ყველა'ფერი ( ოცდამეერთე თავი )
ხეების დარგვას ახლახანს მორჩენილიყვნენ და იქვე ტრიალ მინდორში მისვენებულიყვნენ ყველანი, უცებ ანო და ერეკლე, რომ გამოეყვნენ მათ. - ბავშვებო - დაიწყო ერეკლემ - თქვენთვის, ყველასთვის არაჩვეულებრივი ამბავი გვაქვს მე და ან... - თემონ დასრულება არ აცადა ბიჭს. - ქორწინდებიიით? - წამოიყვირა. - რაა? - ახლა არჩილი წამოდგა ფეხზე. - მართლა? - რაა, როდისს? - ასე, მალულად როგორ გადაწყვიტეთ, ჰა? ერთს შეძახილს ან კითხვას მეორე მოჰყვებოდა. არადა არ ჩერდებოდნენ, ვერცერთმა ვერ მოახერხა სიტყვის ჩაგდებაც კიი. აი ზუსტად ეს გამოიწვია თემოს დაუფიქრებელმა საქციელმა. ამდენი შეძახილით შეწუხებულმა ანდრომ ყველა მიამშვიდა და საშვალება მისცა წყვილს რაიმე მაინც ეთქვათ. - თემო, მოსაკლავი ხარ, რაა - დაუბღვირა ერეკლემ - არა, რა ქორწილი აგიტყდა. - აბა, რაა ბიძია ვხდებიი? - ვაიმე, მიშველეთ ვინმემ - ანომ შუბლზე შემოირტყა ხელი. ერეკლემ დალანდა თუ არა ყველას რაღაცის სათქმელად გაღებული პირი, დაიყვირა... - ხალხნო, რა გჭირთ... დაგვაცადეთ, რას ვამბობთ... აი შენ კიი - თემოს მიმართა - მე თვითონ მოგხედავ - და გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი დაუქნია. - ჰე, იტყვით ახლა - ზედმეტად შეწუხებული დარჩა კატო. - ვაიმე, მოემზადეთ სამ დღეში კვიპროსში მივფრინავთ - პაუზა გააკეთა და ყველას თვალი მოავლო - ერთი კვირით... - ანოო, არ მითხრა, რომ - დაიწყო კატომ ბუტბუტი - რო...მმ... - კი, კატო კიი - თავი დაუქნია თამხმობის ნიშნად და მისკენ უსწრაფესი სიჩქარით გამოვარდნილ დაქალს გადეხვიაა - ხალხნოოო, ნაკრებიის თამაშზე მივდივართთთ - ბოლო ხმაზე დიყვირა, ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა კატომ... *** შუადღისკენ უკან დაბრუნებულები ყველანი სახლებში გადანაწილებულიყვნენ მოსაწესრიგებლად თუ დასასვენებლად, მხოლოდ ერეკლეს ამოეყო თავი ბიძამისთან სახლში. ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ იქ მისი ყოფნის მიზეზი წინა ღამით ბიძამისის სიტყვებს უკავშირდებოდა. ელოდებოდა. სანამ არჩილი წესრიგდებოდა, ერეკლე და თემო აივანზე ისხდნენ. - არა, დღეს რაა ამბავი ამიტეხე ჰა? - კითხა ბიძაშვილს. - კაი, რა... ცოტა ვიხალისე, თორე მე ხომ ისეც ვიცოდი ეგ კვიპროსის ამბავი... - გაუღიმა ერეკლეს. - კაი ბატონო, ეგ ამბავი მორჩა, მაგრამ აი გუშინ რას გვინამიოკებდა არჩილი? დარწმუნებული ვარ შენ იცი რაც ხდება - გახედა ერთადგილას მოქანავე ბიჭს. - ერეკ... - პირი გააღო თუ არა, აივანზე არჩილიც გამოჩნდა. - აბა ბიჭებო, ნონა არ არის სახლში, მაგრამ ჩემ ცოლს ცივი საზაფხულო ნამცხვარი გაუკეთებია და დაუტოვებია, ვენეცვალე მას... ხოარ შეჭამთ? - ჰკითხა გაკვირვებულ ბიჭებს. - კაი, რა აჩი... რა ნამცხვარი და ჭამა. რა ხდება ეს ბოლო ორი დღეა, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? - ახედა ბიძამისს. არჩილმა თემოს გახედა, რაც ერეკლეს არ გამორჩენია. - ჰა, ახლა იტყვით.... - იკითხა ისევ. - ერეკლეე, პირველ რიგშიიი მოდი, მე წავალ, სახლს გავცდები, ქუჩასაც, ბათუმსაც, ქვეყანასაც და მერე დაიწყეთ, მა რა - ახლა მუდარით კაცს ახედა. - აჰჰა, ვსო მივხვდი ყველაფერს - გაუღიმა ორთავეს და თემოს მიაშტერდა - ამან - საჩვენებელი თითი გაიშვირა თემოსკენ - ამან შენ გითხრა ჩემი პირველი გიტარის ამბავი, არა? - ახლა ბიძამისს ახედა. - ზუსტად - დაეთანხმა კაციც. - ოხ, თემოო - ანერვიულებულ და სახეზე აპილპილებულ ბიჭს გადახედა... - ჰო, მერე რაა... გავყიდე რაა... - ნუ, აქამდე უნდა მეკითხა, რატო თქო, მაგრამ დღეს კი გავიგე მიზეზი - მანამდე მომხდარ ამბავზე მიუთითა - კვიპროსში მიდიხართ თურმე, თანაც ყველანი... - კაი, რა აჩი, ვითომ შენ ჩემზე უარესები არ გაგიკეთებია, რაა - ხოდა, რო გამიკეთებია იმიტომ მინდოდა მცოდნოდა შენგანაც რა და როგორ, ან რატომ... - კაი, რა... რა, რატომ? შეყვარებულს, როგორ ვაჩუქე საჩუქარი თუ მეგობრები როგორ დავპატიჟე სადღაც? მართლა მაგას მეკითხები? - გაკვირვებულმა ახედა. - აი შენც ხომ იცი, არა რას გულისხმობს, ერეკლე - ახლა თემო ჩაერია... - შენ ხმა არ ამოიღო - ხუმრობით დაემუქრა ბიჭს... - არა, ერეკლე უბრალოდ შგეძლო გეთხოვა და არ გაგეყიდა შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი. - თქვენზე ძვირფასი მე არავინ მყავს და არაფერი მაქვს, ამიტომ ნუ იღელვებ რაა - წამოდგა, მხარზე ხელი დაჰკრა ბიძამის და ერთ ადგილზე მიწეპებულ თემოს წამოდგომა აიძულა. - რაა? - კითხა თემომ. - მოდი, ჩაგეხუტო - გადეხვია - არ გამიტყდა, არ ინერვიულო შენ მაგაზე - დაამშვიდაა. არჩილი კი, უზომოდ კმაყოფილი, ბედნიერი და ნასიამოვნები შესცქეროდა მისთვის ორ ყველაზე ძვირფას ადამიანს დედამიწის ზურგზე. *** ლევანი ალბათ ცხრა წლისა თუ იქნებოდა, როდესაც სულ მარტო დარჩა პატარა, ხუთი წლის კესოსთან ერთად. დედამ ბავშობაშივე მიატოვა ორივენი და დარჩნენ მხოლოდ მამის ამარა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ყველას ისე არ უმართლეობს, როგორც შენ. ყველას არ აქვს ია-ვარდით მოფენილი, ფერადი, ვარდისფერი ბავშობა. ყველას მშვიდი ძილით სულაც არ სძინავს, თან მათი ძილის სადარაჯოზე მშობლები ან მშობელი, რომ ეგულებოდეს. ცხრა წლის ბავშვი, მამის გარდაცვალების შემდეგ მთელ სამყაროდ იქცა მისი პატარა, ორ ნაბწნავიანი დისთვის. ერთმანეთით სუნთქვადნენ და ერთმანეთისთვის არსებობდნენ და-ძმა ქაჯაიები. უამრავი ცხოვრებისეული დაბრკოლებისა, კრახისა თუ წინაღობის მიხედავად, მათ შეძლეს ერთად მოსულიყვნენ იქ, სადაც ახლა არიან... მათთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი ერთად ყოფნა იყო, სხვა არაფერი და აი ზუსტად ამიტომაც ამოსდიოდათ ერთმანეთზე მზე და მთვარე. ორ საძინებლიან სახლში, ლევანმა თავისი საძინებელი ნენეს დაუთმო და თვითონ პატარა დას შეუსახლდა. თავიდან კი გააპროტესტა ნენემ, საძინებელი საერთოდ არ მინდა, მისაღებში დივანზე დავწვებიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნება არ დართეს. მაშინ, კესოსთნ ერთად დავიძინებო, მაგრამ ლევანმა ვერ შეძლო ამ შანსის ხელიდან გაშვება და თვითონ შესახლდა კესოს საძინებელში. საბოლოოდ კი, ასე აღმოჩდნენ და-ძმა ერთ საწოლში. ნენე ზედმეტად შეწუხებული გახლდათ ამ აბით, ახლა ორმაგი ძალითა და სისწრაფით ცდილობდა ახალი სახლის მოძებნას და იქ მალევე გადაცხოვრებას, თუმცა, მან რა იცოდა, რომ მისი მეგობრები ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ. *** - არაა, არაა და არააა.... არ მჯერააააა, კვიპროსში მივდივართ, თან ნაკრების თამაშზეეე - არ ჩერდებოდა კატო, უფრო ვერ აჩერებდნენ - ერეკლეს, უყურე შეენნნ.... ეს რა სიძე მეყოლებაა, ეს რა პატივში ვყავარ... - კისკისებდა და შეუჩერებლივ მიდი-მოდიოდა მისაღებში. - ვინმემ, გააჩერეთ ეს გოგოო, გული შემიწუხდა - ლილე იყო. - დედა, კაი რაა... რა სასაცილოა უყურე და დატკბი, მთლიანად მიწაში ამოთხვრილი, შეუჩერებლივ ლაპარაკობს და დადის, შეარგეთ რა - ახლა ილიამ აუბა მხარი კატოს. - დედა, იქ ჭკვიანად, ბარგი არ დაკარგოთ და კატოს მოუარე - დაარიგა ქალმა შვილი. - არა, რა ჯერ არ წასულა და უკვე შეჭამა ბავშვი - შეწუხდა კიტა - მორჩი ქალო, ქოთქოთს - ხელი გადახვია ანოს და მიიხუტა შვილი. - არა, ერთი ამას დამიხედეთ, აგერ ახლა მე მაშვიდებს და მერე შემჭამს, ბავშვს დაურეკე, ეს უთხარი, ეს არქნას, ეს არ დაემართოს, რა კაია რა - აქოთქოთდა ლილე და ქმარს დაუბღვირა - ერთი მეც ასე არხეინად გადავიდებ ფეხს ფეხზე და დანარჩენი თქვენ იკითხეთ - გაიბუსხა. - ჩემო დედიკონა, მოდი ჩემთან - ილია მოეხვია ქალს. - არა, არა, არ მჯერაა - აგრძელებდა კატო ისევ. - ვინმემ გააჩერეთ, ეს - ვეღარ ისვენებდა ლილეც.. - არა, რა გვეშველება? - დანანებით დახედა კალთაში მოკალათებულ შვილს კიტამ და თავი ღიმილით გააქნია. - თქვენ, კი გეშველებათ რაღაც, აი მე ვიკითხო, მე რა მეშველება - თქვა კატომ და იქვე სავარძელში ჩაესვენა. - ძლივს არ აღიარა - თქვა თუ არა ილიამ, ყველას ერთად სიცილის ტალღამ გადაუარათ. *** - ანო, გაემზადე, ახლა ათ წუთში გამოგივლი და ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო - ერეკლე ურეკავდა - კარგი, სახლში ვარ ჩემებთან ერთად, მზადვარ ისეც, გამომიარე და წავიდეთ - უთხრა ბიჭს. ზუსტად ათ წუთში ანოს სახლს ტოვებდნენ ერთად. - აბა, სად მივდივართ? - ჰკითხა. - ალექსანდრესთან - გაუღიმა გოგოს. - რაა, მართლაა? - გულწრფელად გაუხარდა ანოს. ზუსტად თხუთმეტ წუთში სასაფლაოზე იყვნენ. - ნახე, მა - გოგოს გახედა - ვინ მოვიყვანე შენთან?! - ხელი გაუწოდა ანოს და უფრო ახლოს მიიყვანა სურათთან. - გამარჯობა, მიხარია თქვენი გაცნობა - სურათს მოეფერა - თქვენ უკვე ალბათ მე მიცნობთ - ერეკლეს გახედა. - ჰო, რა თქმა უნდა, გიცნობს - ჯერ ანოს შეხედა, შემდეგ ალექსანდრეს - მა, ჩვენ ორ-სამ დღეში მივდივართ, ცოტა ხანი ვეღარ გინახულებთ, მაგრამ ხომ იცი, რომ შენ სულ აქ ხარ?! - ხელი გულზე დაიდო - მინდოდა, სანამ წავიდოდით ანო შენთვის პირადად გამეცნო - ერთ ადგილზე გახევებულ გოგოს გახედა - ხომ, ძალიიიან ლამაზია, მა? - ანოს ლოყები აუწითლდა, აღარ იცოდა რა ექნა - ისე უნდოდა აქ მოსვლა, შენ ვეეც კი წარმოიდგენ. - კარგი, ერეკლე - თვალები დაუბრიალა ბიჭს - თქვენ არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ, მეუღლე, შვილი, ძმა.... არ ვიცი, ყველას ვერც ჩამოვთვლი, ასეთი ხალხი სანთლით საძებნელია დღეს... ისე გამიმართლა, ისე, რომ არც კი ვიცი, რითი ან როგორ დავიმსახურე ეს ყველაფერი - მამა-შვილ თავდგირიძეებს მოავლო თვალი და იქვე ახლოს სანთელიც დაანთო. - კაი, მა... ჩვენ ახლა წავალთ, უკვე გვიანია და წასვლამდე კიდევ მოვალ, არ ინერვიულო დედასაც მივხედავ და საკუთარ თავსაც - დაიხარა, სურათს აკოცა, შემდეგ კი ანოსთან ერთად ნელი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ,,სანამ ერთ კაცს მაინც ახსოვხარ და უყვარხარ, მ ანამ იმედიც არსებობს." *** მეორე დღეს, უნივერსიტეტის შემდეგ ქაჯაიებთან იყვნენ ყველანი. ნენეს და ერეკლესაც ახლახანს დაემთავრებინათ რეპეტიცია. ყველა რაღაცას აკეთებდა, სულ ცოტა დრო რჩებოდა გამგზავრებდამდე და მათ კიდევ აუარება საქმე ჰქონდათ წინ. ლევანი და ნენე ჩანთებს ალაგებდნენ, ბიჭები ტელევიზორში რაღაც ახალ გადაცემას უყურებდნენ, კესო, კატო და ანო კი სამზარეულოში მაგიდასთან ისხდნენ. - კესო, მთელი დღეა ხმას არ იღებ, ხომ მშვიდობა გვაქვს? - ეუცნაურა ანოს დაქალის სიმშვიდე. - ხო, მეც დღეს ლექციის შემდედ, რომ შევხვდი ვკითხე რა სჭირდა და არაფერი მიპასუხა - უთხრა ანოს კატომ. - კი, მაგრამ რა გჭირს? კარგად ხარ? - ახლა მართლა შეწუხდა ანო. - კი, გოგოებო, კარგად ვარ - ძლივს ამოიღო ხმა - კარგად კი ვარ, მაგრამ დღეს რაღაც უცნაურობა შემემთხვა და მაგაზე ვფიქრობ მთელი დღეა - აუხსნა. - რა მოხდა კი, მაგრამ? - ჰკითხა კატომ. - დღეს ხო, ინგლისური ლექცია გვქონდა - შეხედა კატოს. - კი - დაეთანხმა გოგოც - მაგრამ მე არ ვყოფილვარ, რაღაც საქმე მქონდა ბიბლიოთეკაში და... - ხოდა, ინგლისურზე ისეც ძალიან ცოტა ვართ ჯგუფში, ყველას ვიცნობ, ნუ აქამდე ესე მეგონა, რომ ყველას ვიცნობდი - თავი გააქნია - ხოდა ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილას ვჯდები ხოლმე ინგლისურზე და დღეს ჩემ მერხზზე აი ეს ბილეთები დამხვდა - ჩანთიდან ამოიღო და მაგიდაზე დადო - ზუსტად ცხრა ცალი, ზუსტად ცხრა, ანუ გამოდის, რომ ისეთი ვიღაცაა, ვინაც ყველაფერი თუ არა ის მაინც იცის, ყველაზე ახლო ცხრა მეგობარი, რომ ვართ - უცებ გადათვალა კატომ თითებზე ცხრავე - ხოდა ვერ გამიგია ვინ შეიძლება იყოს. არც რაიმე წერილი დამხვდა არც არაფერი... ოცდაერთი ივნისის საღამოს ბილეთებია ტანგოს შეჯიბრისო თუ რაღაც, რომელიღაც სასტუმროს რესტორანში იმართება და ერთი ხდება გამარჯვებული... ვაბშე, ვერ გავიგე რა ხდება - სულ დაიბნა კესოც. - ვაა, ანუ თაყვანისმცემელი გყავს, რომელიც სავარაუდოდ შენი და ჩემი ჯგუფელია ინგლისურზე და თან ცეკვავს? - ჰკითხა კატომ. - ცეკვავს? - თავი მოიღერა - ხო რავიცი ალბათ... ან მისი კონკურსია ან პროსტა საღამოზე დაგვპატიჟა... - დაგვპატიჟა? ანუ ჩვენც? - ჰკითხა გაკვირვებულმა ანომ. - ჰო, გოგო... რა იყო კი, მაგრამ შენ არ მისმენდი?! - არა, კი გისმენდი, მაგრამ თან ვფიქრობდი ვინ შეიძლება ყოფილიყო. - ხო, რავიცი, არვიცი... - ხელები დანებების ნიშნად ზემოთ აწია კესომ. - არაუშავს, ერთ კვირაში წავალთ და გავიგებთ - თქვა კატომ. - ანუ, მივდივართ? - გულუბრყვილოდ იკითხა კესომ. - რა თქმა უნდა - განაცხადა ანომ - ასეთ შანს გავუშვებ ახლა მე ხელიდან? - კატოსს გახედა - დაქალი მითხოვდება - გადაიკისკისა ანომ. - მოორჩიი - დაუბღვირა ანოს - გითხოვდები არა, ვმშობიარობ უკვე... - არაუშავას, არც ეგაა შორსს, ერთი ცხრა თცეც და ეგაა - სამივემ ერთად გადაიკისკისა და შემდეგ მისაღებისკენ აიღეს გეზი დანარჩენებისთვისაც, რომ მოეყოლათ ახალი ამბავი... *** ქაჯაიების სახლი ოთხეულმა: კატოს, თემოს, ანოს და ერეკლეს სახით ერთად დატოვეს. კატოს თხოვნით ანო დღეს მასთან რჩებოდა, ერთად ჩაალაგებდნენ კატოს ნივთებს და მეორე დღეს ანოსას მიხედავდნენ. რა თქმა უნდა, ერეკლეც მათ გაყვა ბარემ მიგაცილებთ და თან თემოსთან ავუვლი ჩემებსო, სინამდვილეში კი ანოსთან ერთად კიდევ უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა... კატო ისეთი მელა იყო, ამას ვერ გაშიფრავდა თუ რა? შესთავაზა ბიჭებს თქვენც ამოდით ცოტა ხნით, მარტო ვართ და რაიმეს ვუყუროთ ან ცივი ნაყინი მაინც ვჭამოთო, ალბათ არც გაგიკვირდებათ, უარი არავის რომ არ განუცხადებია, არა? ჰოდა ასე აღმოჩდნენ ოთხივენი კატოსთან. ფილმის ყურების თავი და დრო ნამდვილად არ ჰქონდათ, ამიტომ სიმღერებს და ნაყინს დასჯერდნენ. კატომ ეშმაკობით თემო თან გაიყოლა ნაყინების მოსატანად სამზარეულოში და წყვილი მარტო დატოვა მისაღებში ამღერებულ ტელევიზორთან ერთად. ანოს არაჩვეულევრივი იდეა მოსვლოდა, შესაბამისად, შანსიც არ გაუშვია ხელიდან. მალევე ტელევიზორში ის სიმღერა მოძებნა, რომელიც სჭირდებოდა და ერეკლეც ფეხზე წამოაყენა: - აბა, მზად ხარ? - ჰკითხა. - რისთვის? - გაუკვირდა ერეკლეს. - აი, ნახავ... - ხელში ტელევიზორის გადამრთველი მოიმარჯვა და სიმღერის კარაოკეც ჩართო. პირველი ნოტი გაიგო თუ არა ერეკლემ, ეგრევე იცნო სიმღერა და ანოს გახედა, თანხმობის ნიშნად კი ანომ ბიჭს თავი დაუქნია და ერეკლეც ამღერდა: ,,ამბობენ რომ სიყვარული ცარიელი ფურცელია თავისთავად იწერება ვისაც რა დაუწერია სიყვარულით სავსე დღეებს ზოგჯერ ცრემლიც ურევია გამოხტავის ფორმები და შინაარსი უცვლელია" - ერეკლემ ანოს გახედა და მიანიშნა, რომ ახლა მისი დრო იყო: ,,გული გაგიჟებული და აფორიაქებული სული დამშიდებული და სუნთქვა აჩქარებულია ვერ გაიგებ წამიერია თუ მარადიული თითქოს ერთნაირია და ყველა თავისებურია" ახლა ორივეს ჯერი ერთად იყო. ანომაც ერეკლეს ხელი გაუწოდა, რომელშიც ბიჭმაც მალევე ახლართა თავისი თითები. ,,ხელი მომკიდე რაა მაგრად მომკიდე ძაან ისე მომკიდე რა ეს სიყვარულის ზღვაა" ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და ოცდათორმეტით უღიმოდნენ. კვლავ ერეკლემ განაგრძო: ,, ცხოვრება ზოგჯერ მკაცრი და ზოგჯერ დაუნდობელია ორი სიმართლიდან ვერ არჩევ ტყუილი რომელია რადგან სიყვარულით ყველა ასე გაოცებულია ერთად შევქნათ სიცრცე სადაც ყველა შეყვარებულია" და ანოს ლოყაზე გავარვარებული ტუჩები მიაწება. ერეკლეს იმდენად ცხელი ტუჩები ჰქონდა, რომ ანომ ძლივს შეძლო გონზე მოსვლა და სიმღერის გაგრძელებაც: ,,სიყვარული გვამოძრავებს ზოგი გაჩერებულია ფიქრი რეალობაა და კოცნა აჩქარებუალია თუკი მისი სუნთქვა შენში ჩუმად შეპარებულია გაუფრთხილდი მოეფერე ის ხომ შეყვარებულია" ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ბიჭს თვალი თვალში გაუყარა, ერეკლე კი ცერა თითით ანოს მტევანს მიეფერა. კვლავ ერთად განაგრძეს: ,,ხელი მომკიდე რა მაგრად მომკიდე ძაან ისე მომკიდე რა ეს სიყვარულის ზღვაა" ამის შემდგომ, ანომ ერეკლეს გასაჩუმებლად საჩვენებელი თითი მიადო ტუჩებზე და ახლა მხოლოდ თვითონ განაგრძო სიმღერაც: ,, მიყვარხარ, გიყვარვარ, მიყვარხარ, მიყვარხარ ხელი მომკიდე რა მაგრად მომკიდე ძაან ისე მომკიდე რა ეს სიყვარულის ზღვაა" ბიჭის მტევანი ტუჩებთან ახლოს მიიატანა და ძალიაან, ძალიიან ნაზად აკოცა. ამასობაში კი, სიტუაციით კმაყოფილი კატო და გაკვირვებული, თანაც მოჯადოებული თემო არავის აღარც ახსოვდა... ეგ კი არა, აღარც იქვე კარებში მდგომნი შეუმჩნევიათ... აბა, რას იტყვით? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.