დავბრუნდეთ - თქვა თემომ.
- კი ბატონო, დაველოდოთ ახლა ამათ, როდის დაამთავრებენ, წავიდეთ კატოსთან და გადავწყვიტოთ ყველაფერი - კესომ ჩამოაყალიბა საღამოს გეგმა.
- ჩვენ გველოდებით, როდის დავამთავრებთ, ხო? - იკითხა ახლად მოახლოვებულმა ნენემ.
ის და ერეკლე შეუმჩნევლად მოსულიყვნენ მათთან.
ყველამ მათ გახედა. ანომ კარგად დაინახა, როგორ უღიმოდა ერეკლე მას თბილი ღიმილით, მანაც საპასუხოდ გაუღიმა, მაგრამ თვალის მოშორება ვეღარ მოიფიქრა.
ერეკლეს, რომ უხერხული სიტუაცია არ შეექმნა, ანოს თვოთონვე უდიდესი ძალისხმევით მოაშორა მზერა.
კატოს ვინ გამოაპარებდა ამ ყველაფერს?!
სიტუაციის განსამუხტად ანოს მხარი შეუმჩნევლად გაჰკრა და ფეხზე წამოიჭრა.
- ხოდა თუ მორჩით, წავედით ახლა ჩემთან - ერეკლეს და ნენეს მოავლო თვალი კატომ.
- შენთან მივდივართ? - ჰკითხა ნენემ.
- კი ბატონო - კატოს მაგივრად კესომ უპასუხა.
- რამეს ხომ მაჭმევთ? - საწყლად იკითხა ნენემ.
- რა იყო, შენ შესვენების და 'პერეკუსის' ( ჭამის/მოწევის ) უფლებას არ გაძლევენ ბენდში? - ჩაიხითხითა თემომ.
ნენეს უნდა ეპასუხა კატომ, რომ დაასწრო.
- ქალბატონო ნენე თქვენც და დანარჩენებსაც დაგაპურებთ, არ ინერვიულოთ. ორი დღეა ეს გოგონა - ანოს გახედა - ჩემთან რჩება და სახლში იმდენი რამ გვაქვს, რომ მთელ კორპუსს ეყოფა. - გაეღიმა კატოს.
- ხო, როგორც კი მივალ ყველაფერს მივხედავ და რა პრობლემაა - დაეთანხმა ანოც კატოს.
- თქვენ გაგახაროთ ღმერთმა - ნენეს ცოტა მოხუცივით გამოუვიდა ნათქვამი და ყველას ხმით გაეცინა.
ერეკლემაც დრო იხელთა და შანსი არ გაუშვა ხელიდან.
- წინაზე ვერ მოვახერხე, მეთქვა - გვერდით ამოუდგა ანოს - არაჩვეულებრივად ამზადებ.
ანოს გულწრფელად გაეღიმა.
- მიხარია, თუ მოგეწონათ - ყველაზე მიანიშნა - მადლობა დიდი.


ფეხით გაუყვნენ ექვსივენი კატოს სახლისკენ, გზად ლევანს, ანდროს და იოანესაც დაუკავშირდნენ და გაგებინეს საკუთარი გეგემების შესახებ.
ლევანი და იოანე ერთად იყვნენ და მალევე შეუერთდნენ დანარჩენებს, ხოლო ანდრომ ცოტა შემაგვიანდებაო.
რა გაეწყობოდა, ყველანი ერთად დაიძრნენ კატოს სახლისკენ.


მართალია, კატოს და თემოს კორპუსში ორი ლიფტი კი იყო, ერთი პატარა, მეორე დიდიც, მაგრამ პატარაში რვა კაცი და პლიუს ამდენი ცელოფანი ნამდვილად ვერ დაეტეოდა, ხოლო, დიდი ლიფტიც არ გახლდათ იმდენად დიდი, რომ ამდენი კაცი, ამდენი რაღაციით დაეტია, ხოდა ესე გადაანაწილა კესომ ყველანი.
ოთხივე ბიჭი დიდი ლიფტში, ყველა ცელოფანთან ერთად შეყარა, დანარჩენები კი, ოთხივე გოგო ერთად ავიდოდა პატარა ლიფტით, მაგრამ, ვაი, რომ დიდის კარი არ იხურებოდა.
ყვალაზე ახლოს კართან ერეკლე იდგა, კესომაც არ დააყოვნა, დასტაცა ხელი და ძალით გამოათრია ბიჭი სადარბაზოში.
ლიფტის კარიც დაიხურა და ბიჭებიც ნელ-ნელა დაიძრნენ მერვე სართულისკენ.
გოგონები პატარა ლიფტში ელოდნენ კესოს, რომელსაც უკან ერეკლეც მოჰყვა.
რის ვაი ვაგლახით, შეიჩურთეს პატარა ლიფტში და დაიძრნენ მერვესკენ.
ერეკლე, რადგან ბოლო შემოვიდა კართან გოგონებისკენ ზურგით მთასავით აღმართულიყო.
- მაპატიეთ, ბავშვებო, დაგჩრდილეთ და თან ზურგით ვარ თქვენ მხარეს - მოუბოდიშა სასაცილოდ ერეკლემ ოთხივეს.
- რას ვიზამთ, ცოტა ხანი არ ვისუნთქებთ, იმდენი ვართ, თუმცა მგონი ზევით უკეთესი ჰაერია არა? - ჩაეკითხა კატოც.
ერეკლე ერთი თავით მაღალი იყო ოთხივეზე.
- ისე ოთხივე, რო ერთი სიმაღლის ვართ - თქვა ანომ და ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა.
კესო კი შესძლებისდაგვარად ნენეს და ანოს მიუბრუნდა და ორივეს ჰკითხა.
- თქვენ აქ, კარზე რო დიალოგია წაგიკითხავთ?
გაკვირვების ნიშნად თვალები დაქაჩა ნენემ.
- რომელი, აი ის 'მოდი წავიდეთ'-ზე, რომ წერია? - იკითხა ანომ სილაღით.
- ხოო, შენ გცოდნია, კატომ გითხრა ან გაჩვენა ფოტო? - ჰკითხა კესომ ანოს.
- არა, ჩემი დაწერილია - თქვა ანომ - ანუ მთლიანად კი არა, მაგ დიალოგის ერთ-ერთი წევრი მე ვარ - ღიმილით და დიდი სათნოებით მოახსენა ანომ იქვე მყოფებს.
ერეკლე კი ამდროს, სუნთქვა შეკრული უსმენდა მათ და მუშტი ისე ძლიერად შეეკრა, რომ მარჯვენა ხელი სულ გათეთრებოდა.
- რა ხდება კი, მაგრამ ვერაფერი გავიგე - იკითხა საყვარალდ ნენემ.
- რადა... - დაიწყო კესომ და ლიფტიც გაჩერდა.
ძლივს გალაგდნენ ხუთივენი და კართან ატუზულ ბიჭებს, ხელებში უამრავი ცელოფნით მდგომებს კესომ ახლად ამოღებული ტელეფონით ფოტო გადაუღო.
- კატო გააღე რა, მოვ'კ'ტი კაცი - თქვა ლევანმა.
კატომაც არ დააყოვნა. მალევე ყველა სახლში შელაგდა, ზოგი სამზარეულოში გადანაწილდა, ზოგიც მისაღებში.
მაღაზიაში ბიჭებს იმდენი რამ ეყიდათ, რომ სამზარეულოში მაგიდა ვერც კი იტევდა ცელოფნებს.
ლევანმა და იოანემ განაცხადეს ჩვენ სამსახურში დავიღალეთ და თქვენ მიხედეთ ყველაფერსო.
ტელევიზორთან მოკალათდნენ და მათ ნენე და კესოც შეუერთდნენ, რომლებმაც თავი დაიძვრინეს სამზარეულოში საქმიანობისგან.
ერეკლემ ამოლაგებაში დაგეხმარებითო და იქვე დარჩა.
თემოს კატომ თეფშები და ჭიქები შეაჩეჩა, მაგიდაზე დაალაგეო.
ანო და ერეკლე ცელოფნიდან რაღცებს იღებდნენ და კატოს აძლევდნენ, კარადებში ან მაცივარში, რომ შეელაგებინა.
სამზრეულოში ჯგუფურად საქმეს მალევე მორჩნენ, ხოლო ანო ყველაფრის გაცხელებს ან ახალი კერძების მომზადებას შეუდგა.
არავის დახარება არ მჭირდება, დაისვენეთო, განაცხადა.
ერეკლემ და თემომ სოლიდარობას მაინც გამოგიცხადებთ და სამზარეულოში არ დაგტოვებთ მარტოსო.
ერთი წამით კატომ კიიფიქრა გავალ და თემოსაც რამენაირად გავიყვან აქედან, ამ ორს დავტოვებ მარტოვო, მაგრამ იფიქრა, რომ ყველაფერი მალევე გაიშიფრებოდა და ეს ნამდვილად არ აწყობდათ, ამიტომ იქვე ჩამოჯდა ისიც და თემოს გაუბა საუბარი.
- კიდევ, როდის აპირებთ თინასთან და დიმიტისთან მისვლას? - ჰკითხა კატომ თემოს.
- არ ვიცი, ჩვენები ხშირად დადიან, მაგრამ ჩვენ არც ისე - უპასუხა თემომ და ერეკლეს გადახედა, რომელიც თვალის მოუშორებლად აკვირდებოდა სამზარეულოში მოფუსფუსე ანოს და ფიქრობდა: ნეტა, ოდესმე მხოლოდ ჩემთვის თუ მოამზადებს რამესო?! მისავე ფიქრებზე ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.
გონს მხარზე თემოს დადებულმა ხელმა მოიყვანა.
- ხომ ასეა ერეკლე? - ჩაეკითხა თემო.
- ბოდიში, ვერ გავიგე - ოდნავ დაეტყო დაბნევა ერეკლეს.
- არა, არაფერი. კატოს ვებნებოდი ჩვენ ხშირად ვერა, მაგრამ ჩვენები დადიან შერვაშიძებთან თქო - გაუმეორა თემომ.
- კი ბატონო, ეგრეა - დაეთანხმა ერეკლეც - მაგრამ ამ დღეებში აპირებენ, როგორც ვიცი, დედა, აჩიკო და ნონა მისვლას.
- რა კარგია - გულწრფელად გაუხარდა ანოს - ჩვენ, რომ ახლა სოფელში მივდივართ, ცოტას ვნერვიულობდი მათთან, რომ ვერ ვიქნებოდით აღდგომაზე, თუმცა პირიქით, თავისებურად მოილხენენ ახლა.
იმდენად გულწრფელად იღიმოდა და საუბრობდა ანო იმ წამს ყველაფერზე, ერეკლეს უცებ მოუნდა, წამომხტარიყო და მაგრად შემოეხვია ხელები ანოსთვის.
უბრალოდ ჩახუტებოდა.

მისაღებში იოანე და ლევანი ტელევიზორში რაღაც გადაცემას მისჩერებოდნენ, თუ როგორ უნდა იმოგზაურო ალასკაზე 100დოლარად და ულიმიტო თანხის რაოდენობით.

ნენე და კესო ფანჯრის რაფასთან იდგნენ და ეზოში, სტადიონზე ბურთით მოთამაშე ბავშვებს გადაჰყურებდნენ.
კესომ უცებ ტელეფონი მოიმარჯვა და კატოს ჩატი გახსნა, სადაც ლიფტის კარზე დიალოგის ფოტოს უგზავნიდა.
ნენეს მიუბრუნდა და თავიდან დაიწყო.
- ხომ გახსოვს წეღან ლიფტში, რასაც გეუბნებოდი? - თანხმობის ნიშნად ნენემ თავი დაუქნია - ხოდა აი ესაა რა - ტელეფონი გაუწოდა - და მეც ახლა გავიგე, თურმე ანო, რომ წერდა ვიღაცას.
- მართლა, რა სავყვარლობააა - ღიმილით გაუწოდა ნენემ კესოს უკან თავისი ტელეფონი, კესომაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა, უკვე დაზეპირებული ტექსტი.

,, მეშვიდე სართულზე ,,მოდი წავიდეთ"-ს ვინ უკრავს? "
,, ერეკლე "
,, კარგად გამოგდის, ასე გააგრძე...."

სტოპ, სტოპ, სტოპ... რა ასე გააგრძელე, კარგად გამოგდის, ვისი სახელი წერია და რომელი სართულიიიი?
კიდევ ერთხელ გადახედა, რომ დარწმუნებულიყო თავის ეჭვებში.
მეშვიდეზე უკრავს, ვიღაც ერეკლეეე?!
ნეტავ ვინ არის, ერეკლე თავდგირიძე ხომ არა, თემოსთან სახლში, მეშვიდეზე, მის საყვარელ სიმღერას?
ნელ-ნელა იაზრებდა ყველაფერს...
- ანომ ლიფტში თქვა, მე ვწერდიოოოო, ანუ რა გამოდის ანო და ერეკლე ერთმანეთს წერდნენ ისე, რომ არ იცოდნენ? - მის თავს ელაპარაკებოდა კესო ჩუმად.
ნენე და იოანე მას უცქერდა გაკვირვებით, ლევანმა კი დანანებით ჩაიქნი ხელი, იცის ხოლმე ეგრე ჩემმა დამო და იოანეს უთხრა დაიკიდეო, ნენე კიდევ გაკვირვებული შესცქეროდა დაბნეულ კესოს.
სადაცაა კესოს პირი უნდა გაეღო და ნენესთვის რაღაც მაინც ეთქვა, უცებ კარზე ზარი, რომ დაირეკა.
კატომ სამზარეულოდან გამოსძახა ნენეს, გთხოვ გააღეო და რა გაეწყობოდა? ეს უკანასკნელიც ჩამოშორდა, აგონიაში მყოფ კესოს...


ანდრო მოსულიყო...
იმ საღამოსვე, ორშაბათს, მოაგვარეს ყველაფერი.
კი ჰყავდა ანდროს და ლევანს მანქანა და შეეძლოთ გადანაწილებულიყვნენ ორივეში და ისე წასულიყვნენ გურიაში, მაგრამ ამჯობინეს დიდი მინი ვენის ქირაობა და ერთად მგზავრობა.
ოთხშაბათს 5 საათისთვის თემოს და კატოს კორპუსთან შეთანხმდნენ შეხვედრაზე და მალევე დაიშალეს, დაშლამდე კი ყველას ძალისხმევით კატოს სახლი მიალაგეს.
ბიჭებმა საკუთარ თავზე აიღეს ყველაფერის დალაგება.
ანომ და მეტწილად გოგონებმა გააკეთეთ საჭმელიო - მეტწილადში ლევანმა მის დას, კესოს ჩაურტყა ნამიოკი, რომელიც ჯერ კიდევ აგონიაში მყოფს არაფერი გაუკეთებია იქ ყოფნისას, გარდა ჩაფიქრებული ფანჯრის რაფაზე ჯდომისა და მერე მაგიდასთან თვალების ცეცებისა.
თემომ მაგიდა აალაგა და ყველაფერი გამოგვა.
იოანემ ჭურჭელი დარეცხა, რომელსაც გზადაგზა ლევანი ენაცვლებოდა.
დარეცხილ ჭურჭელს ანდრო ამშრალებდა, ხოლო მთლიან სახლში იატაკი ერეკლემ მოწმინდა.
ნენე ჩუმად ყველას ფოტოს უღებდა კატოსთან ერთად.
კესო კი მის წინ დივანზე მჯდარ, ბიჭების შემყურე, მომღიმარ ანოს თვალ მოუშორებლივ აკვირდებოდა.

ესეც ასე, ერთად ყველაფერს მალევე მორჩნენ.


***


ახლად მოსულ მინივენში, გადანაწილდნენ და რუსთაველიდან ბენზეს გზადტკეცილისკენ დაიძვრნენ, გურიის გზას, რომ დამდგრიყვნენ.
მძღოლი ოცდაათ წალმადე მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც გზა კარგად არ იცოდა, ამიტომ მის გვერდით ანდრო მოთავსდა გზის საჩვენებლად, ანდროს გვერდით ფანჯარასთან კი ნენე დასკუპდა, მგზავრობა ცუდად მხდის და ჰაერი უნდა ვისუნთქოვო.
სულ უკან იოანე და ლევანი ერთად მოთავსდნენ, შუაში მეზობლები, თემო და კატო დასხდნენ გვერდიგვერდ, და წინ მმძღოლის უკან კესო დაჯდა შუაში, ერთი მხრიდან ანო მოისვა, მეორედან ერეკლე, ასე უკეთ დავაკვირდები მათ და დავზვერავო, ამას პლიუს მძღოლის სარკეში ყველას დავაკვირდებიო.

მოკლედ იმ პერიმეტრს კესო მთლიანად აკონტროლებდა.

ანდრო გვარად დუმბაძე იყო და ძალიანაც ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით, მითუმეტეს, რომ ნოდარ დუმბაძის გვარს ატარებდა.
ოზურგეთიდან ერთი საათის გზაზე, ნოდარ დუმბაძის სახლ მუზეუმთან ახლოს, სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა თავისი სათაყვანო ბებია-ბაბუა.
ბიძამისსაც იქვე ახლოს, მშობლების სახლთან დაედო ბინა და ხშირი სტუმარი იყო მათი.

გზაში დრო იმაზე მხიარუდალ გაატარეს, ვიდრე წარმოიდგენდნენ.
კატო და თემო ერთი წამითაც არ ისვენებდნენ და სხვასაც არ აძლევდნენ მოსვენებას, მითუმეტეს ხომ ძლის საშუალებას.
რადიოში ჩართულ ყველა სიმღერას თან ყვებოდნენ და არემარეს აყრუებდნენ, მათი თავგანწირული ვითომდა შესრულებით.
მერე ამათ შემყურე ლევანი ჯუჯღუნს იწყებდა, ნენე ტრიალდებოდა და ეუბნებიდა ცუდად ვარ და ესღა მაკლდა კიდევო, მომასვენეთ, სიცილი კიდევ უფრო ცუდად მხდისო.
რომ ვერა და ვერ აჩერებდნენ ამ ორ ბულბულს, მოთმინება გამოლეულნი სიცილისგან იჭაჭებოდნენ...
ხანდახან ჩუმი ხმით ერეკლეც აყვებოდა მათ, ამდროს ანო კი მოჯადოებული შეჰყურებდა და უსმენდა ამ უკანასკნელს, ეს ფაქტი კი კესოს ნამდვილად არ გამორჩენია თვალთახედვიდან.


სოფელში მალევე ჩავიდნენ ავტობანით, ორი საათიც არ დასჭირვებიათ.
ანდრომ ხიდის შემდეგ, ეზოსკენ მიმავალი გზაც მიასწავლა მძღოლს და მალევე გამოჩნდა ანდროს სათაყვანო კარ-ეზო.
რიგრიგობით ჩამოლაგდნენ და ჭიშკარს მიაშურეს.
უკვე ჩამოღამებულიყო, საღამოს რვა საათიც დაწყებულიყო.
დიდ ორსართულიან სახლში, მხოლოდ პირველ სართულზე, ერთ ოთახში ენთო შუქი. მალევე გაიღო ამ ოთახის კარიც და მასპინძელიც გამოჩნდა.
- ანდრო, შენა ხარ? - გამოსძახა ხანში შესულმა კაცმა, დაეჭვებით.
- მე ვარ ბაბუ, მეე - ნაბიჯს ნელ-ნელა აუჩქარა და მთელი ძალით გადაეხვნიენ ერთმანეთს.
როგორც კი გული იჯერეს, და დამიჯერეთ ეს სულაც არ მომხდარა მალე, კაცმა შესძახა:
- დედაკაცოო, გამოხედე აბა ბაღანას - და თვითონ დანარჩენებისკენ დაიძრა ღიმილით.
ანდროს ბებოც, ქალბატონი თამარაც მალევე გამოჩნდა და ისეთი სისწრაფით გამოქანდა შვილიშვილისკენ, ბევრ პროფესიონალ მორბენალს შეშურდებოდა.
- ბებო გენაცვალოს შენ - სახეზე დაატარებდა დაკოჟილ ხელებს ანდროს და თვალებიდან ცრემლები ღლაპა-ღლუპით სცვიოდა.
ამასობაში გურამი ბაბუ ყველას გაცნობოდა სათითაოდ და თან გულში იკრავდა თბილად.
- ერთი უყურეთ ამათ, თუ მოგვაქცევენ აბა ახლა ყურადღებას - ცოლს და შვილიშვილს ღიმილით თვალს ვერ აშორებდა.
თითქოს ახლა გამოერკვა თამარა ბებოც.
- უი, მომიკვდეს თავი, შვილებო - უცებ წამოიძახა და ანდროს ჩამოშორდა.
- გამარჯობათ, ბებია - მიესალმა ყველას და თბილად ჩაიკრა გულში - წეღან, რაღაცა მეტაკა, გამოვშტერდი უცებ.
- კი, კი, მარტო წეღან - გამოექომაგა გურამი ცოლს.
ყველას გაეცინა.
- ბაბუ, შემოდით სახლშიიი, მოგვეჭრა თავი, რას დაყუდებულხართ ეზოში - შეშფოთდა გურამი.
- ბებო, რითი ჩამოდით? არ მითხრა ახლა, რომ... - აქოთქოთდა თამარა ბებო.
ანდრომ შეაწყვეტინა.
- არა, ბე, ჩემი მანთქანით არ ჩამოვსულვართ, ტაქსით ჩამოვედით ყველა ერთად - აუხსნა ბიჭმა.
- მერე, შენ მამაძაღლოოო, სადაა ის კაცი, რომ ჩამოგიყვანათ? ასე უპატრონოდ გაუშვით უკან? - გურამმა ყველას ეჭვის თვალი მოავლო.
- არა, ბაბუ, აგე ნახე, ჭიშკართან გველოდება - ხელით აჩვენა თემომ.
- სად წავიდოდა, არაფერი გადმოგვიტანია ჯერ - განაგრძო ლევანმა.
- მომიკვდეს თავი, კაცი გარეთ გველოდება და ჩვენ აქ დავბჟუტურობთ - სახეზე შემოირტყა ხელები თამარამ.
- შეიყვანე ქალო, აა ბაღნები 'ზალაში' - დაარიგა ცოლი - იმ ბოვშს კიდე მე გავუღებ ჭიშკარას და შემოვიპატიჟებ, როგორც საჭიროა - ჭიშკრისკენ გაემართა გურამი.
- მობრძანდით ბავშვებო, მობრძანდით - წინ გაუძღვა ყველას.
ანდროს ხელი გადახვია და იქვე მყოფნს გაუღიმა.
ანდრომაც არ დააყოვნა ქალს ხელი წელზე მოხვია და შუბლზე მიაკრა ტუჩები.
კესომაც დრო იხელთა და ფოტო გადაუღო მათ.
შუა მისაღებში მაგიდა იყო სამ კაცზე გაშლილი, ეტყობოდა ვახშმობას აპირებდნენ, სანამ ბავშვები დაურღვევდნენ იდილიას.
- ღმერთმა, კაი დროს მოგიყვანათ ბოვშებო, ჩვენც ჭამას ვაპირებდით - თქვა ბებომ - ახლავე გავამზადებ ყველაფერს და გავშლი სუფრას - დატრიალდა თამარა.
მაგრამ ნურას უკაცრავად, გოგონები რა გოგოები იყვნენ დახმარება, რომ არ შეეთავაზებინათ.
ნაწილი ბიჭებისა მანქანისკენ დაიძრნენ სანოვაგისა და ჩანთების ამოსალაგებლად, ნაწილიც ანდროს გაჰყვა მეორე ოთახიდან სკამების შემოსატანად და მაგიდის გასაშლელად.
გურამ ბაბუს, რა თქმა უნდა, მოეხერხებინა ტაქსის მძღოლის დაყოლიება სახლში შეპატიჟებასა და ღამის გათევაზე, გარეთ უკვე ბნელა და თან დაღლილი იქნები, ნამგზავრიო, ასე ვერ გაგიშვებთო...
შენ, ჩვენი გურულების და ზოგადად ქართველების სტუმართ-მასპინძლობის შესახებ არაფერი გაგიგიაო?... ბიჭიც ნამუსზე ააგდო და სხვა გზა დათანხმების გარდა არც დაეტოვებინა მისთვის.
სამზარეულოში ერთი ამბავი იყო.
აბა რა იქნებიდა, ამდენი ქალი ერთად ტრიალებდა.
კესო კარტოფილს თლიდა, კატო ყველს ხეხავდა, ნენე სალათს ჭრიდა და კაზმავდა სუნელებით.
ანოს მჭადი დაეკრო 'ფეჩზე' და ახლა ხაჭაპურის ცომს ზელდა, თამარა ბებო საქათმეში შესულიყო ქათმის დასაკლავად.
ამასობაში ანდროს ბიძაც მოსულიყო მეზობელი სახლიდან, თურმე ვახშმობას დედასთან და მამასთნ ერთად აპირებდა, იმიტომაც იყო სუფრა სამ კაცზე გაშლილი.
მას კი აქ მისვლისას, სასიამოვმო სურპრიზი დახვდა.
გურამ ბაბუს, ტაქსის მძღოლი ავთო, მასთან ერთად ღვინის ჩამოსასხმელად წაეყვანა.
ანდროს ბიძია, გოჩა კი სახლში დაბრუნდა მაგარი, ახლად გამოხდილი ჭაჭის მოსატანად...
სადღაც 9 საათისთვის, ცამეტივე დიდ სუფრას შემოსხდომოდა, რომელიც ერთობლივი ძალებით გაეშალათ.
რიგ-რიგობით და მონაცვლებით, ხან ერთი ბიჭი, ხანაც ერთი გოგო მაგიდაზე თეფშს, ჩანგალს, დანას, ჭიქას, სალფეთქს და კიდევ უამრავ წვრილმანს ალაგებდნენ.
ამ პროცესშიც ისე გაერთნენ და იმდენი იცინეს, თითქოს არანაირი პრობლემა ან საფიქარალი არ ჰქონოდათ აქამდე.


***


მეორე დილით მასპინძლებმა დილა ადრიან გააცილეს ტაქსის მძღოლი, ავთო, სამსახურში მაგვიანდებაო და გულწრფელი მადლობა გადაუხადა მათ ასეთი მასპინძლობისთვის და თბილი დახვედრისთვის.

ბავშვები მეორე სართულზე ორ ოთახში გადანაწილებულიყვნენ.
ანოს და კატოს ერთად ეძინათ, ხოლო კესოს და ნენეს გვერდი- გვერდ საწოლებში.
ბიჭებს კიდევ არაფრის თავი არ ჰქონდათ გუშინ საღამოთი და ვის სად ეძინა ვერ გაიგებდით.
ლევანს ნახევრად გაეშალა კუთხეში მდგარი დივანი და ისე იწვა, ბავშვივით მოკუნტული.
თემო საერთოდ იატაკზე იწვა უშფოთველად.
ხოლო ორსაწოლიან ლოგინში ერთ მხარეს ერეკლეს ეძინა მისთვის ცალკე, მეორე მხარეს კი ანდროს და ამას, დამატებული იოანე ეწვა ზურგზე, რომელსაც სასაცილოდ მიეწეპებინა ტუჩები ანდროს ზურგისთვის, საჯდომი კი პატარა ბავშვივით სასცილოდ აებზიკა.

არ გაგიკვირდებათ და პირველი დილით თამარა ამდგარიყო, საწოლშიც ძლივს გაძლო, ძილშიც ბორგავდა სუფრა მაქვს ასალაგებელიო, მაგრამ ნურას უკაცრავად.
იმის მიუხედავად, რომ წუხელ ბევრი ეხვერწა გოგონებს და ლამის დაითანხმა თქვენ არ ალააგოთო, დილით მე მივხედავო, როგორც კი დაწოლილა, იქაურობა მიულაგებიათ, ყველაფერი დაერეცხათ, გაესწორებინათ და ერთი სიტყვით, იქაურობა დაეწკრიალებინათ.
დილის რვა საათი ხდებოდა მამლის ყივილზე ანომ თვალები, რომ დაჭყიტა.
მალევე მოწესრიგდა და ქვემოთა სართულისკენ დაიძრა.
კიბიდან დალანდა ეზოში, ქათმების შუაში მდგომი თამარა ბებო და მისკენ დაიძრა.
- დილამშვიდობისა, ბებო - მხიარულად მიესალმა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ჩემო გოგო - პირჯვარი გადასახა ანოს.
- ამ დილაადრიან რამ აგაყენა, ამ სააიკვდილომ გაგაღვიძა, არა? - მამლისკენ მიუთითა.
- არა, არა. ძილი კი მიყვარს, მაგრამ სუფთა ჰაერი და ბუნება უფრო - გაუღიმა ანომ.
- ღმერთმა გაგახაროს - სახეზე მოუთათუნა ხელი თამარამ.
- ხელ-პირს დავიბან და მომეცით ეგ სიმინდი მე ვაჭმევ ქათმებს და წიწილებს, თქვენ კი დაისვენეთ - შესთავაზა ანომ.
- მე რა დამასვენებს, ბებო აქ იმდენი საქმეა, მაგრამ შენი დახმარება არმინდა, ისიც გეყოფათ, გუშინ ყველაფერი, რომ დაგილაგებიათ - გაუწყრა წუხანდელისთვის თამარა ანოს.
- ბებო, ეგ ყველაფერი ბიჭებმა გააკეთესეს. ეგრე იციან ხოლმე... გვეტყვიან, თქვენ გვიკეთებთ ყველაფერს და ჩვენ გამო იღლებითო, ხოდა ჩვენც დაგეხმარებით და მივიღებთ მონაწილეობასო - აუხსნა ანომ.
- მაგათ შემოვევლე, ბებო მე - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა თამარას.
ანომ ვეღარ მოითმინა, ისე მოუნდა ჩახუტებოდა ამ საყვარელ მოხუცს, რომ დრო არ დაკარგა და მთელი ძალით გადაეხვია.
თამარამაც საპასუხოდ ხელები მოხვია და ზურგსა და თმაზე დაუსვა გოგონას.
- ღმერთმა გაბედნიეროს - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა ანოს.
ამასობაში გურამს და გოჩასაც გაეღვიძებინათ.
ანომაც ხელ-პირი დაიბანა და თამარა ბებოს მაინც გამოართვა, ჯამში ჩაყრილი სიმინდი ქათმებისთვის.
ბებოც აღარ შეწინაღმდეგებია და ქმრისა და შვილისკენ ღიმილით დაიძრა.
სამივე სამზარეულოში შეიყუჟა, რათა დილით ესაუზმათ და თავთავიანთ საქმეებს მიბრუნებოდნენ.
სოფელი არ იცდიდა.
გურამი წისქვილში უნდა მისულიყო სიმინდის დასაფრქვევად, ხოლო გოჩა ბოსტანში უნდა გასულიყო ხილის და ბოსტნეულის მოსაკრეფად.
თამარას ბავშვების გაღვიძებამდე უნდოდა საუზმის და წვნიანის გაკეთება მოესწრო.

სამზარეულო პირდაპირ ბიჭების საძინებლის ქვემოთ იყო.
მაგიდის ალაგებისას თამარა ბებოს შემთხვრევით ჩაის ჭიქა დავარდნოდა და იატაკზე ნაწილებად დამსხვრეულიყო.
ამ ხმაზე ერეკლეს გამოღვიძებოდა.
- შე დასაწვავო, თამარა გაგიხმეს ეგ ხელები, ალბათ წამოყარე ყველა ბოვში ფეხზე - გაუწყრა საკუთარ თავს ქალი.
ამ მონოლოგის მოსმენისას ერეკლეს საყვარლად ეღიმებოდა.
ბევრი აღარ მოუცდია, საწოლიდან მალევე წამოდგა, იქვე დადებული 'რუგზაკიდან' თბილი შავი როლინგი ამოიღო და გადაიცვა.
მერეღა მოავლო ოთახს თვალი და ხმამაღლა, რომ არ გასცინებოდა ქვემოთა ტუჩს კბილებით ჩაებღაუჭა.
როგორც კი დამშვიდდა, შეეცადა ოთახი ფეხაკრებით დაეტოვებინა, რათა სხვებისთვის არ დაეფრთხო ძილი.
აივანზე გადგა ფეხი თუ არა, ამოისუნთქა, თითქოს აქამდე ბომბზე დადიოდა და სუნთქვის უფლებაც არ ჰქონდა.
მოაჯირთან მისულმა, მხოლოდ მაშინ დაინახა ეზოში, ქათმების შუაგულში მიწაზე მოკალათებული ანო, როგორ აჭამევდა და ესაუბრებოდა წიწილებსა თუ ქათმებს.
მისი ამ ფორმაში დანახვისას ტანში სასიამოვნოდ გასცრა.
გრძელი ოქროსფერი თმა ზურგზე დაჰფენოდა გოგონას, რომელიც
მზის სხივზე კიდევ უფრო კაშკაშებდა და ბრწყინავდა.
ერეკლეს ახლა ნამდვილად გაუჭირდა სუნთქვა.
აივნის მოაჯირს ძილივ-ძლივობით დაეყრდნო და თვალმოუშორებლად მიაშტერდა წიწილებთან საყვარლად მოკისკისე ანოს.




იმედი მაქვს, მოგეწონათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent