შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობა თავი3(+18)


11-07-2023, 17:31
ავტორი toroo
ნანახია 2 204

_ორი საათის წინ არ უნდა მოსულიყავი?_გაბრაზებული მიბღვერს ქრისტინე_ხო იცი თერთმეტის მერე რა ხდება აქ.
სწორად ბრაზდება ამიტომ ვჩუმდები და ბარის კუთხეში ვჯდები, ცივ ყავას ვწრუოავ და მორიდებით ვხსნი ბლოკს ტელეფონს.
_ნიკუშა ვნახე_ვატყობინებ და ფანჯრისკენ ვიხედები
_დაბრუნდა?
_გუშინ_კაბის კიდეებს ვისწორებ
იმის შემდეგ რაც გველესიანი წავიდა, მე და ქრისტი შევთანხმდით რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით, მაგრამ ახლა სხვანაირად არ შემიძლია
_კარგი, ახლა ამ შეკვეთას მივიტან და მოვალ
მე და ქრისტი მერვე კლასიდან ვმეგობრობთ, იმის შემდეგ რაც მშობლები ერთი მეორის მიყოლებით გარდაიცვალა, დედაჩემმა ფაქტობრივად იშვილა და არაფრით არ არჩევდა ჩვენგან.
ფეისბუქს ვხსნი და პირველივე პოსტში წვეულების ვიდეო მხვდება, ნიკუშა არსად ჩანს, ჩემი ძმა და მისი ნავარჯიშები გოგო კი საკმაოდ არაბავშვურ პოზებში ცეკვავენ.
გველესიანი ჩემმა ძმამ პირველ კურსზე მოიყვანა სახლში, ეკონომიკას ერთად სწავლობდნენ, მისმა ჰაბიტუსმა გული სამუდამოდ მიისაკუთრა, შემდეგ კი გონებაც და მთელი ცხოვრებაც აივსო ამ ადამიანით. ვუყურებდი ხოლმე ჩუმ-ჩუმად, ზუსტად ვიცოდი როდის რას მოიმოქმედებდა.
_შესვენება მაქვს ხუთი წუთი, გამო მოვწიოთ_ქრისტი მეუბნება და გვერდზე მენიუების დასტას მიდებს.
მეც უცებ ვხტები სავარძლიდან და უკან დასჯილი ბავშვივით მივყვები, ეზოში გავდივართ და მის წითელ მარლობორის კოლოფიდან ერთ ღერს ვაძვრენ.
_გნახა?_მეკითხება
ტუჩს ვკბენ და უკან კედელზე დაწერილ გინებების კორიანტელს ვაშტერდები
_მემგონი თვალებში უორდებოდა, მთვრალი იყო
_შენც ყარხარ რომ იცოდე
_ერთად დავლიეთ, ტეკილა
_ხელზე დაყრილი მარილი აგალოკინა?_წარბები უთამაშდება_ტრუსი ხო არ დაგისველდა?
_სულელო_მეც მეცინება
_მეორეც უნდა ატარო ხოლმე, როცა გველესიანს ხვდები
ქრისტის სულ რამდენიმეჯერ ყავს ნანახი, მაგრამ იმაზე მეტი იცის ნიკუშაზე ვიდრე თავის ყოფილებზე
ჩემი დაქალი ქალიშვილი არ არის ჩემგან განსხვავებით, მაქსიმე თვლის რომ ძალიან პრობლემიური, ,მგონი ზედმეტად სნობია...
_ვიღაცასთან შევუსწარი, წითურ ნაშასთან, შარვალიც კი არ გაუხდია
ქრისტის ბოლი სცდება და ხველება უტყდება
_ღმერთმანი! მგონი ფსიქოლოგი დაგჭირდება..
მახსენდება, რომ ნიკუშამაც იგივე მითხრა
_როგორი იყო?
_რა?
_მმმ ის როგორი აქვს? მოგეწონა ?
_გაჩუმდიი_სახეს ხელებში ვიმალავ_არ დამინახავს
_თვალები დახუჭე?_დამცინის_არადა რა შანსი მოგეცა
_შიშველი საჯდომი დავინახე.
_ნუ..მაინც რაღაცაა_ხითხითებს.
საერთოდ არ ესმის ჩემი გრძნობების, ისევე როგორც მაქსიმე მასაც არ ყვარებია რეალურად არავინ.
სიგარეტს ურნაში ისვრის და მეუბნება:
_მგონი ჯობია სხვანაირად ფიქრი დაიწყო, თორემ, მოკვდები ქალიშვილი
_და როგორ მოვიქცე, არ ვიცი...
_ნიკუშა ექსტრასენსი არ არის თავისით იგრძნოს რაიმე
_არც კი მიყურებს, ვერ მამჩნევს
_მოიქეცი ისე, რომ შეგამჩნიოს, როგორც ლამაზი და სექსუალური გოგო._მისი ტონი ბრძანებას უფრო ჰგავს
_რაიმეს მთავაზობ? გამოვუტყდე ჩემს გრძნობებში?
ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ დამცინებს, ნამდვილად შეუძლია ასე მოიქცეს, ვერც კი ვფლირტაობ, ახლაც ისე მეშინია როგორც რამდენიმე წლის წინ.
_ახლა ვერ ვაზროვნებ, მოიცა პარასკევს კონცერტი ხო გაქვს?
_კი და უნდა მოხვიდე...
ქრისტი თავს მიქნევს და ლოყაზე მკოცნის_ასე ვემშვიდობებით ყოველთვის ერთმანეთს.
გზაში სოციალურ ქსელს კიდევ ერთხელ ვხსნი და ფოტოს ვაკვირდები, სადაც ნიკუშა და მე ვართ გამოსახული ტეკილის დალევის პროცესში.
ფოტოს ვინახავ და შემდეგ ვადიდებ, ვაშტერდები მის სახეს და ირონიულ ღიმილს, მისი მზერა ჩემს სახეზეა მიყინული, ჩემი თვალები დახუჭულია, ის კი მე მიყურებს.
_მაკვირდებოდა?_ვეკითხები ჩემს თავს და სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის სხეულში.


ყურსასმენებში მუსიკა მაღალ ხმაზე მღერის, მე კი ამ პატარა სიამოვნებანარევ ნერვიულობას ვყვები, წვიმის წვეთები ნაზად მელამუნებიან მხრებზე, კონსერვატულად გრძელი შავი მთლიანი კაბა მაცვია, მხოლოდ უკან საჯდომამდე ამოღებული, თმა ნაზ კუდად მაქვს შეკრული და მოძრაობის დროს ტალღებივით მყვება.
ჯგუფის ხელმძღვანელი მეასეჯერ გვიმეორებს თუ როგორი მნიშვნელოვანი საღამოა და რამხელა პასუხისმგებლობა გვაწევს მხრებზე.
დარბაზში ვიხედები, ახლა გუნდი მღერის ავე მარიას, დარბაზი ბოლომდე განათებულია, დიდი და გრძელი ჭაღი ამაყად იწონებს თავს, თეთრი და ოქროსფერი თვალს მჭრის და სიმდიდრის ელფერი ეცემა მთელს სცენას.
_სარაჯიშვილი რატომ გაშტერდი, შენი ჯერია_ნახევრად რუსი მევიოლინე ნატაშა ხელს მკრავს და პირდაპირი მნიშვნელობით მაგდებს დარბაზში.
ჩემი პარტია ზეპირად ვიცი, იმდენად კარგად რომ შემდეგ ცხოვრებაშიც მემახსოვრება.
ჩემზე ჩამოკიდებულ ოქროს ვიოლინოს გასაღებს მუჭში ვიქცევ და შესამჩნევად დიდ ხანს ვაჩერებ ტუჩებს მასზე, თხუთმეტი წლიდან ვატარებ, რადგან მომწონს და თან ნიკუშამ მაჩუქა დაბადების დღეზე.
ღმერთო...ღმერთო...ღმერთო... დროა
ბარბაცით მივყვები გზას, რომელსაც გაპრიალებული როიალისკენ მივყავარ, დარბაზში არ ვიხედები, რადგან ბევრი ხალხია, მიკროფონს ვასწორებ, წელში ვიმართები და ვიწყებ, ამ დროს არაფერი მაინტერესებს, მე და ინსტრუმენტი ერთიანი ვხდებით, ვუკრავ თავდავიწყებით, ვამატებ ჩემებურ პიანოსა და ფორტეს, კლავიშებს ხან ვაყვირებ ხან კი ვაჩურჩულებ, თვალები მეხუჭება და ალბათ თავსაც ვამოძრავებ, უკანასკნელი აკორდით ვასრულებ გამოსვლას და ვიყინები.
ორი წამი ჩემს გარშემო სიჩუმე ისადგურებს, სმენას გაუჩერებელი სტვენა სწვდება, დარწმუნებული ვარ რომ მაქსიმეა.
სულელი.
მინდა რომ გავიცინო, აპლოდისმენტებისგან ადრენალინი მიპყრობს, თავს ვუხრი გარშემომყოფებს და გავდივარ კულისებისკენ
კორიდორში უკნიდან ხელის შეხებას ვგრძნობ
_ყავას დალევ? ნიკო ვარ_მიყურებს და მიცინის
_მშობლები მელოდბიან, სხვა დროს იყოს
_კარგი, სარაჯიშვილი ხო?
_კი მე ვარ და ნახვამდის_ფანჯარასთან დადებულ ჩემს ჩანთას ვიღებ და მივრბივარ
კიბიდან ჰოლში ჩემი ძმის და ქრისტის თავებს ვხედავ, დედაჩემის ნაჩოსი და მამას ჭაღარა თავიც იქაა... თუმცა, ეს მაღალი სილუეტი ვის ეკუთვნის... ნიკუშაა...
გული მიფართხალდება, ჩემს მოზღვავებულ ეიფორიას კიდევ ეს უნდოდა?
გველესიანს პიჯაკი აცვია, შავი შარვალი და თეთრი პერანგი, როგორც მაქსიმეს, ნაჭერი იმდენად გადაჭიმული აქვს მხრებზე, რომ სუნთქვა მეკვრება... ქრისტი მართალია, მეორე ტრუსიც უნდა ვატარო ხოლმე...
ამის დედაც, გეგონება ჟურნალიდან გადმოხტა
აქ რას აკეთებს?! დარბაზში იყო?!
ნიკუშა თავს ატრიალებს, გარშემო იყურება და შემდეგ მზერას კიბეებისკენ აცეცებს. სამი წამი და დამინახავს, ეს მთელი სამი წამი არ ვსუნთქავ.
ის მაკვირდება, ფეხსაცმლიდან ვარცხნილობამდე და თავჩახრილი იღიმის, ყველა მკოცნის და გარს მეხვევიან მე კი, როგორც ზომბი მზერას ვერ ვაშორებ გველესიანს.
მამამ თეთრი პიონები მომართვა, მაქსიმესაც და ქრისტისაც ხელში ყვავილები უჭირავთ, ნიკუშას კი შიშველი ხელები შარვლის ჯიბეებში აქვს ჩალაგებული, მე ავად ვარ მისგან და ამას ვაღიარებ.
_პრიმა ბალერინა ვარ?_ღიმილით ვუყურებ ამდენ ბუკეტს.
_ვამაყობ შენით_თვალები უწყლიანდება მამას
_მადლობა_ვამბობ და ვისუნთქავ პიონების თავბრუდამხვევ სურნელს
_სიტყვები არ მყოფნის_დედა მეხუტება_20 წლით გამაახალგაზრდავე
_ოოო მაშინ დღეს მგონი ცუდადაა ჩემი საქმე_აღნიშავს მამაჩემი
_მეც გავახალგაზრდავდი_აღლიცინდა მაქსიმე, შემდეგ ხელში აავყავარ და ისე მატრიალებს, რომ კაბას ზედ მამხობს
_მოიცა_ვუყვირი_ბუკეტს გამიფუჭებ
_ბომბი იყავი_მსვამს ძირს
_ვიტირე გეფიცები_ქრისტი ყურში მეჩურჩულება და თან ძლიერად მიხუტებს.
ის კი დგას ოშორებით, გვაკვირდება, ბუკეტში ცხვირს ვრგავ და თვალებში ვუყურებ.
ის ფაქტი რომ კონცერტს დაესწრო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
_გამარჯობა_ვესალმები და მის გახსნილ ღილებს ვუყურებ
_პრივეტები, არ გავახალგაზრდავდი, მაგრამ ჩამითრიე
მეღიმება და კულონს ვაწვალებ
_მოგეწონა?
_აღფრთოვანებული ვარ_მპასუხობს ისე, რომ მჯერა არ მატყუებს.
_იტირე?
_როგორც პატარა ბავშვმა_ღიმილი უთამაშდება
პირდაპირ სახეზე ვაშტერდებით ერთმანეთს, ასე მგონია საუკუნე გადის, ყველა ხმა ჩუმდება, ჩვენს გარშემო ხალხი კი ქრება.
ის ისეთი მიმზიდველია ამ ტანსაცმელში და ისეთი მიუღწეველი...
_დიდი ხანია არ მინახავს შენები და აი გამოვყევი_კითხვის დასმას ვერ ვასწრებ ისე მეუბნება
ეს სიტყვები მაფხიზლებს
მოვინდომე უცებ...
_ვა, მაგარია
_მოდი ფოტო გადავიღოთ_დედა უცებ ფაცურდება...
ქრისტი ყვავილებს მართმევს და ახლაღა ვაკვირდები, რომ ჩემი დაქალი დღეს განსხვავებულად ლამაზია, საღამოს მაკიაჟი, დახვეული სქელი თმები და დიზაინერული ცისფერი ატლასის კაბა, თავის თავს არ გავს.
ნიკუშა ფოტოებს გვიღებს და ჩემი ტელეფონის გამორთმევის დრო ჩვენი თითები წამებით ეხება ერთმანეთს, ტანში ელექტროდენები მივლის და ჩემსკენ ვწევ თითებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სულ არ მინდა ამ ავადმყოფობისგან განვიკურნო.
დედა მე და გველესიანსაც გვაყენებს ერთად, არ ვიცი ხელები სად წავიღო, მისი პარფიუმის სურნელი კი ცხვირს მიწვავს, თითქოს მას ენაზეც კი ვგრძნობ, ნიკუშა კი თავდაჯერებულად მხვევს მარჯვენა ხელს წელზე, შიშველ ადგილზე მისი კანის სიმხურვალე გადმომეცა და კანს თითქოს მიშანთავენ.
დედა ტელეფონს მაღლა წევს და ნახევრადპროფესიონალივით გვიყვირის
_გაიღიმეთ
ვბედავ რომ ხელის გული მის მყარ და მამაკაცურ მკერდზე მივასვენო, ვგრძნობ ქვასავით კუნთებს და ძლიერ გულისცემას
მაშინაც კი, როდესაც მანქანაში მშობლებთან და ქრისტისთან ერთად ვჯდები ეს შეგრძნება არ მანებებს თავს.



№1 წევრი Annia

გამიხარდა ❤️ ძლიერო ტორო

 


№2 სტუმარი hei

ახალი თავი როდის იქნება? blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent