ყველა'ფერი ( ოცდამეოთხე თავი )
სახლში უკან დაბრუნებულს არაფრის ხალისი აღარ ჰქონდა, მაგიდასთან მსხთომთ მოუბოდიშა და გეზი ეზოს სიღრმისკენ აიღო. ირაკლიმ კი სცადა უკან გაყოლა, თუმცა იოანეს ბიძიამ შეაჩერა, მე გავყვებიო და დისშვილს უკან მიჰყვა. ხის ჩრდილში ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა. - ბავშობაში, როცა ვინმე გაგაბრაზებდა სულ აქ მოდიოდი, ჯდებოდი და სახლში მყოფთ შორიდან გვაკვირდებოდი... - ჰო, მახსოვს და როგორც ხედავ ვერც ახლა მოვიშორე ეს ჩვევა - ცალყბად გახედა ბიძამისს. - ეჰ, რა კარგი დრო იყო... არც თქვენ გქონდათ რამე სადარდებელი და არც მე ვიყავი ასე გაჭაღარავებული. - კაი, ნიკოლოზ რა... ჯერ რა დროს შენი ჭაღარაა - გაუღიმა კაცს. - რა დროს და აგერ კი ვხვდები ორ თვეში ორმოცდარვის. - მოიცა, რაა - ხელი აიქნია და ისევ თვალი გაუშტერა შორს მყოფთ. - იო, ხომ იცი ჩემო ბიჭო, როცა სიამაყე იმარჯვებს, ადამიანები მარცხდებიან - მხარზე ხელი გადაჰხვია ბიჭს. - მე კიდევ ყოველდღე მაოცებს საკუთარი თავი, თურმე რამდენი რამის გადატანა შემძლებია... - იოანე, ამ ორმოცდაშვიდი წლის მანძილზე სიცოცხლეში თუ რამეს მიმხვდარვარ ეს არის ის, რომ რაღაცების მიღწევა ბევრი წვალების ხარჯზე გვიწევს... მაგრამ რაც უფრო რთულად მისაღწევია მიზანი, მით უფრო სასიამივნოა გამარჯვება. შენც ხომ ძალიან კარგად იცი ეს, არა? - გახედა ბიჭს - ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა ამ სამყაროში თუ ამის სურვილი ამოძრავებს მას, ძლიერი იქნები თუ მოინდომებ და ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს გადალახავ ამ წყეულ სამყაროში თუ შენ ამის გჯერა და გწამს... დამიჯერე, ყველაფერი აი აქედან მოდის - გულზე დაადო თითი - ცხოვრებაში არ არსებობს შეზღუდვები, გარდა იმისა, რომლებიც ჩვენ თვითონ საკუთარ თავს დავუწესეთ... - თავზე აკოცა ჩაფიქრებულ ბიჭს და უკან მოუხედავად დატოვა ათას ფიქრში გახვეული იოანე. უკვე კარგა დაშორებულ ნიკოლოზს იოანეს ჩახლეჩილი ხმა მისწვდა: - ხანდახან ეშინიათ დიდი გრძნობების და გარბიან... ,,სულში კი მთელი სიმძიმით წვანან დღეები უკვე გადატანილი." ოთარ ჭილაძე *** შუადღე იყო. კატომ და კესომ აიტეხეს გინდა თუ არა სადმე გავისირნოთ, რამე მაინც ვნახოთ ან დავათვალიეროთო, წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია და ყველანი მოსამზადებლად ოთახებში გადანაწილდნენ. ნატამ ჩვენც წამოვალთ, ცოტას დავისვენებ, გულს გადავაყოლებ, თორემ სულ ვმეცადინეობ, სადაცაა ტვინი უნდა გადამეწვასო. ირაკლიმ ნაინასაც ვეტყვით, ყველაზე კარგი ადგილები მან იცის აქო და და-ძმა სახლისკენ გაემართნენ მოსამზადებლად და ნაინას მოსაყვანად. იოანე ამჯერად არ აპირებდა გოგონასთვის თავის არიდებას, ბიძამისთან საუბრის შემდეგ მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა გონებაში, რომლის სისრულეში მოყვანას აპირებდა. რადგან ძალიან ბევრი დრო არ ჰქონდათ და უკვე შუადღეს გადაცილებული იყო, გეზი ქუთაისის ბოტანიკური ბაღისკენ აიღეს. გზაში გაიგეს, რომ ნატა წელს აბარებდა ბათუმში იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ნაინა უკვე მეოთხე კურსს ხურავდა და ამთავრებდა ტურიზმის ფაკულტეტს ბათუმში. გიდობა სურდა და ამ პროფესიით უკვე დასაქმებულიც იყო. ბავშვების თხოვნით ახლაც თვითონ უწევდა გიდობას მათ. - ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა მე-19 საუკუნის შუა წლებში და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს - აცნობდა ინფორმაციას იქვე მყოფთ და თან შესაბამისი ადგილებისკენ მოუთითებდა. ნელ-ნელა ყველანი გაიფანტა, ზოგი რის სანახავად ზოგიც რის და დარჩნენ მხოლოდ ოთხნი: ნატა, ირაკლი, ნაინა და იოანე. - აქვე პატარა მაღაზია დავინახე იკა, წამო რა წყალი ვიყიდოთ - ნაინას და იონაეს მარტო დატოვება ჰქონდა განზრახული და გეგმაც სისრულეში მოჰყავდა. დააიგნორა გოგონას გაბრაზებული სახე, გაფართოებულ თვალებთან ერთად და იოანეს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა. იოანეს მზერა იქამდე არ მოუშორებია და-ძმისთვის სანამ თვალს არ მიეფარნენ... შემდეგ კი იქვე მოაჯირთან ხედის შემყურე გოგონას მიუბრუნდა, ნელა დაიძრა მისკენ... ზურგს უკან ამოუდგა და ძალიან ახლოს ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა გოგონას ყელს ეცემოდა, ყურში ჩასჩურჩულა: - მე არ ველოდები იდეალურ მომენტს. მე ვდგამ ნაბიჯს და ვხდი ამ მომენტს იდეალურს... - ჩასჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულ გოგოს ყურში და წინ ჩამოგდებული თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია. ნაინა კი, გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ დაბნეულა და არც იოანეს ანკეს წამოცმულა. ბიჭისკენ ნელა მობრუნდა და თვალი თავლში გაუყარა. - მოვა დრო და ყველა ინანებს შანსებს, რომლებიც ეძლეოდა... - პაუზა გააკეთა - და ვერ დააფასა - გულმკერდზე მიაბჯინა ხელი იოანეს და მოიშორა. იოანეს კი მყარად ჰქონდა საკუთარი სიტყვების სისრულეში მოყვანა და მომენტის გაიდეალურება, ამიტომაც არ თმობდა ასპარეზზს. - ზოგჯერ, ცხოვრებაში ისეთი შანსი გვეძლევა მანამდე, რომ შანსი არ იყო - უთხრა ჩახლეჩილი ხმით და გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს თავისი მიაწება. დაიჭირეთ წამი... სწორედ წამებში გვეძლევა რაღაც შანსები და წამებშივე ქრებიან, თუ მყარად არ დავიჭერთ მათ... *** - ჩიტო, სადა ხარ? - შინ დაბრუნებულებს ნატა ოთახში შეუვარდა გოგონას - აბა, გვერდზე მიიწიი - საწოლზე გულაღმა დაწოლილს გვერდით მიუწვდა - აბა, გისმენ... - რას მისმენ? - გაუკვირდა ნაინას. - რას მისმენ და მაგ ღიმილის მიზეზის მოსმენა მინდა - მარცხენა გვერდზე გადაბრუნდა და თავ ქვეშ ხელი ამოიდო - არა, მთელი თვრამეტი წელია გამჩნევთ თქვენ ორს ამ ყველაფერს, მაგრამ თუ აქამდე მივიდოდა საქმე, რავა წარმოვიდგენდი, ჰა? - სასაცილოდ დაიჭყანა ნატა. - ნატა, ისეც ხომ ყველამ იცით ყველაფერი და აბა ჩემგან რისი მოსმენა გინდა, გაფიცებ? - მიაშტერდა გოგოს. - დეტალებიიის, საერთოდდდ ყველაფრიიიიის - გაწელა სიტყვა და გაბრუებულ ბიძაშვილს თავზე ბალიში დაადო... *** აივნის მოაჯირთან ჩაფიქრებულ ძმაკაცს გვერდში ამოუდგა. - არ იდარდო წარსულის შეცდომებზე, შენ ხომ უბრალოდ ცხოვრებას სწავლობდი. - გულიდან წამოსული სიტყვები უთხრა იოანეს. - ერეკლე - სილამაზე სახეზე არ არის, სილამაზე გულის სინათლეშია - მისკენ შენოტრიალებულ ბიჭს გულზე საჩვენებელი თითი დაადო - იცი, ცხოვრებაში რა არის მთავარი, იო? - თვალი თვალში გაუყარა ბიჭს და უთხრა - გვერდით თანამგზავრი გყავდეს და არა მგზავრი... განსაცდელის ნუ შეგეშინდება... შენ ყველაფერს გადაიტან მითუმეტეს, რომ ჩვენ გყავართ გვერდით - თითქოს იოანეს გულის ნადევს მიხვდა ერეკლე - ზოგჯერ უბრალოდ არ იქნება სხვა დრო, სხვა შანსი. ზოგჯერ არის ან ახლა ან არასდროს! ამიტომ თუ ფიქრობ, რომ დროა - მხარზე დაადო ხელი - იცი, რაც უნდა ქნა, იო! ,,ადამიანს მთელი გულით უნდა უერთგულო, არ უნდა განიკითხო და არ უნდა გაასამართლო, რადგან ადამიანები ერთმანეთის მსაჯულები კი არა დამხმარეები უნდა ვიყოთ..." გურამ დოჩანაშვილი ყველაზე მთავარი რამ, რაც სულ უნდა გვახსოვდეს! *** სიბნელეში მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევდა ღამის წყვდიადს. - ,,არ მაძინებს ტელეფონის ხმა, რომელიც არ რეკავს, არ მაძინებს შენი ხმა, რომელიც არ მესმის..." - არა, ეს აუცილებლად უნდა მოისმინოს ლევანმა. - იოანე? - საწოლიდან წამოხტა - შენ აქ საიდან? - პოეზია? როდის მერე დაიწყე ლექსების წერა? - იქვე საწოლთან მდგარი სავარძლისკენ დაიძრა. - მაგას შენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელიბა აქვს? - ისევ საწოლზე დაბრუნდა და ზურგით კედელს მიეყრდნო - შემიძლია, სხვებიც წაგიკითხო... ხომ, იცი მე არ მაწუხებს მსგავისი რაღაცები - მომაჯადოვებლად გაუღიმა ბიჭს. - გითმობ ასპარეზზს - ხელებით გააკეთა იმიატაცია იოანემ. - ,,მე თვითონ გამოგიგონე, ვერ წაგშლი, არ ვარ თანახმა! ხელის შეხება თქვი, თორემ შენ ჩემთან როგორ არა ხარ." (თაიელ თოდუა) - შემიძლია ძალიან მარტივად აიგიხდინო ეგ სურვილი - ნელა წამოიმართა ფეხზე და გოგონასკენ დაიძრა - აქ ვარ, სრულიად რეალური და შეგიძლია შემეხო კიდეც - ხელი გაუწოდა ნაინას ფეხზე წამოსადგომად - ,,ვერ მოახერხებს გული ვერასდროს, უკანასკნელად გითხრას - მშვიდობით..." - გალაკტიონ ტაბიძე - თქვა და ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. - ყოჩაღ, ესეც გცოდნია - გაუღიმა მასთან ძალიან ახლოს მდგომს. - ახლა ისევ ჩემი დროა, ხო? - ჰკითხა იოანეს. მხრების აწევით უპასუხა ბიჭმა. - ლექსის რა მოგახსენო, მაგრამ ერთი ორი სიტყვა ნამდვილად მინდა გითხრა, იო - და თითქოს მხოლოდ ეს მიმართვა იყო საჭირო ბიჭისთვის ყველაფერს, რომ ნათელი მოჰფენოდა. - მომენატრა შენი მოწერილი "სად ხარ?" მომენატრა შენი მოწერილი "რას შვები" მომენატრა ყველა ის დილა, როცა შენ მირეკავდი - ძალიან წყნარი ხმით დაიწყო ნაინამ - ის ხმა მენატრება ნახევრად მძინარეს, რომ ჩამესმოდა ყურში, მენატრება დილით გაღიმებულს, რომ მეღვიძებოდა და თვალის გახელისთანავე ტელეფონს ვამოწმებდი, ვიცოდი იქ შენი მოწერილი “დილა მშვიდობისა" "როგორ გეძინა" ან რამე მსგავსი დამხვდებოდა. მენატრება ჩხუბი,რომელიც უფრო და უფრო მაახლოებდა შენთან. ჩახუტება მენატრება, დარცხვენილი სახეებით ერთმანეთის ყურება. მენატრება, ის ოდნავი უხერხულობა მენატრება, ჩვენს შორის რო იყო,სულ თავიდან. ჩემი თავი მენატრება,ისეთი,შენს გვერდით რომ ვიყავი. ის თვისებები, მხოლოდ შენს გვერდით, რომ მქონდა,ის მუსიკა, ერთად რომ ვუსმენდით, ის ღამეები ერთად რომ ვათენებდით და ის დღეები დილიდანვე ერთად რომ ვიწყებდით. მენატრება, ყველაფერი მენატრება, რაც შენ გიკავშირდება, იოანე - დაასრულა თუ არა თვალებიდან ცრემლებმაც იწყეს დენა... გახევებული იოანე ეგრევე გონს მოეგო, ცრემლები დალანდა თუ არა. ნაინას სახე ხელისგულებს შორის მოიქცია და ცერა თითით ცრემლები შეუმშრალა. ერთ ხანს ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ, თუმცა მალევე იგრძნო გოგონამ იოანეს ხელები ზურგზე. იოანე მას ეხუტებოდა. ნაინას სახე კი ღიმილმა გააპო. და არცერთი ურთიერთობა არ არის შეცდომა, თუ მისი გახსენების დროს გეღიმება... მეორე დღეს, დილით კვიპროსში იოანეს გარეშე გაფრინდნენ. *** თვითფრინავში ყველანი ერთად, ახლოს ისხდნენ... მართალია ერეკლე და ანო გვერდიგვერდ უნდა მსხდარიყვნენ, მაგრამ ერეკლემ ადგილი თემოს გვერდით დაიკავა გზაში, რომ დამშვიდ-გაემხნევებინა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდგომ, ძლივს დაითანხმა თემომ ბიჭი ანოსთან გადაჯდომით იმ პირობით, რომ მასთან კატოს დაიჯენდა, რომელუც აუცილბლად გადაატანინებდა ყურადღებას ბიჭს. მართალია, ანო პირველად იჯდა თვითფრინავში, თუმცა არ ღელავდა, ან ყოველშემთხვევაში, თავს ეგრე აჩვენებდა ყველას. ღვედები გაიკეთეს და სადაც იყო უნდა აფრენილიყვნენ, ანომ ხელზე შეხება, რომ იგრძნო. ერეკლეს გაუღიმა და უთხრა - ,,თუ შენი ხელი მიჭირავს ხელში, ყველგან სახლში მგონია თავი." ( პოლ ელუარი ) *** ფრენით საკმაოდ დაღლილებმა გადაწყვიტეს იმ დღეს სასტუმროში დაესვენათ და არსად არ გასულიყვნენ. სასტუმროს ნომრებში ორ-ორნი გადანაწლიდნენ ერთად: ნენე და კესო, ანო და კატო, ლევანი და ანდრო, თემო და ერეკლე. ყველანი ერთ სართულზე, გვერდიგვერდ ნომრებში იყვნენ, სადაც ოთხივე ნომერებს აივნები ერთ მხარეს ჰქონდათ. მალევე მოწესრიგდნენ და სასტუმროს რეატორნისკენ აიღეს გეზი. - აბა, რას მიირთმევთ ქალბატონებო და ბატონებო? - იკითხა ანდრომ და იქვე მყოფთ თვალი მოავლო. - როგორც ვატყობ და შევამჩნიე მე, თვითფრინავში არავის არაფერი არ მოეწონა - თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დაუქნია ლევანს - ამიტომ რაც შეიძლება ბევრი კერძი შევუკვეთოთ. - ვეთანხმები ჩემ ძმას - მხარზე ხელი დაჰკრა კესომ ლევანს და გაიღიმა - ამ ერთხელ და უკანასკნელად, დაიმახსოვრეთ. - კარგი, ხალნო ადამიანი რამდენ ხანს გველოდება უკვე - იქვე ატუზულ ახალაზრდა ბიჭზე მიუგო კატომ და-ძმას - უხერხულია, შევუკვეთოთ უკვე. - კარგი, ბატონო - დაიწყო ლევანმა და იმდენ ხანს გააგრძელა საუბარი, იმდენი რაღაც შეუკვეთა, რომ იქვე თავისუფალი სკამი გაუწოდა თემომ მიმტანს ჩამოჯექი, დაიღლებოდიო. - გავიგე, თურმე დღეს ლევანი გვეპატიჟებაო - როგორც კი ბიჭი მოშორდა მათ მაგიდას, ნენემ ლევანს უთხრა. - თურმე გველს უბეში ვზრდიდი - დაუბღვირა ნენეს - კარგი, ბატონო რა გაეწყობა, მე გადავიხდი. - რაღაც არ მომწონს მე ეს ამბავი, ძალიან მალე დაგთანხმდა ნენე - მიუბრუნდა კესო გოგოს. - ჰო, რაღაცას არ ხლართავდეს - დაეთანხმა თემოც გოგონას - უეჭველი დარჩენილი ექვსი დღე მოსვენებას არ მოგვცემს. - აუ, რა უმადურები ხართ - დაუბღვირა ყველას - ვითომ პირველად გპატიჟებდეთ, გამადლიდეთ ან უკან სამაგიეროს გთხოვდეთ როდესმე. - კაი, ჰო ხუმრობენ, ლევან - ხელი გადახვია ანდრომ - ჰო რა იყო, დავამშვიდო ხომ უნდა, თორე მთელი ღამე მე დამტანჯავს ნომერში, თქვენ კი არა - აუხსნა გაკვირვებულ საზოგადოებას. გერმიელად მიირთვეს და ამის შემდეგ, აუზში ჩასვლა გადაწყვიტეს. სანამ ყველა ნომერში გადანაწილდა და ემზადებოდნენ, ანომ და ერეკლემ გასეირნება გადაწყვიტეს. - ერკე, შენ რომ არა, ახლა აქ არ ვიქნებოდით - მიუბრუნდა ბიჭს. - მე კი არა, შენ რომ არა ეს ყველაფერი არ იქნებოდა - ხელები გაშალა ბიჭმა. - წამო, ცივ წვენზე დაგპატიჟებ - არ ჩაეხუტა ხელებ გაშლილ ბიჭს და წინ წაკუსკუსდა. - ეგრე, ხო ქალბატონო? - თავისთვის ჩაილაპარაკა ერეკლემ და წინ წასულს გვერდში ამოუდგა. - ისე, თქვენ არ იცნობით აქამდე იოანეს მეგობრებს? - ჰკითხა. - სხვათაშორის, არა, მაგრამ ნაინაზე გაგვიგია. - მართლა? - ჰკითხა აჟიტურებულმა - ძალიან მომეწონა ეგ გოგო, თანაც იოანეც ქუთაისში დარჩა... - მეჩვენება, თუ ინფორმაციის გამოძალვას ცდილობთ, ქალბატონო ანო? - მისკენ მოაბრუნა და ცხვირზე თითი ჩამოჰკრა - არ გამოგივათ, ნაწყენი ვარ თქვენზე. - ერკე, რა თქვენობით მესაუბრები რა არის? მოიცა, მოიცა, რა თქვი? - ჰო, რა? - ჩემზე ნაწყენი ხარ? რაა? რატომ? - იმდემად დამწუხრებულმა იკითხა ერეკლემ ვეღარ გაუძლო ცდუნებას. - კაი, ანო ეგრეე ნუ შვრებიიი - რას ვშვრებიიი? - თვალებს როგორ აფახუნებ, გავაფრინო უნდააა - გაბუსხულ გოგოს მხრებზე ხელი შემოჰხვია და გვერდიდან მიიხუტა - წავედით, ცივი წვენი დავლიოთ, თორევ ვატყობ მესაჭიროება - და თავისუფალი ხელის დანიავებას მოჰყვა... ,,გიყვარდეს - ნიშნავს ხედავდე მას ისეთს, როგორიც ის ღმერთმა ჩაიფიქრა." ფიოდორ დოსტოევსკი. *** სანამ ყველანი აუზში ხელბურთს თამაშობდნენ, ლევანმა დასთან საუბარი გადაწყვიტა, მისთვის მარტივი შესამჩნევი გახლდათ დის უხასიათობა, მითუმეტეს ეს უკანსაკნელი თუ უარს ამბობდა გართობასა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე. შეზლონგზე გაწოლილს თავზე დაადგა. - გაიწი, რა... მზეს მიჩრდილავ - თვალები არც გაუხელი ისე უთხრა. - მაშინ შენც ჩამოდი წყალში - კომპრომისი წაუყენა. - ნწ, აქ მირჩევნია ნებივრობა - მარტოს? - ხო, რაიყო მერე? - რაღაც ვერ ხარ შენ ხოდზე, ხო? - დავიღალე გაზაში. - ეგ ტყუილები ვის აჭამე იცი? - ვისს? - ვისთანაც გაგივა - გვერდზე ჩამოუჯდა დას. - აუ სველი ხაარ - დაიწუნა კესომ - გაიწი რაა - ანუ არ მეტყვი, რა გჭირს ხო? - ბოლოჯერ გაიბრძოლა. - აი რა უნდა გითხრა, არ მჭირს არაფერი და გამოვიგონო? - მაშინ, ეგრევე რატო ენთები? - რას ვშვრები? - გაეცინა კესოს. - ეგრევე აენთე და შემეეწინაღმდეგე, არ ხარ შენ ეგეთი, კეს - ხმა მოულბა ლევანს - აბა, როგორი ვარ? - ჰკითხა. - ძლიერი - ეგრევე უპასუხა ლევანმაც. - ნუ, ეგ თავისთავად - გაიპრანჭა თუმცა ხმაში მაინც ეტყობოდა უხასიათობა. - კაი, მაშინ მოდი ასე ვქნათ... - როგორ? რა უნდა ქნა? - გაუკვირდა კესოს. - ახლა, მე ლექსს წაგიკითხავ და შენც ყველაფერს მიხვდები - გაუღიმა პატარა დას და დაიწყო - ,,ძლიერებს რთული აქვთ ხასიათი, არ უყვართ ზედმეტი ხმაური. ძნელად თუ მიხვდებით – რა ახარებთ... ძნელად თუ მიხვდებით – რა უჭირთ... ჭკვიანებს ფიქრები ათასი აქვთ, ათასგზის ტკეპნიან ბილიკებს... -პატარა სიკეთესაც იმახსოვრებს... წყენასაც გპატიობს, ივიწყებს... ძლიერებს,რთული აქვთ ბედისწერა, და ვერ ენდობიან ადვილად. ძლიერი იციან სიყვარულიც - ფიცს აღარ გატეხენ ნამდვილად! შემთხვევით არაფერს აკეთებენ, და ბევრი ფიქრებით დადიან... არადა, ამდენი დაფიქრება, ხან და ხან, არაფრად არგიათ... მუდამ დაეძებენ ალალ გულებს... დარდები მათ აღარ აკლიათ თვალებში სული და სიღრმე უჭვრეტთ - ხან და ხან ღრუბლებზე დადიან... ძლიერებს რთული აქვთ ხასიათი, არ უყვართ ზედმეტი ხმაური. ძნელად თუ მიხვდებით – რა ახარებთ... ძნელად თუ მიხვდებით-რა უჭირთ..." (წყარო: დაიჭირე წამი) დაასრულა თუ არა შუბლზე ხანგრძლივად აკოცა აცრემლიანებულ გოგონას და მალევე დატოვა მარტო ათას ფიქრთან ერთად. *** საწოლში ვერდავერ მოისვენა, ფრთხილად შეეცადა წამოდგომას ნენესთვის მშვიდი ძილი, რომ არ დაეფრთხო. თხელ ატლასის კაბაზე ამავე ნაჭრის ხალათი მოიცვა და აივნისკენ დაიძრა. იქვე სარწეველა სავარძელში ადგილი დაიკავა და ცას ახედა. მალევე შეამჩნია გვერდით აივანზე, მოაჯირთან მდგომი ანო. - ასე იცის სიყვარულმა ღამეების თენება - უთხრა ჩაფუქრებულ ანოს და ფეხზე წამოიმართა - რატომ არ გძინავს, ანო? - კესო? როდის გამოდი არც კი შემიმჩნევიხარ... - ახლახანს და ჰო, შევამჩნიე შენ, რომ ვერ შემამჩნიე. - რაო წეღან რას მეუბნებოდი? - ასე იცის სიყვარულმა თქო. - რა იცის? - ღამეების თენება... - აჰ, არაა... შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ ამჯერად მაგიტომ არ მათენდება თავზე - ხომ მშვიდობა გაქვს? - შეშინდა კესო. - კი კი, ჩემ ძმას აქვს რაღაც პრობლემა მის შეყვარებულთან და მას ვესაუბრებოდი, ჰოდა მაგათზე ფიქრი გამომყვა და ოთახში ვეღარ მოვისვენე თანაც კატოს ძინავს - თავით ოთახზე მიუთითა - მას კი ძინავს, მაგრამ აი შენ რატომ არა? შემთხვევით, როგორც შენ თქვი სიყვარული ხომ არ გათენებინებს ღამეს? - ღიმილით ჰკითხა. - რა გამოვიდა, რომ ჩემივე დაგებულ მახეში გავები? - გულუბრყვილოდ იკითხა. - რაა? კესო, შენ მარ... - დაიწყო ანომ. - არა, არა ვხუმრობ ანო - გაუღიმა დაბნეულ გოგოს - სიმართლე თუ გაინტერესებს, სიყვარული არა, მაგრამ ჩემივე ფიქრები არ მასვენებენ. - გინდა ვისაუბროთ? - ჰკითხა ანომ. - ასე? - როგორ? - გაუკვირდა ანოს. - შენ მანდ და მე აქ? - თუნდაც, ეგ რა პრობლემაა, მაგრამ თუ შენ არ გინდ... - არა, მინდა. - მაშ, კარგი ცოტა აქეთ მოიწიე და ეგაა - ორივეს გაეცინათ. - მოკლედ, ანო ხომ იცი მე და ლევანს თქვენ გარდა სუ, სუ არავინ გვყავს - თქვა ნაღვლიანად კესომ - მარტო გავიზარდეთ და შეიძლება ითქვას ერთმანეთი გავზარდეთ... ზოგადად, არანაირი შიში არ მაქვს, მხოლოდ ორი: საყვარელი ადამიანების დაკარგვის და წარუმატებლობის შიში... ამ შემთხვევაში მეორე მაფორიაქებს, ანოო - თვალი თვალში გაუყარა გოგონას - ცხოვრებაში ახლა ჩემ ირგვლივ ბევრი გაურკვეველი რამ ხდება, თუნდაც ეს ტანგოს და ამ ბილეთების ამბავი, რომელუც ძალიან მაფორიაქებს და საკუთარ თავზე ვბრაზდები, როგორ არ ვიცი ვინ არის და როგორ გამომრჩა ეს ამბავი, საერთოდ... იმდენად მოქმედებს ეს გაურკევლობა ჩემზე, რომ ვერაფერზე ვკონცენტრირდები... და ეს ძალიან ბევრ რამეში შემიშლის ახლა ხელს... თან გამოცდებიც მოდის... არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ... - კესო, მოიწი - რაა? - გაუკვირდა კესოს. - მოიწი, რა ჩაგეხუტო მინდა - გაუღიმა და დაბნეულს ხელები ძლივს მოჰხვია - ზოგადად ადამიანებს გვიჭირს რაღაცების გადახარშვა, დასვენება არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხარ... ან კიდევ აზრის შეცვლა არ ნიშნავს, რომ მანამდე ტყუოდი... დროებით გვერდზე გადგომა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ... დასახული გზიდან გადახვევა, არ ნიშნავს შენს მიზნებზე უარის თქმას... ზოგჯერ, უბრალოდ, საჭიროა გაჩერება... ზოგჯერ რამდენიმე ნაბიჯის უკან გადადგმაც კი გვიწევს... და ეს ყველაფერი, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ შევძლოთ წინსვლა... რადგან წარმატება სწორხაზოვანი არ არის, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, ამიტომ არასდროს არ შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში, კარგი? - თავი ააწევინა და გაუღიმა. კესომ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ანოს, ძალიან მაგრად ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა: - ,,უკუნში, რომ ციცინათელა შეფრინდეს, წყვდიადს ვერ გაანთებს, მაგრამ არც უკუნიც აღარ იქნება." - და ზუსტად ეს ციცინათელა ხარ შენ ჩვენ ცხოვრებაში, ანო... ოტია იოსელიანი მოგესალმებით ყველას, უამრავი პერსონაჟითა და ახალი ამბებით აღსავსე თავია, იმედი მაქვს, მოგეწონებათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.