ყველა'ფერი ( მეთერთმეტე თავი )
ახალი თავი გელოდებათ... *** წითელი პარასკევი იყო, იმ დღეს. უამრავი საქმე ჰქონდათ, მალევე ადგნენ, ისაუზმეს, ერთობლივი ძალებით მიალაგეს სახლი და ნაბეღლავისკენ დაადგნენ გზას. იქამდე ფეხით ნამდვილად ვერ მივიდოდნენ, ამიტომ დილის 11 საათისთვის სოფლის ცენტრში მოსულ სამარშრუტო ტრანსპორტს მიაშურეს, უმარავი ცარიელი ბოთლის თანხლებით. თამარა ბებომ სთხოვა მათ, წამოეღოთ სახლისთვისაც მინერალური წყალი. ბავშვებს ანდროს ბიძიაც გაჰყოლოდათ, გურამი კი მეზობელთან ერთად სათევზაოდ წასულიყო. თამარა ბებომ კვერცხებს შევაგროვებ, ფხვნილის გავამზადებ და, როგორც კი უკან დაბრუნდებით ერთად შევღებოთ კვერცხებიო. გზაში გოჩას მოყოლილ ისტორიებზე ყველანი ერთად გულიანად იცინოდნენ. მალევე გამოჩნდა ნაბეღალვიც. არც ისე ბევრი ხალხი იყო იმდროისთვის იქ. სავარუდოდ, ყველა აღდგომისთვის ემზადებოდა და იმიტომაც, მხოლოდ უცხოელ ტურისტებს მოეყარათ იქვე თავი. ყველამ ერთად დაიკავა რიგში ადგილი, თითოს ორი ბოთლი მაინც ჰქონდა ხელში, სანამ ამათ გაავსებდნენ, კი გახდბოდა საღამოც. იქვე ახლოს, ტრიალ შუაგულში ოთხი ბავშვი თამაშობდა წრეში ბურთს, როგორც კი, ეს ანომ და კატომ შეამჩნია თვალებში ჭინკები აუთამაშდათ. ბოთლები ნენეს და კესოს მიაჩეჩეს და ბავშვებისკენ დაიძრნენ. სანამ ესენი ბავშვებს გაეცნენ, საქმე ჩააწყვეს და მათ სათამაშოდ შეუერთდნენ, თემოს და იოანეს ბოთლებიც გაევსოთ. ორივე მათკენ დაიძრა და საყვედურიანი მზერა მოავლეს იქვე ატუზულ გოგოებს. - ქალბატონებო, რატომ მოგვტეხეთ წრეში ბურთიდან? - იკითხა იოანემ სერიოზული სახით, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. - იქნებდა ჩვენც გვინდოდა ამ ჭინკების გაცნობა და მათთან ერთად თამაში? - გააგრძელა თემომ. - ჩვენ უბრალოდ - დაიწყო კატომ. - კაი, გოგო რა სახე გაქვს, მართლა კიარ გეჩხუბებით - თქვა თემომ. ყველამ დაინახა როგორ შვებითაც ამოისუნთქა კატომ და გაეღიმათ. ნელ-ნელა მათ ანდრო და კესოც შემოემატნენ. დანარჩენები ისევ რიგში იდგნენ, როდესაც მათ გოჩამ შესთავაზა მე ავავასებ დარჩენილ ბოთლებს, თქვენ წადით და მათ შეუერთდითო. ასე შეემოემატნენ სხვებსაც ნენე, ერეკლე და ლევანიც. სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა. 6 - 7 ზე იყვნენ. თემო არჩევანი იყო, კესო არადანი. თემოს ჯგუფში კატო, ნენე, ანდრო და ორი პატარა ბავშვი აღმოჩნდა, რომლებიც მათ გამოჩენამდე თამაშობდნენ წრეში ბურთს. დანარჩენებს კი კესოს ჯგუფში მოეყარათ თავი. კესოს დამსახურებით იყვნენ ერეკლე და ანოც ერთ ჯგუფში. ამას პლიუს და-ძმა ქაჯაიებიც ერთად იყვნენ, ბონუსად დამატებულ ორ ბავშთან და იოანესთან ერთად. ორივე მხარეს სამი სამზე გადანაწილდნენ, რათა ბურთები ჩაეწოდებინათ. წრეში თავიდან ოთხნი იყვნენ: ლევანი, იოანე, მარიამი და ანა. კესოს თავისივე გათვლით ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის დაეტოვებინა, ერეკლეს და ანოს სახით, მასთან ერთად. ლევანი მალევე დაჭრა ანდრომ. ლევანს მარიამი მიყვა, რომელსაც ბურთი საკმაოდ მწარედ მოხვდა თავისივე პატარა მეგობრისგან, ლუკასგან. ამასობაში ერეკლე შეემატა მარტოდ დარჩენილ იოანესა და ანას. იოანე ნენემ დაჭრა, თან ისე კი არა?! პირდაპირ ათიანში გაარტყა, თავი გაუხეთქა ბიჭს, რაზეც ყველას ისტერიკული სიცილი აუვარდა. ანოც შეუერთდა წრეში მდგომებს. პატარა ანამ ვეღარ მოახერხა კატოს ნასროლი ბურთის აცილება და მალევე დატოვა წრე. ამასობაში კესომაც ინება ასპარეზზე გამოჩენა და სამეულის სახით, წრეში ერეკლე, კესო და ანო დარჩნენ. კესო ჩვეულებრივად განაგრძობდა თამაშს, სანამ თავში აზრმა არ გაუელვა, მარტო დაეტოვებინა ერეკლე და ანო წრეში. ესეც მოიქცა, თითქოსდა ვერსად გაექცა თემოს ნასროლ ბურთს და მალევე დატოვა წრეც. ამასობაში ერეკლე და ანო საკმაოდ კარგად და დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდნენ ბურთების აცილებას. ის ის იყო ანოს მიმართულებით ანდრომ ბურთი ისროლა, უცებ ერეკლეს ხელი, რომ შემოეხვია წელზე და მეორე მხარეს გადასვა. ერთი შეხედვით ერეკლემ ამით გოგონა მარცხს გაადრჩინა, მაგრამ აბა ანოსთვის გეკითხათ რა დაემართა? არანაკლები გავლენა იქონია ერეკლეზე თავისივე დაუფიქრებელმა საქციელმა, მაგრამ აბა ამდენ ხალხში ხომ არ შეიმჩნევდნენ რაიმეს, არა?! თუმცა ეს მომენტი და საერთოდ ეს ყველანაირი დეტალი, კარგად იყო აღბეჭდილი ნენეს მიერ გადაღებულ ვიდეოში. თამაში კესოს ჯგუფის გამარჯვებით დასრულდა ანოს დამსახურებით. ერეკლე მალევე დაჭრა პატარა გიგიმ და ანომაც უდიდესი ძალისხმევით აიცილა 20 ბურთი. ( ანო 19 წლის იყო, ერთით მეტი ბურთიც აიცილა და გამარჯვებაც იზეიმეს, მართალია მალე გახდებოდა ანო 20 წლის, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა თამაშისთვის ) *** სახლში დაბრუნებულებს კესოს ერთი შეხედვით სასტიკი იდეა დაებდა, წაგებულები ბოსტანში მუშაობით დაესაჯა. მე თუ მკითხავთ მშვენიერი იდეა გახლდათ. თამარა ბებოს და გურამი ბაბუს დაეხმარებოდნენ. ეს ამბავიც მალევე გადაწყდა. ანდრო და თემო თამარა ბებოსთან ერთად, კარტოფილს დასარგავად გაეშურნენ. კატო და ნენე გურამ ბაბუს და გოჩა ბიძიას გაყვნენ სიმინდის მოსაკრეფად. კესომ დანარჩენებს ხელი დაავლო და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმწიფებელი თხილის მოსაგროვებლად გაიყვანა ბოსტანში. ამასობაში ყველანი ისე გადაანაწილა კესომ ერეკლე მხოლოდ მას, რომ დაემარტოხელებინა. ანო და ლევანი ერთ ხესთან იდგნენ და მიწაზე დაყრილ თხილს გოდორში ყრიდნენ. იოანე ხეებს აქანებდა, ნენე ამასობაში კი ძირში ჩამოყრილ თხილს აგროვებდა. - ისე ქალბატონო, მშვენირი იდეა იყო ბოსტანში გამოსვლა - დაიწყო ერეკლემ - ამით ბებოს და ბაბუს ისე დავეხმარებით, თითქოს მხოლოდ შენს სურვილს ვასრულებთ. - ერეკლე - შეეცადა რაც შეიძლებოდა დაბალ ხმაზე ესაუბრა - მოვიფიქრე ჩემი სურვილი. - აბა, გისმენ შე ჭინკა - ცხვირზე ჩამოკრა ხელი ერეკლემ კესოს. - მინდა, რომ რამდენიმე შეკითხვაზე გულწრფელად მიპასუხო. - და ამისთვის სურვილი რა საჭიროა, როდის მომიტყუებიხარ ან დამიმალავას რამე შენთვის? - ეგ არაფერს შუაშია, უბრალოდ მინდა, რომ უფრო დარწმუნებული ვიყო. - კაი, ბატონო, რა პრობლემააა... უბრალოდ რამდენიმე შეკითხვაში, რამდენი იგულისხმება? - ნუ ნერვიულობ, ბევრი არა - გაუცინა კესომ. - მაშ, დავიწყოთ. - იცოდი ლიფტის კარზე, რომ ანო გწერდა? - დაუსვა პირველი კითხვა კესომ. - არა, თქვენთან ერთად გავიგე მეც, როდესაც თვითონ ანომ თქვა ამის შესახებ. - აქამდე არასდროს შეგიმჩნევია, ანო? - პირველად, ახლახანს, უნივერსიტეტი, როცა დაიწყო, აი იმ დღეს ვნახე შენ, რომ მოგაკითხე აუდიტორიასთან და გითხარი ლევანი მოგაკითხავს თქო. მაგ დღეს გავიგონე პირველად მისი ხმა, ჩემკენ ზურგით იდგა და ნენეს აწყნარებდა - თვალებში ვარსკვლავები აუკაიფდა ერეკლეს - მერე... კესოს უნდოდა ეკითხა კიდევ როდის ნახეო, მარა ვინ აცადა? ერეკლეს ენა არც გაუჩერებია. - მაგის მერე, უნივერსიტეტის გახსნის კონცერტი, როდესაც გვქონდა სცენიდან დავინახე... მერე კიდევ საკონფერენციო დარბაზში სიტყვით გამოვიდა და მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემ მაგივრად საუბრობდა... ბოლოს კიდე შენ თვითონ მოიყვანე თემოსთან ეგ და კატო... - ძლივს მორჩა, ანოს მზერა მოაშორა და კესოს გამოხედა. - შენ რა ანო მოგწონს? - ჰკითხა სასიამოვნოდ შეშფოთებულმა და გაკვირვებულმა კესომ ერეკლეს. - ამას მართლა მეკითხები? - გაუცინა ერეკლემ. - მართალია, სულელური კითხვა გამომივიდა. ეგ ისეც გეტყობათ ორივეს - თავი გააქნია ღიმილით. - ორივეს? - ჰკითხა ინტერესიანი თვალებით ერეკლემ. - ამას მართლა მეკითხები? - წამის უკან ერეკლეს დასმული იგივე შეკითხვა გაუმეორა კესომ ბიჭს. ამასობაში ლევანი მიწაზე გაწოლილიყო და მასთან ახლოს ჩამომჯდარიყო ნენეც და ანოც, იოანე კი ზურგით ხეს მიყრდნობოდა. ლაპარაკში ერეკლეს და კესოს იმდენი თხილი შეეგროვებინათ, რომ ცელოფნებში მათი ტევა აღარ იყო. - ეი, თქვენ რას ჩურჩულებთ მან, მოდით აქ - გასძახა ლევანმა. ანომაც მათ მიაპყრო მზერა, კესოსაც საპასუხოდ გაუღიმა და თავი ნენეს მხარს ჩამოადო. - ერთი თავალით შემახედა, ახლა ისინი რას აკეთებენ რა - თქვა იოანემ სიცილით. - ნუ ნერვიულობ, გოჩა ბიძიასთან მოვაგვარე, ვიდეოს და ფოტოებს გადაუღებს ყველას ჩუმად - თვალი ჩაუკრა ლევანმა იოანეს. ლევანის სიტყვებზე ყველას გულიანად გაეცინა. - შენ უნდა თქვა კაცი ვარო, რა - უთხრა ნენემ ლევანს. - მაშ - ლევანიც სასაცილოდ გაიჯგიმა და სახლის გზას დაადგა. - წავიდეთ, დაღლილები იქნებიან რამე მოვუმზადოთ - თქვა ბიჭმა. - ერთი დამანახა, შენ რისი გამკეთებელი ხარ, რა - მიაძახა კესომ და ძმას აედევნა კუდში. - მაგას, შენ მეუბნები მე? - შემოუტრიალდა ლევანი კესოს და სასაცილოდ მიუშვირა თითი ჯერ პატარა დას, მერე კი საკუთარ თავს. - არა, აგერ იოანეს - გაუცინა კესომაც. ყველანი თხილის ცელოფნებით ან გოდრით დამშვენებული დაუბრუნდნენ სახლს. ისადილეს და ყველანი სადღაც დაიფანტნენ. თამარა ბებომ ანდროსთან, კესოსთან და ანოსთან ერთად კვერცხების შეღებვას შეუდგა აღდგომისთვის. ერეკლე გურამი ბაბუს ნარდს ეთამაშებოდა. კატო, ნენე, იოანე და ლევანი ჯოკერს თამაშობდნენ სურვილებზე. თემო და გოჩა კიბის სახელურს ღებდნენ მუქ ბალოტისფრად. ერეკლეს ნარდის თამაში უკვე დაესრულებინა, გურამი ბაბუმ 3 : 2 მოუგო ბიჭს და მეზობელთან გადასულიყო თევზის შესაწვავად. ერეკლე აივანზე ოდანავ მოშორებით მარტო იჯდა ოთხეულისგან, რომლებიც ისევდაისევ ჯოკერს თამაშობდნენ. უცებ მისმა ტელეფონა გაანათა, ნომერზე წერდა კატო: - ხო, კიდევ ერთი კითხვა - გაეღიმა ერეკლეს - დამავიწყდა წაღან მეკითხა, გუშინ რატომ გქონდა ანოს შარფი შენ შემოხვეული, როდესაც მაღააზიიდან დაბრუნდით? რა შენ გეგეონა ვერავინ შეამჩნია? ( თვალ ჩაკრული ემოჯიც დაურთო თან ) - ამის გახსენებისას ერეკლეს ტანში გასცრა. - იმიტომ ხომ არა, რომ მხოლოდ როლინგის ამარა ვიყავი მაღაზიაში? - რაიყო კი, მაგრამ უკვე ასე ძალიან დაგაშტერა? - სიცილის ემოჯებიც მიაყარა ერეკლეს. - შენ გირჩევნია მანდ კვერცხების შეღებვა გააგრძელო, სანამ ვინმემ შეგამჩნია მეზობლად მყოფს მე, რომ მწერ - კოცნის ემოჯი გაუგზავნა ერეკლემ კესოს. საპასუხოდ კესოს აღარაფერი მიუწერია ერეკლესთვის. ერთი სამზარეულოში იკრიჭებოდა, მეორეც აივანზე სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. საღამოს ყველანი ერთად მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორში ანდროს მშობლების ქორწილს 'კასეტას' უყურებდნენ. ანოს ვიდეო ქოლით თინა ურეკავდა, იქვე მყოფნი, რომ არ შეეწუხებინა ბოდიში მოიხადა და აივანზე გავიდა კატოსთან ერთად. ყველანი ანოსთან სახლში შეკრებილიყვნენ და ანოს მამის, კიტას წარმატებას აღნიშნავდნენ. - აბა, როგორ დროს ატარებთ მანდ? შემთხვევით დარჩენა ხომ არ გადაგიწყვეტიათ? - ჰკითხა ღიმილით თინამ გოგონებს. - ჩემი რამ მოგახსენო, მაგრამ ანო ალბათ აქვე სადმე ახლოს გათხოვდება და დარჩება კიდეც - უპასუხა კატომ. - დაჟე, ასეა საქმე, მამიდა? - ჩაეკითხა ქალი ანოს. - შენ ამის ბჟუტურს უსმენ? მაგას ჯობია, დამანახო მანდ ვინები ხართ, რაღაც ბევრი ჩანხართ. - ხო, თემოს დედ-მამაც აქაა, ერეკლეს დედაც - თინა, როცა ამას ამბობდა კამერა ერეკლეს დედას მიუშვირა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა ანოს, ცოტა არიყოს ეუხერულა, ოღონდ თვითონაც არ იცოდა რისი... - ხოო? დაიცა თემოს და ერეკლეს დავუძახებ - თქვა კატომ და მისაღებში გაუჩინარდა. მალევე იგრძნო ანომ ყელში ცხელი სუნთქვა. ერეკლე დახრილიყო გოგონასკენ, უფრო კარგად, რომ დაენახა ტელეფონში იქ შეკრებილი საზოგადოება. ანო კინაღამ იქვე ჩაიკეცა. კატოს ეს არ გამოპარვია და ანოს მოდუნებული ხელიდან, სადაცაა ტელეფონი, რომ უნდა დავარდნოდა, ლამაზად აცაალა იგი და კამერას გაუღიმა. თემო და კატო თინას და თემოს დედას, ნონას ესაუბრებოდნენ, ანო კი იქვე ჩამოკიდებული ჰამაკისკენ დაიძრა. ერეკლეს ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, მისულიყო და თემოსთან და კატოსთან ერთად დედას დალაპარაკებოდა, მისაღებში დანარჩენებთან დაბრუნებულიყო თუ ანოსთან მისულიყო, რომელიც იცოდა მისი დაუფიქრებელი საქციელის გამო იყო ასე აფორიაქებული. მაინც ბოლო ვარიანტი ამჯობინა ყველას და ნელი ნაბიჯებით ჰამაკში მოკალათებული გოგონასკენ დაიძრა. ანო უხომოდ მიიწია გვერდზე ერეკლესთვის ადგილი, რომ გაეთავისუფლებინა, მაგრამ ბიჭი ჰამაკის უკან მხრისკენ დაიძრა და ანოს უკან ამოუდგა. - დასამშვიდებლად თმაზე მოფერება ყველაზე კარგი ვარიანტია - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ერეკლემ და კვლავ განაგრძო - თუ წინააღმდეგი არ ხარ, თმას დაგიწნი და ცოტას დამშვიდდები, გეტყობა რაღაც აღელვებული ხარ - ერეკლე მთელი გულწრფელობითა და ყველანაირი ცინიზმის გარეშე ესაუბრებოდა ანოს. ანომაც თანხმობის ნიშნად, დაუდევრად შეკრული თმა ჩამოიშალა და თავი ოდნავ უკან გადაწია ერეკლეს, რომ უკეთ შეძლებოდა შეხება. მალევე იგრძნო თმაზე ნაზი შეხება. პატარა ბავშვივით გაირინდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ერეკლე მოჯადოებულივით, ოდნავი ხელის კანკალით ჯერ ეფერებოდა ანოს, მალევე კი თმის დაწნაც დაიწყო. - თმის დაწნა იმიტომ ვიცი, რომ მამამ მასწავლა - ხმადაბლა დაიწყო ერეკლემ - მთელი 18 წელი ვუყურებდი დილით, როგორ უწნიდა თმას მამა დედას. დედაც იქამდე არ იშილიდა თმას, სანამ ისევ მამა არ დაუწყებდა წუწუნს მთელი დღე შეკრული გაქვს და გეტკინებაო, არადა დედას საერთოდაც არ აწუხებდა, მამა ისე მჩატედ უკრავდა. მას უბრალოდ სულ სიამოვნებდა და ელამაზებოდა მამის დაწნილი. დაწოლის წინა ისევ მამა ადგებოდა ჯუჯღუნით, მივიდოდა დედასთან და უშლიდა თმას - ანო გარინდული უსმენდა ერეკლეს დაბოხებულ და წყნარ ხმას - მეც მამამ მასწავლა, თითქოს წინასწარ იგრძნო, რომ მე მომიწევდა მისი ამ 'საქმის' შეთავსება... და ასეც არის, უკვე თითქმის ორი წელია, მე ვუწნი დედას თმას, რამდენიმე დილის გამოკლებით, როცა მასთან არვარ ისე, როგირც დღეს ხდება ეს... - ჩაამთავრა ერეკლემ საუბარიც, თმის დაწნასთან ერთად. ნამდვილად ბადალი არ ჰყავდა ამ საქმეში მას, იმდენად მოეწონა ერეკლეს ჩაწნილი თმა ანოს, რომელიც მანვე დაადო მხარზე დასრულების შემდეგ. ერეკლემ ნელი ნაბიჯებით მოუარა ჰამაკს და გვერდით მიუჯდა ანოს. იმდენად ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, რომ ორივეს ტანში სასიამოვნოდ დაუარათ ჭიანჭველებმა. ანო ამ დროის მანძილზე ჩაფიქრებული იჯდა და ცდილობდა სათქმელისთვის თავის მოყრას. ერეკლე კი მარჯვენა ფეხით ჰამაკს ოდნავ არწევდა. - მე ძალიან ვწუხვარ, ერეკლე - გაუბედავად დაიწყო ანომ, ერეკლეს კი პირველად მოეწონა მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი სახელი ამდენდად. ისეთი სინაზით წარმოთქვა ანომ, თითქოს აქამდე ერეკლეც კი არ რქმევია ბიჭს. ანოს საპასუხოდ გაუღიმა, იქვე დადებულს პლედს დაწვდა და გოგონას შემოჰხვია მხრებზე. ამის მეტი იმ საღამოს არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, ან რა საჭირო იყო სიტყვები? ერთმანეთის გულისტკივილს უსიტყვოდაც ხვდებოდნენ და იზიარებდნენ... *** შაბათი დღეც გათენებულიყო, ღამით უკვე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ელოდათ წინ. ბიჭებს შესანიშნავი იდეა დაჰბადებოდათ. ყველა ერთმანეთს მოუმზადებდა ისეთ პასკას, როგორიც უყვარდა საღამოს კი წმინდა გიორგის ეკლესიაში ( სოფელ შემოქმედში ) შეხვდებობნენ აღდგომას და დაესწრებოდნენ წირვას. სამზარეულოში ერთად 12 კაცი ძლივს ეტოდნენ. ანდრომ ბებო-ბაბუ და ბიძიაც აიყოლა მათთან ერათად. ყველამ გადაინაწილა სამი განსხვავებული პასკის ზომის ფორმა. დიდი ზომის პასკებს გააგეკეთებდნენ ჩვეულებრივი რეცეპტით, ეკლესიაში ხალხისთვის დასარიგებლად. საშვალო ზომის ფორმით ერთ-ერთს მოუმზადებდნენ მათვისს საყვარელ პასკას, პატარა ზომისას კი ყველა საკუთარი თავისთვის გაიკეთებდა. თამარა ბებომ გადაანაწილა ყველა: ანდრო ნენეს გაუკეთებდა ქიშმიშის გარეშე პასკას. გურამი ანდროს გაუკეთებდა პირიქით ბევრი ქიშმიშით სავსე პასკას. ანო გურამი ბაბუს გაუკეთებდა ქიშმიშითა და თხილით პასკას. თემო ანოს შოკალადით მოუმზადებდა. იოანე თემოს თხილით გაუკეთებდა. ნენე იოანეს ნიგვზით. ერეკლე ნენეს მარციპანით. თამარა ბებო ერეკლეს მთლიანად შოკოლადის პასკას ყველაფრის გარეშე. კესო თამარა ბებოს ქუშმიშით და ნიგზვზით. ლევანი დას ( კესოს ) ცუკატის ნაწილებით ( ანუ თითქმის იგივე ჟელიბონებით ). გოჩა ბიძია ლევანს მხოლოდ შაქრის პუდრით. კატო კი გოჩა ბიძიას თაფლთან ერთად. ანდრო კი კატოს ნახევარს ქიშმიშით ნახევარს შოკოლადით მოუმზადებდა. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ამდენი პასკა საღამომდე როგორ უნდა მოესწროთ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ ვინც ინდომებს ის შეუძლებელასაც კი შეძლებსო ნათქვამია. საღამოს 9 საათისთვის ძლივს მორჩნენ 'ტყიპნას'. ერთი საათიც დასჭირდათ ყველაფრის მისალაგებლად, გასამზადებლად და ეკლესიაში დასარიგებელი პასკების ჩასალაგებლად. იქვე მეზობელს სამარშრუტო ტრანსპორტი ჰყავდა, გოჩამაც სთხოვა ყველანი ეკლესიაში წაეყვანა, კაციც სიხარულით დასთანხმდა. ორმოც წუთში დანიშნულების ადგილას იყვნენ და იქვე შეკრებილ ხალხს პასკებსა და წითლად შეღებილ კვერცხებს ურიგებდნენ. თამარა აცრემლიანებული თვალებით მისჩერებოდა ამ ღვთისნიერ ბავშვებს და უფალს მათ ბედნიერებას სთხოვდა. 11ზე წირვაც დაიწყო და ყველანი პატარა ეკლესიის ეზოში ერთად დადგნენ. ანდროს სანთლები ეყიდა და ყველასთვის გადაენაწილებინა. თამარა ბებო და გურამი ბაბუ გვერდი-გვერდ იდგნენ გოჩასთან ერთად. დანარჩენები კი ერთად იყვნენ. წინ ოთხივე ერთი სიმაღლის გოგონა ჩამწკრიბებულიყო, უკან კი ბიჭები ამოსდგომოდნენ. ერეკლე კარგად ვერ ხედავდა ანოს, რადგან ანდროს მხარი უშლიდა, ამას პლიუს ანო ზურშექცევით იდგა ერეკლესკენ და საკურთხეველს თვალს არ აშორებდა. წამით თითქოს იგრძნო ანომ ერეკლეს დაჟინებული მზერა და გამოხედა. გოგონამ გაუღიმა, ერეკლემ კი იმ წამს სუნთქვა შეწყვიტა. ხელში პატარა სანთლით, თავზე თავსაბურავით და თბილი ღიმილით უცქერდა მას გოგონა... რომ არა კესოს შეუმჩნეველი ჩქმეტა მაჯაზე, ალბათ ვერასდროს მოეგებოდა გონს. 12 საათზე ყველა ერთმანეთს კვერცხებს ურტყავდნენ და ქრისტეს ჭეშმარიტად აღდომას ულოცავდნენ. ,, სიცოცხლე არ არის ის, რაც იცხოვრე, არამედ ის, რაც გაგახსენდება და როგორც გაგახსენდება." ( ვაინეს ) და ნამდვილად, ყველა იქ მყოფთ ეს დღეები ყოველთვის ბედნიერებით, ნეტარებითა და სიხარულით მოაგონდებოდა. აბა, როგორი იყო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.