შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა'ჩვეულებრივი(5)


14-05-2024, 19:54
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 754

_თავი გამიტეხე ...-ხელი თავზე მოისვა და სისხლიან თითებს დაჰყურებდა
_ჩემი სურვილის წინააღმდეგ ვერავინ შემეხება !
_ამიტომ არ დაგირტყამს... დამნაშავე გგონივარ და იმიტომ _ ზედა გაიხადა და სისხლმდენ ჭრილობაზე მიიჭირა. სახე შეცვლილი ჰქონდა, ტკივილის პირველი ეფექტისგან იყვირა კიდეც ,მაგრამ სახლიდან გამოსულ სიმღერებს ვერ გადაფარავდა _არ ვარ დამნაშავე ,შენ სახლში არავინ შემომიგზავნია,არ ვიცი საერთოდ რაზე ლაპარაკობ . თავბრუმეხვევა _ ხის სკამზე დაჯდა . თავიდან თქრიალით სდიოდა სისხლი ,ხელებიც შეეღება წითლად.
_არ მჯერა... მე არ ვცდები !
_შეგეშალა , მე არ ვიცი რაზე ლაპარაკობ !
_მათთან ერთად დაგინახე გუშინ საღამოს
_ძმაკაცმა გამაცნო ... მუშაობა დააწყებინეო და მეც მტვირთავებად ავიყვანე საწყობში
_აქამდე რატომ არ მითხარი
_ხომ გითხარი არ შემომიშვია შენთან სახლში არავინ_თქო
_არ ვიცნობო ასე მეუბნებოდი
_არც ვიცნობ ...
_ვინ მეგობარმა გაგაცნო... რა ქვია იმ მეგობარს
_ გარინჩას ეძახიან . არ მითხრა ვიცნობ მაგასაცო თორემ შევიშლები _თავი დახრილი ჰქონდა,ხელს იჭერდა ,მაგრამ ცუდად იყო _ თავი როგორ გამიტეხე გოგო ... მართლა არ მოგწონვარ? ასე დამაშტერე ,მომატყუე,მეთამაშე რომ ვერ მივხვდი ? ყველაფერი მოიტყუე?
_საიდან იცნობ გარინჩას _ ხის კარი გააღო და ტილოები გადმოალაგა. უცებ დაკეცა, ცივი წყლით დაასველა და წამში შეცვლილი ხასიათით დაიწყო მასზე ზრუნვა. სისხლიანი მაისური იატაკზე ეგდო, ნაკაწრებიდან ნამსხვრევები ამოაცალა, იმდენად ახლოს იყო როგორც არასდროს. წელს ზემოთ შიშველს,მის ფეხებსშორის მდგომს ჭრილობას უმოწმებდა. შუბლით მუცელზე მიყრდნობილს თავად დაეყრდნო ,როდესაც გაიაზრა რომ ზედაპირული კაპილარები იყო გამსკდარი და გაუხარდა დიდი გრაფინის ნაცვლად პატარა რომ ჩაარტყა _მიპასუხე ... საიდან იცნობ _მეთქი
_საშინლად მომექეცი. ასეთი უნდობლობა და ასეთი ბრალდება არ დამიმსახურებია შენგან. შენ იმდენად ხარ გაგიჟებული ისე გაქვს ჩაბეჭდილი გონებაში რომ არავის უნდა ენდო ,ყველა გატყუებს ,ყველა საშიშია მეც ვიღაც ს.რების რიცხვში გამიყვანე
_მიპასუხე საიდან იცნობ და მერე ვიფიქრებ დანაშაული მაქვს გამოსასყიდი თუ არა
_შენც იცნობ აშკარად...ნახე და თვითონ ჰკითხე საიდან მიცნობს. ღვინით სავსე ბოთლი აიღო,თავსახური მოაძრო და მიიყუდა _ ყველაფერი მტკივა
_ეგ ღვინო ... ბოლო ბოთლი იყო
_არ მაინტერესებს ... ჩემი თავი სავსეა ნატეხებით
_ნუ დგამ დრამას ... არაფერი მოგივა. ასე ძლიერადაც არ ჩამირტყამს
_ასე დაუმშვიდობებლად როგორ წავიდე ... -სახლისკენ გაიხედა,ფანჯრიდან ჩანდნენ მოცეკვავე ქალები
_იჯექი მანდ ...სად უნდა წახვიდე დამელოდე ორი წუთი
_უფრო მძიმე უნდა ჩამარტყა რამე ?
_ წავლენ და მოგხედავ
_არ მჭირდება ,გმადლობთ . მივდივარ მანქანაში მექნება რამე ზედა
_თადა გეყოფა ბავშვივით გაბრაზება ... დამელოდე რამდენიმე წუთი
_დამცინის სიმონ
_თადა
_ მაინც ვერ მივდივარ

სახლში შევიდა და ქალებთან ჩამოჯდომისთანავე დაცალა ერთი ჭიქა.
_სად წავიდა ის ბიჭი
_დაათვრე და მოითიშა. გვიანია უკვე წავედით ახლა ხვალ უნდა იმუშაოს გოგომ -თალიკომ თქვა და პირველი წამოდგა
_წავედით ხო... ის ბიჭი არ დამიკარგო იცოდე . არაა ხელიდან გასაშობი
_კარგი ქალო წამოდი ახლა და მერე ასწავლე რაფერ გამეიჭიროს კაცი
_რათ უნდა გამოჭერა ანგელოზივითაა
სახლიდან ყველანი ერთად გავიდნენ. ის კი თადასთან შევიდა და თვალებდახუჭული რომ დაინახა გული ლამის გაუსკდა
_თადა ... თადა შემომხედე
_გიყურებდი და არ გინდოდა ,შენი ვერაფერი გავიგე
_შენი დაძინება არ შეიძლება ... წამომყევი _ ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის დაეყრდნობოდა
_სახლებში იქნებიან უკვე თალიკო და ეთო?
_კი ,ქვემოთ ცხოვრობენ
_მაშინ წავალ ... თავგაპობილს რომ მნახავენ იფიქრებენ მოძალადეაო და არ მინდა იმ საყვარელ ბებოებს ასეთად დავამახსოვრდე _ სისხლით დასვრილი მაისური აიღო და გარეთ ისე გავიდა ევას არ შეხებია.
_სად მიდიხარ
_სახლში ... არ იდარდო არ გიჩივლებ
_გეყოფა !
_ნამდვილად მეყოფა ... იმ ქალთან ვერ ვიქნები ვინც სულ ოდნავადაც არ მენდობა ,არ მიცნობს და არც ცდილობს გამიცნოს,არ სჯერა ჩემი და არც დამიჯერებს.
_მე და შენ არ გვეხება ახლა ეს ამბავი... ცუდად გახდები გზაში
_ახლა უარესად ვარ
_აუცილებლად ბოდიში უნდა მოგიხადო?
_არ მჭირდება. პირიქით ,მე მაპატიე აქამდე რომ მივიყვანე ყველაფერი. _ჭიშკრამდე ძლივს მივიდა. მიაბიჯებდა,არ წაქცეულა მაგრამ თავი დაბლა ჰქონდა დახრილი. წელს ზემოთ შიშველს სისხლის წვეთები მხრებზეც ჰქონდა
_მაპატიე ... მე ასეთი ვარ . ყოველთვის ყველაფერი უნდა ვიცოდე იმ ადამიანზე ვინც ახლოს მყავს. კაცი საერთოდ არ მომიშვია შენამდე ასე ახლოს. იმათთან რომ დაგინახე გავგიჟდი. დღეს რომ მოხვედი მეგონა თამაშს აგრძელებდი და მეც აგყევი. არავის ვაძლევ მოახლოების ,შეხების საშუალებას ... ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ არაფრის ნებას და შენ მაკოცე მას მერე რაც გითხარი. თავი ვერ გავაკონტროლე ,არასდროს ყოფილხარ ამ მდგომარეობაში? ბრაზი ძალადობით არ გამოგიხატავს?
_კოცნაზე სახეში გარტყმით პასუხობენ ქალები
_მე არ ვარ ჩვეულებრივი ქალი ... ჩვეულებრივი ცხოვრებით და წარსულით
_ასე ვინ გატკინა...ვინ გიღალატა
_ცხოვრებამ მიღალატა ... სხვამ არავინ . შენ ნუ იქნები პირველი. მაპატიე და ნება მომეცი შენზე ვიზრუნო . ახლა თუ წახვალ უკან გამოგყვები,მაინც არ დაგტოვებ უბრალოდ მდგომარეობას გაირთულებ.
_აქ რომ დავრჩე ხვალ ყველას ეცოდინება რომ შენთან გავატარე ღამე ... ჭორებს ვერ გააჩერებ
_არაუშავს ... ეგ იქნება ჩემი სასჯელი შენი თავის გატეხვისთვის
_კოცნაზე ასე არავის უპასუხია ... არასდროს დასრულებულა ჩემი კოცნები დარტყმებით _სახლში იჯდა უკვე ევა თავიდან ამუშავებდა ჭრილობებს . ხელები იქვე დააბანინა და მხრებიდანაც მოაშორა სისხლის წვეთები. შემდეგ სუფთა პერაანგი მიაწოდა
_არ ვიცი მოგერგება თუ არა ... ის გადასაგდებია . არ ამოშორდება ლაქები ალბათ. ახალს გიყიდი როგორც კი შევძლებ
_რატო მეღადავები სიმონ, რას მიყიდი...
_კარგი არ გიყიდი ... გულისრევის შეგრძნება გაქვს?
_მაქვს,მაგრამ მთვრალიც ვარ.
_გეუბნებოდი დაგათრობენ_თქო
_შერყევა მაქ ?
_არამგონია,მაგრამ სასურველია დაწვე ... ოთახი მზად მაქვს უკვე . მეორე სართულზე ავიდეთ
_არ მინდა აქ ვიჯდები
_ნუ გეშინია არაფერს გატკენ
_არ ვარ დარწმუნებული
_ისევ ბრაზობ
_ისევ მტკივა
_გაკოცო და მოგირჩება?
_არ მინდა დარტყმა და მერე კოცნა,გმადლობ .

დივანზე ჩაეძინა, გონს რომ მოვიდა საწოლში იწვა და საბანი ეფარა. თადა არსად ჩანდა. არც წერილი დაუტოვებია ,უბრალოდ გაქრა. სამსახურის შემდეგ სტუმრობა გადაწყვიტა,მაგრამ ბინაშიც არ იყო. ბევრი სიარულის შემდეგ გუგასთან აღმოჩნდა
_თადა მერლანს იცნობ?
_გამარჯობა დეიდაშვილო...
_იცნობ თუ არა
_ვიცნობ
_ვინ არის
_თავისი მაღაზიები აქვს და მგონი კიდევ რაღაც ბიზნესი რუსეთში. ზუსტად არ ვიცი რა ,მაგრამ ის ბიჭები მივუყვანე და ამუშავებს. ტყუპები
_შენ გააცანი?
_ხო და მითხრეს სახლს გადაუხურავს ხელოსნები მიუყვანაო ... ხელფასის იქეთაც დახმარებია რა. კაი ვინმეა ,შენ საიდან იცნობ
_მე ჯერ არ ვიცნობ,მაგრამ გავიცნობ
_თუ არ იცნობ რატო მოიკითხე
_უბრალოდ ნაცნობობა არ მეყოფა. შენ როგორ გაიცანი, ვინმე საერთო მეგობარი გვყავს?
_საერთო არავინ ... რაღაც გაუგებრობა მოხდა და მომაგვარებინა.
_ვინ მოგაგვარებინა თადამ? ასეთი რა მოხდა შენ რომ ვერ აგვარებდი და მისმა სიტყვამ იმოქმედა. ან რატომ დაგეხმარა თუ არ გიცნობდა
_რამდენი კითხვა გაქვს რა იყო...ჩხუბის დაწყება მომიწია ,მარტო ვიყავი და ისიც იქვე ყოფილა. დამეხმარა ,დაჟე დანა მოხვდა ,ხელი ჰქონდა გაჭრილი ... კარგი კაცია რა . ამ ჩხუბის მერეც მოვიდა ილაპარაკა იმათთან და თქვა ზუსტად რა როგორ იყო. მომაგვარებინა მოკლედ ბოლომდე
_ქურდია?
_არა ,უბრალოდ თავის პონტშია ჭკვიანი კაცია. არაა მშიშარა ს.რი , რომელიც დაიმალება ლოგინიის ქვეშ და უკან დაიხევს ვინმეს წინაშე.
_დარწმუნებული ხარ რო არ არის?
_მე რა ვიცი ეგრე არ გამიგია მაგის სახელი და გვარი... არც თვითონ უთქვამს იმათთან შეხვედრის დროს რამე . ხო მეცოდინებოდა ან ჩემები იტყოდნენ ვინმე ახალი რომ გამოჩენილიყო
_იქნებ არაა ახალი და ჩვენ არ ვიცნობთ
_რა ხდება ევა? მე ყველაფერი დამაფრქვევინე და თვითონ არ მეუბნები რა კავშირი გაქვს
_სად აქვს მაღაზია მითხარი ...
_საღორიაზე ,ბოლოში ტყისკენ

საწყობის ტიპის მაღაზია ჰქონდა. ყველაფერი სავსე იყო ხალხითაც და სხვადასხვა პროდუქტითაც. როგორც აღმოჩნდა საბითუმო ფასებში ყიდულობდნენ მისგან სხვები და ყუთებით გაჰქონდათ იქედან. ტყუპები დაინახა,გამყიდველი სულ სხვა ვინმე იყო თავად კი არც იქ დაუხვდა. ყველა თავისუფალ დღეს რომ დაეძებდა უკვე ფაქტი იყო . ანერვიულდა კიდეც იქნებ სახლშია ცუდად გახდა და იმიტომ ვერ გამომხედაო. ისევ კორპუსს მიაშურა ,სახლის კარი დაკეტილი იყო მაგრამ სადარბაზოდან გამოსულმა მისი მანქანა დაინახა. იმ წამს შეიყვანა ავტოფარეხში და მალევე გამოვიდა. რკინის კარს კეტავდა ,ხელში პარკები ეჭირა და საკუთარი კორპუსის ნაცვლად მეზობელი შენობის სადარბაზოს მიაშურა. ევა რატომ არ მივიდა ვერ გეტყვით,მოგვიანებით გაჰყვა უკან და ქვემოდანვე გაიგო ბავშვების ხმა
_დედაა,დეე თადა ძიამ საჭმლები მოგვიტანა ... დედაა
_იყავი არ გამოხვიდე ... დავდებ აქვე და შეიტანს მერე ლაზარე ხო?
_მადლობა დიდი... როგორ შეგაწუხეთ. არ ვიცი ლაზარემ რა გითხრათ ძალიან მრცხვენია
_ლაზარეს არაფერი უთქვამს . ჭკვიანი ბიჭია და ამაყი. მოდი ჩავთვალოთ რომ შენი ქმრის ძმაკაცი ვიყავი და ისე გეხმარები როგორც მისი ძმა . დახმარებასაც ნუ დავარქმევთ ,მეზობლები ვართ . სიცხე შენც ხო არ გაქ შემთქვევით _ სახლში არ შესულა, ზღურბლს მიღმა იდგა და შავებით შემოსილ ახალგაზრდა ქალს ელაპარაკებოდა, რომელსაც ერთ ხელში ჩვილი ეჭირა, მეორე ბიჭუნასთვის ჰქონდა ჩაკიდებული
_არა ,უბრალოდ ღამე არ მეძინა ორივეს სიცხე ჰქონდა. მადლობა ყველაფრისთვის,ჩვენ თუ ვერ ღმერთი გადაგიხდის ამ სიკეთისთვის.
_წამლებიც არის რომელიღაც პარკში და წიგნები და რვეულებიც შენთვის. ხომ დამპირდი ვიმეცადინებო...რამეს თუ ვერ გაიგებ მიპოვნე და მე გასწავლი. ხომ მაძლევ კაცურ სიტყვას _ დაიხარა და ბიჭს ხელი გაუწოდა მანაც თავისი პატარა ხელი შეაგება და ღონივრად ჩამოართვა
_პირობა პირობაა
_ბურთიც არის ... მაგრამ ეზოში სათამაშოდ . სახლში არ შეიძლება
_შენც გვეთამაშები?ამ საღამოს სტადიონზე ვიკრიბებით ბიჭები თუ არ იწვიმებს
_ვნახოთ ... დრო თუ მექნება მოვალ . კარგად იყავით _ ქალს თავის მსუბუქი დაკვრით დაემშვიდობა და შემდეგ გამობრუნდა. ევა კი ჩავიდა დაბლა,მაგრამ თადას შემჩნეული ჰყავდა უკვე
_მითვალთვალებთ კიდეც ქალბატონო ევა? _ წარბებშეკრული დაჰყურებდა ზემოდან _ ცოლ_შვილი მეზობელ სადარბაზოში თუ საყვარელი ბავშვებით ... რომელი იფიქრე
_როგორც სჩანს კარგად ხარ ...
_შესანიშნავად , დარტყმა გქონიათ უვნებელი . კიდევ ხომ არ გაიმეორებდით
_თუ დარტყმის მიზეზს გაიმეორებ ვნახოთ
_არა ,თავს შევიკავებ. ძალადობის მომხრე არ ვარ,მითუმეტეს ქალზე ძალადობის . გასაგები იყო რომ არ გინდივართ და მე შეცდომებს არ ვიმეორებ ,არასდროს !
_დავმშვიდდი რადგან ჩემი მიზეზით არ შეექმნა საფრთხე შენს სიცოცხლეს
_შესანიშნავად ვარ ,გმადლობთ მოკითხვისთვის. აღარ წაგართმევთ მეტ დროს ,თავს ნუ შეიწუხებთ იმ ადამიანთან კონტაქტით ვისთან ყოფნაც არ გსურთ
_ჭირვეული ბუტია ქალივით ნუ მელაპარაკები
_სწორია, საერთოდ აღარაა საჭირო საუბრის გაგრძელება. გემშვიდობები_წავიდა. სადარბაზოში შევიდა და უკან არც მოუხედავს.
წავიდა და ევას გონებაში ფესვები გაიდგა. სხვაზე არავისზე და არაფერზე ფიქრობდა თავისუფალ ყოველ წამს თადა მერლანი ჩნდებოდა..
..........................
_რა ხდება დეიდა -სახლში ფერწასული ქალი რომ დაუხვდა მიხვდა საქმე სერიოზულად იყო
_ვიღაცა მოიყვანა ... შენმა სულელმა დეიდაშვილმა ვიღაცა გოგო მოიტაცა და დილიდან ამიწიოკეს სახლკარი. ვიღაცა უჯიშოები არიან ჩემ სახლში შემოსვლას ვინ გაბედავდა აბა სხვა. ეს გიჟი ,ეს გიჟი ვინ წაიყვანა ან სად წაიყვანა
_დამშვიდდი . ბიჭები სად არიან
_ვინ ბიჭები გოგო ომი იყო აქ. დაიჭირეს ნახევარი . ჩახოცეს ლამის ერთმანეთი ეს არანორმალურები ვინ არიან
_გოგო მოსტაცეს და აბა რა რეაქციას ელოდი. ვინ არის სახელი და გვარი არ იცი?
_ანა გიგაურიო ... საიდან მოიყვანა საერთოდ სად გაიცნო. სულ არ არიან ქუთაისლები . დედუუ მომიკლავენ ბავშვს მომიკლავენ თუ იპოვეს . სად წაიყვანა ახლა რა გავიგო. რომელ ნათესავთან ვეძებოო შენ თუ მიშველი თორემ დავიქეცი და დავიმხე .ბიძაშენი ახლა წავიდა მაინცადამაინც ჯანდაბაში თავის ძმაკაცებთან ერთად ეგ და მაგის საქმეები მიშველის ახლა მეე?
_დამშვიდდი არაფერი მოხდება. მოვაგვარებ
_აქ ყოლია მამიდა გათხოვილი და იმასთან ჩამოსულა ამ სულელმა დაავლო ხელი და სად წაიყვანა. მამამისზე გიჟია
_მოიყვანე ცოლიო შენ არ ეჩიჩინებოდი?
_მერე ვიღაცა უცნობი მომიყვანეთქვა იმას ვეუბნებოდი თუ აგერ მარინას ყავს გადასარევი ძმისშვილი და ის მოიყვანეთქო. უპატიოსნესი,უწესიერესი გოგო
_შენი ბიჭიც მასეთია უწესიერესი,უპატიოსნესი
_დიახაც რომ
_შენი სამართლის საზომი მოშლილია... წავედი მე ვიპოვნო იქნებ და დავალაგო სიტუაცია.
ჯერ გუგას ძმაკაცს შეხვდა. ერთადერთს, რომელიც შედარებით საღად მოაზროვნე იყო შემდეგ მამის მეგობარს დაუკავშირდა და ერთად წავიდნენ სახლში სადაც გოგოს მამიდა ცხოვრობდა.
_აპასნი ხალხია... რამე რომ მოხდეს ჩვენ ვართ მისულები
_არაფერი მოხდება თუ გინდა მარტო შევალ
_შევიდეთ მოვუსმინოთ და მშვიდად წაამოვიდეთ ... მიდი ძია ნუ გეშინია სროლას არევის ოვუტეხავ .

ეზოსთან მანქანები იყო გაჩერებული,სახლშიც ქაოსი ტრიალებდა. ევა პირველი შევიდა და სახლისკენ დაიძრა .
_გამარჯობა ... მე ევა შენგელია ვარ გუგას დეიდაშვილი და თქვენთან საუბარი მსურს _მასპინძელს უთხრა და დააიგნორა ყველას მზერა _შეიძლება ?
_ჩემი შვილი მომიყვანეთ ... ჩემი გოგო მომიყვანეთ _კიოდა თმაარეული სახეწაშლილი ქალი
_იცით სად არიან? ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი ოჯახი და საერთოდ ვინ ხართ და რა ხართ. გოგო მოგვტაცეთ , პასუხს მიიღებს
_მესმის თქვენი ,მეც ქალი ვარ და წარმომიდგენია თქვენი ,ყველას მდგომარეობა. მხოლოდ იმის სათქმელად ვარ აქ ,რომ გუგა ანას არაფერს დაუშავებს . თუ ანა უარზე იქნება პირადად მე გაძლევთ პირობას რომ სახლში დავაბრუნებ . თუ ისიც იქნება თანახმა მაშინ დავმოყვრდებით და ცუდი იქნება ჩვენ საერთო შთამომავლებს სისხლით თუ დავხვდებით
_კაცი თუ იყო მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. თუ უყვარდათ ერთმანეთი ეთქვათ და გავატანდი... ახლა მე რა ვიცი ამდენი ხანი სად ყავს ჩემი და
_დამშვიდდი ,ქალი გელაპარაკება დააცადე და ნუ იქნევ ხელებს _ ევას უკან მდგომმა კაცმა იმ წამს თქვა სიტყვა რა წამსაც ახალგაზრდა მისკენ დაიძრა
_შენ ვინახარ ვაფშე...ჯერ რა ქალს ალაპარაკებთ . ორი კაცი მოყევით გეშინიათ და დამიყენეთ აქ ვიღაც
_გეყოფა ... თადა მოდის დაელოდე. _ ასაკით უფროსმა კაცმა გააჩერა ბიჭი. ევა კი წამსვე უკან შებრუნდა. ფანჯრიდან ხედავდა ეზოში მომავალს,როგორ შეხვდა იქ მყოფებს და მალევე ოთახში აღმოჩნდა. ქალი მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა
_შენ თუ მიშველი თადა... ჩემი გოგო მომიყვანე შენი ჭირიმე. ამათ არ იციან აქაურობა. გემუდარები ჩემი გოგო მომიყვანე . ვერ დავუტოვებ ბავშვს ვერავის . შენ ხო იცი თადა მე როგორ სიმწრით გავზარდე ბავშვები. გემუდარები თადა ბავშვი მომიყვანე არ მაინტერესებს რა იყო და რა არა რას იტყვიან და რას არა ჩემი გოგო მომიყვანე ყველაზე წმინდას გაფიცებ თადა . დედაშენის სულს გაფიცებ თადა
_დამშვიდდი მაია...არაფერი მომხდარა და არაფერი ყოფილა. საღამოს მოგიყვან ანას და იქამდე გული თუ გაგისკდა რა ვუთხრა მერე გოგოს. _ქალს ცრემლები შეუმშრალა. ხელზე აკოცა და მერე თავსაფარი გაუსწორა _ გეფიცები მოგიყვან ... ოღონდ მორჩით ყველანი ისტერიკებს . ეს ზედმეტი ხალხიც მოაშორეთ . დარჩით ოჯახისწევრები სახლში და მორჩა _ევა ჩუმად იდგა ,უყურებდა როგორ ჩამოართვა ხელი მის თანმხლებებს. ორივეს იცნობდა ,თანაც კარგად.
_გავიდეთ მაშინ, აღარ შევაწუხოთ ეს ხალხი.
ევა ისე დააიგნორა თითქოს ვერც ხედავდა.
_სად შეიძლება ყავდეს
_ყველგან მოვიკითხეთ და არსადაა... რა გადაუტრიალდა არ ვიცი. გუშინ ველაპარაკე არაფერი უთქვამს
_მე ვიცი სადაც იქნება ... მოვიყვან ანას უბრალოდ მჭირდება გარანტია რომ ეს ხალხი დეიდაჩემის სახლში აღარ შევარდება _ ჯერ კიდევ იდგნენ ეზოში ბიჭები რომელთაც სახეზე ეტყობოდათ ცემის კვალი _ და გუგას ყველა ნაცნობს არ დაუწყებენ დევნას. შენ იქნები პასუხისმგებელი ,თადა ?
_მე პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ ,ევა _ზემოდან დახედა და მშვიდად განუცხადა
_კარგი მაშინ პირადად შენ არ მიიღებ იმას რასაც ვიტყვი ... _შებრუნდა და ბიჭებს გახედა _ ქვრივი ქალის სახლში შევარდნა ,მაშინ როცა სახლში ორ დაუცველ ქალს სძინავს არაკაცობაა და ის რაც გუგას ძმაკაცებისგან პასუხად მიიღეთ იყო დამსახურებული. გუგას და ანას ამბავს მაშინ გავარჩევთ როცა ანა იტყვის თავის სათქმელს. იყავით კაცები და მორჩით იარაღების ტრიალს დაუცველი ქალების წინ
_საკმარისია ... ყველამ ყველაფერი გაიგო .გვიცნობენ უკვე და იციან
სიტყვა აღარ უთქვამს. თავაწეულმა განაგრძო გზა მანქანისკენ.
_სად მიდიხარ _ კარს ხელი მიაბჯინა თადამ და გვერდით დაუდგა _ნამდვილად იცი სადაც ჰყავს ანა?
_ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ?
_ანა ჩემთვის მნიშვნელოვანი გოგოა, გუგა ჩემგან გაიცნო და პასუხისმგებელი ვარ მასზე. დროს ნუ დამაკარგვინებ ტყუილად თუ იცი სად არის მეც წამოვალ
_თუ არ გეშინია ჩემი ,გამომყევი
თადამ პასუხად კარი გააღო და გვერდით მიუჯდა.
.................................
_თუ გინდა შეგცვლი... არ დაიღალე?
_შენ ის არ ხარ ჩემი რომ გეშინია ? გგონია მანქანის ტარება დამღლის?
_შიში არმომხდარი ამბის წინ არსებობს და მე ფაქტი მაქვს ... სხვათაშორის შრამი დამრჩა
_ხელზე შრამი ჩემი დეიდაშვილის გამო გაქვს... რატომ არ მითხარი ვის გამო დაგჭრეს
_არ ვიცოდი გარინჩა თუ შენი ნათესავი იყო... მის გამო გიფრთხიან? მისი გავლენით გაქვს ძალა?
_მასზე უფროსი ვარ ... მე ჩემი გავლენა მაქვს და ჩემი სიტყვა ყველგან და ყოველთვის ისე კი მამაჩემის სახელი ტრიალებს ისევ... მისი მეგობრების გავლენა
_მამაშენი ვინ იყო ... ბაბუა რომ ექიმი იყო ვიცი
_მამა ქურდი იყო , ციხეში გაატარა ნახევარი ცხოვრება. ბაბუას ერთადერთი შვილი ,რომელსაც მხოლოდ მე დავრჩი იმიტომ რომ დედა მასზე ნერვიულობას შეეწირა. იყო ამბები ჩემ ცხოვრებაში რის გამოც მეზიზღება ეგ შავბნელი სამყარო და მაინც მის გარეშე ვერ ვცხოვრობ,სისხლივითაა რომელსაც ვერ გამოიცვლი .ყველგან არის ფესვებგადგმული...
_გოგო ,რომელსაც არავის და არაფრის ეშინია. ყველაფერს იღებს და არაფრის წინაშე იხევს უკან იმიტომ რომ იმედი აქვს მთელი ქურდული სამყაროს? კიდევ კარგი არ მოგიტაცე თორემ რა ბედი მეწეოდა წარმოდგენა არ მინდა
_მომიტაცეს ორჯერ ... ერთხელ ფულის გამო ერთხელაც ცოლად შერთვის მიზნით,მაგრამ დღეს ყველანი ცოცხლები არიან _ისეთი მშვიდი იყო თითქოს გასეირნების ამბავს უყვებოდა
_როგორ ... ნამდვილ გატაცებას გულისხმობ თუ ისეთს შენ რომ შეუბღვირე და უბრალოდ გასეირნება გამოგივიდა მცირე მანძილზე
_პირველად 13 წლის ვიყავი. უცნობმა ხალხმა მანქანა რომ გააჩერა , ჩემ წინ გადმოლაგდნენ და უსწრაფესად გამაქრეს გზიდან. გაქცევა მაშინაც არ მიყვარდა. ვუთხარი არ გინდათ გიპოვნიან და დაგასახიჩრებენ_თქო
_ანუ თავიდანვე ასეთი იყავი,არავის წინაშე ხრიდი თავს ... ძალიან შეგეშინდა?
_ვიცოდი მიპოვნიდა. მაშინ თავისუფლებაზე იყო უბრალოდ ჩვენ არ ვიცოდით სად ცხოვრობდა. მოდიოდა და მალევე მიდიოდა. სახლში ზუსტ დროს რომ არ დავბრუნდებოდი ძებნას დამიწყებდნენ. ვიჯექი და ველოდი როდის გაიღებოდა რკინის კარი და შემოვიდოდა მამა
_რამდენი ხნის შემდეგ გიპოვა
_ერთი კვირის ...
_რას მეუბნები ევა ... ერთი კვირა გამომწყვდეული იყავი ?
_და შემდეგ მამა მოვიდა. ყველაზე მეტად დედას გამო ვდარდობდი. მისმა გულმა ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას ,დაძაბულობას და მარტოობას . მამა სიგიჟემდე უყვარდა,მამასაც მხოლოდ დედა უყვარდა და სხვა არავინ. შვილიც არ ჰყოლია სხვა ქალისგან , ერთადერთი ვარ
_ერთი, რომელმაც გაიარა ათის ცხოვრება _ თადას ხმა გაჟღერდა და იგრძნო კიდეც თავზე შეხება. მოეფერა,თანაგრძნობის,დამშვიდების თუ შებრალების ნიშნად არ ვიცი.
_მეორე შემთხვევა არ გაინტერესებს? იქნებ ღირდა დარჩენა ,ახლა დედა ვიქნებოდი და გამოცდილი მეუღლე ... ვინც არ უნდა იყო ერთი გიჟი სულ გამოჩნდება, რომელიც ყველასა და ყველაფერს დაიკიდებს . მანაც ხელი დამავლო და მანქანაში ჩამტენა
_როგორ დასრულდა ეგ ამბავი ... ამჯერად ვის ელოდი მხსნელად .
_მამა ციხეში იყო. დასასრულს კი კადრი ასეთი იყო დალურჯებული ,ნაომარი გადმოვედი მანქანიდან ის კი გადმოიყვანეს და პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. ქალაქმა გაიგო ევას იტაცებდნენ ,ბიჭი დაჭრა,სიკვდილის პირას მიიყვანაო და მას შემდეგ არავის უცდია ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასვლა.
_მე გამოვჩნდი ერთი სულელი, რომელმაც არ იცოდა ვინ იყავი
_მამაშენი მოსამართლე იყო ,მამაჩემი კანონიერი ქურდი ვისზეც წლები ნადირობდნენ _თითქოს იმ წამს გაიაზრა და გაეცინა
_ახლა ვხვდები რატომ ხარ ასეთი ...
_ასეთი როგორი
_ძლიერი...შენ სააკუთარი თავი შექმენი ასეთად. თავი რომ გადაგერჩინა
_შენ ნამდვილად ბუღალტერი ხარ?
_არ შეიძლება?
_არ მეგულება სხვა ბუღალტერი რომლის სიტყვასაც ასეთი წონა აქვს
_მე არ გავრბივარ არავისგან
_მხოლოდ ჩემგან გაიქეცი ? გამოდის პირველი ვარ
_პირველი ვინც ტვინი ამირია ... ვერ ამოგხსენი ,არავის და არაფერს გავხარ და ჩიხში შეგყავარ . ვერც გშორდები და ვერც გიახლოვდები. ბოლოს ჭკუიდან შემშლი და ეგ იქნება
_როგორც სჩანს იმდენად უპრობლემოა შენი ცხოვრება რომ გადაწყვიტე ქალით გაირთულო ,ერთი კონკრეტულით. იქნებ უბრალოდ გადაიფიქრო და დაუბრუნდე ცხოვრების იმ რიტმს, რომელიც ჩემ გაცნობამდე გქონდა
_შენ თუ გგონია,რომ ასე მარტივად ამოსაშლელი ხარ ტვინიდან და გულიდან კარგი
_როგორ მარტივადაც მომახვედრე ისე მარტივად უნდა წამშალო ... სიყვარული საერთოდ შეპყრობილობაა,ვიღაცას ან რაღაცას ამოიჩემებ გადაწყვეტ რომ გჭირდება და მორჩა. დავიჯერო შენ ტვინს არ აქვს იმის ძალა ,რომ სხვაგან გადართო?
_სხვა რით ან ვით უნდა ჩანაცვლდე მითხარი
_განა რა ადგილი მაქვს ასეთი შენ ცხოვრებაში ან რა გვაკავშირებს _საშინელ გზას გადიოდნენ, ქვებს ისხლიტავდა მანქანა და მტვრის სქელი ფენა ფარავდა გზას. შემხვედრი მანქანა როგორც კი გამოჩნდებოდა სიჩქარის შენელება უწევდა ,ვიწრო სავალი იყო . წინ დიდი ორმო აღმოჩნდა და გადავლისას ევას თავის შეკავება გაუჭირდა
_ფრთხილად _ მთელი სხეულით მისკენ გადმოიწია რომ არ დაშავებულიყო _კარგად ხარ ?
_მე კი ,მაგრამ შენ რამე რომ მოხდეს საკუთარ თავზე უნდა იფიქრო და არა გმირობაზე
_რომ არ ვიცოდე ეგოისტი ადამიანი არ ხარ ვიფიქრებდი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ეს ქალი გულქვა და უსიყვარულოა_თქო ,მაგრამ ხომ გიცნობ
_რა ხმამაღალი განცხადებაა ... გგონია მიცნობ _ ხმამაღლა გაიცინა და მანქანა გზად შემხვედრ წყაროსთან გააჩერა. უკანა სავარძელზე ჩანთა ედო საიდანაც თერმოსი ამოიღო
_მომეცი აგივსებ... ცივა გარეთ
_შენი ჯენტლმენობა მღლის ... ყველა ნაბიჯზე რაღაც შემოთავაზება გაქვს ყველაფერზე რომ დაგთანხმდე ხელის კატოკება არ დამჭირდება ბოლოს და უმაქნისად გადააქცევ ადამიანს.
_ქალს ყურადღებას რომ აქცევ და ფეხებზე არ გკიდია მისი უმაქნისად გადაქცევის მცდელობა არაა უბრალოდ გინდა არ დაიღალოს და შეწუხდეს ზედმეტად
_ბოლოს კაცები ქალებს შვიდ ბავშვს რომ აჩენინებენ,მარტო აზრდევინებენ ,ბავშვი ერთხელ არ ყავთ ხელში აყვანილი და არც ცოცხი დაუჭერიათ სულ რომ ნაგვით იყოს სავსე ყველაფერი ... სამაგიეროდ ქალს კარგად შეფუთავენ რომ არ დასიცხოს ან რომ არ შესცივდდეს
_შვიდი შვილი რომ მოვასწროთ დღეს თუ არა ხვალ უნდა ვიწყებდეთ... არც ისე პატარა ვარ კი კარგად გამოვიყურები ,მაგრამ ორმოცის გავხდები რამდენიმე თვეში
_და დარწმუნებული ხარ რომ აქამდე შვილი არ გყავს? არც ქალს გაუგიჟებიხარ და ქუთაისში დაბრუნებულს მე აგირიე ტვინი ამდენად რომ ამ ასაკის კაცი დარდმა და კაეშანმა შეგიპყრო? _ირონიული იყო , ცივი წყლით ჯერ ჭიქა აავსო და თადას მიაწოდა _დალევ ?
_არ მინდა ,გმადლობ . არც ბავშვებს ვაკეთებდი ისე როგორც მოტრაბახე ქართველებს ჩვევიათ ... რომ ჰკითხო ყველგან ჰყავთ თითო ბავშვი დატოვებული და ვერ ითვლიან,თან ეამაყებათ და კაი კაცობას მიაწერენ არაკკაცობას. გთხოვ ნუ მამსგავსებ ვიღაც ს.რებს ,შეურაცხყოფას მაყენებ
_შეურაცხყოფას რომ გაყენებ და არა შეურაწყოფას ეგ უკვე არის რაღაც _ გაიცინა და სავსე თერმოსით ხელში მანქანისკენ გაბრუნდა _ რატომ არ გყავს აქამდე ცოლი ...
_არ გიცნობდი აქამდე და იმიტომ . ჩვეულებრივი ქალები ,ყალბი სიმშვიდითა და სინაზით ვერ მაინტერესებდნენ იმდენად რომ მათ გვერდით გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება . ზედმეტად ბევრი საქმე და ფიქრიც მქონდა უცოლ_შვილობაზე არ მედარდა .
_იქნებ არ ხარ ის კაცი ვისაც ოჯახი სჭირდება და უბრალოდ მარტოხელობისთვის ხარ
_საკმაოდ არეული ცხოვრება მაქვს გავლილი, ზუსტად ვიცი ოჯახს თუ შევქმნი ის უნდა იყოს სრულყოფილი
_ან ყველაფერი ან არაფერი _საკუთარი ფიქრები ამოიცნო მის ხედვაში ,ერთნაირები იყვნენ თითქოს
_ზუსტად ... მე ჯერ საკუთარი ცხოვრება მქონდა შესაქმნელი. ისეთ ოჯახში მოვხვდი კი არაფერი მაკლდა და ის ყველაფერი რომ გამომეყენებინა კარგახანს მეყოფოდა,მაგრამ ჩემი შვილები ჩემით უნდა ამაყობდნენ და არა სხვისი საქმეებით . მე უნდა ვიყო მათ თვალში გმირი,ისე როგორც შენთვის მამაშენი
_მამაჩემი გმირი არ იყო,მამაჩემი დამნაშავე იყო ! მე მისი იმედი მქონდა მაშინ,13 წლის ასაკში გამომწყვდეულს .ისე უპირობო სიყვარული რომ მაკავშირებდა მასთან თორემ სიამაყე არასდროს. მე ვამაყობდი ერთადერთი კაცით , ანდროსთან კავშირი იყო მაგალითი და ძალა ჩემთვის. ის იყო წესიერების,ადამიანობის, სიკეთის, განათლებულობის,საკუთარი საქმის ცოდნისა და სიყვარულის მაგალითი. ბაბუა იყო ერთადერთი კაცი ვისიც მჯეროდა,ვისითაც ვამაყობდი და ვინც მეიმედებოდა მის ბოლო ამოსუნთქვამდე. მამა რომ გარდაიცვალა მეტკინა, მარტოობის და ობლობის განცდა არ გამჩენია . ბაბუამ რომ დალია ჩემ ხელებში სული და მისი მზერა გახდა ცარიელი ,სულგამოცლილი ... იმ წამს ვიგრძენი რომ სამყაროს წინაშე სულ მარტო დავრჩი _ გაჩერდა. სულის კარი ჰქონდა თითქოს ღია და გულშიდაგროვებულ ყველა სიტყვას ამბობდა თუ დროულად არ გაჩუმდებოდა თადასთან იმაზე მეტად დაახლოვდებოდა ვიდრე ვინმე სხვა სულიერთან. მიმართულება შეიცვალა , მგზავრის სავარძელზე დაჯდა და ადგილი უსიტყვოდ დაუთმო თადას. შეეძლო გზის გაგრძელება,მაგრამ უბრალოდ მოუნდა დასვენება.
_აი კიდევ ერთი განსხვავება შენსა და სხვებს შორის... ყველას იზიდავს ბიჭები რომლებიც ცხოვრობენ სხვა ცხოვრებით _ ჩაიცინა და მანქანა დაძრა. თითქოს უფრო მსუბუქად ატარებდა არადა გზა ისევ ისეთი რთული იყო _ გადაპარსული თავი,იარები,შავი სამოსი და შავი ცხოვრება
_გადაპარსული თავი და იარები შენც გაქვს და ძირითადად შავი გაცვია
_მიხდება და იმიტომ
_თუ შენც ცდილობ მათ გემოვნებაში ჩაჯდე
_სულ ირიბ შეურაცხყოფას მაყენებ...სულ და მეც როდემდე გითმენ ნახე
_კარგი,არ გამებუტო _მას უყურებდა,გზას არა . თადაც ხშირად გადმოხედავდა თავისი თბილი მნათობი მზერით
_შენ ირგვლივ მაინც სულ ასეთი ხალხი იყო ,მათი შვილები ... ალბათ ბევრთან აკავშირებდნენ შენ ცხოვრებას. წარმომიდგენია რამდენს გირიგებდნენ და რამდენს უყვარდი გაგიჟებით
_ბევრს მირიგებდნენ, მარტო დარჩენის შემდეგ განსაკუთრებით შემიცოდეს და პოულობდნენ ყველანაირ კაცს ,რომელიც შემიფარებდა ... სიყვარულით არ ვუყვარვარ არცერთს,გააგიჟებით კი გიჟდებიან. ძირითადად ძალის გამომჟღავნება უნდათ,ჩემი რქების მოტეხვის სურვილი აქვთ და დიასახლისად გადაქცევის მერე რომ იტრაბახონ მოვიყვანე ცოლად,ჩემი დავარქვი და აი როგორ მოვარჯულეო. ეს იმდენად აშკარაა მეცინება ხოლმე ამ უინტელექტო ხალხს როგორ წარმოუდგენია ჩემთან პაექრობა საერთოდ ...
_იქნებ უყვარდი და შენი წარმოდგენაა ეგ ისეთივე მცდარი როგორიც ჩემი თავის გატეხვის დროს გქონდა
_სულ უნდა შემახსენო ხომ?
_სანამ ცოცხალი ვარ რა დამავიწყებს... კიდევ კარგი მეორე არ ჩამარტყი
_კოცნამ გიშველა თორემ მეორეს ჩარტყმა მინდოდა მთელი დღის განმავლობაში ,რომ ვფიქრობდი როგორ მეთამაშებოდი ტვინში სისხლი მექცეოდა
_ახლა რა გავიგო ამ წინადადებიდან...
_გააშინაარსე და აზრს გამოიტან_ გაიცინა და სულ ოდნავ შეეფერა ლოყები
_კოცნა მოგეწონა ,რაც ავტომატურად იმას გულისხმობს რომ მე მოგწონვარ და გინდივარ
_ხო და თავში გრაფინი ჩაგარტყი
_ისევ შენი ნათქვამიდან გავიმეორებ... გეგონა გატყუებდი და იმიტომ ჩამარტყი და არა იმიტომ რომ კოცნის სურვილი ვერ გაგიჩინე
_ორმოცი წლის კაცს როგორმე გეცოდინება ისეთი კოცნა თავი რომ არ გაგიტეხონ ამის გამო თავისუფალმა ქალებმა რომლებსაც არც გულში ჰყავთ სხვა ვინმე და არც ცხოვრებაში
_და არც არასდროს ჰყოლიათ
_ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობ და გგონია გიპასუხებ
_უკვე მიპასუხე ... შენც მოგწონვარ ,შეიძლება ისე გაგიჟებით არ როგორც მე შენ ,მაგრამ სულ ცოტათი მაინც გავალღვე შენი ყინულის გული და იმიტომ გაბრაზდი ასე ძალიან იმ სულელური გაურკვევლობის გამო .
_დუმილის უფლებას ვიყენებ
_სულ დამნაშავეები დუმან
_თავად ამბობ ,შენი მოწონება დანაშაულია , სიყვარული სასჯელი იქნება

დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. თადამ მანქანა გააჩერა და ევასაც გონება წამსვე აუმუშავდა
_შენ იცოდი სადაც იყვნენ ... სახლისკენ ისე გადაუხვიე მე არ მითქვამს რომელი იყო.
_შენმა დეიდაშვილმა მოგიყვეს ჩემ სიტყვას მაინც არ ენდობი. არც გელაპარაკები
_მთელი გზა აბა რას აკეთებდი... როცა გინდა მელაპარაკები როცა გინდა გაბუტული ხარ
_ანა მოიტაცე_თქო მე არ მითქვამს. აქ რომ ამოვედით უბრალოდ ვუთხარი ისეთი ადგილია ვერავინ გიპოვნის ,ქალის გადასამალად იდეალური_თქო. სასაცილო კი იქნებოდა შენ სახლში რომ მომეყვანე ... _ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა და წინ წავიდა
_ჩემ მოტაცებას აპირებდი?
_თავი რომ გამიტეხე გადავიფიქრე ... არ იმსახურებ მსგავს რომანტიკას. შენ გარიგებით უნდა გათხოვდე ვინმე უღიმღამო კაცმაცუნაზე. მის ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ გათვლი და მშვიდად იცხოვრებ.
_შენ სერიოზულად ფიქრობდი
_ეს ადგილი მომეწონა უბრალოდ... გასაღებს თუ დამიტოვებ ქალს სხვას ვიპოვნი _გვერდულად გახედა და თავად ვერ შეიკავა ღიმილი
_შენ მართლა არ გიგირკვევია ვინ ვარ ?
_ფაქტია აბა იდიოტი ვარ ასე გავხვეულიყავი ამდენ სასაცილო ამბავში? ღმერთმა დამიფარა რომ არ წამოგიყვანე... ან მომკლავდი ან თავი მომეჭრებოდა საქვეყნოდ. მოტაცებულ ქალს თავისივე სახლში რომ წავიყვანდი
_ჩემი არ არის... გარინჩასია
_რა მნიშვნელობა აქვს ვის სახელზეა გაფორმებული. ბაბუაჩვენის იყოო და საერთო ბაბუა არ უგულისხმია?
_კი ,მაგრამ მაინც ძალიანაც არ დაგცინებდი
_ანუ აქამდე ისე ამოვიდოდით რომ ყელს არ გამომჭრიდი?
_მაგას ვერ გავიგებთ რადგან გადაიფიქრე და აღარ განახორციელებ ჩემ რეაქციასაც ვერ იხილავ ... _ კარი პირველმა გააღო და ნაბიჯი არ გადაუდგამს ისე დაიძახა _ გურამ ხელი მოგტეხო თუ კასტრაცია გაგიკეთო
_ ევა... ბავშვს ნუ გადამირევ რას მემუქრები _ რომელიღაც ოთახიდან გამოვიდა ანა კი სულ სხვა მხარეს იყო . მალევე გამოჩნდა და მორცხვად დადგა გუგას გვერდით _ ორივე ერთად აქ როგორ აღმოჩნდით?
_ბავშვი ბავშვად გრძნობს ისევ თავს თუ ქალად და შევასრულო ერთ დროს ნათქვამი ჩემი სიტყვა
_ყველა გაგიჟებულია ... ანა უკან უნდა დავაბრუნო და შენ ან ხელს ითხოვ ან თუ ანა თანახმა არ არის ახლოს არ გაეკარები
_უკაცრავად ? რა ეტყობა დატყვევებულის?თქვენ ჩემი დეიდაშვილი ვინ გგონიათ მართლა და მართლა _ ორ წუთში გაუარა ბრაზმა . ანა გუგას რომ შემოეხვია მკლავზე და თითები ჩაკიდა ,პოზიცია შეიცვალა
_ჯერ კიდევ პატარაა ქორწინებისთვის... უამრავი გეგმა და მიზანი აქვს იქამდე სანამ ცოლი ,დედა და დიასახლისი გახდება .
_შეათავსებს როგორმე თუ სურვილი აქვს... გუგა არც სწავლას აუკრძალავს და არც ბავშვურ სილაღეს წაართმევს
_დაელოდოს რამდენიმე წელი თუ ასე ძალიან უყვარს და შემდეგ დაქორწინდნენ თუ არ გადაუყვარდება და გადაუვლის ეს ეიფორია
_არაფერი გადაუვლის ,რომ გადაევლო გაუვლიდა აქამდე
_ნუ იჩხუბებთ რა... თადა
_არ ვჩხუბობთ პატარავ ,არ ინერვიულო შენ. არაფერი მოხდება,არავინ არაფერს იტყვის. მშვიდად წავალთ სახლში და შემდეგ ამის სიყვარულსაც არავინ დაგიშლის თუ შენ ეს გინდა იქნებით შეყვარებულები როგორც შენ ასაკს შეეფერება . მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ძალიან შეეშალა ,მე რომ აზრზე არ ვიყავი ისე დაგავლო ხელი და შექმნა საგიჟეთი მაინც ... შენ თუ გინდა
_რომ დავჯდეთ არ გინდა? ასე უნდა ვილაპარაკოთ?
_შენ არ გელაპარაკები ჯერ
_შენ არ გელაპარაკება ქალის მოსატაცებელი ადგილი წაართვი
_რა წავართვი?
_არაფერი ,ევა აღელვებულია უბრალოდ ... წავედით ანა. საღამომდე ქალაქში უნდა ვიყოთ, დედაშენს დავპირდი
_ნეტავ ფეხით რომ წახვალ რომელ საღამოს ჩახვალ ხვალინდელი დღის თუ ზეგინდელი დღის _ ევამ ნიშნისმოგებით უთხრა და სამზარეულოსკენ დაიძრა _ გურამ მანქანაში საჭმელი მაქვს ვიცი აქ შიმშილით მომკლავდით და წამოვიღე ... მომიტანე აქამდე მოვამზადებ რამეს . გონს დაკარგავს გოგო მალე უჭმელობისგან
_რას აკეთებ ... -თადა მიჰყვა თან და თავზე დაადგა გაკვირვებული მზერით
_რას ვაკეთებ. მშია ,შენც გაჭმევ ნუ ღელავ
_წინააღმდეგი არ ხარ ბავშვი რომ თხოვდება?
_თვითონ არ არის წინააღმდეგი და მე რა უფლება მაქვს გადავუწყვიტო?
_გურამი რომ არ იყოს შენი დეიდაშვილი და ანა იყოს ?
_იგივე რეაქცია მექნებოდა
_იმ ცხოვრებისთვის იმეტებ რაც დედაშენს ჰქონდა? თვითონ არ გინდა ასეთი კაცი გვერდით და სხვა არ გადარდებს?
_გუგა მამაჩემს არ ჰგავს
_უარესია ალბათ ...
_არა ,ის კანონიერი ქურდი არასდროს გახდება. ხასიათი შეეცვლება სულ მალე და საუკეთესო ქმარი იქნება. ვიცნობ ,ვიცი რასაც ვამბობ
_არ მჯერა რომ შენი დეიდაშვილის გამოსასწორებლად ბავშვს იყენებ
_ბავშვი არ არის ... 19 წლისაა .
_სწავლობს ,სხვანაირია ვიცი როგორც ცხოვრობდა
_ხომ იცი შენი გადასაწყვეტი არ არის ეს ამბავი ...
_ანას ჯერ არაფერი უთქვამს ...
_როგორ არ უთქვამს, გუგას რომ მიეტმასნა აღარ მოშორებია ახლაც უკან გაჰყვა გეგონება ის მარტო ვერ გადმოიტანს ორ პარკს . მეტი რა უნდა გითხრას. შენ კი არ მოგვარდა და გთხოვა წამიყვანეო ,გუგას ჩაკიდა ხელი
_რადგან არ ეშინია და მოსწონს იმას არ ნიშნავს რომ მისი ცოლობა უკვე უნდა
_დროის უაზრო კარგვა იქნება გაჭიანურება . დავბრუნდებით და ქორწილიც იქნება _კარადებში ეძებდა პროდუქტს _ მართლა იშიმშილეთ იდიოტო?
_ევა
_ბოდიში დამავიწყდა დიდი კაცი ხარ უკვე ... საჭმლის მომზადება ორიდან ერთმა რომ იცოდეთ კარგი იქნება
_მე ვიცი -ანამ თქვა და უხერხულად გაიცინა
_აბა არ ვიციო?
_მაინტერესებდა რას იტყოდი და იმიტომ გითხარი
_ღმერთო რა საყვარლები ხართ ... შეხედე ამათი დაშორება იქნება?გული არ გაქვს ?
_მე მეუბნები მაგას? ქალს გულის მაგივრად ქვა გიდევს
_და შენ რა თუ ქვა უდევს ?_ გუგა ჩაეკითხა და წარბებშეკრულმა გახედა მერლანს_ საიდან იცნობ ევას?
_ასეა დამნაშავეს რომ არ გაუსწორებ თავ ყბას ... აბა ჩხუბით შემოვსულიყავი თუ ასე მეჭიკჭიკებოდი
_თადაა _ ანა ისე უცებ გადაეფარა თითქოს მართლა ჩხუბს აპირებდა _დედას რომ უთხრა ვერ ვიპოვნეო?
_აი გოგო ,გაზრდი ,მოუვლი,ზედ გადაყვები გაიცნობს მერე ვიღაც ბიჭს და გაყვები ქვეყნის დასასრულში ... შენ რატომ არ გაქვს ასეთი ხასიათი ?
_ევას რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი ხასიათი... რა ხდება თქვენს შორის ევა? შენ ასეთი ლაპარაკი არ იცი კაცებთან არც უცნობთან და მითუმეტეს არც ნაცნობთან
_რა უნდა ხდებოდეს ლაწირაკო შენ შენ საქმეს მიხედე. თუ გგონია რომ დავბრუნდებით ვინმე დაგიცავთ ან ერთს ან მეორეს ძალიან ცდებით. ქორწილამდე თვითონ უნდა მიიყვანოთ საუბარი ისე რომ ორივე მხარე იჯდეს იქ . მერე ერთ კარგ ბრილიანტის ტროიკას ვუყიდი ანას და შენ რა გინდა შემახსენე
_არაფერი მინდა მე ... შენ უნდა იდგე ჩემ მხარეს ! ახლა მტოვებ?
_ხელი რომ დაავლე და წამოიყვანე მკითხე?
_უცებ გადავწყვიტეთ და რა ეკითხა
_გადაწყვიტეთ ? მომესმა ალბათ ხომ?_ანას წამოცდენილი სიტყვა დაიჭირა თადამ . გოგო ისევ გუგას მიეკრო ამჯერად მის უკან დადგა და დამრგვალებული თვალებით უყურებდა _ გაპარვა მოტაცებად გაასაღეთ ? რას ერჩოდი ამ კაცს მითხარი ერთი ... იქ რა ხდება იცი?შეიძლება შენმა სულელმა ძმამ ომი დამახვედროს დროზე მინდა დავბრუნდე რომ გავაჩერო და გოგო თურმე თვითონ გაჰყვა
_ნუ ეჩხუბები ეშინია
_ჩემ ხელში გაზრდილ ბავშვს ნუ მასწავლი ... არ ეშინია მაგას ჩემი . მე ნამდვილად მივდივარ და არ ვერევი არაფერში. კაი ამას ვიცნობდი და ვიცოდი არაფერს გავნებდა ,სხვას რომ გაყოლოდი ვინც არ ვიცოდი ხომ გავგიჟდებოდი შენ პოვნამდე. ესაა შენი ჩემ მიმართ პატივისცემა?
_ბავშვს ნუ აწვები
_რომელი ბავშვი , ცოლია უკვე ვერ ხედავ ?
_მაგას არ ვამბობდი წეხან? აგეხილა თვალები ... დალიე და მოგეშვება _ ბოთლს მოხსნა თავი,ჭიქა გაავსო და მიაწოდა. იმათი ლაპარაკის დროს სუფრაც გაეშალა _მოდით დასხედით... დაგლოცოთ
_გასაღები მომეცი _ჭიქა დაცალა და ევას ხელი გაუწოდა
_გგონია მანქანას გათხოვებს?თავის მანქანას ეგ ...
_აჰა,თუ გარბიხარ გაიქეცი ბუტია ბავშვივით და აქციე ზურგი გოგოს ,რომელიც თითქოს ასე გადარდებს _ გასაღები მისცა მანამ სანამ გუგა წინადადებას დაასრულებდა და ჭიქა ასწია _ ეს სახლი ჩვენი დედების მშობლებმა ააშენეს ერთად. სულ არაფერი გააჩნდა იმ ორს ერთმანეთის გარდა და ერთად ჰქონდათ ყველაფერი. ააშენეს სახლი და ამ სახლში შექმნეს ოჯახი . ორი ადამიანი შექმნა მათმა სიყვარულმა,გაზარდა სწორ ადამიანებად და მათი მომავალი ვართ ჩვენ . თქვენ გყავთ ერთმანეთი და მე მანამ ვიქნები თქვენს ზურგს უკან დამცველად სანამ თქვენ ამ თვალებით შეხედავთ ერთმანეთს . არაფერს გისურვებთ სხვას, ერთმანეთს და უაერთმანეთობას არასდროს _ თადასკენ არ გაუხედავს ,იცოდა არ წავიდოდა. წყვილი დალოცა , ღვინო დალია და შემდეგ დაჯდა
_თადააა_ ანა კნუტის თვალებით უყურებდა ცოტაც და იტირებდა _ შენც თუ გამიბრაზდი რა მეშველება
_სულელო ბავშვო რა დროს შენი გათხოვება იყო _ ჩაეხუტა ,თავზე თავი დაადო და ისე მოეფერა ევას გულში სითბო ჩაეღვარა _ შენ როგორც გინდა ისე იქნება შენი ცხოვრება_თქო ხომ გითხარი ლადო რომ წავიდა ამ ქვეყნიდან.
_ისიც მითხარი მე სულ შენ მხარეს ვიქნები და მე თუ ვიქნები ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაო
_ისიც გითხარი არაფერი დამიმალოთქო
_ჯერ ჩემთვისაც არ უთქვამს რომ ვუყვარვარ და ჩემზე გიჟდება შენთვის რა უნდა ეთქვა. არ უნდა ამდენი ჩახუტება , ცოლია ჩემი და მე არ მეხუტება ამდენხანს
_სიძე შენ ცოტას ხო არ ახურებ?
_ცოტა მოსულა
_ორი ასეთი დამცველი გყავს და იცი თავი ქუდში გაქ ... ნეტავ მე როგორ დავიმსახურებ ქალბატონი ევა რომ მიმაგრებდეს ზურგს _ მაგიდასთან დაჯდა,გასაღები დაუბრუნა და ჭიქა გაავსო
_სადღეგრძელოს ველით ბატონო თადა _ჭიქა მიაწოდა და მისი კითხვა ასე დატოვა უპასუხოდ
_“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს,შენთან არს ღმერთი „ _ციტირებდა ბატონი თადა და უყურებდა არა წყვილს არამედ სუფრის თავში მჯდომ ევას _ ღმერთი დარჩეს მუდამ თქვენს გვერდით და ისე გაგევლოთ ცხოვრების დარჩენილ,გრძელ და საინტერესო გზაზე ,რომ ღმერთს თქვენთვის ზურგი არ შეექციოს

_ორი დღე ითხოვე ,იცოდი რომ დარჩებოდი _ მთვრალი იყო თადა, ეზოში მჯდომ ევას გვერდით მიუჯდა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია _ მე კი არ მეგონა ანას თუ ასე მარტივად შეუყვარდებოდა... შენ სხვების სიყვარულის გჯერა და შენსას ვერ ხედავ
_სხვებს ჰყოფნით ის სიყვარული რაც აქვთ ... მე ცოტა არაფერი მკმარა
_ცოტაც ვარ თურმე ... თვითშეფასებას მიკლავთ ქალბატონო ევა
_შენ ბევრს აღმატებული ხარ , შენი გრძნობები არ ვიცი ... შენ საკუთარი თავისთვის იდეალური ხარ, ჩემთვის არ მგონია იყო
_და თუ გავხდებით ერთნი ... _ კვამლი მთვარისკენ გაუშვა ,თავი ევასკენ დახარა . თითები ლოყაზე შეახო,მოეფერა ,ახლოს იყო ,მაგრამ არ კოცნიდა_ მე და შენ ,საოცრებად გადავიქცევით ,ევაანგელინა _მელოდიასავით გააჟღერა ქალის სახელი და გაეღიმა მისი ნეტარი სახის დაკვირვებისას _ შენი სურვილები ვერ ასრულდება თუ არ განაცხადებ, მე რომ წაგიკითხე კრახით დავასრულე _ თითი ნაზად გადაატარა ტუჩებზე , იქვე ახლოს აკოცა წამით და კმაყოფილებისგან აუფეთქდა სულში ათასი ფერი ევამ მკლავები რომ შემოჰხვია და კოცნის ინიციატორი გახდა



№1 სტუმარი TeT

ახლა დავიწყე კითხვა და პირველივე წაკითხულმა წინადადებამ მძიმე დღე გამიხალისა:
“_ თავი როგორ გამიტეხე გოგო ... მართლა არ მოგწონვარ? ასე დამაშტერე ,მომატყუე,მეთამაშე რომ ვერ მივხვდი ? ყველაფერი მოიტყუე?”

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

TeT
ახლა დავიწყე კითხვა და პირველივე წაკითხულმა წინადადებამ მძიმე დღე გამიხალისა:
“_ თავი როგორ გამიტეხე გოგო ... მართლა არ მოგწონვარ? ასე დამაშტერე ,მომატყუე,მეთამაშე რომ ვერ მივხვდი ? ყველაფერი მოიტყუე?”

ისტერიკაში მყოფი თადა :დ
მე კიდევ თქვენთან კონტაქტით ვიხალისებ დღეს თორემ გა'ვაფრენ იდე ვარ
მადლობა ემოციის გაზიარებისთვის♡♡♡♡

 


№3  offline წევრი დარინა

ევადავით ვარ ზუსტად მეც თადას ისე ეჭვის თვალით ვუყურებ ყოველი მისი წარმოთქმული სიტყვა ყალბი მგონია და ვერანაირად ვერ მარწმუნებს გულწრფელობაში, რაღაც მიზეზის გამო რომ დაუახლოვდა ევას ფაქტია მაგრამ აი არ მინდა ბოლოს გულნატკენი ევა გამოვიდეს ვაჟბატონისთვის ეგ ერთი თავის გატეხვა იმედია მაგალითი იქნება რომ ტყუილები აღარ გააგრძელოს, ევა არა რააა მაგას მაინც თვალი ადვნე რომ არ გაგახვიოს თავის ტყუილების საცეცებში, შენი ყველა ქალზე მეტად მომწონს ევაა საოცარია თავისი ხასიათებით ის თუ როგორი ძლიერიაა, არავის და არაფრის რომ ეშინია. ბატონს იმრდია ბოლოს თავს წააცლის თუ გულს ატკენს, ან საკუთარ ცრემლებში ჩაახრჩობდ მაინც :dddd

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ევადავით ვარ ზუსტად მეც თადას ისე ეჭვის თვალით ვუყურებ ყოველი მისი წარმოთქმული სიტყვა ყალბი მგონია და ვერანაირად ვერ მარწმუნებს გულწრფელობაში, რაღაც მიზეზის გამო რომ დაუახლოვდა ევას ფაქტია მაგრამ აი არ მინდა ბოლოს გულნატკენი ევა გამოვიდეს ვაჟბატონისთვის ეგ ერთი თავის გატეხვა იმედია მაგალითი იქნება რომ ტყუილები აღარ გააგრძელოს, ევა არა რააა მაგას მაინც თვალი ადვნე რომ არ გაგახვიოს თავის ტყუილების საცეცებში, შენი ყველა ქალზე მეტად მომწონს ევაა საოცარია თავისი ხასიათებით ის თუ როგორი ძლიერიაა, არავის და არაფრის რომ ეშინია. ბატონს იმრდია ბოლოს თავს წააცლის თუ გულს ატკენს, ან საკუთარ ცრემლებში ჩაახრჩობდ მაინც :dddd

ცრემლებში ჩაახრჩობს პირობას ვდებ !
აუ არადა თადა მინდოდა გყვარებოდა და რა განწყობა შევქმენი წინასწარ რააა ჩემი სიყვარულიკი თადა დამრჩა ფანკლუბის გარეშე :დ მე ვაფრენ მარტო

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

აი მეც ევასავით ვაკვირდები თადას იქნებ რამე თქვას ისეთი რაც კიდევ უფრო საეჭვოს გახდის მას და აი ისის რაც დავიჭირე მე არის ის რომ ევას ეუბნება ვიცი ბაბუაშენი ექიმი იყოვო ვფიქრობ მისი გაშვილების გაყიდვის ამბებს უკავშირდება მისი ამბები და ვნახოთ ჩემი ეჭვები თუ გამართლდება.ან კიდევ ძალიან გავიჭერი ფანტაზიებში არ. მინდა ევა დარჩეს გულნატკენი და გამოყენებული.აი ყველა შენი ისტორია ხომ წაკითხული მაქვს და ზოგადაგ უმეტესობაში ყველაში თუ არა თავიდანვე მომწონს ხოლნე ეს მამაკაცები მთავარი გმირები ასე ვთქვათ და აი აქ თადასთან რაღაც ისე ვე რვარ ბოლომდე ვერ მაწონებს თავს არა კი მომწონს მაგრამ მთლად ვე რვენდობი რა ვნახოთ აბა რა იქნება

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
აი მეც ევასავით ვაკვირდები თადას იქნებ რამე თქვას ისეთი რაც კიდევ უფრო საეჭვოს გახდის მას და აი ისის რაც დავიჭირე მე არის ის რომ ევას ეუბნება ვიცი ბაბუაშენი ექიმი იყოვო ვფიქრობ მისი გაშვილების გაყიდვის ამბებს უკავშირდება მისი ამბები და ვნახოთ ჩემი ეჭვები თუ გამართლდება.ან კიდევ ძალიან გავიჭერი ფანტაზიებში არ. მინდა ევა დარჩეს გულნატკენი და გამოყენებული.აი ყველა შენი ისტორია ხომ წაკითხული მაქვს და ზოგადაგ უმეტესობაში ყველაში თუ არა თავიდანვე მომწონს ხოლნე ეს მამაკაცები მთავარი გმირები ასე ვთქვათ და აი აქ თადასთან რაღაც ისე ვე რვარ ბოლომდე ვერ მაწონებს თავს არა კი მომწონს მაგრამ მთლად ვე რვენდობი რა ვნახოთ აბა რა იქნება

მგონი ეს უნდობლობა თავიდანვე ზედმეტად გავაჩინე მასეთი საშიშიც არაა თადა ევაა ზედმეტად ფრთხილი და ეჭვიანი როცა საქმე ნდობას ეხება თანაც კაცის ნდობას
ვნახოთ რა როგორ იქნება ჯერ წინაა ყველაფერი

 


№7 სტუმარი სტუმარი სალომე

თადა უნდობლობას იმიტომ იწვევს რომ ვიცით რაღაცას მალავს.. ალბათ მართლა ევას ოჯახის წევრია გარეული მის გაყიდვაში, ევამ რომ დაახასიათა ბაბუა დადებითად თადას შეიძლება გულში გაეცინა კიდეც მაგაზე.. ასე მგონია თადა სხვა განზრახვით იყო თავიდან როცა ევას დაუახლოვდა და ეხლა უკვე ევა ყოველ ნაბიჯზე სხვანაირად აჩვენებს ყველაფერი.. ანუ შეიძლება შურისძიება უნდოდა მაგრამ ევას ახლოდან გაცნობა შეცვლის ბევრ რაღაცას..ძალიან მომწონს მარტივები რომ არ არიან და ამ ცივი ხასიათიდან უფრო მეტი ემოციები მოდის ჩემთან. ცხელი სურნელი გამახსენდა და ეხლა იმას უნდა ჩავუჯდე, ტაისას გავს ჩემთვის ევა და კიდევ ორმაგად მიყვარს მაგის გამო

 


№8 სტუმარი TeT

sameone crazy girl
TeT
ახლა დავიწყე კითხვა და პირველივე წაკითხულმა წინადადებამ მძიმე დღე გამიხალისა:
“_ თავი როგორ გამიტეხე გოგო ... მართლა არ მოგწონვარ? ასე დამაშტერე ,მომატყუე,მეთამაშე რომ ვერ მივხვდი ? ყველაფერი მოიტყუე?”

ისტერიკაში მყოფი თადა :დ
მე კიდევ თქვენთან კონტაქტით ვიხალისებ დღეს თორემ გა'ვაფრენ იდე ვარ
მადლობა ემოციის გაზიარებისთვის♡♡♡♡


TeT
მეთამაშე

კოცნით რომ დასრულდა ეს თავი ისეთი მოულოდნელი
იყო )) ბევრი ევა და თადა გვჭირდება დღეს <3

 


№9  offline წევრი Mmarriamkk

ვგიიჟდებიიიი!!!! ვხვდები რო თადა მააგრად მიქარავს ევასთან და გული მწყდებაა!! ანუ ვკვდები თან სიცილით თადას პანიკებზე და შოკში ჩავარდნებზეე!! მადლობა!!!

 


№10 სტუმარი Елка

Тадас фани вар укве . Тави рогор гаутеха ар шеецода маинц мтрисас асети шекваребули. Ориве микварс маинц. Мадлоба сасиамовно тави ико

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

რა ვქნა,რომ მაინც საოცრად მომწონს ეს კაცი და სულერთია ამ ეტაპზე, რა მიზეზი დგას, იმ სასწორის პინზე, მის თავს რომ მომაძულებს...
ამ თავმა ცოტა გამახალისა კიდეც.

"_დუმილის უფლებას ვიყენებ
_სულ დამნაშავეები დუმან
_თავად ამბობ ,შენი მოწონება დანაშაულია , სიყვარული სასჯელი იქნება" - საყვარელო ევა,მაგ სასჯელში თავი უკვე გაყავი :D

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
აი მეც ევასავით ვაკვირდები თადას იქნებ რამე თქვას ისეთი რაც კიდევ უფრო საეჭვოს გახდის მას და აი ისის რაც დავიჭირე მე არის ის რომ ევას ეუბნება ვიცი ბაბუაშენი ექიმი იყოვო ვფიქრობ მისი გაშვილების გაყიდვის ამბებს უკავშირდება მისი ამბები და ვნახოთ ჩემი ეჭვები თუ გამართლდება.ან კიდევ ძალიან გავიჭერი ფანტაზიებში არ. მინდა ევა დარჩეს გულნატკენი და გამოყენებული.აი ყველა შენი ისტორია ხომ წაკითხული მაქვს და ზოგადაგ უმეტესობაში ყველაში თუ არა თავიდანვე მომწონს ხოლნე ეს მამაკაცები მთავარი გმირები ასე ვთქვათ და აი აქ თადასთან რაღაც ისე ვე რვარ ბოლომდე ვერ მაწონებს თავს არა კი მომწონს მაგრამ მთლად ვე რვენდობი რა ვნახოთ აბა რა იქნება

ბოლოს გავიგებთ რამე სხვა მიზანი აქვს თადას თუ უბრალოდ ევასთვის თაავის შეყვარებას ცდილობს და ევას აქვს პანიკა . თავიდანვე თუ არ მოგეონს საერთოდ პერსონაჟი და არ გიჟდები მასზე მერე იშვიათად რამე ისეთი მოხდეს რომ ძალიან მოგაწონოს თავი. ვნახოთ თადა რას იზამს ან ვერ იზამს ...
მიხარია სხვადასხვა აზრს და ვარაუდს რომ ვისმენ ძაალიან ველოდები რომ გაირკვევა ყველაფერი რა რეაქციები გექნებათ ♡♡♡

Mmarriamkk
ვგიიჟდებიიიი!!!! ვხვდები რო თადა მააგრად მიქარავს ევასთან და გული მწყდებაა!! ანუ ვკვდები თან სიცილით თადას პანიკებზე და შოკში ჩავარდნებზეე!! მადლობა!!!

ხო ეგ მომენტები ძაან მესაყვარლება და მამხიარულებდა მეც წერის დროს და მიხარია თქვენთანაც იგივე ემოციებს რომ იწვევს... შეიძლება სულაც არ მიქაროს და ტყუილად ჩაგაგდეთ საფიქრალში :დ
მადლობა ემოციების გაზიარებისთვის ♡

Елка
Тадас фани вар укве . Тави рогор гаутеха ар шеецода маинц мтрисас асети шекваребули. Ориве микварс маинц. Мадлоба сасиамовно тави ико

მიხარია თადა ასე ძალიან რომ მოგწონთ ♡♡იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება

მე♥უცნაურე
რა ვქნა,რომ მაინც საოცრად მომწონს ეს კაცი და სულერთია ამ ეტაპზე, რა მიზეზი დგას, იმ სასწორის პინზე, მის თავს რომ მომაძულებს...
ამ თავმა ცოტა გამახალისა კიდეც.

"_დუმილის უფლებას ვიყენებ
_სულ დამნაშავეები დუმან
_თავად ამბობ ,შენი მოწონება დანაშაულია , სიყვარული სასჯელი იქნება" - საყვარელო ევა,მაგ სასჯელში თავი უკვე გაყავი :D


თადა არაფერს გააკეთებს მომავალში ისეთს თუ გიყვარს თავი რომ შეგაძულოს ამის პირობას ვდებ . რაც შეეხება ევას კი უკვე უყვარს მაგრამ როდის აღიარებს ვნახოთ ♡

 


№13  offline წევრი რუსკიმარუსია

აუ, კაირგი რა, მარიამო, ახლა გაწყვეტა იქნებოდა?
ამ ჩვენს გოგოს ისე შემოუყვარდა თადა ჯერ თავადაც ვერ აანალიზებს❤️ევა მიჩვეულია რომ ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს, თუ რამე სჭირდება თავად გააკეთოს და საკუთარი თავისთვისაც მარტომ იბრძოლოს. თადა მისთვის შესაძლოა ის ზურგი აღმოჩნდეს რომელსაც შეგიძლია ენდო, მაგრამ ისეთი მამა ყავდა არც არის გასაკვირი თუ თადას ეჭვის თვალით უყურებს.
თადას აზროვნება შვილებთან დაკავშირებით ძალიან მომწონს❤️ თადაც მომწონს, მაგრამ არ მინდა ევას ატკინოს. არ მინდა ამ გოგოს საყრდენი გამოაცალოს და საბოლოოდ დაშალოს.ცოდოა ეს გოგო ამდენი ტკივილისთვის :( ეს ჩვენი თავგატეხილი რომეო მართლა ეკონომისტია? :)
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
აუ, კაირგი რა, მარიამო, ახლა გაწყვეტა იქნებოდა?
ამ ჩვენს გოგოს ისე შემოუყვარდა თადა ჯერ თავადაც ვერ აანალიზებს❤️ევა მიჩვეულია რომ ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს, თუ რამე სჭირდება თავად გააკეთოს და საკუთარი თავისთვისაც მარტომ იბრძოლოს. თადა მისთვის შესაძლოა ის ზურგი აღმოჩნდეს რომელსაც შეგიძლია ენდო, მაგრამ ისეთი მამა ყავდა არც არის გასაკვირი თუ თადას ეჭვის თვალით უყურებს.
თადას აზროვნება შვილებთან დაკავშირებით ძალიან მომწონს❤️ თადაც მომწონს, მაგრამ არ მინდა ევას ატკინოს. არ მინდა ამ გოგოს საყრდენი გამოაცალოს და საბოლოოდ დაშალოს.ცოდოა ეს გოგო ამდენი ტკივილისთვის :( ეს ჩვენი თავგატეხილი რომეო მართლა ეკონომისტია? :)
შემდეგამდე, მარიამო❤️

აწი სულ ტკბილი და თბილი იქნება ევა იმდენად რამდენადაც შეუძლია ვინმემ თუ არ მოუშალა ნერვები და გააბრაზა
თადას საერთოდ ყველა აზრი და დამოკიდებჰლება სწორი აქვს ჩემი მისტერ იდეალურია ენაცვალოს დედა :დ

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე რა იყო ეს შოკი მივიღე სად წავიღო და წავიდე ????????????ამდენი ემოციები ჯერ ხომ თავი გაუტეხა მერე უცლიდა მომეჩვენა თუ რავქნა აკოცა თავისი ნებით ყინული დადნა რას მოვესწარით ევანგელინა უმაგრესი თავი იყო ცოტა ამოვისუნთქე მიხარია თადამ რომ არ მოიტყუა ვაიმე კიდევ უნდა გადავიკითხო ერთხელ დავრწმუნდე რაღაცეებში????????????????

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნესტანი
ვაიმე რა იყო ეს შოკი მივიღე სად წავიღო და წავიდე ????????????ამდენი ემოციები ჯერ ხომ თავი გაუტეხა მერე უცლიდა მომეჩვენა თუ რავქნა აკოცა თავისი ნებით ყინული დადნა რას მოვესწარით ევანგელინა უმაგრესი თავი იყო ცოტა ამოვისუნთქე მიხარია თადამ რომ არ მოიტყუა ვაიმე კიდევ უნდა გადავიკითხო ერთხელ დავრწმუნდე რაღაცეებში????????????????

აკოცა აკოცაა ნამდვილად აკოცა :დ

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეკონომისტი ვაიმე ცუდად ვარ,რატომღაც მგონია ევა ისეთი ძლიერია თუ ატკენს თადა,თადას უფრო ეტკინებავ ევას ტკივილი არამგონია დაეცეს ევა და არ აღდგეს ისევ ???????????? მაგრამ მერე თადა უნდა დაიმალოს????????????????

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნესტანი
ეკონომისტი ვაიმე ცუდად ვარ,რატომღაც მგონია ევა ისეთი ძლიერია თუ ატკენს თადა,თადას უფრო ეტკინებავ ევას ტკივილი არამგონია დაეცეს ევა და არ აღდგეს ისევ ???????????? მაგრამ მერე თადა უნდა დაიმალოს????????????????

თადა ნამდვილად უნდა დაიმალოს, მაგრამ არ გაიქცევა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent