შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება თავი 15


28-11-2023, 00:49
ავტორი რონია
ნანახია 481

ყველაფერი კარგადაა პატარავ,ყველაფერი კარგადაა. მე მიყურე! მე მიყურე!_უცნაურ ხმაურში,რომელიც შეუჩერებლად ჩამესმოდა,მის ხმასაც ვარჩევდი.გაურკვეველი არსებები დროდადრო უჩინარდებოდნენ.მაგრამ არ გვტოვებდნენ.ჩვენს გარშემო ჩრდილებივით მოძრაობდნენ და სწრაფად გადაადგილდებოდნენ. _ ვერაფერს დაგიშავებენ გესმის? ვერაფერს გავნებენ, მე მიყურე! მე მიყურე! _ძლიერად ვეჭირე და წონასწორობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა.
_ ალექსის,ალექსის.. _ ხმადაბლა ვბუტბუტებდი და ვერ გამეგო ნაცრისფერ აჩრდილებს მართლა ვხედავდი,თუ ესეც დავიწყებული, წარსულში დატოვებული ფრაგმენტები იყო,რომლებსაც ვიხსენებდი.
_ ისუნთქე პატარავ,ისუნთქე _თვალის გუგები გაფართოვებოდა,თითებში ჩემი ნიკაპი მოექცია და თვალს არ მაშორებდა, საშუალებას არ მაძლევდა რომ მის გარდა კიდევ რაიმე დამენახა.
_ ალექსის _ მის სახელს შეშინებული ვიმეორებდი და ვცდილობდი ჩემს ირგვლივ ხმაური ჩამეხშო,მხოლოდ მის ხმაზე ვკონცენტრირებულიყავი და მისი თვალების გარდა აღარაფერი დამენახა.
_ ჩემი ხარ!_ მისმა სიტყვებმა და სწრაფმა მოძრაობამ ჩემი ყურადღება ერთიანად მოიცვა. ალექსისის თბილი ტუჩების შეხებისას თვალები დავხუჭე და უჩვეულო სიმსუბუქეში გადავეშვი. ხმაური,გაურკვეველი ფრაზები და ირგვლივ წამიერად გამეფებული ქაოსი თითქოს სადღაც გაუჩინარდა. მეგონა,რომ მხოლოდ იმ ადგილას კი არა,სამყაროშიც მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით და მისმა ნათქვამმა ბოლო წინადადებამ ხორცი შეისხა.
არ ვიცი რამდენ ხანს მკოცნიდა და მეფერებოდა თმაზე.
_ ვერაფერს დაგაკლებენ,ყველაფერი კარგადაა! ყველაფერი კარგადაა!_ყურს უკან თმა ნაზად გადაეწია და ჩურჩული დაეწყო.
_ ალექსის?
_ ჰო პატარავ
_ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ხდებოდა?
_ არა
მის პასუხზე ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს დავმშვიდდი,მაგრამ თუ ეს ყველაფერი რეალობაში ხდებოდა მაშინ იმაზე მეტი პასუხი მჭირდებოდა ვიდრე მანამდე.
_ ჯობია დაჯდე და დამიცადო_ შუბლზე მაკოცა და თითქოს გადამამოწმა,რომ გული არ მიმდიოდა და პანიკის შეტევას გადაევლო.თვალით ჩვენს გვერდით მდგარ სავარძელზე მანიშნა და მერეღა გავაცნობიერე,რომ ძლიერად ვეჭიდებოდი მკლავზე.მომხდარის მერე შიშს ავეტანე და საშინლად არ მინდოდა მისი გაშვება. იმ დროს ერთადერთი საყრდენი იყო,რომელიც ჩემს რეალობაში დამაბრუნებდა,მერე კი მეტყოდა რომ ეს ყოველივე ჩემს გონებაში კი არა,სინამდვილეში ხდებოდა და რომ ცხოვრება სულაც არ იყო ისეთი,როგორიც მანამდე წარმომედგინა.
_ ყველაფერი კარგადაა,უსაფრთხოდ ხარ,ორდენის წევრებს ჩვენამდე მოღწევა არ შეუძლიათ..
_ კი მაგრამ ის არსებები?არც კი ვიცი რა ვუწოდო,თუ მართლა რეალობაში მოხდა ყველაფერი,მაშინ...
_ შემგროვებლები..._ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და დაჯდომაში მომეხმარა,ვცდილობდი გამბედაობა მომეკრიბა და მის სიტყვებს ჩავჭიდებოდი,დამეჯერებინა,რომ საფრთხეს ჩაევლო და იმ ადგილას არაფერი მემუქრებოდა,რომ ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა.
_ შემგროვებლები?_ თვალის დახამხამებაში მომშორებოდა,ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე სწრაფად გადაადგილება,თუმცა იმ ყოველივეს შემდეგ რაც ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მენახა,გასაკვირი აღარაფერი იყო.
_ შემგროვებლები_ჩემი ნათქვამი სიტყვა გაიმეორა და ორთქლადენილი ფინჯანი გამომიწოდა._ ცხელი შოკოლადია,უნდა მენდო პატარავ.
_ რატომ მითხარი,რომ არაფერს დამიშავებდნენ?გამუდმებით რაღაცას ამბობდნენ,თუ შეიძლება,რომ ამ ხმაურს ლაპარაკი დავარქვა ან...._ თითქოს სიტყვების მარაგი გამომელია,თავს ისევ იმ უმწეო ბავშვად ვგრძნობდი,რომელიც ჩემს მოგონებებში უზარმაზარ ფანჯარასთან იდგა აღფრთოვანებული. ამჯერად იმ განსხვავებით,რომ ერთმანეთში ათასგვარი ემოცია ამრეოდა,ეს ყველაფერი კი სულაც არ მაძლევდა სიხარულის და აღფრთოვანების მიზეზს. ღრმად ვსუნთქავდი, თავბრუსხვევის შეგრძნებას ყურადღებას არ ვაძლევდი და მთელი ძალით ვცდილობდი საუბარი გამეგრძელებინა,რეალობის შეგრძნებას ვეთიშებოდი,წამიერად მეგონა,რომ გამოვიღვიძებდი და სასწავლებლის ჩვეულ რუტინაში ჩავერთვებოდი ან საწყის წერტილს დავუბრუნდებოდი.ეს საწყისი ხომ სწორედ ის დღე იყო,როცა ბებიას გარდაცვალების შემდეგ პირველად გავიგე როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება.
_ შემგროვებლები ყველგან არიან,მათი დანიშნულებაც ესაა, იწერენ და აგროვებენ ყველა სახის ინფორმაციას,ბედის ცვლილებას,მოვლენებს.
_ კი,მაგრამ...._ ცხელი შოკოლადი ხმაურიანად გადავყლაპე და ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ალექსისს მივაჩერდი.როგორ შეეძლო ასეთი სიმშვიდით საუბარი?ყელზე მობჯენილი ბურთი მოსვენებას არ მაძლევდა,ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრებოდა და ყველაფერთან ერთად ის დღეც მახსენდებოდა,როცა ბებია გარდაიცვალა. საშინლად არ მინდოდა მეტირა. მისი თვალებიდან მზერა ფანჯრისკენ გადამქონდა,ვცდილობდი ფიფქებისთვის მეყურებინა და როგორმე თავი ხელში ამეყვანა. ნუთუ მართლა ისეთი ძლიერი ვიყავი როგორც ამას ალექსისის მეუბნებოდა? როგორ შემეძლო ამ ყველაფრის მოსმენა ტირილის გარეშე? რანაირად უნდა გამომეღვიძებინა ჩემი მეორე მე რომელიც წინა ცხოვრებაში სიკვდილით დაესაჯათ?
_ როგორ შევძელი მათი დანახვა?_ ისე ვაგრძელებდი შეკითხვების დასმას,რომ ფიფქებისთვის მზერა არ მომეცილებინა.
_ როგორ შეძელი გაგეხსენებინა,რომ აქამდეც გვინახავს ერთმანეთი? _ შეკითხვაზე შეკითხვითვე მიპასუხა.
_ წარმოდგენა არ მაქვს . _ შეკითხვებიანი მზერით გავხედე და სავარძელზე მყუდროდ მოვკალათდი.მინდოდა რომ ერთი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო,დღე რომელშიც მე და ალექსისი განმარტოვებით ვიქნებოდით,ერთმანეთზე უაზრო წვრილმანებს გავიგებდით და ვისაუბრებდით მოსაწყენ რუტინაზე,სასწავლებლის მკაცრ შინაგანაწესზე,მოსაწყენ მხუთავ ფორმებზე,ან სულაც თბილ,მუხლამდე წინდებზე რომელიც ჩემს ოთახში დაეტოვებინა.
_ სად ვართ?_ ცხელი ფინჯანი ხელებში მომექცია და გარემოს ვათვალიერებდი.მისაღებ ოთახში უნდა ვყოფილიყავით,რომელსაც უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა,საიდანაც ტყის ხედი იშლებოდა.ჩემს გვერდით კიდევ რამდენიმე სავარძელი იდგა,თითქოს ცარიელ სივრცეში რამდენიმე წუთის წინ დაედგათ მინიმალისტური,ავეჯი და ნივთები.იქვე,მარჯვენა კუთხეში უზარმაზარი მოლბერტი იდო საღებავებთან ერთად.
მისაღების ცენტრში კი უზარმაზარი შავი როიალი იდგა,რომელზეც ნოტების რვეულთან ერთად ლათინურის წიგნები ელაგა.
_ უნდა მეპოვა ადგილი,სადაც უსაფრთხოდ იქნებოდი.
_ სად ვართ?
_ ამ ადგილას ვერ მოგვაგნებენ,მათი დაწყევლილი მაგია ამ ადგილას უძლურია.
_ და შემგროვებლები?
_ დამიჯერე,მათი ერთადერთი დანიშნულება ისტორიის შეგროვებაა,ისინი არც ადამიანები არიან და არც სხვა არსებები,როგორც..._ სიტყვა გაუწყდა,თითქოს საკუთარი თავი დროულად შეაჩერა.სწრაფად წამოდგა,ცარიელი ფინჯანი გამომართვა,მერე კი ისევ თვალის დახამხამებაში დაბრუნდა ჩემთან.საშინელმა სურვილმა შემიპყრო ჩავხუტებოდი და მომხდარი უბრალოდ დამევიწყებინა,რანაირად ახერხებდა ჩემზე მსგავსი ზეგავლენა მოეხდინა?
_ ბავშვობის მოგონებებშიც ასეთივე იყავი,ნუთუ ყველაფერი შესაძლებელია?
_ ელა,ეს შენი ერთადერთი ცხოვრებაა,რომელშიც ჩვეულებრივი ადამიანივით ხარ,რომელშიც არაფერი გახსოვს._ ისეთი ტონით მეუბნებოდა,თითქოს ამაში იმაზე მეტი ტრაგედია იყო,ვიდრე მე ვიაზრებდი.
_ რატომ?რატომ არ შემიძლია ყველაფერი გავიხსენო?
_ მაგ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს._ ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია და ლოყაზე მომეფერა.
_ რატომ უნდა გავიხსენო ის რაც წინა ცხოვრებაში იყო?როგორ შემიძლია გავიხსენო ის,რომ სიკვდილით დამსაჯეს?
_ იმიტომ,რომ ერთადერთი ხარ,ვისაც შეუძლია ორდენი გაანადგუროს!
_ ორდენი?
_ მათ წევრს კარგად იცნობ
_ ვერ ვხვდები ვისზე მეუბნები_ მოუსვენრობა მიპყრობდა,თითქოს დარწმუნებული ვიყავი,რომ მის სახელს მეტყოდა.
_ ალისტერი!ორდენი,რომელმაც ბოროტი საქმეებისთვის და ძალაუფლებისთვის გამოიყენა მაგია,რომ შეექმნათ კაცობრიობის ყველაზე ძლიერი იარაღი მათზე სამუდამო ბატონობისთვის.
_ იარაღი?
_ სისხლისმსმელები,სისხლის ორდენი.
_ მეგონა,რომ ალისტერთან მეგობრობდი,ვერ ვიგებდი რანაირად ან რატომ,მაგრამ მეგობრები მეგონეთ.
_ ელა, ალისტერი სისხლისმსმელია! სისხლისმსმელი,რომელმაც ორდენთან ერთად ჯადოქრების გარდა სხვა სახეობებიც გაანადგურა! ალისტერი ზუსტად იმ ორდენის წევრია,რომელმაც სიკვდილით დაგსაჯა. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი წელია გეძებ,პირველად ზუსტად მაშინ გიპოვე როცა ფიფქების ყურებით იყავი გატაცებული. წარმოუდგენელი რამ იყო შენი დანახვა,ყურება ბავშვის რომელიც სრულიად უცოდველი,უდანაშაულო მომღიმარი სახით მიყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა სამყაროზე,სამყაროზე რომლის ნაწილიც იყო და რომლის გადარჩენაც შეეძლო. სამწუხაროდ მალევე მომიწია შენი დატოვება,რადგან ერთადერთი არ ვიყავი ვინც გიპოვა.
_ ჩემს დატოვებაში რას გულისხმობ?არაფერი მესმის,როგორ შეგიძლია ასეთ საშინელ,სისხლისმსმელ არსებასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა და მასთან მეგობრობა მას შემდეგ რაც მომიყევი?_ გაოცებას და სიბრაზეს ვერ ვმალავდი.ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებდი და ბევრ რამეს ვიაზრებდი.რატომ ვეზიზღებოდი ალისტერს,რანაირად მოახერხა პირველად ტყეში ჩემი შეშინება და... მაშინ _ ის სითხეც სისხლი იყო,ზუსტად იცოდა,რომ სიკვდილით დამსაჯეს და ამიტომაც მახსენებდა თამაშს,მეუბნებოდა რომ ახლაც ისევ დავისჯებოდი,რომ ისევ წავაგებდი.
_ ალისტერს ჰქონია,რომ შენს დამარცხებაში დავეხმარები._ მის სიტყვებზე დავფრთხი და უკან დავიხიე.
_ თუ წინა ცხოვრებაში ერთმანეთი არ გვიყვარდა და არც ერთად ვყოფილვართ,რატომ ცდილობ რომ დამეხმარო?რატომ ჰქონია ალისტერს რომ მისი მეგობარი ხარ მაშინ როცა სიკვდილს გადამარჩინე?რატომ გინდა ყველაფრის გახსენებაში დამეხმარო და ალისტერს დააჯერო,რომ ჩემს განადგურებაში დაეხმარები?
_ იმიტომ რომ ორდენმა ჩემი მოდგმაც გაანადგურა.
_ კი მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ,მართალია წინა ცხოვრებიდან არაფერი მახსოვს,მაგრამ მე ხომ მაინც ცოცხალი ვარ.
_ჯადოქრებზე არ ვსაუბრობ ელა._ ჩემი მეორე მეს სახელით მომმართავდა,თავს უცნაურად ვგრძნობდი,მაგრამ რატომ არ ვაღიარებდი იმას რომ თავს აქამდე ერთ მთლიან პიროვნებად ვერ აღვიქვამდი?თითქოს ყოველთვის ვიცოდი რომ იყო რაღაც მეტი,ვიღაც რომლის არსებობას არასდროს ვაღიარებდი და ყოველთვის გავურბოდი.მეორე მე კი თავს მაინც არ მანებებდა სიზმრებში არ მასვენებდა და სასოწარკვეთილი მთხოვდა გამოღვიძებას,გამოღვიძებას იმ რეალობიდან,რომელშიც ჩემი ნამდვილი მეს ადგილი არ იყო და არც სამყარო მოითხოვდა ჩემგან გადარჩენას.
_ ვისზე საუბრობ?
_ ფერიებზე,სწორედ მათზე რომლებიც პირველები იყვნენ მაგიის შესწავლაში და მას მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის იყენებდნენ.
_ ფერიები _ მის ნათქვამ სიტყვას ვიმეორებდი და ისტერიულად მეცინებოდა,ნუთუ ასეთ დროს ხუმრობა შეეძლო?ცოტაც და ნერვიული სიცილი ტირილში გადამეზრდებოდა.
_ მაპატიე _ ჩავიბუტბუტე და პასუხის მოლოდინში გავინაბე,თითქოს მის საპასუხო რეაქციას ველოდი.ველოდი.რომ ვარაუდს დამიდასტურებდა,მეტყოდა რომ იხუმრა და საუბარს განვაგრძობდით,მაგრამ მის სახეზე მხიარულების კვალიც კი არ ჩანდა.
_ არასდროს გიფიქრია,რომ საოცრად გიზიდავ?რომ ჩემი სხეული,ხმა, შეხება,მოძრაობა,ყოველი სიტყვა მომნუსხველია და იმაზე მეტად მოქმედებს შენზე ვიდრე ეს ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია?_ ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა და ზურგზე მომეკრო.როგორ შემეძლო არ დავთანხმებულიყავი ან საწინააღმდეგოდ რაიმე მომეფიქრებინა,მაშინ როცა მის შეხებაზე სუნთქვა მეკვროდა და ჩემი სიამაყის მიუხედავად პირველმა მე ვაკოცე?_ არასდროს გიფიქრია შენი სიამაყის მიუხედავად პირველმა როგორ მაკოცე?_ თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა,ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩურჩული განაგრძო.
_ მეხსიერების არქონას დადებითი მხარეებიც აქვს _ ხელები წელზე მომიჭირა და თავისკენ მიმატრიალა,სახეზე ძველებური ეშმაკური,გამომწვევი ღიმილი დასთამაშებდა და თვალს არ მწყვეტდა._ ჩემი ხარ პატარავ ! მისი მომხიბვლელობა და სილამაზე ნამდვილად არ იყო ადამიანური. ჩემთვის რაც არ უნდა მოეყოლა,როგორიც არ უნდა ყოფილიყო რეალობა ალექსისი ჩემს მოგონებებში გადამალულ არაამქვეყნიურად ლამაზ ანგელოზად რჩებოდა,რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ????

 


№2  offline წევრი რონია

სტუმარი ნინი
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ????

უდიდესი სტიმულია თქვენი კომენტარი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent