გამოღვიძება თავი10 (18+)
შესვენებაზე ბიბლიოთეკაში წასვლა გადავწყვიტე.წიგნები ბავშვობიდანვე მიზვარდა და მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი მეჩვენებოდა.ბიბლიოთეკა,აქამდე როგორ არ მომსვლოდა იდეა იმის შესახებ,რომ სასწავლებელში ისეთი ადგილიც შეიძლებოდა მეპოვა,სადაც რეალობას მოვშორდებოდი და ცოტა ხანი თავს ალტერნატიულ რეალობას შევაფარებდი? მოსწავლეებისთვის განკუთვნილ გეგმაში დასავლეთით მდებარე,მოზრდილი შენობა მოვნიშნე და გადავწზვიტე დრო აღარ დამეკარგა. უზარმაზარ შენობაში შებიჯებისთანავე სუნთქვა შემეკრა და აღფრთოვანებულმა გავიღიმე.მგონი პირველი შემთხვევა იყო,როცა თავს კარგად ვგრძნობდი.ფილტვები ძველი წიგნების და ხის სუნით გამჯერებოდა და ირგვლივ ყველა დეტალს ყურადღებით ვაკვირდებოდი.რამდენიმე მოსწავლე ჩემს წინ,უძველეს ხის კიბეს მიუყვებოდა.მთელს სივრცეში ხის კარადები ჩაემწკრივებინათ,რომლებიც მთლიანად წიგნებით იყო სავსე,მათ წინ კი მოსახერხებელი სავარძლები დაედგათ.ძველებური მაგიდის განათებები და გასული საუკუნეების მხატვრების ნახატებით დეკორირებული ჭერი გარემოს იდუმალ და გასაოცარ ელფერს სძენდა,რომელიც ნამდვილად გაძლევდა იმის საშუალებას,რომ სკოლის რუტინას მოშორებოდი და განმარტოებულს გაგეტარებინა დრო რჩეულ წიგნთან ერთად. წიგნების თაროებთან მდგარ უზარმაზარ გლობუსს გავცდი და ერთ-ერთ პატარა მაგიდას მივუახლოვდი,რომელზეც ლიტერატურის იშვიათი ეგზემპლარები განელაგებინათ.მათ შორის ჩემი საყვარელი წიგნებიც აღმოვაჩინე,მაგრამ ღიმილიანი სახე მალევე შემეცვალა,როცა იქვე სავარძელში მჯდომი სილუეტი ვიცანი. _ალისტერი_გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და პირველივე წიგნი ავიღე.ვერ წარმომედგინა,რომ მსოფლიო ლიტერატურის განყოფილებაში ჯდომა შეეძლო და ზოგადად,ლიტერატურისადმი ინტერესი გააჩნდა.მიუხედავად იმისა,რომ შექსპირის რამდენიმე სონეტა ზეპირად იცოდა,ვინ იცოდა იქნებ მთლიანი პიესაც?ისეთი ამრეზით საუბრობდა ლიტერატურის გაკვეთილზე რომ მის ნახვას ბიბლიოთეკაში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.გადაშლილი წიგნის მიღმა მის სახეს ვერ ვხედავდი,თუმცა დარწმუნებული ვიყავი,რომ ის იყო.სხვას ვის უნდა ჰქონოდა ასეთი თეთრი კანი და გრძელი თითები?მისი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი მეცნო,დარწმუნებული ვიყავი ადრეც მქონდა ნანახი,მაგრამ სად?გარდა ამისა,უკვე მის მხრამდე ჩამოზრდილ შავ თმას და ასევე შავი ფერის სქელ წარბებსაც ვხედავდი.წიგნის ყდა ინტერესით შევათვალიერე და გაოცებისგან ადგილზე გავქვავდი,მერე კი ლამის აღშფოთებულმა წამოვიყვირე _სიამაყე და ცრურწმენა?_ცოტაც და მართლა ვიყვირებდი.ყველაფერს ველოდი ბრონტეს გარდა.ალისტერ ჰოვარდს ინტერესები გააჩნდა ისეთი მწერლებისადმი,როგორიც ჯეინ ოსტინი იყო?როგორ შეეძლო ასეთ საშინელ ადამიანს ჩემი უსაყვარლესი წიგნის ასეთი სიმშვიდით წაკითხვა?ადგილიდან ნამდვილად არ იძროდა,ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს თვალსაც არ ახამხამებდა,თითქოს საერთოდ არ სუნთქავდა. სულ უფრო მეტად ვაკვირდებოდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი,მინდოდა მასთან ისე მივსულიყავი ახლოს,რომ არ შევემჩნიე.რთული მიზანი ნამდვილად არ იყო,იმის გათვალისწინებით,რომ კითხვის პროცესში გართულს გარე სამყაროს არსებობა მგონი სრულიად დავიწყებოდა.არ ვიცი,ალბათ ნამდვილად მინდოდა ნაცნობი გვერდების ხილვა და იმაში დარწმუნება,რომ ალისტერი ნამდვილად წიგნს კითხულობდა და თან ჩემს საყვარელ წიგნს. წინ გადადგმული გაუცნობიერებელი ნაბიჯი და ხელში აღებული წიგნი მოულოდნელად ხელიდან გამივარდა,რადგან მარჯვენა მკლავზე შეხება ვიგრძენი.სანამ უკან მოვიხედავდი უცნობის ხელმა მკლავიდან ჩემს სახეზე გადაინაცვლა და უხეშმა ნაჭერმა ისე დამიფარა მთლიანი სახე,რომ ყვირილის საშუალებაც აღარ მქონდა.სანამ მომხდარს ბოლომდე გავიაზრებდი და უცნობს წინააღმდეგობას გავუწევდი ფეხებში ძალა გამომეცალა და ირგვლივ ყველაფერი შავმა ფერმა შთანთქა. *** _ხელები კარგად უნდა შევუკრათ_დამძიმებულ ქუთუთოებს ძალას ვატანდი,რომ თვალები გამეხილა,ისინი კი საუბარს განაგრძობდნენ. _თავს ვერ დაიხსნის,სხვა გზა აღარ ექნება,ყველაფერი უნდა გაიხსენოს_თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება მოსვენებას არ მაძლევდა.ვცდილობდი აუტანელ შეგრძნებებს შევწინააღმდეგებოდი და თავს დამტყდარი,მოულოდნელობა გამეაზრებინა. _ჰეიი!!_მხოლოდ ესღა აღმომხდა და წამოვწევა ვცადე,თუმცა ძალა არ მეყო და თვალთ დამიბნელდა,ჩემს ქვემოთ მიწას ვგრძნობდი,საშინლად მციოდა. _შეწინააღმდეგებას ტყუილად ცდილობ,შენ ხმას აქ მაინც ვერავინ გაიგებს,დამიჯერე ამას შენთვის ვაკეთებთ_ჩემს წინ სამეულის ლიდერი აღმართულიყო.იმ სამეულის,რომელიც სკოლის პირველ დღეს მენახა და რომლებიც ასე ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,თუ მათთან რაიმე სახის შეხება მექნებოდა. _ნიკ!_მიმართა ერთ-ერთმა ჩემს წინ მდგარს,რომელიც ძლიერად მიჭერდა ფეხებს და ზედ ნაჭრისმაგვარ ქსოვილს მახვევდა. _სად ვარ?_კიდევ ერთხელ ვცადე გამოლაპარაკება,თუმცა საპასუხოდ მხოლოდ სიცილი მივიღე.სკოლაში ნამდვილად არ ვიყავი.ალისტერიც აღარსად ჩანდა და არც წიგნებით სავსე ბიბლიოთეკა,ღია სივრცეში ვიყავით და ვგრძნობდი როგორ ატანდა სიცივე სკოლის ფორმაში,ვიყინებოდი.ჩემს ზემოთ ხეებს ვხედავდი,ნამდვილად ტყეში ვიყავით.ხეების გარდა კიდევ ვხედავდი რაღაცას.ჩემგან რამდენიმე მეტრში ხელოვნურად შექმნილი,წყლით სავსე ავზი იყო. _ჩემგან რა გინდათ?აქ რატომ ვარ?_საკუთარ ხმას ვეღარ ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი გაკოჭილს როგორ უნდა გამეწია წინააღმდეგობა. _ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ელა,ეს ბრძოლა უშენოდ წაგებულია!_გაცოფებული იმ სახელით მომმართავდა,რომლითაც პირველ დღეს მომიხსენია.მთელი სერიოზულობით მელაპარაკებოდა და გაყინული,მუქი ყავისფერი თვალებით მომჩერებოდა.მათი ერთნაირი ტატუები ყელის გასწვრივ მართლაც საყელურებს ჰგავდა. _რა ომი?ამ სახელით რატომ მომმართავ?ვინ არის ელა?_შეკითხვების დასმას განვაგრძობდი და სულ უფრო მეტად მიპყრობდა ისტერიკა. _მალე ყველაფერს გაიხსენებ!_მოკლედ და მკაცრად მიპასუხა,შემდეგ კი მის გვერდით მდგარ ბიჭებს ხელით ჩემზე ანიშნა. _აიყვანეთ!_მიწას წამიერად მომწყვიტეს,ისეთი სისწრაფით ამწიეს,თითქოს წონა საერთოდ არ მქონდა.სწრაფი ნაბიჯით მიიწევდნენ წყლით სავსე ავზისკენ მე კი განწირული განვაგრძობდი ყვირილს. მართლაც ტყეში ვიყავით,ალბათ სკოლიდან საკმაოდ შორს,რადგან სეირნობისას მსგავსი ავზი არსად მენახა. _გთხოვთ,გამიშვით_ყვირილიდან მუდარაზე გადავედი და კანკალმა ამიტანა,ისინი კი ერთ ადგილას უემოციოდ იდგნენ.სიცივეს ვეღარ ვგრძბობდი,თუმცა ერთიანად მაკანკალებდა და პანიკის შეტევა დამწყდებოდა,ვხვდებოდი რასაც მიპირებდნენ.მინდოდა ისევ სკოლაში ვყოფილიყავი,ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩენილიყო და ისევ ჩემს ოთახში გამეღვიძა.ვნატრობდი,ისევ მქონოდა შანსი აუტანელ გაკვეთილებზე ვმჯდარიყავი,უაზრო ძველებური ნივთები მეთვალიერებინა და სკოლის შინაგანაწესზე მეწუწუნა. რეალობა თვალის დახამხამებაში შეცვლილიყო,ერთადერთი რასაც განვიცდიდი შიში იყო,რომელიც ცხოვრების დასასრულზე მანიშნებდა. _ჩაუშვით!_ბრძანება გასცა ყველაზე მაღალმა და ჩვენი მზერა ერთმანეთს ბოლოჯერ შეხვდა,შემდეგ კი ჩემი კივილი წყლის ხმამ გადაფარა.მთელი სხეული გამეყინა და თითქოს დავნებდი.შეკრული სხეულით ფსკერისკენ მივიწევდი,რომელიც საკმაოდ ღრმა ჩანდა.მთელს ჩემს არსებას გაეაზრებინა აღსასრული,რომელიც ასეთი ცივი და საშინელი იყო.ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ასე მომიწევდა სიკვდილი-დანებებულს,შეშინებულს,უსუსურს,ყოველგვარი გამომშვიდობებების გარეშე. _პოლ!_გონების ხმით ვეძახდი და გადანახულ მოგონებებს ვაცოცხლებდი.ვგრძობდი,როგორ მევსებოდა სხეული წყლით და აღსასრულის მოლოდინში თვალები მეხუჭებოდა.მინდოდა პოლი ბოლოჯერ დამენახა,მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო,თუნდაც გონებაში.უკანასკნელად შემძლებოდა მისი სახისა და ულამაზესი ცისფერი თვალების დანახვა. _პოლ!_კიდევ ერთხელ მივმართე გონებაში და მისი სახის დანახვისთანავე ერთად გავუჩინარდით სიმშვიდეში. *** საოცრად ნაცნობი სუნი ვიგრძენი და თვალები გავახილე.სუნთქვა შემეძლო და სუნთქვასთან ერთად მისი თვალების დანახვაც,თუმცა ეს თვალები სულაც არ ეკუთვნოდნენ პოლს და არც მე ვიყავი ჩემსავე მოგონებებში. _ალექსის_გაოცებულმა ჩავიბუტბუტე და ჩემს გვერდით მწოლიარე შევათვალიერე.წელს ზემოთ შიშველი ჩემს გვერდით იწვა და უსიტყვოდ მომჩერებოდა,მის თვალებში შიში და ბრაზი ერთდროულად იკითხებოდა. _ყველაფერი კარგადაა ელის,ყველაფერი კარგადაა_ჩემი სახე შიშველ მკერდზე მიიკრა და ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია,მთელი სხეულით მეკვროდა და მისი სხეულის ტემპერატურა მათბობდა.ცოტაც და ავტირდებოდი,ნუთუ ყველაფერი მართლაც სიზმარი იყო? _საშინელი კოშმარი ვნახე_ვბუტბუტებდი და ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებდი,მხოლოდ ისღა შემეძლო,რომ ჩუმად მეტირა. _კოშმარი არ იყო პატარავ_მკაცრი ტონით მომმართა და ნიკაპი ამაწევინა.არ მინდოდა ჩემი ცრემლიანი სახე დაენახა,არ მინდოდა ეფიქრა,რომ სუსტი ვიყავი. _კი,მაგრამ შენ... _წყლიდან ამოგიყვანე_თვალებში მიყურებდა და ცრემლებს მწმენდდა,მისი თვალები ყოველ შეხებაზე ისევ სურვილით ინთებოდა,თუმცა სიბრაზე არსად წასვლას არ აპირებდა,მთელი სხეული დასჭიმვოდა.მისი თვალებიდან მზერა საკუთარ სხეულზე გადავიტანე.სკოლის ფორმის მაგივრად დიდი ზომის,თეთრი პერანგი მეცვა. _აქ როგორ აღმოვჩნდი?"სკოლის ფორმა მეცვა_ხმამაღლა ვცდილობდი შეკითხვების ფორმულირებას და დაბნეული ვცდილობდი მისი სხეულისგან განცალკევებას,მაგრამ წამით გაოცებული და დამფრთხალი დავრჩი. _ხელები რატომ მაქვს შეკრული?_სიბრაზით ვივსებოდი და კედლისკენ მივიწევდი.ის კი უკვე ფეხზე წამომდგარიყო და ჩემს წინ ოთახში ნერვიულად დადიოდა.ვცდილობდი სიბრაზეზე ვკონცენტრირებულიყავი და მისი შიშველი ნავარჯიშები სხეულისთვის როგორმე თვალი ამერიდებინა,მაგრამ საშინლად არ გამომდიოდა. _ჩემგან რა უნდოდათ?_ლოგინზე წამოჯდომა მომეხერხებინა,მერე კი წამოდგომა და მასთან მიახლოებაც. _ძაღლები!_გაბრაზებულმა წამოიყვირა,მერე კი ჩემი შეშინებული სახის დანახვისას ღრმად ჩაისუნთქა და საწერი მაგიდის გამოწეულს სკამზე ჩამოჯდა.ჩემს ოთახში ვიყავით,უსაფრთხოდ და თბილად.ალექსისის სხეულს თვალს ვერ ვაშორებდი,იმაზე მეტად გამოკვეთილი ფორმები ჰქონდა ვიდრე წარმომედგინა,მკერდის არეში უნაზეს კანძე პატარა ზომის ჭორფლებივით ხალები მოუჩანდა,რომელზე შეხების სურვილიც საშინლად მიპყრობდა და მომხდარზე ფიქრს ვეღარ ვახერხებდი.რა მჭირდა?ამ ყველაფერს ერთმანეთთან რა კავშირი ჰქონდა?რატომ ვერ ვახერხებდი რეალობაში დაბრუნებას და მომხდარზე ფიქრს? _რამდენიმე წუთის,ან საათის წინ კვდებოდი,შენ კი პასუხების მაგივრად მის სხეულზე ფიქრობ_გულში საკუთარ თავს ვსაყვედურობდი და ვცდილობდი თავისთვის წინააღმდეგობა გამეწია.შინაგან კამათს თავი დავაღწიე და მერეღა შევნიშნე,რომ მარტო მე კი არა თმა მასაც სველი ჰქონდა. _ჩემგან რა უნდოდათ ალექსის?_სკამზე მივუახლოვდი და დაძაბული მზერა მივაპყარი. _უნდოდათ,რომ ხელოვნურად დაეჩქარებინათ მოვლენები.იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია პატარავ და ის ფინიები..._კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ ვარდისფრად შეფერილი,სავსე ტუჩები მოკუმა და სახე დაეჭიმა. _შენ გადამარჩინე,თუ უსაფრთხოდ ვარ ხელები რატომ მაქვს შეკრული?_გაოცებული შევყურებდი და ვერ დამეჯერებინა როგორ სწრაფად იცვლიდა გამომეტყველებას. _შენი უნდა მეშინოდეს ალექსის?_კიდევ უფრო მივუახლოვდი,შეკრულ ხელებს დავხედე,მერე კი მზერა მის თვალებზე გადავიტანე. _რომ წარმოვიდგენდი,რომ შემეძლო დამეგვიანა და შენ მართლა ვერ შეგეძლო..._თვალები აუცრემლიანდა და წინადადება ისევ გაწყვიტა. _რომ რა?რატომ მაცვია შენი პერანგი?_ლამის ვყვიროდი,მოუთმენლობისგან და საკუთარი სისუსტეების გაცნობიერებისგან ვცოფდებოდი.ნუთუ ჩემი სისუსტით სარგებლობდა და მანიპულირებდა?ისევ იმ თამაშს მეთამაშებოდა და აზარტში შესული უკან დახევას არ აპირებდა? _ის,რომ ვეღარასდროს გაკოცებდი,იმაზე ვფიქრობდი რომ ვეღარასდროს გაკოცებდი_დაჟინებული მზერით მიყურებდა და თვალს არ მწყვეტდა. _სკოლის ფორმა მეცვა_მუხლებამდე ჩამოსულ თეთრ პერანგზე დავიხედე. _ახლა კიდე ჩემი პერანგი გაცვია_ეშმაკურად გაიღიმა და სკამის საზურგეს გამომწვევად მიეყრდნო.როგორ შეეძლო ერთდროულად ამდენი რამის დატევა?ან იქნებ ეს ყველაფერიც თამაშის ნაწილი იყო?თავში ათასგვარი შეკითხვა მომდიოდა,თუმცა ერთი ფაქტი უდავო იყო და ეს ფაქტი ყველაზე მეტად მაღიზიანებდა-ალექსისი მიზიდავდა,მეტიც ყველა ეჭვის მიუხედავად ვიცოდი,ზუსტად ვიცოდი არაფერს დამიშავებდა. _ალექსის!ხელები მაქვს შეკრული!_ხმისთვის ამეწია და ისე ვლაპარაკობდი,თითქოს საკუთარ თავს ვახსენებდი მოცემულ სიტუაციას და მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. _საშინლად სექსუალური ხარ,არ მინდოდა გაციებულიყავი. _ხელები გამიხსენი ალექსის!!!_მივუახლოვდი და შეკრულ ხელებზე ვანითნე,თუმცა დარწმუნებული ვიყავი,რომ ამას ნამდვილად არ აპირებდა. _გტკივა?_ჩემი ხელები მარჯვენა ხელში მოიქცია და თავისკენ მიმიზიდა. _ალექსის!ხელები გამიხსენი!!!_წარბები ამეზიდა და ტონის დაწევას ნამდვილად არ ვაპირებდი,გული საშინლად ამჩქარებოდა. _გტკივა პატარავ?_ჩემსკენ გადმოიხარა და სახე ისე ახლოს მომიტანა,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე,რასაც ხანმოკლე სიცილი და შემდეგი რეაქცია მოჰყვა.იმის მაგივრად,რომ ჩემი მოთხოვნა შეესრულებინა,ხელები წამიერად გადაიტარა თავს ზემოთ,ისე რომ ახლა უკვე კისერზე ვეხებოდი,მერე კი ორივე ხელი მჭიდროდ ჩამავლო თეძოებზე და ისეთი სისწრაფით ჩამისვა კალთაში,რომ ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარი.დაძაბულობისგან სუნთქვა შემეკვრა და ვიგრძენი,როგორ მომაწვა სახეზე სისხლი.ხელები ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ შემოეხვია კისერზე.გაშლილი ფეხები დამჭიმვოდა,მისი ხელები კი ჩემი თეძოებიდან წელზე ინაცვლებდნენ,სულ უფრო მჭიდროდ მეკვროდა.მუცელში აქამდე გამოუცდელი შეგრძნება დამეუფლა,რომელსაც ვერაფრით ვხსნიდი,სუნთქვა ისე მიჭირდა,რომ სულ ცოტაც და გული წამივიდოდა. _გამიშვვი_მინდოდა მკაცრი ტონით გამეგრძელებინა,მაგრამ ჩემი ლაპარაკი ჩურჩულს უფრო ჰგავდა.ცალი ხელით კისერზე იძულებით ჩამოდებულ ხელებზე მომიჭირა და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ,ისე ახლოს რომ შეუძლებელი იყო თავის დაძვრენა. _გამიშვი ალექსის_ისევ უმწეოდ ვცადე წინააღმდეგობის გაწევა,სახეზე მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი. _ვერ გიტან!_თვალისმოუშორებლად ვეუბნებოდი და ამ სიტყვებში საკუთარ თავსაც ვაჯერებდი. _ეგ უფრო აღმაგზნებს პატარავ,მინდა რო მაკოცო!_ახლა უკვე თვითონ გასცემდა ბრძანებებს მე კი გაუცნობიერებლად მის ტუჩებს მივშტერებოდი,თუმცა დანებება სულაც არ მინდოდა. _ცოტა ხნის წინ ვკვდებოდი ალექსის,პასუხები მჭირდება_სევდიანი ტონით ვსაუბრობდი,თუმცა ჩემი სიტყვები მასში სევდიან შეგრძნებებს სულაც არ იწვევდა. _ზუსტად მაგიტომ მინდა რო მაკოცო!_ახლა უფრო მეტად ცბიერი და მბრძანებლური ტონით მპასუხობდა და დანებებას არ აპირებდა.ნუთუ არ შეეძლო თვითონ ეკოცნა?ამ აზრმა საშინელი სიბრაზით ამავსო და გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი.მე ხომ იმაზე ძლიერი ვიყავი,ვიდრე წარმომედგინა-ეს ფრაზა პირველად ნამდვილად არ მესმოდა. _გაკოცებ,მაგრამ..._სიტყვა გავწყვიტე და მის ტუჩებს გამომწვევად მივაჩერდი _მაგრამ?_მოუთმენლობა დაეტყო და წელზე ხელები მომიჭირა,მის შეხებაზე სხეულში თბილი ტალღები მივლიდა და მუცელში ისევ ვგრძნობდი უჩვეულო შეგრძნებას. _მაგრამ ტუჩებში არა!_თვალებში ვუყურებდი და მათში გაოცებას ვხედავდი _სველი კოცნა პატარავ_მომღიმარი მიყურებდა _შევთანხმდით!_მოკლედ ვუპასუხე და ღრმად ჩავისუნთქე.სანამ მის კანს ჩემი ტუჩები შეეხებოდნენ,კიდევ ერთხელ შევიგრძენი ის სურნელი,რომელიც თავბრუსმხვევდა და რეალობიდან სხვა სამყაროში გადავყავდი.ნუთუ ამ ყველაფერშიც მაგია იყო?მინდოდა დაპირება სწრაფად შემესრულებინა,რაც შეიძლებოდა ნაკლები ემოციებით,მაგრამ ეს ყოველივე საკმაოდ რთული აღმოჩნდა.კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე მისი სურნელი და ნაზად შევეხე ყელზე,ჩემს შეხებაზე შეცბა და ქვედა ტუჩზე იკბინა,მე კი ჩამეღიმა და თავდაჯერებულობა მომემატა.თვალები დაეხუჭა,რაც საქმეს მიიოლებდა,მის უნაზეს კანს ახლა უკვე ენის წვერი შევახე,რაზეც კიდევ უფრო შეცბა და ხელები მეტად მომიჭირა წელზე,ვიგრძენი ეს პროცესი როგორ აღმაგზნებდა და ვსველდებოდი,ვნატრობდი,რომ შარვალი მცმოდა და მის კალთაში არ ვმჯდარიყავი,თუმცა ენის მოძრაობას არ ვწყვეტდი.რითი გავიმართლებდი თავს?რომ ხელები შემიკრა,მაგიური ზემოქმედებით მაიძულა მისთვის კოცა,ისე რომ არ მინდოდა?ვაცნობიერებდი,რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა მისი სხეულის შეხება და იმის გაცნობიერება,თუ როგორ ძალიან ვუნდოდი.ენის წვერით ყურამდე ავედი და ნაზი ხმით ჩავჩურჩულე. _სწრაფად გამიხსენი ხელები.._ახლა უკვე ჩემს ბრძანებას ემორჩილებოდა,სიტყვის უთქმელად შემეხო და ჩემი ხელები უკან,თავზე გადმოიტარა.უხერხულად წამოვდექი მისი კალთიდან და შებოჭილი ხელები მოუთმენლად გავუშვირე.როგორც ჩანს თამაში ისევ გრძელდებოდა,ისევ თავისკენ მიმიზიდა და ჩემს განთავისუფლებას კბილების დახმარებით შეუდგა.ვგრძნობდი,როგორ მეხებოდა ენის წვერით მაჯებზე,ისე რომ თვალს არ მაშორებდა,მერე კი როცა ხელები ბოლომდე გამიხსნა სკამზე გადაწვა და ერთიანად ამათვალიერა. _მანიაკი ხარ!_სიტყვებმა თავისით მონახეს გზა. _სულაც არა,ეგ პერანგი ენიმ ჩაგაცვა,მართლა არ მინდოდა გაციებულიყავი,ოთახს მაგიური შელოცვა დავადე,რომ მოულოდნელობებისგან თავი დაგვეცვა და ხო მართლა,პირველმა მე გაკოცე_ტუჩის კუთხეები ზემოთ აეწია და ეშმაკურად ჩაიღიმა,სახეზე კმაყოფილება დასთამაშებდა. _კი მაგრამ როდის _ისე შეიძლება,მართლა მანიაკი ვარ პატარავ,ისე საყვარლად გეძინა თავი ვეღარ შევიკავე_სიტყვა დაამთავრა თუ არა გარტყმის ხმა გაისმა და ხელისგული საშინლად ამეწვა,კიდევ ერთი მოულოდნელი საქციელი,რომელიც საკუთარი თავის აუტანლობით უფრო იყო გამოწვეული,ვიდრე მისი ნათვამის გააზრებით.საკუთარი თავი მძულდა იმ გრძობების გამო,რომლებსაც ჩემში იწვევდა. ჩემი საქციელით გაკვირვებული სულაც არ ჩანდა,თვალები მოხუჭა და სკამიდან წამოდგა.სწრაფად მიახლოვდებოდა,მე კი მისთვის ზურგი მექცია და გამოხსნილ აბაზანის კარში გასხლტომას ვცდილობდი,მისგან გავრბოდი.მაგრამ... აბაზანის კარი უსწრაფესი მოძრაობით მიკეტა და ზურგზე მომეკრო,ნელა გადამიწია ყურზე თმა და საუბარი განაგრძო. _გგონია ასე უცებ დაიძვრენ თავს?_შემომაბრუნა და ჩემსკენ გადმოიხარა,ზემოდან დამყურებდა მე კი აბაზანის კარს უმწეოდ მივყრდნობოდი და გასაქცევი არსად მქონდა.ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა,მისი ხელი უკვე ჩემს ყელზე იყო,მერე კი მხურვალე შეგრძნება.ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უხეშად ეხებოდნენ,მთელი სურვილით მკოცნიდა,მისი ენა ჩემსას ეხებოდა ცოტაც და სუნთქვას ვეღარ შევძლებდი.მთელს სხეულში სითბოს ჩაღვრას ვგრძნობდი და ფეხებში ძალა მეცლებოდა.მთელი ჩემი არსება მოეცვა,მისი ტუჩები წამით ჩემი ყელისკენ გადადიოდნენ,შემდეგ კი საწყის პოზიციას უბრუნდებოდნენ.წამიერად სუნთქვის საშუალებას მაძლევდა,სათითაოდ მილოკავდა ტუჩებბს მერე კი ისევ უხეშად და ხარბად მკოცნიდა. _ალექსის_მის სახელს ვიმეორებდი,როცა ყელიდან ყურზე გადაენაცვლა _პატარავ_თითქოს გაჩერებას ვერ ახერხებდა ისე წარმოთქვა და ხელში ამიტაცა,უკვე ჩემს ლოგინზე ვიწექით,ის კი ზემოდან მომქცეოდა და თეთრი პერანგის ღილებს მიხსნიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.