შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობა თავი2(+18)


10-07-2023, 16:08
ავტორი toroo
ნანახია 1 977

მოპირდაპირედ საპირფარეშოში შევდივარ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ცეცხლის ანარეკლს ვტოვებ ყველგან რასაც ვეხები, გველესიანისგან განსხვავებით კარების ჩაკეტვა არ მავიწყდება.
საკეტის გადატრიალების შემდეგ ვიწყებ მხოლოდ ნიანგის ცრემლებით ტირილს, არ ვცდილობ გაჩერებას, პირიქით უფრო ხმამაღლა ვაგრძელებ
_კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა იდიოტო!_ჰაერში მივმართავ ნიკუშას.
მიწევს მივიღო ის ფაქტი, რომ მამაკაცი რომელიც მიყვარს გვერდით სხვა ქალს ეალერსება.
ბინძური სურათი კინოფირივით მიტრიალდება გონებაში, რის გამოც გული მეკუმშება. უკვე სამი წელია რაც ყელში დისკომფორტს ვგრძნობ, რადგან გველესიანის წასვლის შემდეგ მივხვდი, შესაძლებელი იყო ვერც გამეგო როგორი იქნებოდა მისი მზერა ჩემს მიმართ, მისი კოცნა და სხეულის სითბოს შეგრძნება.
არც კი ვიცი ეს ყველაფერი როდის დაიწყო, უბრალოდ ძალიან მითრევდა მასზე ფიქრები...
ღმერთო, ერთხელაც არ დაუყვირია ჩემთვის, ახლა კი...
სახეს ვიბან და უკან სამზარეულოში ვბრუნდები, ჩემი ძმა მიცინის, მეც ვცდილობ სახე დავილაგო, მაგრამ არ ვიცი როგორ გამომდის.
_რამე ხო არ გინდა?_მეკითხება
სიკვდილი.
_არაფერი_ჩუმად ვპასუხობ
სკამზე ვეთხლიშები, ჯობია ტაქსი გამოვიძახო და ქრისტინასთან წავიდე.
_სალიუტ_გვერდიდან მტკივნეულად ნაცნობი ხმა მესმის
ხელებზე ტაო მაყრის, თმები ყალყზე მიდგება-ასე ხდება სულ, როცა ის საუბრობს
მოპირდაპირედ ჯდება და ვამჩნევ მის ლოყაზა და კისერზე არსებულ წითელ უსწორმასწორო ლაქებს, სხვა ყველაფერი ჩვეულებრივადაა, საერთოდ არ ეტყობა 15 წუთის წინ რით იყო დაკავებული.
მისი თვალები ჩემს სახეზე ჩერდება და მზად ვარ ჩავქვესკნელდე რადგან სხულში ელექტროსპაზმი მაქვს.
_როგორ ხარ ?_ისე უბრალოდ კითხულობს თითქოს არაფერი მომხდარა.
_ყველაზე კარგად და შენ?
შავი მაისური აცვია და კუბოკრული პერანგი აქვს გადაცმული, პირზე ნერწყვი მადგება, როცა მის განიერ მხრებს და დაჭიმულ მკლავებს ვაკვირდები, ვოცნებობ რომ თითებით შევეხო მათ.
_არამიშავს, ჩემი ფსიქოლოგის ნომერი ხო არ მოგცე? ნუ...თუ ტრამვა მიიღე დანახულით
გამწარებული ვიყურები მაქსიმესკენ, ყოველთვის მომწონდა მისი სინაგლე და სიმარტივე, მაგრამ ახლა ძალიან მოქმედებს ჩემს ნერვულ სისტემაზე.
_მე კი შემიძლია კარგი ვენეროლოგი გირჩიო_ამაყად ვპასუხობ
_ვიცავ თავს
პირს ავტომატურად ვაღებ გაკვირვებისგან
_კარგი, დაივიწყე.
_ვიცი სე*ქსი რაც არის, ხუთი წლის არ ვარ
_აჰა, კარგი... და რა არის?_დაკვირვებით მაშტერდება
_როცა ორი ადამიანი სიყვარულით კავდება
_არასწორია. ეს არის როცა ორი ადამიანი იცლება ჰორმონების შემოტევისგან და თან სიამოვნებას განიცდის, სიყვარული არ არის აუცილებელი.
სახეზე სისხლი მიდუღდება. რა სჭირს დღეს?
_მგონი ამ ყველაფერს ცინიზმი ჰქვია_ვაშტერდები ჩემს ფრჩილებს
_აჰა, ტეკილა?
_ალკოჰოლი არ შეიძლება ბავშვებისა და ორსულებისთვის_გვახსენებს ჩემი ძმა და კოლას მაწვდის
_აუუუ!_მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს.
ნიკუშა ხმამაღლა იცინის, უფრო სწორად დამცინის
_რამე მოხდა?_ჩაფიქრებული მეკითხება მაქსიმე
_არაფერი_ნამტირალებ თვალებს ვმალავ.
მაგიდიდან ტეკილას ბოთლს ვიღებ, ასევე ორ ჭიქას და გველესიანს ვაშტერდები, რომელიც ანთებული თვალებით მიყურებს და ჯერ მის შემდეგ კი ჩემს ხელზე ყრის მარილს, ერთდროულად ვსვამთ და ვლოკავთ ხელს, მის თვალებში ახალ ტალღებს ვამჩნევ.
_კიდევ_ლაიმს ვღეჭავ და თვალდახუჭული ვყვირი
_გეყოფა_მეუბნება და ბოთლს ხელიდან მგლეჯს
ირონიული ღიმილი მის სახეს უფრო ლამაზს ხდის, შიშველ მხრებზე ისევ ტაო მაყრის, მკერდის თავები შესამჩნევად მებურცება თხელ სარაფანზე და წამით ნიკუშას მზერა მათზე იყინება.
ამ დროს კი ტელეფონი ურეკავს, ყბები ეჭიმება და სწრაფად უსვამს ეკრანზე ხელს
_ხო_პასუხობს და ფანჯრისკენ მიდის
მეც ვდგები
_წავედი მე, ქრისტინე მელოდება_ვეუბნები ძმას
_აჰა, მომწერე რომ მიხვალ
გველესიანისკენ ვიხედები, ისიც მიყურებს და ხელს მიწევს დამშვიდობების ნიშნად, შემდეგ კი გოგონას უბრუნდება, რომელიც ტირის...მათი საუბარი არ მესმის...
ის ფაქტი რომ ნიკუშას დიდხნიანი და სერიოზული ურთერთობა არასდროს ქონია ყოველთვის მამშვიდებდა.
კარებისკენ მივდივარ და გასვლის წინ უკანასკნელ მზერას ვესვრი იქ მყოფებს.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ასეთი პაწაწინა თავის ატვირთვის შინაარსი არმესმის. ჯობია რამოდენიმე დღე შეაგვიანო და მსუყე თავი დადო. ჩემი თხოვნა იქნება ეს

 


№2 სტუმარი ნია

ეხლა ეს რა ოყო.

 


№3 სტუმარი მაკო.

ასეთი 200 სიტყვიანი თავის დადებას ჯობია საერთოდ არ დადოთ.....
ვერც კი ვაფასებ

 


№4  offline წევრი Annia

შეიძლება პაწაწუნაა მაგრან სასიამოვნო, არმგონია მოტივაცია მიეცეს ავტორს ასეთი კომენტარებით❤️ იმედია გააგრძელებ და შენს შემოქმედებას რომ გადავხედე გულიმწყდება დაუმთავრებელი ისტორიებით რომ არის დახუნძლული ❤️ ვისურვებდი “კიდევ ერთი მთიელი” გაგეგრძელებინა ❤️❤️❤️???? ????????გულებს არ მიჩვენებს კითხვის ნიშნებად იწერება და იცოდეთ გუუულებიაააა

 


№5  offline წევრი Cry Qeto

იმედია ამ ისტორიას მაინც დაასრულებ ბედნიერად და არავის მოკლავ. ძაან მომეწონა????

 


№6  offline წევრი toroo

ცოტა ვერ მივხვდი, თუ ისტორია ან არ მოგწონთ ან გეპატარავებათ და “ვერ აფასებთ” ორი მარტივი ალტერნატივა გაქვთ
l-არ წაიკითხოთ
ll- დაელოდეთ რამდენიმე თავს და ერთიანად წაიკითხეთ.

დანარჩენებს კი მინდა გითხრათ, რომ არ ვაპირებ გაჩერებას. თავებს დავდებ ყოველ მეორე ან მაქსიმუმ მესამე დღეს. ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი ისტორიაა. თავები გაზარდე და ისე დადე. რატომ ჩქარობ

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

ისტორია როცა არ მომწონს, არც ვაკომენტარებ და არც ვკითხულობ. მე შენი გულშემატკივარი ვარ პირველივე ისტორიიდან. და ის ემოციები ახლაც კი მახსოვს, როგორ ველოდი ხოლმე ახალ თავს. აი ზუსტად ის მოლოდინი მინდა ახლაც მქონდეს. ამიტომაც არ მეყო ასეთი პატარა თავი. კითხვას ნამდვილად არ შევწყვეტ, ვიცი რომ მხოლოდ ამისთვის შემოვალ ამ საიტზე

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

სად ხარ გააგრძელე. ერთი ორი აბზაცით ნუ შემოიფარგლები. ცოტა განავრცე ისტორია

 


№10 სტუმარი სტუმარი ალინა

ძალიან კარგიაა წარმატებებიი!!!❤️
შემდეგს როდის დადებთს?

 


№11  offline წევრი toroo

ავტივირთე, დადასტურდება წესით მალე

 


№12 სტუმარი მაზოზუ

საინტერესო თარგმანია))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent