შე'მიყვარდი(16)
_ჩემთან ერთად აპირებ ყოფნას იქამდე სანამ ფეხის ტკივილი არ გამივლის ?სიარული შემიძლია და თავსაც მივხედავ _ დუდას მომზადებულ საუზმეს მიირთმევდა და ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს მიუხედავად გასული დღისა _შენ გარდა არაფერი მაინტერესებს ასე რომ სანამ არ გამაგდებ არ წავალ. სიარული რომ შეგიძლია ეგ კარგია , მოემზადე და სადმე გავიდეთ. იმდენი კარგი ადგილია სადაც შეგვიძლია წავიდეთ თუ რა თქმა უნდა ჩემთან ერთად გამოჩენა და ნაცნობებთან შეხვედრა შეგიძლია _დღეს არ მინდა სადმე გასვლა . ხვალ კლინიკაში ვიქნები. ოფიციალურად დავწერ შვებულებას და მოვალეობის შემსრულებლად ნანას დავტოვებ. თერაპიაში ელისოს , ვიცი ყველაფერი თავდაყირა დადგება ,მაგრამ ხათუნა ბევრ ადგილას მუშაობს და ვერ შეძლებს. არ ვიცი რა ვქნა _და შენ ამბობ ,რომ სამსახურიდან წამოხვალ? ერთი თვეც ვერ გაუძლებ სულ რომ სადღაც ვიაროთ და ერთი წუთი არ გაჩერდე გონებით იქ იქნები. გგონია შენნაირად ვერავინ მიხედავს პაციენტებს _ხომ იცი რაც მოხდა ერთ კვირიანი შვებულების განმავლობაში დუდა _ვიცი,მაგრამ შენ არ უნდა შეეწირო შენი ჯანმრთელობით ... როგორ მაინტერესებს ორსულად რომ იქნები და მერე ჩვილი გეყოლება რას გააკეთებ_ ზურგით იდგა ამ დროს და ხილს ალაგებდა თეფშზე _ბავშვი ან მეყოლება ან _მინდა შეგახსენო რომ მაგ წინადადება გამოდგებოდა მაშინ როცა არ გყავდა კაცი ვისგანაც ბავშვი გეყოლებოდა და ახლა შეგვიძლია ერთი დაუცველი სქსობრივი აქტით ვნახოთ _და შენ გინდა ჩემგან შვილი ? _ დუდა რომ მოუბრუნდა ყვრიმალები სულ წითელი ჰქონდა და ისე საყვარლად უყურებდა წამსვე გაეღიმა _ნწ,არაა ისე საყვარლად მინდიხარ და მიყვარხარ_თქო სიტყვის მასალად ვამბობ _დუდაა უყვართ ადამიანებს ,მაგრამ ბავშვს ქორწინების მერეც წლები არ აჩენენ იქამდე სანამ ერთად ცხოვრებას შეეჩვევიან და დაგეგმავენ _მხოლოდ ჩემი ნება რომ იყოს უკვე დაწყებული მექნებოდა ბავშვებზე მუშაობა , მაგრამ იმას ვითვალისწინებ მე როგორ მმალავ და ორსულობაზე ხომ საერთოდ საუბარი როდის იქნება არ ვიცი. მე პირადად არაფერი მაქვს დასალაგებელი,შესაგუებელი და მოსაფიქრებელი. ვთვლი რომ ყველაფერი მაქვს ბავშვის აღზრდისთვის ,მატერიალური უზრუნველყოფისთვის და ამდენს თუ ვილაპარაკებ ჩემ ტვინს მეტი ფიქრი გაუჩნდება ,მერე აღარ მომასვენებს წარმოდგენები და საბოლოოდ მომიწევს გეჩალიჩო ბავშვზე _მე არ ვარ მზად ... მე უნდა ვიყო ორსულად ან მე უნდა ვიმკურნალო ორსულობისთვის. მერე მთელი ცხრა თვე უნდა ვიყო მენტალურად მზად ყველაფრისთვის,შემდეგ მშობიარობა გადავიტანო და მერე შევძლო სრულიად უსუსურ არსებაზე სწორად ზრუნვა თორემ შენ რომ მინდა იყო ჩემი ბავშვების მამა და საერთოდ შენნაირი იყვნენ ჩემი შვილები ,ხორხიელი თუ სულიერი ნაწილით , ამაზე კითხვებიც არ არსებობს _მათესთან ყოფნის დროს პატარა სოფია არ ფიქრობდა ბავშვებზე? არც იმას აკლია გარეგნობა და კარგი ჩვევები _ კარადას იყო მიყრდნობილი ყავის ფინჯნით ხელში და ისე უყურებდა თითქოს რენტგენში ატარებსა მის გონებას და ფიქრებს ამჟღავნებდა _მათე დედისერთაა და სულ უნდოდა ბევრი შვილები ჰყოლოდა. თვითონ მითხრა ერთხელ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს რომ ვიპოვნი 5 ბავშვი უნდა მყავდესო ... იმდენ ხანს ვიცინოდი გამიბრაზდა. ხომ ხარ ღირსი ყველა შენ გაგაჩენინო ,მაგრამ რაღაც არ მგონია შენ იყო მაგ ბავშვების დედაო. მე საერთოდ არაფერი მითქვამს , არც მიფიქრია ამ თემაზე. მაშინ წლების შემდეგ საკუთარ თავს რომ წარმოვიდგენდი ის ვიყავი ახლა ვინც ვარ. თეთრი ხალათით,გავლენით, ცნობილი და კარგი ექიმი. ძალიან გვიან გამახსენდა, რომ დედობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და საერთოდ ბავშვები იმდენად მიყვარს ჩემი სისუსტეა. პედიატრიაში გამიჭირდა პრაქტიკებზე სიარული ყველაზე მეტად. ბავშვის ტკივილი მკლავს და დედა თუ ოდესმე გავხდები უნდა მააკონტროლოს ვინმემ იმდენად შეურაცხადი და არაადეკვატურად მზრუნველი შეიძლება გავხდე. ჟრუანტელი მივლის ახლა იმის წარმოდგენისას რომ ბავშვი მეყოლება ოდესმე ... სუნს ვგრძნობ თითქოს უკვე და რა დროს ეგ თემა იყო ახლა ორსულად რომ ვიქნები საერთოდ არ გავაკეთებ ალბათ არაფერს და მაგ დროს ნამდვილად მომიწევს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით,დედობით დაკავება _ომი გვექნება ანუ შენი ორსულობის და დედობის დროს _ ლოყაზე აკოცა ყველაზე თბილი კოცნით და მერე მისი სახე მოიქცია ხელებს შორის _ წარმოუდგენლად მიყვარხარ _ ის იყო ტუჩებზე უნდა შეხებოდა კარზე ზარის და კაკუნის ხმა რომ გაისმა ერთდროულად. _ვინ უნდა იყოს _ კითხვა არ ჰქონდა დასმული მობილურზე რომ გამოჩნდა კახია ფოტო _გაუღე ,კახია _თქვა და გახსნილი ხალათი ბოლომდე შეიკრა . მალევე გამოჩნდა ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი პატარა ხაჭვანი ,რომელიც ისე მოეხვია თითქოს ომიდან დაბრუნებულს შეხვდა _რამდენჯერ გაგაფრთხილე ამ შენ გიჟ პაციენტებს ნუ გადაყვები_თქო. დაცვას ვერ დააცადე? რა მოლაპარაკებები გინდოდა გიჟთან. იცი საერთოდ ის ვინ არის? მაჩვენე ... მაჩვენე რა გატკინა. იქედან როგორ არ გამოენძრ.ვა დედას მოვუტყნ.ვ _ფეხზე დახედა და ნახვევის დანახვისას სულ გაგიჟდა _დამშვიდდი . კარგად ვარ _შენ სად იყავი. იქ რისთვის ხარ ამან უნდა არჩიოს საქმეები? _ სოფია არ ელოდა დუდას თუ შეუტევდა _ასე იცავ შენ საყვარელ ქალს? იქ მაინც არ მუშაობდე. გვერდიდან არ შორდები და მაინცადამაინც იმ ნაგიჟართან მიუშვი მარტო? _ნუ მიყვირი ! იქ მე მისი ძიძა კი არ ვარ და მოვლას კი არ საჭიროებს შენი და. უჩემოდაც მშვენივრად იცავს თავს და უმკლავდება ყველაფერს. არც პირველი შემთხვევაა პაციენტის აგრესიის და არც ბოლო _დუდამ მომაშორა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა. ვინაც მოგიყვა ვერ გითხრა ეგეც? საიდან გაიგე საერთოდ _დედა რომ გწერდა გუშინ ასე უპასუხე დაღლილი ვარ ვიძინებო და აღარ გითხარით. ბარბარე მოვიყვანე დღეს კლინიკაში . შენთან სანამ შემოვიდოდი იქამდე გავიგე ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს და შენ გმირ დუდაზე ,რომელსაც რომ არ გადაერჩინე ისევ თვითონ მოუწევდა ახალი ქალის პოვნა და შენნაირს მეორეს სად იპოვნიდა არ ვიცი ! _ჩავლილ ამბავზე ნუ ქმნი ისტერიკას . ძლივს დამშვიდებულს თავს აატკიებ უფრო _როგორ დაამშვიდე ნეტავ... ამ დილიდან აქ როგორ ხარ. შენც არ მუშაობ? _ჩემი მთავარი საქმე და ცხოვრების აზრი სადაც არის იქ ვარ _კახი გეყოფა _რა? რომ არ უარყოფს ხომ ხედავ და ვადროვოთ ჯერ შენთვის თუ არ უთქვამს სიტყვა მიყვარხარ ახლა ამოთქვას იქნებ . შენ კიდევ ხალათით რომ ხარ აქ შემოსკუპული ნორმალური ქცევაა? სიტყვა არ დაძრა ახლა არ შემშალო ! ისე ვინერვიულე სანამ გნახავდი და მივხვდებოდი მართლა არაფერი გჭირდა სერიოზული . ერთი ცხოვრება დავტოვე ეს კი არა ვინმე დებილი შეიყვარე თუ გინდა ოღონდ შენ იყავი კარგად . ყველაფერზე მეტად მიყვარხარ _ ათასი რამე თქვა ათასმა ემოციამ დაუარა ტალღაბად და ბოლოს ისევ ჩაიხუტა _დალევ ყავას? თუ დამამშვიდებელი მოგცე. ბარბარე სად დატოვე _გინეკოლოგთან რიგში ... სულ დამავიწყდა და გზიდან მივწერე _ სოფია ჰყავდა ისევ ჩახუტებული და თავზე ეფერებოდა _ დაგარტყა? _რინგზე კი არ ვყოფილვარ. ვერ აზროვნებდა და არაადეკვატური იყო ფეხზეც შემთხვევით მომხვდა ,ჩემთვის არ უსვრია _პაციენტი თუ ჰქვია ყველას ამართლებ და სხვაგან არავის არაფერს პატიობ . როგორ მაინტერესებს ჩვენებს რას ეტყვი ამ ამბავზე... _ხელი დუდასკენ გაიშვირა რომელიც აუღელვებლად უმზადებდა ყავას ისე თითქოს საკუთარ სახლში იყო _შენ არაფერს იტყვი და დანარჩენზე მე ვიდარდებ ! ისევე არ იტყვი როგორც მე არ მითქვამს ბარბარესთან შენი ნამდვილი ურთიერთობის და ბავშვის შესახებ იქამდე სანამ შენგან არ გაიგებდნენ _ორსულად ხარ ? _ღმერთო ტვინი ამისთვის რატომ არ გაიმეტე? არა გენაცვალე ყველა შენსავით უპასუხისმგებლო არაა და შეუთანხმებელ დაუგეგმავად ვნებასაყოლილი არ აკეთებს ბავშვებს _გოგოოო დამნაშავე ხარ და კიდე მე მეჩხუბები ? _მე დამნაშავე არასდროს ვარ და თუ ვაკეთებ რამეს ე.ი ასე ვთვლი საჭიროდ ასე მინდა და ასეა სწორი! _უკაცრავად ქალბატონო სოფიო დამავიწყდა თქვენი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი წესი ... შენთვის რომ მეკითხა ჩემი ჩხუბები და აყალ_მაყალები არ მოგწონდა და მე იმდენჯერ არც მიჩხუბია ამას რამდენჯერაც დანა აქვს მოხვედრილი . ნეტავ რა სტანდარტი ამოქმედდა აქ . ისეეთი რაღაცების გამო მოგიშორებია შენზე გაგიჟებული ბიჭები ჯერ სკოლაში,მერე უნივერსიტეტის დროს და ახლა საერთოდ იმდენი კაცი დააპაშოლე და ამას ნაკლი ვერ უპოვნე ? _ვერ ვუპოვნე . უნაკლოა და იდეალური ჩემთვის და თუ არ არის მითუმეტეს ისე ვარ დაბრმავებული ყველას სიყვარულზე და ყველა სიყვარულზე მეტად მიყვარს! თავს მატკიებ უკვე ამდენს რომ მეწუწუნები ქალივით და გეყოფა! _შენ მართლა გიყვარს გოგო? მეგონა ჯერ გეჩალიჩებოდა და შენც იმიტო არ აღიარებდი ფლირტის და ქრაშვის ეტაპზე ჰყავდი _ვქრაშავ მუშაობის პირველივე დღიდან . კიდევ გინდა რამე ისეთი გითხრა რაც დუდასთვისაც არ მითქვამს და გავუსწოროთ ბოლომდე ყიფიანს? _გაეღიმა და ისე გახედა მოსმენილით ნასიამოვნებს _სახლიდან უნდა წამოვიდე ცოლ_შვილიანად თორემ იქ მე ამ ამბავს ვერ დავმალავ და მერე რომ გასკდება მეორედ მოსვლა იქნება _ყველა საკუთარ ტყავს დარდობს ბოლოს _ლევანი მოკლავს ! _შენ სჯობს ფიქრით თავი არ გადაიღალო და ორსულ ცოლს მიხედო ,რომელიც მარტო დატოვე საავადმყოფოში. ახლა იფიქრებს ჩემზე მეტად თავისი ურჩხული და უყვარსო და მერე მე გამოვალ ცუდი მული _არ იფიქრებს ცუდი მულიაო ,უყვარხარ უკვე . წასვლას რაც შეეხება გაგეცლებით გაგდებას არ ვსაჭიროებ _გეყოფა ! _უნდა ვიქცეოდე ახლა ჩვეულებრივი ძმასავით და _მაინც ვერ ცემ და გემუდარები არც იფიქრო ჩხუბი . ყელში მაქვს უკვე ამდენი გაუგებრობა,დაძაბულობა და ომი დამაცადეთ ცოტა ხნით მშვიდად ყოფნა _ წამში აემღვრა მზერა და კახი სულ გაგიჟდა _სოფია _დავიღალე . მართლა , გეფიცები მეტი აღარ შემიძლია ... _წლების წინაც გითხარი მე შენ ვინც არ უნდა აირჩიო მე იქამდე არ ვიჩხუბებ სანამ შენ არ გატკენს და გაწყენინებს_თქო და რასაც ვუყურებ მის გარდა ყველა გტკენთ . გიჟი ვარ? მე შენ სამყაროში ყველაზე დიდ პატივს გცემ სულ რომ ყველაფერი დავივიწყოთ და შენ არჩევანსაც შესაბამისად _ჩაიხუტა ისევ და რომ ატირდა სულ გადაირია _ რა გჭირს სოფია ? რა გატირებს _არ ვიცი ... მიყვარხარ და მიხარია _მერე როდის იყო ამის გამო ტიროდი _დღეიდან ვტირივარ . მეკრძალება? _სოფია ორსულად ხარ ? _დღეს რა იყოთ ორსულობის მეტი თემა არაა სალაპარაკოდ ? _ წამში შეიმშრალა ცრემლები _არ ვარ ორსულად , როცა ვიქნები თუ ჭკვიანად მოიქცევი ,დუდას შემდეგ შენ გაგაგებინებ პირველს . სხვა რა გავაკეთო ? _კარგი წავედი , მორჩა . დამირეკე ხოლმე ან მომწერე მაინც რომ კარგად ხარ _არასდროს ჩერდება მისი მობილური და დასვენების დროს მეორე ნომერს ჩავართვევინებ მხოლოდ თორემ ტელეფონით აიძულებენ მუშაობას და ასე ვერ დაისვენებს . გავახსენებ რომ მოგწეროს _ დუდას ხმა გაიგო შორიდან. მათი საუბრის განმავლობაში აივანზე გადაინაცვლა და საშუალება მისცა და ძმას განმარტოების თუმცა საუბარი მაინც ესმოდა. _ამ ბიჭის იდეები მომწონს ... დაუჯერე ცოტა _ხელმოტეხილმა ვიმუშავე ,შერყევით ვიმუშავე ახლა ნაკაწრი მაქვს და დღის პირველ საათზე სახლში ვზივარ ,ვსაუზმობ . მეტი რა გავაკეთო?ვუჯერებ! რა დასვენება იცის და რას მასწავლის ვნახოთ _მე არ მინდა ნახვა ,გაგება და ფიქრი იმის ეგ რა დასვენებასაც გასწავლის. დროებით _არ უთხრა იმათ რა ... თვითონ ამოვალ რამდენიმე დღეში და მშვიდად მოვუყვები უკვე კარგად რომ ვიქნები არ ინერვიულებენ _როდის იყო რამეს ვამბობდი! _მიყვარხარ _ ადგილიდან არ დაძრულა ხელი დაუქნია შორიდან და მაგიდაზე ჩამოსდო თავი როგორც კი გავიდა. დუდა გაჰყვა,კარი დაკეტა და უკან მალევე დაბრუნდა. _ცუდად ხარ ? _არასტაბილური გავხდი ხომ ხედავ? შფოთვითი აშლილობა მეწყება მგონი ... _წამო გამოიცვალე და წავიდეთ სადმე . დაივიწყე გუშინდელი დღე და ხვალინდელზეც ნუ იფიქრებ ! ესაა ჩვენი პირველი გაკვეთილი,ქალბატონო სოფიი _ქალბატონო სოფიო ვარ ისევ ? სწავლების პერიოდშიც? _ დუდამ ხელში რომ აიყვანა თავი მხარზე დაადო და იქვე ყელზე აკოცა _სულ _მეტირება _კახი როგორიც გახდა იმაზე რომ გეტირება და მის თანადგომაზე სრულიად ბუნებრივია სოფია. ასეთ რაღაცებზე კაცებსაც გვიჩუყდება გული. სიმართლე გითხრა მასში თავიდან ვცდებოდი ,სულ სხვანაირი მეგონა ბარბარეს ცოლად შერთვამდე. მერე დავინახე და ახლა ზუსტად ვიცი როგორი კაციცაა _ჩემი პატარა ბიჭია ... სულ ერთიციდა მახსოვს _გემუდარები ბევრი არ იფიქრო მეც არ გაგახსენდე სულ ერთიციდა_ ხმაურით აკოცა ,თან იცინოდა და საწოლზე დააწვინა _ ანდაც გამიხსენე ჩვილი ულამაზესი ვყოფილვარ _ახლაც დაახლოებით ასე ხარ _ ხელები არ გაუშვა , ყელზე შემოხვია მჭიდროდ,თავისკენ მიიზიდა და კოცნაში აიყოლია _სად წავიდეთ ? _საღამოს წავიდეთ ... ის დღე კი გაატარეს ერთად და შორს კლინიკისგან,მაგრამ მეორე დღეს როგორც კი შეაბიჯა საავადმყოფოში მაშინვე ჩაირთო მაგიური მიზიდულობის ძალა. ერთი პაციენტი შეხვდა,მეორე ,მეათე და ბოლოს იჯდა და ისტორიებს განიხილავდა. დანიშნულებებს წერდა,კვლევებს გეგმავდა _შენ ისევ აქ ხარ? _ კაბინეტის კარი რომ გააღო ყიფიანმა ტელეფონზე რეკავდა და ანიშნა გაჩუმდიო _ნანიკოო აიყვანეთ პაციენტი მზადაა აპარატი და ექთანიც ამოვა. სისხლის მოთხოვნაც გაგზავნილია სისხლის ბანკის გოგოებს ვუთხარი და იქვე გადაუსხამენ . დროებით... _რას აკეთებ სოფია _ვმუშაობ . არ მივლია ,ვზივარ _დიდი შვებაა ... ესენი ვისგანაა _ რამდენიმე თაიგული იდო ერთად ფანჯრის რაფაზე შემოდებული _გაიგეს კლინიკაში რომ ვიყავი და ჯანმრთელობა მისურვეს ალბათ. არ მინახავს ბარათები _მაინც ვინ გილოცავს ვნახოთ_ ყველაზე დიდი თაიგულის ცენტრიდან ამოაძრო ბარათი და ხმამაღლა კითხვა დაიწყო_ ძვირფასო სოფია აქაურობა უშენობას ერთი დღითაც ვერ იტანს. აკლდი თვალსა და გულს. მშვიდ სამუშაო დღეებს გისურვებ _ვის ვაკლდი არ მეტყვი?_ თან კლავიატურაზე აკაკუნებდა თითებს და ეკრანს უყურებდა _ლაშას ... კიდევ ვის მოსწონხარ ,ვინ გამომრჩა _მე გითვლი თაყვანისმცემლებს? მიკითხავს საერთოდ? _ჩემი ნამდვილი "თაყვანის მცემლები " არ შეგხვედრია გზად . ესენი თერაპიის გოგონებისგანაა,მადლობას გიხდიან და გამოჯანმრთელებას გისურვებენ. ესენი ჩვენი დიალიზის ,ეს კიდევ ბატონი რეზისგან _რაღაც ყუთითაც მომიტანა კარადაში დადო სალომემ . ესენიც გაიტანე სამზარეულოში ჩადონ წყალში და უყურონ იქ ან წაიღონ სახლში. მაკუნა გიჟდება ვარდებზე _შენ არ წაიღებ სახლში? ხომ გიყვარს _შენ რომ მაჩუქებ კი _მე ბაღს გავაკეთებ შენთვის ჩვენ სახლში _ სულ დაავიწყდა სად იყვნენ ისე დაიხარა და აკოცა. თითქოს ამას ელოდებოდნენ იმ წამს დაუკაკუნეს კარზე და გასწორება ძლივს მოასწრო ისე შევიდა ექთანი _სოფო ექიმო ამბაკო გვყავს შეუძლოდ. დუდაა შენც მოხვედი? წამო რა გთხოოვ . წნევა აქვს მაღალი დავალევინე ყველაფერი და მაინც არ უწევს _მოვდივარ _ხალათი ჩაიცვი _უკაცრავად ქალბატონო სოფიო _ გაჩერდა კარადის კარი გააღო და ხალათიანად გავიდა ოთახიდან . რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა მორიგე ექიმთან ერთად _სოფო ვასრულებ ამბაკოსთან და გადამკრავს ემერჯენსში ... დავურეკე უკვე და იციან _რატომ რა ხდება . მერე წმენდა? _ინსულტის ნიშნები აქვს ... თუ გავაგრძელებთ გართულდება _დუდამ უპასუხა და კომპიუტერთან ჩამოჯდა_ანალიზების პასუხებიც არის ნანა ექიმო_ ბეჭდვა დაიწყო და მალევე მიაწოდა ფურცლები _ამათ თან გავატან . მეც გავყვები და მოვალ _ცოლი თან ახლავს? _კი ... სახლში არ მოდიხარ ? _არა . საქმე მაქვს _დაწერე შვებულება? _ნუ მეჩხუბები და მსაყვედურობ დუდა. დღეს უკეთ ვარ ვიდრე გუშინ. როგორმე დავაბალანსებ და ნაკლებს ვიმუშავებ _ვერ იმუშავებ აქ ნაკლებს და როდის გეჩხუბები ან გსაყვედურობ კითხვა დაგისვი _მიყურებ საყვედურნარევი მზერით და ვკითხულობ შენ აზრებს _შეგიძლია დარჩე და იმუშაო . მე მარტო წავალ ხვალ საირმეში _რა საირმე _საირმე არ იცი ამ იმერელმა ქალმა? _ვიცი კი ... ბავშვობაში ვიყავი კიდეც და მჟავე წყალს ვსვამდი . მიყვარდა იმდენად ,რომ წყაროსთან აღარ მიშვებდნენ ბევრის დალევა არ შეიძლებაო . საირმე რამ გაგახსენა _რა მნიშვნელობა აქვს თუ მარტო მივდივარ იმ მშვიდ,წყნარ ადგილას სადაც არც ხმაური შემაწუხებს. არც ბევრი ნაცნობი და თან სასტუმროშიც კომფორტულად ვიქნები ,სუფთა ჰაერზეც დავჯდები და შენ საყვარელ წყალსაც დავლევ _დუდააა _მე მივდივარ ჩანთა რომ ჩავალაგო და შენ რომელ საათზე ასრულებ მუშაობას? _უჩემოდ უნდა დაისვენო რომ არ წამოგყვე? _მარტო დასვენების უფლება ცოლ_ქმარსაც აქვს თუ იმდენად გადაღლილები არიან რომ მარტო უნდათ ყოფნა და მე რომ წავიდე რა მოხდება? _აბასთუმანშიც ავიდეეთ? _ფეხი თუ არ გეტკინება ვისეირნოთ კიდეც _ჩემი მანქანით თუ შენით _ჩემით _ჩალაგება რომ მეზარება? _აქ ჯდომის და მუშაობის გარდა ყველაფერი გეზარება ? _დუდააა _მოდიხარ ანუ? გადაიფიქრე მუშაობის განახლება? _იცოდი ხომ ?იმიტომ მოიფიქრე ქალაქიდან გასვლა _გიცნობ და ვხვდები რას გააკეთებ იქამდე სანამ შენ მოიფიქრებ . _და გზა მომიჭერი ხომ? _მე მეორე გზა გაჩვენე. შენზეა არჩევანი , აქ გინდა ყოფნა თუ ჩემთან ერთად _გზაში ნაზუქს ხომ მიყიდიი _აქედანაც და იქედანაც _ გაიცინა და კარადის კარი გააღო_ გამოიცვლი ახლა დროულად თუ დაგეხმარო _დამიწერე შვებულება და მე გამოვიცვლი _დროს არ მეუბნები? _მაინც შენზეა დამოკიდებული ... გნებდები ხომ ხედავ _ ფეხზე იდგა უკვე . ლოყაზე აკოცა და მერე კარი გადაკეტა. იქვე გაიხადა სანამ დუდა წერდა და მერე ერთად გავიდნენ დერეფანში. საორდინატოროში შევიდა _შვებულებაში გავდივარ ... შეთანხმებული მაქვს უკვე და დროებით გემშვიდობებით. გადაუდებელი პრობლემა თუ იქნება რასაც უჩემოდ ვერ მოაგვარებთ რეზისთან ამ შემთხვევაში დამიკავშირდით. _მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ სოფო _მადლობა_ ექთნებსაც დაემშვიდობა და წასვლამდე დარიგებებიც მისცა _ ძალიან გთხოვთ ყურადღებით იყავით. იცით რაც მჭირდება თქვენგან. რასაც ვითხოვ ყოველთვის და იმედი მაქვს თქვენი . ჩემი დაბრუნებისას ზუსტად ისე დამხვდება ყველაფერი როგორც ვტოვებ _დაისვენეთ სოფო ექიმო ... 10 წელია აქ ვმუშაობ და თქვენნაირი შრომისმოყვარე არავინ მინახავს. კონფერენციების დროს თუ გახვიდოდით კლინიკიდან თორემ ისე არ და კარგ დასვენებას გისურვებთ. _გმადლობთ. მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს. თუ რაიმე დაგჭირდაბათ დამიკავშირდით და მიგულეთ გვერდით . _ნეტავ ვინმე თუ გადის კიდევ შვებულებაში ისე თითქოს სამუდამოდ ემშვიდობება თანამშრომლებს _ მანქანისკენ მიდიოდნენ უკვე დუდამ რომ უთხრა _მაზოხისტურად მიყვარს აქაურობა და ეს რეჟიმი . შენ არ გიყვარს რამრ ისეთი რაც გვნებს და გაზიანებს ,მაგრამ ვერ ეშვები? _ერთადერთი რასაც ვერ შევეშვი შენ ხარ ... სხვა ყველაფერს შევეშვი _უკომენტაროდ ! _თვალები აატრიალა და ბოლოს მაინც გაეღიმა. სულ იღიმოდა ,სულ მშვიდად იყო როცა მხოლოდ დუდა ჰყავდა გვერდით და არავინ ჩნდებოდა სხვა. ის რამდენიმე დღე სრულ სიმშვიდეში გაატარეს. ერთი ლოკაციიდან მეორეზე გაფაიყვანა დუდამ და აბასთუმნის ობსერვატორიაშიც აღმოჩნდნენ ბოლოს . ის ერთი კვირა იყო მის ქალურ ცხოვრებაში ყველაზე ფერადი. _როდის დაველაპარაკოთ ჩვენებს ჩვენზე სოფია _ სამსახურში იყვნენ უკვე რომ ჰკითხა. კაბინეტში დარჩენისას დაძაბულობა რომ იგრძნო და ვერ აიტანა ხელოვნურად შექმნილი დისტანცია _ჯერ ჩემების რეაქცია გადავიტანო და მერე როგორმე მოვემზადები ნათიასთვის და გიორგისთვის _მომზადება არ გჭირდება. უბრალოდ გაიგებენ და მორჩა. კლასიკური რძალ_დედამთილი რომ ვერ იქნებით ეგ ცხადია ისედაც. _მე მინდა კლასიკური სიძე სიმამრი იყოთ _სიდედრია ხოლმე მწარე და შენთან პირიქით რატომაა? _ დედაჩემი ამდენს არ ნერვიულობს რამდენსაც მამაჩემი და იმიტომ თორემ იმდენი ვინმე არ მოსწონებია...ეს ისტორია ჩასაბარებელია უკვე. _საქმის შემსუბუქებაში რას მოიაზრებდი _მორიგეობას არ ავიღებ იმდენს რომ გადაბმულად ყოფნა არ მომიხდეს ... მიხედე შენ დროულად შენ ტესტებს _სად მიდიხარ _შემოვლაზე _სასამართლო როდისაა? _გაბუნიამ დამირეკა და ვეცდები ბევრჯერ არ მოგიხდეს მოსვლაო . ზემოთ ასვლა და მისი ნახვა არც გაბედო. ისედაც აღიარებს ბრალს და ინანიებს _შენ როდის მოასწარი შეხვედრა _არ მინახავს ჯერ ... ახლა ვაპირებ _არ შეგიშვებენ და ნუ მასწავლი ვის როგორ მოვექცე. შესანიშნავად შემიძლია განვსაზღვრო ვის დავესხა თავს და ვინ არ ღირს ენერგიის ხარჯვად. _ნუ მიბრაზდები _სულ უფროსის პოზიციიდან რომ ლაპარაკობ არ შემიძლიხარ _რაღა უფროსი შენ დაგემონე მთლიანად _ ჩუმად უთხრა და კოცნა მოუნდა,მაგრამ გაახსებდა სადაც იყვნენ და მალევე გავიდა _კომფერენციაა შაბათს ... _ვიცი ... _ხალვაშის ნახვა მინდა ,რომ ვესაუბრო და სამსახურზე შევუთანხმდე. სანამ რეზიდენტი გავხდები აზრზე რომ ვიყო _საზიზღარი ხასიათი აქვს... ვერ გაუძლებ შენ ისეთია. კანდელაკს დაველაპარაკარები _შენ რომ დაელაპარაკო არ მინდა... მე დაველაპარაკები . უბრალოდ უნდა გავიცნო და გასაუბრება ჩავანიშნინო _მეც ეგ ვიგულისხმე,რომ გაგაცნო როგორც მენტორმა თორემ ეგღა მაკლია საქმეები ჩაგიწყო. საერთოდ არ მინდა ჩემზე მეტად დაკავებული იყო და ჩემთვის დრო არ გქონდეს _ეგოისტობაც შეგიძლია ? _რაღაც მაგდაგვარზე მეფიქრება _სერიოზულად სოფია. მის სანახავად არ შეხვიდე!_კარში გასვლამდე უთხრა და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. როგორ არ ეცადნენ ,მაგრამ მათი შეცვლილო ურთიერთობისა და სიახლოვის არდანახვა შეუძლებელი იყო. ისედაც ყველა ლაპარაკობდა და შემდეგ ჭორებიც გაბევრდა. _რა ხდება შენსა და შენს უმცროსს შორის გამოტყდი _ კონფერენციის შემდეგ ვახშამზე ჰკითხა ერთ_ერთმა კოლეგამ ,რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან იცნობდა და რომელთანაც კარგო ურთიერთობა ჰქონდა _ ყველა თქვენზე საუბრობს. მე მკითხა რამდენიმემ და კი ვუთხარი სოფიას ისეთი გემოვნება აქვს ვინმე თუ მოეწონა განსახილველი არ იქნება_თქო,მაგრამ _რა გინდა რომ გიპასუხო. როდის გამოვკიდებივარ ხალხის აზრს _მაშინ როცა შენ საქმეს ეხება და საქართველოში პაციენტები რომ განგსჯიან და ამორალურად ჩათვლიან ამ ყველაფერს არ იცი? _კაკაურიძესთან შეხვედრა მინდა...საითაა _ჩემ ქმარზე მეკითხები ? _დიახ _სეანსზე ეწერები აღიარებ რომ გაგაფრენინა მხოლოდ მუშაობამ? _არა . დუდა მინდა გავაცნო _ხვალ მოდით ვახშამზე. ბავშვებიც რამდენი ხანია არ გინახავს. _ასე არ წამოვა _შენ უნდა უჩალიჩო ადგილი და კიდე გახვერწნინებს? _მე არაფერს ვუჩალიჩებ თორემ ჩემთან დავიტოვებდი. მართლა როგორ გავუმკლავდები ამდენ საქმეს არ ვიცი. ზურას ყავს უმცროსი? _კი ,მაგრამ ამთავრებს ის უკვე რეზიდენტურას და მალე დამოუკიდებლად დაიწყებს მუშაობას ასე რომ მიიღებს თუ შენ გაუწევ რეკომენდაციას _ნულიდან უნდა დაიწყოს და მე რეკომენდაციას ვერ გავუწევ. თვითონ დაელაპარაკება და დაარწმუნებს ან ვერ დაარწმუნებს _გიყვარს? _აქ გინდა ამაზე გიპასუხო? _გაანადგურებს შენს კარიერას _ჩემ კარიერას ვერაფერი გაანადგურებს _გიყვარს! მოიყვანე ჩვენთან გთხოვ...ზურა რომ გაიცნობს მეტყვის სანდოა თუ არა . ახლა ამაღამ არ დამეძინება შენი დარდით. შენ როგორ გადაიტან თუ გატკენს ისეთი ემოციური ხარ _ვინაა ემოციური მეე? _ხო შენ ... კლინიკაში არა ,მაგრამ ზოგადად ძალიან სუსტი ხარ . შენი ძმა ავად რომ იყო ეგ ძლივს გადაიტანე და ის თუთიყუში რომ მოგიკვდათ წლისთავზეც ტიროდი . ყველაზე ემოციური და ფაქიზი ხარ _გეყოფა სისულელეები _არ გავიდეთ? _ტელეფონზე საუბარი რომ დაასრულა შემდეგ დაუბრუნდა მაგიდას ყიფიანი და მალევე ჰკითხა _წავიდეთ ... გვიანია უკვე _ ყველას დაემშვიდობა. ზოგს შორიდან ზოგსაც ახლოდან და მერე გაჰყვა გვერდით დუდას _ხვალ წამოხვალ კაკაურიძესთან ? _კლინიკაში იქნება ხვალ? _არა ,სახლში _სახლში გაცნობა პირდაპირ იმას არ ნიშნავს რომ თხოვ მიმიღოს ? _ჩემ მეგობრებს გაგაცნობ როგორც ჩემ შეყვარებულს და სამსახურზე როცა გინდა მაშინ დაელაპარაკე. ჩემ გამო არ მიგიღებს შენ თუ არ დაარწმუნებ _შენ ახლა ასე ცდილობ დამითანხმო კაცთან სახლში მივიდე რომელმაც უნდა მამუშაოს და მასწავლოს ყველაფერი _თუ შენთვის უხერხული იქნება არ ვეტყვი ვინ ხარ ჩემთვის და უბრალოდ როგორც უმცროს ექიმს ისე გაგაცნობ _როგორ ცდილობ ერთხელ ჩემი სურვილითაც დავმალოთ ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ ამას არასდროს გეტყვი _ვნახე როგორ დუმდი კახისთანაც _არ დანგრეულა სამყარო _წავიდეთ კვირას საღამოს? _მისკენ მიიწია ,გვერდიდან ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა _ბავშვებს გაგაცნობ ...ერთი ჩემი ნათლულია _წავიდეთ თუ რამე საქმე არ გამომიჩნდა. ნატალიას საფლავზე მინდა ასვლა რაღაცები უნდა გავაკეთო და საღამომდე გავთავისუფლდები _მე დილას ეკლესიაში გავალ და მერე მთელი დღე თავისუფალი ვიქნები _არ მჯერა რომ კლინიკაში არ წახვალ _დიდი ხანია არ მიშოპინგია და გავივლი მოლში . რაღაცებს ვიყიდი _მაინც რას იყიდი _რამეს ლამაზსა და სექსუალურს _თუ ღმერთი გწამს მთელი ფეხი რომ მოგიჩანდეს ისეთი არაფერი იყიდო _შენ ახლა ტანსაცმელზე მიწესებ შეზღუდვას? _შეზღუდვას შენ მიწესებ და მე გთხოვ უბრალოდ _ეგაა მანიპულაცია _შენ მე მათქმევინე რომ ერთად ვართ, არავის გაუკვირდეს ფეხზე შეხება რომ მომინდება და შეგეხები მთლად მინი კაბით იარე მერე თუ გინდა _არ მიყვარს _ხო შენ ექიმი ხარ და მოკლეს კი არ იცვამ ბოლომდე ჩახსნილს იცვამ კაცი რომ გადამიყვანე ჭკუიდან თან რომ გიჩანს ყველაფერი და თან არა. ფეხს ფეხზე რომ გადაიდებდი ეშმაკი მებრძოდა _საერთოდ არ გეტყობოდა რომ ასე მოგწონდა ჩემი ფეხები ... არც ისეთი წვრილი მაქვს _იმ წამსაც ფეხი ფეხზე გადაიდო და გაეღიმა დუდამ რომ ამოიხვნეშა _შენ მომიღებ ბოლოს _დარჩი ჩემთან _ჩემთან წამოდი _ტანსაცმელი დამჭირდება და შენ დილას გადახვალ უცებ_ისევ მიიწია და ამჯერად ყელში აკოცა _ ამ საცობს თუ დავაღწევთ თავს _დავაღწევთ... ცოტა მოითმინე _ თავზე აკოცა და შემდეგ მობილურის ხმაც გაიგო _გისმენ ... _წამსვე აუწია ხმას და მალევე გაიგო სოფიამაც _სოოფ ჩემთან გელოდებით თუ გაქვთ დრო _გვაქვს გამოვალთ _ვინ გყავს მანდ გააჩნია _მეგობრები და ერთიც შენი ყოფილი _მათეს ინტეგრაციას შენ უწყობ ხელს? _სხვა ვინ გაუძლებს და შემრჩა მე _მოვალთ _წამოგიღო რამე? _დუდამ ჰკითხა და მიმართულება შეიცვალა _არაფერი ... ერთად შევიდნენ ნავერიანის სახლში. იქ უკვე იყვნენ მისი ახლო მეგობრები შეკრებილები . უმეტესობას იცნობდა სოფია დუდა კი ყველას მიესალმა სანამ მათე შევიდა და თავად გადადგა ნაბიჯი მისკენ . მერე კი სოფიას ჩაეხუტა _როგორ ხარ სოფიკო? გავიგე შენი და პაციენტის შერკინების ამბავი _პატარა ინცინდენტი იყო მხოლოდ...შენ რას შვები _დავდივარ სუფრიდან სუფრაზე. ჯიმში თუ არ განვაახლე ვარჯიშები ღიპი მექნება მალე _პირს არ აჩერებს დილიდან და თან წუწუნებს . დამღალა! გაგატან არ გინდა? შენ გარდა მაინც არავის უყვარს _მე ვერ წავიყვან დუდა არ იქნება თანახმა _ ძალიან მშვიდად უპასუხა და ალასანიასთან ერთად ნავერიანიც დაიძრა მისკენ _უკაცრავად და დუდას რა ეკითხება? _სულ რომ ღმერთს ევედრებოდი ცალი თვალით დამანახე ამის მომავალი ქმარიო თურმე შენ თვალწინ იზრდებოდა _უკვე გაყევი გოგო? _ჯერ არ ,მაგრამ _რატომ არ მითხარი ერთად თუ იყავით _დუდას მიუბრუნდა გაბრაზებული _თვითონ უნდა ეთქვა და გითხრათ კიდეც ...უკმაყოფილო ხომ არ ხართ შემთხვევით რომელიმე _ ალასანიას გადახედა მას კი დუდასთვის უჩვეულო რეაქცია ჰქონდა _მეორე ას დოლარს ვუგებ უკვე თქვენი დამსახურებით. ასე თუ გავაგრძელე ამის თვალის ახელა მუშაობაც არ დამჭირდება _კონკრეტულად რაზე დაენიძლავე _პირველი იმაზე რომ დაგირეკავდა და შენც მის გვერდით იქნებოდი. მეორე თქვენ რომანზე... ლევანმა იცის ? _ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა... მშია და თუ კიდევ არ ველოდებით ვინმეს დავსხდეთ სჯობს. _თინა სად არის? _არ დამიპატიჟებია_თქო არ გითხარი მეათედ ? _მერვედ რომ გკითხე და ვერ მოიფიქრე დარეკვა მე მივწერე შენი მობილურის საშუალებით და მოვიდა კიდეც _ ფანჯრიდან დაინახა ეზოში მომავალი და მეგობარს მხარზე მიაწვა _წადი გაუღე _მოვკლავ ! _მე გავუღებ დამშვიდდი _ ილდანი შეეხო მხარზე და თავად წავიდა კარისკენ . _რა ხდება ამათთან ?_ ჩუმად უთხრა მათეს,მაგრამ კიტამ ისეთი მზერით გახედა კაცმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა _ღმერთმა იცის სოფიკო ... მიხარიხარ _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე პირველი დაჯდა მაგიდასთან _დასხედით მეგობრებო უკვე ყველანი ვართ და ყველას გვშია. _ახლა ასე სპონტანურად უნდა თქვა ჩვენზე ყველასთან როცა მოგინდება? მე კი დავიმახსოვრო ვინ იცის და ვინ არა? _გაეკვეული დროის შემდეგ უთხრა უკვე შემთვრალს _ხვალ ვეტყვი ჩემებს ... შენც წამოდი თუ გინდა _დარწმუნებული ხარ ? _რომ უნდა ვთქვა კი და ხვალ რომ შეიძლება არა ,რომ მომწონს აღიარება საყვარელ ადამიანებთან კი დარწმუნებული ვარ და რომ არ მინდა ჩვენზე ყველა ავსულმა იცოდეს ესეც ვიცი ,მაგრამ ვერ განვეშორები ყველა ბოროტს _ხვალ საღამოს ავიდეთ? _ხო _ ჭიქა მისი ჭიქისკენ მისწია და ოდნავ შეახო _ ჩვენ გაგვიმარჯოს _თავი მხარზე ჩამოსდო და ისე ერთვებოდა საუბარში. როგორც აღმოჩნდა მათეს აცნობდა მეგობრებს ,სანდო და საყვარელ ადამიანებს ნავერიანი . ალასანიას წარსული ამბების ირგვლივ ტრიალებდა თემა და სოფიამ იმდენი რამ გაიხსენა ბოლოს აჩუმებდა მათე _გეყოფა თორემ მეც გავიხსენებ შენზე ამბებს და გავაქცევ ამ ბიჭს შენი ცხოვრებიდან _იცის როგორი აუტანელიც ვარ და რაც გინდა ის გაიხსენე _თავი რომ გაუტეხე ყუფარაძეს იცის ეგ ამბავი? თუმცა საიდან ეცოდინება მაშინ დაწყებით კლასებში იქნებოდა _შენ მგონი აქ აღესრულები და იმიტომ დაბრუნდი ,ღმერთთან შესახვედრად _ თვალი ჩაუკრა იქამდე სანამ დუდა უპასუხებდა _უკაცრავაად მეტს აღარ ვიხუმრებ თქვენზე ქალბატონო სოფია უბრალოდ იცოდეს ნაზი,სათუთი და დაუცველი არსება რომ არ ხარ და თუ საჭიროება მოითხოვს თავს ყველასგან დაიცავ მათ შორის მისგანაც _ შენ ვერ მემუქრები პირდაპირ და სოფიას ხაზით მწვდები ? _აუღელვებლად გაეპასუხა და მშვიდად განაგრძო დალევა _ეგ მუქარა არაა , ინფორმაციაა სოფიას შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცი . თორემ მე რომ უკვე აქ ვარ,ყველაფერს გავიგებ და თუ პირველი მე მოგწვდები გაგაქრობ სოფიას რომ აწყენინო , ეგ მგონი ნამდვილად იცი . არც ისეთი ბავშვი ხარ რომ არ იცოდე ჩემზე _შენზე ნამდვილად არ ვიცი და სოფიაზე ყველაფერი ვიცი . მის ხასიათზეც და იმაზეც ახლა თუ იგრძნობს რომ თავს მატკიებ ადგება და წავალთ. სჯობს ამ უაზრო დაძაბულობას მოვეშვათ და ისედაც გადაღლილს უარესად ნუ შევუხუთავთ სულს ... ჩვენგან მტრები მაინც ვერ გამოვა არ გვაქვს გასაყოფი არაფერი და არავინ _მათეე მიხვდი მის ნერვებზე რომ ვერ თამაშობ და შეეშვი. მართლა ბავშვი კი არაა ასე უბრალოდ რომ ავარდება _ ილდანმა მიმართა და ერთი ჭიქა ბოლომდე დაცალა _ ღვინის არჩევა რომ ისწავლა საბოლოოდ კომპლიმენტი უთხარი შენ ძმაკაცს? _ჩემი ძმაკაცია მხოლოდ? ამდენი ხალხი დამახვედრა დაბრუნებულს სამეგობროში. ადრე არავის ენდობოდით და ახლა რა ტალღაზე ხართ ორივე ? _მე სალომე მანდო ილდანმა და მეტი ნდობა რა უნდა გამომიცხადოს _ დაჩი ჩადუნელმა უპასუხა და იქვე მყოფ ჟღალთმიან გოგონას თავზე გასაუსვა ხელი _სალომე რადგან შეგხვდი . იურისტი მჭირდება და იმუშავებ ჩემთან ? უკეთეს პირობებს შემოგთავაზებ ვიდრე ამჟამინდელ სამსახურში გაქვს. სანდო კადრი მჭირდება და ყველას ატანა არ მაქვს დიდად _გააჩნია რამდენად გამოცდილი იურისტი გჭირდება და რა საქმეები გაქვს მოსაგვარებელი _აქაური საქმეებისთვის ვინც მყავდა ქვეყნიდან წავიდა თორემ პირადი ადვოკატი მყავს ცალკე ,ჩემი ჩაუდენელი და ჩადენილი დანაულებით არ შეგაწუხებთ _ამ შემთხვევაში დაფიქრება შეიძლება _შეგეხმიანები ამ დღეებში...ჭამა_სმას და ლაპარაკს რომ მივრჩები და საქმიანი კაცის ცხოვრებას დავუბრუნდები _ გაიცინა და შემდეგ ილდანისგან მოშორებით ,თინასა და ინას შორის მჯდომ ,მატილდას შეხედა _იქამდე კი უმშვენიერესი მა_ტილ_დას მიმართ არსებულ ჩემ ინტერესს დავიკმაყოფილებ იმედია თორემ სულს მიფორიაქებს რამდენიმე კითხვა და შემდეგ არაქმედითუნარიანი ვხდები _საკუთარ ხელისგულს დაეყრდნი იდაყვით და ისე შესციცინებდა თვალებში მის წინ მჯდომს თითქოს გონს კარგავდა _გისმენთ ,მთელი ყურადღებით _ასეთი მოწყენილი და ფიქრიანი ვის გამოც ხართ მიხედავს იმ იდიოტს ვინმე თუ გგნებავთ მე შემოვარტყა ერთი_ორი _შემოვარტყი უკვე ორზე მეტიც და მოწყენილიც არ ვარ , უბრალოდ თქვენგან განსხვავებით დასვენების დღეები ვერ გამოვყავი ჩემ გადატვირთულ გრაფიკში და გადაღლილი ვარ _ქალმა გცემა შე ჩემა ? ამ გოგომ დაგჭრა და იმიტომ ხარ ასეთი ფერმკრთალი ? _ ხველა აუტყდა ნავერიანს წამში რომ მიუბრუნდა ფანჯარასთან მდგომ ილდანს _ ისე მოტყდი ქალი გერევა თუ ისე გიყვარს თავსაც შესწირავ _რამდენი წლისაც არ უნდა გახდე ამ ვითომ დასტოინი ტონით ლაყბობას ვერ გადაეჩვევი ხომ? კიტასთან რომ არ ვიყოთ ფანჯრიდან გადაგკიდებდი ,ისე როგორც ერთ დროს _დირექტორთან ჩვენებაში არ უნდა მეთქვა ფეხი დამიცდა_თქო ,ტყუილად დაგაფარე ხელი _დამნაშავე იყავი და იმიტომ გაჩუმდი თორემ კიტასთან ძმაკაცობაც ვერ გიშველიდა და პირველის ნაცვლად მესამედან გადაგაგდებდი ! _ერთ სკოლაში დადიოდით? _ცოტა ხნით და მოასწრო ჩემი გადამტერება... კიტამ შეგვარიგა მერე და ახლა მისი ხათრით ვიტანთ ერთმანეთს თორემ შეხედე რა სიფათი აქვს,ამას ვინ აიტანს ბრმად შეყვარებული გოგოს გარდა _ამას როგორ იტანდი სოფია?_ ილდანმა ჰკითხა _ჩემთან ამდენს არ ლაპარაკობდა ახლაა მხიარულად თორემ დასვენების დღეები რომ ამოეწურება სიტყვას აღარ დაძრავს ზედმეტად _როდის ამთავრებ ამ დასვენების დღეებს მე რომ გაგეცალოთ სანამ გამომიყვან მწყობრიდან და ამოგაჭრი მაგ ენას _როგორი სიველურეა სულ ვერ განავითარე მუქარები და წამების მეთოდები? _შენ დონემდე ვერ ვართ პიჯაკით არ დავდივართ რაზბორკებზე _მიბაზრებ შე ჩემა ? _კიტა შემახსენე ეს რატომაა ისევ შენი მეგობარი? _ეჭვიანობას რით ვერ მორჩი? შენზეც ასე ეჭვიანობს და იმიტომ სცემე ასე უმოწყალოდ ხომ? _მატილდას მიუბრუნდა ისევ კითხვით _წარმოდგენა არ მაქვს რა გგონიათ. ილდანთან საერთო არაფერი მაქვს!_მატილდა იყო იმ საღამოს დაუნდობელი . ისრებივით ისროდა სიტყვებს ილდანის მიმართულებით,მაგრამ თორნიკე წარბშეუხრელად ითმენდა. _თინა ,მამიკო როგორაა ? _მეტად აღარ განაგრძო მატილდასთან და უკვე მეორე ძმაკაცზე გადავიდა პირველთან რომ ვერაფერს გახდა _კარგად,გმადლობთ _კიტასთან როგორ მოხვდი რომ არ მომიყვე არ შეიძლება _რა ჭორიკანა დედაკაცივით ჩამოჯექი მართლა რა გჭირს ... _კიტას მოთმინება ძაფზე ეკიდა _ხომ უნდა გავიგო როგორ მოხვდა თინა შენთან _ჩემთან გავიცანი ბაკურიანში ,თორნიკესთან მოვიდა სტუმრად და მუშაობა შემომთავაზა. მე დარჩენა მინდოდა საქართველოში და დავთანხმდი _ნანობ თუ ჯერ არ უჩვენებია როგორი დესპოტია _ თუ თანამშრობლებს შეეკითხებით დარწმუნებული ვარ 95%შედეგით გავიმარჯვებ და სრული უმრავლესობა იტყვის ,რომ მე ვარ დესპოტი უფროსი. კიტა ზედმეტად ლოიალურია ,ჩემთან ხომ საერთოდ. მხოლოდ შეთანხმებები გვაქვს და იქაც თითქმის სულ მნებდება . საერთოდ არ ვიცი როგორ შეიქმნა მითები მის რთულ ხასიათზე _გოგასი ეშინია და იმიტომაა ლოიალური ვითომ თუ ნეტავ რა სჭირს? ხომ არ ბერდები ნავერიანი?_ ისეთი სერიოზული სახით ლაპარაკობდა დაგაჯერებდათ ყველა სიტყვას ,თუ არ მიუხვდებოდი ირონიას _თქვენი დასკვნები სრულიად შეუსაბამოა ან რეალურ ფიქრებს არ ასაჯაროვებთ _ გვიჩიანიც მშვიდი იყო,მხოლოდ ბოლოს გაუღიმა მსუბუქად და კიტას საერთოდ დაუკარგა სიტყვის თქმის სურვილი. მისკენ იყურებოდა და თვალები უციმციმებდა სანამ მათემ არ გამოიყვანა მწყობრიდან _და რომ გითხრათ თქვენით მოხიბლული ვარ _თქო დამიჯერებთ თუ იფიქრებთ,რომ ისევ არ განდობთ რეალურ ფიქრებს _ახლოს მიიწია და ისე უთხრა , კარგად ცნობდა კიტა მის ამ მზერას და ღიმილებს _ჩემით ბევრია მოხიბლული და ბევრს მეტიც სჭირს ,გადაიტანთ როგორმე _გადატანა თუ არ მინდა და მეტს მთხოვს მთელი არსება? _მთელი არსება კიტას გაცოფებას გთხოვთ რაც სულაც არ შედის ჩემს სურვილებს შორის და შეუძლებელია ვითანამშრომლოთ ,ბატონო მათე _ბატონო მათე? ღმერთო როგორ უცებ ჩააბნელე ყველაფერი ... კარგი რაა თინაა ,მეწყინება _ მაინცადამაინც მაშინ ჩამოუვარდა მკლავზე კაბის სახელო და მაინცადამაინც იქ გადაიტანა მზერაც და თითებიც ალასანიამ . გოგომ მხარი წამსვე გასწია და ქვემოდან ახედა ჯიქური მზერით ,მაგრამ სიტყვას სანამ იტყოდა ნავერიანის ზურგს ხედავდა მათეს სახის ნაცვლად _უკაცრავად თინა , ალასანიასთან პირადი საქმე მაქვს და წავიყვან რამდენიმე წუთით _სად წამიყვან ვსაუბრობ _უკანასკნელი გინდა იყოს? _ ეს სიტყვები ნათლად გაიგო გვიჩიანმა,მაგრამ კიტას სახე არ დაუნახავს _ამას რა სჭირს ... ავადაა ?ფსიქიატრი არ სჭირდება რომ მიასწავლო თუ უკრაინაში დატოვა თავისი _ დუდა ყველაფერს აკვირდებოდა და ბოლოს ჰკითხა სოფიას _რომ გაიცნობ მიხვდები რასაც აკეთებს ახლა აზრი არ აქვს საუბარს. არ წავიდეთ? ხვალ დამღლელი დღე იქნება _შენ როგორც გინდა _წავედით ... სასიამოვმნო იყო თქვენთან ერთად დროის გატარება. იმედია კიდევ ხშირად შევხვდებით ნავერიანიდან წამოსულები ხაჭვანთან მივიდნენ მიუხედავად დუდას სურვილისა ბოლოს მაინც სოფიას კომფორტზე იზრუნა და მასთან დარჩა იმ ღამით. დუდასთან ჩახუტებული იწვა და მშვიდად ეძინა ლევან ხაჭვანი მისი ბინის კარს რომ აღებდა და ერთი დაძახების შემდეგ შეფხიზლებულებმა საწოლიდან წამოდგომა ვერ მოასწრეს ისე აღმოჩნდა კაცი საძინებლის ღია კარში მდგომი _სად ხარ მამიკო გძინავს ისევ? _ სიტყვები წარმოთქვა თუ არა მაშინვე დაებინდა მზერა კაცს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


