შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება თავი14


24-11-2023, 00:51
ავტორი რონია
ნანახია 4 589

სანამ ახალი თავის კითხვას დაიწყებდეთ.შევეცდები მოკლედ გითხრათ რისი თქმაც მინდა.ვიცი,რომ ძალიან დიდი ხნით დავიკარგე.არ იფიქროთ,რომ თავს ვიმართლებ,უბრალოდ მინდა გითხრათ,რომ ბევრი დაბრკოლების და ფიქრის მერე მიმეტოვებინა თუ არა წერა და ეს ისტორიაც,რომელის იდეაც უამრავ წელს ითვლის,გადავწყვიტე ჩემს პერსონაჟებს შანსი მივცე.*ზუსტად ვიცი,რომ არ მომასვენებენ.ვიცი,რომ ძალიან პატარა თავია,მაგრამ მთავარია დავბრუნდი და იმედი მაქვს,რომ ჩემს ფენტეზს ისევ ეყოლება მკითხველი,ბოდიში და მადლობა.





რბილ სავარძელში ვიჯექი,ტირილი შემეწყვიტა და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი,რომ გარეთ აღარ ვიყავით.უზარმაზარ მინის ფანჯარასთან ალექსისი იდგა.მის ფართო მხრებს შევყურებდი და მახსენდებოდა,როგორ მოვყავდი ხელში აყვანილი,როგორ მიკოცნიდა ცრემლიან სახეს.უხმოდ წამოვდექი და მივუახლოვდი,ჩემი ფეხის ხმა გაიგონა,მაგრამ არ შემოტრიალებულა,ფანჯრისთვის მზერა არ მოუშორებია.ტყეს გაჰყურებდა ჩაფიქრებული.
_თოვს_დაუფიქრებლად,თითქოს გახარებულმა წამოვიძახე და ცივ მინას ხელისგულით შევეხე.თოვლში სეირნობა ბავშვობიდან მიყვარდა,ყოველთვის სიხარულს მგვრიდა ჰაერში მოფარფატე ფიფქების ყურება და საოცარი სანახაობით ტკბობა,თვალის დევნება როგორ იცვლიდა ბუნება სახეს და ირგვლივ ყველაფერი სითეთრეში ეხვეოდა.
_გაიხსენე_მისი ხმა ჩამესმოდა და ბავშვობის მოგონებებში ალექსისის გამოსახულება სულ უფრო მეტ ფერს იძენდა.
_კი მაგრამ_გაოცებულს მზერა მის სახეზე გადამეტანა და აღელვებისგან სული მეხუთებოდა,ვერ გავემგო სად გადიოდა საზღვარი სიზმრებსა და რეალობაში,მაშინაც ხომ ასე მეგონა.მთელი ბავშვობა მეგონა,რომ მაშინ ნანახი მხოლოდ სიზმარი იყო,რომელიც დავიწყებას მალე მისცემოდა,მაგრამ ახლა ყველაფერი ისევ ისეთი რეალური იყო,როგორც მაშინ.არამარტო წინა ცხოვრებაში,არამედ ბავშვობაშიც მენახა.მომღიმარი სახე,ღია თაფლისფერი,ჩემი დანახვით გაბრწყინებული თვალები და ისეთივე ფერის თმა,როგორც მე.წამიერად ისევ მეგონა,რომ ბავშვობის ზუსტად იმ მოგონებაში,იმ სახლის ზუსტად იმ კუთხეში,ყველაზე დიდ ფანარასთან ვიდექი,სადაც თავს დაცულად და თბილად ვგრძნობდი.ისევ ისე ვადევნებდი თვალს გარეთ მოფარფატე ულამაზეს ფიფქებს და დათოვლილ გარემოს,მაგრამ ჩემს ყურადღებას მოულოდნელად გამოჩენილი თეთრებში გამოწყობილი ულამაზესი არსება იპყრობდა,რომელსაც ასეთივე საოცრად ლამაზი ღიმილი ჰქონდა და ნელი მოძრაობით ჩემსკენ მოიწევდა.ისიც კი მახსოვდა,რასაც იმ დროს ვფიქრობდი,მინდოდა მისი დანახვით მოგვრილი აღფრთოვანება და აქამდე გაოუცდელი ემოციები პოლისთვის ან ბებიასთვის გამეზიარებინა და მათთან მიმერბინა,მაგრამ ნანახით მონუსხული ადგილიდან ვერ ვიძროდი და მხოლოდ საპასუხოდ ვუღიმოდი ანგელოზს,რომლის სახეს თვალს ვერ ვწყვეტდი.
_მახსოვს,ანგელოზი მეგონე ..._დავიჩურჩულე და ახალი ფრაგმენტები გავიხსენე.ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო სიზმარი,როგორც ამას შემდეგ პოლი მიმტკიცებდა და ბებიაც ეთანხმებოდა,როცა მოგვიანებით ვუამბობდი,თუ როგორ ანელებდა ჰაერში მოფარფატე ფიფქების მოძრაობას ანგელოზი,რომ მათი დანახვა უკეთესად შემძლებოდა.
_მაგიის არსებობა პირველად ტყეში არ გამიგია,მას შემდეგ რაც...
შენ შეგეძლო,შენ იყავი ის წითური ანგელოზი,ამას ზუსტად ისევე აკეთებდი,როგორც მაშინ ტყეში წყლის წვეთებით შექმენი სფერო,გინდოდა რომ გახსენებაში დამხმარებოდი,გინდოდა გამეხსენებინა,რომ ადრეც მაჩვენე,მაგრამ რატომ არ შეგეძლო უბრალოდ დამლაპარაკებოდი?რატომ არ მელაპარაკები ალექსის?_ცივი მინისთვის ხელი მომეშორებინა და ახლა უკვე ჩემს წინ მდგარ გაცოცხლებულ მოგონებას ვესაუბრებოდი,რომელიც ზუსტად ისევე გამოიყურებოდა,როგორც მაშინ .
_რატომ მე?რატომ აქ და ახლა?ახლაც არასწორ შეკითხვებს ვსვავ?_ტირილისგან შეშუპებული და დამძიმებული ქუთუთოები მტკიოდა, მთელი სხეული დამჭიმვოდა და დასვენება მჭირდებოდა,მაგრამ დამშვიდებას ვერ ვახერხებდი. დარწმუნებული ვიყავი,რომ ამჯერად ყველაფერს გავიგებდი.
_სწორი შეკითხვებია,მაგრამ ..._წამიერად სიტყვა გაუწყდა,მერე სწრაფი მოძრაობით შეამცირა მანძილი ჩვენს შორის და შუბლზე მაკოცა.
_დამიჯერე პატარავ,ძალიან მინდა,ძალიან მინდა,რომ დაგეხმარო,მაგრამ მეშინია შენი დაკარგვის,რადგან ყველაფერი მარტომ თუ არ გაიხსენე ისევ დაგკარგავ.
_რას ნიშნავს დამკარგავ?აქამდეც მითხარი,რომ წინა ცხოვრებაშიც შევხვედრილვართ,რამდენიმე წუთის წინ გავიხსენე,რომ ბავშვობაშიც გნახე და სულაც არ იყო სიზმარი.
_პატარავ
_ალექსის,წინა ცხოვრებაში ერთად ვიყავით?წინა ცხოვრებაში ერთმანეთი გვიყვარდა?_სპონტანურ შეკითხვაზე,რომელიც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,რადგან დაუფიქრებლად ვთქვი ის რაც თავში მომივიდა,სახე ერთიანად შეეცვალა.მზრუნველი გამოხედვა გაღიზიანებამ და მრისხანებამ ჩაანაცვლა,წამიერად ზურგი მაქცია და დავინახე,როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.
_ალექსის...
_არა,წინა ცხოვრებაში ერთად არ ვყოფილვართ._ისეთი ცივი ტონით მიპასუხა,რომელიც აქამდე მისგან არ გამეგო.რატომ ზრუნავდა მაშინ ჩემზე?რატომ ჩნდებოდა მაშინ,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა დახმარება,ან სიკვდილს ვებრძოდი?რანაირად შეეძლო ზუსტად ისეთად დარჩენილიყო,როგორიც ჩემს ბავშვობის მოგონებაში იყო,ნუთუ მაგიის საშუალებით ყველაფერი შესაძლებელი იყო?ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,სათქმელ წინადადებებს გონებაში ვალაგებდი,აღარ მინდოდა რაიმე სპონტანური შეკითხვა დამესვა,რომელიც მასში მსგავს გრძნობებს გამოიწვევდა და საუბარს შეაწყვეტინებდა,გარდა ამისა საშინელ სევდას მგვრიდა იმის გაფიქრება,რომ ჩემს გამო სიხარულის და დადებითი ემოციების გარდა სხვა რამესაც განიცდიდა.მის წინ შევჩერდი,მკერდზე ნაზად შევეხე და შევეცადე თვალებში შემეხედა,თუმცა მზერას მარიდებდა,თითქოს არ სიამოვნებდა,რომ მსგავს სიტუაციაში,საშინლად დაძაბულს და გაღიზიანებულს ვხედავდი,თუმცა თვალის არიდება დიდხანს ვერ შეძლო და სწრაფადვე შემეხო ხელზე.თავისი გრძელი თითებით ძლიერად დამიჭირა და სევდანარევმა დაიწყო საუბარი.
_რაც არ უნდა მოხდეს მინდა რომ ჩემი იყო_ყოველ ჯერზე ახერხებდა ჩემს გაოცებას,მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო,ან რატომ მეუბნებოდა მსგავს რაიმეს.ჩემს მეორე შეკითხვაზე სიყვარულის შესახებ ხომ პასუხიც კი არ გაეცა.საიდან მოდიოდა მსგავსი სურვილები და რა უნდოდა ჩემს ბავშვობაში?ნუთუ ჩემი ცხოვრება პატარაობიდანვე იმაზე საინტერესო და იდუმალებით მოცული იყო,ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი?
_რა უნდა მოხდეს?_იმედი მქონდა,რომ საუბარში ამყვებოდა.ჩემთვის ხელის გაშვებას არ აპირებდა და თვალები უცნაურად უელავდა,მათში სიხარული გამქრალიყო.
_რატომ მოხვედი ჩემთან?ან რატომ დამტოვე?როგორ შემიძლია ყველაფერი გავიხსენო,მაშინ როცა წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვარ_ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს და აკანკალებულ ხმას ვერაფერს ვუხერხებდი.
_წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორი ძლიერი ხარ_სევდიანად გამიღიმა,ცრემლი მომწმინდა და საუბარი განაგრძო._შენი მოგონება ჩვენი პირველი შეხვედრაა,დამიჯერე მაშინ ჩემი ნება არ ყოფილა შენი დატოვება,მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია_ირონიულად ჩაიცინა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,მშვიდად საუბარი ნამდვილად არ გამოსდიოდა.
_სამყარო ისეთი სულაც არაა,როგორიც აქამდე გეგონა და ვერც ის საშინელი წიგნები ვერ დაგეხმარებიან იმის გახსენებაში თუ ვინ ხარ.
_მასაც ზუსტად ისეთივე ნაწიბური ჰქონდა ზუსტად იმ ადგილას,ისეთივე ფერის თმა,სახე,ნაკვთები,ყველაფერი და ეს შიშები გამუდმებული აუხსნელი ფობია,ცეცხლის შიში,გარდაცვალება,კოცონი,ალქაჯები_ემოციებით სავსე სიტყვებს ერთმანეთს ვაყრიდი და სუნთქვა მიჭირდა._ხანდახან მგონია რომ ვგიჟდები,რომ ეს ყველაფერი რეალობა არაა და მხოლოდ ჩემს თავში ხდება გესმის?მხოლოდ აქ და მე გამოვიგონე?_ისევ ვტიროდი,მაგრამ ამჯერად მოთქმით და მისგან მოშორებით.სასოწარკვეთილების შეგრძნება მიპყრობდა.
_და ეს ბებიას ნაჩუქარი ყელსაბამი,ალისტერი მასთან საუბარი და სიზმრები,რომლებშიც მუდამ მას ვეძებდი,შეგიძლია ეს ყველაფერი ამიხსნა?შეგიძლია დამეხმარო და მითხრა რატომ მიმატოვა ჩემმა ბიძაშვილმა ამ დაწყევლილ ადგილას,სადაც გამუდმებით საშინელებები ხდება მე კი შეკითხვების გაუთავებელი ნაკადი არ მასვენებს?ვინ ვარ?წარმოდგენა არ მაქვს,გესმის?წარმოდგენა არ მაქვს,რამდენიმე წუთის წინ გავიხსენე რომ გნახე,მაგრამ რატომ?როგორ შეგიძლია მითხრა,რომ შენი უნდა ვიყო რაც არ უნდა მოხდეს როცა წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვარ?_ჩემთან მოახლოების საშუალებას არ ვაძლევდი და ცივ მინას ვუახლოვდებოდი,მალე გასაქცევი აღარ დამრჩებოდა.
_ყველაფერი კარგად იქნება_ჩემსკენ დარჩენილი ბოლო ნაბიჯი გადმოედგა და ხელები მაღლა აეწია.
_ყველაფერი კარგად იქნება პატარავ
_მე ელისი მქვია,მე ელისი მქვია_გამოიღვიძე,გამოიღვიძე,გამოიღვიძე.გონებაში თითქოს შინაგანი ხმა ჩამესმოდა,თუმცა ეს შინაგანი ხმა ნამდვილად არ ეკუთვნოდა იმ ელისს,რომელსაც მე ვიცნობდი და რომელსაც ყოველდღე ვხედავდი სარკეში,ეს მე ნამდვილად არ ვიყავი,ჩემი მეორე მე რომლის გაცნობაც ჯერ არ დამეწყო გამოღვიძებას მთხოვდა,მაგრამ როგორ?
_ არ მინდა ამ რეალობაშიც დაგკარგო ელა!_შინაგანი უცნობის ხმა მისმა ბრაზნარევმა გონმა ჩაანაცვლა,ტირილი შევწყვიტე და გაოცებულმა შევხედე,ნუთუ მართლა ამ სახელით მომიხსენია?
_ ელა,ყველაზე ძლიერი ხარ შენს შთამომავლობაში და ის რაც შენ ნახე მხოლოდ წარსული იყო.ორდენის გამო დაგსაჯეს სიკვდილით,ამ ცხოვრებაში კი ზუსტად ისეთივე ხარ,როგორც ადრე იმ განსხვავებით,რომ აღარაფერი გახსოვს._სწრაფად და დაძაბულმა დაასრულა საუბარი,ისე თითქოს თავის ნათქვამს ბოლო სიტყვის შემდეგვე ნანობდა.ტვალებზე მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე,როცა ყურებში საშინელი ხმაური ჩამესმა და ჩემს ირგვლივ ნაცრისფერი,გაურკვეველი სილუეტები აღიმართნენ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი,იმედია შემდეგი თავი მალე იქნება ☺️ ამ თავში თითქოს შეკითხვებს პასუხები გაეცა,მაგრამ ყველაფერი მაინც იდუმალებითაა მოცული,ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი რონია

სტუმარი ნინა
ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი,იმედია შემდეგი თავი მალე იქნება ☺️ ამ თავში თითქოს შეკითხვებს პასუხები გაეცა,მაგრამ ყველაფერი მაინც იდუმალებითაა მოცული,ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.წარმატებები ❤️

დიდი მადლობა. ჩემთვის უდიდესი სტიმულია თქვენი კომენტარები.ახალ თავზე უკვე ვმუშაობ ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

მეც ველოდები ახალ თავს <3

 


№4  offline წევრი რონია

სტუმარი ნათია
მეც ველოდები ახალ თავს <3

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაქსიმალურად ვცდილობ რომ თავებს შორის შუალედი დიდი არ იყოს. დღეს გვიან გავაგზავნი ახალ თავს <3 ველოდები თქვენს კომენტარებს მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent