შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობა თავი5(+18)


10-08-2023, 19:23
ავტორი toroo
ნანახია 2 184

გიტარის სიმების ხმა ჩამესმის ტაქსიში, გვერდით ქრისტი მიზის და წინა სავარძელში კი მაქსიმეა კარგად მოკალათებული
ძალიან ბევრი დავლიე, ამას მაშინ ვაცნობიერებ როცა ვხედავ ჩემი მეგობარი როგორ იხუტებს ფეხსაცმლიდან ამოშვერილ ფეხებს, მე კი ვერ ვიხდი ამ უკანასკნელს, რადგან არ ვარ დარწმუნებული შემიძლია თუ არა უკან ჩავდგა.
_მისამართი?_ჩემი ძმა ქრისტის ეკითხება და თან თავს იფხანს.
_გაგიჟდი?არ შეუშვებენ საერთო საცხოვრებელში, ღამის სამი საათია_ვუბღვერ მაქსიმეს
_მაშინ ორივეს მშობლებთან წაგიყვანთ
_ვერ წამოვალ_ჩუმად ჩურჩულებს ქრისტი
_შენთან დავრჩებით, საძინებელში ჩვენ, მისაღებში შენ
_მაგარია_უსიამოვნოდ ისუნთქავს ჰაერს_კარგი, წავიდეთ.
_ანუ სად მივდივართ?_მოთმინებას კარგავს მძღოლი
მაქსიმე მისამართს კარნახობს და მანქანაც სწორი მიმართულებით მიდის.
საერთოდ ვერ ვგრძნობ სირცხვილს, ყველა შეხება და ფიქრი მახსოვს, შეიძლება გველესიანი ერთადერთი მამაკაცი არ არის მთელს თბილისში, მაგრამ არავის ვიცნობ მზგავს ვისკენაც ასეთი მიზიდულობა მექნებოდა.
უბრალოდ წავიდა, სანამ მე და ქრისტი თავზე ვიმხობდით დარბაზს, არც კი დამემშვიდობა.
ტირილი ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ვერ ვტირი
მას მე ვუნდოდი, აი რა არის ახლა მთავარი.
ტაქსი ისე ჩერდება, რომ ფიქრებიდან თავის დაღწევას ვერ ვასწრენ.
მაქსიმე ორივეს მის გრძელ მაისურებს გვაწვდის და უჩინარდება, ეგრევე საწოლზე ვეცემი და ვითიშები, ქრისტი კი წყლის გადასავლებად შედის.
მეღვიძება...საშინლად მინდება წყალი, სახლში სიბნელეა და დივანი ცარიელია, მხოლოდ წყლის ხმა ისმის აბაზანიდან
_ქრისტი
_ხ..ხოო...
_წყალი გინდა?
_აა...არა_ვფიქრობ ის ჩემზე ცუდადაა, ლაპარაკიც არ შეუძლია
ერთი მოსმით ნახევარ ლიტრ წყალს ვსვამ და არეული ნაბიჯებით ცარიელ საძინებელში ვბრუნდები, ფიქრის ნერვები არ მაქვს
ისევ წყვდიადია...
ერთი კვირის შემდეგ...
მაქსიმემ გადაწყვიტა, რომ შაბათ-კვირა მშობლების დაჩაზე გაატაროს მეგობრებთან ერთად, გიგიმ გუშინ საღამოს მომწერა, რომ მეც წამიყვანდა და აი ახლა მასთან ერთად ვზივარ გრილ სალონში, გაჩერებულ მანქანებში გველესიანის ავტომობილს, რომ ვერ ვხედავ გული მწყდება.
_“პრივეტები“_ღია გარაჟიდან ხელს გვიქნევს ჩემი ძმა
_როგორ ხარ?_გიგი ეგრევე კითხვას სვამს
_დებილურად, ფინელებთან დასადები კონტრაქტი მესამეჯერ ჩამივარდა.
მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევ.
მაქსიმეს შორტები და ბოტასები აცვია შიშველ ფეხზე, მოდური პანამა კი თავს უმშვენებს.
_მარტო ხარ?_მეკითხება ის
_არა, ჩემთან ერთად ნაციონალური გვარდიაა_ვპასუხობ ირონიულად
_შენი დაქალი სადაა?
_საქმეები აქვს...და რატო კითხულობ?
მე თვითონაც ერთი კვირაა ქრისტი არ მინახავს იმ დღის შემდეგ, როცა გავიღვიძე უკვე წასული იყო მე კი თავი ისე ძლიერ მტკიოდა არაფერი გამხსენებია
ჩემი ძმა და გიგი სახლისკენ მიიწევენ, პირველად ვაფასებ გიგის სხვა თვალით, ღონიერი მხარ-ბეჭი აქვს, ვერაფერს იტყვი.
ეზოში სადაც ბარბექიუა შეზლონგებზე სამი ბიჭისა და ერთი გოგოს მზერას ვგრძნობ, მათ ვიცნობ, მაგრამ საკმაოდ შორიდან, შეიძლება ითქვას უბრალოდ ვცნობ.
ხელს ვუქნევ და გავდივარ.
სამზარეულოში ჩემი ძმის შეყვარებული დატრიალებს მოკლე ჯინსის შორტებსა და ყვითელ საცურაო კომპლექტში გამოწყობილი
ვცდილობ არ დავენახო, რომ მომაბეზრებელ საუბარს ავუარო გვერდი და უკანა ეზოში ჩუმად მივიპარები
ჩემს გვერდზე ნაბიჯების ხმა მესმის, თავს ვატრიალებ და ვაშტერდები ნაცნობ სილუეტს, მამაკაცური მკერდის შემდეგ კი მის ნაცრისფერ თვალებს ვეჯახები.
ჩემს თავში ყველა ნათურა ერთად ირთვება, ის უფროდაუფრო მიახლოვდება და გასაქცევს არ მიტოვებს, იმედი მაქვს რომ სახეზე არაფერი მაწერია, გული ლამის საგულიდან ამომივარდეს რადგან ცისფერ საცურაო კოსტუმში გამაგრებულ ჩემს მკერდის თავებს აშტერდება, მათი ამობურცვის მიზეზი კი თმის ის ვიწრო ბილიკია, რომელიც მამაკაცის საცურაო ტრუსთან ქვემოთ მიიკვლევს გზას. კანი მაშინვე გრძნობს მათი თვალების შეხებას ჩემს სხეულზე, ტაო მაყრის და მუცლის ქვემოთ სიცხის აუტანელი ტალღა მეჯახება.
_არ მეგონა თუ აქ იქნებოდი_მივმართავ გველესიანს
_მაგრამ იმედი გქონდა_ხრინწიანი ხმით მპასუხობს
ღმერთო ყველაფერი ზედმეტად კარგად მახსოვს, ის კი ისე იქცევა თითქოს არაფერი მომხდარა ჩვენს შორის.
_მადლობა მინდა გადაგიხადო ყვავილებისთვის_მაქსიმეს სახლიდან რომ წამოვედით დიდი თეთრი ვარდების თაიგული დამხვდა ჩემს ოთახში, თავისივე ხელით მიჯღაბნილი ფურცელით.
_იქამდე გამოგიგზავნე სანამ ვიცეკვებდით
დღეს რატომღაც მარტივად ვუყურებ თვალებში, უკვე დიდი ხანია ყველანაირი ხაზი გადავკვეთე, რაც იმას ნიშნავს რომ უკვე აზრი არ აქვს ჩემი გრძნობა დავმალო და სიმართლე ვთქვა სულაც არ მინდა მალული იყოს ეს ყველაფერი, უკვე დავიღალე დამალობანას თამაშით, მინდა იცოდეს...
_და მგონი ძალიანაც მოგეწონა..ხმ...ჩვენი ცეკვა_მისი შორტისკენ ვიხედები რათა ვაგრძნობინო რასაც ვგულისხმობ
წამით ჩუმდება, სამი დიდი ნაბიჯი და უკვე მიახლოვდება, მაჯაზე მკიდებს ხელს და თითებით მებღაუჭება.
_წამოდი_გაზონს ფეხით თელავს და მიმათრევს ეზოში არსებული დუშ-კაბინისკენ
მე კი მივაბიჯებ ფეხშიშველი ცვრიან მინდორზე.
_რას აკეთებ?_ვცდილობ ხელი გამოვგლიჯო, მაგრამ ის უფრო მეტად მიჭერს
პატარა კაბინაში შედის და კედელზე მაკრავს, ძალიან ვიწროა აქაურობა ორი ზრდასრულისთვის, ნერწყვს ძლივს ვყლაპავ მისი ბიცეფსის შემხედვარე, სუნთქვა მიჩქარდება, ნეტავ იცის თუ რა ძლიერად მინდა შევეხო, თითებით შემოვიარო მისი მკერდი და მუცელი.
მზის სხივები მის თვალებს უფრო ბრჭყვიალას და მიმზიდველს ხდის, მიყურებს ტუჩებზე და ამ დროს ცეცხლი მეკიდება
_ეს რა იყო ვითომ?
არ მინდა სულელი გამოვიყვანო თავი, გველესიანს ასეთები არ უყვარს
_მე...
ისე მიყურებს რომ ენას ვერ ვატრიალებ, ის კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემსკენ
_რინა, არ მჭირდება ეს ყველაფერი, არაფერი პირადული, ეს თემა დავხუროთ.
_შენ თვითონ დაიწყე ამაზე საუბარი
_მირჩევნია რომ თავი დავიზღვიო აბა, დავხურეთ თემა?
კი თუ არა... კი თუ არა...
არა, არავითარ შემთხვევაში
_მოგეწონა_ვუმეორებ კიდევ ერთხელ
_ნასვამი ვიყავი
ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და ჩუმად ვეუბნები
_მაგრამ ახლა ხო ფხიზელი ხარ
ტუჩებს კუმავს და ქვემოთ იყურება, იმ ადგილას სადაც მისი ტრუსი მკვეთრად გამოწეულია.
ის ღრმად ისუნთქებს, მაინც ვახებ ხელისგულს მამაკაცურ მკერდზე და წინ ვიხრები, რომ ჩვენს შორის არსებული დისტანცია მინიმუმამდე დავიყავნო, ის მომენტალურად ახლოს მაკრავს კედელზე და ზემოდან მაჩერდება
_რინა_თვალებში მაშტერდება_მე 26 წლის ვარ, მამაკაცური რეაქცია შეიძლება უბრალო ფოტომაც გამოიწვიოს... შენ კი ლამაზი გოგო ხარ, ეს არაფერს ნიშნავს. მე არ ვარ ტიპი, რომელიც თან გადაგყვება, პრინცივით მოგექცევა, არ შემიძლია სიყვარულით დავკავდე ქალიშვილთან, არ მინდა შენს ოჯახთან საქმის გაფუჭება პატარა გოგოს კაპრიზების გამო.
_ეს კაპრიზი არ არის_ლამის ცრემლი მივარდება და ამის გამო გულში თავს ვილანძღავ
_ჩვენ არ გვქნება ს**სი, არანაირი. მეგობრობა ერთადერთია რაც შემიძლია შემოგთავაზო, ახლა გავეცლებით ერთმანეთს და ამ თემაზე აღარ ვილაპარაკებთ.
გამომშრალ ტუჩებს ვილოკავ და ვეუბნები
_მიყვარხარ გველესიანო
_ფუ შენი_ცისკენ იშვერს თვალებს_რეებს აჯერებ თავს? შენი აზრით ცხენზე ამხედრებული რაინდი ვარ?
_არა, ვიცი რომ არ ხარ პრინცი, იქნებ ეს მიზიდავს შენში_ვამბობ გამომწვევად
_პატარა შტერი გოგო ხარ_დარწმუნებით მპასუხობს.
_შენ კი ცინიკური იდიოტი_ვუბრუნებ ხურდას
_და აბა შენი აზრით ეს ორი პარალელური ხაზი როგორ უნდა შეხვდეს ერთმანეთს
__უფრო საკუთარ თავს ვარწმუნებ ვიდრე მას
_ეჭვიც არ მეპარება.
ორივე ვშეშდებით, როცა ჩვენსკენ მომავალი ნაბიჯების ხმა ჩაგვესმის, მე და ნიკუშა ერთამანეთს ვაშტერდებით, ის არ ინძრევა.
ხეები ჩვენს ზემოთ ხმაურობენ, თუ ეს ხმაური ჩემი ყურებიდან მოდის?
ის მაკვირდება, მაგრამ არა მგონი უჭირდეს იმის გამოცნობა რაც ახლა ჩემს სხეულსა და ტვინში ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ უჭირს იმის ამოცნობა თუ რამდენ დარტყმას ტოვებს ჩემი გული მისი ასეთი მზერის შემდეგ.
არც კი ვსუნთქავ რადგან ის ჩემსკენ იხრება, მერე მომენტალურად მშორდება, როცა ხვდება რომ არავინ გვიახლოვდება
_ერთ თვეში მივდივარ, მაგრამ ეს ასეც რომ არ იყოს მაინც არაფერი მოხდებოდა, იპოვე ვინმე ტიპი, უკვე დროა დიდურ თამაშებს გემო გაუგო და ჰორმონები დაამშვიდო.
წამწამებს ვაფახულებ და ვბრაზდები.
ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი პირველი კაცი ის ყოფილიყო, პირველად ცხოვრებაში მისი ეს ცინიზმი მაღიზიანებს.
_ს*ქსს სიყვარულის გარეშე არ განვიხილავ_თვალები სიბოროტით მევსება
_ეს რომანტიული ნაგავი დროსთან ერთად გადაგივლის
_იმედვს ვიტოვებ, რომ არა, ამჯერად შეგიძლია არ გაიქცე ჩემით წავალ, კარგად გაერთე
მკერდით ვეკრობი და მოპირდაპირე მხარეს არსებულ ღილაკს ძლიერად ვაწვები, ცივი წყლის წვეთების შეხებამდე კარებს გიჟივით ვგლეჯ და მივრბივარ.
_ამის კარგიც_გაბრაზებული ნიკუშას ხმა მეწევა
_კარგად დაისვენეეეეე_ბოლო ხმოვანს ვწელავ და გამარჯვებული ღიმილით მივიწევ სახლისკენ.
ჩემს ოთახში ავდივარ და მშრალ ტანსაცმელს ვიცვამ, ტაქსის ვიძახებ და პარალელურად ეზოში ფანჯრიდან ვიჭყიტები, რამდენიმე წამში ბოლომდე გაწუწულ გველესიანს ვხედავ, მზერას ჩემსკენ ისვრის, მაგრამ მალევე მაშორებს ნაცრისფერ თვალებს და მიმართულებას ცვლის, მგონი ჩემი რჩევა გაითვალისწინა და გართობას აპირებს.
მე და მაქსიმეს შვიდი წლის წინ მშობლებმა ძაღლი სახელად ბენი მოგვიყვანეს, ის მალევე გახდა ოჯახის წევრი, გერმანული ნაგაზი ადამიანზე მეტი ჭკუით გამოირჩევა და ერთგულებაც ყველაზე კარგად შეუძლია.
_გგონია რომ რაღაც შეჭამა?_ჩემი ძმა მანქანის უკანა სავარძელზე წამოწოლილი ბენისკენ ისვრის მზერას
_არ ვიცი_მის მოწყენილ თვალებს ვაშტერდები_საერთოდ არ ჭამს, წყალს სვამს და ისიც ცოტას
_ბენი თუ საჭმელს არ ჭამს ესე იგი მართლა ცუდადაა
_ცუდადაა აბა გატყუებ?
მე და მაქსიმეს ძაღლი ვეტერინართან მიგვყავს, მეც და ბენიც ძალიან მოწყენილები ვართ რაც ჩემს ძმას არ ეპარება და კითხვებს დაუზარელად მაყრის, ბოლოს იმით ვიშორებ რომ ქალური დღეები მაქვს და ისიც ჩუმდება.
ფანჯარაში ვიხედები, თითქოს მინდა მთელს სამყაროს დავემალო, ამ ბოლო დღეების მანძილზე ალბათ 100-ჯერ მაინც ვატრიალებ ჩვენს ბოლო დიალოგს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი ალტერნატიული პასუხებით არაფერი იცვლება. საქმე მასშია, ნუთუ მისი ფიზიკური გამოხატულება ჩემს მიმართ მხოლოდ იმითაა გამოწვეული. რომ ახალგაზრდა კაცია? ამას ვერ დავიჯერებ...
როგორ დავივიწყო?
ჩემს გარშემო არსებულ ყველა მამაკაცს მას ვადარებ და რა თქმა უნდა ორიგინალს ვერცერთმა აჯობა.
ჩემს ფანტაზიებში ერთმანეთს ძალიან კარგად ვერგებით, სხვა არც განიხილება.
_გიგიმ მკითხა შენზე_ფიქრებიდან მაქსიმეს სიტყვებს გამოვყავარ
_რა?_გაკვირვებული ვუყურებ
_ხვდები თუ არა ვინმეს
_როდის გკითხა?_მხოლოდ იმიტომ ვუსვამ ამ კითხვას, რომ გავიგო სად იყო ნიკუშა და გაიგო თუ არა ეს დიალოგი
_შაბათს_ჩემი ძმა დიდად არ მიკონკრეტებს ზუსტ სიტუაციას, მეც აღარ ვაცივდები
_უთხარი, რომ არ ვარ დაინტერესებული_ენთუზიაზმის გარეშე ვეუბნები მაქსიმეს და ფანჯარას ვწევ
ბენის ვეტერინართან ვტოვებთ, როგორც გაირკვა მსუბუქად მოიწამლა და რამდენიმე გადასხმა დასჭირდება
ახლა მაფიქრდება, რომ ჩემს ძმას გიგის კანდიდატურა მოსწონს აი ნიკუშაზე კი ყოველთვის ამბობს რომ ბევრი რამ აქვთ ერთად ნაკეთები და ის არასდროს შეხედავს ქალს სერიოზულად.
მაქსიმე დროის გასაყვანად ჯერ მასთან ოფისში მიმაქანებს შემდეგ კი ვერანდას ჯავშნის, რომ ერთად ვილანჩაოთ, მაგრამ გეგმები იცვლება, როცა ფინელებთან მოლაპარაკების გამო სამსახურში დარჩენა უწევს ჩემს თავს კი იმ წამს გამოჩენილ გველესიანს აბარებს.


ბოდიში ამხელა პაუზისთვის, მაგრამ ფორს-მაჟორული სიტუაცია მქონდა პირად ცხოვრებაში.
მგონი საკმაოდ მოზრდილი თავი გამოვიდა <3



№1  offline წევრი mainc

აუ, როგორ გამიხარდა❤️წავედი, ჩავუჯექი❤️

 


№2 სტუმარი ლილი

აუ დადეთ ხოლმე რააა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დადებ შემდეგ თავს ????

 


№4 სტუმარი Markusik

შემდეგი თავი მალე იქნება?????????

 


№5 სტუმარი სტუმარი Mika

შემდეგ თავს როდის დადებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent