თეთნულდს გასძახე 4. გარიჟრაჟზე შემოგხვდები
ხმა ჩაუწყდა სოფელს მზის ჩასვლისთანავე. დღის შუქი ნელ - ნელა გაქრა, ფიქრები კი ღამით უფრო მძაფრად ჩანდა. ანამ იცოდა რომ სვანები მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. იცოდა არავინ ხმას არ გაიღებდა. სიტყვა დღეს არ უშველიდა სიმართლეს. მოსაღამოვდა, ანა ჩუმად შევიდა სახლში და კარი გადაკეტა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო - თაროებზე შემორჩენილი მტვერი, დარჩენილი ჭურჭელი, ოთახის კუთხეში ჩავარდნილი სანთლის ბოლქვი. ანამ იცოდა რომ სიტყვა „სვანები" თავისთავად უკვე ტკივილს ნიშნავდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა - როგორ შეიძლებოდა, სვანებს სცოდნოდათ რომ ნიკა აქ ცხოვრობდა. მთის ხმა ღამით კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდა - ცხენების სუსტი ფლოქვები, კაცების აჩქარებული ნაბიჯები. ქარიც ნელ - ნელა წამოიწია, ფოთლები თავისივე ჩუმი საუბრით აგრძელებდნენ ფრიალს, ხოლო ანას უჭირდა მშვიდად დაძინება. წინასწარ გრძნობდა რომ ეს ღამე უმეტესად ტკივილს და მღელვარებას მოიტანდა. ანა ფრთხილად ავიდა ხის ძველ კიბეებზე, ფეხქვეშ ფიცრების ჭრაჭუნი იგრძნობოდა ყოველ ნაბიჯზე - ისე, თითქოს თვითონ სახლიც ეჭვით უსმენდა მის მოძრაობას. ოთახის კარი ნელა შეაღო. შიგნით ისევ სიჩუმე იდგა. სანთელი თითქმის ჩამწვარი იყო, მაკა კუთხეში იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო, თმა შუბლზე ჩამოშლოდა. - დედა...- ჩუმად თქვა ანამ. მაკა არ განძრეულა. თითქოს იმ ხმამ, რომელიც შვილისგან მოდიოდა, მასში კიდევ უფრო ღრმად ტკივილი დააყენა,- სვანები მოვიდნენ. განაგრძო ანამ. - და მგონია რომ აქ კარგს არაფერი გვიქადის,- მაკამ ნელა ასწია თავი. მზერა მკაცრი ჰქონდა. იმ ქალის, რომელმაც ყველაფერი ნახა და აღარაფერი აშფოთებდა, მაგრამ ამ სიტყვებზე თვალებში უცნაური შიში მაინც აენთო. - ვიცი,- უთხრა ბოლოს,- დღეს გივის შეხვდნენ მაღლა გზაზე... ოთხნი იყვნენ. უკითხავთ, ნიკა სად არისო. გივის არაფერი უთქვამს ... და იმათ კიდე უთქვამთ, თუ არ ვიპოვით, სხვანაირად მოვაგვარებთო. ანა გაშეშდა. გულში თითქოს ყინულმა ჩაუარა. ვერ გაეგო ის გახარებოდა რომ დედამისმა დაილაპარაკა თუ ის სწყენოდა რომ ახლა ასეთ სიტუაციაში იყვნენ. - დედა, ეგ რას ნიშნავს?- ძლივს ამოილაპარაკა. მაკამ მძიმედ ამოისუნთქა, თვალები დაბლა დახარა,- მთაში კაცის სიტყვა იოლი არაა, ანა. როცა ამბობენ „სხვა გზით მოვაგვარებთო" - ეგ სისხლის გზაა. ანას ხმა აუკანკალდა. - მათ ხომ იციან, ნიკა აღარ არის აქ... მე რა შუაში ვარ?- მაკამ მისწია, ხელი დაადო მხარზე. - შენ შუაში ხარ, შვილო, იმიტომ რომ შენთან ცხოვრობდა, შენი ახლო ნათესავია. მთაში ეგ საკმარისი მიზეზია,- დედის ხმა სულ უფრო დაბალი ხდებოდა, თითქოს რაღაცას არ ამბობდა ბოლომდე. ბოლოს ფრთხილად, თითქმის ჩურჩულით დაამატა. - ამბობენ, მალხაზ ხერგიანი წინ უძღვის. ეგ იმას არ გვაპატიებს, რაც ნიკამ გააკეთა... და თუ ვერ იპოვიან, შენ მოგთხოვენ პასუხს,- ოთახში სიმძიმე ჩამოწვა. სანთლის ბოლო შუქი კიდე ერთხელ შეანათა მაკას სახეს - შუბლზე ოფლი მოედინა, თვალებში შიში აენთო, ისეთი, რომელსაც მეგრელი ქალები იშვიათად ამჟღავნებენ. - უნდა წავიდეთ აქედან,- ჩუმად თქვა ანამ,- უნდა გავქრეთ სანამ ჯერ კიდევ არ მოსულან. მაკამ თავი გააქნია. - გვიანია, ანა. ეგენი უკვე გზაზე არიან. როცა სვანები რამეს გადაწყვეტენ, გზას ყოველთვის იპოვიან,- გარედან ქარის შრიალი შემოიჭრა, ფანჯარა შეირხა და კარის ჭრიალმა ოთახში თითქოს მათი ნაბიჯების ხმა მოიტანა. ანამ ერთდროულად იგრძნო - ღამე დაწყებული არ იყო, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიყო. შეკრთა და თვალებში გაუნათდა - ასე სწრაფად და ისე აშკარად ვერ წარმოედგინა, რატომ მოსთხოვდნენ პასუხს მას, როცა თავად არაფერი დაუშავებია. გულში კითხვა დარჩა. "რატომ მე? მე ვინ ვარ? რა შუაში ვარ?" ისიც იცოდა რომ ახლა აღარავინ დარჩებოდა გარანტად, გარდა მისი საკუთარი მოთმინებისა და სიჩუმის ძალისა. ნიკასთან, მის ბიძაშვილთან, ერთად ყოფნა მხოლოდ პირადი ამბავი არ იყო - ეს ნიშნავს მთის წესებით შექმნილი ნარატივის ნაწილად გახდომას, სისხლით კავშირს, რომელიც მის ცხოვრებასაც განსაზღვრავდა. მთის დუმილი, რომელიც ადრე ნაზად ეფარებოდა სოფელს, ახლა თითქოს ფარს წარმოადგენდა და ამ ფარს შორის ანას უნდა გადაედგა ნაბიჯები, რომელიც სიბნელეში დაბადებული წესებისაგანაც კი გათავისუფლებას ჰპირდებოდა ან საბოლოო ტკივილს მოუტანდა. ბოლო დღეების ჩურჩულმა და შორიდან მოსულმა ყალყმა უკვე დანაშაული აკრიფა. ვიღაცამ მოუყვა რომ ნიკას გოგო უყვარდა და მის გამო მოკლა კაცი, თუმცა არ ეჯერა, ვერ დაეჯერებინა რომ მის ბიძაშილს შეეძლო მსგავსი რაღაცის ჩადენა. - აქ იმიტომ გეპყრებიან ასე,- ჩურჩულით უთხრა მაკამ, როცა ანას ცრემლიანი თვალები ვერაფერს მეტყველებდნენ,- მთაში ერთად ყოფნა ნიშნავს ერთნაირ პასუხისმგებლობას. თუ ვინმე შენი კარიდან წავიდა და სისხლი დატოვა, შენც ვალდებული ხარ პასუხი აგო. სახლის პატივი კი ბევრად უფრო ადვილად ისვრება, ვიდრე აღდგება. ნინია ჯერ პატარაა. - შენ ასე უბრალოდ ადგები და ჩემს თავს მათ გაატან?- ხმაში სევდა და ბრაზი შეეპარა. - არ გავატან,- მტკიცედ ამბობს მაკა,- რა თქმა უნდა არ გავატან, მაგრამ ვაიდა ვიღაც გიჟები იყვნენ, მთელი სოფელი არ ამოხოცონ. ანას უკან სევდა გაჰყვა, სიტყვა არც ერთ წამს არ ჩერდებოდა მის გულში. გაიგო რომ ნიკას საქციელი აღარ იყო მხოლოდ მისი პირადი - ეს იყო „მისი სახელის" სამარცხვინო ქცევა. სიბნელე ოთახში უფრო მძაფრად ბუდობდა. ანამ იცოდა რომ მისი უდანაშაულობა ვერ დაიცავდა ტრადიციისგან. ფიქრები ერთიანად: გაქცევა, დევნა, ტყეში დამალვა, თუ მთელი სოფლის წინასწარი გაფრთხილება - ყველაფერი ახლა ერთიანად ტრიალებდა მის გონებაში. ანა დუმდა, თვალები ძირს ჰქონდა ჩახრილი, მაგრამ გულში უკვე გრძნობდა სიმძიმეს - ახლა მოქმედება იყო საჭირო. შიშის და გაურკვევლობა მის სხეულში მძაფრად იდგამდა ფეხს, თუმცა მკაფიო რწმენა მაინც ღელავდა მასში. სვანები ღამით მოვიდოდნენ, იტყოდნენ საკუთარ წესებს და თუ ნიკა არსად გამოჩნდებოდა, მის სახლთან დააკავშირებდნენ და მათი ოჯახის წევრებს მოსთხოვდნენ პასუხს. მაკა ისევ იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და თითოეული სუნთქვა ფრთხილად ერწყმოდა ოთახის სიჩუმეს. - ანა უნდა მოემზადო. მყარად უნდა იდგე, შენი უდანაშაულობა მათთვის არაფერს ნიშნავს,- ანა ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას, იატაკზე ფეხი დადგა და შორიახლოს ბოსტნიდან, სადაც დღისით სვანები გამოჩნდნენ, გზას გახედა. სიჩუმე უჩვეულოდ მძიმე იყო. - დედა,- ჩუმად თქვა ანამ,- უნდა წავიდეთ? ახლავე? ეზოში სროლის ხმა გაისმა. მაკამ თავი გადააქნია, ჩურჩულით თქვა. - გვიანია, ანა. როცა სვანები რაღაცას გადაწყვეტენ, ისინი გზას ყოველთვის იპოვნიან. შენ უნდა მოემზადო, მხოლოდ მოემზადო. * * * ღამეც კი გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ციოდა, ქარი უბერავდა, თანაც ისე, ცოტაც და კარებს შეანგრევდა. მთვარე ანათებდა სოფელს, ზურაბი სოფლის ბოლოში იყო მანქანით გაჩერებული და ოთარს ელოდებოდა, რომელიც ერთ ბიჭს ელაპარაკებოდა სოფლიდან. - ნიკა დანელიას ვეძებთ, სად არის იცი?- წამოადგა ბიჭს თავზე ორ მეტრიანი ოთარი,- სად შეიძლება იყოს? მკვეთრი ხმა გაისმა ოთარისგან. - სოფელში ხომ ყველამ იცის რომ ის აქ ცხოვრობს...- ამატებს ზურაბი,- და ვიცი რომ აქ ცხოვრობს, ნუ დამიმალავ. - ბიძის სახლში,- ხმადაბლა დაიწყო ბიჭმა, ხმა უკანკალებდა იარაღის დანახვაზე,- სოფლის ბოლოს, მაკა ძაგანია ცხოვრობს... ხის ძველი კარების ხმაური და სვანების ნელი ნაბიჯები მძიმე დაძაბულ გარემოს ქმნიდნენ, სადაც თითოეული წამი საუკუნედ ეჩვენებოდათ. ანამ თვალები მაქსიმალურად ფართოდ გაახილა, ცდილობდა დეტალები დაემახსოვრებინა - მათი მოძრაობა, სუნთქვა, მზერა - ყოველ დახამხამებაზე უფრო და უფრო ხვდებოდა რომ რეალური იყო რომ ისინი უკვე აქ იყვნენ. - არის აქ ვინმე?- გასროლის შემდეგ, ხმამაღლა იკითხეს ეზოში შემოსულმა სვანებმა. იმდენად მაღალი ხმა ჰქონდათ რომ მოპირდაპირე სახლიდან სოფო ჟორდანიაც გამოვიდა,- არის აქ ვინმე? უფრო ხმამაღლა იკითხა ოთარიმ, ზურამ კარზე დააბრახუნა, ცოტაც და ალბათ ჩამოიღებდნენ. ანა კედელს მიეყრდნო, თვალები მიწაზე ჰქონდა, სხეული უკანკალებდა. სვანების ყოველი ნაბიჯი, ყოველი ჩურჩული, ყოველი ჰაერში გაფრენილი სიტყვა მძიმედ ედებოდა გულზე. მაკას გული უცნაურად ცემდა. ანას გვერდით გაუსწორდა, თვალებით უთხრა - "არ შემიშინდეო" - და ფრთხილად გადააბიჯა კარის ზღურბლს. ანა დაბნეული უყურებდა, გრძნობდა მაკას ძალას, თანაც ისეთს აქამდე რომ არასდროს უგრძნია. ქალი დამიზნებული იარაღის პირდაპირ იდგა და ნერვიც არ უტოკდებოდა შიშისგან. ანას სხეული უკანკალებდა, მაკას ფრთხილი, მაგრამ მტკიცე მზერა აძლევდა ძალას ფეხზე მდგარიყო. სახლიდან გამოსვლის წამს, მაკამ ნელა წამოწია თავი. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ეზოში გავიდა. ჰაერი თითქოს გაჩერდა, არ იყო ხშირი სცენა სისხლის ასაღებად მოსული სვანებისა და ახლად დაქვირვებული ქალის ჯახისა, რომელიც საკუთარი ქალიშილის დასაცავად მთებსაც კი გადადგამდა. მალხაზ ხერგიანი იდგა წინ და შორიდანვე გრძნობდა ამ ქალის სიამაყეს. ანა უკან გაჰყვა, კარის ზღურბლზე იდგა, ეშინოდა, თანაც ძალიან. მალხაზი წინ წამოვიდა. მზერა ნელა მოავლო დასუფთავებულ ეზოს და მტკიცედ გაისმა მისი ხმა. - ნიკა დანელიას ვეძებთ, გადმოგვეცი ეგ არაკაცი, სად არის?- მაკა ნელ - ნელა წინ წაიწია. - ნიკა აქ არ არის. კვირაზე მეტია არავის უნახავს,- მტკიცედ აცხადებს მაკა და მზერა ჭიშკართან მდგარ სოფო ჟორდანიაზე გადააქვს,- მკვლელებს სამეგრელოში ხელს არ აფარებენ. მალხაზის ნელ - ნელა ჩაეღიმა. - წესები წესებად რჩება, მაგრამ პასუხი სჭირდება,- თქვა მალხაზიმ, ნაბიჯი წინ გადადგა, ყველა დეტალს აკვირდებოდა,- სამეგრელოში თუ ხელს არ აფარებთ, სვანეთში მას ვკლავთ რომ სისხლის აღრევა არ მოხდეს და შემდეგ მკვლელს თავისნაირი მკვლელი არ ეყოლოს. აქა მშიდობით ვართ, გადმოგვეცი ნიკა დანელია და წავალთ ჩვენ ჩვენ გზაზე. მაკამ თვალები გაუსწორა და მტკიცედ წარმოთქვა. - ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ წესებს, იმ წესებსაც, რომელსაც თან ადამიანის სიცოცხლე მიაქვს,- თქვა მან, ხელები მკერდზე გადაჯვარედინა,- მაგრამ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ოჯახის კანონია. აქ ყველაზე მძიმე კვირა გვაქვს, მიცვალებული ადამიანის ოჯახში ასე შევარდნა სვანეთში მიღებული წესია? - სვანეთსაც ჰყავს მიცვალებული, თანაც დიდი და დაფასებული კაცი,- ხმას იღებს ოთარი,- შენმა ნიკა დანელიამ კი ასე უმოწყალოდ მოკლა, თანაც ვის გამო, იმ ქალის გამო, რომელიც უკვე სხვისი იყო. ეს ვის გაუგია, ქალის წართმევა როდის მოსულა? - აქ იმისა მოვედით რომ მშვიდად დავილაპარაკოთ,- გააგრძელა მალხაზიმ,- ჩვენ მხოლოდ ნიკა დანელია გვინდა, არ ვართ ის ხალხი მოვვარდნილიყავით და მთელი საგვარეულო გადაგვეწვა. გაგი თავს წევს მამამისის სიტყვებზე, ამჩნევს მაკას უკან მდგარ ახალგაზრდა გოგოს. ანას თვალები გაფართოებული ჰქონდა. შიშიც, გაურკვევლობაც და მომავლის წინასწარ გაუთქმელი მოლოდინიც ერთად ირეოდა მის პატარა სახეზე, აჩენდა თითქოს ჰაერში მყისიერად გაჩენილ მძიმე ტვირთს. გაგიმ მზერა ფრთხილად მიაპყრო გოგოს. თითოეული მისი მოძრაობა, თითოეული სუნთქვა თითქოს ყურთან ესმოდა, ხედავდა შიშს მის სახეზე მაგრამ თვალები სიმტკიცესა და სიმამაცეს ასხივებდნენ. " ალბათ შვილია" გაიფიქრა გაგიმ და ამსგავსებდა მაკას ბევრ რამეში. - ნიკას შესახებ არაფერი ვიცით და კითხვაზე პასუხიც არ გვაქვს,- მაკამ კიდევ უფრო მყარად დაიჭირა პოზიცია, თვალი თვალში გაუყარა. მალხაზიმ თავი ოდნავ ჩახარა, თვალები გაუსწორა მაკას. ნელი, დაბალი ხმით თქვა. - ქალის სიტყვა კი არა,- დაუფიქრებლად უპასუხა ხერგიანმა,- კაცის სიტყვა გვინდა, მაგრამ ან კაცი არ გყავთ სახლში ან უბრალოდ მშიშარაა და გაიქცა. - ჩემი ქმარი ახლა ცივ მიწაში განისვენებს,- მკერდზე ხელს ურტყამს გაბრაზებული მაკა,- მგლოვიარე ქალი ვარ, მთელი სოფელი გლოვობს ახლა ლევან ჟორდანიას, ვინ ხართ თქვენ რომ ამის თქმას მიბედავთ? - წესია ასე,- მალხაზიმ ჩახარა თავი,- დილამდე მოვძებნით. დილით, მზის ამოსვლამდე, დანელიას გადაეცით სულ რომ მიწაში იყოს მაინც ამოვთხრით. და თუ ნიკა არ იქნება, მერე გადავწყვეტთ. სვანებმა უკან დაიხიეს და ღამეს მიატოვეს სოფელი. სოფო ჟორდანია უკან გაჰყვა, ჩუმად მისდევდა სვანებს, სანამ გვერდით გაგი არ ამოუდგა. - გულს უხეთქავთ ადამიანს, ჭირიც წაუღია,- შეშფოთდა ქალი. - აქ ასე დაჰყვებიან ხალხს?- კითხულობს ზურაბი. სოფოს თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, მაგრამ ხმა რბილი ჰქონდა. თითქოს თითოეული სიტყვა წინასწარ ჰქონდა გათვლილი. სოფომ ნელა გადმოაბიჯა მათკენ, ხელები მშვიდად გადმოჰკრა, შემდეგ ხმაურით გააურთულა ტონი ისე რომ ყველას ყურადრება მიეპყრო. - რაიზა შეგიწუხებიათ მაკა ძაგანია, ქალი თავისა ქმარსა გლოვობს უკვე ერთი კვირაა, სვანებს რა დარჩენიათ აქა? - ნიკა დანელიას ვეძებთ,- ხმადაბლა ამბობს გაგი. სოფომ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. - ნიკა დანელია კაი ხანია აქ არავის უნახავს, ეს საწყალი ქალი კიდე თავის გოგოსთან ერთად ცხოვრობს აქა მარტო. ან სახლში არიან ან სასაფლაოზე,- თმებს ისწორებს სოფო,- თანაც უთენია დადიან ხოლმე, ეს თავქარიანი გოგო ხან დედამისი მიჰყავს, ხანაც მარტო მიდის, ლევანი ჟორდანია მომკვდარა ერთი კვირის წინ, კაი კაცი იყო აცხონოს უფალმა, თქვენ იცნობდით ლევანის? - არ ვიცნობთ,- ჰპასუხობს ოთარი. - მეზობლობას ვერ გავუტეხავ, კარგი ხალხი ვართ... ნიკა დანელია აქ კაი ხანია არ ჩამოსულა,- სვანები უბრალოდ გვერდს უვლიან სოფოს. - მალავენ, ან ის ბიჭი მართლა წავიდა,- იწყებს საუბარს ოთარი,- ასე კარდაკარ ხეტიალი რას მოგვცემს? მოვედით სისხლი უნდა ავიღოთო ვუთხარით და რა გამოგვიყვანენ იმ ბიჭს აჰა მოკალითო? - გოგოს წავიყვანთ,- მტკიცედ აცხადებს მალხაზი და გაგის უყურებს,- ავალთ სასაფლაოზე უთენია და წავიყვანთ, გაგის ქალი გახდება. - მართალია, მართალია, სვანეთში ცარიელი რომ დავბრუნდეთ თავი მოგვეჭრება. გაგის თვალები ოდნავ აუციმციმდა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ მის იდუმალ - მტკიცე გულშიც რაღაც მალულად აენთო. ოთარიმ სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და ისევ მალხაზის მიუბრუნდა. - ნუ ვიხმაურებთ ახლა. საქმეს ჯერ წესით მივუდგეთ. - დილამდე ველოდებით,- თქვა უცებ ზურაბიმ,- თუ დანელია არ გამოჩნდება, ჟორდანიას ქალს ჩვენთან წავიყვანთ. სხვა არცა არაფერია. ღამე ჩხოროწყუში მკაცრი და ცივი ჩამოვარდა. ქარი მთებიდან უეცრად ეცემოდა, ხეებს შიგნიდან ატყორცნილი მდინარის ჩხრიალი ათრთოლებდა. ზოგის გულში შიში ჩამდგარიყო. ზოგის თვალებში კი ენთო მდუღარე ბრაზი, რომელიც ჰაერზე მძიმე ღრუბლად ჩამოწვა. სიჩუმე მხოლოდ ნაწილობრივ იყო - ღამე თითქოს არავის ეკუთვნოდა, მაგრამ ყველაზე მოქმედებდა, შიშის, სიმკაცრისა და მოუთმენელი ბრაზის ნაზავი მთელს სოფლს ნელ - ნელა ართმევდა სუნთქვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


