შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის'მწერლები (VII თავი)


3-09-2024, 20:05
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 668

ლევანის ბიძაშვილის ქორწილში მიდიოდნენ ყველანი ერთად. ბერდო ჯერ ჩუმად ადევნებდა თვალს მარიტას მზადებას შემდეგ კი ზურგიდან მოეხვია და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა
-როგორი ელეგანტური და მიმზიდველი მეუღლე მყოლია, პატარა მარიტა სად გადამალე ? - მხრიდან ყელზე გადავიდა , გრძნობდა მარიტას სხეულის თრთოლვას და ვერ შორდებოდა
-ბავშვი ვარ-თქო მე არასდროს მითქვამს ... წავიდეთ ყველანი გველოდებიან და უხერხულია
_დავრჩეთ ...- თავისკენ შეაბრუნა და მისი ტუჩებისკენ დაიხარა . ჯერ კიდევ არ ესვა პომადა და მისი ეს ბუნებრიობაც კი მოსწონდა
_მე დამცინი თუ რა გჭირს ... პატარა ბავშვივით ცანცარებ ამხელა კაცი დილიდან _ ხელები მოიშორა, ფეხსაცმელი ჩაიცვა,კიდევ უფრო მაღალი გამოჩნდა და გადაადგილების დროს კაბის ბოლოებიც უფრო ლამაზად მოძრაობდა. სარკის წინ შეჩერდა,თმა თავიდან ჩამოივარცხნა,ხელები ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა ,მაგრამ ტუჩზე წითელი პომადის წასმაც მოახერხა მაკიაჟიც შეისწორა და ბოლომდე მიიყვანა საქმე _ფხიზელი ხარ საერთოდ?_უცებ გაუჩნდა კითხვა მიუახლოვდა და თვალებდაწვრილებული დააკვირდა . პერანგზე პიჯაკიც მოეცვა და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ეჩვენა. გაბრაზებულმა წარბები რომ შეკრა დაბნეულმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება_ამ დროს უნდა უპასუხო საყვარელ ცოლს რომ მისით ხარ მთვრალი
_ასე უცებ არ ვთვრები...ორჭიქიანიც რომ ვიყო ეს ყველაფერი ორ ყლუპადაც არ ითვლება _ თავად მიაწოდა ჩანთა და კარისკენ მიუთითა _წავედით
_ჩემთვის მნიშვნელოვანი შენთვის უმნიშვნელოა მუდამ _საკითარი თავისთვის უფრო თქვა იმდენად ხმადაბლა წარმოთქვა სიტყვები და სწრაფად ჩაუყვა კიბეს. პირველ სართულზე იყვნენ ყველანი და ნამდვილად მას ელოდნენ.
ბერდო იმ წამიდან გამოხატავდა გაბრაზებას. ყველა სხვას აქცევდა ყურადღებას და დიდხანს ზედაც არ უყურებდა. სანამ ქალებს შორის მჯდომს ცეკვის თხოვნით არ დაადგა მარიტასთვის უცნობი კიდევ ერთი ბიჭი. რა თქმა უნდა იუარა , ზურგი აქცია , მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ უხერხულობისგან აღარ იცოდა რა უნდა ექნა. ყველას ყურადღებას იქცევდა მისი ახალი კაბა რომელიც არ ჰგავდა არცერთ სხვას რაც გარდერობში მოეპოვებოდა. ყურებში ესმოდა დედის ხმა“ ყველაფერს ნუ გამოაჩენ,თორემ მერე მოსვენებას არ მოგცემენ თვალშისაცემი გახდები და სუნთქვაც შეგეკრება“
_დარწმუნებული ვარ ცეკვა იცით ისეთივე მშვენიერი როგორიც თავად ხართ ,ერთი ცეკვა სხვა არაფერი -ბიჭი ესაუბრებოდა ის კი მასზე საერთოდ არ ფიქრობდა
_მე უკვე გიპასუხეთ რომ არ მსურს ცეკვა _კბილებსშორის ცრიდა და ცდილობდა ხმისთვის არ აეწია. ცოტაც და იტირებდა ,პირველი გამოჩენა ბერდოს ცოლის სტატუსით მთელი მისი ნათესავების გარემოცვაში ,რომელიც ისედაც საუბრობდნენ მასზე ახალი ჭორით არ უნდა დასრულებულიყო. უყურადღებობისგან გულნატკენს არცერთი კაცის სიახლოვე სჭირდებოდა. ირგვლივ რომ მიმოიხედა და ბერდო ვერც დაინახა იქედან გაქცევა მოუნდა
_გთხოვთ ,ნუ მაწყენინებთ
_გგონიათ მაღელვებს თქვენ გეწყინებათ თუ არა ? ცეკვა თუ გსურთ იპოვნეთ ვინმე ახლო ნათესავი გოგონა ან სულ მინიმუმ გაუთხოვარი ქალი და მორჩით ამ უთავმოყვარეო ვითომ ვაჟკაცურ შეუპოვრობას მშვიდად მიიღეთ უარი და გამეცალეთ _ წამში დაებინდა გონება , წამოდგა ბიჭის წინ იდგა და ჩუმად ეუბნებოდა ყველა სიტყვას. უცებ შებრუნდა გარეთ მაინც გავალო იფიქრა,სიმღერის ხმა თავს ატკიებდა უკვე და ამდენ ემოციასაც ვეღარ იტევდა . ერთი ნაბიჯიც არ აშორებდა ბერდოს, რომელიც იქ როდის გაჩნდა არ იცოდა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,არც ის იცოდა ბერდო რას მოიმოქმედებდა. ის კაცები ვის გარემოცვაშიც გაიზარდნენ ამ ვითარებაში ჩხუბს დაიწყებდნენ , სხვა აზრიც არ განიხილებოდა . იმ ერთი ნაბიჯის გადადგმამდე ყველაფერი წარმოიდგინა
_გითხარი ცოლს გაგაცნობ_თქო და შენ რატო გაქ შოკი ყველა უცხო კაბიანის დანახვისას ... რა დაუოკებელი გჭირს შე უბედურო ასეთი . უნდა შემოაკვდე მაინცადამაინც ?
_შენი ცოლია? სერიოზულად ... გემოვნება როდის დაგეხვეწა ასე ძალიან ბიძაშვილო
_ვის ეუბნები ,მეე? შენი შეყვარებულები და საყვარლები არ გამახსენებინო ახლა.
_ასე ვარდივით ლამაზი და ეკლიანი სად გიპოვა მიმასწავლეთ ორანჟერეა
_ამ ფრთიანი სიტყვებით შინაბერასაც ვერ დაიყოლიებთ ... _არაფერს უცვლიდა ბერდოს ნათესავი რომ აღმოჩნდა , ბრაზის ამოფრქვევა უნდოდა და მას იყენებდა სამიზნედ
_რძალი აღმოჩნდი ნუ მეჩხუბები
_ქეთევანის ,მაიას და თაიას გვერდით ვინ იქნებოდა სხვა თუ არა ბერდოს ცოლი . თავი რომ დაადეთ და მაინცადამაინც მაშინ მოხვედით ნახევრად ცარიელ მაგიდასთან რომ დავრჩი...
_ამიტომ არ უნდა დატოვოს ქმარმა შენნაირი ლამაზი ქალი მარტო
_ცოლ_ქმრული ურთიერთობების მკვლევარი ხართ და ხარისხი გაქვთ დაცული ამ თემაზე? ქალი არას რომ გეუბნებათ რომ უნდა გაეშვათ არსად გაგიგიათ? თუ გგონიათ მხოლოდ იმიტომ ვთქვი უარი ცეკვაზე,რომ ქმარი მეგულებოდა აქვე ახლოს
_უკვე მგონი შეურაცხყოფას მაყენებ
_როგორღაც ხომ უნდა გავაბათილო აბა ბოდიშის მოხდას აშკარად არ აპირებთ
_ცეკვის თხოვნის გამო თუ ასე ბრაზდები მეცოდება უკვე ჩემი ბიძაშვილი ... სილამაზით დაბრმავებული მსხვერპლი გამხდარა
_გეყოფა !
_რატომღაც მგონია შესანიშნავად იცოდი ვინც ვიყავი და იმედი მაქვს შენც არ გქონდა ინფორმაცია მისი ამ წარმოდგენის შესახებ _ ორივეს რომ გადახედა ბოლოს თქვა და მერე სწრაფი ნაბიჯებით გაიარა მაგიდებს შორის. ფეხსაცმელი უკვე უჭერდა, მისი ხმაც აღიზიანებდა და სახლში მისვლის გარდა არაფერი უნდოდა. გადაიღალა ამდენი ადამიანის გაცნობით,მოკითხვით,კითხვებზე პასუხის გაცემით და უსასრულო ღიმილით მაშინ როცა ბერდომ დატოვა და მისკენ არც იხედებოდა. გვერდით უნდოდა ყოლოდა და ის არ იყო. მაგრამე სმოდა ჭორები, გადალაპარაკება, საუბრები მასზე და ვეღარ უძლებდა ,ზღვარზე იყო
_სიცივეა, შენობაში შემოდი _ იქვე იდგა და ეწეოდა, მხრებზე პიჯაკი მოაფარა და კედელთან დადგა
_შენი დარაჯად დადგომა არ მჭირდება არავინ მომიტაცებს
_მერამდენე მოვიდა ცეკვის სათხოვნელად რაღა მასზე გადატეხე ჯოხი
_ნეტავ იმიტომ ხომ არა ,რომ ამ კაბით ვკაშკაშებ და მხოლოდ შენ არ მიგიზიდე დილიდანვე...რაღაცები უბრალოდ არ უნდა შეცვალო და ალბათ დედაჩემიც მართალია. სიმშვიდეს ვკარგავ და საერთოდ მინდა გითხრა,რომ ბიძაშვილიც ხისთავიანი გყოლია
_სისულელეა, ლამაზი ხარ ყველა ფორმაში და კაცები ისე ესევიან ლამაზ ქალს როგორც ფუტკრები კაშკაშა ყვავილს. ბიძაშვილიც ხისთავიანი რას ნიშნავდა, მე ვარ და ისიც თუ რა
_რაც ვთქვი იმას...არ უნდა დატოვო მარტო ახლადმოყვანილი ცოლი და სანათესაოს შორის არ უნდა დაჯდე თუ არ გინდა ცეკვის თხოვნით დაადგეს სხვა ტვინარეული კაცები
_ქალები ერთად ისხდნენ და მეც ქალების მაგიდასთან დავრჩენილიყავი თუ რას ითხოვ
_ზოგჯერ მაინც რომ გამოგეხედა ან მოსულიყავი ან შენ გეთხოვა ცეკვა სხვების ნაცვლად გაიგებდა ყველა ვინც ვარ და მხოლოდ შენი ჭორიკანა ნათესავები არ გამიცნობდნენ რომლებსაც ქეთინოსი უკვირთ როგორ მიმიღო რძლად ამ არაჩვეულებრივი ბიჭის გვერდით და ამას პირდაპირ ამბობენ
_შენ ნათესავებთან რომ წავალთ პირიქით იტყვიან და გაბათილდება
_მე არ მყავს ნათესავები ,რომლებიც დამიცავენ სულ რომ მოძალადე იყო. მე ვისი იმედიც მაქვს ის ციხეშია და კიდევ დიდხანს ვერ გამოვა ,იქამდე საერთოდ მერქმევა ცოლი თუ არა ეგეც საკითხავია
_მაგიდასთან დაბრუნდი
_შეგიძლია დაბრუნდე , თავს მივხედავ
_ გააკეთე რასაც გეუბნები _ასე არ ელაპარაკებოდა , მარიტას კიდევ ერთხელ მოუნდა ტირილი . ერთხანს ვერ მიხვდა რა სჭირდა ბერდოს, შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა . ხედავდა როგორ დაიძაბა სიტუაცია ლაშასა და მისთვის უცნობ ბიჭებს შორის. ბერდო ისევ მაგიდასთან იჯდა და თიტქოს რეაქციაც არ ჰქონდა . ლაშა უკან დახევას აშკარად არ აპირებდა. ყველანი წამოიშალნენ და საუბარიდ ტონიც გაიზარდა. სუნთქვაშეკრული იჯდა, პირველად არ ხედავდა მსგავს სიტუაციას ,მაგრამ ვერ შეეჩვია . ბერდოს გამო ეშინოდა, ის კი იქამდე არ გატოკებულა სანამ დაძაბულობამ ზღვარს არ მიაღწია. გინება რომ გაიგო ზუსტად იმ დროს წამოდგა, მათი მაგიდისკენ დაიძრა , მარიტას თავზე აკოცა და ჩუმად უთხრა _ჩასვი ყველა მანქანაში და სახლში წაიყვანე ... გთხოვ _მზერა გაუსწორა და შემდეგ ეპიცენტრისკენ დაიძრა. ლაშამ ხელი მოუქნია წინ მდგომს და ბერდოც უკვე მათთან იყო. შუაში ჩადგა,ლაშასკენ მოქნეული ხელი აიცილა და რაღაც თქვა რაც მარიტას არ გაუგია,მაგრამ მას მერე ყველამ დატოვა ტერიტორია.
კანკალებდა საჭესთან რომ დაჯდა. ლევანს მთვრალი ნათესავები ჰყავდა წაყვანილი სახლებში და იქ არ იყო. ყველანი ღელავდნენ ,მაგრამ მაია განსაკუთრებით. თავი უსკდებოდა ფიქრისგან. თითებს ისე უჭერდა საჭეს თითქოს მალე შემოატყდებოდა. ძრავი რომ გამორთო ყველანი ჩავიდნენ ის კი ადგილიდან ვერ იძვროდა
_არაფერი მოხდება... ბერდო დაალაგებს ყველაფერს-ლევანი რომ დაბრუნდა სახლში, ქეთევანმა ყველაფერი უამბო,მაგრამ არ გამოუხატავს დიდი მღელვარება, მხოლოდ ქალების დამშვიდებას ეცადა
_ასე მშვიდად რომ ხარ ვგიჟდები ხომ იცი ლევან
_არ ვიცი სად არიან თორემ მეც წავიდოდი
_მალე მეორე შვილი ეყოლება და ეს ძველბიჭური გამოსვლები ვერ მოიშორა... არანორმალური
_ტყულად არ იჩხუბებდა
_ჩემ გამო ჩხუბობს _თაიამ თქვა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ _ერთ_ერთმა ჩემზე თქვა რაღაც და გაიგო . ბერდო არ იყო ახლოს და არც იცის რის გამო ატყდა ამბავი ,ისიც იჩხუბებს
_შენ არ ინერვიულო მამი...ჩხუბი შენი მიზეზით კი არ დაიწყეს ის ვიღაც რომ ტუტუცი ა იმიტომ _ თავდახრილი იჯდა,ვერ ისვენებდა,იქამდე უყურებდა საკუთარ თითებს და არათითზე მორგებულ ბეჭედს ნერვიულად ატრიალებდა ,მოსმენილმა ჯერ შეაშინა თავად ვერასდროს გაბედავდა ოჯახთან იმის თქმას ,რომ ჩხუბი მის გამო დაიწყო. წლების წინ ,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გაუგებრობაში მოხვდა,ზამთარამ და თემომ იჩხუბეს შემდეგ კი დედა ადანაშაულებდა ახლაც ესმოდა მისი ხმა „ შენ გამოიწვიე ალბათ , გაუცინებდი სულელურად ანდაც მიაშტერდებოდი უაზროდ და ისიც ატყდა . ასე უცებ რა გადარევდა აბა ,რომელი მონიკა ბელუჩი შენ მყავხარ“ . სუნთქვა შეეკრა ,ჩუმად თქვა საძინებელში ავალო და როგორც კი გავიდა ოთახიდან მაშინვე სირბილით გაიქცა. საწოლზე მოკეცილი ტრილით ცდილობდა ემოციების გამოშვებას. შეხება რომ იგრძნო და ვიღაცამ ჩაიხუტა ,ქეთევანი იყო.
_არ იტირო ძვირფასო, არაფერი მოუვა შენ ქმარს... მე არ ვიცი იქ ვინ იყო,მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ბერდო გამოსავალს ნახავს. შენმა ქმარმა არ გითხრა სულ რომ ვარჯიშობს,ძალაც აქვს და ჩხუბიც იცის? კიდევ ისეთი მეგობრები ჰყავთ მარტო არ იქნებიან ... არ იდარდო. სულ მალე მოვლენ ,ასე ატირებული რომ დახვდები უფრო ინერვიულებს . ვერ იტანს არაკაცებს რომ უტოლებს თავს,ლაშა კიდე ბომბივითაა _ გულში იკრავდა და უკვირდა მარიტა დამშვიდების ნაცვლად ტირილს რატომ უმატებდა . ისეთი თბილი იყო მისი ხმა,შეხება და კოცნა. დედა ბოლოს როდის მოეფერა არ ახსოვდა,მის ადგილას ჩხუბით შევიდოდა და ტირილს აუკრძალავდა. ეტყოდა რა დროს მოთქმაა ათასი საქმე მაქვსო და რაღაცის კეთებას დაავალებდა. უკან არასდროს გაჰყოლია,ატირებულს რომ დაინახავდა მაშინაც კი. ქეთევანი კი ჯერ არ განცდილ სითბოს უზიარებდა. მარიტას კი ყველაფერზე ერთად ეტირებოდა.
_ვინ ამიტირა ცოლი ? მოკვდა ვინმე თუ რა ქვითინია _ბერდოს ხმა რომ გაიგო და დაინახა მისკენ გაიქცა ,მთელი ძალით მოეხვია _დასვრილი ვარ ... მტვრიანი ვარ . რა ატირებს დედა
_შენზე დარდი... იმაზე ცოტაჯერ უნდა იჩხუბო ვიდრე აქამდე
_ზოგი უბრალოდ ითხოვს
_ლაშა სად არის
_ქვემოთაა... მიხედე რა მაიკო ცუდად არ გახდეს
_შენ რამე გჭირდება ?
_არაფერი,ყველაფერი მაქვს _ მარიტას თავზე თავი დაადო და ფრთხილად აკოცა. ქეთევანმა კარი მიხურა და მარტო დატოვა ცოლ_ქმარი
_რამე ხომ არ გტკივა ... დამენახე
_რას დამინახავ სულ ცრემლით გაქვს სავსე თვალები _ ხელები დასვრილი ჰქონდა,ეტყობოდა ჩხუბის კვალი - ვიბანავებ და მოვალ
_ტანსაცმელს მოგცემ_ცრემლები შეიმშრალა და კარადისკენ შებრუნდა
_თვითონ მივხედავ. დაჯექი შენ,დამელოდე და მოვალ მალე

სულ მალე გამოჩნდა დერეფანში. თაია შეხვდა გზად და მას ჩაეხუტა
_ის რატომაა ისეთი ნაცემი და შენ რატომ არ გეტყობა არფერი
_ახალშეუღლებული ვარ ,ცოლის გარდა თითს არ ვაკარებინებ არავის...ეგ არ იცი როგორია? 20 კაცში უნდა შევარდეს უაზროდ არ იცის რა დროს დაარტყას და არ იცის რა დროს მოშორდეს. გაუვლის მალე ,არ იდარდო შენ
_რა უნდოდა ვერ გავიგე,მე არაფერი მითქვამს ახლოსაც არ მივსულვარ
_ს.ირია ,თვითონ არ იცის რა უნდა. დაივიწყე
მისმა სიტყვებმა გააბრაზა,ისეთი ყალბი ეჩვენა წამით რომ ოთახში დაბრუნებულს სულ სხვა ხასიათზე დაუხვდა.
_რჩები თუ მიდიხარ
_სად უნდა წავიდე ,შუაღამეა
_არ ვიცი,სად დადიხარ ხოლმე იქ
_არსად მივდივარ, იქეთ დავიძინებ თუ წვები შენ უკვე
_ვიძინებ , მიხარია რომ საღ_სალამათი ხარ _ უცებ დაწვა და ზურგი აქცია.
_ქამელეონივით იცვლი ფერებს რა
_არ მიდიხარ ?_გვერდით რომ მიუწვა მაშინვე ჰკითხა
_არა ,ჩემ საწოლში ვიძინებ ჩემ ცოლთან
_და მხოლოდ ცოლს აძლევთ შეხების უფლებას
-ოღონდ ახლა არ დაიწყო გთხოვ , გაღიზიანებული ხარ ? გაგეცლები ისევ მე კი დავიღალე და ცუდად ვარ მეც, მაგრამ
-მიბრძანდი, ახლა ნამდვილად ვერ აგიკრძალავ ,პირიქით მაწყობს...შემდეგი სემესტრიდან ლექციებს ჩამიტარებს და მე ლექციაზე დასწრებას , სემინარების ჩაბარებას ,პატივისცემის გამოხატვას არ ვაპირებ ამიტომ
_შემცვლელი ლექტორი არ ჰყავთ და უნივერსიტეტს ვერ დაასრულებ თუ სემინარებს არ დაესწრები ,ქულებს ტყუილად არ დაგიწერს,გამორიცხულია- კარისკენ მიდიოდა უკვე, მაგრამ მარიტამ მოახერხა და შეაჩერა
_ჩემი ქმარი მასთან რომ ატარებს იმ დროს რაც ჩემთან უნდა გაატაროს სანაცვლოდ არ ვიმსახურებ ზეპირის ქულას? რა იყო უკმაყოფილო გყავს და ვერაფერს თხოვ თუ რა ხდება
_ზღვარს გადადიხარ,თავხედი ლაწირაკივით იქცევი და ვწყვეტ საუბარს!
_საუბარს წყვეტს...საყვარელსა და ცოლს შორის ვერ მოუგვარებია თემა. ჩამრჩება და დიპლომიც არ მექნება არ მაინტერესებს. არ ვაპირებ დავჯდე და მოწიწებით მივმართო , დაველოდო როგორ შემაფასებს და პატივისცემა გამოვხატო
_ხმას ნუ უწევ... თუ სწვალა არ გინდა ნუ ისწავლი მე პრობლემა არ მაქვს .
_სად მიდიხარ, ჩემი სემეატრული ქულის გამოსამუშავებლად? რა უყვარს შენ გარდა ,რამე ტკბილიც ხომ არ ესიამოვმება, ახლადდაკრემილი ნამცხვარი მაქვს და გავატან შენ გამო დავაცხვე ,იქ მაინც ჭამე
_გეყოფა_მეთქი მარიტა !
_მიყვირი კიდეც?
_შენ მიყვირი უკვე ხუთი წუთია და სისულელეებს მელაპარაკები . შენი ჭორიკანა დაქალები ჩემი ლოგინის ამბების გარდა არაფერზე ჭორაობენ? იმას არ გეკითხებიან რამხელა მაქვს და რამდენ წუთს ვქაჩავ ან რამდენჯერ ? გაწითლდება ახლა და წეხან კარგად ჭიკჭიკებდა ნინიაზე
_დაშორება მინდა ! არ შემიძლია ასე ცხოვრება , ყველაფერი ისედაც ყალბი იყო ,აუტანელი და გაძლებაზე მდგომი . ცხოვრების ბოლომდე ასე ვერ ვიქნები ვერც იმას დაველოდები შენ როდის მოგბეზრდება ეს თამაში. არ ვიცი რა ჯანდაბა გაიძულებს მასზე უარის თქმას,რატომ არ გყავს გვერდით ყველას დასანახად და რატომ არ არის აქ ჩემ ნაცვლად ,მაგრამ მეტი არ შემიძლია ,არ შემიძლია ,არ შემიძლია- ისტერიკა ჰქონდა, მთელი დღის ნაგროვები ემოციები ერთად აწვებოდა და სულს უხუთავდა
_ისტერიკა ნუ გაქვს შეყვარებული ქალივით რომელსაც ნალოლიავებ ქმარს ახევენ . გონს რომ მოხვალ შეგრცხვება
_მე უნდა შემრცხვეს თქვენთან ? უკაცრავად,მე მყავს საყვარელი ?
_საკუთარ თავთან შეგრცხვება და საყვარელი შენ იქამდე არ გყოლია და ქორწილის მერე მითუმეტეს. მართალია შენი ს.რი ყოფილი შეყვარებული სისულელეებს ბოდავს და ენას სანამ უკან არ გავთხრი და იქედან ალაპარაკებულს არ მოვახდევინებ ბოდიშებს იქამდე არ დადუმდება. ეწვის ყ.ლე რომაა და დაგკარგა თავისი უტრ.კობის გამო. მე არ გიჭედავ ,არავის ვუჯერებ საკუთარი აზრების და წარმოდგენების გარდა შენ კიდევ დგახარ აქ და პატარა ბავშვივით წიკვინებ ... ზუსტად ეგ ტეხავს რომ შენ ამ გამოხტომას მეტი არაფერი ეწოდება. თუ არ ივლი ერთბაშად ნინიას არ დააკლდეს ცოდნა და სტატუსი . წელიწადში რამდენს უტოვებს საგანს და ახოხებს საშემოდგომოზე ვერც ითვლის
_მე ვწიკვინებ და უნდა მიტყდებოდეს თურმე და ის ჩამოყალიბებული ,პრინციპული ქალია არ იყიდება არც ფულზე,არც ნაცნობობით წერს ქულებს და არც საყვარლის ცოლს დაუწერს
_გეყოს !
_ჩემმა შეყვარებულმა რა მობოდა რას ამბობდი?
_იმას რომ შენი შეყვარებული ჰქვია მაგის მერე როგორ მელაპარაკები საერთოდ ჩემ ქალებზე
_აჰ ქალებზე ...
_პირველიც არ მყოლია მასეთი ფსკერი ... კოცნით არ მიკოცნია ეგეთი დონის ადამიანისთვის და შენ რა გაგიჭირდა ასეთი მაგას რომ გაუყადრე თავი . ვბრაზდები სერიოზულად ,მართლა მაინტერესებს როგორ გამოგივიდა მაგის შეყვარებულად გახდომა . ან როგორ იფიქრე ეგ დედიკოს კაბის ქვეშ გაზრდილი მონატაცებს მოგიყვანდა და მაგის ტრ.კი ექნებოდა ებრძოლა შენთვის. ერთი უსაქმური იდიოტია, იმის ფულიც არააქ იკაიფოს სხვის სიგარეტს ეწევა ... ინტელექტი მაგას არ აქვს,ქუჩაში ეგ არაფერს წარმოადგენს და რა იყო თვალები რომ აქვს ლამაზი მაგით დაგკერა?
_არ დავუკერივარ ,მოვწონდი და მჭირდებოდა იმ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რომ ვინმეს ჩემი შეყვარებულის სტატუსი ჰქონოდა. ჩემი ცხოვრების მქონე გოგოს ჰგონია რომ თუ შეყვარებული ეყოლება და თან მასეთი რომელსაც გონებით სულ აჯობებს და ვისი მართვაც შეუძლია ცოტას განიტვირთება . სულელური კომედიასავითაა,უყურებ და იმდენად მარტივია არაფერზე ფიქრობ,ზუსტად იცი როგორ დასრულდება და მაინც აგრძელებ ყურებას რამდენიმეჯერ რომ შეძლო გაცინება მხოლოდ ამისთვის. სასოწარკვეთილი რომ არ ვყოფილიყავი და ცოტახანს მეფიქრა მივხვდებოდი რომ ვერაფერს გააკეთებდა ,მაგრამ იმ დღეს ზედმეტად მძიმედ იყო ჩემი გონება
_სამაგიეროდ მე გამოგეცხადე იდეალურ მაშველ რგოლად და გამოსავლად. ახლა დგახარ წიოკობ და სულ არ გიტყდება
_შენ თავს იმას ადარებ
_მე არ ვადარებ,უბრალოდ შენთვის არააქ განსხვავება. იქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს თორემ ჩვენ ორს შორის არჩევანი რომ გქონოდა ვიცი მე ამირჩევდი .... ეს რას ცვლის. უფლებას გაძლევს ჩემი პირადი ცხოვრების კონტროლი სცადო და ცოლივით მელაპარაკო ?
_დავშორდეთ_თქო გეუბნები ,სხვა რა შემიძლია რომ გავაკეთო წასვლის გარდა. გადამარჩინე,გმადლობ. თუ არაფერია სხვა და გგონია რომ ჩემთვის მხოლოდ გამოსავალი ხარ ,უარს ვამბობ შენ ფარად გამოყენებაზე და გათავისუფლებ ამ ტვირთისგან რომელაც მე წარმოვადგენ შენთვის . დაქორწინებულები მაინც არ ვართ,ნებისმიერი მიზეზი დაასახელე ,ჩემთვის სულერთია
_მოდი ჩამოვთვალოთ მიზეზები რაც შენ გამო იქნება და მე გაგეყრები ... მიღალატე ,გაბ.ზება გაწყობს?თან კრეტინკა გამოდიხარ მე რომ მიღალატებდი და თან შენი ჭორიკანა შეყვარებულის აგორებული ჭორებიც გაპრავდება. იდეალურია . მოდი დავშორდეთ და ვიტყვი სულ სხვებისკენ გაურბოდა თვალი_თქო ... გოგო შენ ჭკუიდან გინდა გადამიყვანო თუ რა გინდა ბოლოს და ბოლოს. მოვედი ,დაღლილი ვარ ,თავი მისკდებოდა ისედაც დაძინების მეტი არაფერი მინდა ,შენ გვერდით ვწვებოდი სხვათაშორის და შენ რა სისულელეებს მელაპარაკები . ცოლის სტატუსი აშტერებს თუ მე ვერ მივხვდი როგორი იყავი ,არასწორად შეგაფასე და ახლა უბრალოდ რეალურ სახეს ავლენ
_ირიბ შეურაცხყოფას მაყენებ ახლა
_შენც მაყენებ შეურაცხყოფას და ზედ უვლი საერთოდ ჩემ ღირსებას ,მაგრამ გითმენ ამდენი ხანია არ მიცნობ და გიჭირს იმ კაცების მერე ჩემი ნორმალურობის და რეალურობის დაჯერება ,ვისთანაც აქამდე კონტაქტობდი. ხომ ფაქტია ვითმენდი ამ შენ ეჭვიანობით ბოდვებსაც ,მოჩვენებებსაც და იმისთვის პასუხის მოთხოვნას რისი უფლებაც არ გაქვს
_მე შენ ღირსებას არ ვეხები,არც კაცობას და მილიონჯერ მითქვამს რომ როგორც კაცს გენდობი და როგორც ადამიანს უდიდეს პატივს გცემ ისე როგორც არავის დედამიწაზე ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჭკუიდან უნდა გადამიყვანო როგორც ქმარმა და ახლა არ მითხრა შენი ქმარი არ ვარო თორემ ისე მეხუთება უკვე სული ამ სიტყვებით ,ახლავე გავიხდი
_აი აქამდეც მივედით _ სავარძელში იჯდა , ეწეოდა და იქამდე ხმას თუ აუწევდა ხოლმე შიგადაშიგ თორემ ფეხზეც არ წაამომდგარა მართლა ისე იყო გადაღლილი,მარიტასგან განსხვავებით რომელიც აქეით_იქით დადიოდა და ენერგიის დახარჯვას ასე ცდილობდა _ ზუსტად მაგ დამოკიდებულებების ,ემოციების და გრძნობების გამო არ გიწოდებ ჩვენი პირადი დიალოგების დროს ცოლს და არ აღგიქვამ როგორც ნამდვილ ცოლს . არასდროს ვწვები ქალთან, რომელსაც ჩემთან კი არ უნდა ,მისი ლიბიდო კი არ მითხოვს ტვინს აწყობს ,რაღაც მიზეზი აქვს ,რაღაც სხვა უნდა იმის გარდა რასაც მოიცავს ხორციელი ერთობა ... ზუსტად ხორციელი და არა ტვინის ტ.ვნა, რომელსაც შენ აქტიურად ატარებ კარგახანია . შენ და მე არც დავშორდებით ,იმიტომ რომ მე ამ შენი ისტერიკების გარდა არაფერი მაღიზიანებს შენში და ძალიან მეზარება მეორე ცოლის პოვნა ,თან შენში დიდ პოტენციალს ვხედავ ჩემ მეორე ნახევრად გახდომის ... არც შენი გაშიშვლება მოგვცემს შედეგს იმიტომ რომ სანამ ტვინი გკარნახობს რომ გაწყობს ჩემთან დაწოლა ,ყველა სტერეოტიპული გაგებით ცოლად გახდომა და მერე მოთხოვნა ერთგულების ან უბრალოდ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში რომ უკვე ნამდვილად ცოლი ხარ და მორჩა ყველანაირი თამაში. არც შენი იმ მოწონების მჯერა რასაც ახლა განიცდი , ცოტა ხნის წინ ის ს.რი მოგწონდა და ჩემზე სანამ გონს არ დაკარგავ იქამდე არ ვიჯერებ არცერთ შენ გრძნობას თუნდაც შენ გეგონოს ეგ შენი სიყვარულის მაქსიმუმი . ლაპარაკითაც დავიღალე უკვე , ამ ოთახიდან ოფიციალურად უნდა ავლაგდე . ტანსაცმლის ნაწილსაც გადავალაგებ ხვალ თორემ ისედაც ძალაგამოცლილს ბოლომდე მანოკაუტებ _ წამოდგა და კარისკენ მშვიდად დაიძრა
_ შენი დასკვნების დადების და უპასუხოდ წასვლის უფლება არ გაქვს,არასწორია
_დასკვნა არ დამიდია,ფაქტი აღვწერე ,რომელიც აქამდე არ გაგიაზრებია . არ ცდილობ გააზრებას თორემ პოტენციალი აქვს შენს ტვინს . ეს ქალის ნაწილი გაქვს ჩაკეტილი თუ რა გჭირს ვერ გავიგე
_რა მელაპარაკა და რომ დამცინის კიდეც
_გული მიგრძნობს ტირილამდე მივალთ და უკვე ნ.ბჭვარი მეგონება თავი იმდენჯერ აგატირე ისე რომ არც მქონდა გეგმაში . ლომიდან ფისოდ რომ გადაიქცევი ხოლმე ეგ ტრანსფორმაცია მაგიჟებს პირდაპირ
_ისევ სიყალბეს მაბრალებ ?
_არა ,ბუნებრივად ასეთი ხარ იმიტომ რომ შენთან ჯერ კიდევ არეულობაა,ტვინში გაქვს ქაოსი და არ იცი როგორ დალაგდე. მესმის და ამიტომ ვიჩენ მოთმინებას იმდენად რამდენადაც შემიძლია . მეტი რა გავაკეთო მართლა არ ვიცი, ცხოვრებაში არავის არასდროს ვუტარებ ამდენს და მე რომ მაგიჟებს იქეთ არ ვამშვიდებ .
_არ ვფიქრობ მაგას მაგიტომ
_რას არ ფიქრობ _ ეღიმებოდა უკვე . წასვლის უფლებას არ აძლევდა ისევ აგრძელებდა საუბარს და თავისთან იტოვებდა. გააფთრებული აღარ იყო,მორცხვმა ლოყებწითელა გოგომ ჩაანაცვლა თვალს რომ არიდებდა
_რომ ასე მოგთხოვ ერთგულებას...სისულელეა ეგ . კაცი ან არის ერთგული ან არა და ნუ მაბრალებ რაღაცებს მართლა სულელი ქალივით არ ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ როგორც ქალი ნაამდვილად ვერ ვლაგდები იმიტომ რომ შენ ხარ ზედმეტად რთული და ვერ ვიტან შენ ტვინს და შენ აზრებს რომ ვერ ვშიფრავ და მართლა ბავშვივით ვხდები
_საკუთარ თავს ზედმეტს სთხოვ ხანდახან , უბრალოდ მოდუნდი,მოეშვი ... არავინ არაფერში გაჩქარებს და არაფერს გაძალებს,არც ვალდებულს გხდის ხომ არის ასე . იფიქრე იმაზე რა გინდა რეალურად და დალაგდები . ჯერ საკუთარი თავისგან უნდა გათავისუფლდე ,ის ბორკილები გადააგდო რაც თვითონ გაიკეთე და მერე იქნები თავისუფალიც,დალაგებულიც,მშვიდიც ,ბედნიერიც და ჩემი სრულფასოვანი ცოლიც. ეს უკანასკნელი უბრალოდ გარდაუვალია და მე არსად მეჩქარება
_ისე მელაპარაკები თითქოს ჩვენ ურთოერთობას ჩემი არეულობა უშლის ხელს და შენ ჩემზე უგონოდ შეყვარებული ხარ . შენ
_ოღონდ ახლა ნინია არ ახსენო ისევ თორემ თავი გამისკდება. პირველ რიგში ეჭვიანობაზე მუშაობა დაიწყე ,დაიკიდე ყველა ქალი ვისთანაც რაიმე სახის კონტაქტი მაქვს და ნახავ როგორ შვებას იგრძნობ ამ ეგოისტ ბავშვს რომ დათრგუნავ .
_ახლა ეგოისტიც გავხდი
_ზოგადად არ ხარ ნამდვილად,მხოლოდ ჩემთან ... მე გინდივარ მთლიანად,ეს ნამდვილად მიუთითებს შენს გონიერებაზე
_ღმერთო როგორი თავმდაბალი ხაარ
_ღმერთმა დამიფაროს ვერ ვხედავდე საკუთარ თავს ისე როგორც შენ ვერ ხედავ და ჯერ კიდევ არ იცი ვინ ხარ. ჯერ ისევ ის ხარ ვისაც ითხოვდნენ რომ ყოფილიყავი
-ვერ ხედავ უკვე როგორ შევიცვალე? ქორწილში ჩხუბის შემდეგ დაბრუნებულ ,მთვრალ ქმარს ვეჩხუბე
-გილოცავ...ჩემთან თავისუფლდები _ თავზე აკოცა,მერე ლოყაზე და ბოლოს ეღიმებოდა ყელზე რომ დაუტოვა კოცნის კვალი _ ჩემი ჩახუტება და ეს კოცნები რომ ნამდვილად გიყვარს ზუსტად ვიცი
_არ მიყვარს _ თავი არ გაუწევია ისე უთხრა, ხელებიც არ მოუშორებია,ისევ ეხვეოდა და მისი გულისცემის ხმასაც ისევ უსმენდა _ეს მიყვარს,შეგრძნება სიმშვიდის. ჩხუბის მერე რომ შეგიძლია ჩამეხუტო და შენი გულისცემის ხმა მიყვარს , დამამშვიდებელივითაა. რომ მიდიხარ ვეღარ ვიძინებ
_თვეებია არ გძინავს ? რომ შემოვდივარ ამიტომ ფხიზლდები უცებ ? მარიტა ,შემომხედე და მიპასუხე _სახე რომ შეაბრუნა ,შუბლით მიეყრდნო მკერდზე და ხელი აიფარა დამალვის ეს სასაცილო მეთოდი ბერდოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. თავი ააწევინა და თვალებში უყურებდა _ ჩემ გვერდით ვერ უნდა იძინებდე და მარტო რა არ გაძინებს ნუ გადამრევ. თავიდან შეიძლება გეშინოდა,გეუცხოებოდა, ფიქრები გქონდა ,მონატრება ოჯახის და ძველი გარემოს ,მაგრამ ახლა ... ისევ ვერ შეეჩვიე ?
_არაფრის მეშინოდა არასდროს არც შენთან და არც მათთან,არცერთთან...აქაურობაც შენთან ერთად მივიღე და არც უცხოდ ვგრძნობ თავს . მნიშვნელობა არ აქვს, მეც დავლიე ორი ჭიქა ჭორიკნების გამო და იმიტომ ვარ ასეთი აფორიაქებული. აღარ შეგაყოვნებ წადი ,ხომ მიდიოდი და მეც დავწვები _ შებრუნდა , სინათლე უცებ ჩააქრო ,დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით შეძვრა საწოლში და საბანი წამოიფარა. ნაბიჯების ხმა ესმოდა , კარის გაღებია და დახურვის . შემდეგ ყელში ბურთი გაჩნდა ,ისევ გაუგებრად და გაუაზრებლად წამოვიდნენ ცრემლები. ტიროდა და რას თავადაც არ იცოდა. სიცივის შეგრძნება ჩნდებოდა ჯერ ,შემდეგ სცარიელე და მარტოობის განცდა,რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა,რომელსაც ებრძოდა და რომელსაც ვერ იტანდა. ტირილის დროს სმენადახშულმა მხოლოდ საწოლის მეორე მხარის შევსების შემდეგ გაიაზრა რომ ბერდო დაბრუნდა ,მის გვერდით დაწვა ,უსიტყვოდ მოეხვია ,ზურგიდან აეკრო და სახე მის თმაში ჩამალა.
_ნუ გეცოდები ! გიკრძალავ ჩემთან სიბრალულის გამო კიდევ რამის გაკეთებას ,მოთმენას, ატანას და გაძლებას. რაღაც ისეთის რაც არ გინნდა და მხოლოდ იმიტომ აკეთებ რომ გებრალები
_გ.ვკარი სიბრალულს . მეტად აღარ დაუკავშირო ჩემ რომელიმე ნაბიჯს მერამდენედ გითხრა _ მანძილის გაზრდის უფლება არ მისცა,ხელი მუცელზე შემოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა _ დამშვიდდი ,დროა უკვე _ხელი მტევანზე დაადო,მოეფერა და თავზეც აკოცა რამდენჯერმე _ დაიძინე , შენთან ვარ
_არ ხარ
_რა დაუკმაყოფილებელი ვინმე ხარ ,მე რო ქალს არ ვეყოფი _ ცრემლები შეუმშრალა ,წამოიწია და ლოყაზეც აკოცა _მორჩა ,გიკრძალავ ტირილს ჩვენი საუბრების ბოლოს და ჩემი მიზეზით
_შენი ბრალი არ არის ,რომ ვტირი
_აბა ვისი ბრალია . სხვის გამო ტირის ჩემი ცოლი? _სახეზე ეფერებოდა, ცრემლების კვალს საბოლოოდ აშრობდა . მთელ მოთმინებას მისთვის იყენებდა _ჩემი ,მარტო ჩემი_ ცხვირაწითლებული,ტუჩებდაბრეცილი, დასველებული გრძელი წამწამებით, მაქმანიანი პენუარით ,რომელიც თითქმის ვერაფერს ფარავდა პირდაპირ ბერდოს საწამებელ იარაღს წარმოადგენდა_ზედმეტად რთული ვარ შენთვის ,ვიცი ... მტანჯველად არ გადავიქცევი ,გეფიცები
_ვერ ვიტან შენთან ჩხუბს ... ასე მგონია ვიხრჩობი _მთელი ტანით შებრუნდა,თვითონ მოეხვია,თავი მის მკერდთან ჰქონდა და გულისცემის ხმას ესმოდა,ჩვეულებრივზე მეტად აჩქარებულს და რითმიდან ამოვარდნილს_მშვიდად არ ხარ , დავიძინებ გპირდები,შენ წადი და დაიძინე იქ და იმასთან ვისთანაც სიმშვიდეა -თვალები დახუჭული ჰქოონდა, ვერ უყურებდა. ყელში ბურთის ახალი გორგალი ჩნდებოდა და მალე ცრემლების კიდევ ერთი ტალრა გადაუვლიდა
_ჩვენი ცოლ_ქმრობის არცერთი ღამე მიძინია სხვა ქალის გვერდით - ჩაიხუტა და ტირილისგან შეშუპებული თვალები დაუკოცნა -ახლა მითხარი ის რისი თქმაც ნამდვილად გინდა
_არ წახვიდე ...ჩემთან დარჩი
-შენთან ვარ ისე და ისეთი როგორც არავისთან არასდროს
....................
უნივერსიტეტიდან გამოსულმა მალევე შენიშნა ტვილდიანის მანქანა. ჯერ ეზოში შეყოვნდა, კურსელებს ესაუბრებოდა შემდეგ კი მარტომ განაგრძო გზა და გამოჩნდა კიდეც ბატონი ილო. ღია ცისფერი პერანგი ეცვა, მკლავებზე ლამაზად გადაეკეცა და თითქოს აღარ ჰგავდა სამსახურიდან გამოსულს, მაგრამ თაიას თვალს არ გამორჩენია მისი ჩაცულობა,არც მანქანის უკანა სიდენიაზე დადებული პიჯაკი .
-გამარჯობა
-გამარჯობა , როგორ ბრძანდებით
-თქვენთან საუბარი მინდა და თუ დამითმობთ დროს
-თუ იმდენად მნიშვნელოვანია,რომ აქ ხართ მეც ვიპოვნი დროს თქვენთვის -აინტერესებდა რისი თქმა სურდა ტვილდიანს , მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუ ამ დიალოგის დროს გრძნობებში გამოუტყდებოდა
-ვთვლი რომ ერთი ცხოვრება ძალიან ცოტაა ყველაფრის გამოსაცდელად. არ მიყვარს დროის კარგვა თუ ვიცი რა მინდა და რას ველი ამ საჭიროებისგან
-სრულიად გეთანხმებით...მეც არ მიყვარს დროის ფუჭად ხარჯვა და აქაურობით ტკბობა ნამდვილად არ არის გაფლანგული წუთების რიცხვში
-პირველ რიგში გეტყვით,რომ მე თქვენგან ამ ეტაპზე მითუმეტეს ამ მომენტში არაფერს ვითხოვ, არც პასუხს, არც საპასუხო გრძნობას უბრალოდ გიზიარებთ ჩემ თქვენდამი დამოკიდებულებას
-ვიცი, ვგრძნობ პატივისცემას და
-სიყვარულს? მეეჭვება ხვდებოდეთ როგორი გატაცებით მიყვარხართ იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ შემოვიჭრა თქვენ ცხოვრებაში ასე ერთბაშად და დავიცვა გარკვეული კანონზომიერება
-უკაცრავად , სწორად გავიგე? - იცოდა, მაგრამ მაინც ასე უცებ ასე მშვიდად და თან დარწმუნებით გამხელილ სიყვარულს არ ელოდა
-მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ
-კარგი , ინფორმაციას ვფლობ , მიღებულია და გადასამუშავებლად დამჭირდება გარკვეული დრო- თვალები უნათებდა და მთელი სახე უცინოდა. ილოს ჩაცინებამ კიდევ უფრო მეტად მოხიბლა
-დარწმუნებული ვარ დასარწმუნებლადაც დაგჭირდებათ დრო
-გგონიათ არ მჯერა,რომ ის ქალი ვარ ვინც ასე მცირე დროში შეუძლება შეუყვარდეს თქვენნაირ კაცს?
-გჯერათ, თქვენ გრძნობებში გაერკვევით და დარწმუნდებით
-და თქვენ არ ხართ ის კაცი ვინც მარტივად უყვარდებათ? -თვალებში უყურებდა, წამითაც არ აშორებდა მზერას მის აზრებსაც კითხულობდა და საკუთარსაც არ უმალავდა
-დიდებული ვინმე ხართ, თაია
-ამის შესახებაც ვფლობ ინფორმაციას ... მგონი დროა წავიდეთ-ცდილობდა ზედმეტადაც არ გამოეხატა ის სიხარული და კმაყოფილება რასაც განიცდიდა, მაგრამ არც დაფარვას აპირებდა.
ქალაქგარეთ გასულს წამითაც არ დაუშვია,რომ ტვილდიანი რამეს ავნებდა ან მისი სურვილის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენდა. არავისზე ჭორაობდა, არავის ცხოვრება აინტერესებდა და მას რომ შენიშნავდნენ ამაზე არ უფიქრია. უნივერსიტეტიდან გასვლის წამიდან აგორდა ჭორი და ბოლოს გოშხეთელიანებამდეც მიაღწია. ბერდო ისედაც ამჩნევდა მასში მომხდარ ცვლილებებს, ისიც ეუცნაურა ქორწილის ამბებში არსაიდან გამოჩენილი ტვილდიანი,რომ ჩაერია . ყველაფერი უფრო აირეოდა რომ არა მისი გამოჩენა იმ შეხვედრაზე, ჭორის მოსმენამდე ფიქრობდა რომ უბრალოდ სწორი პოზიცია აირჩია.
დიდხანს ფიქრსა და თავის მტვრევას არ აპირებდა, ისედაც არეულს არ უნდოდა თაიას ტყუილად ანერვიულება ამიტომ ტვილდიანის წინ აღმოჩნდა და დიალოგიც ისე წარიმართა როგორც უნდოდა
_თაიას საიდან იცნობ
_ჩემი შვილების დამრიგებელია
_ეგ ორივემ რაც იცით და სინამდვილეში? _ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ,მაგრამ მაინც ეტყობოდა ემოციები _ თაიას ვერასდროს მართავ შენ ნებაზე. ყველანი რომ გავქრეთ მის ირგვლივ,იქამდე მოგყვება სანამ მოეწონება და უდარდელად იქნება. მერე როგორც კი პრობლემა გაჩნდება და კომფორტი გაუქრება ისე წაგშლის თითქოს არც არსებობდი
_ვიცი,ჩემნაირია
_არ მიპასუხებ? არ მეტყვი საიდან იცნობ და რატომ მოხვდნენ შენი შვილები მაინცადამაინც იმ სკოლაში?
_ხატზე დავიფიცებ არაფერი დამიგეგმავს
_კარგი,არ დაგიგეგმავს ,მაგრამ
_მშრალ ხიდზე მიმავალი დავინახე , ყველას სადღაც მიეჩქარებოდა მათაც კი იქ იაფი და ძვირფასი საჩუქრის ასარჩევად რომ იყვნენ ანდაც საკუთარი ოჯახიდან გამოტანილი ნივთის გასაყიდად. ის კი ნელა მიუყვებოდა სხვადასხვა ნივთებით გადავსებულ სივრცეს და ყველაფერს მშვიდად ათვალიერებდა. ფერადი იყო იმ ნახატებზე მეტად ღარიბ ნიჭიერებას რომ ავლენდა. წიგნები იყიდა , ერთ ნახატსაც ვერ აუარა გვერდი და ფულიც არ დანანებია. ახლოს არ ვიყავი,მისი ხმა არ მესმოდა,მაგრამ აშკარად საჭიროზე მეტი გადაიხადა ისე ლოცავდა წიგნების გამყიდველიცა და მხატვარიც. მხატვარმა დაგხატავო უთხრა, მანდ დაფიქრდა , სივრცე მოათვალიერა დაჯდა და შემდეგი რამდენიმე წუთი იმ ქაოსში საკუთარ სიმშვიდეს ქმნიდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა პორტრეტის ნახვის მოლოდინიც კი. უბრალოდ მოსწონდა იქ ჯდომა , წიგნით ხელში დახატეს ბოლოს თუ არ არ ვიცი. არც ის ვიცი რატომ არ გავიგე ვინ იყო , მგონი უბრალოდ გათიშული მქონდა გონება და ვერ მივხვდი რომ არ უნდა გამეშვა. საფრანგეთში წავედი, დიდხანს ვერ მოვახერხე დაბრუნება და სკოლაც სახლთან ახლოს მყოფი აარჩიეს ჩემებმა. ბავშვები ტელეფონზე საუბრისას მიყვებოდნენ როგორ მოსწონდათ მასწავლებელი , ჩამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფოში გავიცანი. გაბრაზებული,შენიშვნებითა და მინიშნებებით სავსე ტონით მტუქსავდა როგორც პატარა ბავშვს და სულ არ აღელვებდა ჩემი ვინაობა და სტატუსი მხოლოდ საკუთარი თავის კონტროლს ცდილობდა კულტურისა და ზრდილობის მისი ნორმები რომ არ დარღვეულიყო . მე არ ვიცი შენ რას ელი ჩემგან ,რა დაგამშვიდებს. ვიცი მხოლოდ ერთი ,ისე გაგიჟებით რომ უყვარდეს ვინმეს ჩემი ლაილა როგორც მე თაია სიყვარულთან მეომარი არ გავხდებოდი
_თაია არ გიყვარდეს რთულია, მთავარია თაიას სჭირდება შენნაირი კაცი გვერდით თუ სამუდამოდ შექმნი წყვდიადს მის ფერად ცხოვრებაში. შენ რომ თაიამ შეყვარებულ ბიჭად გადაგაქცია და გაგახსენა გულის არსებობა იმას არ ნიშნავს,რომ მისთვის ხარ ,მისი ბედი ხარ და შენ ცხოვრებაში თავისი ცხოვრებით შემოსვლას შეძლებს.
_მე მხოლოდ ერთი რამ მჭირდება მისგან, ვუყვარდე და თვითონ დავწერ ბედისწერას
_გაგიცნოს ისეთი როგორიც ხარ ,ნამდვილი შენი სახე აჩვენე და შემდეგ თუ ჩაგკიდებს ხელს მე სიტყვას არ დავძრავ. ზუსტად ვიცი,თაიას ისე უყვარს კომფორტი ,სული რომ აქვს მშვიდად და საკუთარ სურვილებს მიჰყვება ... შენი ცხოვრებით ერთი დღეც არ იცხოვრებს. მაქსიმუმ შეყვარებული გიწოდოს და იქამდე იურთიერთოს შენთან სანამ ქორწინებას ახსენებ.
_დიდ პატივს გცემ ხომ იცი,შენც და მთელ შენ ოჯახსაც . მიუხედავად იმისა,რომ ხშირად არ ვხვდებით მაინც ვიცი რა კაციც ხარ და შენიც მესმის . შენ ალბათ ჩემზე უკეთ იცნობ თაიას , ყველა მის სახეს გარდა შეყვარებული ქალისა. შენ რომ მშვიდად იყო მე კაცურ სიტყვას გაძლევ,თაია მეტყვის ერთ არას და ყველაფერი დასრულდება. იქამდე კი ღმერთი რომ გამომეცხადოს უარს არ ვიტყვი მასზე
_თვითონ იტყვის უარს და შენც დაასრულებ ...
_პირობას გაძლევ და თუ არ, შენთან ოჯახში მოვალ ჩემი ოჯახით და ქორწილის თარიღს დავთქვამთ
_თაია ვერ იტანს ქორწილებს , არასდროს დაგთანხმდება უცნობი სანათესაოთი სავსე ღრეობაზე _საკუთარ პოზიციას არ თმობდა, ორივე ფიქრობდა რომ იცოდა თაია რას გადაწყვეტდდა .
....................
_უბრალოდ ფლირტი გაქვთ თუ ხდება სხვა რამეც -თაიას ოთახში შევიდა, სავარძელში ჩაჯდა, სანთებელას თითებსშორის ატრიალებდა და მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას
_ვისთან მაქვს ფლირტი ძამიკო?
_ილო ტვილდიანთან ...
_ჩემი მოსწავლეების მამაა და ალბათ ერთად დაგვინახე . არაფერი ხდება _ ცდილობდა მოეტყუებინა, არც ისე ცუდად გამოსდიოდა ,მაგრამ ბერდო არ იყო მარტივად მოსატყუებელი _ შენ რამე გითხრეს ?სულელი ჭორიკნები 20 წელს რომ გადააბიჯებ ნული მოტაცების მცდელობით,გაუთხოვარი ახალ ამბავს იგონებენ . მე კიდევ აგერ უკვე 25 წლის ვხდები და
_მე მატყუებ თაია? ყოჩაღ შენ და შენ გონებას. უნდა ეშინოდეს ტვილდიანს შენი ტვინის ისეთი კარგი მოთამაშე ხარ . შენ ჭკუაზე აცეკვებ ,ასე გგონია ხომ? რა იყო ის გიტყდება კაცი რომ მოგეწონა, ცოლს დაშორებული კაცი ბავშვებით რომ მოგეწონა თუ პაემანზე ქალაქგარეთ რომ გაჰყევი მაშინ როცა დედაჩემს ჰგონია მუშაობდი . მის მანქანაში რომ ჯდებოდი და სადღაც ჯანდაბაში მიეხეტებოდი რა გეგონა ,ვერავინ ვერაფერს გაიგებდა ? გრცხვენოდეს ჩემთვის დამალული შენი სიყვარულის და იმ კაცის კიდევ ,მისი დამალვა რომ გგონია სწორი და გამოჩენის და აღიარების თავი რომ არ აღმოგაჩნდა მაგის.
_ვინ გითხრა ... კიდევ რა გითხრეს
_თვითონ მითხრა ,ეყო ერთი ადგილი შენგან განსხვავებით დამელაპარაკა ჯერ მე იმიტომ რომ მე უკეთ მიცნობს ვიდრე დანარჩენება და გეგმაში აქვს სხვებთან შეხვედრაც . შენ თუ ჩვენ არ გვმალავ მისგან ან არ ვიცი ,იქნებ სულაც არ გინდა სერიოზული ურთიერთობა და ერთობი უბრალოდ. შენ ხომ დამოუკიდებელი გოგო ხარ,იქნებ ასე გაიგე ჩვენგან მოცემული ნდობა
_საერთოდ ვშორდები ასე რომ მოვიდა ჩემთან შეთანხმების გარეშე და ჰგონია ისე იმოქმედებს როგორც მოესურვება
_აჰაა ,ანუ არ ყოფილა ჭორი ხომ ? შეგიძლია დაშორდე იმის გამო რომ პატივს გცემს და იმის გამოც სადღაც ტყეში რომ არ გ.ხმარა
_რა იყო შენ არსად წაგიყვანია მანქანით გოგო ისე რომ ხელები არ გეფათურა?პატარა ბიჭია და სისხლი უდუღს ? ჩამოყალიბებული კაცია,იცის ვინაა რა უნდა ვინ ვარ მე და რა შეუძლია ჩემთან ,სად არის ზღვარი
_რომ ვერ სცოდნოდა?ასეთი დარწმუნებული იყავი?
_კაცების შიში რომ არ მაქვს და ვხვდები ვინ რა კატეგორიაა ამ თავდაჯერებისთვის დამნაშავე ვარ?
_გითხარი მე შენ რატომაც ხარ დამნაშავე პირადად ჩემთან და დანარჩენები ვნახოთ რას იტყვიან_ვაპირებდი თქმას, შესაფერისი მომენტი მჭირდებოდა ... ბოლო დროს შენ ცხოვრებაში უამრავი რამე მოხდა . შენც ხომ არ მიყვები ყველაფერს
_ შენ ახალგაზრდა გოგო ხარ, რომელსაც ჩემგან განსხვავებით სამყაროს წინაშეც კი სხვა მოვალეობები აქვს გინდა თუ არ გინდა . მე კაცი ვარ და თან შენზე დიდი ყველა ყველაფერს მაპატიებს ამ წყეულ სამყაროში . ადამიანიც რომ მოვკლა იტყვიან ალბათ ჰქონდა მიზეზიო იმიტომ რომ კაცად დავიბადე და თქვენ ორს შორისაც შენ იქნები სულელი გოგო ის კიდევ ილოა ტვილდიანი. შენ შეიძლება ჩემზე გონიერი,განათლებული და ჭკვიანი იყო ,მაგრამ ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ღირსების დაცვაზე მე კიდევ საკუთარი თავის გარდა უამრავ ადამიანზე. მე შენ მესაიდუმლედ მიმაჩნდა თავი,მეგობრად და არა უფროს კოჭებხვრეტია ძმად რომელიც ყველაფერზე გაგიჭედავს და ცხოვრებას გაგიმწარებს. გული მატკინა ასეთი უნდობლობა, ჩვენი ურთიერთობისთვის ამ ლაქის მოშორება გაგიჭირდება ძალიან
-გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები. უნდა გამიგო, რთულია ჯერ საკუთარ თავთან აღიარო ის სირთულე რაშიც გაეხვიე... ჯერ ხომ უბრალოდ სიყვარულია რთული, ურთიერთობა კაცთან,ოჯახის შექმნაზე ფიქრი და მერე ისეთ კაცთან როგორიც ილოა. ძალიან რთულია იმის თქმა რაც მეც არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი . საერთოდ თუ მაქვს ძალა ავიღო ორ ბავშვზე პასუხისმგებლობა,მისი უდიდესი ოჯახის მთავარი ქალი გავხდე და ამხელა ტვირთი როგორღაც უნდა შევიმსუბუქო რომ არ ვინაანო არასდროს ,რომ უბრალოდ სიმპათიად არ ჩავთვალო მერე ,უბრალოდ უბრალო რომ არაფერი იყოს და ყველაფერი სამუდამო,ნამდვილი,ურყევი... ვერ წარმოიდგენ რამდენი კითხვა,ფიქრი და რა ქაოსია ჩემ თავში ზუსტად იმიტომ რომ მოაზროვნე ქალისთვის უფრო რთულია ვიდრე კაცისთვის. იმას რა ენაღვლება იდეალური მიპოვნა ამჯერად და მისი ჭკუით უკან დასახევი გზაც მომიჭრა შენთან მოსვლით. არ მაჩქარებს რომ ჰკითხო,მითუმეტეს არ მომიტაცებს და არაფერს დამაძალებს,მაგრამ აბა ეს რა არის . ახლა ისე ვარ გაბრაზებული საერთოდ დავშორდები
_სულ მთლად შეიშალე ...
_არ შემირიგდები?ასე წახვალ და არ გაიგებ ჩემსას?
_დღესაც მატყუებდი თაია...დამიმალე და პლუს მატყუებდი სულ რამდენიმე წუთის წინ . ცრემლებით ვერ მომილბობ გულს,ეგ ლაშასთვის შემოინახე და მერე მამაჩვენისთვის. ერთი კარგად ატირდი და სიტყვაც არ დაგჭირდება ,როგორც ყოველთვის შენ გამო სამყაროს დაუპირისპირდება და ილო ტვილდიანის სიძედ მიღება რა პრობლემაა
_სად მიდიხარ ... მტოვებ?
_დიახ. ზრდასრული ქალი ხარ,ჩემთვის აქამდე არ გიკითხავს აზრი და მე კი არ გტოვებ შენ დამტოვე . ღმერთმა ხელი მოგიმართოთ შენ და შენ სიყვარულს
..........
მეორე დღეს ლევან გოშხეთელიანმა თავიდან გახსნა ამბავი. ამჯერად ბერდო ჩუმად იყო და დანარჩენები განიხილავდნენ ახალ ამბავს
_ასე მიხედეთ ოჯახს? ერთ გოგოს ვერ მოუფრთხილდით ორმა კაცმა? ორმა ძმამ ერთ დას ვერ მიხედეთ ბიჭო? ორი შვილით,სახლიდან გაგდებული ცოლით ,არანორმალური ოჯახით ... თავის დედმამიშვილებსაც თვითონ ზრდის და ერთი კითხეთ თქვენ ჭკვიან დას გაუქაჩავს ამდენ ტვილდიანს და ამხელა ოჯახს მართვას? თუ რა გონია ილო ტვილდიანი დასვამს და აკუსკუსებს სკოლაში მოკლე კაბებით და ყვავილებიანი სარაფნებით. ის ცოლიც რატო გააგდო არ იცის კაცმა საერთოდ ცოცხალია თუ მოკლა ისიც არავინ იცის .იმ ქალის მნახველი არაა არავინ ჭორად მაინც რომ თქვას სად წავიდა. ასეთ კაცთან უნდა ყოფნა ? მიპასუხე ერთი აზრზე თუ ხარ საერთოდ რა სისულელეს აკეთებ
_არაფერი გამიკეთებია მაგრამ ისეთი ამბავი შექმენით ბარემ გავლილი მაქვს ყველაფერი და გავყვები ...
_თუ მოგიყვანს ასეთი მსუბუქი ქცევებით მადლობაც უთხარი შვილო
_მამა ნუ მეტყვი ისეთ რამეს რაც გულს მატკენს და მერე შენც ინანებ . მე არაფერი ჩამიდენია სამარცხვინო და არც მას
_სამარცხვინოს რას თვლი შენ ... საყვარლად იმიტომ არ ყავხარ ჩვენ რომ გვიცნობს თორემ შენზე რომ იყოს დამოკიდებული შენნაირი ქალი რამდენი ყავს იცი?ამათ კითხე ესენი იცნობდნენ და გეტყვიან იმ ორის გარდა ბავშვები კიდე სად ყავს ეგეც კითხე
_შენც გყავს სადმე ჩვენ გარდა?არ მგონია დედამდე და დედას შემდეგ რუსეთში გადაცხოვრებულს დაგეკლო ქალები. ნახევარი წელი იქ ხარ და იქნებ მეორე ცოლ _შვილიც გყავს
_თაია !
_რა იყო დედა როგორ სიგიჟესაც მე მეუბნება ისეთივეს ვეუბნები ... ერთხელ ჩავუჯექი კაცს მანქანაში მარტო და მთელმა სამყარომ გაიგო?
_მანქანა თვითონ რატომ არ გყავს... არ გითხარი ისწავლე და გიყიდი_მეთქი? სხვა მანქანა ვერ იშოვე მის მანქანაში არ ჩამჯდარჯყავი?
_სხვაზე არაფერს იტყოდნენ?
_არ იტყოდნენ ხალხმა გადასარევად იცის ვის შორის რა ხდება და ნუ მასულელებ ახლა
_გთხოვ არ მიყვირო ,გთხოვ ნუ გავანადგურებთ ჩვენ მამა_შვილობის ამდენწლიან უშეცდომო, უტკივილო, წყენების გარეშე მიმავალ ცხოვრებას . დიდი ვარ უკვე იმისთვის ,რომ მივიღო გადაწყვეტილება თუნდაც რთული. შვილებისა და დიდი ოჯახის გარეშეც უქმნიან ჯოჯოხეთად ცხოვრებას კაცები ქალებს . მე თუ მომინდება ,ჯერ არ ვაპირებ ,მაგრამ თუ გადავწყვეტ ცოლადაც გავყვები და მასთან ერთად გავაგრძელებ რთულ თუ მსუბუქ ცხოვრებას. თქვენ კი ჩემ გვერდით იქნებით და დამიმტკიცებთ იმ სიყვარულს და ერთგულებას რაც ყველა შვილის მიმართ გაქვთ ,რაც გახასიათებთ ყველას _ხელები სულ გაეყინა,თითები ერთმანეთში ჰქონდა ახლართული და ცდილობდა როგორმე მშვიდად ესაუბრა. საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ. მამა ცხოვრებაში პირველად გაუბრაზა,პირველად აუწია ხმას , ,პირველად საყვედურობდა და პირველად არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილება. დედა ცუდად იყო და ხმასაც ვერ იღებდა ისე მოთქვამდა. ქაოსში ჩაიკარგა ,მარტო დარჩა ყველას წინ
_მეუბნები რომ ჭორი არ არის თუ მეუბნები რომ ჭორია და უბრალოდ შენ თავისუფლებას უსვამ ხაზს, გამაგებინე
_ჯერ არაფერია ... თუ იქნება გეტყვით
_არის ,უბრალოდ იმას არ უთქვამს ეტყობა არც მიყვარხარ არც ურთიერთობა შეუთავაზებია... ვერ ხედავ როგორ არის? უყვარს ,შეხედე ნამდვილად უყვარს და არ ტყდება. იმან რომ უთხრას დღესვე გაყვება ცოლად და სხვა არაფერი უნდა ახლა _ქეთევანმა ლამის მეორედ დაკარგა გონება _ მე მის ბავშვებს არ ვდარდობ ყავს ყავდეს ... ორი ანგელოზია და მათ გამო როგორ უნდა უთხრა უარი ადამიანს,მაგრამ თვითონ? მისი ხასიათი,მისი ცხოვრება, მისი აზრები ერთ დღეს რომ იეჭვიანოს ვერ გაუძლო მის წესებს და გაგაქროს შენც მერე? მე სხვაზე კი არაფერზე ვფიქრობ. არც ფული მინდა,არც დიპლომი ... ნორმალური ,წესიერი კაცი მინდა შენ გვერდით ვინც არაფერს დაგიშავებს და ვისთანაც მშვიდად დაგტოვებ, რომ არ შემეშინდება ,მშვიდად დამეძინება მის გვერდით რომ მეგულები ... გავგიჟდები . როდის იყო მასეთი უსიტყვო კაცები მოგწონდა შენ არ ამბობდი მაგიჟებენ ეს მუნჯი კაცებიო?
_დავიღალე მართლა ,ახლა ისეთ დაძაბულობაში მამყოფებთ ეს დღე არ დამავიწყდება და არ გაივლის არასდროს - წამოდგა, ეცადა სიმშვიდის ტალღა დაეჭირა და იქამდე გაცლოდა სიტუაციას სანამ ცეცხლში დაიწვებოდა
_სად მიდიხარ
_ჩემ ოთახში,სამეცადინოც მაქვს და ნაწერებიც გასასწორებელი
_თქვი რომ მასთან არ იქნები არასდროს და სადაც გინდა იქ წადი თუ გინდა იტალიაში გაგიშვებ ამ ზაფხულს დასასვენებლად
_არ მინდა გმადლობთ. თავად წავალ როცა საშუალება მექნება ,ჯერ არ დამიწყია იტალიურის სწავლა
_თაია თქვი რომ არ გიყვარს და რომ მოგწონდეს მაინც მასთან არ იქნები,არასდროს
_ვერ ვიტყვი იმას რაც მომავალშია და არ ვიცი რა იქნება ... პირობას თუ ვდებ ვასრულებ ხომ იცი,ისიც ხომ იცი არასდროს რომ არ ვიტყუები ასეთ მნიშვნელოვან თემებზე . ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძო ,მივხვდე რომ მიყვარს და ჯოჯოხეთშიც ჩავყვე . სხვათაშორის ზუსტად ასე მეუბნებოდა დედა ,თუ გიყვარს და უყვარხარ , ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის და შენთვის იქნება ესეცო
_მერე მე მამაშენის მსგავს ნორმალურ კაცზე გელაპარაკებოდი. სად ნახე მამაშენს და მე რომ დაგვეხოცოს ერთმანეთი ... ან ხელი აეწიოს ჩემზე ან შეურაწყოფა მოეყენებინოს ნუ გამაგიჟებ. მამაშენს ადარებ?
_ქეთევან მამაჩემი ერთია და ისიც შენი თანაც არც ისეთი იდეალურია ახლა რომ წარმოაჩენ და რატომ ამოიჩემე ეს მოკვლა არ მესმის. თქვენ არ იცნობთ ილოს
_შენ იცნობ ,შენ მოახერხე და გაიცანი ჩვენზე უკეთესად ხომ?
_თქვენც გგონიათ რომ შეუძლია მომკლას ?- ბერდოს და ლაშას მიუბრუნდა
_ჩვენ არაფერი გვითქვამს ... თუ გვაკვირდები ჩუმად ვართ და არ ვერევით
_მაგრამ მაინც წინააღმდეგები ვართ-ლაშამ დაამატა და მაინც საუბარში მეტად არ ჩაერია
_ყველას გვინდა შენთვის მშვიდი ცხოვრება...სიმშვიდე მასთან არ გექნება თუნდაც სიგიჟემდე უყვარდე. რაც უფრო მეტად ეყვარები მით უფრო რთული იქნება
_გმადლობთ ჩემზე რომ დარდობთ... მსუბუქად მარტო ვარ და ვიქნები მაშინ შინაბერა სიცოცხლის ბოლომდე.
_ილოს თუ არ გაყვები არ გათხოვდები , ამას ამბობ?
_არა ,ვამბობ რომ ყველა კაცთან ოჯახის შექმნა რთულია ... ჰკითხეთ თქვენ ცოლებს ორივემ და გეტყვიან რომ მარტივი არცერთი დღეა
_ტვილდიანს მტერი ყავს მარტო იმდენი ღამეც არ ძინავს მგონი
_დავასრულოთ გთხოვთ ... არაფერი შეიცვლება ამ დიალოგით.
_გამოდის მის ნათქვამ მიყვარხარს ელოდები და გაფრინდები წამსვე
_მითხრა უკვე ,მაგრამ არსად წავსულვარ და არაფერი შემიცვლია _ბოლოს მაინც თქვა ,ნერვებმა უმტყუნა და სახეზე ხელები აიფარა _ თქვენ ართულებთ ახლა ყველაფერს,ხალხის ხმას აყოლილები მახრჩობთ სათითაოდ ყველა და ვერც ხვდებით რომ გაჩერდეთ .
_გაიგონე?
_გავიგონე ... შენი შვილია ,არაფერს შეცვლის და ხომ არ გამოვკეტავ ან ხომ არ ვცემ . თავი უნდა დაიღუპოს და ჩვენ ვუყუროთ ხოდა რაც უნდა ის ქნას თვითონ აგებს პასუხს თავის შეცდომებზე სულ და ამჯერადაც ასე იქნება. ტვილდიანისთვის გზრდიდით თურმე ასეთს დახვეწილს , განათლებულს,ძლიერს,იდეალურს ... იდექი ნაღმზე და მერე იმედი მაქვს საშველად მაინც გვიხმობ და ჩვენც მოვასწრებთ როგორმე შველას - ერთხანს ჩუმად იჯდა კაცი, და-ძმის დიალოგს უსმენდა და ბოლოს ისევ თავად დაასრულა - ბარგი ჩაალაგე , მე და შენ წავიდეთ ზღვაზე ამათ არცერთს სჭირდებათ ჩვენი აქ ყოფნა , ჩვენ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე - ქეთევანს ხელი ჩაკიდა , გვერდით დაიყენა და ოთახიდან გაიყვანა.
-გავდივარ, წამოხვალ?- წამოდგა და მარიტას გასაღები გაუწოდა
-წავიდეთ - სამეცადინო ჰქონდა ,მაგრამ იცოდა რაც ხდებოდა და დაუფიქრებლად გაჰყვა. საჭესთან ისე იჯდა თითქოს მართლაც მართვის სწავლება იყო მთავარი ამბავი. ზედმეტად შორს წავიდნენ, ქალაქსაც გასცდნენ და კახეთის მიმართულებით აიღეს გეზი
_შეიძლება გკითხო ?
_გისმენ
_თვეებია უკვე თქვენთან ვცხოვრობ, შეიძლება ცოტა დროა ,მაგრამ მივხვდი ,რომ ერთმანეთს არაფერს უკრძალავთ და თაიას შეყვარებული რატომ არ მოგწონთ არცერთს შეგიძლია მითხრა?
_ახლაც არავინ არაფერს უკრძალავს,ჩვენი პოზიცია გვაქვს ისიც მის დასაცავად. ხომ ისმენდი ჩვენ საუბარს
_არც თქვენ იცნობთ კარგად ,მხოლოდ ჭორები იცით მის შესახებ და იშვიათად ერთ წრეში თუ მოხვდებოდით ხომ? იქნებ არაფერი დაუშავებია საკუთარი ცოლისთვის დ არ არის საშიში მასთან ყოფნა
_სრულიად სხვა ცხოვრების მქონე ოჯახი ჰყავს. რომლის მთავარი ქალიც გახდება და იმხელა პასუხისმგებლობა დააწვება მხრებზე თავის ნებაზე წიგნსაც ვერ წაიკითხავს . დრო არ ექნება ფიზიკურად. ვერც უარს იტყვის და მხოლოდ ცოლი ვარ მომეფერე,ჩამეხუტე,ბავშვები გვყავდეს და მსოფლიო მოვიაროთ ხელჩაკიდებულებმაო ვერ ეტყვის. რამდენიმე ღამე არ ვიყავი სახლში და კაზანოვად შემრაცხე . ის ორ თვეს ატარებს მგონი სახლში და ისიც გადაბმულად არა. სახლი აქვს მარტო იმდენი როდის სად დარჩება კაცმა არ იცის. იმდენი დეტალია ახლა რაც საბოლოოდ იმოქმედებს თაიაზე და ამას გარდა კიდევ ვიცი მე რაც შეუძლია მას რომ გაუკეთოს ადამიანს . სულ რომ ჩემ დას არ შეეხოს,მართლა მის კომფორტზე იზრუნოს და დედოფალივით დასვას ერთ დღეს პატიმრის ცოლი შეიძლება იყოს. მგონი ნორმალურია რომ არ მინდა ჩემი და ზონაზე დადიოდეს ქმართან შესახვედრად ,ბოლოს დარჩეს მარტო მხრებზე ტვირთით,სიყვარულით ,მონატრებით და უსაშველო დარდით. ვერ შეინარჩუნებს მის გვერდით საკუთარ თავს და ეს მეტამორფოზაც არ იქნება მის სასიკეთოდ. დაკარგავს იმ სილაღეს და ბედნიერებას რაც ახლა მოაქვს და რასაც ახლა აფრქვევს. შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძოს და მიხვდეს რომ მასწავლებლობაც არ შეეფერება ილო ტვილდიანის ცოლს.
_სულ მეუბნები ხოლმე შიში არ უნდა გქონდესო და შენც შიშის გამო ფიქრობ ამ ყველაფერს. ქალისთვის ,რომელიც ქორწინდება ყველა ოჯახი უცხოა და ხშირად სრულიად განსხვავებული იმისგან რა გარემოშიც გაიზარდა. ცვლილებები ყოველთვის ხდება და მაშინ საერთოდ არ უნდა დაქორწინდეს. ზედმეტად მდიდარი და გავლენიანი რადგანაა ეგ არის პრობლემა? იქნებ თაიამ პირიქით ამ ხელთარსებული შესაძლებლობებით საკუთარი პროფესიული სვლაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოს,განათლებაც და
_რომელი განათლებისთვის ექნება დრო ... ტვილდიანის ოჯახი იმდენ საქმეს აგვარებს და წყვეტს ჩათვალე კომპანიაში შედის გენ.დირექტორად. გაერიყება ყველაფერს და დაკარგავს სტატუსს. ილო ტვილდიანს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მოკლას ,ესროლოს ,დანა დაარტყას , ძვლები დაუმსხვრიოს კაცს . ერთადერთი რაც არ მჯერა ისაა რასაც მის ცოლზე ყვებიან. არ მინდა და არც დავიჯერებ არასდროს,რომ ქალს რამე დაუშავა ,მაგრამ ფაქტია სახლიდან გააგდო და შვილებს სამუდამოდ დააშორა დედა. ეს ნორმალური ქცევაა? მე ვერ მოვაშორებდი ბავშვებს ქალს რომელმაც ისინი გააჩინა თუნდაც ბ.ზი იყოს . მასთან თუ არ ვაცხოვრებდი დედის ნახვის უფლებას არ წავართმევდი,ვერ წავართმევდი . დედა ყველანაირი მაინც ყველაფერზე წმინდა მგონია შვილისთვის ... სულ ვფიქრობ ,ეს დღეებია თავში მიტრიალებს ან რატომ ჰყავდა ცოლად ასეთი ქალი ვისთან ბავშვების დატოვებაც არ შეიძლება. თუ უბრალოდ საყვარელი იყო,ერთხელ ჰქონდა ურთიერთობა ორსულს აბორტი არ გააკეთებინა და იმდენად ამორალური იყო ეს ქალი ბავშვები მოაშორა ... მაინც არ მინდა ასეთ კაცთან ჩემი დის ცხოვრების დაკავშირება. არ მინდა ხომ მაქვს უფლება არ მინდოდეს
_უფლება ნამდვილად გაქვს ... რომ ღელავ და გეშინია მის გამო ესეც ნორმალურია . მესმის უკვე რატომაც დარდობ . თქვენგან განსხვავებულია
_ვერასდროს ვიტანდი ადამიანებს რომლებიც საკუთარ თავს ღმერთზე მაღლა აყენებდნენ ... ყველა ასე იქცევა ვინც გავლენას იყენებს ბოროტების ჩასადენად. შეიძლება სული არ აქვს ბოროტი ათასი სიკეთე აქვს ჩადენილი და ჩემი მათხოვრისთვის დატოვებული ფული თუ ობლებისთვის დარიგებული პროდუქტი ,ზღვაში წვეთია,მაგრამ იმდენი მტერი ყავს,იმდენი მოქიშპე და იმდენი ვინმე დგას მის გზაზე ვინც უნდა მოიშოროს. ბრძოლა გადარჩენისთვის აქვთ მისი მსგავსი ქონების მქონე ადამაინებს. სულ ნულიდან დაიწყო , აზარტი აქვს იყოს სხვებზე წინ და თაიაც ალბათ პირველი ქალია ვინც ასე გაგიჟებით უყვარს. გიჟია,ნორმალური ნამდვილად არ არის. ყველაფერი სულ საუკეთესო უნდა და იღებდა. მის უნდაზეა მთელი მისი ცხოვრება და ამას შენც მიხვდები რამდენჯერმე რომ შეხვდე,მოუსმინო ან უბრალოდ შორიდან დააკვირდე. ასეთ კაცთან ცხოვრება თაიასთვის იქნება ომი . დაიღლება , ფრთებს დაკარგავს ბოლოს და დანებდება . რომ შეეჩვევა ,მის ნაბიჯს გაყვება უსიტყვოდ ის აღარ იქნება ჩემი თაია. გინდ ფრანგული გიპიური ეცვას და გინდ დახეული ,თუ შენ კარგავ საკუთარ თავს ორივე უბედურებაა და ისიც უბედურებაა თაიამ რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარისკოს ან უარი თქვას . მე ხომ ვიცი ჩემი დის ხასიათი,აქამდე არასდროს არავინ მოსწონებია და თურმე ვის ელოდა მისი გონება . ჩვეულებრივი ბიჭები არ მოსწონდა და ჰყავდეს არაჩვეულებრივი _სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია სწრაფად მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა ნიკოტინით გაჯერებული ჰაერი. მზე მათ წინ ჩავიდა , შორ გზას მიუყვებოდა მარიტა და თან ყურადღებით უსმენდა ქმარს. ამინდი მშვიდი იყო. ბერდოს ტვინში ტრიალებდა ქარიშხალი_შენ რომ იყოს ჩემს ადგილად გაგიხარდებოდა შენი დის ამბავი? მეორე მხარე არ გექნებოდა?
_მეც ვიდარდებდი ,ვერ ვიტყვი შენზე მეტად მიყვარს და მედარდება თაია_თქო ,მაგრამ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანია და ახლა რომ მოგისმინე მეც მეფიქრება მის მომავალზე. ხომ არიან ქალები დიდი პასუხისმგებლობით,რთული ცხოვრებით ,ნაკლები თავისუფალი დროით და დატვირთული დღეებით. ზოგს სტატუსი რომ უქმნის ამ სირთულეს ,ზოგსაც პროფესია ,მაგრამ ბედნიერები არიან. სიყვარული რომ არ იყოს ასეთი რთული გრძნობა რომ არ მოითხოვდეს უამრავ მსხვერპლს არ ისაუბრებდნენ მასზე საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად. შეიძლება ჩვეულებრივ კარგ კაცს გაჰყვეს,ვინც არც ვინმეს მკვლელს ჰგავდეს და მის გვერდით მშვიდად იცხოვროს , აუღელვებლად კომფორტულად ,დალაგებული ცხოვრებით ,მაგრამ ერთ დღეს რაღაც მოხდეს რაც ყველაფერს ამოატრიალებს . თუ ისე არ ეყვარება როგორც ილო ახლა, ყოველთვის ექნება სინანული და არ არსებობს სინანულთან ერთად არსებული მშვიდი ცხოვრება. არც თაიაა ჩვეულებრივი ,არც მისი ბედისწერა იქნება ყველას მსგავსი. მე მჯერა მისი გულისაც და გონებისაც. მგონია შეუძლია ყველაფერი აწონ_დაწონოს
_არ შეუძლია იმიტომ რომ უყვარს და ილოს შავი თვალების ციმციმითაა ახლა გაბრუებული. ვერ უყურებ როგორი გაფანტულია? ერთ ფურცელს დაჰყურებდა გუშინ ორი საათი გაბადრული სახით. წარმოდგენა არ მინდა და გაფიქრება არ მინდა რაზე ფიქრობს,ვისზე და რა სურვილები აქვს კიდევ. ტვილდიანი არ აჩქარებს და ესეც ვითომ ფიქრობს და უარზეა თორემ ის რომ სულ ოდნავ აჩქარდეს,ოფიციალურად დაელაპარაკოს ქორწინებაზე გგონია შეყოვნდება და რამეზე იფიქრებს? მაგას ახლა ბავშვები ყავს წარმოდგენილი უკვე ტყუპებს დამესგავსებიან თუ არა ისიც კი და სადღაც შანზელიზეზე მაღაზიაში ეძებს გოგოსთვის კაბას ტვილდიანთან ხელჩაკიდებული.
_თურმე ნერვიულობა გჭირდება ბევრი რომ ისაუბრო _უყურებდა,უსმენდა და მისი აღელვების’ფერიც კი უყვარდა.
_ზუსტად ერთნაირად ხართ ორივე _ ჩაეცინა სიმწრის სიცილით და თავი უკან გადასწია
_მე და თაია რომ არ ვგავართ
_სულ’არეულები ხართ ორივე... ის და ილო ერთად რომ დავინახე ზუსტად ისე უყურებდა როგორც შენ მე და მე თუ ვხედავ ამ შენ მზერას ტვილდიანი ვერ ხედავს და ვერ უხვდება თაიას? შავს და თეთრს ყველას და ყველაფერს თავის დაკრულზე ატრიალებს?
_ვერ ვხვდები ახლა ჩემი გრძნობა აღიარე თუ თაიასი გაიაზრე
_ორივე ... ახლა ნუ გამიბრაზდები შენთან ბუტიაობის ენერგია არ მაქვს . მოდი უბრალოდ ერთად ვიყოთ დღეს . იქნებ რამე წერტილი ვიპოვო და დავისვენო ცოტახანს თორემ თავი გამისკდება მალე. ამდენი ცხოვრებაში არაფერზე მინერვიულია თანაც წინასწარ ...ეს რა უბედურება ყოფილა
_დამშვიდდი,ყველაფერი იქნება იმაზე კარგად ვიდრე ყველაზე დიდ ოპტიმისტს წარმოუდგენია _ წამით გახედა და მისი ხელი იპოვნა _თაია შეცვლის ტვილდიანის ცხოვრებას , თავისად მიიღებს მის ყოველდღიურობას და გამოავლენს ყველა მის დადებით თვისებას. სიყვარული აკეთილშობილებს, დადებითისკენ ცვლის და ღმერთთან უფრო აახლოებს ყველა ადამიანს
_ფერისცვალება ხართ შენ და შენი არსებობა ჩემში
-და მაინც სად მივდივართ?
-იქ სადაც ღამეების უმრავლესობას ვატარებ
-ნინია კახეთში ცხოვრობს?
-ამ რამით ნინიას ხსენებას გიკრძალავ
-მახსოვს ადრეც ამიკრძალე
-სულ დაკარგა ჩემმა სიტყვამ წონა? აქ გააჩერე - შემოღობილ ვენახთან გააჭერა, წინ ხის ჭიშკარი იყო, რომელსაც ეტყობოდა ახლახანს რომ დაამზადეს . გადავიდა და მარიტას დაელოდა - წამოხვალ?
-სად ვართ?
_ამ ვენახში ვათენებ და ვაღამებ ... სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა ცოტა ხნის წინ და უფრო მეტი მქონდა საქმეც. კახეთის მიწა სულ ასეთია ყველაფერს გაძლევს და მერე თითქოს ზეცა უბრაზდება ერთი დღე იწვიმებს, სეტყვას დაუშენს და გაანადგურებს შენ კი თავიდან იწყებ
_აქამდე რატომ არ მომიყვანე აქ...
_არავინ მომყავს,მხოლოდ ჩემი საქმეა და ვერ მოვერიე . ქვებისოდენა სეტყვას არ ველოდი ვერ გავთვლიდი სხვა ადგილი უნდა ამერჩია ,მაგრამ თავიდან დავიწყე და მოყოჩაღდებიან მალე
_ტყუილად არაფერი ხდება ...
_ამ მხარეს არ არის ხოლმე ასეთი საშინელი წვიმა ... მეგონა ყველაფერი გათვლილი მქონდა . ცოტა მაკლდა ჭკუიდან გადასვვლამდე, უბედურება ისაა როცა დამნაშავეს ვერაფერს უშავებ
_ბუნების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდი , მაგრამ შენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს ... მომხდარს ვეღარ შეცვლი,მაგრამ არ უნდა დანებდე
-დანებება ჩემი სიტყვა არ არის
- მე უნივერსიტეტის პირველი გამოცდის წინა დღეს ხელი მოვიტეხე და ისე დავგორდი კიბიდან ტვინის შერყევაც მქონდა ,ძლივს მივბობღდი ... გზაში ვფიქრობდი რომ არაფერი მახსოვდა რომ აზრი არ ქონდა ყველაფერი უაზრო იყო და ჩამრჩებოდა კიდეც და მდგომარეობაც გამირთულდებოდა. ზამთარამ ხელში აყვანილი მიმიყვამა ,სკამზე დამსვა და გავიდა... მაღალი ქულა მივიღე . შენი ვენახი წელს თუ არა მომდევნო წელს აუცილებლად მოგცემს ნაყოფს და ერთად დავწუროთ ღვინო . ჩემი ფერმისთვის არ გაქვს მიწები ?
_რომელი ფერმა ...ძროხების ?არ მჯერა რომ გიყიდო ახლა 100 ძროხა, გაუმკლავდები
_ასი ძროხის ფული ნამდვილად გაქვს? მე აუცილებლად გავაკეთებ საწარმოს
_რძის?
_მათ შორის ... ფრინველების ფერმასაც გავაკეთებ და ჯანსაღ პროდუქტდ ვაწარმოებ . შენი ვენახიდან მიღებულ ფულს ჩადებ ჩემ ბიზნესში თუ მე ჯერ სხვებთან უნდა ვიმუშაო და ბევრად მეტი დრო დამჭირდეს
_როგორც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალს არ გაქვს პრობლემა ქმარმა რომ მოგცეს ფული?
_შენ მე ფულს მომცემ ჩემი გეგმის შესრულების შემდეგ გამომუშავებული კი მხოლოდ ჩემი არასდროს იქნება,იქნება ჩვენი და შესაბამისად ეს არ იქნება პარაზიტული ქმედება
_მე და შენ ვაჭრობის გეგმა გვქონია
_მე უამრავი გეგმა მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ თითოეულ მათგანს , მხოლოდ სწავლა უნდა დავასრულო რომ დრო მთლიანად დავუთმო
_უნდა დავფიქრდე მიღირს თუ არა დავაფინანსო საქმე რომელიც ისე გაცხოვრებს რომ დროს ჩემთვის არ დაგიტოვებს
_შენ გინდოდეს და მე დრო შენთვის სულ მექნება... მოიცა რა გამოდის რომ მე აქაურობაზე ვეჭვიანობდი?
_დიახ
_სულ ყოველთვის აქ იყავი როცა ამბობდი საქმე მაქვსო?
_დიდი გზაა... უცებ ვერ ვბრუნდებოდი
_აქ სახლი გვინდა , აუცილებლად ... მეც ხომ მასწავლი მოვლას
_გასწავლი- ბავშვივით აჟიტირებულს თვალს არ აშორებდა და ყველა სხვა ფიქრი ქრებოდა თავიდან
_ასე რატომ მიყურებ
_მიყვარს ეს შეგრძნება
_რომელი ეს
_სულ რომ ჩემ გვერდით იქნები და მხარს დამიჭერ ყველა საქმეში
_აუცილებლად ! მთელი ჩემი ცხოვრება ოცნებების ახდენაზე დგას... მართალია შენნაირ ქმარზე არც მიოცნებია ისე ამიხდი ,მაგრამ სხვა ყველაფერი ბრძოლაა ოცნებისთვის ... თუ მეტყვი ხოლმე შენ ფიქრებს ჩემ მიზნებადაც ვაქცევ და მერე აუცილებლად გამოგვივა,ერთად _ ვერ უძლებდა ისევ მოწყენილი რომ იყო,მისი მოღუშული სახის დანახვა გულს ტკენდა და მოფერების ,ჩახუტების,მისი ტკივილისა და შიშის გაქრობის დაუცხრომელი სურვილი ჰქონდა
_გენიოსი ქმარი გყავს_ ლოყაზე ეფერებოდა მარიტა მის ხელს თავისი რომ შეახო და ხელისგულზე აკოცა
_როგორ დაასკვენი
_დაგინახე და მივხვდი ჩემი ნაწილი იყავი ,ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილება ასე სწრაფად და ასეთი დაძაბული ფონის პირობებში ვის შეეძლო სხვას მიეღო
_ძალიან ორიგინალურად მეუბნები რომ არასდროს ინანებ ჩემ ცოლად შერთვას
_ჯერ მაინც არ ხარ ჩემი ცოლი
_ისევ იგივე
_ჯვრისწერა ვიგულისხმე და სხვათაშორის არც იურიდიულად ვართ ცოლ_ქმარი
_პირველ ღვინოს რომ დავწურავთ და მზად იქნება მერე გადავიხადოთ ქორწილი
_როგორი აქტიური ცოლი მყავს თვითონ მთავაზობს ყველაფერს
_როცა აგვიანებს ქმარი რა გზაა სხვა
_მე ვაგვიანებ?მთავარი გადაწყვეტილება მე მივიღე
_არ დამაცადე თორემ ჩამოვიდოდი და თვითონ გეტყოდი წამიყვანე აქედან_თქო
_მაგრამ ქმრობას არ მთხოვდი
_არ გამოვრიცხავ და არც ნინიას ამბავი მავიწყდება , ქორწილზე რომ ვსაუბრობთ
-მაინც დაიწყო...
.....................
მგონი ბევრი რამ დავწერე და ვთქვი ამ თავში
ნელ-ნელა ვუახლოვდებით დასასრულს
მადლობა თქვენ რომ შემაძლებინეთ
მადლობა ფერებისთვის რომელსაც მაძლევთ



№1 სტუმარი სტუმარი nina

აუუუ, ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ გამიხარდა რომ დამხვდა. მადლობა.

 


№2 სტუმარი ცისია

ძალიან მომწონს.
თქვენი შემოქმედება როგორც ყოველთვის საინტერესო, დახვეწილი და ემოციურია

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nina
აუუუ, ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ გამიხარდა რომ დამხვდა. მადლობა.

♥︎♥︎♥︎

ცისია
ძალიან მომწონს.
თქვენი შემოქმედება როგორც ყოველთვის საინტერესო, დახვეწილი და ემოციურია

მადლობა ♥︎♥︎♥︎

 


№4 სტუმარი სტუმარი დიანა

ვაააფრენ და პირველად ვერ ვწერ კომენტარს ვრცელს ???? მადლობა მარიამ ????❤️

ილო ტყუილად ჰგონიათ ცუდი , ილო არაა ის რა წარმოდგენაც ოჯახს აქვს , თცა მაინც წამიცდა ხელი ცოტა ვრცელ კომენტარზე და ვიტყვი , მომწომს მაინც ოჯახის ასეთი გვერდში დგომა … ერთი გოგო ჰყავთ და სულ არ მიკვირს რატომ აფორიაქდნენ ასე ???? თუმცა თაია რის თაიააა , ვინმეს გადაწყვეტილებამ გადაწონოს და მის ილოს ზურგი აქციოს ❤️ მიყვარან ხალხნოოო , ყველა პერსონაჟზზე ვაფრენ ‼️

 


№5  offline წევრი დარინა

ჩემი ილო როგორი პირდაპიროა აი ზუსტად თუ გიყვარს ეგრე უნდა მოიქცე კაცი აბა თქვენი ბერდოსავით შორიდან კი არ უნდა უაროს და ქალს ნერვები არ უშალოს დააგლიჯა მარიტას ნერვები, იმ ქორწილში რომ არ ეცეკვა და ყურადღებასაცა რ აქცევდა მარიტას ადგილზე ვაფშე მე ვცემდიი :დდდდ აღარ მოუხდენოდა იმ ვიღაცასთან შეტაკებაა, ძალით რპმ აეჭვიანებდა არ აპატიო მარიტა მაგას ეგ ეჰ ეს ქალები რანაირენი არიან ერთს გაუღიმებს კაცი და უკვე ხელებში უვარდებიან :დდდდ აი ილოზე რაც ილაპარაკეს გოშხეთელიანებმა ბატონმა ტვილდიანმა სულ დღეში ათასი ბოდიში ახდევინოს ჭორებზე აყოლილი მამრები აღმოჩნდნენ, წინასწარ იმაზე დააქციეს ქვეყანა რაც არ მომხდარა, დატოვე ბატონო ილია მაგათი ქალი აგერ მე ვარ მზად შენი დიდი ოჯახიი მივიღოო :დდდდ

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

იცი,რა გამიხარდა,წინა თავში,რაც გითხარი,ის განვრცობილად,რომ გააჟღერა ბერდომ და ეცადა დაენახვებინა მარიტასთვის რეალობა.
მსუყე თავი იყო,რისთვისაც დიდი მადლობა!
ცოტა დამაშინა ილოზე ამდენმა ნეგატივმა.
დარწმუნებული ვარ,თაია მაინც მას აირჩევს,მაგრამ სერიოზული დაძაბულობაა.
ისე კი, მომწონს ბერდოს პოზიცია თუნდაც, მაგ საკითხში და ისიც მსიამოვნებს, როგორ ღელავს დაზე და თან,რომ პატარა ბავშვივით ეკითხება მარიტას, ხომ მაქვს უფლება არ მინდოდეს დისთვის რთული ცხოვრებაო...
ჰო,დასასრულისკენ რომ მიდის ეგ ამბავი არ მხიბლავს, რადგან ძაან შევისისხლხორცე და ეს მომენტიც კი მიყვარს,საიტს რომ ვამოწმებ შენი მოლოდინით...
ილო კი, დასაფასებელია იმაში,რომ ბერდოსთან მივიდა.
მე მაინც ცოტა ძველმოდური ტიპი ვარ და მხიბლავს ეგ ამბები, ძმას რომ საქმის კურსში აყენებს.
რაღა დაგიმალო და ამ თავში მარიტა ოდნავ შემსუბუქებულია და ძალიან მომეწონა. თითქოს, მეტი ჰარმონია მოიტანა.
ისიც მომეწონა, ტუტუც სტუმარს ქორწილში ძალიან ლამაზად რომ დაახურა თავზე :D
და ძალიან კარგი იყო ის მომენტიც,ბერდოს ჩხუბს რომ ელოდა, რადგან ეს სცენარი იყო მისთვის ჩვეული,თავისი ოჯახიდან და ეს ვერ მიიღო. რაღაცნაირად მომეჩვენა რომ ამ მომენტში მკვეთრ განსხვავებას შეასკდა რეალობასა და მის რწმენა-წარმოდგენებს შორის.
დედისგან, რომ მოფერება არ მიუღია და როგორ ამოუჯდა გული დედამთილის სითბოზე, მეც ამეტირა...
მადლობა,მოკლედ, თუმცა,შენთან მოკლედ საუბარი არ გამომდის,აგერ უკვე რამდენი წელია.

 


№7  offline წევრი Mmarriamkk

ვგიჟდებიიიიიიიიიი

 


№8  offline წევრი მე♥უცნაურე

და კიდევ, სულ რომ ისეა,თითქოს მხოლოდ მწერლები ელოდებით მკითხველთა კომენტარებს,სინამდვილეში, ძალიან ხშირად ვამოწმებ, მპასუხობს თუ არა ავტორი,თუნდაც რაიმე სმაილით, ან მოწონების ღილაკით და ვხვდები,რომ იმათაც კი,ვისაც ვკითხულობ წლებია, მაგრამ ამ ბოლო დროს კომენტარზე პასუხის გაცემა ეზარებათ,მეც მეზარება მათთვის დაწერა.
ამიტომ მადლობა ამისთვისაც, რომ არ არჩევ მკითხველს და ყველას გვინაწილებ შენს დროს,უკუკავშირი ჩვენც რომ დაგვიტოვო <3

 


№9 სტუმარი სტუმარი თამთა

ემოციების ბუმია სულ'არეულო ❤️❤️. ვერ ვხვდები რა დავწერო.....ჩვენი ილო რა კაცი ყოფილა უჰ....აზარტში შევედი ორმაგად ვგულშემატკივრობ ამ საოცარ წყვილს ❤️❤️
როგორი შენეულია ყველა აბზაცი, შეუძლებელს რომ აკეთებიებ მოქმედ პირებს და წარმოუდგენელ სიუჟეტებს ფრთებს ასხავ უდაოა რა კარგია რომ გვყავხარ ????????

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დიანა
ვაააფრენ და პირველად ვერ ვწერ კომენტარს ვრცელს ???? მადლობა მარიამ ????❤️

ილო ტყუილად ჰგონიათ ცუდი , ილო არაა ის რა წარმოდგენაც ოჯახს აქვს , თცა მაინც წამიცდა ხელი ცოტა ვრცელ კომენტარზე და ვიტყვი , მომწომს მაინც ოჯახის ასეთი გვერდში დგომა … ერთი გოგო ჰყავთ და სულ არ მიკვირს რატომ აფორიაქდნენ ასე ???? თუმცა თაია რის თაიააა , ვინმეს გადაწყვეტილებამ გადაწონოს და მის ილოს ზურგი აქციოს ❤️ მიყვარან ხალხნოოო , ყველა პერსონაჟზზე ვაფრენ ‼️

მე კიდევ ვაფრენ თქვენ რომ აფრენთ იმაზე :დ თაია ნამდვილად თავის სურვილრბს გაჰყვება ბოლომდე და ილო არ გინდოდეს რთულია ძალზედ

 


№11 სტუმარი სტუმარი nina

აუუუ, ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ გამიხარდა რომ დამხვდა. მადლობა.


წავიკითხე. დადამმმ. ეს რა იყო. ემოციების ზღვა. საოცრად წერთ, გემრიელი თავი იყო. ვისიამოვნე. მადლობა. მგონი ლომკა მაქვს უკვე ამ ისტორიაზე, შემოვდივარ და ვამოწმებ ხოლმე. :))

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ჩემი ილო როგორი პირდაპიროა აი ზუსტად თუ გიყვარს ეგრე უნდა მოიქცე კაცი აბა თქვენი ბერდოსავით შორიდან კი არ უნდა უაროს და ქალს ნერვები არ უშალოს დააგლიჯა მარიტას ნერვები, იმ ქორწილში რომ არ ეცეკვა და ყურადღებასაცა რ აქცევდა მარიტას ადგილზე ვაფშე მე ვცემდიი :დდდდ აღარ მოუხდენოდა იმ ვიღაცასთან შეტაკებაა, ძალით რპმ აეჭვიანებდა არ აპატიო მარიტა მაგას ეგ ეჰ ეს ქალები რანაირენი არიან ერთს გაუღიმებს კაცი და უკვე ხელებში უვარდებიან :დდდდ აი ილოზე რაც ილაპარაკეს გოშხეთელიანებმა ბატონმა ტვილდიანმა სულ დღეში ათასი ბოდიში ახდევინოს ჭორებზე აყოლილი მამრები აღმოჩნდნენ, წინასწარ იმაზე დააქციეს ქვეყანა რაც არ მომხდარა, დატოვე ბატონო ილია მაგათი ქალი აგერ მე ვარ მზად შენი დიდი ოჯახიი მივიღოო :დდდდ

უკომენტაროდ გტოვებ აზრი არააქ მაინც შენ რო აიღჩევ პოზიციას მერე მე უძლური ვარ გადაწურული მაქ იმედი

Mmarriamkk
ვგიჟდებიიიიიიიიიი

♥︎♥︎♥︎

სტუმარი თამთა
ემოციების ბუმია სულ'არეულო ❤️❤️. ვერ ვხვდები რა დავწერო.....ჩვენი ილო რა კაცი ყოფილა უჰ....აზარტში შევედი ორმაგად ვგულშემატკივრობ ამ საოცარ წყვილს ❤️❤️
როგორი შენეულია ყველა აბზაცი, შეუძლებელს რომ აკეთებიებ მოქმედ პირებს და წარმოუდგენელ სიუჟეტებს ფრთებს ასხავ უდაოა რა კარგია რომ გვყავხარ ????????

კარგია რომ მყავს ასეთი მკითხველი თორემ მე კარგახნისწინ შევწყვეტდდი წერას ♥︎

 


№13 სტუმარი სტუმარი თეო

თაიას პოზიცია არ მომეწონა ,ილოსნაირი კაცი გიყვარდეს და ვერ აღიარო აი არ ვიცი რა ,მგონია მაგრად შეეშალა ???????????? მარიტა ბერდო ფავორიტია ,მიყვარს მათი საუბრები ❤️❤️❤️❤️

თუმცა ილოზე იმდენი რამ მოვისმინე მგონია თაიას თავისუფლება სჯობს ,ასეთ მძიმე ადამიანთან ყოფნას ,მაგრამ მგონია სიყვარული ყველაფერს ცვლის ❣️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

მე♥უცნაურე
და კიდევ, სულ რომ ისეა,თითქოს მხოლოდ მწერლები ელოდებით მკითხველთა კომენტარებს,სინამდვილეში, ძალიან ხშირად ვამოწმებ, მპასუხობს თუ არა ავტორი,თუნდაც რაიმე სმაილით, ან მოწონების ღილაკით და ვხვდები,რომ იმათაც კი,ვისაც ვკითხულობ წლებია, მაგრამ ამ ბოლო დროს კომენტარზე პასუხის გაცემა ეზარებათ,მეც მეზარება მათთვის დაწერა.
ამიტომ მადლობა ამისთვისაც, რომ არ არჩევ მკითხველს და ყველას გვინაწილებ შენს დროს,უკუკავშირი ჩვენც რომ დაგვიტოვო <3


მე მიხარია ბერდოს შფოთვებს და ადამიანურ ღელვას რომ ხედავთ . ჩემთვის ნორმალურია და ზხუსტად არაიდეალურად იდეალურია ჩემი გადმოსახედიდან. მარიტა იმდენს "ბედავს" ამ კამათით უკვე საერთოდ აღარ ჰგავს ძველ მარიტას და ბერდოც ალბათ ამიტომ უთმენს ამდენს და გაჰყავს დროც. კამათის დროს იბადება ჭეშმარიტება ზოგჯერ და იქნებ გაიაზროს კიდეც ილოს ამდენჯერ მარცვლებად ნათქვამი სიმართლე.
დასასრულისკენ ნამდვილად მივდივართ 80% დაწერილია და დარჩენილ 20 %_ს სულ ვამატებ ხოლმე რაღაცებს. ვნახოთ როგორ გამომივა იმ პარალელის ჩვენება რაც მინდა.
თაია მარიტასგან განსხვავებით ზუსტად კითხულობს უთქმელ სიტყვებსაც ილოს ქმედებებიდან და შესანიშნავად იცის რას უნდა ელოდეს მისგან. ილო კიდევ ისეთი სერიოზული ვინმეა წესების გარეშე არაფერს გააკეთებს ამჯერად ... დანარჩენს ვეცდები რომ ფარდა ავხადო. არ მიმდა ბევრი დრო დავუთმო დეტალებს ,მაგრამ რაღაცებს მაინც გავარკვევ და ისე დავასრულებ.
მიყვარს მკითხველთან დიალოგი რომ მიხდება და ასეთ ვრცელ კომენტარზე პასუხის გაცემა ცალკე სიამოვნებაა ♥︎♥︎♥︎ მადლობა რომ ხარ ჩემი მკითხველი

 


№15 სტუმარი სტუმარი ნანა

მარიამ შეუდარებელი ხარ ♥️

 


№16  offline აქტიური მკითხველი uchveulo

არა კარგი როხარ ოქრო ბაჯაღლო და ბრილიანტო ვიცით მაგრაამ ეს ნინის გაგვაგებინეე ვინააა :დდდდ მოვკვდით ხალხი ინტერესით :დდდ ილოს ცოლმა
მეც დამაინტერესა ვინ იყო რა მოუვიდაა სად გაქრაა თუმცა სულ მავიწყდებოდა დაწერა :დდ აბა შენიცი ბევრი არ გვაცდევინოო ველოდები შემდეგ თააავს <333

 


№17 სტუმარი სტუმარი მაკა

მადლობა კიდევ მადლობა სიტყვების გარეშე მომეწონა ეს თავი მგონი ნელნელა ლაგდება ყველაფერი თავის ადგილზე❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი თამო

რა კარგი თავი იყო.სულ კარგია მაგრამ არ მარიტას გაგიჟება და ცალკე ბერდო იყო არვიცი ამდენს რომ უთმენს ეუბნება მაგრამ მაინც რომ ვერ ახვედრებს მარიტას.აი ილო და თაია პირიქით არიან ყველაფერს ხვდება თაია ილოსთან.თითქლს უთმელადაც ესმით ერთამენთის ასე მგონია.რაც შეეხება სასიძოდ რომ არ მოწონთ ვფიქრობ ყველას სანანებელი ექნება ეგ სიტყვები ვნახოთ რა იქნება.ბოლოს კი ნინია ვინ არის ასეთი ასე რომ იმალება ნეტა მე ვფიქრობ მეგობარია.

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nina
აუუუ, ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ გამიხარდა რომ დამხვდა. მადლობა.


წავიკითხე. დადამმმ. ეს რა იყო. ემოციების ზღვა. საოცრად წერთ, გემრიელი თავი იყო. ვისიამოვნე. მადლობა. მგონი ლომკა მაქვს უკვე ამ ისტორიაზე, შემოვდივარ და ვამოწმებ ხოლმე. :))

ვცდილობ ამ დღეებში მალე ავტვირთო ხოლმე და დიდხანს არ გალოდინოთ ♡♡♡♡♡

სტუმარი ნანა
მარიამ შეუდარებელი ხარ ♥️

მადლობა ♥︎

სტუმარი თეო
თაიას პოზიცია არ მომეწონა ,ილოსნაირი კაცი გიყვარდეს და ვერ აღიარო აი არ ვიცი რა ,მგონია მაგრად შეეშალა ???????????? მარიტა ბერდო ფავორიტია ,მიყვარს მათი საუბრები ❤️❤️❤️❤️

თუმცა ილოზე იმდენი რამ მოვისმინე მგონია თაიას თავისუფლება სჯობს ,ასეთ მძიმე ადამიანთან ყოფნას ,მაგრამ მგონია სიყვარული ყველაფერს ცვლის ❣️

თაიამ სად ვერ აღიარა არ ვიცი ილოსთვის არ უთქვამს ჯერ და ყველაფერს თქმა არც სჭირდება ჩემი აზრით და მე შეცდომად არ ვთვლი თქვენვე ამბობთ თაიას თავისუფლება სჯობსო ნუ არ ვიცი ვნახოთ შემდეგში რას იფიქრებთ და როგორ დალაგდებით

uchveulo
არა კარგი როხარ ოქრო ბაჯაღლო და ბრილიანტო ვიცით მაგრაამ ეს ნინის გაგვაგებინეე ვინააა :დდდდ მოვკვდით ხალხი ინტერესით :დდდ ილოს ცოლმა
მეც დამაინტერესა ვინ იყო რა მოუვიდაა სად გაქრაა თუმცა სულ მავიწყდებოდა დაწერა :დდ აბა შენიცი ბევრი არ გვაცდევინოო ველოდები შემდეგ თააავს <333

ნინია ვინაა შემდეგში გავიგებთ და ილოს ცოლს ცოტა შეაგვიანდება ჯერ მეც არ ვიცი კი ვიცი მაგრამ არ დამიწერია და სად ჩავსვამ ზუსტად მაგ ამბავს ეგ არ ვიცი :დ მეც მინდა მალე დავწერო რომ არ გამიგრძელდეს ძალიან და ვნახოთ თუ გამომივა ♥︎ მადლობაა ♡♡♡◇

სტუმარი მაკა
მადლობა კიდევ მადლობა სიტყვების გარეშე მომეწონა ეს თავი მგონი ნელნელა ლაგდება ყველაფერი თავის ადგილზე❤️❤️❤️

დასასრულისკენ მივდივართ და უნდა დალაგდეს კიდეც ♥︎

სტუმარი თამო
რა კარგი თავი იყო.სულ კარგია მაგრამ არ მარიტას გაგიჟება და ცალკე ბერდო იყო არვიცი ამდენს რომ უთმენს ეუბნება მაგრამ მაინც რომ ვერ ახვედრებს მარიტას.აი ილო და თაია პირიქით არიან ყველაფერს ხვდება თაია ილოსთან.თითქლს უთმელადაც ესმით ერთამენთის ასე მგონია.რაც შეეხება სასიძოდ რომ არ მოწონთ ვფიქრობ ყველას სანანებელი ექნება ეგ სიტყვები ვნახოთ რა იქნება.ბოლოს კი ნინია ვინ არის ასეთი ასე რომ იმალება ნეტა მე ვფიქრობ მეგობარია.

თაია და მარიტა რამდენადაც განსხვავდებიან ისეთივე აქვთ ურთიერთობები საყვარელ ადამიანებთან. მიხარია ამ პარალელის დანახვა რომ შეძელით ♥︎ გამომსვლია სწორად და მადლობა ამისთვის ♥︎♥︎

 


№20  offline წევრი mmm

წლებია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ და ყოველთვის ერთი ჩასუნთქვით სასიამოვნო წასაკითხია, როგორც ყოველთვის ახლაც მოუთმენლად ველოდები შემდეგს როდის დადებთ ❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი რუსკიმარუსია

ანუ ჩვენი ბიჭი მეღვინეობას აპირებს? ეთქვა თავის დროზე სად ათევდა ღამეებს რას დაგვაწყვიტა ნერვები ცალკე ჩვენნდა ცალკე მარიტას :)
ალბათ ეს კონკრეტული სიტუაცია რომ არა მანამდე არ ეტყოდა სიმართლეს მარიტას, სანამ ქალბატონი ბერდოს ნდობას არ ისწავლიდა. არ ისწავლიდა რომ მთავარია თვითონ რა სურს და არა ის ხალხი რას ამბობს. სანამ არ ისწავლიდა რომ სხვისი მითითებით არ უნდა იცხოვროს და ყველაფერში დამნაშავე თვითონ არ არის. სანამ დანახვას და დანახულის, მოსმენილის სწორად გაგება-გააზრებას არ ისწავლიდა. სანამ საკუთარი თავის სათანადოდ დაფასებას არ ისწავლიდა. საოცარი გეგმები აქვს მარიტას და ერთად აუცილებლად შეძლებენ ყველაფერს❤️
და მაინც ვინ არის ნინია? ზუსტად ვიცი სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ურთიერთობით იქნებიან.

ხოოო, ბატონი ილო რომ მთლად ანგელოზი არ იყო ვიცოდი, მაგრამ არც "ეგეთი" მეგონა. მჯერა, რომ თაიას სიყვარული შეცვლის და არც თაიას მოუწევს იმ ყველაფრის გამოვლა რის გამოც ასე ნერვიულობენ გოშხეთელიანების ოჯახი. მესიამოვნა რომ ოჯახმა ადეკვატურად მიიღო თაიას მდგომარეობა. ისინი იმის გამო არ ღელავენ რომ ილოს შვილები ყავს და როგორ შეიძლება ნაცოლარ კაცს გაყვეს მათი ერთა. ღელავენ თაიას გამო, რამდენად შეძლებს იყოს ტვილდიანის ცოლი და თან შეინარჩუნოს ის სილაღე, სიმშვიდე და ფერები რომელიც თან დააქვს. მაინც მჯერა რომ ილო არ დაუშვებს თაიას ჩაქრობას და არც თია მისცემს ამის უფლებას.
შემდეგამდე, მარიამო❤️

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

mmm
წლებია თქვენს ისტორიებს ვკითხულობ და ყოველთვის ერთი ჩასუნთქვით სასიამოვნო წასაკითხია, როგორც ყოველთვის ახლაც მოუთმენლად ველოდები შემდეგს როდის დადებთ ❤️❤️❤️

მადლობა ♡ მიხარია რომ კითხულობთ და მომყვებით ♥︎

რუსკიმარუსია
ანუ ჩვენი ბიჭი მეღვინეობას აპირებს? ეთქვა თავის დროზე სად ათევდა ღამეებს რას დაგვაწყვიტა ნერვები ცალკე ჩვენნდა ცალკე მარიტას :)
ალბათ ეს კონკრეტული სიტუაცია რომ არა მანამდე არ ეტყოდა სიმართლეს მარიტას, სანამ ქალბატონი ბერდოს ნდობას არ ისწავლიდა. არ ისწავლიდა რომ მთავარია თვითონ რა სურს და არა ის ხალხი რას ამბობს. სანამ არ ისწავლიდა რომ სხვისი მითითებით არ უნდა იცხოვროს და ყველაფერში დამნაშავე თვითონ არ არის. სანამ დანახვას და დანახულის, მოსმენილის სწორად გაგება-გააზრებას არ ისწავლიდა. სანამ საკუთარი თავის სათანადოდ დაფასებას არ ისწავლიდა. საოცარი გეგმები აქვს მარიტას და ერთად აუცილებლად შეძლებენ ყველაფერს❤️
და მაინც ვინ არის ნინია? ზუსტად ვიცი სულ სხვანაირი და განსაკუთრებული ურთიერთობით იქნებიან.

ხოოო, ბატონი ილო რომ მთლად ანგელოზი არ იყო ვიცოდი, მაგრამ არც "ეგეთი" მეგონა. მჯერა, რომ თაიას სიყვარული შეცვლის და არც თაიას მოუწევს იმ ყველაფრის გამოვლა რის გამოც ასე ნერვიულობენ გოშხეთელიანების ოჯახი. მესიამოვნა რომ ოჯახმა ადეკვატურად მიიღო თაიას მდგომარეობა. ისინი იმის გამო არ ღელავენ რომ ილოს შვილები ყავს და როგორ შეიძლება ნაცოლარ კაცს გაყვეს მათი ერთა. ღელავენ თაიას გამო, რამდენად შეძლებს იყოს ტვილდიანის ცოლი და თან შეინარჩუნოს ის სილაღე, სიმშვიდე და ფერები რომელიც თან დააქვს. მაინც მჯერა რომ ილო არ დაუშვებს თაიას ჩაქრობას და არც თია მისცემს ამის უფლებას.
შემდეგამდე, მარიამო❤️

ბევრი მინდა დავწერო მაგრამ ბოლოსკენ გავდივარ და ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და მსუბუქად ჩავიდე დასასრულამდე. მგონი ყველაფერი დალაგდება შემდეგ თავში და ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა ♥︎♥︎♥︎ მადლობა რომ მომყვები,ასე ვრცლად მიაზიარებ აზრებს და ემოციებს ♡

 


№23 სტუმარი სტუმარი ლიზი

ახალ თავს როდის ველოდოთ ? ????

საოცარიიი გოგო ხარ საოოოცარიიი ვგიჟდებიიიი

 


№24 სტუმარი სტუმარი რუსკა

საოცარი ხართ და საოცრადაც წერთ,წარმატებებიი

საოცარი ხართ და საოცრადაც წერთ.წარმატებები მრავალიი

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიზი
ახალ თავს როდის ველოდოთ ? ????

საოცარიიი გოგო ხარ საოოოცარიიი ვგიჟდებიიიი

ჯერ წერის პროცესშია და ზუსტად ვერ ვიტყვი მაგრამ დიდხანს არ დავაგვიანებ

სტუმარი რუსკა
საოცარი ხართ და საოცრადაც წერთ,წარმატებებიი

საოცარი ხართ და საოცრადაც წერთ.წარმატებები მრავალიი

მადლობა ♥︎

 


№26 სტუმარი სტუმარი ალექსანდრა

როგორც ყოველთვის დამათენდა????ძალიან რთულია ნახო რომ დევს ახალი თავი და არ წაიკითხო ისეთი სასიამოვნოა თითოეული ფრაზა.
რაც შეეხება პერსონაჟებს,არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,თუმცა ტყუპები რამდენად არიან ილოს შვილები ,ან თუ ყავდა საერთოდ ცოლი ესაა საკითხავი???
გარდა მაგისა კითხვები თაიას ფერების დაკარგვასთან დაკავშირებით და ღელვა ნამდვილად არ ღირს,იქეთ გაფერადება ილოს საფუძვლიანი ეჭვი მაქვს...
აი მარიტას კი ძალიან ბევრი "გაბედავა" გამოუვიდა,თუმცა ისე გადმოსცემს რომ ესეც მოუხდა მარიამ, ❤️ სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას...წარმატებები...

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ალექსანდრა
როგორც ყოველთვის დამათენდა????ძალიან რთულია ნახო რომ დევს ახალი თავი და არ წაიკითხო ისეთი სასიამოვნოა თითოეული ფრაზა.
რაც შეეხება პერსონაჟებს,არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,თუმცა ტყუპები რამდენად არიან ილოს შვილები ,ან თუ ყავდა საერთოდ ცოლი ესაა საკითხავი???
გარდა მაგისა კითხვები თაიას ფერების დაკარგვასთან დაკავშირებით და ღელვა ნამდვილად არ ღირს,იქეთ გაფერადება ილოს საფუძვლიანი ეჭვი მაქვს...
აი მარიტას კი ძალიან ბევრი "გაბედავა" გამოუვიდა,თუმცა ისე გადმოსცემს რომ ესეც მოუხდა მარიამ, ❤️ სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას...წარმატებები...

მადლობა ♥︎ მალე დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა . იმედი მაქვს ბოლომდე მოგეწონებათ ♥︎

 


№28 სტუმარი ნი

დღეს არ იქნება ახალი?

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

ნი
დღეს არ იქნება ახალი?

არა ჯერ წერის პროცესშია

 


№30 სტუმარი სტუმარი Mariami

Daweret male vgijdebiiiiiiiiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent