დადიანის ქალი! - 18 თავი
მალევე მივიდნენ ლილეს სახლში. იბანავა, უტას ძალდატანებით კი ორი ლუკმა ჩაიდო პირში და შემდეგ დასაძინებლად დაწვა. - დაიძინე და რომ გაიღვიძებ დამირეკე. - უტა... - გისმენ? - შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო? - კი. - ფეხსაცმელები გაიხადა და გვერდით მიუწვა. - კარგი ადამიანი ხარ უტა. - ამ სიტყვების გაგონებისთანავე მას შეხედა, მაგრამ უკვე ღრმად ჩაძირილურიყო სიზმრების სამყაროში. - მხოლოდ შენთან! - თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები. დაკრძალისთვის ყველანაირი საქმე უტამ მოაგვარა და თანხაც მან დაფარა. ამ საკითხთან დაკავშირებით მას და ლილეს პატარა შეკამათება მოუვიდათ, ლილემ მალევე ფარ-ხმალი მალევე დაყარა, რადგან ერთადერთი, რისი ძალაც შერჩენოდა ეს იყო ფეხზე დგომა. ვეღარც ტიროდა, ამაზე უტას რომ უთხრა ასეთი პასუხი მიიღო. - ლილე, შენი ლამაზი თვალები ვერ იტანენ, როცა ტირიხარ და ცრემლებს უბრძანეს თავიანთ ადგილას დარჩენილიყვნენ. - ყოველთვის, როცა ასე პასუხობდა, თითქოს მისი ჭრილობის შეხორცებას აჩქარებდა. დაკრძალვიდან მესამე დღეს გავიდა სამსახურში. უფროსისგან შემოთავაზებული შვებულილება კატეგორიულად არ მიიღო და ასეთი რამ განუცხადა. - პირადი ცხოვრება სხვა რამეა და კარიერა სულ სხვა. ასე და ამრიგად ლილე ყიფიანი ეკრანს დაუბრუნდა. უტამ თავიდან იფიქრა, რომ უკეთესი იქნებოდა მისი სამსახურში გასვლა, მაგრამ ვისთვის როგორ. მის ზარებს აღარ პასუხობდა და თუ პასუხობდა "არ მცალია, დაკავებული ვარ!" ამას ეტყოდა და გაუთიშავდა. მთელი ორი კვირა ასე გრძელდებოდა. ბოლოს, როდესაც ყელში ამოსხა მანქანით მის სადარბაზოს დაუდარაჯდა. ღამის ორი საათი იქნებოდა ქალბატონი ლილე ტაქსით რომ დაბრუნდა სახლში. მძღოლს ფული მიაწოდა და გადავიდა. სადარბაზოს კარებთან იყო, როცა უტამ დაუძახა. - ლილე მოიცადე! - მოტრიალდა. - უტა? აქ რას აკეთებ? - შენთან სალაპარაკო მაქვს! - იქნებ ხვალ? დღეს... - არავითარი ხვალ! დღესვე უნდა ვისაუბროთ. - კარგი, სახლში ავიდეთ. მისაღებ ოთახში სადაც ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ სიმჩუმე ჩამოწვა. ოღონდ ეს არც უხერხული და არც სასიამოვნო იყო, აი სადღაც ამ ორ შორის გაჩხერილი, რომელსაც სახელი არ მოეძებნება. - ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ? - არ მცალია. - მთელი ორი კვირა იმისთვის ვერ მოიცალე რომ ხუთი წუთით დამლაპრაკებოდი? - ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს! - მოდი, ტყუილების გარეშე, ლილე შენ ხომ მატყუარა არ ხარ? - შენ რა იცი მე როგორი ვარ? - უეცრად წამოხტა. - მართალია ბევრი რამ არვიცი შენს შესახებ, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, რომ მატყუარა არ ხარ! - საერთოდ არ მიცნობ არც მე გიცნობ! საერთოდ რატომ არ მანებებ თავს? ყველაფერი დამთავრდა მამაჩემი მოკვდა, გესმის მოკვდა! - და რატომ გგონია რომ მარტო ეგ დაწყევლილი კონტრაქტი მაინტერესებს? - აბა გინდა დავიჯერო, ის რომ ცნობილ ბიზმესმენს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორს შეგიყვარდი მე? უბრალო ობოლი საცოდავი ჟურნალისტი? - შემიყვარდი! - ბოლო ხმაზე დაიყვირა. - შენი არ მჯერა! - დამშვიდებულმა წარსმოთქვა ეს სიტყვები. - თუ გგონია მუხლებში ჩაგივარდები და ჩემს შეყვარებას გთხოვ, ძალიან ცდები. მოგცემ დროს და ამ დროის მანძილზე დაფიქრდი და თუ მეტყვი რომ სამუდამოდ ჩამოგშორდე ამას უსიტყვოდ გავაკეთებ! - ეს თქვა და სიტყვის თქმა აღარ აცადა ლილეს, ისე მოშორდა იქაურობას. ლილე მძიმედ დაეშვა მდივანზე. - გთხოვთ მითხარით რა გავაკეთო. - ტელეფონი მოძებნა და ტაქსი გამოიძახა. - საით გოგონა? - ტაქსში როგორც კი ჩაჯდა, მძღლომა ჰკითხა. - სასაფლაოზე. - ამ დროს? - თქვენ კითხვების დასმაში არავინ გიხდით ფულს. - მწარედ გაეპასუხა. - რათქმაუნდა. - მოხუცი კაცი იყო, ლამაზი, მაგრამ ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდა. - მაპატიეთ ჩემი უზრდელობის გამო, უბრალოდ რთული დღე მქონდა. - სიყვარული? - რა? - სიყვარულს ეხება? - დაახლოებით. - რთულია არა? - ალბათ. - ჩემი მეუღლე იმდროინდრლი გუბერნატორის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მე კი ერთი უბრალო ქართულის მასწავლებლის ვაჟი, რომელსაც დიდი არაფერი გააჩნდა. წარმოგიდგენია რისი გამოვლა მოგვიწვია იმისთვის რომ მას ჩემი ცოლი დარქმეოდა და მე მისი ქმარი? - ალბათ ბევრი საშინელების. - ზუსტადაც, თანაც იმ დროში. ყველა წინააღმდეგი იყო ჩვენი ურთიერთობით, ოჯახიდან დაწყებული ჭორიკანა მეზობლით დამთავრებული. - როგორ მიხვდით რომ გიყვარდათ? - სხვა კითხვა უნდა დაგესვა. - ამაზე ლილეს გაეღიმა. - როგორ მივხვდე რომ მიყვრს? - უბრალოდ მომენტი დაიჭირე. - ტაქსი სასაფლაოსთან გაჩერდა. - თანხა რამდენი მოგცეთ? - იმ გზას მიყევი, რომელიც სიყვარულთან მიგიყვანს და არა იმას რომელიც უფრსკულში გადაგჩეხავს. ლილემ იმის ნიშნად რომ, ყველაფერი გაიგო თავი დაუქნია და საფულე ჩანთაში დააბრუნა. ნელა მიუყვებოდა სასაფლაოს ბილიკს და იმ ადგილს უახლოვდებოდა სადაც მისთვის ორი უძვირფასესი ადამიანი ელოდებოდა. - გამარჯობა, დე, მა. - ქვებს შეხედე- იმედი მშვიდად და ბედნიერები ხართ . - რამდენიმე წამი დადუმდა. - ჩემთან სრული ქაოსი ტრიალებს. ერთი მხრიდან გიორგი, ჩემი საუკეთესო მეგობარი მესაიდუმლე და მეორე მხრიდან უტა... არვიცი რა გავაკეთო. ნეტა ცოცხლები იყოთ, რამე რჩევას მომცემდით, მაგრამ როგორც ვხვდები ეხლა თქვენი რჩევის გარეშე მომიწევს გადაწყვეტილებების მიღება. - კიდევ ცოტა ხანი გაჩერდა და სახლში დაბრუნდა. ოთხი დღის შემდეგ, ინტერნეტ სივრცე ახალი ფოტოებით გადაჭრელდა. უტა უცხო გოგონასთან ერთად კოცნის დროს დააფიქსირეს. ლილემ, ფოტოები სამსახურში მისვლის შემდეგ ნახა და სრული შოკი მიიღო, მაგრამ სხვების დასანახად არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. საღამო ხანს სახლში დაბრუნდა. გამოიცვალა და კლუბისკენ დაიძრა. კოლეგებმა დაპატიჟეს და ისიც სიამოვნებით დათანხმდა. ეხლა ძალიან ჭირდებოდა განტვირთვა თორემ ტვინი აუფეთქდებოდა ამდენი ფიქრისგან. რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ კოლეგამ საცეკვაო მოედანზე გაიწვია და ცეკვა დაიწყეს. თქვენი აზრით რომ ცოდნოდა უტაც ამ კლუბში იყო თანაც პარტნიორთან ერთად რას გააკეთებდა? - უტა ეს ლილე არ არის? - ერეკლემ ლილესკენ მიიშვირა ხელი. - რა ბოდავ? - მიმართულებით გაიხედა და გახევდა, როდესაც ლილე მამაკაცთან მოცეკვავე დაინახა. - აქ რა ჯანდაბა უნდა? - ვის უტა? - შენი საქმე არ არის! - რომ გეკითხები მიპასუხე! - უტა გოგონასკენ შებრუნდა. - რა ეჭვიანი ცოლივით დაიწყე ლაპარაკი? შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი?! - შენი შეყვარებული ვარ! - ნაშა. - რა? - ჩემი ნაშა ხარ! - გარეწარო! - ბოლო ხმაზე დაუყვირა, სილა გაარტყა და იქაურობას მოშორდა. - ეს რა ჯანდაბა იყო? - ქალების " ისტერიკა" - ალექსანდრემ გასცა პასუხი. მოცეკვავე ლილესკენ გაიხედა, მაგრამ იქ აღარ დახვდა. - სად ჯანდაბაში წავიდა! - ცოტა მარცხნივ გაიხედე და დაინახავ. - სიცილით უთხრა ლაზარემ. გაიხედა და დაინახა. როგორ იცინოდა და თან არყის ჭიქებს ერთი მეორის მიყოლებით სვამდა. - მე წავედი! - სად? - ერთი თავნება გოგო სახლში უნდა წავიყვანო. - მერე გამოგვიარე. ანაბელი სულ წუწუნებს, რაც გაიგეს რომ ორსულად ვარო, საერთოდ აღარ მნახულებენო. - გამძლეობა ძმაო. - ერთად თქვეს და ხუთივეს გაეცინათ. მეხუთე საბა აბულაძე გახლავთ, რომელსაც შემდგომ გაგაცნობთ. უტა გატრიალდა და იმ მაგიდისკენ დაიძრა სადაც ლილე იჯდა. - ლილე წამომყევი! - ეგრევე ბრძანებაზე გადავიდა. - ოუუ, ბატონ უტას ვახლავარ! - წამომყევიმეთქი! - ვერთობი, ამიტომ არსად წამოყოლას არ ვაპირებ! - ანუ არ მოდიხარ ხომ? - არამეთქი, ეხლა თავი დამანებე. - იყოს ნება შენი. - სწრაფად აიტაცა ხელში და ზურგზე გადაიკიდა. - რა ჯანდაბას აკეთებ? - სახლში მიმყავხარ! - მე შენ, შენი კახპა ჰომ არ გგონივარ მე თვითონაც შემიძლია წავიდე! - რომელ ერთ გულისხმობ? - ლილეს გამწარების ხასიათზე მოვიდა. - ყველას! - ნუთუ? - მანქანში ჩასვა და თვითონაც მიუჯდა საჭეს. - უტა თავიდან მომწყდი! - მე შენ დაფიქრებისთვის მოგეცი დრო და არა კლუბებში გასართობად. - და რა იცი რომ გადაწყვეტილება არ მივიღე? - მიიღე? - მივიღე! - დარწმუნებულმა თქვა. - და რა გადაწყვიტე? - ჯერ არ გეტყვი. - ფანჯარას ჩაუწია და სიმღერა ჩართო. - ლილე ჩემს მოთმინება საზღვარს უახლოვდება! - უი მართლა? არ ვიცოდი. - ლილე! - ის გოგო ვინ იყო? - ვინ გოგო? - ვისაც ტუჩებში კოცნიდი. - არავინ მნიშვნელოვანი. - გადაწყვეტილების მიღებას მთხოვ და ამ დროს ვიღაც სხვასთან გაქვს სექსი? - მისკენ შეაუბრუნა თავი. - ჯერ არ გეტყვი. -თვალი ჩაუკრა და გზას გახედა. მალევე მივიდნენ უტას სახლთან. - აქ რა მინდა? - სად აქ? - შენს სახლში. - ასეთ მდგომარეობაში გინდა მარტო დაგტოვო? - რა მდგომარეობაში ვარ? - მთვრალი. - მერე? - ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებ. - ყველამ დამტოვა და შენ გამონაკლისი ხარ? - ლილე მე არასდროს დაგტოვებ! - გახსოვს დაპირებებზე რა გითხარი? - ნდობა დაკარგე. - შეგისწორებ, ყველაფერი რაც გამაჩნდა. - მეც? - ალბათ შენც. - ანუ პასუხი ეს არის! - და შენ რა გეგონა რომ ერთ დღეს მე ამიხსნიდი სიყვარულს და მეორე დღეს სხვასთან გექნებოდა სექსი. შემდეგ კი ბედნიერი წყვილივით ვივლიდით? - პრობლემა იმაშია სხვასთან რომ ვიწექი? - ბოდიში, დამავიწყდა რომ, ქართველი კაცები ღალატს პრობლემად არ აღიქვამთ. - და თუ გეტყვი რომ მასთან სექსი არ მქონია რამე შეიცვლება? - არა, რადგან შენი არ მჯერა. - როდის გჯეროდა? - იმ დღეს როდესაც მამაჩემის სიკვდილის შესახებ შემატყობინეს. იმ მომენტში მხოლოდ შენი მჯეროდა. ტელეფონი ამოვიღე და შენი ნომერი ხელის კანკალით ავკრიბე. ყველაზე სასაცილო იცი რა არის? იმ მომენტში ძალიან ბევრი ადამიანისთვის შემეძლო დამერეკა, მაგრამ მხოლოდ შენ გამახსენდი. შენ იყავი ადამიანი, რომელიც იმ მომენტში მჭირდებოდა და სხვა არავინ. ვერც ერთმა კაცმა ვერ შეძლო იმ ქარიშქალის დატრიალება ჩემს გონებაში რაც შენ დაატრიალე და ამის გამო საშინლად მძულხარ გესმის? მძულხარ რადგან ჩემი ისედაც არეული ცხოვრება უფრო აურიე. იცი რა არია ამაში სასაცილო? ეს არეულობა საშინლად მომწონს და რაც უფრო ვცდილობ შენგან თავის დაღწევას მით უფრო დამოკიდებული ვხვდები შენზე. უტას არაფერი უთქვამს ისე აკოცა ტუჩებში. ეს ნელი და სასიამოვნო კოცნა არ ყოფილა, ეს იყო ვნებიანი და უხეში. თითქოს ამით პასუხობდა უტა ლილეს. ერთმანეთს როგორცკი მოშორდნენ უტამ საუბარი წამოიწყო. - და თუ გეტყვი მეც იმავეს განვიცდი შენს მიმართ? - ვერ დამაჯერებ! - მაშინ გამოსავლის პოვნა მომიწევს.-გაანახლა კოცნა. ******************************************** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.