შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება ანგელოზი (III)


15-11-2014, 16:26
ავტორი susik-fusik
ნანახია 3 025

მწვანეთვალება ანგელოზი (III)

ოთახში ფეხაკრეფით შემოიპარა ინა და საწოლის კიდეზე მორიდებით ჩამოჯდა. ძმის სიტყვებმა გული მოუკლა. სინანულით შეათვალიერა ალაგ-ალაგ გვარიანად გახუნებული შპალერი. ბევრი რეცხვისგან ოდნავ გაცრეცილი, ტულის ძველებური ფარდები... მამის სიკვდილმა ბევრი რამ შეცვალა, ბევრ რამეზე ათქმევინა ოჯახს უარი. ან როგორ მოახერხა ბებომ ორი ბავშვის გაზრდა მარტომ, სხვების დაუხმარებლად? საწყალი ქალი მთელ დღეს პოლიკლინიკაში ატარებდა, სარამოს კი სახლში იღებდა პაციენტებს. მათი სახლის შემოსასვლელში ყოველთვის იჯდა ორი-სამი ლოყაზე ხელაფარებული აკვენსებული ადამიანი. ბებოს თეთრფარდებჩამოფარებული პატარა ოთახიდან კი გვიანობამდეისმოდა ბორმანქანის ზუზუნი.
ასე გაიზარდნენ. მშივრები და შიშვლები ნამდვილად არ ყოფილან, მაგრამ მერე ავადმყოფების რაოდენობამ იკლო. ლამის საზოგადოებრივ ტუალეტებში გახსნილმა სტომატოლოგიურმა კაბინეტებმა სერიოზული კონკურენცია გაუწია ბებოს "ბიზნესს". საშკა სტუდენტი იყო, ინა სკოლაში დადიოდა...იქით ინგლისურის მასწავლებლის ფული იყო გადასახხდელი, აქეთ - ცეკვის. ველურებად ხომ არ გაზრდიდა? ჩაცმაც ხომ უნდოდა... ჰოდა, ნელ-ნელა, თითქოს შეუმჩნევლად გაქრნენ ბუფეტიდან ფუშფუშაკაბიანი, დაკვაწულთითებიანი კოპწია ფაიფურის ბალერინები... მედიდური ქალბატონები... პაწაწინა, ფრთოსანი ურჩხულებით მოხატული ლარნაკები თუ სიფრიფანა, ნატიფი სერვიზები... ხოლო როცა ბებომ ძველისძველი, საგვარეულო კამეა მოიხსნა გულიდან და ფაშფაშა, მუდამ ოფლის და საჭმლის სუნად აყროლებულ მეზობელს მიჰყიდა კანკალით, საშამ ვეღარ მოითმინა, ქაღალდები და ფანქარი მაგრად ჩაბღუჯა და სახლიდან უკანმოუხედავად მოუსვა... სწორედ იმ დღეს გაიცნო თიკო...

***

... შემოდგომის თბილი დღეები იდგა. პარკში სევდიანად შრიალებდნენ ფოთლებისგან სანახევროდ გაძარცული ხეები. მზის სხივები ანცად იჭვრიტებოდნენ მათი კენწეროებიდან. ნიავს მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლებისგან სქელი ხალიჩა მოექსოვა... პარკის მოწითალო ფხვნილით დაფარულ ბილიკებზე ძირითადად ჩვილბავშვიანი დედები და ხანშიშესული, დარბაისელი წყვილები სეირნობდნენ. საშამ მყუდრო ადგილი ამოირჩია, დაჯდა და ფანქარი მოიმარჯვა. ხატვის ნიჭი მამისგან გამოჰყვა, ოღონდ, მერაბისაგან განსხვავებით, ფანქარს ანიჭებდა უპირატესობას. არ უყვარდა მაძღარი, კაშკაშა ფერები. დარწმუნებული იყო, რომ, პორტრეტს მაინც, საერთოდ არ სჭირდება ფერადი გამა. ფანქარსი უკეთესად ხსნიდა ადამიანის ხასიათს. ადამიანის ცხოვრებაც ხომ ასეთია, ძირითადად - ნაცრისფერი, შავი, მწუხარე. მხოლოდ ალაგ-ალაგ, მკრთალ შუქ-ჩრდილებად დაჰყვება სიხარულითა და ბედნიერებით სავსე დღეები...
-არ დამხატავთ? - მოესმა საშას უეცრად და თავი ასწია.მის წინ ჯინსის შარვალსა და ტყავის მოკლე ქურთუკში გამოწყობილი მომხიბლავი გოგონა იდგა და ეშმაკურად აციმციმებდა ჭაობის ზედაპირივით მუქ-მწვანე თვალებს. ბიჭს სუნთქვა შეეკრა. გოგონებთან ყოველთვის უჭირდა ურთიერთობბა. ისედაც, დედის უსინდისო ღალატის შემდეგ, მხოლოდ ორ ქალს თვლიდა ყურადღების ღირსად: ერთი ინა იყო, მეორე - ბებია... მაგრამ ახლა, ახლა... დაბნეული საშა თავს ვეღარ უყრიდა სათქმელს. საქაღალდე ძირს დაუვარდა... მიწას მოეფინა თეთრი ფურცლები... გოგონა დაიხარა... წამოკრეფაში მიეხმარა... მერე კი საღამომდე ხატავდა მის თხელ, ნატიფ ცხვირს, პაწაწინა, გაბუშტულ ტუჩებს, ოდნავ გაჩვრეტილ, მომრგვალო ნიკაპს და ზღვის ფსკერივით უძირო თვალებს. საშამ პირველად ინანანა, რომ ფერადი ფანქრები არ წამოიღო... მაგრამ არა უშავს, კიდევ დახატავს, აუცილებლად დახატავს...
-უკვე დაამთავრეთ? - მოუთმენლად იკითხა გოგონამ და სცადა, ნახატისთვის შეეხედა.
-ჯერ არა, ცოტაც მოითმინეთ, - ფურცელს ხელი დააფარა საშამ.
-მეჩქარება, უნდა წავიდე. ალბათ უკვე მეძებენ... ვაიმე, რა დრო გასულა! - შეჰკივლა გოგონამ, როცა მაჯაზე, ოქროს პაწაწინა, იშვათი სილამაზის საათზე დაიხედა.
-გელოდებათ ვინმე?
-ლექციიდან გამოვიპარე...
-სად სწავლობთ?
-იურიდიულზე...
-იურიდიულზე? - გულწრფელად გაიოცა საშამ. - საოცარია...
-რატომ არის საოცარი? - ეწყინა გოგოს.
-ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ხართ, ბუმბულივით... არ ივარგებთ გამომძიებლად, არც მოსამართლის მანტია მოგიხდებათ...
გოგონა გაწითლდა. უხერხულად აწრიალდა, ფეხზე წამოდგა და საშასთან ახლოს მივიდა...
-მზად არის. - მიაწოდა ფურცელი ბიჭმა. - თუმცა... რომ არ გეჩქარებოდეთ, კიდევ დაგხატავდით სიამოვნებით...
-სხვა დროს იყოს... - გოგონამ დახედა პორტრეტს, აღტაცებულმა მიიკრა გულზე, ჯიბიდან ათლარიანი ამოიღო, გაოგნებულ ბიჭს სწრაფად ჩაუგდო კალთაში და უკანმოუხედავად გაბაკუნდა... საშას გული მოუკვდა... განაწყენებულმა დახედა ფულს... უნდოდა გაჰკიდებოდა, მოებრუნებინა, მაგრამ გაახსენდა, რომ სახელიც არ უკითხავს... საკუთარ თავზე გაცოფდა... ჯავრი ფანქარზეღა იყარა: ხელში მოიგდო და ნაკუწ-ნაკუწ აქცია...
იმ საღამოს შემდეგ უნივერსიტეტის ბაღს შეეჩვია. ეკლესიის ახლოს დაჯდებოდა,ხატავდა და ხატავდა... თან გაფაციცებული ათვალიერებდა ჯგუფ-ჯგუფად მოსეირნე გოგონებს, ხშირ-ხშირად რომ აკითხავდნენ ბაღს სიგარეტის მოსაწევად და საჭორაოდ. ზოგი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა სახატავით ხელში, თავისთვის მჯდარი ბიჭისადმი, მაგრამ საშკა თავის მწვანეთვალება ფერიას ელოდა, რომელის არსად ჩანდა. "ალბათ მომატყუა, - ნაღვლიანად ფიქრობდა თავისთვის... - ალბათ აქ არ სწავლობს, თორემ ერთხელ მაინც მოვკრავდი თვალს..."





პ.ს. ბავშვებო ბოდიშით დაგვიანებისათვის ავად ვიყავი და ვერ ვახერხებდი წერას და გთხოვთ თუ მოგეწონებათ კომენტარი დატოვეთ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent