შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი(II)


11-11-2014, 18:40
ავტორი susik-fusik
ნანახია 2 636

მწვანეთვალება ანგელოზი(II)

საშამ ღრმად ამოიოხრა. და ძალიან უყვარდა. პატარაობისას აუცილებლად საშას უნდა დაეძინებინა.საყვარელი გოგო იყო. ბუთხუზა და ეშმაკი. შეუძვრებოდა ლოგინში, კოტიტა თითებით ფეხის გულებში მოუღიტინებდა და ააყვირებდა ხოლმე. შენ კი ხელს ვერ დააკარებდი. ისე გულსაკლავად აბღავლდებოდა, ტანში დაიშლებოდი. საშკაც უთმობდა. თუმცა ზოგჯერ მაინც წასწვდებოდა ხოლმე აქეთ-იქით სასაცილოდ გაფშეკილ კიკინებში...
კარზე ისევ გაისმა სუსტი კაკუნი... "ეს დღეს თავს არ გამანებებს",
- გაიფიქრა საშამ და გაღიზიანებულმა უყვირა დას:
- აღარ მომეშვები?
- გოგიჩა მოვიდა შენი ნახვა უნდა...
საშა შეყოყმანდა. იმ წუთში გოგიჩასი კი არა, არავის ნახვა არ უნდოდა, მაგრამ არ გაღება უარესი იქნებოდა... გოგიჩა ჩვეული მოუქნელობით შემოიზლაზნა ოთახში და კუთხეში მდგარ დიდ, ძველებურ სავარძელში ჩაეხეთქა...
- ნელა, ბიჭო, ნუ ჩაუგლიჯე "პრუჟინები"... სანამ ბოლოს არ მოუღებ, არ მოეშვები?
- თუ ძმა ხარ, ნუ გადამაყოლებ ახლა ადამისდროინდელ სავარძელს. პირველად ხომ არ ვჰდები? - უდარდელად აიქნია ხელი გოგიჩამ და ოთახში ცნობისმოყვარედ მოჭვრიტინე ინა დაასაქმა - ერთი, წყალი მომიცუნცულე, შენს გაზრდას...
ინა უკმაყოფილოდ დაიღრიჯა, მაგრამ წყლის მოსატანად მაინც წავიდა. გოგიჩამ გაოცებულმა გააყოლა თვალი.
- რა დაგერიათ ამ და-ძმას, ორივენი რომ იღრინებით? - გაოცებულმა აიწურა მხრები გოგიჩამ და კეფა მოიქექა. - დაახლოებით ვხვდები, რაც გჭირს. თიკოსთან იჩხუბე, არა?
- გოგიჩ, ახლა შენს გუნებაზე არა ვარ. თუ აქ ყოფნა გინდა, იყავი, ოღონდ ზედმეტი შეკითხვებით თავს ნუ მომაბეზრებ.
- გამოვიცანი! - გაიბადრა გოგიჩა. - როდის გეუბნებოდი, ეგ გოგო ხეირს არ დაგაყრის-მეთქი?!არ დამიჯერე, ძმაო, და რა გიყო?! ვიცნობ, რა, ეგეთ კუდაბზიკა ხალხს. მამამისს ორი კაპიკი უშოვია და ქვეყანა თავისი ჰგონია. შენ სხვანაირი ტიპი ხარ, ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა?
საშა მოიღუშა. გოგიჩა სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა.
-გაჩუმდი, რა!
-კარგი, ბატონო, ხმას აღარ ამოვიღებ. - გოგიჩა ნებივრად გადაწვა სავარძელში, ფეხები პატარა მაგიდაზე შემოაწყო და ინას გასძახა: სადა ხარ, გოგო, ამდენ ხანს,წყლის მოსატანად წყაროზე წახვედი?
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ინაც გამოჩნდა ცისფერი ფაიფურის ლამბაქზე დადგმული ბროლის ჭიქით ხელში და ბიჭს მუხლზე დაუდო.
გოგიჩამ წყალი ორ ყლუპად დალია და ჭიქა შეათვალიერა.
-იმიტომ მოუნდი, არა, წყლის მოტანას ამდენი ხანი? -სინანულით გადააქნია თავი და საშასკენ შებრუნდა.
ფიქრებში გართულმა საშამ ყურადღება არ მიაქცია მეგობრის ნათქვამს. სამაგიეროდ ინა გაიბუსხა:
-ეცი ახლა ამისთანას პატივი! ერთ საათს ვარჩევდი ჭიქას...
-აგაშენა ღმერთმა, მე მაგას არ ვჩივი?! - სახე გაუბრწყინდა გოგიჩას. - მეორედ რომ გაგაგზავნი წყალზე, იცოდე, ყურიანი ჩაის "კრუშკით" მომიტან.
-მეტის ღირსი მაინც არა ხარ,- არ შეარჩინა ინამ.
-გოგო, ნუ დაგიგრძელებია ენა, თორემ შენს ძმას ვეტყვი და გაიტყიპები! - "დაემუქრა" გოგიჩა.
-კი, როგორ არა! - ტუჩები მომუწა გოგონამ და ოთახიდან ამაყად თავაწეული გავიდა.
-როგორ შეიცვალა, არა?! გაიზარდა, გამოხედვაც სხვანაირი გაუხდა, სევდიანი, - ფიქრიანად, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გოგიჩამ, მერე კი გაეცინა. - საშკა, გახსოვს, კარადაში რომ შევსვით, რომ დაეძინა, რომ დაგვავიწყდა და თქვენები გადარეულები რომ დაეძებდნენ?
-მე მითხარი რამე? - გამოერკვა საშა.
-ეეე, შენ არ მისმენ? მოეშვი, რა , იმ გოგოზე ფიქრს. თავი დაანებე...
-გოგიჩა, უნდა წავიდე აქედან, - გადაჭრით განაცხადა მოულოდნელად საშამ.
გოგიჩამ გაკვირვებისაგან პირი დააღო.
-აურიე? სახლიდან აპირებ გაქცევას? რატომ, ტო...ერთმა ტუტუცმა გოგომ უარი გითხრა, ბებიაშენი და ინა რა შუაში არიან, ამათ რა დაგიშავეს?
-არა, შენ ვერ გამიგე. თბილისიდან უნდა წავიდე...
გოგიჩა სულ დაიბნა.
-სად... სად... სად... უნდა წახვიდე?
-ჯერ არ ვიცი, შეიძლება - მოსკოვში.
-რა გინდა, ბიჭო, მოსკოვში?
-ვიმუშავებ.საკუთარ თავსაც მივხედავ და ამათაც. ხომ ხედავ, აქ აღარაფერი გამოდის. რამდენჯერ უნდა გამამწაროს უფულობამ? იცი, დღეს თიკოს ოჯახში როგორ მიყურებდნენ? უკანასკნელი მათხოვარივით. თიკოს უდღეური პუდელიც კი გაცილებით მეტ პატივში იყო, ვიდრე მე. სურვილი მქონდა, მიმემტვრია ყველაფერი და ის სუნამოც, რომლის გულისთვისაც მასხრად ამიგდო, თიკოსთვის თავზე დამეფშვნა.
-მერე, ვერ დააფშვენი? -ხელები მოიჰფშვნიტა გოგიჩამ.
-ისევ საკუთარ თავს ვეცი პატივი და გიჟივით გამოვვარდი გარეთ.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი fancy

რა პატარა იყო????? შემდეგი ტავი დიდი დადე კაია და მომწონს

 


№2  offline წევრი mancho

კაია მარა ძაან პატარა იყოო გელოდეებიი

 


№3  offline წევრი pataragogo3

ძალიან კარგია ^_^ შინაარსი მომწონს და ვიცი რომ რაღაც კარგი მელოდება, მაგრაამ.. ((ოხ ეს მაგრამ :დ))
ძალიან კარგი იქნებოდა, თავებს თუ გაზრდიდი და შინაარსს გაავრცობდი. უბრალოდ, სხვებიც იწყებენ ასე კარგად და მერე აფურცუხებენ რასაც ქვია რა ბოლოში,, ხოდა რა მინდოდა მეთქვა, კარგი შინაარსია, როგორც ვხვდები ამ ბიჭის საშას ცხოვრებაში გამოჩნდება ვიღაც გოგო და არ აურიო რაა.. მალევე გამოგვიჩინე ის გოგო გთხოვ.. უბრალოდ სიუჟეტი მომეწონა ძალიან და არ მინდა რომ გაფუჭდეს ხომ ხვდები :)) არ დამიკარგო რამდენიმე თავის შემდეგ წაკითხვის სურვილი ^_^ სულმოუთქმელად ველოდები...
ძალიან კარგია,, იმედია ამ კომენტარს ცუდად არ მიიღებ, მე ძალიან მომწონს მსგავსი ნაწარმოებები და იმედი მაქვს ისე გაგრძელდება რომ ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო გახდეს შემდეგ.
ძალიან ნიჭიერი ხარ და ეს მოთხრობაც ძალიან კარგია... <33
--------------------
არ არსებობს ბედნიერება, სიყვარულის გარეშე! ♥

 


№4  offline წევრი susik-fusik

pataragogo3
ძალიან კარგია ^_^ შინაარსი მომწონს და ვიცი რომ რაღაც კარგი მელოდება, მაგრაამ.. ((ოხ ეს მაგრამ :დ))
ძალიან კარგი იქნებოდა, თავებს თუ გაზრდიდი და შინაარსს გაავრცობდი. უბრალოდ, სხვებიც იწყებენ ასე კარგად და მერე აფურცუხებენ რასაც ქვია რა ბოლოში,, ხოდა რა მინდოდა მეთქვა, კარგი შინაარსია, როგორც ვხვდები ამ ბიჭის საშას ცხოვრებაში გამოჩნდება ვიღაც გოგო და არ აურიო რაა.. მალევე გამოგვიჩინე ის გოგო გთხოვ.. უბრალოდ სიუჟეტი მომეწონა ძალიან და არ მინდა რომ გაფუჭდეს ხომ ხვდები :)) არ დამიკარგო რამდენიმე თავის შემდეგ წაკითხვის სურვილი ^_^ სულმოუთქმელად ველოდები...
ძალიან კარგია,, იმედია ამ კომენტარს ცუდად არ მიიღებ, მე ძალიან მომწონს მსგავსი ნაწარმოებები და იმედი მაქვს ისე გაგრძელდება რომ ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო გახდეს შემდეგ.
ძალიან ნიჭიერი ხარ და ეს მოთხრობაც ძალიან კარგია... <33
გავითვალისწინე შენი კომენტარი მადლობა :*
--------------------
A.M

 


№5 სტუმარი Tako

mancho
კაია მარა ძაან პატარა იყოო გელოდეებიი
Me mqonda mwvanetvaleba ...s wigni wakitxuli maqvs tavidan bolomde didi istoriaa es mxolod 2 furcels udris sheidzleba arc ki tan dawyeba da shua nawili weria aq

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent