შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანის ქალი! - 20 თავი


8-08-2023, 21:02
ავტორი nica_nica
ნანახია 1 269

ერთმანეთს როგორც კი, მოშორდნენ უტამ საუბარი წამოიწყო.
- და თუ გეტყვი მეც იმავეს განვიცდი შენს მიმართ?
- ვერ დამაჯერებ!
- მაშინ გამოსავლის პოვნა მომიწევს. - განაახლა კოცნა.
როგორც კი ერთმანეთს მოშორდნენ ლილემ ეგრევე სახეში გაარტყა და თან ყვირილი დაუწყო.
- როგორ ბედავ?! - კიდევ ერთი სილა.
- უნამუსო და უსირცხვილო ადამიანი ხარ! - კიდევ ერთი. ამ ყველაფერს უტა ურეაქციოდ უსმენდა.
- მექალთანე და ვირი ხარ! - მუშტების რტყმა დაუწყო მკერდში. უეცრად მისი ხელები ხელში მოიქცია.
- შენს ლამაზ ხელებს ჩემს უსულო ხორცის ნაჭრის დაზიანებისთვის ნუ ატკენ.
- მეზიზღები!
- მეც მიყვარხარ!
- უნამუსო ხარ!
- შენ კი ყველაზე ნათელი არსება ჩემს ცხოვრებაში.
- ვერ გიტან!
- ვიცი. - ჩაეხუტა.
- მეზიზღები, რადგან თავი ასე შემაყვარე და ჩემი გული დაისაკუთრე.
- მიყვარხარ, რადგან ჩემი ცხოვრების ნათელი წერილი გახდი.
ლოგინზე იყვნენ წამოწოლილები. უტა თმაზე ეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა.
- ახლა რა იქნება?
- არ ვიცი.
- იმ გოგოსთან რა ურთიერთობა გქონდა?
- არაფერი, სერიოზული!
- უტაა!
- იმ დღეს შენგან რომ წავედი, კლუბში შევიარე და რომ დავთვერი, ხომ ხვდები?
- სექსი გქონდათ! - კბილებში გამოსცრა.
- ეჭვიანობა გიხდება.
- უტაა!
- რა?
- არაფერი.
- ლილე?
- იმას არ შეგეკითხები ჩემამდე ბევრი გყავდა თუ არა, ეგ ისედაც ნათელია. მე ის მაინტერესებს მაქედან რამდენი იყო სერიოზული?
- კი ერთი.
- რა ერქვა?
- ლიზა ერქვა, სკოლის დროს გვქონდა ურთიერთობა.
- რატომ დაშორდით?
- სკოლა რომ დავამთავრეთ სხვადასხვა გზაზე წავედით.
- და მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა არ გქონია?
- არა.
- კარგი.
- ლილე!
- მას შემდეგ არ შეხვედრილხარ?
- კი, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს.
- მერე?
- უბრალოდ მოკითხვით შემოვიფარგლეთ.
- ჰმ. ხვალ სამსახურში უნდა წავიდე და მაქამდე სახლში უნდა გავიარო.
- მე გაგიყვან.
- ყველას გონია რომ ერთმანეთს დავშორდით.
- დაიკიდე.
- მეძინება. - უფრო მეტად მიეხუტა.
- ძილინებისა.
ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ.
დილით ჯერ სახლში გაიყვანა და შემდეგ სამსახურში.
მანქანიდან რომ გადადიოდა უტამ შეაჩერა.
- რაღაც გავიწყდება! - ლოყაზე აკოცა და სწრაფად გადახტა მანქანიდან.
- ლილე! - წარბები შეკრა.
- ჯერ ბოლომდე არ მიპატიებია. - სწრაფად დაიძრა შესასვლელისკენ.
დაიბუზღუნა და მანქანა დაქოქა.
შენობაში შესვლის წამიდან ყველა მას ადევნებდა თვალს.
- ლილეეე. - მისი მეგობარი ვიკა გვერდით ამოუდგა.
- რა მოხდა?
- უტამ მოგიყვანა?
- კი.
- თქვენ ხომ დაშორდით?
- შევრიგდით!
- გოგოები გულზე დასკდებიან.
- სასწრაფოს გამოძახება არ დაგავიწყდეს. - სწრაფად დაიძრა თავისი კაბინეტისკენ.
რამდენიმე საათი გაატარა კაბინეტში და შემდეგ რეპორტაჟის ჩასაწერად დაიწყო მზადება.
უკვე კაბინეტიდან გასვლას აპირებდა, როდესაც უტამ დაურეკა.
- გისმენ.
- მომენატრე.
- რა საყვარელი ხარ!
- შენ არ მოგენატრე?
- კი, თან ძალიან.
- ვერ გამოხვალ?
- ვერა, ახლა რეპორტაჟის ჩასაწერად მივდივარ.
- საღამოს რომელზე გამოგიარო?
- ასე ზუსტად ვერ გეტყვი, დაგირეკავ!
- კარგი, დაგელოდები!
- ნახვამდის!
- ნახვამდის!
ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და კაბინეტის კარები გაიხურა.
- ოთო სად არის?
- სამონტაჟოშია და მოვა ხუთ წუთში მოვა.
- დროზე! გასაფლანგი დრო არ მაქვს!
- კარგი, გადავცემ.
- შეყვარებულთან შეხვედრა გეჩქარება, როგორც ჩანს. ძვირფასო, მინდა ერთი რჩევა მოგცე თუ გინდა რომ ერთ დღეს საკუთარი გადაცემა გეღირსოს, პირადი ცხოვრება გვერდზე უნდა გადადო. - თათია დაუდგა გვერდით იმ გადაცემის წამყვანი, რომელიც უტა იყო.
- ეს შენი სადარდებელი ნამდვილად არ არის! როგორმე მე თვითონ მივხედავ ჩემს კარიერასა და პირად ცხოვრებას.
- უტას რომ თხოვო, მთელ ტელევიზიას გიყიდის.
- ეგ ნამდვილად არ მჭირდება!
- სულელი ხარ თუ გგონია რომ უტა დიდი ხნით გაჩერდება. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ვიღაც გოგოს კოცნიდა.
- გმადლობ რომ შემახსენე. - ცინიკურად გაუღიმა.
- ლილე, მოვედი! - თავისი ოპერატორი ოთო, მიუახლოვდა.
- წავიდეთ!
ჯერ რეპორტაჟი ჩაწერეს შემდეგ სამონტაჟოში რამდენიმე საათი დაჰყვეს.
უკვე იქაურობას ტოვებდნენ, როდესაც უტასგან ზარი განხორციელდა.
- ლილე დარეკვა დაგავიწყდა!
- არ დამვიწყებია! ეხლა გამოვდივარ სამონტაჟოდან.
- ტელევიზიის წინ ვდგავარ და გელოდები.
- მოვდივარ!
როგორცკი გარეთ ფეხი დადგა ეგრევე სირბილით დაიძრა და მიეხუტა.
- მომენატრე!
- მეც ძალიან! - ჩამოძვრა მისი წელიდან.
- სად წავიდეთ?
- ჩემთან.
- რატომ?
- ხვალ სამსახურში უნდა ვიყო.
- იქნებ...
- არა, ჯერ ადრეა ერთად ცხოვრება!
- მაშინ შენთან წავიდეთ და თან სუპერმარკეტშიც გავიაროთ დარწმუნებული ვარ, შენი მაცივარში ერთი გრამი საჭმელიც არ მოიპოვება.
- რა გაგიკეთო?
- შენ დაღლილი არ ხარ?
- კი, მაგრამ სხვა ვინ მოამზადებს?
- მე. - ამაზე ლილემ გადაიკისკისა.
- შენ?
- ხომ, რა იყო?
- უტა შენ იცი საჭმლის კეთება?
- ამაში ეჭვი გეპარება ქალბატონო ლილე?
- დიახ!
- მაშინ, მომიწევს ჩემს შესაძლებლობები წარმოვაჩინო.
- მაშინ, რატომ ვკარგავთ დროს? დავიძრათ და დავლაშქროთ სუპერმარკეტი. - სწრაფად მოთავსდა ავტომობილში, უტაც მიუჯდა გვერდით.
სამზარეულოს მაგიდაზე იჯდა და დიდი სიამოვნებით უცქერდა სამზარეულოში მოფუსფუსე უტას. უცბად ერთმა აზრმა დაარტყა და სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი და ფოტო გადაუღო.
- ქალბატონო ლილე რას აკეთებთ?
- მომენტს ვაფიქსირებ.
- ალექსანდრესთან არ წამოგცდეს იცოდე! - თითი დაუქნია.
- რატომ?
- იმ დღეს ანაბელმა მისი მომზადებული ხინკალი მოსთხოვა და წვალებით ამზადებდა და მე ვეღადავებოდი.
- ორსულ ცოლს რომ საჭმელი გაუკეთოს დასაცინია?
- არა, რა თქმა უნდა მაგრამ როდესაც მზარეულობა შენი სტიქია არ არის... - გაეცინა. - ხომ ხვდები?
- გასაგებია.
- საჭმელიც მზადაა. - თეფშების დაწყობა დაიწყო. - არ ჩამოსკუპდები? - მიუახლოვდა. ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ რომ, ლილეს, უტას სუნთქვა პირდაპირ სახეზე ეცემოდა.
- თუ გაიწევი ჩამოვსკუპდები.
- დღეს რომ კოცნის გარეშე დამტოვე უნდა დაისაჯო. - ცხვირს ლილეს ყელზე დაასრიალებდა.
- უტაა მე არ ვარ მზა...დდდ.
- ვიცი. - მეორე მხარეს გადაინაცვლა. - მაგრამ მოფერება ხომ შემიძლია?
- მოფერება კი...იი.
- ჰოდა მოგეფერები.
- ვახშამი რომ ცივდება?
- კარგი, ამჯერად თავი დაიძვრინე. - მოშორდა.
- ვივახშმოთ? - უხერხულად შეიშმუშნა.
- ვივახშმოთ. - მაგიდის გაწყობა დაასრულა და ლილეს გვერდით მიუჯდა.
- აბა ქალბატონო ლილე შემიფასეთ ჩემი შემოქმედება!
- რათქმაუმდა. - პირველი ლუკმა ჩაიდო პირში, პირველს მეორე, მეორეს მესამე მოჰყვა.
- აბა?
- ძალიან მაგარია, შენ არ გინდა?
- არ მშია.
- აბა მარტო ჩემთვის გააკეთე?
- მე სხვა რამეთი მსურს დანაყრება. - ამ დროს ლილე წყალს სვამდა და გადასცდა. უტამ სიცილი ვერ შეიკავა.
- ლილე სახეზე ფერი არ გადევს. - კიდევ აგრძელებდა სიცილს.
- ნუ დამცინი!
- არ დაგცინი.
- უტა!
- კარგი ხომ, დაამთავრე და მერე დავიძინოთ. - ერთად აალაგეს და საძინებელში შევიდნენ.
- მამაჩემის ტანსაცმელს მოგცემ ამ ტანსაცმლით არაკომფორტულად იქნები.
- არ მჭირდება ტანსაცმელი. - უცბად გადაიძრო მაისური და მას შარვალიც მიჰყვა.
- უტაა! - წამოიყვირა და ზურგს უკან შეტრიალდა.
- ძალიან მომწონს ჩემს სახელს რომ წარმოთქვამ.
- რამეს გიჟდებოდა ლილეს სიმორცხვეზე.
- აი. - უცბად მიუგდო და შეტრიალდა. - მე აბაზანაში შევალ და რომ გამოვალ ჩაცმული დამხვდი. - სწრაფად შევარდა აბაზანაში.
- ჩემი ლილე.
აბაზანიდან რომ გამოვიდა, უტა, ისევ იგივე ფორმაში დახვდა.
- უტაა! - ბოლო ხმაზე იყვირა. - რატომ არ ჩაიცვი?
- ჯერ მოგეფერები და მერე ჩავიცვამ. - უკნიდან მიუახლოვდა და ყელში კოცნა დაუწყო.
- მე ისაა...
- ლილე ხომ იცი რომ შენ თუ არ გენდომება ზედმეტს არაფერს გავაკეთებ, მე უბრალოდ შენი მოფერება მინდა. თუ არ გინდა უბრალოდ დავიძინოთ. - ნაწყენი მოშორდა.
- უბრალოდ ჩემთვის ცოტა უჩვეულოა.
- ვიცი და ამიტომ გეკითხები მრთავ ნებას რომ შენს სხეულს მოვეფერო?
- კი.- ჩუმად ამოიკნავლა.
- ვერ გავიგე?!
- უტა იცოდე მდივანზე მოგიწევს ძილი!
- კარგი, კარგი. - ხელში აიტაცა და კოცნა დაუწყო.
ნელა წამოაწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა.
ნელა და სასიამოვნოდ უკოცნიდა იმ ადგილებს რასაც მისი პენუარი ვერ მალავდა.
ყველა ნაწილი რომ მოითარეშა შემდეგ, მისი ზედის ბოლოებს ჩაავლო ხელი.
- ნებას მრთავ?
- მმმ. - ამოიკვნესა.
- ლილე ნებას მრთავ? - ისევ გაუმეორა კითხვა.
- კი..იიი.
ფრთხილად გადააძრო ზედა და მისი მკერდის დალაშქვრას შეუდგა.
ნელა და სასიამოვნოდ დაასრიალებდა მის წელზე ხელებს და თან კოცნებს უტოვებდა.
ლილე კი, ყველანაირად ცდილობდა თავისი სიამოვნების დამალვას.
- ლილე გსიამოვნებს?
- მმ.
- მითხარი რომ მოგწონს თორემ შევჩერდები.
- ძაალიანნნ მმმოოოწოოონნს.
- ზუსტად ამის გაგონება მინდოდა. - ისევ გააგრძელა თავისი საქმე. ეს სიამოვნება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და როდესაც უტამ მისი მოფერებით გული იჯერა, ზედა გადააცვა და თვითონაც ჩაიცვა.
- ძალიან სასიამოვნო იყო. - უტას მკერდზე მიწოლილმა ამოიბუტბუტა.
- კიდევ გავიმეოროთ. - თავზე აკოცა და მასთან ერთად ღრმად ჩაეფლო სიზმრების სამყაროში.



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

მიხარია რომ დადე ახალი თავი მაგრამ ძალიან აგვიანებ.აწი როდის ველოდოთ შემდეგს ?

 


№2  offline წევრი nica_nica

სტუმარი თამუნა
მიხარია რომ დადე ახალი თავი მაგრამ ძალიან აგვიანებ.აწი როდის ველოდოთ შემდეგს ?
ზეგ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent