ყველა'ფერი ( ოცდამეცხრე თავი )
- შენთვის შესაფერისი ყველა კომპლიმენტი, რომ ქაღალდზე ამოვბეჭდო მსოფლიო ტყის გარეშე დარჩება - ხის ჩრდილში, ჩალისფერ კაბაში გამოწყობილ დასასვენებლად ჩამოჯდარ გოგონას უთხრა. - ფუ, რა ბანალური ხარ, იო - სანამ გოგონას მიუახლოვდებოდა მხარზე ხელის დარტყმა იგრძნო, ირაკლი იყო. - იც... - რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ვეღარ მოახერხა, რადგან მინდორზე გაწოლილი აღმოჩნდა. - იოანე - ჩუმად ამოიჩურჩულა ბიჭის გულმკერდზე მოქცეულმა და სიტყვის თქმა არ აცადა, ისე შემოჰხვია მის კისერს თავისი პატარა მტევნები. - მოდი, მე დაგტოვებთ - ამოიგმინა ირაკლიმ და უკანმოუხედავად დატოვა წყვილი მარტო. *** - მოდი, სანამ ქალბატონი ლილე მოვა, გავხსნათ და ავაწყოთ - აჟიტირებულ გოგონას უთხრა ერეკლემ. - აუ, როგორ გაუხარდებააა - ერთ ადგილზე ხტუნვას მოჰყვა ანო - ძაან მოეწონებააა... - მართლაც, არაჩვეულებრივი დაბადებისდღის საჩუქარია - გაუღიმა გოგონას და პიანინოსკენ დაიძრა - მოდი დამეხმარე, ქალბატონო. - აუ, ერკე - უცებ მოიღუშა - მე, რო არც დაკვრა ვიცი და არც პიანინოს აწყობა... როგორ დაგეხმარო? - ვაიმე, ეს მოღუშული სახეც როგორ გიხდება, ანო - ამოილაპარაკა და მისკენ დაიძრა - მოდი, ახლა ეს ცელოფნები მოვაძროთ, მე ავაწყობ და თან ცოტა დაკვრასაც გასწავლი - ხელისგულებში მოიქცია ანოს სახე. - მართლაა? - თავალები აუბრჭყვიალდა ანოს. - მართლა - გაუღიმა და შუბლზე აკოცა. ცელოფნები სულ მოაშორეს პიანინოს და სანამ ერეკლე მას აწყობდა, ანო წვენისა და ნამცხვრის მოსატანად გავიდა სამზარეულოში. - ესეც ასე - ფეხზე წამოიმართა და ტაში შემოჰკრა - მზადაა - მართლა? - დიახ... - ანოს ხელიდან წვენის ჭიქა გამოართვა, პიანინოსთან დასვა და ზურგს უკან დაუჯდა ისე, რომ ერეკლეს მარწუხები ანოს მტევნებს ედებოდა ზემოდან. - ერკ...ელლლ...ეე - ძლივს ამოისუნთქა ანომ და შეძლებისდაგვარად ბიჭისკენ მიბრუნა - ასე არ გამოვა - მორცხვი თვალებით ახედა და შესამჩნევად გაუღიმა. ბიჭმა კი საპასუხოდ წინ ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია ანოს და ისევ პიანინოსკენ მიაბრუნა - შენი თითები ჩემსას დაადევი ზემოდან და სადაც წავიღებ, შენც თან გამომაყოლე, კარგი? - სუნთქვა აჩქარებულ გოგონას ჰკითხა და მხოლოდ, ანოს თანხმობის შემდეგ, მოღეღილ კისერზე, სველი კოცნა დაუტოვა. ნეტავ, რატომ და როგორ ირჩევენ ადამიანები ერთმანეთს... საოცარია, ამხელა სამყაროში ადამიანს, რომ იპოვი. ა დ ა მ ი ა ნ ს. შენეულს, შენებურს და უბრალოდ, ბედნიერი რომ იქნები. გამოუთქმელად. სიტყვების გარეშე. ღიმილით. *** - დეიდა... - კაბაზე ექაჩებოდა პატარა ბიჭუნა. - მე? - გაკვირვებულმა დახედა ბავშვს და აქეთ-იქეთ მიიხედ-მოიხედა, ხომ არ ვეშლებიო - პატარავ, მე მეუბნები? - დაიხარა და პატარა ბიჭუნას გაუსწორა მზერა. - აი ეს შენ - კესოს გაუღიმა და ერთი ცალი ხელოვნური ვარდი გაუწოდა. - ოჰჰ, ვაჩე - ბიჭს ლოყაზე აკოცა და ბავშვი გაიქცა თუ არა, ტელეფონი მოიმარჯვა ვაჩესთან დასარეკად, თუმცა არ დასჭირვებია, რადგან ბიჭი წინ აესვეტა. - არა, მგონი, დეიდასთან გადავაჭარბე - მოჰკრა თუ არა მზერა კესოს გაფართოებულ თვალებს, ამოიგმინა. - ბაბუ, შემთხვევით ჩემი და შენი ასაკი, ხომ არ აგერიათ? - ჭინკებათამაშებული თვალებით ჰკითხა და ერთადგილზე გახევებულ ბიჭს კისერზე შემოჰხვია ხელები - ვარდისთვის მადლობა. - არა, ანუ... - დაიწყო ლუღლუღი და თან კესოს ხელები მოიშორა კისრიდან - შენზე ექვსი წლით, რადგან ვარ უფროსი, ბაბუა ვარ? - აბა, მე დეიდა ვარ? ამხელა ოცი წლის ბავშვი? - დატრიალდა და ბიჭის ვარესად გაგიჟებას მოჰყვა. - არა, ნამდვილად შენ გამიჩენ მე ჭაღარას - თავი გააქნია და წელზე მოჰხვია ხელები გახალისებულ კესოს. - არა, კიდევ მე ვარ დეიდა და შენ საუბრობ ჭაღარაზე, ხო? კარგი, არაუშავს, მოგაშორებ მაგ შიშებს მე შენ..... - უთხრა და ხმის ამოუღებლად, მიჰყვა მანქანისკენ წასულს. - სად მივდივართ? - მაგას ნახავ - მომაკვდინებლად გაუღიმა და იქვე ბავშვთა გასართობი საქანელებისკენ დაიძრა - გაბი, მოდი მივდივართ... - წაღან კესოს, რომ პატარა ბიჭუნამ ვარდი მიუტანა, ისევ ის ბავშვი გამოჩნდა. - გაბი? - ჰო, ჩემი პატარა ძმაა - უთხრა გაკვირვებულ გოგონას ვაჩემ. - აი თურმე დეიდა, რატომ დამიძახა წეღან.... - თქვა ჩაფიქრებულმა. - მოვედით - დიდ შავ ჭიშკართან გააჩერა თუ არა, გაბრიელი უკანმოუხედავად გადახტა მანქანიდან. - ვაჩე - გაკვირბეულმა გახედა ბიჭს - სად ვართ? - ჩემებთან სახლში...... - რაააა? *** - იოო - ჰო, ლევან... საჭესთან ვზივარ და მალე მითახრი რა - ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული. - ნაინაც შენთან ერთად ხომ არ არის შემთხვევით? - იკითხა მხიარული ხმით. - კი, აქ ვარ - ტელეფონშივე გაუღიმა ლევანს. - ხოდა ძალიანაც კარგი - პაუზა გააკეთა და მალევე დაიყვირა - ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ვენეციაში მიემგაზვრებით თქვენ..... - რაა? ლევან... - მანქანა გზიდან გადააყენა იოანემ და ტელეფონი ყურზე მიიდოო. - კარგი.. რააა... არაა, საჭირო.... მართლა... შენ, რომ წასულიყავი?.... მარტო, რა გინდაა?.... დარწმუნებულები ხართ..... ლევაან.... ხო, რავიცი.... კარგი, ვეტყვი.... მადლობა უღრმესი, ძმაო.... არ იყო საჭირო... ჰოჰო.... აუცილებლად, წამოგიღებ.... კაი, ასე ორ საათში ვქინებით.... კარგი.... მე თვითონ დავურეკავ კესოსაც და ნენესაც.... კაი, აბა შენ იციი..... - რაო? რა ვენეცია, იო? - მორჩაა თუ არა საუბარას, ჰკითხა ნაინამ. - მოკლედ, ლევანს ორი საგზური აქვს ვენეციის, ხოდა ნენეს და კესოს მისცა, თუმცა ვერ ახერხებენ და გვინდა თქვენ ორი წახვიდეთოო... რავიცი რა... შენც, თუ იქნები თანახმა.... - საყვარელი თავლებით ახედა გოგონას. - მარტო, მე და შენ? - ჰკითხა. - რავიცი, თუ გინდა უარს ვეტყვი და არ წავიდეთ - დაიწყო ლუღლუღი იოანემ. - მერე, ირაკლი და ნატა? - თუმცა მოჰკრა თუ არა იოანეს თვალებს მზერა, ვეღარ გაუძლო და დასთანხმადა - კარგი, წავიდეთ... - მართლა? - გაუხარდა ბიჭს. - ჰო, მართლა - გაუღიმა - როდის მივდივართ? - ხვააალ.... - გაეცინა იოანესაც. - რაააა?????? *** - არა გამაგიჟებს ეს გოგო რაა - თავისთვის საუბრობდა ლევანი და მანაქანას უახლოვდებოდა - როგორ შეიძლება სულ სადღაც ეკარგებოდრს ან უვარდებოსდეს ეს ტელეფონიიი - იპოვა თუ არა ნენეს ტელეფონი მანაქანის წინა სავარძელზე კარიც ჩაკეტა და ქუჩაზე გადასასვლელი ზებრიკსენ დაიძრა. გამწვანებას ელოდებოდა, რომ გადასულიყო. გვერდით გოგონამ ჩაუარა ისე, რომ არც კი შეუმჩნევია მისი გზა იყო თუ არა. ის ის იყო, მამქანა უნდა დასჯახებოდა ლევანმა წელზე ხელი, რომ შემოჰხვია და გზის მეორე მხარეს, ტორტუარზე დასვა. - მე... მე... არ.... - ლუღლუღს მოჰყვა უცნობი გოგონა თუ არა, თვალებიდან რამდენიმე ცრემლიც გადმოუვარდა. - კარგად ხარ? - თმა ზურგზე გადაუყარა და ჰკითხა - რამე ხომ არ იტკინე? - არ...რააა - ძლივს გასაგონ ხმაზე უთხრა და თვალები დახუჭა. - მოდი, ჩამოვჯდეთ - იქვე, ბორდიულზე ჩამოაჯინა და გვერდით მიუჯდა. - წავალ, წყალს გიყიდი - ფეხზე წამოიმართა თუმცა უცნობმა შეაჩერა. - არა, მადლლ...ოობბა, არ მინდა - ხელზე ინსტიქტურად დაჰქაჩა ლევანს შესაჩერებლად. - აბა, სხვანაირად შევძლებ შენს დახმარებას? - ჰკითხა აკანკალებულს. - არაა... უბ...რალო...დდ, მეგობრებს ვეჩხუბე... - ვეღარ გაუძლო და ხმით ატირდა - დავღალე, ყველა ჩემი პრობლემებითა თუ ქცევებით.... - არა, არა - გოგონასკენ მიბრუნდა და სახე მის ხელებში მოიქცია - ყოველთვის გახსოვდეს - თვალი თვალში გაუყარა აცრემლიანებულ უცნობს - სწორი ადამიანები, არასდროს დაიღლებიან შენით... ყველა ადამიანს რაღაც ფუნქცია აქვს ჩვენს ცხოვრებაში... ვიღაცამ რაღაც გასწავლა, ვიღაცამ გაჩვენა, როგორი არ უნდა იყო... ვიღაცამ სიძლიერა გასწავლა.... ვიღაც გამოცდილებისთვის მოვიდა მხოლოდდამხოლოდ.... ზედმეტი ადამიანები არ არსებობენ.... - ხო, მაგ...რაამ - არავითარი მაგრამ... დამიჯერე ასეა... და ისევდაისევ შენთვის სჯობს, შეწყვიტო ფიქრი, რომ ადამიანი შენზე გაბრაზებულია. შეწყვიტო ადამიანების აზრების წაკითხვა. შეწყვიტე სხვისი აზრებისა და ემოციების მართვა. ნება მიეცი ადამიანებს იყვნენ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე. თუ მათ აქვთ რაიმე სათქმელი შენთვის- გეტყვიან. ...და თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობა არის და არა შენი. შეწყვიტე ყველაფერზე ზედმეტი ფიქრი. შეწყვიტე იმის გარკვევა, თუ რატომ არ უპასუხეს შენს კითხვებს, ან რატომ არ უყვარხარ, ან რატომ ხარ მარტო ამდენი ხნის განმავლობაში. საკუთარი თავის სიყვარული გამო გაუშვი, მეგობარო. გაუშვი ეს ყველაფერი. დაე, ცხოვრებამ გაიაროს შენში. დაე, გამოცდილება მოვიდეს შენთან. მერწმუნე, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე მიიღო. - ხომ მაგრამ, მეგობრის დაკარგა ხომ არასდროს არის მარტივი.... - ზოგადად, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფრის სულ სხვანაირად დანახვასა და აღქმას იწყებ. აღარ ბრაზდები, აღარც ნერვიულობ, უბრალოდ წარმოდგენა და დამოკიდებულება გეცვლება რაღაც- რაღაცეებზე, ვიღაც-ვიღაცეებზე. უკვე სხვანაირად აკვირდები ვინ როგორ გეპყრობა, რადგან სწავლობ, რომ ადამიანები თავიანთ რეალურ დამოკიდებულებას სწორად, რომ ქმედებებით გამოხატავენ. - და როდესაც საკუთარი თავი აღარც კი განაღვლებს თუ გედარდება? - როდესაც გიყვარს საკუთარი თავი, შინაგანად ანათებ და იზიდავ იმ ადამიანებს, რომლებიც პატივს გცემენ. ყველაფერი იწყება იმით, თუ რა გრძნობა გაქვს საკუთარი თავის მიმართ - იმდენად ემოციებში შევიდა ლევანი, ამ უმწეო გოგონას დანახვისას, რომ უკვე ვეღარ ჩერდებოდა, უნდოდა მისთვის სწორი გზა თუ აზროვნება ჩამოეყალიბებინა - აუცილებლად, მოვა დრო და მიხვდები, რომ არ არის საჭირო ყველას თან გადაყვე. ისე მოექეცი ადამიანებს, როგორც იმსახურებენ.... ცხოვრებაში ორი ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც ვისწავლე არის ის, რომ არ ვაიძულო არავის არაფერი. საუბარი, ურთიერთობა, მეგობრობა, ყურადღება, სიყვარული. რაიმე იძულებულისთვის უბრალოდ არ ღირს ბრძოლა, მოხდეს რაც მოსახდენია, დაინგრეს რაც დასანგრევია, რაც არის ეგ არის... ეს ერთი და მეორე ის, რომ გაგების გარეშე, არ არსებობს ურთიერთობა. პატივისცემის გარეშე, არ არსებობს სიყვარული. და ნდობის გარეშე, არ არსებობს მიზეზი, რომ გააგრძელო..... შენი პრობლემები, იმედგაცურება, თუნდაც მეგობრები უკვე წარსულში დარჩნენ, თუ არ დარჩრნენ, აუცილებლად, უნდა დატოვო ისინი... აწმყო უნდა შექმნა ისეთი, რომ წარსულზე და მომავალზე ფიქრის დროც კი აღარ დაგრჩეს... დამიჯერე, რაც უფრო კარგია შენი აწმყო, მით უფრო ნაკლებად იფიქრებ წარსულზეც.... ამიტომ, დააგროვე და შექმენი უფრო კარგი დღეები შენს ცხოვრებაში დღეიდან, აი თუნდაც, ახლა, ამ წამიდან.... - მეშინია, ვერ გავუძლებ... - ამოიგმინა - მგონი, სრულიად მარტო ვრჩები... - არა, წამითაც კი, არ შეგეშინდეს.... არ გაბედო და არ იფიქრო, რომ არ შეგიძლია და ვერ გაუძლებ.... ჯობია, გერჩივნოს და შეეგუო სხვების არ ყოფნას შენს ცხოვრრბაში, ვიდრე იმედგაცრუებული იყო მათ ყოფნით... - ყოველთვის მაფიქრებდა და მუდამ მაწუხებდა ეს კითხვა -მიტოვებული ადამიანი უფრო განიცდის, თუ ის, ვინც წავიდა? - თვალი თვალში გაუყარა ლევანს და ჰკითხა. - მაგაზე პასუხი მართლა ძალიან რთულია - ხელი მიიდო საფეთქელზე - და თუ გაინტერესებს, გეტყვი, რომ არც კი ვიცი, მაგრამ სამყაროში არსებობს ორი სახის ტკივილი. ტკივილი, რომელიც გადანგურებს და ტკივილი, რომელიც გცვლის.... მთავარია ისაა, რომ არცერთის არ შეგეშინდეს კარგი? მორჩილად თავი დაუქნია ოდნავ დამშვუდებულმა... - ალბათ ბევრჯერ დაფიქრებულხარ რატო მემართება ეს ყველაფერი მე, მე ვიპოვე პასუხი ამაზე - მხოლოდ შენ შეძლებდი ამის გადატანას და ამიტომაც. ესაა მხოლოდ. დამიჯერე, შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე წარამოგიდგენია, ირგვლივ მყოფი ადამიანები გიწესებენ საზღვარს. დრო მოვიდა დაიხსენა თავი ბორკილებისგან და გაშალო აფრები - თქვა თუ არა ამის იმიტაციაც გააკეთა, ხელები გაშალა და გოგონასაც მომაკვდინებლად გაუღიმა. ერთმანეთს ისე დაემშვიდობნენ, რომ არცერთმა არ იცოდა ერთმანეთის სახელებიც კი... სინამდვილეში კი, ლევანი მხოლოდ მაშინ დაემშვიდობა გოგონას, როდესაც სახლში მშვიდად მისული დაიგულა.... გაცილება არ შეუთავაზებია, რადგან იცოდა უარს ეტყოდა, მარტო დარჩენა ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა, თუმცა ლევანიც ვერ შეძლებდა სახლში დაბრუნებული ბალიშზე თავის მშვიდად დადებას და ძილს, ამიტომ უხმოდ, შეუმჩნევლად მიაცილებდა გოგონას შინ.... და გზად მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალდებდა თავში: რამდემ ადამიანს სჭირდება გულახდილი იყოს, თუნდაც ერთ ადამიანთან, ისე როგორც საკუთარ თავთან... ,,არის გზა, არის ნელი თამაში.... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!" გალაკტიონ ტაბიძე. დაე, სიყვარულმა იქ და იმ დროს მოგისწროთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით მას... *** გამოცდიდან დაბრუნებულს ხმა მისაღებიდან შემოესმა და იქითკენ დაიძრა, თუმცა შესვლა ვეღარ მოახერხა. - მინდა, ხვალ საღამოს მარტო ვთხოვო ხელი... - ილია... დარწმუნებული ხარ, მამა? ხომ იცი, ოჯახი და ქორწინება თამაში არ არის... - მამა, შენც ხომ იცი, რომ თამთას გარდა ჩემთვის სხვა ქალი არ არსებობს და არც იარსებებს, არა? - კიტას მიუბრუნდა - ამდენ ჩხუბს, კინკლაობას თუ გაბუტვას ხომ უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასასრულიც, არა? - ილია - შვილს მიუბრუნდა, მხარზე ხელი დაადო გვერდში დგომის ნიშნად და უთხარა - შეიძლება, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ,,არავინ, საერთოდ არავინ უნდა იცოდეს, რა ხდება ცოლსა და ქმარს შორის, სანამ მათ ერთმანეთი უყვართ. როგორი კამათიც არ უნდა მოუვიდეთ, საკუთარი დედაც კი არ უნდა მოიყვანონ მოსამართლედ და ერთმანეთზე სხვებთან არ უნდა ილაპარაკონ. თვითონ არიან საკუთარი თავების მოსამართლეები. სიყვარული - ღვთის საიდუმლოა და რაც არ უნდა მოხდეს ის ყველა უცხო თვალისგან უნდა იყოს დამალული. ასე ისინი უფრო დიდი პატივისცემით შეხედავენ ერთმანეთს, პატივისცემაზე კი ბევრი რამ არის დაფუძვნებული." ( დოსტოევსკი ) ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრო და გადახარშო, ხომ იცი, არა? და ისე კი, ყოველთვის შენ გვერდში გვიგულე, მეც, ლილეც და ანოც... - კარგია, რომ ჩემი სახელიც ახსენეთ - უცებ შეაჭრა მისაღებში - ილ..... - დასრულება ვერ მოასწრო კარზე ზარი, რომ გაისმა - ამ ჯერად გადამირჩი - საჩვენებელი თითი დაუქნია ძმას და კარის გასაღებად დაიძრა ანო. - თინა? დიმიტრი? - კარში აყუდებულ მამიდა/ბიძამისს მოავლო მზერა - არ გელოდით, მოდით, მოდით, შემოდით - კარი უფრო ფართოდ გააღო და სახლში შემატარა ორივე. *** აუდიტორიიდან გამოსულს თემო დახვდა იქვე აყუდებული. - დღეს მხოლოდ მე ვარ... აბა, რა ქენ... - დასრულება ვეღარ მოასწრო ისე წამოსცვივდა კატოს ცრემლები... თემო სულ დაიბნა, ძლივს მოეგო გონს და გოგონასკენ დაიძრა.. - კატუს, რა დაგემართა - მხრებზე მოკიდა ხელები - მშვიდობაა? - გადაბარება მაქვს - ამოისლუკუნა. - ვაიჰჰჰ... მეც არ გამისკდა გული - ამოისუნთქა თემომ. - შენ არ გესმის - დაიწყო ისევ - გადაბარებასაც ვერ ჩავაბარებ.... - მესმის, როგორ არ მესმის - მიიხუტა კატო გულმკერდზე და ფიქრობდა, რა შეიძლებოდა ეთქვა მისთვის, რომ დაემშვიდებინა - არასდროს შეგეშინდეს იმის გაკეთება, რაც გგონია რომ არ შეგიძლია.. სინამდვილეში ძალიან კარგადაც შეგიძლია.... - თავიი გააწევინა გოგონას - დაიმახსოვრე, კიდობანი მოყვარულმა ააგოო, პროფესიონალებმა ააშენეს ტიტანიკი... არ დანდებდეე... აი ზუსტად ეგ არის პრობლემა, კატუს - თმა ყურს უკან გადაუწია - ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ ადამიანები სწრაფად ვნებდებით... არად, ზოგჯერ იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვსურს, უბრალოდ უნდა ვცადოთ ხელახლა... - თემო - ამოისლუკუნა - შეიძლება ახლა ძალიამ სასაცილოა, საგნის გადაბარების გამო, რომ ვტირი, მაგრამ ხომ იციი.... ყველა ადმიანი ინდივიდუალურია, ზოგს უმნიშვნელოც კი ენაღვლება, ზოგს კი პირიქით, მართლა რაც სანერვიულოა, იმაზე არ აქვსს რეაქციაა.... - ხმის ტემბრი ეცვლებოდა და ისე საუბრობდა - ეს ახლა, ჩემთვის ფსკერია... - კესო, რატომ მიხსნი? - თვალებში შეხედა და ჰკითხა - როდესაც ცდოვრება ფსკერისკენ გექაჩება, იცი რა უნდა გააკეთო? ცურვა უნდა განაგრძო, იცურო, უბრალოდ, იცურე, იცურე, იცურე.... დაუსრულებლად. კატო მოეხვია... - ხომ, იცი მე მაქვს შენი იმედი? - სახე გააწევინა და ჰკითხა. - აუ, ვიტირებ რაა - ლეკვის თვალებით ახედა ბიჭს. თემომ თანხმობის ნიშნად მხარი მიუშვირა კატოს. - აი ბურთი და აი მოედანიც... ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იმდენად გინდა იტირო, რომ მზად ხარ ყველა სევდიანი წუთი ერთად გაიხსენო. შემდეგ, კი ჩნდება ცრემელები, სითხე, რომელიც ადიდებული ოკეანესავით გადაუვლის სევდას... და, ჰო რაც შეეხებოდა, თემოს იმედს.... ,,თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისთვის, რომ არ დანებდე...." ,,ნარუტო" *** - ორი დღით ეკატრინეს მივყვები თბილისში - უთხრა ანოს. - რაა? რატომ? - დამწუხრებულმა ჰკითხა. - რატო მოიწყინე? სულ ორი დღეა - თავი ააწევინა - ერთი და ორო - თითებით აჩვენა. - ჰო ერთი მთელი დღე, მერე ერთი მთელი ღამე, მერე მეორე ერთი მთლიანი დღე, მეორე მთლიანი ღამე, და მესამე დღეს ძლივს ჩამოხვალ.... - მგონი, მართლა რაღაც ბევრია - ანოს ახსნის მერე გაიზარა - არა, არა, უფრო მალე, აი თვალები დახუჭული და მერე გახელილი არ გექნება უკვე აქ, რომ ვიქნები - ნიკაპზე აკოცა. - აი ასე? - თვალები უცებ დახუჭა და გაახილა ანომ - ურაა, უკვე აქ ხაარ - გაიცინა და მოეხვია... - რა საყვარელი ხარ, ანო - თმებზე მოეფერა. - არა, მართლა, უნდა წაყვე ეკა დეიდას, აბა ისე როგორ? - უთხრა - ყკველთვის უნდა იზრუნო მშობლებზე - ლოყაზე აკოცა. - ანო? - ჰოოოუ - ცაში ჩიტებს უყურებდა და ისე უპასუხა. - ნახე რა საყვარელია - ამასობაში ერეკლე დაიხარა - ეეი, შენ ვინმეს ხომ არ დაეკარგე? - აშკარად, არა - უპასუხა მისგვერდით დახრილმა გოგონამ - ყელსაბამი არ უკეთია.... - ვისი, ხარ შენ - თავზე მიეფერა პატარა ძაღლს - არა აშკარად ქუჩისაა ან დიდი ხანია დაკარგულია, ნახე რა ბინძური და მტვირიანია, თეთრი ბეწვი სულ შავი აქვს. - ისე, ჰასკია თუ ლაიკა? ვერ გავარჩიე. - ჰასკი უნდა იყოს, ნახე როგორი ყურები აქვს - გვერდულად გახედა ანოს და ძაღლს თავზე მოეფერა - რა ვუყოთ ახლა ამას? - აუ, არ ვიცი - ახედა ფეხზე წამოდგარ ერეკლეს - ძალიან საყვარელია, და სხვათაშორის, არც ისე დიდი არ უნდა იყოს.... - ეგ ნამდვილად არ ვიცი.... - მოდი, ჩემთან წავიყავნოთ... ეზოც მაქვს, სახლში გამოკეტვაც არ მოუწევს - ტაში შემოჰკრა - თან ფოტოებსაც ამოვბეჭდავ და გვაკრავ, თუ ვინმემ დაკარგა, ნომერს მივუთითებ და დამირეკავენ... - სხვათაშორის, ეგ არ არის ცუდი იდეაა - თვალი ჩაუკრა ანოს - მაშინ სახელიც მოვუფუქროთ და რაღაცებიც რაც სჭირდება ვუყიდოთ. - ურააა - ვითომ ძაღლიც მიხვდა, ანოსთან ერთად ხტუნვა მანაც დაიწყო. პირველ ეტაპზე რაც შეიძლებოდა ძაღს დასჭირვებოდა, საჭმელი, საყელური, სათამაშოები, ბურთი ყველაფერი უყიდეს და ანოს სახლისკენ აიღეს გეზი. უკვე საკმაოდ მობნელებულიყო. - სახელი რა დავარქვათ? - ჰკითხა სახლთან თითქმის მისულმა ანოს. - ჰმმ.... - მოსაფიქრებლად ნიკაპზე თითი მიიდო - ორი, ირო.... - რა? - ვერ მიხვდა ერეკლე. - მოდი რადგან ორი დღით მიდიხარ და დღეს ვიპოვეთ, ირო დავარქვათ.... - ლამაზი სახელი კი არის... - თანაც სიმბოლური გამოვა - ერთ ადგილას მოცქმუტუნე ძაღლს დახედა - უკვე მიდიხარ? - სახლის დანახვისას ჰკითხა ერეკლეს - მალე ჩამოდი იცოდე, უკვე ორი გელოდებით - ძაღლს დახედა - მე და ირო.... - ისევ, ორი - დაეთანხმა ერეკლეც და გოგონას მტევნები თავისაში მოიქცია - სულ მალე ჩამოვალ და მერე ერთად გავასეირნებთ - გაუღიმა და სულ სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი ანოს... ,,და ის რაღაც, რისთვისაც ეს უაზრო ცხოვრება ღირს, სიყვარული ჰქვია თურმე..." დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. სალამი..... იმედია, მოგწეონათ.... ველი შეფასებებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.