ყველა'ფერი ( ოცდამერვე თავი )
ტელეფონის ხმამ გააღვიძა დილით. - მმმ - ამოიგმინა. - ალო... ანო? - ჰმმმ... - გაიღვიძე, უკვე ათი დაიწყო, თერთმეტზე გამოცდა გაქვს დღეს, ხომ არ დაგავიწყდა? - ტელეფონშივე იგრძნო როგორ გაეღიმა ერეკლეს. - ერკეე... - ამოიწუწუნა. - ჰოო? - მოდი რაა.. - სად მოვიდე? - გაუკვირდა. - მომაკითხეე, ჩემით ვერ ავდგებიიი... - კარგ... - ქალბატონო... ოჰჰ, მეც არ ვიფიქრე გავაღვიძებ თქო, თურმე მოუსწრია უკვე იმას - ოთახში შემოსული სახტად დარჩა ილია - კაი, გამარჯობა შენი, ერეკლე - ხელიდან გამოსტაცა ტელეფონი ანოს და თან თხელი გადასაფარებელი გადააძრო - შენც ადექი უკვე - თითი დაუქნია და ანოს ტელეფონთან ერთად საძინებელი დატოვა. - სიზმარია? - ამოიგმინა ანომ და თავზე ბალიში დაიფარა. *** გამოცდიდან კმაყოფილს კატო დახვდა იქვე. - რა კარგია აქ, რომ ხარ - გადაკოცნა. - ხოო, მშვიდობ... - ვინღა დაასრულებინა უკვე ტელეფონზე საუბრობდა ანო. - არა, მიჯნურს, რომ არ შეეხმიანოს ისე როგორ შეიძლება - დაიწუწუნა და ოდანავ წინ წასულს გვერდით ამოუდგა. - არა, ხო.. ასე ერთ საათში გამოგივლით და სადმე მაქვე დავსხდეთ, მერე შენც, რომ არ დააგვიანო... - კატო გაკვირვებული უსმენდა, ვერ მიმხვდარიყო ერეკლეს თუ ვის ესაუბრებოდა ანო - კი, კი, როგორ არაა... მე და კატო - დაქალს გახედა - არაა პრობლემა, რომ მოვალთ, დაგირეკავ.... კარგიი, დროებით - გათიშა და გზა ხმის ამოუღებლად გააგრძელა, ელოდებოდა კატოს ვულკანივით ამოფრქვევას. - არაა.... სპეციალურად იშტერებ თავს ხო? იცი, რო უნდა ავფეთქდე და შენც მელოდები? - მისკენ მოაბრუნა ანო - ვინ იყო? მეგონა შენს მიჯნურს, ერეკლეს ესაუბრებოდი - ლეკვის თავალებით ახედა დაქალს - ანოოო... - კარგი, ჰოო... არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარეობაში ყურებაა - გვერდიდან მიიხუტა დასამშვიდებლად - ერეკლეს გამოცდა აქვს და რომ მორჩება თვითონ დამირეკავს, ახლა კი, თამთას ვესაუბრებოდი.... - ჰოდა - შეაწყვეტინა. - მოუთმენელო - გაეღიმა - ხოდა ახლა მე და შენ სამსახურში გავუვლით და მერე სადმე კაფეში წავიდეთ, არა? უკეთ გავიცნოთ გოგო და ცოტა ყურადღებაც გამოვიჩინოთ მის მიმართ... - მაგგ გოგოს ილო არ ეყოფოდა? კიდე ჩვენი გაგიჟება აკლდა? - გიცინა. - კატო.... - კარგი, ჰოო *** - ანუ, როგოც ყველას, შენთანაც არ კარგავს მის მავნე ჩვევებს და გაგიჟებს, არა? - ჰკითხა კატომ ამ ჯერად, მათთან საკმაოდ გახსნილ გოგონას. - ძალიან ხშირად ვჩხუბობთ - თავი გააქნია - ნუ სერიოზულად არა, მაგრამ ხშირად ვტომი-ვჯერობთ... - ვაა, ეს რაღაც ახალი გამოხატვის ფორმაა... - ახალი გამიხატვის ფორმა ახლა ნახეთ თქვენ - თქვა შემოსასვლელი კარისკენ მიშტერებულმა ანომ. - ანო? - მის მზერას კესომაც გააყოლა თვალი - უიჰ, რა კარგია თამთა ზურგით, რომ ზიხარ... - რა ხდება? - გაკვირვებულმა ჰკითხა გოგონებს და ის ის იყო კარისკენ უნდა მიბრუნებულიყო, მის წინ მაგიდაზე ვიღაცის ხელი, რომ გამოჩნდა.... - სალამი გოგონებს - მომაკვდინებლად გაუღიმა დას და დასავით მყოფს. - ილია? - ბიჭის ხელს ატაარა მზერა და მალევე მის სახესაც გაუსწორა თვალი თამთამ. - არა, რომ დაადეთ თავი და გაუფრთხილებლად წამოხვედით, ტელეფონებზე მაინც, რომ ჩაგერთოთ ხმა, არცერთს არ მოგსვლიათ აზრად ხო? - რა იყო კი მაგრამ? - გაუკვირდა კატოს. - მე დამიჯდა - უდარდელად თქვა თამთამ. - დაგიჯდა, ხო? - ალმაცერად ჰკითხა გოგონას და მისი სკამი ოდნავ გამოსწია. - ილია, რას აკეთ..... - დასრულება ვეღარ მოასწრო, რადგან უკვე მხარზე გადაკიდული ჰყავდა ბიჭს და კარისკენ ისე დაიძრა, თითქოს, დის ძახილი საერთოდ არ მისწვდომია მის ყურთასმენას... *** ნატას პირველი ეროვნულის, ქართულის გამოცდისთვის ეხმარებოდა, ტელეფონზე წერილი რომ მოუვიდა: ,,არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო..." იოანე იყო. წაიკითხა თუ არა, მარტო დატოვა ნატა თავი ოთახში, აივანზე ფეხშიშველა გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო და დაურეკა: - სიგიჟემდე მომენატრე, იო... - მე კიდევ ასი ათასჯერ გინატრე... - დაბალი ბრაიტონით ჩასჩურჩულა ყურში ტელეფონიდან კიდევ უფრო აღელვებულ გოგონას. დრო გადის ძალიან ნელა, როდესაც ვიღაც გენატრება... და ამასთან ერთად, დისტანცია არ ამცირებს სიყვარულს, ძვირფასი რჩება ძვირფასი, თუნდაც ის შორს იყოს მხედველობისგან... *** - ალოო, ანო... სად ხარ? - ჩაჰყვირა ყურმილში. - ხომ მშვიდობაა, კატო... რა ხმა გაქვს?! - შეშინდა გოგონა. - იზო ბებომ, ისევ პატარა ქალბატონი დამიტოვა - გახედა საწოლზე გაწოლილს - ხოდა, შენც მოდი, რაა... - დაიწუწუნა. - გული გამისკდა - ამოისუნთქა - მე და ერეკლე ვართ ბულვარში, გამოდი შენც და გავასეირნოთ ბარტყიკო - ღიმილით უთხრა. - არა, შენ და ერეკლე თუ ხართ, არ შეგიშლით ხელს - ამოილაოარაკა და ის ის იყო, ყურმილი უნდა დაეკიდა ანოს ტელეფონიდან ერეკლეს ხმა, რომ შემოესმა - ქალბატონო, ახლა მოგინდა შენც ანგელოზის როლის მორგება, ხომ?! მოკიდე ბავშვევს ხელი, ჩემ ბიძაშვილს, შენ ქვედა მეზობელეს, თემოს შეუარე და ბულვარში მოდით ტბასთან - სიტყვის თქმა აღარ დააცალა, გაუთიშა. - უჰჰჰ, აბა ქალბატონო, გავემაზდოთ? - დახედა მისკენ წამოწეულ ბავშვს და ახლა ტელეფონზე თემოს ნომერი აკრიფა... *** - ამ სიჩქარე, სიჩქარეში ჩუსტებით ჩამოვსულვარ - დახედა თუ არა თავის ფეხებს, თქვა. - მერედა, რატომ ჩქარობდი? - ყურს უკან თმა გადაუწია დამწუხრებულ კესოს. - შენ არ მითხარი, მალე ჩამოდიო?! - გაკვირვებულმა ჰკითხა. - მე გითხარი, გაემზადე და მალე ჩამოდი თქო - გაეღიმა გოგონას გულუბრყვილობაზე ვაჩეს... - ხოდა, მეც ეგ არ ვთქვი? - კარგი, კარგი, მოდი ჩაჯექი - ხელი მოკიდა და მეორეთი მანქანის კარი გაუღო - რა? - გაკვირვებულ გოგონას ჰკითხა. - სად მივდივართ? - ხუთ წუთში ნახავ. თეთრი, უამარავი ფანჯრით, ორ სართულიანი შენობის წინ გააჩერა მანქანა. ხმის ამოუღებლად შევიდნენ და ავიდნენ მეორე სართულზეც. უცებ უამარავი ბავშვით სავსე ოთახში აღამოჩნდა კესო. - მგონი, უნდა იცოდე, რომ შენი შეყვარებული ქორეოგრაფია, არა? - კესოს ზურგს უკან ამომდგარმა, ყურში ჩასჩურჩულა ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას. *** - რა კარგია, რომ მოხვედი, ერეკლ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა - ანო? - გამარჯობა, ეკატერინე - ქალს გადაეხვია - ერეკლეს, არ სცალია, გამოცდა აქვს და მე ვთხოვე, რომ არ ეთქვა თქვენთვის ჩემი მოსვლის შესახებ, რადგან ვიცოდი, უარს ეტყოდით - გაუღიმა ქალს - არადა, რამდენი საქმე გაქვთ... - ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ანო - გაეღიმა ქალს - მოდი, ჩამოჯექი ყავა დავლიოთ. - არა, მადლობა - შესციცინა თვალებში - ყავა არ მიყვარს და თან მე აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი... - მხარზე ხელი დაადო ქალს და საუველირო მაღაზიაში ახლად შემოსული კლიენტებისკენ დაიძრა. აკეთო სიკეთე არაფრის გამო, დიდი შინაგანი ბედნიერებაა... *** თემოსთან იყვნენ. - რა კარგია, დღეს კვირაა - თქვა ლევანმა და სავარძელში ჩაესვენა. - რამდენი ხანია, ყველანი ერთად არ ვყოფილვართ - თვალი მოავლო მისაღრბში მსხდომთ ნენემ. - მოდი, ზღვაზე წავიდეთ - წამოაყენა ახალი იდეა თემომ. - მაშინ, მე ვაჩეს ვეტყვი - ეგრევე დაეთანხმა კესოც. - აუ, ეს შეყვარებული წყვილები არ გვინდა, რა - დაუბრღვირა თემომ. - ანუ, მე და ანოც არ წამოვიდეთ? - ერეკლემ გახედა თემოს. - კაი, რა იყო ტოოო... ვიხუმრე - კაი, ერეკლე შეეშვი ბიჭს, თავისი გასაჭირი აქვს - ხელი გადაუსვა თავზე ანდრომ. - ხელი ბიჭო - მოიშორა ანდროს ხელი - რა გასაჭირი ერთი, აბა მითხარი? - რადა, რომ დაყიალობ მარტო - უაპასუხა სიცილით ლევანმა. - და შენ, ბევრი გყავს? - ჰკითხა ლევანს. - ეს, მართალი გითხრა, ძამიკო - ხელი გადახვია ლევანს კესომ. - ანუ, გავემზადო, მივდივართ? - იკითხა კატომ. - ჰო, მიდით და წავიდეთ. ოღონდ, არ უნდა ახლა ორი საათი მომზადება - თქვა ლევანმა. - არ დაგვაყუდოთ, რა - მუდარით სავსე თვალებით ახედა ერეკლემ ანოს და დაიშალნენ. შუადღის ორ საათზე სანაპიროზე იყვნენ. - არა, ჩვენც მაგრები ვართ - მცხუნვარე მზეს ახედა - ამ დროს, რამ მოგვიყვანა? - არაუშავს, გამოცდებზე დამწვრები მივალთ - უპასუხა კატომ თემოს. - და ვინც ვმუშაობთ? - ჰკითხა ვაჩემ. - მაშინ, თქვენ სამსახურში - გაუცინა ბიჭს და ზღვაში პირველი შევიდა თემოსთან ერთად. - მე მეზარება, ჩადით თქვენ და მერე ჩამოვალ - თქვა იოანემ და იქვე შეზლონგზე გაწვა. - რა იყო, იო მონატრება ხომ არ შემოგაწვა? - ჰკითხა სიცილით ლევანმა. - აი ეგ მონატრება იქნება ახლა შენ, რომ შემოგაწვება - ზღვისკენ გაქცეულს უკან დაედევნა იოანეც. - ორი წლის ბავშვები არიან - გაიცინა ანომ და ფეხზე წამოიმართა - აბა, მოდიხარ? - მისკენ მომზირალ ბიჭს ჰკითხა. - შენი აზრით, შემიძლია შენ რამზე უარი გითხრა? - მომაკვდინებლად გაუღიმა და ფეხებში სტაცა ხელი. - ერეკლე, დამსვიიი - მხრებზე ურტყავდა ხელებს - დამახრჩოოობ... - ეგრე მიცნოოობ? - მიარბენინებდა ხელებში აყვანილს და თან უღიმოდა. - ლევააან, ტელეფონზე გირეკავრეენ - გასძახა წყალში მყოფ ძმას, რომელიც იოანეს დახრჩობას ცდილობდა. - უპასუხე რა - გამოსძახა. - უცხო ნომერია, ამოდი და შენ თვითონ უპასუხე - დაუყვირა ხმის გასაგონად და ჩანთიდან კრემი ამოიღო. - არ ჩამოდიხარ? - ჰკითხა ვაჩემ. - ნწ, მეზარება... ჯერ ზაგარს მივიღებ - ახედა ფეხზე მდგომ ბიჭს. - კაი, რაა.. აბაა, მე მარტო ჩავიდე? - რა იყო, ზვიგენი შეგჭამს? - როგორ ხუმრობ - დაუბღვირა. - კაი, მოდი ეს წამისვი ზურგზე - კრემი გაუწოდა ბიჭს - და დავფიქრდები... - შენ მომიღებ, მე ბოლოს... - თქვა ძალიან ჩუმად ვაჩემ და კესოს ზურგათან მოკალთდა. - ალოო, დიახ, მე ვარ... კი. კიიი.. რა თქმა უნდა... პირველი? მე?.... მართლა... კარგით.... მადლიბა.... ნახვამდისსს - მორჩა თუ არა დაიყვირა - არიიიის.. - ფეხზე ჩამოხტა და სასცილოდ ცეკვა დაიწყოოო - ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა კესომ ძმას და სათვალე თავზე აიწია - ლევააანნ.. - ფუუუ - უცებ შეზლონგზე ახტა - ფეხები დამეწვაა... - ვინ იყო? - წყლიდან ახლახანს ამოსულმა იოანენ ჰკითხა... - იოოი - ზურგზე მოახტა ბიჭს - თბილისისს სამდღიან პოეზიის ტურში გავიმარჯვეეე - ყურში ჩაჰყვირაა - ალბათ, ბოლოს წინა ადგილზე გადი, ხო? - გაუცინა ლევანს. - შურიანო - დაუბღვირა და მხარზე უკბინა ბიჭს... - ეგრე, ხო? - სიტყვის თქმაც არ აცადა, მხურვალე ქვებზე მოადო ზღვართანი ლევანმა.. - ვაი ზურგიიი.... - და რა მოიგე, ლევან? - ჰკითხა ინტერესით კესომ. - ორი საგზური... - ალბათ, თბილისში, ხო? - გაეცინა თემოს. - არა, ვენეციაში... - გაუღიმა ბიჭს. - მართლაა? - გაუხარდა კესოს. - ჰოოო, კეესს - ხელში აიყვანა და და დაატრიალა. - მერე, შენ და ვინ მიიდხართ? - დაინტერესდა კატო. - მე ვერაა, ვმუშაობ და თან რა მინდა ვენეციაშიი... - ვერააა ეს ბიჭი ჯანსაღად, ხომ ვამბობ არა, მე?! - თავზე შემოურტყა ხელი ანდრომ. - ჩემს ქალბატონებს - ნენეს და კესოს გადახვია ხელი - ჩემ სახლში მცოვრებბბს მივცემ და წავლენ, ხო? - დას დახედა. - რაა? - გაუკვირდა ნენეს. - ლევაან - დაიწყო კესომ და ვაჩეს გახედა - მე, ვერააა.... *** კვირას ზღვის შემდეგ სახლში დაბრუნებულთაგან, იოანემ ვეღარ მოითმინა და გეზი ქუთაისიკენ აიღო. - ნატა - დაურეკა და ხმა მაღალზე ჩართო - მარტო ხარ? თუ არა ისეთ ადგილას გადი სადაც მხოლოდ შენ იქნები. - ისეც, მარტო ვარ იოო... ხომ მშვიდობაა? - ნაინა სად არის? - ირაკლის ეხმარება ყვავილების დარგვაში. - ძალიან კარგი - გაუხარდა - მოვდივარ მე და ირაკლის უთხარი დიდხანს გააჩეროს მასთან... "სიყვარული ქორწინების მერეა ძნელი მოსათხრობი, თორემ იქამდე პოეზიაა." ლევ ტოლსტოი *** რეგიონის კონცერტი იყო ღია სივრცეში. მხოლოდ წყვილები: ერეკლე და ანო, კესო და ვაჩე იყვნენ, ნენესთან და კატოსთან ერთად. დანარჩენები თავიან საქმეებზე იყვნენ გადანაწილებულნი. - ძალიიიან მიყვარს რეგიონი - სანამ ახალი სიმღერა დაიწყებოდა თქვა ნენემ. - მე მხოლოდ რამდენიმე სიმღერა ვიცი მათი ისიც იმიტომ, რომ ანო უსმენს ხოლმე - ერეკლეს მკლავებში მოქცეულ დაქალს გახედა. - მიხარია, რომ გაგიცანით და დღეს თქვენთან ერთად ვარ - ყველას მოავლო თვალი ვაჩემ და ბოლოს მის წინ მდგარ გოგონას გაუსწორა მზერა - არ მჯერა, რომ რეალური ხარ... - გაუღიმა. - დაგაჯერებ - უთხრა თუ არა მის ბააგებს შეუერთა თავისი - შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ - კისერზე მოჰხვია ხელები, ცერებზე აიწია და სასიამოვნო მელოდიას თან ააყოლა ტანი. ,,Სხვა ფიქრებს, როგორც ტყვიებს, ნასროლს უმისამართოდ Მეტს ვეღარ ვიცილებ და მოაქვს უშენობის დროს გული გადახტება წინ, რომ ასწრებს ხოლმე გონს ყინვაში ვერ ძლებს, ის მზეს ეძებს არ ღალატობს და შენს მაძებრად მიმაქანებს აწყვეტილი ასე შორს, Რაც წლები მოგიხატავს ქარი ცდილობს წაიღოს Სიტყვას თუნდაც ერთხელ ნათქვამს მაინც შეგვინახავს დრო Ჩამომდგარი გაზაფხული ზამთრის ქარებს დაათბობს..." ზურგს უკან ამოუდგა ანოს და, ყურში, მხოლოდ ანოსთვის გასაგონ ძალიან დაბალ ხმაზე გააგრძელა სიმღერა: ,,Სად არ იარა ( ვიარე ) და მაინც შენსკენ ეძებს ( ვეძებ ) გზებს Შეხვედრის ჟრუანტელს გულს რა გადაავიწყებს Ეს ლექსიც წინას გავს და ვიცი გაგახსენებს ბევრს Მასშივე იწყება არ მთავრდება, უძლებს წლებს Ბევრი ვცადე და მაინც ვერ დავმალე Მოლოდინში ვარ თვალი ვერ დავღალე უხმო დღეები რამდენი გადავთვალე, გზები მივანდე, დიდხანს ვაცალე Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე Შენზე ნამღერით რამდენჯერ დავიცალე Რა არ ვცადე და მაინც ვერ დავმალე მოლოდინში ვარ, თვალი ვერ დავღალე უხმო დღეები რამდენი გადავთვალე აფრებს მივენდე, დიდხანს ვაცალე Სავსე თასებიც ბევრი გამოვცალე Შენზე ნამღერითაც ბევრჯერ დავიცალე...." რეგიონის ,,ბარათი" https://youtu.be/QSLMVtE98uE იქვე ყურს უკან, სველი კოცნა დაუტოვა მის მარწუყებში მოქცეულ ათრთოლებულ გოგონას... იმედი მაქვს, მოგეწონათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.