შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეცამეტე თავი )


3-07-2023, 17:58
ავტორი დეასი
ნანახია 607

წინ ახალი თავი გელოდებათ... ისიამოვნეთ..


***


საწოლში იწვა და ფიქრობდა.
საკმაოდ დიდი დრო გასულიყო, რაც ბოლოს აფხაზეთის შესახებ სიზმარი ენახა.
მესამეჯერ როდის ნახავდა ან საერთოდ თუ განმეორდებოდა კვლავ იგივე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა...


***


ორშაბათს მალევე დატოვეს დუმბაძეების სამფლობელო.
საღამოსკენ აპირებდნენ ბათუმში დაბრუნებას, მაგრამ გეგმები ცოტა შეეცვალათ.
გზაში ურეკის სანაპიროზე აპირედნენ გაჩერებს და შემდგომ, ქალაქში დაბრუნებას.
სამშაბათიდან უნივერსიტეტიც ეწყებოდათ, ზოგ-ზოგიერთს სამსახურიც ელოდა.

სანაპიროზე მარტო იჯდა და ზღვაში ფეხებით შესულ ანოს თვალს ვერ აშორებდა. იცოდა, ამ დაჟინებული მზერით გოგონასაც აწუხებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა.
სუნთქვა ეკვროდა კატოსთან ერთად ლაღად მოკისკისე გოგოს დანახვისას.
ყველანი ერთმანეთს ფეხებით წყლის წვეთებს ესვროდნენ და გულიანად იცინოდნენ.
გვერდით კესო მიუჯდა:
- ლამაზია, არა? - ჰკითხა.
- მსოფლიოში ერთადერთი და ისიც ჩემთვის - თავლი არ მოუშორებია ანოსთვის, ისე უთხრა კესოს.
კესოსაც გულწრფელად გაეღიმა.
ერეკლეს კი მთელი ამ დროის მანძილზე, ტუჩის კუთხე ჩატეხვოდა.


გზაში მალევე გაიგეს მოსალოდნელი კონცერტის შესახებ, რომელსაც უნივერსიტეტი საქველმოქმედოდ ატარებდა.
რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარულითა და სიამოვნებით დასთანხმდნენ ნენე და ერეკლე ამ შემოთავაზებას.
საღამოს შვიდი საათისთვის, ყველანი სახლებში გადანაწილდნენ, მომდევნო დღის მოლოდინით.


***


მეორე დღეს უნივერსიტეტი გააცდინა და მთელი დღე მონატრებულ ოჯახის წევრებთან გაატარა.
ოთხივენი სამზარეულოში ერთად ისხდნენ მაგიდასთან და ანოს მოყოლილ სოფლის ისტორობზე იცინოდნენ.
მაგიდა ერთობლივი ძალებით აალაგეს და მისაღებში საოჯახო კომედია ჩართეს.
შემდეგ ჩაიც დალიეს და თინას მდგომარეობაც მოიკითხეს.
ილიამ მალევე დატოვა ოჯახის წევრები, უნდა გამოეძინა, მომდევნო დღესაც სამსახურს ვეღარ გააცდენდა.
ლილემ ცარიელი ჭიქები მაგიდიდან აალაგა და სამზარეულოს მიაშურა.
კიტასაც ტელეფონზე დაურეკეს და მარტო მოუწია ქალბატონი ანოს დატოვება.

10 წუთის შემდეგ, უკან მისაღებში დაბრუნებულ მშობლებს ქალიშვილი დივანზე მიძინებული დახვდათ, როგორც ეს ანოს ბავშობაში ხდებოდა ხოლმე.

მეორე დილით, საკუთარ საძინებელში გაეღვიძა.
სხვებისგან განსხვავებით, ანოს არ სჭირდებოდა იმის ნატვრა, რომ კვლავ იმ დროში დაბრუნებულიყო, როდესაც დივანზე ეძინებოდა ხოლმე და მეორე დღეს საწოლში იღვიძებდა.
ბატონი კიტა ამ ნატვრას შვილს დაუბადებლად უსრულებდა.


***


ანოსგან განსხვავებით, ერეკლემ სულ სხვანაირად გაატარა სამშაბათი დღე.

მონატრებულმა დედა-შვილა გული ძლივს იჯერა ერთმანეთით.
ალბათ ორი საათი ეხვეოდნენ ერთმანეთს.
გვიან ღამით ჩაიც ერთად დალიეს რასთან ერთადაც, ეკა უდიდესი სიყვარულითა და ყურადღებით ისმენდა სოფლის ამბებს.
მომავალი კონცერტის შესახებ ინფორმაციით გახარებული დარჩა და შვილს, აუცილებლად, მის გვერდით ყოფნა გამუცხადა.

სამშაბათს დილით ისაუზმეს თუ არა, ალექსანდრეს სასაფლაოსკენ დადგნენ გზას.

- მა, მოვედით - სინანულით ამოიოხრა ერეკლემ.
- ახლა, როცა ასე ცხადად გხედავ, ვხვდები, რომ კიდევ უფრო მომნატრებიხარ - ისედაც მტვრისგან სუფთა სურათს, თავიდან დაუწყო გაწმენდა.
- დედა სულ დადის მა შენთან, ხო? - ერეკლეს თვალთახედვას იქვე დატოვებული ქოთნის პატარა მცენარე არ გამორჩენია.
- ხომ იცი, მის სიახლოვეს ყოველთვის ყველგან ვგრძნობ, მაგრამ აქ როცა მოვდივარ, თითქოს მხრებზე მისი ხელები მეხვევა - გაეღიმა ქალს.
- როგორ გამიმართლა თქვენი შვილი, რომ ვარ - დედამისს ხელი მოჰხვია და ალექსანდრეს თვალებაკაიფებულმა გაუღიმა.
- მაა, მართალია მე შენ უკვე ყველაფერი მოგიყევი, მაგრამ რადგან ორივე აქ ხართ ყველაფერს კიდევ უფრო დეტალურად მოგახსენებთ და თან გულის ნადებს გაგანდობთ - მალევე განაგრძო ერეკლემ.

ეკატერინეს არ გაჰკვირვებია შვილის სიტყვები, ისედაც ხდებოდა ბოლო დროს ერეკლე განსხვავებულად ,ლაღად და ბედნიერად, რომ დაფარფატებდა.

მშობლის გული მაინც სულ სხვა...

სასაფლაო, მართალია, დასევდიანებულებმა დატოვეს, მაგრამ ერთმანეთით ამაყებმა.

ერეკლეს საკუთარი მშობლები ეამაყებოდა.

ეკატერინეს ერთადერთი და არაჩვეულებრივი შვილი ეამაყებოდა, საუკეთესო მეუღლესთან ერთად.

ალექსანდრე კი ასეთი გამგები, ერთგული და მზრუნველი ოჯახით ამაყობდა, იქედან სადაც იყო...


***


ოთხშაბათი იყო, უნივერსიტეტის მერე კატოსთან უნდა წასულიყო, გვიან ღამით კატოს მშლობლები ბრუნდებოდნენ და უნდოდათ ვახშამი დაეხვედრებინათ, რასაც კატო ნამდვილად ვერ მოახერხებდა, მითუმეტეს მარტო.

გზად სუპერმარკეტში შეიარა, პროდუქტები იყიდა. კატოს მამას, ავთოს წითელი ღვინო უყიდა, გიჟდებოდა, მაიას კი ( კატოს დედას ) იქვე 'ბადი შოფში' ტანის მოვლის სასაჩუქრე ნაკრები.

ასე დახუნძლულმა მიაღწია კატოსთან როდესღაც.

- რაარი გოგო, გამოიტანე მაღაზია? - გაეხუმრა კატო - ეს რაარი? - დაწვდა სასაჩუქრე პარკს - არა, ხო შენ არასდროს არავინ დაგავიწყდეს - დაიწუწნასავით კატომ - და მე? - იკითხა ბავშვივით გაბუტულმა.
- ღმერთო, რა გეშეველბა შენ? - ლოყები სასაცილოდ გაუწელა და წინ ორი კინოს ბილეთი დაუდო.
- არაააა? - წამოიყვირა კატომ.
თანხმობის ნიშნად ანომ თავი რამდენჯერმე დაუკრა და ცელოფნებიანად სამზარეულოსკენ გაემართა.


***


ანდროს მანქანაში ისხდნენ მხოლოდ ორნი, ერეკლეს რეპეტიცია ჰქონდა და ანდროსვე უნდა დარტოვებინა უნივერსიტეტში.
მანქანაში დაბალ ხმაზე ირაკლი ჩარკვიანის "მე გადავცურავ ზღვას" იღვრებოდა.
მარტისთვის შესაფერისი, არაპროგნოზირებადი არეული ამინდი იყო. არც მზე იყო, არც წვიმა, თან ციოდა თან თბილოდა, ვისთვის როგორ, ერთი რამ კი აშკარა იყო, ცა ღრუბლებს დაეფარა ისე, რომ მზის ვერცერთი სხივი ვერ აღწევდა დედამიწამდე.
- კონცერტი რომელ რიცხვშია? - დაიწყო ანდრომ.
- სავარაუდოდ, აპრილის 7შიო.
- ანუ იქამდე ჯერ დრო არის.
- კი ბატონო, ორი კვირა გვაქვს.
- შევეცდები მოვიდე, სიკეთეს კი ისეც და ასეც გავიღებ.
- ხო, საქმოველმოედო კონცერტია... ცოტა არიყოს მაჟიტირებს, პირველად ვიღებ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას - ნერვიულად გაეღიმა.
- ჩვენ გვჯერა შენი - ღიმილით გახედა ანდრომ ერეკლეს და ხელი მხარზე დასცხო.
- გვიან თუ არ მოვრჩები, ლევანს გავუაროთ რეპეტიციაზე, ზეგ პოეზიის საღამო აქვს თეატრში.
- მაშინ შევეცდები მეც მალე მოვრჩე საქმეებს.
- აი მოვედით, მადლობა, ძმა ხარ ანდრო - ცალყბად გაუღიმა.
მანქანიდან გადადიოდა გზად, რომ დააწია.
- ერეკლე ისე კი მინდოდა რაღაც მეკითხა.
- მერე შე კაცო, რას უცდი - სავარძელზე დაბრუნდა.
ორივეს გაეღიმათ.
- მგონი ვხვდები რაც ხდება - თქვა ერეკლემ.
- მაშინ შენით დაიწყე - გაუცინა ანდრომ.
- ჯერ ჩვენ, ნუ ისიც არვიცი, მე და ანო ჩვენ თუ ვართ... ვაბშე რახდება აზრზე არ ვართ. პირადად არ გვილაპარაკია, არც მე მითქვამს რამე. პრინციპში სერიოზული ასე არც არაფერი ყოფილა, გზადაგზა მოდის ყველაფერი, არც ვმალავ მე პირადად არაფერს, ანო დარწმუნებულიც კი არ ვარ, რამეს თუ ფიქრობს და მითუმეტეს სხვანაირად თუ გრძნობს... ნუ კაროჩე, რაც არის არის რა...
ერთი რაც ვიციი ზუსტად, მაგრად გამაბრუა, ანდრო - სასაცილოდ ამოიკნავლა ერეკლემ.
- მაგრად გამიხარდება თქვენ, რომ ერთად იყოთ... ნუ პრინციპში, ხო იცი, თუ უნდა იყოს, კიიც იქნება - თვალი ჩაუკრა, ერეკლესკენ გადაიხარა და კარი თავისივე ხელით გაუღო.


***


შაბათობით არ სწავლობდა ხოლმე, უმეტეს დროს დედასთან საკონდიტროში, კატოსთან სახლში ან კიდევ გვიანობამდე ძილში ატარებდა.
წინა ღამით თინამ დაურეკა, ხვალ გამოდი ჩემთან და თან დარჩიო, დიმიტრის თბილისში აგზავნიან, ორშაბათს კონფერენცია აქვსო.
მე, შენ და კატომ პიჟამა ფართი მოვაწყოთო, სამწუხაროდ, კატო ამ საიმოვნებას აკლდებოდა, დედ-მამა ახალ ჩამოსული ყავდა და მათ ასე ვერ მიატოვებდა.
ასე, რომ მხოლოდ თინას და ანოს გარემოცვაში მოუწევდა პატარა ბავშვს ( ჯერ კიდევ თინას მუცელში მყოფს ) დროის გატარება.
თქვენ გგონიათ ეს ორი მოუკლებდა სიგიჟეს?
ნურას უკაცრავად, არდაბადებულ ბავშვს მუცელშივე გააგიჟებდნენ ისე, რომ დაფიქრდებოდა, ნამდვილად ღირს ამ ოჯახში დაბადებაო?! ( ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით )
უკვე გამზადებული იყო თინამ, რომ დაურეკა დედამთილმმა გამომიარა და ცოტა გვიან გამოდი თუ საქმეები გაქვსო. ანოსაც ერჩივნა დედას მიხმარებოდა და მერე მისულიყო მამიდამისთან.
ილოს ხელი ჩაკიდა და დედამისის საკონდიტროსკენ აიღეს გეზი.
ქალი გადარიეს, ბავშვებივით ცელქობდნენ. სამზარეულოში მაფინების გაკეთება დაიწყეს და სულ მოთხვარეს იქაურობა, ლილეც ვითომდა გაბრაზებული უჯავრდებოდა მათ, არადა სინამდვილეში გულში სითბო ეღვრებოდა, მის შვილებს ლაღად მოკისკისეებს, რომ ხედავდა.

ამასობაში ბატონი კიტაც შეურთდა მათ, სამსახურიდან პირდაპირ იქ მისულიყო.
კიტა და ლილე სამზარეულოს მილაგებას შეუდგნენ, ანომ და ილიამ კი ხელი დასტაცეს მათივე 'შემოქმედებას' და იქვე ახლო მდებარე სკვერისკენ გაეშურნენ, სადაც ბავშვებს უნდა გამასპინძლებულიყვნენ საკუთარი ნახელავით.
საბავშო გასართობ მოედანზე იმ დროისთვის, თან შაბათი დღისთვის უამრავ ბავშვს მოეყარა თავი.
ესენიც ბედნიერნი დადიოდნენ და სხვებსაც ახარებდნენ.
ბავშბებთან ერთად კლასობანაც ითამაშეს და მალევე დაუბრუნდნენ მშობლებს, რომლებსაც უკვე მოესწროთ სამზარეულოს მილაგება, ჭიქა ჩაის მომზადება და მაგიდასთან ჭუკჭუკი.
მათი შემყურე ანო ბედნიერებისგან ანათებდა.
ილიამ ფოტოს გადაღებაც მოასწრო მაშინ, როდესაც კიტამ მეუღლეს წინ ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადაუწია და ლოყაზე მიეფერა....

შვიდი საათისთვის ლილე და კიტა სახლისკენ გაეშურნენ, ილია მეგობრების სანახავად და განსატვირთად, ანო კი თინას სახლისკენ დაიძრა გახარებული უმარავი ლილეს ნაირნაირი ნამცხვრის თანხლებით...


თინა და დიმიტრი ზღვის პირას, ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობნენ, რომელსაც ოთხივე მხრიდან ეზო ერტყა.
ჭიშკარი უხმაუროდ გამოაღო და კარისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა, თუმცა საუბრის ხმა სახლიდან მკრთალად, მაგრამ მაინც მოესმა.
ანომ ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა თინას დედამთილ-მამათილი ალბათ ისევ აქ არიანო, ან კიდევ დიმიტრიმ ვერ შეძლო თინას დატოვება რამდენიმე დღით და უკან დაბრუნდა ან არც კი წასულაო.
გაეღიმა და დაუკაკუნებლად შეაღო სახლის კარი.
- მოვედი - დაიყვირა, მისაღებში ხმის მისაწვდენად.
სანამ თინამ მოახერხა მისაღებიდან გამოსვლა ჰოლში, ანო უკვე მათ წინ აისვეტა.
ფრიად გაკვირვებული დარჩა, თინას გვერდით, სავარძელში მოკლათებული ერეკლეს დანახვისას.

ერეკლეს ტანში სასიამოვნოდ გასცრა და ტუჩის კუთხე ჩაეტეხა, რაც თინას თვალს ნამდვილად არ გამორჩენია.

რატომღაც არც ერთი არ ელოდა იქ ერთმნეთის ნახვს, თან ორშაბათის მერე, აგერ უკვე მეხუთე დღე სრულდებოდა, რაც ერთმანეთი არ ენახათ.
- გაიცანი, ჩემი არჩილის ძმის შვილი, ერეკ.... - ორივემ ერთად გააწყვეტინა.
- ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთთს - ერთად თქვეს და ამაზე სამივეს გაეღიმა.
- რატომღაც აქ არ გელოდი - უთხრა ანომ ერეკლეს და მისკენ დაიძრა.
- რატომღაც არც მე - გულწრფელად მიუგო ბიჭმაც.
ერთმანეთი გადაკოცნეს და პირისპირ დასხდნენ.
თინაც მალევე მოკალათდა სავარძელში და აცქმუტუნდა.
ანოს ეს არ გამორჩენია, ყველაფერს მიხვდა და სანამ თინა აენთობოდა, დაასწრო.
- თემო კატოს მეზობელია, ერეკლე თემოს ბიძაშვილი, კი იცი - გაუღიმა თინას - ხოდა ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, თან ბენდში უკრავს, თან თემოსთან ხშირადაა და აი ასე გადაიყარა ჩვენი გზები, სხვათაშორის ახლაც ერთად ვიყავით სოფელ... - აცრემლიანებულმა თინამ შეაწყვეტინა ანოს.
- ჩემო ბიჭო, ერეკლე მართლა ბენდში უკრავ? - გაუკვირდა ანოს თინას აღელვებული ხმის მოსმენისას და აცრემლიანებული თვალების დანახვისას.
- ერეკლე მართლა? ალბათ, ალექსანდრე ახლა როგორ ხარობს - ცრემლები შეიმშრალა თინამ.
- კი, თინ მართლა ასეა - ქალისკენ გადაიხარა და მოეხვია.

ახლაღა გაახსენდა ანოს კვლავ სცენაზე ერეკლეს სიტყვები: ,, არ დაგიმალავთ და გეტყვით, საკმაოდ დიდი ხანია არაფერი არ შემისრულებია, გარკვეული, პირადი მიზეზების გამო და ახლა, თამამად შემიძილია გითხრათ, რომ მიხარია აქ დგომა, საყვარელი საქმის გაგრძელება და სიამოვნების მიღება მასთან და თქვენთან ერთად...."

აი თურმე რაში ყოფილა საქმე და რატომ გაოცდა, გაუხარდა და ატირდა თინა ახალი ამბის გაგებისას.
ფიქრებისგან მალევე გამოეეკვა, როდესაც მხარზე თინას შეხება იგრძნო.
- ბავშვებო ერთი იდეა მაქვს და მინდა წინასწარ იცოდეთ, რომ თავს ვერ დამაღწევთ - სამივეს გაეღიმა - ანო შენ ისეც აქ რჩებოდი, ვაჟბატონო შენ თუ გცალია რამდენიმე საათით? - ჩაეკითხა ზრდილობისთვის ერეკლეს და მალევე თვითონვე განაგრძო - ხო, რა თქმა უნდა, გცალია.... ხოდააა....
- თქვი თინაა, ხომ იცი ყველაფერს შეგისრულებ - თქვა ანომ.
- თ - დაამატა ერეკლემ.
- თ? - გაიკვირვა ანომ.
- ხო, ყველაფერს შეგისრულებთ - აუხსნა ბიჭმა და საყვარლად გაუღიმა ანოს.
- მოკლედ ახლა შემოტევა მაქვს, ბავშვის სქესი არ ვიცით და არც გვინდა წინასწარ, რომ ვიცოდეთ...
ჯერ ძალიიიან, ძალიიიან ადრეა, მაგრამ მინდა რამე ტანსაცმელები ვუყიდოთ, თან ორივე აქ ხართ, აღარც მარტო მომიწევს ბოდიალი, არჩევაშიც დამეხმარებით და გავერთობით კიდეც - ბავშვივით ატიტინდა თინა.
- და რა პრობლემაა, ტაქსს გამოვიძახებ და რომელ მოლშიც გინდა, წავიდეთ - უპასუხა ერეკლემ.
- არა, რა პრობლემაა კაცო - ცინიზმით თქვა ანომ - როდესმე ყოფილხარ საყიდლებზე მასთან ერთად?
უარის ნიშნად თავი გააქნია ერეკლემ.
- ხოდა, აბა ახლა, ნამდვილად გაძლებას გისურვებ - დანანებით დასწვდა ჩანთას და ფეხზე წამოიმართა ანო.

თინა მალევე გაემზადა, ერთ მახერს ანო ამოიყენა, მეორე მხარეს ერეკლე და ეზოში დაელოდა ტაქსის გამოჩენას.
ეიფორიაში სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდნენ.
შენობის კარებში გახარებულმა თინამ, დამწუხრებულმა ანომ და ბედნიერმა ერეკლემ, ქალის გულის გახარება, რომ მოახერხა ამ წვრილმანით, სინამდვილეში კი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა წინ რა ელოდა, შეაბიჯეს.
მოლი ორ სართულიანი იყო, მხოლოდ პირველ სართულზე ოცი ტანსაცმლის მაღაზია მაინც იყო, მეორეზე საუბარიც კი ზედმეტი გახლდათ.
თინა სექციიდან სექციაში ისეთი სისწრაფით მოძრაობდა, ერეკლე ფეხის აყოლებას კი არა, თვალის გაყოლებასც კი ვერ ასწრებდა.

ახლა ხვდებოდა ანო რასაც გულისხმობდა იმ სიტყვებში...

ჯერ მხოლოდ შვიდ მაღაზიაში თუ იქნებოდნენ ნამყოფები, სამივეს ხელში ტევა, რომ არ ჰქონდათ.
კიდევ კარგი, იქვე იყო ცელოფნების შესანახი, თორე ისედაც უკვე ძლიან დაღლილებს სადაცაა ქანცი გაძვრებიდათ, რასაც ვერ ვიტყოდით ჯერ კიდევ მხიარულად და ენერგიით აღსავსე თინაზე.
პირველი სართული მალევე მოითავეს, რადგან ამ სართულზე ბევრი საბავშო მაღაზია არ იყო.
ანოს და ერეკლეს ბედად მეორეზეც არ გახლდათ ბევრი საბავშო მაღაზია... ამასობაში თინას მოშივებოდა... ორივეს ხელი დასტაცა და იქვე სწრაფი კვების ობიექტისკენ გააქნა.
- დღეს მე გიმასპინძლებთ, იქნებ ცოტა ამით მაინც გამოვისყიდო ჩემი 'დანაშაული' - მიუგო სკამებზე მივარდნილ ბავშვებს და მათ გაეცალა.
- კაი სპორცმენია, კაი შოპაგოლიკია, კაი ქალია, მარა ორსული? საიდან აქვს ამდენი ენერგია ვერ დავადგინე - თქვა ერეკლემ.
- ამას ორსულიბა კი არა, სამსულობაც ვერ უშველის ამ საკითხში, ამით ისვენებს, იკვებება და ბედნიერდება ეგ - ამოიხრიალა ანომ.
- ამდენ ხანს სად წავიდა? - ის ის იყო იკითხა და ფეხზე წამოიმართა ერეკლე, მათ მაგიდას თინა და ოფიციანტი, ახალგაზრდა გოგონა, რომ მოუახლოვდა ხელებ დამშვენებული.
- აი ესეც ესე - როგორც კი თინამ და გოგონამ მაგიდაზე დააწყვეს შეკვეთა, დაიწყო - აი ეს ქათმის ფრთები და fრი, შენ პატარა ქალბატონო - მიუბრუბდა ანოს - ეს სენდვიჩი და ატმის წვენი შენ ერეკლე - დაუდო ცხვირ წინ ბიჭს - აი ეს ნაყინი კი მე - სასაცილოდ გაწელა სიტყვა და კმაყოფილი მიეყრდნო სკამის საზურგეს.
- არ მითხრა ახლა მახსოვდაო - უთხრა ერეკლემ.
- მეკადრება?! არ გეტყვი - გაეკაკლუცა ქალი.
- თინა, შენ ეს ნაყინი ნამდვილად გეყოფა? - ჩაეკითხა ანო.
- შენ არ ინერვიული მაგაზე - ცხვირზე დაკრა ხელი გოგოს.
დაღლილობაზე მადიანად მიირთვეს და ვოიაჟის გასაგრძელებლად მოემზადნენ თინამ, რომ დაასწრო.
- არა დღეს მოვრჩით პატარა ჭინკას ამბებს - მოცელზე დაისვა ხელი. ამ ამბით გახარებულ ერეკლეს და ანოს სახეზე ღიმილი გადეკრათ, რომელიც მალევე წაეშალათ, როდესაც თინამ განაგრძო - დიმიტრის მინდა რამე ვუყიდო და ეგაა - ახლა ნამდვილად დაასრულა.
- ანუ, იგივე გველოდება წინ ხო? - ჩეკითხა ერეკლე იქვე მდგომთ.
- არა, ამ ჯერად მართლა მალე მორჩება, თუ მხოლოდ დიმიტრის უნდა უყიდოს რამე - აუხსნა და გაამხევა ანომ მოღუშული ბიჭი.

ამჯერად მაღაზიებში ლამაზად აკვირდებოდნენ და ათვალიერებდნენ ყველაფერს. უფრო მარტივი იყო დიმიტრისთვის რაიმეს არჩევა, ვიდრე ჯერ არ დაბადებული, გაურკვეველი სქესის ბავშვისთვის ტანსაცმლის არჩევა, თან ეს უკანასკნელი თინასაც, რომ მოწონებოდა.
უკვე მაღაზიიდან გადიოდნენ ანომ, რომ დააწია გზად მათ სიტყვა.
- ამის გვერდითაში შედით, მე აქ რაღაც უნდა ვნახო - ამის მოსმენისას თინამ მხრები აიჩეჩა და გაკვირვებულ ერეკლეს ხელი ჩასჭიდა, რომელსაც შეიძლებადაც კარგი არაფერი ელოდა წინ, მარტო დარჩენილ თინასთან.

ანოს დიმიტრისთვის საჩუქრის თვლიერებისას, ერთ-ერთ მაღაზიაში, კაცების სექციაში, საკმაოდ მაღლა, მესამე რიგში ჩამოკიდებული, თეთრი თხელი პერანგი მოხდა თვალში.
როგორც კი დაინახა, თვალში ამ პერანგში გამოწყობილი, უზომოდ სიმაპატიური ერეკლე გამოესახა. დანახვისთანავე იგრძნო, რომ, აუცილებლად, უნდა ეყიდა ეს უკანასკნელი.
მხოლოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი და ესეც ნიშნად ჩათვალა, თუ მისი ზომის იქნება ანუ ზუსტად ამ ამბისთვის იყო დარჩენილიო.
კონსულტანტს მალევე ჩამოახსნევინა და სარკისკენ გაემართა.
ტანზე მიიდო პერანგი და საკუთარ ანარეკლს გახედა სარკეში.
ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ეს პერანგი უკვე ერეკლეს იყო და ახლა მას მოერგო...
გულწრფელად გაეღიმა და ჩანაფიქრით კამყოფილი სალაროსკენ გაემართა.
მაღააზიიდან გასულს იქვე ჰოლში სკამზე ჩამომჯდარი დაუხვდა თინა და ერეკლე, მათკენ აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა და იქვე ჩამოჯდა.
თინამ კითხვის დასამელად პირი გააღო თუ არა, მასზევე მიეყინა სიტყვები....
დაინახა როგორ დაიძრა ანო ერეკლესკენ და ყველანაირი მორიდების გარეშე როგორ შეაჩეჩა ბიჭს ცელოფანი ხელში.
ხმა არცერთს ამოუღია ისე დაიძრნენ, დანარჩენი ცელოფნების ასაღებად.

ან რაიყო სათქმელი?

თინა უთქმელადაც მიხვდა
ყველაფერს.

ანომ უსიტყვოდაც იგრძნო ერეკლეს მადლიერება მისსავე თვალებში აკაიფებული ვარსკვლავების დანახვისას.

ერეკლესთვის კი აქამდე ყველაფერი ბუნდოვანი, ნათელი გახადა ანოს საქციელმა.


,,თუ გულში მზე გქვს, თავად ხარ ზეცა"

გიორგი დიასამიძე.


და ზუსტად ასეთი იყო ანოც...





აბა, გისმენთ.. რას იტყვით?



№1 სტუმარი მაია კევლიშვილი

რა კარგები არიან,ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent