შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა'ფერი ( მეცხრამეტე თავი )


9-07-2023, 20:21
ავტორი დეასი
ნანახია 536

***


ზღვის პირას იყო მარტოდმარტო.
ულამაზეს დაისს მისჩერებოდა და ტალღების სასიამოვნო ჟღერადობას ყურს უგდებდა.
არცისე შორს იყო ნაპირისგან.
ხშირად ხედავდა ზღვაში უმარავ გამოუსედაგ, გადაყრილ ნივთებს, მათ შორის, ცელოფნებს, ბოთლებს, ხის ტოტებსა და ასე შემდეგ.
რატომღაც ახლა ყურადღება ნაპირთან ძალიან ახლოს მოტივტივე მინის ბოთლზე გაუმახვილდა.
არ აპირებდა არც ადგილიდან დაძვრას და არც ბოთლის აღებას, მაგრამ ხომ იცით სხეულში, რომ რაღაც ძალა შემოგიჩნდება და არადა არ მოგასვენებს, აი ზუსტად ეგრეთ დაემართა ახლა ანოსაც.
ფეხზე ძალით წამოიმართა და ბოთლისკენ დაიხარა.
მალეცე მოიქცია ხელებში და მის მზერას არ გამოპარვია, მინის ბოთლში მოთავსებული ფურცელი, რომელიც რატომღაც ანოსთვის წერილთან ასოცირდებოდა.
დიდხანს არ შეყოვნებულა, მალევე გახსნა ბოთლიც და ხელი დასტაცა საკმაოდ მოზრდილ, ლამაზად და ბევრჯერ დაკეცილ ფურცელს.

,, თუ შენ ამას კითხულობ, ესეიგი ასეც იყო საჭირო. წარმოიდგინე ამხელა, მიუწვდომელ ოკეანეში ( ზღვაში ) მოგზაურმა ბოთლმა შენ აგირჩია, შესაბამისად მისი წერილიც შენთვისაა.
იცი რას გეტყვი? სიცოცხლით დატკბი. ნუ ცდილობ ცხოვრებას აუწყო აკორდები, ნუ ცდილობ მოერგო მის ჩარჩოებს და არასდროს მისცე უფლება შეხვედრილ ტკივილებს გაგაბოროტოს.
და თუ ახლა გრძნობ, რომ იქ არ ხარ სადაც საჭიროა და თუ ოდნავ მაინც არაკომფორტულობა გებრძვის, ადექი და წამოდი.

წადი იქ, სადაც სხვა თუ არა საკუთარი თავი მაინც რომ იპოვო. არ იქნება კარგი თუ სიყვარულს ზურგს შეაქცევ, ეძებე-თქო ვერ გეტყვი, მე ვფიქრობ, რომ ის თავისით ჩნდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. და თუ ეს სიყვარული უკვე შენთანაა, მაშინ სხვა რა მეთქმის გარდა იმისა, რომ გაუფრთხილდე, გაუფრთხილდე და გიყვარდეს.
ძალიან სულელი იქნები თუ ბედნიერებას შენივე ნებით დათმობ. ვფიქრობ სიძულვილისა და გაბრაზებისათვის ძალიან პატარაა ჩვენი სიცოცხლე, დრო ყველაფერს შენზე უკეთ მიხედავს. ასე რომ გაიღიმე რა, თქვი რაც გულით გინდა,
ხვალ შენს რომელიმე ამოსუნთქვას
ჰაერი რომ არ ეყოს? შენს რომელიმე სიტყვას ასოები, რომ გამოელიოს?
ის რასაც გრძნობ შენია და ის ვისზეც გრძნობ მისიცაა.
სიმდიდრე შენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანების მიხედვით გაზომე,
სიღარიბე კი შენივე ვერ-ნათქვამი სიტყვებით, შენივე შეცდომებით. იყავი სამაგალითო ადამიანი, იყავი მშობელი, რომელიც ჩაუქრობელ ნაპერწკლებს ტოვებს შვილების გულში. იყავი მეგობარი, რომელიც არასდროს მისცემს დავარდნის საშუალებას, რომელიც ყოველთვის მზად იქნება დახმარებისთვის. იყავი ადამიანი, რომლის ცხოვრების ნაფეხურებსაც ეს ბობოქარი ოკეანე ვერაფერს დააკლებს. იყავი ის ვინც ხარ, ნიღბების გარეშე.
იმდენად კარგი ხარ, რომ საკუთარ თავს არ უნდა მალავდე.
წადი, სამყარო გელოდება.
დიდხანს ნუ შევაწუხებთ დედამიწას. ახლა კი, წერილი უკან დააბრუნე ძლივს გადარჩენილ ბოთლში,
და მერე ამ უთვალავ წყლის წვეთებს გადაეცი, მათ უკეთ იციან, საით წაიღონ. " ( წყარო: დაიჭირე წამი )

შემთხვევითობა არ არსებობს,
ყველაფერი უფლის ნება გახლავთ...


***


თინასთან და დიმიტრისთან ერთად ნაყინს მიირთვამდა ქალბატონი ანო ვერანდაზე.
თინას უკვე ოდნავ ეტყობოდა წამოზრდილი მუცელიც, სადაც ოყო მეოთხე თვეშიც გადააბიჯებდა.
გამონაკლისი გახლდათ, ბატონი დიმიტრიც ისვენებდა და სახლში ატარებდა დროს საყვარელ მეუღლესთან და მეუღლის ძმისშვილთან ერთად.
- ანო, რა გაჩუქოთ დაბადების დღეზე? - ჰკითხა ქალმა.
- თინა, რატომ მრავლობითში? რატომ ართმევ გოგოს ბევრი საჩუქრის შანსს ხელიდან? შენ შენთვის აჩუქე, მე ჩემთვის - ანოს ცხვირზე დაჰკრა თითი და ქალს გაუღიმა.
- ბავშვი მაჩუქე თინა, ბავშვი - მიუგო ქალს ხუმრობით.
- ეგ უკვე გზაშია, 5 მაქსიმუმ 6 თვეც და ეგაა - გაუღიმა ძმის შვილს.
- ხო, მაგრამ მე, რომ ახლა მინდა? - დაიწუწუნა საყვარლად გოგომ.
- მერე და, რას მიკეთებ ეს ახალგაზრდა ქალი? უთხარი ერეკლეს - თვალი ჩაუკრა საზეზე აპილპილებულ ანოს.
- თინა, უხერხულია - საყვედურნარევი თავალებით გახედა ცოლს დიმიტრიმ.
- მერე რა, აღარ არის პატარა ბავშვი, აგერ ააა სადაცაა 20 წლის ხდება ქალბატონი - შეეცადა სიტუაციის განმუხვტას და ანოს მიეფერა მხარზე.
- მამიდაშენს არაფერი ეშველება, ანო... - დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია კაცმა - ვერც მე ვუშველე, ვერც ბავშვი უშველის და კიდევ უფრო, ასაკის მომატებაც ვერ შველის, ხომ ხედავ ფორმას არასდროს კარგავს, პირიქით უფრო ამყარებს - ალმაცერად გახედა თინას.
- რას ვიზამთ, ესეთი შეგიყვარდი, საყვარელო - მიესიყვარულა ქმარს და თავი ჩამოადო მხარზე.
- ისე - ძლივს ამოიღო ხმა, ამ დროის მანძილზე ჩუმად მყოფმა ანომ - გიყვარდეს ვინმე, ეს რას ნიშნავს?
- გიყვარდეს ვინმე ეს ნიშნავს: - დაიწყო დიმიტრიმ ძალიან დაბალ ხმაზე საუბარი და თინას თმებს ჩამოუსვა ნაზად ხელი - ჩახუტებას ეს, როცა ყველაზე მეტად გჭირდება...
იპოვე ის, რაც წლების წინ დაკარგე...
როდესაც მზე აცხუნებს შენს სხეულს, მაგრამ ის არ გწვავს...
და კიდევ, რაც მთვარია - ორი წამით შეჩერდა, გახედა თვალებ აცრემლიანებულ ქალს და ლოყაზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები - მიდიოდე სახლში მძიმე დღის შემდეგ და მაინც, შეგეძლო-ს იყო უსაზღვრო-დ ბედნიერი მასთან...


გიყვარდეს ვინმე, ეს ნიშნავს მეორე ადამიანი იყოს შენთვის სახლი...

ესეც ასე...


***


ერეკლესთან იყო თემო.
- ძმობას გაფიცებ, მართლა აპირებ? - ჰკითხა გაღიმებულ ბიჭს.
- ვაპირებ რა, ვიყიდე უკვე - უპასუხა მხიარულად.
- გიჟი ხარ - გადაიხარხარა ბიჭმა - არა, სიყვარული მაინც რას არ გაგაკეთებინებს კაცს, რა - ხელი დაჰკრა მხარზე ერეკლეს და სავარძელში მძიმედ ჩაესვენა - არა, კი ვიცი, რო არ გიჭირთ. შენც მუშაობ და ნორმალური ანაზღაურებაც გაქვს ბენდიდან, ალექსანდრეს ბიზნესსაც გაკოტრება არ ემუქრება, მშვენივრად ხელმძღვანელობს ეკატერინე საუველირო მაღაზიებს, მაგრამ ამხელა თანხა ასე უცებ, საიდან ბიჭო? ბანკი გაიტანე თუ რა იჩალიჩე? - გაკვირვებულმა და ცოტა გახალისებულმა გახედა ბიჭს.
- არა, არავისთვის არაფერი არ წამირთვამს, არც მომიპარავს, არც სესხი ამიღია, არც მისესხებია, არც დედასთვის გამომირთმევია და არც ბენდის ფულით მიყიდია რამე...
- აბა, ტო თირკმელი გაყიდე? - ახლა მართლა შეწუხდა თემო.
- არა, კოლექციას მოვაკელი - გაუღიმა გულწრფელად ბიჭს.
- რას ამბობ, ერეკლე... რომელიმე მათგანი გაყიდე? - ფეხზე წამოვარდა და თვალი გიტარის კოლექციისკენ გააპარა.
- ჩემი შავტუხა ბიჭი გავიმეტე, რას ვიზამთ ესეთია ცხოვრება - გაუღიმა ბიძშვილს და სახლში ახლად დაბრუნებული ეკატერინესკენ დაიძრა ცელოფნები, რომ გამოერთვა.

,, ათასობით მარცვალი ითესება, მაგრამ ყველა არ ამოდის... მთავარია მზე თუ დაანათებს.
ასეა ცხოვრებაშიც..." ( წყარო: დაიჭირე წამი )


***


მეორე დღეს დაბადებისდღე ჰქონდა.
ლილემ აიტეხა გინდა თუ არა, საღამოს გამოდი, ერთად გავაკეთოთ და გამოვაცხოთ ხვალინდელი დღისთვის ტორტიო, ანოსაც უარი არ უთქვამს დედისთვის. გულს გავუხარებ და ერთადაც გავატარებთ დროსო.
იმ დღეს ლილემ საგანგებოდ ადრე, შვიდი საათისთვის დახურა საკონდიტრო და ქალიშვილის გამოჩენას დაელოდა.
მოჰკრა თუ არა თვალი ანოს, იქაურობა შეძლებისდაგვარად ჩუმად დატოვა, გოგონას კი საკონდიტროს სამზარეულოში სურპრიზი დაუტოვა.
დედას დიდხანს ეძახა, თუმცა პასუხი არსაიდან გაუგონია.
სამზარეულოში შეჭრილ გოგოს, ხელებში წინსაფარსა და შეფის ქუდში გამოწყობილი ერეკლე შერჩა.
მის დანახვაზე, თვითადაუნეებურად, ოცდათორმეტივეთი გაეღიმა.
ბიჭმა აზრზე მოსვლა არ აცადა, თავზე იქვე მაგიდაზე გამზადებული ქუდი მოარგო და წინსაფარიც თავისვე ხელებით შეუკრა წელზე.
ანო მალევე მოეგო გონს, ბიჭს ლოყაზე ხანგრძლივად მიაწება ტუჩები მისალმების ნიშნად და საქმეს შეუდგა.
მაგიდაზე მისთვის საყვარელი უამრავი სახის ტკბილეული ეწყო, იცოდა, ამ ყველაფერში დედამისისს ხელიც ერია.
მაგიდაზე მხოლოდ ბისკვიტისთვის აუცილებელი ინგრედიენტები დატოვა და ერეკლეს მიუბრუნდა.
სამმ საათში უზარმაზარი არაჟნის კრემით, შოკოლადითა და ბანანით ტორტი ჰქონდათ მზად.
მართალია იმაზე დიდი დრო მოანდომეს მომზადების პროცესს, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ შუალედში ერთმანეთს არ ინდობდნენ.
ფქვილითა და კრემით ასაჩუქრებდნენ ერთმანეთს, რასაც ლილეს მიერ იქვე საგანგებოდ დატოვებული ტელეფონის კამერა აფიქსირებდა.
მალევე მიალაგეს იქაურობა, ჭურჭელიც ერთობლივად გარეცხეს და დაადგნენ ჯერ ანოს სახლისკენ მიმავალ გზას ორნი, შემდეგ კი, მხოლოდ ბედნიერი ერეკლე საკუთარი სახლისკენ, არც თუ ისე, შორ გზას.


***


როგორც ყოველთვის ხდებოდა, დღესაც ( ღამითაც ) ბატონი კიტა არ არღვევდა უტყუარ წესს.
ქალიშვილის საძინებელში ზუსტად ღამის 12 საათზე შეაღო კარი და ტკბილად ჩაძინებულ გოგონას ნაზად მიეფერა ოქროსფერ ლოკონებზე.
საწოლის თავთანვე ჩაიმუხლა და შუბლზე აკოცა შვილს.
ანო ამაზე შეიშმუშნა და მალევე დაჭყიტა თვალებიც.
მისკენ დახრილ, მთელი გულით მომღიმარ მამას ხელები კისეზე შემოჰხვია და ჩეხუტა.
- მიყვარხარ, მა - უთხრა აცრემლიანებულმა კაცს.
- გილოცავ, ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო - თმაზე დაუსვა ისევ ხელი - მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა და მეტი არაფერი - იქვე, თმაზე დაუტოვა კოცნა - ყოველთვის მაქვს შენი იმედი და, იმის თქმაც არ არის საჭირო, რომ ანალოგიურად შენც უნდა გქონდეს ჩვენი, შენი ოჯახის...
ცხვირზე დაჰკრა ხელი, კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და მალევე დატოვა ანოს საძინებელიც.

,, როცა ადამიანი გეტყვის, ჩემი იმედი ხარო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმედი, რომ არ გაუცრუვდეს! "


***


არაფერ განსაკუთრებულს არ გეგმავდა და არც აპირებდა.
საყვარელ ადამიანებთან ერთად, რომელშიც ოჯახის წვერები და მეგობრები მოისაზრებოდა, აღნიშნავდა მისთვის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს.
არადა, მის დაბადებისდღეზე მეტად, ასე ყველას ერთად ნახვა და ყოფნა ახარებდა.
თინას უზარმაზარ ბაღში, ზღვის ულამაზეს ხედთან ერთად, ტრიალ მინდორში გაეშალათ მაგიდა.
როგორღაც მოეხერხებინა ისიც, რომ ილია და თამთა ერთად მოვიდნენ მის დაბადებისდღეზე.
უამრავი საჩუქარი მიიღო, როდესაც ისედაც ირგვლივ ჰყავდა უფლისგან ნაბოძები შეუფასებელი საჩუქრები, საყვარელი ადამიანების სახით.
ნენეს თან გიტარაც წამოეღო, რომლის დანიშნულებასაც მხოლოდ ერეკლე და თავად, ნენე ხვდებოდნენ მხოლოდ.
მალევე წამოდგა ფეხზე ბიჭიც და ყველას ყურადღებაც მიიპყრო.
- მართალია, ანო - მისკენ მომზირალ გოგონას გახედა და მალევე განაგრძო - მე ცალკე, მარტო, მხოლოდ და მხოლოდ, შენთვის არ მიმღერია და ვერც ახლა დაგპირდები პირველად ასე მოხდება თქო, რადგან... - თვალი ჩაუკრა გაშტერებულ გოგონას და ნენეს გამოწვდილ ინსტრუმენტს დასტაცა ხელი.
ნაზი, ხავერდოვანი ხმით დაიწყო, მხოლოდ ანოსთვის სიმღერა.
გოგონას გაფართოებულ თვალებს ვერ აშორებდა თავისსას და მომაკვდინებლად უღიმოდა ამ უკანსაკნელსაც.

,, ამ სიტყვებს Შენთვის წარმოთქმულს

ამ ფიქრებს Შენთვის დახატულს

ამ სიზმრებს Შენთვის მოგონილს

ამ ღიმილს Კენტად დარჩენილს

ამ ფეთქვას Შენგან გაჩენილს

ამ ფრენას მოგიძღვნი შენ!

Მიყვარს ღამე, როცა ვათენებთ და

Მიყვარს მღერა, როცა ხარ შენ ჩემთან!

გამოვივლი შენ სახლთან და
უაზროდ დავიყვირებ

ფიქრი მარტო შენზე მიყვარს და დრო, როცა გამიღიმებ

არაუშავს ყველა კვდება

არც ერთი ვარ და არც ბოლო

გალაკტიონს შევედრები

მეც გაფრენა ვიცი მხოლოდ

Ნუ ღელავ, არ დავეცემი

ეგ ღიმილი მაძლიერებს

Მიწაზე თუ ვეღარ გნახე

ციდან დაგათვალიერებ მე...

ფრენას მოგიძღვნი შენ!

ამ ფრენას მოგიძღვნი შენ! "

ჯგუფი 1/4 - ,, ციდან დაგათვალიერებ "

მთელი სული და გული ჩააქსოვა ამ სიტყვებსა და ნამღერში ერეკლემ, რასაც ანო იმაზე მეტად გრძნობდა, ვიდრე რომელიმე ცოცხალი არსება.
თავად გოგონა მიუახლოვდა ბიჭს და მთელი ძალით მოხვია ხელები.

ანოს მხრიდან, ყველას წინაშე ეს საქციელი იყო უსიტყვოდ ნათქვამი ყველა'ფერი...

მაგრამ, როგორც მე მივხვდი ერეკლე მხოლოდ საკუთარ შესრულებას არ დასჯერებია და სხვა 'საჩუქარიც' ჰქონდა მზად.
- ქალბატონო ანო - მიმართა გოგოს, ოდნავ მოშორდა მის სხეულს და წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია - მართალია, ვიცი, რომ ჯერ კიდევ შოკში ხართ აქ მომხდარი მოვლენების გამო, მაგრამ მე მსურს კიდევ დიდხანს გიყუროთ, ასე გაურკვევლობაში, გაფართოებული თვალებითა და შოკში მყოფს, ამიტომაც ეს შენ - ამის თქმაღა იყო და ერეკლემ გოგონას თვალ წინ აუფრიალა საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის ევროპის საკვალიფიკაციო გასვლითი მატჩის ორი ბილეთი.
სანამ გოგონა გონს მოეგებოდა დაამატა - 17 ივნისს არის კვიპროსში, გამოცდების პერიოდს არ ემთხვევა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს - აგონიაში მყოფ ანოს თვალი ჩაუკრა და ახლა მისსავე ინიციატივით მიიკრა გულმკერზე.
- ანუუ, რ....ას ამბ..ობ, რომ - დაიწყო გოგონამ ლუღლუღიც - შენ და მე, მე და შენ, ერთად ევროპის - ერეკლესკენ და მისკენ იშვერდა სასაცილოდ საჩვენებელ თითს - შესარჩევ თამაშზე, სადაააც ჩვენი ნაკრები, საქრთველოს გუნდი თამაშობს, მივდივართ? - ძლივს ჩამოაყალიბა სათქმელი.
- უფრო სწორი იქნება თუ გეტყვი, რომ შენ და ის - შეუმჩნევლად კატოზე მიუთითა თავით - მიდიხართ...
- არააააა? რას ამბობ ერკე? - სულ გაგიჟდა სიხარულისგან - რომ ჩემ დაბადებისდღეზე, ჩემ კატოსაც გაუკეთე საჩუქარი? - ხტუნვა დაიწყო ერთ ადგილას - გავაფრენ, შენ მაფრენინებ მე, კატო ხომ საერთოდ ცოცხლად შეგჭამს... - გაიხედა ერთ ადგილას ბედნიერად მცქმუტავ გოგოსკენ, რომელსაც ჯერ კიდევ დაქალის წასვლა უხაროდა ნაკრების თამაშზე და არ იცოდა მას რა ელოდა წინ...
- ერეკლე, საუკეთესოზე საუკეთესო ხარ, ხომ იცი ეს, არა? - ახედა ბიჭს.
- შენთვის? - გაუღიმა ანოს - კი ვიცი, პატარავ - იქვე დაიხარა და შუბლზე აკოცა ბედნიერებისგან გასხივოსნენულ გოგონას.
- კატო და მე, მე და კატო - ჩუმად იმეორებდა მისთვის და ერეკლეს გასაგონად მხოლოდ.
- არა, ანო - თავი გაუქნია უარის ნიშნად - მე და დანარჩენებიც მოვდივართ... - ასე ყველანაირი შესავლის გარეშე აჯახა აჟიტირებულ ანოს, რომელსაც, რომ არა ერეკლეს ძლიერი მკლავები, ალბათ ახლა ბინა მინდორზე ექნებოდა დადებული.

,, ბედნიერება ეს არის ნიჭი, აფასებდე იმას, რაც გაქვს და არა იმას, რაც არ გაგაჩნია " ( ვუდი ალენი )


აი თურმე, რომელ სიგიჟეზე საუბრობდა ჩვენი თემოც...




აბა, რას იტყვით? მოგეწონათ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent