შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა'ჩვეულებრივი (2)


8-05-2024, 19:42
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 124

ესეც მეორე ...
მადლობა ემოციებისთვის რომლებსაც არ იშურებთ ჩემთვის
გელოდებით

_ვიღაც ორი ბავშვი იყო მოსული ჩემ დასაყაჩაღებლად. მოვიდნენ შენთან?-დეიდაშვილი ვახშმად ესტუმრა, ჯერ კიდევ მშვიდად მიირთმევდა საუბარი რომ დაიწყო და ღვინის ჭიქიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა
_ახლა მეუბნები მაგას? გადაირიე გოგო?
_რაღაცები მობოდეს... აშკარად არ იყვნენ არც ფულისთვის და არც რაიმეს დაშავების მიზნით. ვერ ვხვდები რა უნდოდათ , ისეთი პასუხები ჰქონდათ . თითქოს დალაგებული ,მაგრამ აფსურდული. ტყუპები იყვნენ,რიჟები...სახელები აღარ მიკითხავს
_არ ვიცნობ, არ ვიცი
_იცი ... მატყუებ_ კაცს შეხედა და გაეცინა _ ტყუილი არ იცი,შენ ვის უგვარებ საქმეებს
_კაცი არ ხარ თორემ შენ უკეთ შეგიძლია მოტყუებაც,თავის გასულელებაც და სხვების დაბოლებაც,სიმართლის ბოლომდე გატანაც და სამართლიანობის დაცვაც
_რომ ვიყო ახლა ციხეში ვიქნებოდი...
_ცუდად ხარ?
_საიდან მოიტანე
_არ ვიცი,რაღაც უცნაური ხარ... დედაჩემს რატომ არ ელაპარაკები
_ეგ და ელისო ვიღაც გამოთაყვანებულს მირიგებდნენ
_გავაფრთხილე რამდენჯერ და არ ისვენებს
_ბოლო იყო, დიდხაანს არ მომეკარებიან და მერე რომ შევურიგდები კარგახანს არაფერს ეცდებიან . დროს მაინც მოვიგებ და მერე კი მივუკაკუნებ 40 წელსაც
_შენ მართლა შინაბერობას აპირებ?
_არ ვარ უკვე?
_ატრ.კებ ბ.ზის შვილი ვიყო . ერთი კარგი ბიჭი რა გახდა... ვერავინ როგორ ვერ დაგკერა
_გურამ , შენც არ დაგიფრთხო ანგელოზები ...
_მორიგე იყავი ვინმე დაიღუპა თუ რა ხდება ასეთი სახე რომ გაქვს მაშინებ
_წელს არამგონია კარგი მოსავალი იყოს. რაღაც არ მომწონს ,ამინდებიც ურევს. უკვე კვირტი ჰქონდა ვენახს რომ დაათოვა და მოყინა. კი დავუნთე ცეცხლი ყველა მწკრივის ბოლოს ,მაგრამ მაინც მეეჭვება რამე გამოვიდეს არადა წელს სხვა გეგმები მქონდა. მარანს სახურავი უნდა გამოვუცვალო,ვფიქრობ კრამიტით გადავხურო ისევ თუ შევეშვა ძველ იერს _ ეზოს მოავლო თვალი , ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა
_შევცვალოთ მთლიანად,მაგრამ მე მივდივარ ორ კვირაში
_შენ რაში მჭირდები... ხელოსნები ვიცი ვიყიდი მასალას . გელას მანქანით წამოვიღებ და ეგაა. ფული მაქვს გადადებული ,სავარაუდოდ მეყოფა . რომ გადავდო გამიფუჭდება ყველაფერი
_ბიჭებს გავაფრთხილებ მოგეხმარებიან
_ისედაც მეხმარებიან შენი გაფრთხილების გარეშე... კარგი ბავშვები არიან . გამოცოცხლდა ქუჩა , იმედი მაქვს მაგათი . იცი რა კარგად სწავლობს ლაშა ? მაგარი ვინმეა
_შენი დამსახურებაა თორემ ძროხების მწყემსად დატოვებდა მამამისი
_ორივეც შესაძლებელია_თქო ვუთხარი და დაიჯერა. რა ჩემი დამსახურებაა ბავშვია ნიჭიერი . მთელი კვირა არ ვიყავი ,ორჯერ მოვედი და ყველაფერი ხელუხლებელი დამხვდა.
_ვინ გაბედავს შენთან შემოსვლას
_იმ ორმა გაბედა ...
_არ იცოდნენ ვინ იყავი
_კიდევ რომ გამოჩნდეს ვინმე ვისაც არ ეცოდინება ან ეცოდინება და დაიკიდებს? რა გავაკეთო
_ყველა ოთახში გაქვს თითო იარაღი ... ჩემზე უკეთ ისვრი და შიშით არაფრის გეშინია მოვიდნენ და ჩემ ყ.ეს წაიღებენ
_ვიფიქრებდი ესეც ჩემი გაზრდილია და უძლეველი ვგონივარ_თქო შენ რაღა გჭირს არ ვიცი
_შენნაირს მეორეს არ ვიცნობ ... არც ასაკი განაპირობებს შენს ძალას და არც სქესი . ანდროსაც სულ სჯეროდა შენი ,მართალიც იყო ... ყველაფერს უმკლავდები. მხოლოდ ის არ მოგვწონს მარტოობა რომ გადაწყვიტე
_დავხუროთ თემა ...
_წამო ცხენებით გავიაროთ ცოტა ,მშვიდი საღამოა
_შენ რით ვერ მოხიბლე ვინმე ამ თეთრი რაშით
_მე ვერ შევიყვარე ვერავინ თორემ ერთი ხელის დავლება და ჩემი იქნება
_და მე აღარასდროს დაგელაპარაკები
_კარგიი რაა
_რა კარგი,ქალი მოიტაცო იძალადო და მე მერე კაცად ჩაგთვლი? თუ მაგარი ხარ შეაყვარე თავი ,სურვილი გაუჩინე შენთან ყოფნის და მერე მოიყვანე . შენ უნარი არ გაქვს ქალი შეაბა ძალა გაქვს ,ერევი და მერე იყენებ ამ სულელურ სიტუაციას ეგეთ კაცობის რა ვთქვი
_ყველა შენნაირად ვერ მოიქცევა და შუა გზიდან არ გადახტება
_ნუ მახსენებ
_რა დღე იყო სიმონ ... ვიფიქრე მორჩა გადავიდნენ აფხაზეთში_თქო და დაგვადექი მანქანით .
_მინდოდა მომეკლა ,კიდევ კარგი ღმერთმა გონება გამინათა და მკვლელად არ მაქცია
_დანა ჩაარტყი და მეტი რაღა უნდა გექნა
_მემუქრებოდა ... როგორ წავართვი ახლაც არ ვიცი. ვარჯიში არ უნდა შემეწყვიტა,მოვდუნდი ბოლო დროს. თითქოს ძალა აღარ მაქვს,ან დავბერდი და იმიტომ მტკივა ხოლმე ყველა ძვალი . ოპერაციის მერე ძლივს ვდგავარ ხოლმე ფეხზე,ფეხებიც მიშუპდება. თქვენ კიდევ მეუბნებით გათხოვდიო
_ამდენ ქალს ამშობიარებ და შენ მაგიტომ არ გინდა მგონი ...
_იმდენ უბედურებას ვუყურებ და ვისმენ რისი შემოქმედიც კაცები არიან . არ მგონია ოდესმე ვინმეს ვენდო... კაცები არ ხართ სანდო ქმნილებები ,როცა ქალს ხედავთ და გინდათ გონება გებინდებათ . კიდევ კარგი ლამაზი არ ვარ თორემ ერთი მოტაცება არ მექნებოდა გასახსენებლად
_სისულელეს ნუ ამბობ... ნდობაც შეიძლება ვინც ნამდვილი კაცია და შენ კიდევ ყველაზე ლამაზი ხარ . თვალებს რომ აბრიალებ მაშინ განსაკუთრებით _ გაიცინა და გოგოს ხელი მოხვია. ბრილიანტი ხარ _თავზე აკოცა და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა
_იცი ვინ იყვნენ ის ტყუპები ხომ?
_დაივიწყე .
ვერ დაივიწყებდა, მაგრამ ზედმეტადაც არ ჩაძიებია. დაელოდა მოლვენების განვითარებას. გზას რომელიც სიმართლეს ყოველთვის ააშკარავებს ხოლმე.
....................................
კაბინეტში იჯდა და პაციენტის ისტორიას ავსებდა კარზე რომ დააკაკუნეს და პასუხის მიღებამდე შევიდნენ. ბიჭი გაამოჩნდა ჯერ შავი სამოსით , სათვალითა და სიარულის დამახასიათებელი მანერით. ხელზე ტატუ ჰქონდა ,ატირებულ გოგოს ხელი ჩაავლო და ოთახში ისე შეიყვანა . დაჯექიო თავად ანიშნა თითქოდ საკუთარ ტერიტორიაზე იყო
_გისმენთ
_ექიმო აბორტი უნდა გაუკეთოთ ამ გოგოს ,დღესვე ! _ ფული მაგიდაზე დაუდო და ბრძანებაც გასცა
_მე აბორტს არ ვაკეთებ თუ ნაყოფი უკვე მკვდარი არ არის !
_არ აკეთებთ ... ახლა გააკეთებთ . ყველაფერი პირველია _ ქამარში გაჩრილ იარაღზე მიიდო ხელი თუმცა ევას რეაქცია არ ჰქონია. გოგონას უყურებდა მხოლოდ
_რმდენი კვირისაა ნაყოფი
_უპასუხე ... როდის ჩაიგორდი იმ გამ.სირებულს _ თავდახრილ,ატირებულ გოგოს მხარზე ჰკრა ხელი და შეანჯღრია _ამოღერღე გოგო
_4 თვისაა
_ოხ მე შენი ... უნდა ჩამეძაღლებინეთ ორივე . დაბრუნდება და მე კაცი არ ვიყო შენ წინ თუ არ დავკლა ღორივით
_ხელი გაუშვით ! _ ყელში ამოუვიდა და ტონიც შეიცვალა _ ოთახი დატოვეთ და ეს ფულიც თან წაიღეთ. გოგონას აბორტს არ გავუკეთებ !
_სხვები ყველანი კაცები არიან შენ ხარ მხოლოდ ქალი თორემ შენთან რატომ მოვიყვანდი. ამდენი ლაპარაკი რად მინდა მეტი ფული გინდა?მითხარი და მოგიტან როგორც კი დაასრულებ
_ვინ არის შენი
_და
_გინდა მოკვდეს? ამ ვადაზე აბორტი რომ გავუკეთო შეიძლება მოკვდეს ან სამუდამოდ უშვილო დარჩეს. თუ ეგ გინდა წაიყვანე და მოკალი. მე არ ვაპირებ ამ ამბავში მონწილეობას და ხელს თუ არ გაუშვებ გეფიცები ახლოს ვერ გაეკარები სანამ თვითონ არ მოინდომებს
_ნუ მაცინებ ... ახლავე ადგები დააწვენ და მოაშორებ ბავშვს. მერე მოვიყვან და ამოკერავთ ისე თითქოს კაცი არ შეხებია
_საიდან მოგაქვთ ეს სისულელეები. რაც გითხარით ვერ გაიგონეთ თუ ვერ გაიაზრეთ ... ეგ იარაღი მომაშორე თუ არ გინდა რომ შენკენ იყოს მომართული
_ დაიცა მემუქრები ? ჩემო დაიკო შენ არ იცი ვინ ვარ
_ვინ ხარ ...
_ჩემი დედა მოვტყ.ნ ეს ვისთან მოვხვდი . ქალი ხარ არ მინდა ახლა შენთან ჩხუბი ფულს გაძლევ გააკეთე რასაც გეუბნები და წავყვან
_პაციენტთან დამტოვეთ რამდენიმე წუთით. ოპერაციამდე მომზადება სჭირდება და იმედია საოპერაციიშიც არ შემომყვებით
_ანუ გაუკეთებ... გავდივარ . კართან ვიდგები
როგორც კი გაიხურა კარი მაშინვე წაამოდგა და გოგონასთან მივიდა .
