შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეთორმეტე თავი )


2-07-2023, 18:17
ავტორი დეასი
ნანახია 637

ბედნიერ დღეს გისურვებთ... იმედია, მოგეწონებათ...


***


,, ქალი, რომელიც სიცოცხლეს მითმობს,

ქალი, რომელიც ჩემი გულია.

ქალი, რომელიც რწმენაა ჩემი,

ჩემი უზომო სიყვარულია.

ქალი, რომელიც არ დაბერდება,

ქალი, რომელსაც დარდი ჩვევია,

ქალი, რომელიც სულ მეყვარება,

ჩემი სუნთქვაა, დედაჩემია."

თათია ნიკოლაძე.


უკვე მონატრებისგან აღარ იყო. ამდენი ხნით დედა არასდროს დაეტოვებინა, მითუმეტეს მარტო.
მისი აცისკროვნებული თვალები ენატრებოდა, როგორცკი ერეკლეს დალანდავდა მაშინვე, რომ ენთებოდა.
დარწმუნებული იყო არ ეძინა.
ალბათ სასთუმალთან ათევდა ღამეს ალექსანდრეს მონატრებით და ერეკლეზე ფიქრით თუ როგორ იყო მისი ერთადერთი შვილი.
დაურეკა.
- დე, ქრისტე აღსდგა - ძლივს ამოილაპარაკა ბიჭმა.
- ჭეშმარიტად, დე.. ხომ არაფერი გიჭირს? - მშვიდად ჰკითხა, მაგრამ იცოდა ერეკლემ რამდენად უჯდებოდა დედას ეს სიმშვიდე.
- არა,დე. უბრალოდ, ძალიან მომენატრე - აღიარა.
- ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ, ერეკლე - მიესიყვარულა ტელეფონიდან.
- ახლა, როცა შენ ხმას ვისმენ, თითქოს სულიერად ვმშვიდდები - გაუღიმა ისე, თითქოს ეკატერინე ამას დაინახავდა.
- მე შენი ეგ ღიმილი მიყვარს ახლა, რომ გაკერია სახეზე.
- მიყვარხარ, დე - მთელი სიყვარულით და გრძნობით უთხრა ერეკლემ დედას.
- მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო.
- მშვიდი ძილი - სადაც იყო, საუბარს დააასრულებდნენ.
- გელოდები, დე - ესღა უთხრა ეკატერინემ და ყურმილიც დაუკიდეს.

საეროდ, მშობელი იცით როგორი რაღაცაა? მართლა, ყველაფრის და მიუხედავად, ყოველთვის გვერდში, რომ გიდგას და სულ, რომ სჯერა შენი.
ყველა შენი წარმატება შენზე მეტად, რომ უხარია და ყველა შენი მარცხი შენზე მეტად, რომ სტკივა.

მშობლებთან დაკავშირებით, ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვნი ფაქტი გავითავისე, მაგრამ ერთი ყველაზე ცხადად გავიაზრე...
მშობელი ყოველთვის დიდი მოთმინებით, შიშითა და სიყვარულით გველოდება.
ჩვენი ყოველი სახლიდან გასვლა, მათვვის აფორიაქებულ გულთან არის დაკავშირებული.
მათ ხომ, არასდროს იციან, ზუსტად როდის დავბრუნდებით ან როგორები დავბრუნდებით შინ.

ასე, რომ სანამ გვყავს ორმაგად დავაფასოთ ისინი, თორემ სიკვდილის შემდეგ, რომ ადამაინი უფრო მნიშვნელოვანი და დაფასებულია, რად უნდა ამას თქმა?!


***


კვირას დილით თემომ აიტეხა, გინდა თუ არა ჭურის წყალზე წავიდეთო, ამათაც რა ჰქონდათ მეტი საქმე?!
თამარა ბებომაც შეაშველა თემოს სიტყვა, წადით ბავშვებო, მოილხინეთო.
ხოდა ესენიც დაადგნენ, არც ისე შორეულ გზას.
ჭურის წყალი, იგივე პატარა ჩანჩქერი იყო, მცირი მრგავლი ზომის აუზით გურიაში.
ხიდისთავიდან ნახევარი საათი თუ დაგჭირდებოდა მისასვლელად.
ნამდვილად არ აპირებდნენ ახლა იქ ბანაობას, მაგრამ არც მის ნახვაზე იტყოდნენ უარს.
- მალე მივალთ? - იკითხა სიარულით დაღლილმა კესომ.
- დაიღალე? - ჰკითხა თემომ სინანულით.
- კაი, რა იყო კი იყო შენი იდეა აქ წამოსვლა, მაგრამ ცოტა არ იყოს ჩვენც გვაინტერესებს ჭურის წყალი - დაამშვიდა კესომ თემო.
- მოდი, ზურგით წაგიყვან - უთხრა ლევანმა დას.
შემოთავაზებით გახალისებული კესო, მალევე შემოახტა ძმის ზურგს.
ანდრო და ერეკლე, გოჩას მისწავლებული გზის გაგნებას ცდილობდნენ.
იოანე, ანო და კატო რაღაცაზე ისტერიკულად იცინოდნენ.
მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ იმდენად პატარა აღმოჩნდა აუზი, კლდეებს შორის მოთავსებული, რომ გინდოდა თუ არა აუზის პირას ყველა ცალ-ცალკე უნდა მდგარიყო.
ცოტა სიცივე კი იყო კლდეებს შორის და წყალიც ყინულივით ცივი გახლდათ, მაგრამ ამ სილამაზის გამო ნამდვილად ღირდა, რაღაც დათმობაზე წასვლა.
- თქვენ თუ იცოდით, ამ აუზში ყველაზე მეტი რაოდენობით გველი, რომ არის ზაფხულობით? - იკითხა თემომ.
ამის კითხვა და კატოს ჩავარდნა წყალში ერთი იყო.
აუზი კი მცირე ზომისა იყო, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდით სიღრმეზე.
სიღრმით სამ მეტრამდე აღწევდა.
აბა რა იცოდნენ, იქვე მყოფებმა კატომ ცურვა, რომ არ იცოდა?!
ამას მანამდე ვერ მიხვდნენ, სანამ ანომ არ იკივლა და წყალში არ გადაეშვა, ზედაპირისკენ აფართხალებული გოგონასკენ.
კატო იმდენად შეშინებული იყო, ვერც კი იაზრებდა ვიღაც ზემოთ ამოსვლაში, რომ ეხმარებოდა.
ანომ მარტო ვერ მოახერხა მისი დახმარება, მაგრამ მალევე აღმოჩნდა თემოც მის გვერდით.
ერთობლივი ძალებით აუზის კიდეზე შემოსვეს კატო და თვითონაც გვერდით მიუჯდნენ აცახცახებულ გოგონას.
ვისაც რა მოეძებნებოდა იქვე შემოახვიეს სამივეს მხრებზე.
ანომ იგრძნო მხრებზე ერეკლეს ხელები და მალევე მისი სურნელიც აღიქვა, რომელიც ერეკლეს მოსაცმელს ასდიოდა.
კატოს კესომ თავისი შარფი მოახვია, ანდრომ კი მოსაცმელი ათხოვა.
თემოს არაფერი უთხოვია, მაგრამ იოანემ არ დაანება გაცივდები და ეს მაინც გქონდესო და საკუთარი თხელი ქურთუკი გაუწოდა.
ნენემ დრო იხელთა და რამდენიმეს შეშფოთებულ, ზოგის შეშინებულ და ზოგის ანერვიულებულ სახეს ფოტო გადაუღო, ბონუსად, სელფიც თან დაურთო ყველას სამახსოვროდ.

მალევე დატოვეს იქაურობაც.


***


მეორე სართულის აივანზე იდგა, ზურგით საძინებლების კარებისკენ.
შუადღის სამი საათი იქნებოდა.
ეზოს შუაგულში საუკუნეზე დიდი მსხლის ხეს აეყარა ტანი.
მზე მკრთალად ანათებდა, სასიამივნო ნიავი ქროდა, რასაც ფოთლების შრაშა-შრუში ერთო თან.
სიმშვიდე გამეფებულიყო.
თვალებდახუჭული, ღრმად სუნთქვადა.
ნეტარებას მისცემოდა.
სიცოცხლის მშვენიერებაზე ფიქრობდა.
სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა ნელი ნიავი.
ყურებში საამოოდ ჩაესმოდა ფოთლების ხმა, ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად.
ზურგს უკან დაჟინებულ მზერას გრძნობდა, არც შემცდარა, მალევე მიუახლოვდა მას ანო, მის მიახლოვებამდე კი, ნიავმა გოგონას გასაგიჟებელი არომატი მიუტანა ერეკლეს.
მხრებზე საკუთარი მოსაცმლის მოხვევა იგრძნო, რომელსაც მასთან ერთად ანოს სურნელი ასდიოდა.
- არ ვიცი ამის მოსმენა რამდენად გჭირდება ახლა, მაგრამ მინდა გახსოვდეს, რომ შენ მარტო არ ხარ.

და ეს სიტყვები ერეკლესთვის ჩახუტების ტოლფასი გახლდათ.


***


საძინებელ ოთახში ანო და კესო მარტო იყვნენ.
კატო ცხელი შხაპის მისაღევად გასულიყო, დილანდელი ინციდენტიდან გამომდინარე, ნენე კი თემოსთან ერთად მაღაზიაში წასულიყო.
- ანო, შეიძლება რაღაც გკითხო? - დაიწყო გაუბედავად კესომ.
- რა თქმა უნდა, კესო - გაუღიმა ანომ.
- პირველად ხდება ჩემთავს, როცა რაღაცის მერიდება, მაგრამ, ნუ მოკლედ - ხელი ჩაიქნია გოგონამ - რაც არის არის. შენ ყვითელ შარფთან ერთად რატომ გძინავს ეს დღეებია? - ეჭვის თვალით გახედა გოგონას - რამე ხომ არ გაწუხებს?
- კი, მაწუხებს - დაიწყო გოგონამ, რითაც კესოს გაკვირვებაც გამოიწვია - მაგრამ ჯერ მე თვითონაც ვერ გამირკვევია რა ჰქვი ამას.
დაასრულა ანომ და კესოს სანდომიანად გაუღიმა.
- კარგი, მოდი მაშინ ასე გკითხავ - არ ეშვებოდა კესო - რატომ ყნოსავდი ერეკლეს მოსაცმელს? - გაკვირვების ნიშნად წარბი აზიდა კესომ.
- იმიტომ, რომ რაღაცას მმართებს, რაზეც არ მაქვს პასუხი - უთხრა მშვიდად ანომ - მსიამოვნებს, მისი სურნელი.
- მგონი შენი საქმე ცუდად არის.
- მე ასე არ ვიტყოდი, კესო - ფეხზე წამოდა და გოგონასკენ გაემართა.
- რა? - ჰკითხა გაკვირვებით კესომ.
- ადექი, რა. ჩაგეხუტები, ძალიან საყვარელი ხარ - არ აცადა გონზე მოსვლა ანომ, დაავლო ხელი გოგონას, თვითონვე წამოაყენა და მხრებზე შემოხვია ხელები.
მალევე კესოს ხელებიც იგრძნო ზურგზე.


***


ეზოს ჭიშკარი ზედმეტად მხიარული საახეებით შემოაღეს მაღაზიიდან ახლახანს დაბრუმებულმა, ნენემ და თემომ.
ყველა გრძნობდა, რომ წინ რაღაც განსხვავებული ელოდათ, რაზეც წყვილის თვალებში აკაიფებული ჭინკებიც იმოწმებოდა.
ჯოკერში და-ძმა ქაჯაიებს წაეგოთ სურვილი თემოსთან და ნენესთან.
კესოს სურვილების ასრულებით გაბოროტებულმა თემომ, არც ისე მარტივად შესასრულებელი სურვილი მოუფიქრა და-ძმას, რაზეც ნენე მალევე დაითანხმა მაღააზიისკენ მიმავალ გზაზე.

მეორე სართულზე ბიჭების ოთახში იატაკზე და საწოლებზე გადანაწილებულები ისხდნენ.
თემომ იქვე მყოფებს თავლი მოავლო და დაიწყო:
- ჩემი და ნენეს ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენი სურვილი ასერთია და-ძმა ქაჯაიებთან - სასაცილოდ გაიკრიჭა თემო და თვალი-თვალში გაუყარა განცვიფრებულ ქაჯაიებს - უნდა ჩაგვიტაროთ ცეკვის მასტეკლასი.
ყველას გაცინა.
- მეც არ ვიფიქრე, რამე სასიკვდილო არ გამაკეთებინოს თქო - შვებით ამოისუნთქა ლევანმა.
- ჩვენ კი შევეცდებით, მაგრამ იმედია თქვენც იქნებით კარგი მოსწავლეები - თქვა კესომ და ფეხზე წამოდგა.
- მაშ ასე, აღსდექით ფეხზე და დაწყვილდით - მოუწოდა ლევანმა დანარჩენებს.
- არა, არა მე დამაცადეთ, დაგაწყვილებთ - ავის მომასწავლებლად გაუღიმა ერეკლეს კესომ და ყველასგან შეუმჩნევლად თვალიც ჩაუკრა - შვიდნი ხართ, ამიტომ...
- რა კარგია, მე გამოვაკლდები ამ სიამოვნებას და ყველაფერს სამახსოვროდ შევინახავ - გააწყვეტინა თემომ საუბარი კესოს და თავიც დაიძვრინა მოსალოდნელი საშიშროებიდან.
- ერთი ამას დამიხედეთ რა, აგვტეხა ყველა და თვითონ მშრალად გამოძვრა - ვითომ დაბღვერილმა გახედა ნენემ თემოს.
- სულ შენს გვერდით მიგულე, ნენე - დაეჭყანა გოგოს.
- მოდი, საქმეს მივუბრუნდეთ - დაიწყო ისევ კესომ - კატო და ანდრო ერთად იცეკვებენ, ერეკლე და ანო ერთად, იოანე და ნენე კი ერთად - დააწყვილა ყველა.
სათითაოდ ყველას მიუახლოვდა და გვერდი-გვერდ დააყენა მეწყვილეები.
- რასაც ჩვენ გავაკეთებთ, თქვენც იმას იმეორებთ.
- რა თქმა უნდა, მასწ - ბავშვივით თქვა იოანემ.
- ზედმეტი გამოხტომების გარეშე, თორემ დატოვებთ დარბაზს - წაიმკაცრა ლევანმა.
- ჰა, ახლა ვიწყებთ? - იკითხა მოთმინება დაკარგულმა ანდრომ.
ორი წუთის განმავლობაში, და-ძმა იმას არკვევდა, რომელი ცეკვა ესწავლებინათ სხვებისთვის, კესოს დაჟინებული თხოვნით, არჩევანი ვალსზე შეაჩერეს.
ამასობაში წარმოიდგინეთ რა დღეში იყვნენ ერეკლე და ანო?
ერეკლეს ვეღარ გაგეგო, დასრულების შემდეგ კესო მოეკლა თუ გამოეყენებინა შანსი და შეერგო ცხოვრება?!
ანო კი პირიქით, მადლობელი იყო ასეთი იდეალური საჩუქრისთვის, მზად იყო მიიეღო გამოწვევა და მყარად დარწმუნებულიყო საკუთარ ეჭვებში.
პირველო მოძრაობა მარტივი აღმოჩნდა.
ცერებზე აწეულთ უბრალოდ ერთი ხელი უნდა ჩაეჭიდათ, მაღლა აწეიათ და ამასთან ერთად ნაბიჯები მონაცველობით, ხან უკან ხანაც წინ უნდა გადაედგათ.
მალევე ამ მოძრაობას ტრიალი შეემატა, რომელიც ოთხჯერ უნდა გამეორებულიყო.
ამასობაში თემო ტელეფონით ირგვლივ უვლიდა ყველას და უღებდა, ხანდახან წყვილებსაც მიუახლოვდებოდა და ახლო რაკურსით უღებდა მათ.
შემდეგი ილეთი იყო ნაბიჯით ოთხკუთხედზე სიარული.
გოგონას უკან ბიჭი უნდა ამოდგომოდა, ცალი ხელი წელიდან მკერდის ქვემოთ დაედო და გოგოსაც თავისი მტევანი ბიჭის მაჯაზე ზემოდან მოეთავსებინა.
ეს ილეთი ორჯერ მეორდებოდა ზედი-ზედ.
შემდეგი ილეთი ხელში ატაცება გახლდათ.
გოგო ოდნავ უნდა წამომხტარიყო და მამაკაცს ხელებით უფრო ზემოთ უნდა აეწია იგი.
ეს ილეთი მხოლოდ ერთი მობრუნება გახლდათ.
საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს ყველაფერს.
ბოლოს წყვილებს ერთმანეთისთვის, მკერდის ქვემოთ, მუცელზე ხელი უნდა დედოთ და რამდენიმე ბრუნი გაეკეთებინათ საპირისპიროდ.
ეს ილეთი მიყოლებით სამჯერ მეორდებიდა.
მალევე თავიდან დაიწყეს, გაიხსენეს გზადაგზა ყველა ილეთი და გონებაში ჩაიბეჭდეს.
ის ის იყო, ფინიშთან უნდა გასულიყვნენ ლევანმა, რომ თქვა:
- რაღაც არ მომწონს...
ყველამ ერთად ამოიხრა.
- მე კი პირიქით, არც კი წარმომედგინა ამდენი თუ შემეძლო - თქვა იაოანემ.
- რაღაც აკლია რა - განაგრძობდა ლევანი.
- ალბათ მარილი ხო? - იხუმრა ანდრომ.
- ცოტა არ იყოს, დავიღალე - აწუწუნდა კატო.
- ერთხელაც და მორჩა - თქვა კესომ.
- ბინგო - უცებ წამოიძახა ლევანმა და საჩვენებელი თითი მოიშორა ტუჩებიდან, ვითომ ჩაფიქრებულის როლს, რომ თამაშობდა - გრძნობები მაკლია, რაღაც ძალიან ხეებივით ცეკვავთ.
- ვა ხეები ცეკვავენ? - იკითხა ნენემ.
- არც მე ვიცოდი - გაუღიმა ანდრომ.
- კარგით, რა - დაიწყო ლევანმა.
კესომ კი პირველად იგრძნო, ამხელა სიხარული და სიყვარული ლევანის მიმართ.
- მართალი ხარ, ჩემო ძმაო - დაეთანხმა კესო და მხარზე ხელი დაჰკრა - ვალსი სიყვარულის ცეკვააა, თქვენ კი გეგონებათ დაძალებით გაცეკვებენ.
- სხვანაირად არის რო? - თემოს გახედა ანდრომ.
- ასეთი ცუდი მეწყვილე ვარ? - ვითომ იწყინა კატომ.
- შენც კარგად იცი, რომ ეგ არაფერ შუაშია კატუს - ცხვირზე თითი დაჰკრა ბიჭმა.
- კარგი, სამქეს შევუდგეთ.
- ბოლოჯერ ცეკვავთ, ამიტომ დამანახეთ ემოციები, გრძნობები, სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, აღელვება, ჟრუანტელი, რავიცი კიდევ რა - აქოთქოთდა კესო.
ერეკლეს და ანოსაც თითქოს ეს სჭირდებოდათ სიმამაცისთვის და მთელი გრძნობებით დაიწყეს ცეკვა.
ერთმანეთს თვალს წამითაც კი არ აშორებდნენ, გულწრფელად უღიმოდნენ და სიამოვნების მორევში გადაკარგულიყვნენ.
წყვილს სიმღერის დასრულების მიუხედავად, ცეკვა არ შეუწყვიტავს.

მალევე აღმოაჩინეს, რომ ოთახში მარტონი დარჩენილიყვნენ...


***


უკვე ორშაბათს ბათუმში ბრუნდებოდნენ.
საქმე და უნივერსიტეტი არ იცდიდა, ამიტომ უნდოდათ კვირა დღე მთლიანად გამოეყენებინათ.
ნაკვერჩხალზე ბიჭები მწვადს წვავდნენ, გოგონები ეზოში, ღია ცის ქცეშ სუფრას შლიდნენ.
გოჩა და გურამი ეზოში სკამებს ეზიდებოდნენ.
- ბებო, ყველაზე დიდი ჯამი გვჭირდება - გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს ანდრომ.
თამარას არაფერი უპასუხია, რადგან არც არაფერი მისწვდომია მის ყურთასმენას.
- უყურე, აბა ახლა შენ, თუ გამოგხედოს - თქვა გურამმა - დედაკაცო, გამოხედე ბოვშს - შესძახა ცოლს.
- მე რამდენჯერ უნდა გითხრა შენა, რომ დედაკაცი არ უნდა დამიძახო? - აქოთქოთდა თამარა და ბიჭებისკენ დაიძრა.
- აბა, რაფრა მოგმართო, შე დედაკაცო - არ წყვეტდა გურამი ბაბუ.
- აა კიდო - ხელი ჩაიქნია თამარამ - ბოვშებო ამ კაცს მთელი ცხოვრებაა ვერ შევასმინე ვერაფერი. - დანანებით ჩაიქნია ხელი - ჯერ იყო და ქალიშვილო, ქალიშვილოო მეძახდა.
მერე ცოტა, როგორც კი წამოვიზარდე, გოგოო დამიძახა, მერე კიდევ ქალოვო მითხარა, ახლა კიდევ თქვენ თვითონ არ გესმით? დედაკაცოო მკადრებს.
- აბა რაფრა, მოგმრათო - ჩაეძია კიდევ ერთხელ გურამი ბაბუ.
- რაფრა და ჩემო ტურფავ, ჩემო მშვენებავ, ჩემო სიყვარულო - უხსნიდა თამარა.
ყველას გულწრფელად ეღიმებოდა ამ უსაყვარლესი მოხუცების შემჰყურე.
- მაშ, კარგი ჩემო მშვენებავ და თვალის ჩინო - მიმართა სიცილით გურამმა ცოლს და მხრებზე ხელი მოხვია, თამარა ბებომაც დაინდო საყვარელი ქმარი, ფარ-ხმალი დაყარა, სახიდან ვითომ განაწყენებულის ნიღაბიც მოიშორა და ქმარს სახეზე სიყვარულით ხელი მოუთათუნა.

სუფრას შემოსხდომოდნენ.
თამადობა გოჩა ბიძიამ აიღო თავზე.
თავიდან უფალი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ადღეგრძელეს, შემდეგ წასულები მოიხსენეს და ცხოვრების შანსი დალოცეს.
ახალგაზრდებმა თბილი დახვედრისა და მასპინძლობის სამადლობელი შესვეს.
შემდეგ მშობლები და დედ-მამისშვილებიც დალოცეს.
ახლა სიყვარულის ჯერი იდგა.
- გოჩა ბიძია, ერთ სადღეგრძელოს მოგპარავთ, თქვენი ნებართვით - თანხმობის ნიშნად კაცმა ლევანს თავი დაუქნია - ამ ლამაზი სასმისით, მინდა სიყვარულის სადღეგრძელო შევსვა, რომლის გარეშეც არაფერს აქვს აზრი და არც არაფერი არსებობს ამ უკანასკნელის გარეშე - ლევანს საუბარზე ეტყობოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა მის 'პროფესიას' ამ ყველაფერზე.
- ნამდვილად, ფეხზე წამდგომით უნდა დავლიოთ ეს სადღეგრძელო - თქვა გოჩა ბიძიამ.
ყველანი წამოიშალნენ და დიდი მოწიწებითა და რიდით შესვეს ყველაზე მთავარი და მამოძრავებელი გრძნობის - სიყვარულის სადღეგრძელო.
როგორც კი დასხდნენ და ცოტა დამშვიდნენ, თემომ იკითხა:
- იმედია ახლა არავინ არ მიწყენთ, ეს კითხვა ყველაზე დიდს ჩვენ შორის, ყველაზე გამოცდილს, რომ დავუსვა - ყველას თვალი მოავლო და მალევე განაგრძო - გურამი ბაბუ, რა არის სიყვარული?
- შენ... - დაიწყო იოანემ, მაგრამ ბიჭმა მალევე შეაჩერა.
- უბრალოდ მინდა, რომ ვიცოდე და წარმიდგენა მქონდეს მასზე, რადგან არსდროს გამომიცდია და არ მინდა ხელსადათვალს შუა დავკარგო ის, როდესაც ამის ბედნიერება მეც მერგება წილად - თქვა თემომ.
- ბაბუ, იმაზე კარგად ამ კითხვაზე ვერავინ გიპასუხებს, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე გოდერძი ჩოხელმა - დაიწყო ბაბუმ და მალევე ყველასთვის ნაცნობი სიტყვებით ალაპარაკდა - ,, ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვა, რომ სიყვარული ომი არაა. ომია, სადაც დაჭრილიც კი უნდა წამოდგე, გულმოკლულმა ტკივილს უნდა გაუძლო, ნამდვილი სიყვარული განშორებასაც უძლებს და ყოველდღიურ სიახლოვესაც.
ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი. ის იმდენად იშვიათია, რომ ხშირად ამის აღქმაც კი გვიჭირს.
დღეს, რომ რაღაც გართობას სიყვარულს ეძახით, ბინძური თამაშია.
სიყვარული კი წმინდაა, ისევე როგორც უფალი. სათუთია, როგორც თხელი შუშა. თბილია, როგორც მზე და ნათელი, როგორც ლურჯი ცა.
ცეცხლივით გიზგიზებს ჩვენ გულებში! უნდა შეიყვარო ადამიანის სული, ისე რომ მის სხეულსაც არ იყო ჯერ შეხებული, რადგან იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს ეხებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემედე გიყვარს. ეს იმდენად იშვიათია, რომ ვიცი ბევრი ვერ გაუგებს.
ბევრი ოცნებობს მის პოვნაზე და ათასიდან ერთი პოულობს მას." - მთელი ამ დროის მანძილზე გურამს საკუთარი ცოლისთვის არ მოშორებია მზერა, თამარა კი ჩუმად ტიროდა.
ყველა ხვდებოდა, რომ ისინი ( გურამი და თამარა ) იმ ათასიდან ერთნი იყვნენ, რომლებმაც შეძლეს ნამდვილი სიყვარულის პოვნა ( დამსახურება ).




ესეც ასე... აბა, როგორია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent