ყველა'ფერი ( მეთვრამეტე თავი )
სამშენებლო კომპანიის შესასვლელში იდგნენ და ელოდებოდნენ, როდის მორჩებოდა გოგონა ტელეფონზე საუბრას და დართავდა მათ ნებას ასულიყვნენ მეორე სართულზე. - მიბრძანდით, ბატონი ილია გელოდებათ - მიუგო დახლიდან გოგონამ. - ბატონი ილია - ჩაიჩურჩულა კატომ და წინ წასულ ანოს თან აედევნა. - ისე, ხომ იცნობ შენ ილიას? ხოდა, რომ მიხვდება აქ რისთვის ვართ, მოგვკვლავს - გადაუჩურჩულა კატოს და კაბინეტის კარებთან შეჩერდა. გზა კატოს დაუთმო. აი ბურთიც შენ და აი მოედანიცო... შენვე დაიწყე, შენვე დაასეულეო... კატომაც არ აცია, არც აცხელა, პირდაპირ, დაუკაკუნებლად შეგლიჯა ოთახის კარი. - ბატონს ვახლავარ - გაკვირვებულ ბიჭს მისალმების მიშნად ხელი აუწია და იქვე მაგიდასთან მდგომ ორი სავარძლიდან, ერთ-ერთში ჩაესვენა. - კატო? ანო? ხომ შვიდობაა? ვერ დამიკავშირდით თუ რახდება? - დაიქოქა ბიჭი. - ილო, დამშვიდდი ცოცხლები და საღ-სალამათნი ვართ. შენ კიდე რას გაჩერებულხარ მაგ კარებში, შემოდი და დაჯექი რა - მიმართა ჯერ კიდევ ღია კარებში ასვეტილ ანოს. - ამ გიჟმა აგტეხა ხო? - მიმართა დას და ხელი კატოსკენ გაიშვირა. - ეს გიჟი იქნება ორივეს, რომ ძალიან კარგად მოგხედავთ - გადახედა ორივეს. - მოკლედ, ილო ანოს აქვს შენთვის რაღაც მოსაყოლი - კატომ თქვა ეს თუ არა ანოს თვალები გადმოუცვივდა. ვერ ხვდებოდა ახლა იქ რა ხებოდა. კატო რას ხლართავდა. მგონი ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას აპირებდა. - ანო? - მიუბრუნდა დას. - მე? - იკითხა ანომაც. - ხო, ანო შენ არ მეუბნებოდი მარტო ვერ მივალ, ვერ ვეტყვი ვერაფერს, წამომყევიო? - ვითომდა გაიკვირვა კატომაც. - შენ, გოგ.... - ვინ აცადა ანოს, ილია ფეხზე წამოდგა და დასთან მივიდა. იქვე ჩაიმუხლა და ნიკაპზე ხელი მოჰკიდა. - ანო, ხო კარგად ხარ? - შეშინდა ბიჭი, რაც ნამდვილად იგრძნობოდა მის აკანკალებულ ხმაში - არასდროს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, შენ ჩემთვის რამე ვერ გეთქვას და თან ამის შუამავლობა დაგჭირვებოდეს - თავით მიუთითა იქვე არხეინად მჯდომ, სეირის ტკბილად შემყურე კატოზე. ის ის იყო, ანომ პირი გააღო რაღაცის სათქმელად კაბინეტის კარი, რომ გაიღო. - უი, უკაცრავად... დაკაკუნება დამავიწყდა - სანახაობით დაბნეულმა ისიც ვერ მოახერხა ნათქვამი სისრულეში მოეყვანა და კაბინეტი დაეტოვებინა. - არა, შემოდი თამთა - ფეხზე წამოიმართა ილია და საკუთარი სკამისკენ დაიძრა. ამასობაში კატო გულში ზეიმობდა. იმაზე კარგი და გამოსადეგი სიტუაცია შეჰქმნა, ვიდრე ჩანაფიქრში ჰქონდა. არ გამორჩენია მის არწივივით მზერას, ანოს და ილიას ასე ახლოს დანახვისას გაკვირვებული თვალები და აწითლებული ლოყები. - გაიცანი, ეს.... - დაიწყო ილიამ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, კატომ შეაჩერა. - გამარჯობა, მე კატო ვარ - ხელი გაუწოდა - ეს კიდევ, ანოა - მიუთოთა ჯერ კიდევ აგონიაში მყოფ ანოზე კატომ. - სასიამოვნოა - მორცხვად ჩაიჩურჩულა - ბატონო, ილია მაშინ მე გავალ და მერე შემოვალ, ბოდიში კიდევ ერთხელ წაღანდელითვის. სიტყვა პირზე შერჩა ილიას კვლავ, რადგან კატო ისევ არ თმობდა ასპარეზსს. - არა, საყვარელო... რატომ უნდა გახვიდე და მერე შემოხვიდე, ჩვენ გავალთ ან თუ საიდუმო საქმე არ არის, მოაგვარეთ და მერე გავაგრძლებთ ჩვენც - გაუღიმა გამამხნევებლად უხერხულად აწურულ გოგონას. - მართალია, კატო - დაეთანხმა ანო - ჩვენ წავალთ და თქვენ საქმეები მოაგვარეთ. იფიქრა ამათაც მარტო დავტოვებთო, კატოსაც დავიმარტოხელებ და გავაცლი სულ ღერა-ღერა თმებსო, ეს თუ ვერ ვქენი, ახლა ილიას მაინც დავაღწევ თავსო, მაგრამ რად გინდა, სად აცალა ილიამ?! - არა, თქვენც დარჩებით და თამთაც - თქვა ბიჭმა - მოდი თამთა მაჩვენე რა საბუთები შემოიტანე, თქვენ კიდევ დასხედით, ჯერ არ დაგვიმთავრებია... - საჩვენებელი ხელი დაუქნია გოგონებს და მასთან მოახლოვებულ გოგონას განსამხნევებლად, ღიმილით ახედა... *** მისაღებში იჯდა მშობლებთან ერთად და რაღაც გადაცემას უყურებდა შავი ზღვის შესახებ. მთელი ორი საათის განმავლობაში მოუსვენრად ცქუმტავდა და ვერ ისვენებდა. თითქოს, შიგნიდან იწვოდა და ეკლებზე იჯდა. რამდენჯერმე კიტამაც კი ჰკითხა, ხომ კარგად ხარო? მაგრამ აბა რა უნდა ეთქვა, თვითონაც არ იციდა რა ჭირდა და რა არ ასვენებდა. მალევე დატოვა დედ-მამა მარტონი მისაღებში, თვითონ კი საძინებლისკენ აიღო გეზი. ოთხაში შესული არ იყო, ტელეფონზე წერილს, რომ წერდა. იცოდა, დღეს ერეკლეს რეპეტიცია უნდა ჰქონოდა და არ უნდოდა, ზარით ხელი შეეშალა მისთვის, ამიტომ მიწერა გადაწყვიტა. ,,გარეთ ძალიან წვიმს და იმედია შესაბამისად გაცვია, ხო?" გარეთ მართლაც, რომ მაისისთვის შეუსაბამოდ, კოკისპირულად წვიმდა. ეგონა ერეკლე მალევე ვერ უპასუხებდა, თუმცა ორი წუთიც არ იქნებოდა გასული საპასუხო წერილიც, რომ დაუბრუნა: ,,მე შენი იმედი მქონდა, რომ გამათბობდი" ანოს გაეღიმა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რამ მიწერა. ,,მე კიდევ იმედი მქონდა, რომ რეპეტიციაზე იქნებოდი და ვერ მიპასუხებდი" " დილით ვიყავი, საღამოს ბიჭებს არ ეცალათ და მე და ნენე ადრე მივედით დღეს" ,,ანუ, უკვე სახლში ხარ?" ,,შეიძლება ეგრეც ითქვას" ,,რაღაც ვერ ხარ, ხო ხასიათზე?" ,,შენ, რომ არსებობ ჩემ ცხოვრებაში, მე რა მომაწყენს?!" ანოს ტერფიდან თმის ძირებამდე სასიამოვნო ელექტრონებმა დაუარეს. ,,ერეკლე თავდგირიძევ" მიწერა ღიმილით. ,,ანო შერვაშიძევ" უპასუხა ღიმილითვე ბიჭმაც. ,,აუუ, რაღაც გიჭირს, ხო? მითხარი, რაა... მთელი დღეა ვერ ვისვენებ, აფორიაქებული ვარ'' ბოლოს მაინც გამოიტყდა ანო, მართლა ვერაფრით მოისვენა. ამასობაში, კი ერეკლე სულელივით იღიმებიდა და გული სითბოთი ევსებოდა, ანოს ბავშურობის გამო. ,,ანო, მგონი მაგიჟებ" ,,მგონი?" ,,მგონი აღარ, მართლა მაგიჟებ" ,,ხოდა, რას ვაკეთებ, როგორ ვარო?" ,,ასე ცდილობ ინფორმაციის გამოძალვას? რაღაც არ ხარ დამაჯერებელი" ,,გაჩვენებ, ახლა მე შენ კარგად დამაჯერებლობას..." ,,რას გულისხმობ?" ერეკლეს ბოლო წერილზე პასუხი არ მიუღია, რადგან ანო პირდაპირ სახლის კართან გამოეცხადა გაკვირვებულ და აშკარად გაციებულ ბიჭს. აი თურმე რა ყოფილა... აი თურმე რა არ ასვენებდა ანოს... რა აფორიაქებდა... გრძნონდა რაღაც, რომ უჭირდა ერეკლეს... ბიჭს საშინლად ჰქონდა ჩაწითლებული თვალები. სახეზეც კი ეტყობოდა დაღლილობა, სიაუსტე და მაღალი ტემპერატურა. - ეს არის, კრაგად ვარ, შენ, რომ არსებობ მე რა მომაწყენსო? - უთხრა ჯერ კიდევ კარის ღრუბლთან მდგომმა გოგონამ, შეწუხებული სახით - როგორი განადგურებული ხარ, ერეკლე. აქოთქოთებული და ანერვიულებული ანო შემოსასვლელში ძლივს შევიდა, ხოლო ბავშვივით მოწყენილი და მისი მდგომარებით შეწუხებული გოგოს დანახვისას ერეკლე ვეღარ აზროვნებდა. ისეც ხომ სუსტად იყო, თითქმისდა მითიშული, მაგრამ ანო ამ მდგომარეობაშიც კი ახერხებდა მასზე განსაკუთრებული გავლენის ქონას. მოჯადოებული შეჰყურებდა ლოყებ აწითლებულ, თმაარეულ ანოს და გული პატარა ბავშვივით უფრთხიალებდა. იქვე ჩამომჯდარ გოგოს, რომელიც სველი ფეხსაცმლის მოშორებას აპირებდა, თავადვე დაასწრო დახრა და გოგონას ტერფებს ფეხსაცმლის მოშორებაც. იქვე ახლომახლოს არ იყო სახლის ჩუსტები, ამიტომ თავისივე გაიხადა და დაუტოვა გოგონას. იცოდა ანო 'დატუქსავდა' გაციებული და სიცხიანი კიდევ ფეხშიშველი სიარულს, რომ აპირებდა და მალევე გაეცალა გოგონას ისე, რომ სიტყვის დაძვრის საშვალება არ მისცა. მისაღებში ტელევიზორის წინ, სადაც ანოს მოსვლამდე იწვა, ახლა დაჯდა და გოგონას გამოჩენას ელოდა, თუმცა რატომღაც ანო იგვიანებდა. სინამდვილეში კი, ანო ერეკლეს ამ პატარა, უმნიშვნელო საქციელით ( თავისი ჩუსტების დატოვებით ) მონუსხული ერთ ადგილს ვერ სცილდებოდა. გულში სითბო ჩაეღვარა. დასამშვიდებლად და ცოტა აზრზე მოსასვლელად, აჩქარებულ გულზე ( გულმკერდზე ) ხელი მიიბჯინა და სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. - სახლში მარტო ხარ? - ჰკითხა ბიჭს. - ახლა ხო, გასულია დედა და მალე მოვა - უპასუხა და შეეცადა ცოტა მოშორებით დამჯდარიყო გოგონასგან რაიმე, რომ არ გადაედო მისთვის. - წვნიანს გაგიკეთებ და წამლებს დაგალევინებ - ფეხზე წამოიმართა ანო. - მადლობა, საყვარელო. დედა ზუსტად პროდუქტის საყიდლადაა გასული, წვინიანი უნდა გაგიკეთოო. კი ვუთხარი, ამ ამინდში არ ღირს გასვლა მეთქი და არც წვიანი მინდა, მხოლოდ შენ იყავი აქ თქო, მაგრამ ვინ დამიჯერა, აბა? ხედავ სადმე დედას? - სასაცილოდ გაშალა ხელები და მისაღებში იქეთ-აქეთ მიმოიხედა. - რა სასაცილო ხარ, ერკე - გულწფელად გაუღიმა ბიჭს. ამ დროს კი ერეკლეს სუნთქვა გაუორმაგდა, თვალებში ვარსკვლავები აენთო და სასაცილოდ, პატარა ბავშვივით, მიინაბა. ასე ლამაზად არასდროს არავის მიუმართავს მისთვის... ასე არასდროს მოსწონებია საკუთარი სახელი. ანო აძლევდა ხიბლს და ალამაზებდა ყველაფერს, რასაც კი შეეხებოდა. ვეღარ მოითმინა, ჯერ კიდევ ფეხზე მდგომ გოგონას მიუახლოვდა და ძლიერად მოხვია ხელები. არც ანო დარჩენია ვალში, მალევე მოხვია ბიჭის განიერ მხრებს წვრილი ხელები. - შენ მე მეფერები - ყურში ჩასჩურჩულა ნაზი ბრაიტონით ბიჭმა აღელვებულ გოგონას. მალევე დაბრუნდა შინ, სულ სველი და 'გაწუწული' ეკატერინეც, რომელიც არასდროს ატარებდა წვიმაში ქოლგას, სულ ცდილობდა შანსის გამოყენებას და წვიმის შეგრძნებას. იმაზე მეტად გაუხარდა ქალს სახლში ანოს დანახვა, ვიდრე რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. მალევე გამოიცვალა და სამზარეულში შეყუჟულ წყვილს შეუერთდა. - უკაცრავად, მე ... - ქალის დანახვაზე სასაცილოდ ალუღლუღდა ანო. - დედა, ანომ ... - ერეკლეს გოგონამ შეაწყვწტინა. - მაპატიეთ ასე უკითხავად, რომ შემოვედი საზარეულოში და წვნიანის მომზადება დავიწყე, უბრალოდ ვიფიქრე რაც უფრო მალე მიირთვამდა ერეკლე, მით უფრო მალე გახდებოდა უკეთაც... - საყვარლად აარიდა ქალის ულამზეს ცისფერ თვლებს თავისი მწვანეები. - ძალიან კარგადაც გიფიქრია - გაუღიმა განსამხნევებლად ერთ ადგილას აწურულ გოგონას - ერეკლე, რატომ მებოდიშება, შენ ხომ არ იცი, დე? - ახლა შვილს გახედა. ერეკლემ მხრების აწევით მიანიშნა, რომ არც თვითონ იცოდა, არადა ხვდებოდა რატომაც წუხდა ანო. ის ხომ წვრილმანებსაც კი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ანო მალევე მიუბრუნდა თავის დაწყებულ საქმეს და ბოსტნეულის გარეცხვა განაგრძო. ქალი იქვე ჩამოჯდა შვილთან ახლოს და მასთან ერთად მიაცქერდა აუღელვებლად მოფუსფუსე გოგონას. - წვიანში სტაფილოს ხომ შეჭამ? - შეეკითხა ანო. - შენ გაკეთებულ საწამლავსაც კი შევჭამ - ვითომ იხუმრა და მიესიყვარულა ბიჭი ანოს, მაგრამ საპასუხოდ დედისგან ფეხზე საკმაოდ მწარე ჩქმეტა მიიღო. - მეტკინა - დაიწუუწნა. - ძალინაც კარგი, ზუსტად ეგ მინდოდა, მეც - გაუღიმა ქალმა. - ტერორში ვარ, ერთი წვნიანს მიკეთებს - ჯერ ანოს გახედა - მეორე მალურჯებს - მერე დედას - ამასობაში კი მე ვარ ავად და სიცხე მაქვს. - მერე, მე ხომ გითხარი არ ადგე, არ უნდა შემოყოლა და აქ ჩამოჯდომა თქო. იწექი თბილად, კომფორტულად და ტელევიზორში რაიმეს შეხედე თქო. - დედა, ახლა ეს გოგო ნორმალურია? - ქალს მიუბრუნდა - ჩემთან სახლშია, ჩვენ სამზარეულოში ფუსფუსებს და მე მთხოვს, რომ ძალიან მშვიდად იქვე გვერდით ოთახში ვიწვე და ტელევიზორში უაზრო რაღაცებს ვუცქირო? - შეეცადა ცოტათი დაბალ ხმაზე ეჩურჩულა ანოს, რომ არ გაეგო. - ტყუილად დამჯდარხარ აქ და მისჩერებიხარ ამ გოგოს. არსად გაგექცევა. კი ვიცი, ძალიანაც გინდა შენ გამო ყოველთვის რაღაცას აკეთებდეს და მხოლოდ შენთვის ფუსფუსებდეს სამზარეულოში და ამ მომენტის ჩასაბეჭდად და მოგონებად შესანახად მოსვენებას არ აძლევ მასაც და საკუთარ თავსაც. ვერ ელევი, მისით ტკბობა გინდა და არცერთი შანსის ხელიდან არ გაშვება, მის სიახლოვეს, რომ იყო, უდარაჯო და უცქირო, მაგრამ დე, ანო ხომ ერთადერთია და ისიც შენთვის, არა? - ყბაჩამოვარდნილ შვილს თბილად მიეფერა ხელზე და წყვილი უკანმოუხედავად მარტო დატოვა. დედა მაინც ხომ დედაა, არა? ეკატერინე, რა დედა იქნებოდა საკუთარი შვილი, რომ ვერ გაეშიფრა და ამოეცნო? ასეც იყო, ყველაფერს თავისით მიხვდა და შვილიც აღფრთოვანებული დატოვა. რასაც ერეკლე საკუთარ თავთანაც კი ვერ აღიარებდა, ეკატერინემ სრული სიზუსტით ყველაფერი თვალწინ გადაუშალა ბიჭს. *** კატოს ოთახში საწოლზე გულაღმა იწვნენ და საუბრობდნენ, უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ანო იხსენებდა წინა დღით ერეკლესთან სახლში მომხდარ ამბებს და კატოს უყვებოდა. - მისაღებში ტელევიზორის წინ ვისხედით. ეკატერინე სამზარეულოში იყო და ჩემ გაკეთებულ წვნიანს ჭამდა, მე კიდევ ვაჟბატონს ( აქ ჩაეღიმა ) - ანუ, ერეკლეს - დააკონკრეტა კატომ. - ხო, ერეკლეს ვაჭმევდი წვნიანს. მაგასაც თუ ჭმევა ერქვა. - რა გულისხმობ? - საყვარლად მოწუწუნე ანოს ჰკითხა. - რას და, მასთან ახლოს ვიჯექი, აბა ორი კილომეტრიდან ხოარ ვაჭმევდი, არა? - შეიცხადია ანომაც - ხოდა, ვიჯექი და ნელ-ნელა ვაჭმევდი, ეს კიდე იმ ხელზე და მაჯაზე შეუწყვეტლივ მეფერებოდა, რომელშიც კოვზი მეკავა. რა არ ვუთხარი, რა არ ვცადე, მაგრამ ბიჭი ვერ გავაჩერე... ეგღა მაკლდა, ისეც მაბრუებდა მასთან სიახლოვე, თან ასე უკითხავად ეკატერინესთან სახლში და სამზარეულოში შეჭრაც მრცხვენოდა, ცალკე კიდე ერეკლე არ მეშევებოდა და მაბრუებდა. - ერთი, ვითომ შენც არ გსიამივნებდა, რომ გეფერებოდა რა - შეაწყვეტინა კატომ. - მერე და, რა, რო მსიამოვნებდა? - აღიარა ხმამაღლა - ხომ უნდა დაეცადა, არა? კიდევ კარგი მაგის მერე მალევე წამოვედი, წამოვედი რა, მომიწია, და სხვათაშორის, შენ გაჩალიჩებული ამბის გამო.. - რას გულისხმობ? - გაუკვირდა კატოს. - რასდა, ილიამ დამირეკა და მთხოვა მალე მოდი სახლში, სალაპარაკო გვაქვს ოფისში მომხარზეო - აუხსნა გოგონას. კატოს ის ის იყო, თავის გასამართლებლად და ანოს კლანჭებისგან თავის დასაღწევად, რაღაც უნდა ეთქვა, საძინებლის კარი დედამისმა, რომ შემოაღო. - ვახშამი მზადააა, ქალბატონებო - მიმართა საწოლზე უკვე წამომჯდარ გოგოებს - გამოდით და ერთად ვივახშმოთ. - ოქრო ხარ, დედა - მაშველ რგოლს დასწვდა დედას სახით კატო და მარტო დატოვა საძინებელში ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსული დაქალი. - აბა, რა ხდება ახალი უნივერსიტეტში? - ვახშმობისას იკითხა კატოს მამამ და ორთავეს გახედა. - განსაკუთრებული არაფერი, შუალედურიები გვქვს და მალე ფინალურების დროც მოვა... - თქვა ანომ. - და მერე, მესამე კურსელ - სასაცილოდ დაიჯღანა კატო და ყველას სიცილის ტალღამ გადუარა. - დე, შენ მაინც არაფერი გეშველბა - ვითომ გასამხნევებლად ქალმა კატოს თავზე ხელი გადაუსვა. - გეთახმებით მეც და ანოც, არა? - ანოს გადახედა კაცმა. - მოკლედ, ჩემზე გადატეხეს ჯოხი, რა - დაიწუწუნა კატომ. - მალე შენი დაბადებისდღეა ანო, აპირებ რამეს? - ჰკითხა ქალმა. - ეგრე, რა - გაუღიმა დედას კატომ - ძლივს რამე წესიერზე არ ვსაუბრობთ, რო დამიწყეთ აქ უნივერსიტეტი, გამოცდები და ამბები. კიდე ეგ მინდა, მე? - აქოთქოთდა კატოც. - რავიცი, მაია დეიდა არაფერს განსაკუთებულს არ ვგეგმავ - უთხრა ანომ. - რატომ, კაცო 20 წლის არ ხდები? - ჰკითხა კაცმა - თანაც 20 მაისს, ოქროს დაბადებისდღეც გაქვს, ეგრე არ შეიძლება, შვილო - ლოყაზე მოუთათუნა ხელი ანოს. - ვუერთდები, მამა კაცს - დაიწყო კატომ - სულ ხომ არ გაქვს დაბადებისდღე, თანაც ოქროსი, არა? - მართალია, ეს მამა-შვილი ანო, არავინ იცის ხვალ, ხვალ კი არა დღეს, ახლა ორო წუთის მერე რა მოხდება, სანამ გაქვს, შანსი, დრო და საშუალება, არ გაუშვა ხელიდან ესეთი შესაძლებლობები - უთხრა მაიამ ანოს და მაგიდის ალაგებას შეუდგა. *** ოთხივე კაფეში, დიდ მაგიდასთან ისხდნენ და ბიჭებს ელოდებოდნენ, რომლებიც იოანეს ობიექტზე იყვნენ გასულები და გოგონებს კაფეში შეხვედრას შუთამხმდნენ. ნენეს ინიციატოვით დღეს ისინი აპირებდნენ ბიჭების დაპატიჟებას. რა თქმა უნდა, დანარჩენებმაც მხარი აუბეს და ახლა უამრავი კერძის თანხლებით, რომლებიც ნელ-ნელა გაიცებას იწყებდა, ელოდნენ ბიჭების გამოჩენას. ოც წუთში მოვიდნენ და მალევე შეურთდნენ მათაც. - რა იყო კი, მარა ცალი თირკმელი უნდა გავყიდო ეს, რომ გადავიხადო? - გაიხუმრა თემომ. - არა, ამას ერთი არ ეყოფა თემო, მეორეც უნდა მიაყიდო - გაეხუმრა იოანეც. - ნახეთ რა, რა კაცია ერთი ეს - გახედა ძმაკას - კი არ მითხრა, ერთს მე გავყიდი და ასე გავინაწილოთ მაინცო, მეორეც მიაყიდეო, ტო - დაიჩივლა თემომ. - მორჩებით, ამ მასკარადს თუ ავდეგთ და წავიდეთ? - ჩაეკითხა ბიჭებს კესო. - არა, ნახეთ ეს რა მელაა - თქვა დაზე ლევანმა - მოინდომა წყლიდან მშარალად გასვლა, რა. - არა, რა ნენე ყველაფერი შენი ბრალია, რა გააჩერებთ ახლა ამათ? ან რისი ღირსები არიან, მართლა და მართლა, რაა - შეწუხდა კესო. - უიმე, მორჩით - შეეცაადა ყველას დამშვიდებას კატო - დღეს ჩვენ გეპატიჟებით ყველაფერზე. - არა, დაპატიჟება კი კარგია, მაგრამ მაგას გადახდაც, რომ უნდა თან იცით, ხომ? - ჩაეკითხა თემო. - არა, ამას ვერ გავუძლებ მე - სკამს მიეყრდნო კატო - აუხსენი ანო რა - მიმართა ჯერ კიდევ მშვიდად მყოფ დაქალს. - ჩვენ გეპატიჟებით და ჩვენვე გადავიხდით - თქვა ძალიან მშვიდად. - არა, კი გავიგეთ, მაგრამ წინასწარ, რომ ვიცოდეთ რამდენისაა მზად, რომ ვიყოთ ჩეკის დანახვისას, რა - არ ცხრებოდა ლევანი. - არა, უყურე კიდე თავისას, რომ აწვება - აპიპილდა მოთმინება ამოწურული კესო. - რა იყოთ, ხალხო, რა გეტაკათ? - ახლა უკვე, ნენემაც ამოიღო ხმა - ჩვენ გეპატიჟებით და ჩვენვე გადავიხდით, არ ინერვიულოთ - იქეთ შეეცადა კიდე ბიჭების დამშვიდებას. - არა, კიდე იქეთ, რომ ელოლიავება ერთი, დამიხედეთ ამას რა - მაინც ვერ ისვენებდა კესო. - კაი, რა იყო გოგო შენც - მიმართა ლევანმა დას - ვხუმრობთ, ვითომ არ გვიცნობდე რა. - აი ყველაზე ჯიგრები, ერეკლე და ანდრო არიან - გადახედა ჩუმად მჯდომ და სიტუაციით გამხიარებულ ბიჭებს. - ხოდა, მაშინ ეგენი გადაიხდიან - ისევ შეეეცადა გოგონების გამოწვევას იოანე. - ვინმემ, გამაკავეთ - ამის თქმაღა მოასწრო კესომ და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს, რომ თვალის გაყოლებაც კი ძლივს მოახერხეს დანარჩენებმა. უკვე საღამო იყო, იქვე ახლოს, ფეხით ბულვარიდან პარკში, რომ გადაინაცვლეს. კესომ და კატომ ერთად აიტეხეს, გინდა თუ არა ზოოპარკში შევიდეთო და აბა, ამ ორს ერთად ( ნუ ცალკ-ცალკესაც ) ვინ დაამარცხებდა, რო? ბათუმის ზოოპარკში ბევრი არაფერი იყო სანახავი, თუმცა საკმაოდ კარგად გაერთნენ, სამახაოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ერთმანეთიც შეაშინეს. ანოს არ უყვარდა ზოოპარკები და ცირკები. ისეთი ადგილები და დაწესებულებები, სადაც ცხოველებს სასტიკად სჯიდნენ, ავიწროვებდნენ, თავისუფლებას ართმევდნენ და გალიაში ამწყვდევდნენ, თუმცა მეგობრების ხათრით, უარი არ თქვა ამ შანსზე და რამდენიმე ცხოველს, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელიც კი გაუწოდა. *** ნენე და კესო საერთო ლექციაზე იყვნენ უნივერსიტეტში, თუმცა, რატომღაც, აგერ უკვე ათი წუთია ლექტორი იგვიანებდა. კესოს დრო ტელეფონში ფოტოების და ვიდეოების თვალიერებით გაჰყავდა, რასაც გვერდით მჯდომი ნენეც ადევნებდა თვალს. წინა დღით კაფეში გადაღებულ ვიდეოებს უყურებდნენ, ერთ-ერთში საინტერესო და უთბილესი მომენტი, რომ დაიჭირეს. ანო და ერეკლე, რა თქმა უნდა, გვერდი-გვერდ ისხდნენ. ანოს უცებ იატაკზე სალფეთქი დაუვარდა და მის ასაღებად დაიხარა, რა დროშიც საუბრაში გართული ერეკლე მაგიდის წვერს ხელს აფარებს, რადგან ანომ რაიმე არ დაიზიანოს. ნამდვილად, არ ვიცით იქვე მყოფთაგან, რომელიმე თუ შეძლო ამ მომენტის დაჭერა, მაგრამ ფაქტია, ანოს არაფერი გამორჩენია... შენი ქმედება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს, უფრო სწორად კი, შენი ქმედება გადამწყვეტია! *** საღამო იყო თემოს სახლს, რომ ტოვებდნენ ერთად ანო და ერეკლე. ბიჭს გოგონა უნდა მიეცილებინა სახლამდე... თემოს და კატოს კორპუსისგან არც ისე შორს, პატარა სტადიონი იყო, რომელზეც, გაგიკვირდებათ და, იმის მიუხედავად, რომ სულ ხალხმრავლობა ( უფრო ბავშვთმარავლობა ) გახლდათ, ახლა კაცის შვილის ჭაჭანება არ იყო. იქვე ახლოს, ანომ ფეხბურთის ბურთიც დალანდა, ამ უკანასკნელისკენ გაემართა და როგორც კი, ხელი დასტაცა მოედნის შუაგულისკენ დაიძრა. გამომწვევად უღიმოდა ბიჭს და მისკენ მოახლოებისკენ მოუწოდებდა. ერეკლემაც არ დააყოვნა და მალევე შეუერთად, პატარა ბავშვივით აჟიტირებულ, ანოს. კარში თვითონ ჩადგა და ბურთი დასარტყმელად ანოს დაუტოვა. არცერთს არ უნდოდა ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება, აი მაგალითად ანოს იმის, რომ კარგად თამაშობდა და გოლს აცილებლად გაუტანდა ერეკლეს, ერეკლეს კი ბურთის აღება არ უნდოდა, იმის მიუხედავად, რომ შესანიშნავად გამოდიოდა ეს უკანასკნელი. რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა კარში მდგომ ბიჭს და მოემზადა ბურთის დასარტყმელად. ერეკლემაც ვითომ დიდი შემართებით დაიწყო აქეთ-იქით ხტომა. ანომ გაითამაშა თითქოს ბურთს ფეხი ლამაზად ვერ დაარტყა და სულ სხვა მიმართულებით გაუშვა, ერეკლეს კი ანომდე ჩაფიქრებული გადაწყვეტილება მოჰყავდა სისრულეში, სანამ ანო დაურტყავდა იქამდე გადახტა კარდან სულ სხვა მიმართულებით და მინდორზე დაეცა. მინდორზე ვარსკვლავივით გართხმეულ ბიჭს თავზე წამოადგა ანოც. ერეკლე წამოიწია ჩასახუტებლად და მალევე მოექცია გოგონაც მის ძლიერ მკლავევში. ორივე მინდორზე დაეცა. ერეკლეს ზურგით მწვანე საფარას ეკვროდა, ანო კიდევ ერეკლეს აჩქარებულ გულმკერდს... შეიძლება ვიღაც, ამ მომენტს მოგონებადაც კი ასახავდა ტელეფონში ან ფოტოაპარატის კამერაში მაინც, თუმცა, ვინ იცის?! აბა, რას იტყვით? 6 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.