_დამშვიდდი, ნუ ტირი ... ყველაფერი კარგადაა. აი წყალი მოსვი და ცრემლები შეიმშრალე _ ჭიქა მიაწოდა და თავი ააწევინა_ შეგიძლია სიმართლე მითხრა... იძალადეს და ბავშვის მოშორება გინდა თუ შენი ძმისთვისაა არასასურველი და მისი გადაწყვეტილებაა
_არა ... მე მიყვარს გიგა და მასაც ვუყვარვარ. არავის არაფერი დაუძალებია,ახლა რუსეთშია წასული საქმე აქვს და ორ კვირაში რომ ჩამოვა ყველაფერს ვეტყვი. დარწმუნებული ვარ გაუხარდება და ერთად ვიქნებით. ჩემი ძმა ვერ იტანს , ვერ დავმალე ორსულობა არადა სულ ცოტა დროა დარჩენილი. არ მინდა ბავშვის მოკვლა,გთხოვთ
_კარგი დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება . გამხდარი ხარ ისედაც, სახეზე ფერი არ გადევს არაფერს ჭამ?
_გული მერეოდა სულ და ვერაფერს ვჭამდი. ვნერვიულობდი , თან ლექციებზე დავდიოდი
_მოვაგვარებთ ... არაფერი მოხდება თუ შენ არ გინდა. თუნდაც გინდოდეს მე მაინც არ გავაკეთებდი აბორტს ,მაგრამ როცა არ გინდა არავის აქვს უფლება შენ გარდა . ამ ბიჭს მშობლები,ნათესავები ვინმეს არ იცნობ ? რომ დაელაპარაკო და დაგეხმარონ. ან დედაშენი რას ამბობს... ვინმე არ არის ვინც შენ ძმას შეაჩერბს და შენ დაგიცავს?
_არ ვიცი... სოფელში ცხოვრობენ ნათესავები . მე ჩემი კურსელის დაბადების დღეზე გავიცანი მის ოჯახს არ ვიცნობ... დედაჩემი გაგიჟდა,მცემა . არ დამეხმარება,მამაჩემმა არ იცის თორემ მომკლავდა ნამდვილად. რა უნდა ვქნა ახლა ,რა უნდა ვქნა ღმერთო
_შემომხედე , შენ მთავარია მოინდომო სულ რომ მარტო იყო ამ სამყაროში ის შენთან არის უკვე. ცოცხალი არსება შექმენი და არასდროს დაგტოვებს შენ თუ მასზე არ იტყვი უარს. მთავარი არის ახლა ის და მასზე ზრუნვა . სხვა ყველა და ყველაფერი უმნიშვნელოა. უარს ამბობენ შენზე? მარტო შეძლებ . მე აქ ვარ და სანამ მე ვარ არაფერი გემუქრება .
დერეფანში გასვლას აპირებდა ხმაური რომ შემოესმა და კარის გაღებისას ის დაინახა ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. თადა ,რომელსაც უკვე მოესწრო რამდენიმე დარტყმა და ახლა კითხეში მიმწყვდეულს ისე უჭერდა ყელში ხელს ცოტაც და დაახრჩობდა _ბავშვი თუ მოკალი ... გეფიცები შენც ზედ მიგაყოლებ . მითხარი სად არის ზუსტად რომელ ოთახშია
_თადა ... აქ ვარ _ გოგონა მისკენ გაიქცა და მოეხვა _როგორ მიპოვე. ღმერთო რა კარგია
_ყველაფერი რიგზეა ? - თავზე გადაუსვა ხელი და ზემოდან დახედა
_კი ... ექიმი დამეხმარა
_ჩემ დასთან შენ რა გესაქმება . გოგო არ შემშალო ამისგან ელოდები ბავშვს თუ გიგასგან
_ხმა ჩაიგდე ! აქედან გაქრი სანამ მრთელი ხარ ...
_ჩემ დასთან შენ რა გესაქმება ბიჭო... ჩემი დაა შენ ვინ გეკითხება
_დღეიდან ჩემია და ახლოს რომ გაეკარო ,ნერვები შენ გამო რომ მოეშალოს ყველა თითს სათითაოდ დაგამტვრევ იცოდე _ ზურგით იდგა , ევა მის სახეს ვერ ხედავდა ,მაგრამ წარმოედგინა როგორ უყურებდა მსხვეროლად გადაქცდულ მოძალადეს.
სიტყვა არ უთქვამს,იდგა და თვალს ადევნებდა მიმდინარე პროცესს. გოგონა დამშვიდდა, აშკარად ენდობოდა თადას. საერთოდ შეეცვალა გამომეტყველებაც და დგომის მანერაც კი.
_არ შეგარჩენ ...
_დაგელოდები
მუქარისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გოგოს დახედა და შემდეგ ევას გაუსწორა მზერა-ექიმო თქვენ ასე მარტივად კლავთ სხვის ბავშვებს?
_არა , თადა ის დახმარებას აპირებდა. შენ რომ არ მოსულიყავი ის მაინც არ გამიკეთებდა ოპერაციას ...
_თქვენ იზრუნებთ მასზე ,მიხარია ... უკაცრავად შემოვლაზე უნდა წავიდე
_კონსულტაცია გვინდა ჯერ ,ექიმო
_მასთან ვინც ასე მარტივად კლავს სხვის ბავშვებს?_ ქვემოდან უყურებდა, მკლავზე შემოხვეულ მის თითებს დახედა და ხელი გაითავისუფლა_ სხვა ნებისმიერ ექიმთან შეგიძლიათ მიბრძანდეთ
_გთხოვთ ექიმო მე სხვასთან ვერ მივალ... ჯერ საერთოდ არავისთან ვყოფილვარ რომ ვმალავდი . თანაც მეშინია ყველამ არ გაიგოს_გოგონას მავედრებელი ხმა ჰქონდა _გთხოვთ
_კაბინეტში შემობრძანდით მარტო ან თუ ის არის ბავშვის მამა მასაც შეუძლია შემოგყვეთ _ ბოლო სიტყვები ისე თქვა უკან არ მიუხედავს. გაეღიმა ზღურბლს მიღმა რომ დარჩა თადა და თავად მოხურა კარი.
_თადა ჩემი გიგას მეგობარია ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს ... გიგა იქ მის სახლშია და უთქვამს ჩემზე .
_რადგან ყველაფერი დალაგდა გადავიდეთ ბავშვზე _ ზედმეტი საუბარი აღარ უნდოდა. კონსულტაცია გააგრძო და ბოლოს რეკომენდაციებიც გასცა.
_ყველაფერი კარგადაა?
_ანალიზებს გაუკეთებენ ქვემოთ ... ხვალ დილით მეცოდინება პასუხები და თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება მობრძანდით და დამატებით დანიშნულებას მოგცემთ.
_გასაგებია ,გმადლობთ
_ეს გრჩებათ _ გოგონას ძმის მიერ დატოვებული ფული მაგიდიდან აიღო და გზაში დააწია გოგოს .
_კონსულტაცია
_საჭირო არ არის ... ხვალ შევხვდებით _თადას ისევ არ უყურებდა ასე ძალიან რატომ გაუბრაზდა თავადაც არ იცოდა
.............................
მორიგე იყო იმ ღამით. რამდენიმე მშობიარე ჰყავდა ერთდროულად და მათგან ორი რთულად მიმდინარეობდა. გამთენიისას მიიღო ბოლო ახალშობილი და დაქანცული შევიდა კაბინეტში. დივანზე იწვა ,თვალებზე ფერადი ქუდი ეფარა და ეძინა კარის გაღების ხმა რომ ჩაესმა. ექთანი დააუკაკუნებლად არ შევიდოდა, ახალი პაციენტი თუ ჰყავდათ შორიდანვე გაიგებდა ხმას . მძიმე ნაბიჯებით უახლოვდებოდა ვიღაც , იქვე დაიხარა და ის იყო უნდა შეხებოდა ხელზე რომ წაავლო
_ხელს ნუ მომტეხ ექიმო,მჭირდება
_თადა? _ ჯერ კიდევ უჭერდა ,ჯიბიდან ამოღებული სკალპელი ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და ისე უყურებდა
_ვერ მოვისვენე ,ბოდიშის მოსახდელად მოვედი ... რამდენიმე საათი გელოდი . სულ თან გაქვს ბასრი საგნები?_ თვალი გააყოლა ქალის ხელს უკან ჯიბეში რომ დააბრუნა სკალპელი და პოზა შეიცვალა
_ქურდივით არ იპარებიან უცნობი ადამიანების კაბინეტში თანაც ამ დროს ... უკვე ორი ბოდიში გაქვს მოსახდელი ერთი არაპროფესიონალ ჯალათად რომ გამომიყვანე და პროფესიული შეურაცხყოფა მომაყენე და ერთიც ძილის დარღვევისთვის ... _ ფეხსაცმელი ჩაიცვა,მანძილი გაზარდა და სავარძელში მოკალათებულს კუშტი მზერა მიაპყრო
_როგორ გამოვისყიდო დანაშაული...
_შეეშვი ზედმეტ მცდელობებს ... თვალში ნუ მეჩხირები
_საშიში ქალი ხარ თუ ყველა გაშინებს და თავს იცავ
_ შვიდი ბავშვი გაჩნდა ჩემ ხელში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში და გგონია მაქვს დრო ან ენერგია ახლა შენთან ჩემი სულიერი სამყაროს განსახილველად ან შენ ხარ ის ვისაც ვესაუბრები?
_გეშინია ... და შენი უნდა ეშინოდეს ყველას ჩემ გარდა
_მეკაჩავები თუ მკერავ _თვალებში უყურებდა,მზერა წამითაც არ მოუშორებია ბოლოს დივანს მიეყრდნო ,ფეხი ფეხზე გადაიდო და გაუღიმა
_ისევ შევხვდით
_და?
_გამომყვები საბაგიროთი გორაზე?
_შენ შიშებთან ბრძოლას არ ვაპირებ
_მე კი ძალიან მინდა ერთად ვიბრძოლოთ
_თავადაც არ იცი რა გინდა ... გამოიძინე . მგონი ვერ შეეჩვიე ქუთაისურ რეჟიმს . აქ ყველას სძინავს 10 საათზე . ფრთხილად იყავი ეგ ტყავის პლაში არავინ გაგხადოს _ საყელო გაუსწორა,იღიმოდა და ღელვას ფარავდა ,მაგრამ მისი გულისცემა ესმოდა თადას. გრძნობდა გაღრმავებულ სუნთქვას
_ამას ვითხოვებ და თავდაცვისთვის გამოვიყენებ _ ჯიბიდან ისე ამოაცალა სკალპელი ევამ ვერც იგრძნო
_რას ვსაქმიანობო რა მითხარი?
_მასწავლებელი ვარ
_ქართული ენისა და ლიტერატურის?
_საბაგიროდან რომ გადავხედავთ ქუთაისს შემდეგ მოგიყვები ჩემ ცხოვრებაზე
ევას მზერა თან გაიყოლა და წავიდა. იცინიდა, არც გაბრაზებულა, უცნაური იყო,უჩვეულო და არა’ჩვეულებრივი ყოველი შეხვედრა მერლანთან
..................................................
ორი დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნებულს მაგიდაზე დაუხვდა შეხვეული ნახატი რიონის თავზე წითელი და ყვითელი საბაგიროები იყო დახატული . ზემოდან კი ფურცელი იდო წარწერით „ დედამიწაზე თუ არავის ენდობი ცაში ავიდეთ ერთად და იქ დავსვათ ნდობის ათვლის წერტილი“

წასვლას არ აპირებდა ,მაგრამ გადაიფიქრა. მძიმე მშობიარე ჰყავდა, 16 წლის გოგონა მაღალი არტერიული წნევითა და პრეეკლამფსიით. იბრძოლა ,მაგრამ დამარცხდა . ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ეზიზღებოდა სიცოცხლის სიკვდილთან დამარცხების ყველა მომენტი.
სუნთქვა ეკვროდა ყურებში ესმოდა დედობის სურვილის მქონე ბავშვის ტირილის ხმა. მორიგეს გადააბარა დარჩენილი პაციენტები და შენობა დატოვა . სუნთქვა უჭირდა , ჰაერივით სჭირდებოდა განტვირთვა. მანქანასაც რაღაც დაემართა, ვერ დაძრა და საჭეზე იყო შუბლით მიყრდნობილი კარი რომ გაიღო
_ევა _ შიში დაინახა კაცის ხმაში ,სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად რომ გადაუწია და ქალმაც მისკენ გაიხედა ამოისუნთქა _ წამომყვები თუ გეშინია უცხო კაცთან ერთად მგზავრობა ,მიწაზეც
_საბაგირო ამ დროს იმუშავებს? _ ჩანთა აიღო ,გასაღები გამოაძრო და ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი ჩაკიდა. სუნთქვა აღარ უჭირდა,გაეღიმა კიდეც თადამ ხელზე რომ დახედა _ მზის ჩასვლისას კიდევ უფრო ლამაზია ჩემი ქუთაისი
_მანქანა აქეთ მყავს
_არ მახსოვს ბოლოს როდის გავისეირნე ... მანქანითაც სულ ღამე დავდივარ ,თან ჩქარა და ვეღარაფერს აღვიქვამ
_მანქანიდან რაღაცას ავიღებ და გავიდეთ _ მოშორებით მდგომ შავ გაზ24თან მივიდა , ჯინსის ქურთუკი და სიგარეტის შეკვრა აიღო.
_მომაწევინებ ? _უკვე მოპირდაპირე ქუჩას მიუყვებოდნენ რომ გახედა და დაელოდა
_თავი გინდა გადამაწონო ?_ჩაიცინა და შარვლის უკანა ჯიბიდან მარლბოროს შეკვრა ამოაცურა წინიდან კი რკინის სანთებელა
_პაზორია ქალი რომ ეწევა და თავი მოგეჭრება სანაცნობოში შენი ქალი რომ გააბოლებს ?
_კბილებს აფუჭებს და სტომატოლოგების ისე მეშინია მენანები შენც _ ღერი თავად ამოიღო მიაწოდა და მოუკიდა კიდეც. ევას არ გამორჩენია ყუთში კოხტად ჩალაგებული გადახვეული სხვა მოსაწევი ,მაგრამ არაფერი უთქვამს.
_სისულელეა , საერთოდ არ ამშვიდებს _პირველად რომ არ ეწეოდა და თადას გაღიზიანება არ ჰქონდა მიზნად ფაქტი იყო ,მაგრამ აქტიური მწეველიც არ გახლდათ _ გახსოვს პირველად როდის გასინჯე? მე მახსოვს და მაშინაც უბრალოდ ინტერესი მქონდა ,თორემ ზუსტად ვიცოდი 5 წუთითაც ვერ მიშველიდა.
_ჩვენ ოჯახს თამბაქოს პლანტაცია ჰქონდა ... სიგარეტს თვითონ რომ ამზადებ სინჯავ კიდეც . მე ჯერ ვყიდდი და მერე დავიწყე მოწევა , რეალიზაცია უფრო მარტივია როცა თვითონ ხარ მომხმარებელი . ძერსკი ტიპი იჩითები სიგარეტით ხელში,შავი სათვალით და ტყავის კურტკით 15_16 წლის ასაკში შენი შემოსავალი რომ გაქვს
_კანონდამრღვევი პედაგოგი ხარ, რომელიც კუსტარულად დამზადებულ სიგარეტს ყიდის?
_ვაჭრობა რომ არა ცივილიზაცია არ იარსებებდა ... მომავლის საქმიანობაც ეგაა _ ხალხს უყურებდა, რომელთა მზერაც ევასკენ იყო მომართული. ქალისკენ ქართული იერით ,რომელსაც ეცვა გრძელი ერთიანი კაბა აბოლებდა სიგარეტს და მშვიდად განაგრძობდა სიარულს
_რუსეთში რას აკეთებდი , ბებოს მოყვანილი თამბაქოთი დამზადებულ სიგარეტებს ყიდდი იქაც?
_ბებო აღარ მყავს , სახლიც გაყიდა დედაჩემმა და სიგარეტსაც აღარ ვეწევი იმდენს რამდენსაც ადრე
_მართლა მასწავლებელი მგონიხარ უკვე ...
_ჩემი ნახევრად რუსი ქართულის მასწავლებელი უფრო მეტ ბარბარიზმს იყენებდა საუბრისას ვიდრე მე ... რუსული სკოლა დავამთავრე _ თეთრ ხიდზე შეჩერდა და ზემოდან დახედა რიონს
_შენც ხტებოდი აქედან რიონში?
_ პირველად რომ გადავხტი ერთი გოგო მომწონდა ძალიან და ჩემი ძალის დამტკიცების მცდელობაში ვიყავი... სულ დამავიწყდა ცურვა რომ არ ვიცოდი . ძმაკაცი გადმომყვა და მიშველა თორემ თავის მოჩვენებას დიდხანს ვერ შევძლებდი
_და გოგომ რაო
_გოგო იმ ძმაკაცის ცოლია დღეს , სამი შვილი ჰყავთ . უფროსმა შვილმა ცოტა ხნის წინ მოიტაცა გოგო და იმდენი ხანია დაკარგულები არიან შვილიშვილიც რომ ეყოლოთ წლის ბოლოს არც ეგაა გამორიცხული
_ძმაკაცმა გოგო აგახია და ასე მშვიდად ყვები? _ ქარი თმას ურევდა. კოსად შეიკრა და თადას მზერაც მის ყელზე განლაგებულ პაწაწინა ხალებზე გადავიდა. პირველი შეხვედრისას რომ შეამჩნია და ახლაც ვერ წყვეტდდა თვალს
_ყველას მოგვწონდა ისეთი ლამაზი იყო ,მაგრამ მას მხოლოდ ჩემი ძმაკაცი უყვარდა და მასაც ჩვენგან განსხვავებით სიყვარული ამოძრავებდა მხოლოდ. რომ მივხვდი რაც ხდებოდა იმ წამსვე შევწყვიტე
_თვითმკვლელობის მცდელობებით თუ კერავდი გოგონებს საბაგიროდან ფრენაზე ნუ იფიქრებ ... შენ გადასარჩენად რიონში არ გადმოვეშვები იცოდე
_მას მერე იმდენი წელი გავიდა ყველაფერი შეიცვალა
_ახლა შენ გამო ხტებიან გოგონები წყალში?
_როგორი ირონიული ხარ ,დასცინი ჩემ ყმაწვილკაცობის პერიოდს. არადა როგორი გულწრფელი ვარ
_ცრემლები გაკლია და დავრწმუნდები რომ შენ გულს შევეხე
_ჩემ გულს შეეხე _ იდგა,უყურებდა ხიდის მოაჯირს მიყრდნობილს , მზის ჩამავალი სხივები რომ ეხებოდა სახეზე და ყელზე . სიგარეტის კვამლს მაღლა ცისკენ რომ უშვებდა და სევდის თან გაყოლებას რომ ცდილობდა . თითქოს დაიღალა ისე შეწყვიტა მოწევა და თეთრ ქვებს დახედა
_გგონია შენი გული გაუძლებს? მე არ მგონია გაუძლოს ჩემთან მაკავშირებელ გრძნობებს ამიტომ გირჩევ გაჩერდე
_რა დროს გაჩერებაა იმ საბაგიროში უნდა მოვხვდეთ იქამდე კი სიყვარულის ბაღში უნდა შევიდეთ_ ხელი ისე ბუნებრივად ჩაკიდა თითქოს სულ ასე დადიოდნენ
_აქ არ ეპატიჟებოდი გოგონებს ?-ბაღში იყვნენ უკვე
_ბიჭები დავდიოდით ,შემოვჯდებოდით ამ ბეტონის გალავანზე და შუაღამემდე ვრჩებოდით
_ყომარობდით,სვამდით,ეწეოდით ... არადა კულტურულ ცენტრში იყავით
_ნუ მტუქსავ ბავშვობის ცელქობებისთვის ...
_როგორ გეკადრებათ დატუქსვა ბატონო თადა . მე ვინ ვარ რაიმე მიგითითოთ
_წავედით? _დანიშნულების ადგილას იყვნენ . სულ რამდენიმე საფეხური და ნაბიჯი აშორებდათ მიზანს . ევას შეეძლო უკან გაბრუნება, შიშის აღიარების გარეშე სულ სხვა არგუმენტის მოფიქრება და მაინც მას სურდა განეცადა ეს შეგრძნება. საკუთარ თავს ცდიდა,სჯიდა თუ თადასთან ერთად სურდა დაბრკოლების გადალახვა ვერ გეტყვით . რამდენიმე წამი და ცაში დაკიდებულ წითელ საბაგიროში იდგნენ. თადამ მისი თითები იპოვნა ,ხელზე აკოცა
_ყველა შიში შეიძლება მართო უბრალოდ უნდა მოინდომო და საჭირო ადაამიანი იპოვნო თანმხლებად _ისე შეარჩია სიტყვები თითქოს საკუთარ შიშზე საუბრობდა
_შენ არ იცი შიში რა არის _ ხელი გაითავისუფლა, ყველა მხარეს საოცარი ხედი იშლებოდა და დრო არ ჰქოფნიდა დაკვირვებისთვის _ მაგრამ იცი როგორ მოატყუო... ვიცნობდი ერთ შენნაირ კაცს
_შენ მე არ მიცნობ
_საკმარისად მარტივი ხარ ... გადასვლა არ მინდა უკან რომ გავბრუნდეთ ხომ შეიძლება _ გორაზე ფეხის დადგმაც არ უცდია , არადა ულამაზესი იყო იქაურობა. ლამაზი და საშიში . არ ენდობოდა იმდენად რომ იქ მასთან ერთად დარჩენილიყო. ძალას როგორ ინარჩუნებდა ესეც არ იცოდა, წამითაც არ გაუხედავს კარისკენ,მხოლოდ ხედს უყურებდა თორემ სიმაღლიდან ვარდნის შიში პანიკამდე მიიყვანდა .
_აქაურობა რატომაა ასეთი მშობლიური და ლამაზი ვერ ვხვვდები. სულ რამდენიმე წელი ვიცხოვრე და ასე როგორ შემიყვარდა
_სიყვარულს დიდი დრო არ სჭირდება ... _გულში ითვლიდა უკვე, ბოლომდე ეგონა ,რომ თადამ ვერაფერი შეამჩნია
_აღიარებას სჭირდება _ გადავიდა და ევას დაელოდა .ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა,წამით წარმოიდგინა რომ წინ არაფერი ხვდებოდა . თვალები რომ დახუჭა და თითები სახეზე აიფარა გულის წასვლის შეგრძნება გაუჩნდა და მერე საყრდენი გაუჩნდა თადას სახით. როგორ მივიდნენ სკამთან არ ახსოვდა,ქუთუთოებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და სუნთქვას ცილობდა თავბრუსხვევის გასაქრობას ღრმა ჩასუნთქვებს აკეთებდა და მაინც მოხრჩობის შეგრძნება არ ნელდებოდა. ფეხებში ძალა გამოეცალა ,ერთიანად დაბუჟდა
_მიწაზე ვართ...შენთან ვარ. არაფერი ხდება . სახლში დაგაბრუნებ _ თადას ხმა ესმოდა, მხოლოდ ხელებზე ეხებოდა . მის წინ იყო ჩამუხლული და თითებზე თითებს უჭერდა
_მე წავალ და შენ აღარ ეცდები ჩემთან შეხვედრას
_ერთად წავალთ... სახლამდე მიგაცილებ და გნახავ რომ მოგენატრები
_სახლის მისამართსაც გავაგებინებ კაცს , რომელმაც სამსახურში მოსვენება დამიკარგა და ისეთი სიხშირით მოდის როგორც ბოლო ტრიმესტრში მყოფი მშობიარე? ბოლოს რა თქვი?მე მომენატრები და არა შენ მოგენატრები? ... იქნებ არცერთი
_შენ თორემ მე ახლაც მენატრები ...
_მონატრება ხომ არ გერევა სხვა სიტყვაში და საერთოდ გრძნობაში _წამოდგა,ეგონა კამათმა გამოაფხიზლა ,მაგრამ ფეხზე მყარად დგომა მაინც ვერ შეძლო. ისევ თადა იქცა მის საყრდენად
_რაც არ უნდა დავარქვათ შენც იგივეს გრძნობ და რასაც ჯერ არ იაზრებ იმის გააზრებაში დაგეხმარები _ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და იჭერდა_ხელში აგიყვანდი და ისე მივიდოდით მანქანამდე ,მაგრამ იფიქრებენ მოიტაცაო და ასე უცებ ჯერ კიდევ მოუთვინიერებელი ცოლად საშიში ხარ_სიტყვა არ უთქვამს მის მდგომარეობზე,ერთხელაც არ გაუმახვილებია ყურადღება ევას შიშზე .
_ხელს თუ არ გამიშვებ შემიძლია გავნო
_ვიცი,რომ შეგიძლია _ თავზე აკოცა ,პატარა ბავშვს რომ დასამშვიდებლად კოცნიან ისე _ სახლში რომ მიგიყვან მერე იტირე ,ახლა შენი ცრემლები რომ დავინახო სინდისის ქენჯნა გამაგიჟებს _გულწრფელი იყო, მხოლოდ ევამ არ იცოდა ზუსტად რას გულისხმობდა.
ჯერ ტაქსით იმგზავრეს , მძღოლი უცნაურად უყურებდათ. თადამ საჭიროზე მეტი მისცა და პირველი გადავიდა. ევა ხმას არ იღებდა ,დანებდა ,დამორჩილდა,ზრუნვის საშუალება მისცა და მიენდო თორემ ამაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში ყოფილა მარტო და ფეხზე მყარად მდგომი.
_შენ მანქანას გავაკეთებინებ და ხვალ რომ არ დაგხვდება იცოდე მე მეყოლება ... საღამომდე დაგიბრუნებ
_ხვალ არ ვმუშაობ
_სახლში მოგიყვან
_და კიდევ ერთხელ შევხვდებით
_არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მნახავ, ერთიც სააკმარისია
_საწამლავივით ხარ , ერთი წვეთი რომ კლავს ? _ თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი. მისკენ გაიხედა და დააინახა როგორ გაეღიმა
_ყველა გზით მებრძვი ,როგორი ქალი ხარ
_ჩვეულებრივი_თქო ვერ გეტყვი
_არ მეტყვი საით უნდა წავიდე , არა’ჩვეულებრივო ევა?
_არ იცი ?
_რომ ვიცოდე სახლში გამოგიგზავნიდი წერილს
_საინტერესოა როგორ
_ბავშვები არ გყავს სოფელში?
_მყავს ... მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და უდროო დროს მოსულ სტუმარს თანაც ახალგაზრდა კაცს ასეთი მანქანით მარტივად შეამჩნევენ
_მაფრთხილებ რომ ვერაფერს დაგიშავებ თუ გინდა გავითვალისწინო ხალხი რომ არ ავალაპარაკო
_ხალხმა რაც არ უნდა თქვას მე ვიცი ჩემი სიმართლე. ბრბოს თავის გადასარჩენად როგორც აწყობს ისე ხედავს
_ჩემი არ უნდა გეშინოდეს
_მხოლოდ საკუთარი თავი მაშინებს ... ზღვარი რომ ვერ დავიცვა,ბრაზი ვერ ვაკონტროლო და ვინმეს თავად დავსაჯო დანაშაულისთვის.
_ნამდვილად საშიშია, როდესაც ძალა გაქვს და ფეთქდები . ლამის ყელი გამომჭერი
_უნდა დააკაკუნო ოთახში შესვლისას... მე იმდენი გიჟისგან დამიცავს თავი მუშაობის დროს. იმდენი არანორმალური შემომვარდნია და დამსხმია თავს . სხვას რომ დაველოდო როდის მომეშველება ახლა დიდი ხნის მოკლული ვეყოლებოდი რომელიმე იარაღიან გიჟს,ნარკომანს ლომკის მოსახსნელად ან კიდევ პაციენტის შეშლილ ოჯახისწევრს რომელსაც 9 თვე არ მიუყვანია ექიმთან ორსული და უკვე ლამის ნამშობიარები გაჭედილი მოგუდული ბავშვით რომ მოჰყავთ ითხოვენ გადაარჩინო თუ ვერ გადაარჩენ შენც ზედ უნდა მიგაყოლონ . თავიანთ დანაშაულს და სიბეცეს არავინ აღიარებს ძალას ავლენენ და მეც იგივე იარაღით ვხვდები. თავს არ მოვაკვლევინებ მას ვისთანაც მართალი ვარ თუ ოდესმე დამნაშაავე ვიქნები საკუთარ თავს მე გამოვუტან განაჩენს და მევე აღვასრულებ
_საკუთარი თავის მიმართ უფრო შეუწყნარებელი ხარ დარწმუნებული ვარ ...
_რაც უფრო ახლობელია ადამიანი მით უფრო რთულია პატიება
_პირიქით არ უნდა იყოს? როცა გიყვარს პატიობ
_და ხდები სულელი ქალი ,რომელსაც სულ შეგიძლია მოატყუო,ატკინო,დაამცირო
_ნორმალურ ადამიანს ვგულისხმობდი და არა ნაბიჭვრებს ... ახლა საით ?
_მარჯვნივ შეუხვიე და პირდაპირ
_ამ გზას ყოველდღე გადიხარ ?
_მორიგე როცა არ ვარ მაშინ... შევეჩვიე და თან ნივა ყველგანმავალი მყავს. მთაშიც მაქვს ერთი სახლი , იქ ზამთარში საერთოდ ვერ ავდივარ და ამ წვიმების დროსაც გზა ისეთ მდგომარეობაში იყო იმედია სახურავი არ ჩამოინგრა. იმდენი საქმეა რომ მძინავს სინდისის ქენჯნა მიჩნდება ...
_ხომ გეხმარებიან
_სულ , სახლში რომ არ ვარ მეზობლები მყავს არაჩვეულებრივი . არაფრის დაკარგვის და გაფუჭების მეშინია ... როცა ვარ და საქმეა მაშინაც გვერდით არიან ისინიც და ნათესავებიც . ობოლი ვარ,მაგრამ მარტოდ_მარტო არ დავუტოვებივარ ჩემ მშობლებს
_მე დამტოვეს ...
_რამდენი წლის იყავი რომ გარდაიცვალნენ
_არ ვიცი გარდაიცვალა თუ არა ,არც მაინტერესებს. მე რომ დამტოვეს ჩვილი ვიყავი. მამა არც ვიცი სად იყო და დედა მშობიარობის შემდეგ სამშობიაროდან გაიპარა ... გყოლია ალბათ ჩემნაირი ბავშვები ,ცივსისხლიანი დედები რომ ჰყავთ გააჩენენ და მიაგდებენ თითქოს მისი არაა
_მყოლია, მრავლად ... და ვფიქრობ მადლიერები უნდა იყვნენ ის ბავშვები ასეთ არაადამიანებთან რომ არ იზრდებიან . ბავშვთა სახლში გაიზარდე?
_მერე მიშვილეს ... უფრო სწორად მიყიდეს 1500 მანეთად . თქვენს სამშობიაროში რა ღირს ახლა ჯანმრთელი ბიჭები ?
_ჩემთან ბავშვები არ იყიდებიან
_დარწმუნებული ვარ შენ არ ყიდი ,მაგრამ სხვებზეც ნუ დადებ თავს
_ორი დღეა დაბრუნდი და რა ინფორმაციები გაქვს
_წასვლამდე ვიცოდი ბევრი
_ვინ ხარ
_ხომ გითხარი აღმზრდელმა მშობლებმა რაც დამარქვეს , მამობილის გვარიც
_ქუთაისში ცხოვრობდით სუულ?
_არა ,დედობილი ხულოდან იყო და ხშირად იქ ვიყავით . მამა რუსეთში რომ მიდიოდა ბებია მყავდა ანჩხლი და დედაჩემი რომ არ გაგიჟებულიყო ჩემთან ერთად მიდიოდა მთაში. ბევრგან მიცხოვრია ,ბევრი მინახავს და ბევრი ვიცი
_აღმზრდელი მშობლები სად არიან ახლა
_ორი წლის წინ გარდაიცვალნენ ... მძიმე გახდა ჩვენი დიალოგი
_გამოდის შენ ორმაგად ობოლი ხარ... ნამდვილი მშობლების ვინაობა არ გაარკვიე?
_ვიცი ვინც არიან , სადაც არიან და როგორ ცხოვრობენ ... იმათ არ იციან მე ვინ ვარ . არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი ,ცოცხლებს შორის სამმა ადაამიანმა იცის ნაყიდი რომ ვარ და მეოთხე გახდი .
_ნება შენია... მე მეტად ამ თემას არ შევეხებით




_მოვედით ... _ქუჩა სავსე იყო ბავშვებითა და მოხუცებით. ჭიშკართან მუხის ძირში დიდი ხის მაგიდა და სკამები იყო სულ იკრიბებოდნენ ხოლმე . ევამაც იქ გააჩერებინა _გმადლობ . იმედი მაქვს ამ მისამართს დაივიწყებ და მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევისას გამოიყენებ.
_ შენი ნახვა რომ მომინდება კლინიკაში გიპოვნი ... არ ამიკრძალო, ხომ გითხარი ვერ გავითვალისწინებ
_მეგობრობა ....
_მეგობრობა არ მინდა! მხოლოდ მეგობრობა არ _ მაშინვე შეაწყვეტინა ,ისევ ხელზე აკოცა და ევა რომ გადავიდა წამსვე დაძრა მანქანა.
_ევა ბებია შენახარ? შენ მანქანას რა დეემართა კი მარა... ხო გაქ მშვიდობა
_ მე ვარ თალიკო ... როგორ ხართ ძვირფასებო?_ქალებს მოეხვია და ცარიელ ადგილას ჩამოჯდა _ ჩემ მანქანას რაღაც დაემართა და მეგობარმა მომიყვანა. თქვენთან რა ხდებოდა ეს ორი დღე?
_არაფერი ბებიკო . ამ ჩვენმა ლადოიამ ქალი მეიყვანა საცხეიდან... იწეწავდა ნუნუ ყველაფერს თმა არ დეიტოვა თავზეც და იქინეც. ასე გარეგნულად არაფერი ჭირს ბრმაი არაა,ყრუი და კოჭლი რა ვიცი რამ გადარია ე ქალი. შეწუხდა მერე,ძლივს მოვაბრუნეთ
_საწყალი ის გოგო მაგის ხელში...რა ქვიაო რა თქვეს?
_ლია ,ასე არ თქვა გოგო?_ ბავშვს გახედა
_არ ვიცი მე
_აბა რა იცი გოგო ... დედაშენივით ლენჩი რავა გამოდი,არაფერი თქვენ არ გაინტერესებთ
_სხვისი რძალი ეცოდება და თავისი შეჭამა ცოცხლად _აკისკისდნენ ერთხმად ქალები . მათთან ყველაფერი ავიწყდებოდა,უსმენდა და გონებაც განტვირთვას ახერხებდა. არავინ და არაფერი რჩებოდა მხოლოდ პრიმიტიული ყოველდღიურობა .
_მიდი დედა დეისვენე ახლა შენ. ცხელი ჭადები და კაი ამოსული ხველი მაქ ,დამწდარი შენ რო გიყვარს ისეთია. გადმოგირბენიებს ბოვში იგი ჭამე. მერე რო მეიკეთებ საქმეებს ხვალ გადადი შენც და ნახე ერთი შენი დაკვირებული თვალით რაი უჭირს იმ ხალხს. დააწყნარე ორივე და რო იცი ისე მიეშველე თვარა მაგენის თხელი ჭკუა ხო იცი ააგდებს ქვას და შეუშვერს თავს
_გადავალ ეთო, გადავაალ
_ნადუღი მაქ ახალდაწურული პიტნაში გადავზელ ,გიყვარს შენ _ ხელზე აკოცა ,თან წელზე ჰქონდა მკლავი მოხვეული და ეხუტებოდა _ ბევრი ქალი კიოდა წუხელის ?
_ბევრი ბიჭი და გოგო დაიბადა მაგ კივილის მერე
_ყიდიენ ბოვშებსო და მართალია?_ამ მცირე დროში უკვე მეორედ ესმოდა მსგავსი შინნაარსის კითხვა
_ჩვენთან არ _პასუხი ჰქონდა ისევ იგივე,მაგრამ უკვე ეჭვი დაებადა. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ბავშვებს მოეფერა ეზოში შესვლამდე და შემდეგ ჭიშკარი გააღო. ისე ხმაურობდა თითქოს ეუბნებოდა დიდხანს დამტოვეო. სახლი უდრეკად უმზერდა,ელოდა თავისი მარტოობითა და სოცარიელით.
ტანსაცმლის გამოცვლაც ვერ მოასწრო მეზობლის გოგონამ ლანგარზე დალაგებული საჭმელები რომ მოუტანა. ზემოდან გადაფარებული თეთრი ტილოთი . მჭადებს ჯერ კიდევ ეკრო ზემოდან ნეშოს ფოთლები და ისეთი ცხელი იყო თითებს დაგწვავდა.
_ბებიამ მითხრა დასვი მაგიდასთან დაიწყოს ჭამა და ისე წამოდიო
_დაიცა რაღაცას გაგატან შენს მსუნაგ ბებიკოსთან . ეს ჩუმად დაუდე ოთახში ესენი დანარჩენებს მიუტანე ... ტკბილად იჭორაონ უფრო _შოკოლადები გაატანა გოგონას და მერე დაჯდა მაგიდასთან. თავი ათასი ფიქრით ჰქონდა სავსე არ იცოდა რომლით დაეწყო . საწოლამდე რომ მივიდა ქუჩიდან ისევ ისმოდა ხმები, მთვარის შუქზე განაგრძობდნენ საუბარს ქალები სანამ ქმრებს არ გაახსენდათ და მერე ყველანი თავიანთ სახლებში მიმოიფანტნენ.

საავადმყოფოში მისულს მანქანა არ დაუხვდა . თადასთვის გასაღების მიცემის მომენტი არ ახსოვდა ,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო რომ მას ჰყავდა შესაკეთებლად წაყვანილი. სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს მაგიდაზე დაუხვდა წერილი ,გასაღები და მინდვრის ყვავილების პატარა კონა იებით,ყოჩივარდებითა და ფურუსულებით . ისე გამოიყურებოდა თითქოს საკუთარი ხელით ჰქონდა დაკრეფილი და ძაფით შეკრული.
„მხოლოდ პაციენტებზე ნუ ზრუნავ მიხედე საკუთარ თავს ან მე მომეცი ნება ახლოს ყოფნის და შენზე ზრუნვის „
ფურცელი ბლოკნოტში ჩადო ,ყვავილები მაღალ ჭიქაში და იქვე მაგიდაზე დატოვა . მანქანის გასაღები ქურთუკის ჯიბეში ჩააგდო და ამბულატორიული პაციენტების მიღებაზე გადავიდა.

თადა მომდევნო რამდენიმე კვირა გაუჩინარდა. ევას ყველა წამს ეგონა რომ ოთახის კარს შეაღებდა და შევიდოდა,სახლში მის დახვედრასაც კი ელოდა ის კი არსად იყო. ბოლოს საკუთარ თავზე გაბრაზდა, უპატიებელ დანაშაულად თვლიდა იმ ემოციას რაც კაცის მიმართ გაუჩნდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო რა საინტერესოა ევას ასეთი პანიკური შიში სიმაღლის.შეიძლება არაფერი არ აკავშირებს ამას წარსულთან,ბევრს აქვს ხოლმე სიმაღლის შიში, მაგრამ ყურადღება მიიქცია ჩემი.როგორ გამიხარდა თადა რომ მოვიდა გოგონას დასახმარებლად და დაიცვა მისი ძმისგან. ამ თავში საინტერესო თემა იყო ასევე ბავშვების გაშვილება - გაყიდვის თემა.გული მიგრძნობს უფრო განავრცობ ამ თემას ისტორიაში. გელოდები მთელი გულით ❤️❤️❤️
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს შენი ისტორიები სულ განსხვავებული რომ არის და განსხვავებულ ემოციებს რომ გიტოვებს, ვნახოთ აბა როგორ განვითარდება ჩვრნი არა'ჩვეულებრივბის ამბებიი, მიყვარს შენ რომ განსაკუთრებით მიცნობ ეინა თავში მითხარი დარწმინებული არ ვარ მოგეწონება თუ არა თადაო და დიახ მეც სადღაც მაქ ვარ ძველი დრო აღარ არის სულ კაცებს რომ ვგულშემატკივრობდიი :დდდ ახლა ქალებისკენ გადავედი :დდდ, ველოდები შემდეგ თავს აბა ვნახოთ სად დაიკარგა ბატონიი.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ოო რა საინტერესოა ევას ასეთი პანიკური შიში სიმაღლის.შეიძლება არაფერი არ აკავშირებს ამას წარსულთან,ბევრს აქვს ხოლმე სიმაღლის შიში, მაგრამ ყურადღება მიიქცია ჩემი.როგორ გამიხარდა თადა რომ მოვიდა გოგონას დასახმარებლად და დაიცვა მისი ძმისგან. ამ თავში საინტერესო თემა იყო ასევე ბავშვების გაშვილება - გაყიდვის თემა.გული მიგრძნობს უფრო განავრცობ ამ თემას ისტორიაში. გელოდები მთელი გულით ❤️❤️❤️

თადა იქნება ყველგან სადაც ევას დასჭირდება ...
ევას კიდევ ისეთი ცხოვრება აქვს დასვენებისთვის და მოდუნებისთვის არ სცალია
ძალიან მიხარია საინტერესო რომ გამოდის და შემდეგი თავებიც იმედია შეინარჩუნებს ამ ინტერესს

დარინა
მიყვარს შენი ისტორიები სულ განსხვავებული რომ არის და განსხვავებულ ემოციებს რომ გიტოვებს, ვნახოთ აბა როგორ განვითარდება ჩვრნი არა'ჩვეულებრივბის ამბებიი, მიყვარს შენ რომ განსაკუთრებით მიცნობ ეინა თავში მითხარი დარწმინებული არ ვარ მოგეწონება თუ არა თადაო და დიახ მეც სადღაც მაქ ვარ ძველი დრო აღარ არის სულ კაცებს რომ ვგულშემატკივრობდიი :დდდ ახლა ქალებისკენ გადავედი :დდდ, ველოდები შემდეგ თავს აბა ვნახოთ სად დაიკარგა ბატონიი.

ნუ ევა ისეთიაა ევასკენ არ იყო ძალიან რთულია და თადა ვინ არის რა უნდა და რა გეგმებითაა მაგას რომ გავიგეებთ მერეც თუ მოგხიბლავს ე.ი მართლა გამოვიდა :დ ნუ მე მიყვარს ხო იცი მე სულ მიყვარს ყველა დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებიანად ♡♡♡♡

 


№4 სტუმარი TeT

ძალიან კარგია, ველი მოვლენების განვითარებას ❤️ მადლობა მარიამ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არვიცი ესე უცებ თადა საიდან გამოჩდა ცოტა ჩვენ ქალბატონი შეაფიქრა და აორთქლდა ას ბატონი რას მალავს მაგრამ ევას თუ არ მოუნდა თადასთან ვერაფელს გახდება არაჩვევლებრივი თავი იყო მომეწონა მოუთმენლად ველოდები ახალ თავს სულ დაძაბული ვკითხულობდი არაფერი გამომჩენოდა დანარჩენს სხვა დროს დავწერ ეხლა დავფიქრდე ცოტა რა ღაცას ვერ ჩავწვდი თადამ დამაინტერესა მადლობა წარმატებები

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

TeT
ძალიან კარგია, ველი მოვლენების განვითარებას ❤️ მადლობა მარიამ

მადლობა ♡♡♡ მალ_მაალე დავდებ ახალ თავებს თუ რაიმე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი არ გამოჩნდა ♡♡♡

სტუმარი ნესტანი
არვიცი ესე უცებ თადა საიდან გამოჩდა ცოტა ჩვენ ქალბატონი შეაფიქრა და აორთქლდა ას ბატონი რას მალავს მაგრამ ევას თუ არ მოუნდა თადასთან ვერაფელს გახდება არაჩვევლებრივი თავი იყო მომეწონა მოუთმენლად ველოდები ახალ თავს სულ დაძაბული ვკითხულობდი არაფერი გამომჩენოდა დანარჩენს სხვა დროს დავწერ ეხლა დავფიქრდე ცოტა რა ღაცას ვერ ჩავწვდი თადამ დამაინტერესა მადლობა წარმატებები

თადას ხშირად ექნება მოულოდნელი გამოჩენები და კი აურევს ტვინს ევას
წიმ ბევრი საინტერესო ამბავია მათ ცხოვრებაში ვნახოთ როგორ მოგეწონებათ გაგრძელება ♡♡♡ მადლობა რომ მომყვებით ,კითხულობთ და აზრებს მიზიარებთ

 


№7 სტუმარი სტუმარი დიანა

მდაააა! რაღაც ლამაზი და სუფთა ფლირტით მოძრაობს თადა. მომწომს მარიამ, ძალიან მომწომს! ❤️ ვგრძნობ განვითარებას, ძვირფასს. ????

პ.ს. დასაწყისშივე ვიგრძენი არ იქნებოდა წყვილის დაახლოვება ბანალური სვლებით, დასაწყისშივე ვიგრძენი ეს ისტორია, რაღაც ისეთს დატოვებს.. სულ რომ მოგინდება შემობრუნება! ????

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დიანა
მდაააა! რაღაც ლამაზი და სუფთა ფლირტით მოძრაობს თადა. მომწომს მარიამ, ძალიან მომწომს! ❤️ ვგრძნობ განვითარებას, ძვირფასს. ????

პ.ს. დასაწყისშივე ვიგრძენი არ იქნებოდა წყვილის დაახლოვება ბანალური სვლებით, დასაწყისშივე ვიგრძენი ეს ისტორია, რაღაც ისეთს დატოვებს.. სულ რომ მოგინდება შემობრუნება! ????

მეც ეგ მინდა ზუსტად , რომ დაგამახსოვრდეთ და დაბრუნება მოგინდეთ გამორჩეულ მომენტებში ,მაგრამ არ ვიცი სურვილს თუ ავისრულებ და თუ ვიპოვნი საჭირო სიტყვებს იმ ყველაფრის გადმოსაცემად რაც გეგმაში მაქვს
თადაც არა'ჩვეულებრივია ევას მსგავსად
შემდეგ თავებში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდებით ამაში

 


№9 სტუმარი Елка

Гамихарда тквени дабрунеба мовицхине тквени новелебис гареше. Евац момцонс да тадас саинтересод даицхо. Беври саидумло гамочндеба тадаси. Миквархарт мадлоба.

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მიხარია რომ დაგვიბრუნდი მარიამ.უკვე მოუთმენლად ველოდები ამათ ამბებს.

 


№11 სტუმარი ბარბარე ❤️

დიდი ხანია აქ რამე აღარ წამიკითხავს მაგრამ შენი სთორი ვნახე და შემომიტყუა აქ სასიამოვნო დროის გასატარებლად ❤️
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არა’ჩვეულებრივი იქნებოდა❤️ ორივე თავი ერთად წავიკითხე მაგრამ მაინც არ მეყო ჩამითრია <3 ველოდები შემდეგს მიყვარს შენი პერსონაჟები და მათი ისტორიები❤️

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Елка
Гамихарда тквени дабрунеба мовицхине тквени новелебис гареше. Евац момцонс да тадас саинтересод даицхо. Беври саидумло гамочндеба тадаси. Миквархарт мадлоба.

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ ♡♡♡

სტუმარი თამო
როგორ მიხარია რომ დაგვიბრუნდი მარიამ.უკვე მოუთმენლად ველოდები ამათ ამბებს.

ხვალ დავდებ შემდეგს და კიდევ უფრო საინტერესო ახლა თავს ♡♡♡ მადლობა რომ კითხულობთ და ნაბიჯ ნაბიჯ მომყვებით

ბარბარე ❤️
დიდი ხანია აქ რამე აღარ წამიკითხავს მაგრამ შენი სთორი ვნახე და შემომიტყუა აქ სასიამოვნო დროის გასატარებლად ❤️
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არა’ჩვეულებრივი იქნებოდა❤️ ორივე თავი ერთად წავიკითხე მაგრამ მაინც არ მეყო ჩამითრია <3 ველოდები შემდეგს მიყვარს შენი პერსონაჟები და მათი ისტორიები❤️

ძალიან მიხარია მკითხველი ასე რომ ელის ჩემ ახალ.ისტორიას და მომყვება მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე ვერ დავდებ ახალ თავს ვეცდები ძალიან არ გალოდინოთ და არ ინანოთ კითხვის დაწყება ♡ მადლობა თითოეული სიტყვისთვის

 


№13  offline წევრი თ. ა.

ყოველთვის აღვნიშნავდი მე, რომ შენი ისტორიები ცალკე განზომილებაა. იმდენად გაიზარდე და შენი ნაწერებიც გაზარდე მსიამოვნებს რომ გკითხულობ. ჩემი ხულო იყო ნახსენები(თუ სწორად წავიკითხე) ამიტომ მომწონს ორმაგად ვნახოთ აბა ვინ რა სულის მატარებელია. ჯერ არ ვიცი ვის უნდა ვუგულშემატკივრო, თუმცა ჩემთვის ევას მიერ ფეხმძიმე გოგონას დაცვა, ძალიან დიდი პლიუსია.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
ყოველთვის აღვნიშნავდი მე, რომ შენი ისტორიები ცალკე განზომილებაა. იმდენად გაიზარდე და შენი ნაწერებიც გაზარდე მსიამოვნებს რომ გკითხულობ. ჩემი ხულო იყო ნახსენები(თუ სწორად წავიკითხე) ამიტომ მომწონს ორმაგად ვნახოთ აბა ვინ რა სულის მატარებელია. ჯერ არ ვიცი ვის უნდა ვუგულშემატკივრო, თუმცა ჩემთვის ევას მიერ ფეხმძიმე გოგონას დაცვა, ძალიან დიდი პლიუსია.

მიხარია პირველ რიგში ის რომ ისევ მკითხულობ და არ მივიწყებ ♡ ეს ისტორია უნდა გამოვიდეს კიდევ ერთი განსხვავებული ისტორია სხვა ჩემი ისტორიებისგან და თან ჩემებური ♡♡♡

 


№15  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ მომნატრებიხარ და როგორ გამახარა ამ ისტორიამ...
მე მომწონს თადა.
სახელიც კი როგორი შეურჩიე არა'ჩვეულებრივი.
და ვთვლი,რომ ჩვენი გოგო ძალიანაც ქალურია, უბრალოდ, სწორი კაცი უნდა უყურებდეს და ხედავს აგერ ჩვენი თადა ადეკვატურად.
ასე მგონია, მშვიდი ქარიშხალი დგას ამ ორს შორის.
გელი სულმოუთქმელად.

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

მე♥უცნაურე
როგორ მომნატრებიხარ და როგორ გამახარა ამ ისტორიამ...
მე მომწონს თადა.
სახელიც კი როგორი შეურჩიე არა'ჩვეულებრივი.
და ვთვლი,რომ ჩვენი გოგო ძალიანაც ქალურია, უბრალოდ, სწორი კაცი უნდა უყურებდეს და ხედავს აგერ ჩვენი თადა ადეკვატურად.
ასე მგონია, მშვიდი ქარიშხალი დგას ამ ორს შორის.
გელი სულმოუთქმელად.

ქარიშხლის ნიავები ნამდვილად იქნება სულ და ბოლოს დატრიალდება კდიეც ეგ ქარიშხალი მაგრამ წალეკავს თადას თუ არა არ ვიცი ჯერ არ დამიწერია ბოლო ნაწილი ახლა გადავდივარ მაგ ეტაპზე და მე თვითონ მაქვს ისეთი ინტერესი რა გამოვა საბოლოოდ ინტრიგაში ვარ :დ
მადლობა რომ კითხულობ ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის თქვენი აზრების მოსმენა და კონტაქტი მკითხველთან ♡♡

 


№17 სტუმარი სტუმარი სალომე

ველოდები , მალე დადებთ?

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სალომე
ველოდები , მალე დადებთ?

ხვალ დავდებ
ყოველ მეორე დღეს ვდებ ახალ თავს უფრო ადრე ვერ

 


№19  offline წევრი რუსკიმარუსია

„ დედამიწაზე თუ არავის ენდობი ცაში ავიდეთ ერთად და იქ დავსვათ ნდობის ათვლის წერტილი“ ვფიქრობ არა განზრახულად უკვე დასვეს ნდობის ათვლის წერტილი???? და ძალიან არ მინდა ვინმეს ან რამეს გამო გაქრეს.
ევა ისეთივე არაჩვეულებრივია როგორი პროფესიაც აქვს❤️ იმაზე მაგარი რა უნდა იყოს როცა ახალი სიცოცხლის დაბადების მონაწილე და ხელისშემწყობი ხარ❤️ ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მგონია რომ ამ სიძლიერით ცდილობს სისუსტე დამალოს. რეალურად მასზე ძლიერ საყრდენს ეძებს და ვფიქრობ თადას სახით იპოვნა კიდეც❤️
თადა. ვინაა ეს ბიჭი და საიდან გაჩნდა? მაინც რას საქმიანობს ისეთს რომ რამდენიმე კვირით გაქრა? რას გეგმავს და რისი მიღწევა უნდა? ეს ბიჭი ჯერ-ჯერობით გამოცანაა :)
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
„ დედამიწაზე თუ არავის ენდობი ცაში ავიდეთ ერთად და იქ დავსვათ ნდობის ათვლის წერტილი“ ვფიქრობ არა განზრახულად უკვე დასვეს ნდობის ათვლის წერტილი???? და ძალიან არ მინდა ვინმეს ან რამეს გამო გაქრეს.
ევა ისეთივე არაჩვეულებრივია როგორი პროფესიაც აქვს❤️ იმაზე მაგარი რა უნდა იყოს როცა ახალი სიცოცხლის დაბადების მონაწილე და ხელისშემწყობი ხარ❤️ ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მგონია რომ ამ სიძლიერით ცდილობს სისუსტე დამალოს. რეალურად მასზე ძლიერ საყრდენს ეძებს და ვფიქრობ თადას სახით იპოვნა კიდეც❤️
თადა. ვინაა ეს ბიჭი და საიდან გაჩნდა? მაინც რას საქმიანობს ისეთს რომ რამდენიმე კვირით გაქრა? რას გეგმავს და რისი მიღწევა უნდა? ეს ბიჭი ჯერ-ჯერობით გამოცანაა :)
შემდეგამდე, მარიამო❤️

ევა თავისზე ძლიერს ელოდა და თადა არის კიდეც სინამდვილეში ვინ არის მაგას კიდევ ჯერ ვერ გავიგებთ .
როგორ მიხარია ფაქტი შენ რომ ისევ ახალ ისტორიას ნაბიჯ_ნაბიჯ მოჰყვები და აზრებს მიზიარებ . ახლა ავტვირთავ ახალ თავს და იმედია მოგეწწონება
მადლობა ყველაფრისთვის ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent