შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 15 )


6-07-2024, 17:35
ავტორი რუსანა
ნანახია 2 952

თავი 15
ადგილი გაუცვალა მამამ . რა ნაბი*** ა. წავიდა დაისვენა და მას შეატოვა ტვირთი და თან როგორი ? ხომ შეიძლებოდა არ შეხვედროდნენ , ან არ შეყვარებოდა ? არა არ შეიძლება , ცხოვრება დედამო*** ლი რეჟისორია და მას ერგო მთავარი და თან ცუდი ტიპის როლი. _ჩაეცინა. საკუთარ თავზე ეცინება . ბედისწერის არასდროს სჯეროდა , რას უნდა დააბრალოს საკუთარი ბედის უკუღმართობა არ იცის . ვინმე ვინმე სჭირდება ვისაც ხელს შეაწმენდს , დაიბანს და ცხოვრებას გააგრძელებს. იცის გამოცდილია , მილიონჯერ მაინც ამდგარა ფეხზე და იმდენჯერ ძლიერი ვიდრე იყო , მაგრამ არ უნდა , უფროსეორად აღარ უნდა . ნუცას ფასად მოუწევს დაცემა და ფეხზე წამოდგომა და ეს მოკლავს . ხო , ხომ თქვა ნუცა წერტილი იქნება თავის ცხოვრებაში , არ შეშლილია . არასდროს არაფერი ეშლება და უნდა რომ ახლაც არ გრძნობდეს დასასრულის მოახლოვებას. გარდაუვალ დანაკარგს , მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც ფიქრობს . შეუძლია დამალოს , არაფერი თქვას და ცხოცრება გააგრძელოს მასთან ერთად მაგრამ არ უნდა . ყველაფერია , მანიპულატორი, მოძალადე , შანტაჟისტიც , მაგრამ მატყუარაა არასდროს ყოფილა . ვერ შეძლებს , შეეხოს , გაუღიმოს და დამალოს . ვერა ეგეც რომ არა სარკეში ჩახედვას ვერ შეძლებს . ურჩევნია სძულდეთ ვიდრე თავად შეიძულოს საკუთარი თავი და ნუცას სიძულვილს ისევ საკუთარი თავის შეძულებაურჩევნია , თუმცა არ იმსახურებს ტყუილს მისი ატმისფერი . როცა თქვა არ ვიცი სიყვარულიო, განა ამაზე
მეტია სიყვარული ? განა ამაზე მეტად სჭირდება ცოდნა ?
როდის კვდებიან ადამიანები , როცა გული ფეთქვას წყვეტს თუ როცა ცხოვრებას აზრი აღარ აქვს ?
-აიღე. _ზურგთან წამოადგა კაცი და ხელში პატარა მეხსიერების ბარათი ჩაუდო . -აქ ისაა რაც მამაშენმა დატოვა . პატარა ჩანაწერია ._მხარზე დაადო ხელი შვილიშვილს და მაგრად მოუჭირა. -მშობლები აგებენ პასუხს შვილების საქციელზე , შენ არა. შვილები არა . _ლოყაზე მიჰკრა ხელი რომ გამოეფხიზლებინა .- მამაშენმა საკუთარი თავი გაასამართლა და თქვენ ჯერ კიდევ ბავშვებმა საკმარისად აგეთ პასუხი. მისი ცოდვები შენი არაა . დაიმახსოვრე . _ცივად შეუშვა ხელი და სახლში შებრუნდა . თვალი გაუსწორა გიორგის ფერდაკარგული იყო იქვე მანქანას მიყრდნობილი და სიტყვას ეძებდა რომ რამე ეთქვა .-არაფერია გიორგი . ერთი წყეული სიტყვა არ მოიძებნება რომელიც ახლა დამამმშვიდებს. მკვლელის შვილი ვარ , არაუშავს . ისედაც ვიცოდი რა ნაგავის ხორცი ვიყავი მაგრამ ის ? ის გოგო რომ მიყვარს ?! რა იდიოტობაა , ღმერთო ამ დაწყევლილ მიწაზე მაინც მას შემახვედრე ? შემაყვარე და ჯანდაბას ჩემი გული გიორგი , მიჩვეული ვარ , მაგრამ იმან რა დააშავა? რატომ არასდროს მთავრდება მისი ტანჯვა . რაა დაშავა რომ საკუთარი ოჯახის მკვლელს მისცა საკუთარი გული და ახლა ამ გულს დავანაწევრებ . ჯერ ერთმა აწამა , ოჯახი დააუნგრია, მოკლეს , გადაუწვეს . მამა მოკვდა და შვილი დარჩა, შვილი მისთვის დარჩა მას გაანადგურებს ,არ მოკლავს მაგრამ რაღა დარჩება ნუცასგან ? აღარაფერი .

ირაკლის ოჯახს მისცა სიყვარული , ირაკლის ოჯახმა კი რა გაიმეტა მისთვის ? სიკვდილი , ტანჯვა , ტკივილი . -ვერ ვსუნთქავ . _იქვე ხელით ჩამოეყრდნო მანქანის კარს და თვალები დახუჭა რომ გარშემო ამოძრავებული ხეები გააეჩერებინა .
- წყალი . _ისე დაიყვირა გიორგიმ სწრაფად გამოფხიზლდა და თვალი გაახილა . მანქანაში ჩაჯდა და თავი უკან გადაწია ,სცადა გათანაბრებულად ესუნთქა . გათეთრებული ტუჩები დაადო
წყლს ბოთლს და აკანკალებული ხელით გაუწოდა უკან გიორგის . მეორე ხელში შერჩენილ ბარათს დახედა და გიორგის მისცა . - უნდა მივისმინო .
-არ გინდა , საკმარისი არ მოისმინე? რაც დარჩი იმასაც ნუ გაანადგურებ. _ვეღარ მოითმინა გიორგიმ.
-რა დავრჩი გიორგი , რა ? რა ვიყავი რომ რამე დავრჩენილიყავი . ჩართე .
-არა . თავის განადგურების უფლებას არ მოგცემ .
-გიორგი ჩართე . _დაიყვირა და თავი ისე ეტკინა სწრაფად გაჩუმდა . გაჭირვებით შეაარჭო გიორგიმ ბარათი და სუნთქვა შეწყვიტა. ხელიც კი აუკანკალა ჩართვის ღილაკს რომ დააჭირა და მანქანის სავარძელს აეკრო . პირველი სიტყვა შემაძრწუნებელი იყო . შეცბა გიორგი ირაკლის ხმა ესმოდა ? შეეშინდა იმ წამს ირაკლისთვის გაეხედა . უფროსწორად არ უნდოდა ცოცხალ გვამად ქცეული მეგობრის დანახვა . საუბრის მანერა განსხვავებული იყო , მაგრამ ტემბრი ? შეუძლებელი იყო ამხელა მსგავსება და პირველად იგრძნო ზიზღისგან მოწოლილი გულის რევის გრძნობა . ხმა კი მშვიდად აგრძელებდა შექსპირის სონატას.:

“სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარო,
ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!
დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.
სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,
ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.
გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.
სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკვდება”

ხმა , ის არ ჩერდებოდა და ყოველი სიტყვა დანად ერჭობოდა სხეულში . აღსარება ხანმოკლე იყო , მაგრამ მძიმე . ისეთი ბასრი რომ ადგილი აღარ დრჩა სადაც უხილავი ჭრილობა არ ჰქონდა . არც ტკივილისთვისდარჩა ადგილი , სიძულვილმა გაავსო ვენა . სძულდა, საკუთარი თავი ,წყევლად გქცეული მამის სისხლი და წარსული. საკუთარ უსუსურობაში ჩაკარგულს მხოლოდ ის აშინებდა რომ მისნაირი ძლიერი ადამიანის თუ ასე ურტყამს ცხოვრების უკუღმართობა , ნუცას რას უზამს ?
-როგორ უნდა ვუთხრა?
-არ უთხრა . _სწრაფად გამოერკვა გიორგი და მიტრიალდა .-არ უთხრა ირაკლი , ცოდოა . მთელი ცხოვრება ამ ტრაგეედით ცხოვრობს , ახერხებს რომ ისეთი იყოს როგორიცაა , არ გაანადგურო ცოდოა .
-მოვატყუო? ვერა გიორგი , არ შემიძლია თვალებში ვუყურო და ამხელა ამბავი შევინახო . მაინც შემიძულებს .
-ცოდოა ირაკლი . შენც ხომ იცი რომ პატარა პრობლემაც სტკენს .
-არ იმსახურებს საკუთარი ოჯახის მკვლელთან ცხოვრებას ._სიმწრისგან სიცილი აუტყდა ისევ . რა მარტივად ჩაატია ერთ წინადადებაში მთელი ამბავი .
- შენ , შენ რას იზამ ?
-იმას რასაც ვაკეთებდი .
-უგულოდ ?
-უსულოდ , გიორგი . უსულოდ . _ტელეფონის ხმა შემაწუხებლად გაისმა და სწრაფად ამოიღო
რომ მალე გაეჩუმებინა . ეკრანს სახე შეშლილმა
დახედა . იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს რომ უპასუხოს , იქნებ უკანასკნელი ზარია ? უპასუხა და სანამ ხმას ამოიღებდა ნუცამ დაიწყო ლაპარაკი . გაუჩერებლად ეუბნებოდა რა გააკეთეს საღამოსთვის მან და ნანამ , რომ ყველას დაურეკა რომ არ უნდა დაეგვიანა . ყურადღებით უსმენდა და ღიმილი ედებოდა სახეზე , სუნთქვითს შეჩერებით სცადა , მოწოლილი ემოცია შეეჩერებინა , რა ეშველება როცა ამ ხმას ვეღარ გაიგებს ? აქამდე თუ გამოსავალი არსებობდა რომ დაეტოვებინა ახლა ცდის უფლებაც არ აქვს , საერთოდ არაფრის უფლებ არ აქვს. აკრძალულია , ხილი რომელიც ასე უყვარს აკრძალულია .
-მალე მოვალ . _უმისამართოდ გაიღიმა . მივა , უკანასკნელად მოხვევს ხელებს, უკანასკნელად იგრძნობს საყვარელ სურნელს , როცა გულს იჯერებს და დარწმუნდება რომ საკმარისად ისუნთქა და დაიმახსოვრა ეტყვის სიმართლეს და სამუდამოდ წასულს მშვიდად ცხოვრებას აცდის . შურის ძიება რომ მოინდომოსო უნდა იფოქროს , რომ მასაც აქვს რაღაც ნაკლი , თითქოს სხვისი სიცუდით საკუთარი ნაკლებად ეტკინებაო , მაგრამ იცნობს . პატარა ბავშვივით გაიქცევა , საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტება . დაიმალება . სად შეუძლია ეს სიამოვნება მიანიჭოს და აფიქრებინოს რომ რაღაც მიწიერი და მანკიერი მასაც აქვს . როგორ სტკენს გულს ის რომ ზუსტად იცის რა მოხდება.ერთი ნუცა ყავდა რაც ზედაპირისკენ ექაჩებოდა , აფერადებდა და ისიც გაქრება . ხელს გაუშვებს და იმ შავ ტბაში ჩაიხრჩობა მისი სახლის წინ მდგარ ტბას რომ ჰგავს . ნუცა შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას , ერთი ეგ ამშვიდებს .
თავად ?
თავად , სამუდამო უბედურებისთვის და მარტოსულობისთვისაა განწირული. ვეღარასდროს გაუხსნის გულს და სულს ვინმეს , ასეც რომ არა ადგილი აღარაა, მთლიანად ნუცაა შიგნით და ასეც დატოვებს . გავა დრო
და ვინმე იკითხავს , რატომ დარჩა ასეთი კაცი მარტო? და ის პასუხს დაწერს . დაწერს მამებზე და შვილებზე, ცხოვრების სისასტიკეზე ,ის დაწერს სიცივეზე და მოგონებებზე . დაწერს სიყვარულზე , ძალიან დიდ , ნამდვილ სიყვარულზე რომელიც იმდენად წმინდაა არსებობის უფლება არ აქვს ცოდვილ დედამიწაზე. იმ პირველ ქალზე რომელსაც მხოლოდ ირაკლი უნდოდა და არა სიმდიდრე . დაწერს კი ნუცაზე დაწერს ნუცასთვის , რომ როცა მის წიგნს აიღებს და გადაშლის ფურცლებმა უთხრას ვინ იყო მის ცხოვრებაში. ანდერძსაც დაწერს და მასაც ნუცასთვის . ვერავინ ვერ გამოიყენებს მისი ცოდვილი ხელით შექმნილ ქონებას და გაკეთილშობილებს ისე როგორც ნუცა . -სახლში წავიდეთ გიორგი . _ სახლში უნდა დაბრუნდეს სადაც უკანასკნელ მოგონებებს შეინახავს ,ღიმილებს დაუთვლის . რაზე ეჩხუბა გუშინ ? წასვლა
აუკრძალა? ახლა საკუთარი ხელით გაუღებს კარებს . რა უკუღმართია ეს ცხოვრება და რა ცრუმორწმუნეა ხალხი ? სადაა ღმერთი სად? რომ არსებობდეს ასე დატანჯავდა იმ ერთადერთ გოგოს რომლის ერთადერთი ცოდვაც ისაა რომ ყველას უანგაროდ უშვებს ცხოვრებაში.
ისეთი დაღლილილი იყო ემოციებისგან რომ ერჩივნა ფიზიკურად დაღლილი ყოფილიყო. შეეშინდა , სახლის ეზოში შესულს გადასვლის შეეშინდა. როგორია დასასრულისკენ გადადგა ნაბიჯები?
-რას იზამ ?_არანაკლებ სახეწაშლილი იყო გიორგი და თვალი აარიდა .
-იმას რასაც ვიმსახურებ . _სარკეში გაუღიმა და გადავიდა. შებრუნება ვერ მოასწრო რომ საიდანღაც გაჩნდა მასთან და შემოეხვია . კარგად ჩამოეკიდა კისერზე და შეახტა. საკუთარ თავს ძლივს რომ ეგონა იკავებდა მისი მუხლები ძალა იპოვა , დაღლილობა სადღაც გაქრა და ხელები შეაშველა რომ არ ჩამოვარდნილიყო. უთქმელად წარგო ცხვირი მის კისერში და ხარბად დაიწყო სუნთქვა . ჟანგბადისგან დაცლილ ორგანიზმს საკვები მისცა . ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ და პირველივე სავარძელში დაეშვა მასთან ერთად. რაღაც უნდა თქვას , უცნაურად უყურებს და ალბათ ირაკლის ჩაწითლებული თვალებით ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერაა.-უკეთ ხარ?
-ხო . ცოტა ყელი მტკივა . _მხრები აიჩეჩა გოგომ და მისი მუხლებიდან გადაძვრა გიორგის დანახვისას . უხერხულად გაუღიმა.
-ყველაფერი მზადაა ირაკლი . _სიამაყით განაცხადა ნანამ .
-ყოჩაღი გოგოები ხართ.
-ყველაფერი მზადაა არ მითქვამს რო კარგადაა. _თავდახრილ ნუცას თვალები დაუბრიალა . - ისეე დაამლაშა კერძი ახლიდან ვაკეთებ .
-ჩემი ბრალი არაა, თავი მოძვრა სამარილეს.
-წიწაკასაც?
-ხო . ირაკლი უთხარი რა რამე ნანა სულ მეჩხუბება.
-გეუბნები დაჯექი , დაწექი დაისვენე ავად ხარ . არა მაცაცერასავით ყველგანაა.
-დავისვენე უკვე . _ჯიბრით პასუხობდა ნუცა.
-როდის 2 წუთი ჩამოჯექი ? _ ღიმილით უსმენდა ქალების კამათს , მაგრამ ერთი სიტყვა არ გაუგია.მხოლოდ ნუცას სახეს აკვირდებოდა და ცდილობდა კარგად ნაცნობი სახე კიდევ ერთხელ დაესწავლა, რომ მიხვდა უცნაურად მიაჩერდა ორივე მას , შეეშინდა საკუთარ სახეს არ გაეცა .
-გამოვიცვლი ._გაუღიმა ქალებს .
-მე ყავა მინდა . _ხელი აწია გიორგიმ.
-მეც . _დაეთანხმა ნანა და ნუცას შეხედა.
-რა?
-ყავა გვინდა . _გაუცინა ქალმა დაგვდებ პატივს?
-ხო. როცა გჭირდებათ მაცაცერა არ ვარ არა? _ბუზღუნით გაუყვა გზას სამზარეულომდე . რას აკეთებდა ვერავინ გაიგო მაგრამ ისეთი ხმაური გამოდიოდა სამზარეულოდან ბოლოს კიბეზე გაშეშდა ირაკლიც.
-ჭურჭელი აღარ დატოვა შენმა ცოლმა. _გაუცინა ნანამ . -არაა სახლში შემოსაშვები გაგაღარიბებს .
ცოლმა ? უცნაურად მოხვდა ყურში ,ნეტავ მხოლოდ ჭურჭელი უშლიდეს ხელს მათ ერთად ყოფნას , ახალს იყიდის , ყოველდღე თუ დასჭირდება საერთოდ არ შეჭამს . ცოლმა , აქამდე ისე აღელვებდა ნუცას სტატუსი საკუთარ ცხოვრებაში ეშინოდა , ახლა პირიქით არ არსებობის ეშინია. როცა ადამიანს ჰგონია რომ უარესი აღარ არსებობს სინამდვილეში უარესზე უარესი არაფერია.
-შენც გინდა . _ყურებამდე უღიმოდა ფიქრებში დაკარგულ ირაკლის .
-ხო მინდა , იქ ვიქნები _სამუშაო ოთახისკენ ანიშნა . ჰაერს ძლივს ყლაპავს არ ჰგონია რამე გადაუვიდეს ყელში , მაგრამ ერთადერთი რაც უნდა ისაა დაიმარტოხელოს. ხელები მოხვიოს. დაიგემოვნოს და კიდევ ერთხელ , სულ ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ დაიკარგოს მასთან ერთად. 5 წუთში დაუდგა ფინჯანი მაგიდაზე და საყვარელ დივანზე მიწოლილ მამაკაცს გახედა. - ძალიან ცხელია.
-მოდი. _ხელი ანიშნა მისულიყი და ჰაერში გაწია რომ მოახლოვებულს ჩაეკიდა . საკუთარ თითებში ახლართული თხელი მტევანი იგრძნო თუ არა თავისკენ მოზიდა.მოწყვეტით დაეშვა მამკაცის ზემოდან და წამოიკივლა . ნიკაპი მკერდზე დაადო და ქვემოდან ახედა ნათალ სახეს.
-ნუცა , სულ გახსოვარ?
-სულ.
-მეც . _თმაზე გადაუსვა ხელი.
-რატომ ხარ უცნაური ? _ზემოთ აცოცდა რომ უფრო ახლოს ყოფილიყო თვალებთან .
-იმიტომ რომ მჭირდები.
-აქ ვარ. _გაეცინა გოგოს .
-ვიცი რომ აქ ხარ, მაგრამ მაინც მჭირდები .
-ჰოო? მე თუ ? _ტუჩის კუთხეში აკოცა.
-შენ . შენ მჭირდები ოღონდ მთლიანად .
-ერთი საათი გვაქვს . _ხმაში სიკეკლუცე შეერია . -ან მთელი ღამე .
-ჰო ._ისევ შუბლზე აკოცა . ვერა არ შეუძლია ისე დაეუფლოს ისევ მის სხეულს როცა იცის რომ უფლება არ აქვს . როცა იცის რომ სიმართლე რომ იციდეს ნუცამ ყოველ მასთან გატარებულ ღამეს დაწყევლის . უნდა , მაგრამ არ შეუძლია. გონება ერთს სთხოვს გული მეორეს . მისი ცხოვრება ერთი დიდი სასამართლოა სადაც დაუსრულებლად ასამართლებენ მას .

იმდენ ხანს ჰყავდა ხელებში მოქცეული, თავად გოგომ დაიწყო წრიალი და გამოეცალა ხელებიდან .-წელი მტკივა. _ხელი გაისვა გვერდებზე და ამღვრეულ ირაკლის ზემოდან გადმოხედა. -ყელიც მტკივა . კიდევ თავიც და საერთოდ მემგონი ვბერდები. -იცი სიბერის
მეშინია, მინდა რომ არაფრის მეშინოდეს როგორც შენ .
-იცი რამდენჯერ შემეშინდა ?შენთან, შენს გამო და შენთვის? _ ტკივილი შეერია ხმაში და მისი მზერით გაიგო რომ
ნუცაც მიხვდა და სცადა მხიარულად გაეგრძელებინა
-ნუცა 21 წლის ხარ . _გიცინა და მატყუარა თვალების შენიღბვა ღიმილოთ სცადა .
-ნახე თეთრი თმაც მაქვს ._ახლოს მიწია თმები და თითებით დაიწყო ძებნა .
-ნუცა ბავშვი ხარ . ჯერ ძალიან ბევრი წლები გაქვს წინ. ლამაზი , ბედნიერი. თმებს შეიღებავ არუშავს .
-ისე შენ ქერები მოგწონს თუ შავგვრემნები . _თვალები მოჭუტა გოგომ და ისევ წელზე დაიწყო ხელის სმა .
-ატმისფერები ._ელვის სისწრაფით წამოდგა ფეხზე . -დაწექი . _ხელით უბიძგა დივნისკენ და ნაზად დაუწყო წრიულად მტკივან ადგილზე სმა .
-ექიმი უნდა იყო.
-მასაჟისტი უფრო.
-იცი რა კარგია ? მმმ._სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა გოგოს. -სექსზე უკეთესია .
-ხომ თქვი რომ 1 სააათი გვაქვს ? _ხელი შეუშვა და სახეზე აისვა, ლილის ხმის გაგონებისას . -მოვიდა .
-თვითონ დაპატიჟე ._ფეხზე წამოხტა ნუცა , სახეზე ღიმილო მოედო და ხტუნვა ხტუნვით გავიდა . ზლაზვნით მიჰყვა და ნაძალადევად გაუღიმა ბებიას .
-ავად ხარ ? ისევ გაცივდი ?
-ნანამ გითხრათ ?
-ხო._მთელი ტანით მიტრიალდა ირაკლისკენ .-ვიტამინები ჭირდება .
-მე ექიმი ვარ?
-არა , შენ გევალება რომ ჯანმრთელი იყოს.
-პატარა ბავშვი არ ვარ , ვუვლი მე კარგად ჩემს თავს._ ქალს გვერდით მოუჯდა და მხარი ჩამოადო.-ლილი ბებო , ახალგაზრდაც ესეთი მზრუნველი იყავით?
-არ დააწყებინო
გთხოვ . _ხელი აიქნია რეზომ და ირაკლის გვერდით დაჯდა.-ხომ გითხარი ადრეათქო. ცოლს შეუღრინა .
-მერე რა . საკუთარ შვილიშვილთან მისვლა
მარტო ერთ საათზე შემიძლია ?
-არ დაქორწინდე შვილო . _ხელი დაჰკრა ირაკლის ბაბუამ . -თორე მერე აი ეს გელოდება .
- რას ქვია ეს ელოდება? ორი შვილი რომ გაჩუქე მაშინ ხო იყავი კარგად? ბავშვებზე გამახსენდააა. _თვალები მოჭუტა ლილიმ .
-არაა. _დაიღრინა ირაკლიმ
და ფეხზე წამოდგა.-ვისკს დალევ ?_ბაბუაზე გადაიტანა ყურადღება .
-არა , კონიაკს.
-რა გაყვირებს , შოთიკოს უნდა რომ ბავშვი მოუნათლო უჟმურო .
-შოთიკოს ? _ბოთლიანად დაიძრა ლილისკენ .
-შოთიკო ვინაა.
-გიორგის მამა .
-აჰჰ , _აღმოხდა ირაკლის . - მშობლებს კითხეთ? _ბებიას თვალებში მიაჩერდა .
-აუტანელი ხარ ირაკლი.
-და შეცვლას არ ვაპირებ ასე რომ.. _თვალი ჩაუკრა ბებიას და სასმლით სცადა საკუთარი თავის მომზადება გრძელი და აუტანელი საღამოსთვის .- ერთი ჭიქა ნუცას გაუწოდა.
-არ მინდა ._თავი გააქნია ნუცამ .-ყელს წვავს და მძაფრი სუნი აქვს.
-ჩემი ოფლით შექმნილი დაიწუნა ამ ბავშვმა თუ რა ქნა ახლა?
-ზუსტად ეგ ქნა. წამო რამე სასიამოვნო სუნის ვიპოვოთ . დაგათვალიერებინებ საინტერესო რაღაცეებს ინახავს გიორგი იქ . მართლა სადაა?
-ლიკუნასთან ერთად . _ უცნაურმა ღიმილმა დაჰკრა ლილის სახეზე და თითქმის ყველამ გაიგო , გაიფიქრა და მიხვდა როგორ აარიდეს თვალი . არ მოეწონა საკუთარი ფიქრი არ მოეწონა? იცნობს გიორგის იცის სიცოცხლეს მისცემს მაგრამ მაინც სწრაფად მოიშორა ახალი “დარდი” არ აქვს დრო. თანაც დიდი ხანია ლიკუნა გაიზარდა . მაშინ , მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ მარტო ნუცასთვის არ აქვს ამბავი მოსაყოლი , რომ ამ დამპალ ჭაობში მარტონი არ არიან . რამდენ ადამიანს ატკენს ისტორია? კიდევ რამდენს ატირებს? რამდენჯერ გაუჭირდება თვალის გასწორება ოჯახისთვის? ინსტიქტურად მიეყრდნო ღვინის თაროებს და სინესტით გაჟღენთილი ჰაერი , გაჭირვებით გადაუშვა. ცხვირს ძვალი სტკიოდა სუნთქვისას . თითქოს მისი ყოველი ამოსუნთქვა საწამლავი ყოფილიყოს . მთელი საღამო ვერ მოიშორა ტკივილის შეგრძნება . შეუმჩნევლად სჩხვლეტდა გული და ყოველ წამს ახსენებდა უკვე დანად ქცეულ ისტორიას. ალბათ უკანასკნელად ხედავს ასე ყველას ერთად. ხვალიდან აღარავინ იქნება ისეთი როგორც დღეს .ხვალიდან თვითონაც არ იქნება ის ვინცაა. ხვალიდან მისი ჯადოსნური არსებაც ჯადოქრობასთან ერთად გაქრება . მის დაღლილ თვალებს ცრემლი, მერე სიძულვილი და ბოლოს სიცივე ჩაანაცვლებს და აღარაფერი აღარაფერი იქნება დარჩენილი იმ გაბრწყინებული თვალებიდან რომლითაც უყურებს . ერთი დიალოგიც კი არ გაუგია რაზე ლაპარაკობდნენ. თვალწინ უვლიდა ყოველი მათი ერთად გატარებული დრო , ისიც კი სასიამოვნოდ ახსენდება როცა ყველაზე იდიოტი იყო და იფიქრა რომ ნუცას ყიდვა შეეძლო. მალე ლილის აუტანელი კომენტარებიც სანატრელი გაუხდება მათ შვილზე . სიმწრისგან გაიღიმა , საფიქრალად თითქოს ადვილია რეალობა კი ბევრად მძიმე. ისეთი მძიმე რომ პირველად 31 წლის ასაკში უნდა ჰკითხოს თავს . რა აზრი აქვს მის ცხოვრებას ? არც მანამდე ჰქონდა აზრი , მაგრამ არც ნუცა ჰყავდა . ახლა იცის რა ბედნიერებაა როცა საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით , გემო გაუგო რას ნიშნავს ოჯახი და ვინ იცის იქნებ ცხოვრებას რომ ეცდია შეექმნა კიდეც ბედნიერი ოჯახი .
-რატომ არაფერს მიირთმევ ნუცა ? _თვალები აუბრიალა ლილიმ.
-მივირთვი , მადლობა .
-მითხარი რა გინდა და ახლავე მოგაწვდი . _შეწუხდა ნანაც .
-არ მინდა არაფერი მადლობა . რატომ ვჭამთ სულ იმას რაც ირაკლის უნდა ? _დაუფიქრებლად წამოისროლა და გაჩუმდა . ფიქრებიდან გამორკვეული ირაკლის თვალი აარიდა.
-რამის თქმა გინდა? _გაუღიმა მამაკაცმა .
-ხო , რატომ არ შეიძლება რომ ამის საყვარელ კერძებთან ერთად მაგალითად ვჭამოთ სუპიც?
-სუპი? ._ღიმილი ძლივს შეიკავა ლიკუნამ . -ნუცა , გძულს წვნიანები .
-არა არ მძულს ._ჯიუტად დააქნია თავი .
- ხვალ გაგიკეთებ და ერთი არ გიჭამია ნახავ რას გიზამ . _დაემუქრა ნანა .
-სულ მეჩხუბები ნანა . _თვალები აუწყლიანდა .
-არ გეჩხუბები, შვილო არა .
ცოტახანს უსმინა კიდევ მის მადაზე და ვიტამინების დანიშნულებაზე ლექციას და ვეღარ მოითმინა
-ახლავე დავბრუნდები უკაცრავად. _რამის გაიქცა მაგიდიდან.
-რა სჭირს?_შეიცხადა სანდრომ .-არასდროს მინახავს ნუცა ცუდ ხასიათზე .
-უკაცრავად ._ნაძალადევად გაუღიმა ოჯახს და ნუცას გაჰყვა . ძნელი მისახვედრი არ იყო სად წავიდა . ეზოში გასასვლელი კარი ღია იყო . -რა გჭირს?ისევ გაცივდები . _ზურგთან დაუდგა და ხელები მოხვია, რომ გაეთბო .
-არ ვიცი . _მხრები აიჩეჩა . - მინდა
რომ ის ვჭამო რაც მინდა.
- რამე დავაშავე?
-არა. გაეცინა ნუცას . -შენ არა მაგრამ არ ვიცი , არავინ არაფერი
დააშავა უბრალოდ მინდა რომ ვიტირო . _ცოტახანს პაუზა გააკეთა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. - ყავის სუნს გრძნოობ ? _ტაში შემოჰკრა ნუცამ . -მინდა. _ხელებიდან გაჭირვებით გამოეცალა და სახლში შებრუნდა .-წამოდი ირაკლი. ნანამ ნამცხვრებიც გააკეთა . _პატარა ბავშვივით გაიქცა , ვერაფერი გაიგო , საერთოდ ვერაფერი რა მოხდა 5 წუთის წინ და უკმაყოფილო მიჰყვა. გაბრწყინებული მიუჯდა მაგიდას და შუაში დადებულ ნამცხვრის სართულებიან თეფშს გაუღიმა თავისკენ მიწია და ზუსტად 15 წუთი იფიქრა რომელი უნდოდა. ბოლოს ყველანაირი დაიდო თეფშზე , გემრიელად შეექცა და ფიქრიც კი შეწყვიტა . ისეთი მონდომებით იგემოვნებდა ყოველ ლუკმას და იმდენი ჭამა სანამ მუცლის ტკივილმა არ შეაწუხა. ისეთი უცნაური იყო სტუმრებისთვის ცვალებადი ნუცა ირაკლის აბრალებდა ყველა არა არაფერს გამოთქვამდნენ მაგრამ თვალები , მათ თვალები ჰქონდათ.ისიც მედგრად უძლებდა საახებზე დაწერილ უკმაყოფილებას . დიდხანს შემორჩნენ სტუმრები და დაღლილობას ვერ გრძნობდა ვერავინ. მხოლოდ ნუცა იჯდა მაგიდასთან ხელებზე თავჩამოდებული და თვალებს ძალას ატანდა რომ არ დახუჭვოდა . არასდროს უყვარდა ბევრი ძილი და სულ ადრე იღვიძებს რაც ირაკლისთან ცხოვრობს ყველაფერი აირია . მისი რეჟიმიც. აღარაფერს აღარ გავს მისი დღეები . უსაქმურობაში ფლანგავს . 11 საათიც არაა და რამისააა ჩამოეძინოს. ხელი უნდა გაანძრიოს . რღაც უნდა იპოვოს რითიც თავს გაირთობს ან სამსახური. რასაც ირაკლი რიცხავს მის
ანგარიშზე ზუსტად არ იცის არასდრის
უნახავს ახალი ანგარიში , ძალიან ბევრია რასაც ის უკეთებს მაგრამ რაღაც უნდა ქნას სამუდამოდ ირაკლის იმედზე ვერ იქნება . კიდევ ნახევარი საათიც რომ გაგრძელებულიყო შეკრება ნამდვილად ჩამოეძინებოდა.ყველას ღიმილით გამოემშვიდობა , სცადა დაღლილობა არ ეჩვენებინა მაგრამ თითქმის შეუძლებელი იყო . ისე ეძინებოდა ირაკლიზე მიყრდნობილს სხეულის დაჭრა უჭირდა თუმცა გასაცილებლად მაინც გაჰყვა ყველას და იქამდე იქნია ხელი სანამ ბოლო მანქანა არ მოეფარა თვალს . მკერდზე დაადო თავი და ამოიოხრა . -არაფერი გამიკეთებია ირაკლი და დავიღალე .
-ისევ ავად ხარ . ნორმალურია .
-არაფერს ვაკეთებ . ირაკლი .
-კარგი რა ნუცა , რა გატრებს .
- ის რომ.. _სრუტუნით სცადა რაღაც ეთქვა თუმცა ირაკლიმ
არ დააცადა . -გეყოფა, ვფიქრობ რომ
დასვენება და ძილი გჭირდება. ხელში პატარა ბავშვივით აიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. -უნდა დაისვენო, კარგად უნდა გამოიძინო. ნახავ ხვალ ენერგიით სავსე იქნები სხვა გზა არ გაქვს მინდა რომ ძლიერმა გაიღვიძო , ისეთმა ძლიერმა რომ როცა მე და შენ ვილაპარაკრბთ ძალა გეყოს ჩემს მოსასმენად .
-უცნაური ხარ . _ძილბურანში მყოფი ლუღლუღებდა და ისე ესიამოვნა რბილ საწოლზე სხეულის მოსვენება რომ წამიც არ დასჭირვებია ღრმა ძილისთვის თავის მისაცემად . კარგახანს უყურა მძინარე გოგოს და ათას არეულ ფიქრს თავი ვერ მოუყარა. რა ელოდებათ წინ. რა კარგი იქნება რომ გაქრეს ? მზადაა გაქრეს ოღონდ ის არ იცოდეს რაც იცის და მერე ამ ყველაფრის ახსნა არ მოუწევდეს ნუცასთვის , რომლის ერთადერთი პრობლემაც ისაა რომ უყვარს. ღიმილი შეეპარა სევდიან თვალებს . თვალი ვერ მოხუჭა და ერთი წამით არ შეუწყვეტია მისი ყურება. თითქოს უკანასკნელ წამებს ითვლიდა და ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა. უძილო ღამეების სიას ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ღამე შეემატებოდა . ტკივილში და ფიქრში განვლილი. სინანულის მარწუხებისგან სულშეხუთული , კიდევ რამდენჯერ ინატრებდა სიკვდილს და გაქრობას ? ალბათ არცერთხელ. ისედაც ხომ გაქრება ? ისედაც ხომ მკვდარი იქნება ? განა იმაზე დიდი სიკვდილი არსებობს ვიდრე ყველაფრის დაკარგვაა. როდის შეიცვალა ასე? აქამდე ყველაფერი მისი შრომა იყო . ახლა მხოლოდ ნუცაა. ასჯერ დათმობს მხრებით მოთრეულ სიმდიდრეს ოღონდ ის ჰყავდეს და მაინც მის მხრებს დააწვება ყველაფერი. ის ხომ წყეული მამამისის წყეული შვილია.
დიდად არ ჩქარობდა გაღვიძებას ნუცა და ჯერ არ დაწყებული დღე ირაკლისთვის უკვე დასასრულის უკანასკნელ წუთებს ღაფავდა . რას არ მისცემდა დროის უკან გადახვევა შეეძლოს ჯერ კიდევ იმ წამს შეცვლიდა როდესაც მამამისის შვილად დაიბადა. გაუჭირდა ნანას დარწმუნება მაგრამ ბოლოს ერთიორი მკაცრი სიტყვის მერე გაუდგა იძულებით აღებულ დასვენების გზას. დარწმუნდა რომ მშიერი გიორგიც არ ივლიდა წინდაუკან სახლში და სამზარეულოში. თითქმის ის სიცარიელე იყო
სახლში რომელიც სურდა . ბუხრის ტკაცუნი შემაწუხებლად ისმოდა . წამებას გავდა რომელიც მოლოდინს მძაფრი მუსიკასავით გასდევდა . სტკივა , სული სტკივა და სულთან ერთად ყველა კუნთი. დილიდან ერთ სავარძელსაა მიწებებული და ასჯერ მაინც წარმოიდგინა როგორ ეუბნება სიმართლეს . ყველა სცენა გაიარა , დაატრიალა გადახარშა და ვერცერთ ვერსიაში ვერ იპოვა ისეთი რამ რაც სამუდამო დაღს არ დაასვამს ნუცას . არა აღარ დარდობს საკუთარ თავზე , მიჩვეულია . არც ისედაც დაკარგულ ურთიერთობაზე . ბევრად უფრო ძვირფასი რამ დევს სასწორზე . ნუცა , მისი სული . რატომ უნდა რომ ატკინოს? რატომ უნდა თითქოს უკვე მოშუშებული ჭრილობა გაუხსნას. განა სამართლიანი არაა რომ თავისთვის შეინახოს საკუთარი ოჯახის ცოდვა და ღირსეულად ატაროს? გაუფრთხილდეს და მასზე ზრუნვით გამოასწოროს ?
გამოასწოროს?
3 ადამიანის სიცოცხლე ზრუნვით უნდა გამოისყიდოს? იქამდე ებრძოდა სიმართლის და ტყუილის თქმის ვერსიები ერთმანეთს სანამ რამოდენიმე ჭიქა არ შემოეცალა . როგორია? 12 საათია და ყავის მაგივრად უკვე ნახევარი ბოთლი დაცალა. ასე იქნება , ისიც იმ კაცებს დაემსგავსება ვინც საკუთარ სისუსტეს სასმელს და სიგარეტს აფარებს ? იქნებ ნარკოტიკსაც ვინ იცის , ჯერ ყველაფერი წინ აქვს . განა ასე არ დაიწყო მამამისმა , განა მისი შვილი არაა? არ უანდერძა საკუთარი ცოდვები? გარეგნობა ? რა გარანტია აქვს რომ დასასრულიც იგივე არ ექნებათ.
ფიქრი ნუცამ შეაწყვეტინა ,წამიერად აკოცა ლოყაზე , ქარიშხალივით ჩაუქროლა და პირდაპირ წინ დაჯდა, დივანზე ფეცები კომფორტულად შემოიკეცა პატარა ბალიშშს ჩაეხუტა და უცნაურად მომზირალ ირაკლის გაუღიმა რომელსაც წამის წინ ფეხშიშველი ისე მიუახლოვდა ვერ გაიგო დქ ვერც დაინახა. 2 დღეა ვეღარაფერს ხედავს და ისმენს . ყურში მხოლოდ მამის ხმა უტრიალებს.
-რატომ არ გამაღვიძე ?ნახე რომელი საათია .
-12. ტკბილად გეძინა .
-შენ ?
-მე საერთოდ არ მეძინა.
-სვამ ? _მაგიდაზე დადებულ ნახევრად დაცლილ ბოთლს გადახედა მერე ირაკლის რომელმაც მეორე ჭიქაც შეავსო და მისკენ გაწია .
-ჯერ 12 საათია. _უკმაყოფილომ გააქნია თავი.-რა გჭირს , ცუდ ხასიათზე ხარ? ნანა სადა ? რა სიწყნარეა. _ჩვეული ენთუზიაზმით იწყებდა დილას . -გინდა ჩაგეხუტო და მერე აღარ იქნები ცუდ ხასიათზე ._ფეხზე წამოხტა .
-დაჯექი ნუცა._ბრძანებასავით გაისმა ხმა .- გთხოვ ._მიხვდა რა უხეშად გამოუვიდა რბილი ტონით დაამატაა.-გთხოვვვვ.
-კააარგიიი._ეჭვით შეათვალიერა კიდევ ერთხელ და ისევ ბალიშს ჩაეხუტა.
-უნდა ვილაპარაკოთ .
-რაზე?
-მნიშვნელოვან თემაზე და მინდა იცოდე რომ ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გაკეთება , მაგრამ სხვა გზა არ მაქვს .
-ნუ მაშინებ.
-არაა , არ გაშინებ არ მინდა რომ შეგეშინდეს. პირიქით ისეთი უშიშარი უნდა იყო რომ თუ გადაწყვეტ რომ პასუხი მე უნდა ვაგო თამამად მითხრა .
-რა ხდება?_ხმა აუკანკალდა ნუცას .
- რამოდენიმე დღის წინ გიორგის ვთხოვე რომ ბაბუა ეპოვა … მეორე ბაბუა. გუშინ კი მასთან წავედი.
-რატომ? ირაკლი რატომ არ გინდა დაივიწყო წარსული? თავს იტანჯავ და ვერ ხვდები.
-იმიტომ რომ იდიოტი ვარ. იმიტომ რომ ბედნიერებას რომელიც ცხოვრებამ მომცა ვერ ვიღებ. მეგონა თუ ერთხელ და დამუდამოდ ჩავხედავდი წარსულს თვალებში იქვე დავტოვებდი და ახალი სუფთა სინდისით გავაგრძელებდი ცხოვრებას. _ხმაა ჩაეხლიჩა, უფროსწორად სადღაც დაიკარგა ნუცას აწყლიანებული თვალების დანახვისას რომელიც მთელი თავისი მეტყველებით იტანჯებოდნენ , იმიტომ არა რომ სიმართლე იცოდა . მხოლოდ იმიტომ რომ ისე უყვარს იმ წამს ირაკლის გრძნობები სტკიოდა. სტკივათ ხო , საკუთარივით სტკივათ მის თვალებს .
-მერე . _მანაც ძლივს იპოვა ძალა რომ გაგრძელება ეკითხა.
-მერე ? მერე ნუცაა …. მერე ჩემი სინდისი სისხლში იხრჩობა. _თვალი გაუსწორა . არ უნდოდა მაგრამ გაუსწორა .ასე ზერელედ მიხლილ სიმართლეს არ იმსახურებს . არ უნდოდა ენახა მისი სახის ფერისცვალებას მაგრამ სხვა გზა არ აქვს .მისი სასჯელი ხომ სწორედ ამ სახით იწყება და უნდა უყუროს, რომ არასდროს დაავიწყდეს როგორია მისი წყევლის სისასტიკე.
-რას ამბობ? არ მინდა მოსმენა . _თავი გააქნია ნუცამ. -მინდა რომ ცხოვრრბა გააგრძელო და ბედნიერები ვიყოთ. შეუძლებელია სინდისი იხრჩობოდეს ._გაცინება სცადა .
- არადა იხრჩობა , მთელი ჩემი სხეული გონება და გული ჩემივე სისხლში იხრჩობა…. ჩემსა და შენს სისხლში იხრჩობა ნუცა . შენი და-ძმის სისხლში იხრჩობა . იმ ცეცხლში იწვის რომელშიც დედაშენი , შენი ბავშვობა . მოგონებები ბედნიერება და მომავალი იწვოდა.
-რას ბოდავ . _გაბრაზებულმა მოისროლა ბალიში გვერდით . -მემგონი დათვერი . ყავას გაგიკეთებ ._გაირხა რომ ფეხზე ამდგარიყო .
-დაჯექი. _დაუყვირა და შემკრთალს თვალებით ანიშნა დამჯდარიყო .-დამელოდე . გოლგოთას გზად ექცა სამუშაო ოთახამდე მისასვლელი მანძილი და დაბრუნებისას ორჯერ გრძელი მოეჩვენა . რობოტივით მოძრაობდა. აღარაფერი იყო
დარჩენილი. აღარც ღელვა , აღარც წუხილი . უკვე გვიანია , მხოლოდ
ის უნდა რომ მალე დაამთავროს მელოდრამად ქცეული დილა. გეომეტრიული სიზუსტით დაუდო
წინ ლეპტოპი.სულ ერთი წუთით შეყოყმანდა და მისკენ დაიხარა . -მაპატიებ, როდესმე მაპატიებ ალბათ. _შუბლი მიადო შუბლზე და ორივე ხელისგულში მომწყვდეული სახეზე კოცნიდა . ვინ იცის იქნებ უკანასკნელად? ყელში მობჯენილ გულისცემას ვეღარაფერს უხერხებდა და ნუცაც მიხვდა რომ არც ხუმრობა იყო და არც უბრალპდ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. არა არც მთვრალი იყო
და ტყუილად არ უგრძნობდა გული ცუდს. მიხვდა რა გაყინული იყო ირაკლის ხელები და ტუჩებიც . არაფრით არ გავდა ჩვეულებრივ ირაკლის მისი თვალებიც . ჩამქრალი , ცარიელი და მოწყენილი. აღარც ცეცხლი რომელიც გამუდმებით ენთო მის თვალებში ნუცას დანახვისას და აღარც ნაპერწკლები. აშკარად ჩანდა სევდა და დაღლა .
-არაფერი მესმის ირაკლი. _ჯერ კიდევ ახალგაღვიძებულს შეშუპებული თვალები ცრემლებით გაევსო. არ იცის რა ატირებს , არც ის იცის რა ელოდება , მაგრამ ხვდება არაფერი კარგი .
-გაიგებ . მალე გაიგებ. _აკანკალებული თითი გაჭირვებით დააჭირა ღილაკს და თითქმის ძალა
გამოცლილმა ძლივს გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი რომ საკუთარ ადგილს დაბრუნებოდა. თავი აიძულა წინ გაეხედა, ატკივირბულ ყურებისთვის და თავისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია . საკუთარი ტკივილი არაფერი არ იყო იმასთან შედარებით რასაც ახლა მის წინ მჯდარი სიფრიფანა სხეული და დიდი გული იტანდა . დაინახა როგორ დაპატაარავდა , გაფერმკრთალდა. წითელი ტუჩები გაულურჯდა. ბალიშზე შემოჭერილი ხელები მოუდუნდა და უღონოდ დაეშვა . მერე ორივე ხელი აიფარა პირზე და ხელისგულებით სცადა ყელიდან ამოსული სასოწარკვეთის ხმა შეეკავებინა. მიხვდა როგორ გაუჭირდა სუნთქვა , როგორ სტკენდა ჰაერი ფილტვებს . მკერდი ყელამდე აუდიოდა გახშირებული სუნთქვისგან და გაშეშებული იჯდა ისევ ჩანაწერის დასრულების შემდეგ. ნუცა რკრანს მისჩერებოდა რომელზეც არაფერი ჩანდა და ვერც ხვდებოდა რომ მხოლოდ ჩანაწერს უსმენდა . ირაკლი კი მას უყურებდა და ვერაფრით ბედავდა განძრეულიყო ახლოს მისულიყო . რა უნდა უთხრას? გამარჯობა ნუცა მე შენი ოჯახის მკვლელის შვილი ვარ? რა მწარე იყო იმ წამს გააზრება რომ არა უბრალოდ ირაკლი აღარ იყო . არც ეგოისტი იყო მის თვალში არც შეშლილი აღარც მისი საყვარელი. ერთი სახელი ჰქონდა ახლა
მკვლელის შვილი.
მისი ოჯახის მკვლელის .
-ტყუილია. _წამოიკივლა და ხელი მიჰკრა მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს და მასთან ერთად ღვინის ჭიქაც სისხლის წვეთებად დაიცალა ხალიჩაზე . -ტყუილია . ხუმრობაა არა? რა სისულელეა . _ფეხზე წამოხტა და ისე გაიარა სველ ხალიჩაზე ვერც კი მიხვდა წინ და უკან დადიოდა და თეთრ მარმარილოს იატაკზე წითელ ფეხისგულებს ტოვებდა. ირაკლი კი მხოლოდ მის ნაფეხურებს ამჩნევდა და ნუცას აგონიისგან წამოსროლილი ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო . -ირაკლი , თქვი რამე . რამე თქვი . _ყვირილზე გადავიდა. -ბოდავ , ხო საიდან მოიტანე? სასმელი ხო სასმლის ბრალია. ამიერიდან აღარასდროს დალევ. იქვე მაგიდის კუთხეში მდგარ ღვინის ბოთლს წაწვდა და ისიც იატაკზე მოისროლა .
-გეყოფა ნუცა . _ნამსხვრევების ხმამ გამოარკვია ირაკლი და ფეხზე წამოდგა რომ ხელში შერჩენილი ღვინის ბოკალი გაადერჩინა . თითქმის ძალით გამოგლიჯა ხელიდან და ბუხრის თავზე შემოდა .
-გამიშვი. _გაიბრძოლა რომ მკლავი გამოეცლია ხელიდან. -გამიშვი , გამიშვი . ვერაფერი მოიფიქრე მეტი ჩემს თავიდან მოსაშორებლად? ამაზე მტკივნეული ვერ იპოვე ვერაფერი? რატომ ?_მკერდზე მიჰკრა მუშტი
და უკან დაიხია . -შეუძლებელია. მთელს ქალაქში , ქვეყანაში ამდენი ადამიანია და მე , ჩემი ფეხით მოვედი თქვენთან? ჩემი ნებით მოგეცი გული? ღმერთო ._სახეზე აიფარა ხელები და ამოიკვნესა . -არ შემიძლია , ირაკლი . არ შემიძლია დაჯერება არ შემიძლია.
-მესმის. _რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
-რატომ? რატომ ამოთხარე ეს ამბავი , რატომ გადაწყვიტე რომ ცოდნა მინდოდა რატომ მინგრევ ცხოვრებას ამდენი ხნის შემდეგ. მაშინ როცა .. ვერა , ვერ.. არ მინდა . გამაღვიძე გთხოვ . გამაღვიძე._სახეში დაიწყო ხელების რტყმა .
-მოდი , მოდი აქ ._ელვის სისწრაფით გაჩნდა მასთან და ხელები გაუკავა .-გეყოფა, საკუთაი თავისთვის ტკენით ვერაფერს შეცვლი. მე ვარ იმ ნაბი*** ის შვილი. მე ვიმსახურებ წამებას და არ შენ .
-შენ ? _წამით დამშვიდა და თვალი გაუსწორა. -შენ იმსახურებ? არაფერს ირაკლი არაფერს იმსახურებ . _და ისიც სიტყვები რომელიც ტყვია იყო და ასე ელოდა . -არაფერს, ხო რამდენი წლის იყავი? 10 -11 ? მე ალბათ 2 ის ? ჩვენი ბრალია ? შენი ბრალი არაა ირაკლი. მამაშენი არ ხარ და არც მე მოვმკვდარვარ. _შეშლილ სახეს თხელი ხელები შეეახო და თითისწვერებზე აიწია.
-რას ამბობ ნუცა . გთხოვ არაა. ოღონდ ეგ აარაა. დამარტყი , გამლანძღე რაც გინდა ის ქენი , მითხარი რომ შურისძიება გინდა . მომკალი გესმის , მომკალი . _მკლავებში წაავლო ხელი და შეანჯღრია. - თუ უნდა მაწამო , უამრავი დაანა ამ სახლში , მაგრამ ნუ მეტყვი რომ გიყვარვარ. რომ არ მადანაშაულებ , რომ არ გეზიზღები რომ ახლა ამ წამს მიყურებ და შენი გული ირაკლის ხედავს და არა მკვლელის ოჯახის წევრს. ჯანდაბა ნუცა , დაანგრიე აქაურობა რაც გინდა ის ქენი ოღონდ..
-ოღონდ არ მიყვარდე? _გაეცინა .ცოტახანს გიჟივით იცინოდა, ბოლოს ყალბ სიცილზე გადავიდა და უცბად დასერიოზულდა. -ოღონდ შენს სინდის სიყვარულით ნუ დავამძიმებ არა ? ოღონდ ნუ გეტყვი რომ შენში საყვარელ კაცს ვხედავ და არა მკვლელს ? იმიტომ რომ შენ აქამდე ჩემში სხეულს ხედავდი ახლა კი შენი ოჯახის ცოდვას ხედავ ? ასე არაა ? არ შეგიძლია , არ გინდა შენ ნუცა .
-ვალდებული ვარ , უნდა შევძლო . _თავი დაუქნია ირაკლიმ .
-ანუ შეგიძლია ჩემთან ერთად გააგრძელო გზა ისე რომ არ შეიძულო საკუთარი თავი? შეგიძლია ჩემი ოჯახი იყო იმიტომ რომ მართლა გინდა და არა იმიტომ რომ ვალდებული ხარ?_დუმილს გაუღიმა.-მე გეტყვი. არ შეგიძლია, მაგრამ ვალდებული ხარ, მე კი ვალდებულება არ მჭირდება მითუმეტეს იმ კაცისგან რომელიც… _არ დაასრულა, ვერ დაასრულა. ისე სტკივა ირაკლის სახეზე აწერია და საკუთარი ხმით ნათქვამ მკვლელის შვილობას ვერ დაუმატებს მისი დამძიმებულ სინდისს. არ ინერვიულო. შენს სინდისს და თვალებს არ ვაწამებ ჩემი ყურებით.
დაგეხმარები, რომ გზაა გაგრძელო , რომ გადარჩენა შეძლო. რომ ყოველ წუთას არ გაგახსენდეს ეს ამბავი . წავალ ირაკლი .
-ნუცა არ მითქვამს რომ მინდა წახვიდე..
-მე , მე მინდა. _ყვირილზე გადავიდა ისევ გოგო. -დავიღალე , მათხოვრობით დავიღალე. არ დამიმსახურებია, ეს ამბავი ეს ისტორია არ დაგვიმსახურებია , მაგრამ ყველაზე მეტად ის მტკენს რომ ყველაფრის მიუხედავად ვალდებულება ვარ შენთვის და არა გრძნობა . დამღალე გესმის ? არ გინდა რომ წავიდე , გაცნობის დღიდან , დასაწყისის დღიდან წასასვლელად მამზადებ და ახლა როცა ჩემს გამოსახულებაზე საკუთარი გძულდება , მაშინ არ გინდა რომ წავიდე და თან იმის თქმას ბედავ რომ ვალდებული ხარ ? ერთი ეგოისტი , მარტობას მიჩვეული კაცი ხარ, რომელსაც არავინ და არაფერი არ გააჩნია ღირებული საკუთარი საბანკო ანგარიშის გარდა და არასდროს შეიცვლები . გინდა , ირაკლი გინდა რომ წავიდე , რომ გავქრე . სულ გინდოდა.
-ნუცა ვერ გაიგე ._გაიწია რომ მიახლოვებოდა.
-არ შემეხო. არა , აღარ შემეხო გიკრძალავ . _ზურგი გაბედულად აქცია და კიბისკენ დაიძრა. სირბილით აუყვა რამდენიმე საფეხურს, შუაში შედგა და მთელი ტანით მოტრიალდა .-იცი რა , მშიშარა ხარ ირაკლი. მშიშარა._ტირილს ამოაყოლა სიტყვები. - არ შეგიძლია, კი არა. არ გინდა კი არაა , გეშინოდა. ხო პასუხისმგებლობის შეგეშინდა. ეს ამბავი არაფერ შუაშია . დარწმუნებული ვარ ბედნიერი ხარ, ამაზე მტკიცე მიზეზს ვერ იპოვიდი ჩემს გასაგდებად შენი ცხოვრებიდან .
-ტყუილია. _გულის ჩხვლეტამ შეაწყვეტინა წინადადება.
-სიმართლეა. გინდა რომ მარტო იყო , ხო და იქნები. საკუთარ წარსულს და მამის ცოდვებს ამოეფარე. მხოლოდ ეს შეგიძლია და კარგად გამოგდის. _ისევ სირბილით აუყვა კიბეს და ქარიშხალივით შეიჭრა ოთახში . მიკეტილ კარს გულამოვარდნილი აეყუდა და სცადა გაეაზრებინა რა მოხდა. ტალღასავით მოაწყდა მის გონებას გააზრებული რეალობა. კუნთებმა პროტესტი გამოაცხადეს და იატაკზე დაეშვა . არ ადარდებდა რომ ალბათ ყველას ესმოდა მისი ღრიალი. არა არ ტიროდა , ღრიალებდა და მესამედ მოკვდა ირაკლი მაშინ. არ უნდოდა რომ ეტირა, როცა ნუცას სტკივა , მასაც სტკივა . არ უნდა რომ წავიდეს, მაგრამ
რა უფლება აქვს დარჩენა მოსთხოვოს. რა უფლება აქვს უსაყვედუროს? თუ წასვლა უნდა უნდა გაუშვას , სხვა მიზეზით მიდის , თითქმის უკუღმა გაიგო ყველაფერი ან ვინ იცის იქნებ ნამდვილი მიზეზის თქმას ირაკლის გრძნობებისთვის გადაბრალებ აარჩია მაგრამ
რა მნიშვნელო აქვს? არ შეიძლება. ?ვერაფერს მოსთხოვს , ვერც გაგებას , ვერც დროს , ვერც დარჩენას . ხომ დაჰპირდა რომ არ მიატოვებდა? რომ ასწავლიდა , რომ გამოუვიდოდათ ? როდისაა მთავრდება ცხოვრება როცა ვკვდებით თუ ? უკვე მეორედ დაუსვა კითხვა თავს და ამჯერად პასუხი აქვს. დღეს..
სიცოცხლის დასრულება არ სჭირდება საკუთარი არარაობის დასასრულებლად .
რამდენ ხანს გაგრძელდა ნუცას ისტერიკა არ იცის . არც ნუცას ახსოვს რამდენ ხანს იყო აგონიაში . როცა მისი გონება დაუბრუნდა სხეულს უკვე ყველაფერი შესისხლხორცებული ჰქონდა .
მას უყვარდა , მაგრამ საპასუხოდ ვალდებულებად იქცა.
მას არც ბავშვობა ჰქონდა ,არც ოჯახი , არც ქონება . წაართვეს .
ერთი სხეული და გული ჰქონდა და ნებით გააჩუქაა და ნაწილებად დაგლეჯილი დაუბრუნეს .
ერთი სული დარჩა და ისიც დნება სხვისი ცოდვების კოცონზე.
-საკმარისია, საკმარისია . _გაჭირვებით აითრია სხეული და პირველივე რაც მოხვდა ხელში ის ჩაიცვა .რა კარგია ბევრი არაფერი რომ არ აქვს , მისი ჩემოდნის ჩალაგება რთული არასდროსაა. რა მოხდა? რანაირად შეიძლება იმ ადამიანის შვილი შეჰყვარებოდა ვინც ოჯახი გაუნადგურა ? მოუკლა . რას ეტყოდა ახლა მამა ცოცხალი რომ იყოს? ცოცხალი რომ იყოს ალბათ ვერასდროს შეხვდებოდა ირაკლის . ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა. ვერცერთი კაცი გაბედავდა მის ატირებას. ასე არ გამოაყენებინებდა არავის შვილს .
მაგრამ არ ჰყავს .
არავინ არ ჰყავს .
სულ მარტოა , სულ მარტო იყო და ალბათ სამუდამოდ ასე იქნება. ადამიანებს ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ მისთვის . რაც მისი გულიდან დარჩა უნდა გაუფრთხილდეს .ერთადერთი ფოტოც ჩადო რომელიც შემორჩა . უფროსწორად ნაგლეჯი იმის ბედიც არ მისცა ღმერთმა რომ ნორმალური ფოტო დარჩენოდა სამახსოვროდ და იმ კაცის შვილის საწოლზე ზის ვინც ეს ქნა , სიმართლეზე მწარე კი ისაა რომ პასუხის გაცემა სიძულვილითაც არ შეუძლია . ისიც კი არ გამოსდის ეზიზღებოდეს . არ შეუძლია , როგორ უნდა სძულდეს, როდესმე ხომ შეხვდება ოჯახს? როგორ უნდა ჩახედოს თვალებში? რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ ბედნიერი იყოს? დანაშაულია რომ არ სძულს ? რომ ირაკლიც ისეთივე ბავშვი იყო როგორც ის და არაფერ შუაშია? რაშია დამნაშავე , თუ ნუცა ხვდება რომ ირაკლის ბრალი არაა რატომ არ შეუძლია ირაკლიმაც ასე იფიქროს ? იმიტომ რომ ასე აწყობს . იმიტომ რომ არ უნდა . იმიტომ რომ ნუცა არ ჭირდება . იმიტომ რომ ვერაფრით გაიმეტა საკოთარ ცხოვრებაში ადგილი მისთვის . ვერაფრით წარმოუდგენია საკუთარი მომავალი მასთან არც არასდროს სდომებია . ნუთუ საკუთარი ოჯახის ღირსების მოღალატეა? კარგახანს იჯდა გაუნძრევლად და ისე უჭირდა ადგომა, წლების შემდეგ იგივე სჭირს , მისი ცხოვრება ერთ წრეს გავს , ყოველ 5-6 წელში წრე იკვრება და მერე ისევ თავიდან იწყება . პრობლემა ისაა რომ ყოველ ჯერზე ახლიდან იწყება და ნულიდან. ისევ მარტოა , ისევ არავინ ყავს და ისევ არაფერი აქვს , რამდენიმე ათასეული ლარის და საკუთარი თავის გარდა. ბავშვთა სახლიდან წამოსულს ხალხი უწვდიდა დახმარების ხელს . ისიც წაართვაა , ამჯერად ხელის ნაცვლად თითებს მიიღებს რომელსაც მისკენ გაიშვერენ . საკუთარი ქალაქიც წაართვა , აღარ დაედგომება .
იმედებიც წაართვა, აღარაფერი აღარ დაუტოვა იცის და უყვარს. მაინც …
გაუჭირდა ფეხზე ადგომა , მოსვლა არ ყოფილა ისეთი ძნელი , წასვლა
რატომ უჭირს? პირიქით ადვილი უნდა იყოს აქედან გაქცევა , ყველაფერი რაც ირაკლიმ ქნა და მისმა
მამამ ზურგისქარივით უნდა უბერავდეს მაგრამ უკან რჩება ფეხები თითქოს რაღაც უხილავი ექაჩება ,ეს მას თორემ ალბათ ირაკლის ერთი სული აქვს როდის გაიხურავს კარს რომ მარტო დარჩეს . უნდა წავიდეს , უნდა გადარჩეს , ირაკლისთან კი ამას ვერ იზამს . როგორ ჩაიარა კიბე არ ახსოვს არც ის კარამდე როგორ მივიდა , იმდენად იყო ფიქრებში დაკარგული მხოლოდ გარეთ გასულმა შენიშნა რომ უკვე ეზოში იყო . მთავარი გზა გამოიარა . გარეთააა გამოახწია , ახლა უბრალოდ გზა უნდა გააგრძელოს მხოლოდ წინ უნდა წავიდეს. არ უნდა მიიხედოს , მიტრიალდეს. ეზოში გაადაწყდა გიორგის სახეს , რომელმაც თავი დახარა და ოდნავ გაუღიმა . რათქმაუნდა სიმართლე იცის . თავადაც გაუღიმა . -წამიყვან გიორგი ქეთასთან ?
-ხო , რათქმაუნდა .
-ფიჯანი . ჩემი ფინჯანი . _ სიჩქარეში გადავიწყებული ყველაზე ძვირფასი ნივთი გაახსენდა . მოკვდება და უკან ვერ შებრუნდება. ვერ აუვლის გვერდს ირაკლის რომელსაც თითქოდ მან არ ჩაუარა ისე ვითომ კედელი ყოფილიყოს . თითქოს მან არ დააიგნორა , კაცის ჩაწითლებული თვალები და მხრებში მოხრილი სხეული . - იქ დამრჩა გიორგი._უმისამართოდ გაიშვირა თითი . -მგონი სამზარეულოში .
-არა , ჩემს სამუშაო ოთახში . _ზურგთან გაისმა ირაკლის გაყინული
ხმა და რომ მიხვდა არც უფიქრია შეტრიალრბა თვითონ აუარა გვერდი რომ წინ დასდგომოდა .ამანაც ვერაფერი შეცვალა ჯიუტად მისჩერებოდა ირაკლის ხელში შერჩენილ ჭიქას და წამითაც არ უფიქრია მისთვის შეეხედა . ყურებში მათი დიალოგები უტრიალდება , ახსოვს როგორ უთხრა რომ ყველაფერს გარისკავდა თუ მართლა შეუყვარდებოდა , ანუ არც არსდროს ჰყვარებია ?! _აკანკალრბული ხელი შეუშვა ჩემოდნის სახელურს და ჭიქა ხელებიდან გამოგლიჯა .-“და ჭკნება , ჭკნება სიყვარული უკანასკნელი . “_თვითონაც — ვერ გაიგო რატომ ჩააკვეხა ეს ფრაზა და ირონია იმ დაძაბულ მომენტში .
-შენთვის არც არასდროს ყოფილა ცოცხალი ._ისე ეტკინა ირაკლის ირონია ვერც კი შეამჩნია როგორი სიძულვილით უპასუხა .
-ნუცა, _ფინჯანში ახლართულ თითებს თავისი დაალაგა და მაგრად მოიქცია მკლავებში .-ძალიან ვწუხვარ, არ მინდა იფიქრო რომ გაგდებ , უბრალოდ მე ის ვარ ვინც..
-ხო , ვინც მე მომკლა და იმის შვილი ვინც ჩემები. გავიგე. ისიც გავიგე რომ ეს ამბავი ჩემს სიყვარულზე მეტია . _ხელები გამოაცალა და თვალი პირველად გაუსწორა . -შენთვის ჩემზე მეტად სხვა ყველაფერია მნიშვნელოვანი, ისე როგორც კიკიზე , იმის წინაზე და ალბათ ჩემს შემდეგაც . იმედი მაქვს ერთ დღეს მიხვდები რომ ჩემთვის იმას არ უტკენია ვინ ხარ . დაწყების დღიდან შენ მტკენ ირაკლი . არ შემიძლია , აღარ მინდა , გახსოვს მითხარი თქვი თუ ვინმეს შევუყვარდი მისი პრობლრმააო?! მაშინ უნდა მომესმინა. _გვერდის ავლა სცადა მაგრამ ისევ წინ დაუდგა და ამჯერად კარგად წაავლო ხელი და თვალი გაუსწორა .
-მიყვარხარ .
- არა ირაკლი , არ გიყვარვარ .
-მიყვარხარ .
-შეუძლებელია გიყვარდეს და არაფრის შეცვლა შეგეძლოს .
-დარჩი._ ხმა გაუწყდა ირაკლის , იმის დანახვისას როგორ გამოეცალა ხელებიდან და ჩემოდანს მოკიდა ხელი .
-მშვიდობით . _ნაძალადევად გაუღიმა .
ზურგით და იგივე პოზაში იქამდე იდგა სანამ მანქანის ხმა აღარ ისმოდა , იმდენ ხანს სანამ ფეხებში ძალა არ გამოეცალა და იძულებული იყო სახლის კიბეზე ჩამომჯდარიყო . რამდენ ხანს იჯდა ასე გაუნძრევლად არ იცის , იმდენად ცუდად გამოიყურებოდა ვერავინ გაბედა მიახლოვებოდა და ისევ არჩიეს გიორგის მოსვლას დალოდებოდნენ. ირაკლისთვის წამივით გაირბინა დრომ , თითქოს არც არსად წასულა გიორგი .
-ირაკლი? _გვერდით მიუჯდა და მხარი მიჰკრა .რეაქცია რომ არ ჰქონდა მთელი ტანით მიტრიალდა .-ჰეე , ირაკლიიი . _უკვე უხეშად დაჰკრა ფეხზე ხელი რომ გამოეფხიზლებინა .
-ჰო, მესმის .
-მისმინე , ცხოვრება მაგარი პ***ია და ..
-თუ კაცი ხარ გაჩუმდი გიორგი . _სახეზე მოისვა ორივე ხელი და გაჭირვებით წამოდგა . ძლივს მიიტანა ფეხები დივნამდე და უღონოდ დაეშვა . -რამე დამისხი .
-კარგი . _უცნაურად მიაშტერდა იატაკზე კარგად შემშრალ ნაფეხურებს გიორგი.
-მისია 7 ანაბეჭდია , უკვე დავთვალე. ასჯერ მაინც და ერთხელაც ვერ გავიგე რატომ ვარ ასეთი დაწყევლილი. მაგიდას მიჰკრა ფეხი .
-მოიცა , მოიცა . დამშვიდდი მტვრევა ლეწვა საქმეს ვერ უშველის .
-რა უშველის ამ დედამო*** ლ ისტორიას გიორგი რა. რაა მიშველის მითხარი რომ დავაყენო თავს საშველი , რომ საკუთარი მამის ცოდვები არ მგუდავდეს , რომ როცა ნუცას დავინახავ არ გამახსენდეს წარსული , რომ უბრალოდ ხელი
მოვკიდო და ბედნიერი ვიყო . _გიორგის დუმილს გაუცინა. -არაფერი , არაფერი არ მიშველის გიორგი. ვერასდროს შევიცვლები. რდენჯერაც მოვინდომე
იმდენჯერ დამეცა სამყარო თავზე . რდენჯერაც იმედი მივეცი თავს იმდენჯერ ტყუილი აღმოჩნდა . დავიღალე და ისიც .
-მისმინე , ჯერ ახალი ამბავია და არცერთი ხართ ნორმალურ მდგომარეობაში . ცოტა დრო გავა და დალაგდებით. დარწმუნებული ვარ ნუცა არაფერში გადანაშაულებს .
-გარდა უარყოფაში .
-რა სისულელეა.
-არაა სისულელე, მინდოდა რომ წასულიყო. ჩემნაირი ადამიანის გვერდით ყოფნას სულ მარტო
ყოფნა ჯობია.
-და შენ რა იცი რა ჯობდა? _წამოიყვირა გიორგიმ.-ესეთი იდიოტი როგორ ხარ სიყვარულის ამბებში რომ საკუთარი ხელით უბიძგე .
- უკეთესად იქნება . უნდა იყოს , ვიზრუნებ რომ იყოს . არ მინდა იმაზე დარდობდეს რომ წასასვლელი არ აქვს .
-ფული ? ვერაფერი გაიგე არა? _ირონია შეერია ხმაში გიორგის . -ფული კი არა შენ , შენ ჭირდები .
-უკვე აღარ . _საკუთარი სიტყვები ეტკინა .- ქეთასთან დატოვე ?
-ხო სახლთან წინ .
-ის მაინც ვიცი სადაა . მინდა რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს ამ ქალაქში. ვიცი როგორ ეშინია
ხალხის და.. _უჰაერობა იგრძნო რომ გაახსენდა როგორ დარდობდა ხალხის ჭორებს .
-რა ვქნა მთელ ქალაქს ენა მოვაჭრა ?
-ხო, თუ საჭიროა.
სასმელს შეაფარა თავი , თითქოს ერთადერთი მხსნელი მხოლოდ ეს სითხე იყო და ისე სიამოვნებდა ნელნელა რომ ქრებოდა გონებიდან მოგონებები უნდოდა სამუდამოდ გაგრძელუბლიყო თრობა , ისეთი ბედნიერი იყო რომ რაღაც იპოვა რამაც ცოტა შეამსუბუქა მისი ტკივილი , ისიც არ ადარდებდა რომ კედლებს ეყუდებოდა თავის შესამაგრებლად. არც ის ადარდრბდა რომ საკუთარ ოთახში სიცარიელის სუნი იგრძნო . უფროსწორად სასმლისგან გაბუჟებულს არ ჰქონდა გრძნობის უნარი . კმაყოფილმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ამდენი ხნის ნამთვრალევი წამში გამოფხიზლდა , ერთიანად დაუბრუნდა გონება . სავარცხელს უნდა უმადლოდეს , ბრჭყვიალა სავარცხელს
რომელსაც გამუდმებით სარკის წინ დებს .თითები გადაუსვა და ბოლოს გაბედულად მოიქცია ხელებში . სავარცხელთან ერთად დაიძრა საწოლისკენ და ნუცას მხარეს დადო , ბოლოს თვითონაც მოთავსდა და ვერაფრით მოისვენა . მკერდზე დაილაგა ხელები და ჭერს მიაჩერდა . - კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში . ღამე 1 ._საკუთარ თავს დასცინა, თითქოს ბედის დაცინვა საკმარისი არ იყოს.

******
მთავარი ის არაა სად მივდივართ, მთავარი ის გზაა რასაც გავდივართ. “ზამთარი ცივი იყო მისთვისაც” ახლა უკვე გაზაფხულია, მარტი , მარტი მოადგათ კარზე , ყოველი დღე მატარებელივით მიჰქროდა ირაკლისთან, ახლა კი ირაკლისგან მომავალი , მატარებელთან ერთად მიჰქრის.
ცუდი ადგილი აირჩია დასაჯდომად , მიმართულების საპირისპიროდა და გულის რევის შეგრძნებას ვერაფრით იშორებს . ისეთმა ოფლმა დაასხა წყლის ბოთლიდან დაისველა ხელის გულები და კისერზე მოისვა . გუშინდელიდან ნამცხვრის მეტი არაფერი უჭამია , კარგი ისაა რომ გული რომც აერიოს ცარიელი კუჭი აქვს . სად მიდის ?
საკუთარ ქალაქზე უფრო დიდ ქალაქში თბილისში . სადაც არავინ იცნობს , სადაც ყველასთვის სულ ერთია ვინაა. ცოტახანს გონს მოეგება და შემდეგ საქართველოსაც მოშორდება. ირაკლისთან კიდევ ერთი ყოფნის პლიუსი ალბათ ფული საკმარისი იქნება. საკუთარი ბანკის ანგარიშს დახედა ტელეფონში პირველად რაც მასთანაა და პირზე აიფარა ხელები. -შენი არაფერი მჭირდება. თავისთვის ჩაილაპარაკა. საკმარისი დანაზოგი ჰქონდა შეგროვილი ირაკლიმდე , მხოლოდ მას გამოიყენებს. უცხო ქალაქში , ისევ მარტო. კარგიც კია არავის რომ არ იცნობს კიკის გარდა, იქნებ დაეხმაროს წესიერი სასტუმროს პოვნაში ან სახლის სანამ ყველა საბუთს მოაწესრიგებს? აქდე სულ მის მხარეს იყო . ახლა ეტყვის ირაკლის რამეს? ან რა უნდა უთხრას ეძებს თუ რა ?.

*****
ისეთი დამღლელი იყო მგზავრობა თავი უსკდებოდა. ახმაურებულ სადგურს უამრავი ხალხის ზმუილს შიშით გახედა და სიცარიელეში ჩაიკარგა . წამით ეგონა რომ გონებას დაკარგავდა ჩემოდანს ჩამოეყრდნო და იქვე მოსაცდელ სკამთან მივიდა. უკვე მოსაღამოვებული იყო , როცა ხალხი მიილია, სადგურის მაღაზიებმა დაკეტვა დაიწყეს. მაშინ შენიშნა კუთხეში მჯდომი და მწოლიარე უსახლკაროები . რით განსხვავდება ? აუცილებელია ფულის არ ქონა რომ მიუსაფარი ეწოდოს? ფული აქვს , თავისი წვალებით შეგროვილიც რომ არა რამის ნახევარი მილიონი აქვს ანგარიშზე და მაინც მიუსაფარია. ისე ეშინია ადგომის და ქუჩაში გასვლის თითქოს სხვა პლანეტაზე იყოს. იგივე ენაზე ლაპარაკობს , არ დაიკარგება მაგრამ ეშინია. მობილურს დახედა 9% , რაში უნდა ეყოს ? ან ვის უნდა დაურეკოს ? კონტაქტებს ჩამოუყვა , უამრავი ადამიანის ნომერი აქვს და ერთიც კი არა ისეთი ვისთანაც დარრკვა შეუძლია. ვერავივს შეაწუხებს ასე. კიკის ნომერს დააჭირა და ერთ წამში გათიშა . უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წამოდგა . ახლა გავა , ტაქს გააჩერებს და სთხოვს უახლოეს სასტუმრომდე მიიყვანონ , დაისვენებს და ხვალ
ისე ცუდად აღარ მოეჩვენება ყველაფერი როგორც დღეს. ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული რომ ტელეფონი
აწკრიალდა . კიკი ურეკავს. რანაირია, სულ ერთ წამში მოასწრო გათიშვა. -გისმენ კიკი.
-სად ხარ რა ხმაურია.
-ააა, აცხადებენ რაღაცას .
-აეროპორტში ხარ?
-არა , ცენტრალურ სადგურში.
-მარტო? ირაკლი სადაა ?რა მოხდა მარტო როგორ ხარ?
-როგორ? არ ვიცი როგორ ვარ , მაგრამ კარგად ვიქნები კიკი. არ ინერვიულო. უნდა წავიდე ტელეფონი მიჯდება და სასტუმროს რომ ვიპოვი მერე დაგირეკავ.
-მისმინე, გაშეშდი საადაც ხარ , მანდ მოსაცდელში დამელოდე.
-არა კიკი, არაა საჭირო.
-მოვდივარ. _კიკიმ დაასწრო
გათიშვა და მისმა მობილურმაც არ დააჩქარა მაშინვე გაითიშა .
დახლოვებით 25 წუთი ელოდა კიკის და სადგურში შემოსული კარიდანვე შეამჩნია . თეთრ ლაბადაში და წითელ პომადიან,შეუძლებელი იყო თვალი აგერიდებინა. ტანის რხევით მიაბიჯებდა და გარშემო მყოფების მზერას არ იმჩნევდა . ქუსლების კაკუნი ნუცას წინ შეწყდა და თვალი გაახილა. -კიკი. _ისე გაუბრწყინდა თვალები და მეერე ცრემლებით გაევსო კიკიმაც ვერ შეიკავა თავი და სათვალე გაიკეთა .
-ჩემო პატარავ , ჩემო საწყალო გოგოვ. _ზურგზე უსმევდა ატირებულ გოგოს ხელს . -ნუ ტირი, გაყინული ხარ და_ გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.-ღმერთო ნუცა რა დღეში ხარ , რა არის ეს ? მოვკლავ იმ ნა***ს. _სიბრაზე შეერია ხმაში და ხელმკლავი გამოსდო . ჩემოდანიც თვითონ მიიქცია თითებში და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ნუცასთან ერთად გზას .მანქანა პირდაპირ სადგურის კართან ჰქონდა გაჩერებული და საკუთარ წითელ გოგოსთან მდგარ პატრულს რომელიც გარშემო უვლიდა მანქანას სათვალის ქვემოდან გაუღიმა. მერე მანქანის კარი გაუღო ნუცას და დაეხმარა ჩამჯდარიყო. ღვედიც შეუკრა და მხოლოდ მას შემდეგ გასწორდა , ტანსაცმელიც შეისწორა და პოლიციელს წინ დაუდგა. დახლოვებით 10 წუთში დაბრუნდა და საჭეს მიუჯდა .
-დაგაჯარიმეს? _სინანულით გახედა გაფითრებულმა
სახემ.
-არა, მკითხა თუ გვინდოდა რომ სავადმყოფომდე ესკორტი გაგვიწიონ. ზრდილობიანად დავიშალეთ.მაგაზე არ იდარდო.
-ნელა ივლი?
-ისეთი საცობებია ამ დროს კაი ხანს მოგვიწევს გზაში ყოფნა. აბა დაიწყე , აქ რას აკეთებ?
-კიკი , სადმე სასტუმროში რომ მივალთ მაშინ მოგიყვები კაი?
-სასტუმროში? შვილო ვერ ხარ ჯანმრთელად. 4 ოთახიანი იმიტო კი არ მიყიდია მეგობრები სასტუმროში ვაძინო და ფული ვაყრევინო.
-არა კიკი, საკმარისად შეგაწუხე. ვალდებული არ ხარ და თან ფული მაქვს , ზედმეტად ბევრიც კი. ხელცარიელი არ გამოვუშვივარ არ იდარდო. _ლოყა მოიკვნიტა სიმწრისგან.
-გამოუშვიხარ? ირაკლიმ
შენ ? შანსი არააა. _ ლაპარაკი ხელს არ უშლიდა წინ მიმავალი მანქანისთვის შუათითი რომ აეწია.-სად გეჩქარება შე სი**ო. -მოიცა იჩხუბეთ? იცის რომ წამოხვედი?
-ხო , იცის სახლიდან რომ წამოვედი დავემშვიდობე . _როგორი მწარეა სიტყვა დამშვიდობება. -მაგრამ არ იციან რომ აქ ვარ.
-გამოიპარე?
-დამცინი კიკი? ვის ადარდებს ჩემი ადგილსამყოფელი ვის უნდა გამოვპარვოდი მშობლებს რომელიც სასაფლაოზე არიან? ვინ მყავს რომ ანგარიში ვაბარო. ავდექი და წამოვედი. _სიბრაზისგან თითქმის ყვიროდა და ბოლოს ტირილში გადაეზარდა .
-კარგი დამშვიდდი. რაც არ უნდა იყოს ყველაფერი გაივლის. ასე შორს არ უნდა წამოსულიყავი . ხომ იცი რომ გადაუვლის ძებნას დაგიწყებს და რომ ვერ გიპოვის..
- არა კიკი. არ გადაუვლის არც მას და არც მე . დამთავრდა. _საბოლოო წერტილი დასვა და ხელს ცრემლებით აწერდა.
ისეთი სიმშვიდე იგრძნო კიკის სახლში და უმრავი პარფიუმის შერეული სუნი უფუჭებდა მხოლოდ ნეტარებას . დივანზე იყო მისვენებეული, სანამ კიკი რაღაცის მომზადებას გინებით ცდილობდა. ცოტაც გაუძლო და ისე შემაწუხებლად უღიტინრბდა მაგიდაზე ანთებული სურნელოვანი სანთლების სუნი შეუბერა და ჩააქრო.
-კარგი მისმინე . _ ეს სამზარეულო იმიტომ ვიყიდე რომ მომეწონა რა ფერები და არა იმიტომ რომ მზარეულობა ვიცი _მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი.
ცოტახანში უმრავი რამით ხელში დაბრუნდა და ძალით მიათრია მაგიდამდე . -რაღაც უნდა ჭამო .
-არ მშია. გული მერევა.
-იმიტომ რომ არაფერი გიჭმია, თვითონ წამოგცდა წეღან. დროზე.თან ჭამ თან მოყევი _თავისთვის ყავა დაისხა და წინ ჩამოუჯდა.იქვე მიგდებულ სიგარეტს ხელი წაავლო და მოუკიდა. ისე ჩაეწვა ხელებში ვერც კი გაიგო. სუნთქვა შეკრული უსმენდა. დაუჯერებელ ამაბავს ჰგავდა მისთვის და თითების წვამ გამოარკვია. საფერფლეში მოისროლა უკვე ჩამქრალი ღერი და ვერ გაბედა ნუცასთვის შეეხედა. თითქმის 5 წუთი ისხდნენ უხმოდ და დუმილი და კიკის აწყლიანებული თვალები ამბობდა სათქმელს.-იცი არ მგონია მართალი იყო როცა ამბობ რომ არ უყვარხარ.
-შენი მეგობარი რათქმაუნდა
-არა , მისმინე შენთან ვარ. რათქმაუნდა შენთან ვარ და ვიქნები. _ხელი წაავლო
ხელზე . -მაგრამ ვიცი რომ უყვარხარ. ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი როცა თვითონაც არ იცოდა.
-ალბათ საკმარისად არ ვუყვარვარ. _მოწყენილს გაეღიმა.
-საკმარისზე მეტად უყვარხარ და ეგაა უბედურება. _ნერვიულად გაისვა შუბლზე ხელი იმიტომაც გაგიშვა.
-ხო .
-მისმინე , ახლა რას აპირებ? მითხარი რით შემიძლია დაგეხმარო?
-არ ვიცი, ცოტა გონზე მოსვლა და მარტობაა მჭირდება. კიკი გთხოვ არ მინდა ვინმემ იცოდეს რომ აქ ვარ. თუ არ შეგიძლია , გაგიგებ მესმის ვიცი განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ და მეგობრობთ.
-ჩემი იმედი გქონდეს. რამდენი ხანიც გინდა იმდენ ხანს შეგიძლია დარჩე. თუ აქ არ გინდა სხვა სახლებიც მაქვს .ნებისმიერს დაგითმობ .
-რა კარგია რომ არსებობ კიკი. რაღაც მაინც მოხდა კარგი ამ ამბავში შენ გიპოვრ .
-მე კი შენ. მარტობაში აღარ ამომხდება სული . მოდი ოთახს გაჩვენებ . სუფთა პიჟამას მოგცემ და პირსახოცს . აბაზანა დერეფნის ბოლოშია ხომ გახსოვს? _ჩემოდანი პირველივე ოთახში შეუტანა . -ამოვალაგო? _პასუხს არც დალოდებია ისე დაიწყო მისი ნივთების ცარიელ კარადაში შელაგება და სიცილი
აუტყდა ნუცას ფინჯნის დანახვაზე სათუთად ჰქონდა შეხვეული ფუმფულა სვიტრში და ისე ედო. საპატიო ადგილი უპოვა სამზარეულოში ფინჯნების გვერდით. რატომ უხარია არ იცის, წესით ორივე იტანჯება , მას კი ეგოისტურად უხარია ნუცას საკუთარ სახლში ყოლა . საზრუნავი გაუჩნდა და ისეთი ბედნიერია თითქოს მის ცხოვრებას მიზანი მიეცა.
-კიკი ოჯახი გყავს?
-კი , მშობლები და ერთი და მყავს.მაკო ირაკლის ასისტენტია მისგან გავიცანი ირაკლი.
-ხო? _გაეღიმა ნუცას . -მომიყევი.
-ვიღაც რომ გვისმენდეს იტყვის რომ ვაფრენთ. საერთო კაცი გვყვავს , მეგობრები ვართ და დაჟე ერთად ვიცხოვრებთ.
-არ ბრაზდები ჩემს გამო რომ დაინგრა თქვენი ურთიერთიბა?
-ურთიერთობა არ დანგრეულა , მეგობრები დავრჩით უბრალოდ მასთან აღარ ვწევარ.
-და ეხლა მე აღარ ვარ მის ცხოვრებაში . ვინ იცის იქნებ ისევ..
-შეიშალე? რას ბოდავ ნუცა . შეურაწყოფას მაყენებ. ახლა მეგობრები ვართ მე და შენ ნუცა .
-მაპატიე. მომიყევი როგორი იყო შენთან?
-კარგი რა რაში გჭირდება მოსმენა.
-გთხოვ , მაინტერესებს რა ვერ შეძლო ჩემთან რატომ შეეშინდა .
-ისეთი იყო როგორიც შენთან , ძლიერი საკუთარ თავში დარწმუნებული ტიპი, რომელსაც ნებისმიერი ციფრის გადახდა შეეძლო. მეც ზუსტად ეგ მჭირდებოდა , მეტი არაფერი მომითხოვია.
-ანუ მე ვარ პრობლემა ?_თვალები აუწყლიანდა ნუცას.-ზედმეტს ვითხოვდი? არაფერი მომითხოვია კიკი , უბრალოდ მინდოდა რომ მყვარებოდა და ვყვარებოდი.
-მოდი , მოდი . აღარ იტირო. _სამზარეულოს კედელს მიყუდებულ გოგოს მაგრად მოხვია ხელები. -ყველაფერი გაივლის .აი ნახავ , შენც კარგად იქნები და ისც ერთად ან ცალცალკე მაგრამ მაინც ძალიან კარგად იქნები. მე აქ ვარ. _უფრო და უფრო მაგრად უჭერდა ხელებს და შეშინებულმა შეუშვა და უკან დაიხია როცა ნუცამ წამოიკივლა. -რა იყო?
-მკერდი მატკინე . _გაეცინა გოგოს.
- რა გაქვს რა გატკინე ერთი . ოჰ.
-მაქვს . _ხელები დაილაგა მკერდზე და მოსინჯა . - ნუ მთლად შენსავით ვერაა ხელოვნების ნიმუში .
-ქირურგის საყვარელო , ქირურგის. _უამრავ რამეზე ილაპარაკეს , იცინეს , მერე რამოდენიმეჯერ იტირა კიდევ და ბოლოს ძალა გამოცლილს ისე ჩაეძინა დილამდე გვერდი არ შეუცვლია.

*****
ძლივს აწია თავი რომელიც ეგონა რომ აღარ ჰქონდა .უკვე ერთი კვირაა მისი ღამეები და დილა ყველა
ერთმანეთს ჰგავდა , დილით ოფლში გაწურული იღვიძებდა სასმლისგან გაბრუებული . შუბლზე გაისვა ხელი და სარკეს ისე ჩაუარა სცადა არ შეეხედა. საკმარისად აქვს საფიქრალი, საკუთარი სახის დანახვა არაფერში არგებს და ჭირდება . ცივმა შხაპმა თავისი ქნა , თავი უკეთესად იგრძნო , უნდოდა ისევ საწოლში დაბრუნებულიყო დაეძინა და წლების შემდეგ გაეღვიძა როცა ყველაფერი ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა თუმცა არ შეუძლია, პატარა გოგოსავით ტირილს და დეპრესიას ვერ მიეცემა. თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას . მიიღოს დაეთანხმოს და წინ წავიდეს . ცარიელი , გრძნობებისგან დაცლილი . ყოველ დილას ამ
პირობით იწყებს რომ წინ უნდა წავიდეს , მაგრამ მერე მელანქოლია ისე ეხუტება ათბობს და თავს აკარგვინრბს . მელანქოლიას ნუცას სურნელი აქვს , მასზე მოგონებები მოაქვს დაერე უარს ვერ ეუბნება ვერაფერზე . დაუფიქრებლად იღებს სასმელს ხელში რომ როგორმე დაიძინოს მთვრალმა . თორემ უკვე სულთან ერთად ნერვებიც სტკივა. აღარავის ელაპარაკება, სამუდამო სამარედ აქცია საკუთარი სახლი. ნანაც კი მოიშორა. მოიშორა რა ისე უყვირა ბებიის ტოლა ქალს ასე უხმოდ რომ წავიდა ეგეც უკვირს.
მძიმედ ჩაუყვა კიბეს და თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა რომ კარგად გაერჩია ვინ იჯდა გიორგის წინ. ბოლოს ნაცნობი ხმა მისწვდა და სილუეტიც ეცნო.
-ირაკლი. _კახა ფეხზე წამოდგა და თვალი შეავლო . თითქოს ჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაგრამ მთელს იერს ეტყობოდა განწყობა . -თათას ველაპარაკე ვიცი რომ შვილი მყავს.
-ჰო , მიდი . _ხელები გაშალა ჰაერში . - გოორგი არ გააჩერო . მიდი აქ ვარ , მოიფხანე გული ,ერთს ნუ იკმარებ შეგიძლია 10 ჯერ დამარტყა შენი შვილის გვერდით გასატარებელი 10 წლის ხათრით რომელიც წაგართვი. მოდი. _ახლოს მიიწია კახასთან რომ საქმე გაემარტივებინა.-გელოდები . დამარტყი , მიდი სულ ერთია , აღარაფერს აქვს აზრი . ყველამ , ერთად რომ მომკითხოს ცოდვებისთვის პასუხი იქნებ მოვკდე კიდეც და სამყარო დაისვენებს .
- გეყოფა. _ახლოს მიწეულ ირაკლის მხარში წაავლო ხელი და გაადაეხვია. -დაგარტყა? 10 წელი იზრუნე რომ არაფერი მოკლებოდათ. ათი წელი ინახე საიდუმლო,ქალისთვის და ბავშვისთვის . 10 წელი გყავდა დაკარგული მეგობარი იმიტომ რომ გეგონა თათა გავიმეტე, არაფერი წაგირთმევია ირაკლი . არაფერი . პირიქით , იმას გაუფრთხილდი რაც გეგონა რომ მე ვერ დავაფასე .
-რას ბოდავ კახა . _ძალით მოიშორა და ხელი მიჰკრა. -უცნაურად აავლო თვალი უცბად დამთბარ კახას და სავარძელში ჩაეშვა . - რამე დამისხი თავი მისკდება .
-ირაკლი , გალოთებას აპირებ? _შეუღრინა გიორგიმ.- ან გონს მოდი ან მე მოგიყვან. საკუთარ თავს კი არა ადამიანს არ გავხარ.
-მორალის მკითხველი არ მჭირდება, მჭირდება რომ ყველამ
ის აკეთოს რასაც ვამბობ და მოკეტოს.
-და სად მიგიყვანს ეგ რას აპირებ ღვიძლის დაშლამდე სმას ?
-რატომაც არა , მამაჩემზე კაცური სიკვდილი მაინც მექნება.
-აააააამმმმ. _დაბნეულმა კახამ ვერ გაიგო რა ხდებოდა და არც ჩარრვა უნდოდა მაგრამ პატარა რეპლიკით სცადა თავი შეეხსენებინა რომ იქ იყო.
-გხედავ , გხედავ და კმაყოფილი ხარ? _კახას გადაწვდა გაღიზიანებული.
-რითი?
-ჩემი ტანჯვით.წადი რა კახა .
-აჰჰ იტანჯები? მემეგონა რამე ტენდერი ვერ იყიდე და ისტერიკას აწყობდი. _წასვლა არც უფიქრია, გიორგის გახედა რომელმაც თითების მოძრაობით გული შეკრა და ანიშნა საქმე ნუცას ეხებოდა.-აჰჰჰ, ირაკლი ირაკლი . _ გვერდით მიუჯდა და მუხლზე დაჰკრა ხელი . -სულ ეგეთი შარიანი რატომ ხარ სიყვარულის ამბავშვი . ამჯერად რა სიდებილე დააშავე?
-რა დავაშავე? _ფეხზე წამოხტა ირაკლი. -როდიდან ვართ დაქალები.
-გველო. _ხმა დაიწვრილა კახამ .
-არანორმალური ხარ. _ღიმილმა გადაურბინა სახეზე .
-გახსოვს ნათელა გახელაძეს რო მოვატყუეთ ვითომ ბებიაშენი მოკვდა? ლილი რო დაინახა 3 დღის მერე და გული წაუვიდა. -მთელი დღე წყაროსთან ვიმალებოდით. _უხმოდ ჩაეცინა ირაკლის.- და ის დავითამ რომ პირველად გვითხრა მღვდლობა მინდაო და მე და შენ ღამე წვერი მივახატეთ? _დუმილით შეჰყურებდა ძველ მეგობარს და ახალ კახაში ვერაფერს ხედავდა ბოროტს, მტკივნელი იმის გააზრება იყო რომ
მანამდეც არ დაუნახავს რამე ცუდი გარდა ცინიზმისა რომელიც მათ ყოველ შეხვედრას ახლდა , თორემ ახლა აქ მის სახლში გიორგის წინ ვერ იჯდებოდა. სანამ ირაკლი რამეს მიხვდებოდა გიორგი გააქრობდა მაგრამ ახლა ორივე მის წინაა და წარსულის უმნიშვნელო შეცდომებზე ეღიმებათ.
-პატარები ვიყავით და ყველა შეცდომა გვეპატიებოდა . ახლა არცერთი კახა .
-უპატიებელი შეცდომა არ არსებობს და თუ არსებობს დარწმუნებული ვარ ნუცა ის ერთადერთი ვისაც უპატიებელის შენდობა შეუძლია.
-საკუთარი ოჯახის სისხლისაც? _ღვარძლი ამოაყოლა ხმას .
-რა? _დაიბნა კახა და თავდახრილი გიორგისგან რომ ვერ მიიღო პასუხი ირაკლის მოუტრიალდა .
-წადი , სახლში წადი. _ხელი ჩაიქნია ირაკლიმ და სავარძელს
დაეყრდნო წამოსადგომად . -ზედმეტად ბევრი დრო
დავკარგეთ , 10 წყეული წელი 10 დღე არაა, არც მე ვარ იგივე წარმოდგრნაც კი არ გაქვს ვინ ვარ.
-ადამიანები არ იცვლებიან ირაკლი.
-ხო ? მკვლელ ირაკლის იცნობდი შენ ? იცი რამდენი ადამიანის სიცოცხლე მადევს მხრებზე ?
და ის თუ იცი მამაჩემს რამდენის? უფროსწორად რამდენის , ვისი?
-ნუცას მშობლების ? მივხვდი . _ყელგამშრალმა ხმა ძლივს ამოუშვა.
-რატომ არ იბრძოლე ? რატომ? _ყვირილით მიუტრიალდა . -რომ გებრძოლა , წაგეყვანა , შორს ისე როგორც მე წავიყვანე თათა ხომ იქნებოდა უკეთესი? ხომ არ დაიტანჯებოდა და არც..
-რომ ათი წლის მერე შემთხვევით გადაყროდი და ამდენი
ხნის ნაგროვები გრძნობა გაახლებულიყო? არაფერს არ ცვლის დრო ირაკლი , თუ ბედისწერაა მაინც მოხდება.
-ხო და ბედის წერის დედაც. _გუშინდელო ბოთლი აიღო ხელში და რომ მიხვდა ორი წვეთი გადმოისხა , ჭიქასთან ერთად მოისროლა იატაკზე .
-გიყვარს, უყვარხარ . _ფეხზე წამოხტა კახა .-რა პრობლემაა ? სიყვარული რის სიყვარულია რომ ვერ გაუძლოს?
-მოკეტე კახა ._ბუხარს მიადო ხელები და ცივ ქვებს სახე .
-სადაა? _გულდაწყვეტა ხმაში გაერია კახას ,იცნობს , რაღაც მაინც ხომ
ჰქონდა საერთო ნუცასთან . ზეპირად იცის რას უდრის მისი ტანჯვა ახლა და კუნთებს ძლივს იკავებს რომ აზრზე მოსასვლელად სისხლის ყლაპვამდე ურტყას , მაგრამ არ შეუძლია. საშუალებას ირაკლის ქედმაღლობა კი არაა მხრებში მოხრილი ირაკლი უშლის. გატეხილი , საკუთარ თავისგან და სინდისისგან ვინ იცის იქნებ სასიკვდილოდაც განწირული. ზედა ტუჩი კბილებში მოიქცია , რომ სიბრაზე შეეკავებინა . ასეთი ირაკლის არ იცნობს , არ ახსოვს.
-ბოლოს ქეთასთან დავტოვე ._ტელეფონს ჩაჰყურებდა გიორგი. უინტერესო იყო კახას მცდელობა. ყველაფერი სცადა , არაფერი არ ჭრის ირაკლიზე. იმდენადაა გართული საკუთარი თავის წამებით ადრენალინივით ჭირდება ყოველდღე თვითგვემა .
-ხო . _თავი დააქნია კახამ . -წამო ცოტა გავიდეთ. _ფეხზე წამოხტა და მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან. -რამდენი ხანია ჰაერი არ ჩაგიყლაპავს .
-აჰჰ დაჟე უკვე ისე დავმეგობრდით , ჰაერის ჩასაყლაპად მეპატიჟები ?
-ხო . _თავი დაუქნია კახამ
და ძლიერად ჩაავლო ხელი მხარში და გათრევა სცადა .
-კარს ვერ გაცდები მაინც არ გაგვიშვებენ.
-ცდები . _ფეხებზე დაირტყა გიორგიმ ხელი . -ჰაერის ჩაყლაპვა მეც არ მაწყენს . ეხლავე გავაფრთხილებ კარი გააღონ .
-მტერო .
-მტერი შენ ხარ ყველა რომ დაითხოვე და შიმშილით სული მხდება და რადგან ისევ ბოღმიანი ძმები ხართ , მაგის ხათრით გავივლით საჭმელად სადმე . ბევრი არჩევანიც არ დაუტოვეს ,საჭესთან კახა იჯდა , შესაბამისად რესტორნის ადგილმდებარეობა მას ანდეს . ისე გაიარაა , ქალაქი რომ გაჩერება არც უფიქრია . -სად მივიდვართ მოვკვდი მშიერი . _ადუდღუნდა გიორგი.
-ჩემთან ._მოკლედ მოუჭრა კახამ , გზად ერთი კარგი რესტორანია და გავჩერდეთ , მანამდე კი , პირდაპირ ქეთას მშობლების სახლთან მოშორებით დაამუხრუჭა. გიორგისაც ეცნო ქუჩა და უარყოფის ნიშნად გაუქნია თავი . თვალებით ეუბნებოდა რომ შეცდომა იყო . -აი ის აგურის შენობაა ქეთას სახლი. _მანქანის მინა ჩაწია და სიგარეტს მოუკიდა .
-კახა რა ჯანდაბა გინდა ? _უკან სავარძელზე თვალდახუჭულმა ირაკლიმ წამში დაიბრუნა საღი აზროვნება, თითქოს ერთიანად დააბრუნდა რეალობაში სადაც ჯერ კიდევ დილას ის და კახა გაცივებული ადამიანები იყვნენ. რეალობაში სადაც , ისინი ერთ მანქანაში ვერ იქნებოდნენ. რეალობაში სადაც ყველა ნორმალური კაცი სიკვდილამდე სცემდა მისნაირ ადამიანს რომელმაც 10 წელი უმალა სიმართლე. იმ რეალობაში სადაც კახას ადგილას რომ ყოფილიყო საკუთარი ხელებით დაახრჩობდაა . -გართობა ? ერთობი ჩემი სისუსტით? საკუთარი თვალებით გინდა ნახო..
-ეჭვიანი ავადმყოფი ხარ. _კბილებში გამოსცრა და მეგობარს სარკეში გახედა .
-ხო ვარ.
-ნაბიჭ*** ი ხარ , მარტო იმიტომ რომ საკუთარი ტ*** კის გარდა არაფერი გადარდებს დედამიწაზე , ნუცაც იმიტომ გაუში რომ ეგოისტი ხარ , საკუთარ თავზე იფიქრე. რომ მის დანახვას შენ არ დაეზიანებინე და ეხლა შენივე ეგოიზმი გახრჩობს იმიტომ რომ ეგ დედამო**** ლი სიყვარული რომელსაც საკუთარი
სიმშვიდე სინდისი და კომფორტი არჩიე გეგონა დაბლა დგას. _ბასრი იყო კახას სიტყვები, არც ხმა შეუცვლია , არც ტონს აუწევია , მშვიდად , მოქნილად ანაწევრებდა ირაკლის სინანულის გრძნობას . რა მინდა? რის გაკეთებას ვცდილობ? იმის რაც შენ უნდა გექნა მაშინ როცა ცხოვრების მთავარ შეცდომას ვუშვებდით მე და თათა . უნდა მოსულიყავი , ის კარი რომელიც დაგიკეტე მთვრალმა შემოგემტვრია და ერთკორჯერ გაგერტყა რომ გონს მოვსულიყავი ._სინანული შეერია ხმაში. -მაგრამ, შენ ირაკლი ხარ . ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებ . _გიორგის ჩაეცინა , თითქმის ჭეშმარიტებას ახლიდა პირში კახა ყოველგვარი ემოციების გარეშე .
-დაამთავრე ? _მანქანის კარი პასხის დაულოდებლად გააღო და გადავიდა . _წელში გაიშალა და ზურგს უკან დარჩენილი სახლისკენ შეტრიალდა . მერე ზუსტად კახას მხარეს გაჩერდა და ხელიდან სიგარეტის ღერი დაუკითხავად გამოაცალა . - მადლობა ,მაგრამ არ იმსახურებს , ეს გოგო იგივე წუმპეში დაბრუნებას რომელსაც თავი დააღწია . ეხლა ან წავალთ იქ სადაც მივდიოდით , ან სახლში ვბრუნდებით . _კიდევ რაღაცის თქმა დააპირა როცა კახას წინ გაჩერდა ზუსტად ხმაურით კიდევ ერთი მანქანა და რამოდენიმეჯერ დაასიგნალა .ყურებამდე გაღიმებული ბექა ცოცხლად გადმოვიდა მანქანიდან და ისე გადაეხვია თითქოს მასზე საუკეთესო მეგობარი არ ყოლოდეს .
-იკაკო როგორ ხარ ?
-ბექა პატარა რომ ხარ ხელს არ შემიშლის ეგ ლამაზი ცხვირი მოგამტვრიო .
-მეც კარგად ვარ . _არ შეიმჩნია ძმის რეპლიკა .
-აქ რას აკეთებთ ?
-არაფერს მივდივართ. _ ზურგის შექცევაა დააპირა , რომ მხიარული ყიჟინა ჩაესმა ყურებში. მერე რკინის მძიმე ჭიშკრის ჯახუნი და ბოლოს სასიამოვნო ხმით ნათქვამი “გამარჯობათ” -ირაკლი? _სახეზე ღიმილი შეაშრა . -ნუცი სადაა ? _თვალებით დაუწყო გარშემო ძებნა და პირველად მაშინ გაიაზრა კაცმა , უბრალოდ მისგან კი არ წავიდა, სულ წავიდა . “სულ”
-ქეთუს როგორ ხარ?_ გასძახა კახამ .
-კარგად შენ როგორ ხარ ?
-ვსეირნობთ , ტურისტი
ქალაქს ათვალიერებს . _ცალყბად გაიღიმა გიორგიმ.
-ირაკლი , უთხარი რომ გამოიაროს რა ერთი კვირაა არ მინახავს .
-არც მე . _გაუღიმა მამაკაცმა .ყალბად არა, მართლა ეცინებოდა იმდენად იდიოტურ იყო მისი გულის მდგომარეობა . დასცინის , წყეული სამყარო დასცინის და თვითონაც ცოტა რომ დასცინოს საკუთარ თავს რა მოხდება .
წავიდა, მაგრამ სად?
წავიდა , მაგრამ როგორ? იქნებ არცისეთი სიფრიფანაა მისი ნუცა? არა ნამდვილად არაა სუსტი, ირაკლიზე ძლიერია . ნუცამ მომავალი გზაში იპოვა , ახალ ცხოვრებაში , იქნებ ახალ ქვეყანაშიც კი . მან კი სასმელში . გააგრძელებს სიცოცხლეს მისი ჯადოსნობაც ხომ ეგაა დიდხანს არ აძლევს თავს მოწყენის უფლებას , მერე ხალისიც დაუბრუნდება და ბედნიერი იქნება. განა იმიტომ არ გაუშვა ? კმაყოფილი უნდა იყოს რომ არ დანებდა , წავიდა და იპოვის იმას რაც ასე უნდა. კმაყოფილია კი , მაგრამ ისე სტკივა სულში დარჩენილი სიცარიელე ფიტულს გავს . აღარაფერი აღარ დარჩა მისგან , აღარც სიყვარული? ნუთუ ასე შეეძლო წასვლა ? წამითაც არ იფიქრა რომ რაღაც შეიცვლებოდა? არა , არ იფიქრა . თვითონ გაუქრო ყველაფრის იმედი. არაფერია დარჩენილი მათი ისტორიიდან, უკვე წარსულად იქცა . ალბათ უკვე გაიცნო ვინმე, ვისაც საკუთარ მწარე გამოცდილებას უზიარებს . მერე იმ ვინმესაც უგონოდ შეუყვარდება და … ._ გაფიქრებაც ინანა , ბომბის აფეთქებას ჰგავდა ეგოიზმის და შიშის მოზღვავება . ძარღვები გაევსო , ყურები ასტკივდა ისე ზმუოდა მის თავში ხმა რომ მხოლოდ მისია რომ რაღაც რიგზე ვერაა, უცბად მოეგო გონს ნუცა. ყველაზე მეტად ეშინოდა რომ ისე ინერვიულებდა ვერ გაუძლებდა ის კი ასე მშვიდად სუფთა ფურცლიდან იწყებს . ისე წაშალა აქაურობა და ხალხი თითქოს
არაფერი იყოს.
ძალა გამოცლილი დაუბრუნდა მანქანას .ინსტიქტურად მიჰყვებოდა ბიჭებს და ბოლოს მაშინ გდაუბრუნდა კიდევ ერთხელ რეალობას , როცა გიორგიმ სასმელი გაუწოდა რესტორანში.
-წყალს დავლევ. _მიმტანს გაუღიმა .
- მომესმა ? _აღმოხდა გიორგის .
-წავიდა , გზა გააგრძელა, აი ასე მშვიდად ადგა და წავიდა.
-ქალაქი პატარაა რომ არ ეჭორავათ.
-ხო, შეიძლება . იქნებ კარგიცაა.
-მოიცა იმიტო გალოთდი რომ გეგონა ნუცა ცუდად იყო ?
-თურმე ყველაზე ცივი გონებით ის შეხვდა ამ ამბავს. _ირონია შეერია ხმაში ირაკლის.
-და რა იცი თავს როგორ გრძნობს?_ირაკლის ეგოიზმი ნერვებს უშლიდა კახას .
-ხო არ კითხავდი ძვორფასო მეგობარო?
-უკვე გითხარი რომ არაფერ შუაში ვარ. _ხელები ჰაერში აწია კახამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო , -მაგრამ არც ვწუხვარ. ღირსი ხარ. _წყლის ჭიქაზე ლუდის ბოთლი მიურტყა და თვალი ჩაუკრა.
-უნდა ვიცოდე სადაა.
-თავი დაანებე. იმიტომ არ გაუშვი რომ შენგან შორს ყოფილიყო?
-მაგრამ უნდა ვიცოდე სადაა.
-დაიწყო . _ამოიოხრა გიორგიმ .-და ისევ თავიდან იწყებ , დაანებე რა თავი რა . ცოლად მოიყვანე თუ რა ჯანდაბა ქენი არ ვიცი , ატკინე მერე გააგდე , ეხლა ისევ უნდა ახლიდან დაიწყო. წრეა , ეს დედანატირები ამბავი და გეყოფა რა.
- უნდა ვიცოდე . _ხმა უფრო და უფრო ჯიუტი უხდებოდა და იმ ახირებულ ბავშვს ხედავდა კახა როგორც ბავშვობაში .
-რომ იცოდე რა ? კაი დაუშვათ იცი სადაა, ვისთანაა რას აკეთებს . მერე რა? რას იზამ ?
-არაფერს . _მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. ვიზრუნებ რომ
იქ დარჩეს. ბოლოსდაბოლოს პირობა დავდეთ რომ სიბერეში მარტო დარჩენილები მეზობლები ვიქნებით და ერთად დავლევთ ჩაის , ისე როგორც ის ბებო ._სასიამოვნო მოგონებებმა გალღვობა დაიწყეს და წამში გაუნათდა თვალები .-ბიჭები გაგზავნე იმ სახლთან ქუჩის ბოლოს , რა ქვია ?
მართლა გგონია რომ ქეთასთან იმიტო მომაყვანინა თავი რომერე უკან შენი სახლიდან 500 მეტრში მობრუნებულიყო? _გაეცინა გიორგის.
-თავი მისკდება.
-და გული?
-რანაირად ვზივარ აქ აი ამასთან? _კახასკენ გაიშვირა თითი. -ყველა სარგებლობთ. სქკმარისია 2 წუთი მოვდუნდე და.. _კახას სახის დანახვისას წამით დადუნდა და მერე გაუღიმა .-შენი თვალები აქვს . მწვანეში არეული ლურჯი და ზუსტად შენნაირი ხისთავიანია. _იძულებული იყო გაეღიმა ისე ჩაენისლა კახას თვალეები. გაუწითლდა კიდეც და მიხვდა რამხელა ტკივილს ატარებდა თათა გულით , ახლა კახასიც ნახა . კიდევ ერთი ბავში ვაიზარდა უმამოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ორმა უპასუხისმგებლო
ადამიანმა საერთო ენა ვერ იპოვა? მისი ისტორია არაფრით არ გავს სხვებისას და მაინც სულს უღრღნის ფიქრი რომ ცხელგულზე მიიღო გადაწყვეტილება , რომ არასწორი სიტყვები წარმოთქვა , უყვარს უნდა აეხსნა რომ მზადაა სული მოიკლას ოღონდ ის ნახოს ბედნიერი და ვერაფრით წარმმოიდგენდა რომ ყველაფრის შემდეგ მაინც არ დაადანაშაულებდა. იპოვის რათქმაუნდა იპოვის , ერთი ნუცას პოვნა პრობლემაა არაა , მაგრამ იქნებ თავად ნუცა გააძევა საკუთარი გულიდან ? შეუძლებელია ასე უცბად გადაუყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი , ზუსტად იცის თავად ასი ცხოვრება რომ დასჭირდეს ვერასდროს დაივიწყებს და მითუმეტეს ნუცასნაირი ადამიანები .
ყველაფერი სხვანაირადააა როცა მისი ოჯახის მკვლელის სისხლი ხარ .


*****
- კარგი , ყელში ამომიხვედი. _გაბრაზებული წამოადგა კიკი თავზე . - სადაა ჩემი საპონი .
-საშინელი სუნი აქვს . სხვა ვიყიდე. _გაუღიმა ნუცამ და წიგნს მოაშორა თვალი.
-და კიბილის პასტა?
-მაგასაც ცუდი გემო აქვს .
-ღმერთოო . _ორი თითი ამოისვა თვალებში . -ადექი მივდივართ .
-სად ?
-სადმე ისეთ ადგილას სადაც მარტო არ ვიქნები შენთან და არ მიგასიკვდილებ.
-კარგი რა კიკი, ვეძებ ბინებს მაგრამ ..
-ნუცა , რა გატირებს ? _სახეზე შეაშრა ღიმილი. -რა ჯანდაბა გემართება. ადექი , გავლა და ჰაერის ჩაყლაპვა გჭირდება . მერე მარკეტშიც გავიაროთ უამრავ პროდუქტს ვიყიდით და მერე შეგიძლია ჩემი სამზარეულოც მოსვარო , გზად აფთიაქშიც გავივლით.
კიკისთვის გასეირნება , მანქანით სიარულს ნიშნავდა ,მარკეტში ძირითადად აქეთ იქით იხედებოდა დაბნეული და ნუცას მიანდო , მაცივრის გავსება. მართალია რამოდენიმეჯერ მოისმინა მისი ლანძღვა როცა თავად გადაიხადა და ცოტახანს ცხვირს უბზუებდა მაგრამ მალევე შეურიგდა .ყვავილრბით სავსე კაფეში მიიყვანა და გემრიელად სადილობის შემდეგ , განძრევა ორივეს ეზარებოდათ. სანამ სახლის პარგინგზე ჩავიდოდა ჩვეული თავხედობით დაარღვია მოძრაობის წესი ისევ და აფთიაქის წინ ისე გაჩერდა .
-ერთხელ დაგიჭერენ კიკი.
-ბიძია ირაკლი დავურეკავ ან სხვებს .
-სულ რამდენი ბიძია გყავდა ეგეთი?
-როგორი ირაკლისნაირი მდიდარი ერთი .
-აბა დანარჩენები ?
-დანარჩენები ბევრი გავლენით და ცოტა თხელი საფულით ფულზე გაგიჟებული არასდროს ვყოფილვარ, კომფორტულად ცხოვრება მიყვარს. ეს უბრალოდ ირაკლია ძალიან გულუხვი . დღემდე ვერ ვიჯერებ რომ არაფერი აიღე მისგან . შენი ტანჯვისთვის მაინც.
- როგორ არა , ბარათი მაქვს და სახლიც მიყიდა , მაგრამ ჩემთვის სულ ერთია . _მხრები აიჩეჩა ნუცამ და აფთიაქის რიგში ჩადგა სანამ კიკი კალათას ავსებდა .
-იმედია ამეებსაც არ გადაყრი.
-არ გადამიყრია , დავმალე.
-გამარჯობათ. _ყურებამდე გაუღიმა კონსულტანტმა
და კიკიმაც არ დაიშურა სასიამოვნო ღიმილი.
-გამარჯობა , აი აიღე. _კალათა გაუწოდაა .-და კიდევ ორსულობის ტესტი მინდა 3 ცალი არა 4 ან ხუთი ყოველი შემთხვევისთვის. ცოტახანი კიკის მიაშტერდა ნუცა , მერე მის ტვინამდე მიაღწია და ისე შეჰკივლა ყველამ რომ შეხედა დამშვიდდა.
-კიკი , ორსულად ხარ? _ჩურჩულით აეკრო მხართან და თვალებგაბრწყინებული უყურებდა.
-ღმერთო რა უტვინო ხარ ნუცა ._გადაიხადა და პარკი გამოართვა გამყიდველს. მე არა არ ვარ, ორსულად შენ ხარ . _გარკვევით დაუმარცვლა და მანქანის კარი გაუღო . -გთხოვთ დედოფალო . _გაშეშებულ ნუცას წაავლო ხელი და თითქმის ძალით ჩასვა . -ნუ მაშინებ რატომ გაშეშდი ?
-მე, მეეე?
-იძახე ეხლა მეე მე , მაგ მეზე მაშინ უნდა გეფიქრა როცა… აი ახლა ამ ყლ***ს დედას მოვუ**** ავ . _გამწარებულმა დაიღრიალა წინ ჩამდგარი ჯიპის გამო , რომელმაც კიკის არჩეულ საპარკინგო
ადგილზე შეასწრო . გაუთავებლად უსიგნალებდა და დაელოდა სანამ მანქანიდან , არ გადმოვიდა მამაკაცი , რომელიც აშკარად არ იმჩნევდა უკან მომდგარ კიკის . -დამცინის ეს ნაბი**** ი . _ცეცხლივით აალდა კიკი და და მანქანიდან გადახტა . ფიქრებიდან კივილმა
გამოარკვია , ისევ მკერდზე ელაგა ხელები და ხელით სინჯავდა . სწრაფად მოიშორა და კიკის დანახვაზე რომელიც იქვე მანქანაზე მიყუდებულ მამაკაცს ხელებს უშლიდა გადასვლაა გადაწყვიტა.
-ჩემი ადგილი იყო .
-მაგრამ პირველი მე მოვედი . _მშვიდად ეპასუხებოდა .
-არ მოხვედი, გადამასწარი . უხეშად . წლებია ჩემი ადგილია.
-არ ვიცოდი ამ საცხოვრებელ კომპლექსში ყველას თავის ადგილი თუ ჰქონდა ._ხმაში ირონია შეერია მამაკაცს .
-ყველა მათხოვარს რომ აძლევენ აქ ბინის ყიდვის უფლებას მარტო მაგიტომ არ უნდა მეყიდა რა.
-მართალია. _ირონიით დაეთანხმა მამაკაცი . -შემოსავლის წყაროებსაც უნდა უმოწმებდნენ ხალხს. _ცალყბად გაუცინა კაცმა და ფეხებიდან დაიწყო მისი თვალიერება.
-უზრდელო. _კბილებში გამოსცრა კიკიმ და ზურგი აქცია . სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და მამაკაცს რომელსაც საქაღალდები გადმოჰქონდა ,ბოროტად გაუღიმა . -გაგამწარებ . _თავისთვის ჩაილაპარაკა.
ქვეყანა ადგილი იყო პარკინგზე კიკის კი მაინც ის უნდოდა . წრეზე ტრიალებდა სასურველი ადგილის საძებნელად.-კარგად ხარ ? _მაშინ შეამჩნია უჩვეულოდ დადუმებული და გაფითრებული ნუცა . -ეხლა ისე ნუ ინერვიულებ რამე დაგემართოს.
-მართლა რომ ვიყო? კიკი ხანდახან მავიწყდებოდა იცი აბები?
-ვიცი , მივხვდი .
-მაგრამ ჯერ ადრეა , რანაირად დაასკვენი რომ ორსულად ვარ? _სიბრაზე წამოერია.
-მკერდი გტკივა, სულ გული გერევა.
-არ მერევა , უბრალოდ მგონია რომ ამერევა .
-სუნებზე პრეტენზიებით ტვინს მიღუნავ და საჭმელზე აღარაფერს ვამბობ.
-ეგ სიმპტომები შეიძლება შენც გქონდეს როცა.. აი ვნახავთ, გეშლება . _ხელები გადაიჯვარედინა ჯიუტი ბავშვივით .
-გაგიჟდება ირაკლი . _თავისთვის ჩაილაპარაკა კიკიმ და შეუმჩნევლად სცადა გაეხედა. -მაგრამ შენ უყვარხარ. დარწმუნებული ვარ , სულაც არ ექნება ცუდი რეაქცია.
-იფიქრებს რომ სპეციალურად ვქენი და თანაც ვერაფერს გაიგებს . _ხმა უფრო და უფრო ჯიუტი უხდებოდა .
-ნუცა , ცეცხლს ეთამაშები .
-მე ? არა , ცეცხლისგან შორს წამოვედი და უფრო შორს წავალ რომ ვეღარაასდროს შევხვდეთ ერთმანეთს . თანაც არც კი მეძებს. გადაფურცლა ეს გვერდიც , დარწმუნებული ვარ საკუთარ საქმეში და კომფორტში ისე ნებივრობს სახელიც აღარ ახსოვს ჩემი . არც აწყობს , არც უნდა და არც მე მინდა რომ რამე იცოდეს .
პირველი რაც გააკეთა სახლში მისვლისას ტესტის შეკვრა გაბრდღვნა და კითხვა დაიწყო.-აქ წერია რომ დილით უნდა გავაკეთოთ.
-მოფსი რა._დაუყვირა კიკიმ და ყავის აპარატის ღილაკს ჩაარტყა და ისე ჩართო .-ან აჩვენებს არა . ან ხარ ან არა. არა როგორ მომიშალა ნერვები იმ ტიპმა? გასწავლი ჭკუას , გავიგო მარტო
სად ცხოვრობ და ვინ ხარ მათხოვარო . _გამწარებული სანთებელაზე იყრიდა ჯავრს.
-მათხოვარს არ გავდა . _გამოსძახა ნუცამ . -თან ამ დასახლებაში თუ ცხოვრობს შენც ხომ იცი რომ ხელწამოსაკრავი ვინმე არ იქნება .
-მაგასაც ვნახავთ. ცოტახანს ყავის სურნელით დატკბა და ისე გაუგრძელდა მიხვდა ზედმეტად დიდხანს დარჩა საბააზანოში . -ნუცა ? რა ქენი ? _ძლივს გაყო ოთახის ფეხსაცმელები ფეხი და პატარა მაგრამ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა . ნახევრად შეღებული სააბაზანოს კარი დაუკითხავად შეაღო და იქვე კარის გვერდით ჩამომჯდარი ნუცას დანახვისას მიხვდა არ შემცდარა. აკანკალებულ ხელებს აწყლიანებული თვალებით დაჰყურებდა . -ნუცა, კარგად ხარ ? _გვერდით მოუჯდა და მაგრად მოხვია ხელები .
-ხო , კარგად ვარ. შვილი მეყოლება . _შიში შერია ხმაში და თვალებში .
-მერე ეგ ხომ კარგია? _შიშით იკითხა კიკიმ, იმის გააზრებისას რომ ბავშვი ირაკლისი იყო , ირაკლი კი მისი ოჯახის მკვლელის შთამომავალი , თუმცა მალევე მიხვდა როგორ გაუნათდა თვალები.
-შვილი მეყოლება. _ცრემლებს ბედნიერების ღიმილი შეურია. -გესმის კიკი? მარტო აღარ ვიქნები, ოჯახი მეყოლება საკუთარი სახლი
სადაც ვიღაც იცხოვრებს ჩემს გარდა , დამელოდება . ვინმე მეყოლება ვისაც ვჭირდები . _აღფრთოვანებული თვლიდა ყველა იმ მიზეზს თუ რატომ იყო ბედნიერი და იმდენად გულუბრყვილო იყო კიკისაც თვალები აუწყლიანდა. უსამართლობაა იყო ამ გოგოს ცხოვრება მისთვის.ვერაგ სამყაროში მარტოხელა დედად დარჩენა რომ ბედნიერებად მოგეჩვენება, რა მარტო იყო წარმოდგენაც კი გაუჭირდა. რა მძიმე სიცარიელე ჰქონდა გამოვლილი რომ ირაკლისგან გაჩენილი შვილიც კი დალოცვა იყო მისთვის და ამდენი წლის ადამიანს ნატამალი ბოღმა არ ჰქონდა. არც სიძულვილი , შიშიც კი აღარ ჩანდა მის თვალებში. ალბათ მარტოდ გაზრდის დადებითი მხარე ეგა მხოლოდ. არავინ გყავს გარშემო ვისიც შეგშურდება , ვინც ზრუნვას მიგაჩვევს და მერე მის გარეშე დარჩენილს გული არ გეტკინება .
-ირაკლი ? ირაკლი სადააა ამ ისტორიაში?
-არსად .
-ნუცა ადრე თუ გვიან გაიგებს .
-ვერ გაიგებს . როცა სახლს ვნახავ და გადავალ მისამართს შენც არ გეტყვი .
-ხომ იცი რომ ვერ იტანს როცა ატყუებენ .
-არ ვატყუებ.
-აბა რას შვები?
-დავშორდით. დავამთავრეთ და გინდაც გაიგოს ვეტყვი რომ სხვა მყავს .
-ღმერთო ესენი კიბოს დამმართებენ. _ამოიკრუსუნა კიკიმ. -ნუცა მომკლავს რომ გაიგოს რომ ამხელა ამბავი ვიცოდი და დავუმალე.
-და აქ რომ ვარ არ მოგკლავს? აააა ანუ ჯერ არ მოვუკითხივარ , მაგრამ როცა მოგკითხავდა ეტყოდი არა ?
-არა მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა ილაპარაკოთ?
-არა ვილაპარაკეთ მითხრა უკვე თავის სათქმელი . უფროსწორად არ უთქვამს მაგრამ ისედაც ნათელია. გთხოვ კიკი ნუ მალაპარაკებ ახლიდან ისევ , მერე მახსენდება და ცუდად ვარ.
-მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებ ნუცა . არ იმსახურებს ასე მოქცევას.
-ახლა რა უნდა ვქნა ? _დაბნეული მიაჩერდა კიკის.
-რა უნდა ვქნათ და კარგი ექიმი უნდა ვიპოვოთ და გავარკვიოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა . ისეთი ვისაც შენს თავს ვანდობ. როცა გაიგებს როგორ ვზრუნავდი შენზე იმედია დამინდობს. მერე ჩემს მეორე სახლში უნდა გადახვიდე, ვიცი აქაც მოგიკითხავს , ჯერ ალბათ გონზე მოდის.
-არა , მინდა რომ ჩემი სახლი მქონდეს . ფული მაქვს , რაღაც მაინც დარჩება ამ ბავშვს მამისგან.
დილით 7 საათზე ძალიით გააღვიძა კიკიმ და თითქმი ყაზარმულ დროში გაემზადნენ ორივე.
-კიკი ჯერ 8 საათი არაა , რომელი ექიმი იპოვე ნუ გამაგიჟე .
-ურიგოდ მიგვიღებს სანამ ხალხი მოვა . მორჩი წუწუნს, წალი სპეციალურად შენთვის მოდის .
-ჩემთვის თუ შენთვის .
-შენთვის , ვუთხარი ბავშვის მამა ვინაა. ხმაურით გავიდა ლიფტიდან .
- რა ქენი?
-ლინას დედააა არ იდარდო . კარგი ქალია . პარკინგზე მარტო კიკის ქუსლების კაკუნი ისმოდა. -ნახე სად გავაჩერე იმ დეგენერატის გამო . დამტვერილ მანქანას ხელი გადაუსვა .
-ნელა ივლი?
-ვეცდები . _სიტყვა ნათქვამი
არ ქონდა ადგილს მოწყდა და მერე ისევ დაამუხრუჭა.-დამელოდე .
-სად მიდიხარ?
-საქმე მაქვს . _ჩანთიდან წითელი პომადა ამოიღო და ზუსტად იმ ადგილისკენ დაიძრა სადაც მისი პარკინგის დამპყრობელის მანქანა იდგა . თითქმის მთელი პომადა დახარჯა , მინაზე ადგილი არ დაუტოვა და ბოლოს შუათითთან ერთად გულიც მიუხატა . გაფუჭებული პომადაც იქვე დატოვა და კმაყოფილი მიუჯდა საჭეს .
-რა იყო ეს ეხლა ?
-მადლობა თქვას ტუჩასაცხის მაგივრად რამე წვეტიანი რომ არ გავუსვი .


*****
ქალაქში დაბრუნებული ირაკლის მელანქოლია სადღაც გაქრა და ცივი გონებით დაიწყო ყველაფერზე ფიქრი , ყველაფერზე რა ? საქმეზე გადაერთო და სცადა თავისთვის აეკრძალა სხვა რამის გახსენება. საკმაარისი იყო პატარა ნიშანი და დაუკითხავად მიეპარებოდა გონებას და გულს ნუცა და მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო . სად იყო ? არ აინტერესებს , საკმარისია ერთი ზარი გოგასთან და გაიგებს სადაა , მაგრამ სიმართლე ის იყი რომ არ უნდოდა სცოდნოდა. იქნებ რეალობა ისეთი მტკივნეული ყოფილიყო რომ თავი უარესად იგრძნოს? რომ უთხრას რომ მარტო არაა, რომ კარგადაა და ბედნიერია? გულწრფელად გაუხარდებოდა მაგრამ საკუთარ ეგოიზმს რა უშველოს . წარმოდგენაც კი უჭირს . მთელ თავის ნერვებს მიქმედებებში ატევდა . მალე მაკოსაც კი ეშინოდა იმის დაანონსება ვინმე შეხვედრას თუ გააუქმებდა . რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად ცვად მიაზროვნე ხდებოდა, თითქის გადამალა ირაკლი და ის გამიყვანა ასპარეზზე რომელიც “აწყობდა”
გაზაფხულის პირველი
თვეც შემოეცალათ და თითქმის მიჩვეულ ახალ რეალობას ნუცა კარგად უმკლავდებოდა . პატარა ბინა იპოვა კიკის მახლობლად , ერთი საძინებლით და საყვარელი
აივნით, მართალია ძვირს აფასებდა მეპატრონე მაგრამ კიკისთან ყოფნის პერიოდში ისე მიეჩვია იმ დასახლებას შორს წასვლა არ უნდოდა ამიტომ ბევრი არ უფიქრია . ბედნიერი იყო, ერთი შეხედვითაც ჩანდა , ყველაზე მეტად ის უხაროდა რომ საკუთარი სახლი ექნებოდა , რომ ოჯახისწევრი ეყოლებოდა. არაფრის და აღარავისი ეშინოდა თავს ცრემლის გადმოგდების უფლრბასაც არ აძლევდა და ეიფორიაში მყოფი ვერც კი აანალიზებდა რეალურად რა ხდებოდა მის თავს . ისე მიმალა ირაკლი გულის კუთხეში ხანდახან სინდისიც კი აწუხებდა , მაგრამ სხვა გზა არ აქვს . იგივე გაიარაა მამის სიკვდილის შემდეგ, ბავშვთასახლში და მას მერეც და ახლა თავს ვერ მისცემს უფლებას დარდმა მიწასთან გაასწოროს . მითუმეტე მაშინ როცა რაღაცა საკუთარი ექნება , ეყოლება . ვიღაცას ეყვარება და მას მისცემს მთელს თავის სითბოს და სიყვარულს . ირაკლისთვის გათვლილ გრძნობასაც. ვერასდროს იქნება ირაკლი მკვლელის შთამომავალი მისთვის , მისი შვილის მამა დარჩება და დრო ყველა მუქ მოგონებას წაიღებს , მხოლოდ სასიამოვნო კადრები შემორჩება.
ხშირად აიტანდა შიში და ჯიუტად აცხადებდა უარს მის გრძნობაზე. მომავლის არა არ ეშინოდა იმის ეშინოდა რომ ისტორია რომელიც ირაკლიმ მოუყვა მიტოვებულ მამაზე არ განმეურებულიყო. აქამდე თავი უამბიციო რომ ეგონა პირველი ამბიცია დედობა იყო. უნდა საუკეთესო ყოფილიყო .
-კიკი . _ერთ დილით ჩვეული ხმაურით წამოადგა თავზე ღამის კლუბიდან 2 საათის მოსულ კიკის .
-დამაძინე რა , ღამეა.
-რა ღამეა 7 საათია .
-ნუცა სახლი ხო გაყიდინე დე ? მუშებიც ხო გიპოვნე ? ავეჯუც ხო შეუკვეთე აი ჩემთან რატო ცხოვრობ ისევ?
- იმიტომ რომ შენ არ მიშვებ .
-ოჰჰ კიკი შენი მზრუნველი
დედაც. _საკუთარ თავს შეუკურთხა და წამოჯდა . -რა გინდა .
-ყავა მოგიტანე . _ლანგარი საწოლთან დაუდო.
-ისევ ჩემი მაისური გინდა?
-არა . მინდა რომ რაღაც ვქნა .
-მეტი რაღა უნდა ქნა , ქვეყნის ყველაზე მდიდარი და მგონი სასტიკი კაცისგან აჩენ ბავშვს თან გადააგდე გამოეპარე და უმალავ.
-რა ?
-სოც ქსელებს ხშირად უნდა უყურო . ეჭვი გეპარება რომ საკმარისი არ ქენი იმისთვის რომ სხვების გამწარება შეწყვიტოს და შენზე გადმოერთოს?
-უიმეეე , მაგას არ ვგულისხმობ.
-აბა რა მოიგონე ნუცა?
-ძალიან ბევრი ფული დამრჩა . _დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.-ცოდვაა თუ მის ფულს გამივიყენებ? _განა დანაშაულს ჩადის თუ ეცდება საკუთარი შექმნას ? განა არ დაიმსახურა? საკუთარი სული და გული მისცა და სანაცვლოდ საბანკო ანგარიში მიიღო. დანაშაულია თუ ეცდება რომ ფეხზე დადგეს საკუთარი მიმავლისთვის? ალბათ მისი ოჯახის წევრები სამუდამოდ შლიან მის სახელს და პირველად ცხვრებაში თავი იმით დაიმშვიდა რომ არავინ ჰყავს . მერე მთელი დანაშაულის გრძნობა ერთად მოაწვა და იქვე იატაკზე ჩამოჯდა. - კიკი , რით დაიმსახურა ჩემმა ოჯახმა რომ მოკლეს და აწამეს? რით დაიმსახურა ერთადერთი გადარჩენილი წევრი რომელიც მათ ხსოვნას ყოველ წუთას შეურაცყოფს ამ ბავშვის საკუთარ სხეულში ყოფნით?
-რას ამბობ ნუ? _საწოლიდან სრაფად გადავიდა იატაკზე კიკიც და საკუთარ ხელებში მიიქცია მისი.
-იმას რომ მთელი ჩემი , ჩემი და მისი ._სახელის წარმოთქმა ისე გაუჭირდა გული ეტკინა.-მთელი ჩვენი ისტორიაა ბედის დაცინვაა . მამა გადარჩა იცი, ყველა
ერთად არ დამიკარგავს , მერე იმ ღამეს რომ არ მომკვდარიყო რას მეტყოდა?!
-გეტყოდა რომ საუკეთესო ბაბუა იქნებოდა. შენნაირი ადამიანის მშობლებს შეუძლებელია სხვა პასუხი გაეცათ. გეტყოდა რომ საუკეთესო დედა უნდა იყო. ირაკლისაც ეტყოდა რომ მისი ბრალი არაა და რომ საუკეთესო მამა უნდა იყოს , რომ ყველაფერი გამოგივა და კიკი შენთანაა.
-კიკი ფეხზე უნდა დავდგე , გესმის ? რაღაცა უნდა შევქმნა რომ შემდგარი ვიყო. არ მინდა ერთ დღეს ირაკლის ფულზე იყოს სამოკიდებული ჩვენი ცხოვრება .
-რამე მოიფიქრე ? რისი გაკეთება გინდა ?
-პატარა ადგილი გავაკეთოთ სადაც ძალიან ბევრი წიგნი და გემრიელი ყავა იქნება დესეერტებთან.
-შენ და შენი წიგნები .
- ნახავ ყველა მოვა , ზოგი საკუთხავად , ზოგი სამეცადინოთ ზოგიც სამუშაოდ.
-იდექ გავიგე , მაგრამ არ მაქვს გამიცდილება ბუზნესშუ ნუცა . როგორ დაგეხმარო?
-სამაგიეროდ ბინების და ადგილების პროფესიონალი ხარ .
-ფართზე მე ვიფიქრებ და ერთი ორ ბიძიას შევეკუთხები საიდან უნდა დავიწყოთ.
-კიკი არ გაბედო ირაკლისთვის კითხვა.
-ნუცა საეჭვოდ გავქრი . ჩემმა დამ თქვ რომ მომიკითხა . რამეზე თუ არ მივაკითხე იეჭვებს.
-არა.
-არ გაინტერესებს რას იტყვის შენზე?
-არა .
-რა ჯიუტი რამე ხარ ნუცა. იქნებ უნდა ადამიანს შვილი.
-არ უნდა . არ უნდა კიკი ირაკლის ოჯახი და აღარ მინდა ლაპარაკი .
-და ლიკა არ ეტყვის შენი აზრით?
-ჯერ არავინ იცის და არც მეტყობა ასე რომ .. ვერც კი ვგრძნობ რომ ორსულად ვარ.
- ზედმეტად დიდი საერთო წრე გაქვთ. მალე ვეღარ დამალავ თქმაც არ დაგჭირდება .
- ხოდა იქამდე დავმალავ სანამ შემიძლია. გეშინია კიკი? _გაუცინა.
-ხო , ჩემზე ფადატყდება ჯოხი შენ რომ ვერაფერს გეტყვის .
-ვერაფერს იზამს. არაფრის უფლება არ აქვს .
-ზედმეტად სჯი. არც კი მიუსმინე დალაგებულ გულზე რას იტყოდა.
-რას მეტყოდა? იმას რაც თქვა ოღონდ მეტი დამაჯერებლობით . პირველი თვე რომ ეგონა ყველაფერი რიგზე ჰქონდა სახლიც საყვარელი ფერებით გააწყო
და გადასასვლელად მოემზადა მაშინ დაეწყო საშინელი ტოქსიკოზი ,უმადობა ორ კვირაში ავადმყოფს დაემსგავსა. ფეხზე დგომაც კი უჭირდა შვილივით უვლიდა კიკი იქამდე სანამ თავად ნუცას არ შეეშინდა და საკუთარი ნებით წავიდა ექიმთან , რამოდენიმე დღიანი საავადმყოფოში მოწყობილი არდადეგებისგან უკეთ გრძნობდა თავს და მისი მოვლისგან გადაღლილი კიკი საკუთარ თავზე მეტად ეცოდებოდა ცინ იცის რამდენჰერ ინანა უკვე ნუცას სახლში შემოშვება. სიკეთე უნდა ის კი ტვირთად ექცა . ნელნელა დაუბრუნდნენ რუტინასაც თუმცა დიდად აღარ დარდობდა უსაქმოდ ყოფნას თავს ისე სუსტად გრძნობდა სურვილიც არ ჰქონდა რამე გაეკეთებინა . ყველაფერი რიგზე ვერ იყო მაგრამ თავს მშვიდად გრძნობდა , იქამდე სანამ განგაშის შეტყობინება არ მოუვიდა , რომ გამქრალიყო , ოთახში ჩაკეტილიყო და არ ესუნთქა . სამჯერ გადაიკიღხა კიკის მესიჯი. “ ირაკლი, ჩემს სახლში ყავაზე 10 წუთში.” ისე დაკეტა ონკანი და ნახევრად გაქაფული ჭურჭელი მიატოვა თითქოს ვიღაც მისდევდა. სათავსო ოთახში სადაც შუქიც კი არ ინთებოდა კარი რამდენჯერმე გადაკეტა და შეშინებული მიეკრო . რისი ეშინია? განა რას უზამს? პირიქით ირაკლის უნდა ეშინოდეს და სცხვენოდეს მისი ნახვის. თვალის გასწორრბასახ ვერ უნდა ბედავდეს მისთვის მაინც ისაა ჩიტივით დამფრთხალი. რატომ ? იქნებ იმიტომ რომ გული არაფერს ეკითხება მას ისე უცემს და ფეხებთან ერთად უკანკალებს როგორც ადრე, არაფერი შეცვლილა , საერთოდ არაფერი , ცრემლები ჩამოყვარდა იმის გააზრებისას რომ დრომ ვერაფერი შეცვალა და ვერც გაანელა.ვერც ისტორიამ დააკლო
რამე , პირიქით ისევ უყვარს და იმაზე მეტადაც ვიდრე ადრე . ახლა რაღაც წარმოუდგენელს დაემსგავსა მასთან ერთად ყოფნა. მალე მის ყურს ხმები მისწვდა , ყრუდ მაგრამ მაინც ისმოდა და გულმა ცემა შეწყვიტა , სხეული გაეყინა , აპრილში ჰერ ახსოვს არავის ასეთი სიცხე ის კი გაყინული იყო .
-შენი მშურს , ქალი რომ ვყოფილიყავი და შეენაირი მუშაობა არ მომიწევდა. _ სახლს თვალი მოავლო გიორგიმ და ირაკლის გადახედა რომელსაც სულ არ ადარდებდა არც ბინის სიდიდე და არც სილამზე . მოწყვეტით დაეშვა იქვე დივანზე და კიკის შეავლო თვალი .
-სად დაიკარგე კიკი ? აქ იმალები? მე კიდე მეგონა სახლის ქალი ვერასდროს იქნებოდი.
-33 წლის ვარ ირაკლი , დრო აღარაა? _ყალბად გაუღიმა და საკუთარ სახლს ისე მიავლო თვალი თითქოს პირველად ხედავდესო. კარგად შეათვალიერა და რომ მიხვდა ნუცამ მოასწრო მისი გაფრთხილების ნახვა მოდუნდა. -ყავას დალევთ ?
-მაგიტომ არ დაგვპატიჟე? _გაეღრიჭა გიორგი და მაგიდაზე მდგარ ვაზაში ქექვა დაიწყო რომ სასურველი შოკოლადი ეპოვა .
-არ დამიპატიჟი ხარ, თავი დაიპატიჟე.
-კარგი რა კიკი, ამდენი წელია გვიცნობ ერთხელ ჩვენც ხომ უნდა მოვიდეთ არა ირაკლი?
-არა, შენი აზრით ახლა აქ ჯდომის და ყავის წრუპვის თავი მაქვს? _გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა ირაკლი.მიზეზი ის იყო რომ ვეღარაფერს ხედავდა კიკიში. ათვალიერებდა , უსაოდ ლამაზი იყო , მაგრამ სურვილიც კი არ უჩნდებოდა ურთიერთობაა გაეახლებინა. აქამდე ეგონა რომ მარტო უცხო ქალებისკენ არ შეეძლო გახედვა , ყველა ახალში მას ეძებდა , მაგრამ იმის გააზრება რომ იმ ქალსაც ვეღარ უდებდა გულს რომელსაც იცის იდიალურად ეწყობა საშინლად აღიზიანებდა და დამალვასაც ვერ ახერხებდა . - რატომ დაიკარგრ კიკი? შემთხვევით რომ არ მენახე არც კი გაგახსენდებოდი?
-დარდობდი ? _გაუცინა კიკიმ .-ვფიქრიბდი რომ ჩემი არც თავი და არც ნერვები გქონდა იმ ამბების მერე . _ფრთხილად თქვა და სამზარეულოსკენ დაიძრა .-ყავას გავაკეთებ.
-ანუ იცი ? _უკან მიყვა ირაკლიც და შავ სამზარეულოს თვალი მოავლო.
-ხო , ვიცი ნუცამ მითხრა.
-ანუ ელაპრაკები?
-ხანდახან. _იცრუა კიკიმ და ისე შეაწუხა საკუთარმა ტყუილმა მთელი მზერა ყავის აპარატზე გადაიტანა . -არ გაინტერესებს როგორაა?
-კარგად . _თავი დაუქნია კაცმა .- ლიკუნასაც ურეკავს და ვიცი რომ თავს მშვენივრად გრძნობს. ბინა იყიდა არა? _გულნატკენმა იკითხა , უინტერესოდ ისედაც ხომ იცის რომ იყიდა.-სულ ამბობდა რომ სახლი ისაა სადაც ელოდებიან . ვინმე ელოდება ალბათ და ბედნიერია. მიხარია . _თვითონაც არ დაიჯერა საკუთარი “მიხარია “ არამცთუ კიკიმ . გაეღიმა ქალს , რომ იცოდეს რა გამოიარა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ? ან ახლა სადღაც კუთხეში მიყუჟული რა დღეშია ?
- არადა მეგონა რომ იპივეთ
-არ მინდა მაგ ამბავზე ლაპარაკი კიკი , ერთი რამე მასწავლა ამ ისტორიამ, წარსული წარსულია და იქ უნდა დატოვო სადააცა . არ სჯერა რომ შეძლო, წარსული დაუძახა ?!
-შაქარი?
-მე არა იმას ალბათ 12 უნდა . _კარადას მისწვდა კიკი , შაქარს არ იყენებენ ამიტომ ბოლო თაროზე იდო ქილა , თითისწვერებზე აიწია რომ ჩამოეღო და რომ ვერ მისწვდა სკამის მიჩოჩება გადაწყვიტა. -დაგეხმარები. _კარის ჩარჩოს მოშორდა და ქილას უპრობლემოდ მისწვდა და ყავის აპარატის გვერდით უნდა დაედგა როცა ნიჟარაში გასარეცხ ჭურჭელს შორის თვალი ნაცნობმა ფერებმა მოსჭრა. თვალები დაახამხამა თითქოს დარწმუნებას ცდილობდა რომ მოეჩვენა , მაგრამ ნამდვილად ის იყო. ფინჯანი რომელი განუყრელი იყო მისთვის და წამში აერია ყველა მოგონება . კიკის გახედა რომელმაც სწრაფად გაიგო რა ხდებოდა და არ დაიბნა. -ჩემთვისაც გააკეთა . _საიდან იფიქრებს ტყუილებს ვერ იგებს , მაგრამ რამდენიც ერთ დღეში მოიტყუა იმდენი სიცრუე არასდროს უთქვამს. -სულ მომწონდა გახსოვს ვთხოვე და ..
-ჰო. _დამაჯერებელი სახე მიიღო ირაკლიმ, ყველაზე კარგად იცის როცა ატყუებენ , მითუმეტეს ქალები და თან კიკი? თითებივით იცნობს. ორი თითი წაავლო უგულოდ ჩაგდებულ ჭიქას და შეათვალიერა. ყბები დააჭირა ერთმანეთს რომ თავი შეეკავებინა , ნერწყვს გააყოლა ენაზე მომდგარი ყვირილი. შეიძლება ასი ფინჯანი დაამზადოს ასეთი მაგრამ ნუცასი ერთია და იმ ასში აუცილებლად იცნობს, თვითონ დააზიანა .აჩქარებულ გულისცემას ყური მიუგდო და გაეღიმა პატარა ბიჭივით აფორიაქებულ საკუთარ თავზე. იმ ბავშვივით ღელავს საყვარელ გოგოს რომ ელოდება როდის ნახავს და თავს ვერ იმშვიდებს . აქაა , რომელიმე ოთახში და ემალება ? ან ალბათ არც კია სახლში , მაგრამ მთავარი ისაა რომ იცის სად ძინავს, ვისთან იოხებს გულს და ვინ დაეხმარა მარტო დარჩენილს რომ არ განადგურებულიყო. -საოცარი ქალი ხარ კიკი. _სიბრაზემ გადაუარა და გაუღიმა. როგორ არ შეიძლება დაუფასოს ის რასაც მისთვის აკეთებდა და მერე ნუცასთვის?რა უფლება აქვს უსაყვედუროს რომ ირაკლის ნუცა არჩია . ონკანზე მოუშვა წყალი და ფინჯანი სათუთად გარეცხა . საკუთარი ხელით შეამშრალა და თან ისეთი სიფრთხილით რომ მიწებებული ბრჭყვიალები არ დაეზიანებინა. იქვე გვერდით ფრთხილად დადო და ყავის ფინჯანს წამოავლო ხელი. -ისევ ეწევი? _გაუღიმა კიკის და გვერდი აუარა.
-ხო , ტერასაზე . _კიკიც გიორგის და საკუთარი ფინჯნით მიჰყვა და ტახტზე გაწოლილ გიორგის წინ დაუდო , მერე აივანზე გასულ ირაკლის მიჰყვა. ინტერესით ათვალიერევდა მცენაარებს და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა . ზუსტად იცის ყველა ნუცასია და შვილებივით უვლის .
-ლამაზი სახლი გაქვს კარგი ხედით.
- შენი სახლის მერე , ვინმესი თუ მოგეწონებოდა არ მეგონა.
-არ გიჭირს მარტო ცხოვრება?
-შენ?
-მე მარტო არ ვარ , გიორგია . პერსონალი და დაცვის არმია .
- შეიძლება ხალხშიც მარტო იყო იცი?
-ხო , ვიცი მაგრამ ხანდახან სიმარტოვე ჯობია. მომიყევი რას აკეთებდი ეს 2 თვე? ვინ დაგავიწყა ირაკლი?
-არაფერი სერიოზული. _ მხრები აიჩეჩა კიკიმ. -სერიიზული ურთიერთობები მოსაბეზრებელია .თანაც მშვებივრად ვგრძნობ თავს. სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს.
-მართალია . ყვავილებს შენ უვლი?
- ხო აბა . _ ისევ იცრუა და ამჯერად ყვავილებს მიაშტერდა.
-როცა იტყუები თვალებით ერთ ობიექრს ირჩევ და აშტერდები. _ჩაეცინა ირაკლის და სიგარეტის ღერს მოუკიდა.
-ხო?
-ხო და დღეს დაახლოვებით 3 ჯერ მაინც ქენი ეგ._სანთებელა მისკენ გააცურა . -არ გიბრაზდება რომ ეწევი?
-რა?
-კიკი, არ გინდა.ვიცი რომ აქაა , სადღაც , რომელიმე ოთახში და ერთი სული აქვს როდის წავალ .
-ირაკლი ._ანერვიულებულმა ჩააქრო ანთებული სანთებელა და სიგარეტის ღერიც უკან დადო.
-არა , არ ამიხსნა . მესმის ქალური სოლიდარობა. დასაფასებელი და იშვიათი სიკეთეა რასაც მისთვის აკეთებ. მითხარი ასე ვძულვარ რომ ჩემ დანახვა არ შეუძლია ?
-არ ვიცი ირაკლი. დიდად არ ლაპარაკობს თავის გრძნობებზე .
-რომელ გრძნობაზე კიკი, რა გრძნობა უნდა ჰქონდეს ოჯახის მკვლელის მიმართ.
-იცი რა ._დაიყვირა კიკიმ . -სულელი ხარ. ყველაფერს გრძნობს მაგრამ არ გადანაშაულებს შენ კი დანახვა არ გინდოდა. ის რომ შენ ვერ შეგიძლია გიყვარდეს ,იმას არ ნიშნავს რომ მასაც არ შეუძლია. არც არასდროს გყვარებია .
-ცდები. რომ მიყვარს იმიტომაა შორს და აკეთებს იმას რაც უნდა.
-და შენ რას აკეთებს ირაკლი?
-მე ? იმას რასაც აქამდე , დრო გამყავს იქამდე სანამ მოვკვდები . არ ვიმსახურებდი მას კი გაგება არ უნდა .
-რატომ დასაჯე საკუთარი თავი მისი გაშვებით?
-იმიტომ რომ ჩემი ნახვა თავისთან უფრო დიდი სასჯელი იყო. იმიტომ რომ სიყვარულის გაზიარება უფრო მძიმეა მისთვის ვიდრე მარტობაა . იმიტომ მშიშარა და ეგოისტია . _ მინას მიეყრდნო ნუცა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. იძულებული იყო გამოსულიყო , პატარა ოთახში უჰაერობისგან და სიცხისგან გული ერეოდა და გონებას დაკარგავდა . შეუმჩნევლად სცადა გამოპარვა რომ ოთახში შესულიყო და ფანჯარას მივარდნილიყო ჰაერის ჩასაყლაპად , მაგრამ პირდაპირ გიორგის წააწყდა რომელიც სააბაზანოდან ღიღინით გამოდიოდა. რეალობისთვის თვალი უნდა გაესწორებინა , ალბათ ფიქრობს რომ ეშინია , რომ მისი სიახლოვე ასუსტებს და აფრთხობს და სწორადაც ფიქრობს , მაგრამ ახლა სისუსტის დრო არ აქვს , უნდა გაუძლოს . ერთხელ ჩახედავს თვალებში , კიდევ ერთხელ შეავლებს თვალს , თითქოს ზეპირად არ იცოდეს ირაკლის ყველა ნაკვთი, აგრძნობინებს რომ დაივიწყა , რომ გაცივდა რომ სამუდამოდ დასრულდნენ და მერე წავა . ის ხომ ირაკლია? არასდროს არავის ეხვეწება , არასდროს არავის ეკიდება . ზუსტად იცის , თავს ამაყად აწევს და უკან მოუხედავად წავა და მაშინ დასვამს ცხოვრება მათი ისტორიის გვერდით წერტილს. იქამდე კი ჰაერი სჭირდება, რომ ეს ყველაფერი შეძლოს მაგრამ იმხელა ტერასაზე არსაიდან მოდის მის ცხვირამდე ჟანგბადი. იძულებული იყო აკანკალებული მუხლები მოაჯირებამდე მიეტანა, ხელებით ჩამოეყრდნო და თავაწეულმა ახედა ცას , ისევ ახლიდან სცადა ჩაესუნთქა და ისევ უშედეგოდ . როდემდე უნდა უკრავდეს სუნთქვას მისი სიახლოვე? რაც ქნა , მან ან მისმა მამამ საკმარისი არაა რომ გულის აჩქარება მაინც გაუნელდეს ცოტა? ამღვრეული თვალები ჰქონდა ირაკლის, დილას რომ გაიღვიძა ნამდვილად არ უფიქრია რომ ნახავდა , არც ის უფიქრია რომ ახლა ამ წამს ასე მედგრად დაუდგებოდა წინ , მაგრამ ის ხომ ნუცაა. გაცნობის დღიდან არაფერია ისე როგორც მას უნდა .
-გამარჯობა ატმისფერო. _ფერმკრთალ სახეს გაუღიმა .
-გამარჯობა . მეგობარს სტუმრობ?
-როგორც ვხედავ ყოფილს. _ირონია ჩაამატა ხმაში .
-ხელს არ შეგიშლით. _კიკის ჩაუარა და მხარზე დაადო ხელი. -გავდივარ კიკი შეხვედრა მაქვს . _გაყინულ ხმას ბზარი შეემატა თუმცა დამაჯერებლად ჟღერდა . ჯერ კიდევ გაოგნებულ გიორგისაც გაუღიმა და ნელნელა გაუყვა პატარა დერეფანს ოთახამდე რომ მისულიყო, გარეთ უნდა გავიდეს მთელი ჟანგბადი ირაკლის უკავია . უნდა მოშორდეს , ზედმეტად მტკივნეულია მისი ყურება. მტკუვნეულია წინ ედგეს და არ კოცნიდეს , რომ ხელებს აღარ ხვევს და სულის შეკვრამდე არ ეხუტეაბა. არც ჩვეული ჟესტით მიჰკრავს თითს ცხვირზე . ზედმეტად უსამართლოა ცხოვრება , იმდენად უსამართლო რომ სული უკვდება. აღარაფერს აქვს გარშემო აზრი , მაშინ გაანალიზა რომ რაც ირაკლითან აღარაა აღარაფერს აქვს გემო , სუნი , აღარც ხალისი. გაახსენდა რომ ყოველი დილა იმიტომ თენდება მისთვის რომ ჯერ მის გულს ფეთქვა შეუძლია, ცხოვრებას აგრძელებს იმიტომ კი არა რომ უნდა , იმიტომ რომ ვალდებულია თორემ აქამდე რომ ეგონა რიგზე ჰქონდა ყველაფერი არაფერია რიგზე, რიგზე მაშინ იყო როცა გრძნობდა . ახლა მხოლოდ ვალდებულება და პასუხისმგებლობა დარჩა რომელიც საკუთარ შვილზე უნდა აიღოს . ჩანთა აიღო და კარში ისე გავიდა დაკეტვაც არ უფიქრია, მიხვდა როგორ გააყოლა თვალი გიორგიმ და კარამდე მიჰყვა.
-ნუცა კარგად ხარ?_ჩურჩულით ჰკითხა თითქოს ვინმე დაძრახავდა .
-ხო , კარგად ვარ. _პირველი და მეორე ნაბიჯი მედგრად ჩადგა. სულ რამდენიმე კიბე ჰქონდა ჩასავლელი ლიფტამდე და თავს სამშვიდობოს დაიგულებდა , მაგრამ როდის იყო უმართლებს . ფეხები აუკანკალდა , 3 კვირაა არ გასულა . მუხლები მოეკვეთა და იქვე კედელს მიეყუდა რომ არ დაგორებულიყო , ვერაფრით შეაკავა კედელმა მისი სხეული, ძალა გამოეცალა და ბოლო რამდენიმე კიბეზე ჩაგორდა.
-ნუცა. _წამში გაჩნდა გიორგი მასთან , ფერდაკარგულ გოგოს პულსზე დაადო ხელი . -ნუ გეშინია . მოიცა წყალს მოგიტან. კარგად გაასწორა მჯდომარე პოზიციაში და კიბის მოაჯირებს მიაყუდა . ახლავე მოვალ. _ელვის სისწრაფით შეიჭრა სახლში .- წყალი , წყალი . _ცდილობდა გარკვეულიყო სამზარეულო სადაა და ხმაურით შევარდა , პირამდე შეავსო ჭიქა და ნახევარი ზედ ექცეოდა ისე გარბოდა .
-გიორგი წავედით?_ღია კარში გავიდა და კბის ბოლოში აფორიაქებულ გიორგის გადახედა , მერე ნუცაც შენიშნა. იგივე გრძნობა აქვს როგორც მაშინ როცა დაჭრეს , თავს ისევ უსუსურად და დაუცველად გრძნობს ისევ არ იცის რა ქნას , ისევ ვერ ახერხებს ფეხების გადადგმას რომ რამით უშველოს ან კი სჭირდება მისი შველა ? განა მის გამო არაა ამ
დღეში ? გაჭირვებით ჩადგა პირველი ნაბიჯი და სირბილით ჩაიარა კიბე .კიბის ბოლოში მისვენებულ სხეულს გაადაბიჯა და მეორე გვერდით ჩაიმუხლა . აკანკალებულ გაყინულ ხელები თავისაში მოიქცია რომ ჭიქის დაჭერაში მიხმარებოდა . წყლის დალევას რომ მორჩა ძირში დარჩენილი წვეთებით დაისველა ხელისგული და სახეზე მოუსვა . დენდარტყმულივით გაახილა თვალები და შეიშმუშნა როცა ნაცნობი ხელები იგრძნო სახეზე და გვერდით გაიხედა. არ უნდა ირაკლის თვალებში ჩამდგარი უარყოფისგან გამოწვეული ტკივილი ნახოს .
-5 წუთში მოვლენ._კიბის თავიდან გადმოსძახა კიკიმ და ტელეფონზე დასმული კითხვების პასუხი გააგრძელა . ემოციებში მყოფი ვერც კი ხვდებოდა რომ ყვიროდა ტელეფონში . კედელს აეყუდა რომ გზა დაეთმო ირაკლისთვის რომელმაც ბუმბულივით აიტააცა ხელში და სახლისკენ დაიძრა . იქვე დივანზე დააწვინა და იქამდე გაჩერდა ჩამუხლული სანამ სასწრაფოს ექიმები არ შემოვიდნენ და იძულებული იყო ადგილი გაეთავისუფლებინა . ცოტახანს შორიდან უყურა როგორ გაახილა თვალი მხოლოდ მაშინ როცა ექიმები დაინახა და არა ირაკლის სახე . გული რამ უფრო ატკინა ვერ გაიგო, იმან რომ უსიტყვოდ უარყოფდა თუ იმან რომ იცის იმსახურებს . დამნაშავეა , მისი ბრალია ყველაფერი ,საკუთარ თავს მაშინ წაართვა ყველა უფლება მათ შორის მისი ნახვისაც როცა ხელი გაუშვა . არ ჭირდება ნუცას , უფროსწორად აღარ. ინსტიქტურად შეაქცია ზურგი და თითქმის კალიდორში იყო მისული წასასვლელად გამზადებული რომ კარიდან შემოსულმა ორპირმა ქარმა შეგრძნებები დაუბრუნა, თითქოს გამოფხიზლდა და სმენაც დაუბრუნდა, ყურში მოხვდა როგორ უთვლიდა კიკი ნუცას მონაცემებს დაზუსტებით, დალაგებულად, წამლის სახელებიც კი ჩამოუთვალა რეებს სვამდა და სანამ კითხვის დასმა მოასწრო რაში ჭირდებოდა ამდენი მედიკამენტი პასუხიც მიიღო. -დიახ, პირველი არაა ხშირად უვარდება წნევა , მას შემდეგ რაც ორსულადაა. წამით დაბრუნებული გონება ისევ დაებინდა , სმენა ისევ დაეხშო და გაუთავებელი ზმუილი ესმოდა . შუბლში მოწოლილი სისხლისგან თვალები აეწვა და წვისგან ჩამდგარი წყალი ცრემლებს ჰგავდა , არც ტვინი იყო კარგ დღეში და უფრო უარესში გული . ტუჩები გაუბუჟდა მერე მთელი სხეული და იძულებული იყო კედელს მიყრდნობოდა, მარჯვენა ხელი გულზე მიიჭირა თითქოს ხელის დადებდა დაამშვიდებდა გაავებულ გულისცემას და სპაზმებს .




ვფიქრობ მოვადექით დასასრულსაც , მადლობა რომ მიძლებთ, იმათაც მადლობა ვინც მლანძღავთ და მათაც დიდი მადლობა ვინც მოტივაციას მაძლევს აზრს დაუღალავად მიზიარებს მიუხედავად იმისა რომ მაუნც მგონია არ იმსახურრბს ეს ისტორია ამხელა ყურადღებას . დიდი მადლობა ადამიანებო და ბოდიში, ჩემი დაუდევრობისთვის და სიცივისთვის . პ.ს არ დამირედაქტირებია ეს თავი იმდენად ემოციებში ვიყავი წერის დროს არ მინდა გადავიკითხო
და მერე ცივი გონებით ჩავასწორო. პირდაპირ ვდებ იმას რაც დაიწერა და აი წარმოდგენაც არ მაქვს რა დასასრული იქნება , ან როგორ უნდა დავწერო ან საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ბოლო თავის წერა , არასდროს გამომდის .



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ეს რა იყო? არ ამომუსუნთქიააა , არც შეცდომები შემიმჩნევია . იქ ვიყავი და ჩემ თვალწიბ მოხდა ყველაფერი. რა საოცარი ვინმე ხარ ავტორო ნეტა ვინ ხარ და როგორი ხარ? რამდენი წლის ხარ შეუძლებელია კაცის გრძნობების ესე წერა მდედრისთვის .

 


№2  offline წევრი რუსანა

სტუმარი სტუმარი
ეს რა იყო? არ ამომუსუნთქიააა , არც შეცდომები შემიმჩნევია . იქ ვიყავი და ჩემ თვალწიბ მოხდა ყველაფერი. რა საოცარი ვინმე ხარ ავტორო ნეტა ვინ ხარ და როგორი ხარ? რამდენი წლის ხარ შეუძლებელია კაცის გრძნობების ესე წერა მდედრისთვის .


შეგიძლიათ პირადში მომწეროთ არაა პრობლემა ჩემთვის არც ვიმალები თითქმის ყველამ იცის ვინაა ამ ნიკის უკან ???? ჩემთვის სასიამოვნოა ჩემი მკითხველის გაცნობა .???? მადლობა თქვენ ????

 


№3  offline წევრი დარინა

ირაკლოსნაირი სუსტი პერსონაჟი კაცი ჯერ არ გყოლია მართალია კახა საკუთარი ეგოიზმის გამო ადგა და ნუცა გაუშვა, რანაირად უნდა იყო ასეთი ეგოისტი და სუსტი რომ საკუთარ თავს ვერ აჯობო, ნუცას სიყვარულიც ვერ დააფასო და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო, თავიდანვე არ უნდა შეყვარებოდა ნუცას ირაკლი აი არანაირად არ იმსახურებდა არა იმიტომ რომ მამამისმა ნუცას ოჯახი ამოუხოცა არამედ იმიტომ რომ ყოველთვის საკუთარ თავზე მაფიქრალი ეგოისტი იყოო საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს რომ ვერ ხედავს, ყველანაირად ღირსი იქნება ნუცას ვინმე სხვა რომ შეუყვარდეს და ირაკლი ხედავდეს როგორი ბწდნიერი იქნება თავის შვილთან ერთად იმ სხვასთან შორიდან ყურება რომ მოუწიოს საკუთარი ეგოისტობის გამო ყველაფერს იმსახურებს, ნუცასნაირად რომ ყვარებოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ნუცა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოიქცა როგორც ყოველთვის, გასკდეს ეჭვიანობისგან და ბოღმისგან მეტს არაფერს არ იმსახურებს, გადააყოლა მამამისს ყველაფერი როცა შეეძლო იმისთვის ებრძოლა პატიება რომ დაემსახურებინა რაც ისედაც ქონდა, სწორედ ნუცასნაირი ადამიანები უნდა ვიყოთ რომ ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, ეს სიფრიფანა გოგო ისეთია ცხოვრებას სხვა თვალით რომ დაგანახებს, წინ როგორი ლამაზი ცხოვრება ყავდა ტიპს და საერთოდ არ დააფასა, ირაკლი ჩემთვის ერთი ეგოისტი სუსტი ადამიანი რომელმაც ვერანაირი ემპათია ვერ დაიმსახურაა.

 


№4 სტუმარი სტუმარი დიანა

ჩავისუნთქე და ვეღარ ამოვისუნთქე , ვტირივარ და ისევ მიჭირს სუნთქვა , მგონია მვარ ნუცა , მგონია ვიხრჩვები მეც მასავით ირაკლის სიყვარულით. და მე ხომ ვთქვი არა??? კახა მაინც სულ სხვა თქო , კაცა მაინც არ იზავს იმას რაც ირაკლიმ თქო.. ღმერთო , ჩემო… ოღონდ ეს გადავიტანო ,ოღონდ ეს წყვილი იყოს ბედნიერი და არაფერი აღარ მინდაააა..

ხათუნა , არასდროს შეწყვიტო წერა… არასდროსსს ????????❤️

მაპატიე რუსანა სახელი შემეშალა ????????‍♀️

 


№5  offline წევრი რუსანა

სტუმარი დიანა
ჩავისუნთქე და ვეღარ ამოვისუნთქე , ვტირივარ და ისევ მიჭირს სუნთქვა , მგონია მვარ ნუცა , მგონია ვიხრჩვები მეც მასავით ირაკლის სიყვარულით. და მე ხომ ვთქვი არა??? კახა მაინც სულ სხვა თქო , კაცა მაინც არ იზავს იმას რაც ირაკლიმ თქო.. ღმერთო , ჩემო… ოღონდ ეს გადავიტანო ,ოღონდ ეს წყვილი იყოს ბედნიერი და არაფერი აღარ მინდაააა..

ხათუნა , არასდროს შეწყვიტო წერა… არასდროსსს ????????❤️

მაპატიე რუსანა სახელი შემეშალა ????????‍♀️

არაუშავს ჩემო
საყვარელო , სახელს რა აზრი აქვს როცაა შენ კომენტარს კითხულობს ადამიანი. მთავარია რომ ის გადმომეცი რაც იგრძები . მადლობა რომ მკითხულობ ????

დარინა
ირაკლოსნაირი სუსტი პერსონაჟი კაცი ჯერ არ გყოლია მართალია კახა საკუთარი ეგოიზმის გამო ადგა და ნუცა გაუშვა, რანაირად უნდა იყო ასეთი ეგოისტი და სუსტი რომ საკუთარ თავს ვერ აჯობო, ნუცას სიყვარულიც ვერ დააფასო და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო, თავიდანვე არ უნდა შეყვარებოდა ნუცას ირაკლი აი არანაირად არ იმსახურებდა არა იმიტომ რომ მამამისმა ნუცას ოჯახი ამოუხოცა არამედ იმიტომ რომ ყოველთვის საკუთარ თავზე მაფიქრალი ეგოისტი იყოო საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს რომ ვერ ხედავს, ყველანაირად ღირსი იქნება ნუცას ვინმე სხვა რომ შეუყვარდეს და ირაკლი ხედავდეს როგორი ბწდნიერი იქნება თავის შვილთან ერთად იმ სხვასთან შორიდან ყურება რომ მოუწიოს საკუთარი ეგოისტობის გამო ყველაფერს იმსახურებს, ნუცასნაირად რომ ყვარებოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ნუცა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოიქცა როგორც ყოველთვის, გასკდეს ეჭვიანობისგან და ბოღმისგან მეტს არაფერს არ იმსახურებს, გადააყოლა მამამისს ყველაფერი როცა შეეძლო იმისთვის ებრძოლა პატიება რომ დაემსახურებინა რაც ისედაც ქონდა, სწორედ ნუცასნაირი ადამიანები უნდა ვიყოთ რომ ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, ეს სიფრიფანა გოგო ისეთია ცხოვრებას სხვა თვალით რომ დაგანახებს, წინ როგორი ლამაზი ცხოვრება ყავდა ტიპს და საერთოდ არ დააფასა, ირაკლი ჩემთვის ერთი ეგოისტი სუსტი ადამიანი რომელმაც ვერანაირი ემპათია ვერ დაიმსახურაა.




დარო , ვაფასებ შენს აზრს, მადლობა რომ გადმომეცი და თან ასე დაწვრილებით ???? არც კი ვიცი რატომ მყავს ესეღი მითხველი რით დავიმსახურე , მაგრამ მადლობა. ????
დაახლოვებით ერთ აზზრზრ ვარ . რრალურად რომ შევხედოთ ირაკლის ნაირი ეგოისტევი სამუდამო ეგოისტებად რჩებიან მაგრამ როგორ დქვასრულო?

 


№6 სტუმარი სტუმარი Wero

ამრიე,ავირიე და გადავირიეე. ვერ ვაწყნარებ გულს. აი რამოხდაა თუ მჯეროდეს. თითქოს ,იქ ,იმათ გვერდით ვიყავი მეც.. რადროს დაატრიალე ქარბორბალაა,შეუძლებელია ამისტორიას ცუდიი დასასრული ჰქონდეს. პირიქით ბედნიერება მათი ხვედრია,ამგამწარებულ ცხოვრებაში….იცოდე არმომკლაა მეცცც ველოდები საუკეთესო დასასრულსსს.

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

თქვენ ხომ არ იცით როგორ კარგათ წერთ, აი გეტყვით ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს თავი მადლობა თქვენ და გთხოვთ მალე დადეთ შემდეგი თავი ველოდები სულმოუთქმელად❤️❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

ეს რა იყოო და თან სად გაჩერდაა, ორივე ბედნიერ დასასრულს იმსახურებს ♥️♥️ საოცრად წერ ავტორო♥️♥️♥️სასწაულად გადმოსცემს ემოციებს მიყვარს შენი ისტორიები ♥️♥️♥️

 


№9 სტუმარი Sally

კიკი არის უსაყვარლესი, ხომ ტვირთია მისი ტიპაჟის გოგოსთვის მაგრამ მაინც როგორ უვლის ნუცას < 3

ამ ორზე რა ვთქვა არ ვიცი... ხომ ფაქტია რომ მარტო ნუცამ მოარჯულა ეს ჯიუტი კაცი მაგრამ თან რომ ირაკლი მაინც ისევ ეგოისტობს? არ მგონია რომ ბოლომდე უნდა შეიცვალოს და იდეალური გახდეს მაგრამ ბოლობოლო ზრდასრულობა იმას ხომ ნიშნავს რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ? ირაკლის აქამდე არ აკლდა პასუხისმგებლობა და იმედია არც ახლა შეუშლის დაბნეულობა ხელს.

რაც შეეხება ნუცას... ამ ისტორიის კითხვა ნუცას პერსონაჟის საოცარმა სიმსუბუქემ და სილაღემ დამაწყებინა, რაღაც ძალიან ნოსტალგიური და თბილი აურა აქვს და არ იმსახურებს ეს კეთილი გოგო ცუდ დასასრულს, თუნდაც მისი ბრძოლისუნარიანობა და სითბო უნდა ეყოს ორივეს!

მადლობა ავტორო საინტერესო სიუჟეტისთვის და მჯერა რომ საუკეთესო დასასრულსაც გვაჩუქებ ^^

 


№10  offline წევრი დარინა

[quote=რუსანა][quote=სტუმარი დიანა]ჩავისუნთქე და ვეღარ ამოვისუნთქე , ვტირივარ და ისევ მიჭირს სუნთქვა , მგონია მვარ ნუცა , მგონია ვიხრჩვები მეც მასავით ირაკლის სიყვარულით. და მე ხომ ვთქვი არა??? კახა მაინც სულ სხვა თქო , კაცა მაინც არ იზავს იმას რაც ირაკლიმ თქო.. ღმერთო , ჩემო… ოღონდ ეს გადავიტანო ,ოღონდ ეს წყვილი იყოს ბედნიერი და არაფერი აღარ მინდაააა..

ხათუნა , არასდროს შეწყვიტო წერა… არასდროსსს ????????❤️

მაპატიე რუსანა სახელი შემეშალა ????????‍♀️[/quote]
არაუშავს ჩემო
საყვარელო , სახელს რა აზრი აქვს როცაა შენ კომენტარს კითხულობს ადამიანი. მთავარია რომ ის გადმომეცი რაც იგრძები . მადლობა რომ მკითხულობ ????

[quote=დარინა]ირაკლოსნაირი სუსტი პერსონაჟი კაცი ჯერ არ გყოლია მართალია კახა საკუთარი ეგოიზმის გამო ადგა და ნუცა გაუშვა, რანაირად უნდა იყო ასეთი ეგოისტი და სუსტი რომ საკუთარ თავს ვერ აჯობო, ნუცას სიყვარულიც ვერ დააფასო და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო, თავიდანვე არ უნდა შეყვარებოდა ნუცას ირაკლი აი არანაირად არ იმსახურებდა არა იმიტომ რომ მამამისმა ნუცას ოჯახი ამოუხოცა არამედ იმიტომ რომ ყოველთვის საკუთარ თავზე მაფიქრალი ეგოისტი იყოო საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს რომ ვერ ხედავს, ყველანაირად ღირსი იქნება ნუცას ვინმე სხვა რომ შეუყვარდეს და ირაკლი ხედავდეს როგორი ბწდნიერი იქნება თავის შვილთან ერთად იმ სხვასთან შორიდან ყურება რომ მოუწიოს საკუთარი ეგოისტობის გამო ყველაფერს იმსახურებს, ნუცასნაირად რომ ყვარებოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ნუცა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოიქცა როგორც ყოველთვის, გასკდეს ეჭვიანობისგან და ბოღმისგან მეტს არაფერს არ იმსახურებს, გადააყოლა მამამისს ყველაფერი როცა შეეძლო იმისთვის ებრძოლა პატიება რომ დაემსახურებინა რაც ისედაც ქონდა, სწორედ ნუცასნაირი ადამიანები უნდა ვიყოთ რომ ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, ეს სიფრიფანა გოგო ისეთია ცხოვრებას სხვა თვალით რომ დაგანახებს, წინ როგორი ლამაზი ცხოვრება ყავდა ტიპს და საერთოდ არ დააფასა, ირაკლი ჩემთვის ერთი ეგოისტი სუსტი ადამიანი რომელმაც ვერანაირი ემპათია ვერ დაიმსახურაა.[/quote]



დარო , ვაფასებ შენს აზრს, მადლობა რომ გადმომეცი და თან ასე დაწვრილებით ???? არც კი ვიცი რატომ მყავს ესეღი მითხველი რით დავიმსახურე , მაგრამ მადლობა. ????
დაახლოვებით ერთ აზზრზრ ვარ . რრალურად რომ შევხედოთ ირაკლის ნაირი ეგოისტევი სამუდამო ეგოისტებად რჩებიან მაგრამ როგორ დქვასრულო?[/quote
სულ პირველი ისტორიიდან მოგყვები დაუმორჩილებელსაც რომ დაასრულებდი ეგეც ვიცოდი სულ გელოდი, ლევანის პერსონაჟზეც კი არ მქონია ასეთი განცდები რადგან მან ასე თუ ისე საკუთარ თავს აჯობა როცა გააცნობიერა რომ უყვარდა, აი ირაკლი კი პირიქით ისევ ისეთ ეგოისტად დარჩა მარტო საკუთარ თავზე იფიქრა და საყვარელი ქალი კი ისევ საკუთარი ინტერესების გამო გააგდო, მეც ვფიქრობ რომ მისნაირი ეგოისტები რეალურ ცხოვრებაში არ სწორდებიან და საკუთარი ცხვირის იქეთ ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ, ნერვები უფრო იმაზე მომეშალა პირიქით ტიპს საყვარელი ქალისთვის ის ტკივილი შეემსუბუქებინა და გვერდით დადგომოდა კი არა ადგა და საკუთარი ინტერესების გამო გააგდო, მე რეალურ ცხოვრებაში ირაკლის ნაირ ეგოისტ კაცს ვერასოდეს შევიყვარებდი, ან თუ შემიყვარდებოდა არასოდეს ვაპატიებდი ეგეთ სისუსტეს, იმდენად უნამუსოა არც კი მოძებნა იცოდა რომ ირგვლივ არავინ ყავდა, აი მაგ ეგოიზმის და სისუტის გამო მომინდა რომ სამუდამოდ ნუცას გარეშე დატანჯულიყო მაგრამ ისევ ნუცას ბედნიერების გამო ვერ ვიმეტებ ნუცას ტანჯვისთვის თან მგონია რომ ნუცასნაირ ადამიანებს ცხოვრებაში სულ ერთხელ უყვადებათ, იმედია ბქვშვზე იდიოტური რეაქცია არ ენქნება და ისევ გულს არ ატკენს, თუ ისევ გულს ატკენს იმედია ნუცა აღარასოდეს გაიხედავს მაგ ეგოისტი კაცისკენ და ჩაიხრჩოს თავის ეგოიზმში.

 


№11  offline წევრი Mmarriamkk

ვაა იიი მეეე!!!! აუუ ძააან კაი იყოოო!!!! ირაკლის კაი შემოლაწუნება ჭირდება, ზედმეტად რადიკალურიააა. გელოდები მოუთმენლადდდ

 


№12 სტუმარი სტუმარი ანნა

აუუუ კიდე ერთი თვე თუ უნდა ველოდო გავაფრეენ

 


№13 სტუმარი ცისია

არ ვიცი რა ვთქვა. ყოველ დღე ვამოწმებდი საიტს ახალი თავი ხომ არ დაიდო მეთქი და ეხლა რომ მოულოდნელად შევამოწმე და წავიკითხე ემოციებსაც ვერ გამოვხატავ. ამდენი ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს. საუკეთესო ნაწარმოებია, მოულოდნელად ველი გაგრძელებას

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიკო

მოვკვდები შემდეგ თავამდე

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო გეპატიება დაგვიანება მაგრამ ცუდად ვარ და მგონი შიკი მ8ვიღე ამდენი ემოციისგან...ორივე ჯიუტები არიან მაგრამ ირაკლისიც მესმის რაოდენ რთულ მდგომარეობაში აღმოჩდა ტომ გაიგო საკუთარი მამა დამნაშავეა ერთადერთ საყვარელ ქალის ოჯახის დაღუპვაში ეს რომ გააცნობიერო ძალიან ძველია მაგრამ ნუცა ასე როგორ უნდა გაეწირათ მაინც და მაინც ირაკლი შეყვარებოდა და ბავშვიც უნდა გაეჩინა...რადგან ეს მოხდა ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ წარსული დარჩეს წარსულში და ერთად დატოვოთ ეს წყვილი დაე ნუცამ დასაჯოს ირაკლი...ბავშვი ხომ უფლის საჩუქარია ირაკლის არ უნდოდა გძნობდა რაღაცს არ იყო თავის წარსულში რიგზე ძან გამიგძელდა კომენტარი...კიკი საუკეთესო მეგობარია...კახამაც გამაკვირვა...მინდა კარგად დამთავრდეს ეს ნაწარმოები.. ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ???? ???? ????

 


№16 სტუმარი სტუმარი ტასო

ეცადეთ ადრე დადოთ, გთხოვთ რა ისეც ყოველდრე ვამოწმებ. დიდხანს ნუ გვალოდინებთ , საუკეთესოდ წერთ.

 


№17 სტუმარი სტუმარი ხათუნა

სიყვარულის ანატომია ვუწოდე ადრე ამ ისტორიას. თქვენ კი ამ ანატომიის --ავტორი .
მგონია ჩემი ანუკაა ნუცა. ავად ვარ და ჩემს მეტი არავინ ყავს. განვიცდი ნუცას ტკივილს და მის სიხარულსაც, როგორც ჩემი შვილისას.
შემეცოდა ირაკლი. დიდი სიყვარული შეძლებია. სინდისის ძარღვიც უმშვენებს შუბლს. ღირსეული პიროვნება ყოფილა,რადგან ვინც უყვარს- არ ატყუებს. ვერ ატყუებს.ვერ. გული მიგრძნობს ძალიან კარგი მამა იქნება.
კიკი მაგარი ქალია. არ ვიცი, ქალს ამდენი კაცი რომ ყავდა - რა ვუწოდო, მაგრამ მისი მთავარი ღირსებაა ადამიანობა და ქალური სოლიდარობა და კიდევ, ყოველთვის იცის თავისი ადგილი.სწორად იცის . ყველამ ინატროს კიკის მსგავსი მეგობარი.
გიორგი და ლიკუნა მინდა ერთად დარჩნენ.
ამდენს იმიტომ ვწერ,რომ გულისცემა დავიმშვიდო, ვტირივარ თან და ყელში სპაზმი მიჭერს. ბედნიერი მინდა იყოს ეს არაჩვეულებრივი გოგო თავის ირაკლისთან ერთად. მინდა სითბო და სიყვარული იყოს მის სახლში მუდამ.
ავტორო ,დიდებულად წერთ გრძნობებზე, ემოციებზე. დეტალურად, სულში ჩამწვდომად.
თქვენს დანარჩენ ისტორიებს რომ ვიხსენებ,ვფიქრობ კარგი ფსიქოთერაპევტი გამოიყენებდა თქვენი ისტორიების მიხედვით საინტერესო საკითხს-- მამაკაცთა სახეები 21-ე საუკუნის უახლეს ქართულ მწერლობაში . რუსანას შემოქმედების მიხედვით.
...და საერთოდაც, ადამიანებსაც და გიორგი როგორც ამბობს პრ--ლ წუთისოფელსაც შესანიშნავად იცნობთ.
მადლობა ამ ემოციებისთვის.

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგია თუ დაამთავრებთ. დავიღსლე ლოდინით. უბრალოდ გთხოვთ ცუდად არ დაამთავროთ. ისედაც მძიმეა ცხოვრება და თქვენც ნუ დაგვიმძიმებთ. პატივისცემით. საოცრად წერთ და მიხარი ყოველთვის თქვენი გამოჩენა. გთცოვთ გული არ გვატკინოთ

 


№19  offline წევრი Tatutatu

რუსაა < 3 როგორც ყოველთვის გვამოგზაურე მათ გრძნობებში, ეს ამბავი ისეთი ცხელია ვერ გადახარშა ირაკლიმ , არ მიკვირს მისი რეაქცია, ნუცა კიდე ვერ იჯერებს რომ უყვარს ირაკლის, ნუ პრინციპში არც ცდილობდა ირაკლი დაეჯერებინა… ნამდვილად იმსახურებენ კარგ დასასრულს, ეს ბავშვი ამოატრიებს ალბათ ყველაფერს და მერე დალაგდება : დ ყველა პერსონაჟი ისეთია , სხვადასხვა ღირსებებით დახუნძლული

გულით დაწერილი დასასრულიც გადასარევი იქნება რუსა მჯერა < 3

 


№20  offline წევრი მე♥უცნაურე

ჩემთვის,წინაზე უფრო მძიმე ეს თავია!
იმდენი ვიტირე.
ორივე მეცოდება და კიკითი აღფრთოვანებული ვარ!
შენ კი,საოცარი ხარ,რუსანა.
მადლობა ყველა ემოციისთვის!

 


№21 სტუმარი ნია

აღფრფთოვანებული ვარ თქვენო პიროვნებით პირველრიგში ასეთ სწორი გრძნობების მქონე ადამიანი იშვიათია შეუძლებელია სულით არ იყოთ ასეთი ადამინი და ასე წერდეთ ირაკლი ვაშკაცია კაცობა ის არისბთავის უარყოფითი მხარეები რომ ანაგურებს იტანჯება განიცდის ნუცამ სწორად შეაფასა შენ რა დანაშაული გაქვს 10 წლის იყავიო ნუცას გონია რომ არ უყვარს სინამდვილეში კაცი სინდის ქეჯნით ნადგურდება კეთილშობილი ხართ როგორ გაუსუფთავეთ კიკის სული რა კარგად აღწერთ მის გრძნობებს სული მეყინება როგო წავიკითხე არ ვიცი გავნადგურდი მაგრამ დიდი იმედი და სიხარულიც დაგვიტოვე უკვე ჩანს რომ ყველაფერი კარგად იქნება ასეთი ძლიერი სიყვარული ყველაფერს მოერევა ვერ გადმოგცემთ ჩემს განცთებს ჩემს გრძნობებს თქვენს მიმართ შეუძლებელია ამის კომენტარში ჩაწერა წარმოდგენილი მაქვს თქვენი მდგომარეობა წერის დროს მოკლედ უღრმესი მადლობა ველოდებით კარგ დასასრულს როგორი შეუძლებელიც არ უნდა იყოს სურვილი ამისრულეთ ნუცა ფეხმძიმეთაა ეს ბავში ხვთის საჩუქარი იქნება ორივესთვის

 


№22 სტუმარი სტუმარი თამარი

ისე ცოტა აწვალე რა ირაკლი ესევე არ შეარიგო, ღირსია ცოტა დაიტანჯოს.

 


№23 სტუმარი სტუმარი გვანცა

დაამთავრე მალე გავთავდი ქალი ლოდინით. გთხოვთ ცუდად სრ დასმთავროთ, ვერ გადავიტან ბედნიერი დასასრულთ გვინდა ყველას

 


№24 სტუმარი სტუმარი ელზა

მე მგონი ვერ ვსუნთქავდი მანამ ჩავედი ბოლოში.ძალიან მეცოდება ორივე.ასე რატომ ლანძღავთ ირაკლის,გული მტკივა.არაა ირაკლი ეგოისტი,უბრალოდ არ იცის როგორ უყვარდეს .ორივე იმსახურებს ბედნიერებას. საცოდაობა იქნება,რომ ცუდად დამთავრდეს,იმიტომ რომ ასეთი სიყვარულით ერთხელ უყვართ ცხოვრებაში და ერთად თუ არ იქნებიან ორივე უბედური იქნება.

 


№25 სტუმარი გიული

ღმერთო როგორ გელოდებით ხოლმე ვერ აგიხსნით,მახარებთ თქვენი ატმისფერით,კარგ დასასრულს ველოდები,მალე დადეთ გთხოვთ

 


№26 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვგიᲟდები ამ ისტორიაზე. გელოდებიᲗ სულ, სულ. მალე დადოᲗ იქნებ ახალი Თავი.

 


№27 სტუმარი სტუმარი ქრისტი

სალამი, ისეთი ერთგული მკითხველი ვარ არ ვიცი რა ჯერ დაუმორჩილებელს იმდენიხანიველოდი სანამ არ დაიდო დასასრული ყოველ დღე მაინც ვამოწმებდი☹️ეხლა კიდე ეს,ისე მომწონს თქვენი პერსონაჟები ვგიჟდები ყველაზე ❤️ და სხვების არ ვიცი მაგრამ მე ლინას და დაჩისაც ველოდები მათი ისტორია ძალიან მაინტერესებს თუ გამონახავთ დროს აუცილებლად იფიქრეთ მათ ისტორიაზეც ☺️ვისაც აინტერესებს ბოლომდე დაგელოდებათ წუწუნის გარეშე არ შეწყვიტოთ ისტორიების წერა ძალიან კარგად გამოგდით ნეტა მეც შემეძლოს ესეთი ისტორიების წერა ????❤️

 


№28 სტუმარი Nino

Magari istoriaa ra gazlebs erti tve getxovt shemdevshi tu ramis daweras gadawyvet bolomde dawere da ise atvirte gavjagaravdi amdeni lodinit warmatebaa❤❤❤

 


№29 სტუმარი ნანამია

ერთ შანსს ყველა იმსახურებს... უფალი ყველას აძლევს შანსს იმისას შეცვალოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ (ვიცით წმინდანთა ცხოვრება , რომლებიც კაცის მკვლელები და მეძავები იყვნენ)...მექოთნეს შეუძლია ქოთანს ყური იქ გაუკეთოს სადაც უნდა... ასე რომ ავტორის გადასაწყვეტია ისტორიას როგორ დაასრულებს, თუმცა ჩემი თხოვნაა ნუცას სიყვარულში მაინც გაუმართლოს...მადლობა და წარმატებები ????????????

 


№30  offline წევრი იონი

ძალიან კარგია ლამაზად წერთ საკმაოდ❤️ ცუდად ნუ დაამთავრებ რაა თორე მოვკვდები ნერვიულობიით???????? შემიყვარდა ეს წყვილი და თქვენ ასეთი კარგი მთხრობელი რო ხარ ❤️❤️ მადლობა ამ ემოციებისთვის და იმედს ვიტოვებ 1 ფვეზე მალე დადებთ????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent