შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე "ის" მიყვარს [თავი 7]


9-11-2014, 23:57
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 693

მე

ერთი დღითაც არ ვაპირებდი ამ სახლში გაჩერებას, მთავარია აქედან გამეხწია და წყნეთში მშობლების სახლში წავიდოდი, რომლის გასაღებიც სულ თან დამქონდა. ტელეფონი ზუკამ წამართვა, არა ასეთი იდიოტი როგორ იყო ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა. კარებს მივუახლოვდი და სახელური ჩამოვწიეე კარი ღია იყო, რა დებილია იმასაც ვერ ხვდება, რომ კარი უნდა ჩაკეტოს ირონიულად გავიცინე და ფრთხილად დავუყევი კიბეებს, ზუკა დივანზე იწვა და ეძინა, ერთი ჩავიცინე და მაგიდაზე დადებული ჩემი ტელეფონისკენ გადავიტანე მზერა. ნელა წავედი და სწრაფად დავავლე ხელი ტელეფონს მერე კი გარეთ გასასვლელი კარისკენ ავიღე გეზი. სახელური ჩამოვწიე და დაკეტილი იყო გასაღები კარებზევე ეკიდა, ერთი ცინიკურად ჩავიცინე გასაღები გადავატრიალე და სწრაფად გავვარდი გარეთ. მივრბოდი მიუხედავად იმისა, რომ ზუკა არ მომყვებოდა სწრაფად მივედი სახლში და ეგრევე ლაშას დავურეკე.

- რა იყო თაკუშ? მხიარულად ჩამძახა ტელეფონში. როგორ ვერ ვიტანდი თაკუშას რომ მეძახდნენ, ლაშამ ეს იცოდა, მაგრამ ყოველთვის ნერვებს მიშლიდა მაინც, ხოდა ახლა მეც მოვუშლიდი.

- რაღაც უნდა გითხრა ლაშუკაააა ბოლო სიტყვა გავუგრძელე და ირონიულად ჩავიცინე,

- ოჰ შენ რომ ნერვები არ მომიშალო აბა ისე როგორ. თითქოსდა გაბრაზებით თქვა. - რა უნდა მითხრა?

- აუ წყნეთში ვარ და ჩამომაკითხე რაც შეიძლება მალე.

- მანდ რა ჯანდაბა გინდა გოგო? გაკვირვება დაეტყო ხმაში.

- ვაიმეე ამოხვალ თუ არა? მობეზრებით ვთქვი.

- 10 წუთში მანდ ვარ.

- აბა შენ იცი როგორც ყოველთვის არ აგვიანებ ხოლმე ისე არ დააგვიანო სიცილით ვუთხარი.

- ერთხელ მაგ ენას ამოგაძრობ თითქოს და გაბრაზებით თქვა.

- შენ 10 წუთში აქ უნდა იყო ირონიულად ვუთხარი.

- ვიქნები კიდეც სიცილით მითხრა და ტელეფონი გამითიშა, მე კარები ისევ გადავკეტე, დივანზე მოვიკალათე და სიმღერების მოსმენა დავიწყე, ჩემდა გასაკვირად ლაშა ზუსტად 10 წუთში მოვიდა.

- აქვე ახლოს იყავი ხო? სიცილით ვუთხარი.

- ვაიმე რა ჭკვიანი ხარ როგორ გამოიცანი? ირონიულად მითხრა და სიცილით გადაწვა დივანზე.

- აუუ აეგდე და წავიდეთ რა, წუწუნით ვუთხარი.

- ოოო სად მეჩქარება? თვალებდახუჭულმა მითრხა.

- სამეცადინო მაქვს, თან კონსპექტები მაქვს დასაწერი. თითქოს დენმა დაარტყაო ისე წამოვარდა ლაშა.

- რაააა? შენ მეცადინეობ კიდეც ტო? ვააააა სიცილით თქვა და კარისკენ წავიდა მეც უკან მივყევი.

- ამხელა ბიჭი ხარ და ჭკუა ჯერ კიდევ არ გაქვს. სიცილით ვუთხარი სახლის კარი გადავკეტე, ლაშამ მანქანის კარი სიცილით გამიღო მეც დავჯექიტ და თბილისში წავედი, გზაზე ზუკას სახლი უნდა გაგვევლო. დავინახე როგორი გამწარებული გამოდიოდა სახლიდან მანქანას შემოხედა
და მე, რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა ერთი გავიცინე და შუა თითი ავუწია. ლაშამ დაინახა ყოველივე ეს და გაკვირვებულმა შემომხედა, მერე გაკვირვება ბრაზში გადაუვიდა.

- ახლავე ამიხსნი რა მოხდა. გაბრაზებულმა მითხრა.

- არაფერი, მშვიდად ვუთხარი და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე.

- არაფერი? გოგო რო გეკითხები მიპასუხე,

- ზუკამ მომიტაცა და აქ წამომიყვანა თავის სახლში მერე გამოვეპარე და დანარჩენი შენც იცი.

- რააა? მანქანა სწრაფად გააჩერა ლაშამ. - მოვკლავ მაგს სი*ს

- კაი ლაშა რა არ გინდა გთხოვ მშვიდად ვუთხარი.

- მე ვიცი რა მინდა და რა არა, გაბრაზებულმა თქვა და მანქანა დაქოქა.

- ლაშა ცოლის მოყვანას არ აპირებ? სიცილით ვუთხარი. ლაშას აშკარად ეტყობოდა, რომ გაუკვირდა ეს შეკითხვა.

- ჯერ არა გაკვირვებულმა მითხრა.

- და არც არავინ მოგწონს? ახლა უფრო დაქაჩა თვალები. მარა მერე უცბათ გაუბრწყინდა.

- კი მომწონს ერთი ღიმილით მითხრა,

- მართლა? და ვიცნობ? ერთი თვალი ავუწიე.

- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

- ლაშა მითხარი რა.

- არა.

- კი.

- არა

- კი ვაგრძელებდი,

- კარგი ხო, დამნებდა ბოლოს.

- გისმენ თვალები გავაფართოვე.

- შენი და ნანა მომწონს მითხრა და ჩემ რეაქციას დაელოდა, მე ერთი
გამეღიმა და მხარი მაგრად დავკარი ბეჭებზე,

- შეიძე შე ძველოო სიცილით ვუთხარი და გზას გავხედე. ლაშასაც გაეცინა და აღარაფერი უთხვქმას.

__________________________________________________________

- ისევ მაგვიანდება ჩემთვის თქვი და სწრაფად ჩავიცვი, მერე ნივთები ჩანთაში ჩავალაგე და უნივერსიტეტის გზას პირველად ჩემს ჩხოვრებაში ჩემი მანქანით გავუყევი ესეც იმიტომ, რომ ძალიან მაგვიანდებოდა 1 კვირააა გადაბმულად ვაგვიანებ და არ მინდოდა ახლაც იგივე მომხდარიყო. სწრაფად მივდიოდი და უნივერსიტეტში 10 წუთით ადრეც მივედი. დერეფანში მივდიოდი, თავი ჩახრილი მქონდა და ტელეფონში სიმღერებს ვეძებდი, რომ უცბათ ვიღაცას შევასკდი. ჩემი ბრალი იყო.

- ბოდიში ვუთხარი და ბიჭს შევხედე, რომელიც გაკვირვებით მიყურებდა.

- არაუშავს მითხრა და გამიღიმა, მე წასვლა დავაპირე, რომ უკან წამომეწია.

- საბა. გაკვირვებულმა შევხედე. - მე საბა მესხი მითხრა და ისევ გაიღიმა რა საყვარლად იღიმის გავიფიქრე, სტოპპპ ახლა მე რა ვთქვი? ნუთუ თაკომ თქვა ოდესღაც ეს სიტყვები? ჩემივე სიტყვებზე გამეცინა.

- თაკო ჯანხოთელი. ღიმილით ვუთხარი.

- კარგი გემოვნება გაქვს მითხრა და ჩემ metallica-ს მაისურზე მიმანიშნა, ახლა დავუკვირდი, რომ ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. წამოზრდილი თმა და შავი თვალები, ღიმილი? რაღაც საოცრება, მეც არ მჯერა ამ ყველაფერს, რომ ვლაპარაკობ.

- რაზე სწავლობ? ისევ მან გააგრძელა საუბარი.

- ფსიქოლოგიურზე, შენ? მშვიდად ვუთხარი.

- მე აქ არ ვსწავლობ, ძმაკაცს მოვაკითხე,

- აააა, კარგი კარგად უნდა წავიდე ვუთხარი როცა ჩემს აუდიტორიასთან მივედი და აღარ დაველოდე რას მეტყოდა ისე შევედი.


ხო ვიცი დავაგვიანე და გალოდინეთ თავის მართლებას არ დავიწყებ. ველოდები თქვენს კომენტარებს.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent