შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები(თავი პირველი)


28-09-2025, 23:50
ავტორი ბანუ
ნანახია 1 184

ძალიან მწარედ ახსოვდა ის თებერვალი, ცივი და ბოროტი, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. იმდენად მოედო გარშემო ყველაფერს, რომ ბოლოს მის გულსაც კი მიაწვდინა ხელები და საბოლოოდ დაეპატრონა. ზამთრის გასვლის მიუხედავად, ყინული ვერ გადნა, ვერ დაუბრუნდა იმ ადამიანს, ვინც თებერვლამდე იყო, ვინც აქამდე მასში არსებობდა, ვისი არსებობაც ასე ახარებდა ქალაქს, საკუთარ თავს ვერ მოერია ყიფიანი, უბრალოდ ცხოვრების დინებას მიჰყვა.
-დილამშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე-ფეხზე წამოდგა უფროსის დანახვისთანავე ჰოლში მჯდარი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა. ყიფიანმა უბრალოდ თავი დაუკრა და კაბინეტს მიაშურა. მისი ყოველდღიურობა მხოლოდ ეს იყო, დილას საკუთარ კომპანიაში მოსვლა, მუშაობა და ბოლოს სახლში დაბრუნება, სადაც აღარავინ ელოდა.
-დღეს რამდენიმე შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი ჩვენს პარტნიორებთან-ყავითა და საბუთებით ხელში მალევე მიაკითხა სანდრამ თავის უფროსს- ამასთანავე რამდენიმე გასაუბრება გაქვთ ჩანიშნული.
-ბევრი კანდიდანტია?-უინტერესოდ იკითხა.
-საკმაოდ, თუ გინდათ გადავდებ
-იყოს, მირჩევნია მალევე მოვიშოროთ ეს საქმე
ისევ საბუთებს დააჩერდა, ისევ უინტერესო საქმეს მიჰყო ხელი და საკუთარი გონება მოსწყვიტა რეალობას. საკუთარ თავს ყველაზე მეტად ტვირთავდა კომპანიაში, ალბათ იმიტომ რომ ამ შენობის მიღმა, მის ცხოვრებში აღარაფერი იყო ისეთი ლამაზი, რომლისთვისაც თვალის გასწორება ღირდა, საკუთარ თავსაც და ცხოვრებასაც გაურბოდა, თუმცა ამას ხმამაღლა არასდროს აღიარებდა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, კანდიდატურების მიღებაზე გადავიდა. ყველა უინტერესო, ყველა საშინლად დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, ერთი და იგივე ტექსტებით, რომ მის კომპანიას სჭირდებოდა მათნაირი თანამშრომელი,რათა მათ შეეძლოთ იმის მიცემა,რაც განსაკუთრებულს გახდიდა მის ბიზნეს, მაგრამ ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ მის კომპანიას კი არა, თავად ჰქონდა უდიდესი დანაკლისი გულში, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ამოუვსებდა. თითოეული მათგანით უკმაყოფილომ კაბინეტის კარი გამოიხურა, გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა, ისევ თებერვალი იდგა, მისითვის საძულვე თვე, პალტო მოიცვა და სანდრასთან დამშვიდობებას აპირებდა, მასთან გაცხარებით მოსაუბრე ქალს რომ წააწყდა.
-გემუდარებით, ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის-მის ხმაში თხოვნის ნოტები ერეოდა
-მესმის, მაგრამ ბატონმა ალექსანდრემ უკვე დაასრულა მუშაობა, ვეღარ მიგიღებთ-მწუხარებით პასუხობდა სანდრაც.
-გთხოვთ, იქნებ რამე მოახერხოთ
-თქვენთვის არაფრის გაკეთება შემიძლია, ვწუხვარ-სანდრამ ალექსანდრეს გახედა და წამში ფეხზე წამოდგა-ბატონო ალექსანდრე მიდიხართ?
სანდრას კითხვაზე ქალმა მთლიანი ტანის მისკენ მიაბრუნა, ყიფიანმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა, შავებში ჩაცმული ქალი, უბრალოდ ეცვა, ამინდთან შესაფერისად ალბათ ძალიან თხლადაც კი, ტუჩები გალურჯებოდა და თვალები აწყლიანებოდა, ალექსანდრე კარგად დააკვირდა მის ბავშვივით ცისფერი თვალებს, თითქოს სადღაც ენახა ისინი, მოგონებებში ვერაფრით იპოვა ეს ადამიანი, მაგრამ მისმა მეხსიერებამ განგაშის სიგნალი გამოსცა. ალექსანდრემ გაშმაგებით შეხედა ქალს, მის თვალებს, ასე მორცხვად რომ უმზერდნენ, ის იყო, მის წინ იდგა მისი საყვარელი ქალი, მისი თვალები ჰქონდა, მასავით ბავშური და მოელვარე. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა დაბნეულ ქალს და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-რას აკეთებ..-სიტყვა არ დაასრულებინა ქალს
-ელიზაბეთ, რომ იცოდე რამდენი ხანი გელოდებოდი-მკლავებში ჰყავდა უკვე მომწყვდეული, მის ნაცნობ სურნელს ისუნთქავდა და თითქოს წამიერად თებერვალსაც აპატია ყველაფერი, ისევ მოუბრუნდა ზამთრისკენ გული, მაგრამ მალევე მოეგო გონს, ქალი მის მკლავებში რომ აფართხალდა და მალევე ხელიდან გამოეცალა
-რას აკეთებთ? აშკარად ვიღაცაში გეშლებით-მის თვალებში ახლა მრისხანება იკითხებოდა.
-ელიზაბეთ..-თავისთვის ამოილაპარაკა ალექსანდრემ და კიდევ ერთხელ მოავლო მზერა მის კაშკაშა თვალებს, შემდეგ მის სახეს და მიხვდა, რომ ის არ იყო, ვისაც ამდენი წელი ეძებდა, ვინც გულში ყავდა, ვისაც აღმერთებდა მის წინაშე არ იდგა, მაგრამ მის თვალებში ხედავდა საკუთარ წარსულს, საყვარელ ქალს და ალბათ ამ ცისფერებს თავისი დარჩენილი ცხოვრება უყურებდა, რომ არ სცოდნოდა რომ ის სხვა ქალს ეკუთვნოდა, მისი სულის ნაწილს კი არა სხვა ქალს.
-კარგად ხართ?-სანდრამ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა ყიფიანს, თუმცა კაცისთვის ახლა სულერთი იყო ის წყალი გამეტებით, რომ სწადდა მის გამომშრალ ყელს. ეგონა, რომ გადააგორა, საკუთარ თავს მოერია, მოკლა ის სიყვარული, რომელიც თებერვალმა წაართვა და ახლა ხვდებოდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ტყუილში ცხვრობდა, ვერასდროს გაუშვებდა გულიდან იმ ქალს, წლების წინ რომ საკუთარი თავი დააკარგვინა და ვერც იმ ქალს, მის წინ რომ იდგა და ასე ძალიან ჰგავდა ელიზაბეთს, მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს.
სახეზე ხელები მოისვა, მძიმედ ამოისუნთქა და კვლავ ქალს მიაჩერდა, რომლის მზერაში ახლა შიში ამოიკითხა, გაურკვევლობაში იყო.
-რა გქვიათ?-ძლივს მოაბა კითხვას თავი.
-მე..მეე...მეე
-ეს არც ისე ძნელი კითხვაა
-დიახ, მე... მე..
-თქვენი სახელი არ იცით?
-კესანე-მტკიცედ წარმოთქვა, მაგრამ ხმაში მაინც შეეპარა დაბნეულობა.
-ჩემთან რატომ მოხვედით?
-მე გასაუბრებაზე მოვედი, უბრალოდ დავიგვ..
-მაგას არ გეკითხებით, რატომ გინდათ ჩემთან მუშაობა?-ჰოლში იდგა, პალტოში ხელებჩაწყობილი და უყურებდა მის სახეს, ყველა ემოცია ერთად რომ ჰქონდა აღბეჭდილი.
-მე შემიძლია ყველა პრობლემას მარტივად გავუმკლავდე, ადვილად ვეგუები სიძნელეებს
-კარგით-უინტერესოდ აიქნია ხელი ალექსანდრემ, იგივე კანდიდატურა,იგივე პასუხი, არაფერი ახალი-მშვიდობისანი საღამო სანდრა- თავი დაუკრა ქალს და ლიფტისკენ აიღო გეზი. კაბინაში შესულმა მინუს 1 სართულს დააჭირა ხელი და ფიქრებით სხვაგან დაიკარგა, უეცრად ვიღაცამ რომ კარი ხელით დაიჭირა და მასთან ერთად აღმოჩნდა. ისევ სციოდა ქალს, უბრალოდ ახლა მძიმედ სუნთქავდა, როგორც ჩანს მორბოდა.
-მისმინეთ, განვიხილავ თქვენ კანდი...-არ დაასრულებინა ყიფიანს სიტყვა, მძიმედ მიახალა პირში
-ფული მჭირდება
-უკაცრავად?
-ამიტომ მინდა თქვენთან მუშაობა-კაცის თვალებს წააწყდა კესანე, თითქოს ინტერესი დაიჭირა მათში და გააგრძელა- მე არც უცხოეთში მიმიღია განათლება და არც განსაკუთრებული კანდიდატურა არ ვარ თქვენთვის, უბრალოდ მჭირდება ეს სამსახური და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო ვიყო და ეს ადგილი შევინარჩუნო, იმედებს არ გაგიცრუებთ-სწრაფად მიაყარა და დაღლილი მიაჩერდა.
ყიფიანმა ირონიით ჩატეხა ტუჩის კუთხე, ქალის ჩაცმულობას თვალი კიდევ ერთხელ შეავლო, მის სახეს მზერა მოარიდა და ჩაფიქრებულმა დატოვა ლიფტი, უკან აკიდებულს კი ყურადღება არ მიაქცია. მის დიდ ნაბიჯებს, ქალი ძლივს ეწეოდა და როცა მოულოდნელად გაჩერდა ალექსანდრე კესანემ თავი ვერ შეიმაგრა და მის ზურგს შეეჯახა, გველნაკბენივით უკან გახტა და მობრუნებულ კაცს თვალი ვერ გაუსწორა.
-ხვალ
-ბატონო?-თავი სწრაფად ასწია.
-ხვალ მოდი, 9 საათს არ გადააცილო-მკაცრი იყო მისი სიტყვები და ალბათ მისი მზერაც ასეთივე იქნებოდა, რომ არა კესანეს ხელები კისერზე რომ მოეხვია და მადლობებით აავსო.
-ბოდიშით მე..-მალევე გაიწია ქალი და კვლავ მისი ბავშური ცისფერი დაანახა კაცს, რომელსაც ვერსად გაექცა ალექსანდრე, კარგად იცოდა ეს გოგო მის ცხოვრებას, მის იარებს უფრო დატანჯავდა, თითქოს თავს ისჯიდა.
დილაადრიან მისულს მის კაბინეტთან მჯდარს, რომ გადააწყდა თავისთვის ჩაეღიმა.ჯინსის შარვალი და ფერადი ნაქსოვი სვიტერი ეცვა, ისევ ამინდისთვის შეუსაბამოდ, თითებს ნერვიულობისგან ერთმანეთში ხლართავდა და კაცს ელოდა, მის დანახვაზე კი სწრაფად წამოდგა.
-დილამშვიდობისა, შემოდი-კაბინეტის კარი დაუჭირა და ჯერ ქალი შეატარა, შემდეგ კი თავად შეჰყვა, სკამზე ჩამოჯდა და მის წინ მჯდარს მზერა გაუსწორა-რამდენი წლის ხარ კესანე?-მისი სახელი გარკვევით გამოკვეთა, ალბათ უფრო საკუთარი თავისთვის რომ შეეხსენებინა, რომ ეს ის არ იყო.
-26-ის-მოკლე იყო პასუხი.
-ერთ კვირიან სტაჟირებას გაივლი და თუ თავს გაართმევ, შემდეგ უკვე ჩვენი გუნდის წევრი გახდები
-უდიდესი მადლობა
ერთი კვირა მალევე გავიდა, თითქმის აღარ შეხვედრია ყიფიანს ქალი,მიავიწყდა კიდევაც მისი ლამაზი თვალები ასე რომ აგიჟებდა, მაგრამ ერთ კვირაში მის კაბინეტში კესანეს რომ წააწყდა თავის მენტორთან ერთად, გულმა კვლავ უცნაურად დაუწყო ძგერა. ისევ ის თვალები.
-ძალიან კარგი გოგონაა, მონდომებული და მშრომელი-აქებდა ქალბატონი ნელი მის გვერდით მჯდარს და თან ალექსანდრეს შეჰყურებდა-ვფიქრობ მზადაა სამუშაოდ
-მიხარია, რომ ასეა, რომელ განყოფილებაში ფიქრობ მის გაშვებას ნელი
-ალბათ ფინანსურში, მაგრამ ეს თავად თქვენი გადასაწყვეტია
კესანემ თავი ნელა ასწია და თვალი შეავლო კაცს, რომლის მზერაც სწვავდა, უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა და აფორიაქებდა. ყვავილებიანი სვიტერი ეცვა კესანეს, მასავით ბავშური და ისევ ისეთი სიფრიფანა, ტუჩები ისევ გალურჯებოდა, სციოდა. როგორც კი ნელი გაისტუმრა და მის პირისპირ მარტო აღმოჩნდა კაცი, უფრო მეტად აიტანა კანკალმა.
-გცივა?
-არა
-გცივა
-მე უბრალოდ ვნერვიულობ
-რაზე?
-არ ვიცი, ჩემი სიტყვები რომ ვერ გავამართლო
-რადგან მაშინ ის სიტყვები თავად მითხარი, ესეიგი დარწმუნებული იყავი და საკუთარ თავში ნუ შეიტან ეჭვს-თბილად დაუარა ალექსანდრეს სიტყვებმა ქალს.
კესანე მისი კაბინეტიდან გასვლას აპირებდა, ყიფიანის სიტყვები რომ დაეწია
-კესანე
-დიახ
-იმედები არ გამიცუროა.
ქალის სამსახურში აყვანამ თითქოს ყველაფერი შეცვალა, თითქოს რაღაცისთვის ამზადებდა ცხოვრება ალექსანდრეს. გამუდმებით სხვანაირი სითბო სუფევდა მის ოფისში, ხშირად ვერ ნახულობდა კესანეს, მაგრამ რამდენჯერმე თვალი მოჰკრა, ისევ ისეთი ფერადი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ ისევ სციოდა.
-სანდრა დღეს 8 საათისთვის გამოგივლით შენ და ნელის-საბუთებში ჩართულმა გადაუგდო სიტყვა გოგონას
-ქალბატონი ნელი შეუძლოდაა, არამგონია დღევანდელ ღონისძიებაზე მოახერხოს წამოსვლა
-მაგრამ ფინანსური ჯგუფის წარმომადგენელი მჭირდება, ხომ იცი რომ ასეთ ღონისძიებებზე ბევრი რამე წყდება
-ვიცი, იქნებ კესანე წავიყვანოთ?-ფრთხილი იყო სანდრა
-კესანე? როგორც გინდა
8 საათისთვის უკვე სანდრას სახლის წინ იდგა, სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია, ვერ იტანდა მსგავს ღონისძიებებს, გამუდმებით უწევდა ლაქუცი და საკუთარი თავის შენიღვბა. წლებია ისედაც შენიღბულად ატარებდა ცხოვრებას, მაგრამ სრულ სხვა ხდებოდა ყიფიანი ხალხში, იმ ადამიანებში, რომლებსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებდათ.სანდრაც მალევე გამოჩნდა, იმდენი წელი იყო გოგონა მასთან მუშაობდა, რომ ვეღარც ითვლიდა. სანდრას ფეხდაფეხ მოჰყვა ქალი, რომელმაც სუნთქვა წაართვა ალექსანდრეს, შავ ატლასის კაბაში გამოწყობილს მისი სხეულის ფორმები უფრო გამოჰკვეთოდა და ეს წითელი ტუჩსაცხი უფრო მიმზიდველს ხდიდა მის მუდამ გალურჯებულ ტუჩებს. ისევ ის თვალები, საოცარი ცისფერები ასე რომ უფორიაქებდა გულს კაცს. ისევ კანკალებდა კესანე.
ღონისძიებაზე მისულმა ყველასთან გამოლაპარაკება მოახერხა, რამდენიმე მსუყე გარიგებაზეც ჩამოაგდო საუბარი და იქვე მდგარ თავის მეგობრებთან გადაინაცვლა.
-მეგონა არ მოხვიდოდი-ბექამ შამპანიურის ჭიქა გაუწოდა
-შენსავით ტიპი კი არ არის-უჩურჩულა ლუკამ. ალექსანდრეს გაეცინა, მათთან თითქოს ისევ პოულობდა საკუთარ თავს, ისევ ებრძოდა ცხოვრების სურვილს, მაგრამ გამუდმებით მარცხდებოდა-ახალია?
-ვინ?-გაკვირვებით გახედა ლუკას
-დღეს რომ მოიყვანე, ახალი ქალი გყავს?
-არა, ფინანსური განყოფილებაშია ჩემთან-მკვახედ უპასუხა ლუკას და კესანეს გახედა, მორცხვად რომ იდგა სანდრასთან და სხვა ქალბატონებთან ერთად და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
-ლამაზია-ბექა ჩაერთო საუბარში.
მართლაც, რომ ლამაზი იყო კესანე, წელამდე შავი სწორი თმა, ცისფერი თვალები და მსხვილი ტუჩები ჰქონდა, მოშიშვლებულ მხრებსა და გულ-მკერდზე ჭორფლების ურიცხვი არმია ეპყრო, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა, წვრილი წელი და საოცრად გამოყვანილი თეძოები, მადისაღმძვრელი მკერდი და საოცრად ლამაზი, გრძელი ფეხები. ალექსანდრეს ტაომ დააყარა, უსიამოვნად გასცრა ტანში, თითქოს წამიერად შეზიზღდა ქალი ასე რომ დაახასიათა მისმა გონებამ, თითქოს უღალატა თავის დაკარგულ სიყვარულს და უცხო ქალში იპოვა შვება. ელზაბეთის გაუჩინარების შემდგომ ბევრ ქალთან დაიკმაყოფილა მოწყურებულმა სურვილი, მაგრამ ვერცერთთან იპოვა სიმშვიდე, ვერავინ აუნაზღაურა ის სითბო ასე რომ აკლდა. ქალის ულამაზესი ვარსკვლავებით მოჭედილი ზურგი წარმოუდგა თვალწინ, გაშმაგებით რომ უკოცნიდა და აგიჟებდა. სიბრაზე მოაწვა.
ელიზაბეთი რომ გაუჩინარდა იმ წელს ყველაფერი ფეხზე დააყენა, ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექა, მაგრამ ქალის კვალსაც ვერ მიაგნო, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. უკვალად გაქრა იმ თებერვალს ელიზაბეთი და უკვე 6 წელია უშედეგოდ დაეძება კაცი მას. რამდენი გამომძიებელი, რამდენი ორგანო არ დაიქირავა, მაგრამ არსად იყო ქალი, სამუდამოდ გაექცა და ყიფიანის ცხოვრებაც თან გაიყოლა.
ღონისძიების შემდგომ სანდრა სახლში დატოვა, შემდგომ კი კესანეს სახლისკენ აიღო გეზი.
-თავად წავალ, არ შეწუხდეთ-მორიდებით იუარა კესანემ, თუმცა ყიფიანს მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ისე დაძრა მანქანა მისი მისამართისკენ.
გზაში არცერთს დაურღვევია სიჩუმე, ისევ კანკალებდა კესანე, მშვიდად ეწეოდა ალექსანდრე სიგარეტს და რამდენჯერმე გადახედავდა ქალს, რომელიც წამში შეანათებდა მომნუსხველ ცისფერებს. მის სახლთან გააჩერა და მისკენ გადაიწია
-ორშაბათამდე კესანე
-ორშაბათამდე ბატონო ალექსანდრე, მადლობა მოყვანისთვის-ღიმილიანი მზერით დაემშვიდობა და სადარბაზომდე მისულს მისწვდა კაცის სიტყვები.
-კესანე მოიცადე-ალექსანდრე უკვე მის წინ იდგა, ქალის მზერაში დაბნეულობა იგრძნობოდა. მისი პალტო მოახურა მხრებზე-გცივა
-არა მე...
-ვიცი, რომ გცივა-სახეზე ჩამოფენილი თმა ყურს უკან გადაუწია და გაუღიმა, გრძნობდა მასში როგორ ჭარბობდა ჰორმონები და მალევე გაეცალა ქალს.
იმ ღამეს სიზმარში კვლავ ეწვია ელიზაბეთი, იმედგაცრუებული უყურებდა და უფრო და უფრო შორდებოდა ალექსანდრეს, კაცი კი გამალებით ყვიროდა მის სახელს, ის კი არა და არ ბრუნდებოდა, სამუდამოდ შორდებოდა და ყველაფერი თან მიჰქონდა რაც ყიფიანს ეკუთვნოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თამუ

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს????????❤️

 


№2  offline წევრი თამუჯინა

ლამაზი რომანი ჩანს ????
ველოდები შემდეგ თავს????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს ეს ისტორია. ვგიჟდები ახალ წყვილზე. იმედია მალე დადებთ გაგრძელებას. მოუთმენლად ველი

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელებააა

აღარ აგრძელებთ?მპუთმენლად გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent