დადიანის ქალი! - 17 თავი
მოკლედ, რომ გითხრათ აგვისტოს ბოლოსკენ დავასრულებ ამ მოთხრობას. დღეიდან ძალიან აქტიურად დაიდება. ერთი კვირაა კოშმარები ესიზმრება და შუაღამე სრულიად ოფლიანი იღვიძებს. სიბნელეშია, მის ირგვლივ არაფერი რაღაც დროის შემდეგ კი ის ხმა ესმის, რომელიც ყველაზე დიდ ტკივილს აყენებს და ყველაზე დიდ შიშს უღვიძებს და ისევ ის სიტყვები. - ისევ შევხვდებით! თარაშ დადიანის მეოთხმოცე იულბილესთან დაკავშირებით, დადიანებმა გადაწყვიტეს დიდი ნადიმი მოეწყოთ. მთელი ოჯახი დიდ სამზადისში იყო. საღამოს ექვს საათზე კი ყველა მაგიდას მიუსხდა, ქალბატონი ეკატერინეს და მისი რძლების გარდა. - ყველა რომ დავჯდეთ მაგიდას ვინ შეავსებს? - ასე უპასუხა ეკატერინემ ალექსანდრეს თხოვნას, რომ დამჯდარიყო. რათქმაუნდა ნატალიც და დაჩიც იყვნენ ოჯახისთვის ამ მნიშვნელოვან დღეზე, მაგრამ არც ჭორიკანა მეზობლების რაოდენობას უჩიოდნენ ვისაც აინტერესებდა ვინ იყო დაჩის მამა. საღამო მშვიდად მიმდინარეობდა, თარაშ დადიანმა ძალიან ბევრი მილოცვა და საჩუქარი მიიღო, მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ალექსანდრეს და ანაბელის საჩუქარი აღმოჩნდა, რომელიც ბატონ თარაშს კიდევ ერთ შვილთაშვილის ჰყოლაზე ატყობინებდა. ნატალიც ძალიან ბედნიერი იყო მანამ, სანამ ის ხმა არ გაიგონა. - გილოცავთ, ბატონო თარაშ! - ეგონა რომ ეჩვენობოდა, მაგრამ რაც უფრო და უფრო აანლიზებდა რწმუნდებოდა რომ ეს ხმა "მას" ეკუთვნოდა. - კიდევ დიდხანს გისურვებთ ცხოვრებას. - ხელი ჩამოართვა და საჩუქარი გადასცა. - მადლობა, ზუკა ხომ? - დიახ! - ძალიან დიდი მადლობა, გთხოვ ადიგილი დაიკავე. - ყველაზე ირონიული იცით რა იყო? ერთადერთი ცარიელი ადგილი ნატალის გვერდით აღმოჩნდა. ზუკა, ცარიელი ადგილისკენ დაიძრა და თითქმის ორი წამი აკლდა სანამ დაჯდებოდა რომ ის ადგილი სხვამ დაიკავა. - ბოდიში ძმაო, მაგრამ ეს ადგილი დაკავებულია. - არაუშავს! - მკრთალად გაუღიმა. - ეკატერინე სკამი მოიტანე! - გასძახა ბატონმა თარაშმა ეკატერინეს. - მადლობა. - რისთვის მიხდი მადლობას? - გაკვირვებულმა შეხედა. - არაფრისთვის, დაივიწყე! მთელი საღამო დაძაბული იჯდა და ყველანაირად ცდილობდა საკუთარი თავისთვის იმის დაჯერებას რომ ის "მისი" ხმა არ იყო. მაგრამ რაც დრო გადიოდა დაჯერება უფრო და უფრო რთული ხდებოდა. სუნთქვა აღარ შეეძლო, ამიტომ სწრაფად წამოდგა და იქაურობას გაეცალა. სამზარეულოში იყო და წყალს სვამდა როდესაც "მისი" ხმა გაიგონა. სიცივემ, შიშმა, ტკივილმა ერთიანად მოიცვა მისი სული და ისე რომ რეაგირება ვერ მოასწრო ჭიქა ხელიდან გაუვარდა. ნელა შეტრიალდა მისკენ. - რამე მკითხეთ? - საჭირო ოთახს ხომ ვერ მიმასწავლიდით? - დერეფანს გაუყევით, ბოლო თეთრი კარი. - მადლობა! - არაფრის! - როგორცკი იქაურობას მოშორდა, თითქოს დიდი ლოდი მოშორდა. - ღმერთო რა ვქნა? - თვალები დახუჭა რამდენიმე წამით. - დედა, წამოდი! წამოდი! ბაბუამ სანთლები უნდა ჩააქროს. - სამყაროს რომ დაუბრუნდა დაჩი კაბაზე ექაჩებოდა. - კარგი საყვარელო მოვდივარ! - ხელი ჩაკიდა და იულბილარისკენ დაიძრა. ყველა ოჯახის წევრი თარაშ დადიანის გვერდით იყვნენ შემოკრებილებნი და სულმოუთქმელად ელოდნენ როდის ჩაიფიქრებდა და ჩააქრობდა სანთლებს. სიმართლეთ რომ გითხრათ ალბათ ეს მომენტი ყველაზე მეტად მტანჯველი ანაბელისთვის იყო, რომელსაც საშინლად სურდა ტორტის დაგემოვნება. ალბათ გგონიათ რომ უკვე საათებია ელოდება, არა პირიქით სულ რამდენიმე წუთის წინ უეცრად მოუნდა ტორტი და ხომ გესმით ორსულებისთვის რა ნელა გადის დრო, როდესაც მათ რაიმეს დაგემოვნების სურვილი აქვთ. წარმოგიდგენიათ ალექსანდრე დადიანი რა დღეშია?! მაგრამ ამას შემდეგ მოგიყვებით, ეხლა ნატალის დროა. ბაბუამის გვერდით ამოუდგა. - ბაბუა შეიძლება ერთად ჩავაქროთ სანთლები? - მოდი, ბაბუას ვაჟკაცო! - ხელში აიტაცა და ორივემ ერთად შეუბერეს სული. ნატალიმ ითავა ტორტის განაწილება, პირველი ნაჭერი უილბილარს მისცა რათქმაუნდა და მეორე ნაჭერი მის საყვარელ რძალს, რომელიც საყვარლად აცქმუტუნებდა ტუჩებს. - შეგიძლია კიდევ ერთი ნაჭერი დამიმატო? - მორიდებით ჰკითხა. - ნატალი ჩემი ნაჭერიც მიეცი, მერე გამორთმევაზე უნდა იწვალოს. - ალექსანდრემ ცოლს ლოყაზე აკოცა და მუცელზე მოეფერა. - ანუ შენ ფიქრობ რომ, მე ღორი ვაარ და გავსუქდი? - თვალები აუცრემლიანდა. - ოღონდ ეხლა არ იტირო და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ! - კარგი, მაშინ, ნატალის უთხარი კიდევ ერთი ნაჭერი დამიმატოს! - ტუჩებდაბერილი საყვარლად გასცა ბრძანება. ამის დანახვისას ნატალი სიხარულით ივსებოდა. - როგორც მიბრძანებთ!...დაო ჩვენს ანგარიშზე კიდევ ერთი ტორტის ნაჭერი ჩაწერე. - ძლივს იკავებდა სიცილს და რატო იკავებდა? რადგან ეხლა რომ გასცინებოდა ანაბელს ვეღარაფერი შეაკავებდა და ნამდივილ ცრემლების წვიმას მოაწყობდა. - ჩემი საყვარელი რძლისთვის საუკეთესო ნაჭრები. - თეფში გაუწოდა. - მადლობა ნატალი!... ალექსანდრე ლაზარეც აქ არის? - კი, რატომ მეკითხები? - რატო და ტო... - უცბად გაჩერდა.მაგრამ ორივემ იცოდა მიზეზი ამ კითხვის დასმის და ვეღარ შეიკავეს სიცილი. - საზიზღარებო. - გაბრაზებული დაუბრუნდა თავის ადგილს. - წავედი, შემოვირიგო, თორემ გაბრაზებული რომ არის მეშინია არ შემომეჭამოს. - წადი, გაიქეცი თორემ შენ არვიცი ვის შეჭამ, მაგრამ ამ სუფრაზე არსებულმა საკვებმა თუ ვერ დაანაყრა აუცილებლად ჩვენ მოგვადგება საჭმელად. - შენი ორსულობისას იმდენს გეხვეწებოდი, ცას და მიწას ვატრიალებდი და დიდი-დიდი ვაშლი მოგდომებოდა. ჩემს ცოლს კი ძალიან მრავალფეროვანი გემოვნება და ჩემი წამების მეთოდები აქვს. - შენს ცოლს არა ძვირფასო! შენს შვილს უნდა ეგ ყველაფერი. - მტერმა ვერაფერი მომიხერხა, საკუთარმა შვილმა კი პირველივე ბრძოლაში მუხლი მომახრევინა. - ამაზე ნატალის გულიანად გაეცინა. - ალექსანდრე გეყოფა მაიმუნობა! ცოლს მიხედე თორემ მალე ყველას დაგვწვავს ისეთი გაბრაზებულია. - ანაბელზე ანიშნა, რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - გავიქეცი, ცოლი შემოვირიგო! - ლოყაზე აკოცა და ცოლისკენ გაეშურა. ტორტი დაჭრა და ყველას მიართვა. დაჩის ჯერიც დადგა და ვერსად ვერ იპოვა. ბოლოს უკანა ეზოში გავიდა, სადაც დაჩი "მასთან" ერთად იყო. - დაჩი!!! - სასწრაფოდ დაუძახა. - დედაა ბიძია ფოკუსებს მაჩვენებს! - ბედნიერებას ვერ მალავდა. - რამდენჯერ გითხარი უცხოებისგან შორს დაიჭირე თავითქო! - მაგრამ ის უცხო არ არის! - ეხლავე ბიძაშენთან წადი! მერე დაგელაპარაკები! - კი მაგრამ დედა... - ეხლავე! - ნახვამდის! - ხელი დაუქნია. - ნახვამდის, დაჩი! დაჩი როგორცკი იქაურობას გაეცლა "მას" მიუბრუნდა. - მეორეჯერ არ მსურს ჩემს შვილთან ურთიერთობა დაიჭირო! - რატომ? - რადგან მე ასე მსურს! - წასასვლელად შებრუნდა. - ხომ გითხარი ისევ შევხდებითმეთქი? - თითქოს გული საგულედან ამოაცალეს. რამდენიმე წამით შეყოვნდა და შემდეგ ამაყი მზერით შებრუნდა მისკენ. - და შევხვდით კიდეც? - დაჩი, რა სიმპატიური ბავშვია არა? ძალიან დამემსგავსა. - გარეგნობაში კი, მაგრამ იმედი მაქვს არაკაცობაში შენ არ დაგემსგავსება. - თვითონაც უკვირდა თუ საიდან ჰქონდა ამდენი სიმამაცე. - მამაცი გამხდარხარ! - არც მაქამდე მაკლდა! - მართალი ხარ!... რატომ არ უარყავი? - რა? - ის რომ დაჩი ჩემი შვილია! - აზრი ჰქონდა? - არა, რათქმაუნდა! - მაშინ ზედმეტი დრამები რატომ უნდა დამედგა? - ხომ იცი რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ? - შენც ხომ იცი რომ ყველაფრისთვის გაზღვევინებ? - კიდევ შევხვდებით! - მის ყურთან დაიხარა და ჩასჩურჩულა. - აუცილებლად! როგორცკი იქაურობას მოშორდა ღრმად ამოისუნთქა. - ეს სიმართლეა? - ზურგს უკან ლაზარეს ხმა გაიგონა. - რაზე მეკითხები? - ის რომ ზუკა, დაჩის მამაა?! - სიმართლეა! - გიყვარს? - ვინ? - ზუკა! - ღმერთმა დამიფაროს! - გიყვარდა? - არასდროს! მას მხოლოდ ორჯერ შევხვდი და დამიჯერე ორივეჯერ მასთან შეხვედრა ჩემთვის ყველაზე მტკინვეული რამ იყო ცხოვრებაში. - ეგ როგორ? - როდესმე მოგიყვები!...შეგიძლია, რაღაც თხოვნა შემისრულო? - რა თხოვნა? - ხმაში ძალიან ეტყობოდა სიბრაზე. - მაკოცე! - რა? - უბრალოდ მაკოცე! - ინანებ! - არ ვინანებ! - ნატალი... - სანამ გადამიფიქრია, მაკოცე! - უეცრად შეაერთა მათი ტუჩები. მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, მხოლოდ ერთხელ გარისკა და მსოფლიოში, ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნო თავი. დაჩის დაბადების შემდეგ. ნელ-ნელა მათი კოცნა დასასრულს უახლოვდებოდა, რაც ორივეს ძალიან არ სიამოვნებდა. - ნანობ? - ჰკითხა მას შემდეგ რაც ორივემ დაირეგულირა სუნთქვა. - არასდროს! - სრულიად დარწმუნებულმა წარმოთქვა ეს სიტყვა. ********************************************************** - ანაბელ კარგი რა, გთხოვ შემირიგდი. - თავიანთ განკუთვნილ საძინებელში იყვნენ. - არ შეგირიგდები, რამდენიც არ უნდა მეხვეწო! - გთხოვ, უბრალოდ შენ ძალიან საყვარელი იყავი! - საყვარელი ვიყავი თურმე! - გამოაჯავრა, თეთრეული გადაწია და შეწვა. - ამაზე მართლა სერიოზულად მიბრაზდები? - დიახაც! - მაშინ, კარგი! - ბალიშს და პლედს დაავლო ხელი. - სად მიდიხარ?! - სხვა ოთახში დავიძინებ! - ძალიანაც კარგი, თვალით არ დამენახო! - დაინახა თუ როგორ ჩაუქრა ალექსანდრეს თვალები. - ძილინებისა! - მუცელს მოეფერა და ოთახიდან გავიდა. ნახევარი საათი იწრიალა საწოლში და ბოლოს წამოჯდა. - არა ისე როგორ დამტოვა? ორსული ცოლი იქნებ რამე დამემართოს ან რამე დამჭირდეს?! - მუცელს ეფერებოდა და თან საუბრობდა. - ვირია ხომ მამაშენი?... შენ ჯერ ვერაფერს მეტყვი დედიკოს სიცოცხლევ?... ისე მგონი ზედმეტი მომივიდა, ჯობია წავიდე და ბოდიში მოვუხადო. - ნელა წამოჯდა და ნელა გაემართა ალექსანდრეს ოთახისკენ. ჯერ დააკაკუნა და პასუხი რომ ვერ გაიგო ფრთხილად შეაღო კარი. - ალექსანდრე? - ფრთხილად მიუახლოვდა მის საწოლს. - რა მოგინდა? - ამოიბზუილა, ეტყობოდა რომ უკვე ძილს აპირებდა. - წამოდი, ჩემთან დაიძინე. - თვალები ნელა გაახილა. - აქაც კომფორტულად ვარ! - მეორე მხარეს გადატრიალდა. - ალექსანდრე გთხოვ, ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი. გთხოვ ეხლა წამოდი, ძალიან მეძინება, შენს გარეშე კი ვერ ვიძინებ! - წამოჯდა. - აბა კიდევე ერთხელ გაიმეორე! - მალე თუ არ დავიძინებთ შეიძლება რამე მომინდეს! - არც ძილში უჩივიხარ მადას! - ალექსანდრე! - ლეკვის თვალებით შეხედა. - კარგი, მოვდივარ, მაგრამ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით იცოდე! - აუცილებლად! ოთახიდან გასვლას აპირებდნენ. - ბალიში არ მოგაქვს? - არა, ვინ იცის როდის გამომაგდებ ამიტომ ჯობია აქ დარჩეს! - ჯერ ერთი მე არ გამომიგდიხარ! თვითონ წამოხვედი! - მოდი არ გვინდა კამათი! - კარგი! - უცნაურად თვალიერება დაიწყო. - რა მოუნდათ ჩემს პატარა პრინცესებს? - ჯერ ერთი, რა იცი რომ გოგოა? და მეორე, შეგიძლია ხელში ამიყვანო? ძალიან დავიღალე! - ეხლავე. - ხელში აიტაცა, ანაბელმა კი ყელზე ხელები მოხვია. - მომენატრე. - ნახევარი საათია არ გინახივარ! - მერე რა, მეორეჯერ სხვაგან არ დაიძინო! მაინც დარჩი მე რომც გაგდებდე. - ამით იცი რას აღიარებ? - რას? - იმას რომ ჩემზე დამოკიდებული გახდი! - ეს შენ ეხლა გაიგე? - არა, მაგრამ არ ვაღიარებდი. - ოთახის კარი ფეხით შეაღო და ანაბელი საწოლში შეაწვინა, თვითონაც მიუწვა გვერდით. - ძილინებისა, ჩემო პრინცესებო! - ბიჭია! შენც ძილინებისა მამიკო. - ყელზე მოეხვია და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. ალექსანდრემ სულ რაღაცა სამ მარცვლიანმა სიტყვამ ძილი სულ დაუფრთხო "მამიკო... რა კარგად ჟღერს" გულში წამოთქვა ეს სიტყვები. ******************************************************* ძალიან ბევრი დალია და ძლივს მოათავსეს საძინებელში. ღამის სამ საათზე ლილეს ზარმა გამოაღვიძა. როგორცკი მისი სახელი დაინახა ეგრევე დასტაცა ხელი ტელეფონს. - რა ხდება? - მან დამტოვა. - მხოლოდ ორი სიტყვა გახდა საჭირო ყველაფრის მისახვედრად. - ეხლავე მოვდივარ! მითხარი სად ხარ? - საა-ვად-მყო-ყო-ფოში - ენის ბორძიკით უთხრა. - ფეხი არ მოიცვალო, მალე მანდ ვიქნები. მანქნის გასაღების ძებნაში მთელი სახლი გადაატრიალა და მათი მაცხოვრებლებიც გამოაღვიძა. - რა ჯანდაბას ეძებ? - ერეკლემ დაუყვირა. - მანქანის გასაღებს! - რა ჯანდაბად გინდა? - ეხლა ალექსანდრემ ჰკითხა. - ლილეს მამა გარდაიცვალა, სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნდე! - ლილე ვინ არის? - იკითხა ქალბატონმა ეკატერინემ. - უტას შეყვარებული. - ანაბელმა გასცა პასუხი. - ასეთ მდგომარეობასში მანქანას ვერ მართვა! მე არ დამილევი ამიტომ წაგიყვან! - ერეკლემ, ზუსტად იცოდა, რომ ამ მდგომარეობაში მისი მარტო გაშვება, შეიძლება ფატალურად დასრულებულიყო. - დროზე, ჩაიცვი! უკვე თბილისში შედიოდნენ, ლილესგან ზარი ისევ რომ განხორციელდა. - უტა გთხოვ დამეხმარე! - და საშინელი ბრახუნი, ექიმების ხმა. - სასწრაფოდ პალატაში გადაიყვანეთ. - ლილეეე, გესმის ჩემი? ლილეე! - ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებით? - გაისმა უცხო ქალბატონის ხმა. - მე მისი საქმრო ვარ! - ქალბატონმა, სტრესის ნიადაგზე გონება დაკარგა. - მე მალე მანდ ვიქნები.იცოდეთ, რამე, რომ მოუვიდეს მთელ საავადმყოფოს თავზე დაგამხობთ გესმით?! - ბატონო, მესმის თქვენი, მაგრამ ძალიან გთხოვთ სიმშვიდე შინარჩუნოთ! - ჯანდაბა! - ტელეფონი გათიშა. - თუ ღმერთი გწამს სიჩქარეს მოუმატე! - დამშვიდდი უტა! - ერეკლეც არანაკლებ ანერვიულებული იყო. რამდენიმე წუთში მანქანა საავადმყოფოს ეზოში შეაყენა. ორივე ეგრევე გადმოვიდა და საავადმყოფოში შევარდნენ. - ლილე ყიფშიძე რომელ პალატაშია? - ასოცდამეექვსე. უტა ლიფტზე ყურადღება არც გაუმიხვილებია ისე ავარდა. პალატის კარი პირდაპირი მნიშვნელობით რასაც ჰქვია შეანგრია. იქ კი გონწასული ლილე და მის თმაზე მოალერსე გიორგი დახვდა. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ბიძია ირაკლი გარდაიცვალა, თქვენი შეთანხმება დასრულებულია. - და ვინ გითხრა რომ ვთამაშობთ? - ყველაფერი დასრულდა! - პირიქით ყველაფერი, ეხლა იწყება! - აქედან გაეთრიე! - იმ ღამით, მე მასთან დავრჩი და გადავწყვიტეთ ერთმანეთისთვის შანსი მიგვეცა. - იტყუები! - ის ჩემი გახდა მე კი მისი. - საწოლთან მდგარ სავარძელში მოთავსდა. - ჩემი ლილე ამას არ გააკეთებდა! - ის შენი არ არის! არც იყო და არც იქნება! - კბილებში გამოსცრა. - იქნება, დამიჯერე! თავისი სურვილით გახდება ჩემი ცოლი, ჩემი შვილების დედა და ჩემი შვილიშვილების ბებია. - შენ მას მხოლოდ შენს საკუთრებად მოიხსენიებ. რაც გვისაუბრია მასზე ყოველთვის გაიძახი "ჩემი" მაგრამ არასდროს ამბობ "ჩვენს" რადგან ზუსტად იცი, რომ ის რაც შენი ოცნებაა, ის არასდროს გახდება ლილეს ოცნება. - შენ მას მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც იცნობ! - ადამიანის გასაცნობად არ არის საჭირო წლები, უბრალოდ მასზე პირველად რასაც გაიფიქრებ ის დაგრჩება ყოველთვის. - ყველაფრის გაზღვევინებ! - დაგელოდები! - მშვიდად მიუგო და ლილესკენ შეტრიალდ. ფრთხილად ჩამოუსვა თითები სახეზე. - უტა. - თვალები გაახილა. - საშინელი კოშმარი ვნახე თითქოს მამამ დამტოვა. - ეს სიზმარი არ ყოფილა ლილე! - ნეტა იცოდეთ რა ძალისხმევად უჯდებოდა ამ სიტყვების წარმოთქმა. - იტყუები! მამა, მე არ დამტოვებდა! - უეცრად კივილზე გადავიდა. - ლილე დამშვიდდი გთხოვ! - მასთან მიახლოვება ცადა. - არ მომიახლოვდე! - თმაში ხელები შეიცურა და ჩურჩული დაიწყო. - მამა არ დამტოვებდა, ის დამპირდა! - იმეორებდა და არ ჩერდებოდა. ბოლოს როდესაც უტას მკლავები იგრძნო ტირილი დაიწყო. - უტა მან დამტოვა! - ტიროდა უტას მკლავებში გახვეული. - მაგრამ, მე აქ ვარ და არ დაგტოვებ, გპირდები! - გთხოვ ნურაფერს დამპირდები, გემუდარები. - ლილე რა გავაკეთო? როგორ შეგიმსუბუქო ეს ტკივილი? - შეგიძლია მასთან წამიყვანო? - მხოლოდ ეხლა ამოხედა. - ექიმს დაველაპარაკები და უფლებას ვთხოვ. - წამოდგა. - უტაა... - სიტყვები არ იყო საჭირო ისედაც მიხვდა რაც უნდა ეთქვა. - მალე დავბრუნდები. - მპირდები? - შენ ხომ მითხარი რომ არაფერს დაგპირებოდი? - ლილეს ამაზე ჩაეღიმა. - მართალი ხარ! - მალე დავბრუნდები. - რამდენიმე წუთში დაბრუნდა. - ექიმმა ნება დაგრთო. - კარგი. - წამოდგომა სცადა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ისევ უკან დაბრუნდა. - მე დაგეხმარები. - ხელში აიტაცა და ისე გაემართა მორგისკენ. კარებთან ჩამოსვა. - გინდა შემოგყვე? - არა, მარტო მსურს მასთან დამშვიდობება. - იმის ნიშნად რომ, მისი ესმოდა თავი დაუქნია. ხელის კანკალით შეაღო კარები და და შევიდა. ლილეს შევლიდან რამდენიმე წუთში, ალექსანდრესგან ზარი განხორციელდა. - უტა რა ხდება? ლილე როგორ არის? - ძალიან განიცდის. - ადვილი ხომ არ არის არა?! მამა დაკარგა. - ხო. - უტა... - რამე მოხდა? - ჟურნალისტები. - რა ჟურნალისტები? - ვიღაცეებმა ფოტოები გადაგიღეს და მთელი სოციალური ქსელი აჭრელებულია თქვენი ფოტოებით, თუ როგორ გყავს ლილე ხელში აყვანილი. - ჯანდაბა! რა გამჩენი არ ასევენებთ?! - არვიცი, მაგრამ ჯობია ლილე იქაურობას გააცალო. - კარგი, მივხედავ მაგ საქმეს! - საუბრის დასასრული. ერეკლე ყავით ხელში ამოდგა გვერდით. - ჯერ არ გამოსულა? - არა, ერეკლე შეგიძლია რაღაცაში დამეხმარო? - რათქმაუნდა! - ჟურნალისტებმა გაიგეს ეს ამბავი და აქაურობას მოაწყდებიან, შენ მიხედე თორემ მე რომ გავიდე გამჩენს ვაწყევლინებ ყველას! - არ არის პრობლემა, ეხლავე მივხედავ! დილის ხუთის საათი იქნებიდა საავადმყოფო რომ დატოვეს. ლილე არაფრის დიდებით არ მიჰყვებოდა, ამის გამო უტამ, ძალით ჩატენა მანქანაში. - უტა მე მასთან უნდა ვიყო. - შენ ეხლა გამოფხიზლება და ძილი გჭირდება! - შენი აზრით, ეხლა დამეძინება? - შენი აზრით, ასეთ მდგომარეობაში რომ ენახე ბედნიერი იქნებოდა? - ზუსტად იცოდა რომ ეს სიტყვები ლილეს ცოტა ხნით დააწყნარებდა. - კარგი, იყოს ნება შენი. - ეს ჩემთვის არ არის ლილე! ეს მამაშენისთვის არის, რომ ეხლა სადაც არის მშვიდად იყოს. - შენი აზრით სად მოხვდება? - მართალია კარგად არ ვიცნობდიბ, მაგრამ მასთან რაც მქონია შეხება დავასკვენი რომ დიდებული ადამიანი იყო. - ხოოო, იყო. - ვიცი რთულია და საშინლად მტკინვეული, მაგრამ უნდა შეეჩვიო რომ ის აღარ არის. - რა ადვილი სათქმელია არა? - რვა წლის ვიყავი, როცა დედა მომიკვდა. - მაპატიე, არ მინდოდა. - არაუშავს, არაფერია. - უტა ძალიან ვწუხვარ. - დამშვიდდი ლილე, მართლა არ მწყენია. - სიმართლეს მეუბნები? - რათქმაუმდა! - გაეცინა მის ბავშვურობაზე. მალევე მივიდნენ ლილეს სახლში. იბანავა, უტას ძალდატანებით კი ორი ლუკმა ჩაიდო პირში და შემდეგ დასაძინებლად დაწვა. - დაიძინე და რომ გაიღვიძებ დამირეკე. - უტა... - გისმენ? - შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო? - კი. - ფეხსაცმელები გაიხადა და გვერდით მიუწვა. - კარგი ადამიანი ხარ უტა. - ამ სიტყვების გაგონებისთანავე მას შეხედა, მაგრამ უკვე ღრმად ჩაძირილურიყო სიზმრების სამყაროში. - მხოლოდ შენთან! - თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები. ******************************************************* რედაქტირება არ გამიკეთებია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.