ყველა'ფერი ( მეათე თავი )
უიჰჰ, წინ რა გელით... *** ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ერეკლე განუძრევლად, ანოს შემყურე, ეზოში თამარა ბებო, რომ არ გამოჩენილიყო. გონს მალვე მოეგო, აივნიდან მათ დილა მშვიდობისა უსურვა და კიბეზე დაეშვა ღიმილით. ერეკლეც მათკენ დაიძრა. - დილა მშვიდობის, საყვარელო - გაუღიმა თამარამ. - მშვიდობიანი დილა - დაუბრუნა ანომაც პასუხი. - ამ დილაადრიან რამ გაგაღვიძა, გენაცვლოს შენ ჩემი თავი - ხელი დაუსვა მხარზე ბებომ ერეკლეს. ერეკლემაც საპასუხოდ ოცდათორმეტივე კბილით გაუღიმა მოხუცს და მხრები უდარდელად აწია. აბა ქალს ხომ არ ეტყოდა, შენმა ქოთქოთმა გამაღვიძაო... - რამდენი ქათამი გყოლიათ - თვალი მოავლო იქაურობას ერეკლემ. ახლაღა წამოიმართა ანოც ფეხზე. - სულ ოცდახუთია - გაიკრიჭა ანო - ჩვიდმეტი ქათამი და რვა წიწილა - ყველას გაეღიმა. - მორჩი ბებო, ამათ გამოკვებას? - ჰკითხა ქალმა. - კი, თამარა ბებო, ახლა მაღაზიაში წავალ და დანარჩენებს ბორჯომსა და ნაბეღლავს მოვუტან, გუშინდელის შემდეგ დარწმუმევული ვარ, დასჭირდებათ - ცარიელი ჯამი ქალს გაუწოდა და სახლისკენ დაიძრა. უცებ რაღაც გაახსენდა და მის უკან მომავალ, ერეკლეს და თამარას მიუბრუნდა. - ერეკლე, შენც ხომ დალიე გუშინ კი, მაგრამ თავი არ გტკივა? ასე ადრეც ამდგარხარ.... - გაკვირვებულმა ჰკითხა. ერეკლეს ჩეღიმა. - ბევრი არ დამილევია და რაც დავლიე, ისიც ნელ-ნელა, ამიტომ არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს - უპასუხა ბიჭმა - იმათმა იკითხონ თორემ .... - თავით მიანიშნა მეორე სართულისკენ. - აა კაციი - თქვა თამარამ და სახლში პირველი შევიდა. ერეკლე უკვე გვერდში ამოდგომოდა გოგონას. - მეც წამოვალ მაღაზიაში, გაგიჭირდება ამდენი რაღაცის წამოღება - შესთავაზა ერეკლემ. - მე, რომ ჩვეულებრივი გოგო არ ვარ? - და მე, რომ ეგ არც მითქვამს? - აბა, რატომ უნდა გამიჭირდეს, მე ძალა არ მაქვს თუ რა? - სასაცილოდ დაიმანჭა და ხელი დაჭიმა. ერეკლესაც გაეცინა მის ამ საქციელზე და უთხრა: - კარგი, მაშინ ასე გეტყვი - ცოტახანი შეჩერდა და მალევე განაგრძო - შენთან ერთად მინდა წამოსვლა. ანოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. მკრთალად გაუღიმა, თუმცა საპასუხოდ ვერაფერი უთხრა. ერეკლე კი გაბადრული თვალებით მისჩერებოდა გოგონას. შემოსავლელ კართან ჩამოკიდებულ მოსაცმელს და ყვითელ შარფს დაწვდა ანო, პატარა შავი ჩანთიდან საფულეც ამოიღი და უკვე გამოწყობილი ერეკლესკენ დაიძრა, რომელიცც თამარა ბებოსთან ახალი მაღაზიის გზას არკვევდა. არც ისე შორს არისო, სულ რაღაც 7 წუთი თუ დაგჭირდებათ მისასვლელადო. ერეკლეს კი ეცოტავა, მაგრამ რას გააწყობდა?! ანო მართლა არ გავდა ჩვეულებრივ გოგოს, ჩვეულებრივს კი არა, საერთოდ არავის არ გავდა. რაღაცებს, რომ განიცდიდა და მისთვის ფიქრობდა, ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ ერეკლესთანაც მორიდებული, დარცხვენილი გოგონსავით უნდა მოქცეულიყო?! - აბა, როგორ მოგწონს აქაურობა? - ჰკითხა ერკელემ, თვითონ ხომ აქ არ იყო პირველად. - სიმართლე თუ გაინტერესებს, მე ზოგადად ცხოვრებაში, ყველაფერი მომწონს, რადგან ყველაფერში ვხედავ რაღაც ღირებულს - დაიწყო ანომ - აქაურობა კი ნამდვილად, უზომოდ მომწონს. აბა რა ჯობია, სოფელს, სუფთა ჰაერს, ნამდვილ ადამიანებს და ნამდვილ ცხოვრებას, სადაც არც ტექნოლოგიებია ზედმეტი და არც პრობლემები. - პრობლემები ყველგან არის, მას ვერც გავექცევით - თქვა ერეკლემ. - მერე და, ვინ თქვა, რომ პრობლემები აქ არ არის ან აუცილებლად უნდა გავექცეთ მათ? - ალბათ ახლა ფიქრობ, რომ ყველა სიტყვაზე გეკიდები, არა? - გაუღიმა ერეკლემ. - არა, პირიქით მგონია, რომ ყურადღებით მისმენ. უბრალოდ წეღან ზედმეტ პრობლემებში ვიგულისხმე ის, რაც ქალაქებშია, მაგრამ არ არის სოფლებში. - მართალია - დაეთანხმა ერეკლეც. მალევე შეცვალეს თემა. - ხომ, ნამდვილად სწორად მივდივართ ერეკლე? - ჰკითა ანომ - მე გზა არ მიკითხავს, თამარა ბებოსთვის. - კი, საადაცაა მივალთ უკვე. - რა საყვარლები არიან, არა ანდროს ბებია და ბაბუა? თამარა ბებოს, რომ ვუყურებ, მინდა სულ ვეხუტებოდე და იმ საყვარელ ლოყებს ვუკოცნიდე. - უდიდესი სიყვარულით და სითბოთი თქვა ანომ. - თამარა ბებო და გურამი ბაბუ, მართლაც, სულ სხვა განზომილებაა. ნამდვილი ბებო და ბაბუ არიან - თქვა ერეკლემ და ოროვეს გაეღიმათ. შემთხვევით ერეკლემ დააცემინა. - უკაცრავად, ალბათ გავცივდი - თქვა გაკვირვებით მან, რადგან ვერ ხვდებოდა სად უნდა მოესწრო გაციება. - არა, რა უკაცრავად. ასე თხლად, რომ წამოდი, მხოლოდ როლინგის ამარა, მაგის ბრალი იქნება. ჯერ კიდევ სიცივეებია, მარტის თვე, ხომ იცი, როგორი ცვალებადია? ერთ დღეა შეიძლება ისე ცხელოდეს, მოკლესახელოიანები მაისურით დაიწყო სიარული, მეორე წამს კი, შეიძლება ცა ჩამოიქცეს, ისეთი წვიმა წამოვიდეს. საერთოდ არ აინტერესებდა ერეკლეს მისი გაციების ამბავი, პატარა ბავშვივით მოტაატე ანოს თვალს ვერ აშორებდა, საუბრის დროსას, უნებურად ხელებს, რომ იქნევდა აქეთ-იქით. გოგონათი მონუსხულმა, საერთოდ ვერ შეამჩნია, როგორ შემოხვია ანომ თავისი შარფი კისერზე. - აი ესე უკეთესია - გაუღიმა ანომ და ცერებზე აწევით ბიჭთან ზედმეტად მიახლოებულმა მალევე მოაშორა ხელები მის შარფს - შეიძლება ქურთუკის დანიშნულებას ვერ გასწვდეს, მაგრამ სიცივეს ცოტას შეგიმსუბუქებს. ერთ ადგილზე გახევებული ერეკლე კი ძლივს ფიქრობდა, ისეც ხომ ცუდად მხდის მისი დანახვა და მოახლოვება, ახლა კიდევ სულ მთლად ბოლო უნდა მომიღოს, მისი გამაბრუებელი სურნელითო?! მაღაზიაში ბევრი რამ არ ჰქონდათ საყიდელი, მოხუცებს ისედაც ყველაფერი ჰქონდათ თანაც ნატურალური სახლში, ამას პლიუს წინა ღამითაც უამრავი რაღაც ჩამოეტანათ, უბრალოდ მინერალური წყალი და ტკბილი ნამდვილად არ მოეპოვებიდათ შინ. ანოს თანხა უნდა გადაეხადა ერეკლემ, რომ დაავლო ცელოფნებს ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა. - ერთი წუთი... ერთი წუთით, არ მითხრა, რომ... - ერეკლეს მალევე წამოეწია - შენ გადაიხადე.. - კარგი, არ გეტყვი - გაუღიმა ერეკლემ. - რა საქციელი ახლა ეს - გაიბუსხა - ჯერ ეს ერთი, მაღაზიაში წამოსვლა მე ავიჩემე, ამას პლიუს, მე არ მიყვარს მსგავსი რაღაცები - განაგრძო მან - გავიყოთ თანხა, რაც გადაიხადე - თქვა ანომ და გაშტერებულ ერეკლეს ახედა. - რა ვქნათ? - ჰკითხა ერეკლემ. - ხო, თანხა მაინც გავიყოთ, ამასაც იმიტომ გთავაზობ, რომ ვიცი ყველას მაინც არ გამომართვამ. - ანო, რას მეუბნები? - მართლა ძალიან დაიბნა ერეკლე. - მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ - ალუღლულდა ანო - ყველაფერში ერთნაირი უფლებები გვაქვს. ანუ შენ, რომ ახლა ფეხბურთის ბილეთი მიყიდო, მე აუცილებლად დასალევს და სნექებს ვიყიდი, ისევე როგორც შენ. ანუ 50/50 რა. - რა საინტერესო გოგო ხარ შენ - გაუღიმა ერეკლემ - ანუ ფეხბურთის ბილეთი, ხომ? ახლაღა მოეგო გონს ანო და გაიზრა რა თქვა. - არა, არა, მე ეგ არ მიგულისხმია - დაიწყო ხელებით ახსნა ისევ - ეგ მაგალითად მოვიყვანე... ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ... - შეაწყვეტინა ერეკლემ. - იმის თქმა გინდოდა, რომ თუ ერთი რაღაცას გააკეთებს, მეორემაც ანალოგიურად უნდა მიიღოს მონაწულებაო. ანუ მე თუ საჭმელს გავაკეთებ, შენ ჭურჭელს დარეცხავ და რაღაც მსგავსი რა... - სასაცილოდ დაიმანჭა ერეკლე. - ხო, აი ზუატად, მაგას ვამბობ მეც. ხოდა, რამდენი გადაიხადე? - კვლავ განაგრძო ანომ. - მერედა ვინ თქვა, რომ მე მაგაზე თანახმა ვარ? ანო ლოყებზე პომიდორივით წამოწითლდა. - ხო, მაგრამ შენ ხომ თქვი, რომ... - კი მე ის ვთქვი, რაც შენ. ნამდვილად გეთამხმები იმაში, რომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს ყველაფერში მონაწილეობა, მაგრამ არ მითქვამს, რომ ეს ამჯერად უნდა მოხდეს. - აუხსნა ერეკლემ. - იმაში ორი აზრი არ არის, რომ ხანდახან ადამიანებმა ერთმანეთს რაღაცები უნდა გაუკეთონ ან უყიდონ კიდეც, ისე უბრალოდ, მაგრამ ახლა.... - კარგი, რა ანოოო, გვეყოს ამაზე საუბარი, აზრი არ აქვს. - ერეკლე, ეს რანაირი საქციელია ახლა? - გაიბუსხა ანო და გულმკერდთან ხელები ბავშვივით გადაიჯვარედინა. სოფლის ცენტრს ახლახანს გაცდენილიყვნენ. მალე ისევ ანომ დაიწყო. - ცელოფნები მაინც მომეცი, მაგას მაინც დავიჭერ. ერეკლემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ამით კიდევ უფრო გააბრაზებდა გოგონას და პატარა, მჩატე ტკბილეულით სავსე ცელოფანი გაუწოდა. - ეს რაა არიიის? - ჰკითხა ანომ გაფართოებული თვალებით. - რადა, შენი წილი ცელოფანი - გაუღიმა ერეკლემ და ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას, სიცილით ჩამოშორდა. მაღაზიიდან დაბრუნებულებს და-ძმა ქაჯაიები გაღვიძებულები დახვდათ. ცოტა არ იყოს, კესოს კი გაუკვირდა, ამ ორის ერთად ხილვა, მითუმეტეს, რომ ანოს აშკარად ეტყობოდა ხასიათის ცვლილება, ერეკლეს კი ზედმეტად გაბრწყინებული სახე ჰქონდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია ქაჯაიების ასულმა. - ასე ადრე, როგორ? - ჰკითხა ერეკლემ და-ძმას - კარგად ხართ? - რავიცი აბა, ზურგმა შემაწუხა და გამეღვიძა - თქვა ლევნმა. - რაიზა ბებია? - ახლად გამოჩენილმა ბებომ ჰკითხა. - თამარა ბებო, გუშინ ჭკუაც კი არ მომეკითხებოდა, ისე დავწექი, მადლობა ღმერთს კიდევ, საერთოდ ფეხზე დგომა, რომ შემიძლია. გაეცინა ყველას. - მე კიდევ - კესომ დაიწყო - რაღაცა მწერმა გამაღვიძა და ვეღარ მოვისვენე, მერეღა შევამჩნია შენც, რომ არ იყავი ოთახში და ვიფიქრე, ჩავალ დავეხმარები ხალხს თქო - უთხრა კესომ ანოს. - რად მინდა, ბებია მე თქვენი დახმარება, ისედაც ზედმეტს აკეთებთ და წუხდებით. - რა ლაპარაკია ახლა ეს, თამარა ბებო, ჰა? - ჰკითხა კესომ და ქალისკენ გაემართა გადასახვევად. - ანომ ნაბეღლავი მოგიტანათ - თქვა ერეკლემ და ახლაღა მოაგონდა ცელოფნების მაგიდაზე დაწყობა. - მე არაფერიც არ მომიტანია, არც ფული გადამიხდია და არც სახლამდე მომიტანია ჩემით.. - თქვა ანომ ჩვეულებრივად. - ინიციატივა, ხომ შენი იყო, არა?! - უპასუხა ერეკლემაც. - ანო, ჯიგარი ხარ რა - მხარზე ხელი დაკრა ლევანმა და ცელოფნიდან ერთი ბოთლი ამოაცალა ერეკლეს. ყველაფერი ამოალაგეს, თამარასაც მიეხმარნენ, ამასობაში გურამიც დაბრუნებულიყო და ცოლ-ქმარი მეზობლის სანახავად დაიძრა. თამარა ბებომ, ჩვენ მეზობელ სახლში იზო ბებო ცხოვრობს მარტოვო, ეს დღეები წნევები აქვს და ხანდახან ვინახულებთ ხოლმე და საჭმელი გადაგვაქვს მე და გურამსო.. ახლაც თამარა ბებო ხელებ დამშვენებული, თავისი გაკეთებული სუპით და გურამი ბაბუ ჭადის ფქვილით იზოს სახლიკენ მიემართებოდნენ. - ახლა ჩვენ რა ვაკეთოთ? - იკითხა კესომ. - რავიცი, აბა... - უპასუხა ძმამ. - ჩაის ხომ არ დალევთ, ხომ არ გვესაუზმა? - იკითხა ანომ. - არაა, მე და ლევანს დილით ჭამა არ გვიყვარს, აი შენ და ერეკლემ ისაუზმეთ - თვალი ჩაუკრა კესომ. - არა, მადლობა, მე არაფერი არ მინდა... თან დანარჩენებს დაველოდოთ და მერე ვისადილოთ, თორემ არამგონია, როცა ეგენი გაიღვიძებენ კვლავ საუზმის დრო იყოს - თქვა ერეკელემ. - მე არაფერი მინდა, თქვენ გკითხეთ უბრალოდ - აუხსნა ანომ. - ხოდა, მაშინ რამე მოვიფიქროთ რა, სანამ ისინი ადგებიან და ბებო-ბაბუც უკან დაბრუნდებიან. - რამე ვითამაშოთ - აყვა კესოს ლევანიც. - მაგალითად? - იკითხა ანომ. - ეტყობა შენ თავმა გაგიარა - გაუცინა ლევანს ერეკლემ. - თუ ძმა ხარ, ნუ მახსენებ რა. ვითამაშოთ და ყურადღებასაც გადავიტან. - აა, მე წამოვიღე ბადმინტონი, თუ გინდათ სამი წყვილი მაქვს და ვითამაშოთ ოთხში. - სამი წყვილი? - გაუკვირდა ლევანს. - ხო, მე და კატოს ძალიან გვიყვარს და სულ რამდენიმე შეკვრა დაგვაქვს თან. ვინმემ თამაში, რომ გვთხოვს ისე ვათხოვოთ ჩვენც, რომ არ შევწყვიტოთ თამაში - ღიმილით აუხსნა იქვე მყოფებს ანომ. - მაშ, რა გაეწყობა, ვითამაშოთ - დასთანხმდა ერეკლეც. - წყვილებში როგორ ვნაწილდებით? - იკითხა ლევანმა. - მე და ანო, შენ და ერეკლე - უპასუხა კესომ. არ მისცა საშვალება ერეკლეს და ანოს წყვილში ყოფილიყვნენ, რადგან მყარად გადაწყვეტილი ჰქონდა მოგება, თან ისე, რომ სურვილებზე ეთამაშათ და თავისი სურვილი ერეკლესთან ჰქონოდა. - ოღონდ რამეზე ვითამაშით რა - თქვა კესომ. ანოც დაეთანხმა, ეგრე უფრო საინტერესო იქნებაო. - ბუქნებზე? - იკითხა ლევანმა. - არა, რა ბუქნებზე. სურვილევზე - თქვა კესომ. - კი ბატონო - სიამოვმებით დათანხმა ერეკლეც და მოსალოდნელი შანსისთვის მოემზადა. ანგარიში 13 : 11 დამთავრდა გოგონების სასარგებლოდ. ანოს სიტყვის თქმა არ აცალა კესომ და მანვე განაცხადა: - მე სურვილი ერეკლესთან მექნება, შენ კიდევ ლევანთანო. ჩემ ძმას ისიც ეყოფა, ჩემი ძმა რომააო. რა გაეწყობოდა? ამასობაში დანარჩენებსაც გაღვიძებოდათ, თამარა და გურამიც დაბრუნებულიყვნენ შინ და შუადღის ორი საათისთვის ყველანი მადიანად შექცეოდნენ სადილს, რომელიც ამჯერად მხოლოდ თამარა ბებოს მომზადებული გახლდათ. მალევე მიალაგეს, მოწესრიგდნენ და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ გაემართნენ. მანქანა არ ჰყავდათ, ამიტომაც გზას ფეხით დაადგნენ. მშვენივრად მოილხინეს, მუზეუმიც დაათვალიერეს, ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და შვიდი საათისკენ დაქანცულებმა მიაშურეს სახლს. საღამოს კოცონი დაენთოთ და ყველანი ირგვლივ შემომსხდარიყვნენ. ანდროს თხოვნით, ნაკვერჩხალზე კარტოფილს და სიმინდს წვავდნენ. ნენეს იქვე ახლოს თავისი გიტარაც მოემარჯვებინა. ანომ საკუთარი სურვილის გამოყენებაც მაშინ მოინდომა, როცა გაიგო ლევანის შესაძლებლობების შესახებ. სთხოვა საყვარელი ლექსი წაეკითხა და თუ კიდევ ვინმეს სურვილი ექნებოდა, ისიც შეერთებოდა ამ ყველაფერს. უკუნით სიბნელეში, რომელსა მხოლოდ ეზოს შუაგულში დანთებული ცეცხლი არღვევდა, საამო ხმა გაისმა: ,, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვლავარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო!" გალაკტიონ ტაბიძე - ,,მესაფლავე" ლევანის შემდეგ კატომ გამოიჩინა ინიციატივა: ,, რომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!" აკაკი წერეთელი - ,,მუხამბაზი" კატოს კესოც მიჰყვა: ,, გახსოვს? ტოტი ქარისა აქანებდა მთვარესა... ნეტავ ახლა სადა ხარ და რომელსა მხარესა..." გალაკტიონ ტაბიძე - ,, ეს მშობლიური ქარია" ანდროც შეუერთად მათ: ,, მჭიდში მაქვა ათი საშუალო ტყვია. პირველი იმას მხდალი, რომ ჰქვია; მეორე ტყვია ღალატზე წამსვლელს; მესამე იქვე, მათსავე დამცველს; მეოთხე ტყვია ენის მიმტანებს; მეხუთე სარგებელს, ვინც კი იმატებს; მეექვსე ტყვია დამჩაგვრელს სუსტის; მეშვიდე კარგების ზარალს, რომ უცდის; მერვე დამგმობელს თავისა ერის; მეცხრე ურწმუნოს ღმერთის და ბერის; მეათე ტყვია ეკუთვნის ბოროტს. მეათე ბოლოა და გეტყვით ბოლოს... მჭიდში მაქვს ათი საშუალო ტყვია, მაგრამ არცერთი არ გამისვრია..." კოკა კობალაძე - ,, მჭიდში მაქვს ათი საშუალო ტყვია" მათ გამოწვევას არც გურამ ბაბუ ჩამორჩენია: ,, აი, ხომ ხედავ, გავიდნენ წლები და მაინც შენი ერთგული დავრჩი, ერთგული სულის და არა ვნების, ქალის კი არა - უმწეო ბავშვის. და, არა ტანჯვით, არამედ შვებით ისევ დაგეძებ, ისე, ვით მაშინ და შენი თეთრი ამაყი მხრები კვლავ განთიადი მგონია ქარში." თამაზ ჭილაძე - ,, აი ხო ხედავ, გავიდნენ წლები " ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვისაც მიემართებოდა გურამ ბაბუს წაკითხული ლექსი. მთელი ამ დროის მანძილზე თვალი წამითაც კი არ მოუშორებია თამარა ბებოსთვის, რომელსაც ღლაპა-ღლუპით სცვიოდა ცრემლები. გურამის შემდეგ, ასპარეზზე ნენე გამოჩნდა. ,, შენს თვალში ჩანს ალი ალს შემდეგ ფერფლისა, ფერფლი სიყვარულისა, რომელიც იწვოდა დროთა შორისა. დაე ის მდუმარე ღიმილი, რასაცა სდევს სიცილის მიზეზი, განაათდა და გამოჩნდა ის... მდუმარე... აციმციმდა და ამამციმციმა, საბოლოოდ დაცემულმა ვარსკვლავმა ზღვაში..... ვინ არის ის ნეტარი?! მორიელია! მორიელი! ვერ დამკბენს შხამსა ჟამსა ესაო! გულსა წაიღებს, მდუმარე სამარემდე... წაიღებს იმედგაცრუებას და გრძნობასო! დაე მისი ნაკოცნი შხამსა უდრისო, შხამსა უკიდურეს სიამოვმებისა, შხმასა უსაზღვრო ბედნიერებისა! შენს თვალში ჩანს ალი! ალი მდუმარე! ალი ცოცხალი! ალი ფერადი!" ,,სულის სანთლები" ნენეს შესრულებით ყველა გაკვირვებული დარჩა, მაგრამ მალევე შეცვალა გაკვირვება, სიამოვნებამ, როდესაც ანდროს ბიძიამ, გოჩამ გააგრძელა პოეზიის ერთგვარი საღამო: ,, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხელე, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე. განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება, ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცმა. ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა, უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა. ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია, სახე მწუხარებით მიუმწუთხებია... სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ არ გაბედო - რომ შენ დაიღალე." გალაკტიონ ტაბიძე - ,, სიტყვა არ წამოგცდეს..." გოჩას ხმაში, ფოლადივით ჟღერდა სინანული და ყველა კარგად ხდებოდა ამ დაღლაში რაც იგულისხმებოდა. ერეკლე მოუთმენლად ელოდებოდა ანოს ნარნარა ხმას, ძალიან აინტერესებდა რომელ ლექსს წაიკითხავდა იგი. ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია, რადგან მალევე გაჟღერდა ანოს წკრიალა ხმაც: ,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი! არაერთს ისე მოეღო ბოლო, თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! სად არის იგი, ეს ღმერთმა იცის! იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის, ათასში ერთი გამხდარა ღირსი." მუხრან მაჭავარიანი - ,, ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ" ანოს გზას დაადგა თემოც: ,, და განუწყვეტილ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს ვიზეპირებდი შენ ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს." ოთარ ჭილაძე - ,, ჩრდილები " თემოს ამდენი ხნის მანძილზე ჩუმად მჯდარი იოანე მიჰყვა: ,, როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ, ჩამოილევა სიზმარში ავი, მხოლოდ ამას გთხოვ - იქნებ შენს მუხლზე ესვენოს ჩემი დაღლილი თავი." თამაზ ჭილაძე - ,, მხოლოდ ამას გთხოვ. " თამარა ბებოს დროც დამდგარიყო.. მხრებზე მოხვეული შარფი თავზე ჩამოიფარა და გასუსულ, მის მომლოდინე ბავშვებს თვალი მოავლო: ,, ...და მაინც დიდი გზაა იქმდე, კვლავ შევესწრები ხის აყვავებას, კვლავ შემაწუხებს, რაც დავიქადნე, ქმნად სიკეთისა, რაც მაკავებდა. და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა, გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან, მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია." ხალხური 1975წელი - ,, რა წამსაც კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. " თამარა ბებოს ხმაში უზომო სინანული, ტკივილი და ვედრება იგრძნობოდა, რასაც მისი ცისკენ აღმართული ხელებიც ადასტურებდა. ამასობაში მხოლოდ ერთი ადამიანიღა დარჩენილიყო. ერეკლეს ყველა იქ მყოფი დაჟინებით მისჩერებოდა და ამით მიანიშნებდნენ, რომ მისი რიგი დამდგარიყო. ერეკლემ ღრმად ჩაისუნთქა, ერთი შეხედვა ანოსაც შეხედა, შემდეგ კი, ლამაზად აკაიფებულ ცეცხლს გაუშტერა მზერა და დაიწყო: ,, რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი. და თუ არ ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, და მე დღეს არ ვნაღლობ, დაე ვცდებიდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული, ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა, და სიყვარულის დღესასწაული. " გალაკტიონ ტაბიძე - ,, რაც უფრო შორს ხარ. " და თითქოს, ( რაღა თითქოს ) ერეკლე ამ სიტყვებით გრძნობებში უტყდებიდა ვიღაცას. იდეალურზე, იდეალური საღამო გამოდგა... იმედი, მაქვს ისიამოვნებთ... ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.