ყველა'ფერი ( მეოცე თავი )
- ანოოოოო - წამოიყვირა კატომ - ჰოოო - ამოიზმუილა ნახევრად მძინარემ - ანოოო - ახლა გოგოს გაღვიძებას მისი 'შენჯღრევით' შეუდგა - ანოოო, მიდი გააახილე თვალები რაა - რაც შეეძლო ბოლო ხმაზე ჩაჰყვიროდა ყურში და წელავდა სიტყვებს კატო. - რაა არი კატო? - წინა ღამით, დაბადებისდღის შემდეგ ძალიან გვიან ძლივს ჩაძინებული, ახლა გონს ვერ ეგებოდა - აუუუ, ციგურებზე წავიდეთ, რააა - აწუწუნდა - დაიცა, ისევ მძინავს და სიზამრია თუ რაარი? - გაუკვირდა ანოს და თვალები მოისრისა. - არა, გღვიძავს უკვე და წავიდეთ რააა - არ ჩერდებოდა - კატუუუს - უცებ საწოლში მუხლებზე დადგა და დაქალს ალმაცერად დახედა - აბა, მზად ხარ? - და ავის მომასწავლებლად აათამაშა წამწამები. - არაა - თითი დაუქნია ანოს - ანო, მეცნობა ეგ გამოხედვა და არ მომწონ... - ვეღარ დაასრულა სიტყვა, ოთხად მოიკეცა და ბოლო ხმაზე კისკის მოჰყვა - აბა, გავაგრძელოო - ეკითხებოდა ანო და ხელებს არ აჩერებდა, უსწრაფესად დაატარებდა მუცელზე - ანოო, გთ..ხხ...ოოოვ - ვეღარ სუნთქვადა - სულს ვეღარ ვითქვამ, გთ....ხხო..ვ, გაჩერდიიი, რაა - ძლივს ამბამდა სიტყვებს ერთმანეთს - კარგი, ჰოო - როგორც იქნა დაინდო კატოც და გვერდზე მიუწვა - კატუს, მიყვარხარ, ხომ იცი? - თავი მისკენ მიაბრუნა და თავალებში მიაჩერდა გოგოს. - ვიცი, ანო, მაგრამ ეგ არ გიშველის... არც იმას უშველის ორი წუთის უკან რაც ჩაიდინე და ვერც ციგიურებს აარიდებ თავს - თვალი ჩაუკრა ანოს და ლოყაზე მიაწება ტუჩები - მოკლედ, ეს გოგო იქამდე არ დაისვენებს სანამ ხელს ან ფეხს არ მომამტრევს - თქვა თუ არა, თავი დანანებით გააქნია და ფეხზე წამოიმართა. სანამ ანო წესრიგდებოდა, კატოს უკვე მოესწრო ლოკაციის ბავშვებისთვის ჩატში გადაგზავნა და მათი ორ საათში იქ დაბარება, ყველანაირი თავის არიდებისა თუ თავის დაღწევების გარეშე. ზუსტად ორი საათის შემდეგ ყინულის სასახლის წინ იდგნენ ყველანი ერთად და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ძლივს შეძლეს და-ძმა ქაჯაიების დათანხმება, რადგან არცერთი დიდის ამბით არ აპირებდნენ ამხელა რისკზე წასვლას და მათი თქმით თავის დამტვრევას. ერთი გაკვირვება ყველას გაუკვირდა, კესოს ასეთი საქციელი და თავშეკავება, ქვეყნად არ არსებობდა რამე, რაზეც წარმოედგინათ მას შეეძლო უარის თქმა... მაგრამ, ნუ რას ვიზავთ, უკვე ყველანი მათთვის განკუთვნილ ციგებს ირგებდნენ. პირველი ასპარეზზე, ყინულზე საკმაოდ კარგად მოციგურავე გოგონები, კატო და ნენე გამოჩდნენ. მასვე, მიყვნენ თემო და იოანე, აი რაც შეეხებოდა და-ძმას, ისინი ანდროს ამოდგომოდნენ გვერდით, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორეს. კატომ ისე მიატოვა ანო, თითქოს წარმიდგენა არ ჰქონოდა, რომ მისი დაქალი აზრზე არ ყოფილიყო სრიალის. რამდენჯერაც არ უნდა დამდგარიყო ანო, აზრი არ ჰქონდა, ყველა ჯერზე თავიდან უწევდა ათვისება და მერწმუნეთ, ეს უკანასკნელი სულაც არ ხდებოდა ეგრე მარტივად ხოლმე. ერეკლემ საკუთარი ხელებით ჩააცვა ანოს ციგურები, შემდეგ თვითონ მოემზადა და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა. ხელი-ხელ ჩაკიდებულები, ერთმანეთის შემყურე, ნელნელი ნაბიჯებით გაემართნენ ყინულისკენ. მართალია ანო ძლივს მოძრაობდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ეყრდნობოდა ერეკლეს მკლავს, არ უნდოდა ბიჭისთვის დისკომფორტის შექმნა, თუმცა ეს მომენტი დაიჭირა თუ არა ეგრევე ერეკლემ, თითქოს იქცეოდნენ, გოგონა გააცურა და კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია ანოს ხელი. ამათ შენყურე, ყველას მიენებებინა საკუთარ 'საქმეზე' თავი და გულწრფელი ღიმილით მათ შესციცინებდნენ, ზედმეტად კმაყოფილი კატო კი დაქალსა და მის თანამზრახველს სამახსოვრო ვიდეოს უღებდა. ის დღე ბოლომდე შეირგეს, ისიამოვნეს და ძალიან გვიან, კმაყოფილებმა დატოვეს ერთმანეთი მომავლ დღეს შეხვედრის იმედად. *** სამ დღეში, წინა საგამოცდო პერიოდის, გრანდიოზული საღამო უნდა ჰქონოდათ უნივერსიტეტში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ნენესა და ერეკლეს ბენდი გახსნიდა და დახურავდა, ამიტომ ინტენსიურად უწევდათ ბოლო დღეებში რეპეტიციები. უკვე ორი დღე იყო, რაც ერთმანეთი არ ენახათ ანოსა და ერეკლეს, ამიტომ გოგონამ საღამოსთვის ყველა საქმე გადადო და ერეკლეს მიკითხვა გადაწყვიტა. ნენესგან იცოდა, რომ საღამოს ცხრისთვის ასრულებდნენ რეპეტიციას, ამიტომ ზუსტად 9ის ნახევარზე დარბაზთან, ჰოლში ელოდა ერეკლეს, შიგნით არ შესულა, არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა. ულამაზესი ღია ცისფერი, გრილი, ფეხზე ჩახსნილი, სადა კაბა ეცვა, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთდა გოგონას ყვრიმალებსა და თეთრ, ფითქინა კანს. გადაწყვეტილი ჰქონდა დღეს ერეკლე ნაყინზე დაეპატიჟებინა და სადმე გაესეირნათ... არაფერი განსაკუთრებული, უნდოდა მის ერკესთან ერთად ლაღად და თავისუფლად გარტარებინა დრო. ნახევარი საათი, ანოსთვის არც თუ ისე მალე, მიიწურა. ჰო, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას ელოდები, მაშინ ხომ უფრო ნელა გადის დრო და, პირიქით, როცა გინდა ნელა გავიდეს იგი, თვალის დახამხამებაში მიიწურება ხოლმე... რას ვიზამთ?! ასეა სამყარო მოწყობილი. თავიდან ერეკლეს გარდა ყველანი გამოვიდნენ დარბაზიდან, ანოს მიესალმნენ და ნენეს გარდა ყველანი მალევე დაემშვიდობნენ გოგონას. - ქალბატონო, არ მეგონა აქ თუ გიხილავდი - თვალი ჩაუკრა ანოს ნენემ. - ჰო, ერეკლეს გამოვუარე და თან შენც გნახე - გაუღიმა გოგოს. - არა, რო არც მალავს და პირდაპირ მეუბნება, თან შენც გნახეო - გულით გაუღიმა ანოს და თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი - მიდი, შეკუსკუსდი ქალბატონო, შენ ბიჭს რაღაც დარჩა და უკან მიბრუნდა, მე დაგტოვებთ - ლოყაზე ხანგრძილვად მიაწება ტუჩები და თავლებში ჭინკებათამაშებულმა, უკანსვლით დატოვა გოგონა. ანომ ღიმილით თავი გააქნია და კარიც გამოაღო. კარებში ოდნავ გაკვირვებული ერეკლე შერჩა. - ანო? - გაკვირვებით იკითხა თუ არა, ერთ ადგილზე მიწებებული გოგონა მისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა. თავი მხარზე ჩამოადო და ანოს გასაგიჟებელი თმის სურნელი მთელი გულით შეისუნთქა - გამიხარდი - იქვე ჩასჩურჩულა ყურში. ნელ-ნელა მოშორდა ანო ერეკლეს და მთელი გულით გაუღიმა. - იმედია, დრო გაქვს, არ დაგაყოვნებ და ნაყინზე შემომიერთდები - თვალები საყვარლად აუფახუნა ბიჭს. - უდაოდ - სიტყვიერადაც და თავის დაქნევითაც ერთდროულად დასთანხმდა გოგონას შემოთავაზებას. - და ბონუსად, დღეს სახლამდეც კი მიგაცილებ - გაუღიმა ბიჭს. - დედა, ეს რა პატივში ვარ, ხოარ ვკვდები? - სასაცილოდ გაიკვირვა და ანოს ოდნავ გაბრაზებაც კი შეძლო. - ეგრე აღარ თქვა - გაბუსხული ხმით მიუგო ერეკლეს და გვერდით ამოუდგა. ერეკლემ კი დანაშაულის გამოსასყიდლად და გოგონას ვითომდა 'შემოსარიგრბლად' ანოს ზურგიდან წელზე მოჰხვია ხელები და დაატრიალა. კორიდორი ანოს ლაღად მოკისკისე ხმამ მოიცვა. პარკში თოლიას შოკოლადის ნაყინები მიირთვეს, რომელზეც ანომ ძლივს დაითანხმა ერეკლე, რომ მას გადაეხადა. ბიჭმა გაბრაზების ნიშნად ანოს ცხვირზე ნაყინი წაუსვა და მკლავზე უკბინა. არც ანო ჩამორჩენია, შოკოლადიანი ტუჩებით სახეზე ყველაგან დაუტოვა კოცნა, სადაც კი შეეძლებოდა. მალევე, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთი გაასუფთავეს და ბულვარში ბილკს გაუყვნენ ფეხით. გზად უცნაური, მაგრამ ძალიან საყვარელი წყვილი შეხვდათ, რომლებსაც გასაკეთებლად ერთანაირი ტატუები ამოარჩრვინეს. საბოლოოდ, არჩევანი ზღვაში მოტივტივე შუქურაზე შეაჩერეს და წყვილიც საკუთარი იდეით კმაყოფილნი დატოვეს. ანოს ერეკლეს სახლში მიცილების ამბავი კრახით მაშინ დასრულდა, როდესაც გოგონამ უკვე ერეკლე სახლამდე მიაცილა, სადაც იყო დაემშვიდობა და მის ყურთასმენას ერეკლეს წარმოთქმული სიტყვებიც შემოესმა: - არა, შენ მართლა ახლა რა გეგონა, რომ მომაცილებდი და ასე გვიან სახლში მარტო წახვიდოდი? - მაგრამ ჩვენ ხომ უკვე მოვედით, ერეკე?! - ჰკითხა ბიჭს. - კიდე გაიეორე აბა. - მაგრამ ჩვენ ხომ უკვ.... - შეაწყვეტინა გოგოს - ეგ არა, ბოლო სიტყვა. - რა ბოლო სიტყვა? - სუ დაიბნა ანო. - აი რაც დამიძახე, რა - აუხსნა აგონიაში მყოფ ანოს. - კაი, ერკე, რა... ვერ გავიგე, რაზე მეუბ.... - ისევ შეაწყვეტინა. - ხო, აი ეგგ - რა, აი ეგ? - ჰკითხა ისევ... - ანო, მომწონს როგორც მეძახი - გაუღიმა გოგოს. - რა, ერეკე? ააა, ერკეს, რომ გეძახი ეგ? - ახლაღა შეამჩნია ბიჭის დახუჭული თვალები და გაბადრული სახე... მისკენ მიიწია და ყელზე შემოჰხვია ორივე ხელი - ერკე, ეკრე, ერკე..... - უამრავჯერ გაუმეორა, ღიმილით ანომ. ერეკლემაც შუბლზე გავარვარებული, ცხელი ტუჩები მიაკრა ანოს და ხანგრძლივად აკოცა - აი ახლა კი, ნამდვილად წავედით - გაბრუებულ გოგონას, აზრზე მოსვლაც არ დააცადა, ხელი ჩაჰკიდა და ანოს სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა... მართალია, ერთი ორჯერ ანომ ისევ დაიწყო, თუმცა ერეკლეს სახის დალანდვისას იმდენჯერვე გაჩუმება გადაწყვიტა... " და ყველა დამარცხდა, ვისაც სიყვარული თამაში ეგონა..." ვაჟა ხორნაული *** გრანდიოზულმა კონცერტმა არაჩვეულევრივად ჩაიარა, ნელ-ნელა კვიპროსის მოგზაურობის დროც უახლოვდებოდათ, რომლის შესახებაც უმეტესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ამიტომ ანო და ერეკლე მალევე აპირებდნენ ბავშვებისთვის ამის შესახებ მბობას. გოგოენები უნივერსიტეტის ეზოში ისხდნენ, სიცხისგან შეწუხებულნი ჩრდილს აფარებდნენ თავს. ანო ერეკლეს ელოდებოდა, დანარჩენები ლევანს, რომლესაც სახლში უნდა დაერიგებინა ყველანი, თუმცა, რატომღაც იგვიანებდა. კესო და კატო შეუჩერებლივ საუბრობდნენ მომავალი საქართველოსა და კვიპროსის მატჩის შესახებ, ერთი გაფიქრება ანომ ისიც კი იფიქრა, ახლა ვიტყვიო, მაგრამ შინაგანად რაღაც აჩერებდა. მალევე შეამჩნია, ნენეს არაფრის მთქმელი, მოღუშული სახე და მაშინვე უკუაგდო თავისი ჩანაფიქრი. ერთ წამში იმდენად დიდი სევდა ამოიკითხა ნენეს ღიმილში, რომელიც კატოს და კესოს კისკისის მოსმენისას გამოესახა გოგონას სახეზე, რომ გულმა ერთი-ორი დარტყმაც კი გამოტოვა. ის ის იყო, ნენესთვის უნდა ეკითხა თუ რას სჭირდა, იქვე ლევანმა მანქანა, რომ გააჩერა. ყველანი დაემშვიდობნენ ანოს, ერეკლეს მოკითხვა შეუთვალეს და სახლისკენ დადგნენ გზას. ,,თუკი სხვისი სევდის ყურებისას, შენს ცხოვრებაში არსებული სიხარული გეხამუშება, რა კარგი ადამიანი ხარ იქნებ არც იცი..." ცირა ტურაშვილი. *** ერეკლეს იდეით ახლა მოლისკენ გზას ადგნენ, სადაც თინას ბავშვისთვის სათამაშოები თუ ტანსაცმელი უნდა ეყიდათ. უნდოდათ, სანამ ერთი კვირით კვიპროსში გაემგზავრებოდნენ მომავალი სანიკიძე ენახათ და დაესაჩუქრებინათ. ანოს წინააღმდეგობა არც გაუწევია, თუმცა არც ის იყო რთული შესამჩნევი, რომ გუნებაზე არ იყო. თავიდან ერეკლემ არაფერი არ ჰკითხა, იფიქრა თვითონ მეტყვის თუ საჭირად თვლისო, მაგრამ რომ ვერადა ვერ დალანდა ანოს ლაღი ღიმილი, მოთმინების ფიალა ამოეწურა და ჰკითხა: - ანო - გოგონა მისკენ ნელა მიაბრუნა და იდაყვებზე ხელები მოკიდა - ნახევარი გზაა ხმას არ იღებ, არც იღიმი, ჩაფიქრებული დადიხარ და ხომ მშვიდობა გაქვს, ჩემო ცქრიალავ? - გამამხნევებლად გაუღიმა გოგონას. ანოს ბიჭის მომართვაზე, ტუჩის კუთხა ჩაუტყდა, რაც ერეკლემ ეგრევე შეამჩნია. - აი, ხოო ეგრე, ნელ-ნელა პროგრესს განვიცდით - გაუღიმა გოგოს. - ერკე - მიმართა ბიჭს, კისერზე ხელევი შემოხვია და ჩაეხუტა. ასე გატრუნული იდგნენ ორი წუთი. ერეკლე თმაზე ეფერებოდა ანოს, ანოს კი თავი ჩამოედო ბიჭის მხარზე. - ერეკლე, რაღაც ნენე - მალევე დაიწყო - დღეს, რაღაც ნენე არ მომეწონა, ძალიიიან, ძალიიიან მოწყენილი იყო, თვალები სევდით ჰქონდა სავსე და მე... - ხმა აუკანკალდა - და, მმმმ...ეეე გული შემი.მმწწწუხ...დდდა - ამოისლუკუნა ანომ. ერეკლემ გოგონა ოდნავ მოიშორა სხეულიდან და მისი სახე ხელებში მოიქცია. - ჩემო სიცოცხლე - ლოყაზე ცერა თითით მიეფერა - დამშვიდდი, ანო... მეც შევამჩნიე, ბოლო ორი დღეა რეპეტიციებზეც კი მოწყენილია, არდა რეპეტიციებზე ენერგო ვამპირს ჰგავს ხოლმე... მეგონა, რომ მომელანდა და არაფერი ვკითხე, არადა თურმე შენც შეგიმჩნევია... ანომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად - ყველა ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში გვხვდება, თავის საკუთარ ომში იბრძვის, ომში, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს და არაფერი ვიცით - მტკიცე სიტყვებით თქვა ერეკლემ და ანო კიდევ უფრო მჭიდროდ მიიხუტა - დამშვიდდი, საყვარელო... ხომ, იცი, რომ ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, არა? - გოგონას სანდომიანი თვალებით დააცქერდა, ანომაც დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და გულწრფელი ღიმილით გაუღიმა ერეკლეს. - აი ეგრე რა - ოცდათორმეტით გაუღიმა ანოს და გულში მაგრად ჩაიკრა - შენ, რომ ბედნიერი ხარ და იცინი, მე როგორ მოვიწყენ... ამის შემდეგ, ბათუმი მოლში მალევე მივიდნენ. ერეკლეს ანოს ხასიათზე მოსაყვანად არაჩვეულებრივი იდეა დაებადა. სანამ ბავშვისთვის ტანსაცმელსა და სათამაშოებს აარჩევდნენ, თვითონ იხალისებდნენ ცოტას. ქალისა და კაცის საერთო ტანსაცმელების მაღაზიაში შეიყვანა ანო და ქალების სექციასთან დააყენა. გაკვირვებულ გოგონას ავის მომსაწავებლად გაუღიმა და ახსნა დაუწყო. - მოკლედ, ქალბატონო ანო, ახლა თქვენ ჩამოუვლით ამ განყოფილებას და როდესაც მე გეტყვით, მაშინ შეჩერდებით. რაზეც ხელი მიგიწვდებათ იმას აიღებთ და ჩაიცვამთ. შემდეგ, იგივეს გავაკეთებ მეც... - აუხსნა აგონიაში მყოფ გოგონას. - აჰა, ის ტრენდი, რონ არის... სტოოპს, რომ ამბობ და იმას იცვამ, რაც ხელში მოგყვება, მაგაზეა საუბარი ჰო? - ოჰ, გცოდნიათ ჩემო ქალბატონო - გაუღიმა გოგონას. - დიახ, ბატონო ჩემო, დიახ - ანოს გაღიმებული სახის დანახვისას, საკუთარი იდეით კმაყოფილმა ერეკლემ თმაზე ხელი გადაისვა. - მაშ ასე, ვიწყებთ.... იმაზე მეტად იხალისეს, ვიდრე წარმოედგინათ. ერეკლეს ბედად, ანოს იმდენად კარგი ლუქი გამოუვიდა, რომ ცოტა შეშფოთებულიც კი დარჩა. მთლად ასეც არ ელოდა, მოკლე შორტში და ზურგ ამოღებულ, თეთრ მაისურში იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა ანო, რომ ბიჭმა თავი ძლივს შეიკავა იქვე, არ წაქცეულიყო. რასაც ვერ ვიტყოდით ერეკლეს ჩაცმულობაზე. ბიჭს ვარდისფერი, მოტკეცილი შარვლის, მწვანე მაისურისა და შავი კოსტუმის ჩაცმა მოუწია. იმდენად სასცილოდ გამოიყურებოდა, რომ ანო სიცილსაც კი ვერ იკავებდა და ბოლო ხმაზე კისკისებდა. ერეკლე კი საკუთარი იდეითა და ანოს ასე გახალისებით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ საერთოდაც არ შეუმჩნევია, როგორ ეღიმებოდა მისი დანახვისას მაღაზიაში მყოფთ. უამრავი სამახსოვრო ფოტო თუ ვიდეო გადაიღეს. მალევე დატოვეს მაღაზიაც და ახლა, საბავშო მაღაზიისკენ გაეშურნენ. გზად ფრიად გაკვირვებულები დარჩნენ ერთამენთის ხილვით და-ძმა შერვაშიძეები. არც ერთი, არც ანო და არც ილია, არ ელოდებოდა იმ დღეს, იქ ერთმანეთის ხილვას, თან ასეთ სიტუაციაში. ანოს ერეკლეს მხარზე ედო თავი და ისე მიაბიჯებდა ბიჭთან ერთად, ხოლო ილია და თამთა ხეკჩაკიდებულნი, უმარავი ცელოფნით ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში და ისე მოაბიჯებდნენ. როდესაც გზა გადეკვეთათ, ცოტა მოულოდნელობით აღსავსე და გაკვირვებული სახეებით მიესალმნენ ერთმანეთს. მალევე უკან მოიტოვეს ერთმანეთი და ერთდროულად ერთიდაიგივე შეტყობინება მიიღეს-გადაუგზავნეს ერთურთს: ,, სახლში დაგელაპარაკები " *** უკვე ათი ივნისიც გამხდარიყო. თოთხმეტში კვიპროსში მიფრინავდნენ, ხოლო ჩვიდმეტში საქართველოსა და კვიპროს შორის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ჩატარებულიყო. დღეს საღამოთი ჰქონდათ ანოსა და ერეკლეს გადაწყვეტილი ბავშვებისთვის მომავალი მოგზაურობის შესახებ თქმა. ორი დღე იყო, რაც ნენე არ ენახათ და მასთანაც უნდა გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა მის თავს. ყველანი ნელ-ნელა ამჯერად ერეკლესთან იკრიბებოდნენ. სანამ კვიპროსზე იტყოდნენ რამეს, მანამდე ნენეს მიადგნენ. თავიდან, ორივე კიიფიქრა ამდენ ხალხში ( ბავშვებს გულისხმობდნენ ) არ ვკითხოთო, იქნებ ეუხერხულოსო, მაგრამ სანამ რაიმეს იტყიდნენ, ნენემ თვითონვე დაიწყო: - ბავშვებო, თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი - ფოლადივით მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა. - ხომ მშვიდობაა? - შეშინდა კესო. - რაღაც, არ მომწონს - მასვე აჰყვა კატოც. - კაი დააცადეთ ადამიანს - ლევანმა დაუბღვირა ორივეს. - მოკლედ, ხომ იცით - გაუბედავად დაიწყო ნენემ - ნუ ყველამ თუ არა, უმეტესობამ ხონ იცით, რომ ჩემები სოფელში ცხოვრობენ და მე აქ მარტო ვარ ნაქირავებში. თანხმობის ნიშნად ერეკლემ, ანომ, კატომ და კესომ თავი დაუქნიეს. როგორც ეტყობედოდა ბიჭების ოთხეული აზრზეც კი არ იყვნენ, ნენე მარტო თუ ცხოვრობდა. - ხოდა ჩემმა სახლის მეპატრონემ, მომთხოვა გინდა თუ არა ერთ კვირაში სახლი დამიცალეო ან ბინის ქირას გაგიზრდიო... მე კიდევ ვერც ჩემ ოჯახს მოვთხოვ, რომ უფრო მეტი თანხმა გადამიხადონ, ისეც ჩემ გამო წელზე ფეხებს იდგამენ, თანაც ეგეც, რომ არა, ჩემი პატარა ძმა წელს აბიტურიენტია და აბარებს, ყველაზე უმცროსი კი სკოლაში მიდის... - აკანკალებული ხმით, ცოტა ხნით შეისვენა და მალევე განაგრძო - უკვე ოთხი დღე გავიდე, მე კიდევ ვერაფერი ვნახე საქირავებლად და გადასასვლელად - ღლაპა-ღლუპით სცვიოდა თვალებიდან ცრემლები - თან ახლა ზაფხულია და საქირავებელ სახლებს ისეთი ფასები აქვს, რა უნდა ვქნა ვერც კი ვხვდები - ძლივს ჩაამთავრა მონოლოგი და სახე ხელებში ჩამალა. ნენეს მოსმენისას, კესოს სათუთმა გულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და დაქალთან ერთად ისიც ასლუკუნდა. ნენეს გვერდით ანო მიჯდა და გულში ჩაიკრა სახეზე აწითლებული გოგონა. კესოს კი მისი ძმა გაფართოებული თავალებით შეჰყურებდა, ვერასდროს წარნოიდგენდა ლევანი მტირალ დას თუ ნახავდა. ფეხზე ძლივს წამოიმართა და დას მაგრად ჩაეხუტა. დამუნჯებული ბიჭები ვეღარ ხდებოდნენ რა მოემოქმედათ. - ყველაზე ცუდი დღეც მხოლოდ 24 საათია. არაუშავს, მალე ეს დღეც ჩაივლის... - ძლივს ამოიღო ანდრომ ხმა და ნენეს გაუღიმა. - არა, რა უბრალოდ არ შეიძლება ცუდად მოექცე ვინმეს ან რამეს და ელოდო, რომ გაიმარჯვებ - ახლა შეშფოთებულმა იოანემ ხმამაღლა წარმოთქვა საკუთარი აზრი და გოგონას სალფეთქი მიაწოდა. - არ ინერვიული, ნენ... ყველაფერი იმაზე მაგრად იქნება, ვიდრე შენ წადმოიდგენ - თემომ უთხრა გოგოს, ფეხზე წამოაყენა და ძლიერად ჩაიკრა გულში. - ჩათვალე უკვრ მოგვარებულია, ნენეკო - გაუღიმა გოგონას ლევანმა და მეორე ხელი ახლა უკვე მას მოხვია. ,,განსაცდელის დროს მხარში, რომ გიდგას, აი ის არის შენი... დანარჩენნი, სხვა ყველაფერი, ხელოვნურია!" *** რა თქმა უნდა, იმ დღესაც ვეღარ მოახერხეს და აზრად კი არ მოსვლიათ, კვიპროსის შესახებ რაიმეს თქმა. მალევე დაიშალნენ. იოანე და ანდრო ერთად წავიდნენ. და-ძმა ქაჯაიებმა, კატოსთან ერთად ნენე წაიყვანეს სახლში ნივთების შესაგროვებლად, გადაწყდა, რომ ბინას ლევანთან და კესოსთან დაიდებდა, ხოლო თემო, ერეკლე და ანო ერთად დააადგნენ თემოს სახლისკენ გზას. ეკატერინე მის მაზლთან და მაზლის ცოლთან, ანუ არჩილთან და ნონასთან იყო, თემომაც აიტეხა ერეკლე შენც წამოდი და ანოც წავიყვანოთო... ალბათ, მიხვდით თემომ, რომ მისი გაიტანა, არა? ანოს კი ეუხერხულებოდა, მაგრამ ბიჭმა ყველა გზა გადაუკეტა. ვერც კატო მიჰყვებოდა, რადგან ნენეს გაჰყვა დასახმარებლად და, საბოლოოდ, ასე აღმოჩნდა ორ თავდგირიძეს შორის. რა თქმა უნდა, ხელ ცარიელი იქ ფეხის მიმდგმელი არ გახლდათ ანო, ამიტომ დიდი ძალისხმევისა თუ წუწუნის ხარჯზე, ბიჭები ძლივს დაითანხმა სუპერმარკეტში შესვლაზე. ტკბილი, ხილი, სასმელი ბლომად მოიმარაგა და ახლა კი, ნამდვილად დიდი შემართებით დაადგა თემოსა და კატოს სახლისკენ მიმავალ გზასს. თემოს და ერეკლეს, ვერანაირმა წუწუნმა, საყვედურმა, რჩევამ თუ დარიგებამ ვერ მოახერხა გოგონას შეჩერება თუ გადაბირება, ამდენი რამ არ ეყიდა. ახლად გაღებულ ლიფტის კარში კმაყოფილმა შეაბიჯა და დაბღვერილი ბიჭებიც თან გაიყოლა. - დეე, მოვედით - კარის გაღებისთანავე დაიყვირა თემომ. - მოდით, დე მისაღებში ვართ - მისაღებიდან გამოსძახა ნონამ. - იმედია, ერეკლე თან გახლავს - დააყოლა არჩილმა. - ერეკლეც თან მახლავს - მისაღებში შეაბიჯა და მიუგო მათ - და ჩვენი ცქრიალა გოგოც - თვალი მოავლო სამივეს და გაუღიმა. ამასობაში ერეკლე ანოს ამხნევებდა და მისაღებისკენ მიჰყავდა. - გამარჯობა, იმედია ხელს არ შეგიშლით - მორიდებით დაუკრა თავი ყველას და იატაკს მიაშტერდა. - ანოო, ჩემო საყვარელო - პირველი ნონა წამოიმართა ფეხზე - როგორ გამახარე - გადაეხვია გოგოს. - დედა, ეგ ანომ კი არა, მე გაგახარე - უთხრა თემომ დედამისს და მაგიდიდან ახლად აღებული მწვანე ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა. - ანო, რა კარგია, რომ აქ ხარ - ახლა არჩილი გადაეხვია დაბნეულ გოგოს. - კარგით, რას შეუჩნდით ახლა მაგ გოგოს, მომხედეთ მეც - დაიწყო ისევ თემომ. ამის საპასუხოდ ერეკლემ თემოს დაუბღვირა და იქვე მყოფ დედას ზურგზე ხელი შემოჰხვია. - დე, ნახე ვინ მოგიყვანე - ჩუმად უთხრა ქალს. - ანო, როგორ ხარ? - ერეკლეს ჩამოშორდა ეკატერინეც და გოგონა გადაკოცნა. - მადლობა, კარგად თქვენ როგორ ხართ? - ღიმილით მოავლო იქვე მყოფთ თვალები. - ესენი, შენზე უკეთ არიან, ანო - თემო გვერდში ამოუდა გოგონას, საპასუხოდ კი, ანომ შეუმჩნევლად ხელზე უჩქმიტა ბიჭს. - მოდით, დასხედით ცივ ყავას დაგალევინებთ - დატრიალდა ნონა. - არა, დე, არ შეწუხდე. ანომ იმდენი რაღაც ამოიტანა, ეგეც იქნება აქვე სადმე - უთხრა ქალს და ლოყაზე აკოცა. - რაა, ანო? - ავის მომასწავებლად გახედა არჩილმა გოგონას. - არ შეწუხდეთ, მე არაფერი არ მინდა. თემო მართალია, რაღაცები წამოვიღეთ მაღაზიიდან, ხელცარიელი მაინც ვერ ამოვიდოდი - უთხრა ყველას და მრგავლ მაგიდასთან ერეკლეს გამოწეულ სკამზე, ადგილი დაიკავა. - აბა, როგორ მიდის საქმები უნივერსიტეტში, მორჩით გამოცდებს? - ჰკითხა ნონამ. - არა, ჯერ არც დაგვიწყია - გაუღიმა ქალს. - უი, დედა... დაიწყო ზაფხული, რა იყო უნდა ამოიხუთოთ კი მაგრამ? - შეწუხდა ქალი. - მართალი, ხარ დედაა. რა დროს გამოცდებია ამ სიცხეში - მხარი აუბა ნონას თემომ. - თინა და დიმიტი როგორ არიან, ანო? - შეეკითხა ეკატერინე. - კარგად არიან. გინახულებენ ამ დღეებში, აპირებდა მამიდაჩემი. - ძალიანაც კარგი, საქმე მაქვს დიმიტრისთან თან - თქვა არჩილმა. - აბა, ხო მშვიდობაა რატომ გინდოდა ჩემი ნახვა, ბიძია? - ჰკითხა ერეკლემ კაცს. - მშვიდობაა თუ არა, მაგას შენ მეტყვი - საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭს. - ვაუ, მამა როგორ გიხდება სიმკაცრე - განეიტრალებას ცდილობდა თემო. ერეკლემ კი ამ თემოს 'ღლიცინში' კარგად შეამჩნია ბიჭის შეშინებული თავალები, რომელიც სულ საპირისპიროს ამბობდნენ. - ხომ მშვიდობაა, აჩი? - ჰკითხა ქმარს ნონამ. - კიი, საყვარელო უბრალოდ ბიჭებთან მაქვს სალაპარაკო, მაგრამ ეს სხვა დროს - აუხსნა ქალს და ფეხზე წამოიმართა - ბავშვებო, თქვენთან მაქვს საქმე, ყველასთან - ანოსაც მოავლო მზერა - საქმე, რა შემოთავაზება. - აბა, გისმენთ - უთხრა ერეკლემ. - მთელი გულისყურით გისმენთ - დაეთანხმა ანოც. - ხომ იცით და თუ არიცით, მე გასწავლით, სიცოცხლეში ადამიანმა აუცილებელი სამი პირობა უნდა შეასრულოს - ცოტახნიანი პაუზა გააკეთა და მალევე განაგრძო - ხო და ამიტომაც, მოემზადეთ ხვალ ყველანი, თქვენ და თქვენი მეგობრები მოდიხართ ჩემთან ერთად, პირველი მოვალეობის შესასრულებლად - დაამთავრა თუ არა დაუფშტვინა და მისაღები კმაყოფილმა დატოვა. ანო ყველაფერს მიხვდა და ღიმილით შეეგება ახალ ამბავს, რასაც ვერ ვიტყოდით ბიჭებზე. *** გუშინ გვიან ღამით გააგებინა თემომ მეგობრებს მეორე დღის გეგმები. თხოვა დილით 8ისთვის, სპორტულებში გამოწყებულნი დახვედროდნენ სადარბაზოსთან. ერთი გაკვირვება კი გაუკვირდათ ბავშვებს და იფიქრეს თემო რაღაცას გვეხუმრებაო, მაგრამ როდესაც ანომ და ერეკლემაც დაადასტურეს ეს ინფორმაცია კეთილი ინებეს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს. ყველანი, უკლებლივ რომელიმესა დილის 8 საათზე, მართლაც სპორტულებში გამოწყობილნი დახვდნენ მამა-შვილ თავდგირიძეებს სადარბაზოსთან. არჩილს ტრანსპორტიც ამბავიც მოეგვარებინდა, ყველანი ერთად ერთი სამარშრუტო ტაქსით გაემგზავრებოდნენ მაღალმთიან აჭარისკენ, კერძოდ, აჭარის წყლის ხეობაში, სადაც, მდინარე ჭოროხთან ახლოს, იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებს დარგავდნენ. ამის შესახებ, მაშინ გაიგეს, როდესაც თავინთ კუთვნილ ადგილებზე მოკალათდნენ და არჩილმა საუბარი დაიწყო: - მოგესალმებით ყველას ბავშვებო - თითქოს კლასის დამრიგებელი იყო და ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა - იმედი მაქვს ამ ერთხელ ძილის დაფრთხობას მაპატიებთ და იმასაც, რომ საკუთარ სააქმეებს ასე თვალდახელშუა მოგწყვიტეთ. მოკლედ, ახლა რაშია საქმე... დარწმუნევული ვარ აქედან უმეტესობამ იცის, რა არის ცხოვრებაში თითოეული ადამიანისთვის მათი სიცოცხლის მანძილზე შესასრულებელი სამი უმნიშნელოვანესი მოვალეობა თუ ვალდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი ჩემ ვაჟიშვილზეც - ალმაცერად გადახედა გაკვირვრბულ თემოს და მალევე ისევ ბავშვებს მიუბრუნდა - მოკლედ, ამ სამი მოვალეობიდან, რომლებშიც იგულისხმება, სიცოხლის მანძილზე ერთი ხის დარგვა მაინც, შვილის გაჩენა და სახლის აშენება, მათთგან ერთის, რა თქმა უნდა, პირველის შესრულებაში, დიახ, დიახ, მე არჩილ თავდგირიძე დაგეხმარებით - დაამთავრა თუ არა მონოლოგი, იქაურობა ტაშის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა, საპასუხოდ კაცმა ქედი მოიხარა ბავშვების წინაშე და სანდომიანად გაუღიმა. ,,შენ იმიტომ არ ხარ, რომ მხოლოდ იცხოვრო, არამედ იმისთვის, რომ მსოფლიო გახედო უკეთესი შენი დიდებული ხედვებით, სულისკვეთებითა და მიღწევებით." ესეც, ასე... პირველი და უმნიშნელოვანესი ცხოვრებისეული ვალდებულება შესრულებული გახლდათ. მოგესალმებიით ყველას... ესეც მეოცე თავი, არ მჯერა, რომ უკვე აქ ვართ... აბა, რას იტყვით? როგორ მოგწონთ მთლიანობაში მოთხრობა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.