ყველა'ფერი ( ოცდამესამე თავი )
თავის ოთახში საწოლზე იწვა და გაშტერებული სიბნელეში, ჭერს ვერ აშორებდა თვალს. სახეზე ღიმილი გადაჰკრვოდა და გონებაში ჯერ კიდევ ორი საათის წინანდელი სცენა უტრიალებდა. ვერაფრით ვერ მოისვენა, ხან საით გადაბრუნდა, ხან საით, მაგრამ არა... აზრი არ ჰქონდა. უკვე ძალიან გვიანი იყო და არ უნდოდა ანო გაეღვიძებინა თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხავი იყო მასაც თუ ეძინა. ის ის იყო, ფეხზე უნდა წამომდგარიყო, აივანზე გასულიყო და ცოტა გაინავებულიყო, რომ ტელეფონიც ამღერდა. ანო იყო. - ერკე - უსაშველოდ ბედნიერი და თანაც მორცხვი ხმა ჰქონდა ანოს - მითხარი, რომ არ გაგაღვიძე - ხმაში მუდარა ერია თან. - არა, ანო - ღიმილით უპასუხა - არ მეძინა... მეც მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ მინდოდა, რომ გამეღვიძებინე. - ჰოო - ამოიღლუღა - ახლა, რომ მოგაკითხო - ცოტა ხანი პაუზა გააკეთა ერეკლემ - ანო, ახლა, რომ სახლთან მოგაკითხო, ცოტა ხნით მაინც შეძლებ გამოსვლას? - მუდარანარევი ხმით ჰკითხა. ტელეფონში რაღაც ხმა მოესმა - ერკე, უკვე ავდექი და ვემზადები, მალე მოდი, რაა - აჟიტირებულმა და უზომო კმაყოფილმა ყურმილი დაუკიდა. როგორც კი მივიდა, დაურეკა... - მოვ.. - არ დააამთავრებია ანომ. - კიბეებზე ჩამოვდივარ - გაუთიშა. ბოლო სამი საფეხური უსწრაფესად ჩამოირბინა და ერეკლეს ძალიიან მაგრად ჩაეხუტა. - აი, ჰოო ზუსტად ეს მჭირდებოდა ახლა - ამოკრუსუნა ანომ და ერეკლეს კისერში თავი ჩამალა. - ანო, არ ვიცი რას მიშვრები - თან ზურგზე ეფერებოდა და თან ძალიან დაბალ ხმაზე ყურთან ახლოს ეჩურჩულებოდა - ბავშვივით აჟიტირებული ვარ, ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებ და მინდა, რონ სულ შენთან ვიყო... - მხრებზე მოჰკიდა ორივე ხელი ანოს და სხეულიდან მოიშორა - ანო, რომ შემეძლოს შენთვის ერთი რამის მოცემა ამ ცხოვრებაში, მე მოგცემდი იმის საშუალებას, რომ ჩემი თვალებით დაგენახა საკუთარი თავი! - ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა და აიძულა თვალებში შეეხედა მისთვის - მხოლოდ ასე თუ გაიგებდი რამდენს ნიშნავ ჩემთვის და როგორ მიყვარხარ! - ანოს თვალებში დაგროვებულ სითხეს არ მისცა საშვალება ჯებირები დაეტოვებინა და ძალიან ნაზად გოგონას ათრთოლებულ ბაგებს თავისი მიაწება. სურვილი არასდროს არაა საკმარისი, უნდა იმოქმედო, უნდა გააკეთო. ეგრეა... დამიჯერეთ, სურვილი არასდროსაა საკმარისი, საჭიროა მონდომებასთან ერთად სცადოთ, გააკეთოთ, იმოქმედოთ... მხოლოდ ასე მიიღწევა სასურველი შედეგი... *** სახლში დაბრუნებულმა გეზი ძმის საძინებლისკენ აიღო და დაუკაკუნებლად, ძალიან ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი. უნდოდა ილიას გვერდით დაეძინა. არ უნოდა ძმისთვის ძილი დაეფრთხო, მაგრამ ფრიად გაკვირვებული დარჩა, როდესაც ილია გაღვიძებული დახვდა. - ილი? - გაუკვირდა - ხომ მშვიდობა გაქვს, ამ დროს რატომ არ გძინავს? - საწოლისკენ დაიძრა. - როდესაც ჩემი უმცროსი და სახლში არ არის, მე მშვიდად რა დამაძინებს ჰა? - გაუღიმა. - მართლა, ჩემ გამმ.. - შეაჩერა ილიამ. - არა, ანიკო არ იღელვო, შენ გამო არ მღვიძავს ამ დროს... ჩემმა მომავალმა სიძემ ეგ ამბავი ისეც მოაგვარა - თვალი ჩაუკრა - თამთაზე ვფიქრობდი და იმიტომ არ მძინავს... - ოჰ, რა არის ეს სიყვარული არა? - გაუღიმა ძმას - მოიცა, მოიცა, რაო? რა მოაგვარაო სიძ.. ფუ რა სიძემ, ერეკლემ - ახლაღა გაიზრა ძმის ნათქვამი. - კაი, გოგო დამშვიდდი - გვერდით დაისვა ანო - სანამ შენ გაგაპარებდა სახლიდან, იქამდე ჩემთან მოაგვარა, არ იღელვო - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა სახეზე აწითლებულ ანოს. - რაო, შენ და თამთას რამე პრობლემა გაქვთ? - ჰკითხა და ილიას გახედა, არდა ჯერ კიდევ გონებაში ილიას ნათქვამი უტრიალებდა ერეკლეზე. - ეჰ, ჩემო ანო - დაიწყო ძალიან ნაღვლიანი ხმით ილიამ - ,,ყველაზე მეტ შეცდომას იმ ადამიანთან ურთიერთობაში ვუშვებთ, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს... - ანომ ჩუმად ტელეფონი მოიმარჯვა ხელში - ზოგჯერ ისე დაუნდობლად ვექცევით და გაუცნობიერებლად იმდენ ტკივილს ვაყენებთ არაფრის გამო სიყვარულის სახელით, არადა ყველაფრის თავიდათავი მხოლოდ ეგოიზმია. - თავზე ხელი გადისვა ილიამ და კვლავ ჩახლეჩილი ხმით განაგრძო - მხოლოდ ის გრძნობაა ჭეშმარიტი, რომელშიც ,,შენ,, ,,მეზე,, მეტია - გახევებული იდგა ფანჯარასთან ძალიან ახლოს და სიბნელეში მღელვარე შავ ზღვას თვალს არ აშორებდა - გვეუბნებიან _ საკუთარ თავზე წინ არავინ უნდა დააყენოო. საკუთარ თავზე მეტად, რომ გეძვირფასება, გეფიქრება, გიხარია, გედარდება ადამიანი სწორედ ესაა სიყვარული - გარინდული ანო ძმას გვერდში ამოუდგა და მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ ილიას თვალები დახუჭული ჰქონოდა და ისე საუბრობდა - ამიტომ: ,,მე შენ მიყვარხარ,, კი არა ,,შენ მე მიყვარხარ,,." ( მეგი კაკაბაძე ) ანომ ძალიან ჩუმად ერთ ადგილზე გახევებულ ძმას ლოყაზე ხანგრძლივად ტუჩები მიაწება და მალევე, უკუსვლით მარტო დატოვა ილია. ბიჭის საძინებელი თვალს მიეფარა თუ არა, თითი გაგზავნის ღილაკს დააჭირა და ხმოვანიც ადრესატამდე გააგზავნა. გამთენიისას კი ილიამ ტელეფონზე შეყტობინება მიიღო: ,,გათენებას გავხარ ჩემი ფანჯრიდან ცის..." თამთა. *** - აბაა, რავაა საქმე... მზადა ხართ? - ომახიანად შემოსძახა იქვე მყოფთ იოანემ. - არა, რა ჯერ არ ჩავსულვართ, ჩავსულვარ კი არა, ჯერ არ წავსულვართ და ეს უკვე რა დღეშია - თავი გააქნია დანანებით თემომ. - ერთი ამას დამიხედეთ, რაა - იქვე მყოფთ თვალი მომავლო - ოე, მშიშარ - თემოს მიმართა - ქიიფ ქალლ, ბეიბიი... თორე თვითფრინავის ჩამოვარდნამდე აქვე გაგაფრთხობინებ სულს - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. - აჩიკოოოო - მანქანაში ჩასკუპებულ კაცს ვეღარ მიუსწრო - არაა, არვიცი რას გზიამ, მამააა - გაბრაზების ნიშნად მინაზე მუშტი დაურტყა კაცს - ეს მინდოდა კიდე მეე - დანანებით თავი ჩაქინდრა თემომ... - არა, რა დაუვიწყარი დრო გველოდება - დაასკვნა კატომ და ავტობუსში თავისი ადგილი დაიკავა... *** ბათუმიდან ქუთაისმადე სულ რაღაც ორი საათი სჭირდებიდათ, რომლიდანაც ერთი უკვე გასულუყო. - იო - დაუძახა ნენემ ბიჭს - ახლა სადაც მივდივართ, ბიძაშენთან რაა... არ შევაწუხებთ? არის ამდენი კაცის ადგილი? - ნენე, რას მკადრებ ჰაა? - მიაშტერდა გოგოს - დედაჩემი ქუთაისიდანაა, მისი მთელი ოჯახი იქ ცხოვრობს, მის ძმაც, ანუ ბიძაჩემიც იქაა, ჩემი ბიძაშვილებიც და ამას პლიუს ჩემი ბავშობის მეგობარიც აქედანაა - პაუზა გააკეთა - და თუ რამეა მასთანაც დავრჩებით, ეგ არ იქნება პრობლემა... ჰა, აბა ჩამოგიყალიბე, ხო? - ჰკითხა გოგოს. - მაშ, დანებების ნიშნად ხელები ამიწევია - სისრულეში მოყვანა თავისივე ნათქვამი ნენემ. - ხო, ისე ლევან - ერეკლე მიუბრუნდა ძმაკაცს - შენ რა ქენი შენი პოეზიის საღამოს ამბავი 19ში, რომ უნდა გქონდოდა? - მოვაყუმარე - გაუცინა ერეკლეს - რო ჩამოვალთ მერე მექნება... - ძალიანაც კარგი, ანუ რო ჩამოვალთ აქაც საქმეები დაგვხვდება, გამოცდებთან ერთად - თქვა კატომ. - გამიცდების გარდა კიდევ რა საქმეები, კატუს? - ჰკითხა ანომ. - რომ ჩამოვალთ 21ში ხო ტანგოს საღამოზე მივდივართ - გახედა გვერდით მოკლათებულ კესოს - და ამას პლიუს ლევანის პოეზიის საღამოზეც, უჰ რა მაგრად ჩავაბარებთ ფინალურებს და დავხურავთ მეორე კურსს... - ეგ თქვენ იკითხეთ, თორემ ჩვეენ... - თქვა იოანემ და ლევანს და ანდროს გადახედა. - ცოტა ხანი მოკეტეთ, რაა... მეძინება - დაიწუწუნა თემომ. - ხო, ალბათ გუშინ გაათენა თვითფრინავზე ფიქრში - გაიხუმრა ლევანმა. - თუ პირიქით, ბიჭო... - დაიწყო იოანემ - უეჭველი, კოშმარი ესიზმრებოდა, რომ ჩამოვარდა თვითფრინავი და ყველანი დავიხოცეთ... - იცინოდა იოანე. ფეხზე წამოჭრილი თემო კი ანდრომ ძლივს გააკავა. - კაი, ბიჭო რაა... ამას უსმენ... შენზე მეტად ეშინია და არ იმჩმევს - დაამშვიდა ძმაკაცი ანდრომ. - მართლაა? - ლეკვის თვალებით ახედა. - ნუ შეიძლება ახლა ფრენის და თვითფრინავის არ ეშინია, მარა ექიმების ხო ეშინია, არა? - ძლივს მოაფიქრდა ანდროს. - ჰო, ეგ კიიი - ოდნავ დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა და ყურსასმენები გაიკეთა. დარჩენილი გზა ყველამ თავის სტიქიაში გაატარა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ქუთაისს, მით უფრო იმატებდა იაონეში მღელვარება, რაც ლევანს არ გამორჩენია. - მიიწი, იო - გვერდით მიუჯდა ბიჭს - ხომ მშვიდობა გაქვს? - ნერვიულად ათამაშებულ ფეხზე მიუთითა ლევანმა. - კი, რა - ხმაშიც შეატყო ძმაკაცს მღელვარება. - ჰე, ახლა მითხარი რაარი? - აი წეღან, რომ ვთქვი ჩემი ბავშობის ძმაკაციც იქ ცხოვრობს თქო, აი მაგაზე რაღაც გამახსენდა... - რა არი? ნაჩხუბრები ხოარ ხართ? - არა, კაცო რა ნაჩხუბრები, პროსტა ბავშობის რაღაც ამბავი გამახსენდა... - ხოდა, რა ამაბავი? მოთხარი თუ გინდა - მხარზე დაჰკრა ხელი ბიჭს. - ძმა ხარ, ლევან - გაუღიმა და ამით მიხვდა, რომ თავის არიდებას ცდილობდა ბიჭი, ამიტომაც ბევრი აღარ გაუგრძელებია, დაანება თავი, როცა მას მოუნდება და თუ მოუნდება, ისეც მეტყვისო... ,,სიყვარული მორცხვს მამაცს ხდის და პირიქით, მამაცს მორცხვს..." ვინ იცის... *** - არა, ამ სიცხეში რა მუშაობა აგიტყდათ, სიმონ? - ჭიკრიდან შესძახა ეზოში მყოფს და ღობეს გადაახტდა. - იოანეე, შენ ხარ? - საქმეს თავი მიანებმა საშუალი ასაკის კაცმა და ბიჭისკენ დაიძრა. - ნიკოლოზ, შე ძველო - კაცს გადაეხვია და უეცრად ხელში წამოწეული დაატრიალა - მომენატრე, ძიაა - დამსვი, შენ ვირ*სშვილო - მხარზე დაჰკრა ხელი დისშვილს და ჩამოშორდა - არა, არ იშლი შენ შენსას, ხომ? - გაუწყრასავით და ახლაღა შეამჩნია ჭიშკართან ატუზული ხალხი - გამარჯობა ყველას - მიესალმა და მათკენ დაიძრა - რას დაგიყუდებია ბიჭო, ეს ხალხი აქ, ჰა? - გახედა დისშვილს - შემოდით, ბავშვებო... მე ნიკოლოზი ვარ, ამ ვირის ბიძია - ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა... - ნიკო ძია - ჭიშკრიდან შემოსძახა ბიჭმა - აი მოგიტანეთ, მინდვრის საცელი.... - და ეზოში მყოფთ თვალი მოავლო - გამარჯობაა.... არაა? იოანე შენ ხარ? - ახლაღა შეამჩნია ოდნავ მოშორებით მდგომი ბიჭი და მისკენ დაიძრა - რატო არ დამირეკე, თუ ჩამოდიოდი, ბიჭო? - უნახავები ძალიან მაგრად გადაეხვივნენ ერთმანეთს - ბავშვებო, აი გაიცანით... გზაში, რომ გეუბნებოდით ჩემი ბავშობის ძმაკაცი ცხოვრობს იქვე თქო - მხარზე ხელი გადახვია ბიჭს - იკა, ირაკლი - გააცნო ყველას მისი თავი - ნუ მე იკას ვუძახი და თქვენ როგორც გინდაით ისე მიმართეთ. მოკლედ გაიცნეს ერთმანეთი, გაიგეს, რომ იოანეს ბიცოლა და ბიძაშვილები თბილისში იყვნენ წასულები და სახლში მხოლოდ იოანეს ბიძია, ნიკოლოზი იყო ერთი კვირით. იოანემაც უთხრა ბიძამიის და ირაკლის, რომ ერთი ღამით ქუთაისში დარჩებოდნენ. ამასობაში ოთახებშიც გადანაწილდნენ და სანამ ყველანი წესრიგდებოდა იოანე ეზოში ბიძამისის დაწყებულ საქმეს ასრულებდა ირაკლისთან ერთად. - ნატა, რომ გაიგებს ჩამოხვედი, გაგიჟდება - ახლაღა მოაგონდა ირაკლის პატარა და. - ჰოო, ეგ ჭინკა - გაეღიმა იოანეს - სადაა ამდენ ხანს? - წელს აბიტურიენტია ხო იცი, მალე აბარებს და გამოცდებისთვის ემზადებოდა ნაინასთან ერთად. იოანეს გული გაუჩერდა, საქმეს თავი მიანება და ძმაკაცს გახედა. - ნაინაც აქ არის, ირაკლი? - მოსმენილში დასარწმუნებლად ჰკითხა ბიჭს. - ხო, ბიჭო... ჩამოვიდა ერთი ორი კვირით, ნატას დავეხმარებიო, ხომ იცი მაგის ამაბავი, არა? - თავი არც აუწევია ისე უთხრა იოანეს. - კი, როგორ არ ვიცი - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. - კაი, მორჩით ახლა - აივნიდან გადმოსძახა ნიკოლოზმა ბიჭებს - მორჩით მაგას და მოდით სუფრა გავშალოთ, მოშიებულები იქმებით, ნამგზავრები - მართალია, ნიკოლოზი იო... წავალ ახლა მე მოვწესრიგდები, გოგონებსაც ვეტყვი, რომ ჩამოხვედით და გადმოვალთ, დაგეხმარებით - უთხრა ერთ ადგილზე გაშტერებულ ბიჭს და ხელსაწყოები იქვე, კიბესთან ლამაზად დაალაგა. *** უკვე მაგიდა გაეშალათ. არ სხდებოდნენ.... ირაკლის, ნატას და ნაინას უცდიდნენ. მალევე შემაღო ჭიშკარი გოგონამ და სირბილით დაიძრა იოანესკენ. - როგორ მომენატრე - ჩაეხუტა ბიჭს - რა არი კი, მაგრამ ასე უნდა მოგვანატრო თავი? - დაიწუწუნა და ლოყაზე მაგრად აკოცა. - პატარა ჭინკავ, აი თურმე რა მაკლდა მთელი ეს დრო - გაუღიმა გოგოს და მისი თავი ყველას გააცნო. - ნაინა, სად არის, ირაკლი? - თითქოს ბიძამისმა იოანეს ფიქრი წაიკითხა და კითხვაც დაასწრო. - ჩვენი მეზობელი, იზო ბებო იყო შეუძლოდ და მასთან დარჩა - ნიტამ დაასწრო ძმას პააუხის გაცემა და ყველას გასაცნობად მაგიდისკენ დაიძრა. იოანე მიხვდა, რომ გოგონა თავს არიდებდა. არა, შეიძლება, მართლაც იზო ბებო შეუძლოდ გამხდარიყო, მაგრამ გოგონას ეს სიტუაცია მიზეზად გამოეყენებინა. - თქვენ დაიწყეთ, მოშინაურდით და მეც მალე მოვალ - მიუგო იქვე მყოფთან და უკან მოუხედავად დატოვა ეზო. იზო ბებოს სახლისკენ დაიძრა. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა, ამიტომ ჭიშკარი უკითხავად შეაღო და კიბისკენ დაიძრა. - იზო ბებო, სახლში ხართ? - კარზე დააკაკუნა და შესძახა. კარი მალევე გაუღეს. - იოანე? ჩემო ბიჭო როდის ჩამოხვედი? - ქალს სახე გაუნათდა და თბილად მოეხვია ბიჭს - ნიკოლოზსს არ უთქვამს, ჩამოსვლას თუ აპირებდი - ლოყაზე მოუთათუნა ხელი. - როგორ ხართ, იზო ბებო? - გაუღიმა ქალს - ხო, არც თვითონ იცოდა და იმიტომ ვერ გითხრა. ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, ხვალ უკვე მივდივარ - აუხსნა ქალს - რა არის კი, მაგრამ თეონა და თორნიკე აღარ ჩამოდიან საერთოდ? - თვალი მოავლო იქაურობას. - სად ცალიათ ბებო ჩემთვის, ჰა? წავიდნენ ამ თბილისში და დარჩნენ იქ - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა. - ნატამ, შეუძლოდ არისო... რამე ხომ არ გჭირდება? მარტო იქნება, აბა ახლა შენ - თვალებით ყველგან ნაინას ეძებდა. - შენ გენეცვალე მე - გაუღიმა ბიჭს - არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვს, ბებო. ნატა და ირაკლი თავს მყვებიან. - ჰო, ეგეთები არიან ეგენი - ვერადა ვერ დაემშვიდობა ქალს, თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა. იზო ბებო კი ყველაფერს მიხვდა და უთხრა: - ნაინა იყო ჩემთან, ძლივს გავუშვი ახლახანს სახლში... ძლივს დავაჯერე, რომ უკეთ ვარ... რაღაც ანერვიულებული იყო და არ მინდოდა კიდევ მე შემეწუხებინა ზედმეტად. ახლა შვებით ამოისუნთქა იოანემ და ქალს შეხედა. - კარგი, იზო ბებო ახლა ბიძაჩემი მელოდება, აი აგერ ჩემი ნომერი - იქვე ფურცელზე დაუწერა - რა დროც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გჭირდებოდეთ, დამირეკეთ - მოეხვია ქალს და მალევე დატოვა ეზოც. - ოხ ეს ჯიუტი, ჯინიანი გოგო - მისთვის ლაპარაკობდა იოანე და თან ირაკლის სახლისკენ მიდიოდა. ჭიშკარი უხმაუროდ შეაღო და მისაღებისკენ დაიძრა. უცებ დალნდა ეზოში ხეებს შორის ძალიან ნელა მოქნავე ჰამაკი და მისკენ დაიძრა. გულ ამოვარდნას ჰქონდა. ყველა ნაბიჯის გადადგმაზე უორმაგდებოდა გულისცემა. ორი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი ჰამაკში ჩაძინებული გოგო, რომ დალანდა. დარჩენილი მანძილი ძალიან ნელა დაფარა და ფრთხილად დაიხარა ჰამაკთან. ისე უნდოდა შეხებოდა... წამით მაინც ეგრძნო გოგონას თმის სურნელი. ძალა მოიკრიბა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მუხლებზე დადგა. უნდოდა, შეხებოდა. ხელი უკანკალებდა.... ის ის იყო, ძალა მოიკრიბა, ხელი აწია და თმაზე უნდა შეხებოდა, რომ შემოესმა: - სიფრთხილე და სიმხდალე ეს ორი სხვადასხვა რამეა! ხელი ჰაერში გაუშეშდა. ისეთი მონატრებული ჰქონდა მისი ხმა, რომ ისიც კი დააიგნორა გოგონამ, რომ გამოიჭირა. ახლა ყველაზე მეტად მისი ჭრელი თვალების დანახვა უნდოდა, მაგრამ გოგონა ჯიუტად არ ახელდა. იცოდა, რომ ამით ტანჯავდა იოანეს. ერთ ხანს მხოლოდ ორივეს აჩქარებული სუნთქვისა და გულისცემის ხმა ისმოდა, რომელსაც ფოთლების შრიალი ერთვოდა თან. იოანე საერთოდ მოწყვეტილი იყო სამყაროს, ერთ ადგილას მუხლებზე დაჩოქილი, გახევებული იდგა. - "და უშენობა როცა მაშინებს, თვალებს ვახელ და ისე ვიძინებ." (ვახტანგ ჯავახაძე) - თქვა გოგონამ ძალიან სევდიანი, სინანულით სახვსე ხმით და თვალებიც გაახილა. იოანემ კი მასთან ძალიან ახლოს მყოფ გოგონას თავლი თვალში გაუყარა და მიხვდა, დიდი დავიწყების შემდეგ, რომ უცაბედად გაგახსენდება, ეს გახსენება ყველა იმ დღის ტოლფასი იქნება, რომელშიც დავიწყებული გყავდა ის ერთადერთი... პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით. გუშინ ვერანაირად ვერ მოვახერხე ახალი თავის დადება.... შევეცდები, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს... ახლა რაც შეეხება ახალ თავს, მართლა არ ვიცი რა გამოვიდა... იმედი მაქვს, მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.