შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობა თავი 1 (+18)


8-07-2023, 18:39
ავტორი toroo
ნანახია 2 454

_მაქსიმე ხო არ გინახავს?-ვცდილობ მუსიკის ხმა გადავფარო
_ნტ_ტუჩებთან მიაქვს ლუდის ბოთლი ბიჭს, რომელიც ამ წამამდე სულ ორჯერ მყავს ნანახი, მასთან ახლოს კიდევ ერთი ადამიანი დგას, ჩემთვის სრულიად უცნობი.
_მე უფრო კარგი ტიპი ვარ ვიდრე მაქსიმე_ჩუმად ჩაიცინა მეორემ
იდიოტი....
შუა თითს ვაჩვენებ და სახლის მეორე ნაწილში სწრაფად გადავდივარ, განიერ კორიდორში ვყოფ თავს.
ხის კედლებზე დიზაინერული სანათებია მიმაგრებული, ამ დაჩაზე პირველად ვარ, უბრალოდ ვიცი რომ მის მეპატრონეს დაბადების დღე აქვს, თითქოს ჯერ ადრეა წვეულების საზომით, მაგრამ უკვე ძალიან ბევრ ადამიანს მოუყრია თავი, მუსიკა მთელი სიძლიერით სჭექს, კარგია რომ სიახლოვეში სხვა სახლები არ არის, პოლიციის არ უნდა გვეშინოდეს.
საერთოდ არ ვაპირებდი აქ მოსვლას, სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ფეისბუქის ერთ-ერთ პოსტზე ის დავინახე, ჩემი ნიკუშა...
უბრალოდ მისალმება მინდა, დიდი ხანია არ მინახავს, მისი ხმა მომენატრა, ღიმილი და რამდენიმე მიმიკური ნაოჭი ნაცრისფერი თვალების ირგვლივ.
_გამარჯობა, მაქსიმე ხო არ გინახავს?_გზაში ისევ ვეკითხები უცხო ადამიანებს
_სარაჯიშვილი?
_აჰა...
_სამზარეულოში შეიხედე...
წინ მივიწევ, შევდივარ შიგნით და აქეთ-იქით ვიხედები. მათ შორის არ არის ადამიანი ვის გამოც ამხელა გზა გამოვიარე, მაგრამ მაქსიმეს მზერას ვიჭერ, ჩემი დიდი ძმის.
_ჰელლოუუუუ_ჩემს წინ მისი შეყვარებული ჩნდება, ტასია._მაგარი კაბაა_მიყურებს და შიშველ მხრებზე ხელებს ილაგებს.
_მადლობა, შენც მაგრად გამოიყურები_არც ისე მაღალია, მაგრამ ნავარჯიშები, მან და ჩემმა ძმამ სპორტდარბაზში გაიცნეს ერთმანეთი.
_აქ არის ბარი, თუ რამე მოგინდება თავისუფლად აიღე, არ მოგერიდოს და ჩვენთან მოდი, გოგოები აუზთან ვიქნებით.
სანამ ბარისკენ წავალ გამაგრილებელ სასმელს ვიღებ და ჩუმად ვეკითხები:
_ნიკუშა დაბრუნდა?
_კი_მხიარულად მიქნევს თავს_სადღაც აქ იყო...
მუცელში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ, გული მიჩქარდება, სისხლი კი სახეში მასხამს.
ის აქაა...
_პრივეტ, ბეთჰოვენა_მაქსიმე შემოდის ვერანდიდან.
ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლიდან დავიწყე, ჩემი გერმანელი ბებიის ინსტრუმენტზე, სრული სმენა მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა 17 წლის ასაკში. ახლა 20 წლის ვარ და ერთი წამიც არ ყოფილა რომ მენანა გადაწყვეტილები, ყველაფერი მომწონს, მუსიკა ჩემი ნაწილია.
_მეგონა არ მოხვიდოდი_უცნაურად მიყურებს მაქსიმე.
ხო, არ ვაპირებდი, იქამდე სანამ არ გავიგებდი რომ მოულოდნელად ჩემი ძმის განუყრელი ძმაკაცი დაბრუნდა თბილისში 3 წლის შემდეგ.
_გადავიფიქრე_მხრებს ვიჩეჩავ და ქვემოდან ვუყურებ.
მაქიმე მოწყენილი სახით უყურებს ტელეფონს, თითქოს რაღაცას ელოდება.
ჩვენს შორის 5 წელია განსხვავება, ის ოცდახუთისაა, მე კი ორ კვირაში გავხდები ოცი წლის, ჩემი ძმა საკმაოდ მიმზიდველია ამიტომ დაქალების სამოცდაათი პროცენტი ცდილობდა მისი გულის დაპყრობას, მაგრამ არცერთს გამოუვიდა.
მაქსიმე მაღალი და ცისფერთვალებაა, პლუს პრესი აქვს, ამიტომ წამიც არ დაუსვენია გოგოების ყურადღების გარეშე, თუმცა, უკვე წელზე მეტია ტასიას ხვდება, მიუხედავად იმისა რომ მშობლებს არ აცნობს მე მალევე შემახვედრა.
_ნიკუშა სად არის?_ვკითხულობ და იმ წამსვე ვმალავ თვალებს.
მეშინია, რომ მაქსიმე ადრე თუ გვიან გაიგებს ჩემს გრძნობებზე, მაგრამ ემოციურ საკითხებში დიდი არაფერი გაეგება, ის უბრალოდ იღებს იმას რასაც აძლევენ
_სადღაც აქ არის_ამბობს და ტელეფონზე რაღაცის წერას იწყებს
_დიდი ხანია რაც დაბრუნდა?
_გუშინ_თითქოს ყურადღებას არ აქცევს ჩემს მინი დაკითხვას
_გასაგებია, დიდი ხნით?
_ჯერ არ გვილაპარაკია მაგ თემაზე
_საპირფარეშოში გავალ
_კორიდორის ბოლოსაა, მარჯვნივ
_მადლობა_ვამბობ და გავრბივარ სწორი მიმართულებით.
გზაში ფართო მხარბეჭიან პიროვნებას ვეჯახები
_ე, ე, ფრთხილად პატარა_მხრებით მიჭერს გიგი
ის და მაქსიმე ერთად სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა კი საქმიანი პარტნიორები არიან.
ჩემი დეკოლტეს ჭრილი ნილოსზე უფრო გრძელია, მეგონა რომ გიგი და სხვები ისევ პატარა ბავშვად მთვლიდნენ ამ დრომდე, მაგრამ მწარედ შევცდი.
შარიქაძე პირდაპირ მკერდში მაშტერდება, უხერხულობისგან არ ვიცი სად გავიქცე
_მადლობა_თმებს ვისწორებ და საკონტროლო კითხვას ვსვამ_გველესიანი არ გინახავს?
_ვნახე_მპასუხობს და ირონიული ღიმილი უთამაშდება სახეზე.
სახეზე მაკიაჟს ორმოცი წუთი ვიკეთებდი, მინდოდა დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი, ამიტომ ლაინერი გრძლად წავისვი და წითელი პომადაც არ დავიშურე, მინდოდა ოდნავ უფრო დიდი და თავდაჯერებული გამოვჩენილიყავი ნიკუშას თვალში.
_სად?_ხმა წამერთვა
გიგი რამდენიმე წამი ფიქრობს და შემდეგ თავს იქნევს კორიდორის მიმართულებით
_იქ...
ვიყურები მითითებულ სიცარიელეში და ორ კარს ვხედავ, აქედან მარჯვნივ საპირფარეშოა.
_მადლობა, საუკეთსო ხარ!_კოცნას ვუგზავნი.
მისი ხელები ჩემს მხრებზე იჭიმება და შემდეგ ქვემოთ ცურდება.
უთქმელად მივიწევ კარებისკენ, ჩუმად ვკიდებ სახელურს ხელს და ოთახში ვიპარები, მუსიკის ხმა დაგუდულად ისმის და ჩემს წინ ნანახი სურათი პირდაპირ ისრად მხვდება აჩქარებულ გულზე, წამი იყინება...
მამაკაცის შიშველი ზურგიდან მზერა ქალის გარუჯულ ფეხებზე გადამაქვს, უცნაური ბგერები ჩამესმის ყურში, ქალის წითელი თმები მუჭში აქვს მოქცეული და მონოტონურად მოძრაობს...
თვალებს ვერ ვუჯერებ, ეს ყველაფერი ძალიან ბინძურია და უხეში.
ჩუმად უნდა გავიპარო, გავქრე, მაგრამ ვერ ვახერხებ, თითქოს პარალიზებული ვარ

_მეხუმრები? კარები არ დაგიკეტავს? _ამოიკნავლა ქალის ხმამ...
მეშინია რადგან ჩემთვის ნაცნობი შავი თავი ტრიალდება, მისი სწორი წარბები კარგს არაფერს მიქადის, მკაცრი ტუჩები და პატარა ჩაღრმავება ლოყასთან, ცივი ნაცრიფერი თვალები, ღმერთო ძალიან მიყვარს.
და შემდეგ ბოროტი ბრძანება ჩამესმის შორიდან
_რინა, დროზე მოშორდი აქაურობას!
კარებს ზურგით ვეჯახები და უკნიდან ვწევ სახელურს, შემდეგ კი ძლიერად ვიჯახუნებ.



№1 სტუმარი hei

velodebiiiiiiiii !!! ai, zan magaria da unda gaagrzelo icode! chemi saxit mudam ertguli mkitxveli geyoleba !❤️veli axal tavs

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდება შენს დაბრუნებას ტორო,დიდება შენს გამოჩენას.ჯერ არ ვკითხულობ ამ თავს, დაველოდები შემდეგ თავებს და ერთიანად ჩავუჯდები. წარმატებები და მართლა გამიხარდა შენი ნიკის ნახვა.. ტორო დაბრუნდა ხალხნო ეს ნიშნავს სიგიჟეები გველის წინ და ზღვა ემოციები ))))

 


№3 სტუმარი ეთო

გამიხარდა თქვენი გამოჩენა. საინტერესო დასაწყისია, ვფიქრობ, დიდი ამბევი გველის.
წარმატებები ❤️

 


№4  offline წევრი toroo

მადლობა ჩემო კარგებო, გაგრძწლება დაიდება ყოველ მეორე ან მესამე დღეს, შემდეგი თავი ორშაბათს იქნება ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

კარგო დასაწყისია. ძალიან პატარა თავია ..

ან თავები გაზარდე ან ყოველდღე დადე????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება და თავები გაზარდეთ

კარგი დასაწყისია. თავები გაზარდე.

 


№7  offline წევრი Annia

იმედია არ შეწყვეტ და ბოლომდე მიყვები ამ ისტორიას.

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკო

რაც ვნახე აქ თქვენი დაწერილები ყველა დაწყებული და შუა გზაზეა მიტოვებული..
იმედია ასე აქ არ იზამთ.
დავწლოდწბი სანამ ბოლომდე არ დადებთ

 


№9 სტუმარი ნია

შუა გზაში არ მიატოვო ეს ისტორიაც. დარწმუნდი გინდა თუ არა გაგრძელება და ისე დადე.

ჩამოყალიბდით და პატივი ეცით მკითხველს. საინტერესოა თქვენი ისტორიები და ბევრი კითხულობს. ან ერთიანად დადეთ, ვიდრე ასე შუა გზაზე მიატოვოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent