შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანდელაკი - იოსებიძეზე (ნაწილი მესამე)


10-11-2014, 23:56
ავტორი sanikidze
ნანახია 2 377

ღამის 12 საათი იყო,
ნინკასთან მიდიოდა ტატა, მტირალმა დაურეკა - ჩემთან მოდიო და
იმიტო წავიდა,თორემ ისე საშინლად ვერ იტანდა ღამე სიარულს.
მითუმეტეს იოსებიძეზე და მითუმეტეს კახი კანდელაკის შვილს.
არ უშვებდა ხოლმე მამამისი,დაცვაზე კიდე ტატა უარს ამბობდა, სულ ნუ გამიმწარებვთ ბავშვობასო. იმ დღეს წავიდა ... კაპიშონი წამოიფარა,ყურსასმენი გაიკეთა და წავიდა. ნინკას სადარბაზოში რომ შეირბინა,ლიფტი გამოიძახა და მისი ჭრაჭუნის გასაგებად,ყურსასმენი მოიხსნა.
მკვეთრად გაიგონა მძიმე სუნთქვა და შეიგრძნო საოცრად არომატული სუნამოს სუნი. იმ წამს მხოლოდ ის იფიქრა,იმედია მთელი გზა უკან არ მომყვებოდა,თორენ გული გამისკდებოდაო. არ შეშინებია,უბრალოდ დაიბნა და ძალიან აღელდა. ყელში გრძნობდა აჩქარებულ გულისცემას.
მერე შებრუნდა ... სიბნელეში ვერაფერი დაინახა,მხოლოდ სიგარეტის ნაცრისფერ კვამლს არჩევდა,მის სახეს რომ ეხებოდა. ხმას არ იღებდა ტატა,არაფერს ეკითხებოდა უცნობს,არც ზემოთ ასვლას აპირებდა,რატომღაც იდგა ასე ურეაქციოდ გაშეშებული ...
- დაცვა რატო არ გყავს - მაშინვე იცნო ის სპეციფიური ხმა ასე რომ უშლიდა ნერვებს,აღიზიანებდა და თან საკმაოდ აშინებდა,უბრალოდ თვითონ არ აღიარებდა ამას.
- ახალკაცი ...
- ჰო ტატა,ჰო
- რა გინდა?
- დაცვა რატო არ გყავს თქო
- სანდრო რა გინდა
- გეკითხები
- ა რ მ ჭ ი რ დ ე ბ ა - დაუმარცვლა კანდელაკმა.ამის გაგონებაზე გულიანად გადაიხარხარა სანდრომ
- დამიჯერე,გჭირდება
- ვისგან უნდა დამიცვან?
- ჩემგან
- ნუ მაცინებ სანდრო
- სასაცილოს არაფერს ვამბობ - უცებ დასერიოზულდა
- უნდა ავიდე ...
- მხედავ? - მოულოდნელად დაუსვა ეს კითხვა,რამაც ტატა საკმაოდ დააბნია,ვერ ხვდებოდა რატომ ეკითხებოდა,არ რა უნდა ეპასუხდა,ან საერთოდ რა მოჰყვებოდა მის პასუხს ...
- უნდა ავიდე სანდრო ... - ახალკაცს არაფრის თქმა არ დააცადა ისე აირბინა კიდეები,მაგრამ მაინც ეგონა,რომ გააჩერებდა სანდრო,გაეკიდებოდა,ან რამეს მაინც იზამდა. მას კი რატომღაც რეაქცია არ ჰქონია,დარჩა იქ,ასე გაშეშებული ... სანამ მე8-მდე აირბინა კანდელაკმა,გზაში გააანალიზა,რომ მთლად ფხიზელიც ვერ უნდა ყოფილიყო ახალკაცი და უცბად გაახსენდა ის ალკოჰოლის სუნი,მის სუნამოს რომ ერეოდა, აი მაშინ ნამდვილად შეეშინდა ...

-----------

გიჟივით შევარდა ნინკასთან და ლოგინზე ჩამოჯდა. ტატას ამ მდგომარეობაში დანახვისას,ნინკას თავისი გასაჭირი სულ დაავიწყდა და გიჟივით მივარდა დაქალს.
- ტატა რა მოგივიდა?????
- ახალკაცი დამხვდა სადარბაზოსთან
- ვა ი მე ! რა უნდოდა?
- არ ვიცი ნინკა,ვერაფერი გავიგე. თან ცოტა მთვრალი იყო,ჯერ დაცვა რატო არ გყავსო,მერე რაღაცას მეკითხებოდა,მხედავო? ვერ გავიგე ...
- ძაან შეგეშინდა?
- რავი ... გამიკვირდა უბრალოდ
- მე არა
- რა არა?
- მე არ გამკვირვებია
- ნინკააა?!
- კაი რა ტააატ,აბა რას ელოდი? ეგეთებს არარი მიჩვეული სანდრო ახალკაცი,ტიპს როგორ ელაპარაკე,იქვე რო არ გაგარტყა გამიკვირდა,პაცანი ბიჭიო ახალკაცს უთხარი ... ზუსტად ვიცოდი რო ვერ მოინელებდა,არარი ეგეთებს მიჩვეული,ხო გითხარი
- აუ მოდი ცივი წყალი დალიოს,კაი?

---------------

მეორე დღეს, ისევ 161სთან იდგა ახალკაცი.
ტატამ ერთხელ გახედა,მაგრამ სანდრომ სახე აარიდა. "ალბათ ისეთი მთვრალი იყო არც ახსოვს" - გაიფიქრა ტატამ და მეტჯერ აღარ შეუხედავს. იმ დღეს რამდენჯერმე შეეფეთა სანდროს,მაგრამ რეაქცია არცერთხელ არ ჰქონია ...

---------------

საღამო სპეცებში ისხდნენ უბნელები,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.
სანდროც იქ იყო,
სანდროც და ყველა ....
ნინკამ მხარი გაკრა კანდელაკს და მათკენ მიმავალი ბავშვიანი გოგოსკენ მიახედა.
- ეს გახსოვს?
- არა,ვინაა?
- ანკა არ გახსოვს? 161ელი იყო, მე10 ში გათხოვდა,მაგის შვილია ეს ბავშვი.
- რამხელაა ეხლა?
- ჩვენხელაა ზუსტად.
- უი ...

ბავშვებს მიუახლოვდა ანკა,ისეთი საყვარელი შვილი ჰყავდა,ტატამ ვერ მოითმინა,ხელში აიყვანა და თამაში დაუწყო. ისე უყვარდა ბავშვები,ქუჩაში რომ დაენახა,გულგრილი ვერ ჩაუვლიდა,აუცილებლად მივიდოდა და მოეფერებოდა. როგორც ჩამს იმ ანკამ აშკარად იცოდა ტატას ვინაობა.
- ტატა,როგორ გიხდება ბავშვბი. - კანდელაკს არაფერი უთქვამს,უბრალოდ გაუღიმა.
- არ გინდა შვილები? - არ ცხრებოდა ის. ტატამ ისეთოი სახით გახედა,გოგომ ლამის ბოდიში მოუხადა,მაგრამ ისევ კანდელაკმა გამოაწროდა სიტუაცია,რამაც ნინკა ცოტა გააკვირვა,არ სჩვეოდა ასე კანდელაკს ...
- მორალურად არ ვარ მზად ვიყიდო ქინდერი და ვინმე სხვას მივცე. - ამ სიტყვებზე სიცილი ვერავინ ვეღარ შეიკავა,სანდროსაც გაეცინა,უფრო სწორად ჩაეღიმა,ტუჩის კუთხეში ...

----------

დაახლოებით ღამის 1:00 იქნებოდა,დაცვამ რომ დაუძახა კანდელაკს.
- ტატა, თქვენთანაა.
დიდი,ქინქერებით სავსე ყუთი და ბარათი წარწერით "არავის გაუყო".
წაიკითხა თუ არა,ისტერიული სიცილი აუტყდა,გადადგა სახლი,ვერ გაჩერდა.
ქინდერები გემრიელად მიირთვა ნინკასთან ერთად.

მეორე დღეს,საღამოს,ისევვ სპეცებშში ...
ისევ იგივე ხალხი და ისევ იგივე სიტუაცია ...
- გუშინ ქინდერები რომელმა მაჩუქეთ? ყველაზე ძაან გამახარეთ. - ხმა არავის ამოუღია,გოგოები კი დაესიენ და უამრავი კითხვა მიაყარეს.
ვერაფერი გაარკვია ტატამ,არადა ინტერესით კვდებოდა,რამდენიმე ვარიანტი გამოკვეთილი იყო,მაგრამ უფრო ზუსტად რომ არ გაეგო,გააფრენდა ...

----------

დედასთან სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა კანდელაკს. კატეგორიულად მოსთხოვა სახლში დაბრუნება და ისე იჩხუბეს,ბოლოს ორივე ხმამაღლა ტიროდა და ყვიროდა.
სახლში ვერარ გაჩერდა და სპეცებში გავიდა, არადა ღამე იყო, 2 იყო დაწყებული. არარ ეშინოდა ღამე სიარულის,არც კახის შვილობა აშინებდა და არც იოსებიძე ...
2ის ნახევარზე სპეცებში იჯდა კანდელაკი,იცოდა ამ დროს იქ არავინ იქნებოდა. საზურგეს მიეყრდნო,თავი გადასწია და უამრავ რამეზე ჩაფიქრდა. ენატრებოდა დედა,მაგრამ აქედან ვერსად წავიდოდა,ისე მიეჩვია,თვითონაც ამბობდა,ცხოვრებაში იოსებიძეს აღარ მოვშორდებიო ... ასე იცის ამ უბანმა,ერთხელ თუ გაუგე გემო,მერე მორჩა ... კახისთან ცხოვრებასაც მიეჩვია,დაცვასაც და კამერებსაც კი შეეგუა.
არ იცოდა რა ექნა,რომ არ ეტირა,ალბათ მოძალებული ემოციები დაახრჩობდა ... ცრემლი დაუკითხავად გამოუგორდა ნაზ კანზე ... ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამოარკვია.
- ნუ ტირი - ამჯერად ტატას მკვეთრი რეაქცია არ ჰქონია. თითქოს მოელოდაო ახალკაცის აქ ნახვას. თვალი გაახილა,თავი მაღლა ასწია და ცრემლი მაისურით შეიმშრალა. გვერდით მიუჯდა ახალკაცი და სიგარეტს მოუკიდა. მართლა საოცარი ვინმე იყო,ს რ უ ლ ყ ო ფ ი ლ ე ბ ა ... კი ლანძღავდა კანდელაკი ყვენალაირად,მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებოდა საოცარი ვინმე რომ იყო. იმენა ტიპი ! ტატამ ფეხები სკამზე მოკეცა და უფრო კომფორტულად "მოკალათდა". ამჯერად აღარ აპირებდა გაქცევას,არც აღელვებულა და არც შეშინებია.
- საათს დახედე აბა?
- 3ის 15წუთია
- აქ რა გინდა ტატა ...
- მიყვარს აქაურობა
- სპეცებზე საყვარელი ვერაფერი იპოვე?
- ეს ყველაზე ახლოსაა ...
- ამ დროს ნუ დადიხარ აქ,და საერთოდ ნურსად ნუ დადიხარ - ამ სიტყვებზე ისევ მოადგა ტატას ცრემლები,თუმცა არ იცოდა რატომ. ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა და ისევ ატირდა ...
- მამაშენმა იცის?
- არა
- დაცვა რატო გიშვებს
- არ ვიცი სანდრო... - სანდრომ სიგარეტი გადააგდო და მანაც ტატას პოზიცია დაიკავა. გვერდიდან გამოხედა კანდელაკმა,ახალკაცს გაეცინა და ცრემლი მაისურით მოწმინდა.
- რა სასაცილო ხარ
- იმ დღეს რა გინდოდა სანდრო?
- როდის, სულ პირველად თუ მეორედ,თუ მესამედ ...
- ხალხის შეშინება შენი სტიქიაა?
- ტატა ...
- რა ტატა სანდრო? რა გინდა გამაგებინე? ან აქ რა გინდა,ან სულ პირველად რა გინდოდა, ან მერე რაღას დამხვდი სადარბაზოში,ან იმ ბიჭს რას ერჩოდი და საერთოდ ... - არაფერს პასუხობდა ახალკაცი და ტატამაც ძალიან კარგად იცოდა,სულ უაზროდ რომ უსვამდა ამ კითხვებს. კარგა ხანს ისხდენენ ასე ერთ ადგილას,უსიტყვოდ ... გაუნძრევლად ...

-----------

მეორე დღეს ისევ 161ესთან იყო აყუდებული სანდრო ძმაკაცებთან ერთად. ტატამ გვერძე ჩაუარა,მაგრამ არც მისალმებია ახალკაცი ...
აგიჟებდა კანდელაკს მისი ასეთი გაურკვეველი ქცევები,ვერ ხვდებოდა რა უნდოდა,ვინ იყო საერთოდ. ნინკას რომ უყვცებოდა მის ამბებს,ისიც საგონებელში ვარდებოდა ხოლმე და ეშინოდა კიდეც,ცოტა ... რამდენჯერმე ისიც სთხოვა,თავი აარიდეო.

------------

მეორე დღეს, ისევ საღამოს,
ისევ სპეცებში.
ტატას 17წლიანი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე უხერხული და გაუგებარი სიტუაცია ...
ისხდნენ ბავშვები და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ,თორნიკე ბენდელიანი რომ მიუახლოვდა კანდელაკს და გვერძე გამოდიო სთხოვა. აზრზე ვერ მოდიოდა ტატა რა უნდა ნდომებოდა ბენდელიანს,მაგრამ ადგა და უსიტყვოდ გაჰყვა.
- არავის გაუყე,ხო?
- შეეეენ? - რა მიხვედრა უნდოდა იმას,ქინდერებზე რომ იყო ლაპარაკი,მაგრამ ყველაზე ნაკლებად ამას თორნიკესგან ელოდა,ყველაზე ნაკლებად კიარა,საერთოდ არ ელოდა ... ტვინში რაღაც გადაუტრიალდა თორნიკეს და სათქმელი საკმაოდ ტაქტიანად უთხრა კანდელაკს. ტატას გაოგნებული სახე ბავშვებმა შორიდანაც შეამჩნიეს.
ძალიან ცოტა ხანი იყო,რაც იცნობდა ... სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და სიყვარულს უხსნიდა ... ძალიან მაგარი ბიჭი კი იყო,მაგრამ რაღაც მაინც აკლდა. თუმცა სრულყოფილება რომ ყოფილიყო,მაინც იგივე პასუხს გასცემდა ტატა,იმიტომ რომ არაფერს გრძნობდა მის მიმართ,ან საერთოდ რომელ გრძნობაზეა ლაპარაკი,არც იცნობდა ადამიანს ნორმალურად.
- რო არ გიცნობ არაუშავს? - ტატას სიტყვებმა ცოტა დააბნია ბენდელიანი - არ გიცნობ თორნიკე და რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? ძაან გთხოვ უბნელები ვართ და ნუ გავიფუჩებთ ურთიერთობას,კაი? მაგ თემაზე მეორედ არ დამელაპარაკო. კინდერებისთვის მადლობა ... - თორნიკეს პასუხს აღარ დალოდებია ისე გამობრუნდა და ბავშვებისკენ წავიდა. ნინკამ რათქმაუნდა შეამჩნია მისი გაოცებული სახე და მაშინვე ტატასკენ გაიქცა,არაფერი უთქვამთ ისე ავიდნენ ნინკასთან.
- ეგ ცოტა დაქნეული ხო არაა? - ემოციებს ვერ თოკავდა ნინკა. - ტიპს ვაფშე იცნობ?
- არა გოგო,1ხელ დამელაპარაკა მარტო,და ისიც ისეთ სისულელეზე,რო აღარც მახსოვს.
- არადა რო შეხედავ,მოგეწონება
- იცი რა მაინტერესებს? რისი იმედი ქონდა? სიფლის ნობათია ბიჭი.
ნინკამ რამდენჯერმე კიდევ შეუკურთხა ბენდელიანს,მერე გვიანობამდე უკურეს ფილმს და 11ხდებოდა ნინკასგან რომ გამოვიდა ტატა.
სახლთან ისევ ეს ბენდელიანი შეეფეთა,ისეთი მთვრალი იყო და საერთოდ ისეთ მდგომარეობაში იყო,ტატა რომ არა,აუცილებლად წაიქცეოდა და ძირს გაიშხლართებოდა. კანდელაკმა რომ წამოიდგინა,გაეცინა კიდეც.
- ტატაააააა - ყვიროდა ბოლო ხმაზე
- რა მთვრალი ხარ - ამ სიტყვებმა თითქოს გონზე მოიყვანესო თორნიკე,წელში გასწორდა,ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
- ახვარ აჩის ვეღარ ვჯობივარ? - აჩის გაგონებაზე ისე გაბრაზდა ტატა,ლამის შემოარტყა თორნიკეს,მაგრამ ნერვები ძლივს მოთოკა.
- მოდი ჩემი და ბენდელიანის ურთიერთობა შენი საქმე არ არი ბენდელიანი,ხო? ეხლა შეგიძლია სახლში წახვიდე,ან სადაც გინდა იქ წასულხარ და თუ გინდა რო ვაფშე გამარჯობით მაინც გიცნობდე,მაგ თემაზე აღარ დამელაპარაკო,მეორედ გეუბნები უკვე. - ბენდელიანი ისე გაწითლდა,ლამპიონის შუქზეც კი შეამჩნია კანდელაკმა. მერე ხელი ხელზე ისე მოუჭირა,რომ ეტკინა და უყცირა:
- დავცას დავუძახებ !!! - ამის თქმა იყო და იმსწამსვე გაუშვა ხელი თორნიკემ. უსიტყვოდ შებრუნდა და წვიდა.

მიუხედავად იმისა,რომ ტატას მაგრად ეკიდა ბენდელიანი,მთელი ღამე მის საქციელებს განიხილავდა. ცოტა უკვირდა როგორ იყო ასეთი მხდალი. თუ უნდა გაქცეულიყო,მაშინ საერთოდ რაღას მოდიოდა ... მერე გულწრფელად ეცინებოდა თორნიკეს საცოდავ საქციელებზე და ისევ ფიქრს განაგრძობდა...

--------------

მეორე დღეს, ისევ 161ესთან,
ისევ ახალკაცი ... ისევ ურეაქციობა ...
ისევ ბენდელიანი და მისი მორიგი სოფელა საქციელი.
სკოლიდან გამოდიოდა კანდელაკი,სანდრო რომ შეამჩნია აყუდებული,მაგრამ არც შეუხედავს ისე განაგრძო გზა. ორი ნაბიჯი არ ჰქონდა გადაბმული,ვიღაცამ ძლიერად რომ შეაბრუნა თავისკენ. თორნიკე .... ტატამ უხეშად გააშვებინა ხელი და მის წინ აესვეტა.
- ბენდელიანი რა გინდა?
- გუშინდელზე მინდა რო ბოდიში მოგიხარო
- იცი რა არი თორნიკე? თუ მოდიხარ,იმდენი კაცობა მაიც გეყოს რო დაცვის ხსენებაზე უკან არ გავარდე და მერე არარ გექნება ბოდიში მოსახდელი,კაი? - ისე გამწარდა თორნიკე,კისერზე ძარღვები დაეჭიმა.ისეთი სიძლიერთ დაარტყა ქვას ფეხი,რომ ლამის თავში მოხვდა ვიღაცას ... ვის არ გაამწარებდა მსგავსი სიტყვები და მითუმეტეს გოგოსგან წამოსული.
- ბოდიშს რო გიხდი,იმდენი ზრდილობა გაგაჩნდეს,რო მიიღო
- კაცობას რო მიხედავ ბენდელიანი,ჭკუა მერე დამარიკე კაი? - აქ კი მოთმინების ფიალა აევსო,ხელი ისე მიარტყა ხეს,რომ ეღრძო გასაკვირი არ იქნებოდა. ტატამ კი აუღელვებლად დატოვა სკოლის ეზო.

მთელი სკოლა ამ ორს მიშტერებოდა ...
ჰო,სანდროც იქ იყო და ღიმილიანი შესცქეროდა გამწარებული ბენდელიანის ქცევებს და საოცრად მშვიდ ტატას.
ალბათ უკვირდა საიდან ასეთ პატარა გოგოს ამხელა წონასწორობის უნარი და ამავდროულად ასეთი ირონია.

скачать dle 11.3



№1  offline ადმინი შამანი

მომეწონა..ყოჩაღ!! არ ვკითხულობდი,მაგრამ ამ თავს თვალი რომ გადავავლე წინა თავებიც უცებ ჩამეკითხა მერე ეს თავიც და ახლა მოუტმენლად ველი შემდეგი თავის დადებას!იმედია არ დაიგვიანებ love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Deffy

კანდელაკიი და ახალკაციი <3 რაღაც პონტში მომწონს ამათი ურთიერთობა...მაგრამ განვითარებას ველოდებიი რათქმაუნდა
--------------------
if you love someone, you tell them. Even if you are scared that it will burn your life to the ground, you say it and you say it loud.

 


№3  offline წევრი -Cule-

Velodebi amistoriiis dasasruls romere retain wavikittxo sanikidzis avtoro ♥

 


№4  offline წევრი ninaa12

ძაან კარგიაა <3 იმედია ძაან არგაწელავ ამათ ერთად ყოფნას :(

 


№5  offline წევრი mani156

Dzaaann daagviane magramm isetii taviii iyoooo ^_^ :D magariia <3

 


№6  offline წევრი happiness

Iosebidze ro davinaxe egreve gavxseni pirvekad magram exla interesia ertaderti mizezi ratoc vkitxulob! Mara specebis xsenebaze mainc gamegima) dzaan kaia gaargdzele male gtxov❤️

 


№7  offline წევრი Баста

აღარ აპირებ დადებას? am

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu agar deeb?

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ro gaagrdzelo arginda ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent