შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იები სულში(I ნაწილი +18)


14-09-2023, 07:12
ავტორი Banu_N
ნანახია 3 222

-და თუ უკან დაბრუნება მომინდება დამელოდები?- ამოიკვნესა ქალმა და ცრემლები მუშტით მოიწმინდა.
-ყოველთვის დაგელოდები, შენი გზის დასაწყისშიც და დასასრულშიც მე ვარ შორენა- უბრალო ღიმილი აჩუქა მამაკაცმა და უკანმოუხედავად დატოვა საქორწინო კაბაში გამოწყობილი საყვარელი ქალი სიცივესა და სიბნელეში.
იმ დღეს შორენა გათხოვდა. ქორწინების პირველი დღე, რომელსაც ზღვა სიხარული უნდა მოეტანა ქალისთვის ყველაზე საზარელი დღე აღმოჩნდა. შორენა თხოვდებოდა, ცოლად მიჰყვებოდა მამაკაცს, რომელსაც დასანახად ვერ იტანდა და განზე წევდა თავის სიყვარულს. ასე გაჰყარა ბედმა, თვალცრემლიანი დატოვა ქალი და გული გაუხლიჩა მამაკაცს. ერთ დროს შორენასთვის სიძლიერის ეტალონი, ქორწილის სტუმრებში ირეოდა და დასამალ ადგილს ეძებდა, სადაც თავს აღარ დაესხმებოდა მოლოცვების ტალღა. თითქოს ეს მისი გარდაცვალების, დასასრულის დღე იყო, მაგრამ ყველა გაბადრული სახით ულოცავდა, ხელს მხარზე ურტყავდა და მასაც მალევე დაოჯახებას უსურვებდა, მის გულს კი მხოლოდ და მხოლოდ ერადერთი ქალი, მის ძმასთან მოცეკვევა შორენა, სურდა.
გულზე ხელი იტაცა, რაღაც სწიწკნიდა, უნდოდა აქვე მოეკლა ყველა, მისი ოჯახი, ძმა და ყველა სტუმარი, შორენასთვის ხელი ჩაევლო და უსასრულობაში გაპარულიყვნენ, მაგრამ ამის მაგიერ იჯდა და ბიძაშვილის საუბარს უსმენდა.
-ანდრია- მხარზე ხელი დაკრა ანიმ- კარგად ხარ? - კაცი შეკრთა და სიფრიფანა გოგოს გადახედა. როგორ ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ არავის გაუტეხია მისი გული, ჯერ კიდევ დაცვის მარწუხებში იყო და ანდრიამ წამით ინატრა ახლა ანი ყოფილიყო. უმნიშვნელოდ გაუღიმა საყვარელ ბიძაშვილს და თავზე აკოცა.
-შენს ქორწილში თაიგული უნდა დავიჭირო- ხუმრობით სცადა იმ დიადი სევდის დამალვა, რომელიც ნაწილებად შლიდა.
-რა სულელი მყავხარ ანდრო- გადაიხარხარა გოგონამ და საცეკვაოდ გაიჭრა.
ისევ მარტო, საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან. ნუთუ ეს დაიმსახურა, ამისთვის გაატარა 32 წელი, რომ ბოლოს ეს ამაზრზენი დასასრული ჰქონდა. სევდიანად გაიღიმა, სიგარეტის ღერს გაუკიდა და შორენას კიდევ ერთხელ გადახედა. ვინ დასთვლის დღეს ანდრიამ რამდენჯერ გააპარა თვალი უკვე ძმის ცოლისკენ, რამდენჯერ ინატრა ნიკუშას ადგილას ყოფილიყო. მას დაეწერა ჯვარი, მას გაეტეხა თეფში, მას ეცეკვა, მაგრამ ბედმა გააცურა. შორენას მზერა დაიჭირა, თვალები უელავდა ქალს, ხედავდა მათში ცრემლის პატარა ნაწილებს.
-მინდა ამ ჭიქით ჩვენი უსაყვარლესი წყვილი დავლოცო, მუდამ ბედნიერები მენახეთ და ყველას ვუსურვებ მსგავს სიყვარულს, რაც თქვენ იპოვეთ- ფეხზე წამოჭრილმა ჭიქა აუწია შორენას, ყელში მომდგარი ბურთი სადღაც მოისროლა, ცრემლები უკუიგდო და ჭიქა ბოლომდე გამოცალა....
და საბოლოოდ დამთავრდა ქორწილი, წავიდნენ სიძე-პატარძალი, სტუმრები, მხოლოდ ანდრია დაეხეტებოდა ქუჩაში და ხვდებოდა, რომ დღეიდან იწყებოდა ის ცხოვრება, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არც კი დაფიქრდებოდა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა და რომელიც ასე გამეტებით არ უნდოდა. სიკვდილამდე მოუწევდა საყვარელი ქალის დანახვა სხვა მამაკაცის ხელებში და უსასრულოდ შეეკვრებოდა სუნთქვა.
იქვე ჩამოჯდა ტროტუარზე, საათი ღამის 4ს უჩვენებდა, მისი გული კი არადა არ ცხრებოდა. ცას ახედა ანდრიამ, გულზე კიდევ ერთხელ მოისვა ხელი და ცრემლებს მისცა გზა. იმ ღამეს თოვდა. იმ ღამეს თოვდა, როცა ანდრიამ შორენა პირველად გაიცნო და იმ ღამესაც თოვდა, როცა ანდრიამ შორენა დაკარგა. ასეთია ცხოვრება, ბედნიერების მორევში მყოფს უკან ამოგათრევს და რეალობის დანახვას გაიძულებს. ამ რეალობამ კი დღეს სიცოცხლეს გამოასალმა ორი საყვარელი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთს გული და სული აჩუქეს............

1 კვირამ მალევე გაიარა და „ბედნიერი“ წყვილი მოგზაურობიდან დაბრუნდა.
-ცოტახანი აქ ვიცხოვრებთ-ნიკუშამ ცოლს გაუღიმა და უკანასკნელი ბარგი გადმოიღო მანქანიდან.
-სანამ ჩვენი სახლი არ აშენდება-მკრთალი ღიმილი დაუბრუნდა შორენამაც და იმ სახლის ზღურბლს გადააბიჯა, სადაც ერთ დროს ანდროს საცოლის სტატუსით უნდა მიეწვიათ.
ყველაზე მეტად არ უნდოდა ქმრის მშობლებთან ცხოვრება, რადგან ანდრიაც იქ იქნებოდა. შორიდან მოუწევდა საყვარელი მამაკაცით ტრფობა, რაც საბოლოოდ გაასწორებდა მიწასთან, მაგრამ ახლა, როცა უკვე უშველებელ მისაღებში ყავას მიირთმევდა ქალბატონ ნატასთან ერთად და მის გაბრწყინებულ თვალებს უყურებდა, უკან ვეღარ იხევდა. ვინ იცოდა ამ პატარა სიფრიფანა გოგონას გულში რამხელა ტკივილი იმალებოდა.
-იმედია ჩემი ნიკო არ გაბრაზებს შორე- თბილი ღიმილი აჩუქა ქალმა და ხელით მის ხელს შეეხო.
გაეცინა, ყველაზე მეტად ამ ქალისგან გრძნობდა მხარდაჭერას, იქნებ ყველაფერი ეთქვა, გული გადაეშალა და მასაც გაეგო, უკან დაეხია და იმ სიყვარულს დასდგომოდა გვერდით, რომელიც ასე სწვავდა ფიქრებში. ოდნავ ბაგეები დააშორა ერთმანეთს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ კიბეებიდან ჩამომავალ ანდრიას, რომ მოჰკრა თვალი გაშეშდა. გეგონებოდა პირველად ხედავდა კიბეებზე ჩამომავალ შარვლისამარა საყვარელ მამაკაცს.
-ანდრო, უხერხულია შორენასთან-ბრაზით უთხრა ნატამ უფროსს შვილს, რომელმაც დედას თვალი სწყვიტა და მონატრებულ ქალს შეავლო მზერა, შორიდანვე იგრძნო მისი ყვავილების სურნელი და სიამოვნებისგან თვალეები მიენაბა.
-ანდრო, ჩაიცვი!- ხმა გაამკაცრა ნატომ და იქვე ახლად დაკეცილი მაისური გაუწოდა შვილს. აგიზგიზებული თვალები მიანათა შორენამ მამაკაცს, რომლის მარწუხებშიც ნებივრობდა რამდენიმე თვის წინ. გაიხსენა ის ვნებით სავსე დღეები, რომლებიც ქმრის ძმასთან გაატარა და სახე აუწითლდა. ანდრიამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და სამზარეულოსკენ გასწია.
-სულ ასეთი იყო, თავნება და ჯიუტი- ყავა მოსვა ნატამ და რძლის გვერდით დაიკავა ადგილი- ნიკუშასგან ბევრად განსხვავდება, მხიარულების ერთი წვეთიც არ აქვს, ნეტა ვის დაემსგავსა- გაეცინა ქალს- დაღლილი იქნები შორენა, აღარ მოგაცდენ, ადი,დაისვენე-შორენამ თავი დაუკრა და კიბეები აიარა.
დერეფნის ბოლო ოთახის კარი შეაღლო და თვალი ჰკრა ჩაბნელებულ უზარმაზარ ოთახში ასევე უშველებელ საწოლს და კარი ზურგს უკან მიიჯახუნა. კარადაში დაწყობილ ნივთებს უჩვეულოდ შეავლო თვალი, მისი ქმრის ტანსაცმელს სულაც არ ჰგავდა ისინი, მაგრამ ნაცნობი სურნელი, რომ იგრძნო მაშინ მიხვდა, რომ ოთახი აერია.
-აშკარადა სხაგან მოხვდი-ხმამ შეაკრთო და მისკენ მიბრუნდა.
-ოთახი ამერია-კარის გაღება სცადა, მაგრამ იქვე მდგარმა კედელს მიაყუდა და მის მარწუხებში მოაქცია ქალი.
-რას აკეთებ?- გაბრძოლება სცადა შორენამ, მაგრამ კარგად იცოდა რომ ამ ძლიერ მკლავებს ვერსად გაექცეოდა, თან როცა თვითონაც სწვავდა ამის სურვილი.
ანდრიამ სახე საყვარელი ქალის ტუჩებისკენ დახარა. შორენა ცხელ სუნთქვას გრძნობდა ბაგეებზე და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
-არ შეგეხები ხომ იცი?-თავი წამოსწია და ხელებიც მოაშორა- ახლა უკვე სხვისი ცოლი ხარ- ტუჩები ენით დაისველა მამაკაცმა და თვალცრემლიან ქალს კარი გაუღო, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ოთახი. იქვე დადებულ ლარნაკს სწვდა და გაბრაზებისგან იატაკს დაანარცხა. როგორ სძულდა ის ფაქტი, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი სხვასთან იყო, სხვა ეხებოდა ის კი ვერაფერს აკეთებდა, ჩუმად მოუწევდა ყოფნა, ჩუმად მოუწევდა შორენათი ტკბობა, მის ძმას კი ახლოდან შეეძლო ამის გაკეთება.
-რატომ ის, მაინც და მაინც ის რატომ შეგიყვარდა ნიკო?- გაცეცხლებულმა კითხა ძმას რამდენიმე თვის წინ.
-ულამაზესია
-ის ჩემია შენც ხომ იცი- გადაიხარხარა და ძმას კისერში წვდა.
-გეყოფათ-სასიკვდილოდ განწირული ძმა ხელიდან გამოგლიჯა ოჯახის უფროსმა, დავით გასვიანმა.
-მამა, მართლა მიყვარს შორენა- ცრემლიანი თვალები შეანათა უმცროსმა შვილმა.
-ის სათამაშო არ არის, არ უყვარხარ-საცემრად გაიწია ანდრომ ,როცა კვლავ მამის ხელებმა გააჩერა. დავითმა ერთხანს უყურა შვილს, მერე თავი გააქნია გეგონება რაღაცას გეგმავდაო. გაცეცხლებულმა მამაკაცმა კი სახლი მალევე დატოვა და საყვარელ ადამიანის სახლს მიაშურა.
ასე დაიწყო ყველაფერი.....
თუ ოდესმე სიყვარულს განიცდის ადამიანი სწორედ მაშინ დაკარგავს საკუთარ თავს, სულ სხვა პიროვნებად გარდაისახება და იმასაც კი დაგლეჯს, ვინც ეცდება ეს ყოველივე ხელიდან წაგლიჯოს, მაგრამ ხანდახან ეს გრძნობა ყველაზე მეტად ასუსტებს ადამიანებს, ფეხქვეშ მიწას აცლის და ჰაერს უზღუდავს. მაგრამ მაინც ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად ყველაზე მწარე სიყვარულია. ამ გრძნობას ბედნიერებაც და უბედურებაც ერთდროულად მოაქვს და თუ ოდესმე შენს წინ გაჩერდა, შენში შემოვიდა, აუცილებლად გამეფდება, თავს აღარ დაგანებებს და ბოლომდე მიწასთან გაგასწორებს.
საღამოს, ვახშამზე შეიკრიბნენ გასვიანები და მათი ახალი აწ უკვე გასვიანის ცოლი, ულამაზესი, ყელმოღერებული შორენა, რომელიც უხმოდ მიირთმევდა საჭმელს და ცდილობდა ის უხერხულობა დაეფარა, რომელსაც ანდროს მზერა იწვევდა მასში. ანდრიას სული არ ცხრებოდა, გამეტებით მისჩერებოდა იმ სიფრიფანა და ნატიფ თითებზე შემოხვეულ თავისი ძმის უხეშ ხელებს, რომლებიც ერთ დროს მას აგიჟებდნენ, მაგრამ რაღა ერთ დროს შორენას დანახვაც კი დღესაც ჭკუიდან შლიდა მას და თავს ვერაფერს უხერხებდა. კარგად იცოდა მამაკაცმაც რომ ამ დიად გრძნობას ვერ მოერეოდა, რადგან მის წინ,შორენასთან ერთად, დაიჩოქა და მთელი გული შესწირა, ახლა მისი გულის ბატონი მხოლოდ შორენა საყვარელიძე იყო.
-რა კარგია ყველა ერთად, რომ ვსადილობთ- სიჩუმე ნატამ დაარღვია და უფროსს შვილს ღიმილით გადახედა.
-ნამდვილად, მიხარია ჩემს შვილებს ასეთ ბედნიერებს რომ ვხედავ- დავითმა სიხარულის ღიმილით გადახედა მაგიდასთან მსხდომს.
ანდრიას შეუმჩნევლად ჩაეცინა, ნუთუ ეს იყო ნამდვილი ბედნიერება, მისი ცხოვრების მიზანი, იქნებ თვითონ სულაც არ დაუმსახურებია შორენა, იქნებ მართლაც ნიკოსთან ყოფილიოყო ბედნიერი ქალი, მაგრამ გულისთვის რა ექნა, როგორ გაეშვა ეს ქალი. ყველაფერს გაიღებდა ახლა დრო, რომ უკან დაებრუნებინა, ეთქვა შორენასთვის, რომ ყველაფერს გააკეთებდა მისთვის, ყველაფერს გაიღებდა, სულსაც კი მიჰყიდიდდა ეშმაკს, რათა შესძლებოდა საყვარელ მამაკაცს დაჰყრდნობოდა, რას არ გაიღებდა ახლა შორენა, რომ მისი ცოლი ყოფილიყო.
-ანდრიას მარტო უნდოდა გადასვლა-ნატამ რძალს ქათმის ნაჭერი დაუდო თეფშზე და სიჩუმის დარღვევა სცადა ამით-მაგრამ როგორც კი ჩემი ავადმყოფობის შესახებ გაიგო გაჩერდა- სევდიანად გაეცინა ქალს- ვკვდები და ეს ჩემმა შვილებმაც იციან.
-დედა- შეჰყვირეს ძმებმა. ქალს კიდევ ერთხელ გაეცინა და უხმოდ დატოვა მაგიდა. შორენამ თვალი გააყოლა დედამთილს, ქმრის მარწუხებისგან თავი გაითავისუფლა და მას გაჰყვა ოთახში.
-ჩემს გამო რატომ წამოხვედი-შეიშმუშნა ნატა მას შემდეგ რაც შორენა მის გვერდზე ჩამოჯდა ლოგინზე.
-კარგად იქნებით-მოეხვია ქალს.
-შორენა დამპირდი, რომ ჩემი სიკვდილის მერეც კი არ მისცემ ნიკოს უფლებას სისულელეები ჩაიდინოს, ის ისეთი დაუფიქრებელია, ანდრია კი, მას მიხედვა არც კი სჭირდება. მარტოდაც შეუძლია თავის გატანა, ასეთი გავზარდე, ძლიერი, თუმცა ახლა მისგან შორს ვარ. ვიცი მის გულში რომ ცხოვრობ. მის გულში გაქვს ბინა. მე კი ვერაფრით შევეწინააღმდეგე დავითს, ვერ გადავარჩინე ჩემი შვილის ობოლი სული, წრფელი გრძნობა და ფეხვეშ გავთელე ის ბედნიერება, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა- ამოიტირა ქალმა და მთელი გული დაანახა შორენას.
ქალმა ლოყაზე იკბინა, ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უშვებოდა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გატყდა ვიღაცასთან და ისიც თავისი ქმრისა და საყვარელი მამაკაცის დედასთან. ცრემლების ნაკადი აღარ შრებოდა, გულამოსკვნით ტიროდა შორენა და ცდილობდა ემოციებისგან დაცლილიყო.
ასეც ხდება, როცა ადამიანები ემოცებს ვინახავთ, ვაგროვებთ და ვცდილობთ არავის გავანდოთ საბოლოოდ აუცილებლად ამოხეთქავს, გარეთ გამოვა და ერთიანად დაგვწვავს და თუ არ ამოვა შიგნიდან შეგვჭამს, შეგვცვლის და იმ მონსტრად გვაქცევს, რომლისაც ჩვენ თვითონაც გვეშინია.
ნატას ჩაძინების მერე მალევე დატოვა ოთახი შორენამ, ოთახში შესული მძინარე ქმარს მიუწვა და ძილის მორევში გადაეშვა იმ იმედით, რომ სიზმარში ეწვეოდა საყვარელი მამაკაცი, ისევ დაუკოცნიდა ბაგეებს და ისევ მოუტანდა ბედნიერებას, მაგრამ ცხოვრებამ არც სიზმრებში ადროვა სიხარული საბოლოოდ განადგურებულ ქალს. კოშმარის ნახვისგან ოფლით დაცვროდა შუბლი, ღრმად სუნთქავდა, სწრაფად მიიწევდა ანდრიას ოთახისკენ. კარის სახელური ჩამოსწია და შიგნით შეიჭრა, შუქი აანთო და ნახევრადშიშველ საყვარელ მამაკაცს მიაჩერდა. შვებისგან ამოისუნთქა როცა უვნებელი დაინახა. კარს მიეყუდა და სცადა გულის ცემა დაესტაბილურებინა. სინათლისგან შეწუხებულმა მალევე გაახილა თვალები და განერვიულებულ უკვე ძმის ცოლს, რომ მოკრა თვალი სწრაფად წამოდგა ლოგინიდან.
-რა მოხდა?- ძილისგან ხმა უფრო დაბოხებოდა-კარგად ხარ? ზედმეტად შეგეხო?-მისკენ წაიწია. შორენამ თავი ასწია და წამებში მოხვია ხელები კისერზე მონატრებულ კაცს. თავი მის კისერში ჩარგო და ასრუტუნდა.
-მეგონა რამე მოგივიდა- ტიროდა ქალი. ანდრია მის თმეებს შეეხო, ოქროსფერ კულულებში ახლართა თავისი თითები.
-უბრალოდ კოშმარი იყო შორე-ტკბილი ხმა ჰქონდა ანდროს.
და თუ ერთხელაც ასე მოგადგებათ კარს წამიერი ბედნიერება, უკან არ გაუშვათ, არ დაფიქრდეთ მომავალზე, რადგან შეიძლება მეორეჯერ აღარ გესტუმროთ და მთელი ცხოვრებაც კი ინანოთ,რომ ამ ერთხელ შეგეშინდათ, უკან დაიხიეთ და უბრალოდ უარი თქვით. წამიერი ბედნიერება ჩვენი იმედია, იმ პატრა ნაპერკლის გამღვივებელი, რომელიც ჩვენში სახლობს, რადგან წუთისოფლის სიავემ ბოლომდე არ მოგვსპოს და არ გაგვაქროს.
დიდხანს იდგნენ ასე შორენა და ანდრია სანამ რეალობამ არ გაყარა ისინი.....

და მაინც რა მტკინვეულია, ერთ დროს ასე ეხვეოდე ქალს, მისი მომაჯადოვებელი სურნელით ტკბებოდე და დილით, ახალი დღის დასაწყისით, ისე იქცეოდე თითქოს არაფერი მომხდარიყო.
-დღეს კომპანიაში მოხვალ?- უფროსს ვაჟს ჰკითხა დავითმა.
-კი, რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი-ყავის დიდი ყლუპი მოსვა ანდრიამ და მაგიდიდან წამოდგა- თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-დედას შუბლზე აკოცა, შორენას თვალებით მოესიყვარულა და სახლი უხმაუროდ დატოვა.
შორენამაც მალევე დაამთავრა საუზმე და ოთახს მიაშურა. გუშინდელი ამბის შემდეგ მეტად უხერხულად იყო. სწრაფადვე მოირგო მუხლს ზევით ბორდოსფერი სიფრიფანა კაბა. მოწესრიგების შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, კაშნე ყელზე მოიხვია. რამდენი მომენტი განვლო ამ კაშნემ, ჯერ კიდევ შერჩენოდა ანდროს სუნამოს, სიგარეტისა და გრძნობების სუნი, რომელიც ერთ დროს შორენას განუყრელი ნაწილები იყვნენ. ახლა აღარც ანდრია ეკუთვნოდა და აღარც გრძნობები იყო მის გვერდით, ყოველ შემთხვევაში გამუდმებით ცდილობდა მათ ჩაკვლას, რადგან უკვე გათხოვილი ქალი ერქვა.
-შენც მიდიხარ ძვირფასო?-კიბეებზე ჩამომავალს მომღიმარი მზერა მიანათა ნატამ.
-კი, უკვე დროა ბავშვებს დავუბრუნდე-შორენამაც წრფელი ღიმილი აჩუქა დედამთილს და საყვარელ სამსახურს მიაშურა.
ბავშობიდანვე ოცნებობდა სამართალაზე ესწავლა, კარგი იურსიტი გამოსულიყო და დედამისის ოცნებები აეხდინა, მაგრამ შორენას დედა გარდაიცვალა და შორენამაც მას გაატანა თავისი ოცნებები. ახლა კი უბრალო ბაღის ძიძა იყო, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი სამხახურით. ეზოში გამავალს ანდრია შეეფეთა. გუშინდელმა ამბავმა გული აუჩქარა, სუნთქვა გაუხშირა და სიცივისგან აწითლებულ ლოყებს უფრო მეტად დაატყო ახურება.
-მიდიხარ?-ბოხი ხმით იკითხა ანდრიამ და ახლოს მიიწია ქალთან, რომლის სურნელიც მთელ ეზოს ფარავდა. შუა ზამთარში ყვავილივით ანათებდა შორენა. გაუბედურებულს ის მოციმციმე თვალები ჩაკვდომოდა, რომელიც ანდრიას ასე ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც ულამაზესი იყო შორენა. ვარდივით ლამაზი იყო.
-ჰო-ოდნავ გაუღიმა და სწრაფადვე აუარა გვერდი, რადგან კიდევ დიდხანს მის გვერდით ვერ გაჩერდებოდა.
-წაგიყვან თუ გინდა?-უკნიდან მიაძახა კაცმა.
-არ მინდ..-ის ის იყო უარი უნდა ეთქვა, რომ ქმრის ხმა დაემატა ანდროს ხმას.
-კარგი იქნება თუ გაიყვან, სანამ მძღოლს ავიყვანთ ანდრო-ძმას გესლიანად გაუღიმა, მხარზე ხელი დაკრა და შორენასკენ წამოვიდა. შორენა ნელა შემობრუნდა, ქმარი უკვე მის წინ იდგა. მამაკაცმა წელზე ხელი მოჰხვია და მის ბაგეებს დაეწაფა. იგრძნო შორენამ როგორ მოაწვა ერთდროულად სევდისა და ზიზღის გრძნობა. უნდოდა აქვე და ახლავე გაეთავებინა ნიკოლოზი. ზიზღნარევი სახით მოაშორა ტუჩები ქალმა და ანდრიას გახედა, რომელსაც ძარღვები დაბერვოდა. გაბრზებისგან სახე აწითლებოდა და თვალებში პატარა ნაპერწკლები უჩანდა, რომელიც გადმოსვლას ლამობდნენ, მაგრამ კარგად იცოდა ანდრომ რომ ვერაფერს ეტყოდა ძმას. ან რა უნდა ეთქვა, შორენა, მისი საყრელი ქალი, ახლა უკვე მისი იყო და ანდრიას აღარ ჰქონდა ამაში ჩარევის უფლება. ღრმად ამოისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა.
-ეს რა იყო?-შებღვურა ქმარს შორენამ.
-გამოსამშვიდობებელი კოცნა, თუ მოგეწონა შეგვიძლია გავიმეოროთ-მისკენ დაიხარა ნიკო, მაგრამ გველნაკბენივით გახტა შორენა და ანდრიას მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა უხმოდ იარეს. სიჩუმეს ორივე ჭკუიდან გადაჰყავდა, მაგრამ საუბარი უფრო მეტად გაანადგურებდა მათ. შორენას სამსახურს, რომ მიადგნენ მამაკაცმა უბრალოდ გადმოხედა ქალს.
-მადლობა მოყვანისთვის-შორენამ თავი დაუკრა და კარის სახელურს დაეჭიდა, მაგრამ უცებ ძლიერმა ხელმა გააჩერა, რომელიც მის მკლავს ჩაბღაუჭებოდა.
-გაშორდი, სისულელა რასაც აკეთებ-ანდრიას ხმაში აშკარად ჟღერდა მუდარის ტონი. შორენამ ერთხანს ასე უყურა განადგურებულ საყვარელ მამაკაცს, შემდეგ ნელა გადაიხარა მისკენ, შუბლზე, შემდეგ ცხვირზე და ტუჩის კუთხეში მოეალერსა, კოცნით აუვსო სახე. როგორ ენატრებოდა მისი შეხება. ბოლოს შუბლი-შუბლზე მიადო და ოდნავ გაიღიმა. რაოდენ დიდი სევდა იყო ამ ღიმილში, ქვასაც კი გატეხდა, დედამიწასაც კი გააჩერებდა, ადამიანს გულს დაუგლეჯდა. ნელა მოშორდა ანდროს და მანქანიდან ხმის ამოუღებლად გადავიდა და სწორედ აქ მიხვდა ანდრო, რომ საყვარელი ქალი სამუდამოდ დაკარგო. აღარ დაბრუნდებოდა მის ცხოვრებაში, ახლა უკვე სხვისი იყო და იმ სხვისი მკლავებიდან იწოდა მისი სიყვარულით. მთელი სისწრაფით დაძრა მანქანა და ნაცნობ ადგილას მიაშურა.
საღამოს სახლში მოსულს ნაცნობი სტუმრები დახვდნენ. ბიძაშვილს გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-კარგი გეყო-გაიცინა ანიმ და მის გვერდით მდგარ გოგოს მიუბრუნდა- ეს ჩემი დაქალია, ტაისია.
ანდრიამ მკრთალი ღიმილი აჩუქა გოგოს და იქვე დივანზე დაჯდა.
-ჩემი ძმა რას შვრება ანუკი?-დავითი ძმისშვილს მიუბრუნდა
-რავიცი ბიძია, წნევები აქვს და თავს არ უფრთხილდება-ბრაზით ამოილაპარაკა-შორენა სად არის?- წამში ახედა უმცროს ბიძაშვილს.
-მალე მოვ...აი ისიც- დიდ ჰოლში ისევ ისეთი ლამაზი შორენა გამოჩნდა, ანის დანახვისას უემოციო სახე სადღაც გაუქრა და ფეხზე წამომხტარ გოგონას გადაეხვია.
-როგორ ხარ შორეე?-მხიარულად ჩაჰყვირა ყურში რძალს გოგომ.
-კარგად ვარ, თავად?-გაეცინა ქალს და უცნობ გოგოს მოავლო თვალი.
-ეს ჩემი დაქალია ტაისია, რო გიყვებოდი ხომ გახსოვს?-მეტად აჟიტირებული იყო.
-როგორ არა-ქურთუკი გაიხადა, მოსამსახურეს გაატანა და ქმარს გვერდით მიუჯდა.
-დაიღალე შვილო?-ნატამ ყავის ფინჯარი ხელში მოიქცია და ფერმკრთალ გოგოს შეხედა-სახეზე ფერი არ გადევს.
-არაფერია, დიდი ხანია არ ვყოფილვარ გარეთ, მალე ავუწყობ ფეხს ყველაფერს.
-საერთოდ არ იმუშაო, რათ გინდა, ყველაფერი გაქვს-მხრებზე ხელი მოხვია ცოლს და თავი ყელში ჩაუდო. უსიამოვნოდ შეიშმუშნა შორენა, წამში ფეხზე წამოდგა.
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-შორენამ უშველებელი კიბეებისკენ გასწია, სახელურს მოეკიდა, უკნიდან ბუნდოვნად ესმოდა ხმები, ნელა შემოიხედა. ყველა მას უყურებდა, ხვდებოდა როგორ ტრიალებდა ყველაფერი.
-შორე კარგად ხარ?-ანიმ ანერვიულებულმა ჰკითხა.
ადამიანი საყვარელი ადამიანისთვის მთებსაც კი გადადგამს, თავს გასწირავს და ცუდად მყოფს მაინც მიეშველება. მამაკაცი ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი მათ შორის და უკვე გონდაკრგული შორენა გზაშივე დაიჭირა და წაქცევის გადააჩინა. ფეხებქვეშ ხელი ამოუდა და კიბეებზე აირბინა. მთელი ოჯახი მას გაჰყვა. წყვილის ოთახში შევიდა და ქალი საწოლზე დააწვინა. საწოლთან მდგარ მაგიდაზე ყელსაბამს მოჰკრა თვალი. აღარ ესმოდა ხმები, როგორ იძახებდნენ სასწრაფოს, როგორ ყვიროდნენ შორენას სახელს. ანდრო მხოლოდ ყელსაბამს უყურებდა, რომელიც 1 წლის წინ შორენას საკუთარი ხელით ჩამოჰკიდა ყელზე. ყელსაბამიდან მზერა გათეთრებულ ქალზე გადაიტანა და ოდნავ ღიმილმა დაკრა.
სადღაც გულის სიღმეში, ანდროს პატარა ნაპერწკალი ცხოვრობდა, რომელსაც სჯეროდა, რომ შორენას ისევ უყვარდა ის. მოვიდოდა დრო, როცა ქალი კვლავ მის ხელში აღმოჩნდება. ახლა ყველაზე მეტად ეს იმედი უხარებდა ცხოვრებას, არსებობის აზრს აძლევდა და მაინც ადამიანს უიმედობას ურჩევნია ფუჭი იმედით იცხოვროს , რადგან სწორედ ესაა წუთისოფლის არსი. იმედი ამოძრავებს დედამიწას და ადამიანს დანებების საშვალებას არ აძლევს. და თუ ადამიანში იმედმა დაისადგურა მას ვერავინ წაართმევს, თვითონ ცხოვრებაც კი, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ჩვენი გაცამტვერება და მიწასთან გასწორება. ეს იმედი გაიზრდება, ძალას შეჰმატებს ადამიანს და საბოლოოდ ადამიანი შეძლებს ცხოვრების სიავეს გაუმკლავდეს და თავი საბოლოოდ გაინთავისუფლოს.
-კარგად იქნება?-ნიკომ შეშინებული თვალები მიანათა კიბეებზე ჩამომავალ ექიმს.
-დიახ, ყველაფერი რიგზე აქვს, ფაქტია დაღლილობისა და სტრესის ბრალია ეს ყველაფერი, წამლებს გამოვუწერ, კარგი იქნება თუ დაისვენებს და არავინ შეაწუხებს-ექიმმა რეცეპტი მიაწოდა ნიკოს და სახლი დატოვა. ფერდაკარგულმა კაცმა ჰოლში მსხდართ მოავლო თვალი და მზერა ძმაზე შეაჩერა.
-შენი ბრალია-ზიზღნარევი ტონით გამოცრა კბილებში-შენს გამო იტანჯება და ბედნიერებას ვერ პოულობს. ანდროს სისხლი მოაწვა სახეში, თითქოს გული ამოგლიჯეს. ნელა წამოდგა ფეხზე, ძმას მიაუხლოვდა, ოდნავ, შესამჩნევად გაიღიმა, მხარზე ხელი დაკრა და სახლი დატოვა.
-მეორეჯერ დაფიქრდი მასთან რას იტყვი-მკაცრი ხმით მიმართა შვილს და შორენას ოთახისკენ აიღე გეზი ნატამ.
მალევე გამოჯამრთლედა შორენა. ქმრის ოჯახის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად სამსახურში სიარული ისევ განაგრძო. თითქო ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტს დაუბრუნდა, თითქოს ისევ განაგრძო ამ ორი ადამიანის შინაგანად ტანჯვა.
-ხომ გახსოვთ დღეს, რომ გივის დაბადების დღეზე მივდივართ?- უფროსმა გასვიანმა საუზმეზე განუცხადა ოჯახს.
-აუცილებელია ყველანი წამოვიდეთ? მე და შორენას განმარტოება არ გვაწყენდა- ნიკომ მამას ახედა. ამ სიტყვებზე ლუკმა გადასცდა შორენას, დარცხვენილმა გახედა ქმრის ძმას, რომელიც ზედაც არავის უყურებდა, თეფშზე დადებულ კვერცხს დაჰყურებდა და სულაც არ ადარდებდა ახლა გარშემო მყოფნი.
-ნიკო, ჩემი პარტნიორია, საქმეები ისედაც ცუდად გვაქვს და ჯობია ყველანი წავიდეთ, საღამოს 7სთვის იქ უნდა ვიყოთ-გაგებით უთხრა დავითმა უმცროსს ვაჟს და მაგიდა დატოვა.
7ის ნახევრისთვის უკვე მზად იყვნენ ყველანი, მხოლოდ ანდრო აკლდა მათ, რომელიც მოგვიანებით შეუერთდებოდა დაბადების დღეს. ყველაზე მეტად ვერ იტანდა მსგავს სიტუაციებს, სადაც ყველას ყალბი ღიმილი აეკრა, თავისი აზრები და ფიქრები სადღაც შორს მოესროლა და სხვებისთვის თავის მოწონებას ლამობდა. ამ ხალხში იყო ყველაზე მეტი ღალატი და სიყალბე, უემოციობა და უბედურება, მაგრამ ახლა ანდროც უბედური იყო. გულზე მძიმე ლოდი ედო, რომლის მოშორებასაც ვერაფრით ახერხებდა.
კომპანიაში პრობლემების გამო წვეულებაზე 1 საათით დააგვიანა, დარბაზში შემავალს კი ყველას მზერა მიიპყრო. საოცარი მამაკაცი იყო ანდრო, მაღალი, მხარბეჭიანი, უშველებელი მწვანე ღრმა თვალებით. მაღალ წრეებში ბევრი ქალბატონი ოცნებობდა მასზე, მაგრამ მათ რა იცოდნენ, რომ მამაკაცის გული მხოლოდ ერთ ქალს ეკუთვნოდა. იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრებისკენ გასწია. ადგილზე გაშრა შორენას დანახვისას. მუქი მწვანე კაბა მოერგო ტანზე, რომელიც მის ფორმებს მშვენივრად უსვამდა ხაზს. ოქროსფერი დალალები უკან გადაეყარა და მოღერებულ ყელზე ანდროს ნაჩუქარი ყელსაბამი ჩამოეკიდებინა. ხელში შამპანიურის ჭიქა ეჭირა, ქმრის უინტერესო საუბარს არაფრად აგდებდა და დაბლა იყურებოდა. ფიქრები უკიგდო კაცმა და ძმის გვერდით დაიკავა ადგილი. შორენასაც მალევე აუწვა ცხვირის ნესტოები საყვარელი მამაკაცის ნაცნობმა სურნელმა და ახალმოსულს ახედა. კაცმა შესამჩნევად დაუკრა თავი და გარშემო მყოფებს დააკვირდა.
რაღაც ისე არ იყო, უჩვეულოდ მშვიდად მიდიოდა საღამო. იმდენად მშვიდად რომ ფაქტი იყო რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდებოდა.
-მოგესლამებით- ჯაფარიძეების ოჯახი მიუახლოვდა გასვიანებს. თბილისში ცნობილი ამბავი იყო, რომ ეს ორი ოჯახი ერთმანეთს ვერ იტანდა, გამუდმებით ცდილობდნენ ერთმანეთზე წინ მდგარიყვნენ.
-გამარჯობა ვახტანგ-დავითმა ამრეზით შეხედა ოჯახის უფროსს, რომელსაც თან ცოლი და ვაჟი ჰყავდა- როგორ გიკითხოთ?
-მშვენივრად დავით, ფაქტია თქვენც ასევე, დიდი ბედნიერება შემოგსვლიათ ოჯახში, იშვიათობაა ასეთი სილამაზე- შორენას მზერა აავლო და ისევ დავითს გახედა. ანდრიაში ისევ ეჭვიანობამ იფეთქა, სადაც იყო შუაზე გაგლიჯავდა კაცს, როცა შორენას თითები იგრძნო მის ხელზე. ოდნავ ეხებოდა ქალი, შეუმჩნევლად მაგრამ ეხებოდა. კაცმა გადახედა და მის თვალებში ჩაიკარგა, რომელიც შეშინებულად უმზერდა ანდრიას.
-დიახ, ყველას არ ეძლევა შანსი ასეთი ბედნიერების განცდის- მამას პასუხი უფროსმა გასვიანმა დაასწრო, რომელიც შორენას გვერდში დგომას გამოეფხიზლებინა, გაემხნევებინა. ჯაფარიძემ მკვეხად გაიცინა.
-დაგტოვებთ-დაუმატა და ის-ის იყო უნდა გაცლოდა, რომ მისმა ვაჟმა სიტუაცია გაამწვავა.
-სხვისი ნახმარი ქალის ბედნიერება ღმერთმა ნამდვილად არ უნდა მისცეს ბევრს, თან საკუთარი ძმის ნახმარი ქალის- ამრეზით გაიცინა ლაშა ჯაფარიძემ და ანდრიას გახედა. მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა, მასზე 3-4 წლით უმცროსს ბიჭს ყელში წვდა და ძირს დაანარცხა, ზევიდან მოიქცა და მუშტები დაუშინა. აღარ ესმოდა არავის ყვირილი, შეძახილები, თითქოს თავი დაეკარგა, ეს მისი შეურაცხყოფა არ იყო, ეს მისი საყვარელი ქალის უპატივცემულობა იყო. არავის აპატიებდა ამ ქალზე მსგავსი სიტყვების თქმის უფლებას, ყველაფრის მიუხედავად ის მისი იყო და სულ ასე იქნებოდა, ყველასგან დაიცავდა და სამუდამოდ გაუფრთხილებოდა ის ხომ ბროლივით ქალი იყო. ვერაფარი აჩერებდა ანდროს სანამ მოქნეულ მუშტზე ნაცნობი ნაზი ხელები არ შემოეხვივნენ. ათრთოლებულ ქალს გაგიჟებით გახედა, რომელსაც ცრემლებით სახე დასველებოდა და ქვედა ტუჩი შიშისგან უთრთოდა.
ცხოვრებაში ცოტაოდენი რამ თუ შეგვაჩერებს, უკან გადმოგვადგმევინებს ნაბიჯს და ყველაფერზე დაგვაფიქრებს, სწორედ ასე იყო შორენა ანდრიასთვის. ნელა წამოდგა მამაკაცი, აკანკალებულ ქალს სახეზე ხელები შემოაჭდო და ცერა თითით ცრემლები მოსწმინდა.
-წავიდეთ ანდრია- მამამ ხელიდან გამოსტაცა ქალი და შვილი მანქანისკენ წაიყვანა. სახლში მისულებს არაფრის თავი აღარ ჰქონდათ, ამიტომ ყველანი ოთახებისკენ გაემართნენ. გაცეცხლებული მამკაცი მალევე გადაეშვა სიზმრების მორევში.
წამებში შეუძლია ადამიანის სიტყვამ ცხოვრება დაგვინგრიაოს, გული დაგვიმსხვრიოს და საკუთარი თავი შეგვაძულოს. თითქოს სიტყვა და ჩვენი გრძნობები ერთმანეთთან კავშირია, ყველა სიტყვაზე ვრეაგირებთ და მათ ემოციებს ვუკავშირებთ, სწორედ ამიტომაც აქვს სიტყვას ამხელა ძალა. არავით ფიზიკურ ტკივილს არ შეუძლია ისე დაგვცეს მიწაზე, როგორც იმ ნასროლ სიტყვას, რომელიც გულში ჩაგვესობა და მას ორად გააპობს, მისი ამოღება კი ყველაზე მტენჯველი და რთულია.
ღამის 5ის წუთები იქნებოდა წყურვილისგან რომ გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და უზარმაზარი კიბეები ჩამოირბინა. მბჟუტავი შუქი, რომ დაინახა აივანზე კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა და ღია კარში გაიარა შესამოწმებლად. აივანზე, პლედში გახვეულ ქალს რომ წააწყდა გული შეეკუმშა. შორენას სიცივისგან ცხვირი გაწითლებოდა და მთვარეს შეჰყურებდა
-რატომ არ გძინებს?- ანდრიას ხმა კიდევ უფრო დაბოხებულიყო. მამაკაცის ხმამ შეაკრთო გოგონა, უკან მოიხედა და შარვლის ამარა ანდრიას თვალი გაუსწორა.
-ვერ დავიძინე- თვალი აარიდა კაცს და სუნთქვა გაუხშირდა.
-შორენა-ვნებამორეულმა მალევე დაფარა მათ შორის მანძილი და წელზე ხელები შემოხვია ქალს.
-ანდრია არასწორია რასაც ვაკეთებთ-ქალმა კვლამ მზერა გაუსწორა.
-არასწორია ის რაშიც ახლა ვცხოვრობთ, მე ისევ მკლავს შენი სიყვარული- ცხვირი- ცხვირზე მიადო და ცხელი სუნთქვა მიაპკურა გათოშილ სახეზე.
ქალს გულის ცემა აუჩქარდა, გრძნობებმა იფეთქა მასში, კისერზე ხელები შემოხვია მამკაცს და მის ბაგეებს დაეწაფა. ამდენი ხნის შემდეგ თავს უფლება მისცა გამტყდარიყო, გრძნობების მორევში გადავარდნილიყო. მამაკაციც აყვა კოცნაში და საყვარელი ქალის ტუჩები კვლავ შეიგრძნო. მალევე სუნთქვა აღარ ეყოთ და ერთმანეთს მოშორდნენ.
-დავშორდები, ოდესმე აუცილებლად გავეყრები და შენი გავხდები ანდრია- ქალმა ჩუმად ამოილაპარაკა, მაგრამ ანდრიას ყურებს მაინც მიწვდა ეს სიტყვები. სითბო ჩაეღვარა ტანში, შინაგანმა ბედნიერებამ პიკს მიაღწია. ქალი მალევე მოშორდა და აივანზე დატოვა გრძნობამორეული მამაკაცი.
-გუშინდელ ამბავს რაც შეეხება ბავშვებო, იქნებ სადმე წახვიდეთ და ცოტახანი პრესას არ მოხვდეთ თვალში-ნატამ ქმრის დანაბარები გადასცა შვილებს და ყავა მოსვა.
-მშვენიერი აზრია-გუშინდელი ღამის ბედნიერება გამოჰყოლოდა ანდრიას.
-თან შორენაც დაისვენებს-ნიკომ ლოყაზე აკოცა ქალს და ანდრიას წამსვე ეცვალა სახე.
ზამთარი მალე დამთავრდებოდა, მაგრამ საქართველოს ამინდი უკან არ იხევდა. უფრო და უფრო მეტად ატარებდა სიცივა ძვალში, სწორედ ამიტომ ბაკურიანში გადაწყვიტეს მეგობრებთან ერთად წასვლა.
-რა კარგია რომ ყველანი წამოვედით-ანიმ ბიძაშვილებს ხელები გადახვია და გადაიხარხარა.
-რა ქაჯია ღმერთო-ანდროს მეგობარმა, გაბრიელმა ხელი წაკრა ტაისიას.
-შენს შეყვარებულში ხომ არ გეშლები?-წაკბინა გოგომ.
-რას მერჩი?-თაკომ გაკვირვებით გადახედა დაქალს და მისი ძმის, ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი.
-შორენა ყავას გაგვიკეთებ?-ცოლს მუდარის თვალით გახედა ნიკომ. შორენა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. სიკვდილის დღემდე ეჯავრებოდა ის ცოლები, რომლებიც ქმრების მოსამსახურეებად იქცეოდნენ, მაგრამ ახლა თვითონ გამხადარიყო ის. კაცს ყველაფერს უჯერებდა და უსრულებდა. ყავა ფინჯნებში დაასხა, როცა სამზარეულოში შემავალი ფეხის ხმა ესმა.
-ახლავე გამოვიტან ნიკ..-წინადადება შუა გზაში გაუწყო, როცა მობრუნებულს ხელში ანდრია შერჩა.
-როგორ გეძინა ღამე?-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა მამაკაცს.
-მშვენივრად-უპასუხა შორენამ და თავი ისე მოაჩვენა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო.
-თავს მარიდებ?
-სულაც არა, ჩემი ქმრის ძმა ხა…
-შენი ქმრის ძმა არ ვარ, შენი ქმარი არ არის-ქალი წამში ააკრო კედელზე.
-ოფიციალურად ჩემი ქმარია-ქალმა ანდრიას ტორებიდან სცადა თავის დაღწევა, მაგრამ ამაოდ.
-ეგ მხოლოდ დროებითია-მისკენ დაიხარა, ყბაზე ცხვირი აუსვა, თავს ვერ აკონტროლებდა, მისი შეგრძნების უნარი ბოლოს უღებდა და შინაგანად ჭამდა. ღრმად ამოისუნთქა მის ყელთან გაჩერებულმა და სამზარეული დატოვა. კარგა ხანს იდგა შორენა ასე, ცდილობდა საყვარელი მამაკაცის გამო აფართხალებული გული თავის ადგილზე დააებრუნებინა და კიდევ დიდხანს დააყოვნებდა, რომ არა მისი ქმრის დაძახება.
ყავის ფინჯნებს ხელი დასტაცა და მისაღებში გავიდა, სადაც ყველანი ისხდნენ. ყავა დალიეს, შემდეგ ცოტახანი საგუნდაოდ გავიდნენ გარეთ. პატარა ბავშვებს გვანდნენ. რაც არ უნდა გაიზარდოს ადამიანი, თოვლი მალამოსავით ედება მის შინაგან სამყაროს, პატარაობაში აბრუნებს და აიძულებს ის მძიმე ცხოვრება, რომელშიც ახლა უწევს ბრძოლა სადღაც მოისროლოს, თუნდაც ცოტახნით მაინც. გათიშილები სახლში შეცვივდნენ,ივახშმეს და ნამგზავრებს მალე ჩაეძინათ.
-იქნებ სასრიალოდ წავიდეთ?-დივანზე მსხდარმა მამაკაცმა ცოლს გადახედა და შემდეგ მეგობრებს მოავლო თვალი.
-შორენამ სრიალი არ იცის- თვალების ფშვნეტვით ჩამოირბინა კიბეები უფროსმა გასვიანმა და სამზარეულოსკენ გასწია. ხმა ვერავინ ამოიღო, ვერავინ გაბედა ზედმეტად ამოესუნთქა კიდეც, ყველამ ხო კარგად იცოდა ყველაფერი, ყველა ხომ კარგად ხვდებოდა რამხელა ნაღველს იტევდა ამ ადამიანებს გული. ნიკომ მის მკლავებში მომწყვდეული ცოლის ხელს მოუჭირა, გაბრაზებისგან სადაც იყო შორენას ხელს მოატეხავდა, მაგრამ ქალს სახის გამომეტყველება არ შესცვლია. არაფრად შეედრებოდა ეს ტკივილი იმ დიად სევად, რომელსაც ამდენი ხანი ატარებდა. მამაკაცმა სიბრაზე ჩაკლა საკუთარ თავში, საყვარელ ქალს ხელი უშვა და აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთაქად.
რაოდენ ეგოისტი იყო ნიკო თვითონაც კარგად ხვდებოდა. კარგად იცოდა, რომ შორენა ახლა მასთან ყველაზე უბედური ქალი იყო, მაგრამ არ შეეძლო გაშვება. საკუთარი გრძნობები და გული არ აძლევდა ამის საშვალებას. აივანის სახელურს ჩაეჭიდა, თვალები ცრემლით აევსო. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ეყვირა, ყველაფერი დაელეწა. შინაგანი ხმა გაჰკიოდა, ვერ აოკებდა სულს. ყველაფერი გააკეთა, მაქსიმალური ჩაიდნა, მისი ცოლი გახადა, მაგრამ მაინც არ იყო შორენა მისი. ხვდებოდა, რომ ვერასდროს იქნებოდა მისი, მისი ქალი, მაგრამ თან ვერ თმობდა. სული გაყიდა, ძმა დაკარგა და ყველას თვალში არაადამიანად იქცა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის. ყველაფრისთვის მზად იყო, ადამიანსაც კი მოკლევდა, რადგან შორენა მისი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. არაფერი გამოვიდა, ვერ აჯობა ანდრიას გრძნობებს და ყველა გააუბედურა. თვალზე მომდგარი ცრემლი უკუიგდო, სიგარეტის ნამწვავი აივნიდან მოისროლა და შიგნიდ დაბრუნდა.
იმ საღამოს, ვახშამზე ბევრი იცინეს, ბევრი ილაპარაკეს და ბევრიც დალიეს.
-რა კარგია, რომ თქვენთან ერთად ვარ-ამოილაპარაკა ანიმ და მაგიდაზე მსხდომებს გადახედა, რომლებსაც საკმაოდ მოჰკიდებოდათ ალკოჰოლი.
-მე და თიკო ქორწილს ვგეგმავთ-უცებ წამოაყრანტალა გაბრიელმა და გაიცინა.
-არ მჯერა-გაოცებისგან პირზე ხელები აიფარა ლუკამ და ისიც აყვა სიცილში.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გულიანად იცინოდნენ, გულში იკლავდნენ დარდს და უბრალოდ წამიერი ბედნიერებისთვის არსებობდნენ. და მაინც რა არის წუთისოფელი წამიერი ბედნიერების გარეშე.
მთვრალი ქმარი ოთახში აიყვანა, დააწვინა და საბანი დააფარა. ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამ ყველაფრისთვის. როგორ უნდოდა ახლავე დაშორებოდა ნიკოს და საყვარელი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენილიყო. სუნთქვა უჭირდა, ნამუსი ახრჩობდა და ოთახში, უცხო მამაკაცის გვერდით ვეღარ ჩერდებოდა. მიხვდა, რომ ახლა ყველზე მეტად ანდრია სჭირდებოდა. სწრაფად წამოდგა, ოთახიდან გამოვიდა, დერეფანი გაირა და ის -ის იყო ნაცნობ კარებზე უნდა დაეკაკუნებინა, რომ იქიდან გამომავალ, თეთრეულის ამარა ქალს წააწყდა, რომელსაც თმა აჩეჩვოდა, ღრმად სუნთქავდა და იცინოდა. გულწრფელი ღიმილი ჰქონდა ტაისიას და სწორედ მაშინ მიხვდა შორენა რომ ვიღაცამ მისი ადგილი დაიკავა. ტაისია ქალის დანახვისა შეხტა, სახეზე ღიმილი შეახმა და მის უკან გამომავალ მამაკაცს მიაჩერდა, რომელმაც ფერი დაკარგა შორენას დანახვისას. თვალები ცრემლებმა დაუფარა, სული ტკივილმა დაუმძიმა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
-შორე-მამაკაცის ხმა მისწვდა, რომელიც მისკენ მიიწევდა. გონს მოვიდა, უცებ ახედა ანდრიას და მისკენ გამოშვერილ ხელს. უკან დაიხია, სწრაფად გადადადგა ნაბიჯები და კიბეებისკენ გაიქცა. სახლი მალევე დატოვა.
თოვლში მირბოდა, სიცივეში მიაქროლება სულს. ცდილობდა მის შიგნით აგიზგიზებული ცეცხლი ჩაექრო, მაგრამ ყინვა ვერაფერს უხერხებდა. ვერ შველიდა და ვერ მკურნალავდა შორენას. ქალმა სირბილი შეწყვიტა, გულზე ხელი მიიდო და მთელი ხმით დაიკივლა, მაგრამ მაინც ვერ გაამრთელა ორად გაპობილი გული. ცრემლებმა ლოყები დაუნამეს და ტუჩები აუთრთოლეს. ატირებულს ბაგეები ღიმილმა გაუპო. როგორ ირონიულად ექცეოდა ცხოვრება, როგორ აწამებდა მას. ახლა უკვე ნიკოს ცოლს, არანაირი უფლება არ ჰქონდა, არაფერი ეთქმოდა ანდრიასთვის, ან კი რა უნდა მოეთხოვა, მანამდე დალოდებოდა სანამ ის მის ძმის ლოგინში იგორავებდა?! კიდევ უფრო მეტად შეზიზრდა საკუთარი თავი და გული აერია. სულში მიაფურთა საკუთარ თავს და დაწყევლდა კიდეც, რომ საკუთხარი ხელით მოკლა ის წრფელი და ნამდვილი სიყვარული მათში, რომელიც ასე სწვავდა ორივეს. გაეცინა, მთელი გულით გაეცინა, საკუთარ თავზე, ცხოვრბასა და იღბალზე. რა მალე დაკარგა საყვარელი მამაკაცი, რა მალე ჩაანაცვლეს, მაგრამ ყველაზე მეტად იმის გამო ეხლიჩებოდა სული, რომ ეს ყოველივე მხოლოდ მისი ბრალი იყო. მხოლოდ შორენა იყო ამაში დამნშავე და ვერაფერს გახდებოდა. ვერავის დაადანაშაულებდა და პასუხს ვერავის მოსთხოვდა. მულებზე დაეცა და ცას ახედა, ცდილობდა პასუხი ეპოვა, სადმე, საიდანღაც მაინც გაეგო ხმა, რომელიც ეტყოდა რომ ეს უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო, მალე გაიღვიძებდა კოშმარიდან და ისევ ანდრიას მარწუხებში აღმოჩნებოდა, მაგრამ ხმა დუმდა და შორენას სულიც უფრო მეტად გაჰკიოდა, რომ ახლა შორენას მაგივრად სხვა ქალი იწვა საყვარელი მამაკაცის მკლავებში.
ნელა წამოდგა, განადგურებულამ ცრემლები მოიწმინდა და სახლისკენ გასწია. სახლთან მდგომ ანდრიას ახედა.
-რა გითხრა ჩემო შორენა, როგორ ვითხოვო იმის პატიება, რისი ღირსიც არ ვარ, როგორ ვთქვა სიტყვა ბოდიში, როცა არ მაქვს ამის უფლება, როგორ გავამრთელო შენი პატარა გული მითხარი-ტიროდა კაცი და მისი უშველებელი ხელები შორენას სახეს შემოკვროდა.
-ანდრია-წაილუღლუღა ქალმა. კაცმა წამებში მიანათა თვალები- წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ-ხმა გაებზარა, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა-ქმარი მელოდება საძინებელში, უკვე გვიანია, ძილინებისა.
გვერდი მშვიდად აუარა და სახლში შევიდა. გაშრა ანდრია გასვიანი, ადგილზე მიეყინა და უკან ვეღარ აედევნა ქალს. ყველა იმედი ერთიანად დაემსხვა. იქვე კიბეებზე ჩამოჯდა და გაეცინა, ისტერიულად იცინოდა მამაკაცი, შემდეგ კი გაჩერდა. საკუთარ თავს დახედა და მიხვდა, რომ ცხოვრებამ ბოლო მოუღო, საბოლოოდ შეჭამა ის ადამიანი, რომელშიც შორენას სიყვარულის გარდა არაფერი ბუდობდა. შორენა ახლა მისი აღარ იყო და ალბათ აღარასდროს იქნებოდა. კიდევ ერთხელ გაეცინა საკუთარ ცხოვრებასა და მდგომარეობაზე, ნუთი ეს დაიმსახურა, ნუთუ ამის ღირსნი იყვნენ ორივე, როგორ გაწირა ღმერთმა ეს სიყვარული, როგორ გაბედა და როგორ მოუვლინა ამხელა ტკივილი. ნელა წამოდგა, სახლში შევიდა, ოთახს მიაშურა და ლოგინში შეწვა. ჭერს მიაჩერდა და მიხვდა, რომ შორენასთან ერთად ვეღარსდროს უყურებდა ვარსკვლავებს, ისე როგორც აქამდე, ვეღარსდროს მოიქცევდა მის მარწუხებში, რადან მის სიყვარულს უდიდესი ბზარი გაუჩნდა და ამ ბზარის გამრთელება არცერთს შეეძლო.
დილით მზის სხივები, რომ სახეზე ჩამოაწვა და შეაწუხა, ნელა გაახილა თვალები და სიმძიმე, რომ იგრძნო მიხვდა, რომ თავი საშინლად სტკიოდა, თვალები ეწვოდა და ყელიც აწუხებდა. ნელ-ნელა აღიდგინა გუშინდელი სიუჟეტი და კიდევ უფრო ასტკივდა სული. გვერდზე ნიკო აღარ იწვა, ოდნავ წამოჯდა და ტელეფონს დახედა. საათი 10ს უჩვენებდა და ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ თითქმის ყველას ეღვიძებოდა. წამოდგა, თავი მოიწესრიგა და სარკეში ჩაიხედა. თვალები შესიებოდა და ადამიანური ფერი არ ედო სახეზე, შიგნიდან უჭამდა სულს და გულს ის ადამიანი, რომელიც სარკეში უყურებდა, მაგრამ ვერაფერს უარყოფდა, ახლა ვერაფერს გამოასწორებდა. სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
-მოხვედი შორე-გაუღიმა ანიმ და ყავით სავსე ჭიქა გაუწოდა,მაგრამ როგორც კი გოგოს სახეს თვალი შეავლო მისი ღიმილი სადღაც გაქრა-ხომ კარგად ხარ?-ანერვიულებულმა მოკიდა ხელი ქალს და ნიკოს გახედა, რომელიც ღია აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-კარგად ვარ, არ იდარდო-მკრთალი ღიმილი აჩუქა შორენამ და იქვე მსხდომებს თვალი მოავლო და მზერა ანდრიას ხელზე გაეყინა, რომელიც ტაისიას წელზე ჩამოდებულიყო და უსირცხილოდ დაატარებდა თითებს. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ნიკოსთან გავიდა აივანზე.
ცოლის დანახვისას გვერდით ოდნავ გაიხედა, სიგარეტს კიდევ ერთხელ დაარტყა ნაპასი და აივნიდან მოისროლა.
-თავიდანვე უნდა გცოდნოდა, რომ არ დაგელოდებოდა-მზერა ჰორიზონტს გაუსწორა და ჩახლეჩხილი ხმით უთხრა ქალს-გათხოვდი და ისიც გააგრძელებდა ცხოვრებას.
შორენა კარგად ხვდებოდა ვისზეც ელაპარაკებოდა ქმარი და სახეზე სისხლი მოაწვა, თითქოს ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს უფრო და უფრო უზრდიდა ნიკო და სადაცაა შორენასაც დაახრჩობდა.
-შეეგუე შორენა, დღეიდან სამივე დავინატჯებით, მეც, შენც და ანდროც.
-და ეს მხოლოდ შენს გამო-გაბრაზებულმა გახედა კაცს და ცრემლებს უფლება მისცა მის სახეზე გზა გაეკვლიათ.
-შეიძლება ეს ჩემს გამოა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენმა სიყვარულმა ვერ გაუძლო შორენა-ხმა გაებზარა კაცს და ქალს გახედა. ნათლად ხედავდა მის თვალებში უსაზღვრო ტანჯვას, იმასაც თუ რამდენად სტკენდა ეს სიტყვები შორენას, როგორ ესობოდნენ მის გულს, მაგრამ სჯობდა ასე ეტკინა, გონება აერია და საბოლოოდ ჩამოეშორებინა სხვა მამაკაცი მათი გზიდან.
ქალმა მალევე გადახარშა კაცის სიტყვები და ხმამაღლა აქვითინდა,ოთახში შევიდა, ყურადღება არ მიაქცია გაკვირვებულ მზერას და კიბეები მალევე აირბინა, საძინებელში ჩაიკეტა და საკუთარი თავი მერამდენეჯერ დასწყევლა ვეღარც დაითვალა.
-რა მოხდა?-ოთახში შემავალ ბიძაშვილს კითხა ანიმ და კიბეებს ახედა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მომტირალე ქალმა აირბინა.
-ცოლ-ქმრის საქმეში ნუ ჩაერევი-ჩახლეჩილი ხმით უთხრა ნიკომ და ანდრიას მკვლელი მზერა ესროლა, რომელსაც ძარღვები დაბერვოდა და სუნთქვა გახშირვებოდა- იქნებ ცალკე გველაპარაკა ანდრო-უთხრა ძმას და სახლი დატოვა.
სახლიდან გამოსულს ხმის ამოღებაც კი არ დასცალდა ისე მოხვდა ძმის მუშტი სახეში, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წასკდა. ხელები წამსვე იტაცა ცხვირზე და გაკვრივებულმა გახედა ნიკოს.
-მართალია უკვე ჩემი ცოლია, მაგრამ როგორ გაბედე, რომ ასე გეტკინა მისთვის გული, ნუთუ ეს არის შენი სიყვარული- ბოლო ხმაზე უყვიროდა ნიკო ძმას და თან მის საყელოზე ჩაევლო ხელი- შენს გამო მთელი ღამე ტიროდა, შენს გამო.
-ნიკოლოზ-მწყობრიად გამოვიდა კაცი და უცმროსი ძმა ძირს დასცა, ზემოდან მოექცა და გამალებით ჩასცხო მუშტი-არ გაბედო, არც კი გაბედო ამ ვითარებაში ვინმე დაადანაშაულო.
ყვირილზე სახლიდან გამოცვივდნენ, ლუკამ ნიკოზე დამჯდარი ბიჭი ძლივს გააკვა და ძლივს ააცალა ძმას.
-შე ახვარო, იცოდი როგორ მწვავდა ამ ქალის სიყვარული და მაინც და მაინც მისი წართმევა სცადე-გამალებით ღრიალებდა ანდრია და ძმისკენ გაწევას ლამობდა.
-მე ნუ მაბრალებ იმას, რომ შორენას საკმარისი სიყვარული და სითბო ვერ მიეცი-ტუჩის კუთხიდან წამსკდარი სისხლი მოიწმინდა ნიკომ და ფეხზე წამოდგა. ადგილზე გააქვავა სიტყვებმა ანდრო, უცებ მოდუნდა ლუკას ხელებში და თვალები დაებინდა.
-ნიკო-კბილებში გამოსცა ანიმ ბიძაშვილს-გეყოფათ ორივეს, პატარა ბავშვები ხომ არ ხართ?
ლუკას ხელებში განაბულმა ნელა ახედა შორენას, რომელიც მეორე სართულის აივანზე იდგა და არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა სანახაობას. ახსოვს ყველა ჩხუბზე როგორ დაეშვებოდა ხოლმე კიბეებზე, სადარბაზოს გამოირბენდა და ანდრიას მკლავებში ჩააფრინდებოდა. გამალებით ცდილობდა მის დაწყნარებას და დამშვიდებას, ცდილობდა მისი ჩახუტებით ეგრძნობინებინა, რომ ის აქ იყო, მასთან იყო, მაგრამ ახლა იდგა შორენა, ბაგეები ოდნავ დამცინავ ღიმილს გაეპო და საყვარელ მამაკაცს დაჰყურებდა, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა, აღარ ჩარბოდა კიბეებზე და აღარ ეგებებოდა კაცს.
-შიგნით შევიდეთ, სირცხვილია-თიკომ ძმას შეხედა, რომელმაც ანდრია სახლში შეიყვანა.
იმ საღამოს ერთად აღარ უვახშმიათ, ცდილობდნენ ერთმანეთს არც კი დანახვოდნენ. ამ ყველაფერში ყველა ერთიანად დამნშავეები იყვნენ, გაჩუმებისთვის და მდუმარებისთვის.
-კარგად ხარ?-ანდრია მაშინღა დაეხსნა ფიქრებს, როცა მის ოთახში სიფრიფანა სხეულმა შეიხედა.
-კარგად ვარ-საწოლზე ჩამოჯდა და თვალით ანიშნა ქალს მის გვერდით დამჯდარიყო.
-ეს ჩვენს გამოა?-ტაისიამ აწყლიანებული თვალები მიანათა მამაკაცს-სულაც არ მინდოდა ჩემს გამო პრობლემები გქონოდა ანდრო.
-შენ? არაფერ შუაში ხარ შენ-კაცმა გაუღიმა და ცერა თითით ცრემლები მოსწმინდა, ტალღოვან თმაზე ხელი ჩამოაცურა და ეცადა გოგო დაემშვიდებინა.
-შენ და შორენა…-წინადედება დამთავრებული არ ჰქონდა ანდრიამ რომ გააჩერა, კარგად ხვდებოდა საითკენაც მიჰყავდა ტაისიას ლაპარაკი.
-დიდი ხანია დავამთავრეთ ურთიერთობა-გული და სული ამოაყოლა ამ სიტყვებს, საკუთარ თავთანაც ვერ აღიარებდა ამას და ახლა კი უცხო ქალს უხსნიდა და არწმუნებდა, რომ შორენა გულიდან წაშალა, გონებიდანაც გააქრო და მისი ცხოვრებაც დატოვა- და დამიჯერე ეს შენს გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე მოხდა.
ქალმა იმედიანი თვალები მიანათა კაცს და ოდნავ აფორიაქებული სული დაიწყნარა. კაცმა წამსვე დაქაჩა მისკენ, ბაგეებზე დაეწეფა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. საკუთარი თავი აიძულა ტაისიას მაგივრად შორენა არ წარმოედგინა და ყველაფერი წყალში არ ჩაეყარა. საწოლზე მის ზემოდან მოექცა და ღამის წიაღში გადაეშვნენ.
ღამის 3ის წუთები იყო საწოლში რომ აფორიაქდა. მის გვერდით მწოლიარეს გადახადე და უცბად გული აერია, საკუთარ თავზე, ამ გოგოზე და ცხოვრებაზე. ეს არ იყო ის ქალი ვინც ახლა, აქ უნდა ყოფილიყო. ახლა მხოლოდ შორენას შიშველ წელზე უნდა დაესვენებინა მკლავი და მშვიდად დაეძინა. ნელა წამოდგა, სიგარეტი ტუჩებს შორებს მოიქცა და შარვლისამარა გავიდა აივანზე. გარეთ თოვდა, ლამპიონზე კარგად ჩანდა თუ როგორ მსხვილად ბარდნიდა ცა. შუქს თვალი გააყოლა და გვერდზე გახედვისას აივანზე მყოფ შორენას რომ წააწყდა საკუთარი თავი დასწყევლა გარეთ რომ გამოვიდა.
-ძალიან გვიანია-თავისთვის ჩაიჩურჩულა და ქალი აათვალიერა, რომელიც ზედაც არ უყურებდა მამაკაცს და უბრალოდ ჰორიზნტს გაჰყურებდა, მაგრამ შორენას არაფრისმთქმელი მზერა სულაც არ ჰგავდა პეიზაჟით ტკბობას, თითქოს თვალი გაშტერებოდა, სადღაც შორს წასულიყო ფიქრებით.
-ამდროს არ გვეძინა-გატეხილი ხმით დაუბრუნდა კაცს პასუხი ისე რომ მისკენ არ გამოუხედავს.
-მენატრები
-ვიცი
-გუშინდელის გამო შორენა, მაპატიე.
-რა გაქვს ანდრო საპატიებელი, ჩვენს შორის ეს მე ვიყავი ვინც ეს ურთიერთობა დაანგრია-კაცს თვალებში მიაჩერდა და ტკივილნარევი მზერა აჩუქა-მხოლოდ მე-თითებით სახე მოისრისა,შემდეგ გაიცინა და ისევ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.
-რატომ გაყევი ცოლად, როცა ასე ვიწვით ერთმანეთის სიყვარულით, როგორ შეგეძლო მასთან ერთად ერთ ოთახში გაჩერება, ერთ საწოლში, არც კი მინდა ვიფიქრო, როგორ ფიქრობს ყოველღამე შენზე, როგორ წარმოგიდგენს შიშველს, ამის უფლება მხოლოდ მე მაქვს-ხმა ჩაუწყდა და ბოლო სიტყვები ჩაასწორა-მხოლოდ მე მქონდა.
-ამაზე საუბარი მართლა გინდა?-კბილებში გამოსცრა ქალმა და გაცეცხლებული თვალები დაუბრიალა კაცს.
-რა თქმა უნდა, შენს თავს შეხედე, ამ უბედურებაში თვითონ გადაეშვი, თვითონ დათანხმდი მას ცოლობაზე შორენა,მაგრამ გულში ისევ მე გყავარ, როგორ შეგიძლია, როგორ გაანადგურე ის ყველაფერი რაც გვქონდა-ხმაში გაბრაზება დაეტყო კაცს,მაგრამ მალევე მიხვდა რაც წამოროშა და ინანა. ინანა, რომ აქ მხოლოდ შორენა დაადანაშაულა, ქალის ორად გაპობილი გული უფრო დაამსხვრია და აბრჭყვიალებულ თვალებს, რომ გახედა წამით ისიც ინატრა ახლა მიწას ჩაეყლაპა. შორენამ კიდევ ერთხელ გაუღიმა, ცოტახანს უყურა საყვარელ მამკაცს და ოთახში შებრუნდა, შუქი ჩააქრო და ალბათ ქმარს მიუწვა, რომელსაც უსაზღვროდ სწვავდა აწ უკვე მისი ცოლის სიყვარული.
ანდრიამ მეორე ღერიც მოწია და ისიც შებრუნდა საძინებელში, სადაც საყვარელი ქალის მაგივრად სხვა ელოდებოდა. ქალი, რომელიც ბავშობიდან იწვოდა ანდროს სიყვარულით, ქალი, რომელიც უდანაშაულო დამნშავე იყო და ქალი, რომელიც სიკეთის გარდა არაფერს ასხივებდა. სწორედ ამ ქალისთვის აპირებდა ანდრო გულის ტკენას, ასეთს უნდა მოქცეოდა საშინლად და მასზე უარი ეთქვა, რადგან ჯერ კიდევ შორენას დანახვა მის სულში კორიანტელს აყენებდა და უმძიმებდა ცხოვრებას. სწორედ ამ დამძიმებული ცხოვრებით ვერ დააწვებოდა ტაისიას მხრებზე, გულზე და მასაც ასე ვერ გაუუბედურებდა ცხოვრებას. იქვე, საწოლის კუთხეში მიწვა და ძილს მისცა თავი.
-იმედია შერიგდით-მაგიდაზე მსხდომ ძმებს თვალი მოავლო გაბრიელმა და საცოლეს გადახედა, რომელიც გაკვრივებით უყურებდა.
-შორენა არ ჩამოვა?-შეპარვით კითხა ტაისიამ ნიკოს.
-არ ვიციმ, ალბათ არ შია-უინტერესოდ უპასუხა და საუზმობა განაგრძო.
-წავალ, ვკითხავ-ანი წამოდგა და ის-ის იყო კიბეებზე ასვლა დააპირა ნიკოს სიტყვები, რომ დაეწია გზაში.
-არამგონია ჩამოვიდეს, ეძინება, მთელი ღამე ბორგავდა-ყავა მოსვა და ძმას მკვლელი მზერა ესროლა. ყველაზე მეტად აგიჟებდა საყვარელი ქალის ტკივილი.
ადამიანები სხვაში უფრო ვამჩნევთ ნაკლს, სხვის ცხოვრებას უფრო ვაქცევთ ყურადღებას და სხვის პრობლემებს უფრო მეტად ვუმკლავდებით ვიდრე ჩვენსას. ამ სენით ვიტანჯებით და როცა სხვისი ბედნიერი გზიდან მოვიხედებით და ჩვენს გზაზე ჩამქრალი ლამპიონები გვხვდება თავს ვიწყევლით.
შორენა არც საგუნდაოდ გამოსულა, არც სადილზე ჩამოსულა და არც ვახშამს შეერთებია მეგობრებთან. დაძაბული იყო გარემო.
-არ შეიძლება ასე, მთელი დღეა არაფერი უჭამია-ბიძაშვილს ხელი გაკრა გოგომ.
-თუ არ შია, არ არის საჭირო დაძალება
-მგონი ზედმეტად დატანჯე ეგ გოგო, ახლა აშიმშილებ კიდეც-დამცინავი ღიმილით გახედა ანიმ კაცს და წამსვე ენაზე იკბინა, როცა ნიკოს მკვლელი მზერა მოხვდა.
ვახშმის შემდეგ სასეირნოდ წასულებს არ გაჰყვა მამაკაცი, თავის ტკივილი მოიმიზეზა და კიბეებს აუყვა. მეტად დამძიმებული ჰქონდა თავი ფიქრისგან ეს დღეები, თითქოს საბოლოო პასუხამდე ვერ მიდიოდა და ეს თავს ატკივებდა. საძინებლის კარები შეაღო და ზურგს უკან მიიხურო. მისი ცოლი სარკესთან იჯდა, გრძელ კულულებს ივარცხნიდა. საძინებელში დატრიალებული სურნელით ადვილად მიხვდებოდი, რომ შორენა ახალი გამოსული იყო სააბაზანოდან. ქალმა სარკეში მოკრა მამაკაცს თვალი, სავარცხელი მაგიდაზე დადო და ნელა წამოდგა. ამრეზით უყურებდა კაცი, შორენა მის წინ თეთრი ატლასის ხალათით იდგა.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და კიდევ ერთხელ დაფიქრდა საკუთარ ცხოვრებაზე, სადაც ასეთი ცოლი ჰყავდა გვერდით და მისი არ იყო, მას არ ეკუთვნოდა, მისი ცოლი ფიქრებში სხვა მამაკაცთან ატარებდა დროს, სხვა კაცის ალერს ნატრულობდა და ეს ჭკუიდან შლიდა ნიკოს.
შორენამ ხალათის ქამარს ნატაფი თითები წაავლო და ოდნავ გახსნა, ღია ხალათიდან თითქმის არაფერი მოჩანდა, მაგრამ ნიკომ თვალი მაინც წაავლო მის მუცელს. ხალათი მხრებზე გადაიგდო და ნება მისცა მის ნაზ კანზე ჩასრიალებულიყო, მატერია ძირს დაეცა.
-რას აკეთებ?-ვნება მორეულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
-შენი ცოლი ვარ ნიკო-მეხის გავარდნასავით ჟღერდა ქალის სიტყვები და წამში ჩაკვდა ნიკოში იმედის ნაპერწკალი. შორენას ხმას დატყობოდა ბრძოლა, წამება და უსაზღვრო ტკივილი.
თავიდან ფეხამდე ააყოლა მზერა. წვრილ წელს, სავსე მკერდს და გრძელ ფეხებს ვერსად გაურბოდა, თვალს ვერ წყვეტდა და მის სულში ბობოქრობდა ვნება. თვალები დახუჭა, მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. ბრძოლა გააჩაღა, საკუთარ თავს აიძულა დაევიწყებინა ის რასაც ხედავდა და რამდენიმე წამში თვალები გაახილა, აღარაფერი იკითხებოდა მასში. საკუთარ თავს აჯობა, ამდენხნიან ლოდინს აჯობა.
ქალს ნელა მიუახლოვდა, მხარზე თითები ჩამოუსვა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო მისი აბრეშუმივით კანი, მისი სურნელი ცხვირს უწვავდა და თითის ბალიშებზე ჯერ კიდევ გრძნობდა მის ნაზ კანს. ძირს დაიხარა, ხალათი ხელში მოიქცია და მხრებზე მოახურა შიშველ ქალს. ის სურვილი, რომელთანაც ასე ახლოს იყო, ის დიადი ნატვრა, რომ შორენა მისი გამხდარიყო, საბოლოოდ გამხდარიყო მისი, სადღაც შორს მოესროლა და გამალებით ცდილობდა ბრძოლაში მოგება შეენარჩუნებინა.
-არ შეგეხები სანამ ვიცი, რომ შენს გულში სხვა კაცი ცხოვრობს, სანამ ჩემთან ყოფნის დროს მასზე ფიქრობ და ნატრობ ჩემს მაგივრად ის გეხებოდეს-ხმა ჩაუწყდა და მიხვდა,რომ მეტს ვერაფერს ეტყოდა. სახეზე სისხლი აწვებოდა და სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, ოთახიდან გამოვიდა და გაკვირვებული დატოვა ქალი. სწრაფად გამოაღო კარები და სახლიდან წავიდა.
როცა ჩვენს სურვილთან და მიზანთან ასე ახლოს ვიქნებით და ის მხოლოდ თითის გაწვდენით ჩვენია, მაშინ, ვფიქრობთ და ვხვდებით, რომ ამაზე ამ გზით არ ვოცნებობდით. ეს არ იყო ჩვენს წარმოსახვაში, ასე არ გვქონდა გეგმაში და სულ სხვანაირს ველოდით, მაგრამ რელობაში ეს სურვილი და ნატვრა ხანდახან მხოლოდ ფუჭია, საძაგელი და იმდენად ამრეზი, რომ თავს გვაძულებს დანახვისას და ყველაფერს გვიქრობს. ნელ-ნელა ვიკლავთ ამ სურვილს და ვცდილობთ ჩვენი გულიდან მის გაქრობას და ასე ვცხოვრობთ, მანამ სანამ ისეთ სურვილს არ ვიპოვით, რომელიც ახდენისას უსაზღვრო ბედნიერებას, სილამაზესა და სიფერადეს მოგვანიჭებს.
ნელა გადმოვიდა მანქანიდან, ტყესთან ახლოს იყო.ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ფიფქები სახეზე ეცემოდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა და მიხვდა, რომ ეს სულაც არ იყო ის რასაც ელოდა, რაც წარმოედგინა. მიხვდა, რომ შორენა ამ ყველაფერს მხოლოდ ანდრიას დასავიწყებლად აკეთებდა და არა იმიტომ, რომ ქმართან ყოფნა ასე სწადდა და გული გაებზარა. ზედმეტი იყო ამ ურთიერთობაში და ამას ვერ დამალავდა, ვერ უარყოფდა და ვერ მოკლავდა. სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ღრმა ნაფასი დაარტყდა. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა, სახლში დაბრუნდა და საძინებლის მაგივრად, იქვე დივანზე წამოწვა, მისცა ქალს უფლება ერთი ღამე მაინც ყოფილიყო თავისუფალი, გალიიდან შორს. თვალები დახუჭა და ღამეს შესთხოვა უკანვე წაეღო ეს გულის გამხეთქავი ფიქრები, მაგრამ ღამე დუმდა, წყვდიადს უკან არაფერი მიჰქონდა და ნიკოს უფრო და უფრო მეტად სტკენდა გულს და კაციც ხვდებოდა, რომ ვეღარასდროს იქნებოდა ბედნიერი და ლაღი, ახლა ის უბედურების მორევში მიცურავდა.
-რატომ მიდიხართ?-სისხამ დილით გაკვირვებულმა ჰკითხა ანიმ ბიძაშვილს, მას შემდეგ რაც კართან დადებული ბარგი დაინახა.
-განმარტოება გვინდა ძვირფასო-გაუღიმა შორენამ და გოგონას მოეხვია. შორენა ხედავდა, რომ მათში ყველაზე ნათელი და ფერადი ანი იყო. ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ცხოვრება და ის წუთისოფლის სიავე არ დასჯახებია, რომელმაც შორენა უკვე ფეხქვეშ გათელა და საბოლოოდ გადაუწურა არსებობის სურვილი.
-ცოლ-ქმრის საქმეში ნუ ერევი-ლუკამ დამშვიდებულ გოგოს ხელი მოხვია და თმები აუჩეჩა. ანიმ მობეზრებით გახედა ბიჭს და ისევ მოიღუშა, აქ ხომ იმის გამო წამოვიდოდა რომ შორენა უფრო გახსნილიყო, ოდნავ გაეღიმა,ახლა კი ის მიდიოდა პირველი.
ანდრიამ ქალს შეხედა, ცდილობდა მისი თვალების ყურადღება მიექციე, მზერა დაეჭირა, თუმცა შორენა არაფრის დიდებით უყურებდა მას. ქალი აივანზე გავიდა, აივნის მოაჯირს ხელებით დაეყრდნო, თითები შემოაჭდო და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ცივი ნიავი სახეზე ეცემოდა და ლოყებს უწვავდა. დილით ნიკოს თხოვნას, რომ აქედან წასულიყვნენ, წამსვე დასთანხმდა შორენა, რადგან თვითონაც აღარ შეეძლო გაჩერება, თვითონაც სწვავდა საყვარელი მამაკაცის ხელებში სხვა ქალის დანახვა და სადაც იყო ეს ყველაფერი გაგლეჯდა შუაზე.
წამოსვლისას თვალი გაექცა კაცისკენ, რომელის გვერდით ტაისია იდგა. შორენას საკუთარ თავში ვერ მოეძებნა პასუხი თუ რატომ უნდოდა ამწამსვე ამ ქალის მოშორება, კლდიდან გადაგდება და დახრჩობა. ღრმად ჩაისუნთქა და მზერა გაუშტერდა, როცა მამაკაცი მის თვალებს შეხვდა.
-წავიდეთ?-ნიკომ ქალს შეხედა.
შორენამ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი აივნიდან ხედს და ღრმად ჩაისუნთქა. აკანკალებული ხელები ერთმანეთში მოიქცია და საკუთარი თავის დაწყნარება სცადა.
-წავიდეთ-ქმარს მკრთალად გაუღიმა და იქმყოფებს თვალი მოავლო.
ანის რომ მოეხვია და ლოყაზე დასამშვიდობებლად აკოცა მაშინ გატყდა შორენა. ცხარე ცრემლის ჩამოვარდნის დამალვას ცდილობდა ანიმ რომ გაკვირვებულმა შეხედა.
-რა მოხდა შორე?-კითხვამ საბოლოოდ დაანარცხა მიწაზე ქალი. გოგოს მკლავებში პატარა ბავშვივით ქვითინებდა შორენა, რაღაცის ეშინოდა, მომავლის და ყველაფრის რაც მის თავს ხდებოდა-მალე ჩამოვალთ, არ მოიწყინო-კიდევ ერთხელ მოიტყუა საკუთარი თავი ანიმ და დაიჯერა, რომ შორენას მართლაც მათთან განშორება ატირებდა, მაგრამ სინამდვილეში ხომ კარგად ხვდებოდა რა დიად ნაღველს იტევდა ქალის გული.
-კარგად არის?-გადაუჩურჩულა ტაისიამ მის გვერდით მდგომ კაცს, რომელსაც მზერა გაყინვოდა და ღრმად სუნთქავდა. ანდრიას ყველაზე მეტად სწვავდა საყვარელი ქალის ცრემლების დანახვა, მაგრამ ახლა იდგა შორენა და ტიროდა, დასტიროდა მას და მის დაკარგულ ურთიერთობას, მათ დამსხვრეულ სიყვარულს. ქალმა ცრემლები მოიწმინდა, ოდნავ გაიცინა და კაცმა იგრძნო, მწარე ტკივილი იგრძნო გულის მიდამოში და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-კარგად ხარ ანდრია?-ტაისიამ გულზე ხელმიდებულ კაცს გახედა. ყველას მზერა მალე მიიპყრო.
-კარგად ვარ-ნელა ამოილაპარაკა და უკვე შეშინებულ შორენას , ჯერ კიდევ აწყლიანებულ თვალებს წააწყდა. ოდნავ გაუღიმა ქალს, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გულში ჩაიკრა. იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა და შორენას აჩქარებული გულისცემაც მისწვდა მის ყურებს.
-ასე ადრე არ უნდა წასულიყავი-გამუხტა სიტუაცია და მის წელზე დადებული ხელი ნელა მოაშორა, საკუთარი თავი აიძულა ქალს მოშორებოდა და ჰაერი ჩაესუნთქა. შორენამ წამსვე ნიკოს გახედა და მამაკაცის უემოციო სახეს რომ წააწყდა მიხვდა, რომ მის ქმარს აღარაფერი ადარდებდა.
თბილისში საღამოს ჩამოვიდნენ, ნატა და დავითი მოინახულეს და კვლავ განმარტოვდნენ. ერთ ოთახში, ერთ საწოლში იწვნენ, მაგრამ თითქოს გვერდი-გვერდ სულაც არ ყოფილან. ნიკომ, რომ ზურგი შეაქცია და ისე მიეცა ძილს, მაშინ მიხვდა შორენა, რომ გადარჩა. იმ შიშს გამოსტაცა თავი, რაც ქორწინებაში სულ ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა, შიში უცხო მამაკაცის შეხების. მადლიერი მზერა შეავლო ქმრის ზურგს და ღამეს თავი მისცა.
ცხოვრება ისევ მწყობრში ჩადგა, დღეებმა მალევე გაიარეს, ანდრიაც მალევე დაბრუნდა სახლში და თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ხშირად ხედავდა სამსახურიდან დაბრუნებული სახლის მისაღებში ტაისიას და ანის, მათ გვერდით კი ანდრიას. პატარა მოკითხვით შემოიფარგლებოდა და ცდილობდა მალევე გასცლოდა მათ, რადგან ყელში გაჩხერილი ბურთი მოსვენებას არ აძლევდა. ასე მიილია 1 თვე, უმნიშვნელოდ და შეუმჩნევლად,ზანტად და მოწყენით, თითქოს არც ყოფილა თებერვალი. თებერვალმა უფრო და უფრო ჩაკეტა შორენა, მარტოსული გახადა და ღიმილი ნელ-ნელა წაართვა. სამსახურიდან დაბრუნებულს თვალს რომ შეავლებდა ანდრია და ნატას მიერ შეთავაზებულ ყავაზე უარს, რომ ამბობდა შორენა, ბაგეებიც რომ არ ეპობოდა, არ ეღიმებოდა, არ ეცინებოდა, ანისთან ბევრს, რომ აღარ საუბრობდა უფრო და უფრო მძიმედ აწვებოდა ლოდი.
-შორენა ძვირფასო, დაბრუნდი?! მოდი ჩვენთან ყავა დალიე-ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ჩვეულ შესთავაზა ქალს ნატამ მათთან ერთად დაჯდომა.
-არ მინდა, მადლობა-თავაზიანად თავი დაუკრა და კიბეებისკენ წავიდა, ანის ხმა რომ დაეწია.
-შორე გთხოვ-გოგო შეწუხებული სახით უყურებდა.
-მადლობა ანი, მართლა არ მინდა აქ, არ მინდა ჩემი უხასიათობა გადმოგდოთ-და ის ის იყო მიბრუნუნებას აპირებდა, რომ ახალმოსულ ნამსვამ ქმარს თვალი ჰკრა.
-ოჰო, ყველანი აქ ყოფილხართ-სიტყვებს ძლივს პოულობდა ნიკო და იქ მყოფებს თვალს ავლებდა. წამში გაჩერდა, როცა შორენას თვალი ჰკრა-ჩემი ცოლიც აქ არის, აი აქ-გაიშვირა ხელი.
-ნიკო ამდენი სად დალიე, წამოდი დაგაწვენ-ნატა შვილს ჩააფრინდა, თუმცა ადგილიდან ვერ დაძრა უმცროსი გასვიანი.
-აი იქ დგას დედა, ჩემი შორენა იქ დგას და ჩემი ცოლია, ვითომ ჩემი ქვია და მაინც არ არის ჩემი დედა, როგორ, რა ვქნა, რა ვუშველო საკუთარ თავს დედა, მითხარი, ის ქალი, მართლა დედა, მართლა მიყვარს-პატარა ბავშვივით ქვითინებდა დედაზე მოხვეული კაცი.
შორენამ ნერწყვი გადაყლაპა და წამიერად გული გააჩერა. ქუთუთოები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს. როგორ უნდოდა გაეგო, ნიკოს სიყვარული გაეგო და მისთვის ეპასუხა, მაგრამ ვერ იგებდა, არ ესმოდა და ვერ პატიობდა, ვერ ივიწყებდა იმას, თუ როგორ შემოიჭრა მათ ცხოვრებაში, როგორ დაუნგია პატარა ბუდე და როგორ წამში გააქრო მათი სიყვარული.
-მშვიდობაა?-ახლადშემოსულ ხელჩაკიდებულ წყვილს თვალი შეავლო შორენამ და გაეღიმა. ბედნიერი იყო ანდრიას გამო, იმის გამო, რომ ამ უსაზღვროდ დიდ ტკივილს დაახწია თავი და გადარჩენის გზა იპოვა ტაისიას სახით-დედა რა მოხდა?-კაცმა გაკვირვებულმა შეხედა დედაზე შემოხვეულ ატირებულ ძმას და ნატას ტკივილნარევ თვალებს რომ შეავლო თვალი გული შეეკუმშა.
ნიკომ თავი ასწია, ხელი უშვა დედას, ნელა წავიდა კიბეებისკენ და შორენას, რომ მიუახლოვდა ქალის აჩქარებული გულისცემა მის ყურებს მისწვდა, წამით გაჩერდა, ცოლს შეხედა და მის ნაზ თმას თითებით შეეხო, მისი სურნელი იგრძნო და გზა გააგრძელა.
-მე გავყვები-აფორიაქებულმა შორენამ სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი
-არა, მარტო დავტოვოთ ცოტახანი-ნატას ცრემლები ახრჩობდა. ანდროს მოავლო თვალი-ჩემი ბრალია, უნდა შემეჩერებინა, დავითი უნდა შემეჩერებინა-ბუტბუტებდა ქალი და ოთახისკენ მიიწევდა.
-რა მოხდა?-ტაისიამ ჯერ კიდევ გაოცებულ ანის ხელი მოჰკიდა.
-არ მეგონა ტასო, არ მეგონა ასე თუ უყვარდა-გაოცებული ლაპარაკობდა და დაქალს უყურებდა, შემდეგ შორენას გახედა-ხო ხვდები, რომ შენს გამო ინგრევა ეს ოჯახი, შენს გამო იტანჯება ორივე, შორენა ხმა ამოიღე-სწრაფად მიაყარა გოგომ და სახეში მძიმე ხელი, რომ მოხვდა, მაშინღა გაიაზრა რა თქვა.
-ეს შენი საქმე არ არის-ღრმად სუნთქავდა მამაკაცი და საკუთარ ხელს უყურებდა. ქალისთვის არასდროს დაურტყია და მძიმე ტკივილი იგრძნო, რაღაც ძალიან მწარე, მაგრამ ვერავის, ვერასდროს მისცემდა უფლებას შორენასთვის ეტკინათ.
-ანდრია რას აკეთებ-ქალს მძიმე ხმა აღმოხდა და წამსვე გაჩნდა გოგოსთან, რომელსაც საკმაოდ გაწითლებოდა ლოყა-ის ჯერ კიდევ ბავშვია.
-შეურაცხყოფა მოგაყენა
-გეყოფა, ტყუილი არ უთქვამს-გაბრაზებისგან ცხვირი გაწითლებოდა შორენას და მამაკაცი კარგად ხედავდა თუ როგორ ცდილობდა ტკივილის გულში ჩაკვლას, იმ სიტყვების დავიწყებას, რომელიც მისმა ბიძაშვილმა უთხრა. გოგოს სახეს დასტრიალებდა და ცდილობდა არ ჩალურჯებოდა.
სამზარეულოდან ყინულის პაკეტით, რომ გამოვიდა და ანის ლოყაზე მიადო, გოგომ ქალის ხელი დაიჭირა
-მაპატიე შორენა, არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა-ცდილობდა, რომ ღრმად ესუნთქა და არ ეტირა.
-ძვირფასო, არაფერია-გაუღიმა ქალმა და გოგონას მოეხვია.
ის დღე ნელა დამთავრდა, არადა არ თენდებოდა და შორენას გარეთ გახედვისას და მთვარის დანახვისას სუნთქვა ეკვრებოდა. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რადან სამსახურში წასულიყო და სახლში მომხდარი ამბავი ცოტათი მაინც მიეჩქმალა გულში.
-რატომ არ გძინავს?-გვერდით მამაკაცი ამოუდგა.
-არ ვიცი, ძილი არ მომეკარა, თან ოთახში ასვლაც არ მინდოდა, მივცემ ნიკოს მარტო დარჩენის უფლებას-კბილებში გამოსცრა ქალმა და ზიზღნარევი მზერით შეხედა კაცს.
-ასე ნუ იქცევი, თითქოს ეს ქორწინება არ გაწყობდა-დამცინავად გაუღიმა კაცმა და ქალისკენ წაიწია, თუმცა შორენამ უკან დაიხია.
-არ გაბედო, ჩემთან მოახლოებაც კი არ გაბედო, ეს ყველაფერი შენი ბრალია. მეგონა შვილები გიყვარდა, მაგრამ იმის მერე რაც იმ დაწყევლილ საღამოს გამოჩნდი და მაიძულე ეს ყველაფერი, ეს ყალბი ქორწინება, მის მერე ჩემს თვალში მხოლოდ მონსტრი ხარ, ვერ ხვდები, რომ ორივე მათგანი გაანადგურე- უყურებდა დავითს და ცდილობდა ხმისთვის არ აეწია.
-აქ მხოლოდ იმისთვის ხარ, რომ ნიკო ბედნიერი იყოს, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს ვიზამ-ყურთან დაუჩურჩულა ქალს და გულაჩქარებული აივანზე დატოვა.
-ანუ ამბობ, რომ ყველანი დაპატიჟებულები ვართ-მხიარული ხმით ეკითხებოა შვილს ნატა და ისე იქცეოდა, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო.
შორენამ ნიკოს გაღვიძებისა და დაბალა ჩამოსვლის მერე აირბინა ოთახში და თავი მოიწესრიგა, სწორედ ამიტომ დააგვიანდა სასაუზმოდ ჩამოსვლა და ამიტომ იყო მისთვის გაუბარი თუ სად იყვნენ დაპატიჟებულები.
-კი დედა, უკვე მერამდენჯერ უნდა მკითხო-ანდრიამაც გაუცინა ქალს და ყავა მოსვა.
-ტაისიას მშობლებმა მათ წვეულებაზე დაგვპატიჟეს-გაკვირვებულ შორენას აუხსნა ნიკომ, ისე რომ მისკენ არც გაუხედია.
-ხო მშვენიერია შორენა?-გაუღიმა ნატამ რძალს.
-ძალიან-ეცადა არ შესტყებოდა, რომ ჭირის დღესავით არ უნდოდა ეს დრო მოსულიყო, ანდრია ტაისიას მშობლებს გაიცნობდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადიოდა.
-მშვენიერი გოგოა ტაისიას, ამ ოჯახს ნამდვილად კარგ რძლობას გაუწევს-დავითმა უფროს შვილს შეხედა და გაიცინა. მარტო შორენა ხედავდა ამ სიცილის მიღმა საზარელ ღიმილს. ღიმილს, რომელიც ტანჯავდა და ანადგურებდა.
-მართლა მამა? ახლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ?-ბრაზით შეხედა ანადრიამ.
-უბრალოდ ვთქვი-უკანასკნელი ყლუპი ყავა მოსვა დავითმა და წამოდგა- საღამოს გნახავთ-ცოლს ლოყაზე აკოცა და სახლი დატოვა.
სამსახურში, ბავშვებთან ისე მალე გავიდა დრო, რომ როგორ მოსაღამოვდა ვერც კი მიხვდა. სამსახურიდან გამოვიდა და სახლის გზას მიაშურა. სახლში მისულმა, დაღლილმა შხაპი მიიღო, თბილი წყლის ქვეშ დიდხანს იდგა, წყლის წვეთების სიმხურვალე კანს უწვავდა, მაგრამ მათ უფლებას აძლევდა მის ტანზე ენავარდათ. გამოსვლისას, წითელი ატლასის კაბა მოირგო და კულულები უბრალოდ გაიშრო. შორენა ქალღმერთს ჰგავდა, ასე უბრალო და მაინც ასეთი ღვთაებრივი იყო ეს ქალი და ალბათ სწორედ ამის გამო იპყრობდა ყველას ყურადღებას. თაფლისფერი თვალები და დიდი წითელი ბაგეები მალევე ახვევდა მამაკაცებს სიყვარულის მორევში.
-დავიგვიანებთ, წავიდეთ-დავითმა მისაღებში მსხდომებს გახედა, რომლებიც წამში წამოდგნენ.
-რა ლამაზი ხარ ძვირფასო-კიბეებზე ჩამომავალს თვალი შეავლო ნატამ და ქმარს აეკრო მხარზე. შორენამ უბრალოდ გაუღიმა და ქმარს ამოუდგა გვერდით.
-ულამაზესი ხარ-შეკრთა, როცა კარებში გასვლისას ყურთან მძიმე სუნთქვა იგრძნო და წამში წინ მიმავალ ქმარს გახედა იმის შიშით, რომ ანდრიას სიტყვებს გაიგონებდა. მამაკაცის სიტყვებმა წამსვე იმოქმედა მასზე, აღარ დალოდებია ანდრია, ისიც წინ გაიჭრა და ვნებამორეული ქალი უკან მოიტოვა.
-შორენა მოდიხარ?-წამში მობრუნდა ნიკო და ცოლი გამოაფხიზლა ფიქრებისგან, რომელსაც მთელ ტანზე სიამოვნებისგან ტაო დაყროდა. შორენამ თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა.
უამრავი ხალხი ირეოდა წვეულებაზე. შორენა დაძაბული მიყვებოდა მის ოჯახს უკან, რადგან ახსოვდა ბოლო მსგავსი წვეულება რითი დასრულდა და სულაც არ უნდოდა მსგავსი რამე გამეორებულიყო, თან მის გამო.
-ეს მამაჩემია, კახა და ეს კი დედაჩემი, თამარი-ტაისიამ მშობლები წარუდგინა მათ.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო დავით, ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენზე და თქვენ ოჯახზე-გაუცინა კახამ და ხელი ჩამოართვა დავითს- წამობრძანდით, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ახალგაზრდები მარტო დავტოვოთ-ცოლს ხელი მოჰკიდა და აივნისკენ უბიძგა წყვილს.
-შორენა ძალიან ლამაზი ხარ-ტაისიამ გულწრფელი თვალები მიანათა ქალს.
-შენც ასევე-ქალმა თვალი მოავლო, შავ მომდგარ კაბაში მართლაც ულამაზესი იყო გოგო. ცისფერი თვალები უფრო კამკამა და სუფთა ჰქონდა, ხოლო წითელი ბაგეები უფრო მიმზიდველს ხდიდა. ვერანაირ ნაკლს ვერ ნახულობდა შორენა და ყელში გაჩხერილი ბურთი უფრო და უფრო ეზრდებოდა.
საღამო უჩვეულად მშვიდად მიდიოდა, რამდენჯერმე გამოელაპარაკა ნიკოს და იქვე მდგარ ანის დანარჩენი დრო კი სიჩუმეში გაატარა.
-მე საპირფარეშოში გავალ-უჩურჩულა ქმარს და დარბაზი დატოვა, სააბაზანოში შესულმა ხელები დაისველა და ცივი თითები ყელზე შემოიჭდო. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გამოვიდა. იქვე კედელზე მიყუდებულ ანდრიას, რომ თვალი მოჰკრა გული შეეკუმშა.
-აღარ შემიძლია შორენა-ქალი კედელს ააკრო და წამსვე დაეწაფა მის ბაგეებს,თუმცა ქალისგან საპასუხო კოცნა რომ ვერ იგრძნო მალევე მოწყდა მის ალუბლის ტუჩებს. შორენამ თვალი აარიდა და ეცადა მისგან თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა მის ბრგე ტანს ვერაფერი მოუხერხა-რას აკეთებ?
-რაზე მეკითხები-ეცადა არაფერი შეემჩნია.
-შორენა რა გემართება-კაცი თვალებში ჩააშტერდა, თუმცა ქალს მზერა გაექცა-შემომხედე-ყბაზე მოუჭირა თითები და აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა- მართლა ეს გინდა? მართლა ეს მოგწონს? ეს სიტუაცია, ის რომ შენ სხვის მკლავებში ხარ და ჩემსაში სხვა ნებივრობს? ამისთვის შეგვიყვარდა ერთანეთი-ცდილობდა ხმა გაეკონტროლებინა და არ ეყვირა.
-მტკივა ანდრია-გაიბრძოლა ქალმა.
-მიპასუხე შორენა-კიდევ უფრო მეტად მოუჭირა ხელი, თუმცა შორენა ისევ დუმდა- მიპასუხე მეთქი.
-რაც გინდა ის იფიქრე, მე სხვისი ცოლი ვარ ანდრია-კბილებში გამოცრა და ადგილზე გააქვავა კაცი, რომელსაც ხელი ოდნავ მოუდუნდა. ანდრიას გაეღიმა, ირონიულად შეხედა საყვარელ ქალს და მოშორდა.
გონებაარეული, გულაჩქარებული კვლავ სააბაზანოში შეიკეტა და წყალი მოუშვა რათა მისი ქვითინის ხმა არავის გაეგო. გული მოიოხრა, ცრემლისგან დაიცალა, თუმცა დარდი ვერსად მოიშორა. ფიქრებმა სხვაგან გაიტაცა, გარედან შემომავალ ხმებსა და მუსიკებს ყურადღებას არ აქცევდა. ვერც მძლავრი ტაშის ხმამ მოიყვანა შორენა გონს, რადგან ის დიადი ტკივილი, რაც მის გულში ბუდობდა არაამქვეყნიური იყო.
დამშვიდებულმა სარკეში ჩაიხედა, წყალი შეისახა სახეზე და ეცადა თავი მოეწესრიგებინა, რომ არავის შეეტყო მისი ტირილის შესახებ.
-შორენე გაიგე?-სიხარულისგან ხტუნავდა ანი და თან დარაბაზში შემომავალ ქალს ბედნიერებისგან ატრიალებდა. შორენას გაეცინა ანის ბავშურობაზე და ეცადა საკუთარი დარდი სადღაც მიეჩქმალა.
-რა მოხდა ასეთი?-თვითონაც მოეხვია გოგონას.
-შორენა არც კი მჯერა-იცინოდა ანი-ჩემი დაქალი დაინიშნა, ანდრიამ ხელი სთხოვა ტაისიას-ლოყაზე აკოცა ქალს და კიდევ ერთხელ მოეხვია.
ღიმილი სახეზე შეახმა შორენას, რაღაც დატრიალდა, რაღაც გაწყდა, გული აუჩქარდა, თვალებში ცრემლი მოაწვა და ძირს მოწყვეტით დაეცა.
საავანდმყოფოს უხამსი სუნი და გამაწბილებელი გაბმული წრიპინი,რომ მოხვდა ყურთან თვალები ნელა გაახილა, მაგრამ წამსვე ტკივილი იგრძნო. პალატას თვალი მოავლო და წამიერად შეეცადა მომხდარი გაეხსენებინა. უსაშველო სიცარიელე იგრძნო გულში, თითქოს ყველაფერი გათავდა, ჰაერიც და სინათლეც, სიცოცხლეც და თვით სიკვდილიც კი. ხელი თმებში შეიცურა, ფეხები მოხარა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. ფიქრები უფრო და უფრო ჩქარა მიიპარებოდნენ გულისკენ და ანადგურებდნენ შორენას.
-როგორ ხარ?-ნიკომ მოკუნტულ ცოლს შეხედე პალატაში შესვლისას.
-გადი-შორენას ხმადაჰკარგვოდა, სადღაც შორს მოესროლა, ალბათ ისიც მისმა ტკივილმა შეჭამა
-რა?
-გადი მეთქი-აყვირდა ქალი და ყვირილზე შემოვარდნილ მის მთლიან “ოჯახს” მზერა მოკრა- გადით, გადით, გადით-გაჰყვიროდა ქალი და რაც ხელში ხვდებოდა ყველაფერს ისროდა.
-შორენა ძვირფასო, რა მოხდა-ნატამ სახეზე ფერი დაკარგა.
-მძულხართ, ყველანი მეზიზღებით-ტიროდა შორენა, ცრემლები სუნთქვაში უშლიდა ხელს-სად არის? სად, სად, სად წავიდა?-ცრემლებს მაჯებით იწმენდა, მაგრამ მისი ტკივილნარევი სლუკუნი სიჩუმეს გამუდმებით არღვევდა. თავს ვერ აკონტროლებდა ქალი, ნაცნობები გასწია და პალატიდან გიჟივით გამოვარდა. მარმალოს იატაკის შეხებამ შიშველი ფეხები დაუწვა და იქვე მისი პალატის კარებთან გააჩერდა. ჩაიკეცა, კვლავ მუხლებზე შემოიხვია ფეხები და აქვითინდა.
-აღარ შემიძლია, აღარ-ტიროდა ქალი და დრო და დრო იქვე ასიოდე მეტრში იატაკზე მჯდომ საყვარელ მამაკაცს გადახედავა, რომელიც მზერას არ აშორება განადგურებულ ქალს.
-ადექი შორე..-ნიკოს შეხებამ გამოაფხიზლა და კვლავ ფეხზე წამოდგა.
-არ შემეხო, არავინ შემეხოთ-სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა მანძილი და ანდრიას ზევიდან დააცქედა.
-შორენა უნდა დაწვე-გვერდით ტაისია ამოუდგა ქალს და მხარზე ხელი მოხვია, მაგრამ მკლავებიდან ისე მალე დაეშვა ძირს შორენა ვერც კი გაიაზრა. კაცის წინ მუხლებზე იდგა და მის კამკამა მწვანე თვალებს უყურებდა. უცებ მის ფეხებს შემოხვია ხელი და მუხლები დაუკოცნა. შავ კლასიკურ შარვალს ქალის ცრემლები უსველებდა ანდრიას და უფრო და უფრო ტყდებოდა. შორენას ნაზ ხელს საკუთარი შეახო და ქალის თითებს წაეთამაშა.
-არ გინდა შორე, არ გინდა-ჩურჩულებდა ანდრია და ქალისკენ იწეოდა, ნელ-ნელა, ფაქიზად-არ გინდა.
-არ მინდა, არ მინდა-აჰყვა ქალიც და ახლა უკვე მხარში ჩააფრინდა კაცს.
-დაწყნარდი, მშვიდად, მე აქ ვარ-კაცმა საყვარელი შორენა მიიკრა გულზე, ტიროდა შორენა, ტიროდა უსაშველოდ და გულისგამხეთქავად. ნელა აიტაცა ხელში, პალატაში შევიდა და კარი ზურგს უკან მიიხურა. ლოგინზე მასთან ერთად წამოწვა და უკნიდან მიიხუტა ქალი, მის თმებში ცხვირი ჩაყო და ხარბად იყნოსა ის ლავანდის სურნელი, რომელიც ასე შლიდა ჭკუიდან.
წუთები წუთებს მისდევდა, საათები ისე მალე მიილია თითქოს ეს მხოლოდ რამდენიმე წამი ყოფილიყო, თითქოს დროც მათ საწინააღმდეგოდ ბრუნავდა, სწრაფად და გაუჩერებლად.
-წავიდეთ-შორენას ხმაში სიმტკიცე იგრძნობოდა
-წავიდეთ?
-სადმე შორს, მხოლოდ ჩვენ-ქალი ისევ ზურგშექცევით იწვა და საყვარელი მამაკაცის მკლავებში გაყურსული ელოდა განაჩენს, მაგრამ პასუხი არსად იყო, მხოლოდ დუმილი, უსასრულო დუმილი, რომელიც შორენას ბოლოს უღებდა, სულს უწამლავდა და გულს უხლეჩდა.
-მე…-და სადღაც ათასი წლის მერე, სადღაც ათასი ფიქრის მერე ანდრიამ დუმილი დაარღვია-მე… მე
-არ შეგიძლია-შორენას ხმა ისევ ისეთი ნაზი და სათუთი იყო.
ქალის თმებში ხელი შეაცურა, წაეთამაშა და მკრთალი კოცნა დაუტოვა ყელთან, შემდგომ ნელა წამოდგა, უკანასკნელად გახედა შორენას ზურგს, რომელიც ოდნავ ირხეოდა და კარისკენ წავიდა. სახელურს დიდხანს დაჰყურებდა, გული არ უშვებდა, არ ეთმობოდა ეს ქალი, ეს სიყვარული, მაგრამ გონება სხვა ქალს ვერ მოექცოდა ასე, ვერ დაუნგრევდა ერთდღიან ბედნიერებას, შეფიცებულ სიყვარულსა და ხელის თხოვნას. ჰაერი ხარბად შეისუნთქა და პალატა დატოვა. ტიროდა შორენა, ისევ ტიროდა და ალბათ უსასრულოდ იტირებდა მისი სული იმ მამაკაცის გამო, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა, ყველაზე ავადმყოფური გრძნობითა და ყველაზე ტკივილნარევი სიყვარულით.
საავანდყოფოში კიდევ რამდენიმე დღე გაატარა, გამოწერისას ქმარმა მოაკითხა და სახლში დააბრუნდა, იმ სახლში სადაც არც სიყვარული სუფევდა და არც მისი ოჯახი ცხოვრობდა. შორენა ძველ ყოფას დაუბრუნდა, სამსახურს თავი მიანება, ოთახში გამოიკეტა, მხოლოდ აივანზე თუ დაჯდებოდა პლედშემოხვეული და არემარეს გაჰყურებდა. სადღაც უსასრულობაში იყურებდა და ფიქრებს ნებას აძლევდა მისი სული წაებილწათ. აღარც სავახშმოდ ჩადიოდა “ოჯახთან” ერთად და ხშირად არც დამხმარე ქალის მიერ ამოტანილ საკვებს აკარებდა პირს. გულს უპობდა დაბლიდან ამომავალი ქალის კისკისის ხმა, რომელიც მის საყვარელ მამაკაცს ხმამაღლა ეძახდა და ყველაზე ლაღი და ბავშური სიცილით იცინოდა. შორენას ოდნავ ჩაეღიმებოდა და კვლავ თავის ჰორიზონტს მიუბრუნდებოდა.
-როგორ ხართ ქალბატონო ნატა?-ტაისიამ მომავალ დედამთილს გაუღიმა და ხმაურიანად გადაკოცნა.
-ხომ გთხოვე ჩემო ლამაზო, უბრალოდ ნატა დამიძახე-ქალმაც ღიმილი აჩუქა-ყავას ხომ დალევ?
-დიდი სიამოვნებით
-ლეილა 2 ყავა მოგვიტანე ძვირფასო-დამხმარე ქალს გახედა და კვლავ ტაისიას მოუბრუნდა-მომიყევი ახალი ამბები.
-ახალი არაფერია, მხოლოდ ის რომ..-ქალმა პაუზა გააკეთა და შემდგომ ყურებამდე გაიკრიჭა-ქორწილის თარიღი დავთქვით.
-მართლა? როგორ გამახარეთ-გოგოს კიდევ ერთხელ გადაეხვია, მაგრამ რაღაცამ გაკრა გულში,თუმცაღა ვერ მიხვდა ეს რამ გამოიწვია.
-იცით, რაღაცაზე მინდოდა თქვენთან საუბარი-წამებში შეცვალა საუბარი-ანდროზე და … შორენაზე.
-შორენაზე?-ქალს წამიერად ფერი ეცვალა-შორენა რა შუაშია.
-ვიცი, რომ ადრე… ხომ ხვდებით-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-შორენა გათხოვილი ქალია, ჩემო კარგო, ანდრიაც დანიშნული, არაფერი გაქვს სანერვიულო-და ახლა მიხვდა ნატა, რომ ის გულში პატარა ძაფის გაწყვეტა მისი შვილის გამო იყო, რომელსაც სხვა ქალის სიყვარული სწვავდა და სტანჯავდა, მაგრამ ახლა ცოლად სულ სხვას ირთავდა და უეცრად გაშრა, წამიერად მოწყდა ამ ქვეყნიურობას.
-კარგად ხართ? ფერი დაკარგეთ-შეშინებულმა ტაისიამ ქალის ხელი თავისაში მოიქცია.
-დედა კარგად ხარ?-სახლში ახალდაბრუნებული ანდრია დედას მივარდა- შემომხედე ნატა-მისი სახე ხელებში მოიქცია და ანერვიულებლმა სცადა ქალის გამოფხიზლება.
-შენ…შენ… ქორწინდები-ქალი ბუტბუტებდა და თან ანდრიასს სახეს ეფერებოდა.
-ჰო დედა, ვქორწინდები-გაუღიმა ქალს-ტაისია შეგიძლია წყალი მოუტანო?
-ახლავე-წამებში გაქრა სამზარეულოში ქალი.
-შენ მასზე ქორწინდები-იღიმოდა ნატა და შვილს უყურებდა-მასზე?
-დედა, რა მოხდა?-უფრო და უფრო მეტად მატულობდა ნერვიულობა კაცში.
-და ის?
-ვინ ის დედა?-ქალს ხელები დაუკოცნა.
-ის ანდრია, მერე მას რა ეშველება?-ჩურჩულებდა ქალი და მზერა ერთ ადგილას გაშტერებოდა. ანდრომ თვალი გააყოლა და კიბის თავში მდგარ შორენას თვალი მოკრა, რომელიც ნერვიულად უყურებდა სცენას.
-ის სხვისი ცოლია დედა, ნიკოს..-საუბარი არ დაამთავრებინა
-ჩემი ბრალია, მე ვერ შევაჩერე მამაშენი, მე ვერ შევაჩერე, მე ვერ
-მამა? მას რა ბრალი მიუძღვის?-გაკვირვებული კაცი დედას შეჰყურებდა.
-აი წყალი-ტაისიამ ჭიქა მიაწოდა და ქალმა ბოლომდე გამოცალა-იქნებ ზევით აიყვანო, ცოტა დაისვენოს.
ანდრიამ ქალი ხელში აიტაცა და საძინელბისკენ წაიყვანა, კიბეები, რომ გაათავა და შორენას გაუსწორდა ოდნავ დაიძაბა, მაგრამ გზა გააგრძელა და დედა დააწვინა.
-ყველაფერი კარგად იქნება-ქალს შუბლზე ეამბორა და კარი გამოიკეტა.
იქვე მდგარ შორენას გახედა და სუნთქვა შეეკრა ქალის გამხდარი სხეულის დანახვისას. ქუთუთოები ჩაშავებოდა შორენას, ლოყები ჩავარდნოდა და არაფრით აღარ ჰგავდა იმ მხიარულ, ბედნიერ და ლამაზ ქალს, რომელიც ასე უყვარდა ანდრიას.
-წამოდი ვისადილოთ-ქალს მკრთალად გაუღიმა.
-არ მშია-მანაც ღიმილი დაუბრუნა.
-შორენა
-ჰჰ-გაკვრივებით თავი გააქნია ქალმა.
-ეცადე ნაკლებად იტანჯო თავი, ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი-წამსვე შენიშნა მის სიტყვებზე ფერდაკარგულმა ქალმა კიდევ უფრო როგორ დაკარგა სახეზე ფერი, მაგრამ თავი შეიმაგრა, ოდნავ მკრთალი ღიმილი აჩუქა და ოთახს მიაშურა. სიმწრისგან გავარვარებულმა კაცმა ცივ კედელს თავი მიაბჯინა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-გინდა სადილი მოვამზადოთ?-კიბეები ჩაირბინა და საცოლეს გადახედა. ტაისიამ გაუღიმა და კაცს სამზარეულოში გაჰყვა. ქალის სიცილის ხმა მთელ სახლს აფერადებდა, ანდრიას კი უფრო და უფრო უწამლავდა გულს. რამდენიმე საათის მერე სადილი მზად იყო და პასტას გემრიელად შეექცეოდნენ წყვილი. ბოლოს ყავით ხელში კი მისაღებ ოთახში გადაინცავლეს. ნიკო დივანზე ნერვიულად იჯდა და წამდაუწუმ საათზე იხედებოდა.
-ნიკო, როგორ ხარ?-ქალმა გადაკოცნა და ანდრიასთან ერთად ადგილი დაიკავა.
-ეჰ კარგად, შორენას ველოდები, სტუმრად მივდივართ ის კი აგვიანებს-გაუღიმა გოგოს.
-ხომ იცი ქალების ამბავი-დააწყნარა ნიკო და კიბეს ახედა- აი ისიც.
კიბეებზე ნელა დაეშვა ქალი, შავ მუხლზემოთ კაბაში შორენა უფრო და უფრო ემსგავსებოდა ქალღმერთს.
-ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის-გაუღიმა ცოლს-წავიდეთ?
ქმარს ოდნავ თავი დაუქნია და იქ მყოფებს დაემშვიდობა. მანქანაში მოთავსდა და მთელი გზა უხმოდ გაატარა. ძალაგამოცლილი იყო, სახლში დაბრუნებიდან პირველი დღეები ღამე აბაზანში იკეტებოდა და ჩუმად ტიროდა, მაგრამ ახლა უკვე ცრემლებიც დაშროდა და ვეღარაფერს უხერხებდა საკუთარ გრძნობებს.
-უკვე გვიანია, სად არიან ამდენ ხანს?-ანერვიულებულმა ქალმა კიდევ ერთხელ გახედა საათს და ამოიხვნეშა.
-ნატა გეყოფა, ბავშვები ხომ არ არიან-დავითმა ცოლი დაამშვიდა და მისაღებ ოთახში მსხდომებს მოავლო თვალი.
ანდრიას მეგობრებს შორის სიჩუმე არ სუფევდა, ალაგ-ალაგ გაისმებოდა სიცილის ხმა და კვლავ თემის განხილვას მიუბრუნდებოდნენ. ტაისია აღფრთოვანებული უყვებოდა მეგობრებს ნიშნობის ამბავს, ანდრო კი ძმაკაცებთან ჩურჩულში გახვეულიყო.
-აი ჩვენი გვრიტებიც-გაბრიელმა წამოიყვირა და მხიარულად ფეხზე წამოდგა ნიკოს დანახვისას, მაგრამ მალევე ეცვალა სახე.
კაცი სახეზე აწითლებოდა, თმა აჩეჩვოდა და ღრმად სუნთქავდა.
-რა მოხდა?-წამში წამოვარდა ქალი ზეზე და შვილს ეძგერა, რასაც სხვების ფეხზე წამოდგომაც მოჰყვა-ვიცოდი რაღაც მოხდებოდა, რა გჭირს ჩემო საყვარელო, რა დაგემართა, შორენა, შორენა სადღაა-და კარებთან მდგარ ქალს თვალი შეავლო-ღმერთო-შეჰყვირა ნატამ და პირზე ხელები მიიფარა.
შორენას მოკლე კაბა გვერდზე გაჰხეოდა, მასაც თმა აჩეჩვოდა და ნერვიულობისგან კანკალებდა.
-ნიკო-ანიმ ნერვიულად გახედა ბიძაშვილს.
-შორენა-ტაისიამ ქალს გახედა, რომელიც თავი დაეხარა და ადგილიდან არ იძროდა.
-შემოდი ჩემო ლამაზო, შემოდი-ნატამ ქალს ხელი წაავლო და მისაღებისკენ წაიყვანა.
-რა მოხდა აღარ იტყვით-დაიღრინა დავითმა-შორენა, თქვით
-მე..მე..-სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.
-ჩემი ცოლი ა-გაიცინა ნიკომ და ამრეზით გახედა ქალს.
-ნიკო-წამოიყვირა დედამ და მისკენ მიმართულ წყვილ მწერას თვალი აარიდა.
-რა თქვი?-ბოხი ხმით გახედა ანდრომ ძმას-რა თქვი მეთქი?
-რაც გაიგე, ჯერ შენთან იგორავა, მერე მე გამომყვა ცოლად და -წინადადება ვერ დაამთავრა ისე მოხვდა მუშტი სახეში და კიდევ დაარტყავდა, რომ არა შორენა, რომელიც კაცს მკლავში ჩააფრინდა
-არ გინდა
-შორენა მე..-სახეზე თვალი ჰკრა ქალს და აწითლებული ლოყა,რომ დაინახა ფერი დაკარგა კაცმა, სუნთქვა გაუხშირდა და ცრემლები მოაწვა-შენი სახე
-ღმერთო ჩემო-ნანამ კვლავ წამოიყვირა და რძალი შემოაბრუნა-შორენა, ეს რა მოგივიდა ჩემო ძვირფასო
-მე დავარტყი-ნიკომ ტუჩის კუთხიდან წამოსული სისხლის ნაკადი მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.
სწორედ მაშინ წააწყდა ძმის გამწარებულ და გაწბილებულ სახეს და სწორედ მაშინ შეეგება მის მუშტს, იქამდე ურტყა ანდრიამ ძმას სანამ მეგობრებმა არ გააკავეს და სანამ შორენას ისტერიულ ტირილს არ ჰკრა თვალი.
-გთხოვ..გთხოვ-ჩურჩულებდა ქალი და ყურებზე ხელებს იფარებდა.
ნელა მიუახლოვდა ქალს, მის გვერდზე მდგარი საცოლე დააიგნორა და ხელები მოხვია, გულზე მიიკრა და ნება მისცა ბოლომდე დაცლილიყო. ჯერ კიდევ გრძნობდა მის მკლავებში განაბულის კანკალს და გული გამალებით უცემდა. უსიყვარულო ქმართან ერთად შორენას მოძალადე კაციც ერგო.
-არაკაცი ხარ-ნატამ შვილს ამრეზით გახედა და იმედგაცრუების ნიშნად თავი გააქნია-წამოდი შორენა, შენს ოთახში ავიდეთ-ქალს ხელი მოჰკიდა მკლავში და ანდრიას მკლავებიდან გამოაცალა.
-არა, არ მინდა-სლუკუნებდა ქალი-დღეს დედასთან დავრჩები.
-დედასთან?-გაიცინა ნიკომ და ქალისკენ წაიწია.
-არც კი გაბედო ნიკო-ანდრიას ხმამ მკაფიოდ გააჩერა ძმა.
-როგორც გინდა საყვარელო, მძღოლს ვეტყვი რომ სახლში წაგიყვანს-ნატამ რძალს გაუღიმა და კარებამდე მიაცილა, მანქანაში ჩასვა და უკანვე დაბრუნდა.
-ესეთი გაგზარდე მე? გეკითხები შვილო, ესეთი მე გაგხადე?-უყურებდა ნიკოს და თან ცრემლები აწვებოდა.
-გეყოფა დედა-კაცმა ქალს დაუყვირა-ჩემი თვალით ვნახე, როგორ ელაქუცებოდა იმ კაცს, იმ კაცის ხუმრობებზე იცინოდა, ჩემია, ჩემი ცოლია, მხოლოდ ჩემია- ყვროდა კაცი და ქალს აჯანჯღარებდა.
-კმარააა-დავითმა ცოლი შვილს გამოგლიჯა-საძინებელში ადი ნიკო და დაიძინე.
კაცმა ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და კიბეებს ნელა აუყვა.
-შემეცოდა შორენა-ტაისიამ ანის გადაუჩურჩულა, რომელმაც დათანხმების ნიშნად თავი დაუქნია.
-ჩვენი წასვლის დროა-გაბრიელმა მეგობრებს ხელი დაავლო და დაძაბულ აურას გაეცალა.
-ჩვენც წავალთ-ანიმ დაიჩურჩულა და ოჯახი მარტო დატოვა.
-შენი საცოლის ადგილას ამას არ მოვითმენდი-დავითმა მკვეხად გადაუგდო ორიოდე სიტყვა უფროსს შვილს.
-ეს შენ არ გეხება
-ახლა თქვენც ნუღარ იკამათებთ-ქალმა სახეზე ხელები შემოიჭდო და აქვითინდა-იმ გოგოს რა ვუთხრა რომ დაბრუნდება, მას ან მის ოჯახს ხმა როგორ გავცე. ლაღი და ბედნიერი ქალიშვილი გამომატანეს და უკან გაუბედურებული გავუშვი.
-ნატა დაწყნარდი, წამოდი ოთახში ავიდეთ-ცოლს ხელი მოხვია და საძინებელს მიაშურა უფროსმა გველესიანმა.
-გძინავს?-აივანზე გასულმა ანდრიამ ტელეფონის მომარჯვების მერე ნომერი აკრიფა და მცირეხნიანი დუმილის შემდეგ იკითხა.
-არა-მეორე მხრიდან ჩახლეჩილი ხმა გაისმა, რომელსაც სიმძიმე ეტყობოდა.
-აღარ დაბრუნდე…გთხოვ
-არ შემიძლია
-გთხოვ-კაცს ხმაში მუდარა გამოერია.
-უნდა დავიძინო ანდრია, ტკბილი ძილი-შორენამ სასუბრო თემა თავიდან აიცილა და ყურმილი დაკიდა. დიდხანს იდგა აივანზე და ტელეფონის გამაყრუებელ ხმას უსმენდა, შემდეგ კი სახლი დატოვა, მომავალ ცოლს მიაკითხა და მასთან გაეხვა ალერსში.
დღეები მიილია, შორენა კვლავ სახლში დაბრუნდა და თითქოს ყველაფერი ჩვეულ რიტს დაუბრუნდა. ქალი უფრო და უფრო მეტად იკეტებოდა საკუთარ თავში და უფრო და უფრო მეტად მარტოსული ხდებოდა. თითქოს უკვე შეგუებოდა იმას, რომ ცხოვრებამ ზურგი აქცია და მიხვდა, რომ ეს იყო მისი ბედი, ამიტომ გადააწყვიტა, რომ უკან დაეხია, აღარ ებრძოლა და იმას რაც ბედმა გადაუწყვიტა ბოლომდე შეგუებოდა,მაგრამ რეალურად ის გრძნობა, რომელიც საყვარელი მამაკაცის მიმართ ჰქონდა თავს არ ანებებდა და საშვალებას არ აძლევდა მარტო დარჩენილიყო იმ უბედურ ყოფაში, სადაც ის იტანჯებოდა.
-უგემრიელისია ყველაფერი-ვახშმის დროს ტაისიამ ნატას გაუღიმა და კიდევ ერთი ლუკმა გემრიელად გაიქანა პირში.
-მადლობა ძვირფასო-ქალმაც არ დააკლო ღიმილი.
-ქორწილს როდისთვის გეგმავთ?-უფროსმა გასვიანმა საუბარი წამოიწყა. შორენას ლუკმა და ალბათ შურიც ყელში გაეჩხირა. წამიერად დაკარგა ისედაც უკვალოდ გამქარალი მადა და ჭიქა ღვინო წამებში გამოცალა, რომელმაც ყელი ჩაუწვა, მაგრამ იმაზე მეტად რა ატკენდა და რა დაწვავდა, რაც ახლა მის თავს ხდებოდა.
-არ ვიცით მამა-ანდრია საუბარს გაურბოდა.
-რამდენიმე ვარიანტი შევარჩიათ მე და ანდრომ-ტაისია ისევ და ისევ ბავშური ღიმილით ატყვევებდა ხალხს.
-მშვენიერია, მალე დავიწყოთ დაგეგმა, ბევრი საქმე გვაქვს, ჩემი ორივე შვილი დაბინავებული, რომ იქნება ბედნიერი ვიქნები-დავითმა შემდეგ შორენას და ნიკოს გადახედა-შვილიშვილს როდის მაჩუქებთ? დრო არ მოვიდა?
-ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის დავით-ცოლმა ქმარს უსაყვედურა.
-რატომაც არა? ნიკო, რას აკეთებთ, ხომ იცი რომ შვილიშვილები მინდა
-მამა გეყოფა-ანდრიამ თავჩაქინდრულ შორენას გახედა, რომელიც სახეზე აწითლებოდა.
-მამა, სულ მალე, სულ მალე გაჩუქებ სანატრელ შვილიშვილს-ნიკომ ამრეზით გახედა ძმას და ისე უთხრა დავითს. დავითმაც ოდნავ ჩაიცინა და მაგიდიდან წამოდგა, სახლი დატოვა და ალმორეული ძმები პირისპირ დატოვა.
-აუ მოდი ლუკას და ბიჭებს დავურეკოთ და სვანეთში ავიდეთ-ანდრიამ საცოლეს გადახედა მისაღებში სხდომისას და ყავის დალევის დროს.
-აუუ რა კარგი აზრია- ტაში შემოკრა გოგომ.
ზუსტად 2 საათში მზად იყო სამეგობრო უამრავი და ტკბილი მოგონებების შესაგროვებლად. ბავშობიდან უყვარდა ანდრიას სვანეთი, იქ გულიც და სულიც სხვანაირად უყიოდა, ხარბად შეისუნთქავდა იქაურ ჰაერს და მთელი წელი გაყვებოდა ეს ბედნიერება და სიმშვიდე. ახლაც ეს სჭირდებოდა, სიმშვიდე და რაღაც მისთვის ახლო, რადგან საკუთარი ფიქრები ქორწილამდე დაეშოშმინებინა, რადგან უფრო და უფრო, ნელ-ნელა გამუდმებით, მწვავედ და მტანჯველად ეკიდებოდა შორენას სიყვარული გულზე.
-წავედით?-გასვიანების ეზოში თვალი მოავლო მეგობრებს თიკომ და საქმროს ჩამოეკიდა.
-მოიცა ნიკო და შორენა არ მოდიან?-ანიმ ბიძაშვილს გადახედა.
-მათთვის არც გვითქვამს-ტაისიამ ნიკოს ახედა-ვიფიქრეთ მხოლოდ მეგორები წავიდოდით-მხრები აიჩეჩა ანდრიას გადახედა, რომელიც ცდილობდა ბაკურიანის მწვავე ამბავი გონებიდან გაეფანტა ასე, რომ დატანჯა და ყველანაირი საყვარელი ქალის დაბრუნების გზა მოუჭრა.
-ისედაც ვერ შემოგიერთდებოდით-ახლადგამოსულმა ნიკომ იქმყოფებს მოავლო თვალი-ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ჩვენ აქაც გავერთობით, არა შორენა?- გვერდით სიფრიფანა ქალს გახედა, რომელიც არაფრად გავდა იმ სავსეფორმებიან ქალს, რომელზეც ასე აბოდებდა კაცების ზღვა. ქალმა უეცმოიოდ თავი დაუქნია და იქვე ყვავილებს გახედა, რომელიც მის ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ წერტილს წარმოადგენდნენ.
-მაშინ წავედით-ტაისიამ მხიარულად დაავლო ბარგს ხელი,მაგრამ მეგობრის სიტყვებმა გააჩერა.
-შორენა-ანიმ მკაფიოდ დაუძახა ქალს, რომელმაც ნელა ასწია თავი და სახეში შეხედა გოგოს-ნამდვილად არ გინდა წამოსვლა?
-მადლობა ანი, არ მინდა-ძალდატანებული ღიმილი აჩუქა ანის და ანდრიას მზერა დააიგნორა, რომელიც ჭამდა, წვავდა, ღრღნიდა და სულს უხუთავდა.
ასე გადაიკარგნენ მეგობრები ჯერ 1 კვირით, მერე ამას კიდევ 1 კვირა მოყვა და ეს 2 კვირა დაუვიწყარ მოგზაურობად იქცა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც ვინც სვანეთში დასვენებმა შვება ვერ მოგვარა. იქ ჩასულს ჰაერის ჩასუნთქვისას, თვალის მოვლებისას ისევ ის ბედნიერება, რომ არ დახვდა, ამ სილამაზემ რომ არ დაუამა ჭრილობები, მაშინ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი არასდროს გაქრებოდა. ტაისია უბრალოდ იარაღი იყო, იარაღი საკუთარი გრძნობების შეფუთვისას და საკუთარ თავში ჩაკვლისა, მაგრამ არა, ის ვერასდროს გამოასალმებდა ანდრიას გრძნობებს იმ ფრთებს, რომელსაც ცამდე აყავდა ეს გრძნობა და რაღაც ძალიან ლამაზს და ენითაღუწერელს ქმნიდა. ტაისია ნამდვილად არ ყოფილა მის ცხოვრებაში ბოროტი გმირი, პირიქთ, სწორედ მისი სინაზისა და სიკარგის გამო ვერ უკეთებდა ანდრია ამ ყველაფერს, იმ ტკივილში ვერ ხვევდა,რაშიც თვითონ უკვე ბოლომდე გახვეულიყო და უკან ამოსვლის შანსი სულაც დაკარგვოდა.
-როგორ მიხარია თქვენი ჩამოსვლა-ნატა უფროსს შვილს შეეგება და კარგახნის უნახავი მჭიდროდ მიიკრა გულზე, შემდეგ ნელა მოსცილდა და სარძლო უბრალოდ გადაკოცნა.
-კარგი დედა,წლობით კი არ ვყოფილვართ-გაიღიმა ანდრიამ და მისაღებში, იქვე დივანზე ჩამოჯდა.
-ძალიან კარგი დრო გავატარეთ-უყვებოდა ტაისია ქალს, თან თავისი ემოციების უკეთესად გადმოსაცემად ხელებს იშველიებდა, ნატა კი უბრალოდ უღიმოდა და თავს უკრავდა-ხვალ გნახავთ-დაამატა უცებ და სახლი დატოვა.
ანდრიამ კიბეები აირბინა და ოთახს მიაშურა, მაგრამ წამიერად გაჩერდა, რაღაც სიჩუმე იყო, გაუსაძლისი, ამრეზი და გულისამრევი სიჩუმე, უჩვეულო გარემო ტრიალებდა მასთან და წამით გაშრა, შორენას საძინებელს მოკრა თვალი, მისკენ წავიდა და გზაში სანამ ამ პატარა მანძილს დაფარავდა, გულში ათასჯერ ნატვრად გაუარა, რომ კარგად ყოფილიყო, რომ ისევ ისეთი შორენა დახვედროდა, როგორიც უყვარდა, მაგრამ კარების ღრიჭოდან დანახულმა ყველა ოცნების კოშკი დაუნგრია. ქალი ფანჯარასთან იდგა, ხვეულ თმას საკუთარი ფორმა დაეკარგა, ტანზეც შესუსტებულიყო და ფეხზე ძლივსღა იდგა, შემდეგ ნელა მობრუნდა, ანდრიას უსიცოცხლო თვალებით შეხედა და ისევ ჰორიზონტს მიაშურა.
მთელი ღამე გაუტყდა კაცს, თითქოს რაღაც მძიმე მოხდა მის თავს, რაღაც აუტანელი, რომელსაც მალე ვეღარ გაუძლებდა და ალბათ დაახრჩობდა. შემდეგ ტელეფონს გადასწვდა და მოგონებებში ჩაიკარგა, დაათვალიერა მისი და შორენას ყველა ფოტო, ყველა მიმოწერა, ღიმილმა გაუპო ბაგეები და შორენას ხელში დაჭერილ ეხოსკოპიის ფოტოს რო მოკრა თვალი უეცრად გულმა მძლავი შეტევა მისცა, გაახსენდა დაკარგული შვილი და განადგურებული საყვარელი ქალი, საკუთარი თავის რწმუნება, რომ ყველაფერი წინ ჰქონდათ და კიდევ ბევრჯერ მოხდებოდა მათ ცხოვრებაში ეს ყველაფერი, ტელეფონი გვერდით გადააგდო და საკუთარ უბედურებაზე დაფიქრდა. ბავშვი, ბავშვი დაკარგა, ჯერ არდაბადებული ბავშვი, რომელიც სულ ციცქნა იყო აღარ მოევლინა ამ ქვეყანას. იქნებ ბავშვი, რომ გადარჩენილიყო შორენაც არ დაეკარგა, იქნებ შორენამ თავი დაიდანაშაულა და სწორედ ამიტომ გადაეშვა უფსკრულში, ათასი ფიქრი დაატყდა თავს, ათასი შემაძრწუნებელი რამ და ტკივილისგან გულზე ხელი მიიდო, თვალები ერთმანეთს მაგრა დაააჭირა და სცადა დაეძინა, მაგრამ არაფრით გამოუვიდა, ვერაფრით მოიშორა ეს დიადი ტკივილი და უფლება მისცა ბოლომდე შეეჭამა ის.
-გილოცავთ-ნატამ ტაში შემოკრა და სანთლები ჩააქრობინა ძილგატეხილ, კიბეებზე ახლად ჩამოსულ ანდრიას, შემდეგ გადაეხვია მის პირველ სიყვარულს, პირველ იმედს, პირველ მერცხალს და ზღვა ემოციით აივსო-მინდა, რომ მხოლოდ ერთ გზაზე იარო, მხოლოდ წინ და მხოლოდ ბედნიერებისკენ, შენ ამას იმსახურებ-უჩურჩულებდა ყურში შვილს და გამუდმებით სახეს უკოცნიდა.
შემდეგ იყო მამის გადახვევა და მოლოცვა, შემდეგ ნიკოსი და საყვარელ ქალს რომ შეხედა გააჟრჟოლა, შორენა უმისამართოდ იყურებოდა და ისე ულოცავდა კაცს დაბადების დღეს, იმ დღეს, რომლის გათენებაც ასე არ უნდოდა.
-ბილეთებია, ორკაციანი-დავითმა ვაჟს გაუღიმა და კონვერტი გაუწოდა- შენ და ტაისია დაისვენებთ ჰავაიზე.
-რა უნდა გაჩუქოს შენ კაცმა თუ არა მანქანა-იცინოდა ნიკო და ბმვს ახალი მოდელის გასაღები ხელში ჩაუგდო ძმას. ანდრიამ უბრალოდ გაიღიმა, უბრალოდ წამიერად გაეხსნა ბაგეები და გულში რაღაცამ გასცრა, წინა წელს, ზუსტად 1 წლის წინ ხომ შორენამ მისი შვილი დაბადების ამბავი ახარი, უთხრა რომ ორსულად იყო და ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია, მაშინ რას იფიქრებდა, რომ 1 თვეში ეს ყველაფერი დასრულდებოდა ხოლო რამდენიმეში საყვარელ ქალსაც დაკარგავდა. უეცრად შორენას გახედა, აინტერესებდა მასაც ასევე თუ სტკენდა ეს ძველი ამბავი გულს და ინანა, ინანა, რომ საერთოდ მისკენ გაექცა მზერა, რადგან ქალი გახევებული იდგა და მიხვდა, რომ შორენა სწორედ იმაზე ფიქრობდა რაზეც ანდრია და გული ორად გაეყო.
ოთახში ასულმა საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე, რომ ყუთი დახვდა მიხვდა ვისი საჩუქარიც იდებოდა შიგნით. ნელა დაჯდა საწოლზე და ყუთს დააცქერდა, ამ ყუთში იდო მაშინაც შორენას ორსულობის ტესტი, ის ტესტი უდიდესი ბედნიერება და ამავდროულად უდედესი ტკივილი რომ მოანიჭა.
ყუთში ჩადებულ ყელსაბამს დააკვირდა, რომელსაც შორენას ბეჭედი ამშვენებდა. ბეჭდის შიგნით კი თარიღს მოკრა თვალი, მათი გაცნობის თარიღი, გაეღიმა, გულწრფელად გაეღიმა ამ 2 კვირის განმავლობაში და ყელსაბამი ყელზე მოირგო.
საღამო ისე მალე მოვიდა, რომ ვერც კი გაიაზრა, ხმაური რომ მოესმა ქვევით მხოლოდ მაშინ გამოვიდა ოთახიდან და დაბლა, რომ ტაისია და მისი მეგობრები დახვდნენ ეცადა დღევანდელი დღის ტკივილი სადღაც მიეჩქმალა. იყო მხიარულება, იყო სიცილი, იყო გართობა და შორენას გულისმომკვლელი მზერა, სახე, სხუელი, რომელიც ასე აგიჟებდა ანდრიას.
-მინდა თქვენი ყურადღება მოვითხოვო-ტაისია ფეხზე წამოდგა და ყველას მზერა მიიპყრო-დიდი ხანია მე და ანდრია ერთმანეთს ვიცნობთ, ხშირად ვხვდებოდით ანის დამსახურებთ-გოგოს გადახედა და გაუღიმა-მადლობა მას ამისთვის, რადგან სწორედ მაშინ როცა მე ცხოვრებაში რაღაც მაკლდა, რაღაც მნიშვნელოვანი და ნოყიერი, სწორედ ეს აღმოჩნდა ანდრია. გულში სიყვარული დამიტოვა და წლებია ასე მოვდივარ, მანამ სანამ თვითონაც იგივეთი არ მიპასუხა. მეცხრე ცაზე ვარ და ასეც დავრჩები ჩვენი ქორწინების, ჩვენი სიბერის და ჩვენი სიკვდილის მერეც. ეს კაცი მიყვარს, ჩემი ნაწილია, ჩემი იმედი და ჩემი დასაყრდენი და მას ვერავინ ჩაანაცვლეს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ასე ძალიან მიხარია, რაც ასე ძალიან მითბობს გულს და რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ანდრია გილოცავთ დაბადების დღეს, მე და შენი პატარა-გოგომ მზერა კაცზე გადაიტანა და ხელი მუცელზე მოისვა.
კაცი გაშრა, ყველაფერი დატრიალდა მის გარშემო და უეცრად შორენას გახედა, რომელიც იღიმოდა, წრფელი გრძნობით, ბედნიერებითა და უეცრად თითქოს ის შორენა დაბრუნდა, მოეჩვენა, რომ ისევ ის ქალი იყო. სიჩუმე ტრიალებდა, არავინ ხმას არ იღებდა, მაგრამ შორენა ზეზე წამოფრინდა, ქალს ხელში ჩააფრინდა და ძლიერად მოეხვია, შემდეგ თმაზე მოეფერა და გაბედნიერებულმა მიულოცა. ამას მოყვა ყველას მილოცვა და სიხარული, ანდრია კი იჯდა, გაქვავებული და გულამოგლეჯილი. შვილმკვდარი დედის გაბრწყინებულ სახეს ვერ იშორებდა გონებიდან და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ შორენა არის ქალი, ქალი, რომელიც სიკეთეს ასხივებს, სიკეთე მოაქვს, მასში ბედნიერება ცხოვრობს და სწორედ ამის გამო კლავს წუთისოფელი მასში დიად სინათლეს. შეზიზღდა ყველა, ყველა ვისაც კი შორენაზე ცუდ რამ უფიქრია, უთქვამს, შეზიზღდა ტაისია, რადგან ეს ქალი არაფრიდ გავდა შორენას, შეზიზღდა საკუთარი ძმა, თავისი მეგობრები და საკუთარი თავიც, რადგან ყველანი, ყველანი ერთიანად უვლიდნენ შორენას, გლეჯდნენ და კლავდნენ და ანდრიამ კარგად იცოდა, რომ მოვიდოდა დრო და შორენა საბოლოოდ გაფრინდებოდა ამ ცხოვრებიდან, გაფრინდებოდა იქ სადაც მისი ადგილი იყო, იქ სადაც არავინ მოაჭრიდა ფრთებს და სადაც არავინ დაუკორტნიდა სულს.
-რა მალე გავიდა დრო, უკვე კაცი ხარ, უკვე მამა ხდები, უკვე ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებ-თავზე ეფერებოდა ნატა შვილს იმის მერე რაც სტუმრები გააცილეს და ანდრიამ თავი კალთაში ჩაუდო-უკვე დიდი ბიჭი ხარ, უკვე გაიზარდე და გამიფრინდე კალთიდან ანდრია.
-მე არასდროს გაგიფრინდები-ქალს ხელის გულზე ნაზად აკოცა.
-ჩემო საყვარელო, ჩემო კარგო, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ერთადერთო, ჩემო დატანჯულო და დაჭრილო, რით დაგიამო ჭრილობები - ქალს ხმაში სევდა შეერია და თვალებზე მოწოლილი ცრემლები აღარ დამალა, შვილის ტკივილით დატანჯულმა თავი გაითავისუფლა და ემოციები გარეთ გამოუშვა.
-რატომ ტირი დედა?-ანდრია წამოჯდა და სცადა ეს ყველაფერი სიცილით დაეფარა-ნუ ტირი, მე ბედნიერი ვარ-საკუთარ სიტყვებში თვითონაც ვერ იპოვა სიმართლის პატარა ნამცეციც კი.
-ბედნიერი? განა ვერ დავინახე ჩემო კარგო, ჩემო ყველაზე სათუთო, როგორ უმზერდი შორენას-ქალი უკვე ბოლო ხმაზე ტიროდა-სხვის ქალს როგორ უყურებდი დედა,შვილის ამბავმაც კი ვერ გაგიხსნა ეგ ტკივილნარევი წარბები, ვერ გაგიბრწყინა თვალები.
-გთხოვ ნუ ტირი-კაცი ქალს თმაზე ეფერებოდა და ცდიობდა დედის დარდი ჩაეკლა, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ ეს გრძნობები რასაც ის და შორენა განიცდიდნენ სამუდამო იყო, არასდროს მოკვდებოდა და ვერც სხვას ვერ დააჯერებდა, რომ ოდესმე ამ ქალს გულიდან ან გონებიდან გააქრობდა.
-წავალ მე დავისვენებ-ტირილით რომ გული იჯერა და უკვე დაღლილმა იგრძნო, რომ ძილი მოერია შვილი დატოვა და ოთახს მიაშურა.
დიდხანს იჯდა ანდრია სიბნელეში, თითქოს რაღაცას ელოდება, რაღაც ნათელსა და ჯადოსნურს, რომელიც საბოლოოდ გამოაღვიძებდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა შორენა. სიბნელეში ანთებულ სანთელს ჰგავდა შორენა, რომელიც წინ უნათებდა გზას. გვერდით მომჯდარ ქალს ნელა გახედა, შორენა მშვიდად სუნთქავდა.
-გილოცავ-დუმილი დაარღვია და ანდრიამ კარგად დაიჭირა მის ხმაში ბედნიერებისა და ამავდროულად უდიდესი სევდის ნარევი, რომელიც შორენას გულში ქარ-ცეცხლს ატრიალებდა.
-როგორ შეგიძლია ასეთი ბედნიერი იყო ამ ამბით-კაცმა თვალები დახუჭა და თავი გააქნია-მე დღემდე ვერ ვიშუშუებ შორენა ჭრილობებს, დღემდე ვერ ვივიწყებ ჩემი არდაბადებული ბავშვის სიკვდილს და შენ? შენ.. როგორ ხარ ასეთი ძლიერი-კაცის ხმას სევდა შეერია.
შორენა ხმას არ იღებდა, დუმდა და ალბათ ცდილობდა საკუთარ თავში პასუხის მოძებნას, მართლაც უხაროდა თუ უბრალოდ ასე სურდა მას. სურდა, რომ გახარებოდა და საკუთარი თავისთვისაც თვალები აეხვია, რომ ბედნიერი იყო, ბედნიერი იყო საყვარელი მამაკაცის ამბით, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა, რომ გულმა წამიერად შეწყვიტა ცემა, წამიერად გაშორდა ყოფას ქალის ორსულობის გაგებისას და შეშურდა, მთელი გულითა და სულით შეშურდა. არა ბოროტი არამედ კეთილი შურით, შურით, რომელსაც მხოლოდ შორენას დახრჩობა შეეძლო და შურის, რომელიც გამუდმებით თავს დასტრიალებდა და ახსენება, რომ მან ვერ შეძლო, მან ვერ დაიცვა საკუთარი ნაყოფი და ფიქრებში ჩაიკარგა შორენა, ფიქრებმა წაიტაცა ის.
-შორენა-დუმილი უპასუხოდ დარჩენილმა მამაკაცმა დაარღვია
-ჰმმ-ქალმა უბრალოდ ამოიგმინა.
-იქნებ დავლიოთ
-ნამდვილად ამის დროა-ქალმა ოდნავ გაიღიმა და აივანზე გადაინაცვლა, სასმლითა და მამაკაცთან ერთად.
ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა მანამ სანამ ანდრიამ სიმთვარლისგან ოდნავ მაინც არ დაივიწყა საკუთარი დიადი ტკივილი, რომელიც მის წინ მჯდარმა ქალმა მოუვლინა და სევდა მოტყუებით ბედნიერებაში არ გაცვლა. შორენამ აწითლებულ ლოყებზე ხელი ჩამოისვა და ხედს გახედა, უკვე თენდებოდა და ისინი კი ისევ აქ ისხდნენ, ისევ ძველებურად საუბროდნენ და იცინოდნენ და წამიერად, მიუხედავად სიმთვრალისა, წამიერად გაკრა, რაღაცამ დაამძიმა და ტკივილმა ყელში ხელები წაუჭირა. მზერა დაუბინდდა და მიხვდა, რომ მალე ცრემლები დაუფარავდა ღაწვებს. გაეღიმა, საკუთარ უბედურებასა და თავის მოტყუებაზე გაეღიმა.
-რაოდენ სუსტები ვართ, ჩვენი სიყვარულის დაცვაც კი ვერ შევძელით-დუმილი ქალმა დაარღვია და უკნიდან ამომდგარი კაცი არც კი შეიმჩნია.
-მე მაინც მიყვარხარ, უსასრულოდ და უკიდეგანოდ-თრობამორეულმა კაცმა ხელი წელზე შეუსრიალა და მის მუცელს წაეთამაშა თითებით. ქალი არ შეწინააღმდეგებია, ისევ ჰორიზონტს გაჰყურებდა და ფიქრებში იკარგებოდა- და ვიცი, რომ შენც გიყვარვარ შორენა-კაცის ბაგეები მის ყელს მიწვდა და ქალს გულში ვნებების ტალღამ დაუარა, ნელ ამიბრუნდა ანდრიასკენ და თვალები შეანათა.
-მართალია…მიყვარხარ, ძლიერ, ძლიერ-ქალს გაეღიმა და თითქოს ეს გახდა კაცისთვის მიზეზი, რომ მის ბაგეებს დასცხრომოდა. კოცნიდა ნელა და ვნებით, თითქოს ეს მისთვისაც პირველი ყოფილიყო. ცდილობდა ქალის ტუჩების გემო შეესისხლხორცებინა და თავიდან არ ამოეგდო, ალბათ არც კი გაშორდებოდა, რომ არა უჰაერობა.
-უშენობა მკლავს და მტანჯავს, გულს მისერავს და მახრჩობს-კაცის ხმას ტკივილი დაეტყო. ქალმა შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა, როგორ ესაუბრა იმ თემაზე, რომელიც თვითონაც ასე სტკიოდა და ასე უწამლავდა სულს- წამები,წუთები, საათები, დღები და ალბათ წლები ვინანებ იმას, რომ არ დაგთანხმდი, რომ არ გავიქეცით, რომ არ წამოგყევი და არ გავშორდით აქაურ ყოფას, ყოფას, რომელიც ორივეს ბოლოს გვიღებს-კაცი ბუტბუტებდა, უცებ თავი წამოწია და ქალს შეანათა. ქალმაც თვალები ჭყიტა, ერთხანს ასე უყურა და კაცს ჩანაფიქრს რომ მიუხევდა თავი მსუბუქად გააქნია.
შვილს მამას ვერ მოსტაცება და ვერც მამას მისცემდა უფლებას მის ბედნიერებას მოსწყდომოდა, რომელსაც სულ მალე წუთისოფელი მოუვლენდა. ნელა ჩამოუსვა ათრთოლებული, გაყინული თითები წვერიან სახეზე და გაეღიმა. გაეღიმა მათ სიყვარულზე და უსიყვარულო ცხოვრებაზე. შორენა კარგად ხვდებოდა, რომ თუ ახლა გააგრძელებდა, საბოლოოდ გამოსტაცებდა ტაისიას კაცს, მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო გაჩერება და საყვარელი მამაკაცის ხელებში სხვა ქალის ყურება. მიხვდა შორენა, რომ მიუხედავად დიდი ბრძოლისა, რომ ის დიადი შური და ბოღმა გაექრო, სადღაც შორს მოესროლა არ გამოუვიდა და ამაში საკუთრი თავიც აღარ დაადანაშაულო, რადგან იცოდა, იცოდა, რომ ამ კაცის სიყვარული გამუდმებით დასწვავდა და დაფლეთდა და არ იყო დამნაშავე, არ ნანობდა, რომ ის ქალი ეზიზღებოდა, ვინც მის წართმევას ლამობდა. გაეღიმა საკუთარ ფიქრებზე, კაცს კვლავ ბაგეებზე დაეწაფა და ადგილს გაშორდა.
ოთახში შესულს, შუქჩამქრალ ოთახში, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ ნიკოს, რომ თვალი ჰკიდა გულმა სწრაფად დაუწყო ფეთქვა.
-ნეტა ოდესმე ამომივარდება თავიდან შენი სიყვარულით სავსე თვალები, რომლითაც ჩემს ძმას უმზერ?-კაცმა დუმილი დაარღვია, ნელა წამოსწია თავი და კართან მდგარ ცოლს გაუსწორა მზერა, რომელსაც ახლად ამოსული მზის სხივები უნათებდნენ სახეს. ქალს უსიამოვნოდ გასცა, მაგრამ აღარ აპირებდა, აღარ ცდილობდა გრძნობების დამალვას, წელში გასწორდა და აბრწყინებული, აკამკამებული თვალებით გახედა ფიქტიურ ქმარს.
-თუ არ დაგავიწყდება, შენთვის უკეთესი იქნება-მკვეხად გადაუგდო სიტყვა.
-ანუ ჩემი ძმის სიყვარულით იწვი შორენა?-კაცი ფეხზე წამოდგა და ქალისკენ წაიწია-როგორ გეხება, როგორ გკოცნის, როგორ გიყურებს-კაცი უფრო და უფრო უახლოვდებოდა ქალს, რომელიც კარზე აკრულიყო და უკვე ახლოდან გრძნობდა მამაკაცის ცხელ სუნთქვას-ეს გაგიჟებს არა?-ქალს გაუსწორდა და მის თვალებში ჩაიკარგა-იცი მე რა მაგიჟებს?-ხელები თავთან დაუწყო და გალიაში მოიმწყვდია დამფრთხალი ჩიტი-ის, რომ სხვა გეხება, სხვას შეუძლია შენი ნაზი კანის შეგრძნება, შენი ვარდივით ბაგეების დაგემოვნება და მე არა, მე არ შემიძლია, შენ ქმარს, შენთან გაკარებაც კი არ შემიძლია-ამრეზით გახედა ცოლს-დაფიქრდი, შენ თვითონ დაფიქრდი და მაგ პატარა გონებაში გაიხსენე რატომ გახდი ჩემი ცოლი, რატომ დამთანხმდი თუ სხვა კაცი გიყვარდა და მიხვდები, რომ იმდენად სუსტი ხარ, იმდენად არარაობა ხარ, რომ შენთვის საყვარელი მამაკაცი სხვაში გაცვალე, მაგრამ ახლა მისი გაშვებაც არ შეგიძლია სხვა ქალთან, რადგან გეშინია, მშიშარა ხარ და ანდრიასაც ლაჩრად აქცევ. არც შენთვის გინდა და არც სხვითვის გემეტება, ეგოისტი ქალი ხარ, ეგოისტი ქალღმერი ხარ შორენა. როგორი ლამაზი, ნაზი და ამავდროულად საშიში ხარ-ყურთან ჩურჩულებდა კაცი-მაგრამ გახსოვდეს, მუდამ გახსოვდეს, რომ ანდრია ვეღარასდროს მიგიღებს უკან, ვეღარსდროს შემოგხედავს ისე როგორც ადრე, რადგან შენი საყვარელი მამაკაცი მის ძმაში გაცვალე-ქალს მოშორდა, საძინებელი დატოვა და კარი გამოიხურა. წასვლა ვეღარ გაბედა და იქვე კარს მიეყრდნო, ჩუმად უსმენდა ქალის ქვითინს, რომელიც გულს უპობდა და ყველა ნაწილს სტკენდა. ცოტახანში, რომ ხმა მიჩუმდა, ნელა გაშორდა ადგილს და სამსახურს მიაშურა.
დღეები მიიწურა, თითქოს ყველა შეეგუა მომხდარს და ამიტომ დედამიწამაც ჩვეულ რიტმში გააგრძელა ბრუნვა, მაგრამ ვინ რა იცოდა, რა ტკივილს იტევდა ქალის გული, ღამღამობით როგორ ცდილობდა აქვითინებულს გვერდზე მწოლიარე ქმარი არ გაეღვიძებინა, საყვარელი მამაკაცი შვილისთვის არ მოეშორებინა და ის ვეებერთელა გრძნობა, რომელიც იცოდა, რომ თავიდან არ ამოუვარდებოდა, მაინც სადღაც ჯურღმულში გამოეკეტა, მაგრამ რა არის სიყვარულზე ძლიერი და რას შესწევს ძალა მისი დაკავებისა, არაფერს, თავად სიკვდილსაც კი, ამიტომ შორენა ვერაფერს გახდა დიდი მცდელობის მიუხედავად.
-არ მჯერა, რომ ხვალ ქორწილი გაქვს-ანი საუკეთესო დაქალს უკნიდან მოეხვია და თავი მის ყელში ჩარგო- სულ რამდენიმე ხნის წინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გათხოვდებოდი, თან ვისზე ტას, ანდრიაზე- ბედნიერებას ასხივებდა გოგო, რადგან მისი საყვარელი ადამიანი ბედნიერი იყო, მისი ბავშობა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი.
-წარმოგიდგენია ან, ვთხოვდები-იცინოდა ქალიც.
-შენთვის საუკეთესო მემეტებოდა ხო იცი, მაგრამ ანდრია ზე საუკეთესოა- გადაიხარხარა გოგომ და ყავა მოსვა- არა იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილია, ხო იცი ბავშობიდან როგორი იყო, გამუდმებით მზრუნველი და კეთილი, მაგრამ ამავდროულად ეგოისტი.
-რაც არ უნდა იყოს, ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე, მთელი არსებით შევიგრძენი ეს გრძნობა და ანა, ყველაფერს გეფიცები მართლაც ისეთი ზღაპურლია, როგორსაც აღწერდნენ ხოლმე, თავი ზღაპარში მგონია და ესე მგონია სიხარულისგან გული გამისკდება, ხვალ ჩემს საყვარელ მამაკაცზე ვქორწინდები, შვილი გვეყოლება და ოჯახს ვქმნით, როგორ დავიჯერო რო ეს ყველაფერი რეალობაა? - ბედნიერებს ასხივებდა ტაისიას თვალები.
-შენ ამას იმსახურებ-დაქალმა შუბლზე კოცნა დაუტოვა და მასთან ერთად გაუჩინარდა უკანასკნელი თავისუფლების დღის ერთად აღსანიშნავად.

ვახშამზე გასვიანები ერთად ისხდნენ სუფრასთან, ხმას არავინ არ იღებდა, უხმაუროდ და ამზრეით შეექცეოდნენ საჭმელს და ისე იქცეოდნენ თითქოს ხვალ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე არ ყოფილიყოს. ბოლოს სიჩუმე უფროსმა დაარღვია.
-ხვალ ჩვენს მეორე ვაჟსაც დავაბინავებთ ნანა-გაუღიმა ცოლს და ხელზე აკოცა, ქალმაც ნაძალადევი ღიმილი აჩუქა და იქ მსხდომ შვილებს გადახედა, შემდეგ რძალს მიაჩერდა და თავი ნერვიულად გააქნია, თითქოს ცდილობდა უსიამოვნო ფიქრები გაეფანტა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-შორენა შვილო, რატომ არ ჭამ?-კაცმა ახლა ქალს გახედა, რომელსაც ხელიც კი არ დაუკარებია თეფშისთვის და ლუკმაც კი არ გადასვლია ყელში. ქალი შეცბა კაცის ხმაზე, ფიქრებში წასული გამოაფხილზეს და ისევ რეალურ სამყაროში დააბრუნეს. დავითს ზიზღით გახედა- ძალიან დასუსტდი, უკვე აღარც ჭამ, სამსახურსაც მიანებე თავი, ოთახში იკეტები, თითქოს უბედური ხარ, ბოლოს და ბოლოს ამ ოჯახის რძლობას რამდენი ნატრულობს იცი-კაცმა გაიცინა და კვლავ ჭამას მიუბრუნდა.
-მამა გეყოფა- ანდრიამ მამას გახედა, შემდეგ კი შორენას რომელიც სახეზე წამოწითლებოდა და ისე მალე დაიმტვა მის ფეხებთან წითელი ღვინით სავსე ჭიქა ვერც კი გაიაზრა. გამწარებულ ქალს მთლიანი სითხე ოჯახის უფროსითვის გადაესხა, ჭურჭელი კი სადღაც მოესროლა.
-თქვენ დამინგრიეთ ოჯახი, თქვენ-კაცს გაცხარებით უყვიროდა- უთხარით, ხმა ამოიღეთ, გააგებინეთ თქვენს ვაჟებს რატო დაუნგრიეთ ცხოვრება, რატომ წამართვით ბედნიერება, რატომ, რატომ, რატომ- გაჰკიოდა ქალი და რომ არა ნიკოს ძლიერი მკლავები, რომლებიც გამალებით იჭერდნენ შორენას მილეულ სხეულს დავითს ხელებით დაკაწრავდა. გული ამოიგლიჯა შორენამ, იმ ოჯახს თვალწინ დაუდო და ახლა უგულოდ ცხოვრების გაგრძელება მეტად ეძნელეობდა- უთხარით თქვენს ვაჟას რატომ წაგვართვით სიხარული, სიყვარული, რატომ გამაყოლეთ ნიკოს ცოლად, რატომ დუმხართ, თქვით- ქალი არ ცხრებოდა და ანდრიას ნელ-ნელა აწვებოდა სისხლი, ფეხზე წამოდგა და მამას გახედა.
-მამა რას ამბობს?-ხმა გასტეხვოდა.
-გეყოფათ-დაიგვირგვინა უფროსმა გასვიანმა და ისიც ფეხზე წამოდგა.
-არ გავჩუმდები, აღარ გავჩუმდები, აღარ მინდა გაჩუმება- შორენა უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-ამიხსენით რა ხდება-ანდრია უკვე თავს ვერ იმორჩილებდა
-საკმარისია-იქაურობა შეძრა ქალის ყვირილმა, ნატა ფეხზე წამოდგა და ქმარს წინ დაუდგა- შენს შვილს ცხოვრება დაუნგრია დავით, შეხედე მის გვამს, ჩემი შვილი შენ მოკალი, ჩემი პატარა ბიჭი წამართვი, ჩემი მხიარული, მზე ბიჭი წამართვი, ის ღიმილი გაუქრე, რომელიც ასე მიხარებდა გულს, არ გეცოდება? არ გეცოდება, რომ უყურებ, როგორ ინგრევს ცხოვრებას, მომავალს და გვერდით საყვარელი ქალის სიყვარულით იწვის, რომელიც ნიკოს უმშვენებს გვერდს. ერთი შვილის ბედნიერებისთვის მეორე გაწირე, როგორ ხარ ასეთი არაკაცი- ქალი უკვე ქვითინებდა.
-დედა დამშვიდდი-ანდრიამ ხელები წაავლო დედას-დაწყნარდით ყველანი გთხოვთ.
-დავიღალე-ნიკოს ხელებიდან გაითავისუფლა თავი ნატიფმა სხეულმა- დავიღალე, მეზიზღები- ქმარს გახედა- მძულხარ, ვერ გიტან, რატომ არ გესმოდა ეს და ახლაც რატომ არ გესმის- უყვიროდა კაცს და მუშტებს უშენდა, თუმცა ნიკო არც კი განძრეულა, წარბიც კი არ შეურხევია, ისე გაუკავა ქალს ხელები და მოეხვია.
-მიუხედავად იმისა, რომ ვბრაზობთ, გვტკივა, გვიყვარს, ჩვენი არ არის და სხვას ეტრფის, მაინც ვერ ვთმობთ, მაინც ყველაფერს ვპატიობთ, დანის ზურგში ჩარტყმას, ღალატს, იმედგაცრუებს, მაინც ვივიწყებთ, იმიტომ რომ გვიყვარს და სწორედ ამ გრძნობით მიყვარხარ შორენა, ამით ვიწვი და ამით გწვავ შენც- ეჩურჩულებოდა ქალს ყურში და თმაზე ეფერებოდა, მის ცრემლბს ყელში გრძნობდა, მაისურს უსველებდა და გულს ორად უპობდა.
ანდრიამ ძმას გახედა და მასზე მიწებებულ შორენას, რომ დააკვირდა მიხვდა, რომ ქალი კანკალებდა, ვერ წყნარდებოდა, რადგან გამალებით სტკიოდა, ანდრიაზე მეტად ვინ მიუხვდებოდა ახლა როგორ უჭირდა და ისე მოსწყურდა ახლა მისი ალერსი, მისი კოცნა, მოხვევა, რომ ფიქრებში გადავარდა, წარსულში, სადაც ბედნიერების გარდა არაფერი ჰქონდათ, იმ ღამეებში, სადაც ათენდებოდათ საუბარში, შეხებაში, ფერებაში. ფიქრებში, სადაც შორენას ნაზ კანს ეხებოდა და კოცნიდა, გაახსენდა მისი ატლასის ხალათი და როგორ იძრობდა ხოლმე მას და უეცრად გულის არეშე ჩხვლეტა იგრძნო, რაღაც მძიმე აწვებოდა, რაღაც სტკენდა და ვერ იგებდა, ვერ ფიქრობდა რა მოსდიოდა და ბოლოს მიხვდა, მიხვდა, რომ შეცდა და ასე ვერ გაუშვებდა ამ ქალს, მისკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ თვალთდაუბნელდა და იქვე ძირს დაენარცხა.
-გახსოვს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს?-სავაანდმყოფოსთან სკამზე მჯდარს გახედა ცოლს და გვერდით მიუჯდა. ქალს ხმა არ გაუცია, თუმცა კარგად ახსოვდა, ნიკოს გაყინული მზერა, ცივი თითები და ბავშური ღიმილი- დღემდე მახსოვს როგორი მომნუსხველი იყავი თეთრ კაბაში გაშლილ თმაში და იმ საუცხოო წითელ ტუჩსაცხში, რომელიც ასე მშლიდა ჭკუიდან და ახლაც მაგიჟებს.
-გთხოვ, არ გვინდა-ქალმა მუდარნარევი ხმით ჩაიჩურჩულა და სახე ხელებში ჩარგო, შემდგომ ნელა გასწორდა, წამოდგა და სავაანდყოფოს მიაშურა, სადაც ყველას თავი მოეყარა. პატარა გოგოს გახედა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა და იქვე ახლოს ჩამოჯდა. ტაისია თავს ვერ იწყნარებდა და გამალებით ეკვროდა ანის სხეულს, თან აწყლიანებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ექიმის მოლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ არსად ჩანდა.
-ჩემს ქმარს, შენს გამო რამე რო დაემართოს, ცხოვრებას შეგაზიზღებ-კბილებში გამოსცა აღელვებულმა და იქვე მჯდარ ქალს შეხედა, რომელიც საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა და გარშემომყოფების მზერას ადვილად იქცევდა. ხმა არ გაუცია შორენას, თვალი კედლისთვის გაეშეშებინა და გულში დამდგარ ქარ-ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა, რომელიც დანებებას არ აპირებდა და გულ-მუცელს უწამლავდა.
-ანდრია გასვიანთან თქვენ ხართ?-მალევე გამოჩნდა დერეფანში ჭაღარათმიანი კაცი, რომელსაც სათვალეები დაეკოსებინა ცხვირზე და ინტერესეთ უმზერდა ოჯახს.
-დიახ-ნანამ აღელვებულმა წამოიძახა და თეთრხალათიანს ჩააფრინა- ჩემი შვილი ხომ კარგად იქნება ექიმო?
-დამშვიდით ქალბატონო, დიდი ხანია ღვიძავს პაციენტს, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ სტრესის ბრალია, შეგიძლიათ ინახულოთ უბრალოდ არ გადაღალოთ-სანუგეშოდ ხელი მხარზე ჩამოუსვა.
-მე შევალ-ტაისია წამში გაჩნდა-მისი საცოლე ვარ.
-ძალიან კარგი, ზუსტად თქვენ გეძებად, გამალებით ითხოვს შორენას ნახვას-გაუღიმა კაცმა და წამსვე ქალის სახეცვლილება, რომ დაინახა ხელი შეაშველა- ხომ კარგად ხართ?
-ფეხმძიმედაა-ანიმ დაქალს ხელი შეავლო და გულნატკენს წამლად გადაეფარა.
-ფრთხილად უნდა იყოთ თქვენს მდგომარეობაში, ახლა კი დაგტოვებთ ბევრი საქმე მაქვს- თავი დაუქნია ოჯახის უფროსს ექიმმა და იქაურობა დატოვა.
-შორენას ნახვა უნდა ან, გესმის, შორენას, მე მისი საცოლე ვარ, ის კი შორენას ითხოვს, ისევ მას, ისევ მას-ქალი ბუტბუტებდა და ცრემლები შეუჩერებლად სცვიოდა, დაქალის ხელებს კი სახეზე გრძნობდა-ისევ ან, ისევ უყვარს, ისევ მასზე ფიქრობს, მეგონა შევძელი, შევძელი, რომ მის გულში ბუდე დამედო, მაგრამ იქ უკვე დადებულს ვერ მოვერიე, ვერ მოვახერხე მისი ბუდის დანგრევა.
-დამშვიდდი გთხოვ-ანი ტაისიას ეხვეოდა.
შორენა ნელა წამოდგა, იქვემყოფების აღელვებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია, დერეფანი გაიარა და კაცის პალატას მიუახლოვდა, მის სუნს ასე შორიდანაც კი მძაფრად გრძნობდა და მუცელში პეპლები უთამაშებდა. ნატიფი, თლილი თითები ნელა შეახო კარის სახელურს და წამიერად გაიყინა. ნელა შეაღო და წამომჯდარ კაცს თვალი მოავლო.
-მოხვედი..-ჩაიბუტბუტა ძალამიხდილმა.
-მოვედი..-საწოლის კიდეზე ჩამოჯდა შორენა და ანდრიას ხელი თავისაში მოიქცია.
-მოხვედი..-ჩურჩულებდა კაცი და თან ქალის თითებს ეთამაშებოდა-მაკლიხარ შორენა, მაკლიხარ და ეს მკლავს, რა მოვუხერხო ჩემს თავს არ ვიცი, ნეტა საერთოდ არ შევხვედროდით, რომ ასეთი ძლიერი გრძნობით არ შემყვარებოდი, ასეთი მტკინვეული გზა არ გამომევლო, როგორ მიმეტებ ასე, როგორ.
ქალმა ოდნავ ჩაიღიმა, ნელა წამოდგა და კარისკენ წაიწია, კაცს კიდევ ერთხელ შემოჰხედა და უკანმოუხედავად დატოვა პალატა. ანდრიამ გული ვეღარ გაამრთელა, ვერც დედის ნახვისას, ვერც საცოლის და ვერც საყვარელი ბიძაშვილის. გატყდა საბოლოოდ და განადგურდა. საკუთარ თავში სიძლიერეს ვერ პოულობდა საკუთარი შვილის მიტოვებისთვის, ეშინოდა, მისი ნაწილის დაკარგვის ეშინოდა, ამიტომ საყვარელი ქალი გაუშვა, მაგრამ ალბათ მისი გული ვერასდროს გაუშვებდა შორენას, რადგან კაცს სხვანაირი სიყვარულით უყვარდა ის, რაღაც არაამქვენიური, ტკივილნარევი და ნამდვილი, ნამდვილი და რეალური გრძნობით.
მეორე დილას უკეთესად გრძნობდა თავს, გაწერაც კი მოითხოვა, მაგრამ ექიმისა და ოჯახისწევრების თხოვნით კიდევ ერთი დღე დარჩა. ტაისიასგან დამამშვიდებელი სიტყვაც კი მოისმინა, რომ ქორწილი 1 კვირით გადაიდო და ამაზე არ უნდა ერდადო, ყველა მის პალატაში იყო, ყველა თავს ევლებოდა, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდა კაცი თავს, შემდეგ კი მისი ძმისგან გაიგო, რომ შორენა წავიდა, სამუდამოდ და უკაცრიელად. პალატაში შემოსული, თავზარდაცემულიყო, მთელი სხეულით კანკალებდა და ხელში ერთ ნაგლეჯ ფურცელს დაჰყურებდა. ოჯახის წევრები გაკვირვებით უცქერდნენ ანდრიასთან ჩამომჯდარ ნიკოს, რომელიც ძმას ეხვეოდა და მის მკლავებში დაჭრილი დათვივით ბღაოდა, თან გამალებით ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებდა.
-წავიდა, შორენა წავიდაა, მიგვატოვაა….


1 ნაწილის დასასრული………..

კრიტიკა არ არის შეურაცხყოფა, ვისწავლოთ აზრის დაფიქსირება, ვიღაცის ან რაღაცის მიმართ უხამსი სიტყვების გარეშე!

ბედნიერი დღეს გისურვებთ



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა, ველით გაგრძელებას

 


№2 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო, ველოდები გაგრძელებას,მაგრამ საავადმყოფოა სწორი და არა სავაანდმყოფო ან საავანდყოფო.ცუდად ხვდება თვალს ასე გამართული ნაწერის ფონზე.

 


№3 სტუმარი Gvanca

Moutmenlad veli meore nawils kari iyo imedia male dadeb axal tavs

 


№4  offline წევრი OKI ME

ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება მათი ისტორია. საერთოდ აქვთ კი მომავალი ანდროს და შორენას სიყვარულს? იმედი მაქვს მალე დადებ შემდეგ ნაწილს.

დავითი მაღიზიანებს, ნატას უნიათობაც ნერვებს მიშლის.

ნიკო ერთი პატარა, გათამამებული, გატუტუცებული ბავშვივით იქცევა.

რა ვქნა, მე ტაისიაც არ მეხატება დიდათ გულზე. გავიგე, რომ დიდი ხანია უყვარს მაგრამ პირვეკ რიგში საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. რაში ჭირდება ისეთი კაცი რომელსაც არ უყვარს და ვერც შეიყვარებს. თავს უაზროდ იტყუებს.

საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა ❤️ ველი შემდეგ ნაწილს.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნელი

თუ არ დაგვტანჯავ ლოდინით,მართლა კარგი გოგო იქნები????????????

 


№6 სტუმარი Елка

Беври витире. Таисиа да нико ертнаири егоистеби ариан. Велодеби моутменлад. Мадлоба.

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან კაი ისტორიაა მაგრამ დალაგება აკლია არ მიყვარს ხოლმე კრიტიკა მაგრამ მაპატიეთ ძალიან არეულ დარეულია უნდა დაგელაგებინა ჯერ და მერე დაგედოთ თითქოს აქეთ იქით გადადი გადმოდიხართ ძალიან ისე გამართული რომ იყოს უკეთესი იქნებოდა მადლობა რომ იწვალეთ და მოიტანეთ ჩვენამდე❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

შეიძლება ეს რეალურ ცხოვრებაშიც ხდება მაგრამ ძმის შეყვარებული როგორ უნდა მოიყვანო ცოლად და იტანჯო მთელი ცხოვრება ეს დაუშავებია და თუ იმ ნაბიჯს გადადგამთ უკან არ უნდა მოიხედო ,რაც შეხება ტაისიას იცის და თავს რატომ იტანჯავს იმ კაცთან რომელიც ვერ შეიყვარებს....ტაისია თყყ არ იქნებოდა სხვა ქალი ხომ იქნებოდა მაგრM მაინც ცოდოა ის სხვა ქალიც ხომ საცოდავია ....შეეძლოთ ნაჩქარევად ოჯახის შექმნაც არ ვარგა საკუთარი თავიც არ სატანკო დ მომავალიც ველოდები ახალ ნაწილს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent