შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი ( VI თავი)


15-05-2024, 01:21
ავტორი tasusuna
ნანახია 914

__
ციოდა.
ძვალ-რბილში ატანდა სუსხი.
ცოდვის მქმნელებს ხელები გადაეყვლიფათ ავის თესვისგან.
ყველა თხრილი გამოექექათ და ვეღარ მალავდნენ სიშმაგეს.
გავეშებული ივერი უთურანი ნაბიჯ-ნაბიჯ,მისხალ-მისხალ მიყვებოდა სისხლიან ნაფეხურებს.
არწივისთვალა ქურციკის სიფრთხილით გმანავდა დიდ გამოქვაბულს და,
უკან მოსაბრუნებელ გზას არ უტოვებდა შემოქმედს..
რთული იყო,
უსაშველოდ რთული მისი ყოველი ფიქრი.
სახეშეყრილი,პირმოკუმული დადიოდა და,
უკან,შლეიფად მოყვებოდა მტრების შიში.
წვტილფეხობას სახეზე ადამიანობა ჩამორეცხოდა,
უკანასკნელ ძალას გაისროდნენ მისკენ და,
უშედეგოდ,
ნიადაგს მიწად უბრუნდებოდნენ.
სვიმონის გამოცდილ თვალს არ გამორჩენია ივერის უკუქმნა.
რჩევებს,ხურჯინში რომ დაეხვავებინა მრავლად,თავი მოუკრა და სადავეები მოუშვა..
მისი ზრდილი,
მისი ქმნილი,
მისი გამოწრთობილი გზას ნელი,თუმცა,ზუსტი მეტტრობით მიუყვებოდა..
ისე,რომ მალხაზ ჭყონიას მისხალით არ შეპარვია ეჭვი მის გამარჯვებაში.
ევრიკაში რწმუნებულს დახეთქილი ვენები საწამლავით გაევსო და ნებივრობდა..
ლპობა დაწყებული ფეხი დაბალ სკამზე შემოედო და ამაყად უყურებდა მთავარ პროკურორს..
-კვალი საზღვართან წყდება მალხაზ,გაქნილ ნაბი*ვარს ანნა ჰაერში ჰყავს გადამალული..ვერსად ვპოულობთ..-ხელები ჭრელ ბლანჟეზე ჩამოისვა და ბოკალში ჩამოსხმული ირლანდიური ვისკი ნებად მოსვა.
ეშინოდა.
მხრებზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები არ აძლევდა გარანტიას,
ცოცხლად გასულიყო ფონს,
მაგრამ,ვერც ფულის შიმშილს იკლავდა.
უყურებდა მას,
ფხვნილის მაგნატს და,
უკან,კვალდაკვალ
ადევნებული უთურანისაც ეშინოდა..
არ გაკვირვებია ჭყონიას.
არც უკმაყოფილება გამოუხატავს.
მის სახეზე აღბეედილი სიმშვიდე საგონებელში აგდებდა მსმენელს.
-იცი,ყველაზე კარგი რა გააკეთა ლექსომ?!-სარკაზმისგან სახე მთლიანად წაეშალა.
არ ყოფილა მისი ცხოვრება ერთი შეხედვით ამაზე უფრო მდორე.
გაკვირვებით გახედა იოსებმა.
ენაგადმოგდებული სირბილისგან,ძებნისგან დაღლილი თავი ათასი ფიქრისგან გაევსო.
მაგრამ,მაინც ვერ დავიდა მის დონემდე.
-მხრებიდან ყველაზე დიდი ვალდებულება,
ყველაზე დიდი სისუსტე და თან,
ყველაზე დიდი ფიქრი მომაშორა.-წინ დადებული სარკიდან ერთი მწკრივი მისკენ გაწია და ოქროს წკირი გაუგორა.
-უთურანმა ტყვია გამოჩარხა ჩემთვის, დამაჭედებს კიდეც,კაცია მოწმე,
მაგრამ,
თითსაც ვეღარ დააკარებს ანნას.-თვალები მთლიანად ჩაუქრა და იმ მამად იქცა სულ
ერთი წამით,არასდროს რომ
არ ყოფილა შვილისთვის.
-ფული ჭუჭყია იოსებ,
თან ისეთი მლაშე,
თუ მოგედოს,გწვავს,
გშანთავს,
მასში გახვევს და აღარ გიშვებს..
ფული ჯოჯოხეთია ამ ცოდვის ქალაქში,
მაგრამ,თან ისეთიც,
უმისოდ რომ ფონს ვერ გახვალ.
ფონი რა სალაპარაკო კია,
ნაბიჯს ვერ დგამ საერთოდ..
-ხმა ჩაიწმინდა და ფანჯრიდან გადაშლილ ჰორიზონტს მზეერა დაასო.
იქ იყურებოდა,სადაც სხვა ვერ და,არც..
-შეჩვევა იცის ნაგავმა..
ყველაფერს გადაააგდებ ,
მაგრამ,
თუ ფული შეგიყვარდა,
იქ კარგავ მთავარს და,
მამოძრავებელს..
-დადუმებულ პროკურორს მზერა მხოლოდ წამით გაუცვალა და ჩაუღიმა..
-ადამიანობას..-წამუთ დაასწრო იოსებმა.
მცოდნს არ ესწავლებოდა სხვისგან.
მაასაც აღარ ჰქონდა სულში არცერთი მისხალი მეობა შერჩენილი..
თავი ჩაქინდრა.
სახეში შეყრილი სიმართლე არ ესიამოვნა..
-იცი,რას ვერ ჩაბნის ვერაფერი?!
ვერცერთი მიწიერი საზრდო და,სარგები?!
-აღარ დაელოდა ჭყონია, როდის გაუნათდებოდა ისევ პროკურორს.
გულის ჯიბიდან ანნას ფოტო ამოაძვრინა და მაგიდაზე ფრთხილად დადო.
ჯავრიანი,
სევდიანი მზერა დაანათა..
არ გავსა ეს მალხაზი არცერთ მის სახეს.
თითქოს ეერთიანად ჩამოირეცხა ყველა ცოდვა და,
მხოლოდ მამა დარჩა..
რომელსაც შვილი უსაფრთხოდ ეგულებოდა.
-შვილს,
ძირს,
სულს და გულს ვერაფერი გიცვლის დედამიწის ზურგზე..
ცერც კოკა და ვერც,კოკით წყალი!
ივერიმ კი, ზუსტად ეს ჩამომხსნა მხრებიდან..-თვალი შემყურეს ირონიულად ჩაუკრა და,
თვლემის მორევში ჩაეშვა..
ვერ გაიგო და ვერ შეიცნო იოსებმა..
კაბინეტი არეულმა დატოვა და ტყეში ჩაფლული სახლი უკან მოიტოვა..
თოვდა თავგამეტებით და თოვლს ერთვოდა მისი დამძიმებული სულიც.
სახლთან აჩერებდა უკვე,
სწორედ იმის ზარი რომ შემოუვიდა ტელეფონში,
ვისზეც საათის წინ საუბრობდნენ.
-ივერის ვახლავართ.-სახეზე მისდაუნებურად აეფარა ღიმილი.
მანქანა გადააყენა და,
უკანახედვის სარკეში ინსტიქტურად გაიხედა..
თეთრად ირეკლავდა მიწის სარკე ფიფქებს.
ცარიელი იყო გზა.
-ასე თუ გაგიხარდებოდა ჩემი ზარი,აქამდე გეთქვა და ,დაგირეკავდი დღეში სამჯერ,ჭამის შემდეგ.-ქალაქის ბოლოდან უთურანს ჩაეღიმა სარკასტულად.
მაჯაზე მოწიკწიკე საათს წამით დახედა და,
წინ დაჩოქილ მალხაზის ორ ,პირზე ბენდენა აკრულ ლაქიას ცივი მზერა მოატარა.
ერთერთი დიალოგში ჩაბმულის დის შვილი,
გიორგი სირაძე იყო.
ახალგაზრდა,
უწვერული,
პირზე რძეშეუმშრალი..
16 წელს ძლივს გადაცილებული ბიჭი.
-ჩემს მოსაკითხად არ დარეკავდი.პირდაპირ საქმეზე გადადი ძმურად.-სავარძელზე მოუსვენრად შესწორდა იოსები.
ყელი გაუშრა უცებ.
არ ენიშნა კარგად მისი ირონია..
არც მისი მშვიდი ტონი.
-შენთან ძმობა გასაყოფი ღმერთმა ნუ გამიხადოს იოსებ,მაგრამ,გიორგისთან ტყვიას თუარ შემეცილები,ვახშმის დროს ვეღარ დაგირეკავ და მოგიკითხავ.არ გეცლება,ფიზიკურად.
სასახლე გექნება სათრევი მაგ დამპალი მხრებით.-ზიზღისგან პირზე მომდგარი ნერწყვი გადააფირთხა და გულიდან სამყაროს წონა ბოღმა ამოიღო ივერიმ.
გაშრა მოპასუხე.
მშვიდი კვირები,
ერთმანეთს რომ მიჯრით მიწყობილიყო,
ერთ ზარში დაუსრულა უთურანმა და იმ კვარცხლბეგიდან ჩამოაგდო,
ნელნელა რომ მიიწევდა.
სული აეწვა.
თუ საკუთარი არა,
მისივით შემოზრდილი შვილობილი ვერ შეიმეტა..
ჰაერი აღარ ეყო.
გზაზე დამაშვრალი გადმოვიდა და გავარვარებული ხელისგულები თოვლში გაისრისა.
-ივერი!-ხმა ველურის გაუხდა,
მაგრამ,
თან იმდენი სისუსტე გაერია შიგნით,
ვეღარ გააკონტროლა.
როგორ დაიჯერა მისი უმოქმედობა.
როგორ მოადუნა ჩამდგარმა ქარიშხალმა..
ვერ აპატია მის თავს განვლილი სამი კვირა და ხარბი გული.
მუშტად შეკრული ხელი ძლიერად დაარტყა ძრავის ხუფს.
აწითლებულ მუჭს სიმწრისგან უკბინა.
-კანის ათლას მოეშვი და იქ მოდი,სადაც გეტყვი.
შენთან სავაჭრო მაქვს.
თუ სიცოცხლე გიღირს,ჭკუით მიყევი საქმეს.-არც კი დააცალა
გონს მოსვლა,
გაუთიშა,მისამართი ჩაუგდო
და სკამზე ჩამოჯდა.
დაღლილი იყო.
უსაშველოდ გადაქანცული.
კვირეების უძილობისგან თვალებზე ცის წონა ბალიშები დადებოდა.
გრძელ,
ხშირ თმაში დაუთვლელი ვერცხლი გარეოდა და,
წვერი საგრძნობლად ჩამოზრდოდა.
აღარ ჰგავდა ადამიანს და,მითუმეტეს,მის ძველ თავს..
ყელში ამოსული ჩუმი ნაბიჯებისგან ვენები უკვე დახეთქვას ჰქონდა და,
წვრილფეხობის ზდევნაში გადაღლილს,
მშვიდი ძილი მონატრებოდა..
გრძნობდა.
სადაცაა ფონს გავიდოდა,
მაგრამ,
ისიც იცოდა,
ასე ლანგარზე დადებული რომ
არ მოვიდოდა გამარჯვება..
სულში დატრიალებული თვითგვემა
საერთოდ რევდა,
მაგრამ,
უკან მთის სიმსხო ძალა აძლებინებდა..
სვიმონის ღმერთის ტოლა ნდობა და, დონკა ტკაჩენკოს მომლოდინე თვალები არ აძლევდა სხვა გასაქანს..
სხვა საშუალებას.
შეცმობის უფლებაჩამორთმეული,
ფრთხილი ნაბიჯებისგან,
ასჯერ გაზომვისგან უღმერთოდ დაღლილიყო.
-რამდენი წლის ხარ გიო?-წინ დაჩოქილს მიუახლოვდა და ნაჭრისგან გაანთავისუფლა.
თვალებში გაუზომელი შიში ჰქონდა ბიჭს.
წარკვეთილი უსუსურობა.
-ჩვიდმეტის..-გაპარული ხმით უპასუხა..
კანკალებდა.
გულით შეეცოდა ივერის და,
მწარედ ჩაიქნია თავი..
მალხაზი ყველა ზღვარს გადადიოდა..
ყველა საზღვარი შემოეძარცვა.
გაუფიქრებელს კადრულობდა..
სადარბაზოებში დანაწილები ბავშვები ივერის სათითაოდ მოეკრიბა მთელი კვირები და თითოდ ამოეღო ყველა პარკი..
დიდ საქონელზე გასულ ჭყონიას მხედველობიდან მარტივად გამორჩა უბნის მშრალად დარჩენილი კლიენტები.
-რა შემიძლია მოგცე,რომ აღარასდროს გააკეთო მსგავსი?!-თვალებში მამაშვილურად,
სუფთად,
ყოველგვარი მზაკვრობის გარეშე ჩახედა და მზად იყო,
მწვანეთი გაევსო ჩანთა და მიეცა,
ოღონდ ცოდვისგან დაეხსნა ორი.
-არ მინდა სიკვდილი..-თვალებში რომ ზღვასავით სითხე ჩაუდგა,
მანდ მიხვდა ივერი,
რაღაცებს სწორად რომ
ვერ აკეთებდა მაინც.
-მოსაკლავი ბიძაშენია , სწორ გზაზე რომ ვერ დაგაყენა და წამალს გაყიდიებს შვილის ტოლას.-ჯიქურ დაასო მწყრალი მზერა,
მაგრამ,
მაინც შეუხსნა ხელები.
მასზე ორი წლით დიდს ხელებში საკუთარი მანქანის გასაღები ჩაუგდო და ისევ სირაძეს მიუბრუნდა.
-ივერი უთურანი!-სახელი ანბანივით დაუმარცვლა.
-მეორედ,როცა წამალს ხელს მოკიდებ და ბინაში ფაქტის დასადებად შეხვალ,
სახელი კარგად გაიხსენე,
რადგან,
ეს ბოლო იქნება,რასაც წარმოთქვამ.-თითო ბგერა თითო სიცოცხლის მძივად ჩამოეკიდა ახალგაზრდის ყელს.
მძიმედ გადაუშვა ყელსმომდგარი ცრემლები გიორგიმ.
სახეს,რომელიც გონებაში მწარედ ჩაამახსოვრებინა იოსებმა,
თვალი აარიდა და თავდახრილი,უკანსვლით გაერიდა.
სანამ გავიდოდა,
ისევ იქუხა ივერის ხმამ.
საკონტროლო ტყვიასავით..
იმ იმედივით,
გზასაბნეულს რომ გაგინათებს ბილიკს.
-როცა იფიქრებ,რომ კაცური ცხოვრება გინდა,
მაშინ მახსენო,ის მირჩევნია გიო..
ბიძაშენმა უფსკრულში გადაგჩეხა,მე ჭაობიდან ამოსვლაში დაგეხმარები,
ოღონდ,
მადროვე..
არ მინდა ქალაქს სალაპარაკოდ ექცეს,
ივერი უთურანს შეეცოდა და,
პროკურორის დის შვილი მარტო იმიტომ გაუშვა,
თვალები რომ წყაროს წყალივით სუფთა ჰქონდაო.
სადისტი არ ვარ,
მაგრამ,
თუ რამეს სანანებელს მიხდიან,
მერე ორმაგად ვაგებინებ ხოლმე
პასუხს.
მამა აბრამის ბატკანი არც მე ვარ და ნურც შენ გაიხდი თავს ჩემს სამიზნოდ.-მიზანს ზუსტად მოარტყა უთურანის გულიდან წამოსულმა სიტყვებმა.
გულწრფელობა,რომელიც სულიდან მოდიოდა,
მომნუსხველად იმოქმედა მსმენელზე.
დარწმუნდა რა,
ადგილს მოშორდნენ ახალგაზრდები,
სვიმონს დაურეკა და ,
იოსების ლოდინში,
სკამზე ჩამოჯდა.
-გაუშვი?!-ხმაში იმედი ჰქონდა მოხუცს.
-ორივე!-დაუტეველი,ჩუმი სიამაყით უპასუხა.
ხელებში მოქცეულ თამბაქოს გრძელი ნაპასი დაარტყა და გადააფერფლა.
-დარწმუნდი,რომ სწორ გზაზე დგანან სვიმონ.
თუ დასჭირდათ,წაეხმარე,
მაგრამ,არც ისე, შეეჩვიონ.
მათ შენ განდობ, ვიცი,სწორ გზას უჩვენებ..-ისე,როგორც მას ეტყოდა,
პირიქით გაუცვალა დარიგებები.
მოხუცმა მხოლოდ თავი დაუკრა და გაუთიშა.
უსმენდა,მაგრამ წარმოდგენა შეეძლო,როგორი კმაყოფილებით ჩამოისვამდა წვერზე ხელის გულებს სვიმონი.
სკამზე მჯდომი შეეგებაგრძელი გზიდან მოსულ იოსებსაც ივერი.
აჭრილი სახით მოარულს ყველა ფერი დაკარგვოდა კანზე.
არ გავდ ადამიანს.
-დაგაგვიანდა იოსებ!-ირონიისგან სისხლი გაუქვავა ვენებში უთურანმა.
მის გვერდით მდგომი სკამი პირისპირ გაუჩოჩა და, ანიშნა,დამჯდარიყო..
მძიმედ დაეშვა სხეული,
თვალებს უშედეგოდ აცეცებდა,
უთურანის ხელებში მოქცეულ,გიორგის ვეტცხლის ყელსაბამს თვალს ვერ აშორებდა, მან უსახსოვრა 17 წლის იუბილეზე.
-ბავშვი სადაა,ივერი?!-მიუხედავად სტრესისა, პროკურორის სიტყვები მაინც
მძიმედ დაეკიდა კედლებს.
რა პასუხსაც მიიღებდა, ესეც იცოდა და აღარ დაუყოვნებია მასაც.
-სადაც შენ ვერ მიაგნებ იოსებ,აი იქ!-მჭახედ მოუჭრა და სკამზე შესწორდა.
მუხლებზე ხელები დააყრდნო და ჯიქურ ჩახედა გაველურებულ თვალებში.
ცეცხლს აკვესებდა და თან, მზადყოფნას, დათმობაზე წასულიყო.
-თქვენსავით ზღვარგადასული სადიზმისგან ღმერთმა დამიფაროს,როგორღაც ვუყვარვარ შემოქმედს და რაციონალურ აზროვნებას მიმაჩვია.
არ მიყვარს იოსებ,შემატყობდი აქამდეც, ტყუილად მჭიდის დაცლა და,სისხლის აკიდება.
ეგ კიარა, საქმეს ვერ მომიძებნი,კი გექნება გაქექილიც, სადაც გვამით დამიმთავრებია და მიმალვაში დრო დამეხარჯოს.
მე სხვა კალიბრში ნაწრთობი ვარ,
აი თქვენ კი,
შაითნის გამოზრდილებს,
ისე მოგიღერებიათ კისრები,
ხანდახან ხელებს ვიჭამ
სიმწრისგან,ისე მომაწვება ხოლმე სისხლის წყურვილი და მომინდება,კიარ მოგაჭრათ ეგ ეშმაკზე მიყიდული კისრები,
გამოგღადროთ საკუთარი ხელებით და ღორებს მივუგდო თქვენი ტანი საჯიჯგნად.-მწარედ გადააფურთხა, სისხლის გემო რომ მოაწვა ყელში და,
გადაფითრებულს მზერა ისევ შეაყინა.
თუმცა,სიტყვა გააწყვეტინა.
-ვის ემუქრები ხოარ გავიწყდება ნაბო*არო?ერთი ზარი და შენს სხეულს მამაზეციერიც ვერ იპოვნის,ფეხზე მკო*ია შენო დემაგოგია, მითხარი ბავშვი სადაა, თუ სიცოცხლე გიყვარს!-ყელზე ლამის ვენები შემოასკდა , იარაღი საქამრიდან ამოიღო და სასროლად შეაყენა.
ჩაეცინა უთურანს.
ხელები ფართოდ გადაშალა
და გული ლულას მიუბჯინა.
-რომ ვიცოდე,შენი ტყვია მკლავს, თავს წამით არ ვიცოცხლებდი,იოსებ!-ირონიულად გაუღიმა და, შავი გლოკი ჩამოართვა,
ხელი ჰაერში გამოწეული დარჩა პროკურორს,
ივერი სწორ გზაზე იდგა,
ყველაფერი მხოლოდ შენიღბული წინააღმდეგობა იყო,
იოსებს მობეზრებული ჰქონდა მალხაზის ლაქიობა,მაგრამ,არც იმფენი გამბედაობა ჰქონდა,პირისპირ ჩამოშორებოდა.
გამარჯვებულის ღიმილი მხოლოდ წამუთ გამონათდა უთურანის სახეზე,
სიბრალული,რომელიც მაინც ჰქონდა მის მიმართ,
არ აძლევდა უფლებას ბოლომდე გაესწორებინა მიწასთან.
-გიო სადაა ივერი?!-თავდახრილმა
ისევ გაუმეორა..
მოტეხილი ფრთები მწარედ შემოეკეცა იოსებს,
ქვის არიყო,
არც ეშმაკის,
საკუთარ ხელებში გამოზრდილ ბავშვს გადაეყოლებინა მისი ქაღალდის სიყვარული..
სული ეგლიჯებოდა სიმწრისგან..
მასაც ჰქონდა ღირებულებები..
-მე შენთან გიოს სიცოცხლით ვაჭრობას არ ვაპირებ, იოსებ!
ბავშვი იქ იქნება,სადაც კაცობის გზაზე დააყენებენ და არა ბარიგის.-მწარედ გაუსვა ხაზი ბიძის შეცდომას და დაანახა,მისი სიტყვები მხოლოდ ლიტონი არ იყო.
-მაგრამ,არც მაშინ დავიხევ უკან,როცა დავინახავ,მისი სიცოცხლე არაფრად გიღირს და,
ისევ მიუბრუნდი მალხაზის კანტორას.-ყველა სიტყვა ნელა, დამარცვლით,ფრთხილი,მოზომილი ხმით უთხრა.
ბეწვის ხიდზე გადიოდა უთურანი.
ზემოთ ქუდად აღარ იყო ცა და,
ფეხქვეშ ცეცხლი გიზგიზებდა.
თუ სწორად არ გამოთვალა
მისი ხასიათის ცვლილება,
იოსები აქვე დაუმთავრებდა სიცოცხლეს ივერის,რომელსაც საპასუხოდ ერთადერთი ტყვია ჰქონდა მჭიდში,ისიც,მალხახისთვის განკუთვნილი.
დიდხანს დასჭირდა ნაბიჯის გადადგმა პროკურორს.
საათი იდგა და სიტყვას ვერ ძრავდა.
გონებაში ათასად დატრიალებული ერთი გადაწყვეტილება თითქოს ქრებოდა და, ჩნდებოდა.
აქ საქმე მხოლოდ გიოს არ ეხებოდა,
ესეც იცოდა,
ვერ ასწავლიდა ვერავინ ივერის ორაზროვან,მაგრამ,ამავდროულად, მხოლოდ მიზნისკენ მიმავალ ლაპარაკს.
ჭყონიას გზა დასასრულს უახლოვდებოდა.
მხოლოდ ამას მიანიშნებდა უთურანის დარწმუნებული მზერა.
ან მასთან ერთად განადგურდებოდა,
ან ჰქონდა შანსი,გაცლოდა და,
როგორმე გადარჩენილიყო..
-არ მაცოცხლებს მალხაზი,ივერი..-ზუსტად ორი მძიმე ,მდუმარე,მწარე საათის შემდეგ გამოეპასუხა უთურანს პროკურორი..
-ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა,პროკურორი წამალს რომ ყიდდი და დახოცე ნახევარი ქალაქი ნაგვის გასაღებით. -მისი მოსაცოდავებული სახე ვეღარ აიტანა მოულოდნელად ივერიმ
და დენთივით იფეთქა.
-კაცი რომ იყო,თავს უნდა იკლავდე ამხელა
ცოდვის ტარება რომ გიწევს,ღირსეულად მაინც წახვიდოდი და მალხაზის ტყვიის მოლოდინში კუთხეში არ იქნებოდი მიგდებული,ნაგავივით.-ხვდებოდა,რომ
გადაამლაშა,მაგრამ,არც უკან დაიხევდა და თავზე ხელს გადაუსმევდა..
-მე შენ გვერდში დგომას არ გთავაზობ,მალხაზის ბოგინობა ისედაც დროის საკითხია.
ჩამოცილდი მას,თუ სიცოცხლე გინდა,თუარადა,ჩემს მჭიდში ერთი ტყვია დაგინებული კიარ მაქვს, ისე გაჩნდება მასში ათი და ოცი,თვალისდახამხამებასაც ვერ მოასწრებთ ოლიგარქები.
გეყოთ რაც ჭამეთ, რაც შეგერგოთ და რაც არა.
მეც მაქ მოთმინება და,
მეც მევსება ფიალა.
-თვალწინ ვერცხლისფერი იარაღი საჩინოდ დაუტრიალა და გასასვლელისკენ დაიძრა.
მასთან მეტი გასარკვევი აღარ ჰქონდა.
იქნებ შეცფომასაც კი უშვებდა,რომ
აძლევდა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას,
მაგრამ,
არც უკან დასახევ გზას იჭრიდა თვითონ.
ჰორიზონტს რომ გახედა ფიქრებში წასულმა,
წინ ერთადერთი სხეულიღა ჰყავდა დარჩენილი.
ერთი და დიდი კალიბრის.
თავად მალხაზ ჭყონია.
როგორ მიუდგებოდა მას?
როგორ ჩამოიცილებდა გზიდან?
კავშირები,რომელიც უკვე შესუსტებოდა მალხაზს,
სასიკეთო წყალს ასხამდა ივერის წისქვილზე.
მოლაპარაკებები,რომელშიც ღამეები გაეთენებინა,
სანახევროდ დასრულებულიყო და მხოლოდ ის რჩებოდა,
ჭყონია ტახტიდან ჩამოეგდო და ცოდვის ქალაქი თეთრი ფხვნილის გარეშე დაეტოვებინა.
ელოდა ქალაქის გახელებულ დევნას,
მაგრამ,
არაფერი აღარ აინტერესებდა,
გარდა ერთისა,
სამუდამოდ ჩაეხსნა ის დიდი,მსხვილი სადინარი,
საიდანაც ქალაქი სასიკვდილოდ იწამლებოდა.
სვიმონის ოქროს ჩარდახს მიუყენა მანქანა.
მაშინ,როცა კარს აღებდა,
ქალაქის სხვა მხარებს მთავარ პროკურორს შუბლზე იარაღი დაედო,
მაგრამ,
ვერ გაებედა სასხლეტის დაშვება.
მისი სიკვდილი,ისე,როგორც მალხაზის ბოგინი,დროის საკითხი იყო.
მხოლოდ ვერ წყვეტდა,
რა უღირდა,
ტყვია-მალხახისგან.
ტყვია-მისი ხელიდან თუ,
დაჩოქილი შევედრებოდა ივერის უსაფრთხოებას.
თბილოდა სახლში.
სიცივიდან შემოსულს ღაწვები ერთიანად აეწვა.
ლაბადა საკიდზე ჩამოკიდა და,
სამყოფელში გავიდა.
ბუხართან ჩამომჯდარიყო სასურველი..
გრძელი ,ყორნისფერი თმა მხრებზე ჩამოეყარა და ჭროღა თვალები ცეცხლისკენ შეეყინა..
სვიმონი გრძელ,დამღლელ გზას დადგომოდა ორ ახალგახრდასთან ერთად..
ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა..
მის უკან,ხის სავარძელზე ჩამოჯდა და ერთი მარტიცი მოძრაობით ჩაისვა ქალი კალთაში..
კისერზე სუროსავით შემოეხვია დონკას ხელები მამაკაცს და,
აუჯანყა ყველა კვირების დაგროვილი ვნება .
-გინდა მომიყვე?-იცოდა ქალმა,დაცლა სჭირდებოდა და მისცა ამის საშუალება.
თუმცა, ამწამს,მხოლოდ მისი ალერსიღა უშველიდა აშლილ ფიქრებს..
ტუჩებს რომ დაეწაფა,სხეულში უკვე ნაცნობი სითბო შემოვიდა..
უწონო,
უფორმო გრძნობამ მთელი სხეული მოიცვა და თავი გულის პირთან მოიყარა.
ტკბილი იყო დონკას ტუჩები და
ყველაზე სასურველი,ივერის.
ტკაჩენკოს სხეულში დატრიალებული მფეთქავი,ცოცხალი და გაშლილი გრძნობა ჭრილობაზე სულს უბერავდა უთურანს.
ხვევდა მის წვრილ წელს ხელს და არ შეეძლო წარმოედგინა იმაზე მეტად სასიამოვნო რამ,რაც ქალის ელვა დავლილი კანი იყო..
-ივა..-თბილად ამოთქვა სავსე ტუჩებმა და მისი სახე ხელებში მოიქცია..
როგორი სანდობი იყო მისი ცხელი მზერა და გრძნობით სავსე თვალები..
თავი ვეღარ აყავდა ხელში,
როგორც კი მამაკაცისგან წამოსული უწყვეტი ვნება დაიჭირა,
მაისური გადაიძრო და კომფოეტულად მოთავსდა მის კალთაში..
ცეცხლივით დაწვა კანი დონკას ივერის მზერამ,
თვალებით რომ სჭამდა მის სხეულს.
ხელები მკერდისკენ წაიღო და ძლიერ გულებში მოიქცია ქალის სავსე ფორმები.
კანიდან კანზე გადმოვიდა გავარვარებული ვნება და ორი სული ერთამენთს შეაერთა.
ქალის სხეული ინტიმურ ცეკვას ასრულებდა მამაკაცის ა*ოზე,
მასზე მოქცეული ტანს რიტმულად აყოლებდა შემშლელ ვნებას და გული უჩერდებოდა,
ივერის აფეთქებულ სახეს რომ უყურებდა.
სახეს,რომელიც თვალს არ აშორებდა ამორძალ ქალს.
მის სე*სუალურ სხეულსა და სავსე ტუჩებს..
-ივა!-ვნებიანად წარმოთქმული მისი სახელი სულ სხვანაირად ჟღერდა უთურანისთვის,თან
როცა მას გრძნობაც ერთვოდა..
წელზე დაწყობილი ხელები წამში მჭიდროდ მოზიდა და გულზე აიკრა სუსტი ტანი.
არც კი განაცალკავა სხეულები,
ისე გადააწვინა დივანზე და,
მის ზემოთ მოექცა..
კოცნით დაუყვა თხელ,
ფიფქივით თეთრ კანს ივერი.
ქალი,რომელიც ხელებში ადნებოდა,მის ყოველ შეხებაზე ვარაკვლავს წყვეტდა ციდან.
ისე,როგორც ის.
ქალის შეხებისგან აჩქარებული გული ვერც მაშინ დაიმშვიდა,გულზე რომ
დაიწვინა სუნთქვა არეული და სიჩუმეს დაუგდო ყური..
ხმელი შეშის ტკაცუნს თან სუნთქვა და ფეთქვა ერთვოდა..
ერთდოულად სახლში სიყვარულის,ვნების და, ერთმანეთზე გადაჭდობილი გრძნობების სუნი იდგა..
ეფერებოდა მის ზურგზე დაფენილ შავ თმას და,
ვერ უძლებდა ამდენ განცდას..
-მაპატიე,რომ შენით მანიპულირება სცადა მალხაზმა..-ის,რაც აღარ ასვენებდა იმ ავბედითი დღის შემდეგ,როგორც იქნა შეძლო,ეთქვა..
ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა ბოდიშს იხდიდა და,
ვერ წარმოედგინა,ამდენი შვების მოტანა თუ შეეძლო
ერთ სიტყვას..
თავი მისი გულიდან წამოწია დონკამ.
მკერდზე,ძველ,მოშუშებულ ნატყვიარზე წამით აკოცა და ახედა..
მის გულზე დაწყობილ
ხელებს დაეყრდნო და თბილ თვალებს დააკვირდა.
მასში დაგროვილი გულწრფელობა ცის ტოლფასი იყო..
ყველა წმინდა და,ყველაზე ძვირფასი..
-ივა..-ხმა ვეღარ დაიმორჩილა..
სულ ნამსხვრევებად ექცა.
თვალიდან უკითხავად გამოპარული
ცრემლი ზუსტად ივერის ნატყვიარს დაეცა,ხმაურიანად..
ელოდა და,
გული გაუჩერდა,
უთურანს..
მხოლოდ ერთმა სიტყვამ თავზარი დასცა და თან,
სიცოცხლე ისე,როგორც არაადროს,გაგიჟებით მოანდომა..
-მიყვარხარ!-მტკიცე იყო ხმა და ყველაფრის მქმნელი..
ყველაფრის მცველი.
ყველაფრის შემ-ცვლელი..
მტკიცე იყო თვალებიდან წამოსული პასუხი და კოცნა,რომელიც არასდროს
ყოფილა ამაზე მეტად
ინტიმური…
-მეც!-ხმამ
მხოლოდ შუა ღამით გათქვა ,როცა ტკაჩენკო ღრმა ძილში გადაშვებულიყო.
ფრთხილად აკოცა ლამაზ ტუჩებზე..
არ ეთმობოდა და,
ვერც ტოვებდა..
საუკუნოდ უნდოდა მასში გახვევა და იქამდე ყოფნა,სანამ ცოდვის სავსე ქალაქი თავისით არ ჩამოირეცხავდა ყველა სისხლს.
უნდოდა,
მაგრამ,
ანთებული ტელეფონი საერთოდ სხვა რეალობაში აგდებდა..
ქვეყნის დასალიერიდან გიგი რეკავდა.
სწრაფად უპასიხა..
ვერ ალოდინა.
-ჰო მშვიდობაა გიგი?-ყოველთვის ცუდზე კონცეტრირებულს,
სანამ მის ხმას გაიგებდა,თავში ათასი ფიქრი დაუტრიალდა და ყველაზე ცუდისთვის მოემზადა.
თუმცა,მისმა ჩაცინებამ განაიარაღა.
გარეთ გამოვიდა.
ისევ თოვდა.
ისევ ჭირივით ეზიზღებოდა ზამთარი ივერის.
-ივა,გამედო..-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ,
გარედან მოსული ხმით მიხვდა უთურანი,ისიც გარეთ რომ იდგა და თან,რომ ეცინებოდა,ვერ ხვდებოდა,ამ აურზაურში რა ახარებდა.
მაგრამ,
მის გულშიც რომ შემოიჭღა ეს უცაბედი ეიფორია,
გაეღიმა.
-რა მიქარე,ძმობას გაფიცებ?-საერთოდ არ ელოდა მოსმენილს და სანამ
ხარშავდა,მანამ
იმეორებდა ქალაქის ბოლოდან გიგი..
-სვიმონი დამმარხავს ივა,დიანა შემიყვარდა..-ამბობდა და ისევ გულიანად ეცინებოდა.
ხომ წამით გაშრა,მაგრამ,ისე აყვა,მთელი ქალაქი გააღვიძა მათმა ხმამ.
-ისედაც სათუოა ჩვენი ხვალინდელი დღე გიგი რას გაიშარე თავი,ა?!-სახეს რომ თავი მოუყარა,უკვე ხმაც დაუდგა.
დასერიოზულდა მოსაუბრეც..
-შემიყვარდა ივა,დაგეგმილის დედას შევე*ი,ისე შემიყვარდა,საერთოდ რომ არ ველოდი..
-მე რატო მიხსნი გიგი,მეც ისე შევიყვარე,საერთოდ რომ არ ვიცოდი,რა გრძნობა იყო..-ხმამაღლა თქმა ისე ესიამოვნა,გაეღიმა ისევ ივერის.
-დაგვერხა ძმობას გაფიცებ?
-მე დამერხა , მაგრამ,შენ დან*რეული გაქ გიგი,ეგ რომ სვიმონმა დაგიწვას.-გამოაჯავრა და სანამ გაუთიშავდა,ის,უფროსძმისეული,მაინც გამოურია,მიუხედავად იმისა,საკუთარ თავს,მეობას არასდროს გადაახტებოდა გიგი.
-გული არ ატკინო..
-მაგას ვერასდროს შევძლებ,ივა,ბროლისაა..
-მაშინ,ისე გაუფრთხილდი,რომ სვიმონთან რამე მქონდეს სათქმელი…
და,გათიშა..
დილა იწყებდა შემოთენებას ცოდვის დამპალ ქალაქში.
პარმაღზე ჩამომჯდარ ივერის მკლავებზე ისე დაათოვა,
იზომებოდა კიდეც.
ფიქრებში ჩაძირულს როდის შემოაკვდა ხელებში ცოდვილი ღამე ვერ გაიაზრა.
გონებაში დასტებად დაწყობილი გასავლელი ნაბიჯები მეათედ გაიარა და,
ის შედეგი,მაინც ვერ მიიღო რომ სურდა..
ბინძური ქუჩის ერთ ბნელ მხარეს,
სადაც ცოდვებს დაესახლა,
ფარდულის სიღრმეში უსულო სხეული გასროლის შემდეგ,
დაცემულიყო და სიცოცხლე გამოეცალა საკუთარი ხელით სულიდან.
მთავარი პროკურორის სიკვდილის ამბავი ზუატად მაშინ გასკდა,
ამდენ ხნიანი თოვის შემდეგ,
დღეს მზეც
რომ მოყვა.
სახლში შედიოდა უთურანი,
ტელეფონზე ზარი რომ
შემოვიდა და,
მასზე მალხაზის სახელი რომ ამოიკითხა,
თქმულს გულში გავლებულმა
დაასწრო.
-იოსები მკვდარია,ივერი,ისე როგორც შენ!-ხმა ყინულივით ცივი და ამავდროულად, ათას ნაწილად დაშლილი იყო..
-სადაც მე, იქაც შენ,გაბო*არო!-სხეულში თითქოს სიბრაზისგან მხეცი ჩაუსახლდა,იმდენად არ ჰგავდა მისი ხმა ადამიანისას.
არ გაუთიშავს,
ტელეფონი სიშმაგისგან პირდაპორ ბუხარში შეაგდო და,
ალბათ ნახევარი საათი მაინც იდგა თავჩაქინდრული,
ფიქრებისთვის თავი
რომ მოეყარა..
დალაგდა.
დადგა.
დაიწმინდა.
იარაღში ჩვევისამებრ შეამოწმა ერთად ერთი ტყვია და,
სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა.
თითქოს არავინ ელოდა.
თითქოს არავინ ყვარობდა.
თითქოს არავინ ჯავრობდა..
თხუთმეტიოდე წუთს გასტანა მისმა სიგიჟემ.
გონებაში რომ წინა ღამის კადრები წარმოუდგა,
გზიდან რადიკალურად გადაუხვია და,
შვიდ მტანჯვერ წუთში უკვე ოთახის კარებს უღებდა მძინარეს..
როგორ დატოვა უთქმელად..
როგორ ვერ გაბედა ხმამაღლა..
სულ მთლად დაიშალა,
თვალები რომ
გაახილა
დონკამ
და მასში,
ალბათ სადღაც ძალიან შორს,
იმედგაცრუება ამოიკითხა..
-მიყვარხარ..-მთელი სიცოცხლე დაატია ერთ ამოსუნთქვაში ივერიმ..
მთელი შიში და
სასოწარკვეთა..
წასვლა რომ შეძლებოდა,
მანამ გამოიქცა ,სანამ ტკაჩენკო გონს მოვიდოდა.
გამოიქცა.
გამოექცა.
რადგან,
ამ წამიდან,
აღარ იცოდა,
როდისღა შეძლებდა მის ნახვას..
როდის შეძლებდა ისევ ეთქვა
მიყვარხარ.
_____
მეტირება
ოღონდ მართლა..
გელით და მაპატიეთ,რომ შემაგვიანდა..
უკვე მგონია , რომ აღარ გახსოვთ და ისე ვჯავრობ,ვერ ავხსნი..
მიყვარხართ
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მიყვარს თქვენეული შეყვარებული წყვილები. რაღაც ამაღლებული გრძობაა მათ შორის.
ივერი კარგად უნდა იქნეს,შეყვარებულია ბიჭი. წარმატებები

 


№2 სტუმარი One

Tasi❤️
Uumagresi gogo xar))
Male modi, miyvars eseni❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
ძალიან მიყვარს თქვენეული შეყვარებული წყვილები. რაღაც ამაღლებული გრძობაა მათ შორის.
ივერი კარგად უნდა იქნეს,შეყვარებულია ბიჭი. წარმატებები

ივა ძააან მაგრად იქნებააა ❤️❤️❤️❤️❤️და ძალიან მიყვარს შეყვარებული ივერიიიი❤️❤️❤️❤️
One
Tasi❤️
Uumagresi gogo xar))
Male modi, miyvars eseni❤️

ქეთუუ ❤️❤️❤️❤️❤️ მეც
მიყვაააარს ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ნი-კე

მემგონი ჩვენი გულების დახეთქვა გაქვს გადაწყვეტილი?!joy♥️და რას გვერჩი??ხოდა სადაც ტყვიას,და ათას სხვა უბედურებას გაუძლო ივერიმ ამასაც გადალახავს და სიკეთის გამარჯვებას იზეიმებს ,,ცოდვის ქალაქი"..გიგის და დიანას გრძნობები ძალიან სუფთა და ლამაზი იქნება,ამათზეც გვითხარი ცოტა რამ...გელოდები ..წარმატეები♥️♥️

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
მემგონი ჩვენი გულების დახეთქვა გაქვს გადაწყვეტილი?!joy♥️და რას გვერჩი??ხოდა სადაც ტყვიას,და ათას სხვა უბედურებას გაუძლო ივერიმ ამასაც გადალახავს და სიკეთის გამარჯვებას იზეიმებს ,,ცოდვის ქალაქი"..გიგის და დიანას გრძნობები ძალიან სუფთა და ლამაზი იქნება,ამათზეც გვითხარი ცოტა რამ...გელოდები ..წარმატეები♥️♥️

გიგის და დიანას როგორი წრფელი გრძნობები ექნებათ წარმომიდგრნია ❤️❤️❤️ შევეცდები როგორღაც რომ მათზრც
მოვყვე.. დიდი მადლობა კი შრნ, დულ
გვერდით რომ მყავხარ ❤️

 


№6 სტუმარი ნი-კე

tasusuna
ნი-კე
მემგონი ჩვენი გულების დახეთქვა გაქვს გადაწყვეტილი?!joy♥️და რას გვერჩი??ხოდა სადაც ტყვიას,და ათას სხვა უბედურებას გაუძლო ივერიმ ამასაც გადალახავს და სიკეთის გამარჯვებას იზეიმებს ,,ცოდვის ქალაქი"..გიგის და დიანას გრძნობები ძალიან სუფთა და ლამაზი იქნება,ამათზეც გვითხარი ცოტა რამ...გელოდები ..წარმატეები♥️♥️

გიგის და დიანას როგორი წრფელი გრძნობები ექნებათ წარმომიდგრნია ❤️❤️❤️ შევეცდები როგორღაც რომ მათზრც
მოვყვე.. დიდი მადლობა კი შრნ, დულ
გვერდით რომ მყავხარ ❤️

❤️❤️♥️♥️

 


№7 სტუმარი ნაესტანი

არ დავიწყებია ეს ისეთი ნაწარმოებია სულ გვემახსოვრება განსხვავებული და საოცარი გძნობები ემოციები მოდის ივერის სიყვარული რაღაც განსხვავებულია როგორც სიძულვილი გიგი და დიანა ლექსო და ანა რამდენ ვინმეს შეუწყო ხელი ივერიმ ამ ცოდვილ ქალაქში მაგრამ მაინც არ მეყო დონმა რომ დატოვა მარტო...ნეტავ რა იქნება მომდევნო თავში მოუთმელად ველოდები ამდენი ბრძნული სიტყვებია ამ ნაწარმოებში ხელახლა უნდა წავიკითხო ეს თავი სანამ დადებთ ახალს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი Life is beautiful

ზღაპრის ბოლო კეთილია - ბევრი გაგებით ვამბობ. თუმცა შენი ნატყიპნების მეშინია, შეიძლება ისე მოგვიკლა პერსონაჟი, რომ არ ველიდებით და არ ვიმოქმედებ შენზე, მაგრამ გული გაგვისკდება მაგ შედეგით...
მიყვარს დონკა და ივა, კიდევ ერთი სამახსოვრო წყვილი.
დონკა მეცოდება, უმოქმედობა და ლოდინი ცოდვაა ასეთი ქალისთვის, ახლა მას სჯი ფაქტობრივად, არ იმსახურებს ასე სახლში ყოფნას, მეტი პოტენციალი აქვს.
ივა...
დიანა და გიგის ამბავიც გვაინტერესებს. სვიმონი არ მგონია ცუდი მძახალი იყოს. :)
მოკლედ გელოდებით ტასია :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent