ყველა'ფერი ( მეთხუთმეტე თავი )
ბედნიერ დღეს გისურვებთ... იმედი მაქვს, მოგეწონებათ... *** ოთხშაბათი დღეც გათენებულიყო. ყველანი დაპირებისამებრ იოანეს საავადმყოფოს ჰოლში ელოდნენ. ოპერაცია გაუმტკივარებით კეთდებოდა და სულ რაღაც 15-17 წუთს გრძელდებოდა. ძლივს დაამშვიდეს და გაისტუმრეს დაფეთებული იოანე საოპერაციოში. უამრავი ნაყინის ჭამითა და მთელი დღე გვერდში ყოფნით დაითანხმეს საწყალი ბიჭი. ოპერაცია წარმატებით მალევე დამთავრდა. ყველანი პალატაში შეჩურთულიყვნენ. იმ ციცქნა ოთახში როგორ ეტეოდნენ, თვითონაც ვერ ხვდებოდნენ. - აბა, როგორ ხარ უშიშარობის ეტალონო? - ჰკითხა ღიმილით ლევანმა. - შემზე გავიგეთ, ექიმს იქეთ ამშვიდებდა მალე დამთავრდებაო - გაეხუმრა კესო. - გაალამაზე ექიმიც, ხო? - სიცილით ჰკითხა ანდრომ. - კაი, რა იყო. რას ეცით, დააცადეთ მოვიდეს გონს - გადახედა ყველას ერეკლემ. - დაიცა, რა ცოტას გავრეთობით, ისეც სულ თვითონ არ ერთობა?! - თქვა თემომ. - და თქვენ რა სამაგიეროს უხდით? - იმდენად გულუბრყვილოდ იკითხა ანომ, რომ იოანესაც კი შეძლებისდაგვარად გაეღიმა გოგონას კითხვაზე. - კაი, რა იყო ანო, კიარ დავცინით - უთხრა ანდრომ. - ცოტას ვერთობით და მასაც ვართობთ, ასე არააა პატარავ? - თავზე ხელი გადაუსვა ამის თქმისას ლევანმა ბიჭს. - გიჟები ხართ - დაასკვნა ანომ. ამასობაში, იოანეს კალამი და ფურცელი მოემარჯვებინა და რაღაცას გაცხარებული წერდა. მორჩა თუ არა, თაბახი გამოატრიალა და კატოს მიუთითა შენ წაიკითხეო. - რა იყო კი მარა, მნახეთ დაჭრილი არწივი და მომადექით, არა? - პირველი ნაწილის წაკითხვისას ყველას გულიანად გაეცინა. - დაჭრილი არწივი - გაიმეორა თემომ. - არწივიო, ამან - თქვა ლევანმა და თითი იოანესკან გაიშვირა. იოანემ კატოს ხელიდან ფურცელი გამოგლიჯა და წერა განაგრძო. ახლა ნენემ დაიწყო კითხვა: - ესეიგი რაც აქდე ვერ მითხარით, ახლა ინაზღაურებთ, არა? - ჩაამთავრა ნენემ თუ არა ყველამ სასაცილოდ დაბღვერილ იოანეს გახედა. - კაი, იო მოვრჩით მართლა - უთხრა ანდრომ. იოანემ ახლა სასაცილოდ დაიწყო თითების გაშვერა ერეკლეს, კატოს, ნენეს და ანოს მიმართულებით. - რაიო? - იკითხა კესომ. - აბა, უფრო ხმამაღლა თქვი, იო - აგიჟებდა თემო. იოანეც არ ჩამორჩა, იქვე ტუმბოზე დადებულ ტელეფონის დამტენს დაწვდა და პირდაპირ მუცელში გაუქნა თემოს. - მეტკინა, შე მხეცო - ამოიგმინა თემომ. გამარჯვების ნიშნად იოანემ შეძლებისდაგვარად გაუღიმა მას. - ღირსი ხარო, გადმოგცა - უთხრა ერეკლემ ბიძაშვილს. იოანემ საქციელის მოსაწონად ხელი დაჰკრა მხარზე ერეკლეს. - რაო, წეღან რას ამბობდი? - ახლა ნენე ჩაეკითხა. ისევ ფურცელზე წერა დაიწყო. ახლა ანომ წაიკითხა: - რას ვამბობდი და, მარტო ეს ოთხია ჯიგარი და კაი ხალხი თქო, არც დამცინიან, არც მაწვალებენ და არც მაგიჟებენ თქო. - ეგრე, ხო? - ავისმომასწავებლად დაუბღვირა კესომ მეგობარს. - კესარია, არ გინდა ახლა, მერე ერთად გავამწაროთ - დაამშვიდა და თვალი ჩაუკრა ლევანმა გოგოს. - კაი, ახლა ასე ვქნათ - დაიწყო ნენემ - ამანც, რომ დაისვენოს - იოანესკენ გაიშვირა თითი - ყველანი წავიდეთ აქვე ლუკა პოლარეში და ნაყინები ვჭამოთ. ახლა იოანე ნამდვილად დაეტყო გაბრაზება და ბალიში მოურიდებლად გაუქნია გოგონას. იქვე დაგდებულ ფურცელს სწრაფად დასწვდა და კვლავ წერას შეუდგა. ისეთი სისწრაფით დაწერა რაღაც, რომ სიტყვები, რომელიც ბატის ნაფეხურებს წააგავდა, მხოლოდ ანდრომ გაარჩია: - ნენე, შენც კაი ჭინკა ყოფილხარ. კაი ხალხში მხოლოდ ეგ სამეული დარჩა - ამის თქმისას იოანემ ხელი ერეკლეს, ანოს და კატოსკენ გაიშვირა - ახლა წადით, ჩასკდით და ამხელა კაცი, რომ გამაგიჟეთ, მეც მომიტანეთ ნაყინი, თორემ ექიმს თქვენ თავს ამ პალატაში კი არა საერთოდ საავადმყოფოში არ შემოვაშვებინებო. *** საქველმოქმედო კონცერტი ახლოვდებოდა. ბავშვებს გადაწყვეტილი ჰქონდათ კონცერტის ჰონორართან ერთად, ორგანიზება გაეწიათ საყოფაცხოვრებო, პირადი ნივთების შეგროვების საკითხზეც. ნებისმიერი მცირეოდენი დახმარებაც კი გადამწყვეტი იქნებოდა მათთვის, რადგან ერთ მთლიანობას, მცირე ნაწილები ჰქმნიდა. ორგანიზებას სათავეში კატო, კესო და ანო ედგნენ. კონცერტის გამო გოგონათა ჯგუფს ნენე გამოკლებდა, მაგრამ დანარჩემები მატერიალურ და ზოგად დახმარებას უწევდნენ, უბრალოდ ორგანიზებას ვერ უერთდებოდნენ. ყველას რაღაც მაინც მოჰქონდა. ზოგს საკუთარი ტანსაცმელი, ზოგს საყოფაცხოვრებო ტენიკა, ზოგს წიგნები, ზოგს მოძველებული ტელეფონებიცა და კომპიუტერებიც კი არ ენანებოდათ... გზადაგზა, იმდენი რამ შეგროვდა ჯამში, რომ ყველანი უზადო კმაყოფილებას გრძნობდა ერთობლივი შრომის გამო. სამწუხაროა, მაგრამ მთავარ როლს მაინც კონცერტი და მისით შემოტანილი თანხა თამაშობდა. ამ ფულით აპირებდნენ გაჭირვებულებისთვის წამლების, პროდუქტისა თუ საჭმლის ყიდვას. სადაცაა კონცერტის დღეც ახლოვდებოდა და პასუხისმგებლობა და მღელვარებაც თითოეულ სტუდენტსა თუ ლექტორში იმატებდა. *** დიმიტრის კონფერენციის წარმატებით ჩატარებისა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნის სუფრაც ახლოვდებოდა. თინამ აიტეხა გინდა თუ არა, სახლში ავღნიშნოთ კომფორტულად და ჩვენივე გარემოშიო, ვიდრე პომპეზურად რესტორანშიო. არადა, ყველა ცდილობდა მასზე ზრუნვას, რომ არც ბავშვი გადაღლილიყო და არც მომავალი დედა, მაგრამ თინას მორჯულება ხომ არასდროს არის მარტივი, არა? ანომ ხელი მაინც არ გააქანებინა, პარასკევ საღამოს ყველანაირი საქმე გადადო და თავისვე ხელით მოამზადა ყველაფერი მამიდმისისა და ბიძამისის სახლში. არც ლილე გაიკარა, იცოდა საკონდიტროში აუარება შეკვეთა ჰქონდა, თან შაბათის ქორწილისთვის უზარმაზარი ტორტის შეკვეთა უნდა გაეკეთებინა. კატოს დახარებაზე თავად ანომ განაცხადა უარი, მაგის დახმარება ყველაფრის სამმაგ გაკეთებად დამიჯდებაო. არც წყენია კატოს, ისედაც იცოდა საკუთარი თავის ამბავი, ამიტომ პირიქით გახარებული დარჩა დაქალმა, რომ არ გაწირა ტანჯვისთვის ეს უკანასკნელი. ანოსთან სამზარეულოში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა იქმადე, სანამ თინამ არ შეააპარა ერეკლეს დედის, ეკატერინეს საღამოს სტუმრობის ამბავი. ამის შემდგომ, დაბნეულ გოგოს ორი ხაჭაპური დაეწვა, ხინკალი გადაეხარშა და დასამშვიდებლად მიყუდებული წყალიც კი გადასცდა. საბოლოოდ, კი საკუთარ თავს მობილიზაციისთვისა და დაწყნარებისთვის მოუწოდა და მგონი გამოუვიდა კიდეც. მაგიდის გაწყობა საკუთარ თავზე კატომ აიღო. შვიდის ნახევრისთვის ყველა და ყველაფერი მზად იყო. ნელ-ნელა სტუმრებმაც დაიწყეს მოსვლა, ბევრი ხალხი არც იქნებოდა, მხოლოდ ახლო ოჯახის წევრები გაალამაზებდა საღამოს. პირველები ლილე, ილია და კიტა შემოემატნენ დანარჩენებს. მალევე მოვიდნენ დიმიტრის მშობლები და დეიდაც. ბოლოს კი თავდგირიძეების ოჯახი და ეკატერინე მობრძანდნენ. მალევე შემოუსხდნენ მაგიდას და დაიწყეს ოჯახური მოლხენა. სუფრის წამყვანად და თამადად, რა თქმა უნდა, არჩილი აირჩიეს. ერთი მაგიდის ბოლოში ნონა და არჩილი ისხდნენ, მეორეს ბოლოში კი თინა და დიმიტრი. შუაგულში ერთ მხარეს დიმიტრის მშობლები, დეიდა, ილია და თემო იკავებდნენ, საპირისპირო მხარეს კი ანოს მშობლები, ანო, კატო, ერეკლე და ეკატერინე. ანოს ეკატერინესგან კატო და ერეკლე აშორებდა, რის გამოც ქალს ნორმალურად ვერც კი ხედავდა, მაგრამ მისი სილამაზითა და სიარულის მანერით კარში შემოსლისთანავე მოიხიბლა. ახლა მიხვდა, ერეკლე თვალებით და არა მარტო თვალებით, ვისაც ჰგავდა. ანოს ნახელავი ყველამ ცალცალკე მოუწონა. ერეკლეს დედამ შეაქო კიდეც, ასეთი ხაჭაპური მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არსად მიჭამიაო, დედის სიტყვებმა კი ერეკლეს ღიმილი მოჰგვარა. ანო ამდენი ქებისგან შეწუხებული სახეზე სულ გადაწითლდა და ბოდიშის მოხდით საპირფარეშოსკენ დაიძრა. თინამ სპეციალურად გამიჩალიჩაო, ფიქრობდა, რას გამოაცხადა საჯაროდ, ყველაფერი ჩემმა არაჩვეულებრივმა ძმისშვილმა, ანომ მოამზადაო. სანამ სააბაზანოში ანო სახეზე წყალს ისხამდა და მშვიდდებოდა, რა იცოდა სუფრაზე რა ხდებოდა?! უკან დაბრუნებულს, სიტუაცია ერთიორად დამძიმებული მოეჩვენა. ამას ამტკიცებდა ერეკლეს გახშირებული სუნთქვა, ეკატერინეს გაფართოებული თვალებიც და თინას შეწუხებული სახეც. მაგიდის სკამი ფრთხილად გამოწია და თავის ადგილას, კატოს გვერდით მშვიდად მოკალათდა. გაკვირვებული თვალებით გახედა გვერდით მჯდომს და სიტუაციიაში გარკვევა სთხოვა. კატოს არც სჭირდებოდა ანოს თხოვნა, ისედაც ყველაფერი უკვე ნომერზე ესემესის სახით მოეყოლა მისთვის. თვალებით მაგიდაზე დადებული ტელეფონისკენ ანიშნა და სუფრას მოავლო თვალი. კატო წერდა: ,, ადექი თუ არა, დიმიტრის დეიდამ ღიმილით გამოგაყოლა თვალი და მის დას, დიმიტრის დედას გადაუჩურჩულა თან ისე, რომ ყველამ ყველაფერი გავიგეთ :D თუ როგორ მოწონხარ მისი მეზობელი ახლაგაზრდა, ლექტორი ბიჭისთვის. " ,, სულ ესა? " მიწერა ანომ. ,, გოგო შენ ნორმალური ხარ? " არც კატოს პასუხმა დაუგვიანა. ,, აუ, ვერ მივხვდი რა ხდება " ,, არ ხარ შენ ჯანმრთელად, გოგო " ,, კატო " ,, რა ვერ გაიგე, ამის გაგონებისას ყველა დაიძაბა. დიმიტრის დედა უხერხულში ჩავარდა. თინა სულ დაიბნა, ერეკლე კიი... ეჰ ერეკლე, სულ დაიძაბა. თავლი არ მომიშორებია, მაგიდის გადასაფარებელს ჩაბღაუჭებოდა და ამავე ხელზე ეკატერინე გასამხნევებლად ეფერებოდა, თან შიგადაშიგ ყურში რაღას გადაუჩურჩულებდა, ხოლმე " დაასრულა კატომ. ანოს სხეულზე სულ ჭიანჭველებმა დაუარა, ყველაფერი მისთვის ისედაც ნათელი იყო. საღამო მალევე განაგრძეს. ახლა ჯერი მიცვალებულების დღეგრძელებაზე მიმდგარიყო. ძლივს განმუხტული ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. - ამ სასმისით მინდა წასულების სადღეგრძელო დავლიო და პირველ რიგში არ შემიძლია, ჩემი ერთადერთი ძმა არ გავიხსენო - თქვა თუ არა არჩილმა, გვერდით მჯდარ რძალს და ძმის შვილს გახედა აცრემლიანებული თვალებით - ალექსანდრეს თამადობით, ყველა წასულს და ანგელოზად გადაქცეულ ჩვენ მფარველებს ვადიდებ და კიდევ იქეთ ვალოცვინებ ჩვენ თავებს - სასმისი ბოლომდე გამოცალა და ჭიქაც თავქვე გადმოატრიალა. ერეკლემ განსამხნევებლად გვერდით მჯდარ დედას ხელზე ხელი მოუჭირა, ლოყაზე აკოცა და მაგიდაც უაკნმოუხედავად, მძიმე ნაბიჯებით დატოვა. შეძლებისდაგვარად არავინ შეიმჩნია იქ გამეფებული სიტუაცია და კვლავ შეუმჩნევლად განაგრძეს საღამო. ათი წუთის გასვლის შემდეგ, ანომ მეტი ვეღარ მოითმინა და უკან მოუხედავად დატოვა თავისი ადგილი. გეზი აივნისკენ აიღო, სადაც ერეკლე ეგულებოდა. მოაჯირთან ახლოს, წელში გამართული იდგა ბიჭი და ცისკენ მიეპყრო თვალები, როდესაც ანოს მშვიდი, მომაჯადოებელი ხმა შემოესმა. ,, ცაში აიხედა და იცოდა, იქ ვიღაცას უყვარდა. " - გურამ დოჩანაშვილი - შემოუბრუნებლად უპასუხა ბიჭმა ანოს. - გცოდნია - ესღა თქვა და გვერდში ამოუდგა ბიჭს. - ანო.... - დაიწყო ერეკლემ, მაგრამ ანომ შეაწყვეტინა. - ნახე, როგორ ბნელი ღამეა, მხოლოდ ვარსკვალავები ანათებენ არემარეს და ზღვის ტალღების ხმა არღვევს ღამის სიმშვიდეს.. მოდი ერთად მოვუსმინოთ - მიუგო ბიჭს. ერეკლეს ჩაეღიმა და ამის შემდგომ ხმაც აღარ ამოუღია. მალევე იგრძნო მან თავისივე თითებზე ანოს გრძელი, ლამაზი თითების შეხება. ერთმანეთისკენ შეტრიალდნენ თუ არა, თვალი-თვალში გაუყარეს. - ერეკლე, მთლიანად შენ - თვალებით თავიდან ბოლომდე მოავლო მზერა ბიჭს - მთლიანად შენ მაგიჟებ - ჩუმი ჩურჩულით ამოილაპარაკა ანომ. - ახლა, მე გთხოვ ანო, გავჩუმდეთ რა - ერეკლემ შეაწყვეტინა გოგონას და ისეთი თხოვნა-მუდარით აღსავსე თვალებით გახედა, რომ ანო იმწამსვე დადუმდა. მალევე იგრძნო ერეკლემ სახეზე როგორი სინაზით ეფერებოდა ანო მას. ცდუნებას ვეღარ გაუძლო და სიამოვმებისგან თვალები დაეხუჭა. სახეზე მოქცეულ ანოს მტევანს თავისი დაადო და უდიდესი რუდუნებითა და სიყვარულით მარცხენა ხელისგულზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები გოგონას. სიამოვნებისგან ქარ-ცეცხლში გახვეული ანოსკენ ფრთხილად დაიხარა და ყურში ძალიან ნაზი და ხავერდოვანი ხმით ჩასჩურჩულა: - ხელის გულზე ჩემ გარდა არავის აკოცნინო. *** ორშაბათს დილით ილია ტოვებდა გზად უნივერსიტეტში ანოს. - ანო ეს დღეებია ვერაფრით დაგიმარტოხელე, შენთან სალაპარაკო მაქვს - დაიწყო ილიამ. - გისმენ, ილო - ძმას ღიმილით გახედა. - რა ხდება შენ და იმ ბიჭს - სახელი ვერ გაიხსენა. - ერეკლეს - შეახსენა ანომ. - ხო, შენ და ერეკლეს შორის - ცალი თვალით გახედა გვერდით მჯდომ დას. - მოდი, ასე გეტყვი, ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტი საუბარი და მითუმეტეს იმის თქმა რაც არ არის - ამ სიტყვებზე თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ილიამ ანოს - ერთად არ ვართ, მაგრ.... - მაგრამ იქნებით - დაასწრო ილიამ. არადა ანო ამის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა ეთქვა ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ უნდა იყოს, კიდევაც იქნებაო. - გიჟი ხარ, ძამიკო რაღა გელაპარაკო? - მხარზე დაკრა ხელი ილიას. - ანუ, ახლა ვითომ რას მიტარებ? თემას მიცვილი, ხო? - ვაააუ, საიდან მიხვდი - გადაიკისკისა ანომ - ეგრე მიცნობ, ბიჭო? - და მე მაინც მგონია, რომ ერთმანეთზე გიჟდებით, მითუმეტეს იმ დღეს თინასთან რაც მოხ... - არ მაინტერესებს ილო შენ რა გგონია - შეაწყვეტინა ანომ - რაღაც ძაან მკაცრად და უხეშად გამომივიდა ნათქვამი, მაგრამ შენ ხომ მაინც იცი რასაც ვგულისხმობ, არა? - ძაღლის თვალებით გახედა ძმას. - მე თუ არ ვიცი, აბა ვინ იცის? - ამ ფრაზით იქ არ მყოფ კატოს წაკბინა და შუქნიშანის წითელზე გაჩერებულმა დრო იხელთა, დისკენ გადაიხარა და ძაალიიან მაგრად მოეხვია. - ჩემი სულის ნაწილი ხარ, ხომ იცი, არა? - ჰკითხა ანომ ძმას. - ვიცი, ჩემო ჭინკავ - საპასუხოდ ცხვირზე სასაცილოდ დაჰკრა თითი პატარა დას. *** შვიდი აპრილიც დამდგარიყო. უნივერსიტეტის ეზოში, ბულვარის მხრიდან სცენას აწყობდნენ საღამოს კონცერტისთვის. ყველას იქ მოეყარა თავი და სააბოლოო დოვლათს ანაწილებდნენ სხვადასხვა, ფერად-ფერად ცელოფნებში. ერთიანად საქმეს მალევე მორჩნენ და დარჩენილი ლექციებზე დასასწრებად გასწიეს. კონცერტი, საღამოს შვიდ საათზე იწყებოდა. იქმადე ბენდი გენერალურ რეპეტიციას გადიოდა, რომელსაც ვერავინ ესწრებოდა. ანოსთვის საინტერესო ლექციებმა დრო უფრო მალე გაიყვანა და ნანატრი საღამოც დადგა. გაგიკვირდებათ და, პირველი გახსნის კონცერტის შემდეგ, ახლა გაცილებით უფრო მეტ ადამიანს მოეყარა იქ თავი ისე, რომ ეზოში კი არა, ბულვარშიც აღარ იყო ტევა. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი სახეები იერეოდა ერთმანეთში, ზოგი უნივერსიტეტის სტუდენტი, ლექტორი თუ პროფესორი იყო, ზოგიც უბრალოდ დამსსვენებელი და ადგილობრივი მოსახლეობა. იქვე აკადემიის სტუდენტებსაც მოეყარა თავი, ეტყობოდა პირველი გამოსვლის შემდეგ ბენდმა სახელი საკმაოდ გაითქვა და ადგილიც დაიმკვიდრა საზოგადოებაში, რაც ნამდვილად დადებით როლს თამაშობდა საქველმოქმედო საღამოსთვის. ერეკლე ნერვიულობის ნაცვლად, მთელი საღამო აჟიტირებული დააბიჯებდა. ვერცერთმა ერეკლესა და ნენეს მეგობარმა ვერ შეძლო მათი გამხნევება, გასაკვირიც არ იყო, სცენამდე ვერავინ მოაღწევდა ისეთი ამბავი იყო ირგვლივ, მაგრამ ანო რის ანო იყო რამე მაინც, რომ არ მოეხერხებინა? საღამო სასიამოვნოდ დაიწყო და კულმინაციამდეც სათანადოდ გაგრძელდა. ბენდმა თხუთმეტამდე სიმღერა მაინც შეასრულა, ზოგი საკუთარი ინტერპრეტაციით, ზოგი ქავერით და ზოგიც უბრალოდ ორიგინალ სტილში. საღამო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ბოლო სიმღერამდე ერეკლემ განაცხადი, რომ გააკეთა. თითქოს ყველა ამას ელოდაო, ირგვლივ ყველაფერი ჩაწყნარდა და არემარეს მხოლოდ ერეკლეს ხავერდოვანი ხმა არღვევდა. - ეს სიმღერა რაც მოვისმინე, იმის შემდგომ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემში, ბოლო დღეებია კი მთლინად გავიაზრე რატომ მიყვარს ასე და მისი მოსმენისას ან კიდევ შესრულებისას ბოლომდე რატომ ვისისხორციელებ. ბოლო დროებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ხუთი დღეა - თინასთან აივანზე მომხდარი ამბების შემდეგ - ეს სიმღერა ჩემთვის ერთადერთ ადამიანთან ასოცირდება. მორჩა თუ არა ერეკლე მონოლოგს, თვალებით უამრავ ადამიანში იმ ერთადერთის ძიებას შეუდგა და მალევე იპოვნა ისიც. ანომ მოურიდებლად, თავლის მოუშორებლად მიაპყრო მზერა მისკენ დაჟინებული თვალებით შემყურე ერეკლეს და ღმერთს მადლობა გადაუხადა მისი არსებობისთვის. გოგონას მთელი დღე იმის აჟიტირება არ ეყო საღამოს ერეკლეს ნაზ ხმას, რომ მოისმენდა, ზემოდან დამატებული მისი ნაჩუქარი პერანგი, რომ დალანდა ბიჭზე სცენაზე გამოსვლის შემდეგ. ისედაც გულ გაჩერებულს ახლა კიდევ ეს დაემატა და რომ არა მისკენ მომართული ერეკლეს თვალები და კატოს მაჯისთვის ჩაბღაუჭებული ხელი, ალბათ გონებასც კი დაკარგავდა. დაიწყო თუ არა, ერეკლემ გიტარაზე სიმღერის შესაბამისი აკორდების აღება, ყველანი გაიტრუნენ. ,, სიყვარულმა იცის დღე და სიყვარულმა იცის ღამე სიყვარული მე არვიცი, მჯერა შენ მასწავლი მალე მოვა წვიმა, მოვა თოვლი, ჩავუყვებით ქუჩას ორნი გარბენინებ წვიმაში და კოშკს აგიგებ სილაში ნუ დამტოვებ გრძნობაში და სიყვარულს ნუ ჩათვლი ბოდვაში შენთავსვფიცავარ მიყვარხარ შენ ჩემ ცხოვრებას მიგავხარ" გიორგი ტიგინაშვილი და კახი ხუციშვილი - ,, სიყვარულმა " და, აბა გამოიცანით, მთელი სიმღერის მანძილზე, ვის და ვის არ მოუშორებიათ თაველები ერთმანეთისთვის? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.