ყველა'ფერი ( ოცდამეშვიდე თავი )
მაგიდას მიუახლოვდა. - კესო, სად გაქრი? - ჰკითხა ლევანმა. - ათი წუთია რაც გასული ხარ, ხომ მშვიდობაა? - დაინტერესდა ნენეც. - გინდა გავისეირნოთ მე და შენ, კესო? - ჰკითხა ანომ. - რატო თქვენ ორმა? - გაუკვირდა ლევანს - ხომ მშვიდობაა მართლა? - სკამთან გაშეშებულ დას ჰკითხა და მისკენ დაიძრა. - კი, ყველაფერი რიგზეა - გახედა ლევანს - უბრალოდ თავი ამტკივდა ძალიან და წავალ რა - მუდარანარევი სახით გახედა ბავშვებს. - ჩვენც წამოვალთ, კაცო... მარტო სად წახვალ - ფეხზე წამოდგა იოანეც. - არა, არა სულ ახლა მოვედით და სად უნდა წავიდეთ - და ანოს გახედა - მე და ანო გავისეირნებთ, თქვენ იყავით - კეს... - შეაწყვეტინა ერეკლეს ანომ. - მართლა, ისე ჯობია, როგორც კესო ამბობს - ისეთი თვალებით გახედა ანომ ყველას, რომ მიხვდნენ სჯობდა ისე ყოფილიყო ყველაფერი, როგორც კესო ამბობდა. *** ზღვის ნაპირზე მისერინობდნენ ფეხშიშველა. რაც რესტორანი დატოვეს, იმის შემდეგ ხმა არ ამოუღიათ. ანო საშვალებას აძლევდა კესოს დამშვიდებულიყო და ცოტა მისთვის ეფიქრა. - ანო... - კესო... ორივემ ერთდროულად დაიწყო. - მოდი, ჯერ შენ თქვი - უთხრა და გაუღიმა ანოს. - მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, დღეს ჩემთან დარჩი თუ შენ გირჩევნია თქო, უფრო დამშვიდებოდი და დაფიქრდებოდი მარტო... მართალია თინასთან უნდა დავრჩენილიყავი მე თვითონ დღეს, მაგრამ დავურეკავ და ვეტყვი, რომ ვეღარ ვახერხებ... - არა, ანო უარი რატომ უნდა უთხრა... - მაშინ, შენც თინასთან წამოდი - მოუვიდა იდეა. - არა, უხერხულია - იუარა. - არა, რა უხერხული - გახალისდა ანოც და ტანით კესოსკენ მიტრიალდა - წამოდი, რა... ძალიან გაუხარდება, თან გავერთობით - თვალიც ჩაუკრა. - ნამდვილად? - ჯერ კიდევ ყოყმანობდა კესო. - რა თქმა უნდა - ტაში შემოკრა გახარებულმა და ხელი ჩაკიდა - წამოდი, ისეთ რელაქსაციას ჩაგიტარებს თინაა.... - სულ სირბილით დაატივებინა სანაპირო. *** ვერანდაზე ისხდნენ და ანოს ელოდნენ, რომელიც ერეკლეს ესაუბრებოდა. - გააგებინე? - იმწუთას დაბრუნებულ ძმისშვილს ჰკითხა. - გავაგებინე - სკამზე ჩამოჯდა - ლევანსაც უთხრა, რომ გამოვლა არ გვჭირდება და არც სახლში დატოვება - კესოს გახედა - იციან აქ, რომ ვრჩებით. - თინა, მაპატიე - ლეკვის თვალებით გახედა ქალს - ამ ღამეს ასე დაუკითხავად შემოგეჭერით სახლში... - რა უნდა გაპატიო, კესო... მგონი სულ გააფრინე... სად დაიკარგა ის გიჟი გოგო მე, რომ გავიცანი?! - ეჭვისთვალით ჰკითხა. - ეს ბოლო პერიოდია, მართლა საერთოდ აღარ ვგავარ საკუთარ თავს - დანანებით ამოილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა. - მოდი, მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ - სკამიდან ადგომა დააპირა კესომ, რომ შეაჩერა. - არა, თინა არაფერი მაქვს დასამალი და მითუმეტეს მოსაყოლი. - დარწმუნებული ხარ? - ეჭვისთვალით გახედა ანომ. - რავიცი, რაც მოხდა მაგას თუ მოსაყოლი ამბავი ჰქვია... - უჰ, რაღაც ვგრძნობთ მე და ჩემი შვილი, რომ წინ დიდი ამბავი გველოდება - მუცელზე დაისვა ხელი - მიდი, აბა კესს დაიწყე, ახალგაზრდობა უნდა გავიხსენო - გადაიკისკისა. - მოკლედ..... - ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ორივეს. - და ამაზე ამბობდი შენ, რომ მოსაყოლი არაფერია? - ჰკითხა თინამ. - მოიცა, მოიცა... - სულ დაიბანა ანო - ანუ, ასე უბრალოდ მოვიდა, გითხრა გნატრობდიო, გაგეცნო, ნუ გაგეცნო რა სახელი და გვარი გითხრა და ვსო, გაქრა? - მიაშტერდა კესოს. - ზუსტად, მაგ თანმიმდევრობით ანო - გაუღიმა მასზე არანაკლებ შოკში მყოფ დაქალს. - მაპატიეთ ჟარგონისთვის და იმენა, საოცნებო ბიჭია - უთხრა გოგონებს თინამ - იდუმალი, მისტიური, თავდაჯერებული, რომანტიკული... - თინა, შენ მე რაღაც არ მომწონხარ, ხოარ დავურეკო დიმიტრის შუა გზიდან მობრუნდეს? - მაიმუნი გოგო ხარ, ანო - დაუბღვირა - ქალს, ოცნებაც არ მაცალოთ - გაეცინათ სამივეს. - და ახლა რა უნდა ქნა? - ჰკითხა ანომ. - და უნდა ვქნა რამე, რო? - გულუპრყვილოდ იკითხა კესომაც. - დიახაც - მზერა ანოდან კესოზე გადაიტანა თინამ - ხშირად ამბობენ დაიჭირე შანსიო... ჩემი აზრით კი, ამას ისევ სჯობს თავად შექმნა შანსი... დამიჯერე, ეს უფრო საიმედო და საამაყოა... შანსი არ უნდა დაიჭიროთ, ხალხნო, არამედ, შექმნათ... *** შუადღით სახლში მისულს ადამიანების მაგივრად, სახლი წითელი ვარდებით სავსე დახვდა. - ალო - ნენე, სად ხარ? - უნივერსიტეტში, შენ სახლში ხარ? - ლევანი? - ნენეს კითხვაზე არ უპასუხია. - დილით წავიდა თბილისში, პოეზიის სამდღიან ტურზე - ვაიმე - შუბლზე მიირტყა გაშლილი ხელი - როგორ დამავიწყდა. - არაუშავს, მალე ჩამოვალო დამიბარა - ტელეფონში გაუცინა - შენ სახლში ხარ, კესო? - ორანჟერიაში... - უპასუხა. - სააად? - მოხვალ და ნახავ, თუ უკვე ნანახი არ გაქვს - გაუთიშა და იქვე სავარძელში ჩაესვენა სულ დაბნეული. დიდი ხანი ფიქრი არც დასჭირვებია, იცოდა ვისი ხელიც ერია ამ მაბავში... აი გუშინდელი საღამოდან ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც კი გაახსენდა, მაშინ 100% დარწმუნდა თავისივე ვარაუდში. ,,შენ ფაქტიურად ვერ შემმაჩნიე, როცა მე წითელს გჩუქნიდი ვარდებს..." მგზავრების ,,ტანგო" *** ალექსანდრეს სასაფლაოზე იყო. - კარგა ხანია არ გამოჩენილხარ, შვილო - გვერდით საშუალო ასაკის მამაკაცი მიუჯდა ერეკლეს. - ნოდარი ბიძია - კაცს გადაეხვია - რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი... - მესაფლავეები, აბა ვის რაში სჭირდება შვილო ცოცხალ კაცს - მხარზე ხელი დაჰკრა ერეკლეს. - რა ლაპარაკია ახლა ეს - გაუწყრა - თქვენ, რომ არა... - კარგია, ალექსანდრესთან ხშირად, რომ დადიხართ - ალექსანდრეს სახეს გაუსწორა მზერა - ვიცნობდი, მე მამაშენს, ხშირად დადიოდა თავისი მშობლების სასაფლაოზეც... კარგი კაცი იყო, მამაშენი, კეთილი, ყურადღებიანი, მზრუნველი... ნამდვილი ადამიანი - ახლა ერეკლეს გაუსწორა მზერა - ნამდვილად - სიამაყით გახედა ალექსანდრეს - როცა შენს უკან მამა დგას ყველაზე დიდი ციხე-კოშია აგებული, რომელსაც ვერავინ გატეხს... - თანადგომის ნიშნად მხარზე დადებული ხელი მოუჭირა ერეკლეს და უსიტყვოდ დატოვა მარტონი მამა-შვილი. ასე მგონია, მამის გარეშე ცარიელი ეზოა ადამიანი... *** - ფქვილი არის, კვერცხიც, კარაქიც... - შუბლზე ხელი მიიდო გასახსენებლად - ვაი ჩემ თავს, ყველაზე მთავარი ყველი მავიწყდებოდა... - ყოჩაღ, დედა - აქოთქოთებულ ქალს სავსე საგორიალებელი კალათა გამოსტაცა ხელიდან - არა, ამ სიცხეში რა აჭარული ხაჭაპური მოგინდა, თემო - გახედა წინ წასულ შვილს და მარაო ამოიღო ჩანთიდან. - ნუ წუწუნებ, დედა. ჩემზე მეტად შენ გაგიხარდება მაგიდასთან, რომ დავჯდებით... - მე შენ გეტყვი, შენზე მეტად გამიხარდება უკვე მაგიდასთან დამჯდარს გაკეთებული, რომ მექნება... - კარგი, რაა... მე გავაკეთებ, მაშინ და შენ დაისვენე.... მერე იტყვი შვილმა მომართვაო... - ვაი, შე გლახა - თავზე წამოარტა ხელი - შენ რა უნდა გამიკეთო... არა სანამ გაკეთებამდე მივა საქმე, როგორც კი სამზარეულოში შეხვალ და ღუმელს დაანთებ, უკან გამოიქცევი, დარწმუნებულიც კი ვარ... ამ სიცხეში რა გამაჩერებსო... - ვცადოთ? - ჯინაზე დადგა თემო... - კაი, გეყოს თემო, თორე შეიძლება ისტერიკა დამემართოს და ვერავინ ვერ გამაჩეროს იმხელა ხმაზე დავიწყებ ამ მაღაზიაში სიცილს - ერთი მივიდეთ სახლში და მაგასაც ვნახავთ, ქალბატონო ნონა - ქალს ალამცერად გაუღიმა და კონულტანტს მიუბრუნდა ყველის ჩამოსაჭრელად... *** - ანო რამე მიშველე, რა - ოთახში შეუარდა დას. - ხომ მშვიდობა გაქვს, ილო - საწოლში წამოჯდა და სანათი აანთო - რომელი სააათია, კი მაგრამ? - აუუ, გეძინაა?! - შეიცხადია ილიამ. - არა, ვცეკვავდი - გაიხუმრა ანომ - არა, ნამდვილად მეძინება, ეს რაებს ვამბობ - მასაც გაუკვირდა და გაკვირვებულ ძმას ახედა - ჰო, კაი ნუ ჩამოგივარდა ყბა, რა გინდოდა მითახრი... - ჩაიწიე - არ მითხრა, რომ ჩემთან წვები... - ხო, რა იყო გაიჩინე შეყვარებული და უკვე დიდი გოგო ხარ? - ამის გამო შემომივარდი ამ შუაღამეს ოთახში? - ბალიში ჩაარტყა თავში ილიას. - აუ, ანოო - გაახსენდა და ისევ დაიწყო - თამთაა ჩემზე გაბრაზებული... - დაიწყო წუწუნი. - გაფიცებ, ასეთს რას უშვრები ამ საწყალ გოგოს დღეში სამჯერ, რომ გიბრაზდება... - ოოო, ისეთი არაფერი გამიკეთებია... - კარგი, ბატონო, მოყოლას თუ არ აპირებ, შეგიძლია მიბრძანდე - სანათი ჩააქრო და გვერდზე გადაბრუნდა. - კარგი, ანო რაა - დაიწუწუნა ისევ ილიამ და შუქი აანთო - ნახე არადა რა საყვარლად მივწერე და მაინც აზრი არ აქვს - გოგო მისკენ მოაბრუნა და ტელეფონი აუფრიალა წინ: ,,გაბრაზებულებმა არ დავიძინოთ" ,,შევრიგდეთ ჯერ" ,,არ გიშვებ" ხმამაღლა წაიკითხა ანომ. - გაფიცებ, ოთხი წლის გოგოს წერ ეს თუ რა არიიის? - გადაიკისკისა ანომ - შენ არ ხარ საღად - ღიმილნარევი სახით უთხრა და ისევ გვერდზე გადაბრუნდა... - ანო, გთხოვ რაა.... - ისევ აზმუილდა ილია... ალბათ, თქვენც და ანოც მიხვდით ხომ, რომ იმ ღამეს ძილი არ ეწერა?! *** - და რა უნდა უქნა ამდენ ვარდს? - ჰკითხავ გაკვირვებულმა ნენემ კესოს. - ეგ მე ვიცი... - უპასუხა და ტელეფონი მოიმარჯვა ბავშვებთან დასარეკად. *** - ნელა, ბიჭო, არ ჩამოვარდე - ქვემოდან იჭერდა ანდრო. - გაჩუმდები თუ უკან დავბრუნდე და მე გაგაჩუმო? - დაუბღვირა ზემოდან ერეკლემ. - მეტი მეკუთვნის, რომ წამოგყევი.... - კარგი, მაშინ მეც გავითვალისწინებ მაგას მომავალში - უთხრა და ფეხი მეორე სართულის ფანჯრის რაფას დაადგა. - ერეკლე... - ჰოოო - გასძახა ისე, რომ არ გაუხედია ანდროსკენ. - ერეკლე... - ჰოო, ჰოოო... რა ჯანდაბა გინდა, ბიჭო? - გახედა მეორე სართულის აივნისკენ მიპყრობილ მზერიან ანდროს. - სალამი, ბიჭებს - მიესალმა გაკვირვებულ ძმაკაცებს. - ილია? - ახლა ერეკლე მიაშტერდა - ისა, ჩვე....ნ - დაიწყო ლუღლუღი. - კარგი, გთხოვ... რამე არ დაგემართოს - გაუღიმა დის შეყვარებულს და ხელი გაუწოდა დასახმარებლად. - აქ რას აკეთებთ? - როგორც კი უსაფრთხოდ, მის გვერდით აივანზე დაიგულა ერეკლე ჰკითხა. - მე არაფერ შუაში ვარ, პროსტა გამოვყევი - გაიცინა ანდრომ. - ნწ, აწი მე აღარ ვთხოვდი შენ ადგილას ამას დახმარებას - უთხრა ერეკლეს ანდროზე - კაი, მიდი ანო ოთახშია - მხარზე დაჰკრა ხელი. - ოპა - წამოიყვირა ანდრომ. - ჩაკვდიიიი - ილიას წყლის ბოთლი ესროლა ერეკლემ ანდროს - ილია, უნდა დამეხმარო - მუდარით სავსე თვალებით გახედა ბიჭს - ანო, უნდა გამოიყვანო ცოტა ხნით მისი საძინებლიდან... ილიას კი გაუკვირდა, თუმცა თავი გააქნია და სიტყვებით: ეს ხალხი გადამრევს - აივანიც დატოვა. ილიას ანო სააბაზანოში შესული დახვდა, ამიტომაც ერეკლეს ნიშანი მისცა, ყველაფერი მზადააო და თვითონ ქვემოთ ანდროსკენ დაიძრა. *** საწოლზე გაწოლილი ანო დალანდა თუ არა, მისწერა: ,,ზემოთ აიხედე" ანოს კი მისი საწოლის ზემოთ, კედელზე თავისი და ერეკლეს უზარმაზარი ფოტო დახვდა, რომელიც ტანგოს საღამოზე იყო გადაღებული, როდესაც კარებში შედიოდნენ. სავარუდოდ, რომელიმე ფოტოგრაფის გადაღებული უნდა იყოსო, იფიქრა, რადგან ამ სურათის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ეგრევე ერეკლეს დაურეკა: - სად ხარ? - ხმაური შემოესმა ტელეფონში. - შენთან სახლში - რაა? - გაუთიშა თუ არა პიჟამოების ამარა, ეგრევე კიბეზე დაეშვა. ხმაური მისაღებიდან შემოესმა და იქეთკენ დაიძრა. - აი, ჩემი გოგოც მოსულა - კიტა დაიძრა კარებში გახევებული ქალიშვილისკენ - მოდი, მა ნახეე ილიამ სტუმრად ვინ და ვინ მოგვიყვანა?! - სუფრასთან მოკალათებულ უხერხრულად აწურულ ანდროს და ერეკლეს გაუსწორა მზერა, იქვე აფერისტულად მომღიმარი დიდი ძმაც დალანდა, მხიარულ დედასთან ერთად. - თქვენ აქ? როგორ? რანაირად? - კიტამ თავის გვერდზე დაიჯინა თუ არა ანო, იკითხა. *** რეპეტიცია ჰქონდათ გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საღამოს კონცერტისთვის. - მგონი, დღეს მოვრჩით ხო? - იკითხა იატაკზე გაწოლილმა ბენდის ერთ-ერთმა წევრმა. - მგონი, კი - დაღლილი ხმითვე უპასუხა ნენემაც. - ბავშვებო - ბენდს გამოეყო პიანისტი - რამდენიმე ბილეთი მაქვს რეგიონის კონცერტის, 30 ივნიისს აქვთ ბათუმში, მე და ჩემი მეგობრები მივდიოდით, მაგრამ აქედან ორი ავარიაში მოხვდა და შესაბამისად, ვეღარ მივდივართ... - ერეკლემ შეაწყვეტინა. - ხომ კარგად არიან? - კი, კი, უბრალოდ ერთს ფეხი აქვს მოტეხილი და მეორეს მცირე ტვინის შერყევა - გაეცინა - ზუსტად ეგ აკლდათ... ჰოდა, მოგცემთ ბილეთებს და თქვენ წადით ვისთან ერთადაც გინდათ. - დარწმუნებული ხარ? - იკითხა აჟიტირებულმა ნენემ. - გიყვარს რეგიონი? - ჰკითხა დრამერმა - მერედა როგირ... - ეგრევე უპასუხა. - ხოდა, გუგა ჩემი ბილეთიც ნენეს მიეცი, მე 30ში ქორწილში მეჯვარე ვარ. - მართლა? - გადაეხვია ბიჭს - მადლობააა - ყურში ჩაჰყვირა. - მშვენიერი - ბავშვებისკენ დაიძრა გუგაც - ასე ეს თქვენ და როგორც გინდათ ისე გადაინაწილეთ - მხარზე დაჰკრა ხელი ერეკლეს და ბედნიერ ნენეს თვალი ჩაუკრა. *** - ჯანდაბა - მტვერვის ხმა შემოესმა ლევანს სამზარეულოდან და იქეთკენ დაიძრა. - დაიცა, მე ვიზამ - ნამსხვრევების ასღებად დახრილ კესოს მიუახლოვდა - ხელი არ გაიჭრა, შენ - ამასობაში კესოც მაგიდასთან ჩამოჯდა. - ხომ კარგად ხარ? - წყლით სავსე ჭიქა დაუდგა წინ ლევანმა. - თუ ამასაც კარგად ყოფნა ჰქვია - ჩაილაპარაკა და სავსე ჭიქა მიიყუდა. - მე გამოვიცნო რა გჭირს ეს დღეები თუ შენ თვითონ მეტყვი? - გაუღიმა პატარა დას. - ისეც, ხომ ყველაფერს ხვდები ? - ლეკვის თვალებით ახედა ძმას. - ნუ ისეთი პროფესია მაქვს, სულ რომ ვერაფერს ვხვდებოდე ჩემით, ის მიმახვედრებს - წინ ჩამოუჯდა. - არადა, ზეგიდან ფინალურები მაქვს - ამოიღლუღა. - არანაირი დრო არი იცის... - რა? - რამ და მე კესო, მე - ჩაიქნია ხელი. - ცოტა უნდა მოვბილიზდე - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. - შეძლებ? - შევძლებ? - იქეთ შეუბრუნა კითხვა. - თუ მოინდომებ ყველაფერს, კეს... - მიუახლივდა, თავზე აკოცა და უთხრა - სხვის იმედზე არასდროს არ იყო, ერთადერთი ძალა საკუთარი თავია - საფეთქელზე მიადო საჩვენებლი თითი და მალევე, მარტო დატოვა სამზარეულოში კიდევ უფრო არეული გოგონა. *** - ვწუხვარ, მათ გამო, ვინც მხოლოდ ბნელი მხრიდან მხედავს... ადამიანის თვალში კი არა, ყველა სარკეში სხვანაირი ვჩანვარ. - ვაჩე, ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტე შენთან შეხვედრა - გააწყვეტინა ლევანმა - მე არ მჯერა სხვის ნათქვამი რაღაცების, რადგან ხანდახან საკუთარი თვალი და ყურიც კი მატყუებს... - აბა, მაშინ რატომ შემხვდი, ლევან? - ჩემი და გიყვარს? - მაგის საკითხავად შემხვდი? - ვაჩე, საერთოდ იცნობ? - დავიჯერო, სიყვარულს ცნობა და ახსნა სჭირდება? - ახსნას არც არავინ გთხოვს, ვაჩე... სიყვარულს ახსნა არ აქვს, უბრალოდ უნდა იგრძნო... - მაშინ, რაღატო ვსაუბრობთ? - არ მინდა, რომ გული ატკინო... - კაი, ლევან, რა... სამყაროში საერთოდ რაიმე არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა? - და შენ რა გინდა? - სიცოცხლე... - ვარსკვალავებანთებული თვალებით შეხედა ლევანს. - ანუ, შენ მართლა გყვარებია, ვაჩე კესო.... ხელები ამიწევია - სინამდვილეშიც ხელები ასწია ლევანმა და.... ,,სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!" *** - გავიგე, ფინალურებზე ნერვიულობსო - საძინებელში შესულს სავარძელში დახვდა მოკალათებული. - შენც, მაინდამაინც, ზუსტად წინა დღით გადაწყვიტე გამოჩენა, არა? - მისკენ დაიძრა და იქვე ფანჯარსათან დადგა - ასე, უკითხავად კიდევ მერამდემედ უნდა შემოხვიდე ჩემ სახლში? - ზურგით იდგა სავარძლისკენ და ისე ესაუბრებოდა. - მერამდენედ? - უკან დაუბრუნა კითხვა. - მეორედ - კესომაც უპასუხა, რაც იცოდა - მეორედ - გაეღიმა და ფეხზე წამოდგა - კარგი, იდეა იყო ვარდების ქუჩაში, ხალხისთვის დარიგება... - ყურში ძალიან დაბალხმაზე უჩურჩულა და უკან ამოუდგა ისე, რომ მისი ცხელი სუნთქვა კესოს კისერს ეცემოდა პირადპირ. - აბა, ქაჯივით და უმადურად, ხომ არა მოვიქცეოდი, არა? - ბიჭისკენ აუღელვებლად შემოტიალდა და თვალი თვალში გაუყარა - არადა, მეგონა გეცოდინებოდა ყვავილები, რომ არ მიყვარს.. - ცინიზმით უთხრა. - რომ ვიცოდი, ზუსტად მაგიტომაც ყველა ხელოვნური იყო და არც ერთი ბუნებრივი - წინ ჩამოყრილი თმა ძალიან ნაზად ყურს უკან გადაუწია - მიდი, რას ელოდები?! მკითხე - მზერა არ მოუშორებია კატოს ჯიუტი თვალებისთვის. - აქამდე სად იყავი? - მანაც პირადპირ კითხა. - აქამდე თუ ზოგადად სად ვიყავი? - მომაკვდინებლად გაუღიმა. - მე აქამდე მაინტერესებს, მაგრამ თუ გინდა შენ ზოგადადაც მითხარი... - კესო - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა კესოს სახელი - პირველ რიგში, ადამიანს უნდა გინდოდეს მთელი ცხოვრების გატარება საკუთარ თავთან, შემდეგ, რომ სხვასთანაც შეძლო იგივე... - და შენ, უკვე გინდა? - კესო, მე კი არა, შენ გინდა ნამდვილად? - რა? საკუთარ თავთან მთელი ცხოვრების გატარება? - ვითომ ვერ მიუხვდა და გაიკვირვა. - კესო - გოგონას გულუბრყვილობაზე გაეღიმა - თუ თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვაბისგან ბევრს ნუ ველოდებით... - და შენ, უკვე გინდა? - კვლავ ჯიუტად ეკითხებოდა ბიჭს. - კესო, ბოლოს ყველა იმედგაცრუება, ტკივილი, შიში, შფოთვა, გაურკვევლობა - ყველაფერი ქრება, როცა ვიღაცაში იმედს იპოვნი. იმედს - რომ მარტო არ ხარ... მოტივაციას - რომელსაც დიდხანს ეძებდი... ერთგულება - რომელიც დაგავიწყდა როგორია... ზრუნვას - რომელსაც იმსახურებ... და ბედნიერებას, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი - პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ხელი ჩამოისვა და მეორეთი კესოს მტევანი მოიქცია მუჭში - და, ჰო, უკვე მინდა კესო, რადგან მე შენში იმედი ვიპოვნე... როცა ვიღაცაში იმედს იპოვნი, თქვენ ერთი მთლიანობა გახდებით... იმედი მაქვს, მოგეწონათ... ველი შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.