შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Smoke On The Horizon (სრულად)


16-11-2014, 18:17
ავტორი somerholic
ნანახია 2 852

Smoke On The Horizon (სრულად)

-სად იყავი?-კითხა დედამისმა როგორც კი სახლის კარი შეაღო
-დედა მოხვედი უკვე? როგორც ყოველთვის, მეგობართან.
-კარგად ვიცი რომ მეგობრები არდადეგებზე არც კი მოგიკითხავს და უკვე მეორე კვირაა ერთი და იგივეს მატყუებ. ქეით, სად დადიხარ?
იცოდა, დედამისი ოდესმე გაიგებდა რომ მეგობრებთან არ აქვს ვიზიტები, მაგრამ არ ანაღვლებდა, მას ხომ აწმყოთი ცხოვრება უყვარდა.
-ვსეირნობდი
-ამდენი ხნით?-წარბი აწია ვიქტორიამ
-გინდა სახლში ვიჯდე? კარგი, ვიჯდები და მერე ნუ დაიწყებთ რა მთელი დღე სახლში ზიხარო!
-ქეით-ამოიოხრა-მე შენზე ვნერვიულობ, ნუთუ ყოველ დღე ასე სასეირნოდ დადიხარ? დილიდან გადიხარ და ამ დროს ბრუნდები.
-ვსეირნობ დედა!-გაღიზიანებულად დაიწყო-ვსეირნობ და არ მბეზრდება, დროის შეგრძნებას ვკარგავ.
ვიქტორიამ ხელი უიმედოდ ჩაიქნია და თვალცრემლიანი წავიდა სამზარეულოსკენ. ქეითიც უკან მიჰყვა, მაგრამ არაფერი უთქვამს. თვითონაც სტკიოდა გული დედამისს რომ სტკენდა, მაგრამ არ შეეძლო შეცვლა. ყავა გაიკეთა და თავის ოთახში ავიდა. აივანზე მოკალათდა და ღამის ლონდონს გახედა, რა ლამაზი იყო იქაურობა! მაგრამ დღისით, წვიმიან ლონდონს არაფერი ერჩივნა. თითქოს მხოლოდ ქალაქს ესმოდა მისი ამხელა დედამიწაზე...
ამ ზაფხულს, სევდა ისე დასჩემდა როგორც არასდროს, დილით გადის სახლიდან და ამ სიმღერების გადამკიდე საერთოდ კარგავს დროის შეგრძნებას. მერე ბრუნდება სახლში და ზის აივანზე, დიდხანს და ოცნებობს, ოცნებობს რომ ეს წუთები არასოდეს დამთავრდეს... გაქრეს სამყარო და დარჩნენ მხოლოდ ის და მუსიკა.
ოთახის კარი ყოველი შემთხვევისთვის ჩაკეტა და აივანზე გავიდა. ჯიბიდან თამბაქოს კოლოფი ამოაძვრინა და ხარბად გააბოლა. ,,მამამ ან დედამ რომ გაიგონ მომკლავენ”-გაიფიქრა და თავი გააქნია.
დილით ხუთი საათისთვის გაიღვიძა, ბევრი ეცადა მაგრამ ძილი ვერ შეიბრუნა, საწოლიდან წამოდგა და ჩაიცვა. ოთახში წერილი დატოვა იმ შემთხვევისთვის თუ დედამისი გაიღვიძებდა და მას სახლში ვერ ნახავდა. თაუერის ხიდზე წავიდა და ხიდის მოაჯირებზე, მდინარის მხარეს დაჯდა. ფეხებს უჰაერო სივრცეში იქნევდა. უცებ ფეხზე წამოდგა და ხიდის მოაჯირზე ფეხებით დადგა, თან რაღაცას ეჭიდებოდა წონასწორობა რომ დაეცვა. მან იგრძნო.. იგრძნო თავისუფლების სურნელი... იგრძნო ჰაერი, ჩიტების ჰაერი, ჰაერი სადაც თოლიები დაფრინავდნენ...
სწორედ მაშინ როდესაც ქეითი უნდა გადმოსულიყო ხიდიდან, ხმა მოესმა:
-არ გინდა!
მიიხედა და დაახლოებით თავისზე ოდნავ დიდი ასაკის მხარბეჭიანი, საკმაოდ შესაშური გარეგნობის ბიჭი დაინახა. თავიდან გაუკვირდა რას ეუბნებოდა, მაგრამ მერე მიხვდა. ,,აჰ, ალბათ ამას ჰგონია რომ თავს ვიკლავ”-გაიფიქრა და შეუმჩნევლად გაიღიმა.
-მოიცადე, მისმინე არ გადახტე!-თანდათან უახლოვდებოდა- ხელი ჩამჭიდე და ჩამოდი მაქედან. ძალიან გთხოვ... სიკვდილი გამოსავალი არაა, სიკვდილი კიდევ ერთი პრობლემაა-ეუბნებოდა ბიჭი და თან ხელს უწვდიდა.
ქეითი უემოციოდ უყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა. ისეთი საბრალო სახით უყურებდა ბიჭი, მართლა რომ სდომოდა აუცილებლად გადაიფიქრებდა.
-ძალიან, ძალიან გთხოვ არ გინდა!-არ ცხრებოდა ბიჭი და ლამის დაუჩოქა გადმოდი მანდედანო.
ქეითი ღიმილით შებრუნდა და ხიდიდან ასეთივე ღიმილით ჩახტა ასფალტზე.
ბიჭმა ამოისუნთქა.
-ს არ ვცდილობდი, თავისუფლებას ვყნოსავდი-უთხრა ქეითმა და გაიღიმა
-რა? მართლა? როგორ შემეშინდა... ვიფიქრე თავი უნდა მოგეკლა და ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს გადამეფიქრებინა შენთვის... თორემ მერე მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა შემაწუხებდა რომ ადამიანს ვერ დავეხმარე-წარბებ შეკრულმა თქვა და ქეითს გადახედა.
-აჰა, ეგოისტი ხარ?
-მე? არა. რატომ?
- სინდისის ქენჯნა არ მომასვენებდაო ხომ თქვი? ხოდა შენ შენს თავზე იფიქრე, იმაზე კი არა რომ შენს წინ ადამიანი მოიკლავდა თავს.
ბიჭმა ხელი კეფაზე მოისვა.
-მეეე უბრალოდ
-წამოგცა-დაუბოლოვა ქეითმა და ორივემ ოდნავ გაიცინეს
-ისე, ამ დილით რა თავისუფლება აგიტყდა? წესით უნდა გეძინოს და ორ საათში გაიღვიძო, სკოლაში რომ წახვიდე. თუ ვცდები? სკოლაში დადიხარ?
-სკოლის პირველი დღე-უკმაყოფილოდ ამოიოხრა ქეითმა
-ხო. არც მე მინდა მალე გათენდეს
-რატომ?
-ახალ სკოლაში გადავდივარ.
-მე ძველში ვრჩები-ისევ ამოიოხრა ქეითმა
-თავისუფლება... ერთხელ მეც ვცდი.-კმაყოფილად და ამაყად წარმოთქვა ბიჭმა
-მდინარეს არ დაენარცხო, ფრთხილად!..
-რატომ არ გძინავს დილის ექვს საათზე და რატომ ხარ გარეთ?-ინტერესით მიაჩერდა ბიჭი
-და შენ?-ალმაცერად გახედა ქეითმა
ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ოდნავ მოგვიანებით დაამატა:
-არ მეძინებოდა და ავდექი
-რატომ არ გეძინებოდა?
-არ ვიყავი ხასიათზე...
-რეალურად მხოლოდ ღამით გრძნობ როგორი მარტოსული ხარ-თავისთვის თქვა ქეითმა მაგრამ როგორც სჩანს ბიჭმა თავისი თავი ამოიცნო მის სიტყვებში.
-კარგია იყო მარტო, მაგრამ ცუდია თავს გრძნობდე მარტოდ
-ყველას მაშინ ახსენდები როცა სჭირდები-დანანებით ჩაილაპარაკა ქეითმა
-გამუდმებით ცდილობენ გაგხადონ ისეთი როგორიც მათ უნდათ რომ იყო.
-არავინ ცდილობს მიგიღოს და შეგიყვაროს ისეთი როგორიც ხარ...
-იმის გამო რომ ხალხს უყვარდე, ბედნიერი და მხიარული ადამიანის ნიღაბი უნდა აიკრა-ლაპარაკობდა ბიჭი და ქეითს აოცებდა
-რთულია
-ძალიან რთული!..
-მაშ სკოლის მოსწავლე ყოფილხარ. შეიძლება გკითხო რითი ხარ გატაცებული?
-ჩათვალე მომავალ მხატვარს ესაუბრები-ამაყად წარმოსთქვა და ქეითმა ხელოვანის სული დაინახა ამ ბიჭში-შენ?
-ჩათვალე მომავალ მუსიკოსს და კომპოზიტორს ესაუბრები!-ქეითმაც არანაკლები სიამაყით წარმოსთქვა.-ჯგუფი მაქვს, საღამოობით ვუკრავთ კლუბში, ცენტრალურ ქუჩაზე.
-უნდა ვაღიარო გაოცებული ვარ
ქეითმა უცებ დახედა საათს და უკვე შვიდი ხდებოდა. ,,ასე მალე დრო როგორ გავიდა?”-დაფიქრდა ის და მერე მიხვდა რომ დრო საოცარი ფაქტორია.
-უნდა წავიდე, თორემ ჩემები გაიღვიძებენ და კარგი დღე ნამდვილად არ მელის. ნახვამდის, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი-უთხრა ქეითმა
-ოდესმე აუცილებლად, აუცილებლად შეგხვდები კიდევ და დამიჯერე ეს შემთხვევით მოხდება! ჩვენნაირი ადამიანები ერთმანეთს ასე უბრალოდ ვერ ასცდებიან.
-როდესაც ის ოდესმე მოვა აუცილებლად დავათვალიერებ შენს ნახატებს
-მე კი შენს დაწერილ სიმღერას მოვუსმენ
ქეითმა გაიღიმა და თაუერის ხიდს გაეცალა.
სახლში მივიდა თუ არა, მაშინვე აბაზანას მიაშურა. იქიდან გამოსულმა სკოლისთვის ჩაიცვა, სანამ მშობლები გაიღვიძებდნენ თამბაქოც მოწია და როდესაც დარწმუნდა რომ თამბაქოს სუნი არ ქონდა სამზარეულოში ჩავიდა. ყავა გაიკეთა და გარეთ გავიდა. საფოსტო ყუთიდან გაზეთი აიღო, სახლში შებრუნდა და ინტერესით ჩააჩერდა გაზეთს, თუმცა საინტერესო არაფერი ყოფილა. მალე მშობლებმაც გაიღვიძეს და სამივე ერთად ჩაჯდნენ მანქანაში. ქეითი სკოლის წინ დატოვეს და თვითონ სამსახურებს მიაშურეს.
ქეითმა ყურსასმენები გაიკეთა და ცარიელ სკოლაში შეაბიჯა. ისევ ადრე მოუწია მისვლა. ეზოში, სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის მოვიდოდა ვინმე ნაცნობი. თანდათან სკოლა შეივსო, თუმცა ქეითი იმდენად იყო ჩაფიქრებული არ შეუმჩნევია არაფერი.
,,I must confess that I feel like a monster,
I hate what I’ve become, the nightmar’s just begun”
გადაწყვიტა რომ დღეს საღამოს აუცილებლად ამ სიმღერას იმღერებდა.
ემოციებიდან ,,მეგობრების” ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. და აი, მოვიდა დრო აიკრას ბედნიერი ადამიანის ნიღაბი და ყველას სათითაოდ გადაეხვია, ყველა მოიკითხა და ასე შევიდნენ კლასში.
კლასის ფანჯარასთან იდგა, კლასის კარი ღია იყო და დაინახა როგორ ჩაუარა მის კლასს ნაცნობა სახემ...

თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, იფიქრა ალბათ ასე ძალიან რომ ჩამყვა გონებაში მომეჩვენაო, მაგრამ მაინც გავარდა გარეთ რომ დაენახა მართლა ის იყო თუ არა. დერეფანში რომ გავიდა და გოგოსთან მოლაპარაკე დაინახა გაიღიმა. ცხოვრებაში პირველად მიხვდა რომ სამყარო მართლა ძალიან პატარაა!მართლა ის ყოფილა... ხომ თქვა ახალ სკოლაში გადავდივარო? ქეითს გული სიხარულით აევსო და ყურებამდე გაღიმებული შევიდა კლასში.
-სკოლაში ახალი მოსწავლეა?-კითხა ქეითმა ერთ-ერთ კლასელ გოგოს
-კი რამდენიმე, რა იყო?
-არაფერი, ისე დამაინტერესა
ახლა ყველაზე მეტად უნდოდა გაეგო იმ ბიჭის სახელი. ასე ვერ მივიდოდა და ვერ დაენახებოდა, რა უნდა ეთქვა? ,,გამარჯობა, მე ქეითი ვარ და დილთ თაუერის ხიდზე გნახეო”? გადაწყვიტა როგორმე მოეხერხებინა რომ ბიჭს ის შეემჩნია. მასზე ფიქრში გაიარა გაკვეთილებმა და პირველი დღეც დასრულდა. როცა გაანალიზა რომ ერთი თვის დასვენების შემდეგ დღეს პირველად მიდიოდა კლუბში და ისევ ყოველ საღამოს გაილამაზებდა სიხარულით გული აევსო. ერთი სული ქონდა იქ მისულიყო და რეპეტიციები დაეწყო თავის ბიჭებთან ერთად. მთელი ერთი თვე ალბათ ათასი სიმღერა აარჩია სამღერად, გაუჭირდა მოეფიქრებინა რომელი სიმღერა ემღერა პირველად ერთი თვის შემდეგ, ბოლოს გადაწყვიტა მაინც ისეთი სიმღერა ემღერა მას რომ ყველაზე მეტად შეეფერებოდა.
სახლში მივიდა და კარადის მეორე მხარე გამოაღო სადაც თავისი საყვარელი ტანსაცმელი სიგრძის მიხედვით ეკიდა. ყველაფერი შავი ფერის. სწრაფად გამოიღო შავი დახეული ჯინსი, უსახელო თეთრი ზედა შავი ნახატებით, თხელი შავი შემოსაცმელი რომელიც თითქმის მუხლამდე სწვდებოდა და შავი მაღალქუსლიანები. თმები გაიშალა და მუქი ტუჩსაცხი წაისვა. სარკეში თავისი თავი შეათვალიერა და კმაყოფილმა ღიმილით დატოვა ოთახი, ნამდვილ როკერს გავდა და ეს ისე აბედნიერებდა... იქნებ ოდესმე თვითონაც ყოფილიყო ნამდვილი როკერი, ჰქონოდა ჯგუფი მილიონობით ფანით...
დედამისს გასძახა ბარში მივდივარო, თავისი გიტარა აიღო და წასვლას აპირებდა როცა დედამისმა დაუძახა:
-კარგად გამაგებინე სად მიდიხარ?
-კლუბში, დამიმთავრდა დასვენება და ისევ უნდა ვიმღერო
-შენს მაგივრად მე ვისწავლი? რას გავს შენი საქციელი? ვერსადაც ვერ წახვალ!
-შეგიძლია ამიკრძალო გარეთ გასვლა, ჭამა, ჩაცმა, მანქანის ტარება, ლაპარაკი, კომპიუტერის ხელში აღება, მეგობრებთან შეხვედრა, ყველაფერი, მაგრამ სიმღერას და მუსიკის მოსმენას ვერასოდეს, გესმის? ვერასოდეს ვერავინ ამიკრძალავს! ჩათვალე ეს ჩემი გული და სულია და გინდა ის წამართვა? ამაზე მეორედ აღარ მეკამათო, როგორმე სწავლასაც მოვახერხებ!
-ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ!-თქვა ვიქტორიამ თანაც ისე რომ ქეითს შეეძლო დაეფიცა მისმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ვიქტორიაზე და მეორედ ამ თემას არ შეეხებოდა.
მანქანაში ჩაჯდა, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნოდა მას მაგრამ არასრულწლოვნების გამო არც ისე ხშირად ატარებდა და ძირითადად ბარში წასასვლელად იყენებდა. გზაში გაბრაზებულმა თამბაქო მოწია და კლუბის კარი შეაღო. ჯერ ხალხი არ იყო. ბიჭები იქ დახვდა, სათითაოთ გადაეხვია მონატრებულ მეგობრებს და შემდეგ რეპეტიციები დაიწყეს.
სიმღერისას ბიჭები უამრავ კომპლიმენტს უძღვნიდნენ ქეითის ნიჭს. ქეითს კი თავში კი არ უვარდებოდა, პირიქით, თითოეული კომპლიმენტი ვარდად ეფინებოდა გულზე და ვარდის სურნელივით დატრიალებდნენ მის გარშემო.
კლუბის გახსნის დრო რომ მოვიდა გასახდელში ელოდებოდნენ ხალხის მოსვლას რომ დაეწყოთ სიმღერა.
-სკოლა ძალიან ხელს მიშლის-თავი უკმაყოფილოდ გააქნია ქეითმა
-შენ მაგაზე არ იდარდო, დილითვე შეგვატყობინე რომელ სიმღერებს დავუკრავთ და ჩვენ გავივლით რეპეტიციებს, შენ მხოლოდ ნახევარი საათით ადრე მოდი და გენერალური რეპეტიცია გავიაროთ, ხომ იცი შენ მეტი არ დაგჭირდება-უთხრა ტომმა
-მართლა?-მადლიერმა შეხედა ქეითმა
-ხო მართლა-დაემოწმა ჯეი-ასე აჯობებს, ჩვენს ნიჭიერ ქეითს ბევრი მეცადინეობა არ ჭირდება, აი ჩვენ კი აკორდები და ათასი რამე გვაქვს გასამხეცებელი-ჩაიცინა
ოთახში კლუბის უფროსი შემოვიდა:
-შეგიძლიათ გამოხვიდეთ
ღიმილით გადახედა ბიჭებს და პატარა სცენისკენ დაიძრნენ, რომელიც ქეითს ყველაზე მეტად უყვარდა.
-ჯგუფი ,,Smoke On The Horizon”-თქვა ,,გამომცხადებელმა” და ჯგუფს სცენა დაუთმო.

The secret side of me, I never let you see
I keep it caged but I can’t control it
So stay away from me the beast is ugly
I feel the rage and I just can’t hold it...
It’s scratchin on the walls
In the closet, in the halls
It’s comes awake and I can’t control it
Hiding under the bed in my body, in my head
Why won’t somebody somebody come and save me from this,
Make it end!..
...

* * *
დილით როგორც ყოველთვის არც ახლა გაუჭირდა ადგომა. სწრაფად ჩაიცვა და ისევ ნახევრად ცარიელ სკოლაში მივიდა. ეზოში ჩამოჯდა და სამყაროში გადაეშვა, სამყაროში რომელსაც მუსიკა ერქვა.
მხარზე ხელის შეხება რომ იგრძნო დაფეთებული წამოხტა, უცებ შეშინდა. მის წინ მდგარი ის ბიჭი რომ დაინახა უნებურად გაეღიმა.
-ხომ გითხარი ჩვენნაირი ადამიანები ერთმანეთს არ ასცდებიან მეთქი-უთხრა ბიჭმა ღიმილით
-არ მეგონა სიტყვა <<ოდესმე>> სამი საათის მნიშვნელობას თუ შეიძენდა
-სამი საათის?
-გუშინ გნახე, სკოლაში-გაიღიმა ქეითმა
-გუშინ მეც გნახე, კარგად მღერი, ძალიან ძალიან კარგად! არა, კარგად კი არა, ძალიან მაგრად.
ქეითმა ყურებამდე გაიღიმა.
-შენს ნახატებს თუ მანახებ, მეც აუცილებლად გეტყვი როგორი ხარ!
ბიჭმა თავი დახარა და ჩაიცინა.
-იცი.. ზარი იყო-უთხრა მან
-ვა, ასე მალე?
-რაც გიყურებ და ვცდილობ გავარკვიო მართლა შენ ხარ თუ არა მგონი მეორე გაკვეთილია დაწყებული.
ქეითს ღიმილი შეეყინა. არა რა, ეს მუსიკა თავგზას ურევს!
-ვაიმე-წამოიყვირა და კლასისკენ გაიქცა
-მოიცადე, მესამეზე შედი
ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და ისევ დაჯდა.
-მართლაც, რა პატარაა ქვეყანა!-წამოიძახა ბიჭმა
-გაკვეთილებიც პატარაა!-თქვა ქეითმა როდესაც ზარი დაირეკა.
-არ დამცალდა წესიერად საუბარი-უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ბიჭმა და კლასისკენ გაუყვნენ გზას.
-არაუშავს, მაინც მოვახერხებ!-უთხრა სანამ ქეითი კლასში შევიდოდა და გაღიმებულმა დატოვა დერეფანი.

****
We’re always running away
And we don’t even stop to think about it
The world’s in our hands, Yeah!
They don’t need to understand.
We do it on our own way
No matter what they try to say about it
We’ve got our own plans
They don’t need to understand...
დამაინც, რა საოცარი სამყაროა მუსიკა.
რა საოცარია სამყარო.
რა უცნაურია ყველაფერი.
საოცარი ფაქტორია დრო. როცა ერთი სული გაქვს დრო გავიდეს არ გადის. როცა გინდა არ გავიდეს გადის.
დრო კი არა, დრო რა შუაშია.
რა საოცარია ადამიანი!..
ეს ბოლო დრო ქეითისთვის ყველაფერი საინტერესო გახდა.
დღეისთვის ბოლო სიმღერა დაამთავრა და მძიმედ ამოიხვნეშა. ისევ სახლი და უიმედობა... სიცარიელე. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა და სახლისკენ წავიდოდა თამბაქო მოწევა გადაწყვიტა. სახლში ამის გაკეთება უჭირდა.. მუდმივად იმის შიშში იყო დედამ არ შემოაღოს კარიო. უცებ წარმოიდგინა რა შეიძლებოდა მომხდარიყო დედამისი ან მამამისი რომ გაიგებდა, თხუთმეტი წლის ასაკში ქეითი თამბაქოზე დამოკიდებული იყო. ამის წარმოდგენაზე გააჟრჟოლა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა რომ არ ეტირა და იმაზე დაფიქრდა, რატომაა ცრემლების შეკავება ასეთი ძნელი.
ცხვირი უკმაყოფილოდ ,,აიშვირა” და მანქანის კარის გაღება დააპირა როდესაც ნაცნობმა ხმამ მთელს ტანში დაუარა და ტროპიკულ სარტყელად მოეფინა მის ორგანიზმს.
-იცი რა არის შენი მთავარი უპირატესობა?
-რა?-ისე იკითხა ქეითმა არ შებრუნებულა
-თავიდან ბოლომდე გაქვს გააზრებული რას აკეთებ. შენი სიმღერა, შენი ხმა არ გავს სხვისას. არ მღერი მოვალეობის მოხდისთვის, არც ფულისთვის. მივხვდი რომ უბრალოდ ეს შენი გულის საზრდოა. იცი რასაც მღერი და ეს შენი სამყაროა, სიმღერისას კი იმდენად იძირები ამ სამყაროში რომ ხვდები, ამის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია.
ქეითი უხმოდ მოტრიალდა და ბიჭს შეხედა.
რა უცნაურია... იმდენს ფიქრობდა ამ ბიჭზე ლამის ღამეც კი დასიზრებოდა და სახელიც კი არ იცოდა. უნდოდა მთელი დრო მასთან ერთად გაეტარებინა და მოესმინა მისი აზრი ყველაფერზე. და თუ მისი ერქმეოდა, გლობალურ დათბობაზეც დიდი სიამოვნებით მოისმენდა მის აზრს.
-ხო არა?-ღიმილით იკითხა
-ხო.ხო.ხო-ნაწყვეტად თქვა და გაიღიმა
-ძალიან, ძალიან უცნაურია ცხოვრება.
-ძალიან, ძალიან უცნაურები ვართ ჩვენ ორივენი, ერთად. ცალ-ცალკე არა.
-რატომ?
-შენ მესამეჯერ მელაპარაკები, მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ იმაზე მეტად მენდობი ვიდრე ნებისმიერს დედამიწაზე.
ქეითი მიხვდა რომ სიმართლეს ამბობდა და უბრალოდ გაიღიმა.
-დაგინახე, ეწეოდი. საინტერესოა... მე არ ვეწევი, ამის გარეშეც ვაგვარებ და აი, პირველი არსებითი განსხვავება ჩვენს შორის, შენ ცდილობ ძლიერი იყო, მე არ ვცდილობ... ისედაც ვარ-ღიმილით აღნიშნა ბიჭმა-პირველი განსხვავების აღმოჩენა აღნიშვნას იმსახურებს! მე შემიძლია დალევა შემოგთავაზო, ეს უფრო ეფექტურია.
-არ ვსვავ
-მეორე განსხვავებაც აქვე ყოფილა. თამბაქოს ეწევი და სასმელს არ სვავ?-ეშმაკურად გაიღიმა
-ძალიან, ძალიან უცნაურები ვართ ჩვენ ორივენი, ერთად. ცალ-ცალკე არა.-მისი სიტყვები გაიმეორა ქეითმა და თავისი თავით კმაყოფილი წელში გასწორდა.
-შეგიძლია ამიხსნა რატომ ვფიქრობ შენზე ამდენს?-სერიოზული სახით იკითხა ბიჭმა მაგრამ მისი თვალების უკან, ქეითმა ღიმილი დაინახა.
-მე ფრიად ნიჭიერი, პერსპექტიული და საინტერესო ახალგაზრდა ვარ და მიტომ!
-საზოგადოებაში ხშირად იცინი, გულით არასოდეს, თუმცა იცინი. როცა მიყურებ მთელ გულს აქსოვ ღიმილში.
-It’s not how I planned it, I’ve got a key to the door, but it just won’t open.-სიმღერის ტექსტი მოიშველია.
-I know, I know, I know, part of me says let it go. That life happens for a reason and I don’t, I don’t, I don’t because it never worked before but this time, this time... I’m gonna try anything to just feel better.-დაემოწმა ბიჭი - ალბათ ესაა როდესაც ერთი შეხედვითაც შეიძლება ამოიცნო რა ხდება ადამიანის გარშემო. საკმაოდ საინტერესო აღმოჩენა ხარ ჩემს ცხოვრებაში-ფართოდ გაუღიმა.
- სიმღერიდან მიხვდი.-გაიღიმა ქეითმა.
რა ხშირად უღიმოდა ამ ბიჭს.
კიდევ ერთხელ ,,ბიჭი” ცუდად მოხვდა ყურში. იმ წუთას რაც მოიფიქრა გადაყვიტა ის სახელი შეერჩია მისთვის და ბოლოს ჰოუფზე შეჩერდა. Hope-იმედი, რომელმაც შებოჭილი სამყარო გაუთავისუფლა ქეითს.

   იმ ღამეს ის მოხდა რაც საერთოდ, ძალიან იშვიათია ქეითის ცხოვრებაში. კარგად ეძინა და დილით, უფრო სწორად შუაღამის სამ საათზე სიმღერის ხმამაც გამოაღვიძა. ზანტად წამოყო თავი და მობილურს დააკვირდა რომელიც იქვე იდო და სიმღერას გაჰკიოდა. წესით არავინ ურეკავს ხოლმე და ახლა ვინ უნდა ყოფილიყო? ტელეფონს მისწვდა და უეცარმა სინათლემ აიძულა თვალები დაეხუჭა. დაუხედავად აიღო ყურმილი და გაოცებისგან ლამის პირი გააღო როდესაც ნაცნობი ხმა გაიგონა.
-მე ვარ-გაისმა ხმა
-შენ ხარ, მაგრამ შენ ვინ ხარ?-გაიცინა ქეითმა
-სახელი გაინტერესებს თუ გვარი?-აშკარად ვერ იყო ხასიათზე
-არცერთი.-თქვა ქეითმა მაგრამ როგორც კი გააცნობიერა რა თქვა მაშინვე შეასწორა-არა, უფრო სწორად... მგონი ვერ ხარ კარგად, ბიოგრაფია სხვადროს მომიყევი
-იცი?.. ხანდახან ძალიან მინდა სადმე გადავიხვეწო
-მეც
-შენ რატო?
-ბლა ბლა ბლაბლა ბლალალლალალა ბლა ბლუბლი ბლა ბლელილალალაა. ხომ გესმის ჩემი?
-ყველაფერს გეფიცები მესმის... თან ძალიან კარგად-სერიოზულად აჭიკჭიკდა ჰოუფი
-გამოვიყენებ შენს ლექსიკონს და გეტყვი. რა საინტერესოა!
ჰოუფმა ჩაიცინა.
-გაგაღვიძე ხო?
-შენ წარმოიდგინე და კი
-მეგონა ამ დროს არ იძინებდი
-არ ვიძინებდი!... დღეს გამონაკლისია
-ალბათ გაინტერესებს რისთვის გირეკავ-ამოიოხრა ჰოუფმა
-არ იქნება მთლად ურიგო რომ გავიგო
-დამშვიდება მინდოდა... ახლა ძილი გააგრძელე. ბოდიში, მეგონა არ გეძინა.
-რატომ გეგონა-გაიღიმა ქეითმა
-შენს ოთახში ახლაც სინათლე ანთია
ქეითი საშინლად დაიბნა... ოთახში მოიხედა და ანთებული ნათურები რომ დაინახა მინი ინფაქტი მიიღო. ანუ გამოდიოდა რომ ის იქ იყო... სადღაც, გარეთ, საიანაც მისი ოთახი ჩანდა. ვერანაირ კითხვას ვერ მოუბა თავი, ორი წუთი ჯლოყინებდა, მერე დუმილი ჩამოწვა.
-სად ხარ?-ბოლოს და ბოლოს ამოიდგა ხმა ქეითმა და კითხა
-გარეთ. არ ვიცოდი ღამით ასე ძალიან თუ ციოდა გარეთ-სიცილით წარმოსთქვა
-სად გარეთ?
-შენ სახლთან. დაახლოებით შენი ფანჯრის ზუსტად ქვემოთ.
ქეითმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-კარგი, აბა დაიძინე. მეც სახლში წავალ. ძილინებისა, ტკბილი სიზმრები
-ძილინებისა-ძლივს წარმოთქვა ქეითმა და მობილური ადგილს დაუბრუნა.
   სასწრაფოდ ჩააქრო სინათლე ყველგან და დაიძინა.
   თავიდან გაუჭირდა, მერე ჩვეულებრივ დაიძინა და სხვათაშორის სიზმრებიც ნახა ჰოუფზე.
   დილით სკოლაში არ წავიდა. საწოლიდან წამოდგა და მეცადინეობას შეუდგა. სამ საათში დაამთავრა და გეზი იქით აიღო სადაც მთელი მეცადინეობისას გული მიუწევდა. იქ მისულს ტომი დახვდა და როგორც გაარკვია ჯეის ელექტრო-გიტარას პრობლემა გასჩენია. დიდ ხანს მღეროდნენ ის და ტომი მარტო. ძნელი იყო მხოლოდ დრამის ხმაზე სიმღერა.
-სანამ ჯეი მოვა ჩემ გიტარას მოვიტან, თუ საღამოსთვის ჯეიმ თავისი ვერ გააკეთა ჩემსას გამოიყენებს.
   ტომიც დაეთანხმა.
   ქეითი ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე. მორიგი სიმღერის შესრულება რომ დაამთავრეს, ცარიელ დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. მაგიდებს შორის ჰოუფი იდგა და მინი სცენისკენ მიდიოდა.
-ბრავო, ბრავო ქეით! შენ უკვე აღარ ხუმრობ-თბილად გაიღიმა მან
-ჩემი სახელი...-დაიბნა ქეითი
-სანამ მკითხავ, გეტყვი რომ მე ყველაფერი ვიცი. მე ჯორჯი.
რაც მართალია, მართალია, ასეთ ბიჭზე, ქეითი აშკარად უკეთეს სახელს ელოდა. სახეზე არაფერი შეუმჩნევია.
-აქ რას აკეთებ?
-ისეთს არაფერს-მხრები აიჩეჩა-გისმენდი, შენმა პარტნიორმა შემამჩნია. შენ ვერა.
-ტომ ეს ჯო..-წამით გაჩერდა და ჰოუფს შეხედა-...რჯია, ეს კი ტომია.
ტომმაც თითქოს ამით უთხრა სასიამოვნოაო და დრამზე დაუკრა.
-ნიჭიერი ხარ!-კომპლიმენტი უძღვნა ჰოუფმა
ტომმაც მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.
-ახლა ხელს აღარ შეგიშლით, საღამოს ვნახავ რას გააკეთებთ-თვალი ჩაუკრა ქეითს და წავიდა.
ჰოუფმა დანაპირები შეასრულა.
საღამოს როდესაც ქეითმა ყველაფერი დაამთავრა და წასვლას აპირებდა მან დაუძახა და გასეირნება შესთავაზა. ქეითიც დასთანხმდა, არ უნდოდა სახლში მისვლა და ისევ იმის გაცნობიერება რომ არავის სჭირდება.
-გასაღებს მათხოვებ?-საწყალი თვალებით კითხა ჰოუფმა
-რატომ?
-სადღაც მინდა წაგიყვანო
ქეითი დაფიქრდა. იქნებ საერთოდაც მანიაკი იყო? ასე წასულიყო მასთან ერთად? თან საჭესთანაც ის იჯდებოდა...
-გეშინია? არ მენდობი? გგონია რამეს დაგიშავებ?-იმედგაცრუებული თვალები მიანათა ქეითს
-ასე არაა!-უარყო ქეითმა მაგრამ ზუსტადაც რომ ასე იყო...
-აბა რა გაკავებს?-გაიღიმა მან-არაუშავს...
-თანახმა ვარ. აი გასაღები-უცებ მიაჩეჩა გასაღები და მანქანას მეორე მხრიდან მოუარა
ჰოუფმა თაუერის ხიდზე მიიყვანა.
რამდენიმე თვე მეორდებოდა ეს ყველაფერი. როდესაც ქეითი სიმღერას ამთავრებდა ჰოუფი და ის თაუერის ხიდზე მიდიოდნენ და ლაპარაკობდნენ ძალიან ბევრს.
ერთ დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა, მამამისი სახლში დახვდა და ისეთ თემაზე ჩამოუგდეს ლაპარაკი, რაც ქეითს აშკარად დიდ ტკივილს აყენებდა. ეს თემა დაბადების დღე იყო. უკვე მეორე წელია დაბადების დღე არ აღუნიშნავს და არც არასოდეს აღნიშნავდა... დაბადების დღე მაშინ უყვარდა როცა მისი ერთადერთი და, მისი სულის ნაწილი, მისი ტყუპი მის გვერდით იყო... ახლა კი მის გარეშე, დაბადების დღეც ერთი ჩვეულებრივი დღეა.
-მისმინე ქეით, ერთი შვილი დავკარგე და ვხედავ რომ მეორეც ხელებს შუა მეცლება... ძალიან გთხოვ, ამას მხოლოდ შენთვის კი არა ჩვენთვისაც ვაკეთებ.-თვალცრემლიანი სთხოვდა ვიქტორია
ქეითმა მწარედ ამოიხვნეშა, ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან, თანხმობა განაცხადა და დედას ძალიან მაგრად ჩაეხუტა...
დაბადების დღე ძალიან ჩვეულებრივი იყო. რამდენიმე ქეითის ,,მეგობარი” და მშობლების ნაცნობები იყვნენ. ყველაფერი ძალიან მოსაწყენი იყო, ქეითი გაღიმებული დადიოდა. ,,თითქოს ძალიან მიხაროდეს ეს ყველაფერი”-ფიქრობდა თავისთვის. თავისი დაბადების დღე ყველაზე მეტად მაშინ გაუხარდა როცა ერთ-ერთმა მიმტანმა საიდუმლოდ უთხრა რომ სახლის უკან ელოდებოდნენ. მაშინვე მიხვდა რომ ჰოუფი იქნებოდა და სახლის უკან გავარდა, რამდენჯერმე ლამის წაიქცა და კაბის მომგონებსაც ბევრი სწყევლა, მაგრამ როგორც კი ჰოუფი დაინახა სახე გაებადრა.
-გილოცავ-გაუღიმა ჰოუფმა და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში.
-მადლობ-გაიღიმა ქეითმა
ჰოუფმა უხმოდ გაუკეთა ყელსაბამი ვიოლინოს გასაღებით და ლოყაზე აკოცა.
დეკემბერში, ძალიან თხლად ჩაცმულ ქეითს დასცხა და ეკლებმა დააყარა. დიდ ხანს ვერ დარჩა გარეთ, შინ სტუმრები ელოდებოდნენ... ჰოუფს დაემშვიდობა. სახლში შედიოდა როდესაც თავის კლასელი და ამავე დროს სკოლის დირექტორის შვილი რეიჩეილი გადაუდგა წინ და დამტკბარმა კითხა:
-ვინ იყო?
-ჯორჯი, ჩვენი სკოლელი. წელს გადმოვიდა ჩვენს სკოლაში-სახეგაბადრულმა უპასუხა და ვერ მიხვდა რატომ გაანდო ასე უცებ რეიჩელს საიდუმლო.
რეიჩელმა თბილად გაუღიმა.
მეორეთ თავის დაბადების დღე მაშინ გაუხარდა როდესაც დედამ და მამამ პატარა სახლი აჩუქეს ქალაქიდან ოდნავ მოშორებით.



****
ტელეფონზე რეიჩეილმა დაურეკა და როგორც კი ყურმილი აიღო მაშინვე ჩასძახა:
-ქეით, მისმინე, გუშინ დედაჩემის ოთახში ვიყავი, დამაინტერესა ვინ იყო ჯორჯი
-მერე?-ინტერესით კითხა ქეითმა
-ჩვენს სკოლაში წელს არცერთი ბიჭი არ გადმოსულა, მითუმეტეს ჯორჯი.
ქეითს დასცხა და მთელს ორგანიზმში ცივმა ტალღამ დაუარა. ხმა ვეღარ ამოიღო, ტელეფონი უხმოდ გათიშა.
იმ დღიდან ჰოუფი არ გამოჩენილა. არც საღამოობით მიდიოდა კლუბში, არც სკოლაში ჩანდა, არც არსად...
როდესაც ორი დღე გავიდა და ჰოუფი არ გამოჩნდა, მაშინ მიხვდა ქეითი რამხელა აზრი შეიძინა ჯოუფმა მის ცხოვრებაში, მიხვდა რომ ძალიან შეეჩვია და მის გარეშე ვერ ძლებდა...
მეხუთე დღე რომ გავიდა და მაინც არ გამოჩნდა, ქეითმა ფურცელი აიღო. დაწვრილებით გაიხსენა ყველა მისი ნაკვთი და ფურცელზე გადაიტანა, ხატავდა გაუჩერებლად და ერთ ღამეში შვიდი პორტრეტი დახატა... ყველაზე ჰოუფი იყო. მეორე დღეს სკოლა გააცდინა და ყველა ნახატი თავის სახლში წაიღო. ერთი ოთახი ამოირჩია, სადაც მარტო მღეროდა ხოლმე და კედელზე გააკრა ყველა თავისი ნახატი.
ის უკვე აღარ იყო ჰოუფი. აღარ იყო იმედი...
არც ჯორჯი იყო. არც მისი სკოლელი. აბა ვინ იყო? საერთოდ რა უნდოდა? რატომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში? ,,უსამართლოა, ძალიან უსამართლო ცხოვრება”-ამოიოხრა ქეითმა.



*****
გაიღვიძა და ისევ ექვსი საათი იყო, კედელზე გაკრულ კალენდარზე კიდევ ერთი დღე მონიშნა შავად და შავად მონიშნული დღეების დათვლა დაიწყო.
27 დღე ჰოუფის გარეშე.
გადაწყვიტა იქ წასულიყო სადაც პირველად შეხვდა მას... სწორედ იქ შეხვდა კიდევ ერთხელ. ქეითი მდინარეს გადაჰყურებდა როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგონა, მაგრამ არც შებრუნებულა... იმდენად არ ანაღვლებდა თავისი ცხოვრება, რომ ახლა ვინმეს მდინარეში რომ გადაეგდო არაფერს მოიმოქმედებდა და მოკვდებოდა.
-If we stay together we will be unbroken...-ქეითმაც ხმა იცნო და ამოიხვნეშა.
თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და სწრაფადვე მოიცილა ისინი.
-მაშ ჯორჯი არა?-სევდიანად გაიღიმა ისე რომ არც შებრუნებულა
-გაიგე?-მის გვერდით მოაჯირს დაეყუდა
-რა მიზეზი ქონდა ამ ყველაფერს?
-გგონია ვიცი?
-აბა მე უნდა ვიცოდე?-გაღიზიანდა ქეითი
-მაპატიე
-იქნებ მაღირსო შენი ნამდვილი სახელი?
-რობი
ქეითმა ჩაიცინა.
ჰოუფმა მხრებში ხელი ჩაავლო და შემოატრიალა. ქეითს კი გული აუთრთოლდა და აღელვებულმა ისღა მოიფიქრა რომ თავი დაბლა დაეხარა.
-შემომხედე!-მუდარა გაისმა მის ხმაში
ქეითმაც კანკალით შეხედა.
-მაპატიებ?
არაფერი უპასუხა...
-მაპატიე რა-გაუმეორა ჰოუფმა
-რამდენი წლის ხარ?
-21-ამოიოხრა
-ესეც მომატყუე?-ახლა ხმაც აუკანკალდა ქეითს
-შემთხვევით არაფერი ხდება. არც ჩვენი პირველი შეხვედრა იყო შემთხვევითი და არც მეორე. დიდი ხანია გაკვირდებოდი... ამ ხიდზე, დილით, პირველად გავბედე დალაპარაკება. სკოლაშიც ისე მოვდიოდი, შენთვის... მაპატიე. შიში მაქვს, რომ ადამიანები ისეთს არ შემიყვარებენ როგორიც სინამდვილეში ვარ... მაპატიე.
ქეითი ერთმა ცრემლმა გაყიდა.
მისი ცრემლის დანახვისას ჰოუფი დაფრთხა, დაფეთებულივით მოიქცია ქეითი მის მკლავებში, ქეითმაც ნელა შემოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩამალა.
-რომელია ყველაზე მაგარი ჯგუფი მსოფლიოში?
-ჩემთვის თუ საერთოდ?
-საერთოდ
-ბევრი, Pink Floyd, Nirvana, Beatles, Scorpions, BVB, GNR. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარი ჯგუფი ისაა, რომლის სოლისტიც ჩემი საყვარელი ადამიანია, ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემთვის ყველაზე მაგარი ჯგუფი Smoke On The Horizon-ია- თქვა ჰოუფმა და უფრო მაგრად ჩაიხუტა ისედაც მის ხელებში განაბული გოგონა.


***
-გენატრება?
-ყოველ დღე



******
,,არ ვიცი როგორ დავიწყო, ან რითი. როგორც კი ამ წერილის კითხვას დაიწყებ, მალევე მიხვდები ვინ ვარ. მეშინია რომ ბოლომდე არც წაიკითხავ.
იცი?.. დღემდე ვნანობ ასე სულელურად რომ გაგიშვი. ზედმეტად ამაყი ვიყავი იმისთვის, რომ შეცდომა მეღიარებინა. ვერაფერი ვერ დავივიწყე... ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის როცა მახსენდებოდი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, არც ერთ ვარიანტში არ გამიმართლებია ჩემი საქციელი, მაგრამ ეს ხმამაღლა არასოდეს მითქვამს. იქნებ სხვა შემთხვევაში დამევიწყებინე კიდეც. ვინ იცის...
იქნებ არც კი გახსოვარ...
მე აბსოლუტურად მძულს ჩემი ცხოვრება! დავიღალე... ხო, კარგად ვარ... უბრალოდ ბედნიერი არ ვარ. ყოველ დღე სიკვდილზე ვფიქრობ, ამის მიზეზიც მაქვს. ვიყურები სარკეში და მეზიზღება რასაც ვხედავ. არ მასვენებს ფიქრები, რომ ჩვენ შეიძლებოდა დღესაც ერთად ვყოფილიყავით... შენ ხომ ჩემი იმედი იყავი? ტყუილად კი არ გეძახი hope-ს. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ არასოდეს არაა გვიანი გამოასწორო ისინი, ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” თუმცა ახლა ყველაფერი ძალიან გვიანია.
ხალხიც იმას ხედავს რაც უნდა, ან რასაც ვაჩვენებ. თავს დებილურად ვგრძნობ, ისე თითქოს არავის და არაფერს შეუძლია ჩემი გადარჩენა. მეზიზღება იმის შეგრძნება რომ მე არასოდეს არ ვარ საკმარისად კარგი. საკმარისად კარგი რომ ვყოფილიყავი შენ ახლა ჩემს გვერდით იქნებოდი.
ძალიან მარტოსული ვარ, მაგრამ ეს არაფერი...
მთელი ჩემი არსებობა შეცდომაა და შეცდომა ვარ მეც! იცი რა გრძნობაა როდესაც შენ უშვებ ადამიანს რომელიც გიყვარს დიდი ხნით?
ერთადერთი რამ რაც მუდამ ჩემს გვერდითაა ეს ტკივილია, ესაც იმიტომ რომ შემახსენოს ისევ ცოცხალი ვარ.
ALONE
ვხვდები რომ ეს ყველაფერი ზედმეტია ჩემთვის.
You are my only hope!
ხანდახან მენატრები... ჩემ თავს ვეუბნებოდი რომ არავინ მჭირდებოდა და კარგად ვიქნებოდი, მაგრამ სინამდვილე ისაა რომ არავის ვჭირდებოდი და კარგადაც ვერ ვიქნებოდი.
Wish you were here
.
.
.
არ ვიცი მეყოფა თუ არა გამბედაობა რომ ეს წერილი გამოგიგზავნო. შემეძლო ელექტრონული ფოსტით მესარგებლა, მაგრამ თუ ოდესმე ამ ყველაფერს წაიკითხავ მინდა ჩემი ხელით დაწერილი წაიკითხო. გულს მიღრღნის იმაზე ფიქრი რომ ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივარ.
და თუ შენ მკითხავ რატომ არ დაგემშვიდობე, მე გიპასუხებ რომ სადღაც, სიღრმეში, არის განსაკუთრებული ნათება, რომელიც ყოველთვის ბრწყინავს და ყველაზე ბნელი დღის განათებაც კი შეუძლია.
მიხვდებოდი, რომ ამ ნათებას HOPE ქვია.
არ მნიშვნელობა აქვს რამდენს ვცდი, მაინც ყოველთვის სისულელე ვიქნები უშენოდ.
მე ყოველთვის მიყვარდა სიმღერებით ლაპარაკი.
თუ შენ ახლა ამ წერილს კითხულობ, მინდა იცოდე რომ მე უშენოდ არარაობა ვარ! ა-რ-ა-რ-ა-ო-ბ-ა! და ამას ვაღიარებ.
შეიძლება ახლა ცოლიც გყავს და შვილებიც... თავს კიდევ უფრო დამნაშავედ ვგრძნობ რომ ამ ყველაფერს ახლა ვამბობ.
ოთხი წელი გავიდა. ისევ ვმღერი, ოღონდ ახლა ჩემთვის, მარტო.
რომ იცოდე, კომპოზიტორი ვარ, ვზივარ და მორიგი კინოფილმისთვის ვწერ მელოდიას. ალბათ ეს ჩემი უკანასკნელი ნამუშევარი იქნება, ან ბოლოს წინა.
ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა და ოცნებასაც მისრულებს... ამას წინათ გავიგე რომ ძალიან ავად ვარ და გამიხარდა... რა სულელობაა არა?! დედაჩემის და მამაჩემის ხათრით უარი ვერ ვთქვი მკურნალობაზე, ძალიან მძიმედ ვარ და იმედია ვერ გადავრჩები.
აი მიზეზიც რატომ გწერ ახლა...
თუ ამას წაიკითხავ მე შიში არ მექნება რომ ოდესმე შეგხვდები და სირცხვილისგან თვალსაც ვერ გაგისწორებ.
მოვკვდები.
შეიძლება არც გაინტერესებს და ეს წერილი დროის ფუჭ კარგვად ჩათვალო. მაგრამ პირადად მე ძალიან მიჭირს ამის დაწერა. თამბაქოს ვაბოლებ და ცრემლებს ვყლაპავ...
შეიძლებოდა
ნამდვილად შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.
იმედია მოვკვდები...
წარმატებები! ბედნიერებას გისურვებ!
მაპატიე რომ მოგწერე...
იმედი ბოლოს კვდება!
...
Katie”



***
როგორც ქეითი ამბობდა არ გაუმართლა და გადარჩა. ერთი წელი მკურნალობდა და გადარჩა. წერილი კი დღემდე უპასუხოა.

რეჟისორისთვის მუსიკა მიჰქონდა. თეატრის იმ დარბაზში შევიდა რომელშიც ის ეგულებოდა და ნანახმა გააკვირვა. თეატრის მსახიობებიდან დაწყებული, დამლაგებელი პერსონალით დამთავრებული ყველას მოეკალათა დარბაზში და სცენას შეჰყურებდნენ. ქეითმა რეჟისორი მოძებნა.
-გამარჯობათ, იცით მოვრჩი მუსიკაზე მუშაობას და მინდა განახოთ-თავაზიანად უთხრა მან
-მოდი, ჯერ დაჯექი-წინა რიგისკენ წაიყვანა ქეითი და ზუსტად შუაში დასვა-ცოტა ხანში გავარკვიოთ ეგ.
ქეითმაც დაბნეულმა დაუქნია თავი.
ორ წუთში სცენა დაბნელდა და ისევ ნაცნობი ხმა... ქეითს სუნთქვა შეეკვრა და გულმა ასმაგად დაუწყო ფეთქვა. როცა გაიაზრა რომ სცენაზე ჰოუფი იდგა და ,,Still Loving You-ს” უმღეროდა თავი ხელებში ჩარგო და ცრემლებმა მის სახეზე გაიკვლიეს გზა...
ქეითი არ განძრეულა. მხოლოდ მაშინ გაინძრა როდესაც ჰოუფი სცენიდან ჩამოვიდა და ყურში ჩასჩურჩულა:
-ზოგი ჩემი ბრალიც იყო...
დაფეთებულმა მოიშორა ხელები სახიდან და ცრემლიანი ჩააშტერდა თვალებში, მერე, უცებ კი ძალიან მაგრად ჩაეხუტა...
ყველაფერი ძალიან მალე აპატია...


******
ყველაფერი წარმავალია... მათი სიყვარულიც დასრულდება ოდესმე, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება როცა ორივე მოკვდებიან.
მანამდე ბედნიერებით უნდა დატკბნენ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mani156

აუუ ძაალიიანნ მაგარიი იყოო ^_^ ცოტა გაურკვევლობებმა უფრო მიმზიდველიი გახადა და კითხვებიც დამიგროვა :))) ძაალიიანნ მომეწონნა <3

 


№2  offline წევრი mxolod me

Vaime ai kargi iyo dzalian

 


№3  offline წევრი somerholic

[quote=mani156]აუუ ძაალიიანნ მაგარიი იყოო ^_^ ცოტა გაურკვევლობებმა უფრო მიმზიდველიი გახადა და კითხვებიც დამიგროვა :))) ძაალიიანნ მომეწონნა <3[/qu
ძალიან დიდი მადლობა!!♥

mxolod me
Vaime ai kargi iyo dzalian

მადლობა დიდი ♥

 


№4  offline წევრი BvBArMy

აი რა ვთქვა არ ვიცი პირველ რიგში ავღნიშნავ ძალიან მაგარი მუსიკალური გემოვნება გაქვს, ამ გოგოს ცხოვრება რაღაცით ჩემ ცხოვრებასაც კი მივამსგავსე, ძალიან მაგარი იყო. ყოჩაღ ძალიან მომეწონა მართლა. love
--------------------
I Hate Everything About You

 


№5  offline წევრი somerholic

BvBArMy
აი რა ვთქვა არ ვიცი პირველ რიგში ავღნიშნავ ძალიან მაგარი მუსიკალური გემოვნება გაქვს, ამ გოგოს ცხოვრება რაღაცით ჩემ ცხოვრებასაც კი მივამსგავსე, ძალიან მაგარი იყო. ყოჩაღ ძალიან მომეწონა მართლა. love

აი ძაან დიდი მადლობა ♥ მუსიკალური გემოვნებაზეც მადლობა :D ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent