შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეთექვსმეტე თავი )


6-07-2023, 19:10
ავტორი დეასი
ნანახია 718

საღამო მშვიდობის, ესეც რიგითი ახალი თავი...


***


სიმღერის შესრულება დაასრულა თუ არა, ნაჩქარევად, მაგრამ ზრდილობიანად დაემშვიდობა საქველმოქმედო კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ დაიძრა.
ანო იქვე დახვდა, პირველ საფეხურთან.
ერეკლემ მალევე ჩაიარა ხუთივე საფეხური და გოგონას მოწყურებულივით გადაეხვია.
თითქოს ანოსაც თავიდანვე ეს ქონდა განზრახული... მალევე მოხვია ბიჭს ხელები წელზე და თავი მხარზე ჩამოადო.
იმ მომენტისთვის ყველანაირი სიტყვა ზედმეტი გახლდათ.
თითქოს არცერთ არ ჩაესმოდა გარშემო გამეფებული უამარავი ადამიანის საუბარი, სიცილი თუ კისკისი.
როგორც იქნა გული იჯერეს, თუ ეს სართოდ შესაძლებელი იყო და ოდნავ დაშორდნენ ერთმანეთს.
ერეკლემ არ დაანება და წელზე კვლავ დაუტოვა გოგონას მარწუხები შემოხვეული.
ანო ოდნავ მოსცილდა ბიჭის გულმკერდს და პირდაპირ თვალებში მიაჩერდა.
- შენმა გამხნევებამ და გვერდში დგომამ გამაბედინა ამდენი - დაიწყო ერეკლემ - რომ არა შენი მოხერხებულობა და ინიციატივის გამოჩენა, ალბათ დღეს ეს ყველაფერი არც მოხდებოდა...
- სხვა დროს, მაგრამ მაინც ხომ მოხდებოდა, არა? - ჩაეკითხა თვალებგაბრწყინებული ანო.
- რა თქმა უნდა - ბიჭს არც უცდია რაიმეს დამალვა.
- ესეიგი კარგი ვქენი, რომ მოვიპარე სცენასთან და მაგ ყურის მიკროფონში ჩაგძახე, არა? - გადაიკისკისა გოგონამ.
- უდაოდ - თვალთან ახლოს, ლოყაზე ხელისგულით მიეფერა ერეკლე ანოს - ჩემი თილისმა ხარ.
- ვატყობ - უთხრა ანომ ჩუმად და ამის დასადასტურებლად პერანგზე მიანიშნა ერეკლეს - სხვათაშორის, ძალიან გიხდება.
- ესეც, შენი დამსახურებით - ოცდათორმეტით გაუღიმა ანოს.
ანო კი ბიჭთან ისედაც ახლო მყოფი, კიდევ უფრო ახლოს მიიწია და ყურში ნაზად ჩასჩურჩულა:

,, სიყვარული მე არ ვიცი, მჯერა შენ მასწავლი მალე..."


***


ერეკლესთან იყვნენ. ეკა და ნონა ერთად წასულიყვნენ თინას სანახავად, არჩილთან სახლში კი ფეხბურთისთვის შესაფერისი სუფრა იყო გაშლილი, მხოლოდ კაცებისთვის.
თემომ აიტეხა გინდა თუ არა, სადმე წავიდეთ ამ სიცხეში ფეხბურთს არ მაყურებინოთ და ლუდით არ გამჭყიპოთო, ერეკლემაც დედაჩემიც გასულიაო და ჩემთან წავიდეთ რა პრობლემააო.
ერეკლესთან თავი მხოლოდ 'ძველი სამეგობროს' მოეყარა.
ნენეს უნივერსიტეტში პრეზენტაცია ჰქონდა, ანო და კატო ერთად იყვნენ სადღაც წასული, ხოდა მხოლოდ ასე შემორჩნენ შესანიშანვი ექვსეულნი.
მისაღებში ისხდნენ და ლევანის მომავალ პოეზიის საღამოზე დეტალებს არკვევდნენ.
ამჯერად, ბიჭი მარტო ატარებდა პოეზიის საღამო, რაშიც, რა თქმა უნდა, მეგობრები ეხმარებოდნენ.
- ისე არ ყოფილა ბევრი საქმე - თქვა იო.
- იმიტომ, ხომ არა, რომ ბევრი ვართ და მალე ვაგვარებთ? - გაუღიმა ანდრომ.
- ისე ეგეც მართალია - დაეთანხმა ბიჭს და თავი მოიღერა.
- ლევან, ისეთ საღამოს მოვაწყობთ, აწი სულ შენ მოგადგებიან, გინდა თუ არაა შენ ჩაატარე ან დაგვიგემე მაინცო - თქვა თემომ.
- საღამოს? - სასაცილოდ დაჭყიტა თვალები ლევანმა.
- პიეზიის საღამო ვიგულისხმე, რა იყო კი მარა?... რა უტაქტო ბიჭი ყოფილხარ შენ - თქვა თუ არა თემომ, იქვე ბალიშს დასტაცა ხელი და გაუქნია.
- კაი, გეყოთ მალე მოვრჩეთ და რამე ვჭამოთ, რა - აწუწუნდა კესო.
- დაიღალე? - საყვარლად ჰკითხა ძმამ დას.
- ვაუ, ამას რას ხედავს ჩემი თვალები, მიჩქმიტე ანდრო - თქვა იოანემ და ბიჭს მიუტრიალდა.
- ააა - ანდრომაც არ დააყოვნა, რასაც იოანეს ყვირილი მოყვა.
- გიჟები ხართ - დაასკვნა ერეკლემ და ღიმილით მოავლო თვალი მეგობრებს.
- წავალ რამეს მოვძებნი ან გავაკეთებ - ფეხზე წამოიმართა კესო და მას ერეკლეც მიჰყვა.
- რა მარტივად მოტყდნენ, ეე - თქვა თემომ.
- რას იზამ, იმათ ჭკუა მაინც აქვთ - თავში წამოკრა ხელი იოანემ თემოს.
- მიგასახიჩრებ - დაემუქრა თემო ბიჭს და სახეში ოდნავ გაარტყა.
- სანამ ჩოჩქოლს დაიწყებთ, დამამთავრებინეთ ეს ყველაფერი და მერე ორივეს მე დაგეხმარებით - ღიმილით მიუგო აპიმპილებულ ბიჭებს ლევანმა და დროზე ადრე დააშოშმინა სიტუაცია.
- ხო, მოვრჩეთ და ვჭამოთ, რა - მხარი აუბა ანდრომაც ლევანს.
იქ-აქ გადარეკ-გადმორეკეს, დეტალები დააზუსტეს და საქმესაც მორჩნენ.
ამასობაში, ბუტერბროდიანი თეფშებით კესო და ერეკლეც შემოუერთდნენ მათ.
ცოტა წაიხემსეს და იცინეს.
თუმცა, მალევე დასერიოზულდნენ, როდესაც ერეკლემ თქვა, თქვენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვსო.
ხუთიდან, ანდრო და კესო, მშვენივრად ხვდებოდნენ რას და ვის ეხებოდა ეს სერიოზული სალაპარაკო.
სინამდვილეში კი დარჩენილი სამი კაციც ხვდებოდა, რა შეიძლება ეთქვა ერეკლეს.
- მოკლედ - არც ბევრი აცია, არც ბევრი აცხელა და პირდაპირ უთხრა მათ - მე და ანო ერთად ვართ - სანამ ვინმე რაიმეს ეტყოდა, თავადვე განაგრძო - ასე პირადად და პირდაპირ ჯერ არაფერზე გვისაუბრია, არც სახელი დაგვირქვამს და მითუმეტეს დაგვიმალია, უბრალოდ ისე მიეწყო თუ მივაწყვეთ ყველაფერი, რომ ჯერ ასეთი მომენტი არ შევგქმნია, სიმართლე გითხრათ, არც ის გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთად ვართ, უბრალოდ მე ასე...
- გინდა - შეაწყვწტინა იოანემ.
- გგონია - თქვა თემომ.
- იტყოდი - ივარუდა ლევანმაც.
- ფიქრობ - დაასკვნა ანდრომ.
- ებიჭო, დააცადეთ - გააჩუმა ყველა კესომ.
- არა, უბრალოდ მე ასე ავხსნიდი ამ ყველაფერს - ყველაფერი თქვა თუ არა, ისეთი შვება იგრძნო, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი ახლახანს მოხსნესო.
- ჯერ არაფერს ვიტყვით, ერთმანეთში გაერკვიეთ - მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა ერეკლეს.
- მაგრად გამიხარდით, ძმო - უდიდესი კმაყოფილებით უთხრა იოამემ ბიჭს.
- ერეკლე, ალბათ მაგაზე მეტად ისიც კი არ გამიხარდებოდა, რომ გეთქვა გიტარაზე დაკვრას ვიწყებო ისევო - თვალებში ვარსკვლავებ აკაიფებული თემო ფეხზე წამოიჭრა და ერეკლეს მთელი ძალით გადაეხვია.
ანდრო და კესო ხმას აღარ იღებდნენ, ან რაღა უნდა ეთქვათ?

აი ასე.

ნამდვილი მეგობრებიც, ზუსტად ისინი არ არიან, რომლებსაც არც ის აინტერესებთ რატომ, როგორ, რამდენი ხნის წინ დაიწყო ყველაფერი. მათთვის, ხომ მხოლოდ მეგობრების კარგად ყოფნა და ნამდვილი ბედნიერებაა მნიშვნელოვანი, არა?


***


კაფეში ისხდნენ, ცხელ ჩაის სვამდნენ და ილიას აყოლინებდნენ რაღაც ამბებს, იმ გოგოზე, რომელიც მოსწონდა.
- ისე, რამდენი ხანია, ჩვენ სამი ერთად არსად ვყოფილვართ, არა? - თქვა ანომ.
- მართლაც - დაეთანხმა კატოც დაქალს.
- თქვენ ორი ისედაც სულ ერთად არ ხართ, მარტო მე მტეხავთ ხოლმე - დაიწუწუნა სასაცილოდ ილომ.
- აა დაიწყო ისევ - დაუბღვირა ძმას ანომ.
- შენ ვინ გტეხავს ილო, იქეთ გვტეხავ ჩვენ ორს - ბიჭს ლოყები სასაცილოდ გაუწელა და ანოს თვალი ჩაუკრა კატომ.
- ესეიგი, თამთა დაითანხმე არა ვახშამაზე? - ჩაეკითხა კიდევ ერთხელ ანო ილიას.
- კი, როგორც იქნა. ისეთი სადა, საყვარელი და თავისებურია, ამდენი ხნის მერეც, ვერ ვიჯერებ, რომ ძლივს, მაგრამ მაინც დამთანხმდა - საყვარლად აჭიკჭიკდა ილია და გაეღიმა თამთას გახსენებაზე.
- მოკლედ, ყველა შეყვარებულია, რაა - ხელი ჩაიქნია კატომ - მარტო მე დავრჩი მგონი.
- შემ ვინ დაგტოვებს ქალბატონო, მითუმეტეს მარტოს - ანუგეშა დაქალი ანომ.
- ისე მართლა, რა მეშველბა, რომ გათხოვდებით, აა? - თვალი მოავლო სევდიანად გოგონებს ილომ.
- აუფ, ეს მიეცა ოცნებებს რა - გაუცინა ანომ ძმას.
- ვერ მოგართვით, ილო. ჯერ კარგად უნდა გაგაწვალოთ და მერე კიდევ შეიძლება, დაფიქრება - გაუღიმა კატომ.
- დაფიქრება? - ჩაეკითხა ილია - შენ მგონი, მართლა არაფერი გეშველება - ხელი ჩაიქნია დანანებით.
- უყურეთ ერთი ამას, მას ვითომ უკვე ეშველა - წაკბინა ბიჭს კატომ.
- აი დაგანახებ, მე თუ თქვენ ორივეს არ მოგასწროთ - ხუმრობით დაემუქრა ორივეს ილია.
- ეგ ჯერ საკითხავია - თქვა კატომ და თვალი-თვალში გაუყარა დაქალს.
- არ უნდა ეს ქარაგმებით საუბარი, თუ ჩემი ძმა ხარ, რა - ხელი დაჰკრა კატოს მხარზე ილიამ - ისედაც ვიცი და ვხვდები ყველაფერს, უბრალოდ საკუთარ თავთან არ ვაღიარებ ჯერ, რო არ გადავიდე ჭკუიდან - ცალყბად გახედა დას.
მართლა ძალიან უჭირდა, ილიას ორის ვიღაცისთვის დათმობა კი არა, გაყოფაც კი.
- კაი შევეშვათ ამ თემას, სხვა დროსაც მეყოფა გულის დარტყმა - თვითონვე დაალაგა ყველაფერი და განაგრძო - ამ დღეებში, მართლა უნდა დამეხმაროთ რაღაცებში - ლეკვის თვალებით გახედა გოგონებს.
- ხო მშვიდობა გაქვს მართლა, ილო? - ჰკითხა ძმას ანომ.
- ეე გოგო, წაღან არ გვითხრა თამთა ვახშამზე დავპატიჟეო - გაახსენა კატომ.
- უი, და მერე ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ, რესტორნის არჩევაში? - გადაიკისკისა ანომ.
- არა - დაიწყო ილიამ.
- მგონი, ვხდები რაც ხდება და ვინმემ წყალი მომიტანეთ - დაიწყო კატომ ვითომ ხუმრობით, თან სერიოზულად და სახეზე ხელის დანიავებას მოჰყვა.
- ხოო, მინდა, რომ ვახშამი მე გავუმზადო - დაიწყო შეპარვით და მისკენ მომართულ ორ წყვილ გაკვირვებულ თვალს გაუსწორა მზერა - ანუ, თქვენ მიკარნახეთ, მე გავაკეთებ. დედას ნამცხვრის გაკეთებაში დავიხმარებ, სახლს მევე მივალეგებ და სუფრასაც მე გავშლი, რა თქმა უნდა - მოჰყვა ბლუკუნს ილია.
- კარგად ხარ? - ანომ ამაში დასარწუმნებლად, ილიას შუბლზე მიადო ხელი.
- არა, ტემპერატურა ნამდვილად არ გაქვს - თქვა მალევე.
- კაი, რას მეხუმრებით, მართლა ვამბობ - ამოიოხრა ილიამ.
- არა, ილო. რა გეხუმრებით, უბრალოდ მართლა არ მჯერა, ესეთი ძმა თუ მყავდა - დაიწყო ანომ ლუღლუღი - არა კი ვიცოდი, რომ საუკეთესო იყავი და სულ ვაღიარებდი ამას, მაგრამ შენ თუ ამას მოინდომებდი, იტყოდი და გააკეთებდი, რას წარმოვიდგენდი?! - გაუღიმა ილიას ანომ.
- დაგეხმარებით კიარადა, მაგაზე მეტს ვიზამთ, ილი - გაუღიმა კატომაც და გასამხნევებლად გადაეხვია ბიჭს.
- არა, თქვენ უბრალოდ მიკარნახეთ, დანარჩენს მე მივხედავ - გულწრფელად გაუღიმა გოგონებს ბიჭმა და ხელი გადახვია ორივეს.
ანომ შეუმჩნევლად მოიწმინდა ობლად ჩამოგორებული ცრემლი მარჯვენა თვალთან და ძმას ხანგრძლივად მიაკრა ტუჩები ლოყაზე.

სამეულს მალევე გამოაკლდა ილია და დარჩნენ მხოლოდ ორნი.
ძველი ბათუმის ქუჩებში ნელა მისეირნობდნენ და ჯერ კიდევ აღტაცებულნი, ილიას ამბავზე საუბროდნენ, რომელზედაც გული ვერადავერ იჯერეს.
სიარულში გართულნს, კატოს არაჩვეულებრივი იდეა დაჰბადებოდა, რომელიც მალევე გაუზიარა ანოს.
- ანო, ხომ გახსოვს ჩვენი სიგიჟეების დღიური, რომელშიც სია ჩამოვწერეთ რა უნდა გაგვეკეთებინა, მეშვიდე კლასიდან დაწყებული ჩვენი დღის ბოლო წამამდე? - მიუბრუნდა გოგოს.
- მაგას კითხვა უნდა, ქალბატონო?! - მოჩვენებით გაუწყრა დაქალს ანო.
- ხოდა, ინტერვიუს დროა - აღტაცებით შემოჰკრა ტაში კატომ.
- აუ, რა მაგარი გოგო ხარ, შენ ხომ არ იცი, კატუუუს?! - გადაეხვია დაქალს და ხელები მაგრად მოუჭირა.
- შენი დამსახურებით, ვიცი - შეიფერა კატომ და თმა სასაცილოდ აიქნია ხელით.

გაინტერესებთ ალბათ, რა ხდება, ხო? კარგით, ახლავე აგიხსნით მე, თორემ ამათ სად სცალიათ ჩვენთვის?!
ხოდა, რას ვამბობდი. მეეშვიდე კლასში ერთად შექმენეს დღიური, რომელშიც ყველანაირ იდეას წერდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ერთად სხვა, რომ გაეხარებინათ, რომ დახმარებოდნენ უცხოებს ან კიდევ უბრალოდ განსაკუთრებული დღე შეექმნათ უცნობებისთვის.
ერთი შეხედვით ბავშური, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი იდეის მატარებელი გახლდათ ეს 'ახირება'.
ერთი საერთო დღიური ჰქონდათ, რომელიც ყველასგან უცნობ ადგილას შეენახათ და როგორც კი, რომელიმე პუნქტს შეასრულებდნენ, მისეკენ გაემართებოდნენ და ორი 'პწიჩკით' აღნიშმავდნენ.
ორი იმას ნიშნავდა, რომ ორივემ ერთად გააკეთა ეს.

სადაც იყვნენ ძველი ბათუმის ქუჩები უნდა დაეტოვებინათ და პორტში გადასულიყვნენ, გზად ზებრასთან ახლოს მჯდომი ხანში შესული ქალბატონი, რომ დალანდეს.
იქვე ახლოს მაგიდაზე სამკაულები ეწყო და ეტყობა ჰყიდდა.
ერთმანეთს გაღიმებული სახეებით გადახედეს და მისკენ დაიძრნენ.
- ბებო, ხომ არ დაგეხმაროთ ამათ გაყიდვაში? - ჯერ კატომ შესთავაზა.
- უფალმა დაგლოცოთ, ბებო - ახედა თავზე დამდგარ გოგონებს ქალმა - რად მინდა თქვენი დახმარება, აა ბებო, რა მაქვს ახლა მე სხვა საქმე ისედაც ამის გარდა - გაუღიმა მათ.
- არა, რატომ ჩვენც დაგეხმარებით, თქვენც აქვე იყავით და ერთად გავატაროთ დრო - შესთავაზა ანომ.
- გენაცვალეთ მე თქვენ, ბებო. გაგახაროთ ღმერთმა, რა კაი გოგოები ყოფილხართ - სიხარულით გახედა ორივეს.
- ბებო, თან, რომ რაღაცები გკითხოთ, ხომ შეიძლება? - ჰკითხა კატომ.
- თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გექნებათ პრობლემა - დაამატა ანომ.
- ბებო, ახლა თქვენ მე ისეთი რა უნდა მკითხოთ, რაც არ გეცოდინებათ ან რასაც მე გასწავლით, აა? - ჩაეკითხა ქალი.
- არა, რატომ ბებო. პირველ რიგში, თქვენ ჩვენზე ცოტათი დიდი ხართ - ამის გაგაონებაზე ქალს გაეღიმა - უფრო გამოცდილი. ცხოვრებაში გაცილებით მეტი გინახავთ და გისწავლიათ. უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული გზა და დრო გამოგივლიათ და როგორ შეიძლება თქვენ არ გვასწავლოთ ჩვენ რამე? - ჰკითხა ღიმილით ანომ.
- ბებო, თქვენ თუ არა, აბა ვინ? - ჰკითხა კესომაც.
ქალმა დანებების ნიშნად გაუღიმა გოგონებს და უთხრა, ყურადღებით გისმენთო, მე თუ თქვენ დაგეხმარებით, ეგ იმაზე მეტად გამიხარდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათო.
ანომაც არ დააყოვნა და დაიწყო.
- ბებო - და უცებ ჰკითხა - პირველ რიგში, ხომ შეიძლება ასე მოგმართოთ?
თანხმობის ნიშნად ქალმა ანოს თმაზე ხელი ჩამოუსვა და ლოყაზე მოუთათუნა. მალევე განაგრძო.
- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინანიათ?
- გაცემული, არასდროს არაფერი მინანია შვილო, უღირსი ადამიანებისთვის დაკარგული დროის გარდა - გაუღიმა ქალმა ანოს.
- რას გვეტყვით ტკივილზე? - ახლა კატო ჩაეკითხა.
- ,, ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ."
( გაბრიელ გარსია მარკესი )
- არ უნდა განვსაჯოთ, სანამ? - დაიწყო კვლავ ანომ.
- ზოგადად, არასდროს არავინ არ უნდა განვსაჯოთ, რადგან ჩვენ ვერასდროს გავიგებთ სინამდვილეში რაც ხდება იმას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით - ამ დროს მოხუცს ხმაში სინანულიც გამოერია, რაც გოგონებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
- თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული? - ისევ ანომ ჰკითხა.
- თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა... - ეს თქვა თუ არა, მზერა ცისკენ აღაპყრო მოხუცმა.
- მტრობაზე რას გვეტყვით? - ჰკითხა კატომ ქალს.
- რაც მტრობას დაუნგრევია - სიყვარულს უშნებია.
- და სიცოცხლეზე?
- ,, მხოლოდ ერთხელ ნაბოძენ სიცოცხლეში, ვიცოცხლოთ ერთხელ, კაცურად..." ( გურამ დოჩანაშვილი )
- ადამიანებს ყოველთვის უნდა ვაგრძნობინებდეთ და ვანახებდეთ, ჩვენ რომელ გრძნობებს? - კვლავ ანო ჩაეკითხა.
- ბებო, შენივე სიკარგით უნდა დაანახო ადამიანებს, რომ შენ მათნაირი არ ხარ. - გულწრფელად გაუღიმა გოგონას.
- ერთმანეთს რაში უნდა ვაჯობოთ, ბებო? - ახლა კატომ ჰკითხა, რომელიც გულდასმით იწერდა ყველაფერს ტელეფონში.
- ჩვენ, ბებო ერთმანეთს, მხოლოდ და მხოლოდ, პოზიტივში უნდა ვაჯობოთ.
- რა არის თქვენთვის სიძულვილი?
- ,, სიძულვილზე ადვილი არაფერია, აი სიყვარულს სჭირდება დიდი ძალა და ძილერო სული. " ( ზურა მხეიძე )
- და სიყვარული? - გაუბედავად ჰკითხა ანომ.
ქალი ამ კითხვას ყველაზე მეტად ელოდა. იცოდა, რომ მის გარეშე აზრიც არ ექნებოდა ამ ყველარაფერს.
- ამაზე მხოლოდ ერთი ისტორია შემიძლია მოგიყვეთ - ქალმა არ დააკონკრეტა ეს ისტორია მას ეხებოდა თუ არა, მაგრამ ყველაფერი ისედაც ცხადზეცხადი გახლდათ გოგონებისთვის, რომლებიც გასუსულნი, მომლოდინე თვალებით შესცქეროდნენ მოხუცს.
- ერთი ძმაკაცი მყავდა - ზოგადად დაიწყო ქალმა ისტორიის მოყოლა - ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი.
ლობიოზე დაგვპატიჟა, სამეგობრო.
ათამდე ვიყავით ჯამში.
ავედით, ცოლი უკვე ამზადებდა ლობიოს და მალევე მოიტანა ისიც მაგიდასთან.
გავსინჯეთ და ზედმეტად მარიალიანია, თუმცა არ შევიმჩნიეთ...
უცებ, ქმარი ეკითხება:
- საყვარელო, მარილი შენც დაუმატე?
- ჰო, აუ ძალიან მარილიანია?
- ბოდიში, დამავიწყდა მეთქვა, მეც ჩავყარე, როცა დუღდა...
( ცოლი შეცბა )
- ამაღამ ბევრი წყლის დალევა მოგვიწევსო - გვითხრა მასპინძელმა.
ყველამ გაიცინა და ჭამა განვაგრძეთ.
თუმცა, ერთ-ერთი პირველი მივედი და მხოლოდ მე ვიცოდი, რომ იმ საღამოს ჩემი ძმაკაცი სამზარეულოში არ გასულა...

( ისტორია ნამდვილია, სოციალური ქსელიდან, ტოპ-პოზიტივის გვარდიდან მაქვს აღებული )

- ვითომ არაფერი, მაგრამ ყველაფერი - თქვა ანომ და მოგონებებში გადაკარგულ ქალს მიაპყრო კვლავ მზერა.
- ყველაზე მეტად ადამიანში რას აფასებთ? - ჰკითხა ჯერ კიდევ, მოსმენილი ისტორიით მოჯადოებულმა კატომ ქალს.
- ,, ყველა ურთიერთობის მთავარი სიმაგრე გულწრფელობაა. გულწრფელობის გარეშე არაფერი არსებობს. არც სიყვარული, არც ნდობა, არც ბედნიერება. არაფერი რისთვისაც ვცხოვრობთ. ამიტომ ვამბობ სულ, რომ გულწრფელობას უნდა გაუფრთხიდე - მთელი შენი გულწრფელი ემოციით უნდა შეიყვარო ის, ვინც სულ უნდა გყავდეს. ის, ვინც შენი ადამიანია - უნდა გიყვარდეს იმიტომ, რომ იმსახურებ...
ბედნიერებს ზოგადად უმარავი ახსნა თუ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ბედნიერება გნცდაა ზუსტად ის, როცა სხვის თვალებში - უთქმელად გრძნობ და ამჩნევ გულწრფელ ემოციას." ( ვაინეს )
- და მაინც, რა არის ბედნიერება? ჩაეძია ქალს კატო.
- ,, მხოლოდ სიყვარულსა და მეგობრობას ძალუძს ჩვენი მარტოობის შევსება. ბედნიერება ყველას ხვედრი როდია, ის ყოველდღიური ბრძოლაა... და ვფიქრობ, რომ მისთვის მზადყოფნა გვმართებს, რომ როცა კი ის ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრება, სრულიად შევძლოთ მისით ტკბობა." ( ორსონ უელსი )
- ბებო, გვითხარი ახლა, ამ სიბრძნეს რა ვუყოთ, რომელიც შენ ჩვენ გვიწილადე?
- იცხოვრეთ, ბებო!
- როგორ?
- იყუჩეთ და ერთი დღით იცხოვრეთ!


***

ამასობაში სად იმყოფებოდა არაჩვეულებრივი ოთხეული?
თუმცა, ალბათ გაინტერესებთ, რომელ ოთხეულზე საუბარი, არა?
- მეც მოვედი - ღიმილით შეკუსკუსდა საკონდიტროს სამზარეულოში თინა.
- თინას ვახლავართ - ღიმილით მოიშორა ტანიდან წინსაფარი ლილემ და მულისკენ დაიძრა.
- დღეს არ გელოდი აქ, გამიხარდა შენი ნახვა - გადაკოცნა ლილემ თინა.
- აბა შენ ვერ მოიცალე და, ხომ იცი, თუ მუჰამედი ვერ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან - გადაიკისკისა და ხელები გადახვია რძალს.
- წამო იქეთ, ნონა და ეკაც მახლავს.
- უი, რას ამბობ - შეწუხდა ლილე - ახლავე, ჩაის დავადგამ და გავიდეთ.
ჩაის მადუღარა დაადგა, თეფშებს ხელი დაავლო და თინასთან ერთად სამზარეულო დატოვა.
ერთმანეთი თბილად მოიკითხეს, ფანჯარასთან ოთხადგილიან მაგიდას ირგვლივ შემოუსხდნენ და საუბარსაც მოჰყვნენ.
- გამიხარდით, აქ ნამდვილად არ გელოდით - გაიკვირვა ლილემ.
- თინას დამსახურებაა - გადახედა მეგობარს ნონამ - მასთან მივდიოდით მე და ეკატერინე, დავურეკთ და მოდით რა პრობლემააო, მერე შენთვის დაუკერკავს და შენ კი უთხარი არ მცალიაო, ხოდა ხელი დაგვალო ოროვეს, არაფერიც არ გვკითხა და შენთან გამოგვაქნა, იმდენი კი ვერ მოიფიქრა, რომ ასეც გაცდენთ ახლა ჩვენ შენ - საყვედურნარევი მზერით მიაჩერდა დაქალს.
- ოო, აბა შენ გარეშე არ გვინდოდა ჩვენ - ამის თქმისას მუცელზე დაისვა ხელი და ბავშვს გადააბრალა ყველაფერი.
ყველას გაეღიმა თინას ჭირვეულობაზე.
ამასობაში ჩაიც ადუღებულიყო.
ლილე წამოდგა მის მოსატანად ეკამ, რომ არ დაანება, წამოგყვები, დაგეხმარებიო.
უარიც ვეღარ უთხრა ლილემ და ორივემ სამზარეულოს მიაშურა.
ერთად მიმავალთ თინამ თვალი კმაყოფილი ღიმილით მოავლო, რაც ნონას თვალთახედვას არ გამორჩენია.

ის საღამო მშვენივრად გაატარეს ერთად. კარგადაც მოილხინეს, ისაუბრეს, ბავშვებიც გაიხსენეს, ერთი-ორი სიტყვა მათზეც ითქვა და მალევე დაიშალნენ.
ნონას ქმარ-შვილი ელოდა სახლში.
ლილეს უზარმაზარი საქორწინო ტორტის შეკვეთა.
თინას საყვარელი ქმარი და უგემრიელესი ვახშამი.
აი ეკატერინეს კი, ერთადერთი ვაჟიშვილი და მისი სამეგობრო, რომლებიც ერეკლეზე ნაკლებად მართლა არ უყვარდა და ენაღვლებოდა ქალს.


***


კვირას იმდენად თბილი და მზიანი ამინდი იყო, რომ იოანემ აიტეხა გინდა თუ არა პიკნიკზე წავიდეთ სადმე ახლოს აქვეო.
ჩატში ისეთი ამბავი ატყდა, ვინ რას იძახდა ვერ გაიგებდით. ზოგს ეზარებოდა, ზოგი უწონებდა იოანეს იდეას, ზოგს არ ეცალა, ზოგს უკვე სახვა გეგემები ჰქონდა, მაგრამ რად გინდა? მოკიდა ბიჭებს ხელი იოანემ და ანდროს მანქანაში ჩაყარა ისინი.
ლევანი კესოსთან ერთად გოგონებთან გააგზავნა, გინდა თუ არა ყველანი ჩატენე მანქანაშიო.
ასე აღმოჩნდნენ ერეკლე და ანო ცალცაკლე მანქანებში.
არადა კონცერტის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ერთმანეთი არ ენახათ.
გაგიკვირდებათ და, ლევანმა მოასწრო დანარჩენებს მისვლა.
სანამ ბიჭებმა სამწვადე ხორცზე გაიარეს, ისინი უკვე ციხისძირში იყვნენ.
აპრილის შუა რიცხვები იყო.
შესანიშნავი ამინდი იყო იმ დღეს და ნამდვილად, არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა მთიდან.
უზარმაზარი ზღვა, როგორ უერთდებოდა კრიალა ცას და როგორ კაშკაშებდა ვეებერთელა, ერთადერთი ცხელი ვარსკვალავი ცის კაბადონზე.
გულში თითოეული მათგანი უზომო მადლიერებას და კმაყოფილებას გრძნონდა იოანეს ჯიუტად აჩემებულ იდეაზე.
სანამ ბიჭები მოვიდოდნენ, გოგონებმა პლედები დააფინეს ტრიალ მწვანედ მოკაშკაშე მინდორზე, ამასობაში, ლევანს ორი დიდი ქვა მოეძებნა შამფურებისთვის და ცეცხლიც დაენთო ნაკვერჩხლისთვის.
მალევე, ანდროს მანქანაც გამოჩნდა.
ნენე და კატო მინდორზე გაწოლილიყვნენ, ლევანი ცეცხლთან ჩამუხლულიყო, ანო კი კლდის პირას ბიჭებისკენ ზურგშექცევით იდგა და ულამაზეს პანორამას შესცქეროდა.
კესო ჩუმად ყველას სამახსოვრო ფოტოს უღებდა, ახლა ჯერი ანოსთან დამდგარიყო და, არც იყო გასაკვირი, ხედით მონუსხული გოგონა სართოდაც, რომ ვერ ამჩნევდა კესოს ფოტოგრაფობას.
მანქანიდან ბიჭები ნელ-ნელა ცელოფნებს ეზოდებიდნენ.
ერეკლეს თვალები კი ანოს ეძებდნენ და არც დაუყოვნებიათ, მალევე იპოვნეს გოგონას ოქროსფერი მბზინვარე თმებიც.
ერეკლესკენ ზურგით იდგა ანო, რომელსაც თეთრი კოჭებამდე ფარფატა კაბა ეცვა, თმა დაესწორებინა და მხრებზე დაეყარა, რომელიც მზის შუქზე კიდევ უფრო ბრწყინავდა.
ერეკლეს წამით სუნთქვაც კი შეეკრა და ადგილიდანაც ვერ შეძლო დაძრა.
იმასაც კი ვერ გრძნობდა, სართოდაც თუ სუნთქვადა.
თითქოს დედამიწა მხოლოდ ანოს და მის ირგვლივ ტრიალებდა.
ცელოფნები იქვე დააწყო, სადაც აქამდე გახევებული მიწებეოდა მიწას და ჩქარი ნაბიჯებით გოგონასკენ დაიძრა.
გზად ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას და უზომო მონატრების ჩახშობას.
კლდის პირთან, ძალიან ახლოს მდგომი გოგონა, რომ არ შეეშინებინა სანამ მიახლოვდებოდა ჩაახევლა, რამაც ნამდვილად გამოიღო შედეგი.
აქამდე მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის, ხეზე ფოთლების შრიალის და ზღვის ტალღების ხმის მოსმენისას გაბრულებული გოგონას ყურთასმენას რატომღაც ვიღაცის ჩახველების ხმაც მისწვდა...
ეს ჩვენთვის იყო ვიღაცის, თორემ ანომ ძალიან კარგად იცოდა ეს ვიღაც ერეკლე, რომ იყო.
ნელა შემოტრიალდა და მისკენ გასაგიჟებლად მომღიმარ, სახეზე ოდნავ გარუჯულ და თვალებ აკაიფებულ ერეკლეს მიაპყრო მზერა.
ბიჭს მოახლოება კი არა, გონზე მოსვლაც კი არ აცადა, ისე დაიძრა მისკენ და გავარვარებული ტუჩები ლოყაზე, ცერებზე აწევის შედეგად, მიაკრო.
ამასობაში კი, ერეკლემ დრო იხელთა, ანოს გამაბრუებელი სურნელი ბოლომდე შეისუნთქა, ფილტვებში ჩაუშვა და მზინვარე, დასწორებულ თმაზე ხელი ძალიან ნაზად დაუსვა...


ალაბთ, მიხვდით, იმ დღეს ყველაზე მადლიერნნი ვინ და ვინ იყვნენ, იოანეს მიმართ, არა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent