აკრძალული გრძნობა თავი4 (+18)
საპირფარეშოს კარებიდან მუსიკის წუილის ხმა ჩამესმის, ქრისტი პომადას ფრთხილად ინაწილებს, მე კი ვახშამზე მიღებული 2 ღვინის ჭიქა თავში მიბრახუნებს, საშინელი სურვილი მაქვს დღეს გავგიჟდე და ვიხსენებ მეგობრის დარიგებას იმის შესახებ, რომ დროა ნიკუშას ჩემში ქალი დავანახო. მე და ქრისტი საპირფარეშოს ვტოვებთ, კიბეებით მივიწევთ ბარისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი ირევა ერთმანეთში, როგორც ამ ქუჩაზე არსებულ ყველა დაწესებულებაში. კუთხეში ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფი როკის ძველ ჰიტებს მღერის. ძალიან მომწონს აქაური ატმოსფერო, მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ასეთ ადგილას. თეთრი პერანგით შემოსილ ორ გაინერ მხრებს ვხედავ ბართან, მიუხედავად იმისა რომ ის და მაქსიმე ერთი სიმაღლის არიან, გველესიანის ზედა და ქვედა ტანი ულამაზეს სამკუთხედს ქმნის, ჩემი ძმა კი წავა რა... _ხალხი იფიქრებს, რომ ჩვენი მამიკოები არიან_ზურგს უკან ხითხითებს ქრისტი მეცინება, მაგრამ ვიცი რომ ასე არარის მხოლოდ 5 წელია ჩვენს შორის სხვაობა. ბარს ვუახლოვდები და მაღალ სკამზე ვჯდები, ჩემი და ნიკუშას სახე ერთ სიმაღლეზეა და იმის გამო, რომ საათნახევარი ნაცრისფერ თვალებში არ ჩავაჩერდე მოპირდაპირედ აყუდებულ ძვირფას ბოთლებს ვაშტერდები _ღვინოზე ძლიერი არაფერი დამილევია_ვეუბნები ყველას _ჩემთან ერთად შეიძლება_მაქსიმე ისე ურტყამს ტაშს როგორც ბოროტი გენიოსი_მოუკიდეთ_ამბობს და ჩვენსკენ წევს 3 შოტს _სიცოცხლისთვის საშიში ხო არ არის? _დაახლოებით იგივე ნაირად, როგორც კექსი სიყვარულის გარეშე _ჩუმად მიჩურჩულებს ნიკუშა ყურთა მაინც ვაშტერდები თვალებში სამი წამით და ისიც მავიწყდება თუ რა მქვია. _რა გინდა, მაგიდაზე მაცეკვო?_კითხვის ნიშნები უჩნდება თვალებში ქრისტის და მეც საშუალება მეცემა, რომ სხვას გავხედო _მდაჰ, მეგონა მაგისთვის სასმელი არ გჭირდებოდა_ხმამაღლა ღლიცინებს მაქსიმე _ტყუილად გეგონა _სვამ თუ არა? _ვსვამ ყველა ღრმად ვისუნთქავთ და ერთიანად ვუშვებთ სასულეში _ეს რა იყო? _მახველებს _აბსენტი_გველესიანი მეუბნება და თან მეორესაც ეგრევე უძებნის გზას მეც მას ვბაძავ და შორიდან მესმის მაქსიმეს ხმა _აბა დაატორმუზე მაგრამ უკვე გვიანაა, ამას მაშინ ვხვდები როცა თავი უცებ ცარიელი ხდება და ტანი მსუბუქი ცეკვა მინდა... თმაში ხელს ვხლართავ და სარჭს ვიძრობ, თავს ვაქნევ და მხრებზე ვიყრი კულულებს. გველესიანი ხელს მიკავებს და პულს მისინჯავს _გეყოს _შენ ჩემზე ოთხჯერ მეტი დალიე _მე ოთხჯერ უფრო დიდი ვარ ტუჩს ვკბენ და მისი პრესისკენ ვაპარებ თვალს, მისი დაბრუნებული მზერა პულსს კიდევ უფრო მიჩქარებს. _ცეკვა მინდა..._ხრინწიანი ხმით ვეკიდები მის მხარს_ვახ_ვხტები სკამიდან და ვგრძNობ როგორ იძაბება მისი თითები ჩემს ხელთან თითქოს ჩემში რაღაც შეცვალეს, ყველაფერს უფრო მკვეთრად ვგრძნობ, მისი სიახლოვე და სურნელი. ნიკუშა ტრიალდება და მაკვირდება, როგორ ვწევ ხელს და ტანს ვარხევ. ინტუიციურად ვყვები მუსიკას და მოხდენილი მოძრაობებით ვცდილობ თავი მოვაწონო ჩემს წინ მდგარ მამრს. თვალებს ვხუჭავ და ქვედა ტუჩს კბილებს ვასობ, მე მისთვის ვცეკვავ და არ მაინტერესებს ის ხვდება ამას თუ არა. წინ ვიხრები და ხელს ვკიდებ და ჩემსკენ მომყავს, უცებ ხალხში ვირეით, უცხოებში მის ხელებს წელზე ვილაგებდა ჩემსას კისერზე ვხვევ, ძლიერად ვეტმასნები მკერდით მის მუცელს და ტაო მაყრის ამ შეხებაზე. არ მიძალიანდება, მაგრამ არც მეხმარება. უბრალოდ არ მოძრაობს, შეშდება ჩემს წინ, როგორც ქანდაკება. _რინა_ისმის, როგორც ჩუმი გაფრთხილება _იცეკვე! და მე ვიწყებ მოძრობას, ვეხები მის თეძოებს ჩემით, ამ ქცევით კი ქვედა ტანში პატარა სპაზმსაც ვგრძნობ. ისევ მიყურებს და არ მოძრაობს _რა იყო, არ იცი ცეკვა? _დაკვირვებით ვათვალიერებ თითებით მის კისერს ვეფერები სულელი ნამდვილად არ არის. შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს თუ რას ვაკეთებ, მაგრამ ის არ მაჩერებს, პირიქით, თითებს ოდნავ შესამჩნევად მიჭერს წელზე. _არ ვარ საკმარისად ნასვამი ცეკვისთვის _მოდუნდი...არ შეგჭამ.._ვეჩურჩულები მინდა რომ მის კისერში ცხვირი ჩავყო, თავს ვწევ და მის ტუჩებს ვაჩერდები, არ ვიცი ისინი როგორია, მაგრამ მინდა შევიგრძნო _რას აკეთებ რინა?_მეკითხება მკაცრად _მზად ვარ სე*ქსზე სიყვარულის გარეშე...შენთან _გაგიჟდი?_გველესიანი ჩემი თავის ზემოთ იყურება სივრცეში, სავარაუდოდ თვალებით მაქსიმეს ეძებს. _რატომ ასე აგრესიულად...მაინც ვიწევი წვერებზე მისი კისრიკსენ და ცხვირს ვყოფ, მის უნიკალურ სურნელს ვგრძნობ და როცა მის თვალებში ისევ ვიყურები იქ საშიშ ბრწყინვალებას ვამჩნევ. მისი კისრიდან ხელებს ვიღებ და მუცელზე ვეხვევი, ღმერთო რა კარგია. თვალებით ჩემს შუბლზე ღრმულს აკეთებს, სანამ მე მის მხრებზე ხელებს დავათარეშებ, ამ შეგრძნებებისგან შუაზე ვიგლიჯები, ემოციები ერთმანეთში მაქვს არეული, მეშინია... კი... ძალიან მეშინია... ადრენალინი და მისი სიახლოვე თავბრუს მახვევს. კარგად ვარ... მისი თითები ჩემს თეძოებზე კაბას მუჭაში აქცევს... მე კი არ შემიძლია მას თვალებში შევხედო! ნორმალურად სუნთქვას ვწყვეტ, როცა ქვემოთ მის სიმაგრეს ვგრძნობ. _რინა, მთვრალი ხარ_ჩუმად მეუბნება ყურთან ახლოს, ტუჩებით ნაზად მეხება და თბილ სუნთქვას მიტოვებს._მეც ნასვამი ვარ. ახლა მე შენ გაგიშვებ და შენც შორს წახვალ ჩემგან...სამი, ორი.._და ხელს მიშვებს გული მწყდება, ვბრაზდები... მას ხომ უნდა ჩემთან, ამას ფიზიკურად ვგრძნობდა თვალითაც ვხედავ მის ქვემო ნაწილში. _რა მოხდება, როცა უკუთვლა დასრულდება? _არაფერი კარგი არცერთისთვის. გთხოვ, წადი. თან მეშინია და თან არა. ეს იგივეა რომ რაიმე ხაფანგში ხელი შეყო, მისი ჯიუტი გამოხედვა ყველაფერს მინადგურებს და ჩემი თავდაჯერებულობა ქრება. შორს მივდივარ მისგან და მხოლოდ მაშინ ვფხიზლდები, როცა ქრისტი მეხება _ჩვენი სიმღერა შევუკვეთე, წავედით... ვიცი, რომ პატარა გამოვიდა, მაგრამ ავანაზღაურებ... შემდეგ თავს ხვალვე დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.